შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გაგიცანი...(5)


19-03-2016, 17:36
ავტორი Shameless
ნანახია 1 753

თვალი გავაყოლე, მერე ანას შევხედე.
-ნუ ნერვიულობ, მალე გადაუვლის. უბრალოდ 4 წელია იოანე უყვარს და...
-გასაგებია.-ვთქვი ჩაწყვეტილი ხმით.-დაგტოვებთ.
აღარაფერი მითხრეს. ოთახში შევედი და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. წვიმის წვეთების ხმით ვტკბებოდი თვალებდახუჭული.
-4 წელია უყვარს. ასეთი სტაჟიანი გრძნობის შერყევას შევძლებ?-ჩამეცინა.-სიყვარულში ალბათ ბედი არ მაქვს.-ვთქვი ჩუმად და ფანჯრიდან გავიხედე.
საოცრება. გოგოების ოთახი ჩანდა. ტასოც ჩემსავით ფანჯრის რაფაზე იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ბედნიერი ჩანდა. "ალბათ იოანეა" გავიფიქრე ჩემთვის. თავით მინას მივეყრდენი. უბრალოდ მეღიმებოდა. ვის ვხედავ ტასოში? იქნებ კატოსთან მსგავსების გამო მიზიდავს ასე ძალიან? ამ აკვიატებულ აზრს ვერ ვიშორებ. მინდა რომ გავდეს კატოს, მაგრამ თან მეშინია. მეშინია იმის, რომ თუ რამე გამომივიდა ტასოსთან, მასთანაც იგივე დასასრული მექნება. წავა, უკანმოუხედავად. ისევ მარტო დავრჩები. არ მინდა.
ფიქრებიდან გამოვერკვიე და ტასოს ფანჯრისკენ გავიხედე. ადგილზევე გავშრი. ტიროდა. ფანჯარა გავაღე და წვიმაში გავყავი თავი.
-იმედია უბრალოდ წვიმის წვეთებია.
ცრემლები არ ჩანდა, მაგრამ გამწარებული სახე ჰქონდა. თითქოს მთელი ცხოვრების ტკივილს ახლა აფრქვევს.
ამ დღემ ისე ჩაიარა, რომ ოთახიდან აღარ გავსულვარ. ლოგინზე ვიწექი და სიმღერებს ვუსმენდი. სანდრო როდის შემოვიდა არ გამიგია, იმიტომ რომ საკმაოდ ადრე ჩამეძინა. არ მინდოდა რამეზე მეფიქრა, თუმცა თვალწინ გაჯიუტებით მიტრიალებდნენ კატოს და ტასოს ატირებული სახეები. გული მეგლიჯებოდა.
დილის 5 საათზე გამეღვიძა. მზე თითქმის არ ჩანდა. მხოლოდ სხივები ანათებდნენ. მოსტაფილოსფრო-მოყვითალო ფერი ჰარმონირებდა ღია ცისფერ ცასთან და ულამაზეს სურათს მიხატავდა თვალწინ. თეთრი ღრუბლების უთხელესი ფენები ნელ-ნელა იფანტებოდნენ. ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავედი. ტასოც იქ იჯდა. ყურსასმენები ეკეთა და ცაში იყურებოდა. ზედმეტად თხლად ეცვა. ვხედავდი როგორ უთრთოდა გამხდარი მხრები. ჩქარა ჩავირბინე კიბეები, თან ჟაკეტს ვიხდიდი. ზურგზე მოვაფარე. გაკვირვებულმა გამომხედა.
-როდის გამოხვედი, ვერც შეგამჩნიე.-სუსტად გაიღიმა.
-ამ წამს.
-აიღე ჟაკეტი, ცოდო ხარ, გაიყინები.
-ნუ ნერვიულობ.-ჟაკეტი ჩავაცმევინე.
-მადლობა...გინდა შენც მოუსმინო?-მითხრა და ცალი ყურსასმენი გამომიწოდა.
უსიტყვოდ გავიკეთე. მასთან უფრო ახლოს დავჯექი. თავი მხარზე დამადო და თბილად მომეხუტა.
-შეიძლება ასე ვიყო?
-კი.
თავს უზომოდ კომფორტულად ვგრძნობდი. უცებ ჩუმი ქვითინი გავიგე.
-რა გჭირს?-ვკითხე ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს.
-არაფერი ის...
-მაგას ნუ მეუბნები რა, ისედაც ორივემ ვიცით რომ ტყუილია. იოანეს გამო ხარ ეგრე?-ტასომ გაკვირვებულმა ამომხედა.
-საიდან იცი?
-ანამ გვითხრა გუშინ შენი გაღიზიანების მიზეზი რომ აეხსნა.
-გასაგებია.
-გინდა რამე მომიყვე?
-და რა არის მოსაყოლი?-ჩაიცინა.-4 წელია ახლო მეგობარი მიყვარს, თუმცა მაგას სხვა უყვარს და გუშინ აუხსნა სიყვარული. რა თქმა უნდა, მე, როგორც უახლოეს დაქალს, ყველაფერს მიყვება. ესეც მთელი ისტორია. ჩემი ცხოვრებისთვის ჩვეული ბანალური ისტორია.-გაიღიმა, თუმცა ამ ღიმილში უზომოდ დიდი იმედგაცრუება ჩანდა.
-მეც მქონდა უიღბლო სიყვარულის ისტორია.-გამეღიმა.
-მართლა?-წამოიწია.-რატომღაც არ მოველოდი. მომიყვები?
-არ ღირს.-გავუღიმე.
-კარგი.-მიხვდა, მანაც გამიღიმა და ისევ მომეხუტა.
ასე ვისხედით, სანამ ჩვენებიც არ ადგნენ.
-აქ რა რომანტიული დილა გამართეთ.-მთქნარებით გამოვიდა ანა.
მაშინვე მოვშორდით ერთმანეთს. ტასომ ჟაკეტი გაიხადა და დამიბრუნა.
-კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.-გამიღიმა.
-რისთვის?-გამეცინა.
-ყველაფრისთვის.-მხარზე დამადო ხელი და სახლისკენ წავიდა.
გაღიმებული სახე გავაყოლე.
-შემთხვევით ხო არ მოგწონს?-მკითხა ანამ, როცა ტასო სახლში შევიდა.
-რა?-გავიოცე.-საიდან გამოგაქვთ შენ და სანდროს ეგეთი დასკვნები?
-აჰა, ანუ სანდრომაც გამოგიჭირა.-გაეცინა.
-ოო, ტვინს ჭამთ.-ვთქვი უკმაყოფილო სახით.
-პირიქით, თუ მართლა მოგწონს, იქნებ რამენაირად შეაყვარო თავი, რომ იოანე დაავიწყდეს.
-არ ფიქრობ რომ უტაქტო თხოვნაა?
-რატომ?
-სხვა ბიჭის დასავიწყებლად უნდა გამომიყენონ. ცოტა არ იყოს, არასასიამოვნოა. თან იმის გარანტიაც არ გაქვს, რომ უარესად არ გავაუბედურებ.
-ეგ არ მიგულისხმია და ვიცი რომ უარესს არ უზამ.
-ნუ ხარ ეგეთი დარწმუნებული...-გავჩუმდით.-მაშინ რას გულისხმობდი?-ისევ მე ვიკითხე.-ეგეთი რაღაც გამოგივიდა.
-ის მინდოდა მეთქვა, რომ ტასოს თუ ვიღაც მოეწონა ეს ძალიან დიდხანს გრძელდება და შენ რომ მოეწონო, ბედნიერად იქნებით, არ ფიქრობ?
-კარგი, დავუშვათ მომწონს, რაც მე თვითონ ვერ გამირკვევია ჯერ ბოლომდე, როგორ მიბრძანებ ამის გაკეთებას?
-ყურადღებიანი, თბილი და საყვარელი ბიჭები უყვარს. წესით მარტივად შეაყვარებ თავს.
-რატომ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს შენს დაქალს შენივე ხელით უშვებ გილიოტინაზე?
-შენს თავში არ ხარ დარწმუნებული?
-ეგ რა შუაშია? და ხო, არ ვარ. ვერ გამირკვევია ერთი რაღაც და სანამ იმას ვერ გავარკვევ, ტასოსთან ურთიერთობაზე არ ვიფიქრებ. არც მას და არც ჩემ თავს არ მინდა ვატკინო გული.
-რატომ გაქვს ეგეთი დამოკიდებულება?
-არ ვიცი. მოდი ერთ რჩევას მოგცემ. მესმის რომ ნერვიულობ ტასოს მდგომარეობაზე, მაგრამ მის მაგივრად ნუ ცდილობ ასეთი დეტალების მოგვარებას. უკეთესი ნამდვილად არაა.
-შეიძლება მართალიც ხარ, უბრალოდ რამენაირად უნდა გამოვაცოცხლო.
-საკმაოდ პოზიტიური ადამიანია.
-მხოლოდ გარეგნულად.
-ცუდ ხასიათზე ხანდახან ყველა ვართ ხოლმე, ამიტომ ნუ ნერვიულობ.
აღარაფერი მიპასუხა.
პლიაჟზე ჩავედით. ზღვა ძალიან ამღვრეული იყო, მაგრამ მაინც ვიცურავეთ. ტასომ ხელი ჩამჭიდა და არ მიშვებდა.
-ერთხელ უკვე ჩამითრია ტალღამ, გამეორება ნამდვილად არ მინდა.
-აუ, მახსოვს.-ანამ ხმამაღლა გაიცინა.
-სიცილი არ იყო საჭირო.-ტასომ უკმაყოფილო სახით გახედა.
სახლში ამოსვლისას ცივი სასმელები ვიყიდეთ. ეზოში დავსხედით.
-აუ, როგორ მომენატრება აქაურობა.-ტასომ მძიმედ ამოისუნთქა და თავი მაგიდაზე დადო.
-ანუ?-გამიკვირდა.
-თაკომ მოგწერა?-ჰკითხა ანამ.
-ჰო,პლიაჟზე რომ ვიყავით, მაშინ. ზეგ წავიდეთო და მომზადება ხო გვინდა.
-ჰო, ეგეც მართალია.
-ღადაობთ, ხო?-სანდრო გამოშტერდა.
-სამწუხაროდ, არა.-ანამ მოწყენილი თვალებით შეხედა ჩემს ძმას.
მოკლედ, ასეთი ამბავი გავიგეთ. ისე სწრაფად გვატაკეს ეს სიახლე, გააზრებაც ვერ მოვასწარი ნორმალურად. უკვე საღამოა, ოთახში ვზივარ და კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე. ანუ ხვალ ტასოს უკანასკნელად ვხედავ? თუ როგორც ანა მირჩია, გავაგრძელო ურთიერთობა? ღირს? იქნებ ჩემი შეყვარება მართლა ტასოს შეყვარებაა და არა მასში აღმოჩენილი კატოს. იქნებ მართლა ბედნიერი მომავალი გვაქვს? რატომ უნდა გავუშვა ასეთი შანსი ხელიდან. მართლა მინდა შევაყვარო თავი.
მეოთხე დილაც გათენდა. დამშვიდობება. ანა და სანდრო რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, აღარ ჩავერიე. ტასოსთან მივედი.
-ნომერი ჩამაწერინე, თბილისში რომ ვიქნები, გნახავ.
-კარგი.-გამიღიმა და ნომერი ჩამიწერა.-შეიძლება ისეც მოგწერო ხოლმე? მოწყენილი როცა ვიქნები დამელაპარაკები?-მკითხა თავჩახრილმა.
გამეცინა.
-ღამის 4 საათიც რომ იყოს, დამირეკე და მელაპარაკე რამდენიც გინდა.
-მადლობა.-გამიღიმა და ჩამეხუტა.-ძალიან მიხარია რომ გაგიცანი.
-მეც, უზომოდ.-საპასუხოდ ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
ანასაც დავემშვიდობე. მალე მარტო მე და სანდრო დავრჩით, როგორც უნდა ყოფილიყო სულ თავიდან.
-კარგი 3 დღე იყო.-მითხრა სანდრომ და სახლისკენ წავიდა.
-გული არ დაგწყდა?
-კი, მაგდამ თან მომეშვა.
-ანას გამო?
-ჰო...
-ნიას ელაპარაკე მაინც?
-კი, გუშინ სანამ დავიძინებდი, სესილის სიცხე ჰქონდა.
-ღადაობ? რატომ?
-არ ვიცი. ვიფიქრე ჩავალ თბილისში-მეთქი, ვუთხარი კიდეც ნიას, მაგრამ არ გინდა, არ ინერვიულოო. მაინც ვერ ვეტევი აქ და მოდი დღეს საღამოს ან ხვალ დილით წავიდეთ რა.
-კარგი, არაა პრობლემა. მაინც უაზროდ უნდა გავატაროთ აქ დრო და თბილისში რამეს მაინც გავაკეთებ, ბავშვებს ვნახავ ან რავი.
-ვინ ბავშვებს?
-კარგი, მთლად ეგეთი არაკომუნიკაბელურიც არ ვარ მეგობრები რომ არ მყავდეს.
-გულზე მომეშვა.-გაიცინა.
საბოლოოდ შემდეგ დილას გადავწყვიტეთ წასვლა.
ღამეა. ჩემთვის ვწევარ და არ მეძინება. ტასოზე ვფიქრობ. ეძინება უკვე. უაზროდ დავუწყე ჭერს თვალიერება. საინტერესოა, ჩემები როგორ არიან? დედაჩემი აღარ ცდილობს ჩემთან დაკავშირებას, ალბათ მიხვდა რომ ჩემზე ინფორმაციის მიღება მარტო სანდროსგან შეუძლია. თბილისშში რომ ჩავალ, ვნახო? ალბათ არ ღირს. ისევ ჩხუბი იქნება. მთავარია ვიცი რომ კარგად არიან და მათაც იციან, რომ კარგად ვარ. მეტი არცაა საჭირო. მაინც ვერ გამიგებენ.
ფიქრებიდან ტელეფონის ზუზუნმა გამომარკვია. შეტყობინება ტასოსგან. სიხარულის ფრთები მოვისხი.
"-რას შვები?
-რავი, უაზროდ ვწევარ და არ მეძინება. შენ?
-ასევე. ათას სისულელეზე ვფიქრობ.
-მეც. აღარ შემიძლია. მინდა თავი მოვიძრო და სადმე მოვისროლო ფიქრებიანად.
-ერთად მოვისროლოთ.
-სიამოვნებით.-გამეღიმა.
-როდის ჩამოდიხართ თბილისში?
-ხვალ.
-ღადაობ? რატო?
-სანდროს რაღაც საქმეები აქვს და.
-გასაგებია. ეჰ, გნახავდი ხვალ, მაგრამ დაქალთან მივდივართ წყნეთში.
-აუ, რა კარგია. მე კიდე ალბათ თბილისში დავრჩები.
-არსად გინდა წასვლა?
-ვისთან ერთად, თორემ კი.
-მარტოსული ლუკა.
-მთლად ეგრეც არაა.
-ნუ, მაშინ...
-რა მაშინ?
-არაფერი, მაშინ მშვიდობაა-მეთქი.
-იოანე ნახე?-რატომ ვკითხე მეც არ ვიცი.
-კი, ჩამოსვლისას ჩემს სახლთან დაგვხვდა შეყვარებულთან ერთად.
-როგორ შეგხვდა?
-როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად. სხვანაირ შეხვედრას არც ველოდებოდი.
-შენთვის ეგ კარგია თუ ცუდი?
-ალბათ კარგი. თუნდ ასე, მაგრამ მაინც ახლოს ვარ მასთან.-გულში რაღაც უეცარმა და ძალიან მწარე ტკივილმა გამიარა.
-კარგია.-ამის მეტი ვერაფერი მივწერე.
-გეძინება უკვე?
-არა, შენ?
-არა, მაგრამ უნდა დავიძინო. ტკბილინებისა.
-ტკბილინებისა? ჰაჰა, რა საყვარელი სიტყვაა.-გამეღიმა.-ტკბილინებისა."
ტელეფონი გადავდე. თუნდ ასე ცოტა, მაგრამ მაინც ველაპარაკე. მიუხედავად იმისა, რომ იოანეს ხსენებამ არც ისეთი კარგი შეგრძნება დამიტოვა, მაინც ბედნიერმა დავიძინე.
გათენდა. მე და სანდრო თბილისისკენ წამოვედით. თუ ამ მგზავრობის დასაწყისში, 24 აგვისტოს, როცა დეპრესიაში ვიყავი, სანდროსთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს, ახლა მთელი გზა ვლაპარაკობდით. რამდენი რაღაც შეიცვალა. ასე მგონია, როცა ტასო გავიცანი, ჩემში რაღაც შეიცვალა, როგორც ერთ დროს კატოს გაცნობისას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent