შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

emotions -it's love 3


20-03-2016, 00:36
ავტორი tata11
ნანახია 1 709

მართლა არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე გაუნძრევლად, როცა ჩუმად მითხრა მან.
-ტატა წასვლის დროა უკვე.
-უკვე ?
-აჰამ, უკვე.
თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე, არ ვიცი, მართლა არვიცი რას ვგრძნობდი მის მიმართ. ისიც მიყურებდა, თვალებით ბოდიალობდა ჩემს სახეზე, ლავიწზე, თითებზე.... მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა. თითები ჩემს თითებს მოაშორა და ახლა ფრთხილად შემეხო ლოყაზე, ლოყიდან ტუჩებზე გადაინაცვლა ბოლოს კი ლავიწზე გადავიდა. მე მონუსხულივით ვიჯექი და შინაგანად ვკანკალებდი, ვერც ვინძრეოდი ვიჯექი ასე გათიშული და გაქვავებული. ნელ-ნელა მომმიახლოვდა,სველი ტუჩები შემახო ყელზე და ფრთხილად მაკოცა, მერე კი ჩემს მხარზე ჩამოდო თავი ისე, რომ მისი სუნთქვა ყელს მიწვავდა.
-არა მართლა წასვლის დროა.
კვლავ გაიმეორა, ადგა და მეც ხელი გამომიწოდა, მეც დაჰიპნოზებულივით წამოვდექი ფეხზე და ახლა გავაცნობიერე, რომ უკვე მზე კარგა ხნის ჩასული იყო...
გავუყევით ერთად გზას, მივდიოდით ასე ჩუმად, ზოგჯერ თუ შევხედავდით ხოლმე ერთმანეთს და ორივეს გვეღიმებოდა. დიდი მანძილი არც გვქონდა გავლილი, ჩემს ერთ ძველ ნაცნობს, რომ გადავაწყდი.
-ეე ტატა, როგორ ხარ რამდენიხანია არ მინახიხარ ?
გახარებული ჩანდა სანდრო, მთელი 10 წლის უნახავივით ჩამეხუტა.
-შენ როგორ ხარ ? რას შვები ? უი გაიცანი ეს...
და მისკენ გავიხედე მაგრამ ჩემს გვერდით აღარ იდგა, გარემო, რომ მოვათვალიერე მხოლოდ მისი მიმავალი ზურგი დავინახე და გული საოცრად მეტკინა.სანდროს ცოტახანს ველაპარაკე, მოვიკითხე და დავემშვიდობე იმ აუცილებელი პირობის დადებით, რომ არ დავიკარგებოდი და იმ დღეებში აუცილებლად ვნახავდი...
ტირილი მინდოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა ისევ რამდენიმე თვე დაიკარგებოდა, მერე ისევ უეცრად გამოჩნდებოდა და ასე. ჩემი განუყრელი ყურსასმენები მოვირგე და mellow-ს problems and stuff ჩავრთე, რომელიც ჩემი ანტიდეპრესანტია ყოველთვის. სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, როცა ისევ გამეღიმა და ამიჩქარდა გული, ღიმილიანი სახით იდგა, შოკოლადებით ხელში. მივუახლოვდი, მაგრამ გაუაზრებლად.
-ანუ ანონიმიც შენ ხარ ?
წარბაწეულმა ვკითხე და მის გაყინულ ხელს ახლა მე შევახე ჩემი არცთუისე თბილი თითები. თავისებური ღიმილით დახედა ჩვენს თითებს. ხელი გამაშლევინა შოკოლადები მომცა, შუბლზე მოულოდნელად მაკოცა და გზას გაუყვა. მე კი ვიდექი და მივჩერებოდი მის ზურგს კვლავ. ეს გრძნობა რასაც მე იმ წუთას განვიცდიდი ბედნიერების, რომელიმე სახეობაში თუ შედის ნამდვილად არ ვიცი დღემდე.

გაგიკვირდებათ და ისევ არ გაუჩინარებულა. უეცრად გამოჩნდებოდა, გამიღიმებდა და ხალხში გაუჩინარდებოდა ხოლმე, ან შოკოლადები მხვდებოდა კარებთან ულამაზესი წარწერით "feel happines" და მართლაც ბედნიერი დავაბიჯებდი იმ დღეს ქუჩებში. ერთ დღესაც არსაიდან გაჩნდა ილიას წინ, როცა ჩემ კურსელებთან ერთად მივდიოდი და რაღაცაზე ვიცინოდი, უკნიდან მომესმა მისი ხავრედოვანი ხმა.
-ტატა
მივტრიალდი და ისევ ანონიმი შემრჩა ხელში. ბავშვებს დავემშვიდობე და მას მივუახლოვდი ღიმილით. მან კი მაშინვე თითები ყელზე შემახო და უეცრად მაკოცა, მერე კი სრულიად დადებილებული მიმატრიალა და ჩემთან ერთად განაგრძო სვლა.
ისევ "book corner-ში" ვისხედით, მხოლოდ ახლა 2 ლიმნიანი ჩაის ფინჯნით.
-იცი ჩაი უკვდავების ერთი მთავარი ელემენტთაგანია.
მითხრა მან და თავის თითებს დახედა.
-ანუ უკვდავები ვართ ?
-დაახლოებით.
-მე არ მინდა რომ უკვდავი ვიყო.
-ჰოდა ჩაი აღარ დალიო, ლიმნიანი მითუმეტეს.
-ამ ერთმა ჭიქამ რაუნდა გადაწყვიტოს ?!
-ზუსტად ეგ ერთი ჭიქა გადაწყვეტს შენს უკვდავებას.
-ოო, უაზრობაა.
ამაზე კი უბრალოდ გამიღიმა და ჩაი მოსვა.
-"ვისხედით როგორც ბედუინის ოჯახში, უდაბნოს ოაზისში პალმის ქვეშ და ჩინურ ჩაის შევექცეოდით."
-პორცელანი?
-დიახ
თავის დაქნევით დავუზუსტე.
-და მუსიკა?
-მუსიკა? ეხლა რატომღაც "remeber cuddles in the kitchen" მახსენდება
-monkeys ?
-აჰამ.
ცოტახანს დუმილი ჩამოწვა და მე გაუბედავად დავსვი ის კითხვა რომელიც სულს მიღღრნიდა.
-არ მეტყვი არაფერს შენზე ?
-მაგალითად რას ?
-სახელს... არ ვიიცი, მე ხო შენი სახელიც კი არვიცი.
-და ეს პრობლემაა შენთვის ?
-არვიცი, არა! მაგრამ ხოუნდა ვიცოდე.
-ალბათ.
-ჰო ალბათ.
-გუგა.
-გგუგა?
აღარც მქონდა იმის იმედი, რომ გავიგებდი მის სახელს, ახლა კი ალბათ ნელ-ნელა კიდევ გავიგებ რამეს გუგას შესახებ.



№1 სტუმარი darina

Ragacnairad sxvanairia da me es dzalian momwons.

 


№2  offline წევრი tata11

darina
Ragacnairad sxvanairia da me es dzalian momwons.

მიხარია ძალიან ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent