თვალებმა გაგცეს (4)
ლეკვიანად გამოვიდნენ სასტუმროდან, მანქანაში ჩასხდნენ და ჯი-პი-ესის „შემწეობით“ სასურველი სამშობიარო იპოვნეს. -დაბადების მოწმობა მინდა ვნახო, სად მივიდე? - შესასვლელში ჰკითხა დაცვის თანამშრომელს. -აქეთ მობრძანდით - მოკლედ უპასუხა და მეორე სართულზე ერთ ახალგაზრდა გოგონასთან დატოვა. -გამარჯობათ, ბელა სთრინგი. რით შემიძლია დაგეხმაროთ? - საკუთარი თავი წარუგდინა გოგონამ და ლეკვიან ბრინას, შემდეგ კი ემილის გახედა. ბრინამ მოკლედ აუხსნა თუ რა უნდოდა და რას ეძებდა. პირადი ნომერი უკარნახა, თუმცა გაუგებრობა შეიქმნა. მოცემულ ნომერზე ბრინა ბეიტსონის მაგივრად ბრინა ჰოლოუეი იყო დარეგისტრირებული. -გვარი ხომ არ გადაგიკეთებიათ? - ჰკითხა ბელამ მშვიდი ტონით. -იცით, მე მიშვილეს. ხომ შეიძლება გვარიც გადამიკეთეს? -კი, ეს სავსებით შესაძლებელია - დაეთანხმა ისიც. -კარგით. იქნებ მშობლების სახელები და გვარები მითხრათ? -დიახ. ჰენრი და ბელა ჰოლოუეებიი. უი, დედათქვენსაც ბელა ჰქვია თურმე - გაეცინა გოგონას და შემდეგ ისევ მათ შეხედა - კიდევ რამე გნებავთ? -არა, მეტი არაფერი. დიდი მადლობა - გაუღიმეს და უკან წამოვიდნენ. ახლა როდესაც სახელები და გვარები გარკვეული ჰქონდათ, თითქოს მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს. -იქნებ ლოს ანჟელესში აღარ ცხოვრობენ?- ჰკითხა აღელვებულმა ბრიანამ. ამ დროს მობილურზე დაურეკეს. ის ქალბატონი იყო, პოლიციიდან. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი განაცხადის გამკეთებელი ნამდვილად ამ ლეკვის პატრონი იყო და ახლა პოლიციაში ელოდებოდა მათ. მალევე მიადგნენ ნაცნობ შენობას და ლეკვით ხელში შევიდნენ იქ. ბრიანას ძალიან არ უნდოდა ლეკვთან გამომშვიდობება, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. შემოსასვლელში ორი ბიჭი დახვდა. ორივე მაღლები იყვნენ. ერთს ქერა თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა, ბავშვური სახით, მეორე კი უფრო დაკუნთული იყო. საშუალო სიგრძის შოკოლადისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით. მათ დანახვაზე იგრძნო როგორ წამოხურდა სახეზე. თაფლისფერთვალებიანს მზერა გაუსწორა და ძლივს მიხვდა, რომ მიშტერებული უყურებდა, თუმცა არც მამაკაცი წყვეტდა ყურებას. -მარლი! - მათკენ გახარებული ცისფერთვალა წამოვიდა და ლეკვი ძლიერად ჩაიკრა გულში. -შენი ძაღლია? - ღიმილით ჰკითხა ბრინამ და ლეკვს მიეფერა. მაინც ვერ გაძლო რომ გულგრილად შეეხედა ამ პატარა არსებისთვის. -კი, ჩემია. ძალიან დიდი მადლობა. მე ბენი მქვია, ეს კი ლიამია - გააცნო თავისი მეგობარი, რომელიც ასაკით აშკარად უფროსი იყო. -მადლობა გოგონებო. თქვენ რომ არა უახლოესი ერთი თვე ტვინი მექნებოდა ამოჭმული - სასიამოვნო ბოხი ხმით თქვა თაფლისფერთვალებამ და ოდნავ გაიღიმა. -არაფრის - გაუღიმა ორივემ. -შეიძლება გავიგოთ საიდან აღმოჩნდა ეს პატარა ლეკვი ქალაქგარეთ მარტო? - იკითხა ემილიმ. -მინდოდა ქალაქგარეთ წამეყვანა და ბუნებაში მესეირნა, თუმცა გამექცა და ვეღარ ვიპოვნე. სად აღარ ვეძებე, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე - ჩაილაპარაკა ბიჭმა. -რამდენი წლისები ხართ? - იკითხა ლიამმა -ჩვენ 18ის, თქვენ? - ჰკითხა ბრინამ. -მე 20-ის - უპასუხა სასიამოვნო ბოხი ხმით. -მე კიდევ 17ის - თქვა სხვათაშორის ბენმა,. -სადმე კაფეში დაგპატიჟებთ, იმედია გცალიათ - გაიღიმა მამაკაცმა. -სიამოვნებით წამოვალთ - მხიარულად შემოკრა ტაში ემილიმ. ოთხივე გარეთ გამოვიდა. ბიჭები თავიანთ მანქანაში ჩასხდნენ, ემილი და ბრიანა კი ემილის მანქანაში. ბიჭებს მიყვებოდნენ უკან, რადგან მანქანას ასე ქუჩაში ვერ დატოვებდნენ. -მგონი როგორც მე გამომიჩნდა დაცვა, ისე გამოგიჩნდა შენ ეს - სიცილით უთხრა ემილიმ მეგობარს და თან ეშმაკური მზერა გააპარა მისკენ. -ვინ?! - შეიცხადა გაკვირვებულმა -ვინ და ლიამი ქალბატონო! ძალიან კარგად ვხვდები რო მოგეწონა... -უნდა ვაღიარო, ძალიან სიმპატიურია - პირველი შთაბეჭდილება არ დაუმალავს, შემდეგ კი სევდიანად ამოიოხრა. -მოდი გამოვიცნობ, ლეკვი გენატრება - თქვა ემილიმ. -ხოო... აუ ძალიან საყვარელია და მივეჩვიე - დამწუხრებულმა ამოიოხრა და რომ შეამჩნია დანიშნულების ადგილზე იყვნენ, მანქანიდან გადმოვიდა. ოთხივემ საჭმელი შეუკვეთა და დაელოდნენ როდის დააგემოვნებდნენ უგემრიელეს ჰამბურგერებს. -სად ცხოვრობთ? - იკითხა ლიამმა. -იცით, ცოტა ჩახლართული სიტუაციაა, სან ფრანცისკოში ვცხოვრობთ - უხერხულად აიწურა ემილი. -და აქ რა გინდათ? - გაკვირვებულმა ბენმა თვალები ჭყიტა და ბრიანას შეხედა - ეე, ჩემნაირი თვალები გაქვს! - აღტაცებულმა წამოიძახა და მეგობარსაც გაამახვილებინა ყურადღება. -ჰომ.. მართლაც ძალიან გავს - აღნიშნა გაოცებულმა ლიამმა. ბრინაც მხოლოდ გაიღიმა და უხმოდ დაიწყო ჰამბურგერის ჭამა. -კითხვაზე პასუხი არ გაგიციათ, აქ რისთვის ხართ? - თავაზიანად გაიმეორა კითხვა ლიამმა. ბრიანას აოცებდა მისი ასეთი მამაკაცური ხასიათი. „ვითომ ძმები არიან?“ - გაიფიქრა დაეჭვებულმა. -გრძელი ამბავია... იმედია ოდესმე მოგიყვებით - გაუღიმა ბრინამ და წვენი მოსვა. -კარგი, როგორც გინდათ - თქვა ლიამმა. -თქვენ ძმები ხართ? - დასვა მორიგი შეკითხვა. -არა - გაეცინა ბენს - საუკეთესო ძაკაცები ვართ! - ამაყად განაცხადა ბიჭმა. ცოტა კიდევ ისაუბრეს, თუმცა მოსაღამოვებულს ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავიანთ გზას დაადგნენ. -რა სამწუხაროა რომ მეორედ ვეღარასდროს ვნახავთ - სევდიანად ჩაილაპარაკა ბრიანამ. -რატომ? - დაეჭვებით ჰკითხა ემილიმ - ის პოლიციელი მეც კი მომეწონა, მაგრამ იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი - ჩაიფხუკუნა თავისთვის. -მთლად ლიამის გამო არ ვამბობ... ბენს რომ შევხედე უცნაური გრძნობა დამეუფლა - თქვა ჩაფიქრებულმა. -მაშინებ იცი... მოდი დავიძინოთ რა, ხვალ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. -იქნებ არც ღირს იქ დაბრუნება. მე აქ დავრჩები, შენ კი წადი - თქვა განურჩევლად. -გაგიჟდი? რატომ?! - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებულს. -ჩემი მშობლები აქ უნდა მოვძებნო. შენ კიდევ შენს მშობლებთან უნდა იყო - უპასუხა და გაუღიმა. -მეც დავრჩები და დაგეხმარები! - განაცხადა მყარად. -არ მინდა რომ ზედმეტად შეგაწუხო, ისედაც დაგღალე უკვე -რეებს ბოდიალობ გოგო, ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, დასავით და დაზე მეტად მიყვარხარ. შენი დახმარება შეწუხება სულაც არაა - ამ რეპლიკით დაასრულა იმ დღის საუბარი. ორივემ დაიძინა, რათა მეორე დღისთვის ენერგია მოეკრიბათ... დილით ადრე ემილის მშობლებმა დაურეკეს. ბებიამისი იყო ცუდად, დედ-მამას კი სამსახურში ჰქონდათ საქმეები და ვერანაირად ვერ ახერხებდნენ მასთან მისვლას მოსავლელად. ემილიმ ბევრი იწუწუნა რამენაირად გაეთავისუფლეთო, თუმცა რას გააწყობდა. ბებიისთვის უნდა მიეხედა, უკვე დიდი გოგო იყო... ძლივს გამოეთხოვა მეგობარს და დააბარა ჭკვიანად იყავიო, ყველაფერი გამაგებინე რას იზავ და თავს მიხედეო. ბრიანა ლოს ანჟელესის ქუჩებში დასეირნობდა და ფიქრობდა, როგორ ეპოვნა თავისი მშობლები. ასე ადვილი ხომ არაა სახელით და გვარით მისამართის პოვნა... თანაც არც ეტყოდნენ, რადგან კონფიდენციალური იყო. იქნებ რაიმე სოციალური ქსელი აქვთ? თავის თავს დაუსვა ეს შეკითხვა და მაშინვე კმაყოფილმა ამოაცურა მობილური ჯიბიდან. ფეისბუქში შევიდა და მაშინვე მშობლების სახელები და გვარები ჩაწერა. რამდენიმე ადამიანი იპოვნა ამ სახელით და გვარით, თუმცა ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მხოლოდ გვარი ჩაწერა და წინ ბენ ჰოლოუეი ამოუხტა. “ეს ხომ ის ბენია!“ - გაოცდა და მისი სურათების თვალიერება დაიწყო. ბიჭს სურათები ლიამთან ერთადაც ჰქონდა. რაში იყო საქმე? მეობრობის მოთხოვნა გაუგზავნა და პასუხს დაელოდა, მანამდე კი ფეხით სასტუმროს მახლობლად სეირნობა განაგრძო. მალევე მოუვიდა თანხმობა მეგობრობაზე და პირველი მესიჯიც მიიღო. „ჰეი, როგორ ხარ? არ მეგონა შენც ჰოლოუეი თუ იყავი“ - შეტყობინება წაიკითხა და კმაყოფილმა ჩაიღიმა, რადგან ეს მსგავსება ბიჭმაც შეამჩნია. მან ხომ სპეციალურად დაიწერა სახელად ბრიანა ჰოლოუეი. ერთ წამს ისიც კი იფიქრა, რომ ბენი მისი ძმა იყო... მართალია რთულად დასაჯერებელი იყო ეს ფაქტი, თუმცა გამორიცხული ნამდვილად ვერ იქნებოდა. „მეც გამიკვირდა“ - მოკლედ შემოიფარგლა და პასუხი გაგზავნა. „კიდევ ლოს ანჟელესში ხართ შენ და შენი მეგობარი?“ „მე კი, ემილის საქმე გამოუჩნდა და მოუწია წასულიყო“ „აქ რისთვის ხარ ჩამოსული თუ საიდუმლო არაა?“ „შევხვდეთ და აგიხსნი კარგი...“ - ეს მიწერა და გული აუჩქარდა. ერთი სული ჰქონდა დარწმუნებულიყო, რომ ეს ბიჭი მისი ძმა არ იყო. რატომ არ უნდოდა? ეშინოდა მშობლებთან შეხვედრის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა ნამდვილი მშობლების ნახვა, მაინც ეშინოდა. თანაც უნდა გაერკვია რატომ გააშვილეს და ეს კიდევ უფრო მეტად აფრთხობდა. „კარგი, სად და როდის?“ - არ დააყოვნა პასუხმა. „ადგილი შენ აირჩიე, მე მაინცდამაინც კარგად არ ვიცნობ ქალაქს. დღეს საღამოსვე შევხვდეთ“. - ნომრები გაცვალეს, ბენმაც მალე გამოგზავნა მისამართი და ერთმანეთს დროებით დაემშვიდობნენ. სასტუმროში ავიდა. მუქი მოტკეცილი ჯინსები, შავი კეტები და შავი ზედა ჩაიცვა, ქერა აბურძგნული თმები ხელით მოაწესრიგა და ბენთან შესახვედრად წავიდა. ნამდვილად არ ჰქონდა თავის თმებთან სავარცხლით შეჭიდების თავი. ტაქსისტს ფული გადაუხადა და კაფეში შეაბიჯა. მალევე დაინახა მომღიმარი ბენი და მისკენ გაემართა. -კიდევ ერთხელ გამარჯობა იდუმალო ბრი - თბილად გაუცინა და ადგილები დაიკავეს. -იდუმალი? - ორაზროვნად გაეცინა გოგონას, მიმტანს ნაყინის შეკვეთა მისცა და შემდეგ გაჩუმდა. -გატყობ რომ ცუდ ხასიათზე ხარ - დაკვირვებით აღნიშნა ბიჭმა. -ცუდზე არა, უფრო ვღელავ - მორიდებულად გაუღიმა ერთი წლით პატარა ბიჭს და ისევ თვალებში შეხედა. „მართლაც ერთნაირი თვალები გვაქვს... საოცრად მსგავსი“ - გაიფიქრა გაკვირვებულმა და გული აუჩქარდა. -ბრი, მაშინებ - ისევ გაიცინა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თუმცა მალევე დასერიოზულდა, ვინაიდან ბრიანას საერთოდ ვერ შეატყო გამხიარულების სურვილი. -ბენ, ცოტა უცნაურ რამეს გკითხავ, მაგრამ მიპასუხე კარგი? - დაიწყო შეფარვით. -კარგი -მპირდები? -გიპასუხებ ბრი, რა უნდა მკითხო ისეთი რაზე პასუხის გაცემაც არ უნდა მინდოდეს - უდარდელად ჩაიცინა და მომხიბვლელად გაუღიმა. -შეგიძლია შენი მშობლების სახელები მითხრა? - ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა გოგონამ. -რა? - გაკვირვებისგან თვალები ჭყიტა და წინ მჯდომი აათვალიერა. - რატომ გაინტერესებს? -უბრალოდ მითხარი და გეტყვი აქ რისთვისაც ვარ... -მოდი ჯერ შენ შეასრულე პირობა და მითხარი ამ ქალაქში რატომ ჩამოხვედი. შემდეგ კი მე შევასრულებ პირობას - იმედნად გულწრფელად უთხრა ბენმა, რომ მასში ეჭვიც კი არ შეპარვია. ღრმად ამოისუნთქა და მზერა გაუსწორა. -მშობლებს ვეძებ... ცოტა ხნის წინ გავიგე რომ იმ ცოლ-ქმარმა, რომლებიც აქამდე ჩემი მშობლები მეგონა, მიშვილეს. უნდა გავიგო ვინ არიან ჩემი ნამდვილი დედ-მამა. მათი სახელები გავარკვიე უკვე და... -და შენ ფიქრობ რომ და-ძმა ვართ? - გაოცებულმა დაამთავრა ბიჭმა. -ჰო... - დაეთანხმა იმით ბედნიერი, რომ ბიჭი სათქმელს მიუხვდა და თვითონ არ მოუწია ყველაფრის თქმა. თუმცა ამავდროულად შეშინებული, ვინაიდან არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ბიჭს. -წარმოდგენა მაინც გაქვს რას მეუბნები? - უეცრად ხმამაღლა მიმართა გოგონას. - ჩემი მშობლები ასეთები არ არიან. მათი შვილი რომ იყო რამდენიმე დღის წინ ნამდვილად არ გაგიცნობდი. რა სისულელეებს როშავ! წავედი მე! - გაბრაზებული წამოხტა სკამიდან და გარეთ გავარდა. ბრიანას გული დაწყდა და ატირდა. „ნამდვილი იდიოტი ვარ!“ - გაიფიქრა და თავი ხელებში ჩარგო. „რატომ ვერ მივხვდი იმას, რომ ასე პირდაპირ არ უნდა მიმეყარა!“ - თავისი თავი გამოლანძღა და მობილური აიღო. ახლა ემილისთვის უნდა დაერეკა რომ როგორმე დამშვიდებულიყო. ფული გადაიხადა და სასტუმროს გზას დაადგა. -ბრი, როგორაა საქმეები? - მხიარული ტონით უპასუხა მეგობარმა. -საშინლად ემ, ძალიან ცუდად... იდიოტი ვარ, ნამდვილი უტვინო!- ტიროდა და საკუთარ თავს ლანძღავდა. -რა მოხდა? რა გააკეთე ასეთი- მაშინვე დასერიოზულდა და დაქალის პასუხს დაელოდა. -ჯერ სოციალურ ქსელში მინდოდა დედაჩემის და მამაჩემის მოძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. ალბათ არ ააქვთ... შემდეგ მარტო გვარი ჩავწერე, სახელის გარეშე და ბენი ამომიგდო. წარმოგიდგენია? ბენი ჰოლოუეია გვარად. მეგობრებში დავიმატე და შეხვედრა ვთხოვე. ასეთი უტვინო როგორ ვარ! პირდაპირ მივაყარე ყველაფერი. გაბრაზდა, ჩემი მშობლები ასეთები არ არიანო... შემდეგ კი ფეხზე წამოხტა და წავიდა... - სლუკუნით მოყვა ყველაფერი თავის ოთახში მისულმა და საწოლზე ჩამოჯდა. -ჩემო გოგო... ახლა სად ხარ? დამშვიდდი კაი? -ახლა სასტუმროში ვარ, წამოვედი კაფედან - სრუტუნით უპასუხა და ისევ მის პასუხს დაელოდა. -იქნებ შენი მშობლები არც ცხოვრობენ მანდ და სხვაგან გადავიდნენ? როგორ იფიქრე რომ ბენი შენი ძმა იქნებოდა ბრი! - სხვა იდეები წამოაყენა ემილიმ. -მართლა სულელი ვარ რა. ჯერ შენთვის უნდა დამერეკა ალბათ... - დაღონებულმა ჩაილაპარაკა ბრიმ. -მოდი დაბრუნდი სახლში კარგი? ზაკმა და არიამ იციან რომ ჩამოვედი და სულ შენ გკითხულობენ. -შენ რა უთხარი? - ჰკითხა აღელვებულმა. -ვეუბნები რომ ბებიაჩემს ერთად ვუვლით, მაგრამ ასე რამდენ ხანს უნდა ვატყუო. თანაც ტყუილად ხარ მანდ, ფულსაც ტყუილად ხარჯავ... მგონი სჯობს უკან დაბრუნდე და რამე სხვა მოვიფიქროთ -მართალი ხარ... -მაქედან როგორ წამოხვალ? - ჰკითხა მზრუნველად. -ტაქსს ვიშოვი, ცოტა მეტ ფულს გადავუხდი და წამოვალ რა პრობლემაა, არ ინერვიულო -კაი აბა შენ იცი... აღარ იტირო რა. მაინც აღარ შეხვდები ბენს და ჯობია დაივიწყო... თვითონაც დაივიწყებს. -დროებით, მიყვარხარ - მობილური გათიშა და ტუმბოზე დადო. იმ დღეს ზედმეტად გადაიტვირთა. მალევე ჩაეძინა და მეორე დღეს შუადღისას გაეღვიძა. ბარგი ჩაალაგა, სასტუმროს ხარჯები გადაამოწმა, ხომ ყველაფერი გადახდილი ჰქონდა და წამოსასვლელად გაემზადა. სან ფრანცისკოში დაბრუნება არ გასჭირვებია. იმ საღამოსვე დაბრუნდა შინ და ზაკი და არია ძალიან გაახარა. თითქოს ეუცხოებოდა ისინი... ახლა, როდესაც სიმართლე იცოდა მათ მშობლებად ვეღარ აღიქვამდა. შეეცადა არაფერი შეემჩნია, თბილად ესაუბრა და შემდეგ თავის ოთახში ავიდა. ძილის წინ მაინც გადმოუგორდა რამდენიმე ცრემლი, თვალები დახუჭა და საბანში ცხვირამდე ჩაძვრა... არავითარი ახალი ინფორმაცია არ გაუგია მომდევნო დღეებში. მთელ თავისუფალ დროს თავის ეზოში ჰამაკში წამოგორებული ატარებდა და თან სიმღერებს უსმენდა. უეცრად მობილურზე უცხო ნომრის ზარი შემოვიდა. თვალებმოჭუტული დაკვირვებით ცდილობდა ნომრის გახსენებას, თუმცა ვერაფერი მოახერხა და ამიტომ უპასუხა. -გისმენთ... -ალო, ბრი შენ ხარ? - ბოხმა ხმამ მას სახელით მიმართა და დადუმდა. -კი, თქვენ ვინ ბრძანდებით? - დაეჭვებულმა ჰკითხა მას. -ლიამი ვარ, გახსოვარ? -კი - მისი სახელის გაგებამ გული აუჩქარა და ცოტა დააბნია, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია. შემდეგ ბენი და თავისი სულელური საქციელი გაახსენდა და დასევდიანდა. -თუ კიდევ ლოს ანჟელესში ხარ მინდა შეგხვდე, ბენთან დაკავშირებით უნდა გელაპარაკო -არა ლიამ, ლოს ანჟელესში აღარ ვარ. სახლში დავბრუნდი. სულელურად მოვიქეცი, ალბათ ბენმა ყველაფერი გითხრა... გადაეცი რომ ძალიან ვწუხვარ და თუ შეუძლია მაპატიოს კარგი? -ბენმა ყველაფერი მითხრა, მაგრამ მას თავისი პირობა არ შეუსრულებია - მომთხოვნი ტონი ჰქონდა მამაკაცს. -რა? არა, მე შემეშალა... არ უნდა მეკითხა, საერთოდ რამ მაფიქრებინა ეს სისულელე. უბრალოდ დაივიწყე კარგი? -ბრი, სისულელე არაა... რა დარწმუნებული ხარ რომ შეცდი? -ლიამ არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი საქმე მე უკეთესად ვიცი. მადლობა რომ შეწუხდი და დამირეკე, მაგრამ საჭირო არ იყო. ნახვამდის... -კარგი, დროებით მაშინ - ამოიოხრა მამაკაცმა. -დროებით? ეს რას ნიშნავს? - მაშინვე დააფიქსირა საკვანძო სიტყვა და ლიამმაც ჩაიცინა. -რა ზუსტად მიმიხვდი სათქმელს. დროებით იმიტომ, რომ კიდევ შევხვდებით -მართლა? და რატომ გგონია მასე? - ეშმაკურად ჰკითხა და წარბი აზიდა, გეგონება მამაკაცი დაინახავდა. -ვიცი რომ ასე იქნება. დროებით ლამაზო - ესღა უთხრა და ტელეფონი გათიშა. .......... ესეც შემდეგ თავი... ბავშვებო, რამდენიმე თქვენგან უნდოდა რომ კავშირი საქართველოსთან გვქონოდა, თუმცა თქვენს მოლოდინს ვერ გავამართლებ, სამწუხაროდ... სიუჟეტის სხვანაიტი განვითარება მაქვს გეგმაში და ესაა მიზეზი იმედი მაქვს ისიამოვნებთ, ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.