შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბები მეტრო #...–დან (სრულად)


20-03-2016, 12:22
ავტორი sopiko
ნანახია 3 068

თუ ადამიანი უნივერსიტეტში უფულობის და გზის მარშრუტის გამო მეტროს გარდა ვერაფრით მგზავრობს, რაც არ უნდა სძულდეს ჭორიკნობა და სხვისი საუბრის მოსმენა, გარშემომყოფების ლაპარაკზე ყურს მაინც დაცქვეტს და გასართობად და დროის გასაყვანად ვითომც არაფერი, ისე ჩაერთვება მათ მუსაიფში, ოღონდ გონებაში რაღა თქმა უნდა...
წლები რომ გავიდა, შვილიშვილები ყოველ საღამოს მთხოვდნენ ზღაპარი მოგვიყევიო, მე კი რაც ვიცოდი და რაც გამეგონა უკვე დამეზუთხებინა პატარებისთვის. ცოტა რომ წამოიზარდნენ და ჭკუა მოემატათ, მეტროს მოგონებებს მივყავი ხელი. გაგიკვირდებათ და გოგოსაც და ბიჭსაც ერთნირად მოეწონათ ეს მალულად და ჯაშუშური საქციელით დაგროვებული ისტორიები და მთხოვეს ჩვენმა მეგობრებმაც რომ ისწავლონ ჭკუა და ასე არასდროს მოიქცნენ, ეს ამბები გააერთიანე და ერთი ლამაზი წიგნი გამოეციო. მათ უკვე კარგად იცოდნენ თითოეული ამბის აზრი და მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არასდროს მიფიქრია, ოცნებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ხათრი ვერ გავუტეხე ძვირფას არსებებს და... ამ ყველაფრის შედეგი უკვე თქვენს წინაა! სწორედ მის შესავალს კითხულობთ ამ წუთებში!
***
კუთხეში მოხუცი კაცი იჯდა. ყველა შეამჩნევდა მის დადარდიანებულ სახეს და აწყლიანებულ თვალებს რომ ნდომებოდათ, მაგრამ მის მოპირდაპირე მხარეს ჩამომსხდარ ახალგაზრდებს ეს სურვილი სულაც არ აწუხებდათ.
მოხუცებული შუაში იჯდა, მის გვერძე კი არავინ ჯდებოდა. ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ გახუნებული, ძველებური პალტო და დალაქავებული კრემისფერი შარვალი ეცვა. არანაირი უსიამოვნო სუნი არ ასდიოდა... არც ალკოჰოლის, არც სიგარეტის და არც არაფრის.. ხო ერთი შეხედვით შეიძლებოდა დათრგუნულიყავით და ოდნავი ზიზღიც გაგჩენოდათ დაჩაჩანაკებული ადამიანის მიმათ, მაგრამ ის თხუთმეტიოდე წუთი, რაც წინა აბზაცში ხსენებულმა თინეიჯერებმა დაყვეს ვაგონში, საკმარისი იყო იმისთვის, რომ გული მოგლბოდათ და დამცინავი მზერა არ გეტყორცნათ მისთვის.
სასაცილო ის ფაქტი იყო, ერთ–ერთმა ბიჭმა ჯიბიდან ბოლო მოდელის ტელეფონი რომ ამოიღო და მოხუცის ძირაძრობილ ფეხსაცმელს ფოტო გადაუღო. მეტროში მსხდომნი, რომლებიც ამ შემთხვევის მოწმენი გახდნენ, შეიშმუშნენ, თუმცა ხმა არ ამოუღიათ.
მოხუცს კი ჰამაკივით არყევდა ტრანსპორტი... ის ამასაც ისევე ვერ გრძნობდა, როგორც საკუთარ ცრემლებს დაღარულ ლოყებზე...
***
ღამის ცხრა საათი იქნებოდა, მეტროში თოთხმეტიოდე წლის გოგონა რომ შემოვიდა. ეტყობოდა ძალიან დაღლილი იყო. ზურგზე ჩანთა ეკიდა და ძლივსძლივობით ეჭიდებოდა რკინის მოსაკიდს.
ადგილი რომ გათავისუფლდა, უფრო მეტად გაფერმკრთალებული სკამზე ჩამოჯდა და თვალები მიხუჭა. სწორედ ამ დროს შემოიყვანა ახალგაზრდა ბიჭმა მოხუცი ქალი ვაგონში, თვითონ კი გავიდა. ქალი განგებ წინ ჩამოუდგა გოგონას და აშკარად იმას ელოდებოდა, როდის დაუთმობდა ადგილს, რადგან ყველა სკამი დაკავებული იყო.
მან კი მხოლოდ იმიტომ გაახილა თვალები, რომ ვიღაცის მზერამ ლოყები აუწითლა. სწორედ მაშინ, ფეხზე წამოდგომა რომ დააპირა, ქალმა ბოლო ხმაზე შეკივლა და გულზე ხელი მიიდო. რამდენიმე მგზავრი მას მისცვივდა. მოზარდიც უკვე ფეხზე იდგა და უნებურად ხელი ჩაევლო ქალის მკლავისთვის.
–დამსვით! დამსვით!–ყვიროდა მოხუცი.
მაშინვე დასვეს და გვერდიდანაც შემოეცალნენ მგზავრები, რადგან ვიწროდ არ მჯდარიყო.
–ვერ ხედავ, შვილო, სახეზე ფერი რომ არ მადევს? ან კიდევ სახლში არ გასწავლეს მოხუცის პატივისცემა? არა, რა თაობა მოდის! ზოგს ის რაღაც ''შნურები'' აქვს ყურში გაჩრილი, ზოგი კი წამოწოლილა ზურგზე და სძინავს.–უცებ დაუბრუნდა ძალა ქალს და ისიც წამსვე მიუბრუნდა თავდახრილ გოგონას.
–მე... ვაპირებდი...–ალუღლუღდა ეს უკანასკნელი.
–აპირებდა! თურმე აპირებდა! რომ მოვკვდები, მერე ისედაც ჩამაწვენენ კუბოში!
და ყველასდაგასაოცრად ქალს ის მამაკაცი აყვა გოგონას ლანძღვაში, რომელსაც არც მაშინ დაუტოვებია სკამი, როცა მოხუცი შეუძლოდ გახდა და არც მაშინ, ფეხზე რომ იდგა.
გოგონა შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ის სულაც არ მიდიოდა ამ სადგურზე.
***
სკამებზე კანტი–კუნტად ისხდნენ მგზავრები. ვაგონში შესვლისას პირველი, ვინც ყურადღებას იქცევდა, ახალგაზრდა ქალიშვილი იყო, რომელიც საკმაო მანძილზე გახეულ ჯინსებში და მოკლესახელოიან მაისურში იყო გამოწყობილი. ორივე მაჯას ტატუები უმშვენებდა, ცხვირი კი გახვრეტილი ჰქონდა.
მოულოდნელად სიჩუმე ვაგონის ჩაბნელებულ ნაწილში მსხდომთა ჩურჩულმა დაარღვია. ორი ასაკოვანი ქალი ერთმანეთს რაღაცას ებუტბუტებოდა.
–შეხედავ და მაშინვე მიხვდები, როგორიცაა და რას წარმოადგენს ცხოვრებაში! როგორ არ რცხვენია, საზუგადოებრივ ტრანსპორტით ასე რომ მგზავრობს!–უხეში ტონით კიცხავდა ერთ–ერთი ქალიშვილს და თან თვალს არ აშორებდა.
–ჩემმა შვილმა რომ ქუჩაში ასე გაიაროს, ყველას თვალწინ გავწიწკნი.–დაიქადნა მეორემ.
–ნეტავ, დედამისს როგორ ძინავს, მაგრამ ალბათ ისიც ასეთია და შვილიც თავისნაირი გაზარდა.–იწინასწარმეტყველა პირველმა.
მათ ამ გოგონას სახელიც კი არ იცოდნენ, მშობლის ვინაობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. იმის აზრზეც არ იყვნენ, პატიოსანი იყო თუ უღირსი... კეთილი თუ შურიანი... იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, რომ გრძელ, მუქი ფერის ქვედაბოლოში ისინი უფრო მდაბალი სულის იყვნენ, ვიდრე ეს ''დედამისის მსგავსი'' ქალიშვილი.
***
ვაგონში ბოშა ბიჭუნა შემოვიდა და ერთადერთი სუფთა რაც შემორჩენოდა, მგზავრებს მოავლო... თვალები. მსწრაფლ გადმოყარა ცრემლები და ტირილში სიტყვები შეურია... ამბობდა, რომ მისი დედა ძალიან ავად იყო და ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა.
ადამიანებს, რომლებსაც თავადაც არ ულხინდათ, შეებრალათ ის. მგზავრების უმრავლესობამ თუ არა, ნახევარმა მაინც საფულეები გახსნეს და ხურდა გამოწვდილ ხელში ჩაუგდეს ექვსიოდე წლის ბავშვს.
მეორე წრეზე რომ მოდიოდა, ერთ ქალს მიუტრიალდა, რომელსაც მისთვის ფული არ მიეცა.
–დედა ცუდად მყავს_მეთქი!–კბილებში გამოცრა ბავშვმა.
–ფული არ მაქვს.–მშვიდად მიუგო მგზავრმა.
–მომეცი!–ანაზდად ქალის ხელისკენ წაიღო ხელი და ფრჩხილი ჩააჭირა.
–ხელი გაწიე!–შეურაცჰყოფილმა ხელი გადაუბრუნა ბიჭს და მსუბუქი ბიძგით უკან დაახევინა.
ბიჭმა გაბოროტებული მზერით შეათვალიერა მასზე ძლიერი ''მოწინაამღდეგე'' და უკვე გაჩერებული ვაგონიდან გავიდა.
–მართლა არ მქონდა...–ტუჩების კვნეტით თქვა ქალმა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
***
ისევ და ისევ მატერიალური მდგომარეობის გამო მხოლოდ ოთხი ამბის შეკრება და ბროშურად გამოცემა შევძელი, თუმცა ეს რამდენიმე ისტორიაც სრულიად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საკუთარ თავს ვკითხოთ: როგორ ვცხოვრობთ ასეთ გარემოცვაში?

^^^
შუადღე მშვიდობისა, ჩემო კარგებო!
დღეს ''გარისკე და იბატონე!''–ს შემდეგი თავის ნაცვლად ეს ისტორია დავდე, რომელშიც გაერთიანებულია ჩემი და ჩემი ახლობლების მეტროს მოგონებები.
ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ თითოეულ შემთხვევაზე, როგორ მოიქცეოდით ამ პერსონაჟების ადგილას...
გამიხარდება თუ კომენტარებში ამ კითხვებზე პასუხს გამცემთ.
სიყვარულით სოფო!



№1  offline მოდერი Amalthea

რაღაცნაირად გული მეტკინა sad
პ.ს სსათაურზე გლუხოვსკის მეტრო გამახსენდა, ჩემდაუნებურად
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

არადა ჩანახატია.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ეს ისტორიას არ ჰგავს.
მაგრამ რაც არის.
ასეა, ასე იყო და ასე იქნება.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ გავთანამედროვდითო, სანამ ადამიანის აზროვნება რაღაცა სასწაულის ძალით არ გაიფილტრება, არაფერი გვეშველება.

ერთხელ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი ავტობუსით. კართან ერთადგილიან სკამზე ვიჯექი. სიცხე მქონდა, მთელი დღე რაღაც პროექტის გამო ფეხზე ვიდექი, მუცელი მტკიოდა და რასაც ჰქვია მთვლემდა. ამოვიდა ქალი და დამადგა თავზე. უკან გავიხედე და ბოლოში სამი თავისუფალი ადგილი დავინახე, მაგრამ არა, ამას უნდოდა, რომ მე ავმდგარიყავი და დამესვა. არ ავდექი. იმიტო კი არა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. იმიტო, რომ ეს ქალი საერთოდ არ იყო დაჯდომის ღირსი. იდგა და დაქალთან წუწუნებდა რა უზრდელი თაობააო. ყურსასმენები მეკეთა და მუსიკა სპეციალურად გავთიშე, რო გამეგო რას ამბობდა.
ვინც რაც უნდა ის იფიქროს. არასოდეს დავუთმობ ადგილს ასეთ ადამიანს.

ბოშებს არასოდეს დავხმარებივარ და არც დავეხმარები. აი ასეთი ნაგავი ვარ.

 


№4  offline წევრი elegant

ძალიან მომეწონა. ეს რეალობა, ძალიან მწარე რეალობა. აი ისეთი სინდისის ქენჯნას რომ გაგრძნობინებს, საკუთარ თავში რო დაგაფიქრებს. საბედნიეროდ ბედნიერი ვარ რომ ჩემი თავი თითქმის ვერ ამოვიცანი ამ ისტორიებში. მხოლოდ მეოთხეში, როდესაც ხანდახან მეზარება, ან სურვილი არ მაქვს დავეხმარო. არ ვიცი რატომ მაგრამ სიბრალულის გრძნობა საერტოდ არ მაქვს ე.წ "მათხოვრების" მიმართ, მხოლოდ იშვიათ შემთთხვევში და ამის გამო ძალიან ვწუხვარ და იმედი მაქვს ამას ოდესმე გადავლახავ.

 


№5  offline წევრი teddy))

Es is realoobaa, romelic yovel wams xdeba chvens cxovrebashi! Mec gavulandzgivar adgilis ar datmobistvis da imasac mivayoleb rom namdvilad ar unda dautmo egetebs adgili! Im qalis adgilze kdiev boshas rom ver/ar daexmara, mec namdvilad sheurawkofili davrchebodi ase rom momeqcnen da ikneb martla ar konda da es gasakviri arcaa!! Tatuian qalishvils rac shexeba... Mec sheildzeba yiradgeba mivakcio da vakvirdebode mas, tumca namdvilad ar gavlandzhav! Es xom misi gemovnebaa?! Namdvilad ar unda ganvsazgvrot adamianebi chacmuloobit! :*

Dzalian momewona da natlad gadmoeci dgevandeli realoba! Warmatebebi! <3 :* :*

 


№6  offline მოდერი sopiko

ლოლიტა
რაღაცნაირად გული მეტკინა sad
პ.ს სსათაურზე გლუხოვსკის მეტრო გამახსენდა, ჩემდაუნებურად

ეს თემები ჩემი გულისტკივილიცაა...
წითური გოგონა
არადა ჩანახატია.

შესაძლებელია...
lullaby
ეს ისტორიას არ ჰგავს.
მაგრამ რაც არის.
ასეა, ასე იყო და ასე იქნება.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ გავთანამედროვდითო, სანამ ადამიანის აზროვნება რაღაცა სასწაულის ძალით არ გაიფილტრება, არაფერი გვეშველება.

ერთხელ უნივერსიტეტიდან მოვდიოდი ავტობუსით. კართან ერთადგილიან სკამზე ვიჯექი. სიცხე მქონდა, მთელი დღე რაღაც პროექტის გამო ფეხზე ვიდექი, მუცელი მტკიოდა და რასაც ჰქვია მთვლემდა. ამოვიდა ქალი და დამადგა თავზე. უკან გავიხედე და ბოლოში სამი თავისუფალი ადგილი დავინახე, მაგრამ არა, ამას უნდოდა, რომ მე ავმდგარიყავი და დამესვა. არ ავდექი. იმიტო კი არა, რომ ფეხზე ძლივს ვიდექი. იმიტო, რომ ეს ქალი საერთოდ არ იყო დაჯდომის ღირსი. იდგა და დაქალთან წუწუნებდა რა უზრდელი თაობააო. ყურსასმენები მეკეთა და მუსიკა სპეციალურად გავთიშე, რო გამეგო რას ამბობდა.
ვინც რაც უნდა ის იფიქროს. არასოდეს დავუთმობ ადგილს ასეთ ადამიანს.

ბოშებს არასოდეს დავხმარებივარ და არც დავეხმარები. აი ასეთი ნაგავი ვარ.

ნაგავი სულაც არ ხარ... ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ამ ბოლო დროს უხერხულობას ვგრძნობ, მათხოვრებს თუ არ ვეხმარები... {მართალია ცუდად ისმის ეს სიტყვი, მაგრამ მაინც...} ვიცოდი, რომ ჩემი ეს ჩანახატი/ისტორია ასეთ აზროვნებას ვერაფერს მოუხერხებდა, თუმცა იმ წუთას ძალიან მინდოდა რაღაც ასეთის დაწერა.
elegant
ძალიან მომეწონა. ეს რეალობა, ძალიან მწარე რეალობა. აი ისეთი სინდისის ქენჯნას რომ გაგრძნობინებს, საკუთარ თავში რო დაგაფიქრებს. საბედნიეროდ ბედნიერი ვარ რომ ჩემი თავი თითქმის ვერ ამოვიცანი ამ ისტორიებში. მხოლოდ მეოთხეში, როდესაც ხანდახან მეზარება, ან სურვილი არ მაქვს დავეხმარო. არ ვიცი რატომ მაგრამ სიბრალულის გრძნობა საერტოდ არ მაქვს ე.წ "მათხოვრების" მიმართ, მხოლოდ იშვიათ შემთთხვევში და ამის გამო ძალიან ვწუხვარ და იმედი მაქვს ამას ოდესმე გადავლახავ.

მიხარია, რომ მოგეწონა... უნდა გადალახო! თავი მათ ადგილას წარმოიდგინე {ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ მაინც...}
teddy))
Es is realoobaa, romelic yovel wams xdeba chvens cxovrebashi! Mec gavulandzgivar adgilis ar datmobistvis da imasac mivayoleb rom namdvilad ar unda dautmo egetebs adgili! Im qalis adgilze kdiev boshas rom ver/ar daexmara, mec namdvilad sheurawkofili davrchebodi ase rom momeqcnen da ikneb martla ar konda da es gasakviri arcaa!! Tatuian qalishvils rac shexeba... Mec sheildzeba yiradgeba mivakcio da vakvirdebode mas, tumca namdvilad ar gavlandzhav! Es xom misi gemovnebaa?! Namdvilad ar unda ganvsazgvrot adamianebi chacmuloobit! :*

Dzalian momewona da natlad gadmoeci dgevandeli realoba! Warmatebebi! <3 :* :*

ხო, მეც არ მომწონს ასეთი ჩაცმულობა, მაგრამ დედამისი და პაპამისი რა შუაშია? ანდაც პატიოსნება შარვლით განისაზღვრება? ეჰ, კაცი და ბუნება...

 


№7  offline მოდერი ლილიანა

როგორც გინდა,რომ მოგექცნენ ისე მოექეცი სხვებს ❤ ასე უნდა ვიცხოვროთ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent