შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

emotions -it's love 2


18-03-2016, 18:51
ავტორი tata11
ნანახია 2 102

მიუხედავად იმისა, რომ თვეები გავიდა და უცნობი არ ჩანდა იმედს არ ვკარგავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, არ მეგონა ასეთ ადამინს თუ შეეძლო, რომ ასე დაკარგულიყო... მაისი იყო უკვე, მე კი ჩემს ცხოვრებისეულ რუტინას მივყვებოდი სრულიად მშვიდად და აუღელვებლად, რატომღაც ყველაფრის მიმართ მქონდა ინტერესი დაკარული, აღარაფერი აღარ მაინტერესებდა. მთელ დღეებს ჩემს ბლოგზე ვატარებდი, სადაც ჩემი "სამყარო" მქონდა შექმნილი და ვცხოვრობდი ასე ჩემთვის, კომფორტულად. მაგრამ კომფორტი ხომ იქ მთავრდება სადაც იწყება საინტერესო ცხოვრება, ჩემ შემთხვევაშიც დაახლოებით ასე მოხდა.... ერთ დღესაც სრულიად უაზრო და დაულაგებელი ტექსით შემოიჭრა ჩემს ბლოგზე "ანონიმი."
-Are u single?
-yeap
ამით დასრულდა ჩვენი "დიალოგი," რამდენიმე დღეში კი კვლავ ანონიმი გამოჩნდა.
-იღბლიანი რომ ყოფილიყავი და მარტში დაბადებულიყავი, მაინტერესებს 10 თვის მანძილზე რა 10 საჩუქარს ისურვებდი იმ რიცხვში რომელ რიცხვშიც დაიბადე.თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქ. შემთხვევით შემხვდა შენი ბლოგი და ძაან დამაინტერესა.
-იღბლიანი ვარ და მარტში დაბადებული :3 არვიცი მგონია, რომ ყველაზე მეეტად წიგნები გამიხარდებოდა და ვისურვებდი… ანანომით ისე რატო ?
-ათივე თვეში წიგნები? რატო და არ ვიცი ამ ბლოგის გამოყენება.
-არვიცი,მგონი რო ყველაზე მეტად გამიხარდებოდა... ნუ ერთ თვეში რომელმე კარგი ჯგუფის ლაივზე ბილეთებიც არ იქნებოდა ცუდი.
-წიგნები ცოტა რთულია, მაგრამ 28მდე 13 დღეა განათლებისთვის :დ
-ეეე დამენახეეე ^__^
-როგორ უნდა დაგენახო თავისით დამარქვა საიტმა სახელი, მეტს აღარ დაგიპოსტავ, შენი ნაქები ბლოგი ჩატს დავამსგავსე :დ ბევრი წიგნები გექნება გპირდები. 28 მაისი, 28 ივნისს, 28ივლისი 28 აგვისტო 28 სექტემბერი 28 ოქტომბერი 28 ნოემბერი 28 დეკემბერი 28 იანვარი 28 თებერვალი (28 მარტი).
-ეეეეეეემ, 28ს ველოდები და იმედია მაშინ მაინც გავიგებ ვინ ხარ ^___^
-როგორ გყვარებია შოკოლადი. რომელი გიყვარს ყველაზე მეტად?
-შავი შოკოლადის გარდა ყველაზე ვგიჯდები.
-თუ ჩემნაირად გიყვარს შოკოლადები და უპატრონო ბავშებს არ დაეხმარები და სულ შენ შეჭამ ანანონიმის გარეშე მოგწერ. თამაშია ასეთი ჭამე ბევრი შოკოლადი ქვია :დ
-მოგყვები თამაშში და ველოდები ხვალ შენს გამოჩენას :დ


ამით დასრულდა ჩემი და უცნაური ანონიმის "დიალოგი". მართლა ვერ ვხვდებოდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, ან საიდან იცოდა ჩემი დაბადების დღე, რომ 28 ში იყო. ნაცნობი ვერანაირად ვერ იქნებოდა, არავინ იცოდა ჩემი ბლოგის შესახებ და ბოლოს მაინც დავიჯერე, რომ უბრალო ხუმრობა იყო და მეტი არაფერი.
დილით კი კარის წინ დამხვდა ბანიტიანი შოკოლადები, ვითომ არც არაფერი იყო მაგრამ საოცრად გამაბედნიერა. მეორე დღეს ილიაუნში დამხვდა ერთ-ერთ აუდიტორიაში, შემდეგ კი კვლავ კარის წინ ტოვებდა. ბლოგზე მას შემდგე აღარ გამოჩენილა, მეც ვერ ვწერდი და ვიყავი ასე გაურკვევლობაში.

ჩარკვიანის "emotions" ვუსმენდი ბოლო ხმაზე და სრულიად სხვა ემოციებში ვიყავი წასული მობილურში ვიყურებოდი, როდესაც ვიღაცის მკერდს ავეკარი ცხვირით. სუნამოს სუნმა ცხვირი ამიწვა და გულიც ამიჩქარდა რატომღაც, ნაბიჯი უკან გადმოვდგი და ბოდიშის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ისევ პირდაღებული ვუყურებდი მას.( არა აშკარად იფიქრებს ეს ბიჭი, რო სულელი ვარ)
ის კი კვლავ მიყურებდა, ვიდექით ასე დაჰიპნოზებულებივით ილიას წინ და შევყურებდით ერთმანეთს, როგორც იქნა მეც გავუღიმე და თითქოს გაუკვირდა კიდეც.
-მომენატრე იცი?
საოცრად ხავერდოვანი ხმით მკითხა, ჩემმა გულმა კი "ფართხალი" დაიწყო
-არველოდი.
მეტი არაფერი მითქვას ღიმილით ავუარე გვერდი და მზიურისკენ ავიღე გეზი, ისიც წამომყვა.
მოდიოდა ჩემს გვერდით რაღაც საოცარი აღნაგობის ბიჭი, საოცარი ღიმილით და ძალიან ნაცნობი სუნამოს სუნით... მზიურში ისევ იმ სკამზე ვისხედით, ისევ ისე ეჭირა ჩემი ხელი და თამაშობდა ჩემი თითებით, მე ისევ მის მხარზე მედო თავი და ვისუნთქავდი მის სუნამოს სუნს. თითქოს მშვიდად ვიყავი, მაგრამ რაღაც მჭამდა შიგნიდან, ალბათ ეს შიში იყო. ისევ მისი გაქრობის შიში, ამდენ თვიან განშორებას ალბათ ვერც გავუძლებდი. ასე ვიჯექით ცოტახანს, ჩვენს ახლართულ თითებს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ეს წუთები სამუდამო ყოფილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent