შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (2)


18-03-2016, 18:03
ავტორი ანკა
ნანახია 4 592

ბრიანა დილაუთენია წამოფრინდა ფეხზე და ფარდები გადასწია რათა ოთახში სინათლე შემოსულიყო.
-მოგკლავ შე საწყალო, დამაძინე... - ამოიბურდღუნა უკმაყოფილო ემილიმ და აბურძგნული შოკოლადისფერი თმები ხელით „გაისწორა“.
-ჰმმ... მამაჩემი თავის მანქანაში ჯდება. უი არა! ნახე! მოსამსახურე უღებს კარს, მძღოლი საჭესთან ზის. რანაირად უღიმის?! მანაც იცის ხომ?
-აეე! შერლოკ ჰოლმს დაწყნარდი! - გამოფხიზლებული ემილი ფეხზე სიცილით წამოდგა და დაქალს მხარზე ჩამოეკონწიალა.
-ნახე დაცვამაც ნელა დახურა ჭიშკარი. ალბათ რაიმე კოდური შეტყობინებაა! იქნებ სახლში გამომკეტეს და არსად არ გამიშვან? - ლაპარაკობდა თავისი აზრებით აღტაცებული და აზარტში შესული.
-გოგოო! გამოფხიზლდი ახლა რეებს ბოდიალობ! - დაუცაცხანა ქალბატონ ჰოლმსს და სარკეში თმები დაივარცხნა.
-მართალი ხარ, აშკარად ზედმეტი მომდის... - თქვა და ღრმად ამოისუნთქა - უბრალოდ სხვა რამეზე ფიქრს ვერ ვახერხებ, არ გამომდის. სულ ის მიტრიალებს თავში, რომ რაღაცას მიმალავენ და ეს მაგიჟებს! - ხელები სახეზე მოისვა და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო.
-ერთი დღით ჩემთან აგარაკზე წავიდეთ. დავისვენებთ და გავერთობით. რაიცი იქნებ ისიც მოვიფიქროთ თუ როგორ გავარკვევთ ამ ყველაფერს. რას იტყვი?
-დასვენება არ მაწყენდა - დასთანხმდა მისი იდეით კმაყოფილი და ფანჯარასთან მდგომმა თვალები უნდობლად მოჭუტა
-ვაიმე ახლა არ თქვა კატა ფსავს და კვალს ტოვებსო თორემ გავრეკავ! - უცბად წამოიძახა ემილიმ და როდესაც გააანალიზა თუ რა თქვა სიცილი ატეხა. მუცლისტკივილამდე იცინეს, შემდეგ კი ისევ მშიერმა მუცელმა შეახსენა თავი და პირველ სართულზე ჩავიდნენ.
-რას შეჭამ? - ჰკითხა ემილის და გამოცდილი მზარეულივით დაბზრიალდა გაკრიალებულ ოთახში.
-იმას, რისი გაკეთებითაც სახლს არ ააფეთქებ - აფხუკუნდა გოგონა.
-საერთოდ არ აფასებ ჩემს შესაძლებლობებს! - ტუჩები დაბრიცა და „გაბუტულმა“ დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი. გემრიელად ისაუზმეს და შემდეგ ბრიანას დედას შეუთანხმდნენ აგარაკზე წასვლასთან დაკავშირებით. არიასაც გაუხარდა, უთხრა დაისვენებ და ენერგიას აღიდგენო.
-ყველა ძველი კლასელი დავპატიჟოთ, რას იტყვი? სკოლის დამთავრების შემდეგ არ გვინახავს არავინ - იკითხა ემილიმ და წარბები მაცდურად აათამაშა. ქალაქთან ახლოს უზარმაზარი აგარაკი ჰქონდა და ამიტომ ბავშვების რაოდენობა მისთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა.
-ყველა არა! ტყლარწი როუზი და კიდევ სწერვა ჰანა არ გვინდა. დანარჩენები იყოს... უი ხო, კიდევ ჯეიმსი არ გვინდა რა, მაგისი თავი არ მაქვს. ისევ სიყვარულის ახსნა რომ დამიწყოს გავგიჟდები! - დაიწყო ტიტინი ხასიათზე მოსულმა ბრიმ.
-როუზი და ჰანა კიბატონო, მაგრამ ჯეიმსის დაპატიჟება მომიწევს. ხომ იცი ჰარის სასტავში გადის და ისე არ დატოვებენ.
-ვიცი, ვიცი... კარგი, ჯანდაბას. ოღონდ ის ორი არ დამანახო და ჯეიმსს რამენაირად გავუძლებ.

აგარაკზე წასვლის ორგანიზება ადვილად მოახერხეს. ბავშვებს დაურეკეს და ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ. 20 ბავშვი 8 მანქანაში გადანაწილდა, დილაადრიან შეხვდნენ ერთმანეთს და ემილის სახლისკენ გზას გაუდგნენ. ბრიანა და ემილი ემილის მანქანით წავიდნენ. მარტო უფრო კომფორტულად იმგზავრებდნენ, თანაც სადაც ბრიანა იქნებოდა იქ ემილიც იქნებოდა და ანალოგიურად პირიქით! მთელი გზა ბრი ცდილობდა ჯეიმსს არ გადაყროდა. რა აზრი ჰქონდა? აგარაკზე მაინც მოუწევდა მის პირისპირ დამდგარიყო და გამარჯობა მაინც ეთქვა.
-ჰეი ბრი. როგორ ხარ?- დაბინავდნენ თუ არა მაშინვე გოგონას წინ გაჩნდა ჯეიმსი. ემილიმ თქვა მე დაგტოვებთო და ჩუმად გაიძურწა იქიდან.
-კარგად, შენ?- უპასუხა თავაზიანად და ბიჭს თვალებში ჩახედა. რაც არ უნდა ქნას ადამიანმა, თვალები მაინც გასცემენ. იქ მაინც ყველაფერი ჩანს და გადაშლილი წიგნივით იკითხება. ბრიმ იგრძნო, რომ ჯეიმსი კვლავ არ იყო გულგრილი მისდამი და გული ეტკინა. ის ხომ ასეთი კარგი ადამიანი იყო, თუმცა გულს ვერ უბრძანებდა. უბრალოდ არ შეეძლო იგი წარმოედგინა როგორც მამაკაცი. ჯეიმსი მის თვალში მუდამ მხიარული ბიჭი იქნებოდა, რომელსაც მეცხრე კლასიდან იცნობდა.
-მეც კარგად.. დიდიხანია არ გვინახავს ერთმანეთი და მომენატრე. შენ?
-არ ვიცი... უნდა წავიდე, სადილის მომზადებაში უნდა დავეხმარო გოგოებს - თქვა და გვერდის ავლა სცადა, თუმცა ჯეიმსის ხელმა გააჩერა. ბიჭმა გოგონა თავისკენ მიატრიალა, ღრმად ამოისუნთქა და მზერა გაუსწორა.
-ბრი, მოდი ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ კარგი?
-რა გვაქვს გასარკვევი? - ვითომ ვერ მიხვდაო ისე ჰკითხა და წამწამები ააფახულა.
-ჩვენი ურთიერთობა. იცი რომ მიყვარხარ, მაგრამ მე ვიცი რომ შენ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ და არც არასდროს იგრძნობ. ამაში არ გადანაშაულებ, უბრალოდ მინდა რომ შენგან გავიგო ეს. მინდა მითხრა, რომ არანაირი შანსი არ მაქვს და შევეცდები დაგივიწყო. მაგრამ... თუ ერთი მეასედი, ერთი მეათასედი შანსი მაინც მაქვს შენთვის ვიბრძოლებ - გოგონას ხელები თავისაში მოიქცია, შემდეგ კი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. ბრიანას გული ჩაეწვა. რა ექნა? შანსი მიეცა ჯეიმსისთვის? ეს ხომ სრული სისულელე იქნებოდა... მას ოდნავადაც არ მოსწონდა ჯეიმსი, მის გვერდით უბედური იქნებოდა და თავისი უბედურებით ჯეიმსს კიდევ უფრო მეტად ატკენდა გულს.
-ჯეი - მიმართა იმ სახელით, რითაც მას მეგობრები მიმართავდნენ.
-გისმენ - უპასუხა და სევდიანად გახედა.
-მაპატიე, მაგრამ მეგობრობის მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ... არ მინდა ცრუ იმედები მოგცე, მერე უფრო მეტად გეტკინება გული. ასე ჯობია... - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, თავი დახარა და თავისი ხელი უხერხულად გაანთავისუფლა ჯეიმსის ხელებისგან.
-კარგი... ხვალ ლონდონში მივდივარ
-როდის ჩამოხვალ? - იკითხა დაღონებულმა.
-რა მნიშვნელობა აქვს - სევდიანად ჩაიცინა ბიჭმა. ბრიანას ხმა არ ამოუღია. - იქ საცხოვრებლად გადავდივარ. ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო... არ ვიცი ოდესმე დავბრუნდები თუ არა აქ
-წარმატებებს გისურვებ - თბილად გაუღიმა, თუმცა ის სევდიანი გამომეტყველება მაინც ვერ ამოძირკვა სახიდან.
-მადლობა ბრი, შენც... იმედი მაქვს იპოვი მას ვისაც ეძებ და უსაზღვრო ბედნიერებას იპოვნი. ახლა კი უნდა წავიდე. აქ მხოლოდ დასამშვიდობებლად მოვედი, ისე წასვლა არ შემეძლო. როცა ახალს იწყებ ჯერ ძველი უნდა დაამთავრო - გაიღიმა და ბრიანას უფრო მიუახლოვდა.
გოგონა თვითონვე ჩაეხუტა ნახევარი თავით მაღალ ბიჭს, მჭიდროდ მოხვია ხელები კისერზე, მან კი წელზე და თავი მის კისერში ჩარგო.
-ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ ბრი... - ამოიჩურჩულა ჯეიმსმა მის ყურთან. გოგონამ მეტს ვეღარ გაუძლო, ცრემლი წამოუვიდა... გული სტკიოდა რომ არ შეეძლო მისთვის ისეთივე გრძნობით ეპასუხა, როგორიც მას გააჩნდა მის მიმართ.
-სამწუხაროდ მე არ შემიძლია ჩემი გრძნობები ვაკონტროლო ჯეი, ძალიან ვწუხვარ - მანაც ჩურჩულით უპასუხა, შემდეგ კი ბიჭს მოშორდა, ლოყაზე აკოცა და დაემშვიდობა.
ჯეიმსი იქ აღარ დარჩენილა, მაშინვე ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა.
-ღმერთო, ბრი! რა გჭირს? - ემილი მაშინვე მასთან მივიდა და ყურში გაოგნებულმა უჩურჩულა.
-სხვაგან გავიდეთ და გეტყვი - უპასუხა სევდიანად და დაქალთან ერთად სახლის უკან გავიდა. ჯეიმსთან დამშვიდობება დეტალებში აღუწერა და შემდეგ ისევ რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა.
-მე მას გული ვატკინე... საშინლად მოვექეცი... უგულო არსება ვარ!.. - ასლუკუნდა გოგონა.
-არა ბრი... სწორად მოიქეცი და ეს შენი ბრალი სულაც არაა. შენ ვერ აირჩევ ვის შეიყვარებ და ვის არა. ეს თავისით ხდება, გაუცნობიერებლად. დამშვიდდი და წავიდეთ გავერთოთ. აქ ხომ ამისთვის მოვედით! ჯეიმსი კარგად იქნება, ის ახალ ცხოვრებას დაიწყებს და მიხვდება რომ უშენოდაც შეძლებს ცხოვრებას. ნამდვილი სიყვარული ორმხრივია. ეს არაა ნამდვილი სიყვარული და დარწმუნებული ვარ გადაუვლის. - ემილის ამხელა ლექციამ დადებითად იმოქმედა ბრინაზე. ცრემლები მოიწმინდა და ბავშვებთან მომღიმარი გავიდა.
ალექსი, ლუი და ჰარი შეშას ეზიდებოდნენ ეზოში ცეცხლის დასანთებად. ტომი და ბეილი ტყეში იყვნენ პატარა ტოტების შესაგროვებლად. მარია, სიერა და ლორენი საჭმლებს ალაგებდნენ. დანარჩენები კი ეზოში სეირნობდნენ.
საღამოს ყველა კოცონის გარშემო შეკრებილიყო, პლედები ჰქონდათ მოხვეული და ბავშვობას იხსენებდნენ.
-პირველი კლასიდან ერთად ვინ ვართ? - იკითხა ემილიმ ინტერესით და ბავშვებს გადახედა.
-შენ, ბრი, ლორენი და მე - თქვა ალექსმა.
-აუ რამე კურიოზი არ გახსენდებათ? მხიარული ისტორიები მოვყვეთ! - ტაში შემოკრა პოზიტიურმა მარიამ.
-მე მახსოვს მეორე კლასში ერთი გოგოს გამო ვეჩხუბე პარალელურ კლასელს. მერე კიდევ აღმოჩნდა, რომ იმ გოგოს უკვე ჰყავდა შეყვარებული - გაიცინა ლუიმ.
-შენ სულ ეგეთი გამო*ირებული იყავი - ახარხარდა ჰარი.
-დავაი რა! - ხელი გაუქანა ძმაკაცს, თუმცა მან ოსტატურად აიცილა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-რა სულ ურთიერთბებზე ლაპარაკობთ! რამე ისეთი მოყევით, რაც ჩვენ გადაგვხვდა თავს! - პროტესტის ნიშნად ფეხზე წამოდგა ლინდა.
-მიდი ბულბულო ჯობია რამე გვიმღერო - გაიცინეს ბავშვებმა და ისტორიების საღამო ლაივ-კონცერტად აქციეს. იმდენი იმღერეს სანამ ყველას ყელი არ ეტკინა.
ღამის სამ საათზე საშინელებათა ისტორიების მოყოლა დაიწყეს და იმდენი ქნეს, რომ სიცილ-ხარხარში შემოათენდათ.
სასტიკად დაღლილები დაიშალნენ, ბრიანა და ემილი კი იქვე დარჩნენ და წამოსვლამდე დასვენება არჩიეს. გოგოებმა ერთდღიანი შემოვლა ერთკვირიან დასვენებად აქციეს და შინ უზომოდ კმაყოფილები დაბრუნდნენ.
-როგორ მომენატრეთ! მეგონა ჩამოსვლას აღარ აპირებდი! - მხიარული არია კარშივე მიეგება საყვარელ ქალიშვილს და მისი მეგობარიც გადაკოცნა.
-სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ მომენატრეთ - გაუცინა მანაც და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
-შემოდით სახლში სადილი უკვე მზადაა. - შინ შეიპატიჟა ორივე და უგემრიელესი სტეიკი თეფშზე დაუდო.
-მამა სადაა? - ჰკითხა ბრიანამ სხვათაშორის.
-სამსახურშია, გვიან დაბრუნდება - უპასუხა მშვიდად.
-იესს - დაიჩურჩულა თავისთვის და მაგიდის ქვეშ ემილის ხელს თავისი შეაგება.
მალე ისადილეს, შემდეგ კი ბრის ოთახში შეუძურწნენ და თან სიტუაციის დაზვერვა დაიწყეს.
-როგორ ფიქრობ, დედაშენი კიდევ ქვემოთ იქნება? - ოთახიდან გაყოფილი თავი ისევ უკან შემოყო ემილიმ და დაქალს გახედა.
-არ ვიცი, ალბათ... უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი - მხრები აიჩეჩა და მობილურში სოციალური ქსელში ძრომიალი დაიწყო.
-მოეშვი მაგ მობილურს და მოდი აქ! - დაუცაცხანა და იმდენი ქნა რომ მაინც გვერდზე ამოიყენა.
-როდემდე უნდა ვიდგეთ აქ?! - ამოიოხრა მობეზრებულმა.
-სანამ არ დავრწმუნდებით, რომ დედაშენი ქვემოთ არ დაგვხვდება - თვალები დაუბრიალა და ცხვირი ისევ გარეთ გაყო.
-წამო, ჩავიდეთ ქვემოთ და თუ შეგვხვდა ვუთხრათ რომ წყალი გვინდა.
-კარგი იდეაა, წამო... - ხელი დაავლო და კიბეებზე სულ სირბილით ჩაიყვანა.
-შევეწირები მე ამ სპეც-ოპერაციას რა - უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა ბრინამ.
-ჯერ ერთიც, შენს საქმეს ვაკეთებთ ქალბატონო და მეორე კიდევ - მაგ სპეც-ოპერაციას სახელი აქვს - წინ გაეჯგიმა და ლაქლაქი დაიწყო.
-ძალიან დებილური სახელია - უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და ხელები გადააჯვარედინა უფრო მეტი დრამატულობისთვის.
-უკეთესი შენ მოიფიქრე - თავი გადააქნია და თან სამზარეულოსკენ გააპარა თვალი.
-აბაა ფრთამოტეხილი ძერა რაუბედურებაა! - ხელები აიქნია ჰაერში და ტუჩები დაბრიცა.
-ჩუუ! მგონი დედაშენი არაა აქ -მაშინვე ხელები ააფარა პირზე და წამსვე გააჩუმა. ჯერ სამზარეულოში შეყო თავი, შემდეგ მისაღებ ოთახში შეიძურწა, დერეფანიც ყურადღებით დაათვალიერა და სააბაზანოებიც.
-ასე მგონია პოლიციის ინსპექტორი ხარ და დანაშაულის ადგილს იკვლევ - თავისთვის ჩაიცინა მეგობრის ყურებით გახალისებულმა გოგონამ.
-უნდა დავრწმუნდე, რომ დედაშენი ზაკის ოთახში არ შემოგვისწრებს - ფრთხილი ტონით განაცხადა და ახლა მეორე სართულზე არიას ოთახს მიაყურადა.
-აქამდე ცხრაჯერ გადავქექავდით იმ ოთახს...
-ჩუუ! - ისევ გააწყვეტინა სათქმელი და ყურებდაცქვეტილმა სცადა ოთახის სიჩუმეში არია ბეიტსონის ხმის გარჩევა - ვიღაცას ელაპარაკება მობილურზე, მგონი დაქალს... ეს დიდხანს არ ჩამოვა - მხრები აიჩეჩა კმაყოფილმა და პირველ სართულზე ჩანარნარდა.
-შენ იქ ეძებ, მე კიდევ აქეთ მოვძებნი და სამუშაო მაგიდაზე - ოთახის ფართი გადაინაწილეს და სამძებრო სამუშაოებს შეუდგნენ. მთელი კარადები და საბუთები გადაქექეს, თან ისე რომ კვალი არ დაეტოვებინათ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. მხოლოდ სასტიკად დაღლილებს გაახსენდათ ენახათ სამუშაო მაგიდა. ემილიმ ზემოდან დაათვალიერა, ბრიანამ კი უჯრების ქექვა დაიწყო.
-ემ, ეს უჯრა დაკეტილია, არადა გული მიგრძნობს, რომ აქაა ის რასაც ვეძებთ - თქვა დაღლილი ტონით და მეგობარს იმედიანად ახედა.
-მგონი ამის თმის სარჭით გაღებას შევძლებ - ტუჩები გააწკლაპუნა, თმიდან ერთი პატარა სარჭი მოიხსნა და უჯრასთან ჩაიმუხლა.
-შენი იმედი მაქვს - თქვა და გაფაციცებით მიაჩერდა საქმიან ემილის.
თხუთმეტწუთიანი წვალების შემდეგ ემილიმ მაინც შეძლო და უჯრა გააღო. პროფესიონალი საკეტების მხსნელი არ იყო, თუმცა მარტივი საკეტის გახსნა შეეძლო... ამას თუ შეძლება ჰქვია. ბრიანამ უამრავჯერ უთხრა ტყუილად ეწვალები ვერ გახსნიო, თუმცა გოგონა მაინც არ დანებდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
-მაღიარე! - თავმომწონედ აღნიშნა და გახარებულ დაქალს მზერა გაუსწორა.
-ყველაზე მაგარი დაქალი მყავს! - შესძახა მხიარულად, შემდეგ კი უჯრა გამოაღო და საბუთები ამოალაგა. სათითაოდ ეჭვისთვალით უყურებდნენ ყველა ფურცელს თვალებმოჭუტულები, რომ წერტილიც კი არ გამოპარვოდათ.
-ღმერთო ჩემო, ემილი... თვალებს ვერ ვუჯერებ! - გაოგნებულს აღმოხდა და შეშინებულმა გახედა დაქალს.
-რა ხდება? - საქმიანად ამოუდგა გვერდზე და ქაღალდი გამოართვა - ვაიი მეე!!! - მასაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა. ერთ ადგილას გაშეშდა და სცადა დაწერილი სიტყვები თავიდან გადაეკითხა. - მეჩვენება თუ მართლა ის წერია რასაც ვხედავ?
-წარმოუდგენელია - დარჩენილ ჰაერს ამოაყოლა სათქმელი, შემდეგ კი თვალები დახუჭა და ცრემლები ნიაღვარად წამოუვიდა.
-ბრი, დამშვიდდი... ნუ ტირი რა გთხოვ - მაშინვე მას ჩაეხუტა და დამშვიდება დაუწყო.
-როგორ დავმშვიდდე! არ შემიძლია... ეს როგორ დამიმალეს! მთელი ცხოვრება ტყუილში გავატარე?! - სასოწარკვეთილი მოთქვამდა და ფეხზე ძლივს იდგა.
-დედაშენმა არ შემოგვისწროს. შენ ოთახში ადი, მე აქაურობას მივალაგებ და ამოვალ, კარგი?
-კაი - თქვა, თუმცა ფეხის გადადგმა ვერ შეძლო. ერთ ადგილას იდგა და თვალები სივრცისთვის გაეშტერებინა.
-კარგი, მოდი აქ დაჯექი სანამ დავალაგებ - დივანზე დასვა, თვითონ კი საბუთს სურათი გადაუღო, უჯრაში ისევე ჩააბრუნა ყველაფერი როგორც იყო, შემდეგ კი მიხურა და ოთახიდან ჩუმად გამოვიდნენ.
ბრიანას ხმა აღარ ამოუღია. საწოლზე იყო თავით დამხობილი და გაუჩერებლად ტიროდა. გული ჰქონდა შუაზე გახლეჩილი და სიცოცხლის სურვილიც კი დაეკარგა. მთელი ცხოვრება ტყუილში გაატარა! მთელი 18 წელი ფანტაზია იყო!



.........
ესეც შემდეგი თავი...

ბავშვებო წინა თავზე თქვენი აქტიურობა დამაკლდა და იმედია ახლა არ დაიზარებთ დაკომენტარებას. თქვენი ყველა სიტყვა დიდ სტიმულს მაძლევს

იმედია მაქვს ისიამოვნებთ, თქვენი ანკა...



№1  offline მოდერი ^paradise^

შე ინტრიგანო :დ რა დაინახაა?? <3 ძაან მაგარი ისტორიააა <3 :* როგორც ყოველთვის ველოდებიიიიი შემდეგ თავს love wink

 


№2  offline წევრი Pepper

საინტერესოაააა რა ხდებაააა
მომწონს შენი ისტორიები
დარწმინებულო ვარ ესეც კარგი იქნება <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ვფიქრობ მათი შვილი არაა და იმიტომ უმალავდნენ სიმართლეს.

 


№4  offline მოდერი D-roni

ნეტავ ის იყოს რაც მე მგონია მმმ ... ❤❤❤ ძალიან მომწონს , თუმცა თუ მეხსიერების ამბავში გაგვარკვევ კარგი იქნება , მე კი ვხვდები რომ დაუბრუნდა , მაგრამ შენ მაინც განამტკიცე ჩემი ეს აზრი თვითონ ფაქტებით შემდეგ თავში რა ❤ რაც შეეხება ბრიანას და ჩვენთვის ნახევრად გახსნილ , მათთვის კი უკვრ გარკვეულ საიდუმლოს ... ნეტავ ის იყოს რაც მე მგონია , ნაშვილები და თან ქართველი ! კარგად მიგყვა სიუჟეტი , ემოციურია , სიყვარულსი ახსნის მომენტზე ცრემლებიც კი მომადგა , მიკლედ ნევრი , რომ არ გავაგრძდლო ... გელი ვითარცა მგელი ! :დ ❤

 


№5  offline წევრი lamazmani

ძალიან მაგარი იყო love მომეწონა თანდათან უფრო საინტერესო ხდება love
ძალიან მომწონს კაი თავი იყო და კარგი ზომისაც love ესე გააგრძელე love
ის ტყლარწი მომეწონა ბევრი ვიცინე მაგაზე wink
მარა ჯეიმსსზე გული დამწყდა შემეცოდა sad
კაია მალე გააგრძელე ძაან მაგარი გოგო ხარ და მალე დადე და კიდევ ესეთი კარგი თავი love
მიყვარხარ love love love

 


№6  offline მოდერი ანკა

დიდი მადლობა ბავშვებოოო <3 <3 ყველა მიყვარხართ ძალიან ძალიან!!! love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent