თვალებმა გაგცეს (3)
-ბრი ასე არ შეიძლება. ამოვლენ ახლა შენი მშობლები ამდენი ხანი რომ არ ჩადიხარ ქვემოთ და ნამტირალევს გნახავენ - დოინჯშემორტყმული აეტუზა წინ. -რაც უნდათ ის ქნან, სულ არ მაინტერესებს! მძულს ორივე! - რამდენიმესაათიანი ტირილის შემდეგ ძლივს ამოიღო ხმა. ემილის გული ეტკინა. საშინლად დაღონდა... ასე ცუდად მაშინაც არ ყოფილა, როდესაც ბრინა კომაში იყო. -მე ხომ გიყვარვარ? დამშვიდდი გთხოვ რა, ასეთს რომ გხედავ მეც ცუდად ვხდები - მუდამ მხიარული ემილიც დასევდიანდა და რამდენიმე ცრემლი გადმოუგორდა. ბრიანას აღარაფერი უპასუხია, უხმოდ მოიშორა ცრემლები სახიდან და სევდიანად გაუღიმა მეგობარს. მთელი სევდა და ტკივილი ჩააქსოვა ამ ღიმილში, თუმცა თავს ძალა დაატანა და მაინც გაიღიმა. -შენ რომ არ მყავდე თავს მოვიკლავდი - მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და თავი დახარა. თავისდაუნებურად მოსდიოდა ცრემლები, უბრალოდ არ წყდებოდა ამ მარილიანი სითხის ნაკადი. -მგონი რაფაელო რომ არ ვჭამეთ მაგისი ბრალია... ჩანთაში მიდევს როგორც ყოველთვის, ახლავე მოვიტან - ფეხზე ადგა და ჩანთიდან რაფაელოს სამბურთულიანი შეკვრები ამოაცურა. -ნეტავ რაფაელოს ჭამა შველოდეს რამეს - სევდიანად ჩაიცინა გოგონამ და მაინც დააგემოვნა საყვარელი ტკბილეული. -აი ხედავ? გვიშველა... ორივე უკეთეს ხასიათზე ვართ - გაუცინა და სიამოვნების ხმებიც ამოუშვა ემოციების უკეთ გამოსახატავად. თვითონაც არ იყო სიცილის ხასიათზე, თუმცა თავს აიძულებდა ბრიანა გაეხალისებინა, რადგან მისი ვალი იყო ამ შემთხვევაში გოგონას მასში მყარი საყრდენი დაენახა. სწორედ ეს აიძულებდა არ ეტირა და უდარდელად ეცინა მეგობრის წინ. -აქ ყოფნა სულს მიხუთავს. შენთან რომ წამოვიდე შეიძლება? დროებით, სანამ რამეს მოვიფიქრებთ - თქვა და მეგობარს იმედიანად გახედა. -კი არაა პრობლემა, მაგრამ მანამდე შენს აწითლებულ თვალებს რამე უნდა ვუქნათ -აზრი? - უხალისოდ ჰკითხა და თან თვალი გააყოლა. -ახლა მაკიაჟს გაგიკეთებ, ტირილისას სულ ცხვირი გიწითლდება - აღნიშნა და წინ ტონალურითა და პუდრით დაუჯდა. -არ მაქვს ახლა მაკიაჟის ნერვები! - ცოტახანს ითმინა, თუმცა შემდეგ ერთიანად ამოასხა, სააბაზანოში შევიდა და რაც კი სახეზე ესვა ყველაფერი მოიშორა. -მაშინ ქვემოთ არ ჩახვიდე, თუ გინდა მეც აქ დავრჩები. რას იტყვი? -არ მინდა აქ დარჩენა - მტკიცედ განაცხადა და ფეხზე წამოდგა. მხოლოდ მობილური აიღო, კარი გამოაღო და კიბეებზე ჩავიდა. ემილიც უკან მიჰყვა. -ბრი! როგორ მომენატრე! - გახარებული ზაკი დანახვისთანავე გადაეხვია. ბრიანამ უხმოდ მოიშორა ის და მზერა აარიდა. - არაფერს მეტყვი? - ჰკითხა გაკვირვებულმა, ქალიშვილისგან ასეთი ცივი შეხვედრის შემდეგ. -ემილისთან დავრჩები რამდენიმე დღით - მოკლედ მოუჭრა და სახლიდან გავიდა. სულ არ აინტერესებდა რას იფიქრებდნენ მშობლები. იმდენად ჩქარი ნაბიჯით წმაოვიდა იქიდან, რომ ემილიმ მათთან დამშვიდობებაც ძლივს მოასწრო. საჭესთან დამჯდარ დაქალს გვერდზე მიუჯდა და კარი სწრაფად მოხურა, რადგან მოუთმენელ ბრის მანქანა უკვე დაძრული ჰყავდა. -ასეთ მდგომარეობაში მანქანის ტარებას ვერ შეძლებ, მე დამსვი - თქვა და ბრიანაც უხმოდ დაემორჩილა. უკანა სკამზე გადაცოცდა, თავი სკამის საზურგეს მიაყრდნო და ფანჯარაში უაზროდ გაიხედა. ისევ იგრძნო გულში მჭრელი ტკივილი, ყელი აეწვა და მაინც გადმოუგორდა რამდენიმე ცრემლი. ჩუმად ტიროდა... არ უნდოდა თავისი მდგომარეობით ემილის კისერზე ზედმეტად დაწოლოდა. ემილი კი საჭესთან იჯდა აცრემლებული. თავს არ აძლევდა თუნდაც ერთი ცრემლის გადმოგდების უფლებას, ახლა ის უნდა ყოფილიყო ძლიერი, რომ ბრიანას გვერდზე დასდგომოდა. უხმოდ გადმოვიდნენ მანქანიდან და სახლში შევიდნენ. ბრიანა თბილად მიესალმა დაქალის მშობლებს, შემდეგ კი ორივე ემილის ოთახში შევიდნენ. -ასე უხეშად არ უნდა დამშვიდობებოდი - უკმაყოფილო გამომეტყველებით აესვეტა წინ. -რატომ უნდა მადარდებდეს მათი მდგომარეობა? - ჰკითხა განურჩევლად. -როგორ თუ რატომ, მათ გაგზარდეს და დავიჯერო არ გადარდებს, რომ ახლა ზაკს გული ატკინე ასეთი ცივი დახვედრით?! - თქვა ოდნავ გაღიზიანებულმა. -გამზარდეს - ირონიულად ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა - ისინი ჩემი მშობლებიც კი არ არიან. მიშვილეს და არც მითხრეს ამის შესახებ... ალბათ ვერც ვერასდროს გაბედავდნენ ამის თქმას -აი ხედავ? შენც კი ხვდები, რომ მათ ეშინოდათ შენი რეაქციის. ეშინოდათ იმისი რომ შეიძულებდი, არადა მათ ძალიან უყვარხარ ბრი... რატომ არ გესმის? - ახლა უფრო მშვიდად თქვა და საწოლზე ჩამოჯდა. -არ ვიცი, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ - მოკლედ დააღწია თავი მეგობართან საუბარს. - ახლა უნდა დავიძინო და დავისვენო. რაც ძალები აღვიდგინე აგარაკზე ორი იმდენი წამერთვა დღეს - საბანში გაეხვა და თვალები დახუჭა. ძლივს დაუბრუნდა მეხსიერება, თითქოს გონებაში ყველაფერი დალაგდაო და ახლა ამ საიდუმლომ ყველაფერი თავიდან აურია... ემილიც მალევე მიუწვა გვერდზე, ჩაეხუტა და მასთან ერთად დაიძინა. -გაიღვიძეე! - დილით ოთახში ყავის ჭიქებით ენერგიულად შემოვიდა ემილი. მაინც როგორი მტკიცე ხასიათი ჰქონდა ამ გოგოს. ფინჯნები ტუმბოზე დადო, შემდეგ კი ფარდები გადასწია და ოთახში მზის სხივები შემოუშვა. -მმმმ.... - ამოიზმუვლა და საბანი თავზე წაიფარა. -რა მომაკვდავი ტახივით ოხრავ, ყავა დალიე და გამოფხიზლდები. მიდი! - საბანი გადააძრო თავიდან და იმდენი ელაპარაკა რომ საბოლოოდ გამოაფხიზლა. -შეგიძლია მითხრა რატომ ხარ ასეთ კარგ ხასიათზე? - წარბი აზიდა და თან უგემრიელესი ყავა მოსვა. -იმიტომ, რომ ძალიან ძალიან ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე! - მხიარულად შემოკრა ტაში და გაიცინა. -მაინც რა? - ჰკითხა აშკარად დაინტერესებულმა. -შენი ნამდვილი მშობლები უნდა ვიპოვოთ - თქვა აჟიტირებულმა. -ეგ შეუძლებელია - ჩაიცინა ირონიულად და მშობლების გაგებაზე ისევ წაუჭირა ყელში რაღაცამ. აქამდე არასდროს უფიქრია იმაზე, თუ რატომ ჰქონდათ მის მშობლებს სწორი თმები, თვითონ კი ხვეული. -შესაძლებელია! და მე ვიცი როგორც - თვალი ჩაუკრა გოგონას და როდესაც ყავის სმა დაამთავრეს დაწვრილებით ჩამოურაკრაკა თავისი გეგმა. -ესაა ანუ სან ფრანცისკოს არქივი ხომ? - იკითხა დაეჭვებით და თან მობილურში ჯიპიესის ძებნა დაიწყო. -კი, წესით ეს შენობა უნდა იყოს. წამოდი აბა შევიდეთ - მეგობარს ხელი მოკიდა და უზარმაზარ შენობაში შეაბიჯა. ქაღალდიანი ქალები და კაცები საქმიანი ნაბიჯებით დადიოდნენ წინ და უკან. მათი უმეტესობა პარალელურად ტელეფონზე ლაპარაკობდა და ბლოკნოტში რაღაცას იწერდა. -აუჰჰ! რამხელა რიგია! - შეიცხადა ბრიანამ. -რაღა ახლა მოუნდა ყველას თავისი ჯიშის შესწავლა - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ემილიმ. ერთსაათიანი რიგის შემდეგ ძლივს მიაღწიეს კომპიუტერთან მჯდარ მამაკაცთან. საკმაოდ ახალგაზრდა ყმაწვილი იყო. ბრიანა დაინახა თუ არა, მაშინვე აუციმციმდა თვალები და ღიმილი შეაგება. -გამარჯობა გოგონებო - თავაზიანად მიესალმა ორივეს და შემდეგ საქმეზე გადავიდა. სამსახურეობრივ მოვალეობას არ ივიწყებდა ყმაწვილი. -ესეიგი, გვინდა გავარკვიოთ ვინ არიან ბრიანა ბეიტსონის მშობლები. სახელები და გვარები გვინდა მათი - მოკლედ აუხსნა ემილიმ. ბრიანა ზედმეტი ლაპარაკისგან თავს იკავებდა. -ჰმმ... რაში გჭირდებათ? - იკითხა სხვათაშორის და თან კომპიუტერში რაღაცეების ძებნა დაიწყო. - სამწუხაროდ ჩემო ლამაზებო ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გეტყვით. - უთხრა სევდიანად - ძალიან ვწუხვარ, სხვა რამით შემიძლია დაგეხმაროთ? -კი... სახელები და გვარები გვითხარი! - თვალები დაუბრიალა გაბრაზებულმა ბრინამ, ემილიმ კი მამაკაცისგან ჩუმად ხელი გაკრა, რომ ცოტა ზრდილობიანად ელაპარაკა. რა მისი ბრალი იყო, თუ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა არ შეიძლებოდა! -იქნებ რამე სხვა გზა გვასწავლოთ, რითიც შევძლებთ გავარკვიოთ ქალბატონი ბეიტსონის მშობლების სახელები, ოღონდ ოფიციალური არა... ბიოლოგიური... - თავაზიანად ჰკითხა ემილიმ. -იქნებ იმ საავადმყოფოში მიბრძანდეთ, სადაც დაიბადეთ? დაბადების მოწმობაში სავარაუდოდ მითითებული იქნება. დარწმუნებით ვერ გეტყვით, თუმცა მგონი იქ მისვლა ურიგო არ იქნება - თავდაჯერებულად ჩამოუყალიბა და თვალი ისევ ბრიანასკენ გაექცა. -იმედია მაშინ იმას მაინც მეტყვით სად დავიბადე - სარკასტულად ჩაიცინა ბრიმ და ისევ ემილის მუჯლუგუნი დაიმსახურა, თუმცა არც თვითონ დააკლო და ემილიმ მამაკაცის წინ წამოიკრუსუნა ტკივილისგან. ბრიანას ღიმილი გაეპარა სახეზე და გამარჯვებული მზერა მიაპყრო დაქალს. -ღიმილი გიხდებათ - გაუღიმა ბიჭმა. -რა გქვია? - პირდაპირ შენობით ფორმაზე გადავიდა მოთმინება ამოწურული ბრიანა. -ენდრიუ - ბედნიერმა უპასუხა და გაუღიმა. -ენდ, ძალიან მეჩქარება. მალე მითხარი სამშობიაროს სახელი და მისამართი და წავალთ, აღარ შეგაწუხებთ, კარგი? - სათქმელი ერთმანეთს მიაყარა, შემდეგ კი ერთი მშრალი ღიმილი „აჩუქა“ და მობილურში საათი შეამოწმა. -ძალიან მსიამოვნებს ასეთი ლამაზი გოგოს ყურება - თქვა ენდრიუმ. -ეგ ყველას სიამოვნებს. მალე იპოვნი? - ჰკითხა და კომპიუტერის ეკრანს თვითონაც დააკვირდა. -აი, ვიპოვნე... ინებეთ - ღიმილით გაუწოდა საბუთები, შემდეგ კი რაღაცეებზე მოაწერინა ხელი და ორივე გამოუშვა. -ემ, მგონი მოჩვენებები დამეწყო - მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ჩახედა საბუთებს და თვალები გაოცებისგან ჭყიტა. -რაიყო? -ნახე სადაა სამშბიარო - მისამართს თითი დაადო და მაინც გადაიკითხა კიდევ ერთხელ. ლოს ანჟელესში დაბადებული გოგონა ახლა სან ფრანცისკოში ცხოვრობდა. -ვუჰუუ! ლოს ანჟელესში მივდივართ!! - მხიარულად შესძახა ემილიმ. -ლოს ანჟელესი არ ვიცი, მაგრამ რაფაელოს საყიდლად მაღაზიაში ნამდვილად მივდივართ. მარაგი ამოგვეწურა - გაეცინა და მანქანა მაღაზიასთან გააჩერებინა. ბევრი რაფაელო იყიდეს, შემდეგ კი ემილისთან დაბრუნდნენ სახლში და მის ოთახში შეიკეტნენ, რომელიც სათათბირო ოთახად ჰქონდათ გადაკეთებული. -უნდა წავიდეთ! ლოს ანჟელესში უნდა წავიდეთ! - მტკიცედ განაცხადა ემილიმ. -კარგი რაა, იქ ვინ გამიშვებს - თქვა და ხელი აიქნია. -და ვინ გითხრა რომ იქ წავალთ? - თქვა და წარბები ეშმაკურად აათამაშა. -ჰმმ, მართალი ხარ - მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს და თვითონაც გაეცინა. - ჩვენ ხომ აგარაკზე მივდივართ? -რა თქმა უნდა - თვალი ჩაუკრა მანაც და ორივე აკისკისდა. იმ დღესვე წავიდნენ ბრინასთან სახლში, გოგონამ ბარგი ჩაალაგა, საკრედიტო ბარათიც აიღო იმ შემთხვევისთვის თუ ფული დასჭირდებოდათ, დედამისს დაემშვიდობა და შეეცადა მაქსიმალურად არაფერი შეემჩნია. ლოს ანჟელესის გზას ემილის მანქანით გაუდგნენ. საბედნიეროდ მზიანი და თბილი დღე იყო. გადასარევი მგზავრობისთვის. სამი დიდი პარკი რაფაელოც თან ჰქონდათ და არაფერი ადარდებდათ. -ცოტახანს გავჩერდეთ რა, ძალიან დავიღალე და ცოტა გასეირნება მინდა - შუადღეს, ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ დაიწუწუნა ბრიანამ და ემილის გახედა. -კარგი - გოგონამ მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. ორივე მანქანიდან გადმოვიდა, თან თითო-თითო რაფაელო აიღეს და იქვე სეირნობა დაიწყეს. -მოდი სურათი გადავიღოთ რა, ბოლო-ბოლო ჩვენი პირველი მოგზაურობაა ქალაქიდან მოშორებით - თქვა მხიარულად და ბრის გახედა. -მოდი - მეგობარს გვერდით ამოუდგა და იმდენი სელფი გადაიღეს, სანამ სულ არ გადაჭედეს მობილური თავიანთი სურათებით. -ემ, ეს ხმა გესმის? - იკითხა დაეჭვებულმა და ისევ გაჩუიმა. -რა ხმა? -ჩუუ! - გააჩუმა მაშინვე და წკმუტუნის ხმაც გამოიკვეთა. - ლეკვია სადმე? - იკითხა და ირგვლივ მიმოიხედა. ბუჩქებში შეიხედა და იქ ძალიან საყვარელი პატარა ლეკვი დაინახა. -აუუ რასაყვარელია! - აღმოხდა ემილის. -ნახე, საყელური აქვს... ვინმეს დაეკარგა? - იკითხა დაეჭვებულმა. -ალბათ, მაგრამ ჩვენ რა ვუყოთ? ჩვენი ხომ არაა... -პოლიციაში რომ მივიყვანოთ იქნებ უპოვონ პატრონი - თქვა და ლეკვს მოეფერა. შეშინებული პატარა სულ კანკალებდა და ცხვირი ბრინას კისერში ჰქონდა ჩამალული. -უკვე ქალაქში ვართ ფაქტიურად. უახლოეს პოლიციაში მივიდეთ. წამო ნუღარ დავაყოვნებთ. ალბათ შია კიდეც - თქვა ემილიმ და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. ჯერ საჭმელი უყიდეს და განსაზღვრული რაოდენობა აჭამეს. საწყალი ცხოველი ისე იყო მოშიებული, რომ ალბათ მთელ პარკს გადაჭამდა, თუმცა მაღაზიაში უთხრეს, რომ თუ ბევრს შეჭამდა მუცელი გაუსკდებოდა, ამიტომ ერთი გრამით მეტიც კი არ მისცეს მისივე კეთილდღეობის მიზნით. -ვაუუ, ლოს ანჟელესის პოლიციას რამხელა შენობა აქვს - ჩაილაპარაკა გაოცებულმა ბრინამ. -წამოდი შევიდეთ - ხელი დაავლო ემილიმ და ლეკვიანი გოგონა შენობაში შეიყვანა. მალევე მივიდნენ შემოსასვლელში მჯდარ ქალბატონთან და ლეკვით ხელში აესვეტნენ წინ. -გამარჯობათ, გისმენთ - თბილად გაუღიმა და თან კლავიატურაზე რაღაცეების აკრეფა განაგრძო. -ქალაქის შემოსასვლელთან ვიპოვეთ ეს ლეკვი, საყელური უკეთია და როგორც ჩანს პატრონი ჰყავს. ხომ ვერ დაგვეხმარებით? - იკითხა ბრინამ და ქალს გაუღიმა. -ძალიან კეთილშობილური საქციელია თქვენი მხრიდან. რა საყვარელი ლეკვია! - ქალმაც შენიშნა და დაინტერესებულ ცელქ ლეკვს მოეფერა - ახლა გადავხედავ შემოსულ შეტყობინებებს. თუ განაცხადი შემოსულია ლეკვის დაკარგვასთან დაკავშირებით მაშინ ადვილად ვიპოვით პატრონს, თუ არადა ჩვენ დაგეხმარებით პატრონის პოვნაში - თქვა და ტელეფონი აიღო. - თქვენ დასხედით და დამელოდეთ, დიდი ხანი დამჭირდება. შემოსასვლელში დასხდნენ და ლოდინი დაიწყეს. -რაო პატარა, გენატრება შენი პატრონი? - ისე ჰკითხა გეგონება ის უპასუხებდაო. კალთაში კომფორტულად ჩაისვა და მოფერება დაუწყო. პატარა ლეკვს დაღლილობა ეტყობოდა, მალევე იპოვა სასურველი პოზა და მშვიდად დაიძინა ბრინას მუხლებზე. -გოგონებო, ქალბატონი მია გეძახით - დაცვის თანამშრომელი ღიმილით მიუახლოვდა მათ და შემომსასვლელში მჯდარ ქალზე მიუთითა, -მადლობა - გაუღიმა ემილიმ. ბრიანა ფრთხილად წამოდგა ფეხზე ლეკვი რომ არ გაეღვიძებინა და ნელი ნაბიჯით გაემართა იმ ქალისკენ. -რაო, მოგვეწონაო პოლიციელიო? - წარბები აუთამაშა ემილის და აფხუკუნდა. -ჩუმად გოგო! - თვალები დაუბრიალა, თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა ღიმილი, რაც უდავოდ თანხმობის ნიშანი იყო. -გოგონებო, საბედნიეროდ რამდენიმე განაცხადი ვიპოვე ძაღლის დაკარგვასთან დაკავშირებით. სამივეს დავუკავშირდებით და გავესაუბრებით. ლეკვი შეგიძლიათ დატოვოთ, ჩვენ მივხედავთ - თბილად გაუღიმა და ხელი ლეკვისკენ გაიშვირა. -ჩვენ რომ გვყავდეს სანამ პატრონს იპოვნით არ შეიძლება? - ჰკითხა ბრინამ. ვერ ელეოდა ამ პატარა საყვარელ არსებას და უნდოდა მასთან ყოფნის წუთები გაეხანგრძლივებინა. -კი მაგრამ, პატრონი თქვენ არ ბრძანდებით. -და ისინიც რომ არ აღმოჩნდნენ? - სათქმელი გააწყვეტინა გოგონამ. -ბრი, მიხედავენ თვითონ - უთხრა ემილიმ. -გთხოვთ... სანამ პატრონი გამოჩნდება - თვითონაც ლეკვის თვალებით ახედა ქალს. -მაშინ თქვენი მონაცემები მინდა. პირადობის მოწმობა და მობილურის ნომერი რომ დაგიკავშირდეთ - ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ ქალი ოხვრით დასთანხმდა მათ და საჭირო მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ გამოუშვა ისინი. -შენ მგონი პატრონსაც აღარ მისცემ ამ ლეკვს - გაეცინა ემილის და ისევ თავის მანქანაში მოთავსდა. -მივცემ... მაგრამ ძალიან მომენატრება - დამწურებულმა ჩაილაპარაკა და მძინარე ლეკვს სამახსოვრო სურათი გადაუღო. ფული ორივეს წამოღებული ჰქონდა საბედნიეროდ. უკვე შუაღამე იყო და ვერანაირ სამშობიაროს ვერ ნახავდნენ. ერთი სასტუმრო იპოვეს და ორადგილიანი ოთახი აირჩიეს. მოშიებულებმა იმდენი ჭამეს, სანამ სუნთქვა არ გაუჭირდათ. მალე ბრიანას ტელეფონზე ზარი გაისმა. -გისმენთ... -ბრი, როგორ ხარ? მშვიდობიანად ჩახვედით? - არია შვილს თბილი და ფრთხილი ტონით ელაპარაკებოდა. -ჰმმ... კი - ამოიოხრა და მოკლედ მოუჭრა. -ხომ არ გაგაღვიძე? -არა -მანდ სხვა ბავშვები არ არიან? - ჰკითხა ისევ ისე. გეგონება ერთი სიტყვაც და მოკლავსო. -არიან. -მერე? არ ერთობით? -ვერთობით. - ემილი მაშინვე მიხვდა ვინც იყო და მეგობარს თვალები დაუბრიალა წესიერად ელაპარაკეო, თუმცა ბრინამ ყურადღება არ მიაქცია. მან სხვა რამ გაიგო მობილურში - გაკვირვებულ ზაკს ვერ გაეგო როდის დატოვა თავისი უჯრა ღია. - კაი დე, უნდა წავიდე. დროებით! - ჩასძახა და მაშინვე გაუთიშა. -რა ჯანდაბა გჭირს! - გაუწყრა ემილი. -ზაკი ეკითხებოდა არიას რატომაა ჩემი უჯრა ღიაო -უჰჰ, არაუშავს... ჩვენზე ვერავინ იეჭვებს - თვალი ჩაუკრა და მეგობარიც დაამშვიდა. იმ დღეს ტკბილად დაიძინეს. უფროსწორედ ლეკვმა და ემილიმ დაიძინეს, თუმცა ბრიანას ძილი არ ეკარებოდა. ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ იყვნენ მისი მშობლები... იქნებ პატარა და ან ძმა ყავდა? ან უფროსი? ან ორივე ერთად? იქნებ სულაც მისი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ და ამქვეყნად მხოლოდ საფლავი დაეტოვებინათ? ყოველ შემთხვევაში ჯერ ეს უნდა გაერკვია და არაბიოლოგიური მშობლების „ბედს“ მერე „გადაწყვეტდა“... ......... ესეც შემდეგი თავიი... ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ თქვენი აზრი კომენტარის სახით დააკომენტაროთ.. მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.