შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 1)


19-03-2016, 20:31
ავტორი nuki-nuka
ნანახია 4 786

- კარგით გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.

ძლივს შეკავებული ბრაზით ამბობს და გათიშულ ტელეფონს იქვე დივანზე აგდებს, შემდეგ კი გაზეთში არსებულ კიდევ ერთ ვაკანსიას სამსახურის თაობაზე კალმით ხაზს უსვამს. ერთ თვეზე მეტია ეძებს სამსახურს, თუმცა ყველა მისი მცდელობა უშედეგოა, არადა უკვე აღარ შეუძლია სახლში უსაქმოდ ჯდომა. იმის შემდეგ რაც უნივერსიტეტი დაამთავრა , მაგისტრატურის გავლა შემდეგი წლისთვის გადადო, უნდოდა შესაძლებელი იქნებოდა თავისი პროფესიით სადმე სამსახური ეშოვა, თუმცა როგორც ჩანს ეს არც ისე ადვილია. არადა უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა და საკმაოდ კარგად ფლობს თავის პროფესიას მაგრამ ყველა სამსახურიდან უარით ისტუმრებენ, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრებული უცებ გამოხიზლდა და ისევ გაზეთს დაუწყო ყურება და სულ რამოდენიმე წამში სახე გაუნათდა და ყურადღებით დაიწყო კითხვა. ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელს მდივანი სჭირდებოდა, ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალი იყო. მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი და მითითებულ ნომერზე დარეკა. ცოტახანი დაელოდა და როგორც იქნა ვიღაცამ სასიამოვნო ხმით უპასუხა ტელეფოს.
-მე ანამარიავარ, რით შემიძლია გემსახუროთ?
- გამარჯობათ, ვაკანსია ვნახე გაზეთში, უფროსის მდივნის თაობაზე. - ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს, იმის შიშით რომ კიდევ უარი არ ეთქვათ.
- დიახ, დიახ სწორედ დარეკეთ. ჩვენი კომპანიის უფროსს სჭირდება მდივანი რომელიც თავის საქმეს კარგად შეასრულებს. დაგჭირდებად SV რომლითაც უფროსთან შეხვალთ და თუ უფროსს მოეწონება თქვენი შეიძლება აგიყვანოთ სამსახურში. - გოგონამ მალევე ჩამოურაკრაკა ინფორმაცია რომელიც სავარაუდოდ უკვე დაზეპირებული ჰქონდა.
-კარგით, გასაგებია, მოსვლა როდის შეიძლება? - ინტერესით იკითხა და კედელზე დაკიდებულ საათს ახედა.
- სასურველი კანდიდატის არჩევა ხდება შუადღის 2 საათიდან 5 საათამდე.
-ანუ ეხლა რომ მოვიდე არის შესაძლებელი რომ უფროსის ნახვა მოვახერხო? - ინტერესით იკითხა და უცებ წამოდგა იმის გააზრების შემდეგ , რომ 2 სააათირა ქონდა დარჩენილი.
-დიახ რათქმაუნდა თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ კონკურენია დიდია და შესაძლებელია დღეს ვერ მოახეროთ უფროსთან შესვლა.
- კარგით გმადლობთ, დღესვე მოვალ. კარგად ბრძანდებოდეთ. -სწრაფ-სწრაფად უთხრა და თან ოთახისკენ გაიქცა.
- ნახვამდის. - როგორც კი გაიგონა ტელეფონის წუწუნის ხმა მაშინვე საწოლზე დააგდო და გარდერობში შეძვრა. იქიდან კი მოტკეცილი, ღია ჯინსის შარვალი, თეთრი საროჭკა და შავი პიჯაკი გამოიღო. შემდეგ კი აბაზანაში შევიდა მოსაწესრიგებლად.
ახლა კი სანამ ჩვენი გოგო აბაზანაში არის მოკლედ გეტყვით მის შესახებ. ელენე თავართქილაძე 22 წლის, როგორც უკვე მოგახსენეთ უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს. 20 წლის შემდეგ მისმა მშობლებმა კარგი სწავლის გამო დაასაჩუქრეს და პატარა მყუდრო ბინა უყუდეს. მდიდარი ოჯახიდან არ არის თუმცა მის ოჯახს არასდროს გასჭირვებია. მამამისი ბატონი თემური ადვოკატია, ხოლო დედამისს ქალბატონ ქეთევანს საკუთარი სალონი აქვს და იქ მუშაობს. დედის ერთა არის თუმცა ეგოისტი და ძუნწი არასდროს ყოფილა, ყველასთვის ყველაფერი ემეტებოდა. ყავს საუკეტესო მეგობარი ლანა, რომელიც ამჟამად ბებიასთან არის იტალიაში წასული, თუმცა ყოველდღე ესაუბრება. შეყვარებული არასდროს ყოლია, მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩიოდა.
როგორც იქნა გამოვიდა სააბაზანოდან, მაშინვე ჩაიცვა უკვე გამზადებული ტანსაცმელი, თმები კოსად გაიკეთა, სახეზე არაფერი წაუსვია დამცავი კრემის გარდა. სათვალე გაიკეთა რომელიც ექიმმა გამოუწერა და სახლის კარი გაიხურა. ნელ-ნელა დაეშვა კიბეზე და იქვე მდგომ ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა.
ალბათ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება. არის საშუალო სიმაღლის, არც ძალიან გამხდარი და არც მსუქანი, სადღაც შუაში, სწორი ფეხები, კარგი მკერდი და უკანალი. აქვს ღია თაფლისფერი თვალები, პატარა ცვირი , საშუალო ზომის ტუჩები და სწორი წაბლიფერი თმა. ერთი შეხედვით მამაკაცისთვის სასურველი გოგოა.

მანქანა როგორც კი გაჩერდა მძღოლს ფული გადაუხადა და მაღალ კომპანიას ახედა. სწრაფად შევიდა კომპანიაში, მიმღებში იკითხა რომელ სართულზე იყო უფროსის კაბინეტი და სასურველი პასუხის მიღების შემდეგ მე-3 სართულზე ავიდა. მაშინვე მოხვდა თვალში, სკამებზე მჯდარი უამრავი გოგონა, რომლებიც საგანგებოდ იყვნენ გამოპრანჭულები. ნელ-ნელა დაიძრა მათკენ და ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა თან გარემოს ყურადღებით ათვალიერებდა. როგორც მიხვდა მის მოპირდაპირე მხარეს უფროსის კაბინეტი იყო, საიდანაც რამოდენიმე წუთში ანერვიულებული და თვალებ ამღვრეული გოგო გამოვარდა სლუკუნით, მას კი უკან მოყვა მამაკაცი, რომელმაც გადახედა იქ მჯდომებს და ხელით ელენეს ანიშნა შემოდიო, ისიც ნელ-ნელა სკამიდან ადგა და კაბინეტისაკენ დაიძრა. ბიჭმა ჯერ გოგო გაატარა შემდეგ კი თვითონ შევიდა და დივანზე დაჯდა. ელენეს კი სკამზე დაჯდომა მიუთითა.
ოთახში სულ სამი მამაკაცი იყო, ერთი მათგანი მის მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა მისი უკუნითი შავი თვალებით, როგოც ჩანს ეს იყო უფროსი. დანარჩენი ორი ბიჭი ელენეს მარჯვენა მხარეს ისხნენ და თითქოს ცოტა იღიმოდნენ.
- თუ შეძლება თქვნი SV გვაჩვენეთ. - ღიმილით მიმართა ქერა ელენეს და დაელოდა მის მოქმედებას. ელენემაც სწაფად გაუწოდა SV და ისევ უფროსს გახედა რომელიც რატომღაც ძალიან ესიმპატიურა, მამაკაცს შავი თვალები თვალები, სწორი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები და ერთზე გადახოტრილი თმით ჰქონდა რაც მის სახეს უფრო მკაცრ იერს სძენდა, თუმცა მისი მზერა აფრთხობდა. შემდგეგ ქერა ბიჭს გახედა რომელიც მეორე კულულლა ბიჭთან ერთად დაჰყურებდა SV და ორივე მათგანს სახეზე კმაყოფილების ღიმილი ეხატათ.
- ეს ყველაზე კარგი კანდიდატია რომელიც აქამდე ყოფილა - უცებ თქვა ქერამ და უფროს გახედა - თორნიკე მე გირჩევ ეს გოგო აიყვანო, ჩემი აზრით ის თავის საქმეს კარგად შეასრულებს. - დარწმუნებული ხმით ესაუბრებოდა როგორც გავიგეთ ბატონ თორნიკეს და თან ელენეს უყურებდა ღიმილით.
- თორნიკე ლაშა მართალია, ამდენი ხანია ვეძებთ სასურველ კანდიდათს, ვერავინ ვნახეთ და ჩვენი აზრით ეს გოგო ნამდვილად შესაფერისია. - მხარი აუბა კულულა ბიჭმა ქერას და ინეტესით გახედა თორნიკეს, რომელიც როგორც ჩანს ჩაფიქრებული იყო და თან ელენეს უყურებდა. შემდეგ თავი ასწია და ოთახშიც გაიჟღერა მისმა ბოხმა ხმამ.
- კარგით , რადგან ესეთი დარწმუნებულები ხართ, იყოს ესე. - უთხრა ბიჭებს შემდეგ კი ელენეს - აგიყვან ელენე სამსახურში თუმცა უნდა გითხრა, რომ ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევს. იმედია ამისთვის მზად ხარ - ინეტერესით შეხედა გოგონას და მის დამფრთხალ სახეზე ირონიულად ტუჩის კუთხე ჩატეხა. ელენემ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად
- მაშინ ხვალიდან სამსახურში გელოდები, ოღონდ მანამდე ჩემი წესებს უნდა გაეცნო. - გამყინავი ხმით უთხრა გოგონას და განაგრძო - წესი ნომერი პირველი - სამსახურში არ აგვიანებ და ზუსტან 10 საათზე მოდიხარ და წასვალს მაშინ შეძლებ როცა სამუშაო საათები დასრულდება ანუ საღამოს 6-ზე, შესვენება გაქვა 2 საათზე. წესი ნომერი 2 - არავითარი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სიარულის დროს ბაკუნობს და არავითარი მოკლე კაბები. ჩაცმით ისე ჩაიცვი როგორც შენთვის მოსახერხელია, სულ ეს არის, დანარჩენ წესებს ნელ-ნელა გაგაცნოვ, ახლა კი შეგიძლია წახვიდე. - მორჩა საუბარს და ელენეს მომლოდინე თვალებით შეხედა თუ როდის დატოვებდა კაბინეტს.
ელენე კი მისი ხმით გაბრუებული გონს ძლივს მოვიდა, თავი დაუქნია, ნახვამდისო თქვა და კაბინეტიდან გამოვიდა, თან შეამჩნია რომ ის ორი ბიჭი უკან გამოყვა. შენობიდან გასვლას აპირებდა ქერამ ანუ ლაშამ რომ დაუძახა და უკან მიტრიალდა.
- შენ ხო ვერ წარმოიდგენ როგორ გვიხარია სამსახურში რომ აგიყვაეს, უკვე იმდენი ხანია ვეზებთ სასურველ კანდიდატს და შენს გარდა ნორმალური ვერავინ ვიპოვეთ. ჩვენ იმ უჟმური უფროსის ძმაკაცები ვართ. როგორც მიხვდი მე ლაშა ვარ ეს კი სანდროა. ორივე აქ ვმუშაობთ და თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით გვიგულე - უთხრა მომღიმარი სახით ბიჭმა.
- ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მადლობა რომ დამეხმარეთ თორემ ალბათ სამსახუღში არ ამიყვანდა - ღიმილით უთხრა ელენემ ბიჭებს .
- რისი მადლობა აბა შენ იცი და ხვალ გელოდებით - უთხრა კულულა სანდრომ და მანქანისკენ დაიძრა.
ელენეს გაეგიმა მათ გულწრფელობაზე და ტაქსი გააჩერა, იმით გახარებულმა რომ სამსახური იშოვა გადაწყვიტა მშობლები გაეხარებინა და მათი სახლისაკენ წავიდა და თან მანქანიდან გარემოს ათვალიერებდა.
--------------------------------------------
როგორია? ღირს გაგძელება?



№1 სტუმარი Black

Ki ki magaria da gelodebi icode ar damagalato;) <3

 


№2  offline წევრი θεοδώρα

Ki kargia male dade shemdegi

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კი ძალიან მაგარია ძალიან და დიდხანს არ გვალოდინო და მალ მალე დადე ხოლმე რაა...

 


№4  offline წევრი niino

მომეეწონააა.მალლეე დადეე და დიდი თავებიი რააა:(

 


№5  offline წევრი natia-natia

ველოდები შემდეგს

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

გააგრძელე აბა? მალე დადე რა მაინტერესებს

 


№7 სტუმარი Eku

Kaia..gaagrdzeleraa esetebi momwons ertmanets roamwardben da routvart arada ertmaneti:D

 


№8  offline წევრი kora

კითხვა რათ უნდა ამას, ცხადია აუცილებლად გააგრძელე love კარგი დასაწყისია და გელოდები შემდეგი თავით
--------------------
kira.G

 


№9 სტუმარი tako

Zannnnnnnnnnnnnnnn momewona

 


№10  offline წევრი Supreme

ჰმ...ძალიან კარგია, კარგად წერ. ველი გაგრძელებას^^

 


№11 სტუმარი Nino

Zaan magaria da ukve miyvars es istoria siamovnebit velodebi shemdeg tavs

 


№12  offline წევრი NARA

Es wakitxuli maqvs, tan srulad devs.ise ki dzalian kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent