უჟმური უფროსის წესები (თავი 2)
უბანში შესვლისთანავე იგძნო როგორ მონატრებია აქაურობა, ეზო სადაც მთელი ბავშობა გაატარა. ტაქსს ფული გადაუხადა და კორპუსისაკენ წავიდა, ფეხით აიარა 4 სართული და თეთრ რკინის კარებზე სწრაფად დააკაკუნა და დაელოდა როდის გაიღებოდა კარები. კარს იქით ნაბიჯების ხმა მოესმა და სულ მალე გაიგონა გასაღების ხმა, კარები დედამ გაუღო, მონატრებულ შვილი გულში ჩაიკრა და სახლში შეატარა. - როგორ მომენატრე დედას სიხარული, ესე უნდა დაიკარგო გოგო? გუშინ მამაშენს ვეუბნებოდი გავუაროთ ხვალეთქო, მაგრამ აგერ შენ მოხვედი. საჭმელი არ გშია? - სწრაფ- სწრაფად ელაპარაკებოდა ქალი და თან შვილს უკან მიყვებოდა. - დედა გეყოს ნაჭამი ვარ თან კარგი ამიბავი უნდა გითხრათ. - ღიმილით მიუგო დედამისს და მისაღებ ოთახში, დივანზე დამჯდარ მამას უკნიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა. შემდეგ დივანს მოუარა და მამამისს კალთაში ჩაუჯდა თან მოფუსფუსე დედამისს მომღიმარი სახით უყურებდა. - კარგი დედა დაჯექი ცოტახანი. - ღიმილით უთხრა და მის გვერდით ადგილზე მიუთითა. ქალმაც დანებების ნიშნად ხელები წინსაფარზე გაიწმინდა და მამა-შვილს გვერდით მიუჯდა. - -მოკლედ - ღიმილით დაიწყო ელენემ სიტყვით გამოსვლა და თან ფეხზე ადგა - ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გაცნობოთ მეტად სასიხარულო და აღმაფრთოვანებელი ახალი ამბავი. დიდ ხნიანი ძებნის და ძალისხმევის შედეგად თქვენმა შვილმა როგორც იქნა იშოვა სამსახური, ერთ-ერთი კომპანიის უფროსის მოადგილედ. - სიცილით ახარა თავის მშობლებს ახალი ამბავი და დაელოდა მათ რეაქციას, რამაც არ დააყოვნა. დედამისმა ერთი შეჰკივლა და გახარებული გადაეხვია შვილს, შემდეგ მამამისი ადგა , შვილს წარმატება მიულოცა და განაცხადა რომ ეს ამბავი აუცილებლად უნდა აღენიშნათ. თითო ჭიქა შამპანიურით დალოცეს შვილი და შემდეგ ტაქსით სახლში გააცილეს. ელენე როგორც კი სახლში მივიდა აბაზანაში შევიდა, რომ მთელი დღის დაღლილობა მოეხსნა თუმცა რატომღაც შავ თვალებს ვერ ივიწყებდა,უცებ გააქნია თავი ფიქრების გასაფანტად და აბაზანიდა გამოსული მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათდა, ლეპტოპი გახსნა და სკაიპში ლანას დაურეკა, ცოტახანი ეჭორავა შემდეგ კი ტანსაცმელი გაიმზადა მეორე დღისთვის და ტკბილად დაიძინა ,მაგრამ მთელი ღამე შავი თვალები ედგა წინ. მეორე დილით მზის სხივებმა გააღვიძეს, ნელ-ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს და რომ გაიაზრა დღეს სამსახურში პირველი დღე ჰქონდა სწრაფად წამოხტა საწოლიდა, კედელზე დაკიდებულ საატს გახედა რომელიც ცხრის თხუტმეტ წუთს უჩვენებდა და აბაზანაში შევიდა, იბანავა იქიდან გამოსულმა ტანსაცმელი ჩაიცვა, თმა გაიშრო და კუდად გაიკეთა, შემდეგ სახეზე დამცავი კრემი წაისვა, ღია ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე, ტელეფინი ჩანთაში ჩაიგდო და სახლსი კარები გაიხურა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. დანიშნულების ადგილას როგორც მივიდა ერთი ღღმად ჩაისუნთქა და ამაყი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, ნელ-ნელა აიარა 3 სართული და უფროსის კაბინეტის წინ მდგომ აწ უკვე თავის მაგიდასთან დაჯდა. - როგორც ჩანს ჯერ ბატონი თორნიკე არ მოსულა - თავისთვის ჩაილაპარაკა და ის ის იყო ყავის აპარატისკენ უნდა წასულიყო რომ ბოხმა და ცივმა ხმამ შეაჩერა. - უკვე მოვედი, ყავა ჩემს კაბინეტში შემომიტანეთ 2 წუთში. - ისე უთხრა ზედაც არ შეუხედია , კაბინეტის კარი უნდა მიეხურა რომ უცბათ შემოტრიალდა - ყავა უშაქრო - მიუგდო ორი სიტყვა და კარები მიიჯახუნა. ელენე ცოტახანი გაოცებული უყურებდა მიხურილ კარს და იქიდან წამოსულ ცივ ჰაერზე მთელი სხეულით ცახცახებდა. შემდეგ გამოფხიზლდა ყავა სწრაფად გააკეთა და უფროსის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეხსნა. უფროსს თავი საბუთებში ჩაერგო და დროდადრო წარბებს კუშტად კრავდა, შემდეგ თითქოს გონს მოეგო და ელენეს ამოხედა. - სასწრაფოდ ყველა თანამშრომელი შეკრიბე და 12 საათისთვის ყველა საკომფერენციო დარბაზში იყოს. მანამდე ლაშასთან და სანდროსთან გადი და დაუძახე სასწრაფოდ ამოვიდნენ. კონფერენციის დაწყებამდე კი ყველა იმ საბუთს რომელიც სავარაუდოდ შენს მაგიდაზე უკვე დევს , თვალი გადაავლე და თუ რაიმე ხარვეზი არის ჩაასწორე და შემომიტანე. - სწრაფად გააცნო ელენეს თავისი საქმე და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა გოგონას დაბლეული სახის დანახვისას - დროზე, რაღას ელოდები - ცივი ხმით მიუგო და დაელოდა როდის გავიდოდა გოგონა გარეთ. ელენემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კარები სწრაფად გაიხურა. დაბნეული უცებ ჩავიდა მიმღებში და ლაშას და სანდროს კაბინეტები იკითხა, თუმცა უთხრეს რომ ორივე ერთ ოთახში იყო და ისიც სწრაფი ნაბჯით გაემართა მათკენ. ფრთხილად დააკაკუნა და კარები შეხსნა. - მოდი, მოდი ელენე - გაუღიმა ლაშამ და ფეხზე წამოდგა - აბა რამ შეგაწუხა. - ბატონო ლაშა ბატონ თორნიკეს უნდა თქვენთან და მაბონ სანდროსთან საუბარი და ეხლავე ამოვიდნენო - მორიდებული ღიმილით ამცნო ინფორმაცია. - ელენე არც მე და არც ლაშა შენი უფროსისნაირები არ ვართ ამიტომ ოფიციალურობა არ არის საჭირო. - ღიმილით უთხრა სანდრომ და სკამიდან წამოდგა. ელენეს კარები გაუღო და პირველი გაატარა, შემდეგ კი ლაშასთან ერთად კიბეებზე ავიდა. ორივე მამაკაცი შევიდა ოთახში, ელენემ კი თანამშრომლების გაფრთხილება დაიწყო კონფერენციის თაობაზე. თორნიკე თორნიკე ონიანი 28 წლის. ეს კომპანია მამამისმა ბატონმა დავით ონიანმა სულ რაღაც 4 თვეა გადააბარა და თვითონ ტაიმაუტი აიღო. პირველი ერთი 2 თვე ყავდა მდივანი თუმცა ბოლოს საწყალ გოგოს ყელში ამოუყვანა თავისი კაპრიზები და წესები და ის გოგოც იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო. ყავს როგორც უკვე მოგახსენეთ მამა და დედა ქალბატონი ნანა, ძმა (ირაკლი) რომელიც თავის ცოლთან (ანასთან) ერთად ამჟამად ამერიკაშია წასული. არასდროს ყოლია შეყვარებული, თუმცა უკვე 2 წელზე მეტია უყვასრ ელენე, სად ნახა და როგორ შეუყვარდა მაგას შემდეგში გაიგებთ. - აბა რა ხდება? - როგორც ყოველთვის ამჯერადაც გაღიმებული და ენერგიული შევიდა ლაშა ოთახში და სანდროსთან ერთად ძმაკაცს წინ დაუჯდა - უნდა მიშველოთ - ანერვიულებული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავზე ხელი გადაისვა. - რა იყო? არაფერი გამოგდის? - ინტერესით კითხა სანდრომ და მის ნერვიულ სახეზე გაეღიმა - არაფერი გამოდის კი არა მგონი ჩემი ეშინია ისეთი სახით მიყურებს, მგონი ვაფრთხობ. - სამსახურში სადაცაა ჩვენ შეგვეშინდეს შენი და იმ გოგოს რა მოუვა, მთელი დღე შენ უჟმურ სახეს უნდა უყუროს - დასცინა უცებ ძმაკაცს ლაშამ და თან გამამხნევებლად წინ გადაიწია და ბეჭებზე ხელი დაარტყა. - კარგით რა თქვენ რაღა მოგივიდათ, ხო იცით რომ კომპანიაში პრობლემები მაქვს - თავის გამართლებას შეეცადა უფროსი და ძალით გაიღიმა. - ისე ხო რას ამბობ ასხივებ ხოლმე შენი ღიმილით - დასცინა ამჯერად სანდრომ და თორნიკეს დაძაბულ სახეზე გადაიხარხარა. - კაი რა მოგივიდა გეხუმრებით, რა გინდა გვითხარი და შევასრულებთ. - არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა დამეხმაროთ რომ ელენე რამენაირად დამიახლოვდეს, ოღონდ ჩემი არ უნდა ეშინოდეს. ბოლოსდაბოლოს ამდენი ხანია მიყვარს და ესე ვერ შევაშინებ - სწრაფ - სწრაფად ლაპარაკობდა თორნიკე და თან კარისაკენ იყურებოდა უცებ არავინ შემოვიდესო. - კაი ბიჭო რა, გადაგვიყვანე ჭკუიდან. როდის იყო გოგოს დაკერვაზე ვინმეს დახმარება გჭირდებოდა? - აუ თქვენ არ გსმით ის, ის სხვანაირია, აი რაღაცნაირია. არ გახსოვთ ის სი..ი ჟღენტი რეებს აკეტებდა, რომ მისი გული მოეგო - გაიხსენა თავისი კომპანიის ერთ- ერთ მოწილე, რომელსაც ელენე უყვარდა და ყველანაირი მცდელობისდა მიუხედავად არაფერი გამოუვიდა. - კაი ძმაო ბაზარი არაა დაგეხმარებით მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ - ლაშას ისეთი სერიოზული ტონი ჰქონდა თორნიკემაც კი ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - რა იყოთ ე?- გაბრაზებულმა შეხედა სიცილისგან დამანჭულ ძმაკაცებს. - კაი , კაი არაფერი . - სული მოითქვა ორივემ და ისევ თორნიკემ გააგრძელა. - მოკლედ ერთ - ერთმა თქვენთაგანმა უნდა წამოაყენოს წინადადება, რომ ყველა თანამშრომლი 2-3 დღით წავიდეთ სვანეთში დასასვენებლად. - თავიზი აზრით კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბიჭების გაკვირვებულ სახეებზე გაეცინა. - თორნიკე ეს შენ ხარ? - სასაცილო ხმით იკითხა სანდრომ - ესეთი რაღაცეების მოფიქრება თუ შეგეძლო სად იყავი აქამდე? - კარგით ეხლა გეყოფათ- დასერიოზულდა უფროსი - ერთ საათში საკონფერენციო დარბაზში ამ ყველაფერს იტყვით გასაგებია? ბიჭებმა ღიმილით თავი დაუქნიე , უცებ წამოდგნენ სკამიდან და კაბინეტი დატოვეს. თორნიკე კი იმით კმაყოფილი რომ შანსი ეძლეოდა ელენეს უფრო დაახლოებოდა სკამზე გადაწვა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით გაიღიმა. ელენე ჯერ მხოლოდ 2 საათია რაც აქ არის და ამდენი საბუთის სწორებით და თანამშრომლების გაფრთხილებით დაიღალა. როგორც კი თორმეტი საათი გახდა უფროსის კარები გაიღო და იქიდან სერიოზული სახით თორნიკე გამივიდა. მის ჩაცმულობას და სხეულს ელენემ თვალი ააყოლა და თავისდა უნებურად ჟრუანტელმა დაუარა. უცემ წამოდგა მაგიდიდან და საბუთებით ხელში უფროსს უკან აეკურკურა, თან მის მიხვრა მოხვრას აკვირდებოდა. თორნიკე უცებ უკან შემოტრიალდა, ელენესკენ დაიხარა და მის ყურთან დაბალი და სასიამოვნი ხმით დაიჩურჩულა. - წესი ნომერი 3 - არავითარი ამოღებული მაიკები, კაცები თვალებში უნდა გიყურებდნენ და არა სხვაგან - უვებ ისევ ასწია თავი, შეტრიალდა და გაოცებული ელენე დერაფანში მარტო დატოვა. ძლივს მოვიდა საწყელი გოგო გონს, სწრაფი ნაბიჯით შევიდა დარბაზში და უფროსის გვერდით ადგილი დაიკავა, თუმცა არაფერი არ ესმოდა ისე იყო გაბრუებული, თან თითქოს მის ეს ხმა ვიღაცის ხმას ახსენებდა, თუმცა ვისას? ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონფერენციის დასრულებამდე სანდრომ აზრი გამოთქვა სვანეთში წასვლასთან დაკავშირებით, ამ ამბავმა ყველა გაახარა მათ შორის ელენეც რომელიც მთელი ცხოვრებაა ოცნებობს სვანეთში წასვლაზე. თორნიკემ მის ბედნიერ სახეს რომ შეხედა, კიდევ უფრო დარწმუნდა რომ სვანეთი კარგი იდეა იყო იმისთვის რომ ელენე გაეხარებიდა და დაახლოებოდა. დარბაზიდან გამოსული ელენე თავისი მაგიდასთან დაჯდა და ისევ საბუთებში იქექებოდა. 2 წლის წინ დაქალის სახლიდან გამოსულმა გოგონამ გარემოს თვალი მოავლო თუმცა ირგვილ არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა. გაბრაზდა და თავისთვის ბუტბუტი დაიწყო. - ჯანდაბა რა არის ეს? ამ სიცივეში არც ერთი მანქანა არ უნდა დადიოდეს? - გაბრაზებული აქეთ-იქით დადიოდა და თან სიცივისგან სულ კანკალებდა. ბოლოს მიხვდა აქ დგომით რომ უფრო გაიყიდებოდა და ნელ-ნელა დაუყვა ქუჩას. გზაზე გადასვლას აპირებდა საიდანღაც გიჟივით რომ გამოვარდა მოტოციკლი და კინაღამ დაეჯახა, მაგრამ მოასწრო გაჩერება. გაოცებული და გაშეშებული ელენე გონს ვერ მოდიოდა. - კარგად ხარ? - დაბნეული ხმით ეკითხება ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა და ჩაფხუტი ეხურა. ელენემ თანხმობის ნიშნად ნელა თავი დაუქნია. - არ იცი რომ ამ დროს ქუჩასი სიარული, რომ არ შეიძლება? ბედი შენი რომ მალე მოვახერხე გაჩერება თორემ შენც დაიღუპავდით თავს და მეც დამღუპავდი. - აქეთ შეტევაზე გადმოვიდა ბიჭი. ელენეს კი ტვინში სისხლმა აასხა და მხოლოდ ეხლა მოვიდა გონს. - შენ საერთოდ ნორმალური ხარ? კინაღამ გამიტანე და კიდე აქეთ მე ვარ დამნაშავე? იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადო კიდევ აქეთ მეჩხუბები. - გამწარებული სახით შეყურებდა ჩაფხუტიან ბიჭს, რომელსაც სახე არ უჩანდა და თან ხელებს აქეთ იქით იქნევდა. - მე უნდა მოგიხადო ბოდიში? მეტი საქმე არ მაქვს - ირონიული გაუხდა ხმა ბიჭს - შენ თუ არ იცი როგორ უნდა იარო რა ჩემი ბრალია. - გამანებე თავი რა, თავხედი ხარ ვიღაცა - გაბრაზებულმა უთხრა ელენემ და ისევ გზის გაგრძელება ცადა, თუმცა ისე იყო დაბნეული იმასაც ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა. ხმაზე მიხვდა, რომ უკან მოტოციკლი წამოეწია. - მოდი, დამიჯექი წაგიყვან სახლში, საშიშია მარტო სიარული - უთხრა ბიჭმა უკვე დამშვიდებული ხმით. - არ მინდა მარტოც მშვენივრად წავალ - გაცოფებული ხმა ჰქონდა გოგოს. - კარგი ეხლა გეყოფა, დაჯექი, არ გიკბენ ნუ გეშინია - უთხრა ბიჭმა დამცინავი ხმით. ელენე ამ ხმაზე ძალიან გაღიზიანდა. - კარგი დავჯდები, შენი დანაშაული ხომ უნდა გამოისყიდო - წავიდა ნელი ნაბიჯით ბიჭისკენ და მოტოციკლზე უკან მიუჯდა, მისამართი უკარნახა და ხელები მოხვია თუ არა მოტოციკლი ისეთი სისწრაფით წავიდა სუნთქვა შეეკრა თუმცა ხმა არ ამოუღია. როგორც კი თავის კორპუსთან გაჩერდა უცებ გადმოხტა მოტიციკლიდან, ერთხელღა შეხედა ბიჭს და სწრაფად აირბინა კიბეები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.