შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული არსებობა (სრულად)


20-03-2016, 23:16
ავტორი Qeti.A
ნანახია 64 848

ზუსტად იცოდა, რომ უნდა გაეღიმა. რეალურად უხაროდა საუკეთესო მეგობრის ბედნიერება, მოწონდა მათეს გვერდით მჯდომი ქერა გოგონა მეამიტური, ლამაზი, ბედნიერი ღიმილი რომ უფრო ალამაზებდა, ვიდრე საოცრად გრაციოზული წელში გამოყვანილი, თეთრი კაბა. სულ რამდენჯერმე ყავდა ნანახი,მაგრამ ძმაკაცის სჯეროდა. მათესნაირები არ ცდებოდნენ, მან ხომ ყოველთვის ზუსტად იცოდა რა უნდოდა და ამიტომ დააჩქარა ცოლის მოყვანაც ასე. გაეღიმა მათი პირველი შეხვდრა, რომ გაახსენდა. ზუსტად იცოდა 16 მაისი იყო. გაზაფხული სწორედ მიწურულსაა ყველაზე ლამაზი, ვარდობის თვეში ყველაფერი ყვავის და ალბათ ამიტომაც გაეღვიძა კარგ ხასიათზე, ყველაფრის მიუხედავად. საუზმობაც კი გადაწყვიტა და მათეც სულ ძალით წაათრია სახლთან ახლოს ბარში. მერე დაინახა. არაფრითგამორჩეული იყო, ჩვეულებრივად ლამაზი როგორც ბევრი სხვა. რაღაც საოცარი აზარტით მიშტერებოდა ქსეროქსის ფურცლებს და წარბებს ხან ზემოთ აწკეპდა, ხანაც თავს დააქნევდა თითქოს წაკითხულს ადასტურებსო. უცანაურად მიმზიდველი იყო. მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ გოგონას კანის ფერი იყო საოცრად ნაზი, ისეთი თეთრი სისუფთავის შეგრძნებას, რომ ტოვებს... და იგრძნო როგორ ნელ-ნელა გაუწმინდა განცდილმა გონება, მერე ნელ-ნელა გულამდეც ჩააღწია და სრულიად უცხო ადამიანისგან წამოსულმა "სისუფთავემ" შვება მოგვარა. აი ისეთი უკვე წლები რომ ეძებს და ვერსად იპოვა.
-ერთ დღეს ცოლად მოვიყვან, ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია, თვალიც მოაშორა, სისუფთავის შეგრძნება მაინც დაეუფლა. მათეს სიტყვების აზრი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც მის მზერას თვალი გააყოლა და ნაცნობ მაგიდასთან შეაჩერა.
-რას იზამ? ვერც კი მიხვდა ისე გაუტყდა ხმა.
-აი იმ გოგოს ცოლად მოვიყვან, გაუმეორა ძმაკაცმა ისე, რომ არც შემოუხედავს და თვალი მოჭუტა. უცანური გრძნობა გაუჩნდა, მზერა დაძაბა და საოცარი შვება იგრძნო "სისუფთავის" გვერდით ქერა გოგონა, რომ დაინახა.
-ქერას? სხვათაშორის იმედიანად კითხა.
-ქერას. ლამაზია, თვალს არ აშორებდა მათე.
-ლამაზია, ხო. თქვა და ახლა უკვე მზერა მართლა გადაიტანა ქერაზე, რომელმაც სისუფთავეს ხელი ჩაჰკიდი და ააყენა. ქსეროქსიდან თავი არ აუწევია. მხოლოდ ბოლოს უკვე კარი, რომ იხურებოდა გოგონამ თვალები,როგორც იქნა, მოაშორა ფურცლებს და დაბნეული მზერა მოავლო დარბაზს. ოდნავ უფრო დიდხანს შეაჩერა მზერა მასზე და კარიც დაიხურა. ის არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, ყველასგან განსხვავებული.
-ანდრე წავედი მე, როგორმე უნდა გაძლო უჩემოდ. მათეს ამჯერად მხიარულმა ხმამ ისევ გამოარკვიეს ფიქრებიდან.
-სად მიდიხარ? ისედაც დაგვაგვიანდა.
-ქორწილისთვის ვარ მოსამზადებელი. თვალი ჩაუკრა მეგობარმა და ისიც გაქრა კარის უკან.
მათემ სიტყვა აასრულა ანა უკვე 2 საათია მისი ცოლია. "სისუფთავე" აღარც გამოჩენილა. სარძლოს გაცნობისას რომ კითხა შენთან ერთად ვინ იყოო, ანამ საერთოდ ვერ გაიხსენა ის დღე. მას შემდეგ 4 თვეზე ცოტა მეტი გავიდა და უკვე აღარც იყო დარწმუნებული, რომ მართლა არსებობდა, მაგრამ დაბნეულობის გარდა იმ მზერაში იყო რაღაც ცოცხალი, უფრო მაცოცხლებელი, ანდრეა კი, მიუხედავ იმისა, რომ ამას არ აღიარებდა ბუნებით რომანტიკოსი იყო და ასეთი რაღაცების ყველაზე ღრმად სჯეროდა. რეალურად ხომ მართლაც, თითოეულ ადამიანში ის რწმენა უფრო ძლიერია, რომელსაც არ ახმაურებს. ზუსტად ასე სწამდა გოგონას რეალურობის და იმისიც, რომ კიდევ აუცილბლად ექნებოდა შანსი გონება გაეწმინდა მისი სისუფთავით. თავი გაუაზრებლად გააქნია,რომ იმ დღის დანარჩენი აღარ ამოტივტივებულიყო, ისიც ახსოვდა ბოლოს სისუფთავის კვალის რომ აღარ იყო მის სულში და იმიტომ. მართლა გულით გაეღიმა, ძალდატანების გარეშე და მზერა მისკენ წამოსულ მათეზე შეაჩერა.
-ანდრეა, ნიკუშამ მოითხოვა მეც მინდა ცოლიო და რა ვქნათ?
-ბარში წავიყვანოთ, სასაუზმოდ. მათემ გადაიხარხარა და მხარზე ხელი დაარტყა.
-ნიკაა, დაუძახა მეგობარს, ხვალ შენ და ანდრეა ბარში მიდიხართ და ერთად საუზმობთ. სახეგაბადრული ნიკა მათკენ წამოვიდა.
-რატო? ახლაც მეამიტური ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე და გულუბრყვილოდ უყურებდა, ხან ერთს, ხან მეორეს. მათეს თქმით ეს "ბავშვობიდან შემორჩენილი ნაშთი" იყო ნიკას ხასიათში და ამავდროულად მისი ხუმრობების მუდმივი გარანტი. ახლაც გადაიხარხარა და ანდრეას ანიშნა უთხარიო. ამ უკანასნელმა რომ გაანალიზა, რამდენ ხანს მოუწევდა ნიკასთვის ამ ხუმრობის ახსნა თავი გააქნია და თვითონაც გაეცინა.
-შენი სიცილი მუსიკის ხმას აჭარბებს, მათემ ამჯერად ანის გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-გინდა წავიდეთ? ყურში სულ ჩუმად ჩასჩურჩულა ცოლს.
-სულ რამდენიმე საათია, რაც აქ ვართ სირცხვილია, ანი გაწითლდა, მათემ ამაზეც გაიღიმა. ანდრეამ ფეხი კრა ნიკას, რომელიც ისევ გაბადრული სახით მისჩერებოდა წყვილს და საერთოდ არ გრძობდა უხერხულობას.
-გამახსენე ჩვენი ფრენა როდისაა, ანდრეას მოუბრუნდა.
-ზუსტად 2 საათში, უპასუხა თან საათზე დაიხედა. ოდნავადაც არ შეტყობია სახეზე დრო 2-ჯერ, რომ შეამცირა.
-ანი, ხომ გაიგონე უნდა წავიდეთ.
-სტუმრებს დავემშვიდობოთ, ანიმაც გაიღიმა და მათესთან ხელჩაკიდებული წავიდა დარბაზის სიღრმისკენ. ორივემ გააყოლა მზერა.
-მეც მინდა ცოლი, ისევ ჩაიდუდღუნა ნიკამ და ამჯერად ანდრეას შეხედა, ზუსტად იმ თვალებით პატარა ბიჭები მამიკოს რომ თხოვენ სასეირნოდ წაიყვანონ. ანდრეამ გადაიხარხარა.
-ხვალ დილას გამომიარე, ერთად ვისაუზმოთ, უთხრა და მანქანისკენ წავიდა.
საქორწილო მოგზაურობაში რომ გააცილა ძმაკაცი უკან აღარ მიბრუნებულა, ანის მეგობრებიც არაჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს და ანდრეას საშინლად არ უყვარდა ხმაურიანი ადგილები. ძაბავდა, ფიქრის და მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ამიტომ სახლში დაბრუნდა, სასიამოვნო საღამო იყო, უფრო იმიტომ, რომ დარწმუნდა მათე ბედნიერი იქნებოდა ანისთან და სახლში შესვლისთანავე საწოლზე დაემხო.
მეორე დღეს მართლაც ისაუზმეს ერთად, მაგრამ არაფერი. ნიკას გაბუზღუნებული სახე მთელი დღე ამხიარულებდა ანდრეას. მათე ორი კვირა სამსახურში არ იქნებოდა ამიტომ მეწყვილის გარეშე უწევდა მოშაობა. სერიოზულ საქმეებს ხელს არ კიდებდა, ერთი წვრილი ქურდობა გამოიძია და გაბრაზებული აგვარებდა დოკუმენტაციას, რომელიც სინამდვილეში მათეს მოვალეობაში შედიოდა. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ ორი კვირა ძალიან მალე გავიდოდა და ამოისუნთქებდა, მერე მიხვდა რა დონის ეგოისტიც იყო ასეთ დროს მათეს არ ყოფნაზე ბუზღუნი და ამოისუნთქა. მაინც ბრაზობდა. თანაც ნიკამ ვერაფრით ამოიგდო თავიდან ცოლის მოყვანის იდეა და ყველა გოგოში მისი მომავალი შვილების დედას ხედავდა. ანდრეამ ბოლოს ხელი ჩაიქნია და ოფიციალურად განუცხადა, რომ "ვერ იყო ნორმალური".
ორი კვირა მართლაც მალე გავიდა.
-ძმას გეფიცები ანდრეა დროზე თუ არ გამოხვალ უშენოდ წავალ. ერთადერთი რაზეც ნიკა ბრაზდებოდა ეს ლოდინი იყო. ანდრეა კი უკვე 40 წუთი იყო რაც სააბაზანოში ნებივრობდა.
-გამოვედი ხო გამოვედი, ვახ, ვინ გამოგყვება შე წიკიანო. იცოდა სუსტ წერტილზე მოარტყა, უფრო ყურადღება გადაატანინა, რომ მშვიდად მომზადებულიყო.
-დროზე ქენი, არ გამოუვიდა არაფერი.
1 საათში უკვე აეროპორტში იყვნენ და ნიკას თანდათან ისევ ეშლებოდა ნერვები.
-აი ანის დაქალები მოვიდნენ და დამშვიდდი ცოტა, ძალიან გთხოვ არ შეაშინო ხალხი. ცხოვრებაში ერთხელ იყავი ნორმალური. ანდრეა თეატრალურად შეევედრა და გაიცინა. გოგონები მხიარულად მიესალმნენ, და რაც მოვიდნენ მას მერე ენა არ გაუჩერებიათ ხან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ხან ნიკას. ნიკა ყველას უგებდა და გოგონებიც მასთან კომფორტულად გრძნობდა თავს, ანდრეას კი დრო არასდროს ქონდა, ამიტომ ვერც ანის მეგობრები გაიცნო კარგად. თანაც არ ეხალისებოდა ლაპარაკი და მუდამ სერიოზული ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.
-ძალიან გთხოვ, მითხარი რომ არ ჩამოსულან. ზურგს უკან ხმა, რომ გაიგონა ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია. მხოლოდ მას შემდეგ რაც გოგონებიდან ერთ-ერთმა ახალ მოსულს გაუღიმა, იკადრა შებრუნება.
-ჯერ კიდევ ნახევარი საათია წინ. უპასუხა სალომემ და ახალმოსული გადაკოცნა.
-გამარჯობა, აშკარად გახარებული იყო დადებითი პასუხისგან ისე შემოსცინა უცნობმა ანდრეას და ნიკას.
"როგორც იქნა" უნებლიეთ გაეღიმა ანდრეას და თვითონაც მიესალმა ნაცნობ სახეს. ახლა უკვე მართლა დარწმუნებული იყო, რომ ეს თეთრი სახის გოგონა რეალური იყო, არაფერიც გამოუგონია, თანაც ისე ნათლად იგრძნო როგორ ჩაეწმინდა სხეული მისი დანახვისას, რომ ტუჩის კუთხეები ვერაფრით შეიკავა არ გაღიმებოდა. დარწმუნებული იყო გოგონამ იცნო. შენელებული კადრივით ხედავდა, როგორ ჩაუდგა "სისუფთავეს" ღიმილი თვალებში შემდეგ ლოყებზე ჩამოეღვარა, მარჯვნივ ბავშვური ფოსო გაუჩნდა და ბოლოს ტუჩის კუთხეებამდეც მიაღწია. ლამაზი ტუჩები ძალიან ნელა გახსნა და თეთრი კბილები გამოუჩნდა. ანდრეას არასდროს ენახა ასეთი ბავშვურად გულწრფელი ღიმილი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო. ამ წუთამდე ეს გოგონა აბსტრაქტული იყო, უსხეულო და უფორმო, ახლა კი თითქოს ხორცი შეისხა და ისე გამოეცხადაო ბიჭს. ანდრეა აღარ იღიმოდა, არ მოეწონა უეცარი ხორცშესხმა. რაღაც საშინლად არ მოეწონა. "დააგვიანა" გაიფიქრა და თავი აიძულა გვერდით გაეხედა. თუ ნიკა ლოდინს ვერ იტანდა, ანდრეასთვის მნიშვნელოვანი იყო დათქმულ დროს დათქმულ ადგილას მისულიყო. უპასუხისმგებლობა ყველაზე მეტად აღიზიანებდა ადამიანებში და ხორცშესხმულშიც ეს დაიწუნა ამ წუთას. ეს წვრილმანი სულაც არ იყო უმნიშვნელო ბიჭისთვის. მაგრამ მისი არ მოწონება ამ მოფიქრებული მიზეზისგან იმდენად შორს იყო, რომ გრძნობები საერთოდ ვერ დააკავშირა ერთმანეთთან. ასეთი მგრძნობიარობაც და საერთოდ უეცარი გაღიზიანება იმდენად არ იყო დამახასიათებელი მისი პიროვნებისთვის,რომ გაბრაზდა წარბები მოჭმუხნა და ფიქრებისთვის გეზის შეცვლა სცადა. გაუმართლა,მათე და ანი გამოჩნდნენ.
***
ყველაზე უფრო გახარებული დაგვიანებული იყო. ანი კინაღამ მოახრჩო ისე ჩაეხუტა. მათეს უფრო მორიდებულად მიესალმა და სინამდვილეში ახლა გაიცნო. ანდრეა ძმაკაცს რომ გადაეხვია მანქანის მომზადება მოიმიზეზა და სწრაფად გავიდა აეროპორტიდან, ეგონა დაიხრჩობოდა ჰაერზე თუ არ გავიდოდა. ყველაზე მეტად გაუგებრობები აღიზიანებდა, ახლა კი საკუთარ თავს ვერ უგებდა და ამან ჭკუიდან გადაიყვანა ისე მოუშალა ნერვები. ხმაური, რომ გაიგონა სხეული დაძაბა და მათეს გაუღიმა. სარკეში დაინახა როგორ აკოცა ანიმ ქმარს და მეგობრების მანქანაში ჩაჯდა, შვება იგრძნო, როცა მიხვდა ერთი მანქანითან მგზავრობა, რომ არ მოუწევდა დაგვიანებულთან.
-ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე წაგართვეს ცოლი. ანდრეამ მათეს გაუცინა. ბიჭმა საპასუხოდ შეუბღვირა და ნიკას გადახედა.
-ჰე როდისაა ქორწილი? ანდრეამ თავი გადააქნია.
-ვერ ვიპოვე, დამნაშავესავით ჩაიდუდღუნა ნიკუშამ და მათეც მთელი ხმით ახარხარდა.
-არადა საუზმე ამართლებს, ანდრეას რაღაცამ წამის მეასედში გაურბინა სხეულში და ვერც მიხვდა რა იყო. ბოლოს ჩამოყალიბდა და გადაწყვიტა საკუთარი სხეულისთვის იგნორი გაეკეთებინა, ამის გაკეთება ყველაზე უკეთ შეეძლო.
ანდრეა დარწმუნებული იყო, რომ მათემ უფრო დაწვრილებით მოყვა თაფლობის თვის ამბები ვიდრე ანიმ თავის დაქალებთან. ამაზე ბევრი დასცინა. ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ იჯერებდა მათეს თავს რომ ეს ხდებოდა. 4 წლიდან იცნობდა. ცანცარა იყო, მხიარული, აუტანელიც კი, მაგრამ ოჯახის კაცად ვერასდროს წარმოედგინა. საკუთარი შეცდომა მხოლოდ მაშინ აღიარა სახლში მისვლისას მათე მანქანიდან პირველი, რომ გადმოხტა და ანის ხელი ჩაჰკიდა. უცანური იყო, ხასიათი არ შეცვლია, მაგრამ მის ცხოვრებაში ისე უცებ შემოუშვა ანი თითქოს სხვაგან არც ყოფილიყოს გოგონას ადგილი. სიყვარულზე ფიქრს გონება არ უშვებდა, არადა აშკარა იყო. მათეს ანი იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე თავად შეეძლო წარმოედგინა.
-როგორც იქნა გაგიცანი, ელენე. მათემ იმ დაგვიანებულს გაუღიმა.
-ქორწილში რატომ არ იყავი? ნიკამ ისე უშუალოდ ჰკითხა, რომ ანდრეა მაშინვე მიხვდა უკვე კარგად იყვნენ"ნაჭორავები".
-გერმანიაში ვიყავი და ვერაფრით მოვახერხე ჩამოსვლა.
-მე ქორწილის გადადება მინდოდა, მხრები აიჩეჩა ანიმ
-ხო და შენს ქმარს გაუცნობლად შევძულდებოდი. ელენემ საყვარლად ჩაიცინა.
-სამაგიეროდ ახლა მომწონხარ. მათემ დაუფასა "თავდადება" ელენეს.
-იცი რა მაგარი ქორწილი ქონდათ,სალომე ჯერ კიდევ აღრთოვანებული ლაპარაკობდა ანის ქორწილზე.
-ვიცი სალო, ყველამ ცალ-ცალკე მომიყევით უწვრილმანეს დეტალებშიც. ისევ გაიცინა გოგონამ და ანდრეამ მის ღიმილს ისევ შენელებულ კადრებად შეხედა.
-ელენეს ახსოვს ის დღე, ანიმ ანდრეას შეხედა.
-რომელი დღე? ჯერ კიდევ ღიმილის აღწერაში მყოფი ანდრეა გონს ვერ მოვიდა.
-შენ რომ მეკითხებოდი, ბარში გნახეთო, ელენე იყო ჩემთან ერთად.
-გახსოვს? ყოველგვარი შესავლების და უხერხულობის გარეშე გადავიდა შენობითზე ანდრეა.
-კი მათეს ფოტო რომ ვნახე მაშინვე გამახსენდა, ლოყები სულ ოდნავ შეეფაკლა გოგოს.
-მე არ მახსოვხარ, მათემ გაიცინა.
-ეგ გულის საკითხებია მეგობარო, ისევ გაიცინა ელენემ. და თავი დახარა გაწითლება, რომ დაემალა.
ანდრეას კიდევ არ მოეწონა რაღაც. უშუალობამ გააღიზიანა. რა საჭირო იყო ამდენი ღიმილი და ასეთი მეგობრული დამოკიდებულება თითქმის უცხო ადამიანებთან. საკუთარ ფიქრებს რომ მოუსმინა გაოგნდა, რა ჯანდაბაზე ფიქრობდა. რა უფლება ჰქონდა ეკონტროლებინა და ეანალიზებინა უცხოს ქცევები. მაგრამ ერთში დარწმუნებული იყო, ის არ მოეწონა, რომ მაშინაც კი როცა ელაპარაკებოდა ელენე თვალებში არ უყურებდა, და საერთოდ არ იმჩნევდა ანდრეას.
ანდრეას ყველა ამჩნევდა, სხვა საქმე იყო ეს მოსწონდა თუ არა თვითონ, მაგრამ სუსტი სქესის წარმომადგენლები მისით აღფრთოვანებული იყვნენ სულ. ახლა უკვე სიცილით იხსენებდა იმ დროს ამ საკითხით ასე რომ ირთობდა თავს, მაგრამ უკვე 28 წლის იყო და ბოლო 8 წელმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ამიტომ დღეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გოგოსგან უყურადღებობა გაუკვირდა.
-ხვალ გამობრძანდები სამსახურში, ძალიან მიყვარხარ რძალო, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ მომიწევს რაიმეს დაბეჭდვა, ხელის მოწერა ან უბრალოდ ჩემს სამუშაო მაგიდაზე თეთრ ფურცლებს დავინახავ, ჭკუიდან გადავალ. ანდრეა სიცილით უმტკიცებდა ანის, რომ ვერ იტანდა დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
-გაიგე მათე, ხვალ სამსახურში მიდიხარ ქმარს გადახედა და მკაცრად უთხრა, ანდრეამ კიდევ ერთხელ გაიცინა და მანქანაში ჩაჯდა.
-ძალიან არ მინდოდა შემეწუხებინე, მართლა. გაოცებული მზერა მიაპყრო ელენეს და ჯანდაბა, გოგონა მართლა შეწუხებული ჩანდა იმის გამო, რომ ანდრეას ის სახლამდე უნდა მიეყვანა. -შემეძლო მეც ნიკასთან და გოგოებთან ერთდ წავსულიყავი.
-არ მაწუხებ ელენე. მკაცრად უთხრა, გოგონა უფრო დაიძაბა.
არასდროს გართულებია ადამაინებთან ურთიერთობის თუ არა დიალოგის აწყობა მაინც, მაგრამ ანდრეა უჟმური იყო. ასე დაასკვნა, რადგან გადაბმულად 3 წინადადება არ უთქვამს მაგიდასთან, არ დაულევია, არ მოუწევია, საერთოდ მხოლოდ სუნთქვდა და არ აკეთებდა არაფერს. მათე და ნიკა იმდენად განსხვავებულეი იყვნენ მისგან,რომ ძალიან უკვირდა მათი მეგობრობა. ანისგან ზედაპირულად იცოდა ისტორიები, რომლებიც მათეს თქმით "ღირდა თქმად". იქ დახასიათებულ სამეულში ანდრეა სხვანაირი იყო, ასეთი ჯმუხი არა. ელენემ ღრმად ამოიხვნეშა ბეჭებზე მძიმედ აწვა მანქანში დუმილით გამოწვეული უხერხულობა.
-დიდი ხანია შენ და ანი ერთმანეთს იცნობთ? თავიდან ვერ მიხვდა მას რომ ეკითხებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო ხმას არ ამოიღებდა, მეორე კიდევ სხვათაშორის ტონი ყველაზე მეტად აღიზიანებდა ადამიანებში და ანდრეას მისთვის არც შემოუხედავს, წარბებიც კი არ გაუხსნია, ისეთი სახე ქონდა "აჰა. ხომ დავილაპარაკეო". ელენეს საშინელი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა.
-კი სკოლიდან ერთად ვართ. უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა გულგრილად ლაპარაკი, მითუმეტეს ანიზე.
-და მაინც ვერ მოახერხე მის ქორწილში მოსვლა? თავს დამნაშავედ ისედაც გრძნობდა ეს ერთი, მერე მეორე ამ წუთს ანდრეას ტონი დაინტერესებულიც გახდა და ირონიულიც, და კიდევ ვინ ეკითხებოდა მას. წამის მეასედში, თითქოს ყველაფერი ერთად გაიფიქრა და ოდნავ გაღიზიანებულმა შეხედა ანდრეას,
-წინა დღით მოვდიოდი...
-ფრენა გადაიდო? ისევ ცინიზმი მოესმა ხმაში, გაჩუმდა დაფიქრდა, რისი მოსმენა უნდოდა ანდრეას ამ წუთას. რატომ სვამდა ისეთ კითხვებს, რომლებიც მას ოდნავადაც არ ეხებოდა, ბოლოს გადაწყვიტა უბრალოდ სიმართლე ეთქვა.
-აეროპორტში ადამიანს ესროლეს და პოლიციამ ყველა ფრენა გააუქმა, სანამ დამნაშავე არ დაიჭირეს, მანამ აეროპორტიდანაც არ გამომიშვეს. ანდრეა დაიძაბა. გულის ცემა აუჩქარდა, ელენეს ხმა სრულიად მშვიდი, გაწონასწორებული და გულწრფელი იყო, დაღლილიც. არ იტყუებოდა. ალბათ მერამდენედ ყვება ამ ისტორიას. თავში უცებ გაჰკრა აზრმა და არ მოეწონა.
-გადარჩა?
-კი, უპასუხა ელენემ და გაიღიმა. მართლაც უამრავჯერ მოყვა ეს ამბავი და არავის არ გასჩენია სურვილი დაშავებულის მდგომარეობით დაინტერესებულიყო, არავის ანდრეას გარდა. ბიჭმა თავი დააქნია და ახლაღა შეხედა ელენეს. გოგონა ისევ გაღიმებული უყურებდა. უცებ ანდრეამ გაუაზრებლად ინანა, რომ უფრო ადრე არ გამოიხედა და ვერ შეხედა როგორ ჩამოეღვარა თვალებიდან ღიმილი.
-მოვედით, რამდენიმე წამის მერე გაანალიზე, რომ ეს გაჩერბას ნიშნავდა. -მადლობა ანდრეა და...
-ელენე, არ შევწუხებულვარ. გოგონას გაუღიმა, ელენეს მოეწონა ბიჭის ღიმილი. "ლამაზია" გაიფიქრა და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. ანდრეა გაღიმებული უყურებდა როგორ მიიხურა სახლის კარი ელენემ და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა. თვითონაც არ იცოდა რატომ.
^^^
მათე ბედნიერი იყო, ანდრეა ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი აეროპორტში მის სახეს შეავლო თვალი. და ალბათ ამიტომაც ახლა ორჯერ უფრო ცანცრა, მხიარული და აუტანელი იყო ვიდრე ოდესმე. მხოლოდ ორ შემთხევაში იყო სერიოზული. პირველი, რა თქმა უნდა, სიდედრთან და მეორე როცა საქმე გამოძიებას ეხებოდა. თუმცა მათეს ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა, ანდრეას სულ უკვირდა როგორ, მაგრამ შეეძლო ოფისიდან რომ გავიდოდა ყველაფერი, რაც სიტყვა "სამსახურში" მოიაზრებოდა იქ დაეტოვებინა და დღის დარჩენილი ნაწილი ისე გაეგრძელებინა, თითქოს მთელი დღე მკვლელებს კი არ დასდევდა, მხოლოდ კურდღლებზე ნადირობდა.
ანდრეას არ შეეძლო. ანდრეას გულის გარეთ არაფრის კეთება არ შეეძლო. ის გამოძიებით ცხოვრობდა. მისთვის ყველაზე მთავარი იყო დამნაშავე დასჯილიყო, მსხვერპლი არ ყოფილიყო. ცხოვრების დოგმად ქცეულმა ამ ერთმა წინადადებამ იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, ანტისოციალური პიროვნება გახადა. მის ცხოვრებაში ადამიანები თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ, მისი მეგობრები და ოჯახი. არანაირი უბრალოდ ნაცნობები, თანამშრომლებიც მხოლოდ გამარჯობით ესალმებოდნენ და მორჩა. ანდრეას აკმაყოფილებდა ასეთი ყოფა და არაფრის შეცვლა არ უნდოდა, რადგან ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა. ზუსტად ამიტომ არ მოეწონა"სისუფთავის" ხორცშესხმა, ზუსტად ამიტომ არ მოსწონდა ელენეს უშუალობა და ზუსტად ამიტომ იკავებდა თავს ყველანაირად მისგან ურთიერთობისა. ძნელი იქნებოდა, არ გაამართლებდა. ანდრეა მაქსიმალისტი იყო. თავს მოიკლავდა და რაც ექნებოდა იდეალური იქნებოდა, მხოლოდ მისთვის, სხვას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ქონდა. მაგრამ ადამიანები, მით უმეტეს ქალები... ვერ გაიდიალდებოდნენ. ანდრეა ვერ დაუშვებდა მის ცხოვრებაში ყოფილიყო კიდევ ვინმე, ვისი გაცნობაც მოუწევდა, ვისაც მასთან შეგუებისთვის დრო დასჭრდებოდა. ერთადერთი რაც მაქსიმუმამდე ვერ აიყვანა ეს მოთმინების უნარი იყო, ნებისყოფა არ ეყოფოდა დალოდებოდა ელენეს ისეთი მოსწონებოდა, როგორიც იყო. თვითონ კი ყველაზე კარგად იცოდა, რომ რთული იყო. მაგრამ... იყო ერთი იმ ზომის მაგრამ, ანდრეას აშინებდა. "სისუფთავე" სჭირდებოდა, არა თუნდაც ელენეს გარეთ მხოლოდ ისევ რომ ეგრძნო. დღეს განსაკუთრებით სჭირდებოდა. თითქოს ამ გრძნობასთან თვითონ გოგონას არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მხოლოდ ერთხელ, რომ შეეხედა ამაზრზენი ფიქრები მოშორდებოდნენ და მშვიდად იქნებოდა...ცოტა ხნით მაინც.
საწოლიდან რომ წამოდგა თავადაც არ იცოდა რას ეძებდა, როცა მიაგნო მხოლოდ მაშინ მიხვდა. მყარი დასადები მოძებნა და თეთრ ფურცელს გაუაზრებლად დაუსვა შავი ფანქარი. მერე გულში წვა იგრძნო, ძლიერი, არ გაჩერებულა, ვერ გაჩერდა. ამდენი წლის მერე იმასაც კი ფიქრობდა, რომ დაავიწყდებოდა, მაგრამ ის რაც შიგნიდან მოდის არასდროს გვავიწყდება. უბრალოდ გულში ან გონებაში ან ფსიქიკაში, სადღაც ღრმად კუთვნილ ადგილს იკავებს და ისე იწყებს ფესვების გადგმას, რომ ჩვენ საერთოდ არაფერს გვეკითხება. არ აინტერესებს, მან უკეთ იცის. ადამიანის არსების ამ ნაწილს ქვია ის, რაც გვჭირდება, კიდევ არის მეორე უფრო დიდი, ადვილად შესამჩნევი, დამაბრმავებელი ნაწილი - ის რაც გვინდა. ადამიანის პიროვნული უბედურება მაშინ იწყება, როცა ეს ორი ცნება ერთმანეთს საგრძნობლად შორდება, შესამჩნევი გადაფარავს ხოლმე ღრმად დამარხულს და რადგან საჭიროებას ვერ ვივსებთ სიცარიელეს ვგრძნობთ. სიცარიელე ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც ცოცხალმა არსებამ შეიძლება იგრძნოს.
ანდრეა დაშტრებოდა ნახატს და ვერ ხედავდა. ფორმები, რომ გაარჩია უკვე გათენებული იყო. თეთრ ფურცელზე საოცრად ზუსტად იყო გამოყვანილი ელენეს სახის ნაკვთები, ზუსტად ის მომენტი, როცა თვალებიდან ღიმილი ეღვრებოდა, მაგრამ რაც მთავარია, ნახატიდანაც კი იგრძნობოდა სისუფთავე.
გაორდა. სჭირდებოდა და არ უნდოდა ელენე თავის ცხოვრებაში. ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, მერე ისევ დახედა ნახატს, სევდიანად გაუღიმა და უთხრა.
-ვერ გაამართლებ, გამორიცხულია. ისე მისჩერებოდა თითქოს პასუხს ელოდა. ალბათ მართლა ელოდა. უცებ გამოერკვა, ფანჯარაში გაიხედა და მიხვდა, რომ გათენებული იყო. ნახატი საწოლზე დადო და სააბაზანოში შევიდა.
უფრო სერიოზული იყო, უფრო აფორიაქებული, უფრო ინდეფერენტული და უფრო მკაცრი ვიდრე ოდესმე. მკვლელობას იძიებდნენ. მათემ იცოდა ასეთ დროს წარუმატებლობა ანდრეაზე როგორ მოქმედებდა და მართლმსაჯულებაზე უფრო მეგობრის გამო ცდილობდა ყველაფერი გამოსვლოდათ. და გამოუვიდათ კიდეც. სამი დღე და ღამე მუშაობდნენ, მათეს მოთმინების უნარი ეკარგებოდა ისე უნდოდა სახლში ცოლთან წასვლა. მაგრამ ანდრეას ვერ დატოვებდა, არასდროს დაუტოვებია. ანდრეა, რომ დაფიქრეულიყო ალბათ თვითონ გაუშვებდა მათეს სახლში, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. მოკლული ბავშვის სახე თვალებიდან არ ქრებოდა. მკვლელი ბიძა იყო. სისხლით ახლობლობა უფრო საზარელს ქმნის დანაშაულს. გისოსებს უკან მდგარი, რომ დაინახა მკვლელი მათე მოეშვა მეგობარს გადახედა და პირველად მაშინ გაიფიქრა, რომ რაღაც ვერ იყო. ანდრეა ძირს იყურებოდა, ახლაც სჭირდებოდა სისუფთავე. ერთადერთი რაც ელოდა ცარიელი სახლი იყო. უსაშველოდ დიდი, რომელიც მხოლოდ მოგონებების გამო არ ეთმობოდა. უსიტყვოდ გაბრუნდა, მათეს უხალისოდ დამეშვიდობა, ანი მომიკითხეო უთხრა და მანქანაში ჩაჯდა. იმედი ქონდა, სულ ქონდა, როცა სახლში ბრუნდებოდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რომ ვიღაცას მისი მოსვლა გაუხარდეოდა. უკვე მერამდენედ გაახსენა საკუთარ თავს, რომ ამ ყველაფერზე თავად თქვა უარი, როცა მარტო ცხოვრება გადაწყვიტა, რადგან სხვანაირად არ შეეძლო. რადგან ირგვლივ ყველას ატკენდა, ვერგადატანილი წარსული აიძულებდა მარტოობას შეგუებოდა.
თავისი ოთახი, რომ მოათვალიერა რაღაც მართლა შეცვლილი იყო. საწოლზე თეთრი ფურცელი ეგდო. ანდრეამ დახედა და მიხვდა, რომ ელენეს წამითაც არ დაუტოვებია მისი ქვეცნობიერი ეს სამი დღე... უფრო სწორად, მიხვდა, რომ გოგონა მას შემდეგ არ ტოვებდა, რაც პირველად დაინახა , მაშინ საუზმობისას. და მაინც, ნახატიდან სისუფთავე არ იგრძნობოდა, სამაგიეროს იყურებოდა გოგონა, რომელსაც თვალებიდან ღიმილი ეღვრებოდა.
ადამიანები ყველაზე მარტოსულებად მაშინ გრძნობენ თავს, როცა გამოჩნდება, ის, ვისაც სიცარიელის ამოვსება შეუძლია. ელენეს შეეძლო, ანდრეას ამის არ აღიარებდა, იმიტომ რომ არ უნდოდა, მხოლოდ სჭირდებოდა.
^^^
-დღეს ჩემთან მივდივართ, მათემ ანდრეას გაუცინა.
-რატომ?
-ჩემი და ანის ქორწილიდან სამი თვე გავიდა და ჩემი ცოლი გეპატიჟება, ნიკას უკვე დავურეკე იქ მოვა პირდაპირ.
-სამი თვე?
-ზუსტად.
-მათე უნდა გამოვიცვალო და მეც იქ მოვალ პირდაპირ, გაუკვირდა ისე ძალიან მოუნდა წასვლა.
-იცოდე მაგრად გამიტყდება რომ არ მოხვიდე.
-მოვალ, ხო გითხარი. მანქანიდან დაუძახა და გასაღები გადაატრიალა.
სუნამო რომ დაისხა და უკვე მეათედ ჩაიხედა სარკეში მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. სულ 3 წამი დასჭირდა მისახვედრად. ანისთან ელენე აუცილებლად იქნებოდა. გულის ფიცარზე რაღაც დარტმა იგრძნო. ზოგჯერ ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენს გარეშე წყვეტს რაღაცეებს, ჩვენ უბრალოდ უნდა დავემორჩილოდ, ადამიანს კი ყველაზე მეტად მორჩილება უჭირს, თუნდაც საკუთარი თავის. ანდრეას აღმოჩენა არ მოეწონა ამიტომ წარბები შეკრა, სარკეშიც აირეკლა მისი გარეგნობის უეცარი ცვლილება, მისი ასლიც დაძაბული იყო.
ანის ყვავილები შეაჩეჩა.
-ხომ არ დამაგვიანდა?
-ანდრე, საათი არ დამიწესებია ასე, რომ არა. გაუცინა გოგონამ. ანდრეას მოეწონა, ასე მხოლოდ მათე ეძახდა, ანის ახლობლურად გამოუვიდა და ესიამოვნა. რომ ესიამოვნა ეს აღარ მოეწონა. რძალი, როგორც თვითონ ეძახდა გადაკოცნა და სახლში შევიდა.
-ძმა ხარ რო მოდი, მათემ დაუძახა. ნიკა ისე ჩაეხუტა, რომ ანდრეამ უხერხულობა იგრძნო. ოთახს თვალი მოავლო ელენეს ორივე მეგობარი იქ იყო, ელენე არ ჩანდა.
-ნინიკო გამობრძანდი აქეთ, მეორე ოთახდან ხმა მოესმა და დამშვიდდა. გაუაზრებლად გაყვა ნინიკოს უკან.
-ელენე წიკიანი ნუ ხარ, რა მოხდა მერე, ნინი იცინოდა.
-ასე ლამაზი აღარაა, ბუზღუნებდა ელენე.
-უნდა დაიჭრას და შეიჭამოს მაინც.
-ნინი...
-გავასწორებ, გავასწორებ. ნინიმ ორივე ხელი მაღლა აწია და ნამცხვარს მიუახლოვდა. ანდრეას გაეცინა, გულწრფელად. სისუფთავით გაიწმინდა.
-გამარჯობა ანდრეა, გოგონა მიესალმა. ჯერ ისევ ბუზღუნებდა მაინც.
-შეგეძლოთ, მაღაზიაში გეყიდათ და აღარ იწვალებდით. საოცრად მშვიდად წარმოთქვა სიტყვები. ელენეს ყურადღება მიიპყრო ანდრეას მუდამ დაძაბული ხმის სიმსუბუქემ.
-აი პრაქტიკული ადამიანი, შენ კიდე წიკიანი ხარ. ნინიმ ელენეს გაუცინა. გოგონამ კი ენა გამოუყო პატარა ბავშვივით. ანდრეამ გადაიხარხარა, გული გაუთბა ისე გავდა ამ წუთას ბავშვს ელენე. პატარა, გაბრაზებულ ბავშვს, რომელსაც თოვლის ბაბუამ შემთხვევით სხვა საჩუქარი მოუტანა ახალ წელს.
-აი ასე უფრო ლამაზია. კმაყოფილად დააცქერდა ნამცხვარს და დანა დაუსვა.
-უკვე ჭრიი? ანდრეას გულწრფელად გაუკვირდა.
-ხო აბა? ელენეს არ ამოუხედავს.
-აბა რა მნიშვნელობა ქონდა შოკოლადის მინანქრის ერთ ზოლს ელენე?
-ასე ყველა ნაჭერი ერთნაირია, იმდენად სერიოზული ტონით თქვა, რომ ანდრეას ეჭვიც არ გასჩენია გოგონა მართლა ასე ფიქრობდა.
-ხომ ვთქვი, წიკიანია. ნინი სამზარეულოდან გავიდა. ანდრეა მსგავსებას აანალიზებდა. ელენემ ნამცხვარი თეფშებზე გადაანაწილა, ორ მათგანს ხელი მოკიდა და ანდრეას მიაჩეჩა.
-უჩემოდ არ დადო, ადგილები აქვთ თავისი. ორივე თეფშზე იდენტურად ეწყო ნამცხვრის ზუსტად ერთი და იგივე ზომის ნაჭრები. ანდრეას გაეცინა. და კიდევ გაუმეორა.
-შეგეძლო მაღაზიაში გეყიდათ.
-თუ გინდა რამე ისეთი გამოვიდეს როგორსაც ელი, შენ თვითონ უნდა გააკეთო, დეტექტივო, ნუთუ არ იცი? გოგონამ კმაყოფილი ღიმილი შეანათა და ბიჭს გვერდი ჩაუარა. ანდრეამ იცოდა. ელენეს სიარულში იყო, რაღაც ისეთი რაც მას ბავშვისგან ანსხვავებდა. არა ანდრეა არ გულისხმობდა ქალურ ფორმებს, არც გრძელ ფეხებს, არც მოკლე კაბას, არც მრგვალ თეძოებს, რაღაც სხვას. ის , რაც ასეთი სიარულის მანერას იწვევდა, შინაგანად. ვერაფრით მიხვდა რა იყო.
-ანდრე გიხდება ოჯახის კაცობა.
-მათე მასხარაა, ელენემ ანის გასძახა და გაიცინა.
-სად დავაწყო, ანდრეამ მორჩილად კითხა. გოგონამ ხელით ანიშნა. ანდრეამ თეფშები დადო და უკან რომ გამობრუნდა სპეციალურად მიიხედა, იცოდა რომ ელენე აუცილებლად შეასწორებდა. ასეც მოხდა. გაღიზიანდა, ალბათ იმიტომ, რომ მის ნამოქმედარს არასდროს ასწორებდნენ სხვები.
ელენე ძველებურად ხალიასიანი, უშუალო და თბილი იყო ყველას მიმართ. ანდრეა თანდათან უფრო ღიზიანდებოდა. მაგიდას, რომ თვალი მოავლო ყველაფერი ისეთი სიზუსტით იყო ჩალაგებული ნერვები მოეშალა და საშინელი სურვილი გაუჩნდა სახლიდან გასულიყო. ელენე ზუსტად მის წინ იჯდა. ანდრეას არ გაუგონია რაზე იცინოდნენ. ელენეს, რომ მობილურმა დაურეკა და საპასუხოდ ადგა ისიც წამოდგა, ოთახშიც გაყვა და საუბარიც მოისმინა.
-მისმენდი. კითხვა არ დაუსვამს სახეალეწილ გოგონას.
-ვინ იყო? უცერემონიოდ იკითხა ანდრეამ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
რა უნდა ეპასუხა, არც არაფერი. ვინ ეკითხებოდა ქმარივით, რომ უმოწმებდა. ელენემ რაღაცნაირად თავი ვალდებულად იგრძნო ეპასუხა. თითქოს სრულიად ნორმალური იყო ყველაფერი ეთქვა ადამაინისთვის, რომელსაც ზუსტად მესამედ ხედავდა. პირი საპასუხოდაც კი გააღო, მაგრამ უცებ გაჩერდა და სულ სხვანაირი რაღაც თქვა, ძალიან განსხვავებული, რადიკალურად.
-მეორედ არ გაბედო, მკაცრად უთხრა მასზე ერთი თავით მაღალ, გაღიზიანებულ მამაკაცს და სწრაფად მოშორდა. შეეშინდა, რამ ათქმევინა, როგორ უხეშად გამოუვიდა. "იქნებ უბრალოდ გაიგონა და სპეციალურად არ მისმენდა" თვალებით ეძებდა ანდრეას, მაგრამ ოთახში არ დაბრუნებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ იქ მივიდა სადაც დატოვა და არც იქ იყო. გულის ცემა აუჩქარდა, როცა ფანჯრიდან ანდრეას მანქანა ვეღარ დაინახა. წასული იყო. "ეწყინა", ისევ გაიფიქრა და თვალები აუწყლიანდა. ზედაპირულად იცოდა, რომ არაფერი დაუშავებია, ის უნდა ეთქვა რაც თქვა, მაგრამ...ასე ხომ არ გრძნობდა, როგორ ამაყად და თამომწონედ გამოუვიდა. გული ეტკინა, როცა გაიფიქრა, რომ ანდრეა მასზე ნაწყენი იყო. გაიფიქრა, რომ ბოდიშს მოუხდიდა, მერე ღრმად იგრძნო, რომ მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.
***
მნიშვნელობა მართლა აღარ ქონდა. წინ იყურებოდა, უსასრულობაში და ხელი მექანიკურად მოძრაობდა, რომ საჭე შემოტრიალებულიყო და თვალის მიერ აღქმული საშიშროებისთვის გვერდი აევლო. ნელა არასდროს დადიოდა, ასე სწრაფადაც არასდროს. ტვინში ჯერ მოსმენილი სიტყვები უტრიალებდა. "1 საათში მომაკითხე და წამოვალო" რომ უთხრა ვიღაცას. საკუთარ მდგომარეობას სახელი ვერ მოუძებნა. დაძაბულიც იყო, გაღზიანებულიც, რა თქმა უნდა გაბრაზებულიც, და ყველაფერი ერთმანეთში ისე იყო არეული, რომ ტკივილს იწვევდა მკერდის არეში. ხელები მაგრად დაარტყა საჭეზე და მანქანა გააჩერა. ახლა ის გაახსენდა როგორ უცებ მიუჩინა თავისი ადგილი გოგონამ. არამკითხე ცხვირი თავისი საქმიდან ამოაყოფინა, ისეთი ნაზი ტონით, რომ გეგონებოდა კომპლიმენტს ეუბნებაო. მეორე დარტყმა იგრძნო მკერდში. მანქანა მკვეთრად მოატრიალა და მათესთან დაბრუნდა. მანქანიდან დაინახა ელენე, რომელიც უცხო მანქანაში ჯდებოდა. მხედველობა დაძაბა და მძღოლს შეხედა. იცნო. დათო რაზმაძეა, გაოგნებულმა გაიფიქრა და თვალები აემღვრა. რაზმაძის შვილები ანდრეას კურსელები იყვნენ, ამ კაცსაც იცნობდა და საკმაოც იცოდა დასკვნების გაკეთება რომ შეძლებოდა დეტექტივს. გონებამ მუშაობა შეწყვიტა, როცა დაინახა როგორ გადაკოცნა გოგონამ კაცი და გაუღიმა, რაზმაძემ სახეზე ხელი ჩამოუსვა და ელენეს მოეფერა. ანდრეამ წამის მეასედში გაანალიზა ყველაფერი და მოეშვა. კმაყოფილება იგრძნო. ბრაზიც წასული იყო, სადღაც და ნერვები ხომ მშვიდზე მშვიდი ჰქონდა. მანქანიდან გადმოვიდა და ელენესკენ არც გაუხედავს ისე შევიდა სახლში.
იმ დღეს დალია. უბრალოდ იგრძნო, რომ ალკოჰოლი უნდოდა ხო და მიიღო. სახლში ნიკამ მიიყვანა. მეგობარს თვალი ჩაუკრა, გაუღიმა და უთხრა:
-ვიცოდი, რომ არ გაამართლებდა, არასდროს ამართლებენ. გაღიმებულმა დახუჭა თვალები და ჩაეძინა.
მეორე დილას ძალიან მოუნდა ნახატი დაეხია, მაგრამ ვერ შეძლო. ლამაზიაო თავი გაიმართლა და უჯრაში ჩააგდო. რამდენიმე წამი იატაკს მიშტერებოდა, გონება დაუწვა იმაზე ფიქრმა, რომ მისი სისუფთავე ტალახში იყო ამოვლებული.
^^^
საკუთარი თავის გაგლეჯვა მოუნდა ელენეს სისუფთავემ ისევ რომ გაწმინდა. ისევ ლამაზი იყო, სულ ლამაზი. ქერა არ იყო, არც შავგვემანი, თაფლისფერი თმა ქონდა, საოცრად მსუბუქი. დღეს პირველად ხედავდა ქალურს. ზუსტად თმისფერი თვალები და კაბაც ხორცისფერი იყო. ზედმეტად ლამაზი იმისთვის, რომ ანდრეასნაირ სკეპტიკოსსაც კი მოეძებნა ნაკლი.
ელენე თავს უხერხულად გრძნობდა. წამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ ანიმ ნიკას ეწყინებაო. უცხო გარემოში თავს კომფორტულად ვერასდროს გრძნობდა. ანდრეას ნახვაც არ უნდოდა. ვერაფრით მიხვდა ასე გაბრაზებული რატომ უყურებდა. მაშინ დაინახა, რომ მობრუნდა ესეიგი ნაწყენი აღარ უნდა ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს 2 კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ. თეფშიდან თვალები არ აუწევია. არც ანდრეას დანახვა უნდოდა და არც დანარჩენების, უკვე ნასვამი ნიკას თანამშრომლების. ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ერიდებოდა. ახლობლების წრეში ერჩივნა, ანიზე ძალიან გაბრაზდა ასეთ დღეში რომ ჩააგდო და მისკენ გაიხედა. მაგიდასთან სულ რამდენიმე ადამიანი ისხდა, დანარჩენები ცეკვავდნენ. ახლა ნიკას მოუბოდიშებდა, თავის ტკივილს მოიმიზეზებდა და წავიდოდა.
-მოწყენილი მარტო შენ ხარ, შეხტა უკნიდან, რომ გაიგონა უცხო ხმა და სწრაფად მიიხედა. უნობმა გაიცინა, -შეშინება არ მინდოდა, ბოდიში. ვიცეკვოთ?
-არ ვცეკვავ, მადლობა. თვალი აარიდა და ისე ჩაილაპარაკა, ისევ წინ მობრუნდა და ისევ თეფშს დააცქერდა.
-ძალიან რომ გთხოვო?
-მართლა არ ვცეკვავ
-სახელსაც არ მეტყვი? ელენე დაიძაბა, პირველად შეხედა უცნობს თვალებში შეეშინდა, ამღვრეულად იყურებოდა, ნასვამი იყო. თვალებით მაგიდაზე გადაიხედა, ვინმე ნაცნობს ეძებდა. ანის შეხედა და თვალებით უთხრა მიშველეო. გოგონა მისკენ წამოვიდა, გაუღიმა.
-წამო ელე, გიძახიან.. მეგობარს გაყვა და ამოისუნთქა.
-რამ დაგძაბა ასე კი არ გჭამდა.
-ხო ვიცი, ძალიან მთვრალი იყო. მიზეზი მოიფიქრა და თავი გადააქნია.
-წამო, წამო დავსხდეთ, მშიშარა. ანი აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
-არა, ანი, სახლში წავალ კარგი? ნიკას მე თვითონ ვეტყვი.
-ელენეე, ჯერ მხოლოდ ერთი საათია აქ ვართ.
-ძალიან გთხოვ არაფერი მითხრა, ანი გადაკოცნა და ნიკასკენ წავიდა.
სულ ოდნავ წამოიკივლა წელზე ხელები რომ იგრძნო.
-მხოლოდ ერთი და გაგიშვებ, ხმა ნამდვილად ეცნო და ალკოჰოლის სუნიც რომ იგრძნო სწრაფი მოძრაობით მოიშორა ხელები.
-რას იგრიხები და თავს იფასებ ვა, ბიჭს ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა და ელენემ წამში იგრძნო თვალები მის სხეულზე. ბრაზისგან სახეზე სულ გაწითლდა. ვერც კი მიხვდა ისე მოიქნია მარჯვენა ხელი. ნასვამი ოდნავ წაბარბაცდა. ელენემ უკან დაიხია და სხეულს შეეტაკა. ანდრეამ წამში მოიქცია ზურგს უკან და ხელის ერთი შეხებითაც იგრძნო როგორ კანკალებდა გოგონა. ელენე ხელს არაფრით უშვებდა. თავი დაცულად იგრძნო, ისე როგორც არასდროს და ანდრეას ბეჭიდან ამოიხედა. დაინახა როგორ მოკიდეს იმ უცნობს ხელი და წაიყვანეს, ანდრეა შემოტრიალდა.
-ელე, რამე დაგიშავა? ანიმ და სალომემ თითქმის ერთად თქვეს.
-არა, უბრალოდ შეეშინდა. ანდრეამ ყველას დაასწრო და ხელი გააშვებინა გოგონას. თავისუფალი ხელი მომუშტა და თვალები აემღვრა, ასეთ უხეშობას არ ელოდა. ელენე არასდროს ელოდა ცუდს.
-სახლში წაგიყვან დაამატა ანდრეამ და გასასვლელისკენ წავიდა.
ელენეც უკან გაყვა, თან გოგოები გააფრთხილა ნიკასთვის და მათესთვის არაფერი ეთქვათ.
-უბრალოდ ტაქსს გამოვიძახებ, ელენემ მკაცრად თქვა.
-ჩაჯექი, თითქოს არ გაუგონიაო ისე უემოციოდ უთხრა.
-არ მინდა შეგაწუხო, არაუშავს თუ ტაქსით წავალ. ელენეს ხმა გაუტყდა.
-ჩაჯექი, კიდევ უფრო უემოციოდ უთხრა ანდრეამ და კარისკენ გაატრიალა თავი.
ანდრეა მიხვდა რა განასხვავებდა ბავშვისგან. ელენე ამაყი იყო. არაფრით ჯდებოდა. ბიჭმა მობილური ამოიღო და ტაქსი გამოიძხა, უსიტყვოდ ელოდა ელენესთან ერთად.
-მადლობა, თითქმის ჩურჩულით თქვა და მანქანაში ჩაჯდა. ანდრეა არ განძრეულა. ფანჯრიდან დაინახა როგორ ჩამოუგორდა გოგონას ლოყაზე ცრემლი. ანდრეამ გაიცინა, ელენეს სიამაყეს დასცინა.
***
ყველაზე მეტად მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებულს ვერ იტანდა ვერაფერს. ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ვინმესგან დაენახა, რომ რაღცას გულით კი არა მხოლოდ აუცილებლობის გამო უკეთებდნენ. იმ დღეს ანდრეას უემოციო ტონში და ცივ თვალებში ზუსტად ეს დაინახა და ამიტომაც არ წაყვა არაფრით.
არადა ზუსტად იცოდა, რომ ადრე ასე არ უყურებდა. არც ცინიზმი იყო მის მზერაში და არც გულგრილობა, პირიქით იმ დღიდანვე ბიჭი ისე უყურბდა, თითქოს მისით იკვებებოდა და ელენესთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მთავარი ის იყო, რომ ადრე ანდრეას გულწრფელი იყო. თითქმის არ ლაპარაკობდა, თვეების განმავლობაში არც ეკონტაქტებოდა და საკმაოდ ცივიც იყო ირგვლივ მყოფებისთვის, მაგრამ ელენეს არ აშინებდა არასდროს არც მისი ცივი ტონი და არც გამაყრუებელი სიჩუმე. მანამ სანამ გოგონას ხელი ისე არ მოიშორა, თითქოს კეთრიანი ყოფილიყოს და ეშინია არ გადაედოსო.
სერიოზულად ეშლებოდა ნერვები, უკვე დეკემბრის ბოლო იყო. ელენე მართლაც ამაყი იყო და არაფრით არ აღიარებდა ანდრეას აზრი მნიშვნელოვანი, რომ იყო. სხვა ახსნა კი ფიზიკურად არ არსებობდა მისი მდგომარეობისთვის, ვერაფრით რომ ვერ ივიწყებდა ნიკას დაბადების დღეს. ამიტომ ყოველ გახსენებაზე საშინლად ღიზიანდებოდა, ხშირად ახსენდებოდა და ეს ცუდი იყო. თავს ყოველ წამს ახსენებდა, რომ გამოცდები ქონდა და უნდა ემეცადინა. ახლაც შეახსენა და თან წიგნს ხელი დაარტყა ბრაზისგან.
-რა მოხდა, შეშინებულმა ნინიმ წამოიძახა.
-ტვინში არაფერი არ შედის. თითქმის იყვირა ელენემ.
-ელე, შენს ტვინში არ შეიძლება რამე არ შევიდეს.
-ნინი სტიპენდიას დავკარგავ ეს გამოცდები თუ კარგად არ ჩავაბარე ხომ იცი.
-ახირებული ხასიათი გაქ, თორემ საერთოდ არ გჭირდება სტიპენდია.
-ახლა არ გინდა, უკვე 2 საათია წამოდი ანის უნდა შევხვდეთ. ასეთ დროს ბავშვობის მეგობარს მართლა ვერ უგებდა. ამ შემთხვევაში სხვადასხვა პოლუსებზე იყვნენ, ნინის არ ესმოდა ის, რასაც ელენე განიცდიდა მთელი ცხოვრება, ან ელენე იყო მართლა ახირებული და წიკიანი.
-აუუ, როგორ წვიმს. დაიწუწუნა ნინიმ და წარბები შეჭმუხნა.
-ნუ მიყურებ კნუტის თვალებით, მანქანას არ გამოვიყვან ხო იცი.
-წიკიანო, მიაძახა გაბრაზებულმა და ქოლგით გავიდა ღია კარებში.
ანი ანათებდა. მათეს გაცნობის შემდეგ სულ ასე იყო, მაგრამ დღეს განსაკუთრებით.
-ანი, კარგად ხარ? სალომემ შუბლზე ხელი მიადო.
-კი, რატო მეკითხები?
-ნახევარი საათია აქ ვართ და თითქმის მარტო იცინი. სალომემ ახლა თვითონ გაიცინა.
-3 თვეზე მეტი გავიდა რით ვერ გამოდი ეიფორიიდან, ნინი ხელები გადააჯვარედინა და თავი გააქნია, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო ელენეზე წვიმაში ფეხით სიარული რომ აიძულა.
-არასდროს გამივლის ეს ერთი, თანაც მეორე ეიფორია დამეწყო. ელენე წამში გამოერკვა ფიქრებიდან და გაიღიმა. ანი ყელმოღერებული იყო, თითქოს რაღაცას ამაყობსო და ისევ გაიცინა. ელენეს თვალები აუწყლიანდა, წვენი მოსვა და გაიცინა.
-ძვირფასო, მაგ ეიფორიას მალე გულის რევის შეგრძნებაც ხომ არ მოყვება? სხვათაშორის იკითხა და ანის თვალებში ჩააშტერდა.
-ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა. მაგრამ ცხრა თვეში რომ პატარა ბაია მოყვება ეს ზუსტად ვიცი, ანიმ თვალები დახუჭა და მუშტები შეკრა, ელოდა, რომ მისი მეგობრები იყვირებდენ, მიულოცავდნენ მაინც, მაგრამ რამდენიმე წამში რომ არაფერი მოხდა თვალები ნელა გაახილა. ელენე სადაც იყო იტირებდა.
-ღმერთო ჩემო, ხალხო, რა გჭირთ? ახლა თვითონ გადააჯვარედინა ხელები.
-არ მჯერე, პატარა გვეყოლება, სალომემ უცებ წამოიძახა და ანის გაუცინა.
-მათემ რაო? ნინი დაჭყეტილი თვალებით უყურებდა.
-არ მითქვამს, ახალ წელს ვეტყვი.
-ძალიან გაუხარდება, უკეთესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ელენემ ანის ხელი მოხვია.
-პატარა გვეყოლება, სალომემ ისევ ჩაილაპარაკა, -გოგოა თუ ბიჭი? სამივემ ხმამაღლა გაიცინეს სალომეს სერიოზულ სახეს რომ შეხედეს.
-ჯერ არ ვიცი სალო, ანიმ მხრები აიჩეჩა.
-რა მნიშვნელობა აქვს, ნინიმ ჩაილაპარაკა დ მეგობარს თვალი ჩაუკრა.
-უი მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ახალი წელი როა მალე ხო იცით, ხო და ნიკამ ჩემთან წავიდეთ გუდაურშიო. ერთად შევხვდეთო თან რამდენიმე დღე დავრჩეთო.
-კაია, ფინალურებისთვის ხო ჩამოვალთ?
-კი, აუცილებლად ყველას გამოცდები გვაქ, თან მათეს და ანდრეას სამსახურიდან მაგდენ ხანს არ უშვებენ. ელენეს სხეულში განგაშის სიგნალები ატყდა.
-ხო ყველა წამოხვალთ?
- მე ვერა, დედას დავპირდი, რომ ამ ახალ წელს მასთან ერთად შევხვდებოდი. ელენეს საშინლად შერცხვა ასეთი ტყუილი რომ თქვა უახლოეს ადამიანებთან.
-მართლა? დედაშენთან? სალომემ ნინის ხელი გაკრა და თვალები დაუქაჩა. ანიმ ვეღარაფერი უთხრა.
-დარწმუნებული ხარ, ელე? თუ გადაიფიქრო მითხარი.
-კი დარწმუნებული ვარ, თქვა და თავი ჩახარა, რომ სიწითლე არ დატყობოდა. მობილურის ზარზე ინსტინქტურად დახედა ეკრანს და სახე დაეჯღანა.
-არ უპასუხო, წამში წამოჭრა საკითხი ნინიმ.
-ადგება და სახლში მომაკითხავს, უარესია ეგ. -გისმენ, უცებ ჩასძახა ტელეფონში. ხო კარგი გავიგე. უპასუხა და მალევე გათიშა.
-უნდა წავიდე, გოგოებო, შეგეხმიანებით, ანი, რომ იცოდა როგორ გამიხარდა... მეგობრები გადაკოცნა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.
***
აღწერა არ შეეძლო ისეთი გაბრაზებული იყო, ვერაფრით ხსნიდა ნათქვამს და არ უნდოდა შედეგებზე ეფიქრა. ბრაზმა თვალები ცრემლით აუვსო. იმდენად გაუფასურებულად იგრძნო თავი, საფეთქლები დაუბუჟდა. ხელები მომუშტა, როცა მის ფიქრებში ანდრეა გაკრთა და უცებ ელენემ მისით დაიწყო ფიქრი. ამაზე კიდევ უფრო გაღიზიანდა. მის წინ მჯდომი მამაკაცი კი მოუთმენლად ელოდა პასუხს, უფრო სწორად დადებით პასუხს. ელენე სადაც იყო ასლუკუნდებოდა. წვა იგრძნო სხეულს შიგნით და უცებ მიაყარა.
-არავითარ შემთხვევაში, არც კი იფიქრო ჩემი გადარწმუნება და ხო, ახალ წელს სახლში არ ვიქნები. სწრაფად გამოვიდა რესტორნიდან. მაშინვე ამოიღო მობილური და ანის დაურეკა.
-ანი, წამოვალ ბაკურიანში. მხოლოდ საიდან გავდივართ ეს მომწერე და დრო.
-ელე, რა ხმა გაქ? რა გითხრა ასეთი?
-როგორც ყოველთვის, დღეს უკვე მეორედ მოატყუა მეგობარი და ამის გამო უფრო დაიძაბა, როდესმე მოვუყვები. გაიფიქრა და ენას კბილი დააჭირა.
-მოდი ჩემთან, მათე ხო იცი გვიანობამდე მუშაობს და ლაპარაკს შევძლებთ.
-ახლა არა ანი, მერე იყოს. უთხრა მობილურში გაიღიმა და გათიშა.
ისე წვიმდა რომ წვეთები ქოლგაში ატანდნენ. თუ ვინმე დამინახავსო სიცივეს დააბრალებენო გაიფიქრა და დაუფიქრებლად გადმოუშვა ცრემლები. ახლა უფრო ეტკინა, თავს ძალა დაატანა და ტირილი შეწყვიტა. მალე სამსახურშიც მივიდა. იქ სხვა სამყარო. სუფთა, გულწრფელი ამ ქვეყნისგან შორს. პატარებში ჩაიკარგა და საკუთარი ცხოვრება დაივიწყა, ცოტა ხნით მაინც.
^^^
ანდრეა სერიოზულად ცუდ დღეში იყო. ღამეები ვერ იძინებდა. გამოძიებებსაც კი ვეღარ უდებდა გულს. ის წამიერი კმაყოფილება, მაშინ რომ იგრძნო ახლა მუდმივ სატანჯველად გადაექცა. ამ ქვეყნად არსებულზე და არ არსებლზე ყველაფერზე ბრაზობდა. ვერ იტანდა საკუთარ თავს, რომ ენატრებოდა, არც ცდილობდა ამის დამალვას რადგან უკვე აზრი აღარ ქონდა. ოთახი გავსებული ქონდა ნივთმტკიცებებით, რომელზეც ელენეს ყველა დამახსოვრებული სახის მიმიკა ჰქონდა დახატული. მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. არც ერთი ნახატიდან არ იგრძნობოდა სისუფთავე, ანდრეამ გვიან გააცნობიარე, რომ ამას ცოცხალი ასხივებდა და კიდევ უფრო გვიან მიხვდა, რომ მას სწორედ ის ხორცშესმული, უკვე არააბსტრაქტული არსება ჭირდებოდა, ვერ გამართლებული და ჩაჭრილი ცხოვრებით. მაგრამ მეორე რაც ამას ეჯახებოდა უარსი იყო, ანდრეა ვერასდროს აპატიებდა ელენეს თავის ცხოვრებას და ეს ორივეს გაანადგურებდა. შეეცადა დამშვიდებულიყო. რადგან ლოგიკური კავშირს ვერ პოულობდა.
-ასეთებს სიამაყე არ აქვთ, ეგ კიდე ამაყია. იმ დღეს მანქანით არ წამომყვა, აშკარად იგრძნო, ისიც რომ არ მინდოდა შემხებოდა. დღეს არც კი შემოუხედავს ჩემთვის. მაშინ რაზმაძესთან რაღა ჯანდაბა ესაქმება, რას უხტებოდა მანქანაში, ასაკი ჯანდაბას, ცოლიანია ბოლოს და ბოლოს, ამის დედაც. ბალიში მთელი ძალით მოისროლა. ხმამაღლა ნათქვამი საშინელი მოსასმენი იყო, ფიქრებში რეალურობა აკლდა. -გადამივლის, კიდევ უფრო ხმამაღლა გაიფიქრა და ოთახი დატოვა.
-5 დღეს გავძლებ როგორმე. ისევ შეუძახა თავის თავს და მეგობრებს შეუერთდა.
ნიკა საოცრად ბედნიერი იყო, ახალი წლის გეგმები, რომ არ ჩაეშალათ. ამიტომ კიდევ უფრო გულუბრყვილოდ იქცეოდა, რასაც მათე არასდროს ტოვებდა უყურადღებოთ, ამიტომ მაგიდასთან მსხდომნი, ყველანი იცინოდნენ. ანდრეაც ჩამოჯდა. თვალები უკვე მიეჩვივნენ ელენს თავისით მოძებნას, მაგრამ ვერ იპოვეს. მოგვიანებით დაინახა როგორ ჩამოვიდა კიბეებზე ანისთან ერთად. რატომღაც არ იღიმოდა. ანდრეას გულწრფელად გაუკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასე უბრალოდ ჩაცმული, ასეთი ლამაზი ყოფილიყო. ისევ გაექცნენ ფიქრები, ამიტომ სწრაფად მოტრიალდა და მათეზე მოახდინა კონცენტრაცია.
-ანუ დღეს ყველა ვსვამთ, არ მაინტერესებს მწყინს და არ შეიძლება და ასე შემდეგ. წასასვლელები არც ერთი არ ხართ ამიტომ მიზეზებიც არ გაქვთ, გასაგებია ანდრეა? მათემ მეგობარს გადმოხედა და მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა.
-გასაგებია, ანდრეას ჩაეღიმა და ჭიქა გაუწოდა ნიკას შესავსებად.
მათე ტრადიციულ "შესავალ" სადღეგრძელოებს, რომ მორჩა და თავისი ფანტაზია ჩართო, რა თქმა უნდა, სუფრა გამხიარულდა. ყველაფერს უსიტყვოდ იტანდნენ თამადისგან, მაგრამ მისი საყვარელი ძაღლის სადღეგრძელოს დროს განსხვავებული, რომ მოითხოვა, რადგან "საწყალი მშობიარობას გადაჰყოლია თურმე და ღირისია პატივი მიეგოთ" ნიკას უმცროსმა ძმამ სერიოზული პროტესტი გამოთქვა, მაგრამ მათემ ისეთი გაბრაზებული თვალებით გახედა "რას ქვია ჩემს ბომბორას ეს აკადრეო" გაგიმ ხსოვნა ახსენა და მორჩილად გადაკრა სასმისი.
სამშობლოზე სადღეგრძელოს მათე ყოველთვის ანდრეას უთმობდა და არც ახლა დავიწყებია. ანდრეა ბევრს მაინც არ სვამდა და ბომბორას სადრეგრძელოც გამოტოვა, ახლა კი ფეხზე წამოდგა და მეორე განსხვავებული შეავსო. მთელი თავისი შიგნეული, რომ ჩააქსოვა, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, სისხლზე და მამა-პაპების ღვაწლზეც რომ ისაუბრა, გაბრაზებულმა იმით, რომ ყველა არ უყურებდა სადღეგრძელოს ზედ დააყოლა,
-ვაი, რომ ამ საწყალ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი კი არა, ისეთიც არავინ შერჩა, სუფრაზე მაინც რომ შეწუხდეს მისი ბედით. თქვა და უცებ გამოცალა სასმისი.
ტელეფონში ჩაჩერებულ ელენეს არც უფიქრია მას რომ ეხებოდა ეს სიტყვები და ამიტომ არც თავი აუწევია. დიდი მნიშვნელობაც არ მიუნიჭებია ბოლოსთვის, ჩვეულებრივ სადღეგრძელოს ნაწილად აღიქვა.
-სახელმწიფოს სტატუსში არსებული სიტყვა "დამოუკიდებლობა" თავისუფლებას ვერ მოგვანიჭებს. ისე, უბრალოდ თავისთვის ჩაილაპარაკა და მხოლოდ ახლა მიხვდა ამით ანდრეას, რომ შეეწინააღმდეგა, ცოტა, რომ დაფიქრებულიყო, არამკითხე ენას გონებისთვის რომ ეკითხა აუცილებლად გაჩუმდებოდა, მაგრამ უკვე სინანული გვიანი იყო და ამიტომ თავი ნელ-ნელა ასწია, მობილური ჯიბეში ჩაიდო და სუფრას თვალი იმ იმედით მოავლო, იქნებ ისე ხმადაბლა ვთქვი ვერც ვერავინ გაიგონაო. იმედი გაუცრვდა. ყველა მას უყურებდა. ყველაზე გაბრაზებული ანდრეა ჩანდა. ელენე სერიოზულად გააღიზიანა მისმა მზერამ, "მეცამეტე გოჭივით" რომ უყურებდა ელენეს.
ჯერ ერთი ის აინტერესებდა მუდამ მხიარული და უშუალო დღეს ხმას რატომ არ იღებდა. მერე იმანაც გაააღიზიანა "განსხვავებულობა" რომ მოინდომა და მასზე ვერც მათეს კატეგორიულობამ და ვერც თხოვნამ ვერ გაჭრა მაინც არფრის დიდებით არ დალია. იმან, რომ მის სადღეგრძელოს არათუ მოუსმინა, არამედ შეწინააღმდეგა კიდეც სულ მთლად გამოიყვანა წყობიდან და ნესტოები დაებერა ბრაზისგან.
-იქნებ უფრო გასაგებად აგვიხსნა? ტონი ქონდა დააახლოებით ასეთი "კიდევ რომ გაბედო ხმის ამოღება და რამის თქმა მოგკლავ".
ელენემ გაბედა.
-თავისუფლების, ტოლეტანტობის, ჰუმანურობის და ზოგადად ასეთი ცნებების სწავლა არ შეიძლება. აქედან თუ არ მოდის, ხელი გულთან მიიტანა, პირობითი დამოუკიდებლობა ვერაფერს გვიშველის. ამოისუნთქა და ხმა რომ არ გაუწყდა იმით კმაყოფილმა მზერა ანდრეას გაუსწორა. მაშინვე ინანა. რეალურად მართლა ვერ მიხვდა ასე რამ გააბრაზა ანდრეა.
-ანუ შენ ამბობ, რომ თუ მონა ხარ მაგრამ გული თავისუფალი გაქ ესე იგი ფიზიკური დამოუკიდებლობა არაფერში გჭირდება?
-და შენ გგონია 21-ე საუკუნეში მონები არ არიან? ელენემ სერიოზული გაკვირვებით იკითხა. -მონები ახლა ვართ თუ ვართ, მწარედ ჩაეცინა. "მაგარია, გაიფიქრა ანდრეამ, ყველა სიკეთესთან ერთად ეს მონასაც მიძახის".
-იმას ვაკეთებთ რაც საზოგადოებას უნდა, სტიგმების და სტერეოტიპების მონები ვართ. იმას ვიჯერებთ რასაც თავზე გვახვევენ და ისე ვცხოვრობთ, როგორც გვთხოვენ. კიდევ უფრო უარესი რა არის იცი? ამ ჯალათ საზოგადოებას ჩვენ თვითონ ვქმნით და მერე ისე გვიმონებს ვერც ვხვდებით. ერთი დიდი მასა ვართ, და კი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია აღმაშენებლის და ხერხეულიძეების ქება, ჭავჭავაძის ხსენება ხო საერთოდ წერტილს უსვამს ქართველი ხალხის განსხვავებულობას და საუკეთესოობას, მაგრამ ისიც ქართველი იყო, ვინც ჭავჭავაძე მოკლა და საერთოდ ერთ გმირზე ოცი მოღალატე მოდის მგონი.
სანამ თავისუფლებაზე დავიწყებთ ლაპარაკს მანამ მონები უნდა გავათავისუფლოთ და ჩვენ თვითონაც გავთავისუფლდეთ ჯერ საზოგაგდოდ ჭეშმარიტი აზრისგან და მერე მართლა ვაღიაროთ სხვისი დამოუკიდებლობა, თორემ იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ჭორაობა და სხვისი გაკიცხვა თავისუფალი დროის გატარების საუკეთესო საშუალებად ითვლება. ელენემ ახლა მართლა უშიშრად ჩახედა ანდრეას თვალებში. ბიჭს მზერა შეცვლილი იყო, ბრაზის კვალიც აღარ იყო იქ.
ანდრეა ყველაფერში ეთანხმებოდა. ხო ელენე მართალი იყო და რეალურად მის საზოგადოებაზე მასაც ასეთი წარმოდგენა ქონდა. მაგრამ ელენეს ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გამორჩა. ანდრეამ უცებ კმაყოფილად გაიღიმა, მომავალი გამარჯვების ტკბილი სურნელი იგრძნო და ელენეს გახედა. გოგონა შეკრთა ამ წუთას ირონიას არ ელოდა.
-საქმეც ეგაა ჩემო ელენე, ჩვენ ისე რო ვცდილობთ სხვების გამოსწორებას, რომ ჩვენი თავები გვავიწყდება. გეთანხმები საზოგადოები ტალახშია ამოვრილი თავისი შემადგენელი ე.წ. პიროვნებებით. მართალი იყო ჭავჭავაძე, რომ ამბობდა ქალი ქალს აღარ გავს, კაცი კაცსო. ჩვენ დასვრილები ვართ, ღალატით, ტყუილით და მრუშობით, ამათგან ვერ სუფთავდებიან. თუ მოგეცხო სამუდამოა. გეთანხმები, რომ საზოგადოება სადაც ქალები, ლამაზები, ახალგაზრდები, სიცოცხლითსავსეები იტყუებიან, ფულისთვის ცხოვრობენ, მატერიალურს ყველაზე მაღლა აყენებენ, საკუთარი თავის პატრონობა ეზარებათ და ამისთვის რას არ ჩადიან. იმ დონემდე მიდიან, რომ შვილებსაც აჩენენ, როგორც დასაბმელ თოკს ფულიანი მამაკაცებისთვის, მერე რა თუ ოჯახი ყავს, ან უბრალოდ არ უნდათ შვილები საყვარლებისგან. უარესები არიან კაცები ამის უფლებას, რომ აძლევენ თავს ისე იგლახავებენ, რომ სამართავი ობიექტები ხდებიან. ერთგულება რაღა მოსატანია ამ ყველაფერთან საერთოდ. ასე, რომ ელენე ჩვენ ჩვენივე თავის მონები ვართ, ძალა არ გვყოფნის უკეთესები ვიყოთ. ანდრეამ, უკვე საბოლოოდ დარწმუნებულმა, რომ გაიმარჯვა და ელენეს დაანახა თავისი რეალობა, კმაყოფილი ღიმილით მოავლო თვალი სუფრას. მათე წარბებშეკრული უყურებდა, ნიკას ნახევრად ეძინა, ფაქტი იყო, რომ გეგის ვერც ვერაფერი გაეგო, ნინი და სალომეს როგორც ჩანს არაფერი გაეგონათ რაღაცას ჩასჩერებოდნენ აიპადში. ანის თვალებზე ღიმილი გაუქრა, იმდენად გაბრაზებული იყურებდა და წვენის ჭიქას ხელს ისე უჭერდა, რომ ანდრეამ იფიქრა ახლა შემოეფშვნებაო.
ელენე ისე უყურებდა წამით იფიქრა ალბათ გამჭვირვალე ვარო. თვალებში ენით აუწერელი შეურაცხყოფა ედგა, ანდრეა ამ დეტალმა ცოტა დაააბნია, არ ელოდა. ლოყები გაწითლეული ქონდა, როგორც პატარა ბავშვს ბებია ჩურჩხელის ქურდობაში რომ ამხელს, აქ დარწმუნდა, ეკუთვნოდა რაც უთხრა, იმასაც მიხვდა, რომ ელენემ იცოდა მოლოდ მას რომ ეხებოდა ეს "საზოგადო ჭირი" ამ წუთას და სხვას არავის, მერე სახეზე თვალები მოაშორა დაინახა როგორ შესამჩნევად კანკალებდა გოგონა.
-ანდრე, ნუ დაგვძაბე, თითქოს მხიარული ტონით უთხრა მათემ, მაგრამ დაძაბულობა მასაც ეტყობოდა. ელენე აღარ უყურებდა თავი ისე ქონდა დახრილი საერთოდ არ უჩანდა. ანას მზერას კიდევ დიდხანს გრძნობდა ანდრეა და ვერ ბედავდა თვითონაც შეეხედა. კმაყოფილებაც და გამარჯვებაც სადღაც გაქრნენ, თითქოს არც ყოფილანო ისე წავიდნენ და ანდრეას გულში სიცარიელე დარჩა მხოლოდ. კიდევ ერთხელ შეხედე ელენეს და კიდევ ერთხელ გაწმინდა გოგონამ.

სუფრა მალე აიშალა. რესტორნიდან სასტუმროს ჰოლში გადაინაცვლეს, ვინც ცოტათი მაინც იყო ფხიზელი. ანდრეა საშინლად დააბნია, ელენეს აუწეველმა თავმა და დაუნახავმა თვალებმა. სავარძელში მოკუნტული იჯდა და ჯერ კიდევ ნათლად გრძნობდა როგორ ფხოჭნიდა სხეულს ანდრეას ნათქვამი სიტყვები, თითო ასო თითო ეკალს ასობდა და ბიჭის მშვიდი, გაწონასწორებული, თავის თავში დაჯერებული და წარმოუდგენლად უდარდელი ტონი, უკვე გამარჯვებას რომ აღნიშვნდა ყოველ გახსნებაზე თავიდან კლავდა. რამდენჯერმე ზედიზედ ამოისუნთქა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი ვერაფრით გადაყლაპა, ცხირი აუწვა წამოსულმა და ძლივს შეკავებულმა ცრემლებმა. მთელი სხეული დაძაბა, რომ კანკალი შეეჩერებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს ძალა მოიკრიბა და წამოდგა. ანდრეა მისმა მძიმე ნაბიჯებმაც დააბნია, კიბეებზე ძლივს ადიოდა და სახელურს ისე უჭერდა ხელს რომ კანი უთეთრდებოდა. ანი უკან გაედევნა, ელენემ თავიგადაატრიალა და უთხრა დაბრუნდიო, ტუჩების მოძრაობით მიხვდა ანდრეა, მაგრამ ანი მაინც უკან გაყვა. მალე მართლა დაბრუნდა, თვალები სულ ცრემლებით ქონდა სავსე და მათემ რომ დაინახა კინაღამ გადაირია. ვერაფრით ახსნა ანიმ და უბრალოდ ქმარს ჩაეხუტა. მხოლოდ ანდრეა მიხვდა სინამდვილეში ელენეს რომ ეკუთვნოდა ეს ცრემლები და დაუფიქრებლად აირბინა კიბეები.
არ დაუკაკუნებია სახელური ისე ჩამოწია, მაგრამ დაკეტილი დახვდა. გაუაზრებლად გრძნობდა დანაშაულს. თავის ოთახში გავიდა, ნომრებს შორის არსებული სივრცე გადათვალა და აივნისკენ აიღო გეზი. როგორც იქნა მოაღწია, ელენეს ოთახამდე. აივნის კარიც დაკეტილი იყო, ამიტომ შეიჭყიტა და ოთახს დააკვირდა. ელენე კარბთან იჯდა. მუხლებზე მკლავები ქონდა შემოხვეული, წინ და უკან ირწეოდა, თან კანკალებდა. მერე ნელა წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. ანდრეა ადგილზე მიიყინა ნამტირალები თვალები რომ დაინახა. ხელები და ფეხები ერთიანად დაუბუჟდა და შიგნით რაღაც აეწვა. უკან დაბრუნდა თავის ოთახში. უსიცოცხლოდ ჩამოჯდა საწოლზე. ბევრი იფიქრა, იმდენი, რომ ბოლოს თავი ეტკინა, მაგრამ ვერაფრით ახსნა ელენეს ქცევა. ლოყები რომ გაუწითლდა ნიშნავს რომ შერცხვა, რომ არაფერი უპასუხა ანუ ეკუთვნოდა, მაგრამ ასე ძალიან რატომ განიცადა. შეურცხყოფილად კიდევ შეიძლება იგრძნო თავი მაგრამ ასე... ანდრეამ ეჭვი იგრძნო, ჩუმი იმედიც თან. სწრაფად აიღო მობილური.
-დათო, მე ვარ. ჩაიწერე. ელენე ბასილაძე, 22 წლისაა, ჯავახიშვილში სწავლობს, მგონი ეკონომიკურზე ან ბიზნესზე არ ვიცი ზუსტად. მოკლედ ყველაფერი მჭირდება, სკოლიდან მოყოლებული, არა ბაღიდან. აბსოლუტურად ყველა დეტალი მისი ცხოვრების. ოღონდ სწრაფად დათო და... ხო იცი ჩვენ შორის.
-გასაგებია, ბატონი ანდრეა, ახლავე დავიწყებ. უპასუხა ხმამ და მობილური გათიშა.
***
ღამისთევა უკვე პრობლემა აღარ იყო ანდრეასთვის, მაგრამ ის ღამე საშინელება იყო. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. მეილს გაუჩერებლად ამოწმებდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა შეიძლება დილასაც არაფერი ყოფილიყო. ნერვიულობდა და თან იმედი ქონდა. ბოლოს საერთოდ გავიდა სასტუმროდან და ხან მარჯვნივ აუყვა, ხან მარცხნივ, თითქმის აირბინა კიბეები იმ იმედით, რომ რამე იქნებოდა, მაგრამ არაფერი იყო. საათს, რომ დახედა რვა სრულდებოდა. წყალი გადაივლო და რესტორანში ჩავიდა. რამდენიმე საათი იცდიდა და თერთმეტისთვის უკვე ყველა ჩამოვიდნენ, მათემ იმდენი დასცინა ნიკას ბახუსს, რომ სულს ვერ ითქვამდა სიცილისგან. ელენე არ ჩანდა.
-თავი ტკივა და გვიან ჩამოვა, იყო ანის პასუხი ანდრეასთვის. თან ისე, რომ არც შეუხედავს, ტონი ასეთი ქონდა. "გაბედე და კიდე მკითხე რამე". ანი ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო და ანდრეა მიხვდა, რომ მათე ერთადერთი მიზეზი იყო რის გამოც თავს იკავებდა.
ელენე ოთახიდან გამოსვლას მანამ არ აპირებდა, სანამ თვალებიდან საბოლოოდ არ გაუქრებოდა ტირილის კვალი. შუადღე იყო ეს რომ მოხდა. ამ დროისთვის უკვე ყველაფერი დალაგებული და გააზრებული ქონდა. ჯერ ერთი, უაზრო იყო იმის უარყოფა ანდრეას სიტყვებმა ასეთი გავლენა, რომ იქონიეს მასზე. სინამდვილეში მიჩვეული იყო ადამიანების ენის უძვლობას და უკვე აღარ აღელვებდა კიდეც მასზე რას ამბობდნენ "მოკეთეები", მაგრამ ანდრეა სხვა იყო. ამას მიხვდა, ეწყინა, გაბრაზდა, მაგრამ ვერაფერი შეცვალა. მეორეც, არვითარ შემთხვევაში არ დაანახვებდა მას როგორ ატკინა გული, ისიც საკმარისი იყო გუშინ ღამით თვალს რომ არ აცილებდა და გოგონას ყველა მოქმედება შესწავლილი ქონდა. მესამე, ელენე სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდა და დარწმუნებით იცოდა, რომ არ ეკუთვნოდა ანდრეას სიტყვები, დამნაშავეც არაფერში იყო და ასეთ შეურაცხყოფას არ იმსახურებდა, მაგრამ ამას გაფიქრებისთანავე უარყოფდა.
-ზედმეტად დრამატულს ვხდი სიტუაციას, სარკეში თავის თავს შესძახა და ოთახიდან გამოვიდა. უკვე შუა დღე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იცინოდა, ხუმრობდა, ლაპარაკობდა, ანდრეამ მაინც შეამჩნია როგორი დაღლილი იყო გოგონა. მიხვდა ერთადერთი არ იყო ღამე ვინც გაათია და გული ეტკინა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერიც რომ დადასტურებულიყო, ვინ მისცა ანდრეას უფლება ელენეს პირადში ასე ჩარეულიყო. ის რომ გოგონაზე არავითარი უფლება არ ქონდა ფაქტი იყო, თან არასასურველი ფაქტი და ანდრეას საოცარი სურვილი გაუჩნდა ყველაფერი შეეცვალა. უკვე მეოთხედ ავიდა თავის ოთახში მეილის შესამოწმებლად, ნანატრი ფაილი მოსული, რომ დახვდა.
მოუთმენლად კითხულობდა, სკოლის ნიშნებსაც კი ათვალიერებდა, ეშნოდა მისი ცხოვრების მომდევნო ეტაპზე გადასვლის. კარგი მოსწავლე იყო ელენე და ანდრეა მის ყველა ინტელექტუალურ წარმატებებს ათვალიერებდა, მუსიკალური განათლებაც ქონია მიღებული, ფოტოებს დააკვდა სადაც ელენე მიკროფონით იყო. მზერა ვერაფრით მოაშორა იმდენად უხდებოდა სცენა. მის დაფინანსებიან სწავლაზე და სტიპენდიაზეც სიამაყით აივსო, თვითონ ვერ მიხვდა რატომ ესიამოვნა ასე ძალიან.
ერთი სიტყვაც არაფერი არ იყო ნახსენები რაზმაძეზე. ანდრეა ელენეთი მოხიბლული ისედაც იყო და მისი მუსიკალური ნიჭი და ინეტელექტუალური შესაძლებლობები მხოლოდ დანამატის როლს თუ შეასრულებდნენ ამ შემთხვევაში. თავზე ხელი გადაისვა და შეეცადა დამშვიდებულიყო. ბოლო ფაილიც რომ გასნა და არაფერი იყო რაზმაძეზე. დაფიქრდა. თავიდან გადაათვალიერა ყველაფერი. რაღაც გამომრჩაო გაუჩერებლად იმეორებდა და ეძებდა. ვინც ეძებს პოულობსო და მიაგნო. თეთრით შავზე, ქართული ასოებით, საკმაოდ გარკვევით, ელენეს დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში ეწერა დათო რაზმაძე.
ანდრეამ სიცივე იგრძნო. ხელები დაუბრუჟდა და ფეხზე ინერციულად წამოხტა. ნერვიულად მოისვა წვერზე ხელი და გაშეშდა. ყველაფერი ნათლად დაინახა. ელენეს თვალით დანახულმა საკუთარმა თავმა შეაკანკალა. ელენე თვითონ აღმოჩნდა "დასაბმელი თოკი". ყველა სიტყვა გაიხსენა. ყველა სიტყვამ დაუკაწრა გონება, ტვინში სისხლი მოაწვა და საკუთარი თავი ეტკინა.
მთელი მისი გონიერი ცხოვრების მანძილზე ანდრეა უსამართლობას ებრძოდა. დაუნახავ და გაუგებარ ადამიანებს ვერ იტანდა ორგანულად. შეეძლო დაუნანებლად დაელეწა თავ-პირი ნებისმიერისთვის სამართლიანობის გამო. ახლა რა უნდა ქენა. საკუთარი თავი ეცემა? ბოდიშის მოხდა და ყველაფრის ახსნა თავიდან მაშინვე ამოიგდო. "უკაცარავდ ელენე, მე მამაშენის საყვარელი მეგონე.." აბსურდი იყო, დაუჯერებელი, გაუგონარი. "ალბათ მთელი ცხოვრება ისედაც თითით საჩვენებელია და მე რა გავუკეთე.." არაფრით ეშვებოდნენ აბეზარი ფიქრები. გამოსავლი არ ჩანდა. მაგრამ ანდრეას არასდროს არ უგრძვნა რომ ვიღაცის შენარჩუნება სჭირდებოდა თავის ცხოვრებაში. ანდრეა მზად იყო ებრძოლა ელენესთვის.
ელენე ჩვეულებრივად იყო...ერთი შეხედვით. იცინოდა, მაგრამ ზედაპირულად, ხუმრობდა, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით. ანდრეა ამჩნევდა, მართლა გულით გრძნობდა რა რთული იყო გოგონას ადგილას ყოფნა, მაგრამ არ იცოდა რა ექნა. სამი დღე გავიდა, მთელი სამი დღე იმ საშინელი დიალოგიდან და არაფერი. ერთი მზერაც კი, სულ პატარა ნიშანი იმის, რომ ეწყინა და გული ეტკინა, არც საყვედური, რომ არ ეკუთვნოდა. აბსოლუტურად არაფერი. ელენეს იმ მხარესაც აღარ გამოუხედავს სადაც ანდრეა იდგა. თითქოს არ არსებობდა და არც არასდროს უარსებია, იმდენად არ იმჩნევდა ელენე, რომ ანდრეას თავდაჯერებულობა ერყეოდა თანდათან.
იმ დღეს უკვე მეორედ დაურეკა მობილურმა, მეორედ შეეცვალა სახე და მეორედ გავიდა სასაუბროდ გარეთ. ანდრეა გაყვა, მაგრამ მოშორებით დადგა, რომ ამ ჯერად მაინც მოქცეულიყო სწორად მასთან.
-არ მომისმენია, დაასწრო მობრუნებულ ელენეს. გოგონა გაკვირვებული თვალებით უყურებდა. არ ელოდა პირველ ნაბიჯს, არც დამნაშავის მზერას და არც სიმკაცრეშემოძარცვულ ხმას.
-კარგი, თავი დაუქნია და ძირს დაიხედა.
-ელენე, ხომ ყველაფერი რიგზეა? კითხა და თვალებით მობილურზე აჩვენა.
-კი, მექანიკურად უპასუხა. მეორედ, ჯანდაბა, უკვე მეორედ გაუჩნდა სურვილი მისთვის ყველაფერი მოეყოლა. ანდრეას დაჟინებული მზერა და თბილი ხმა დისკოფორტს უქმნიდა და წასვლა უნდოდა, თან ძალიან.
-მაშ კარგი. უბრალოდ მაინტერესებდა...ჩაილაპარაკა და თვითონ გაეცალა გოგონას. იმ დღეს ელენემ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ შეხედა ანდრეას და მაინც ვერაფრით მიხვდა რამ გამოიწვია ხასიათის ცვლილება. ნამდვილად არ ეშლებოდა იმ დღეს ის სიტყვები ელენესთვის თქვა. პირველად შეეპარა ეჭვი ამაში, მაგრამ შეურაცხყოფის საშინელი განცდა მაინც არაფრით ტოვედა მის სხეულს.
დაახლოებით ისეთი შეგრძნება ქონდა, რაღაცის ჭამა, რომ ძალიან გინდა მაგრამ დიეტაზე ხარ და ვერაფრით ეკარები. ელენე არ იცნობდა ანდრეას და ამიტომ უკვირდა მისი ხასიათის ცვლილებები. საბოლოოდ ისე დაიბნა, რომ თავი ეტკინა ამდენი ფიქრისგან.
-ანდრეა, გააკეთე რამე ხვალ ახალი წელია, მათემ ხელი გაკრა მხარზე და გამოაფხიზლა.
-მაინც რა გავაკეთო?
-აი ესენი ჩამოკიდე იქ, მათემ ხელში ფერადი ნათურები მიაჩეჩა და მარჯვენა კედელზე მიუთითა.
-არწივი ვარ იქ რომ ავფრინდე?
-არწივი არა ზარმაცა ხარ, კიბე სარდაფშია ნიკას კითხე. ანდრეა მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ქონდა და ნიკა მოძებნა.
-ნიკუშ, ორი კითხვა მაქვს. პირველი, რატომ აიჩემე რო ჩვენ უნდა მოგვერთო ეს დარბაზი ახალ წელს და მეორე კიბე სადაა აი იქ რომ ავფირნდე? ანდრეა ძლივს იკავებდა სიცილს რომ სერიოზული ყოფილიყო.
-კიბე სარდაფშია, აი იქეთ სულ ბოლოს კიბეებია ჩასასვლელი და იქ ჩადი, ნიკამ ხელით აჩვენა სასტუმროს მარცხენა დერეფნის ბოლოსკენ, - რაც შეეხება მორთვას ეს აი იმ ქალბატონის აზრი იყო და მას ჰკითხე, ახლა ელენესკენ მიუშვირა ხელი ნიკამ. ანდრეა სასტუმროს მარცხენა დერეფანს დაუყვა ნელი, მძიმე ნაბიჯებით. კიბე ადვილად იპოვა და უკან გამობრუნდა. უცნაურად გრძნობდა თავს, ერთი მხრივ დანაშაულის გრძნობა ჭამდა შიგნიდან, მეორე მხრივ ის სისუფთავის შეგრძნება, რომელსაც უკვე ვეღარ იმსახურებდა და კიდევ იყო ერთი ძალიან უცნაური შედარებით უფრო სასიამოვნო შეგრძნება, იგი კმაყოფილი იყო. მხოლოდა არა ისე, როგორც მაშინ ათასგვარი სისაძაგლე რომ იფიქრა ელენეზე. არც მაშინ თავდაჯერებულობა რომ განუმტკიცა. ახლა ანდრეა ყველაზე გულწრფელი სიხარულით იყო კმაყოფილი, რომ ელენემ გაამართლა. თხემით ტერფამდე გრძნობდა მის სისუფთავეს და ის მიხვდა, რომ ასეთი გრძნობა აბსტრაქტულს არ შეიძლეოდა გამოეწვია. ანდრეას პირველად გაუხარდა ელენეს "ხორცშესხმა". გაუხარდა, რომ ის არსებობდა და რომ მასთან ასე ახლოს იყო.
სულ ბუზღუნ-ბუზღინით დაკიდეს ბიჭებმა ნათურები ფიფქები და ათასგვარი "სისულელეები" როგორც მათ ნიკა ეძახდა, ჭერზე, კედლებზე, აივნებზე, მოკლედ ყველგან სადაც რამის დაკიდება შეიძლებოდა.
-ლამაზია, ჩაილაპარაკა ელენემ და განათებულ სივრცეს გაუღიმა. ანდრეას ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ამდენი რაღაც გადატვირთავდა და სასტუმრო ისეთ ქალს დაემსგავსებოდა ბევრი მაკიაჟი, რომ ამახინჯებს, მაგრამ შეცდა, ისევ შეცდა. ფერები ისე იყო შეხამებული გეგონებოდათ რამდენიმე კვირა სპეციალურად არჩევდნენ ტონალობებსო. ანდრეამ პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ახალი წლის მოახლოვება იგრძნო.
***
-ანი რა აუცილებელია ახლა იქ წასვლა? უბრალოდ მშვიდი საღამო გავატაროთ. ხვალ უკვე 31 დეკემბერია..
-ელე, ნუ მომკალი ამ შენი მშვიდი საღამოებით რა. აქ გასართობად ჩამოვედით, ზამთრია და თოვლის ნახვა მინდა ჩაიცვი დროზე. ელენემ თითქმის ყველაფერი ჩაიცვა, რაც წამოღებული ქონდა, მაგრამ მაინც ციოდა. უცებ გაახსენდა, რომ ბარგის ჩალაგების დროს მისი გონება ძალიან შორს იყო ახალი წლისგან , თოვლისგან და სიცივისგან. შეაკანკალა და თვალები აემღვრა.
-აგერ ჩემი ქუდი დაიხურე, ანიმ სიცილით თავზე ჩამოაფხატა თავისი ქუდი.
-გაგიჟდი, ორსულად ხარ, ახლა რომ გაცივდე. ელენემ თავი გააქნია და ქუდი დაუბრუნა.
-მივდივართ, მათემ ოთახში თავი შემოყო.
მართლა საშინელი სიცივე იყო. ელენეს ცხვირი სასაცილოდ ქონდა გაყინული. პატარა ბავშვებივით გუნდაობდნენ. ელენეს სულ ეშინოდა ანი ცუდად არ წაქცეულიყო, მაგრამ რომ შეხედა მათე როგორ უფრთხილდებოდა თავისთვის გაეღიმა და გაჩუმდა. რამდენიმე გუნდა მასაც მოხვდა, მაგრამ თოვლისთვის, რომ ხელი მოეკიდა ალბათ სულ გაიყინებოდა, ამიტომ ერთ ადგილას იდგა და არ ინძრეოდა. ერთი გუნდა ანდრეამაც მოარტყა, ისე გამომცდელად "შესარიგებლად". გოგონამ მხოლოდ ერთხელ გამოხედა და სახეზე არც შეუხედავს ისე გაბრუნდა. ანდრეას შიგნეული აეწვა. ელენე კი ყველანაირად გაურბოდა, თუნდაც თვალით კონტაქტს მასთან. ეშინოდა. ანდრეა ერთ წუთში მხიარული იყო, მეორე წუთში შეეძლო თავზე დამხო ყველაფერი ვინმესთვის, ელენეს ჯერ კიდევ არ ამოდიოდა თვალებიდან ბიჭის ორი დღის წინანდელი ჩხუბი სასტუმროს ერთ-ერთ მცხოვრებელთან. თვალებიდან რომ ნაპერწკლებს ყრიდა ისეთი ანდრეა არ მოწონდა, თანაც ძალიან. ელენე სიმშვიდეზე ოცნებობდა, არეულობები ახლაც არ აკლდა ცხოვრებაში, მათთან გამკლავებას ახერხებდა, მაგრამ ამას ანდრეც თუ დაემატებოდა,მაშინ აღარ იცოდა რას იზამდა. ისევ გადაერთო 28 დეკემბერზე. ისევ იმ ჩხუბზე ფიქრობდა. არა თვითონაც რამდენჯერმე იფიქრა ამ ტიპისთვის სახე დამალეწიაო, რომ დაინახა როგორ უხეშად ექცეოდა მიმტან გოგონებს. ვერასდროს წარმოიდგენდა ამას თუ ანდრეაც შეამჩნევდა. მით უმეტეს ვერ წარმოიდგენდა ანდრეა უცნობ გოგონებს თუ დაიცავდა, თან ასე გაბრაზდებოდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ელენე. მაგრამ გაცეცხლებულ ანდრეას უფრო თავისი თავი აშინებდა. ფეხები ძლივ დაიმაგრა და ხელი ისე ჩაჭიდა სკამს სისხლის მიმოქცევა გაუჩერდა, როცა დაინახა როგორ მოუქნიეს ანდრეას გადატეხილი მინის ბოთლი. როგორ შვებით ამოისუნთქა ანდრეამ რომ აიცდინა და როგორ ეძებდა მის თვალებს, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში. ეშინოდა, რომ იმ სიტყვებს ისევ გაუმეორებდა და რომ ისევ იგრძნობდა შინაგან წვას. შიშის დროს ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი უნებურად ირთვება, ინსტიქტი კი გაქცევაა. ამიტომ გაურბოდა ანდრეას ელენე. მიმოიხედა და ანდრეა ვერსად დაინახა. ყველას სათითაოდ დააკვირდა, მაგრამ მოგუნდავეებს შორის არ იყო, გაეცინა ნიკა ისე სასაცილოდ ცდილობდა თოვლის ბაბუის გაკეთებას სალისთან ერთად. ვერ მიხვდა ასე უცებ სად გაქრა. არც ის იცოდა რას ნიშნავდა ანდრეასთვის ის არაფრიმთქმელი, ცივი მზერა და უკან მირუნება. ელენემ რომ არ შეიმჩნია ძალიან ეტკინა. მოუნდა ეყვირა, გამწვანებულიყო, ფრთები გამოესხა ოღონდ რაიმეთი მიექცია მისი ყურადღება, მაგრამ მერე მიხვდა, რომ სისულელე იყო. გოგონა რომ მისთვის ასე ახლობელი გახდა ეს მის გარდა არავინ იცოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა. ელენეც ვერ მიხვდებოდა. რასაც მისგან გრძნობდა ეს გოგონასგან დამოუკიდებლად ხდებოდა ამიტომ ანდრეას ეგონა, რომ რაღაცას პარავდა ელენეს. რეალურად ის უფრო განიცდიდა იმ სიტყვებს ვიდრე ელენე თვითონ, იმიტომ რომ ელენეს პატიება შეეძლო და როგორც კი ანდრეას თბილი მზერა, მზრუნველი კილო და დამნაშავეს თვალები დაინახა, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც აპატია. ანდრეასთვის არსებობდა სწორი და არასწორი. როგორც ბალახი ვერ იქცეოდა ვერსადროს ხედ ისე ვერ გახდებოდა არასწორი სწორი, ამიტომ უჭირდა ეპატიებინა საკუთარი თავისთვის და ამიტომ თვლიდა რომ ელენეს არ იმსახურებდა. იქ, სადაც საქართველოს მთები თავად ფილტრავენ ჰაერს ანდრეას სუნთქვა უჭირდა, სასტუმროსკენ გზას ნელნელა დაუყვა, ისევ მძიმე ნაბიჯებით.
***
ანდრეა ვერ დაინახა, მაგრამ მისმა მზერამ ადვილად შემჩნია ორი სხეული რომელიც მისკენ მორბოდა. სახეები, რომ იცნო მიხვდა მათე მაიმუნობდა. ნიკას ხელში, რომ ვედრო დაინახა, ვეღარ მოასწრო იმის გააზრება, რომ ვედროში წყალი აუცილებლად იქნებოდა. მსუბუქად შეკივლა, როცა სხეულზე დაუნდობლად დაეღვარა ცივი წყალი.
-რა უნამუსო ხარ, მათე, ნიკა ელენეს უკან იყურებოდა. ელენეც შეტრიალდა და სველმა ტანსაცმელმა ისევ აუწვა სხეული. უკან მათე დაინახა რომელიც სველი საერთოდ არ იყო.
-ელენე, ბოდიში, მათესთვის მინდოდა, მაგრამ ამოგეფარა და...
-სად იპოვე ეს წყალი, ნიკა?
-თხილამურები სადაც ვიქირავე. წამოდი სახლში წაგიყვან არ გაცივდე. გაცივებით მართლა გაცივდებოდა მაგრამ არც ისე გაბრაზებულა, რომ ამათთვის ეს მხიარულება ჩაეშალა.
-კაი რა მოხდა, წყალია სხვა ხო არაფერი. მე თვითონ წავალ 15 წუთში მივალ მაინც.
-არა, არა, მარტო როგორ გაგიშვათ. ნიკა წასასვლელად მოემზადა.
-როგორ და ჩვეულებრივად. ელენე ვერ მიხვდა რატომ გადაუბრილა მათემ თვალები, მაგრამ უცებ გამობრუნდა. უკვე კანკალს იწყებდა სიცივისგან.
15 წუთი, რომ გავიდა სასტუმროს ვერ მიაღწია, მაგრამ ვერც ხელებს და ვერც ფეხებს სიცივისგან ვეღარ გრძნობდა. ქარის ყოველ დაბერვაზე მთელი სახე ეწვოდა. ხელები ერთმანეთში გადახლართა, მაგრამ მაშინვე დაუშვა. სველი ტანსაცმელი უფრო წვავდა. ყბები ეტკინა კანკალისგან და მიხვდა, რომ ძალიან ნელა მიდიოდა. წამით იფიქრა, რომ გამოსავალი არ არსებობდა, რომ ვერ მიაღწევდა სასტუმრომდე ისე გაიყინებოდა. სასაცილოა, რომ ბუნების ყველაზე ძლიერ ქმნილებებს, ადამინებს, ყველაზე ცოტა ყოფნით სასოწარკვეთაში ჩასავარდნად.
-ელენე, ხმა რომ მოესმა მთელი ძალა შებრუნებაზე დახარჯა, -შენ რა სველი ხარ? რატომ ტირი? ანდრეამ სახე ისე ააწევინა, ისე ჩახედა თვალებში და ისე გადაუსვა ხელი სველ თმებზე, რომ არც ერთს არ გახსენებია ადრინდელი შეუმჩნევლობა.
-ელენე არ გესმის?
-თამაშობდნენ...მათე და ნიკა..და ...მე წყალი შემესხა... ძლივს მოაბა თავი ისე უკანკალებდა ყბა, ტუჩების მოძრაობაც უჭირდა.
-ჯანდაბა, მოგკლავ მათე, მარტო როგორ გამოგიშვა. გაიყინები ასე. ანდრეამ სველი ჟაკეტი თავისი ხელით გახადა და მისი დუტის მოსაცმელი მოაცვა.
-მერე შენ? ისე მზრუნველად იკითხა ელენემ ანდრეას გული გაუთბა.
-მე არ გავხდები ავად, უთხრა და მისი ქუდიც დაახურა.
-დასველდება, ანდრეა. ძლივს ლაპარაკობდა ელენე.
-არაუშავს, რატომ ტირი რამე გეტკინა, ელენემ მის თვალებში რომ დანახა, როგორ ნერვიულობდა ბიჭი, თავი უცნაურად დაუცლად იგრძნო.
-არა, არ მტკივა სიცივის გამოა. ქარმა დაუბერა და...
-რას ვდგავართ აქ, სწრაფად წამოდი სასტუმროში. ანდრეამ ელენეს ხელი ჩაკიდა და ისეთი ცივი იყო რომ შეაკანკალა, გოგონამ ეს იგრძნო და ხელი გაუშვა. გონებაში ისევ გაკრთა რესტორნის საღამო. ცრემლებით სავსე რომ არ ქონოდა თვალები ახლა აევსებოდა.
-სულ გაიყინე ხომ? ელენეს არ შეუხედავს, ეგონა ანდრეა მიხვდებოდა მისი ახლანდელი ცრემლები რომ ქარის ბრალი არ იყო. ამიტომ მხოლოდ თავი დააქნია. ანდრეას ძალიან მოუნდა, მეტიც თავი ვალდებულად იგრძნო გოგონაზე ეზრუნა. უცებ, პატარა თოჯინასავით აიყვანა ხელში და გულზე მიიხუტა. თითქოს არაფერიო ისე სწრაფი ნაბიჯით გაარძელა გზა სასტუმროსკენ.
ელენეს ეუცხოვა ანდრეასთან სიახლოვე, მაგრამ ვინ თქვა უცხოობა ყოველთვის არასასიამოვნოაო. საოცარი იმპულსები იგრძნო, გოგონას გაყინული სხეული მთლინად მოიცვა ანდრეას სითბომ, მისმა განსხვავებულმა სურნელმა და მოითენთა. თავი ბიჭის კისერში ჩამალა და იგრძნო როგორ ნელნელა გაუთბა გაყინული ცხვირი.
***
-ელენე, არ დაიძინო. ახლა არ შეიძლება, ელენე, ანდრეა მის გამოფხიზლებას ცდილობდა. გოგონამ თვალები გაახილა. თავისი ნომრის კედლები იცნო. ანდრეამ სააბაზანოში შეიყვანა.
-მისმინე, უცებ არ შეიძლება, ნახევარი საათი, მაინც უნდა მოითმინო ვიცი, რომ მტკივნეულია სიცივე, მაგრამ მაინც ხო? ელენემ თავი დაუქნია. ანდრეამ ონკანი მოუშვა და ცხელ წყალთან ერთად წამოსულმა თბილმა ორთქლმა ნელ-ნელა გაათბო სააბაზანო.
-აი ჩაივცი, მე გარეთ დაგელოდები. ხალათი ხელში მიცა და სააბაზანოს კარები მიიხურა.
-რას აკეთებ არ ჩახვიდე, ჯერ სულ დაგეწვება სხეული. იცოდა ელენემ რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ტკენდა სიცივე.
-მოდი აქ დაჯექი, ადრეამ ვანასთან იატაკზე დააჯინა, რომ ორთქლით გამთბარიყო, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია, ისე თითქოს ეს ნორმალური იყო, აბსოლუტურად ნორმალური.
ანდრეამ რომ შეატყო ელენეს ისე ეძინებოდა, უთხრა მემგონი აღარ არის საშიშიო. ელენეს სხეული ცხელმა წყალმა მიიზიდა.
-ელენე, თუ რამე დაგჭირდეს... მე ქვემოთ ვიქნები ხომ? თითქოს არაფერია, ჩვეულებრივი ადამიანური მოვალეობაა გაყინვისგან გადაარჩინო ცოცხალი არსება. ამას ყველა იზამდა, თითქოს. სინამდვილეში ელენემ ანდრეას თვალებში ცხადად დაინახა მართლა რომ ნერვიულობდა ბიჭი მასზე, წარბები შეჭმუხნული ქონდა ანდრეას და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რომ რამე გამოსავალი კიდევ ეპოვა, რაიმეთი დახმარებოდა. ელენეს გაუაზრებლად დიდი სიხარული მოგვარა იმის გაფიქრებამ, რომ ანდრეასთვის მნიშვნელოვანი იყო. გაუღიმა, თვალებიდან ღიმილი ისევ ჩამოეღვარა და ისევ გაუჩინა ლოყებზე პატარა ბავშვური ფოსოები.
-დიდი მადლობა, ანდრეა. ახლა არა მიშავს.
-არაა საჭირო მადლობა, ძლივს ამოილუღლუღა ისე დააბნია ელენეს ღიმილმა. უკან გაბრუნდა და კარები სწრაფად მოიკეტა.
-არა, რა აცინებდა, გაცივდება, ავად გახდება და მაინც იღიმოდა. რა უდევს თავში ერთი ძაან მაინტერესებს, თავის ნომერში წინ და უკან დადიოდა და თავის თავს ელაპარაკებოდა. ახლა შეეძლო მარტივად გადასულიყო ელენეს აივანზე და ენახა რას შვრებოდა, მაგრამ ამის უფლება არ ქონდა, კიდევ დაუკითხავად ჩარევა იქნებოდა მის ცხოვრებაში. ახლა კი ანდრეას ყველაზე ნაკლებად უნდოდა კიდევ მეტი შეცდომა დაეშვა ელენესთან. თავი, რომ უფრო შეეკავებინა მისაღებში ჩავიდა და მათეს დაელოდა, მასზე მაინც შეძლებდა ემოციების დაცლას.
ელენემ თანდათან თბილი წყალი იგრძნო, თავიდან მართლა აეწვა ცოტათი თითები, მაგრამ სიმოვნებამ სულ მალე გადაფარა უმნიშვნელო ჩხვლეტა. მერე ნელ-ნელა წყლიდან წამოსული ნანატრი ენერგია სხეულის თითოეულ უჯრედში გაუჯდა და მოეშვა. ნორმალურად აზროვნების და განსჯის უნარი დაუბრუნდა. ათასჯერ მაინც გაიხსენა მომხდარი, გადასინჯა, გადაამოწმა, ყველა მზერა და მოძრაობა გაიხსენა. გაურკვევლობა იგრძნო. მაშინ გაყინულ გონებაზე ყველაფერი მარტივი ჩანდა, ელენე ხომ მთლიანად გრძნობებზე იყო მინდობილი, მას მისი შინაგანი სამყარო მართავდა. ახლა კი ნორმალური პირობებში საქმეში ჩაერთო სიმაყე, წარსულის მოგონებები, ყველაფერი ანდრეასთნ დაკავშირებული, თითქოს წონიდა მისი დღევანდელი გამოხედვა იმ არაფრისგამომხატველ ტონს, რითაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, მაგრამ მეხსიერება და განცდილი ემოცია თავისას შვებოდა. ჩვენს მოგონებებს, რომ წაშლის ფუნქცია ქონდეთ ადამიანები აღარ ვიქნებოდით და უსულგულო არსებებად გადავიქცეოდით. ამიტომ ვერც ელენემ გააკეთა არჩვენი ისევ დამალვოდა იმ ანდრეას, თუ რაც შეიძლებოდა შეკედლობა ამ ახალს, თუნდაც იმისთვის დაცულად, რომ ეგრძნო ხოლმე თავი.
საბოლოოდ იმდენი იფიქრა დაიღალა და სააბაზანოდან რომ გამოვიდა თავის ტკივილიც იგრძნო. ალბათ ვცივდებიო იფიქრა და მაშინვე საწოლში შეძვრა.
***
-ნორმალური ხარ საერთოდ? ანდრეა მაშინვე გაემართა მისკენ მომავალი მათესკენ.
-არა, რა თქმა უნდა, სრულიად თავდაჯერებულმა უპასუხა.
-მარტო როგორ გამოუშვი? ნახევრად გაყინული იყო რომ შემხვდა. მათეს თვალები აუციმციმდა და გვერდულად ჩაიღიმა,ფეხზე გამართულად წამოდგა და ანდრეასკენ გადაიხარა.
-მარტო რატო, შენ იქ არ იყავი? მხარზე ხელი დაკრა მეგობარს და უცებ გაეცალა. ანდრეა დამუნჯდა. ერთდროულად იმდენი რამე გაუკვირდა, რომ თავი და ბოლო ვერ მოძებნდა. ანუ ყველაფერი ეტყობოდა, ეგონა ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, მაგრამ მათე ხომ კუდიანია, ნიკას თქმით, ანუ მხოლოდ მათე? ან რას მიხვდებოდა, ჯერ ანდრეამაც არაფერი იცოდა, თუ იცოდა? თავგზა დაებნა და ვერაფერს მიხვდა. ისედაც გაუგებარი სიტუაცია, მათემ უფრო გაუგებარი გახადა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის უკვირდა, რომ მათემ იმის მაგივრად ხმამაღლა გამოეცხადებინა და ბევრი ეხარხარა ანდრეას შეშინებულ სახეზე და მზრუნველ ხასიათზე, ყველასგან მალულად, თითქოს საიდუმლოდ ჩაჩურჩულა ყურში. მათეს ასეთი საქციელი რაღაც ძალიან სერიოზულს მოასწავებდა და უცებ იგრძნო ანდრეამ რომ არც მისი მეგობარი, არც არავინ სულიერი ამ ქვეყნად მის გარდა არ ართულებდა სიტუაციას, მდგომარება საერთოდ არ იყო რთული, ისეთი რომ გადაწყვეტად და მოგვარებას საჭიროებდეს, უბრალოდ ეს ანდრეა ვერ ეგუებოდა ვერაფრით ცვლილებებს. არა, არ ეშინოდა, უბრალოდ არ უყვარდა. ისე ამოისუნთქა თითქოს მთელი შიგნეული ამოაყოლა ჰაერს. საათს დახედა, უკვე თორმეტი სრულდებოდა, ელენე აღარ ჩამოვიდოდა, ალბათ ეძინა კიდეც უკვე.
-ადრე დაიძინებდა, ცუდად იყო, ხმამაღლა თქვა ანდრეამ და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. მერე რა რომ არავინ იყო, ან რომ არ ეკითხებოდა, ან უცანურად რომ იქცეოდა, თავის თავს რომ არ უტყდებოდა და გონებას ამ საკითხზე ფიქრის უფლებასაც რომ არ აძლევდა. იგი მაინც ელოდებოდა. ხომ შეიძლებოდა ელენეს ღამე გაღვიძებოდა და ოთახიდან გამოსულიყო, ან წყალზე ჩასულიყო სამზარეულოში, ხომ შეიძლებოდა ამ საღამოს კიდევ ენახა. შეიძლებოდა. ამიტომ ანდრეა ელოდებოდა, რა მნიშვნელობა ქონდა მიზეზს, როცა მოლოდინიც კი ასეთი სასიამოვნო იყო.
***
დილით ყველა საახალწლო სამზადისში იყო. ნიკა გამთენიისას წავიდა საყიდლებზე გეგასთან და ნინისთან ერთად. ანი სულ სალომეს ეწუწუნებოდა ვნერვიულობ დღეს მათეს რომ უნდა ვუთხრაო.
-ანი, ძალიან გთხოვ. თავი ამატკიე უკვე. გაიგებს ყველაფერს რა არის სანერვიულო
-არასდროს არ გვილაპარაკია ბავშვებზე. ჯერ მხოლოდ 4 თვეა დავქორწინდით. რომ არ მოუნდეს?
-გაეყარე, ელენემ საბნიდან ცხვირი ამოყო და ჩახლეჩილი ხმით უთხრა, სრულიად დარწმუნებულმა.
-რას მეუბნები ელენე? ანის ცრემლები კინაღამ წამოუვიდა.
-შენ თუ იმ დონეზეც არ იცნობ შენს ქმარს, რომ გეშინია აბორტის გაკეთება არ მოგთხოვოს, მაშინ ხო, უნდა გაეყარო, რაც შეეძლო მკაცრად ჩაილაპარაკა.ნერვები მოუშალა ანას ნერვიულობამ, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მათეს ამაზე მეტად არაფერი გაუხარდებოდა.
-მე მიყვარს მათე და მასაც უყვარვარ. გაბრაზებულმა ჩალაპარაკა ანიმ.
-მაშინ ნუ აატკივე სალოს თავი, ელენემ გაუღიმა და დააცემინა.
-გადი ჩემი ოთხიდან არ გადაგედოს, ანი, არ გეხუმრები, მართლა გადი.
-ორი გემოვნებიანი ადამიანი მჭირდება, მათემ კარები დაუკაკუნებლად შემოაღო. -ელე, რა გჭირს?
-გუშინ გმირულად დავსველდი ბრძოლის ველზე.
-რაა? ავად ხარ?
-ცოტათი, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი საყვარელი სიძე გადავარჩინე, ნუ პრინციმში თავი გადამარჩენინა, ელენე სასაცილოდ დაეღრიჯა მათეს.
-აუ ბოდიში, ელე, რა შტერი ვარ მაგდენი კი არ მიფიქრია.
-არ ვარ მასე ცუდად, სიცხე მაქვს უბრალოდ და შენი ფეთიანი ცოლი არ მაყენებს საწოლიდან.
-საღამოსთვის ხო უკეთ იქნები უეჭველი.
-ანი, მოაშორე შენი ანერვიულებული ქმარი აქედან, ელენემ თვალები გადაატრიალა. -სალო, შენც წადი ნინის მიეხმარე ვიძინებ ახლა.
-მარტო როგორ დაგტოვო გიჟი ხარ ?
-გოგო, წადი გადარევს ის იქ ნიკას და ნორმალურად გააკეთეთ რა, ელენემ გაიცინა. სალომეც რომ გავიდა მოეშვა და შეეცადა ამდგარიყო ლოგინიდან, მაგრამ მთელ სხეულში ტეხდა, ვერაფრით შეძლო თავის აწევა ისეთი დამძიმებული ქონდა. მათემ უამრავი წამალი ამოუტანა დაახლოებით ერთ საათში. ელენე სიცილით კინაღამ მოკვდა, ამხელა პარკი რომ დაინახა.
-მათე, ანი ცუდადაა? ანდრეას ხელში ისევ კიბე ეჭირა და ისევ რაღაცას აკეთებდა.
-არა, ელენეს სიცხე აქვს. გუშინ რომ დავასველეთ, ადი ნახე, სრული სერიოზულობით უთხრა. ანდრეამაც კიბე იქვე დადო და მეორე სართულისკენ წავიდა.
-ჩემი დამჯერე ბიჭიი... მათემ ვერაფრით შეიკავა თავი არ დაეცინა. ანდრეას უკან არ მოუხედავს, არც გაუგონია.
კარეზე ფრთხილად დააკაკუნა. პასუხი რომ არავინ გასცა შევიდა. ერთი შეხედვით ელენე ოთახში არ იყო. მაგრამ მერე დაინახა საბანი როგორ შეირხა და საწოლს მიუახლოვდა. სახე გამოუჩინა გოგონას. ტუჩები და ლოყები სასაცილოდ ქონდა დაწითლებული. თმები უწესრიგოდ ეყარა სახეზე და ბალიშზე. სახეზე რომ ცივი ჰაერი მოხვდა, წარბები შეიჭმუხნა. სუნთქვაზეც ეტყობოდა ავად რომ იყო, ისე მძიმედ ადიოდა და ჩამოდიოდა მკერდი. ანდრეამ შუბლზე ხელი დაადო. აშკარად მაღალი სიცხე ქონდა. გვერდით კომოდზე წამლების ფირფიტა იდო, ანდრეა მიხვდა რომ წამალი დალეული ქონდა ელენეს.
იმ დღეს კიდევ დახედა გოგონას და ისევ ეძინა. შუბლიც ისევ ცხელი ქონდა. საღამოს ელენეც ჩამოვიდა ძირს. მათეს მართლა გაუხარდა მისი დანახვა და ელენეს ჩამოსვლის მიზეზიც ეს იყო, რომ ზედმეტად ან თუნაც ოდნავ მაინც არ ენერვიულათ ახალ წელს მის გამო. თანაც ძალიან უნდოდა მათეს სახე ენახა ანი რომ ეტყოდა.
-მოკლედ, ახლა არ გადამრიოთ. მართლა ყველა ვსვამთ გასაგებია. ელენე არ მინდა პრანჭიაობა და გაჯიუტება, საკმარისად გვაქვს და ეს ახალი წელი არავის არ უნდა ახსოვდეს, მათე ისე სასაცილო სერიოზულობით ლაპარაკობდა სიცილი ვერავინ შეიკავა. -არ ვხუმრობ მე, ყველა ვსვამთ, გარდა ჩემი ანუშკისა, მათემ გაიღიმა.
-ოჰოჰო, ვითომ რატო? ნიკამ უცებ წამოიყვირა.
-იმიტო რო ჩემი შვილი ჯანმრთელი მინდა დაიბადოს, გასაგებია? მათე ვეღარ იკავებდა სიცილს უკვე. არც უნდოდა ანისკენ გაეხედა. სასაცილოდ აცეცებდა თვალებს.
-ოო რა შვილები შეჩამა, ანდრეას წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ ნიკა მართლა ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
ანი გაოგნებული იდგა, ეჭვიც არ ქონდა რომ მათემ იცოდა. გაღიმებაც კი დაავიწყდა, საერთოდ ყველაფერი დაავიწყდა, გაშეშებული იდგა და ქმარს უყურებდა.
-სიურპრიზი ჩაგიშალე, ბოდიში, მათემ ხელი მოკიდა და ჩაიხუტა, ანის ცოტა აკლდა ატირებამდე. -ახლა არ გადამრიო ცრემლები არ დამანახო იცოდე. ანიმ თავი დაუქნია და ისევ ჩაიხუტა ქმარს.
-რა საყვარლები არიან, ელენე სიხარულით აივსო და სუნთქვაც კი გაუადვილდა ამ წუთას.
-ელენე, რა ხმა გაქ? არც შეუმჩნევია ანდრეა ისე მიუახლოვდა.
-გავცივდი, ისე გახარებულმა უთხრა გეგონებოდათ ამაზე კაი არაფერი დამართნიაო.
-ჩაი არ გინდა მერე?
-ანდრეა რა დროის ჩაია, შენს ძმაკაცს მალე შვილი ეყოლება წადი მიულოცე.
-მივულოცე უკვე, გაეცინა ანდრეასაც და ელენეს გახედა.
გოგონამ მისი მზერა რომ დაიჭირა, გაშეშდა. უცანურად უყურებდა. ესამოვნა, საშნლად ესიამოვნა და მოუნდა სულ ასე შეეხედა მისთვის. ოღონდ მხოლოდ მას.
***
ახალი წელი, რაც არ უნდა ხდებოდეს გულში, მის გარეთ ან მსოლიოში, მაინც ახალი წელია. დაუკითხავად შემოიპარება ჩვენში სიხარული და გრძნობაც, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. ელენეც ასე იყო და ძალიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად ანდრეაც.
ფეიერვერკების, სიმღერის, ყვირილის ხმაზე მართლა რთული გასარჩევი იყო რა ხდებოდა. ელენე უცნაურად ბედნიერი იყო, თითქოს მის სულს არაფერი აკლდა. ყველა ადამიანი ცალ-ცალკე შეუყვარდა ვინც აქ იყო. მარტო ელენე კი არა, ყველა ასე იყო. ახალ წელს ახალი ცხოვრება იბადება, ახალი იმედებით და ახალი ოცნებებით სავსე. ადამიანს კი ეს ახალი ენერგია იმდენად დადებითად მუხტავს, რომ არაფერი უნდა გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი გასცეს. მეტი გაიღიმოს და უფრო ბედნიერი იყოს. ელენემ ყველას მიულოცა, ყველას გადაეხვია და აკოცა, პასუხი მხოლოდ ერთისგან გაიგონა.
-მეც გილოცავ, ელენე. მგრძნობიარე კი, მაგრამ რომანტიკული არასდროს ყოფილა და არც არასდროს ჯეროდა მუცელში მოფარფატე პეპლების, მთელი ღამე ტირილით გათენებული ღამეების და მით უმეტეს სიყვარულის გამო თავგანწირვის. მაგრამ ახლა ანდრეას ხმა მართლა ზარებევით მოესმა. მხოლოდ ერთი რამ იგრძნო და ამ გრძნობამ ისე შეაშინა, მოხვეული ხელები კისრიდან მოაშორა ბიჭს. სწორედ ეს იგრძნო, რომ არ უნდოდა ხელი გაეშვა. დამოკიდებულებამ შეაშინა, იმან რომ რაღაც რაც ძალიან უნდოდა სხვისი სურვილის მიერ იყო წარმართული, იგრძნო რომ ამ შემთხვევაში მარტო თვითონ არ იყო გადამწყვეტი და შეეშინდა.
ანდრეა გულღიად უღიმოდა, წამით არ დაუშვია, რომ ელენე გააზრებულად მოეხვია, მაგრამ ხომ გააკეთა. სამაგიეროდ ახლა მისი რეაქცია მოეწონა, ელენეს ღია თაფლისფერ თვალებში მსი სახის ანარეკლი დაინახა და თვალის ყოველ დახამხამებაზე თავიდან ასუფთავებდა ელენე.
გოგონას ძალიან უკვირდა. როგორ შეიძლება ასე ცვლიდეს ადამიანს ღიმილი. ანდრეას სახე ანათებდა ამ წუთას. გაღიზიანდა გოგონა საშინლად და ხელები მომუშტა ისე მოუნდა შეხებოდა. გადაულახავ წინააღმდეგობას გრძნობს ადამიანი როცა ისეთ რამეს გრძნობ რაც არ გინდა. ალბათ ჩვენი ყველაზე დადებითი სწორედ ისაა რომ გულის გონებას ნაკლებად ემორჩილება. ელენეს ცხოვრება კი გააზრებული და დალაგებული ქონდა. იცოდა რა უნდოდა და რა არა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სურვილების განსახორციელებლად მხოლოდ მისი ძალისხმვა იყო საკმარისი და სხვა არავისი. ახლა დარწმუნებული აღარაფერში აღარ იყო. ანდრეას გვერდით თავს მარტო გრძნობდა, აუხსნელი, შეუვსებელი სიცარიელე სულს უხუთავდა.
თავის ოთახში ჯერ კიდევ ესმოდა სასიამოვნო, ხალისიანი ხმაური, მაგრამ ჩასვლა არ უნდოდა. ლოგინში რომ შეძვრა საერთოდ დაავიწყდა რა დღე იყო და დაეძინა.
ანდრეა თავს მართლა კარგად გრძნობდა. ასეთი მხიარული დიდი ხანია არ ყოფილა. იზიარებდა მეთეს მომავალი მამობის სიხარულს, ანის გულწრფელ, უმიზეზო ცრემლებსაც უგებდა და ისიც აბედნიერებდა რომ იყო, მათთან ერთად. კი, კი, ნამდვილად ეს ახალი წელი ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში.
***
-გუშინ როდის წამოვიდა შეამჩნიე? სალომე თავჩაღუნული იჯდა ელენეს საწოლი გვერდით.
-არა, თან მათემ დალიეთო და... ნინი თავს აქნევდა და წარბებს არაფრით ხსნიდ.
-საშინელი ადამიანები ვართ, ანიმ დაასკვნა და ფეხზე წამოდგა.
-რომ გავაღვიძოთ?
-რა სისულელეა, იქნებ უკეთესად გახდეს მალე.
-არა, როგორ გეკადრებათ, ელენე ძლივს ლაპარაკობდა, ცოტა კიდევ იყვირეთ მერე მართლა აღარ გამეღვიძება. თვალების რომ გაახილა ეგონა თან ლოდი დააწვა. -ანი, გადი ოთახიდან. ვერ გაძლო და ისე დახუჭა თვალები.
-ელე, შუბლზე მოგანათეთ და ოცდაცხრამეტ-ნახევარი გაქ სიცხე, რა ვქნათ? ელენეს, რომ რაღაც ძალა ქონოდა სხეულში აუცილებლად გადაიხარარებდა, მაგრამ ახლა უბრალოდ გაიღიმა.
-თერმომეტრია ეგ გოგო, სალომემ შუბლზე ხელი იტკიცა.
-მოიცა დავუძახებ მათეს, გააფუჭა და გამოასწოროს. ანი ოთახიდან სწრაფად გავიდა.
დასჯილი ბავშვებივით შემოვიდნენ ნიკა და მათე ოთახში. ელენეს საშინლად რცხვენოდა ახალ წელს რომ ასე მოხდა მის გამო, მაგრამ თავს ვერაფრით ატანდა ძალას ამდგარიყო.
-საავადმყოფოში წავიყვანოთ, გეგა სიტყვით გამოვიდა. ნიკამ საწყალი თვალებით ახედა ძმას.
-აუ ანის თავს გეფიცები ძაან მრცხვენია ასე რო ხარ ჩემ გამო, მათე მართლა სერიოზული იყო.
-ნუ დამტირით თავზე, ცოცხალი ვარ. ელენემ ისევ ძლივს გაახილა თვალები და ანდრეა ვერ დაინახა.
-წავიყვანოთ საავადმყოფოში, ნინიმ იყვირა უცებ, ნერვები მოშლილი რომ ქონდა სახეზე ეტყობოდა.
-ვინ უნდა წაიყვანოთ? ოთახში ანდრეა შემოვიდა და ელენემაც ხმაზე მაშინვე იცნო. ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა და სახე უფრო დამალა საბანში. -ელენე? კიდევ ცუდადაა?, ანდრეამ ისე გაუაზრებლად გაიარა ოთახი, მიუახლოვდა გოგონას საწოლს, შუბლზე ხელი დაადო და თქვა "მაღალიაო" თითქოს ოთახში ისევ არავინ ყოფილიყო.
-თბილისში წავიყვან, გაამზადეთ, მე მანქანას გამოვიყვან მანამდე. სრულიაად ჩვეულებრივმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა, ნინის მართლა ქონდა პირი დაღებული და მათე სიცილს ძლივს იკავებდა. ნიკა, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხვდებოდა. გეგა, აშკარად გავდა მის ძმას.
-ჩვენც...
-ახლავე ჩავულაგებ, სალომემ ანის გააწყვეტინა და სააბაზანოში შეიყვანა.
ელენეს ბარგი მხოლოდ ერთ ჩანთას მოიცავდა,ამიტომ დიდი დრო არ დაჭირვებიათ. შეთქმულებივით ხმას არ იღებდნენ ანდრეას ქცევაზე. ამასობაში ბიჭმა მეორედ მოახერხა ნინი ისე გაეოცებინა, რომ კიდე დააღო პირი. ხელში აყვანილი ჩაიყვანა კარებთან მდგარი ელენე ძირს. გაეცინა, როცა დაინახა, რომ მისი ქუდი ეხურა.
არ ჩქარობდა, არ უნდოდა სწრაფი მგზავრობით კიდევ უფრო შეეწუხებინა გოგონა. თან რაც შეიძლება ხშირ-ხშირად უყურებდა ელენეს, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობდა არ დაეძინა.
-დაგიბრუნებ, გავრეცხავ და მერე...თავის ჩიბურტყუნა და თვალები მაინც დაეხუჭა.
-შენ უფრო გიხდება, გქონდეს. ანდრეას გაეცინა, ძალიან მოსწონდა მსგავსება, რომელიც ელენეს ბავშვებთან აიგივებდა.
გოგონა მადნამაინც ვერ მიხვდა იყო თუ არა კომპლიმენტი ბიჭის ქუდი, რომ გიხდება, მაგრამ მაინც ესიამოვნა და შეიძლება გაწითლეულიყო კიდეც ლოყები ისედაც შემწვარივით რომ არ ქონოდა. მაინც დაეძინა.
ანდრეამ არ იცოდა რა ექნა. შეეძლო საავადმყოფოში წაეყვანა, მაგრამ დღეს ხომ პირველი იანვარი იყო, ახალ წელს საავადმყოფოში ხომ არ გაატარებდა ელენე, კიდევ შეეძლო სახლში მიეყვანა, მისამართი ზუსტად ახსოვდა. მაგრამ... არა, მერე ვეღარ ნახავდა. მანქანა ნელა შემოატრიალა რომ მძინარე არ გაეღვიძებინა და თავისი სახლისკენ აიღო გეზი.
ელენეს ისე ეძინა, ვარაფერი გაიგო. მხოლოდ ერთხელ გაიღიმა, როცა თავი თბილ ლოგინში იგრძნო და საბანში უფრო გაეხვა. ანდრეამ ცოტა ხანს უყურა, მტელი ძალით ებრძოდა ტუჩებს მაგრამ მაინც იღიმებოდნენ, არაფრით უჯერებდნენ პატრონს, გოგონას კი ისე საყვარლად ქონდა მობუზული წითელი ტუჩები, რომ მართლა ყველას გაეღიმებოდა. ანდრეამ თავისი ოთახიდა ფურცელი და ფანქარი გამოიტანა და ისევ შეუდგა ძველად საყვარელ საქმიანობას.
***
საღამოც მოვიდა. ელენემ თვალები გაახილა. ლოდები აღარ უგრძვნია და ესიამოვნა. საწოლში გაიშალა და ჭერს რომ შხედა მერე გაუკვირდა, მერე დაფიქრდა. ოთახი ვერ იცნო, და მიმოიხედა. პირი ლამის ნინის მსგავსად დააღო სავარძელში მძინარი ანდრეა რომ დაინახა. გრძელი ფეხები გაშლილი ქონდა და თავი უკან გადაეგდო. ელენეს უფრო ესიამოვნა, ვიდრე გაუკვირდა.
ლოგინიდან ჩამოხტა და ბიჭს მიუახლოვდა. სასაცილო იყო, ანდრეა ზოგადად მშვიდი იყო, მაგრამ ასეთი არასდროს. მის სახეს ყოველთვის ეტყობოდა რაღაც მძაფრი ემოცია, ახლა არა. ელენემ ხელები მომუშტა, მაგრამ მაინც სხეულმა თავისი ქნა და ბიჭს სახეზე ჩამოუსვა. ნორმალურად არც ეხებოდა ანდრეამ რომ ხელი დაუჭირა, წამის მეესადში შემოაბრუნა და ხელი მოუგრიხა, ზურგით ბიჭის მაგარ მკერდს რომ მიენარცხა ელენემ ამოიყვირა, მაგრამ ხმა ანდრეას ხელებმა დაუხშო კისერში რომ უჭერდა. ანდრეამ ისევე სწრაფად გაუშვა, როგრც დაიჭირა.
-ელენე... სიმშვიდის ნაპერწკალიც აღარ ქონდა თავლებში, არეული იყო, კისერი სულ დაძარღვოდა. გოგონა სწრაფად მოშორდა და უფრო შორს დადგა. -მაპატიე, არვიცი... ვერ გავიაზრე. ელენე არ ელოდა ასეთ რეაქციას და მოულოდნელობისგან თვალები ცრემლებით აევსო.
-რამე გატკინე? ელენე, ანდრეა ახლოს მივიდა და გოგონას ხელზე დახედა.
-არა, კარგად ვარ. ხელი გამოწია და შეეცადა თვალები დაემალა. მიხვდა, ასეთი რეაქცია იშვიათობა იყო. რაღაც ღრმად ფსიქოლოგიური ტრამვის შედეგი. გაუგო, ანდრეა მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იცოდა. ასეთ დროს კი ვერ გაბრაზდებოდა. ანდრეამ თავი დაუქნია და გვერდით გადგა.
-წამლები გამომატანეს გოგოებმა, აი იქ დევს პარკში. დალიე, მაგრამ მგონი უკეთ ხარ ხო?
-კი, ხმაც უკეთ მაქვს.
-სააბაზანო იქ არის ელენე და თავი მოიწესრიგე. მე ჩაის გავაკეთებ ქვემოთ ჩამოდი. ბიჭი კარებისკენ დაიძრა.
-ანდრეა, შენს სახლში ვარ?
-ხო, ნუ გეშინია, არავინაა ჩვენს მეტი, თავისი ჭკუით დაამშვიდა გოგონა. ქვემოთ დაგელოდები.
ელენეს რაც შეეძლო სწრაფად გააკეთა ყველაფერი, თუმცა სისუსტეს მაინც გრძნობდა. მალევე ჩავიდა ძირს.
-ანდრეა, ვერ წარმოიდგენ შენი როგორ მრცხვენია. არ ელოდა, მართლა არ ელოდა ახლა ამ სიტყვებს და შეცბა.
-ვითომ რატომ? გაღიზიანება იგრძნო ელენემ მის ხმაში, და უფრო ფრთხილად გააგრძელა.
-დღეს ხომ პირველი იანვარია, ახალი წელი, მე კიდე ყველაფერი ჩაგაშხამე.
-ადამიანური მოვალეობები ზოგჯერ მსხვერპლს ითხოვს, ელენე, შენ არაფერ შუაში ხარ მე გადავწყვიტე წამომეყვანე. ელენეს სახე მთლინად გაუხურდა, მინიმუმ ელოდა უპასუხებდა რომ არაუშავდა. მოვალეობებს რომ მიაწერა ყველაფერი გაღიზიანდა თავი ზედმეტ ტვირთად იგრძნო, ისევ.
-მაინც დიდი მადლობა, ძლივს მოაბა თავი, არაა საჭირო არაფერი მე სახლში წავალ, ისედაც შეგწუხე. ანდრეას თვალები ჩაუქრა, ელენეს ხმაზე მიხვდა, რომ გოგონამ ყველაფერი სერიოზულად მიიღო, თან გაბრაზებული კი არ ჩანდა, მართლა სერიოზულად უხდიდა ბოდიშს.
-ელენე, რას ამბობ, გეხუმრე, ანდრეამ ჩაი დაუდგა, -დაჯექი და დალიე ახლა.
-არა, არ მინდა, ელენემ კიდევ უფრო უკან დაიხია, -სახლში წავალ.
-ნუ გამაგიჟებ ახლა, არ მეგონა ასე სერიოზულად თუ მიიღებდი.
-სიმართლეა და...
-ელენე, დაჯექი. რომ მაწუხებდე სახლში მიგიყვანდი ან საავადმყოფოში და იქ დაგტოვებდი, არ მაწუხებ. თანაც ვიცი ჩაი გიყვარს.
-მადლობა, თქვა ელენემ და ჯერ კიდევ გაწითლებული დაჯდა.
ისე დალია ჩაი ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ანდრეას უამრავი კითხვა ქონდა მასთან. უნდოდა ყველაფერი გაეგო, როდიდან მღეროდა, განსაკუთრებით მამამისზე აინტერესებდა. მაგრამ ხომ არ ეტყოდა, შენზე ყველაფერი მოვიძიე და იქედან ვიციო ამიტომ გაჩუმდა.
-ჩემი მობილური რეკავს, ანდრეა სადაა?
-ტელევიზორის გვერდით დევს ელენე.
-ხო ანი? ელენემ ამოისუნთქა ვიღაცასთან ლაპარაკი რომ შეეძლო. -კი, კი ბევრად უკეთ, ახლა..ანდრეას სახლში ვარ. ცოტა ხნის წინ გავიღვიძე, ზურგით შეტრიალდა, რომ ანდრეას მისი გაწითლებული ლოყები არ დაენახა., კარგი დაგირეკავ.
-ანდრეასთანაა, მათეს კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო ანიმ.
-ხო გეუბნებოდი.
-არ მომწონს ეს ამბავი, გაუჭირდება ელენეს.
-რას ამბობ ანი, იცი ანდრეა რა მაგარი კაცია? ყველაზე ჯიგარი გული აქ. ძალიან თბილი და კეთილია, ხომ ხედავ როგორი მზრუნველია.
-უხეშიცაა და ფიცხიც, ელენე კიდე საოცრად მგრძნობიარეა, ვიცნობ ჩემს მეგობარს მე.
-სამაგიეროდ ჩემსას არ იცნობ და გეუბნები, ელენე უკეთესს ვერავის ნახავდა.
-არ ვიცი, მათე. ანი მართლა შეწუხდა.
-დავაცადოთ უბრალოდ და ნახავ. ცოლი მიიხუტა და თავზე აკოცა.

***
-შეგიძლია დარჩე, ელენე, ვერაფერს დაგაძალებ, მაგრამ მართლა არ მიქმნის დისკომფორტს შენი აქ ყოფნა. ანდრეა ცდილობდა, რაც შეიძლება ნორმალური ხმით ელაპარაკა, არ უნდოდა მისდა მიუხედავად რაღაცები დაეძალებინა ელენესთვის. გოგონას კი ზუსტად ეს "მოგულგრილიანობა" აღიზიანებდა ამ წუთას.
-ვერ ვხვდები რა საჭიროა. უბრალოდ ტაქსს გამოვიძახებ.
-ელენე, უკვე თითქმის შუაღამეა, მთელი დღე გეძინა. რატო ჯიუტობ და აიღე მაგ ტელეფონი საუკუნეა რეკავს. გოგონა კიდევ უფრო გაღიზიანდა და ახლა მართლა აღარ იცოდა რა ექნა. ესიკვდილიანებოდა მწვანე ღილაკზე თითის დაჭერა, მაგრამ აუცილებელი იყო.. მომდევნო რამდენიმე წუთი ცდილოდა მხოლოდ გონების მიღმა გაეტარებინა რასაც ისმენდა, უკვე მიჩვეულიც იყო ამგვარ მდგომარეობას და ყველაზე მეტად სწორედ ეს არ უნდოდა, არ უნდოდა მიჩვეოდა ჩუმად ყოფნას, მთელი ხმით უნდოდა ეყვირა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისიც ესმოდა რომ უაზრო იქნებოდა რამეს თქმა, მით უმეტეს, რომ ანდრეა თვალს არ აშორებდა, ყურზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
-გავიგე, ხვალ მოვალ, ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მობილური გვერდით გადადო. სულ ქუჩაში მარტო დგომა ერჩივნა ახლა ანდრეას სახლში ყოფნას. თვალებს რომ აბრჭყვიალება შეამჩნია მაშინვე შეიკავა თავი და ცხვირი აუწვა ვერ წამოსულმა ცრემლმა.
-რა მოხდა ? ელენემ ხმა ახლოდან გაიგონა და შეკრთა. ანდრეა მის გვერდით იჯდა და დაჟინებით უყურებდა.
-არაფერი. ძალიან ეცადა, მაგრამ ხმა მაინც ვერ შეინარჩუნა ბოლომდე.
-ელენე, საჭირო არაა მომატყუო, უბრალოდ მითხარი რომ თქმა არ გინდა. ანდრეას ხმა ისევ არ იყო მკაცრი, ისევ თბილი იყო და ისევ ახლოდან ისმოდა. ელენეს ახლა უფრო მოუნდა ტირილი.
-ჩემს დაბადებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე უნდა დავიწყო იმის ახსნა თუ რა მოხდა ახლა, თქვა და ამოხედა, ელენეს ისეთი დაღლილი სახე ქონდა, რომ ძალიან შეეცოდა ანდრეას. ღიმილითაც მხოლოდ ტუჩები იღიმოდნენ ამ წუთას.
-მე შემიძლია მოგისმინო. ანდრეას ხმა კიდევ უფრო დათბა.
-არა, მადლობა. მე რაც მოვისმინე ისიც მეყოფა. ახლა სხვანაირად გაიღიმა, არც გულუბრყვილო იყო ეს ღიმილი, არც ბავშვური, რაღაც საშინელ ხასიათს ატარებდა დ ანდრეას მოეჩვენა რომ ეს ღიმილი სულაც არ ეკუთვნოდა ელენეს.
-ელენე, დამელაპარაკე. ისე უთხრა, მართლა უნდოდა ახლა გაეგო რა ხდებოდა, რომ დახმარებოდა, რომ მასთან ერთად გავმკლავებოდა.
-მაინც ვერ გაიგებ, მზერა უტეხი იყო უკვე, არც ეს მზერა ეკუთვნოდა ელენეს, -თუმცა რატომ არა? მე ხომ ზუსტად ვესადაგები შენი "დასაბმელი თოკის" თეორიას. ანდრეას ეგონა სილა გააწნეს, ინსტიქტურად სახეც კი მიატრიალა. ეს სილა ეკუთვნოდა ოღონდ მწარე უნდა ყოფილიყო დარტმა. ახლა კი ელენეს ხმა ისეთი რბილი იყო, თან შეშინებული თითქოს დანაშაულს აღიარებს, სხვას კი არ ამხელსო. ანდრეამ დარტყმა მართლა იგრძნო, ოღონდ შიგნით. მხოლოდ შეხედა როგორ წამოდგა ელენე და სახლიდან გავიდა. გააზრებით გვიან გაიაზრე, რომ აღარ იყო ოთახში. მანქანის გასაღები აიღო და კარი ისე მიხურა კინაღამ თან წაიღო.
***
ელენე მხრებზე დაწოლას გრძნობდა, ჰაერს მასა არა აქვსო, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მძიმე და გაუსაძლისი, ვიდრე ფიზიკური სიმძიმე. ელენე გატყდა. სულ ნაწილებად დაიშალა. სახლში არაფრის დიდებით არ მივიდოდა, ალბათ დედამისი ერთ ამბავს დაუწევდა და ამით კიდევ დაკნინდებოდა დედის სახე ელენეში, ამიტომ არ უნდოდა. გოგონები აქეთ არ იყვნენ, მაგრამ რომ ყოფილიყვნენ ალბათ ვერც მათთან ვერ წავიდოდა. არა, ყველაფერი ესმოდათ, მაგრამ ელენეს არ უნდოდა ასეთი ენახა ვინმეს. ცრემლები ვერაფრით შეიკავა. გაუხარდა, რომ ღამე იყო, მაგრამ ქუჩაში, რომ მიმოიხედა და სულიერი ვერავინ დაინახა ცოტა შეკრთა. ალბათ სხვა დროს, ნორმალურ გონებაზე უფრო შეეშინდებოდა, მაგრამ ახლა ნახევარი იყო და ამის თავი არ ქონდა. მხოლოდ მიდიოდა, ნაბიჯებზე ფიქრობდა და თან ითვლიდა. იცოდა, რომ დრო გავიდოდა შეიძლება ერთი საათის მეტიც არ დასჭირვებოდა, რომ თავი უკეთესად ეგრძნო, მაგრამ იმ დროს გასვლა ხომ უნდოდა. ამ სასოწარკვეთას კვალი ხომ უნდა დაეტოვებინა მაინც. არადა ძლიერი იყო, ამის სჯეროდა და მართალიც იყო. ეგონა ცხადად ხედავდა სიჭრელეს მის ირგვლივ, იმდენად, რომ ხელიც გააქნია, ცადა გაეფანტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლა უფრო პანიკამ მოიცვა. სიჭრელეს ჭკუიდან გადაყავდა, ცოტაც და ხმამაღლა ატირდებოდა. ახლაც, ისევე როგორც ყველა დანარჩენ რთულ დროს, თავი ხელში აიყვანა. სუნთქვაც შეწყვიტა, თვალები დაჭყიტა და წარმოსახვა მაშინვე გააქრო. ამოისუნთქა, მაგრამ მაინც გრძნობდა სიმძიმეს მხრებზე და სისველეს ლოყებზე.
-არ ხარ ნორმალური, ხმა გზის გადაღმიდან გაიგონა და სწრაფად მიტრიალდა. რაც არ უნდა ძლიერად შეწინააღმდეგებოდა ამ გრძნობას, მაინც გაუხარდა ანდრეას დანახვა.
-ელენე, სულ გაიყინე. ბიჭმა ხელები სახეზე ჩამოუსვა და მიიხუტა. ელენეს არ გაუპროტესტებია, უფრო მოუნდა ტირილი.
-არ მინდა შენს სახლში, გაბრაზებული ბავშვივით თქვა და ისევ ჩამოუგორდა ცრემლი.
-არ წაგიყვან, აი არსად არ წავალთ მხოლოდ მანქანში ჩავსხდეთ რომ არ გაიყინო. ლოყაზე აკოცა და მანქანისკენ წაიყვანა. ვერაფრით შეელია გოგონას სუსტ, გაცივებულ, მოცახცახე სხეულს, ამიტომ ორივე უკან ჩასხდა.
ელენე თანდათან დამშვიდდა, მაგრამ გრძნობდა, რომ არ უნდოდა მოშორებოდა. რას იფიქრებს ჩემზეო ტვინში გაუელვა და და ანდრეას მკლავბში ოდნავ შეირხა. ბიჭი იმდენად არ ელოდა, რომ შეცბა. ანდრეას თავი უკან ქონდა გადადებული, თვალები დაეხუჭა და მხოლოდ სიმშვიდეს გრძნობდა. ზუსტად მაშინ, როცა მიხვდა თუ არ იმოქმედებდა ელენეს წაართმევდნენ, ან თვითონ წავიდოდა გოგონა, ზუსტად მაშინ როცა გადაწყვიტა უფრო მაგრად მიეხუტებიდა, ელენეც შეირხა.
-თენდება, შეეცადა სიტუაცია განემუხტა, მაგრამ ვერ შეძლო. მართლა თენდებოდა და ანდრეამ შეამჩნია ელენეს თვალებს ჯერ კიდევ არ გადასვლოდათ სიწითლე.
-შენ... ყველაზე კარგი ხარ. ცადა ელენესთვის გაეღიმა, მაგრამ გოგონას სახემ ამის საშუალება არ მისცა, ელენე აშკარად ყოყმანობდა, დაეჯერებინა თუ არა მისთვის. -მე არ ვიტყუები ხოლმე, უკვე გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ანდრეამ და საჭესთან გადაჯდა.
ელენე უკეთ იყო, ბევრად კარგად ვიდრე ღამე და ეს ანდრეას დამსახურება უფრო იყო, ვიდრე გათენების.
-მადლობა. ყველაფრისთვის ანდრეა.
-ნუ მიხდი ამ მადლობებს, არაა საჭირო.
-აბა რა ვქნა? ელენეც გაბრაზდა უკვე.
-გადმოჯექი წინ, ანდრეამ გადმოხედა გაოცებულ გოგონას და გაუღიმა. ელენემ ვერაფერი ვერ გაიგო, მაგრამ სიტუაცია უცნაურად ესიამოვნა.
-აბა, არც ახლა არ წამოხვალ ჩემთან? ანდრეა აშკარად კარგ ხასიათზე იყო და მანქანაც დაქოქა.
-როდესმე აუცილებლად გადახიდი ვალს, ელენესაც გაეღიმა.
-მოუთმენლად ველოდები მაგ დღეს, ანდრეამ თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ გაუღიმა. ახლა მართლა კარგად იყო, მოწონდა სიტუაცია, მას ელენე თავის სახლში მიყავდა.
***
მათეს განზრახ არ დაურეკა. ზედმეტად ბედნიერი ეს დღეები მისთვის რომ ჩაემწარებინა, მაგრამ მარტო დგომა დანაშაულის ადგილას ყოველთვის უჭირდა.
-ბატონო ანდრეა, უნდა გავიდეთ, უკნიდან გაუბედავი ხმა მოესმა, არც შერხეულა. უბრალოდ ვერ მოცილდა ახალგაზრდა გოგონას უკვე უსიცოცხლო სხეულს, ვერ წარმოიდგინა აქ მარტო როგორ უნდა დაეტოვებინათ, ტუჩებზე სილურჯე გადაკრავდა გოგონას, მაგრამ სიწითლეები მის მკლავზე აგიჟებდნენ ანდრეას.
-რა ვიცით? დათო მიჩვეული იყო მის ასეთ ტონს და არაფერი გაკვირვებია, კაცი რომელიც ფოტოებს უღებდა უსიცოცხლოს შეხტა და უფროსს მიაშტერდა.
-არაფერი ბატონო ანდრეა. მხოლოდ იმიტომ შეგვატყობინეს, რომ თქვენ მოითხოვეთ ყველა ასეთი საქმე გაგეგოთ.
-არც ანაბეჭდები, არც არაფერი? ანდრეა საშინლად გაღიზიანდა.
-საერთოდ, მაგრამ საბოლოოს ექსპერტიზაზე გვეტყვიან. ბატონო ანდრეა, გაუბედავად დაიწყო დათომ, უბრალოდ არასასურველ დროს არასასურველ ადამიანს გადაეყარა. დამნაშავესავით ჩაილაპარაკა დათომ და ვერაფრით გაბედა უფროსისთვის შეეხედა. სწორიც ქნა ამ წუთას ანდრეას თვალებიც კლავდა.
-ნუ მაფიქრებინებ, რომ შენთვის მეტისმეტია პოლიციელის წოდება, დათო. ყველაფერი გამირკვიე მსხვერპლზე, ამ საქმეს ვიძიებთ.
-ბატონ მათეს..
-არა, დღეს 5 იანვარია, ჯერ არ დამთავრებულა შვებულება, არ დაურეკოთ.
-გასაგებია, ბატონო ანდრეა.
დანაწევრებული იყო. გული ისე უცემდა ხელიც მიიჭირა არ გადმოვარდესო. დანაშაული ყველა სასტიკია, მაგრამ პატარა გოგონების ასეთ შეურაცხყოფას ანდრეა ყველაზე რთულად აღიქვამდა. ახლა იცოდა ვერაფერი დაამშვიდებდა. მუშტები მაგრად შეკრა და საჭეს დაარტყა. მანქანას ისე მიაქროლებდა თვალის მისწრებასაც ვერ ახერხებდა ჩავლილი გზის, ინსტიქტურად უვლიდა გვერდს დაბრკოლებებს და მთელი გონებით ცდილობდა არ ეფიქრა.
საერთოდ ვერ მიხვდა აქ როგორ აღმოჩნდა. თავიდან საშინლად გაბრაზდა, მაგრამ მერე ქვეცნობიერმა უკითხავად გადმოიყვანა მანქანიდან და სახლის პირდაპირ დადგა. აზრზე არ იყო რა უნდა გაეკეთებინა. როგორ მოქცეულიყო, რომ სწორი ყოფილიყო ყველასთვის. ზარის ღილაკს თითი დააჭირა და დაელოდა. არც ნაბიჯების ხმა ესმოდა არაფერი სახლიდან, მერე უცებ ტკაცანის ხმა გაისმა და კარებიც გაიღო.
-გამარჯობათ, ზღურბლზე ლამაზი ქალი იდგა და ანდრეას უცნაურად უყურებდა.
-გამარჯობათ, უკაცრავად რომ გაწუხებთ, ელენეს შეგიძლიათ დაუძახოთ?
-ელენეს? ქალმა თვალები მოჭუტა და უცებ ანდრეას გაუღიმა. -არა, სამწუხაროდ, არაა სახლში. ანდრეას ეგონა თავბრუ დაესხა ახლა ისეთი იმედი ქონდა რომ ნახავდა.
-გასაგებია, მადლობა. უთხრა და უნდა გამობრუნებულიყო, როცა უცებ მთელი ტანით შეტრიალდა ქალისკენ.
-ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, მობილურის ნომერს ხომ ვერ მომცემდით? ქალს უცებ დაეტყო ცვლილება სახეზე, წარბები შეჭმუხნა და კიბეებს დააშტერდა.
-ბოდიში, მის უკითხავად ვერა.
-არ იქნება ელენე წინააღმდეგი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, კარგად. ანდრეას უკვე სუნთქვა უჭირდა, მთელი სხეული დაძაბული ქონდა.
-საღამოს გამოიარეთ, შინ იქნება. სწრაფად უთხრა ქალმა და კარს უკან გაუჩინარდა.
ანდრეას ეგონა გული წაუვიდოდა ეს რომ უთხრა. მანქანას ახლა უფრო დიდი სისწრაფით ატარებდა. მერე მიხვდა რომ სული ეხუთებოდა და უცებ დაამუხრუჭა. კედელს ისეთი ძალით დაარტყა მუჭი, რომ კანი სულ დაუსკდა.
-გისმენ დათო, ტელეფონში მოუთმენლად ჩასძახა. ახლა მხოლოდ მუშაობა თუ გადაარჩენდა.
-ანანო ისაკაძე, ჯავახიშვილში სწავლობდა, მისი ლექტორების სია გამოგიგზავნეთ და შეგვიძლია დავკითხოთ. მეც წამოვალ.
-იყავი, არაფერი გამოგრჩეს ამ გოგოზე, ყველაფერი გაიგე, მე თითონ მივხედავ. სულ ოდნავ დამშვიდდა, აფთიაქში ბინტი იყიდა და ხელი თვითნ გადაიხვა. ახლა უკვე ნორმალური სიჩქარით წავიდა ჯავახიშვილისკენ.
-ბატონ ვანოს შეხვდრა აქვს სტუდენტებთან, უთხრა სათვალებიანმა ქალმა. ანდრეამ ნიშანი ამოიღო და კინაღამ სახეში მიაფეთა ქალს.
-სასწრაფო საქმეა, უთხრა და ქალის მიერ ნათქვამი აუდიტორიისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ეს ლექტორი ყველაფერს მოუყვებოდა გოგონაზე და საქმესაც გახსნიდა. კარებზე მოუთმენლად დაკაკუნა.
-მობრძანდით, გაისმა ოთახიდან კაცის მკაცრი ხმა, ანდრეამ კარები შეაღო და ოთახში შევიდა.
-დააგვიანეთ, იგივე ხმა მოესმა ანდრას.
-გეშლებათ, ანდრეამ ისევ დაანახა თავისი ნიშანი და კაცს ანიშნა გარეთ გაყოლოდა. ბატონი ვანო უფრო დასერიოზულდა.
-დეტექტივი ანდრეა არაბული, ხელი ჩამოართვა ანდრეამ
-ჩემს კაბინეტში შევიდეთ, უთხრა ბატონმა ვანომ, ანდრეამ ისევ დახურული სივრცე რომ წარმოიდგინა შეაკანკალა.
-აქ იყოს, არაუშავს.
-მაშინ გისმენთ.
-ანანო ისაკაძე თქვენი სტუდენტი ხომ იყო?
-იყო?
-ამ დილით იპოვეს, მოკლულია და...
-რას ამბობ შვილი ანანო?
-დიახ
-როგორ? ანდრეამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ისევ გოგონას მდგომარეობა გაახსენდა.
-თავს დაესხნენ. დაახლოებით 13 საათის გარდაცვლილია. -მანტერესებს უცნაურად ხომ არ იქცეოდა, ან გუშინ ვინმესთან ერთად ხომ არ დაგინახავთ.
-ახლა გამოცდებია და ყველა ვიღაცასთან ერთად დადის, ანანოც ასე იყო. გუშინ მეც შევხვდი, მომესალმა და ახალი წელი მომილოცა, კარგი გოგო იყო.
-მისი კურსელებიდან რომელიმე აქ ხომ არაა?
-კი, ახლავე დავუძახებ. მე მეტი მართლა არაფერი ვიცი შვილო.
-მადლობთ, ბატონო ვანო, ადრეას კაცი შეეეცოდა ასე რომ აუწყლიანდა თვალები. დაემშვიდობა და მომდევნოს დაელოდა.
-ანდრეა, აქ რას აკეთებ? ელენეს აშკარად გახარებული ხმა ჰქონდა, ანდრეა დააშტერდა და სიმშვიდე იგრძნო სისუფთავესთან ერთად.
-საქმეს ვიძიებ,
-ა, ის დეტექტივი შენ ხარ? ელენეს თვალები ჩაუქრა, ანდრეამ შემჩნია და ვერ მიხვდა რა მოხდა.
-ხო.
-სამსახურში გადი? ელენემ თითქოს მიზეზი მოძბნა იმას თუ რატომ არ ეხმიანებოდა ბიჭი.
-კი, ელენე, ანანო ისაკაძეს იცნობ?
-კი როგორ არა ჩემი და ანის კურსელია. ანდრეას გული დაწყდა ელენემ ისე მხიარულად უპასუხა.
-გუშინ.. მოკლეს.
-რაა? რას ამბობ ანდრეა გუშინ ჩემთან ერთად იყო, ჩემს სახლში, ვმეცადინეობდით.
-თავს დაესხნენ, ელენე, ძალიან ვწუხვარ. გოგონას ცრემლები წამოუვიდა და ანდრეაც დაიბნა არ იცოდა რა ექნა.
-წამოდი, ხელი ჩაკიდა ელენეს და შენობიდან გაიყვანა, გოგონას ცრემლები მაინც მოდიოდა.
-დამშვიდდი, ელე, რა... ანდრეა უკვე ეხვერწებოდა.
-მე ვუთხარი ტაქსი გამოვიძახოთთქო მაგრამ არ დამიჯერა, ანდრეა, გესმის მოკვდა. ეს არ შეიძლებოდა ის ისეთი კარგი იყო, სლუკუნებდა ელენე.
-ხომ არ იცი ვინმეს ხვდებოდა შენი სახლიდან რომ წამოვიდა?
-არა, დაღლილი იყო, მეძინებაო იძახოდა, ამაზე კიდევ უფრო ატირდა.
-ელენე, დამშვიდდი რა. ანდრეამ ხელი მოკიდა და დაჭიმული მუშტები გააშლევინა.
-უნდა დამეძალებინა, ანდრეა, როგორ არ დავაძალე ტაქსით წასულიყო. ბიჭი შეკრთა ახლა ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა ელენე დანაშაულის გრძნობას დაეტანჯა.
-ელენე, გეყოფა შენ რა იცოდი. სისულელეა მასე ფიქრი. ხელის გულზე აკოცა და მიიხუტა. ელენეს გული უფრო ამოუჯდა.
-როგორ მოკლეს?
-არ გინდა, საკმარისია. ელენე ისეთი მკაცრი იყო ცრემლიანი თვალებით, რომ ანდრეა იძულებული გახდა ეთქვა.
-ძალა იხმარეს, წინასწარი დასკვინით აქტის დროს მოახრჩვეს. ელენეს სახე გაუშტერდა, ისე მიშჩერებოდა ანდრეას. ბიჭმა სახეზე ხელი ჩამოუსვა და თავზე აკოცა. ელენე გაოგნებული იყო, მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ანდრეას მთელი სხეული დაძაბული ქონდა, მის თვალებსაც ახლა მიაქცია ყურადღება და გული კიდევ უფრო ეტკინა. მკლავები კისერზე მაგრად შემოახვია და ჩაეხუტა.
ანდრეა გაიწმინდა.
-შენ კარგად ხარ? ეგონა მოესმა, მაგრამ ელენეს ნაღვლიან თვალებს რომ წააწყდა გული აუჩქარდა.
-ასეთს პირველად არ ვხედავ, ანდრეამ მზერა აარიდა.
-ეგ არ მითქვამს მე, ვიკითხე როგორ ხარ ახლათქო, ელენემ აიძულა მისთვის შეეხედა. ვერაფით მოატყუა ანდრეამ.
-ვუძლებ, ელე. ელენეს კიდევ წამოუვიდა თვალებიდან ცრემლები.
-სახლში წაგიყვან ხო გინდა?
-უხმოდ დაუქნია თავი და ღვედი გაიკეთა. გზაში ხმა არც ერთს ამოუღია. ანდრეა მართლა უკეთ იყო. ელენე გაათებულად გრძნობდა თავს. ვერაფრით იჯერებდა ანანო რომ ასე მოკლეს, ანდრეაზეც ნერვიულობდა და არც სახლში მისვლა უნდოდა.
-უნდა გაუძლო, ელენეს არ შეუხედავს ისე უთხრა ადრეას. თავდაჯერებული და ამავდროულად მავედრებელი კილოთი. თითქოს უსიტყვოდ გაუგო ყველა მის უკვე შეხსნილ იარას და მანქანიდან გადავიდა.
***
ელენესთან მოშორების შემდეგ ანდრეას გოგონამდელი ყოფა მთელი სიმძაფრით შეეჯახა, ხასიათი მოუწამლა და აიძულა არაფერზე ეფიქრა, გარდა იმისა, რომ დამნაშავე უნდა დასჯილიყო. მთელი ღამე არ ამდგარა სამუშაო მაგიდიდან, სულ კითხულობდა, ანანოს თითქმის ყველა ნაცნობი შეისწავლა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. სულ პატარა ძაფიც ვერ იპოვა რომ მას მოსჭიდებოდა და საქმე როგორმე გაეხსნა.
სახლში დილით მივიდა, გადაივლო, ტანზე გამოიცვალა და ისევ დაბრუნდა სამსახურში. ბრაზისგან კინაღამ გასკდა იქ რომ მათე დაინახა.
-შენ აქ რა გინდა? შეუღრინა მეგობარს.
-გაგიკვირდება და მეც მაქვს შენთან კითხვები, ანგელოზო, შესვენებაზე ჩემთან მივდივართ, ალბათ სამი დღეა არაფერი გიჭამია... მათემ არც გამოხედა ისე გაბრაზეულმა ჩაილაპარაკა.
-მათე ხომ იცი...
-შესვენაბაზე ანდრეა. ახლა მის ოჯახის წევრებთან მივდივართ, წამოდი.
ჯოჯოხეთი იყო. ნამდვილ, მდუღარე კუპრში გატარება მამას შეატყობინო როგორ მოკლეს მისი შვილი. ანდრეა სულ მთლად დაიშალა და მათეც არ დალოდებია შესვვენებას ისე გადაუხვია თავისი სახლისკენ.
ჯერ არ გვაქვს შესვენება, მათე.
-ძმობას გაფიცებ, რისი გამკეთებელი ხარ ახლა შენ? ანდრეას არაფერი უთქვამს იცოდა, რომ მაინც ვერ გადაარწმუნებდა.
სასტუმრო ოთახში სამგლოვიარო სიტუაცია იყო. ანი მხრებში მოხრილი იჯდა სასტუმრო ოთახში და ლურჯი თვალები ცრემლებით ქონდა სავსე.
-მათე, არაფრით არ სვამს წამალს. ცუდად გახდება და კიდე არაფერი უჭამია. ელენეს ბოლოს ხმა გაუტყდა და გაბრაზებულმა ტუჩები ამობურცა.
ანდრეა გაიწმინდა.
მათემ ელენეს წამალი გამოართვა და ცოლს ჩაეხუტა. ანი უფრო ატირდა და მათემაც უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-როგორ ხარ? ელენე თვითონ მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ ანდრეას.
-არამიშავს, ელე, შენ? ელენეს ჭკუის შეშლამდე ესიამოვნა ანდრას ხმა ისევ თბილი, რომ იყო.
-რაღაცეები გავამზადე, ხო შეჭამთ? ანდრეა იმდენად მიუჩვეველი იყო ვინმეს მზრუნველობას, რომ ელენე კინაღამ ჩაიხუტა ამ სრულიად უბრალო სიტყვების გამო. თავი სულ ოდნავ დაუქნია და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა.
ელენემ ანის გახედა და გული მოუკვდა, გოგონა ისევ ტიროდა.
-საშინლად არ მინდოდა მისთვის მეთქმა, მაგრამ მაინც გაიგებდა. ტელევიზიიდან მაინც და ახლა ჯობდა მგონი, ელენეს მართლა ჭირდებოდა ახლა ანდრეას ეთქვა ხო, სწორად მოიქეციო, ბიჭმა კი ისე ახედა გეგონებოდა მკველობაზე წაასწროო.
-შენ დაურეკე? თითქმის დაიყვირა ანდრეამ და მათეს ყურადღება წამში მიიპყრო. ძმაკაცისენ წამოვიდა, თვალებში განგაშის სიგნალი ქონდა ანთებული. ელენე შეხტა იმდენად უცხო და მოულოდნელი იყო ანდრეას ხმა ამ წუთას.
-ხო, ანდრეა, რა...
-ვინ გეკითხებოდა? ძაან მოგეწონა შვებულება რომ ჩააშხამე? ანდრეა ფეხზე წამოხტა და ელენემაც ინსტიქტურად უკან დაიხია.
-ანის უნდა ცოდნოდა და, ელენემ არ იცოდა უნდა ეთქვა თუ არა, -შენც არ იყავი კარგად, უცებ მიაყარა და თავი დახარა, რომ ანდრეას თვალები არ დაენახა. სწორად მოიქცა, ელენე ვერასდროს დაივიწყებდა ამ თვალებს.
-ვერ გავიგე... ელენე ისევ შეხტა ანდრეას ხმაზე, მათემ ხელი დაადო ძმაკაცს, მაგრამ მიხვდა, რომ უსარგებლო იყო. -ვინ გეკითხებოდა ჩემს ყოფნას შენ გამაგებინე? გგონია საკუთარ თავს ვერ მივხედავ? ელენეს ეგონა მუცელში წიხლი ჩაარტყეს ისე ეტკინა რაღაც.
-მე.. უბრალოდ... მინდოდა...რაც შეიძლება ნელ-ნელა ლაპარაკობდა, რომ ტირილი არ დაეწყო თან.
-დამხმარებოდი? ანდრეას ხმა ირონიული გახდა და ელენე მთელი არსებით მოიცვა ბრაზმა.
-ხო, მინდოდა უკეთ ყოფილიყავი. თვალი გაუსწორა და უთხრა. ახლა აღარ ეშინოდა რომ იტირებდა.
-დიდი მადლობა, ანდრეა თანდათან მიუახლოვდა გოგონას, -მაგრამ ხომ გაგიგია, არამკითხე მოამბეო... ანდრეა უცებ ვერ მიხვდა რატომ გაწყვიტა სიტყვა, ვერ მიხვდა რატომ შეატრიალა თავი გვერდზე და რატომ აეწვა ლოყა, მაგრამ მერე ელენეს განრისხებული თვალები დაინახა და ყველაფერი გაანალიზა. ისიც გაღიზიანდა.
-არასოდეს, გესმის, ამას აღარსდროს აღარ გაბედავ... ისეთი სიძულვილით უთხრა, რომ ელენეს მართლა წამოუვიდა ცრემლები.
-გეყოს, ახლა ანდრეაც შეხტა მათემ ისეთი ხმით იყვირა, ანიმ თავი ძლივს შეიკავა არ წაქცეულიყო. ელენემ დამნაშავე ბავშვივით ირგვლივ მიმოიხედა მერე კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
-ელე, მოიცა.. ანი უკან გაეკიდა, მაგრამ მუხლებში სისუსტე იგრძნო და მაგიდას დაეყრდნო არ წაქცეულიყო. მათეც მიეშვლადა ხელში აიყვანა.
ანდრეა სახლიდან გავიდა, ისეთი გრძნობა ქონდა, თითქოს ტალახით ყოფილიყო სავსე.
***
მათეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. ისე ჩუმად იყო გაბრაზებული და ანდრეას ყველაზე კარგად ესმოდა რატომაც. ვერც ანის ნახვას ბედავდა, ალბათ რამეს ჩაარტამდა თავში რომ ენახა. ელენე... ელენე სხვა თემა იყო საერთოდ. მასზე ფიქრსაც ვერ ბედავდა. ამასობაში ერთი კვირა გავიდა და დამნაშავეს კვალიც კი ვერ იპოვეს. ახლა ანდრეას აწვა მთელი სიმძიმე მხრებზე და წელში ვერ სწორდებოდა ამას იმდენად ცხადად გრძნობდა.
-მათე მინდაძეს ნახვა მინდა, სასწრაფოა. ანდრეამ ყურებს არ დაუჯერა ეს ხმა რომ გაიგონა და თავი ისე სწრაფად მიატრიალა, კისერი ეტკინა.
-ახლა დაკავებულია, დაელოდეთ. მეორე ხმა რომ მოესმა უკვე ელენეს გვერდით იყო. ხო, ელენესი, გოგონას ისევ არაფრით გამორჩეულად ეცვა და ისევ ყველასგან გამორჩეული იყო მაინც.
ანდრეა გაიწმინდა.
-ელენე, აქ რა გინდა ? მართალია, გოგონას მზერა ეუცხოვა, მაგრამ თავს ისე კარად გრძნობდა რომ არ უნდოდა ცუდზე ეფიქრა.
-მათესთან საქმე მაქვს, ელენე სკამზე ჩამოჯდა და ხელებზე დაიხედა.
-წამოდი, ანდრეამ ხელი გაუწოდა. ეგონა ელენე ჩაკიდებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა და ბედს შერიგებული გაყვა უკან.
-აი, აქ შედი, -მათე, გამოდი ერთი წუთით. ანდრეას რომელიღაც კარს იქით შეიხედა და მერე ელენეს გამოხედა.
-ახლავე მოვა, გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და ისევ ხელებს დახედა.
-ელენე, ხომ არაფერი გინდა. ყავა, ჩაი ან...
-არა, მადლობთ. ახლა არ შეიძლებოდა ელენეს გაუცხოვების ვერ შემჩნევა, ახლა ანდრეაც დაითრგუნა.
-ხო, ელე, შეენ? მათემ გოგონა გადაკოცნა.
-ხო, მათე რაღაც უნდა გითხრა.
-ანი ხო კარგადაა?
-კი, თუ არ გასკდა დღეს იმდენი ჭამა, ელენეს გაეცინა.
-გისმენ აბა, მათე ჩამოჯდა.
-მოკლედ, ეს პანაშვიდები და დაკრძალვები, ხომ გესმის რა, მანამდე არ გამახსენდა. ანანო ერთ ბიჭს უყვარდა, ყოველშემთხევაში ასე ეუბნებოდა. ხო და უცანური ბიჭი იყო. აი საშიში, ანანო სულ გაურბოდა მაგასთან შეხვედრას. არც მე მომწონდა. ხო და გუშინ მეგონა ვნახავდა, მაგრამ გასვენებაში არ იყო. არც მინახავს ანანოს, ნუ ხო ხვდები რა და...
-გგონია შეიძლება დამნაშავე იყოს? მათე დაიძაბა.
-არ ვიცი, მართლა თან სულ არაფერ შაუში, რომ იყოს...
-აბა რატომ გგონია?
-ხომ გითხარი, რაღაცნაირი საშიში იყო. აი ხო ვიდექით ხოლმე უნოვერსიტეტში და უცებ არსაიდან გამოჩნდებოდა. ერთხელ დაემუქრა კიდევ ანანოს, მეც იქ ვიყავი. მემგონი ღირს რომ შეამოწმოთ.
-სახელი და გვარი იცი?
-კი, ლაშა ტუკვაძე, სახეზეც ვიცნობ.
-სწორად მოიქეცი ელე, რომ მოდი და მითხარი.
ანდრეა გაუნძრევლად იდგა და ეს "მითხარი" საშინლად მოხვდა ყურში, არ მოეწონა ელენე, რომ მასთნ არ მივიდა. მერე გოგონას რომ დააკვირდა, შერცხვა. თითქოს დასუსტებულიც იყო, ისეთი დაღლილი სახე ქონდა. ანდრეა მიხვდა, რომ ელენე რთულ მომენტში დატოვა მარტო, არ მიაქცია ყურადღება. იმ დღესაც ნერვებს და თავის ეგოს აყვა. ახლაც შედეგს იმკიდა.
-მაშინ წავალ მე და გამაგებინეთ თუ შეიძლება კაი?
"გამაგებინეთო" ელენემ შემთხვევით თქვა, ანდრეამ კი თავისი თავი დაიჭირა ამ სიტყვაში და გაეღიმა. როგორც არ უნდა ნდომოდა, ელენეს გულგრილობა არ გამოსდიოდა.
ამასობაში გოგონა გარეთ გავიდა, ანდრეა მათეს დაბნეული თვალებით მიაჩერდა.
-აუ, , რა დეგენერატი ხარ. მიყურე ახლა მე, წადი გაყევი! მათემ ხელი იტკიცა თავში და განყოფილების პროგრამისტის ნომერი აკრიბა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეგო ტუკვაძეზე ყველაფერი.
***
-ელენე, გაგიყვან რა. ანდრეამ გოგონა გააჩერა და მავედრებელი კილოთი უთხრა.
-არ მინდა, მადლობა.
-ძალიან გთხოვ მასე ნუ იქცევი.
-ჩამოყალიბდი რა... რომელი ჭრელი პეპელა მე მნახე? ელენემ შუა ქუჩაში იყვირა და მერე ინანა, ადამიანების მზერა, რომ იგრძნო. ანდრეას გაეღიმა.
-წამოდი წაგიყვან.
-არ მინდათქო. უთხრა გოგონამ და საპირისპირო გზას დაუყვა.
ანდრეა დიდხანს იდგა და უცინოდა გოგონას სხეულს, ახლაღა მიხვდა, რომ უკვე გაწმენდილი იყო.
***
ტუკვაძე ვერ იპოვეს. სახლში არ იყო, მეგობრებმაც არაფერი იცოდნენ. მაგრამ ახლა ხელჩასაჭიდი ქონდათ და უკან აღარ დაიხევდნენ. იმ საღამოს არაფრით დაანება მათემ ოფისში დარჩენილიყო.
-ანუ დამნაშავე ეგაა? ნიკა დაბნეულ თვალებს აფახულებდა.
-ნიკა შენ მაინც გაჩერდი ახლა, მთელი დღე ეს ისედაც მაგ ტუკვაძეზე მელაპარაკება ვა! მათემ თითი აწია და ნიკას გაჩუმება უბრძანა. ანდრეა უცნაურად კარგად იყო. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა.
-ნიკოლოზ, ისეთი ხმით დაიწყო ნიკას ვისკი გადაცდა,
-ხო, ანდრე.
-გახსოვს, მეათე კლასში, რომ ვიყავით, შენ მკითხე ნეტა სიყვარული თუ არსებობსო,
-მეთერთმეტეში ვიყავით, მე ანასტასია მოდებაძე მომწონდა და მიტო..
-ნიკააა, მათემ თავში ხელი წამოარტყა და თვალები დაუბრიალა.
-მაშინ არ მიპასუხია და ისე, რომ იცოდე, არსებობს. ანდრეამ ერთი ახედა მეგობრებს და ფართო ღიმილით გაუღიმა მათ. ნიკა კი თავის ცხოვრებაში პირველად მიხვდა რა იგულისმა ანდრეამ. მათემ გადაიხარხარა და ანდრეას მხარზე ხელი დაარტყა.
-კიდე მე მიყურებს, წადი შე ჩემა. მათე ისევ ახარხარდა და ანდრეა ბარიდან გავიდა.
-ანი, ელენე სადაა ხომ არ იცი?
-კი, მათე რა იყო?
-მომწერე რა მისამართი უცებ.
-ხო მარა, მალე მოხვალ? ანიმ საყვარლად ჩაიკნუტუნა.
-მოვდივარ, მათემ ცოლის თვალები წარმოიდგინა ასეთი ხმის დროს და გაეღიმა.
-წავედით ნიკუშ, ოჯახი მიხმობს.
-ცოლი მინდა, ნიკამ ამოიხვნეშა და ისინიც გავიდნენ ბარიდან.
***
ანდრეამ ხმამაღლა გაიცინა მანქანაში მათეს შეტყობინება, რომ ნახა და მანქანა იმ მიმართულებით წაიყვანა. მალე დაინახა ფანჯარასთან იჯდა, თავი მინაზე ქონდა მიდებული და უსასრულობაში იყურებოდა. ხელში ჩაი ეკავა და თითებს მაგრად უჭერდა ჭიქას.
ანდრეა გაიწმინდა.
დაუფიქრებლად შევიდა ბარში და ელენეს წინ დაუჯდა. ყველა ფრაზა, ყველა სიტყვა გაებნა რაც უნდა ეთქვა, როცა გოგონას დაბნეულ-გაკვირვებული თვალები დაინახა.
-როგორ ხარ, ელე? ელენეს ესიამოვნა მისი თბილი ხმა , მაგრამ ამავე დროს ძალიან შეეშინდა, რომ ისევ შეიცვლებოდა.
-კარგად, შენ? ანდრეას ახლა ყველა სიტყვა დაავიწყდა.
-მე ძალიან კარგად, მოეჩვენა, რომ თვითონ არ ლაპარაკობდა ვიღაც სხვა ამოძრავებდა ტუჩებს მის ნაცვლად. -ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.
-რაზე?
-იცი შენ, ანდრეა მართლა დარწმუნებლი იყო, რომ გოგონა ხვდებოდა.
-დამიზუსტე, ბიჭს მოეჩვენა, რომ ელენე სასტიკად ექცეოდა ახლა.
-მოკლედ გეტყვი რაც მინდა, ანდრეამ ღრმად ჩაისუნთქმა, მერე შენ მითხარი. ელენემ ცალი წარბი აწია, როცა შემჩნია როგორ ნერვიულად ათამაშებდა ანდრეა თითებს.
-გისმენ, აღარ იყო დარმუნებული აღარაფერში.
-მინდა, რომ უფლება მქონდეს, გნახო, შემთხვევით არა ისე ჩემთვის და შენთვის მხოლოდ. კიდე მინდა რომ არ მჭირდებოდეს ხვერწნა შენს სახლში მიცილებაზე ან თუნდაც უნივერსიტეტში მოკითხვაზე, ან იმაზე რომ რაღაცეები აგიკრძალო ხოლმე თუ საჭირო იქნება, ელენემ წარბები მაღლა აწია და ანდრეას გეღიმა, -თუ საჭირო იქნებათქო, ისევ დააზუსტა, ახლა უკვე ელენეს გაეღიმა და ამან ანდრეას ძალა მისცა.
-კიდე მინდა, რომ შენი დაკარგვის არ მეშინოდეს, მინდა წამომყვე იმ შტერულ კორპორაციულ წვეულებებზე როგორც ჩემი მეორე ნახევარი და ყველამ შურის თვალით გამომხედოს, რომ დიახაც, შენ ჩემთან ერთად ხარ და კიდევ ძალიან მინდა, რომ უფლება მქონდეს, შენით ვიამაყო, იმით რომ ასეთი კარგი ხარ, სუფთა, ლამაზი და კეთილი. მე მართლა ძალიან მინდა, რომ ჩემი გერქვას, ელენე.
ანდრეას ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ახლა გასკდებოდა ემოციებისგან, არ აპირებდა ამდენის თქმას, მაგრამ თვითონ გულმა არაფერი კითხვა ახლა უბრალოდ ბედნიერი იყო, მხოლოდ ელენეს დახრილი თავი არ მოსწონდა, უნდოდა თვალებში ჩაეხედა და წაეკითხა რას ფიქრობდა გოგონა.
-ელე, რატომ არ მიყურებ.
-შენ რომ მითხარი არ ჩაერიოო, უფლება არ გაქვსო... ელენემ ამოხედა და ანდრეას ეგონა თავში ურო ჩაარტყეს გოგონა ისე ეჭვის თვალით უყურებდა.
-არა, უნდა დამიჯერო მე სიმართლეს გეუბნები, ელენე.
-მაშინაც სიმართლეს მეუბნებოდი, შენ ხომ ვერ იტან ჩემნაირებს, ვგულისხმობ, ანდრეა მიხვდა რასაც გულისხმობდა და ეგონა სხეული ჩამოეკაწრა.
-არა, რა მნიშველობა აქვს რას ვამბობდი, ახლა, შენ უნდა მიხვდე, რომ მე არ ვიტყუები, ნუთუ გგონია, რომ...
-არა აქვს მნიშვნელობა?
-არა, რა თქმა უნდა, ელენე..
-და ხვალ ამ სიტყვებს რომ არ ჰქონდეს მნიშვნელობა? ანდრეამ საკუთარ სხეულზე პირველად იგრძნო რომ დედამიწა ბრუნავდა. სკამიდან ადგა და ელენეს გვერდით მიუჯდა.
-შენ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, ამას გასწავლი უთხრა და გოგონას ხელი მოხვია. ელენესაც ზუსტად ეს სჭირდებოდა, იმედი და დასაყრდენი, მყარი, შეუცვლელი და სამუდამო. დაძაბულობა მოეხსნა და თავი ანდრეას კისერში ჩამალა.
ბიჭს გაეღიმა, როცა მიხვდა ელენეს როგორ ძლიერად სჯეროდა მისი. მიხვდა, რომ ელენემ მისი პიროვნება მთლიანად მოიცვა და ეს უცნაურად ესიამოვნა. გოგონას თავზე აკოცა და ვერაფრით დაიჯერა, როცა ელენემ ამოხედა ფართოდ გაუღიმა, აი ისე ღიმილი რომ თვალებიდან ეღვრება ხოლმე, მერე ცხვირი საყვარლად მოჭმუხნა და სახე ისევ დამალა ანდრეას კისერში. ბიჭს გაეცინა და ხელი უფრო მაგრად მოხვია გოგონას. რეალურად მხოლოდ ახლა იგრძნო ანდრეამ რას ნიშნავს გაიწმინდო.
***
ცხოვრება ფერადი გახდა. ცა ლურჯი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად წვიმდა. მზეც კაშკაშებდა მუქ ნაცრისფერ ღრუბლებში და ელენესაც ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ირგვლივ რაც ხდებოდა აღარ იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იგი ბედნიერი იყო.
-ელენე, ძლივს მოაღწიე. გოგონამ მეგობრებს გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
-შენთვის ანანასის წვენი მოვატანინე, ახარა ნინიმ.
-მადლობა ნინიკო, ახლა ეს შენ დალიე და მე რომელიც მიყვარს იმას შევუკვეთავ. ელენეს გაეცინა. -იმას რა ჭირს ? ანის სალოზე ანიშნა.
-დასველდა და გაბრაზდა, შენ რატომ ანათებ?
-გამოცდები დავამთავრეთ, ანი.
-ეგ როდის მერე გიხარია მასე ძაან?
-ელენე, გისმენთ, სალომემ ცალი წარბი აწია.
-ჯობია ჩემგან გაიგოთ, ვიდრე მათესგან, ელენემ გაიცინა.
-რა შუაშია?
-გუშინ საღამოს გახსოვთ არც ერთს რომ არ გეცალათ და მარტო წავედი საჩაიეში?
-მერე ? ნინიმ ჭიქას ხელი მოუჭირა.
-იქ ანდრეა მოვიდა და
-მოწონხარ? სალომემ სულ შემთხვევით იყვირა.
-უყვარხარ? ანი აშკარად უფრო თავშეკავებული იყო.
-მათემ მაინც დამასწრო? ელენემ ისევ გაიცინა.
-მაგას ყველა ხვდებოდა, ელე და... ნინი უცებ გაჩუმდა და თავი დახარა.
-რა იყო? ელენე მაინც იღიმოდა.
-შენ?
-არ ეტყობა? ანათებს და ... ანიმ თავი გადააქნია. ელენე მიხვდა რაღაც ისე, რომ ვერ იყო, მაგრამ ლოგიკურად ვერაფრით გამოიცნო.
-უხეში რომაა? ნინიმ როგორც იქნა აწია თავი.
-და ძაან ჩუმი და უცნაური? სალომე გაგრძელებას აღარ მოერიდა, ელენე ჩაქრა.
-ანდრეა.. თქვენ უბრალოდ არ გესმით, არ იცნობთ.
-ძაან ფეთქებადია, ელე. იმ დღეს როგორ გიყვირა გახსოვს? ანიმ ძალიან ფრთხილად თქვა, ელენე უფრო ჩაქრა.
-ინებეთ თქვენი წვენი, ელენე შეკრთა წინ რომ ჭიქა დაუდგეს.
-მადლობა, გაუღიმა მიმტან გოგონას.
-მერე რა? ელენეს მზერა აშკარად ძალიან უხეში იყო, ანი სკამის საზურგეს მიეყრდნო. -მე არასდროს არ ვყოფილვარ ისე კარგად, როგორც გუშინ. სალომეს გაეღიმა და ხელი მოკიდა.
-ხო იცი როგორ გვიყვარხარ, უბალოდ კარგად გვინდა იყო.
-მაშინ არ აგრძნობინოთ ეგ დამოკიდებულება, არ იმსახურებს. სანამ ნორმალურად არ გაიცნობთ მანამ მაინც.
-კაი რა, ელენე, არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო. მათეს იცი როგორ უყვარს, მართლა გეუბნები...
-ანი, შენი მუცელი რატო არ იზრდება? ელენემ ცადა გაეღიმა და მოახერხა კიდეც უხარისხოდ.
-ჯერ პატარები ვართ და მიტო, ანიმაც გაუღიმა და ხელი მუცელზე მოისვა.
***
მართლაც და მერე რა, გაიფიქრა ელენემ და უკვე მერამდენედ გადატრიალდა საწოლში. ხომ შეიძლებოდა დაერეკა ან მოეწერა მაინც, მთელი დღე... გაბუსხული წამოჯდა საწოლზე და მობილურს დახედა. ვითომ მოაჯადოვაო, უცებ ეკრანი განათდა.
-გისმენთ?
-ახლა არ უნდა გეძინოს?
-მერე რატომ მაღვიძებ ?
-იმასაც კი არ მეკითხები თუ საიდან მაქვს შენი ნომერი ხომ?
-უფლება გაქვს, რომ გქონდეს ასე რომ.. ანდრეამ გადაიხარხარა. ელენე გათბა.
-მაპატიე, დღეს ძალიან უყურადღებო ვიყავი.
-არაუშავს, შენი სამსახური მნიშვნელოვანია.
-მიხარიხარ, ელენე. გაეღიმა ანდრეას ნათქვამზე, გულწრფელი მოეჩვენა, მაგრამ მაინც სხვა პასუხს ელოდა. -ახლა დაიძინე, გვიანია.
-ანდრეა, შენც ხო დაიძინებ? ისევ გაეცინა. არა, ასეთი მზრუნველობა არ შეეძლო უემოციოდ აეტანა. -იცოდე შევატყობ, ელენემ თითი ისე აწია თითქოს ანდრეა დაინახავსო. -ხმაზეც, დაამატა გოგონამ და ანდრეას რაღაც ეტკინა. ელენე ქვეცნობიერად შეგუებული იყო, რომ შეიძლებოდა ვერ ენეხა..
-ხვალ ძალიან შევეცდები, რომ უნივერსიტეტში გამოგიარო, მომენატრე. ანდრეას ხმა უჩვეულოდ თბილი იყო.
-დაგელოდები, ელენემ ფართოდ გაიღიმა და მერე საერთოდ აღარ გაჭირვებია დაძინება.
***
-ელენე, ერთი სიტყვა მაინც გაიგონე რა გელაპარაკე?
-რაა, ანი.. ხო.. კი
-ვის უყურებ ფანჯარაში?
-არავის, ბოდიში არ მომისმენია.
-ანდრეამ მოვალო?
-თუ მოვიცალეო, თქვა ელენემ და თავი ჩახარა.
-ელენე, რა სულელი ხარ, ანიმ გაუცინა, შეიძლება ახლა ვერ მოიცალოს მათე სამსახურის მერე თუ ვნახულობდი ხოლმე. საღამოს დაგირეკავს. ანიმ გაუღიმა და თვალები გადაატრიალა.
-ხო, ალბათ. ელენე ანისგან ცოტა სხვა პასუხს ელოდა და გაუკვირდა რომ დაამშვიდა. -მე მეგონა ანდრეა არ მოგწონდა.
-ანდრეა ჩემი ქმრის საუკეთესო მეგობარია, ელენე, როგორ არ უნდა მომწონდეს?
-გუშინ ისე შეხვდით ამ ამბავს...
-კარგი ადამიანი, უბრალოდ რთული. მე კიდე მინდა შენ ყველაფერი გქონდეს მარტივად და კარგად.
-ახლა კარგად ვარ, მართლა. ელენეს გაეღიმა.
-თანაც ანდრეა ისეთი სიმპატიურია, ანიმ ისევ აატრიალა თვალები და გაიცინა, ელენე გაწითლდა.
-რეკავს, ელენემ კინაღამ იყვირა. ლექტორს გახედა და თავი შეაბრუნა.
-ხო ანდრეა.
-ელე, მალე გიმთავრდება?
-15 წუთში ალბათ, მოხვალ?
-მანდ ვარ უკვე, ცოტა ხანი გავიაროთ ხო გცალია?
-კი, გამოვალ მალე.
-არ გააცდინო ლექციები ჩემს გამო, საღამოს გნახავ.
-გამოვალ, ანდრეა, დამელოდე.
-მოვიდა?
-კი და ბოლო ლექცია, რომ გავაცდინო ხომ რა უჭირს? ელენე დაიჭყანა.
-კი რა უჭირს.
საუკუნედქცეული 15 წუთი რომ გავიდა, ელენემ თავს უცნაურობა შეატყო. როგორ უნდა მოქცეულიყო, მასთან. ჩახუტებოდა თუ არა, ან იქნებ... ანერვიულდა. რამდნიმე წამი იდგა კარებთან, მაგრამ მანქანიდან გადმოსული ანდრეა რომ დაინახა ვეღარ გაჩერდა. მერე ისე თბილად გაუღიმა ბიჭმა, რომ სუნთქვა კინაღამ შეეკრა. რაც შეეძლო ნელა წავიდა, რომ გზაში მოეფიქრებინა როგორ მოქცეულიყო. წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე თუ როგორი თინეიჯერივით იქცეოდა.
ანდრეას უნდოდა საშუალება მიეცა ელენესთვის თავად გადაეწყვიტა, მაგრამ აგიჟებდა მისი თვალები, რომლებიც ასე ბრჭყვიალებდნენ. უნდა გამთბარიყო მისით. და ხო, უკვე გაიწმინდა.
ელენემ თავი დაცულად იგრძნო ანდრეა რომ მოეხვია. ძალიან უნდოდა ლოყაზე ეკოცნა, მაგრამ ვერაფრით გაბედა.
-გშია ხომ?
-ძაან არა, ელენემ იცოდა, რომ ახლა ვერაფერს შეჭამდა იმდენი ემოციით იყო სავსე.
-მაშინ რამე დავლიოთ, იქნებ მოგშივდეს კიდეც ამასობაში. ელენემ თავი დაუქნია და მანქანში ჩაჯდა. მაინც დაძაბული იყო.
-ანდრეა, დაიჭირეთ? მაშინვე ინანა, როგორც კი იკითხა. ანდრეას თვალები ჩაუქრა.
-ვერ მივაგენით, მაგრამ ვეძებთ. ელენემ თავი დაუქნია.
-მე ვიცი, რომ იპოვით, ელენემ ცადა ანდრეას გაღიმებოდა. მოახერხა კიდეც. თან ისე ჩვეულებრივად აკოცა გოგონას ხელზე რომ ვითომ მთელი ცხოვრება ამას აკეთებდაო. ელენეს ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ ანდრეამ ხელი არ გაუშვა.
აოცებდა მისი გულუბრყვილო წარმოდგენა ცხოვრებაზე, მიუხედავად ყველაფრისა მაინც რომ სწორი იყო. ანდრეას უკვირდა როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ბავშვური და გაზრდილი ერთდროულად, უყვარდა ყველაფერზე მეტად მისი სიცილი, ელენე კი ვერაფრით რჩებოდა ხალისიან ანდრეას. ასეთი არასდროს ენახა და აბედნიერებდა ფაქტი, რომ მასაც ქონდა რაღაც წვლილი ამ ღიმილში. დაძაბულობა მოეხსნა, ერთადერთი რაზეც ნერვულობდა ის იყო, რომ უნდა წასულიყო. მთელი დანარჩენი დღე ანდრეას გარეშე უნდა გაეტარებინა.
-ელენე, გოგონამ ისე ინსტიქტურად მიიხედა გვერდით არც დაფიქრებულა ვინ ეძახდა. ღიმილი სახეზე შაეშრა, ანდრეაც დაიძაბა.
-გამარჯობა.
-ახლა უნივერსიტეტში არ უნდა იყო? ანდრეას ძალიან არ მოეწონა მკაცრი ტონი და გაბრაზებული თვალები. არც ის ესიამოვნა ვითომ რომ ვერ შეიმჩნა, არადა რაზმაძე იცნობდა.
-გამარჯობათ, ანდრეამ თვითონ თქვა.
-ანდრეა, უცებ ვერ გიცანი, როგორ ხარ. წამოდგა და კაცს ხელი ჩამოართვა.
-მადლობთ, არამიშავს. თავად?
-მეც კარგად.
-საღამოს დაგირეკავ, გამაფრთხილებელი ტონი ქონდა რაზმაძეს, როგორც იქნა გაეცალა და მეორე მაგიდას მიუჯდა.
ელენე თავის ხელებს დაშტერებოდა და ვერაფერს ამბობდა. იცოდა რომ უნდა აეხსნა, რაღაც უნდა ეთქვა ანდრეასთვის. არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა მოტყუებას, უბრალოდ ეშინოდ ამას ანდრეა როგორ მიიღებდა.
-ელე,
-საიდან იცნობ?
-მისი ბიჭები ჩემი კურსელბი იყვნენ, ელენე. ანდრეას უნდოდა თვითონ ეთქვა გოგონას, უბრალოდ უნდოდა დაენახა, რომ ელენე არ მოატუებდა. -ცოტა უცნაურად გელაპარაკა. ელენე შვილების ხსენებისას ისე დაიძაბა, რომ ანდრეაც ანევიულდა უკვე.
-ხო, გაბრაზბულია, თავი არ აუწევია ისე თქვა.
-ელენე... ანდრეამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა დაესრულებინა. მიხვდა რომ ელენეს ცუდად ექცეოდა გოგონა სადაც იყო ტირილს დაიწყებდა.
-მამაჩემია, უცებ ამოხედა და სიტყვა გააწყვეტინა. ანდრეა არ ელოდა, მაგრამ ესიამოვნა.
-ვიცი, ელე, ახლა თვითონ უნდა ემართლებინა თავი.
-რაა? საიდან?
-შენს დაბადების მოწმობაში ვნახე. ელენეს თვალები ჩაუქრა და გაოცებული მიშტერებოდა ანდრეას.
-ანუ ის სიტყვები მართლა მე მეკუთვნოდა? ანდრეამ ჩხველტა იგრძნო, ელენეს ხმა ისეთი ნაღვლიანი იყო.
-ჰო, ოღონდ სხვანაირად. შენთავს გეფიცები, ელე, მაშინ არ ვიცოდი. თორე არ ვიტყოდი.
-შენ ხო მართლა ისე ფიქრობ.
-მე მეგონა რაზმაძის საყვარელი შენ იყავი, მართლა იმ დღეს დაგინახე როგორ ჩაუჯექი მანქანში და ...
-გადაამოწმე? ელენეს ხმა ეუხეშა ანდრეას.
-ხო, არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მაგის გამკეთებელი იყავი.
-შეგეძლო გეკითხა.
-არ შემეძლო, მე ცუდად მოგექეცი და...
-მართალი იყავი, რაც იმ დღეს თქვი ყველაფერი სიმართლეა, ელენემ გაიღიმა და ანდრეას მოეჩვენა, რომ არც ეს ღიმილი იყო მისეული. ფული მაგიდაზე დადო, ელენეს ხელი ჩაკიდა და ბარიდან გაიყვანა.
-შენ ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია და არ მინდა იფიქრო, რომ რამეში გადანაშაულებ. მე რა საქმე მაქვს მაგასთან. ელენე, ვერც კი წარმოიდგენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ. ისე მავსებ სიცოცხლით, რომ შენგან დავალებულად ვგრძნობ თავს. უბრალოდ ზოგჯერ ენა მისწრებს ხოლმე, ნერვებიც არ მაქვს ისე რომ უნდა იყოს.
-რატომ? ელენეს სულ აინტერესებდა ეს.
-მოგიყვები, აუცილებლად. უბრალოდ ახლა მინდა დავრწმუნდე, რომ შენ ჩემს გამო თავს ცუდად არ გრძნობ.
-რომ იცოდე რა კარგი ხარ, ანდრეა. ელენემ მთელი გულით გაუღიმა და ღვედი გადაიკრა.
-ცოტა ხანში მიხვდები როგორ არ გაგიმართლა, ელე. ისევ აკოცა ხელის გულზე და სახეზე მოეფერა.
-ნუ ამბობ მაგას, ელენე გაიბუსხა, -და დაგაგვიანდა სამსახურში, ანდრეა.
-შენი მზრუნველობით მკლავ.
დამშვიდობებისას ელენე მოკვდებოდა რომ არ ეკოცნა ლოყაზე. ანდრეას გაეცინა ისე გაწითლდა გოგონა. დაგირეკავო დაუბარა და მანქანში ჩაჯდა. ჰაერი ელენეთი იყო სავსე, ისევე როგორც ანდრეა და თავბრუ ეხვეოდა კარგად ყოფნისგან.
ელენე ანდრეათი ფიქრობთა, მისით დადიოდა და მისით სუნთქავდა. არ უნდოდა ეფიქრა რას გულისხმობდნენ სხვები სირთულეში, მას მოწონდა ახალი ანდრეას ელენე და ეს იყო მთავარი. კიდევ უფრო შეუყვარდა როგორ გაიგო ბიჭმა ელენეს ყველა განცდა და როგორი თბილი თვალებით უყურებდა სულ. ელენემ ანდრეას სიახლოვე იგრძნო, ისეთი სულიერი, რომელსაც არც ერთი ფიზიკური არ აჯობებს არასდროს.
-ელენე, ჭამე ბოლოს და ბოლოს, მჭახე ხმამ გამოაფხიზლა და მიხვდა რომ იღიმებოდა.
-აღარ მინდა, დედა.
-დღეს მამაშენი მოვა, დამირეკა და გაბრაზებული იყო, ელენე, რა გააფუჭე. ელენე მიჩეული იყო დედისგან, (საშინელებაა, მაგრამ ასეთებსაც ეჩვევიან) ასეთ დამუკიდებულებას, თითქოს რაც რამე დაშავდებოდა მსოფლიოში ყველაფერი მისი ბრალი, მაგრამ ახლა ბედნიერების ფონზე უფრო ეტკინა, იმიტომ რომ დედა უნდა ამჩნევდეს შვილის აბრჭყვიალებულ თვალებს, უნდა ხვდებოდეს როდის რა უჭირს, ელენესთვის ის მაინც უნდა ეკითხა რატომ იღიმოდა მთელი დღე უმიზეზოდ ან სულ ტელეფონს რატომ ამოწმებდა.
-არაფერი გამიფუჭებია, არ ვიცი რაზე გაბრაზდა, პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა.
-რაც უკვე გააფუჭე ისიც საკმარისი იყო, ელენემ ყურებს არ დაუჯერა.
-არც მაშინ არ გამიფუჭებია არაფერი, დედა, ნუთუ არ გესმის...
-არ მინდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი, ნორმალურად მოექეცი მამაშენს, ელენე, არ გამაბრაზო იცოდე.
-რატო უნდა გააბრაზოს? ელენე გააღიზიანა იმ ფაქტის შეხსენებამ რომ რაზმაძე ისე შედიოდა მის სახლში როგორ ოჯახის წევრი, თვალი მოარიდა როცა დედამისს მოეხვია და გადაკოცნა, ელენეს მართლა კინაღამ აერია გული.
-მითხარი რა გააფუჭა, ისევ. თავი ისე გააქნია ნატომ თითქოს ელენეს სკოლაში ცუდი ნიშანი მიეღოს და მაინც ის არასდროს დაინტერესებულა ელენეს ნიშნებით.
-მემგონი ბოლო ლექცია გააცდინა, მაგამ მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს, რაზმაძემ თვალები დააწვრილა, ელენეს ისეთი გრძნობა დაებადა, რომ სასამრთლოში იჯდა დამნაშავის სკამზე. -ელენე, შენ და ანდრეა? კაცის ტონი ირონიული იყო, ელენეს მეტი გაღიზიანება უბრალოდ არ შეიძლებოდა, თორემ აფეთქდებოდა. მამას არაფერი უთხრა.
-ანდრეა ვინაა, ელენე?
-ის, ვის გამოც ლექცია გააცდინა.
-მის გამო არ გამიცდენია, მე მინდოდა მისი ნახვა.
-ეს ის ბიჭია? მაღალი, შავგვრემანი, სერიოზული, შენს სანახავად იყო მოსული.
-ააქ? ელენემ დედამისს მომლოდინე თვალები მიაპყრო
-ხო, შენი კურსელის სიკვდილის ამბავი, რომ გაიგე იმ დღეს.
-ანდრეა ჩემთან მოვიდა? ელენეს მთელი არსებით გაეღიმა, ყველაფერი დაავიწყა იმის გააზრებამ, რომ ანდრეამ რთულ მომენტში ელენე გაიხსენა, მას გოგონა სჭირდებოდა.
-შეწყვიტე სიცილი, ელენე, გელაპარაკები... მამამისის როგორც ყოველთვის მკაცრმა ხმამ მთელი ძალით დაანარცხა მიწაზე. -ანდრეა არაბული ჩემს ბიჭებს იცნობს, მეგობრობენ კიდეც, არ მინდა ასე მიუახლოვდე ჩემს ოჯახს. ეს საქმე მოაგვარე.
ელენე მთელი სხეულით დაიძაბა, არა, არ უკვირდა. იცოდა, რომ მამამისი ასე ფიქრობდა ალბათ ეს იყო ის ძირითადი მიზეზი, რატომაც არ ეძახდა მამას და არ თვლიდა ოჯახის წევრად. მაგრამ ამის მოსმენა... დაიშალა. არ ეგონა ასე თუ იმოქმედებდა. მაგრამ მამამისი ისე ელაპარაკებოდა, როგორც საქმიან გარიგებას დებენ ხოლმე.
-ვეტყვი არაფერი თქვას, ნუ ნერვიულობ.
-ძალიან კარგი. ისე, ელენე, ანდრეა არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ...
-ანდრეა საუკეთესოა იმათ შორის ვინც კი ოდესმე შემხვდრია, უთხრა კაცს, რომელიც მისი მამა იყო და არც შეუხედავს ისე შევიდა თავის ოთახში.
უოჯახობა სულ ტანჯავდა, მაგრამ პირდაპირ ნათქვამ სიტყვებს არ ელოდა, ის ხომ მამა იყო. ვერაფრით შეიკავა თავი ცრემლები არ წამოსვლოდა. მთელი თავისი გააზრებული არსებობის მანძილზე ცდილობს შეეგუოს დედამისის და მამამისის ურთიერთობას, ცდილობს გაუგოს დედას, მაგრამ არაფერი გამოსდის. ყველანაირად შეეცადა მიეღო ოჯახი ისეთი, როგორიც დახვდა, მაგრამ ელენეს შინაგან სამყაროს სრულიდ ეწინააღმდეგბა ის, რომ ნატო ჯერ კიდევ არის დათოს საყვარელი, რომ მამამისს სხვა ოჯახი ყავდა და რომ ელენეს თავისი გვარიც კი არ მისცა.
მობილურის ზარი ასე არასდროს არ გახარებია, როგორც ახლა. მაგრამ მიხვდა რომ ხმა უნდა დაემორჩილებინა.
-მაპატიე, რომ გვიანია, არ შემეძლო შენი ხმა არ გამეგონა, ელენე, ანდრეამ სიტყვის თქმა არ აცალა.
-არ მეძინა ანდრეა, ვიცოდი, რომ დარეკავდი, მთელი ძალით შეეცადა ხმა მხიარული ყოფილიყო.
-გაცივდი, ელე, როგორი ხმა გაქვს?
-არ ვიცი, შეიძლება. მითხარი შენ რა ქენი დღეს?
-დღეს...დავიჭირეთ ელენე.
-ლაშა იპოვეთ? აღიარა? ელენე წამში გამოფხიზლდა.
-არა, საყვარელო, ეჭვი გვაქვს, რომ თავი მოიკლა. სხეულის აღწერილობას ემთხვევა, მაგრამ მაინც უნდა ამოიცნონ.
-ანდრეა... ელენემ იცოდა რას ნიშნავდა ანდრეას ხმა ამ წუთას და დაიძაბა, შორიდან როგორ უნდა ენუგეშებინა. -გთხოვ მითხარი, რომ კარგად ხარ, ხმა თვითონაც გაუტყდა ელენეს.
-ნუ მანებივრებ ამ მზუნველობით, თორემ მივეჩვევი, ელე, როგორ შემიძლია ცუდად ვიყო, როცა შენ გელაპარაკები. ელენემ არაფერი უპასუხა, ფიქრობდა რა ეთქვა.
-ელენე, რამე მოხდა?
-არა, ანდრეა, მეც კარგად ვარ.
-არ დამიმალო ძალიან გთხოვ, შენ მე ისე მეხმარები შენი არსებობით, რომ არ შემიძლია მოწყენილ ხმას ვუსმინო.
-უბრალოდ დღეს დათო ვნახე და... ანდრეა დაიძაბა, იცოდა ელენეს რაც აწუხებდა შინაგანად ხვდებოდა, მაგრამ ასე ლაპარაკი მაგაზე არ შეეძლო.
-ვწუხვარ, რომ ტელეფონით ვერ ვილაპარაკებთ მაგაზე, ელენე, სახლში ძალიან წაგეჩხუბებიან ახლა რომ გამოიხედო?
-რაა? ჩემს სახლთან ხარ?
-ხო, ასე გგრძნობ, წაგეჩხუბებიან?
-მგონი არც არავინაა სახლში, ანდრეა. ელენემ დედამისის ოთახში შეიხედა და მართლა წასული იყო, ალბათ დათოს გაყვაო გაიფიქრა და გარეთ გავიდა. უკვე ბედნიერი იყო.
-ელენე, გადაირიე, მოგეცვა უნდა რამე. ანდრამ საყვედურებით აავსო შორიდანვე.
-ელენე, შენ ტიროდი. გოგონას სულ არ ახსოვდა თვალები, რომ გაწითლებული ექნებოდა, აღარ იცოდა რა ექნა. გათბა უცებ, როცა ანდრეას მოსაცმელი იგრძნო მხრებზე და მისი ტუჩები შუბლზე.
-კარგად ვარ, ანდრეა, მართლა, გოგონამ მთელი გულით გაიღიმა და ანდრეას ეჭვი არ შეპარვია მის გულწრფელობაში. მანქანაში ჩააჯინა და მომლოდინე თვალები მიაპყრო.
-ანდრეა, არ უნდა თქვა. მე ხომ მის გვარსაც არ ვატარებ, ბიჭებმა არ უნდა გაიგონ.
-შენს ძმებს არ იცნობ? ანდრეას გულწრფელად გაუკვირდა.
-არა, არ მამხელს, ელენემ ისე ნაღვლიანად გაიღიმა, რომ ანდრას სუნთქვა შეეკრა.
-მე რა უფლება მაქვს მათ ოჯახში ჩავერიო, ნუ გეშინია.
-ვიცოდი შენი იმედი რომ უნდა მქონოდა.
-ელე, ხვალ ალბათ ახალ საქმეს ავიღებთ და ასეთ დროს...მემგონი ვერ გნახავ, მაგრამ აუცილებლად დაგირეკავ. ელენემ თავი დაუქნია და ხელი უფრო მოუჭირა ხელზე.
-ახლა უნდა გადავიდე, დედაჩემი რომ დაბრუნდება...
-მესმის, საყვარელო, ძალიან გთხოვ არ ინერვიულო რა, შენ სულ კარგად უნდა იყო გესმის, აი სუულ... ანდრეა სასაცილოდ დაიჭყანა. ელენე მისით გაივსო, ლოყაზე სწრაფად აკოცა და მანქანიდან გადავიდა. ანდრეა გაღიმებული ადევნებდა თვალს როგორ უქნევდა გოგონა ხელს ოთახის ფანჯრიდან, კოცნა გაუგზავნა და მანქანა დაქოქა.
"დაიტოვე, ეგ მაინც იყოს შენთან" ელენეს გაეღიმა და ახლაღა გაახსენდა ჯერ კიდევ მისი ქურთუკი, რომ ეცვა, სარკეში ჩაიხედა. ოთხი ზომით დიდი მაინც იყო და ელენე სასაცილო იყო მასში, მაგრამ ანდრეას სუნი ქონდა, ისე იგრძნო მისი სიახოვე ხელი ეტკინა შეხების სურვილი, რომ ვერ დაიკმაყოფილა.
***
ვერც მეორე, მესამე და მეოთხე დღეს ვერ მოახერხა მისი ნახვა. ანდრეა რომ გათავისუფლდებოდა, თუ გათავისუფლდებოდა ელენეს უკვე ეძინა. მერა რა რომ სულ ელოდა, მის ზარებს სულ პასუხობდა, მაგრამ ანდრეა ვერ აიძულებდა მასთან ერთად გაეთია ღამე. ანი ამბობდა, რომ მათეს ძილის დროს თუ გრძნობდა მხოლოდ. ელენეს ისიც აინტერეებდა რა საქმე იყო ასეთი, უნდოდა თვალებში შეეხედა და ისე ეთქვა ანდრეას, რომ არაფერი რთული. მისი "არ ინერვიულო საყვარელო", უკვე აღიზიანებდა და სერიოზულად არ ყოფნიდა მხოლოდ მისი ხმა. ანდრეას კიდევ უფრო უჭირდა, მას ელენეს გაწმენდაც სჭირდებოდა, მაგრამ მისი სურვილის გამო რომ საქმეს დაკლებოდა ვერ გადაიტანდა. ახლა ხომ ცოცხალ ადამიანთან ქონდათ საქმე. გატაცებული პატარა უნდა ეხსნათ. სახლში რომ მიდიოდა ისე ჭირდებოდა ელენეს მზრუნველობა, რომ რამდენიმე დღიანი ურთიერთობის შემდეგაც დაიწყო ქორწინებაზე ფიქრი. იცოდა, რომ თუ ელენეს ეტყოდა გოგონა შეიძლება გაოცებულიყო და ვერ გაეგო ახლა როგორ უნდა გაყოლოდა ანდრეას ცოლად. მაგრამ მას მართლა სჭირდბოდა ელენე ყოველ წამს.
-ანდრეა, ისეთი დაღლილი ხმა გაქვს, რომ იძულებულს მხდი პირობა ჩამოგართვა რომ დაიძინებ.
-ძალიან გთხოვ საყვარელი, ნუ ნერვიულობ მასე ძაან.
-ანდრეა, ნუ მეუბნები მაგას თორემ ვიჩხუბებთ. ძალიან გთხოვ დამპირდი, რომ დაიძინებ. ელენე ისე გაბრაზდა რომ ფეხზე წამოხტა. სარკეში რომ ნაცნობი მანქანა დაინახა კინაღამ გადაირია სიხარულისგან .
-გპირდები, რომ დავიძინებ.
-თუ სახლში ხარ უკვე გავთიშავ და დაიძინე.
-არ ვარ ელენე სახლში, ანდრეას უკვე ეცინებოდა.
-შენ ძალიან ცუდი ბიჭი ხარ, უთხრა ელენემ და სახლის კარები გააღო.
-ვიცი, ელე, იმდენი ხანია არ მინახ...
-მატყუარა ხარ, თანაც. ელენეს უკვე ეცინებოდა.
-ელენე, ვერ ვხვდები..
-გამიღე კარი, გოგონამ მობილურში ჩაიდუდღუნა. ენდრეას ცოტა აკლდა არ გადაეხარხარა და თვითონ გადმოვიდა მანქანიდან. ელენეს გაბრაზებული თვალებიც უბრწყინავდა, ანდრეას ისევ გაბრაზებული მიახლოვდა და გაბრაზებულად ჩაეხუტა.
-მე არ მინდა შენი ნახვა, მაიმუნო. ანდრეამ სიცილი ვერ შეიკავა და ისევ ჩაეხუტა.
-ელე, ღამის სამი საათია, არ მინდა ჩემს გამო გეჩხუბონ.
-გადავწყვეტ მაგას მე, სულ დადიოდი ხოლმე?
-ხშირად, მენატრები და რა ვქნა. ელენემ გაუღიმა და ხელი უფრო მოუჭირა ხელზე.
-მეც სულ მინდა გიყურო, ანდრეა.
***
კარგად იყვნენ,უფრო სწორად ელენე ბედნიერად იყო. ანდრეას რომ მათი ერთად ყოფნის ერთი თვის თავი ახსოვდა კინაღამ შეიშლა. თვითონ უნივერსიტეტში მოტანილმა ყვავილებმა გაახსენა, უფრო ბედნიერი იქნებოდა ანდრეა თვითონ მოსულიყო, მაგრამ სამსახური უცვლელი რჩებოდა. უყვარდა ის ანდრეა საქმის გახნის შემდეგ ბედნიერებას რომ ასხივებდა. მოწონდა ბედნიერება, რომელსაც უყურებდა და ვერ იგებდა იმ შიშს ყოველთვის რომ ხედავდა ანდრეას თვალებში როცა ემშვიდობებოდა. ანდრეა, რომ მეგობრებმა დაუფასეს ეს უფრო მოსწონდა. მათე რომ გაიძახოდა ელენემ მხირული ძმაკაცი დამიბრუნაო ისე უხაროდა ჭკუიდან იშლებოდა. უხაროდა, რომ ანდრეას კარგად ყოფნაში წვლილი ჰქონდა თავისი. უხაროდა, რომ ისევე აბედნიერებდა ანდრეას როგორაც თვითონ გრძნობდა თავს. ერთადერთ რაც არასდროს ყოფნიდა ეს დრო იყო. მასთან გატარებული დრო.
ანდრეა კი უბრალოდ აღტაცებული იყო ელენეთი, მისი მზრუნველობა მოჩვენებითი არ იყო, არც ის ლოყები რომ უწითლდებოდა რამდენჯერაც "საყვარელოს" დაუძახებდა და ამის გამო უფრო ხშირად რომ ეძახდა. გრძნობდა იმ ბედნიერებას, როცა შენ რჩეულსაც უყვარხარ. ამას მართლა მთელი არსებით გრძნობდა და ეშინოდა მისი გაქრობის. ვერ იტადა როცა იძულებული იყო ელენე გაეშვა, მისი ნაღვლიანი თვალების გამო შეეძლო რაზმაძე საკუთარი ხელებით დაეხრჩო, მაგრამ ზუსტად გოგონას სევდაში ხედავდა, რომ მამამისი სულერთი არ იყო ელენესთვის. ანდრეა სულ ფიქრობდა რა გამოსავალი უნდა ენახა, რომ გოგონას თავი უკეთესად ეგრძნო. იცოდა რა იქნებოდა სწორი, მაგრამ სხვის ცხოვრებაში ასე ვერ ჩაერეოდა. შეიძლებოდა ელენესთვის უფრო ეტკინა გული. ამიტომ უბრალოდ ელოდა დროს, როცა ელენე მისი ოჯახი გახდებოდა. და მთელი არსებით გრძნობდა, რომ ეს დრო თანდათან ახლოვდებოდა. გრძნობდა და ხედავდა ელენეს ბედნიერ თვალებში ყოველ ჯერზე, როცა ანდრეას შეხედავდა.
***
ანდრეა უკვე ეკლებზე იჯდა, რამდენიმე თვე ითმინა და ქორწინებაზე სიტყვაც არ უხსენებია ელენესთან, მაგრამ მეტი მართლა აღარ შეეძლო. დრო სულ უფრო და უფრო ნაკლები ეჩვენებოდა. არც ის მოსწონდა ელენე მის გამო ღამე რომ არ იძინებდა ხოლმე, მხოლოდ იმიტომ რომ დალაპარაკებოდა ანდრეას. გოგონა ამას არასდროს აღნიშნავდა, მაგრამ ანდრეამ სულ ზეპირად იცოდა უკვე მისი გამოხედვებიც, ხმაც და ყველაფერი რაც ელენეს ეხებოდა. უკვე სერიოზულად გადაწყვიტა, რომ ეთქვა უბრალოდ შესაფერის დროს ელოდა, ის კი არაფრით არ დგებოდა.
-ელენე, არ მოდიხარ ჯერ?
-მათე მოვა და წამოვალ. ანდრეა, დაიძინე შენ ხო? ელენეს სუნთქვა ეკვრებოდა როცა ბიჭს ასეთი დაღლილი ხმა ქონდა.
-მოგაკითხავ და მერე.
-არა ანდრეა, გთხოვ რა, გპირდები მე ტაქსით წამოვალ, ოღონდ შენ დაისვენე ახლა, ელენემ კინაღამ ტირილი დაიწყო. ანდრეას გაეღიმა, უთხრა რომ დაურეკავდა და გათიშა.
ელენე არც მათეს წაყვა არაფრით, ისიც დაღლილი იყო და ანის ვერაფრით მოაშორებდა. ტაქსი გამოიძახა და კმაყოფილმა ანდრეას მიწერა რომ უკვე სახლში მიდიოდა. იცოდა მანამდე არაფრით დაიძინებდა.
-უკაცრავად, რატომ გავჩერდით? ელენე ფიქრებიდან გამოერკვა, როცა იგრძნო რომ მანქანა აღარ მიდიოდა.
-არ ვიცი შვილო რა დაემართა, აღარ იქოქება. ელენემ ღრმად ამოისუნთა და მძღოლს ფული გაუწოდა, ჯობდა ფეხით წასულიყო.
მაისის პირველი რიცხვები იყო ელენეს ფეხით სიარული ესიამოვნა, თანაც სახლთან ახლოს იყო. მაგრამ სასიამოვნო სურნელს მალე მიაჩვია, სიბნელეს კი ვერაფრით. ბავშვობიდან ვერ იტანდა ღამე მარტო სიარულს, საათს რომ დახედა 11 სრულდებოდა და გააჟრიალა. დარწმუნებული იყო, რომ მისი მოპირდაპირე ჩიხიდან ვიღაც უყურებდა, ისე შეეშინდა ნაბიჯი ვეღარ გადადგა. მერე კი პირიქით სწრაფად წავიდა სახლისკენ. ამ დროს დაინახა როგორ გამოვდა ჩიხიდან ძაღლი და მის თავზე გაეცინა. გაჩერდა, რომ სული მოეთქვა. "პატარა, მშიშარა ბავშვი ვარ" გაიფიქრა და ისევ ნელა გააგრძელა სვლა. დაიჭყანა, როცა მობილურს დახედა, ეგონა ანდრეას უკვე ეძინებოდა.
-როგორ არასდროს არ მიჯერებ
-ელე, მიდი უკვე?
-ტაქსი გაფუჭდა და ასე ათ წუთში სახლში ვიქნები.
-ელენე, ფეხით მიდიხარ ამ შუაღამეს?
-უკვე თითქმის მივედი, ანდრეა.
-მითხარი სად ხარ?
-ანდრეა..
-ელენე, გთხოვ. გოგონამ ამოიხვნეშა და ანდრეას მისამართი უთხრა, გაბრაზებული იყო თავის თავზე, ანდრეაზე, ტაქსზე, ტაქსის მძღოლზე და საერთოდ ყველაფერზე. ისევ დაეუფლა საშინელი შეგრძნება, როცა ქუჩაზე ერთადერთი ლამპიონი ჩაქრა უცებ. კიდევ უფრო გაბრაზდა და მობილურით გაანათა. გულის ცემა სულ უფრო და უფრო უჩქარდებოდა, მართლა ეშინოდა სიბნელის. ბოლოს ტროტუარზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები აიფარა. ახლა უკვე ძალიან უხაროდა ანდრეა რომ მოვიდოდა. მანქანის ხმაზე წამოხტა და თვალები გაუბრწყინდა, ანდრეა წამში გადმოვიდა მანქანიდან, ელენე მიხვდა რომ ისიც გაბრაზბული იყო რაღაცაზე, თან უკვე 2 დღე ნანახი არ ყავდა და ჩაეხუტა.
-ელენე, რატომ კანკალებ? ანდრეას ხმა დაძაბული ქონდა.
-შუქები ჩაქრა და...
-ვინმემ შეგაშინა? ელენე, ანდრეამ გოგონა მოიშორა და მხრებში ისე შენჯღრია ელენემ თავი ვეღარ შეიკავა. გაოგნებული უყურებდა ანდრეას თვალებს ნაპერწკლებს, რომ ყრიდნენ. -ელენე, მიპასუხე, ანდრეამ კიდევ ერთხელ შეანჯღრია გოგონა.
-მეტკინა, ანდრეა. ელენემ უცებ თავი დახარა. -მხოლოდ ძაღლი იყო, არაფერი მომხდარა. გოგონას ძვლებიც კი ეტკინა ანდრეამ ისე ჩაიხუტა. შეეძლო ეჭვიანობით აეხსნა ის, რომ ანდრეა ყოველთვის ნერვიულობდა სადმე მარტო თუ წავიდოდა ელენე. ღამე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია მილიონჯერ დაურეკავდა, მაგრამ ახლა შეშინებული იყო, ანდრეას ეშინოდა და ელენე ვერაფრით მიხვდა რატომ.
-მაპატიე, ელე, ძალიან გეტკინა? მკლავზე ხელი ჩამოუსვა ანდრეამ როცა მანქანაში ჩასხდნენ.
-არა, ელენემ ფანჯარაში გაიხედა.
-ელე...
-რატომ ანდრეა, ასეთი რეაქცია რატომ გაქვს ხოლმე. მანდამაინც რამე უბედურება უნდა დამემართოს? ელენე გაბრაზებული იყო, მაგრამ მაინც ინანა რომ თქვა, ანდრეამ ნერწყვი ისე მძიმედ გადაყლაპა, სუნთქვა საერთოდ შეწყვიტა. ელენე კიდევ უფრო გაოგნდა. -რატომ არასდროს არაფერს არ მეუბნები? ელენეს ხმის ტემბრმა აიძულა ანდრეა გოგონასთვის თვალებში ჩაეხედა. იცოდა რომ უნდა ეთქვა, მისი კონტროლიც კი უკვე ზღვარსგადასული იყო, ელენეს უფლება ქონდა ყველაფერი ცოდნოდა.
-არ შემიძლია, ელე, ასე მგონია დავიშლები ეგ რომ ხმამაღლა ვთქვა, ანდრეამ მთელი გულით თქვა და ელენესაც ეტკინა შიგნით რაღაც. ვერ გაიგო... თვითონ სულ სჭირდებოდა ანდრეას დალაპარაკებოდა და მისთვის მოესმინა, ყველაზე მეტად მისი სიტყვა ფასობდა. ანდრეა კი როგორც ჩანს სულ პირიქით ფიქრობდა.
-ვიცი რომ რთული გასაგებია, ვერც მე ავიტანდი ალბათ რამე რომ დაგემალა, მაგრამ ელე, გთხოვ უნდა შეეცადო და გამიგო. გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ანდრეა მიხვდა რომ ელენეს გული ატკინა, მაგრამ მაინც არ შეეძლო.
-დაკეტილია ანდრეა, ელენემ მანქანის კარი ვერ გააღო.
-ვიცი. ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა.
-ვიცი, რომ ამაზე არასდროს გვისაუბრია, ელენე, მინდა რომ ცოლად გამომყვე. ანდრეამ გოგონას ახედა და მიხვდა რომ შეუფერებელ სიტუაციებს შორის ეს მომენტი ყველაზე შეუფერებელი იყო.
-ელენე, არ აპირებ რამე მითხრა? ანდრეამ ძალიან ნაღვლიანად გაიღიმა.
-არა. ანდრეა ოდნავ შეხტა ელენეს ხმა ისეთი ცივი იყო.
-რა არა ? მერე რა რომ ეშინოდა კითხვის დასმის უარის ვარიანტი არც ერთხელ არ განუხილავს.
-ცოლად არ გამოგყვები, ანდრეა. ელენემ თავი აწია და თვალებში ჩააშტერდა ბიჭს. -როგორ შეგიძლია ასე გულის გარეთ გიყვარდე, შენში ხომ არაფრით არ მიშვებ. სულ რაღაცის გეშინია, ნერვიულობ განიცდი და არაფერს მეუბნები. ჩემი ხომ ყველაფერი იცი.
-ელენე, გთხოვ არ...
- შენ არაფერი არ გესმის. მე სანამ რამეს გადავწყვეტ პირველ რიგში შენზე ვფიქრობ, უფრო სწორად შენით ვფიქრობ იმდენად ღრმად ხარ ჩემს გულშიც და გონებაშიც, შენ კი ორი ან კიდევ უფრო მეტი სამყარო გაქვს და აქედან მხოლოდ ერთი მეკუთვნის მე. ასე არ შემიძლია, ალბათ კიდევ უფრო მეტი დრო გვჭირდება. ელენე ძალიან ანერვიულებული იყო, მაგრამ მაინც შეამჩნია როგორ ეტკინა ანდრეას.
-გამიღე კარი, დასრულებულიც არ ქონდა როცა ტკაცანის ხმა გაისმა, ელენემ კარი გააღო.
-თუ ოდნავ მაინც ვღირვარ რამედ, დაიძინე სახლში რომ მიხვალ, ანდრეას თვალები გაუფართოვდა. ელენე რომ გადავიდა ისე მოწყდა ადგილს, რომ გოგონას კაბა აუფრიალდა.
ანდრეამ დაიძინა, იმიტომ რომ ელენე მთელს სამყაროს ნიშნავდა, გოგონამ ვერაფრით მოისვენა. ანდრეას მხოლოდ ხმა არ ყოფნიდა, ახლა კი ისიც არ იყო. ანდრეა აღარ რეკავდა და მეტიც, ელენესაც არ პასუხობდა. გოგონა კი ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო უკვე. ვერავის ეუბნებოდა რატომ უთხრა ცოლობაზე უარი, მაინც ვერავინ გაიგებდა ამას, ანდრეამ კი გაიგო, მართლა გაიგო და ზუსტად ამიტომ აღარ რეკავდა. მისი სისუფთავის გარეშე უფრო უჭირდა. თვალი სინათლეს რომ მიეჩვევა, სიბნელე უფრო აუტანელი ხდება. ანდრეა ვეღარც საქმეზე ფიქრობდა. ელენეს თანდათან მოთმნების ფიალა ევსებოდა.
-ელენე, როგორ ხარ ? მათემ გოგონა გადაკოცნა.
-არ ეტყობა? ანიმ ელენეს დაუბღვირა.
-კი, იმასაც ეტყობა, მათემ ახლაც გაიცინა.
-როგორაა? ელენეს არ უნდოდა ეკითხვა, მაგრამ ენამ დაასწრო.
-გუშინ სპეც ოპერაციის დროს ერთ-ერთი მძევალი ხელში ჩააკვდა, 15 წლის ბიჭი იყო. ხო წარმოგიდგენია...
-მიმიყვან? ელენეს კანკალი დააწყებინა ნერვიულობამ. ზუსტად იცოდა ახლა რა დღეშიც იქნებოდა ანდრეა.
-რა თქმა უნდა.
-ანი, რაც გინდა ის უთხარი ლექტორებს, ელენე მათეს მანქანაში ჩახტა და ღვედი გადაიკრა.

რამდენიმე წუთი კარებთან იდგა და ვერ ბედავდა ზარის ღილაკზე თითის დაჭერას. ბოლოს გაბედა... ანდრეას ყველა ემოცია თვალებში ეტყობოდა, ისიც დაეტყო ელენეს ნახვა რომ გაუხარდა, მაგრამ ტუჩები არაფრით გახსნა. ელენემ ამოისუნთქა და სახლში შევიდა.
-გამარჯობა. ანდრეას გამოხედვას რომ ვერ გაუძლო თავი დახარა. სადაც იყო კანკალს დაიწყებდა.
-გაგიმარჯოს. ხმა სულაც არ ქონდა მკაცრი და ამან ძალა მისცა ელენეს.
-სამსახურში რატომ არ ხარ?
-გუშინ საქმე დავხურეთ და დღეს ვისვენებთ.
-არ მელაპარაკები? ელენემ ჩაიბურტყუნა.
-აბა ახლა რას ვაკეთებ, ელენე.
-გუშინ მთელი ღამე არ გიძინია გეტყობა. ელენე სავარძელში ჩაჯდა.
-შენ კიდე უნივერსიეტი გააცდინე. ელენე მიხვდა, რომ ანდრეა თვითონ არაფერს ეტყოდა.
-დღეს მათე ვნახე და..
-მეც არ გამიკვირდა რატო მოვიდათქო. ანდრეას ხმაში ირონია გაისმა, ელენეს მზერა კლავდა ამ წუთას. კინაღამ სახეში გაარტყა ისე გაბრაზდა. -თუ შენც უნდა შეგეცოდო ჯობია წახვიდე. ელენეს ბრაზი გაუქრა. ანდრეა კი მიბრუნდა და დივანზე ჩამოჯდა. სახეზე ხელები აიფარა და სუნთქვაც კი შეწყვიტა იმის მოლოდინში, რომ სადაც იყო კარი გაიღებოდა, ელენე წავიდოდა.
კარი არ გაიღო... ანდრეამ რომ ამოხედა ელენე ისევ სავარძელში იჯდა. სახეზე სიმშვიდე ეწერა, გოგონამ მზერა რომ იგრძნო ხმა ამოიღო.
-შარშან უნივერსიტეტში გერმანიიდან სტუმრები გვყავდა. წასვლის წინა დღეს გამოსამშვიდობებელი წვეულება მოვაწყვეთ და იქ ერთ-ერთმა მითხრა, რომ ქართველი ქალები განსაკუთრებულები ვიყავით. მე გამიკვირდა არ ველოდი და რომ ვკითხე რატომთქო, მიპასუხა საშინლად ამაყები ხართო. დღემდე დარწმუნებული ვიყავი რომ მართალი იყო, მაგრამ სულ რომ დავივიწყოთ წარსული, ბოლო ნახევარ საათში ორჯერ გამაგდე შენი სახლიდან და შენი ცხოვრებიდან, მე კი აი აქ ვზივარ და საერთოდ არ ვაპირებ წასვლას, იმიტომ რომ ერთხელ მითხარი ჩემს გვერდით როცა ხარ მამშვიდებო, მე მჯერა რომ მართალი მითხარი, შენი მჯერა. სანამ არ ვიგრძობ რომ აღარ გჭირდები არ წავალ, თანაც მეც ხომ ყველაზე კარგად ვარ შენთან ერთად. ანდრეას სახეზე ნერვი არ შეტოკებია, ელენეს თვალებში მხოლოდ თავდაჯერებულობა იკითხებოდა და კიდევ უფრო ღრმად დიდი სიყვარული. გოგონა უსასრულობაში იყურებოდა, არ ფიქრობდა უბრალოდ თავს ცუდად არ გრძნობდა. ანდრეამ წარბები შეჭმუხნა როცა ელენეც დივანზე გადაჯდა, მეორე კიდეში. ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა ბიჭს. ელენე თოჯინასავით აიტაცა ხელში და კალთაში ჩაისვა, გოგონას გული აუჩქარდა. ანდრეამ ხელები ისე შემოხვია განძრევის საშუალება არ მისცა.
-ერთი კვირა, ანდრეა, მთელი ერთი კვირა, ელენეს ხმაში საყვედური გაისმა.
-რვა დღე, ელე. სულ ყველა შეკითხვაზე გასცა ანდრეამ პასუხი თავისი ჩუმი ფერებით ელენეს თმაზე და ელენეც მიეჩვია, მის ერთი კვირის, არა, რვა დღის მონატრებულ სითბოს.
-ელე, შენ მე მასუფთავებ, ელენეს გული კიდევ უფრო აუჩქარდა და ანდრეას კისერში აკოცა. მთელი გულით გაიღიმა ისე რომ მისი თვალებიდან გადმოღვრილ ღიმილში მთელი დედამიწა ეტეოდა, ყველაფერი იყო რაც ანდრეას სჭირდებოდა. მაშინ ელენემ იგრძნო რომ ანდრეას ყველა არსებას, მის ყველა სახეს ელენე უყვარდა და მხოლოდ ეს აერთიანებდა. გოგონამ ანდრეასთან განუყოფლობა იგრძნო და უცნაურად ესიამოვნა, ისე მხოლოდ შეყვარებულებს რომ სიამოვნებთ.
***
16 მაისი იყო. აი, ის დღე ანდრეა რომ პირველად გაიწმინდა და ელენემ გაოცებული თვალები მიაპყრო უცნობს, რომელიც დაჟინებით მიშტერებოდა.
-დილა მშვიდობისა ანდრეა, ბიჭს გაეღიმა, ელენემ პირველად გააღვიძა.
-მშვიდობიანი დილაც ასეთი უნდა.
-ბოდიში თუ გაგაღვიძე, უბრალოდ...
-უბრალოდ დღეს 16 მაისია, ელენეს ყურებამდე გაეღიმა.
-რა თქმა უნდა, გახსოვს.
-მე სულ მახსოვხარ. თანაც ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ გაღიძებისას პირველი მე გახსენდები. ელენე გაწითლდა თან ისე, რომ გაუხარდა ახლა ანდრეა რომ ვერ უყურებდა. -ელე, გუშინ თქმა დამავიწყდა, დღეს რაღაც წვეულებაა ჩემთან სამსახურში და ხო წამოხვალ? ანი და მათეც იქნებიან, მგონი არ მოიწყენ.
-რა თქმა უნდა, წამოვალ.
-მაშინ საღამოს შვიდზე გამოგივლი, როგორც იქნა გნახავ.
-არ გალოდინებ, გპირდები. ელენემ გათიშა და საწოლიდან ადგა, მართლა სასიამოვნო იყო დღე, რომელიც ანდრეათი იწყებოდა. ზუსტად იცოდა, რომ მთელი დღე კარგად იქნებოდა.
-ელენე, კარი ანამ შემოაღო.
-მათემ გამოგაგდო? ელენემ მეგობარს შესცინა და მუცელზე მოეფერა.
-სამსახურში წავიდა, მე და შენ დღეს უნივერსიტეტში არ მივდივართ, გამოაცხადა ანიმ სრული სერიოზულობით.
-რატომ?
-დღეს წვეულებაზე მიდივართ დაგავიწყდა, ანი უცებ გაჩერდა და თვალებში სინანული ეღებეჭდა, -ანდრეამ არ გითხრა? ელენეს გაეცინა ანა ისეთი მომლოდინე თვალებით მიშტერებოდა.
-კი მითხრა, მაგრამ უნივერსიტეტი რა შუაშია ეგ ხო საღამოსაა?
-გამაგიჟებ შენ მე. რითი აპირებ წასვლას?
-მაღაზიები ანი?? ისეევ? ელენე დაიჭყანა.
-რა თქმა უნდა, ანდრეას თანამშრომლებს ნორმალურად უნდა გაეცნო, თანაც რამე უნდა ვიშოვო რომ ჩავეტიო შიგნით, ანიმ ხელი წამოზრდილი მუცელზე გადაისვა და გაუღიმა.
-ჩავიცვამ მაშინ, შენ რამე გააკეთე თუ გინდა, მშია.
შუადღეზე ანის ფეხმძიმობა გაახსენდა და საბოლოოდ დაუჯერა ელენეს, რომ დაესვენებინათ, გოგონა კი უკვე თვალებს ვეღარ ახელდა ისე დაღლილი იყო. ანის ხან ფერი არ მოეწონა, ხან სიგრძე, ხან სტილი. ზოგსი მსუქანი ჩანდა, ზოგში მუცელი არ ეტყობოდა საერთოდ და ზოგში თავს კომფოტულად ვერ გრძნოდა. ელენე მიჩვეული იყო ანის მიზეზობას უკვე, მაგრამ ამ ორსულობის დროს მთლად გადაირიეო კი ეუბნებოდა. არც ელეს არჩეული კაბები არ მოწონდა მიზეზები აქაც გამოირჩოდა ორიგინალურობით.
-ნუ გაქვს ეგეთი სახე, მაღაზიებში დავდივართ სიკვდილის დასჯაზე კი არა. ანი გაბრაზებული იყო ელენეს ყველა კაბა რომ მოწონდა.
-ანი, ხმა არ ამოიღო, ჭამე.
-მათეს მივწერე და მოვლენ ეგ და ანდრეა.
-მართლა ?
-ახლა აღარ ხარ ხო დაღლილი? მოღალატევ! ანიმ თვალები დააქაჩა და ელენეს საჩვენებელი თითი დაუქნია.
-ანი, მართლა არ შეიძლება შენთვის მთელი დღე წინ და უკან სიარული.
-არ ვარ დაღლილი. აი, მოვიდნენ და გაიღიმე ახლა, ანიმ ელენეს თვალი ჩაუკრა და მათეს ხელი დაუქნია.
-სულ ცოტათი მომენატრე, ყურში ძალიან ჩუმად უთხრა ანდრეამ და ლოყაზე აკოცა.
-უზრდელობაა საზოგადოებაში ჩურჩული, მათე ახარხარდა. -ელენე, დაგღალა ხო?
-არ გამახსენო, არაფერი გვიყიდია ჯერ.
-რამდენ მაღაზიაში იყავით? ანდრეასაც გაეცინა.
-ყველაში, ელენემაც გაუცინა და გაბუსხულ ანის გადახედა.
-მე რო ავარჩიო? ანდრეამ ელენეს ცალყბად გაუღიმა
-მაღაზიებში წამოგვყვები?
-არა, გამოგიგზავნი სახლში.
-კარგი, დაველოდები.
-ანდრეა, იცოდე ლამაზი რომ არ იყოს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ანი სასაცილოდ დაემუქრა.
-შვილს ნუ მიღლი რა ანი, ისედაც საუკეთესო ხარ, მათე ცოლს ჩაეხუტა.
-შენი შვილი ჩემიცაა და მე უკეთ ვიცი როგორაა, ანიმაც გაიცინა.
ახლა უკვე მართლა ბრაზდებოდა ელენეზე, რომელიც სულ სხვაგან დაფრინავდა, საშინლად აინტერესებდა ანდრეას საჩუქარი და ერთი სული ქონდა სახლში მისულიყო. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა ნანხმა. ანი ამბობდა რაღაც ნაკლს მაინც ვუპოვიო, მაგრამ კაბა იდეალური იყო. ფერიც საოცრად უხდებოდა, აი , ის რომანტიკოსების ლაჟვარდისფერი ტანზე ულამაზესად აჯდა ელენეს, მისი სხეულის ყველა დეტალის სილამაზეს ხაზს უსვამდა გრძელი, მაგრამ ჩახსნილი კაბა და ელენემ თავი განსაკუთრებულად იგრძნო. სახლში ისეთ დროს მივიდნენ, რომ უკვე უნდა მომზადებულიყო წასასვლელად. კაბა და ფეხსაცმელი რომ ზედმიწევნით შეისწავლა ყუთში ისევ ჩაიხედა, ეგონა ბარათი დახვდებოდა, მაგრამ ისევ შეცდა. იყო იქ კიდევ ერთი პატარა, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი. ბანტით შეკრული შავი ყუთი გახსნა ელენეს და ბეჭდის თვალის ბზინვარებამ მთელი ოთახი გაავსო მისთვის. "შენ ჩემი სურვილების საზღვრებს ცდები და ყოველთვის იმას მაძლევ, რაც მჭირდება. თუ შენზე ეს ბეჭედიც იბრწყინებს ჩავთვლი, რომ თანახმა ხარ" ელენემ ცრემლები ვერ შეიკავა და მთელს დედამიწას გაუღიმა. ბეჭედი მართლაც ბრწყინავდა ელენეზე.
***
-ანი ნუ ბუზღუნებ, ეწყინება მათეს, ელენე ბრაზდებოდა უკვე ანის მიზეზობებით.
-აბა, რატომ არ გამოგვიარეს?
-მანქანა ხომ გამოგვიგზავნეს, საქმე ქონდათ ალბათ. დღეს ყველა უნდა გადარიო შენი მომხიბვლელობით და გაბუსხული არ დაგინახო იქ.
-ყველა არ ვიცი, ელე, მაგრამ ანდრეას, რომ გადარევ ვიცი. ელენე გაწითლდა და მარჯვენა ხელი ანის დასანახად აწია. კინაღამ კივილი დაიწყო.
-თხოვდები, მაგიჟებს ანდრეა, ელენე, რა ლამაზია.
-ვერ წარმომიდგენია როგორ ვიყავი მის გარეშე ამდენ ხანს, ელენემ თავი გადააქნია და ანი მიხვდა, რომ მისი მეგობარი ზუსტად ამ წამს იყო ყველაზე ბედნიერი.
თავს კომფოტულად მაინც არ გრძნობდა, არ უყვარდა ასეთი წვეულებები. მაინც ვერ ახერხებდა გართობას. მილიონჯერ ერჩივნა თავის ბიჭებთან ერთად სადმე წასულიყო ან ელენესთან თუნდაც მთელი ღამე ელაპარაკა, მაგრამ ეს ჰალსტუხი ახრჩობდა. ვერ ძლებდა ყალბ საზოგადოებაში. იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლება ყველა გიყვარდეს და ყველას უღიმოდა, ეს ხომ თავიდანვე ფარსია, ტყუილი, რომლითაც ყველას უცრუებ იმედს, პირველ რიგში კი საკუთარ თავს.
თუმცა საღამოს მაინც ქონდა რამდენიმე დადებითი წერტილი, საქმე გახსნილი იყო და დროის ხარჯვა არ უწევდა თორემ აქ ვერავინ დააკავებდა. და... ის უსაზღვრო მოლოდინი ელენეზე მბრწყინავი ობიექტი ენახა.
გოგონა რაღაცაზე იცინოდა, კარები რომ გაუღეს და შემოატარეს. ანდრეას კარისთვის თვალი არ მოუშორებია, რომ მისი მოსვლა მაშინვე გაეგო. ამიტომ ყველაფერი შეამჩნია, რამდენიმე მისი თანამშრომლის წარბაწეული ღიმილი და მიჯაჭვული თვალები ელენეს სხეულზე, სისხლის წვა იგრძნო, მაგრამ გოგონამ ისეთი ლაღი ღიმილით გაუღიმა ყველაფერი დაავიწყდა. ელენეს ისეთი უბრალო და სადა ვარცხნილობა ქონდა, თაფლისფერი კულულები ერთად მოეყარა და გვერდით გადმოეყარა, მაკიაჟიც თითქმის არ ეტყობოდა, სამაგიეროდ მისი თვალები ბრწყინავდნენ. ანდრეამ იმდენი არჩია კაბა და ძალიან ესიამოვნო ელენას ასე რომ მოუხდა. თავიდან ვერ მიხვდა რატომ უწყლიანდებოდა ელენეს ბედნიერი თვალები მისკენ რომ მოდიოდა, მერე კი გაახსენდა მღელვარება და მარჯვენა ხელზე დახედა. ელენეს პატარა კლატჩი ეკავა და ანდრეამ სასურველ თითს ვერაფრით მიაწვდინა მზერა.
-ლამაზი ხარ, ლოყაზე ძალიან ნაზად აკოცა და კულულებზე მოეფერა. ელენემ მარჯვენა ხელი ლოყაზე მოუსვა, ანდრეამ ბეჭდის გლუვი ზედაპირი რომ იგრძნო ამან ისეთი შვება მოუტანა, რომ კინაღამ ხარხარი დაიწყო, ვერაფრით მოსწყვიტა ელენეს წყლიან თვალებს მზერა.
-თქვენ რა ჩუმალები ხართ, ტო. მათეს აზრადაც არ გაუვლია, რომ ეს მომენტი არ უნდა დაერღვია მათთვის. -გილოცავთ, შე ჩემა გაგეფრთხილებინე მაინც, არაფრით ცხრებოდა.
-მადლობა, მათე.
-არაფრის რძალო, მათე სიცილით კინაღამ მოკვდა ელენეს სახეზე. -ანდრე, ძმა ხარ, რომ მითხარი.
-კაი მათე, მაცოცხლე ახლა. ანდრეამ ელენეს წელზე ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა.
-შენი ქორწილის წინ მაინც მოვაწყოთ "მალჩიშნიკი" რა.
-უკაცრავად, შენ შენსაზე ვერ წახვედი და აქ წასვლას აპირებ? ანიმ სასაცილოდ აწია წარბი ზემოთ.
-ტიპი ოჯახში უფროსობას მართმევს, მათემ ისევ გაიცინა. ანდრეამ "მეც მინდა" თვალებით გადახედა ელენეს და ახლა პირველად გააცნობიერა, რომ ის მალე მისი ოჯახი გახდებოდა.
მთელი საღამო ხელი არ გაუშვია ელენესთვის, წამით არ მოუშორებია გვერდიდან ყველას აცნობდა და უხაროდა, რომ შეეძლო ეთქვა "გაიცანით, ჩემი საცოლე"
თავიდან ელენე წითლდებოდა, მაგრამ მერე მიეჩვია, რომ იგი ანდრეას მომავალი ცოლი იყო. მოუთმენლობა იგრძნო, რომ ამ წინადადებისთის "მომავალი" ჩამოეშორებინა.
-ესეიგი, რამდენიმე წინადადება მაქვს, ელენემ როგორც კი მარტო დაიგულა თავი ანდრეასთან მაშინვე დაიწყო.
-გისმენ, საყვარელო.
-ოჯახში უფროსი შენ ხარ და სულ მე მიჯერებ ხომ? ელენემ სასაცილოდ მოჭუტა თვალები.
-კი, საყვარელო.
-კიდევ მე ხომ სამსახურს თავს არ დავანებებ.
-უფროსი შენ ხარ და გადაწყვიტე, ელენეს ხმამაღლა გაეცინა.
-მაშინ არ დავანებებ, მიყვარს იქ ყოფნა.
-ჯერ დავქორწინდეთ და საბავშო ბაღი სახლშიც გვექნება, ელენემ ჟრუანტელი იგრძნო ანდრეას ხმაზე.
-მე მაინც ვიმუშავებ.
-ელენე, ვინ გიშლის. ანდრეამ ახლა მართლა ვერ შეიკავა სიცილი.
-ანდრეა, როგორ ხარ? ბიჭმა გვერდით მიიხედა და ელენემ მასზე ჩაკიდებული ხელის დაძაბულობა იგრძნო.
-ერეკლე, კარგად შენ როგორ ხარ? როდის ჩამოდი?
-გუშინ, ერეკლემ მზერა ელენეზე გადაიტანა და ანდრეა კიდევ უფრო დაიძაბა.
-ერე, ეს ელენეა, ჩემი საცოლე.
-ცოლი მოგყავს ტო, გილოცავთ, ძალიან გამახარე, ერეკლეს გულწრფელი სიხარული თვალებში დაეტყო. გოგონას თბილად მიულოცა და ოთახში შებრუნდა. ანდრეას ხასიათს ცვლილება შეეტყო, თუმცა ელენე ცდილობდა ამაზე ყურადღება არ გაემახვილებინა.
-ელე, მე მივდივარ. ბავშვი დაიღალა, ანიმ გოგონა გადაკოცნა ქმარს ხელი ჩაკიდა და წავიდნენ.
-ჩვენც წავიდეთ? ანდრეამ ისევ თბილად გამოხედა გოგონას.
-როგორც გინდა.
-გამოვიყვან მანქანას მაშინ.
ელენემ ღვედი, რომ გადაიკრა მაინც ვერ მოითმინა და ანდრეას რაღაც რომ აწუხებდა ვერ იტანდა და შინგან პროტესტს გრძნობდა, რომ არ იცოდა რა.
-რა მოხდა, ანდრეა?
-ელენე, ძალიან მრცხვენია შენთან, გოგონა დაიძაბა. ოღონდ ახლა არ ეთქვა ისეთი რამ რაც დღევანდელ დღეს რაიმე ლაქას გაუჩენდა, ოღონდ დარჩენილიყო მოგონებებში საუკეთესოდ.
-რატომ?
-ხომ გახსოვს ერეკლე?
-კი, ელენემ ფრთხილად ახედა ანდრეას.
-რაზმაძეა, უფროსი. ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა წამში, ყველაზე საზიზღარიც და აუტანელიც, მაგრამ ეს არა... მისი ძმები ყოველთვის ცალკე განზომილება იყო ელენესთვის, ის, რომელშიც შესვლას ვერ ბედავდა ვერასდროს. მართლა ცდილობდა მათგან თავი შორს დაეჭირა და არ ჩარეულიყო მათ ცხოვრებაში თუნდაც უნებურად, მაგრამ მაინც მოხდა. დათო გაბრაზდებოდა ამას რომ გაიგებდა, ალბათ ჭკუიდან შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ეს მეასე ხარისხოვანი იყო.
-ელენე, მითხარი რამე...
-ნუ გრცხვენია, ანდრეა, რა შენი ბრალია.
-როგორ არა, მართლა არ ვიცოდი სამინისტროს ხალხიც თუ იქნებოდა, დელეგაცია წასული იყო და...
-ანდრეა, ხომ გითხარი მართლა არაა შენი ბრალი, თან მან ხომ არ იცის ვინ ვარ, ელენემ ძალიან სევდიანად გაიღიმა.
-არ გინდა გაიგოს? ანდრეას უცებ თვალები აენთო, როცა ელენემ დაუფიქრებლად გასცა უარყოფით პასუხი. -იცი რა კარგები არიან, მაგარი ძმები გყავს. იქნებ დროა...
-არა-მეთქი, ანდრეა გთხოვ, ზუსტად იმიტომ რომ კარგები არიან, ელენეს თვალები აუწყლიანდა.
-ვერ ვხვდები, ელე.
-მითხარი, ოჯახის ერთიანობას რამე შეედრება?
-არა, ანდრეა ვერ მიხვდა ელენე საითკენ უმიზნებდა.
-ხოდა მე ის ერთადერთი მიზეზი ვარ, ვის გამოც მათი ოჯახი არასდროს ყოფილა ერთანი. პატარობიდანვე ვარსებობდით მე და დედაჩემი, ვინც მაგათ წილ ოჯახს ართმევდა. ანდრეა ამას მართლა არ ელოდა და ელენემ კიდევ ერთხელ გააოცა. მაგრამ ძალიან ეტკინა გოგონას ასეთი ღრმა და სწორი აზროვნება. ელენე სულ სწორად იქცეოდა, მაქსიმუმს ელოდა თავისი თავისგან და არ უნდოდა მისით ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა.
-გაიგებენ, ელე. დათოსთან არასდროს ქონდათ კარგი ურთიერთობა.
-ანდრეა, მათი მამა დედას ნატოსთან ღალატობს უკვე 23 წელია თუ მეტი არა და ამ ღალატის შედეგი ვარ მე, გგონია ამის გაგება შეიძლება? პასუხი ისევ არ ქონდა ბიჭს.
-მე მაინც მგონია, რომ უნდა გაიცნო შენი ძმები, თან ერეკლეს უკვე პატარა გოგო ყავს, იცი რა სიცოცხლეა...
-ანდრეა, გთხოვ, სახლში წამიყვანე. ელენემ თავი მოიაბრუნა და ცრემლი ძალიან ჩუმად მოიწმინდა.
რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ ორივე.
-სხვა გზით მიდი ხარ, ანდრეა.
-ახლა სახლში მარტო რომ დაგტოვო მთელი ღამე ჩემი უუნარობის გამო არ დაგეძინება. ელენეს წასვლა მართლა არ უნდოდა ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მთაწმინდაზეც ჩუმად იყვნენ რამდნიმე წუთი, უბრალოდ გვერდიგვერდ მიდიოდნენ.
-ცოტნეს ჯერ შვილები არ ყავს? იკითხა უცებ ელენემ და ანდრეამ ახლა რეალური ტკივილი იგრძნო გულში.
-ჯერ არა, სამი თვეა რაც ცოლი მოიყვანა.
-კარგი ცოლები ყავთ ხომ?
-კი, საყვარლები არიან.
-თქვენ ხომ კურსელები იყავით, მოთხარი როგორები არიან.
-ცოტნე ხმაურიანია ძალიან, სულ მღერის, შენსავით მაგარი ხმა აქვს. ერეკლე უფრო დინჯი და სერიოზულია, მაგრამ გადარევა იცის საოცარი. ერთხელ უნივერსიტეტში ჩვენს კურსელ გოგოს ვიღაცამ ხელი დაარტყა და ერეკლემ კინაღამ გადაუტეხა. მაშინ ქუჩური გარჩევები მოდაში იყო და იმ ბიჭმა მთელი უბანი თავზე დააყენა მეორე დღეს. სანამ მე და მათე მივიდოდით ერეკლეს და ცოტნეს უკვე ყველა ნაცემი ჰყავდათ. თან ისეთი კეთილები არიან, რომ გაგიჟდები. მემგონი რაზმაძემ კიდე უნდა აჩინოს შვლები ისეთი კარგები გამოსდის, ანდრეამ გაიცინა ელენეზე რომ შეამჩნია ღიმილი.
-მოვაგვარებთ, ელე, გპირდები. ყველაფერს ნელ-ნელა დავალაგებთ და ჩვენც გვექნება დიდი, ბედნიერი ოჯახი და ჩვენს შვილებს ყველაზე მაგარი ურთიერთობა ექნებათ თავიანთ ბიძებთან. ელენე ანდრეას ჩაეხუტა.
-მგონი ცოტნეს გაცნობა მაინც გინდა ხო? თავი დაუქნია გოგონამ და ისევ გაუღიმა.
-როგორ მიხარიხარ ელენე. მართლა ყველაზე უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარე ანდრეას ტუჩები, რომ იგრძნო. ფრთხილად ეფერებოდნენ მისას და თან საოცრად გამოხატავდნენ მესაკუთრის თვისებებს, ელენეს ზუსტად ეს მოსწონდა ყველაზე მეტად: როცა გრძნობდა, რომ ანდრეასი იყო.
-ვერც ახლა დავიძინებ მთელი ღამე, ელენე ჯერ კიდევ გაწითლებული იყო, ანდრეამ ლოყები და თვალები დაუკოცნა.
-ამჯერად ჩემი უნარიანობის გამო, ისევ აკოცა ხელახლა გაწითლებულ ლოყებზე და გულში მთელი ძალით ჩაიკრა. -უახლოეს მომავალში ვქორწინდებით, უეჭველი.
***
ელენემ პირველად გრძნობდა, რომ შეეძლო თავის ძმებთან ქონოდა ურთიერთობა, 1 დღის წინ განყენებული თემა უკვე რეალური და განხორციელებადი, რომ გახდა სულს უთბობდა. მთელი მომდევნო დღე ახალ ოჯახზე ფიქრში და ანდრეას უსაზღვრო სიყვარულის გრძნობაში გაატარა. ხანდახან მაინც შეახსენებდა თავს ის შიში, რომელიც თან ახლა მის ძმებზე ფიქრს, მაგრამ როგორც ანდრეამ თქვა ისინი კარგები არიან და ყველაფერს გაიგებენ აუცილებლად, ამაში მართლა არწმუნებდა თავის თავს და კიდევ იმას იხსენებდა ხშირად რომ თვითონაც უდანაშაულო იყო საერთოდ.
-ელენე, გამოდი. წიგნი ხელიდან გადაუვარდა მამამისის ღრიალი, რომ იგრძნო. ინსტიქტურად დაემორჩილე ფეხები ნაბრძანებს და ოთახიდან გავიდა. დათოს განრისხებული თვალების გაანალიზებაც კი არ ქონდა დამთავრებული ლოყაზე მოხვდრილმა ტორმა, რომ გაამწარა. ელენე მოულოდნელობისგან წაბარბაცდა, მაგრამ წაქცევისგან იგივე ტორმა იხსნა. დათო ისე მამგრად უჭერდა ხელს მკლავზე, რომ ელენეს ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-როგორ გაბედე? რამდენჯერ გააგფრთხილე, გეკითხები, ელენე, დაღრიალა დათომ და ელენეს ხელი გაუშვა, გოგონამ დაბნეული, წყლიანი თვალები დედამისს მიანათა და აღმოჩნდა, რომ ის არც უყურებდა შვილს.
-მიპასუხე, გოგო, ისევ შეხტა ელენე.
-ვერ მივხვდი რა გინდა, კიდევ იგრძნო ტკივილი ელენემ, ამჯერად ხელმა აღარ დაიჭირა თავი პირდაპირ მაგიდის კუთხეს ჩამოარტყა, ცრემლების შეკავება უბრალოდ შეუძლებელი იყო.
-რა მოხდა დათო, თქვი ბოლოს და ბოლოს, ელენეს ის უფრო ეტკინა დედის ხმაში უფრო ცნბისმოყვარეობა რომ ისმოდა, ვიდრე თანაგრძნობა.
-დღეს ერეკლე გახარებული უყვებოდა ცოტნეს რა ლამაზი ცოლი მოყავს მათ მეგობარ ანდრეას, ა, ნატო როგორ მოგწონს?
-რას ამბობ, ელენე, როგორ გაბედე? გოგონას გულის რევის შეგრძნება დაებადა.
-ჩემმა შვილებმა რომ სიმართლე გაიგონ იცოდე, ანდრეას თვალით ვეღარ ნახავ, მოუნდა გათხოვება ქალბატონს. სხვა ვერავინ ნახე ჩემი შვილებს ძმაკაცის მეტი? ელენეს კანკალი დააწყებინა. ვერ მიხვდა რა უნდა ექნა, ისევ შეხედა დედამისს და თითქოს დენმა დაარტყაო ისე ეტკინა მისი გამოხედვა. ფეხზე წამოდგა და მიხვდა რომ საკუთარი სხეული ემძიმებოდა.
-სად მიდიხარ? რაღაც პასუხი ვერ მოვისმინე, ელენე. მამამისმა მთელი ძალით შემოატრიალა გოგონა.
-სიმართლეს არ ეტყვი, ხო გასაგებია? ელენემ პირი გააღო, რომ პაუხი გაეცა, მაგრამ ხმა ვერაფრით ამოიღო. მერე კი უბრალოდ თავი დაუქნია და მამისის ხელიდან თავი გაითავისუფლა. ზუსტად ვერ გაიგონა დათომ რა თქვა,მაგრამ ის დაინახა ჩქარა რომ გავიდა მათი სხლიდან და დედამისიც გაეკიდა. ელენეს თვალები დაებინდა და სახეზე ხელი მოისვა, რომ ცრემლეისგან გათავისუფლებულიყო, ტუჩი ისე აეწვა კვნესა აღმოხდა. თავისი ოთახისკენ წალასლასდა და საწოლზე ჩამოჯდა. მთელი სხეულით კანკალობდა, თვალებგაფართოებული იხსენებდა სულ რამდენიმეწუთიან ინციდენტს და საკუთარ მეხსიერებას ვერ უჯერებდა. არაფერი იყო დარჩენილი ბედნიერებისგან და იმედისგან, საერთოდ არაფერი იყო დარჩენილი ელენესგან. გონებაში აზრები უკიოდნენ და გულში ერთმანეთს გაორებული გრძნობები ებრძოდნენ, უნდა შეძულებოდა თუ ყვარებოდა, განა მარტო იმიტომ უყვარდებათ რომ მათ გააჩინეს ან მათი სისხლი აქვთ? სიყვარულს სიახლოვე და თანაგრძნობა წარმოშობს, რა ელენეს ბრალი იყო თუ დაიბადა. რა ქნას ამით თუ დააშავა... გოგონამ ემბრიონის ფორმა მიიღო და თავი ბალიშში მაგრად ჩარგო ტირილის ხმა რომ არავის გაეგო, შეურაცხყოფა და უსიყვარლობა ისე ტკენდა ფიზიკურ ტკივილს ჩრდილავდა. ელენე თავს დანაწევრებულად გრძნობდა. მობილურს რამდენჯერმე დახედა და ანდრეას ნომერი რომ აკრიბა ერანზე თავისი სახე დაინახა, სწრაფად გათიშა და სარკეში ჩაიხედა. ასე როგორ უნდა დანახვებოდა. ანდრეასთვის ეს სიწითლეები როგორ აეხსნა. ისევ დააწვა სიჭრელის სიმძიმე მხრებზე და ისევ ატკივდა თავი რეალობისგან. სახე დაიბანა და რაც შეეძლო დაიმუშავა გახეთქილი ტუჩიც და მაგიდის წვეროს კვალიც შუბლზე. საბანში მაგრად გაეხია, მაგრამ კანკალს მაინც ვერაფერი უშველა. იცოდა რომ ძლიერი იყო და უნდა გაეძლო, მბჟუტავ სინათლეს ხედავდა ბოლოსკენ მაგრამ ვერ აბედინებდა მისკენ წასვლას სამყარო. თითქოს დედამიწამ უკუღმა იწყო სვლა, ელენეს ფიქრებმაც ბედნიერების საპირისპიროდ შეუხვიეს.
***
სამყაროზე უარი თქვა, მობილური გამორთო, ოთახში ჩაიკეტა და მთელი დღე საწოლში გაატარა. მაინც არ ელოდა, რომ ნატოს ერთხელ მაინც არ გაახსენდებოდა. ეგონა მოიკითხავდა, დაუკაკუნებდა მაინც. მაგრამ არა, დედამისი ჯიუტად აგრძელებდა უსიყვარულობას. ელენემ კარგად იცოდა რაც დაეხმაროდა, მაგრამ მოკვდებოდა და ანდრეას ასე ვერ დაენახვებოდა, ბიჭს ისედაც გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, ელენე თავს უფლებას არ აძლევდა სადარდებლად დამატებოდა. საღამოს სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ვერ იცნო, ტუჩი გასივებული და გაწითლებული ქონდა, შუბლზე ნაიარევს იასამნისფერი გადაკროდა და თვალები ტირილისგან სულ ჩაწითლებოდა. გადაწვეტილება რომ ანდრეას ასეთი არ უნდა ენახა გაამტკიცა და ისევ ჩაწვა ლოგინში. ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა, სახე მხოლოდ უხურდა. შეურაცხყოფა იმხელა იყო, რომ ელენეში ყველა დანარჩენ გრძნობას ფარავდა. სიარულიც კი უჭურდა ისე მოითენთა და საკუთარი თავის რცხვენოდა ასე რომ იყო, ძლიერების ნატამალი აღარ დარჩენილიყო ელენეში და ესეც ტკენდა. ოჯახი უნდა გვაძლიერებდეს, ფარი უნდა იყოს ჩვენი, გოგონამ კი მაშინ სრული რეალობით გაისიგრძეგანა მას არასდროს ყოლია ოჯახი და ახლაც სულ ტყუილად ელოდა მცირეოდენ სიყვარულს მაინც თავისი მშობლებისგან.
თავიდან ეგონა ეჩვენებოდა, მაგრამ ხმაური თანდათან ზედმეტად შემაწუხებელი გახდა. ელენე წამოდგა და ოთახის კარი გააღო, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ერთი დღე კი არა, მთელი წელი იწვა და უსაქმურობდა. ხმაური შემოსასვლელი კარიდან მოდიოდა, სადაც იყო ალბათ ჩამოგლეჯდა ვიღაც. ელენეს წამითაც არ შეშინებია, მივიდა და ინსტინქტურად გააღო. ზღურბლზე უცნობი ბიჭი იდგა.
-ელენე ხარ ?
-დიახ, ელენემ ხმა ვერ იცნო ისეთი შეცვლილი ქონდა და ბიჭიც იმდენად გაბრაზებული უყურებდა, რომ წამით გაიფიქრა პოლიციას დავურეკავო. ამასობაში უცნობმა ოთახში შემოალაჯა და ელენეს ჯიქურ შეხედა.
-მიცანი?
-უკაცრავად, მაგრამ ვერა.
-ცოტნე რაზმაძე, დიდად სასიამოვნოა, ელენეს წამით მუხლები მოეკვეთა და ნერწყვი ხორხში გაეჩხირა. გული მოუკლა ბიჭის ბრაზმა და ირონიით გაჟღენთილმა ტონმა. ვერაფრით მოიფიქრა რა ეთქვა, იატაკს მონუსხულივით დაშტერებოდა და ცრემლებს უფლებას არ აძლევდა წამოსულიყო.
-ახლა ხომ მიცანი? ელენემ წარბები მოჭმუხნა ტკივილისგან ბიჭის ტონი იმდენად მკაცრი იყო. თავი დაუქნია ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
-უბრალოდ მაინტერესებდი, ცოტნეს ხმა თანდათან შეუბრალებელი ხდებოდა. ელენე პატარავდებოდა. -ხომ უნდა ვიცნობდე დაიკოს, ელენე გააქრო ცოტნეს ხმამ. დივანზე მოწყვეტით დაჯდა.
-რატომ არ მელაპარაკები, ელენე?
-როგორ გაიგეთ? ელენემ თვითონ არ იცოდა საიდან მოკრიბა გამბედაობა,რომ ხმა ამოეღო და ტუჩები აემოძრავებინა.
-ეს გაღელვებს, მხოლოდ ესაა პრობლემა საიდან გავიგეთ? მთელი ცხოვრება რომ არაფერი ვიცოდით ეს რატომ არ გაღელვებს ან თუნდაც ის რომ ტყუილში გავიზარდეთ მე და ჩემი ძმა? ცოტნე უკვე ღრიალებდა. -ის რატომ არ გაინტერესებს დედაჩვენი რომ...
-ცოტნე! ელენეს უცხო ხმამ აიძულა თავი აეწია, მეორე რაზმაძე იცნო. -ნუ ყვირი, ერეკლეს ხმა იმდენად მკაცრი იყო რომ ცოტნე იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო.
-რა მოხდა ? ელენემ ახლა მას ჰკითხა.
-მამაჩვენმა ყველაფერი თქვა დღეს.
-ცოტნე, წამოდი სახლში.
-არ დამიმთავრებია, ერეკლე.
-სახეზე რა გჭირს, ელენე ? გოგონამ თავი უფრო ჩახარა, მაგრამ ცრემლები მაინც წამოუვიდა.
-რა მოხდა, ისე საშინლად ეტკინა ყველა უოჯახო დღე როცა მის წინ ჩამუხლული ერეკლე დაინახა, რომ კინაღამ ხმამაღლა ღრიალი მორთო.
-შუბლი გატეხილი გაქვს? ცოტნეს ხმაც ისეთი ახლობელი გახდა, რომ ელენეს ცრემლები უფრო წამოუვიდა. გული ამოუჯდა ტირილისგან და ვერც ერთი მიხვდა რა უნდა ექნათ. მხოლოდ გოგონას დამშვიდებას ელოდნენ მის წინ ჩამუხლულები.
-არ გვეტყვი? ცოტნემ შეაპარა როცა ელენემ სული მოითქვა.
-არ ვიცოდი ერეკლე იქ თუ იქნებოდა, თორემ არ წამოვიდოდი, ანდრეა გაიგებდა, მაგრამ მე მართლა არ ვიცოდი, გეფიცებით. არ მინდოდა ჩავრეულიყავი და გაგეგოთ, ისე მოხდა თავისთვის...
-რა ანდრეა და ერეკლე, სად არ წახვიდოდი, რას ამბობს ? ცოტნე ძმას მიაშტერდა.
-მე მართლა ვწუხვარ, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, ცოტნე, მართლა გეუბნები თქვენი ცუდად ყოფნა არასდროს მისურვია, პირიქით...
ცოტნე გაშტერებული უსმენდა, ელენე ვერ მშვიდდებოდა. ერეკლეს სახეზე ეტყობოდა, რომ აფეთქდებოდა სადაც იყო.
-ვიცი, რომ ჩემი ბრალია მაგრამ არც ის მინდოდა გავჩენილიყავი, არავის უკითხავს თორემ უარს ვიტყოდი. ელენემ იმხელა გულწრფელობით თქვა, რომ ცოტნე ადგილზე შეირყა და მუშტები შეკრა. თავი დამნაშავე იგრძნო.
-გასაგებია, გეჩერდი, ელენე, მან ქნა ხო? ერეკლეს თვალი განზრახ აარიდა ელენემ.
-მიპასუხე თუ შეიძლება. -ჩვენთან ურთიერთობას გიშლის და გაიგო რო გამიცანი ხო?
-მე ისედაც არ მინდოდა თქვენი გაცნობა, ელენემ დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და გაოცდა როცა ცოტნემ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა. -მადლობთ.
-რატომ არ გინდოდა ?
-შენს რეაქციას ველოდი და მიტო, ელენეს კიდევ ნამტირალევი, საოცრად ბავშვური ხმა ქონდა და ცოტნემ უცებ გაიაზრა, რომ გოგონა მისი უმცროსი და იყო.
-ზედმეტი მომივიდა, მაპატიე. ელენემ თავი დაუქნია.
-მესმის შენი, ცოტნე, მართლა. ვერ წარმოიდგენ როგორ მრცხვენია თქვენი, ცოტნემ წარბები აწკიპა იმდენად მოულოდნელი იყო ეს სიტყვები, ბოლოს კი ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. ერეკლე თითებს ნერვიულად ათამაშებდა და ხმას არ იღებდა.
-ხანდახან ფეთქბადი ვარ, ელენე. გოგნამ არ იცოდა რა ეპასუხა, საერთოდ არ იცოდა მის ირგვლის რა ხდებოდა და გაჩუმდა. გააზრება მართლა უჭირდა, წამის წინ ცოტნე საშინელებებს ეუბნებოდა, ახლა კი ერთიანად შეცვლილი ეჩვენა მისი მზერა და ხმაც.
-ხშირად აკეთებს ხოლმე? ერეკლეს ხმა გაკერპებული იყო, და თითები ოდნავ შეახო გოგონას ტუჩს.
-არა, პირველი იყო, მართლა ძალიან გაბრაზდა. ელენემ თავი ისევ დახარა. ერეკლემ ხმადაბლა შეიგინა და ფეხზე წამოდგა, ცოტნე ელენეს გვერდით დაჯდა.
-მართლა მაპატიე. გოგონამ ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია, გააზრება უჭირდა ახლანდელი მდგომარეობის.
-აქ როგორ უნდა დარჩე? დედაშენი სადაა?
-არ ვიცი, დღეს არ მინახავს.
-ერეკლე, ანდრეა რა შუაშია?
-ელენეს ცოლად ირთავს, ცოტნე. გუშინ წვეულებაზე გავიცანი.
-ანდრეას ელენე შენ ხარ, ტო? ჩვენი ანდრეასი?
-არაბულმა თვითონ გამაცნო, ერეკლეს ჩაეცინა.
-იცოდა ხო ?
-მე ძალიან ვთხოვე არ ეთქვა, მართლა მე ვუთხარი რომ ცუდად ვიქნებოდი თუ გაიგებდით, არც დათოს უნდოდა.
-მოიცა, არაბული სიძეობას გვიპირებს? ცოტნემ ერეკლეს მხარი გაკრა და ელენე ამ ორს პირდაღებული მიაჩერდა. გაცნობიერება გაუჭირდა იმდენად ბედნიერი იყო იმ წამს. ცოტნე რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა ელენეს და მერე ისე თბილად გაუღიმა, რომ ყველაფერი დაავიწყდა რისიც ეშინოდა.
-ერთნაირი ფერის თვალები გვაქვს, ელენე.
-მამას გავხართ, ერეკლემ უნიჭოდ იხუმრა და ისევ გაიცინა. -აღარასდროს აღარ მიცე უფლება ხელით შეგეხოს, ელენე, ჩვენ და ანდრეა რომც არ ვიყოთ არ დაანებო, არ აქ მაგის უფლება. ელენემ იმდენი მზრუნველობა დაიჭირა ამ სიტყვებში რომ თავბრუ დაეხვა კარგად ყოფნისგან.
-ყავას დალევთ? გაუცინა ძმებს და ფეხზე წამოდგა.
-კი, თან მოგვიყევი როგორ ვერ ნახე არაბულზე უკეთესი ვინმე. ანდრეაზე ელენეს მობილური გაახსენდა და კიდევ ის, რომ გათიშული ქონდა. ალბათ როგორი გაბრაზებულია ანდრეა და ანიც, დღეს ისე გააცდინა უნივერსიტეტი არ გაუფრთხილებია.
-ხოო, არაბული, ახლავე მოვალ. მართალი იყო, ათამდე გამოტოვებული ზარი ქონდა ანდრეასგან, დღის პირველი ნახევარში ნარეკი და ანის ისეთი შეტყობინებები, რომ წამით სიკვდილის მოახლოვება იგრძნო. მაშინვე გადაურეკა.
-ანი, გათიშული მქონდა ბოდიში.
-მივხვდი, ელე, მარტო ხარ? ანის უცნაური ხმა ქონდა, ელენეს შეეშინდა.
-არა, რა მოხდა?
-არის ვინმე შენს გვერდით რომ წამოგიყვანოს?
-არიან ანი, დათოს ბიჭები.
-რა? ვინ? რატო?
-რა მოხდა, ანი, მითხარი.
-ელე, საავადმყოფოში უნდა მოხვიდე.
-რა მინდა მანდ? ანი, ნუ მაწამებ.
-ანდრეა დაჭრეს, ანიმ ამოთქვა როგორც იქნა და თვალები მაგრად დახუჭა.
-ელენე, ყველაფერი რიგზეა? ელენე?
-საავდმყოფოში უნდა წავიდეთ. ელენე უკვე კარებს აღებდა.
-რაგვინდა მანდ?
-ანდრეაა დაჭრილი.
-რომელ საავადმყოფოში?
-არ ვიცი, ელენეს ისევ მოადგა ცრემლები.
-მათეს დავურეკავ, ჩქარა ჩასხედით.
***
1...2...3...4...5... უკვე აღარ იცოდა მერამდენედ დაიწყო თავიდან. ოპერაცია არ მთავრდებოდა, ანდრეაზე არაფერს ეუბნებოდნენ, მათეს გამოხედვა და სისხლიანი ხელები მანდამაინც არ აიმედებდა, ვერც ანის "გადაიტანს, აუცილებლად გამოძვრება" შველიდა და ვერც ცოტნეს ძალით ღიმილი. სხეული უცახცახებდა და ვერაფერს ფიქრობდა, საერთოდ გათიშული იყო რეალობას მოწყვეტილი და ირგვლივ სიტუაციას ფრანგმეტებად აღიქვამდა. არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რომ ანდრეას სამსახური რეალური საფრთხის შემცველი იყო. მის დაკარგვაზე ფიქრს საერთოდ ვერ ბედავდა, მაგრამ ახლა... თვალები მაგრად დახუჭა და პირი მოკუმა, რომ ხმამაღლა ტირილი არ დაეწყო. ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს ვიღაცა შიგნიდან მთელი ძალით კაწრავდა.
-ელენე, ანდრეა გონზე რომ მოვა გაგიჟდება ასე, რომ დაგინახავს, ერეკლე უკვე მართლა ნერვიულობდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც სრულიად უცხო, გოგონა თვალებსაც კი არ ახამხამებდა და სახეზე მხოლოდ ტკივილი ეწერა. და ამ წუთას ისეთი ახლობლური და იმედიანი თვალებით გამოხედა ბიჭს, რომ ერეკლემ წამში დაიჭირა ამ მზერაში გამაერთიანებელი ძაფი. ელენე პატარა ბავშვივით სლუკუნებდა და ბიჭს მთელი არსებით მოუნდა ელენე ყველა ტკივილისგან დაეცვა.
-ერეკლე, რომ...
-არა, რა თქმა უნდა, როგორ გგონია, ჩვენი ანდრეა ასეთი სუსტია? ანი თვალბგაფართოვებული უყურებდა და-ძმას და ყველა ფიქრი ეფანტებოდა რაზმაძეებზე.
ერეკლემ გოგონას შულზე აკოცა და იმ წამსვე მოშორდა.
-ელენე, სიცხე გაქვს, თან მაღალი, ექიმს დავუძახებ. ანიმ ვერაფრით მოითმინა და ელენეს მაინც ჰკითხა.
-რა უქენი ამათ ასე უცებ, ელე?
-ანდრეა მართალი იყო, ზედმეტად კარგები არიან, ელენეს ცრემლები წამოუვიდა ანდრეას ხსენებაზე და მოძრაობის უნარი წაერთვა გამოსული ექიმი, რომ დაინახა.
-გადარჩა, ტყვია ფილტვს აცდა საბედნიეროდ. რეაბილიტაციას დიდი ხანი დასჭირდება, მაგრამ იცოცხლებს. ელენემ ერთი ამოისუნთქა და რაც რამე ენერგია გააჩნდა ჰაერს გამოაყოლა. ისტერიკული ტირილი წასკდა, ემოციებს ვერ აკონტროლებდა და ხმასაც ვეღარ ზომავდა. წარმოდგენილი უანდრეობა წუთის წინ გოგონას გონება რომ არ განიხილავდა, მთელი სიცხადით შეასკდა და ემოციებს ვეღარაფერი მოუხერხა. ბუნდოვნად გრძნობდა რომ ვიღაც იხუტებდა, ხმებიც ესმოდა, მაგრამ ტვინამდე ვერ აღწევდა ხმა. ბოლოს ჩხვლეტა იგრძნო და ძალიან დიდი დაღლილობა. ვერც მიხვდა რომ ეძინებოდა, ისე გადაეშვა მორფეოსის საუფლოში.
***
-როგორი მგრძნობიარეა, ერეკლემ თავი გადააქნია და ელენეს დახედა.
-საქმრო კინაღამ მოუკვდა და..
-თან გენებში გვაქ, ერეკლემ ცოტნეს კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო.
-ისეთია რა, აი ვერ ვამბობ, ერე
-ჩვენიანი, ერეკლემ ძმას გაუცინა და ფეხზე წამოდგა.
-აუ ძმა ხარ, რა, ზუსტად ეგრე. და გვყავს, ტო ცოტნე ღიმილს ვერ იკავებდა.
-რას ფიქრობს ამ ლამაზ თავში არ ვიცი, მაგრამ კიდე რო ხელი დააკაროს, ლიზიკოს გეფიცები, ჩემი ხელით მოვკლავ იმ...
-კიდე ვერ ვიჯერებ, როგორ გააკეთა...
-მაინც როგორ შეაყვარა თავი ასე არაბულმა, ერეკლემ თავი ისევ გადააქნია და გაიცინა, ელენეს ჩამოშლილი თმა გადაუწია და სახეზე დააშტერდა.
-ანდრეა გონს მოვიდა, პალატის კარი მათემ შემოაღო. -მოშორდით დაიკოს და წამო ძმაკაცი ნახეთ, მათე ფორმაში იყო.
***
ელენემ თვალები გაახილა და ირგვლივ სიცარიელე დაინახა. თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში გაახსენდა. საწოლზე სწრაფად წამოჯდა, მაგრამ თავბრუს ხვევა ვერაფრით შეიჩერა. მაინც ვერ გაჩერდა და ოთახიდან გავიდა. დერეფნის ბოლოს ნაცნობი სახეები დალანდა. ამ ჯერად მყარი ნაბიჯებით გაემართა მათკენ.
-ელენე, რატომ ადექი?
-ანდრეა როგორაა? გოგონამ ანის წყლიანი თვალები შეანათა.
-კარგადაა ელენე, ახლა შიგნით ცოტნე და ერეკლე არიან.
-ელე, შენ გიკითხა და შედი, ნიკამ გაუღიმა გოგონას.
ელენეს ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს კარს საუკუნე აღებდა. ძმების ყურადღება წამში მიიქცია, მაგრამ არც ერთის შეშფოთებული მზერა არ დაუნახავს ისე იყო შეპყობილი ანდრეათი.
-ელე, როგორ ხარ? წამში შეისწავლა ანდრეას მდგომარეობა. სახეზე ფერი არ ედო, ტუჩებიც კი თეთრი ჰქონდა, მაგრამ გოგონას მაინც უღიმოდა. მზერაც და ხმაც სუსტი იყო, მაგრამ ექიმმა ხო თქვა კარგად იქნებაო ამიტომ ელენეც ამას მთელი ძალით ჩაებღაუჭა.
-მაგას მე უნდა გეკითხებოდე, გაბრაზებული ხმით ჩაიბურტყუნა ელენემ და თავის ძმებს შეხედა.
-ახლოს მოდი, ანდრეას მზერა დაუწვილდა და ხმაშიც ახალი ნოტები გაუჩნდა. -რა გჭირს სახეზე? ელენემ ღრმად ამოისუნთქა და ბიჭის ხელი თავისაში მოაქცია.
-რა დროს ეგაა, ანდრეა...
-ელენე, რა გჭირს? ანდრეას სუსტი ხმაც კი საშინლად მკაცრი და მომთხოვნი იყო.
-დათომ.. ცოტნე კიდე აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ანდრეას თვალებს რომ შეხედა გაჩუმება არჩია. მუშტები ისე შეკრა რომ ყველა ძარღვი დაეჭიმა ხელზე და სუნთქვაც კი შეწყვიტა. ვერ იტანდა ფაქტს, რომლის მიხედვითც რაზმაძე ელენეს მამად ითვლებოდა. ეს ერთადერთი მიზეზი იყო რატომაც სიკვდილს არ მოანატრებდა იმ კაცს.
-როგორ გაბედა და ხელი აწია შენზე ემოციებს ვეღარ იკავებდა ანდრეა, ლამის მოიგლიჯა გადასხმის აპარატი, ელენე გაოგნებული უყურებდა, ანდრეა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, მის ძმებს კი საერთოდ არ უკვირდათ ბიჭის საქციელი.
-ანდრეა, გთხოვ არ შეიძლება, გეხვერწები, დამშვიდდი რა, ელენეს ტირილი გამოერია ხმაში და ანდრეას სახე ხელებში მოიქცია. შეეშინდა თან ძალიან, ანდრეამ საზიზღარი შიში იგრძნო, რომ ელენეს ვინმე ატკენდა. თვითონ თითქმის არასდროს იყო გოგონას გვერდით და ეს გულს უკლავდა, უნდა დაეცვა ანდრეას ყველა მისი პრობლემა უნდა მოეგვარებინა, რომ ელენე მშვიდად ყოფილიყო, მაგრამ ვერ ახერხებდა. გული ეტკინა ელენეს ლამაზი ტუჩზე რომ შეეხო და გოგონა სიმწრისგან შეცბა. არც ერთს არ გაუგია როგორ გავიდნენ რაზმაძეები პალატიდან.
-მაპატიე, მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი.
-ანდრეა, ნუ მეუბნები მაგას, რა უნდა გაპატიო მე, არ ინერვიულო ამაზე გთხოვ, საერთოდ არ მტკივა მართლა. ანდრეა სახეზე მოეფერა ელენეს და ცრემლები მოუწმინდა.
-აღარ იტირო რა, ვერ ვიტან როცა ცრემლიანი თვალებით მიყურებ.
-მაშინ სულ კარგად იყავი, როგორ შემაშინე რომ იცოდე.
-შენი აზრით მათე არ მეტყოდა ? ანდრეას მხიარული ნოტები შეეპარა ხმაში და ელენესაც გაეღიმა, მაგრამ ვერ დამშვიდდა, ბიჭის თვალებში ჯერ კიდევ ენთო მრისხანება. -სიცხე აღარ გაქვს, ელე. ანდრეამ კმაყოფილი ღიმილი შეანათა გოგონას.
***
-არ წავალ და ნუღა მეუბნებით რა, ელენს საოცრად დაღლილი ხმა ქონდა.
-პალატაში მაინც არ შეგიშვებენ, ანი უკვე ნახევარი საათი ცდილობდა მის გადარწმუნებას.
-შენ წადი ანი, დაიღლებოდი.
-გოგო სიცხე გაქვს შენ და ავად ხარ, თითქმის ნერვული სტრესი გქონდა რამდენიმე საათის წინ.
-ელე, ჩვენთან წამოდი და ხვალ დილას ადრე წამოგიყვან, მათე მის წინ ჩაიმუხლა. ელენემ უხარულობა იგრძნო, არაფრით წავიდნენ მის გარეშე. ანიმაც რო განუცხადა თუ არ წამოხვალ მეც დავრჩებიო საბოლოოდ დანებდა. მათემ და ნიკამ შვებით ამოისუნთქეს გოგონა, რომ აქ დარჩენილიყო ანდრეა ალბათ მოკლავდა ორივეს. რაზმაძეებიც არ ტოვებდნენ ახლადაღმოჩენილ, სიცხიან დას საავადმყოფოში მარტო, ამიტომ ელენე მაინც გაყვა ანის და მათეს სახლში.
-უკვე დაეძინა ხო? მათეს გაეცინა
-აბა რა, იმედია ხვალ სიცხე აღარ ექნება, ნერვიულობაზე ასე იცის ხოლმ, სულ სიცხე უწევს.
-მე წავედი საყვარელო და დამირეკე თუ რამე, მათემ ცოლს აკოცა და საავადმყოფოში დაბრუნდა. რეალურად წამითაც არ უფიქრია ანდრეას იქ მარტო დატოვებაზე.
დარეფნის მეორე ბოლოს უკვე გაიგონა ცოტნეს "ჩუმი" სიცილი და ერეკელეს როხ-როხი. ნაბიჯს აუჩქარა მხიარულებას არ გამოვაკლდეო და კარი სწრაფად შეაღო.
-დაიძინა? ანდრეამ მომლოდინე მზერა მიაპყო
-აუ, ტიპი რა შეყვარებულია, ტო ცოტნემ ისევ გაიცინა "ჩუმად"
-საავადმყოფოში ვართ ბიჭო გაჩერდი, ერეკლემ მხარი გაკრა ძმას და თვალები გადაუბრიალა.
-კი, რომეო, ძინავს უკვე, მისია შესრულებულია.
-ძმები ხართ.
-ვინაა რომეო? ნიკამ მობილურიდან თავი მოყო და დაბნეულმა მიმოიხედა.
-აუ ჩემი, ისევ გაჭედა ამან, მათემ ამოიოხრა და ნიკას "ვაი შენს პატრონს" მზერა მიანათა.
-იმენა, არაბული, ადგები მაგ ლოგნიდან და ჩემი ხელით გაგიხვრიტავ გადარჩენილ ფილტვს, წამითაც არავის შეპარვია ეჭვი რომ ერეკლე გამკეთებელი იყო ისეთი ხმა ქონდა.
-არ გამიჭედო ახლა, ვერ გეტყოდით ხო იცი.
-დებილი ხარ, ტო დას გვახევდი? ნიკამ გადაიხარხარა და ცოტნეს ბეჭზე ხელი დაარტყა.
-რას არ იტყვი ხოლმე რა, სად გყავს და შენ?
-მათე მომაშორე ახლა ეს თორე შემომაკვდება.
-ხალხო, 3 საათიანი ოპერაცია გადავიტანე, დამასვენეთ.
-მოუნდა ახლა, დას რო გვიმალავდი ხო კაი იყო.
-არ გაქვთ აქ ყოფნის უფლება, რა გინდათ? ანდრეამ საწყალი სახე მიიღო.
-ნიკამ ის ერთადერთი გააკეთა, რაც კარგად გამოდის და ექთანთან საქმე ჩაგვიწყო, ნიკა სასაცილოდ გაიჯგიმა და თავი თეატრალურად დაუკრა "დამსწრე საზოგადოებას"
-ახლა მომიყევი, სად გაიცანი ჩემი და.. ცოტნე არაფრით ცხრებოდა.
-და ხო და, ელენეს კიდე ეშინოდა რო ვერ გაიგებდით და გაუბრაზდებოდით.
-ნუ გეშინია, ჩაუტარა უკვე სეანსი ამან, ერეკლემ ძმას თავში ხელი წამოარტყა.
-მემგონი კიდე გაეხვრიტება ვიღაცას ფილტვი, ანდრეამ ავის მომასწავებლად დაუბღვირა ცოტნეს. მაგრამ დარწმუნებული იყო მასში და იცოდა რა დონემდეც იცოდა გაბრაზება.
-ქორწილში არ გვპატიჟებდი? ერეკლემ უცებ წამოისროლა
-ოოოოო, ნუ გამიხურეთ, ბიჭო, დებილი კი არ ვარ. ელენეს თანდათან ვაჩვევდი და მალე დამთანხმდებოდა თქვენს გაცნობაზე. ანდრეას ისეთი სუსტი ხმა ქონდა რომ დაინდეს ძმაკაცებმა და დაძინების უფლებაც კი მისცეს.
***
ელენემ ემოციები ვერაფრით შეიკავა, ისე გაბრაზდა გულის ცემა აუჩქარდა და კარი რაც ძალი და ღონე ჰქონდა ისე მიაჯახუნა.
-რა... რა არი? ნიკა ფეხზე წამოხტა და ბანცალი დაიწყო, ერეკლემაც დაჭყიტა თვალები და ჩაეღიმა.
-როგორი მატყუარები ხართ, ელენემ თითქმის იყვირა.
-კაი, დაიკო, როგორი ბრაზიანი ხარ, ცოტნემ გაუცინა და ელენემ დაიკო რომ დაიჭირა ის ესიამოვნა სულ დაავიწყდა იქ რატომ იყო.
-ელე, მე ვთხოვე, ჩემი ბრალია. ანდრეას ხმა მოესმა და ახლაღა მიხვდა ისიც, რომ გააღვიძა.
-ასე ადრე რამ მოგიყვანა, ან ვინ შემოგიშვა? მათეს ჯერ კიდევ ეძინა.
-შენ ხმა არ ამოიღო საერთოდ, მატყუარა, ასე უნამუსოდ როგორ მომექეცი? ელენეს ხმა აუკანკალდა და მათემ უცებ წარმოიდგინა ანი რომ საავადმყოფოში ყოფილიყო და იგივე მოსვლოდა, ელენე ძალიან შეეცოდა.
-ელე, კაი რა, ხო იცი რო ცუდად იყავი გუშინ. აქ მაინც ვერაფერს ვერ იზამდი.
ელენე პატრა ბავშვივით გაბუსხული ჩამოჯდა ანდრეას საწოლის კუთხეში და თვალებით კითხა როგორ იყო. ანდრეას გაეცინა ელენეს ბავშვურობაზე და წამოიწია ახლოს რომ ყოფილიყო. სახე დაემნჭა ტკივილისგან და ელენეც წამში მასთან გაჩნდა.
-არ შეიძლება, ანდრეა, გაჩერდი.
-უკეთ ვარ, ელე. ანდრეამ საშინლად ეგოისტად იგრძნო თავი, როცა მიხვდა თუ როგორ სიამოვნებდა ელე რომ მასზე ნერვიულობდა და ზრუნავდა. სახეზე მოეფერა და თითი ნელა გადააყოლა მის ტუჩს, ნელ-ნელა ცხრებოდა.
-მარტო ხომ არ დაგტოვოთ? ერეკლემ ჩაახველა და ნიკას ბეჭი გაჰკრა, ისე მიშტერებოდა წყვილს.
-ჩვენს ქორწილში ხომ მოხვალთ? ელენემ ხალისიანი მზერა მიანათა ძმებს.
-ელენე, არ გინდა ჩემი ცოლი გაგაცნო, მოგეწონება, ცოტნეც გვერდით ჩამოუჯდა დას და გაიცინა.
-კი მინდა როგორ არა, ანდრეას აქედან როდის გამოუშვებენ? ელენემ მათეს ჯერ კიდევ გაბრაზებული მზერა მიაპყრო და დაუბღვირა.
-ვიკითხავ ელე და მასე ნუ მიყურებ რა, მათე ცხვირზე წაეთამაშა და წავიდა.
-შენს ქორწილში მაყარში ვართ, ცოტნემ ძმას გაუცინა და ანდრეას თვალები დაუწვრილა.
-ჩემს დას რო რამე..
-აუ, ქართველო, ნუ გამიჭედავ ახლა, შენი და ჩემი ცოლი გახდება და რამე რო აწყენინოს ვინმემ მე უნდა მოვკლა პირიქით, ელენემ გადაიკისკისა, ოჯახური სიტუაცია იგრძნო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-ისა, ბიჭებო, მათემ ძალიან გამაბრაზა, ელენემ თავი გადააქნია და ანდრეას შეხედა.
-ვინაა მათე, იმენა უნდა მოვკლათ, რას ქვია გაწყენინა? გოგონამ ძლივს დაიჯერა ნიკამ რომ სრული სერიოზულობით ჩაილაპარალა. ბიჭებმა კი ჯერ ნიკას ბოთეობას დასცინეს, მერე ელენეს გაოგნებულ სახეს.
-მიეჩვევი ელე, ისე ძაან საყვარელია, ცოტნემ გაუცინა და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
-ვინაა საყვარელი? ცოტნეს უკვე ტვინში ურტყამდა ნიკას სიტყვები და გარეთ გაიყვანა, ერეკლეც მათ მიყვა და ანდრეას თვალი ჩაუკრა.
-ხო იცი, ჩემი დაა, ელენემ მთელს დედამიწას გაუღიმა და ანდრეას ჩაეხუტა.
-შენ რომ არა, არ მეყოლებოდნენ, ვერ ვიჯერებ ანდრეა ჯერ სულ ორი დღეა გასული და უკვე თავის დას მიძახიან.
-როგორ მიხარიხარ, ელენე. ანდრეამ ხელის გულზე აკოცა.
-ანდრეა, ხო სულ ფრთხილად იქნები? ასე აღარასდროს ხომ არ მოგივა?
-საყვარელო, მე ხომ პოლიციელი ვარ, ანდრეამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ძალიან გთხოვ რა ასე აღარ მოიქცე, იცოდე მოვკვდები შენ რო რამე მოგივიდეს, გესმის? ელენემ თავისნაირად, ბავშვურად, ჩაილაპარაკა და ანდრეას მიეხუტა.
-ჯერ კიდევ დიდხანს მოგიწევს ჩემი ჯუჯღურა ხასიათის ატანა, თან მალე ჩემს ოჯახს გაგაცნობ და ...
-რა ? მამაშენს? აქაა? ელენე ფეხზე წამოხტა.
-არა, ახლა გერმანიაშია, ბიზნესი აქვს თავისი და ფილიალს ხსნის იქ, არ მითქვამს გული აწუხებს და მათე გავაფრთხილე დაემალა ყველაფერი.
-მოკლედ, აქედანაც აკონტროლებ ყველაფერს.
-ხოდა, რომ ჩამოვა გაგაცნობ, მაგასაც და ჩემს ბიძაშვილებსაც. ელენე, ოღონდ, თუ ღმერთი გწამს მგაზე არ ინერვიულო ახლა. ანდრეამ გაუცინა გოგონას და ისევ მიიხუტა.
-არ ვინერვიულებ, ოღონდ დღევანდელივით არასდოს მომატყუო, ვერ ვიტან სხვის ჭკუაზე რომ მატარებენ, მე დარჩენა მინდოდა გუშინ.
-არ მოგატყუებ არასდროს, ჩვენ ჩვენი სიმართლით ვიცხოვრებ. ელენე ნაზად შეეხო ანდრეას ტუჩებს და როგორც იქნა დამშვიდდა. იგრძნო ანდრეა მართლა კარგად რომ იყო და აღარაფერი ემუქრებოდა. იგრძნო უსაფრთხოება, თითქოს გული ადგილს დაუბრუნდაო.
***
მის მერე წამით არ დაუტოვებია ანდრეა საავადმყოფოში მარტო, ღამეც რჩებოდა და მათე საერთოდ ხმის ამოღებას ვერ უბედავდა ელენე ისეთი მკაცრი იყო ხოლმე. ანი იცინოდა ქმარი "დამიჩმორაო". ანდრეას უხაროდა ელენე, მართლა აბედნიერებდა თავისნაირობით. ყველასგან განსხვავებული სიმართლე და გულწრფელობა რომ ქონდა იმიტომ. ყოველ ჯერზე როცა ერეკლეს და ცოტნეს დაინახავდა თვალები ისე ენთებოდა, როგორც პატარას ახალ სათამაშოს რომ უყიდის უფროსი ძამიკო. ანდრეა საავადმყოფოს აურას ვეღარც გრძნობდა ისე იყო გართული ელენეს ახალი ცხოვრებით. ახალი კი მართლაც, რომ ბევრი იყო. პირველ რიგში ძმები თავიანთი პატარა ოჯახებით, ტორნადოსავით შეიჭრნენ ელენეს ცხოვრებაში და მთლიანად ამოატრიალეს მისი უოჯახო ცხოვრება, გოგონა გაბრუებულიც კი იყო ამდენი ადამიანის სიყვარულს რომ გრძნობდა ირგვლივ. ცოტნე თავისი უბრალოებით აფიქრებინებდა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა და მის ღიმილში ატევდა ყველა მის ბედნიერ ილუზიას ძმებზე, ერეკლე ნამდვილი ძმა იყო, ამ სიტყვის მთელი შინაარსით, მკაცრიც, საყვარელიც, ჯიუტიც, ცოტა ბრაზიანიც და ძალიან, ძალიან თბილი. ელენე ივსებოდა მათი ირგვლივ ყოფნით. და რაც უფრო უყვარდებოდა თავისი ძმები, მით უფრო ტკიოდა მათ გარეშე გატარებული ყველა დღე. ტკიოდა დედ-მამა იმ დღის მერე ერთხელაც რომ არ მოუკითხავთ ნორმალურად. დედამისის ზარები მხოლოდ ფორმალური იყო, იცოდა რომ დათო ბიჭებთან აღარ ცხოვრობდა და დიდი ფიქრი არ დასჭირვებია იმაზე ვისთანაც იქნებოდა. ანდრეამ კი საშინელი პროტესტი გამოთქვა ელენეს სახლში დაბრუნებაზე, ჯერ თავს ძლივს ვიკავებ შენზე ხელის გარტყმისთვის რომ სამაგიერო არ მიიღოსო და შანსი არაა იქ ისევ დაბრუნდე, ღირსი არაა ეგ კაცი მამა ერქვას შენიო ისე უთხრა არც ცოტნესა და ერეკლესი მოერიდა. ანისთან იყო, ოღონდ ქორწილამდე. დრო კიდე ისე მალე გადიოდა რომ ელენეს მოახლოვებული ბედნიერება თავბრუს ახვევდა. ანდრეა ბევრად კარგად რომ იყო ეს ყველაფერს სრულყოფილს ხდიდა და ქორწილისთვის მზადება ისე უჩქროლებდა სისხლს ეგონა სადაც იყო გასკდებოდა ბედნიერებისგან.
***
-ახლა თუ არ დამშვიდდები უკან გაგაბრუნებ იცოდე, ელენე ისე ნერვიულობდა, რომ ანდრეა მართლა ააფორიაქა. თავიდან ეგონა რომ ბუნებრივია ასეთი ქცევა ელენეს ხომ მისი მომავალი ოჯახი უნდა გეცნო, მაგრამ თანდათან ანდრეა დარწმუნდა რაღაც სხვა რომ აღელვებდა გოგონას და ამიტომაც იჯდა მამამისის სახლის წინ მანქანაში უკვე ნახევარი საათი. მოსვენებას არ აძლევდა ის დაშვება, რომ ელენემ შეიძლება თავს ძალა დაატანა და ისე უთხრა ქორწინებაზე თანხმობა, იქნებ გოგონასთვის ჯერ ადრე იყო, ან არ უნდოდა, ან ეშინოდა პასუხისმგელობების. ანდრეას სიყვარული არ განიხილავდა დათმობებს და მოუმზადებლობას, მაგრამ მაინც ეცადა სიტუაციას ელენე, როგორც ქალის, პოზიციიდან შეეხედა. არა, არ შეიძლებოდა დარწმუნებული არ ყოფილიყო. ანდრეას არ ჯეროდა ფრაზის "რამდენიმე წელი თუ ართად არ იყავით როგორ უნდა გაიგო შეეწყობი თუ არა", ასე ხშირად რომ იყენებენ დღეს. სიყვარულით ხელშეკრულება არ იდება, იგი ვალდებულებებს არ გვაისრებს, მისი ნაკლებობაა ყველგან, სადაც ეგუებიან, ემორჩილებიან, ემადლიერებიან და ჩვევად ექცევათ ურთიერთობა. ანდრეას იმ რეალური სიყვარულით უყვარდა ელენე, საუკუნეები რომ ძლებს, აი მათე რომ ხუმრობდა, "ცოლად რომ არ გამოგყვეს წახვალ წყლის პირას და იტირებო?" ანდრეამ მაშინ უბრალოდ გაიცინა და ისე მიხვდა, რომ გამკეთებელი იყო. ყველაფერი იყო ელენე და არაფერი იყო მის გარეშე.
-რა მოხდა? ბიჭი იძულებული გახდა ელენესთვის თვალებში ჩაეხედა, არა, ამ ბავშვურ თვალებს შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული, გულს ესიამოვდა. რეალურად ეს ხომ ყოველთვის იცოდა, სჯეროდა ელენესი.
-ელე, მითხარი რა განერვიულებს? ანდრეამ ხელის გულზე აკოცა, ისე, როგორც იცოდა ხოლმე.
-წინააღმდეგი რომ იყოს? ბიჭს შეაკანკალა და მიუხედავად ყველაფრისა, ელენეს ტირილამდე მისული თვალების, ხმის და დაჭიმული ძარღვების, მაინც გაეღიმა.
-რა გაცინებს? თავისნაიტად ჩაიბურტყუნა და წარბები შეჭმუხნა.
-ელენე, გეხვერწები, რამ გაფიქრებინა ეგ?
-მან ხომ არ იცის, მე როგორი... ან მე რომ დათოს შვილი ვარ,ახლა ანდრეასაც დაეჭიმა ძარღვები, ამ პოზიციიდან იგი არასდროს განიხილავდა ელენეს. ხელი კიდევ უფრო მაგრად მიუჭირა და შუბლზე ტუჩები მიადო გოგონას.
-არასდროს, გესმის, არასდროს დაუშვა, რომ შემიძლია სხვისი ზეგავლენით დაგკარგო, არასდროს გაიფიქრო ჩემზე იმოქმედებს რამე, რომ შენზე უარი ვთქვა. სანამ შენ თვითონ არ მეტყვი არას, მანამ სულ შენთან ვიქნები და მეორედ თუ ჩემში ეჭვი შეგეპარება ასე მშვიდად ვეღარ ვილაპარაკებთ, იცოდე. ტუჩები არ მოუშორებია ისე ელაპარაკებოდა, ბოლოს კი ნათლად შეიგრძნო როგორ ამოისუნთქა ელენემ და მაგრად შემოხვია ხელები კისერზე.
-თანაც მამაჩემი რო იცოდე როგორი ჯიგარია, მაგას არ აკადრებდი, ელენე სულ გაწითლდა.
-ვაიმე, ანდრეა, არ მითქვამს მასე, არ მინდოდა...
-მაინც რა სულელი ხარ შენ, კიდევ ერთხელ აკოცა და როგორც იქნა შენობაში შეიყვანა.
ვახოს, ანდრეას მამას, ყველაზე კარგად მართლა ახასიათებდა სიტყვა "ჯიგარი", ელენეს ყველაფერი მოსწონდა, ის როგორ უყურებდა ანდრეას, როგორ ელაპარაკებოდა მას და როგორი მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ. მოეწონა როგორ ჩაიკრა გოგონა გულში და უთხრა "შენ ჩემს შვილს გააბედნიერებო" ელენეს ყველაფერი შუყვარდა ანდრეასთან დაკავშირებული.
-როგორც იქნა მობრძანდა ვაჟბატონი, კარებში გამოჩენილმა ენერგიამ წამში მიიპყრო ყველას ყურადღება.
-როგორ მოახერხე, ნია, ეს შენთვსაც კი რეკორდია, საათ-ნახევარი დააგვიანე, ადნრეამ მამიდაშვილს გაუღიმა და გადაკოცნა.
-ნუ იგესლები, ანდრუშა, მთვარია რომ აქ ვარ და პამ პამ პამ... ძვირფასო ეს გოგონა შენთვისაც კი ზედმეტად კარგი ჩანს, აბა, ერთი ადექი და დატრიალდი. ელენე გაკვირვებული მიაჩერდა ახლამოსულს და ვერ მიხვდა რა ექნა.
-ნია, ძლივს დავითანხმე ქორწილზე და ნუ გადააფიქრებინებ ახლა, ანდრეამ გაიცინა, -ელე, ეს ჩემი მამიდაშვილია, ნუ გეშინია ხანდახან ნორმალურიცაა. ელენეს პირიქით, ყოველთვის მოსწონდა უშუალობა ადამიანებში.
-ძალიან სასიამოვნოა, ნია. ელენემ მთელი არსებით გაუცინაა გოგონას.
-ვაიმე, საყვარელო, ისეთი ლამაზი ხარ ამას კიარა მეც შემიყვარდებოდი. ნიას სახეზე ეტყობოდა მართლა გულწრფელად რომ თქვა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მოეწონა ელენე რომ გაწითლდა, ანდრეამ მართლაც იპოვა ბედნიერებაო დაასკვნა და ამ ორწამიანი დუმილის შემდეგ აღარც გაჩუმებულა.
-ანდრეა, აქ ის მოვა, ნიამ წარბები აწკიპა.
-ის შენი ძმაა ნიაკო, გოგონა დაიჭყანა.
-შენ მაინც არ იცნობდე.
-ვიცოდი ჩემი ნახვა რომ გაგიხარდებოდა დაიკო,
-ხო, აღფრთოვანება სულ მეტყობა ხილმე სახეზე, ნიამ ირონიული ღიმილი აიკრა და ძმას თვალი ჩაუკრა.
-ანდრეა, როგორ ხარ?
-ძალიან კარგად, ბექა, შენ?
-მეც, ანუ ცოლი მოგყავს.
-ხომ, ჩემი ელენე, გაიცანი.
-სასიამოვნოა, ელენეს გაუღიმა ბიჭმა და მაგიდასთან დაჯდა.
-იმედია ამ ორს თავისი სახე ჯერ არ უჩვნებიათ, უკაცრავად ბავშვებო აუცილებლად უნდა მეპასუხა ზარისთვის, ვახომ ელენეს ხელი მოკიდა, -ხომ არ შეგაშინეს?
-არა, რას ამობთ, ელენე ისედაც ვერ იტანდა ზედმეტ ყურადღებას და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა კიდევ უფრო ამძაფრებდა და ამუქებდა მის სიწითლეს ღაწვებზე.
-ელენე, რაზე სწავლობ? ისე მჭახედ გაისმა ბექას ხმა რომ გოგონა მსუბუქად შეხტა.
-ბიზნესზე
-ააა, ამას ვეძებდი, ვახომ ლამის ტაში შემოკრა.
-მამა არ დაიწყო ახლა, ანდრეას გაეცინა.
-რას ქვია, ჩემს კომპანიაში გამგრძელებელი გამომიჩნა, შენ შენს კრიმინალებს მიხედე, მე და ელენე ქვეყნის ბიუჯეტზე ვიზრუნებთ, ელენეს კიდევ გადაკრა წითელმა ფერმა და ვერაფერი თქვა, ლევანი სახეზე გამწვანდა.
-არ მეგონა ანასტასიას თუ ვინმე ჩაანაცვლებდა, ელენემ დაძაბულობა მხოლოდ იმით იგრძნო რომ ანდრეას ხელი მტკივნეული გახდა ისე უჭერდა.
-დედას გეფიცები რაღაცას გესვრი ახლა, ნიას ხმაც ისეთი დაძაბული იყო, რომ ელენეს თვალების ცეცება დაიწყო, ვერაფრით მიაგნო ანდრეასას და მოიღუშა. ბიჭი ცარიელ, თეთრ თეფშს უყურებდა და ოდნავადაც არ ინძრეოდა.
-ბექა! ვახოს ხმა ისეთი მკაცრი იყო ელენეს შეაკანკალა.
-არ იცვლები, ჯობდა ეყვირა, თავზე დაემხო მთელი სახლი მისთვის, ყველაფერი დაელეწა რაც ხელში მოხვდებოდა, შაშინელებები დაეტრიალებინა, ოღონდ ელეს ანდრეას ასეთი დამსხვრეული ხმა არ გაეგონა. დაბნეულობას საშინელი სულის ტკივილი დამატა და წამის მეასედში გაანალიზა მისმა ტვინმა ამ ანასტასიას რომ უკავშირდებოდა ანდრეას ახლანდელი ხასიათი, პროფესია, ცხოვრება და ყველაფერი რაც მის ირგვლივ იყო. რაღაც საშინელმა ტკივილმა დაუარა გულის არში და ანდრეას გაუაზრებლად გააშვებინა ხელი, უკვე ძვლებს ტკენდა მისი შეხება. ბიჭს არ გაკვირვებიადა არც შეუმჩნეველი დარჩენია ელენეს ცვლილება, ვახო და ნია მართლაც მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ მათი ღიმილიც კი ისეთი ყალბი იყო, რომ ელენემ ვერაფრით დააღწია თავი აბეზარ ფიქრებს.
-ბოდიში, ანდრეამ დამნაშავეს ხმით ჩაილაპრაკა მანქანაში რომ ჩასხდნენ, ელენესთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა.
-გასაგებია, გოგონა თითქოს მიხვდა ანდრეა მაინც რომ არ აპირებდა არაფრის ახსნას და საშინლად გაღიზიანდა. თავის თავზე უნდა გაემარჯვა, ყველა ემოციას, ტკივილს და მოგონებას უნდა მორეოდა, იმიტომ რომ ეს ელენე იყო და არ შეიძლებოდა მას რამეზე გული ტკენოდა, თუნდაც ღამე გაეთენებინა იმაზე ფიქრში და ეჭვები გაჩენოდა, უსაფუძვლო, მაგრამ მაინც ეჭვები.
-ჩემი და იყო, უმცროსი. ის...გარდაიცვალა, ელე. არ იცოდა, ისიც კი არ იცოდა რომ ანდრეას დედმამიშვილი ჰყავდა.
-ძა..ძალინ ვწუხვარ, ანდრეა ეს..
-ვიცი, უნდა მეთქვა ალბათ.მართლა არ შემიძლია, ელე, ასე მგონია მასზე რომ ვილაპარაკო დავნაწევრდები. მოკლეს, გესმის, მოკლეს, 17 წლის ბავშვი.
-გაჩერდი, გაჩერდი არ მინდა, არ ილაპარაკო, გთხოვ. ელენეს ცრემლები წამოუვიდა. და ანდრეას მაგრად მოხვია ხელები, ასეთ ხმას ვერ მოუსმენდა, ასეთი ანდრეა მასაც დაანაწევრებდა.
-როცა მზად იქნები, საყვარელო, როცა შენ მოგინდება, იცოდე რომ მე ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო, მე ხომ სულ შენთან ვიქნები. ელენეს ნამტირალები ხმით მოსმენილი ეს სიტყვები უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ შვება, იგი დასაწყისი იყო, ანდრეას ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი.
***
-შენ ყველაზე ლამაზი ხარ, ელე. უკვე მეასეჯერ შეხედა თავის ანარეკლს და ერთადერთს რასაც ამჩნევდა ლამაზი, თეთრი, სადა და გრაციოზული საქორწინო კაბა იყო. თვითონ ელენე იკარგებოდა ამ სანახაობისას, ყველაფერს ხედავდა, ანდრეას, მასთან გატარებულ უამრავ დროს, მათ სახლს, მათ დღეებს და მათ ცხოვრებას, ელენე მარტო ვეღარ განიხილავდა საკუთარ თავს, ვერ ხედავდა ქმრის გარეშე და ეს ძალიან მოწონდა. ანის კიდევ ერთხელ გაუღიმა.
-ანუ ეს?
-უეჭველი, ანდრეა გაგიჟდება ისე მოეწონება.
-3 დღე, ანი, წარმოგიდგენია?
-მე კი, ისიც ვიცი ახლა როგორ ხარ.
-კარგად, მართლა კარგად, აი თითქოს რაღაცით შევივსე. ნინიმ ტაში შემოჰკრა და ელენეს ჩაეხუტა.
-სალო, ქმრები უნდა ვეძებოთ, მალე. მეც მინდა ასეთი კაბა და კიდე ასეთი, ანის გაბერილ მუცელზე თითი პატარა ბავშვივით მიაშვირა, და გაიცინა.
-მოიცა, ახლა სხვა საქმე მაქ. მოკლედ მე რაღაცები გავარკვიე და ქორწილის წინა დღეს სად გავერთოთ?
-ოოოო, არა რა. ოღონდ ეგ არ გინდათ. ჩვენთვის სადმე ერთად რომ ვიცით ისე. არსად წასვლა არ გვინდა. ელენემ ისე გააპროტესტა ვეღარავინ შეეკამათა,
***
-გამარჯობა, დედა. ელენე ისე ნერვიულობდა თითქოს პირველად ხედავდა დედამისს.
-ოჰ, გავახსენდით ქალბატონს. სახე აუხურდა გოგონას და სახლში ბეჭებში მოხრილი შევიდა.
-შენ რატომ არ გაგახსენდი, დედა? ელენეს არ უკითხავს მხოლოდ ამ რამდენიმე კვირაზე, იკითხა მთელს ცხოვრებაზე, მაგრამ ნატოს თვალებში რომ ჩახედა, მიხვდა აზრი არ ქონდა რას უპასუხებდა, დედის თვალებში რომ სიყვარულს ვერ დაინახავ იქ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.
-რას მეკითხები, ელენე? იცი მამაშენს რამდენი პრობლემა აქვს? სახლიდან წამოვიდა, მერე ავად იყო, შვილები თითქმის აღარ ეკონტაქტებიან და...
-ხვალ ქორწილი მაქვს, გასაფრთხილებლად მოვედი. ნატომ ირონიულად ჩაიცინა და თვალები გადაატრიალა.
-მე და დათო არ მოვიდავართ და ყველაფერი შენს ანდრეას დააბრალე.
-დედა, ჩემს ქორწილში არ მოდიხარ?
-ხომ გითხარი ანდრეას ჰკითხე, ახლა კი საქმე მაქვს ელენე. უნდა მოვემზადო, საღამოს...
ელენეს აღარ მოუსმენია. ისიც საკმარისი იყო სახლიდან რომ გააგდო დედამისმა და არ უკითხავს სად მიდიოდა ან საერთოდ სად იყო ამ კვირების განმავლობაში. რამდენიმე თვის წინ ალბათ ამის შემდეგ ძალიან ბევრს იტირებდა და ყველაფერს ისე დატოვებდა როგორც იყო, მაგრამ ახლა საფიქრალი იმაზე მეტი ჰქონდა ვიდრე ოდესმე. ბოლოს და ბოლოს, ხვალ ქორწილი იყო მისი და ანდრეასი.
ნაცნობი მანქანა რომ დაინახა სახლში სირბილით შევიდა და სასტუმრო ოთახს მიაშურა.
-მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, ანდრეას ნორმალურად არც მისალმებია ისე გავიდა თავის ოთახში, იცოდა უკან გაყვებოდა.
-რა მოხდა? ანდრეას უცნაურად მკაცრი ხმა ჰქონდა,
-რა უთხარი, ჩემს მშობლებთან როდის იყავი, ანდრეა, ან მე რატო არაფერი ვიცი საერთოდ. ელენე ტირილის ზღვარზე იყო.
-მამაშენს დაველაპარაკე, ელენე, რა მოხდა ამით?
-დღეს ნატო ვნახე და ქორწილში არ მოვდივართო, ასეთი რა უთხარი?
-მე რა ვუთხარი? ელენე, მეე? შენ მართლა ვერასდროს გაიზრდები მგონი.
-ანდრეა...
-ქორწილში ან ისე მოხვალთ როგორც ელენეს მამა ან საერთოდ არ მოხვალთქო ის ვუთხარი. ელენე საწოლზე დაეშვა.
-არასდროს იზამს, მაგას არ აღიარებს.
-ვწუხვარ, მაგრამ შენ არ იმსახურებ ასეთ მშობლებს, ანდრეას არ უნდოდა ელენესთვის გული ეტკინა.
-ისინი ჩემი მშობლენი არიან მაინც, მოგწონს ეს შენ თუ არა.
-მომწონს? ელენე, რაებს მეუბნები? ჩვენი ერთი ოჯახი უნდა გავხდეთ მალე ხომ არ გავიწყდება? ელენემ სახეზე ხელები აიფარა, ადრეას ხმა ისეთი მკაცრი იყო, მთელი საუბრის განმავლობასი, რომ აბნევდა გოგონას.
-ჩვენს ქორწილში არ მოვლენ, არანაირი ოჯახი არ იქნება, შეგიძლია მშვიდად იყო.
-გამაფრენიებ ახლა ყველაფერს გეფიცები, რა არის ცუდი იმაში თუ მომინდა, რომ ის მიიღო რასაც იმსახურებ. შენ არ უნდა გმალავდნენ,ელენე, ამას არ უნდა ეთანხმებოდა. მესმის შენი, მართლა გეუბნები ოჯახი მაინც ოჯახია, მაგრამ...
-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოან დღეს არ უნდათ ჩემს გვერდით იყვნენ, ანდრეა, რომელ ოჯახზე მელაპრაკები. ელენეს ცრემლები წამოუვიდა და ანდრეას სიმკაცრეც დაიმსხვრა იქვე.
-ელე, არ ვიცი რა ვქნა, ხომ ხედავ რომ ასე უფრო გულს გტკენენ, მე კიდე არ მინდა ვინემ გული გატკინოს, მამაშენი რომ კიდე შეგეხომ თავს ვერ შევიკავებ შენ თავს ვფიცავარ, რომ იცოდე იმ დღეს რად დამიჯდა მშვიდად ლაპარაკი. ელენეს უფრო და უფრო იხუტებდა და თან თავზე კოცნიდა.
-შენ ერეკელე და ცოტნე გყავს, მე გყავარ და ჩვენ შევქმნით ისეთ ოჯახს, რომელზეც შენ ოცნებობდი, საყვარელო, გპირდები.
-მიყვარხარ, ანდრეა, თან ძალიან ძალიან.
-ხოდა, ისე რამდენიმე წუთის წინ რომ ქენი თუ არ, როგორც ანი იტყოდა, "მიმაჩმორებ' ხოლმე კარგს იზამ, ანდრეამ გაიცინა, მაგრამ ენელე მიხვდა რაზეც იყო გამკაცრებული მთელი ეს დრო.
-ბოდიში, ვერ მოვზომე. ელენემ დარცხვენილად გაუღიმა და მის ტუჩებს შეეხო. ანდრეა ელენეთი აივსო და გაიწმინდა. უკვე უჩვეულად სუფთა რომ დადიოდა ეს აბედნეირებდა, ელენე ყველაფერს უდრიდა და მიტომ.
***
ქორწილის დღე იყო. ელენე აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ შინაგანი მღელვარება არ ტოვებდა. ალბათ ასეც უნდა იყოს, ახალი ცხოვრების წინ უნდა ღელავდეს ადამიანი, ხანდახან მოლოდინი ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე თვითონ პროცესი. თეთრ, მაქმანებიან, ულამაზეს კაბაში გამოწყოილს ანდრეას აღფრთოვანებული თვალები აკლდა მისი დანახვისას და ამიტომაც მიმოდიოდა ოთახში წინ და უკან. გოგონები რაღაცაზე იცინოდნენ, ახლა მგონი ელენემაც გაიღიმა, ხო გაიღიმა, თან ფართოდ და ლამაზად, ფანჯრიდან დანახულ ანდრეას გაუღიმა, ბიჭმა ვერ შეამჩნია. რა თქმა უნდა, სიძემ პატარძალი მხოლოდ ერთიანობაში უნდა ნახოსო ანი ისე გაიძახოდა, რომ შეწინააღმდეგებას ვინ გაბედავდა.
თავიდანვე იცოდა, რომ ულამაზესი იქნებოდა, დარწმუნებულიც იყო და ისიც იფიქრა ძალიან მომინდება დახატვაო და პიჯაკის ჯიბეში ოთხად დაკეცილი ფურცელიც ედო ფანქრით. გამორჩეულად ლამაზი იყო, ალბათ მარტო ანდრეასთვის ასე გამორჩეულად. წამიერი გათიშვები არ დამართნია, არც გული წასვლია და თავბრუ დასხმია, არც გაშტერებულა. ანდრეამ თავი დახარა იმიტო, რომ არ შეეძლო. სერიოზულად დაუმსახურებლად ჩათვალა ელენეს ბედნიერებაში დარწმუნებული თვალები. ეჭვი შეეპარა საკუთარ თავში და ეს ეტკინა ძალიან. იცოდა ადვილი რომ არ იქნებოდა, მაგრამ ელენე ყველაფერი იყო და ერთად შეძლებდნენ... ისევ რომ ჩახედა თვალებში უკვე წყლიანი ბედნიერება შეამჩნია და ისეთი გრძნობით აკოცა შუბლზე, რომ ელენე კიდევ უფრო ანერვიულდა, ვიდრე აქამდე იყო.
მიუხედავად ანის, სალომეს, ნინის და უკვე ცოტნეს და ერეკლეს ცოლების სასტიკი მოთხოვნისა, ელენეს და ანდრეას მაინც პატარა მყუდრო ქორწილი უნდოდათ და ასეთიც მოიწყვეს. ელენეს ბედნიერი თვალები ახარებდა, ანდრეას გაუშვებელი ხელი და კიდევ მოუშორებელი მზერა აბედნიერებდა. პირველი ცეკვა ქმართან და პირველი ნათქვამი "ჩემი" სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებოდა, ელენემ ისიც კი იფიქრა მეორე სიცოცხლე თუ არსებობს ეს წამი მაშინაც მემახსოვრებაო. ცრემლები მართლა წამოუვიდა ცოტნე რომ სიტყვით გამოდიოდა.ყველაფერი მართლა არ ახსოვს ელენეს, მაგრამ ბოლო გონებაში ჩაებეჭდა- "მამაჩემისგან შენზე და ერეკელზე უკეთესი არაფერი მახსოვსო", რომ თქვა მისმა ძმამ ელენემ ანდრეასთვის მიცემული პირობა დაარღვია და ცრემლებად დაიღვარა. თან ტკიოდა მათ გარეშე ცხოვრება, თან აბედნიერებდა ოჯახური ურთიერთობებით სავსე აწმყო. ელენეს სიყვარულიც შეუყვარდა, ყველაფერი, ყველაფერი მოსწონდა და თითქოს გასკდებოდა... არა, ასეთი სიხარული არ შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. მაგრამ გული, ის ნაწილი, სადაც ყველა ჩვენგანში ღმერთი ბუდობს, თავისი უზენაესობით, ყოვლისმომცველობით და მარადიულობით, დაიტევს არაამქვეყნიურ ბედნიერებას. დაიტევს ანდრეას გაუზომელ, უფორმო, თავისნაირ სიყვარულს და გახდის, აუცილებლად გახდის ელენეს ბედნიერს. ქმრის ფართო, ბუნებრივი ღიმილი ყველაზე უგრძნობ გულსაც აავსებს გამოუთქმელი გრძნობით, ელენეს კი ყველაზე ბავშვური და მგრძნობიარე გული ჰქონდა.
მერე მღელვარება დასრულდა, პირველმა შთაბეჭდილებამ გაიარა და დატოვა, რაღაც საოცრად სასიამოვნო დაღლილობა. ცოლის თავი ბეჭზე ედო, ნელა ირწეოდა მშვიდ მუსიკაზე, თან თაფლისფერ თმებს ეფერებოდა. "ჩემი" უკვე გაუაზრებლად ამბობდა ამ სიტყვას იმდენად ქვეცნობიერამდე გახდა ელენე მართლა მისი. და არ ცვდებოდა, არ ქრებოდა გოგონას გულში ამ უბრალო და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ყველაფრისდამტევ, პატარა სიტყვით გამოწვეული სიხარული.
-საყვარელო, დაიღალე, ანდრეამ სახეზე ხელი ჩამოუსვა.
-უფრო სწორად ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ შენით.
-ჯერ კიდევ? ელენე, ჩვენ მხოლოდ ახლა დავქორწინდით?
-მოიცა, სულ ასე უნდა ვიყო?
-ასეში თუ გულისხმობ ჩემზე შეყვარებულს, ბედნერს, ღიმილიანს და "ჩემს", მაშინ კი, მე მთელი არსებით მინდა რომ სულ. არ იყო უბრალოდ ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ანდრეა არასდროს იტყოდა შეუდარებელს კარგის ნაცვლად თუ ასე მართლა არ ფიქრობდა. ელენე ამანაც მოხიბლა და ამიტომაც ახლა ყველა მის სიტყვას, სიტყვებს შორის პაუზას და ჩასუნთქვას დაუჯერა.
-მე შენ გაგაერთიანებ, ანდრეა და ამით ჩემს ბედნიერებას მოვიწყობ. ელენეს თვალებში არ ჩაუხედავს, ისედაც იცოდა რა ხდებოდა ახლა ანდრეას სახეზე. ასეთი სიტყვა არ არსებობს, მაგრამ ის იყო შეყვარებულად გაოცებულ-გაკვირვებულ-დამუნჯებული. ელენე ანდრეას სულში წვდებოდა, ყველაზე ღრმად დარჩენილის გასუფთავებასაც ცდილობდა, თუ ცდილობ მიაღწევ და ამ წამს ანდრეამ თავისი ცოლის იწამა.
კიდევ იყო-მეორე, მესამე და მეოთხე ცეკვა ქმართან, გულწრფელი სიხარულის ცრემლები და საუკეთესო მეგობრების დაუვიწყარი ხუმრობები. იყო ხალხი, რომლებიც იზიარებდნენ და იყო მთლიანად ქცეული ორი ცალი, ცოლ-ქმარი - ელენე და ანდრეა.
-ელე, წავიდეთ? თავი სწრაფად დაუქნია, მაგრამ მერე მათეს ჩაცინებას მოკრა თვალი და ცოტნეს უცნაური მზერა იგრძნო, ფერები გადაუვიდა და სიწითლე დარჩა.
-შენს ცოლს წავიყვან ერთი წუთით, ანი პასუხს არ დაელოდა ანდრეას და ელენეს შუაში ჩახტა და გოგონა სწრაფად გამოიყვანა. უცებ შეხტა საპირფარეშოში გოგონები რომ დაინახა, თითქოს შეთქმულებას ამზადებენო ისე იდგენენ.
-მისმინე ახლა, არ დაიწყო შენებური ნერვიულობები. და ეს სიწითლე მოიშორე ყველაფრის ნუ გრცხვენია შენ, სალომე არ ცხრებოდა. ერეკლეს ცოლს გულიანად ეცინებოდა.
-ლიზიკო, ნუ დამცინი, ელენე გაიბუსხა.
-ელენე, რა გითხარი ნუ ბავშვობ, იცოდე ანდრეას შეაშინებ.
-თქვენ უფრო მანერვიულებთ და შენი ქმარი იცინოდა იქ, ელენე ახლა ანის გაებუზღა.
-ღმერთო მიშველე, ნინიმ იმზელა იტკიცა შუბლზე თვალები დაექაჩა.
-გამოცდილო ქალბატონებო, თავად როგორ გრძნობდით თავს პირველად, უცებ ნიამ თავისთვის დამახასიათებელი მაღალი ტონალობით დაიწყო, -ძვირფასო, ჩემი მამიდაშვილი არის ყველაზე მაგარი, მგრძნობიარე, ამ წუთას და ეჭვი მაქვს სამუდამოდ შენზე გაგიჟებით შეყვარებული საოცრება, მსოფლიოს ყველა ქალი ოცნებობს ისეთ ქმარს ანდრეა რომ იქნება, ასე რომ...
-ნუ მაღიზიანბთ, ელენეს გაეცინა. -თქვენს საქმეს მიხედეთ, ძვირფასებო, მე და ჩემი ქმარი მოვუვლით მაგას. თქვა და ანდრეასთან დაბრუნდა.
მაგრამ მაინც... ელენე ქალი იყო და განცდა ყველა ქალს აქვს, რადგან ყველა ელის განსაკუთრებულს, ამოუცნობს და საუკეთესო ღამეს თავის ცხოვრებაში. ზოგს იმედი უცრუვდებათ, ზოგი საერთოდ გაწბილებული რჩება, ხოდა ელენე აი ამას ნერვიულობდა, რომ ტყუილად ანდრეაზე გული არ დასწყვეტოდა. წამის მეასედში გაანალიზა როგორი უაზრობა იყო ახლა ამაზე ფიქრი და ქმარს ხელი უფრო ჩასჭიდა.
-მინდოდა შენთან ერთად სადმე განსხვავებულ ...
-არ გინდა რა, ახლა თაფლობის თვის არქონაზე ბოდიშებით თავი არ მომაბეზრო, ელენემ გაიცინა. და ანდრეამ კიდე ვერ დაიჯერა ელენეს ასეთი უბრალოება.
მერე იყო უფრო ნაზი, უფრო მოსიყვარულე, უფრო თბილი, მზრუნველი ქმარი, რომელზეც ელენეს ფატაზია ვეღარ წვდებოდა და რომლესაც უკვე სხეულის ყველა ნაწილით გრძნობდა. ელენესთვის ფერადი, კაშკაშა ფერები აფეთქდა და ბედნიერება დაუხატა, ფიქრი რომ დაიწყო ყველაფერი ისე არარეალური მოეჩვენა შეეშინდა არ გაღვიძებოდა, ანდრეას კოცნამ კიდევ დაუბინდა აზროვნება. ღიმილს ვერ იკავებდა "ახალი" ქმარი, ელენეს გამოუცდელობაც საყვარელი იყო, ამ დროს კიდევ უფრო იგრძნობა ზეციური სიყვარულის და მიწიერი ვნების ძალა. არაფერი იყო საერთოდ ზედმეტი და მხოლოდ ის იყო, ელენე, თავისნაირი და ყველაფრის მომცველი.
***
არც გარხეულა, სუნთქვაც კი უფრო ფრთხილი დაიწყო, როცა გამოიღვიძა. აინტერესებდა როგორი იყო ქმრის მკლავებში გაღვიძება, მაგრამ მკლავები ვერ იგრძნო ამიტო თვალები დაქაჩა. ბალიში ცარიელი იყო, თავის წამოწევა არც უფიქრია, გადასაფარებელი ჩაიხუტა და ტუჩები გამობუსხა, ანდრეა უნდოდა.
-ელენე, კომპოზიცია გამიფუჭე, ისე სწრაფად წამოიწია, რომ თავბრუ დაეხვა. ანდრეას თავისი უსაფრთხო იარაღი მოემარჯვა და ელენეს აღფრთოვანებული უყურებდა.
-მხატავ? ელენეს ისე გაუკვირდა რომ ანდრეამ სიცილი ვერაფრით შეიკავა.
-ხო, ელე, მე სულ შენ გხატავ. ამას კიდე ტილოზე გადავიტან, ფურცელი დაანახა და მაგიდაზე დადო.
-დიდზე უნდა დამხატო?
-ელენე, გეხვერწები, საიდან მოიტანე ეგ? რაზე უნდა დაგხატო? ვაიმე, როგორ მიყვარხარ. ანდრეა ხარხარებდა, თან ელენეს სახეს უკოცნიდა.
-ნუ დამცინი ანდრეა. მანახე ნახატი.
-დიდზე, რომ გადავიტან მერე განახებ, ანდრეამ გაუცინა და ისევ აკოცა.
-მე რომ ხატვა ვიცოდე, სულ შენ დაგხატავდი, ელენე ემოციებს ვერ მალავდა. არც არასდროს ცდილობდა ეს გაეკეთებინა.
ანდრეა მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ფიქრობდა, ეძებდა რითი დაიმსახურა. ვერ მიაგნო და უკმაყოფილო დარჩა. ქმრის მაისურში გამოწყობილი, მხრებზე უწესრიგოდ დაყრილი თმებით ელენე ყველაზე რეალური იყო. ანდრეა დროდადრო იცინოდა. თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ, ელენე საუზმეს ამზადებდა, მაგრამ სულ ქმარს უყურებდა. ანდრეა თავისი ჭკუით ეხმარებოდა, ახლოს უნდოდა მასთან და მზარეულობაც დაიწყო, არადა არ გამოსდიოდა არასდროს. სამყარო არ არსებობდა, დედამიწა ღერძის ყველაზე ბედნიერ წერტილზე გაჩერდა და დრო არ გადიოდა, ან გადიოდა მაგრამ არა მათთვის, არა ახლა და არ დამთავრდებოდა, არ იქნებოდა რომელიმე კოცნა გამოსამშვიდობებელი, მხოლოდ დროებითი დაშორების და ისევ ერთმანეთის ნახვის.
***
ანდრეას ორდღიანი შვებულება დასრულდა, ორშაბათი მოვიდა და მობილურები ჩართეს. ქმარმა პირველად მიიყვანა უნივერსიტეტში, ელენე ყველაფერ პირველს იმახსოვრებდა, უმნიშვნელოსაც კი, მაგრამა ანდრეასთან არაფერი იყო უმნიშვნელო.
-კი არ ანათებ, ბრწყინავ, ანი ელენეს მოეხვია.
-მგონია ორი დღე კი არა, საუკუნეა არ მინახიხარ.
-ასეა, გათხოვდებიან და დაივიწყებენ უბედურ, მარტოხელა მეგობრებს, ელენეს უკნიდან მოეხვია სალომე.
-ნუ მაიმუნობ შენ.
-მეც მინდა, კიდევ დაიწუწუნა ნინიმ და ანის მუცელს დააშტერდა.
-თუ ჭკვიანად მოიქცევი მოგანათლიებ.
-მართლა, ანი, მართლა? მალე გააჩინე იცოდე, ნინიმ ხტუნვა დაიწყო.
-დაღუპა ბავშვი, სალომემ თავი გააქნია და აუდიტორიისკენ წავიდნენ.
***
ნაცრისფერი ცისარტყელას შემდეგ უფრო მუქი და შემზრავი ხდება. ანდრეას იმაზე მეტი დრო დასჭირდა ახალი საქმის გასაცნობად, ვიდრე ელოდა. იმედოვნებდა, რომ დღეს მაინც მივიდოდა ადრე სახლში, ელენესთან, მაგრამ ვერ შეძლებდა საქმისთვის რამე მოეკლო, ანდრეას მოვალეობა და პასუხისმგებლობა ესმოდა და ამიტომ იყო შუაღამეს კარგად გადამცდარი სახლის კარი რომ შეაღო. ახლა თავის მძინარე ცოლს დახედავდა, აკოცებდა ფრთხილად, რომ არ გაეღვიძებინა, მერე მაგრად ჩაეხუტებოდა და დაიძინებდა. იმდენად ცხადად გაიარა ამ ყველაფერმა მის წარმოსახვაში, რომ თავიდან ცარიელი ლოგინი ვერ გაიაზრა.
-ელენე, დაუფიქრებლად დაიძახა და ოთახში შემოსულმა ბედნიერებამ თვალი მოჭრა.
-როდის მოხვედი?
-ამ წუთას, ანდრეამ თავისი ცოლი მაგრად ჩაიკრა გულში. -რატომ არ გძინავს?, ელენეს თვალები ოდნავ ჩაწითლებული ჰქონდა დაღლილობისგან.
-ანდრეა, რა სულელურ კითხვას მისვამ? ელენე ტუჩებზე შეეხო და ხელები მაგრად შემოხვია კისერზე. მობილურში გაგონებული ხმა არ ითვლება, მთელი დღე იყო არ ენახა. -უშენოდ როგორ დავიძინებდი? ისე უთხრა, თითქოს ანდრეა თვითონ უნდა მიმხვდარიყო ამას. -ჭამე დღეს რამე საერთოდ?
-რა.. არა, ელე, ახლა უნდა მაჭამო? ხელი ჩაკიდა და სამზარეულოსი წაიყვანა. -საყვარელო, მთელი ღამე ვერ დავიძინებ მერე, წამო რა დავწვეთ, ანდრეას ჯერ უნდა შეეგრძნო ეს მზრუნველობა, თანაც ელენეს თვალებს ეძინებოდა. ცოლი უფრო ჯიუტი იყო, ვიდრე ეგონა. ჩაი მაინც დაალევინა და ორცხობილა მიაყოლებინა, ლუკმებიც კი დაუთვალა, მერე ჭურჭელი დარეხცა და ბოლოს, როგორც იქნა ქმარს ჩაეხუტა, ჟრუანტელმა ისევ დაუარა,უცებ ელენემ იგრძნო რომ ყველაფერი იყო ქმრისთვის.
***
ანდრეას სული ეხუთებოდა. თან არ უნდოდა ელენეს მის გამო ძილი მოკლებოდა, თან უსაშველოდ აბედნიერებდა შუაღამეს მისულს თავლებგაბრწყინებული ცოლი რომ ხვდებოდა. თავისნაირად ჩუმი და საყვარელი, მხოლოდ იმიტომ იყო ბედნიერი რომ ანდრეა დაბრუნდა. თავიდან ვერ დაიჯერა და მართლა იფიქრა რადენიმე კვირაში ეიფორია ჩაცხრება და გადაუვლისო, მაგრამ ელენე ჯიუტად აგრძელებდა ყოფილიყო საუკეთესო ანდრეასთვის. არც ერთი საყვედურნარევი მზერა, ანდრეას დაკავებულობის გამო, ან თუნდაც დაფარული მინიშნება იმაზე ცოლთან რომ უფრო მეტი დრო უნდა გაეტარებინა, არაფერი, საერთოდ არაფერი. ანდრეას ხანდახან ისიც კი ეჩვენებოდა, რომ ელენე ამაყობდა მისი სამსახურით. მხოლოდ ახლა და მხოლოდ მასთან შეეძლო ყოფილიყო სავსე. ელენე თავისი უბრალოებით ყველზე გამორჩეული ხდებოდა, სისადავით ყველაზე ლამაზი. მილიონი წელი რომ იცხოვროს არასდროს დაავიწყდება გოგონას თვალები მაშინ, რომ უთხრა "ყველაზე ცოლი ხარო". ელენეს თვალები იმდენ ბედნიერებას იტევდა რომ ანდრეას შეაკანკალა და ისევ დაეუფლა დაუმსახურებლობის გრძნობა, ისევ მაგრად ჩაიკრა ცოლი.
ელენეს გაქრობის ეშინოდა. მანამდე რომ ანდრეასთვის გეთქვათ ასეთი ცოლი გეყოლებაო მისი საფირმო ირონიული მზერა გაგანადგურებდათ. ამიტომაც უჭირდა დაეჯერებინა. მაგრამ ელენეში არ იყო არაფერი ზედმეტი და არაფერი ნაკლებად. ყველაფერი ზომიერი. მხოლოდ ერთი იყო ზომაზე ბევრად მეტი, ანდრეა თავს უფლებას არ აძლევდა ეს აეკრძალა ცოლისთვის, რადგან აბედნიერებდა როცა გრძნობდა ელენე მისით როგორ ფიქრობდა, აზროვნებდა და ცხოვროდა. ალბათ ამიტომაც ეხუთებოდა სული. გრძნობდა იმ გავლენას, ძალას და პასუხისმგებლობას რასაც ელენესთვის წარმოადგენდა და სერიოზულად ეშინოდა არ "ჩაჭრილიყო".
ელენე ვერაფრით ხვდებოდა რა იყო ის ნაპერწკალი ქმრის თვალებში ხანდახან ასე რომ ანერვიულებდა. მაგრამ რამდენჯერაც მას დაინახავდა ანდრეა უფრო თბილი და მზრუნველი ხდებოდა. იყო დღეები, როცა საშინლად უჭირდა. ანდრეა ზოგჯერ გადაბმულად რამდენიმე დღე ვერ ახერხებდა სახლში მოსვლას. გარდა იმისა, რომ მოუთმენლად ენატრებოდა, ახლა უკვე მობილურის ყველა ზარის ეშინოდა. ვინმეს არ დაერეკა და ეთქვა, რომ ანდრეა ცუდად იყო. ელენე ამაზე ფიქრს უკრძალავდა თავს. ამიტომ არ შეეძლო საყვედურნარევი მზერით შეეხედა სახლში დაბრუნებული ქმრისთვის. არ შეეძლო მოეთხოვა ქმრისთვის თავისი მოვალეობა არ შეესრულებინა და ელენეს დაჯდომოდა სახლში. ამას ვერ იგებდა. ძალიან წყდებოდა გული, ზოგჯერ ქმარს რომ უკრიტიკებდნენ, ფრთხილად მაგრამ მაინც ეუბნებოდნენ, რამდენიმე თვეა რაც დაქორწინდით უფრო მეტ დროს უნდა ატარებდეთ ერთადო. ეს დანაკლისი პირველად მაშინ იგრძნო, პირველ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტში ანდრეას მთელი გულით რომ ელოდებოდა, მაგრამ მისთვის დაკავეული სკამი ცარიელი იყო მთელი საღამოს განმავლობაში. ეგოისტად მონათლა საკუთარი თავი, როცა მათეს იქ ყოფნა ეტკინა. დარცხვენილმა რომ უთხრა, ვერ გათავისუფლდა ანდრეაო, ამაზე სულ გადაირია. მართლა ბოლო წუთამდე ელოდა, მაგრამ იმ ღამეს საერთოდ არ უნახავს ქმარი. დივანზე ჩაძინებულს საწოლში რომ გამოეღვიძა, თანაც მარტოს ცრემლები წამოუვიდა. ქმრის გაკრული ხელით ნაწერი "ეს პირველი მაპატიე" ისე ჩაიხუტა თითქოს თვითონ ანდრეა იყო. სული გაუთბო იმის გააზრებამ, რომ ანდრეაც ითვლიდა პირველებს. ამიტომაც იყო რომ არავის აძლევდა უფლებას მისი ქმარი გაეკრიტიკებინათ. ბოლოს და ბოლოს ეს არავის საქმე არ იყო. ელენე კმაყოფილი იყო თავისი წილი ბედნიერებით. ანდრეა კი ცდებოდა, ელენეს ეიფორიამაც გადაუარა, ოჯახსაც მიეჩვია და ახალ ცხოვებასაც, მაგრამ მაინც თვალებგაბწყინებული ელოდა ქმარს, ისევ ითვლიდა მის ლუკმებს და ისევ ამაყობდა მისი მოუცლელი სამსახურით.
***
-პირველ მეექვსეს გილოცავ, ანდრეამ ცოლს სახე დაუკოცნა და ელენემაც თვალები დაჭყიტა. ოდნავადაც არ ეთმობოდა ქმრის შემოხვეული მკლავები.
-შენც გილოცავ, რომელი საათია? ოღონდ ქონოდათ დრო, ოღონდ იყოს საკმერისი.
-არ ვიცი, დღეს მე და შენ წავალთ პიკნიკზე, ხომ გინდა? უნდოდა თავი დაეხრჩო, ეცემა ნაწილ-ნაწილ დაეჭრა, როცა ელენეს თვალები ამ მცირედიდაც კი სრული ბედნიერებით აევსო. მაშინ პირველად იფიქრა ანდრეამ რომ თვითონ ვერ გაუძლებდა გოგონას ადგილას ყოფნას. ცოლის ფერებას ვერაფრით მორჩა და ბუნებაში გასეირნებაც რამდენიმე საათით გადაიდო.
***
-ანდრეა, კიდევ ერთხელ თუ დამცინებ ფეხით წავალ იცოდე.
-ნუ მიბრაზდები, საყვარელო, რა.
-რას აიჩემე ეს თევზაობა ხომ გითხარი არვიცთქო, ელენე საყვარლად ბუზღუნობდა.
-ესეც პირველია, ანდრეამ მაგრად აკოცა ტუჩებზე და თმები აუჩეჩა.
-დავიჭირე, დავიჭირე, ანდრეა, დავიჭირე. ელენე სასაცილოდ დახტოდა ანკესით ხელში, ერთად ამოიყვანეს. თევზი პატარა იყო და საცოდავად ფართხალებდა.
-ანდრეა, ელენეს ხმა სადაც იყო ბუზღუნზე გადავიდოდა, გეხვერწები რა გავუშვათ, არ მიყვარს თევზი მაინც, ცოდოა. არაბულმა გადაიხარხარა და ჯერ კიდევ ცოცხალი თევზი წყალში გაუშვა.
ელენე მხოლოდ ახლა მიხვდა რამდენად აკლდა ხოლმე ანდრეა, იმისაც მიხვდა აწი რო უფრო გართულდებოდა მის გარეშე. მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი იყო.
***
ელენესთვის 23-ე იყო, მათთვის პირველი. მომლოდინე მზერით მიშტერებოდა მობილურს. ერთ სიტყვიანი შეტყობინებაც გაახარებდა ახლა. მაგრამ არაფერი ხდებოდა. ისე გავიდა 1, 2 და ნახევარი საათი ელენეს მობილურზე ანდრეას სახელი არაფრით დაეწერა. მერე შეეშინდა, იქნებ რამე მოუვიდაო, რომ გაიფიქრა თან სუნთქვა შეეკრა. ცოტა ხანს ისევ ელოდა, ბოლოს გადაწყვიტა თვითონ დაერეკა. ანდრეამ არ უპასუხა, რამდენიმე წუთში კარის ხმაც გაიგო, თორემ შეიძლებოდა შეშლილიყო.
-ანდრეა, შენ ხარ? სამზარეულოდან იძახოდა.
-ვის ელოდები გაფიცებ, ანდრეამ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა.
-იცი როგორ შემეშინდა, მეგონა რომ ცუდად იყავი.
-ამაზე გვიანაც მოვსულვარ, საყვარელო. ელენე წამში ჩაქრა. -რომ მინერვიულდები არ მომწონს, ანდრეამ ხელები მაგრად მოხვია, ელენე გაიტრუნა. გულში რაღაც ჩაწყდა. ანდრეას არც ეს პირველი ახსოვდა.
-წამოდი, ჭამე. უხალისოდ ჩაილაპარაკა და სამზარეულოში გავიდა, ანდრეამ სევდანარევი მხიარული მზერა გააყოლა. გაუჩერებლად უყურებდა საათს, მაგრამ მისი ქმარი ჯიუტად დუმდა.
-ანდრეა, დღეს რა დღეა? ბოლოს გადაწყვიტა ეკითხა და მისკენ გადაბრუნდა, ანდრეამ უფრო მოუჭირა ხელები.
-პარასკევია უკვე, ტკბილი ძილი, ცოლო. ანდრეამ მხარზე აკოცა და დაიძინა.
ელენეს ისეთი გრძნობდა ჰქონდა თითქოს, გულში თითო თითოდ დააწყვიტეს ძაფები. ცრემლი უცებ მოიწმინდა და თვალები მაგრად დახუჭა. მთელი დღის დაღლილს მასაც ჩაეძინა.
"გაჩერდება, ახლა გაჩერდება", ფიქრობდა ელენე, მაგრამ აბეზარი ხმა არ ცხრებოდა. მობლურს დახედა და ვერაფრით გაიხსენა მაღვიძარა როდის დააყენა. მერე დაინახა. ანდრეას ბალიშზე ერთი ცალი თეთრი ვარდი იყო და თან კონვერტი.
-იეს, დაიძახა და კონვერტი ძალიან ნელა გახსნა.
"გილოცავ. უფრო სწორად ჩემს თავს ვულოცავ შენს დაბადებას, მგონი ჩემთვის უფრო გაჩნდი, ვიდრე შენთვის. წარმოდგენაც არ გაქვს ჩემთვის ვინ ხარ (ნუ აქნევ თავს, მართლა არ გაქვს) მე თვითონ მიჭირს ამის სიტყვებით თქმა, შენ მიზანი ხარ, მიზეზიც, საბაბიც, იდეაც, აზრიც, მთავარიც. იცი რა გამოვიდა? ყველაფერი ხარ. სულ არ მყოფნი, მინდა მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ჩემი ბრალია ასე ცოტა რომ ვართ ერთმანეთისთვის, მაგრამ შენ სხვანაირი არ გეყვარებოდი და თავს სწორედ ამით ვიმშვიდებ.
გუშინდელი ყველა შენი ვერგამართლებული მომლოდინე თვალები მაპატიე, ვიცი იქნებოდა. უბრალოდ შენ ზუსტად თერთმეტის თხუთმეტ წუთზე დაიბადე და მეც მაშინ მოგილოცე (სამშობიაროს ჩანაწერებში ასე წერია). ახლაც ზუსტად მაგ დროს გაიღვიძე, თითქოს ისევ დაიბადე, ოღონდ ჩვენს საწოლში, ჩემზე ოდნავ გაბრაზებულ-გულდაწყვეტილი.
ყველაფერს მივცემდი ახლა შენი თვალების დანახვა რომ შემეძლოს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვა, ამას ვერ გეტყოდი, როგორც ნინი ამბობს "დავიბლუკებოდი". მე კიდე მინდა იცოდე, რომ შენ ყველაფერი ხარ, რომ ჩემი არსებობა შეავსე და გამიზნული გახადე. მიყვარხარ, ცოლო.
ახლა საჩუქარი, ხო. ბევრი ვიფიქრე, ყველაზე ძვირფასს ვერ გაჩუქებდი (იმედია ხვდები რატომაც) ამიტომ მის ასლს გაჩუქებ. ელე, დიდზე გადაგიტანე.

პ.ს. 1. ამის კითხვას რომ დაამთავრებ შენს წინ მოლბერტი დგას.
2. რომ ნახავ სამზარეულოში გამოდი, მადლობა ხომ უნდა მითხრა"
ელენე თავიდან ვერ მიხვდა რატომ ვერ ხედავდა ნახატს. მერე თვალებზე ხელი მოისვა და მიხვდა ცრემლები უბინდავდა მხედველობას. ხმამღლა ტირილს ცოტა აკლდა. ის ნახატი იყო, მათი პირველი დღის. ელენე სამზარეულოში გაფრატუნდა.
-მადლობა, გული ამოუჯდა ისე ტიროდა. ანდრეას ეღიმებოდა, თან თავზე კოცნდა და დამშვიდების უცდიდა.
-საყვარელო, ნუღა ტირი რა, გთხოვ.
-როგორ ხარ ასეთი, ელენემ კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები.
-ჩუ, ელე, ნუ ტირი რა. ანდრეას უკვე ეცინებოდა ელენეს ბავშვურობაზე, მერე ხელში აიყვანა და ისევ ლოგინზე დააწვინა.
-ახლა გავბრაზდები, თუ არ შეწყვეტ ტირილს, მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა და ტუჩებზე მოეფერა.
-მიყვარხარ მე შენ, ყველაზე ქმარი ხარ, გახარებულმა უთხრა და მონატრებულ ტუჩებს მიეწება. ანდრეას ფრთები გამოესხა, გაფრინდა, მთელი სამყარო შეყარა ბედნიერებისგან, სხვადასხვა ფერად აფეთქდა ისე გაუხარდა ელენეს გულწრფელი სიტყვები. ცოლის სხეულის ყველა ნაწილს ერთნაირი გაუზომელი სიყავრულოთ მოეფერა.
ელენე ხმას არ იღებდა, უბრალოდ ქმრის მკლავები სიამოვნებდა მის სხეულზე. თვალების ბრწყინვალებას თვითონაც კი გრძნობდა. მერე მხარზე აკოცა და მისი ჰაერი შეისუნთქა.
-მე მინდა რომ გავსამდეთ, უცებ თქვა ანდრეამ. ელენემ მთელს სამყაროს გაუღიმა და წამოიწია, თავი იდაყვზე ჩამოდო და ქმარს თვალებში ჩააშტერდა.
-მეც მინდა. თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ.
-მოიცა, შენ დღეს სამსახური გააცდინე?
-არა, გუშინ საქმე დავხურეთ და მე და მათემ სამ დღიანი შვებულება ავიღეთ.
-აუ, რა მაგარია, შენ ხომ არ იცი.
-ვიცი, ახლა რომ ავდგებით ცოტნესთან წავიდეთ წყნეთში, ხომ გინდა?
-რას მეკითხები, რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ, ელენემ თვალები მოჭუტა და ქმარს გაუცინა.
-მართალი ხარ, გასამებას მივხედოთ. სულ არ გაჭირვებია ცოლის ტუჩების მოძებნა.
***
-როგორც იქნა, ვიფიქრე, რომ გადაიფიქრეთ, ცოტნემ იმხელა ხმაზე იყვირა კარში შესული ელენე შეხტა.
-გილოცავ, ერეკლეს ხმა ისეთი მშვიდი და თბილი იყო, რომ ძლივს დამშვიდებული ელენე კინაღამ აქვითინდა.
-დიდი მადლობა, მთელი ძალით მოეხვია ძმას და ოთახში შევიდა.
-საჩუქარი? ხო მაგარი იყო, პროსტა აღიარე ყველაზე მაგარი ძმაკაცი მყავს, მათემ თვალები აატრიალა.
-ყველაზე მაგარი ძმაკაცი გყავს, მათე.
-იცი, ელე, ასე მაგრად თუ ხატავდა არ მეგონა, ანი მართლა გაკვირვებული ჩანდა
-შენც ნახე ?
-ყველამ ვნახეთ, შენი ქმარი სულ ცოტათი ფეთიანია, ნიტა ცოტნეს კალთაში მოკალათდა და გაიკრიჭა.
-გეგონა არ მომეწონებოდა?, ელენემ ანდრეას ახედა.
-უბრალოდ დავრწმუნდი, ცოლს თავზე აკოცა და მიიხუტა.
-დარწმუნდა ვაჟბატონი, სად ვუშოვო ახლა ლიზიკოს მისი პორტრეტი, ისე მოეწონა, რომ გადაირია, ერეკლემ ცოლს ღიმილნარევი მზერა მიანათა.
-რას გეტყვით იცი, ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი ცოლებით, ნიკა აბუზღუნდა.
-ტიპს მართლა უნდა დაქორწინება, მათე ახარხარდა.
-მაგისთვის სამი ხვეული მაინც უნდა მუშაობდეს მინიმუმ, ცოტნემ მძიმედ ჩაილაპარაკა და ნიკას გაუცინა.
-მე ვაფშე ყველაზე მაგარ ცოლს მოვიყვან, პატარა ბავშვივით დაიჭყანა ნიკა.
-ნწ, ახლა ყველაზე მაგარი ცოლები ადგებიან და ყველაზე მაგარ ვახშამს მოამზადებენ, მათემ ანის გაბერილ მუცელზე აკოცა. -ჩემს ბიჭს მოშივდებოდა.
-წამოდით, თორემ ჩვენ შეგვჭამენ ახლა, ნიტა ფეხზე წამოხტა და სამზარეულოში გაიქცა.
-ცოტნეეეე, წამში დაიძახა და უკან გამობრუნდა, -დაგავიწყდა ხომ? ცოტნემ ფეხზე ადგომა და "გაძურწვა" სცადა, მაგრამ ცოლის ლამაზ, ცისფერ თვალებს ვერ დაემალა.
-მაპატიე, ნიტუშკა, ახლავე მოვიტანთ.
-რა მოხდა ?
-პროდუქტი დამრჩა თბილისში, ცოტნე სიცილს ძლივს იკავებდა.
-აუ, შე ჩემა, ნიკა დაგემართა? მათე ახარხარდა.
ცოტნე და ერეკლე თბილისში დაბრუნდნენ, რომ, როგორც ნიტამ დაასკვნა, ჩაფლავებული საქმე გამოესწორებინათ. ანდრეას სულ არ აინტერესებდა არც ვახშამი, არც გართობა, ცოლი მიეხუტებინა და ელენეს თაფლისფერ თმას ეთამაშებოდა. მათეს საოცარ კომენტარებს არც ერთი არ აქცევდა ყურადღებას.
-ცოტნე, დაგიტოვეს მანდ თუ სად ხარ ამდენ ხანს? მათე მომავალი დაცინვისთვის უკვე რეპლიკები მზად ჰქონდა, მაგრამ სახე უცებ დაუსერიოზულდა და ანდრეამაც თავი წამოწია ელენეს მუხლებიდან.
-რა მოხდა, მათე? თავის ძმაკაცს ძალიან კარგად იცნობდა და ეს სახეც პირველად არ ჰქონდა ნანახი.
-კარგი გავიგეთ, ახლავე, ხო ცოტნე, შტერი არ ვარ. მათემ უცებ გათიშა და ანდრეას თვალით ანიშნა გვერდით გასულიყო.
-მათე, რა მოხდა? ანიმ წამოწევა სცადა
-არაფერი, ანუშკი, სამსახურის თემაა, ორი წუთი.
-ახლავე მოვალ,საყვარელო, ანდრეამ ელენეს ლოყაზე აკოცა და მათეს მეორე ოთახში გაყვა.
-ვერ ვიტან ასეთი სერიოზული რომაა, ანიმ ბუზღუნი დაიწყო.
-წასვლა მოუწევთ? ელენეს შეაკანკალა, ისე კარგად იყო მთელი დღე ქმართან ერთად...
-ანდრეა...
-უნდა წავიდეთ, ელე. თქვენ აქ დარჩით და დილისთვის დავბრუნდებით ხო?, ანდრეას ხმა სრულიად უცხო იყო, ელენეს კიდევ ერთხელ შეაკანკალა.
-დილისთვის? ცოტნე და ერეკლეც მანდ არიან? ლიზიკო წამოხტა.
-მთელი განყოფილება იქაა, ნიკა საჭესთან ჯდები, მათემ ბიჭს გასაღები ესროლა. ცოლს აკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-ანდრეა, მოიცადე, ასე ნერვიულობით მოვკვდებით, რა ხდება გვითხარი.
-ელე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამსახურეობრივი საიდუმლოა, უბრალოდ ძალიან სერიოზული. დილისთვის აქ ვართ. პროდუქტებს ვინმეს გამოვატან არ ინერვიულოთ.
-ჩვენ თვითონ ჩავალთ, მანქანა ხო რჩება ერთი, როგორც ჩანს ლიზიკო მიჩვეული იყო ასეთ სიტუაციებს.
-არა, მათეს ასეთი მკაცრი ხმა არადროს ქონია, სახლიდან არ გახვიდეთ, ხომ გესმის? ამოიტანენ ყველაფერს.
-მათე, ანდრეა უკვე მანქანში იჯდა და სწრაფად მოწყდნენ ადგილს, ელენე კიდევ ცოტა ხანს ხედავდა მანქნას, რომელიც ზღვარზე უფრო წსრაფად მიდიოდა.
საოცარი იყო, ელენეს ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, რომ ნიკაც კი არ სვამდა ზედმეტ კითხვებს. როგორც ჩანს, მისთვის ყველაფერი ნათელი იყო. სახლში რომ შებრუნდნენ სამგლოვიარო სიტუაცია დახვდათ.
-ესეც ჩვენი სამდღიანი შვებულება, ანიმ თავი გადაქნია, საშინლად გაბრაზებული იყო. -არა, რამე მაინც ეთქვათ.
-ცოტნე ყურმილს არ იღებს, ნიტა სავარძელზე დაიხეთქა.
-ერეკლესაც გათიშული აქვს, -ელე, ეს პირველად არ ხდება, ალბათ ვინმე სერიოზული გადმოყავთ ან სპეცოპერაციას ამზადებენ.
-ასეთი სპეცოპერაციის შემდეგ ანდრეა საავადმყოფოში მოხვდა, ლიზიკომ თვალები დაუქაჩა ელენეს და ანის გადახედა. ელენემ ახლა მის გამოც დაიწყო ნერვიულობა, გოგონას დღე დღეზე უნდა ემშობიარა.
ლაპარაკობდნენ, თითქოს იცინოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი შესამჩნევად ზედაპირული იყო. ელენეს უკვე სული ეხუთებოდა, ამოტანილ საჭმელს პირი ვერც ერთმა დააკარა. ყველაფერს ძაბავდა ის ფაქტი, რომ არც ერთი არ იღებდა ყურმილს. უბრალოდ რომ ეთქვათ ყველაფერი რიგზეაო, შეძლებდნენ მშიდად დაძინებას, მაგრამ "ყველაზე" ქმრები ჯიუტად დუმდნენ.
-უნდა დავწვე ბავშვებო, ძალიან დავიღალე.
-ოთახებს გაჩვენებთ, წამოდით, ნიტა ანის ადგომაში მიეხმარა და კიბეებზე ავიდნენ. ლიზიკო მთელი საღამოს ანმავლობაში უყურებდა ელენეს და მის გამოც ნერვიულობდა. გოგონა სახეზე სულ გაფითრებული იყო, ვერც ხმას იღებდა და ვერც მშვიდდებოდა.
-ელე, გთხოვ არ გინდა რა, ახლა უნდა დავიძინოთ და დილას უკვე აქ იქნებიან.
-ლიზიკო, მე...არ მინდა, რომ რამე მოუვიდეთ? რომელიმეს, მერე..
-თავს ნუ იწამებ, ჩვენ ისიც კი არ ვიცით რისთვის წავიდნენ, ელენე, გეყოფა.
-ანი დაწვა, ნიტამ მეორე სართულიდან ჩამოირბინა, ეს არის საძილე ტაბლეტები, გამომართვით და დალიეთ, ნიტამ თითო-თითო ჩაუდო ხელში ორივეს, -დილით თვითონაც დაღლილები მოვლენ და არ მინდა რამეზე ინერვიულონ კიდევ, ამიტომ ამაღამ ყველამ უნდა დავიძინოთ.
განა არ უნდოდა, არ შეეძლო. უკვე მერამდენე საათი იყო წინ და უკან დადიოდა ოთახში. მობილურს ხელს არ უშვებდა, მაგრამ ისიც დუმდა. თვალწინ სულ საავადმყოფოს მოგონება ედგა. გაორებული იყო, თან გული საშინელებას უგრძნობდა, თან თავს არწმუნებდა რომ ეს მისი ფეთიანი ხასიათის დამსახურება იყო. ოთახში გაჩერება, რომ აღარ შეეძლო უბრალოდ გარეთ გასვლა გადაწყვიტა, იქნებ რომელიმეს არ ეძინა. გაოგნდა, როცა კარები დაკეტილი დახვდა. არა, შანსი არ იყო ნიტას ჩაეკეტა, ასეთ დროს არ იხუმრებდა. ალბათ თვითონ ჩაიკეტაო გაიფიქრა და კარს დაეჯაჯგურა. გაფუჭებულს არ გავდა საკეტი, ნორმალურად მოძრაობდა, მაგრამ კარი არ იღებოდა. ღამის განათება გამორთო და შუქი აანთო, სწრაფად მიტრიალდა კარისკენ, რომ კარგად ენახა რა ხდებოდა. შებრუნების დროს რაღაც დალანდა. იმდენად რეალური, რომ მუხლები მოეკვეთა და ხელები აუკანკალდა. უფრო იმისთვის რომ შიში დაეძლია უკან შებრუნდა და თვალები ცრემლებით აევსო. სულ გავგიჟდიო გაიფიქრა და ისევ კარებს მივარდა. გულის ცემა ორასს აღწევდა უკვე. რამდენჯერმე დააპირა ლიზიკოსთვის დაერეკა, მაგრამ კიდევ უფრო შეაშინებდა გოგონას. წამოსული ცრემლები მოიწმინდა და კარებს კიდევ ერთხელ მოკიდა ხელი.
-დეტექტივის ცოლი კი უნდა მიმხვდარიყო გასაღები რომაა საჭირო, ელენემ სუნთქვა შეწყვიტა, ხელი ისე მაგრად ჩასჭიდა სახელურს რომ კანი გაუთეთრდა. რაც შეეძლო შეიკავა ყბის კანკალი და ძალიან ნელა მოტრიალდა იმაში დარწმუნებული, რომ ხმა მოესმა.
არ მოესმა. მის წინ საკმაოდ მაღალი კაცი იდგა, სულ შავებში, ზუსტად ელენეს საწოლის გვერდით. გოგონამ ნიღაბშიც კი შემჩნია როგორ უელავდა შავი თვალები. შიშისგან ამოისუნთქა, პირიც გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ მიხვდა ხმა არ ქონდა. ელენე პანიკაში ჩავარდა, როცა ბიჭი მისკენ დაიძრა, კარი კიდევ ერთხელ გამოქაჩა, მაგრამ როგორც ეტყობოდა მართლა გასაღები იყო საჭირო. უცნობი ნელა მიუახლოვდა კარს და გასაღები გადაატრიალა, ის გასაღები, რომელიც ჯიბიდან ამოიღო. ელენე სულ გაფითრდა, მისმა ტვინმა ფიქრი დაიწყო.
-ლიზიკო, ისეთ ხმაზე დაიძახა, რომ წარმოგენაც არ ჰქონდა ასეთი ტონალობის მიღწევა თუ შეეძლო.
-ნუთუ შეგაშინე, ელენე წამში გაძვრა კარსა და უცნობს შორის არსებულ სივრცეში და მერე ვეღარ მიხვდა საით წასულიყო. საძილე აბების გახსენებაზე შეაკნკალა, ნუთუ არც ერთს არ გაეღვიძებოდა.
-ელე, რა... დროზე შემოდი, ნიტამ უცებ დაიყვირა და ელენეც მისი ოთახისკენ გაიქცა. გოგონამ კარი წამში გადაკეტა და მოშორდა.
-ჩემო ლამაზებო, სახლში კიდევ ორი თქვენგანია, საოცრად მშვიდად ესაუბრებოდათ კარს იქით უცნობი. ნიტამ ელენეს ანიშნა ისუნთქეო, -თუ ორ-ნახევარი? გოგონებს შეაკანკალა.ნიტამ ხელები აიფარა პირზე რომ არ დაეყვირა. ელენემ გასაღები გადაატრიალა და კარი გააღო.
-რა გინდა?
-რა უზრდელობაა, ძვირფასო, ასე ხვდებით სტუმრებს? უცნობმა ნიღაბის ქვეშ გაიღიმა.
-ანი, ელენე კინაღამ ჩაიკეცა ღია კართან გაფითრებული ანი რომ დაინახა.
-ოჰ, გამარჯობა, ვინ გვაკლია სრული კომლექტისთვის? ა, ხო, ერეკლეს ლიზიკო, ნიტამ პირი დააღო გაოცებისგან და კიდევ უფრო შეეშინდა. ელენემ შეამჩნია, რომ ანის გაფითრებულ სახეზე რაღაც უცნაურად აღიბეჭდა და მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. დაინახა ლიზიკო, რომელსაც ხელში რაღაც გრძელი საგანი ეკავა და ნიღბიანისკენ მიდიოდა, ისიც ადვილად შეამჩნია როგორ მოიქნია და ააცილა კაცს, სამაგიეროდ ეს უკანასკნელი გააბრაზა და ლიზიკოს სილა გააწნა. გოგონა კედელს შეასკდა და იქვე ჩაიკეცა. ანიმ ხმამაღლა ტირილი დაიწყო და ხელები მუცელზე შემოიხვია. ელენეს საავადმყოფოს სიტუაცია გაახსენდა. მაშინაც ასე ფრაგმენტულად აღიქმავმდა ყველაფერს. საკუთარ თავს გაახსენა, რომ ახლა პანიკის დრო არ იყო და შეძლო კუნთები აემოძრავებინა. ვერც კი მიხვდა როგორ აიღო ხელში მის წინ დაგდებული ნივთი, აი ის ლიზიკომ რომ მოიქნია. ახლა თვითონ გაუსწორდა უცნობს. ნიტას გადახედა და გოგონა ცხარე ცრემლით ტიროდა.
-მეორედ გეკითხები, რა გინდა? ელენე ვერ მიხვდა კონკრეტულად რამ მისცა ძალა, ორსულმა მეგობრმა, გონდაკარგულმა ლიზიკომ თუ შოკირებულმა ნიტამ, მაგრამ თავი აშკარად შეიმაგრა და უფრო ნაკლებად შეეშინდა.
-არაბულს ყველაფერი საუკეთესო თავისთვის უნდა, ელენეს უკვე აღარ გაკვირვებია, შეეგუა სიტუაციას, რომ აქ რაღაცებს ვერ გაიგებდა და ყურადღებაც არ მიუქცევია, ახლა მთავარი სულ სხვა იყო. ანი კარგად უნდა ყოფილიყო და ელენეც მთელი არსებით ცდილობდა როგორმე სახლში მარტო დარჩენილიყვნენ.
-რა გინდა-მეთქი? უკვე დაიყვირა უცებ და ხელში რაც ჰქონდა მთელი ძალით მოიქნია, მანაც ააცილა, კიდევ ერთხელ გაიგონა ანის ყვირილი და ხელები იგრძნი კისერზე, სულს რომ უხუთავდა.
-ძვირფასო, რამის დაშავება, რომ მდომოდა უკვე ცოცხლები აღარ იქნებოდით, ამას ვერ ხვდები? -მე სრულიად კეთილი მიზნებისთვის ვარ მოსული, დაბადების დღე მინდოდა მომელოცა, ელენეს ზიზღის გრძნობა დაეუფლა, როცა უცნობის სუნთქვა სახეზე შეეხო, მისი ნასუნთქი ჰაერი იმდენად შეძულდა, რომ სუნთქვაც შეწყვიტა და მხოლოდ ახლა იგრძნო კისრის ტკვილი, -ჩემს საჩუქართან ახლა შენი ქმარია და დიდი იმედი არ მაქვს, რომ განახებს, მაგრამ აუცილებლად გაიგებ და დააფასებ ჩემს წვალებას...მმმმ... ნუ ძაანაც არ მიწვალია, უცნობმა ისე გაიღიმა გეგონებოდათ საუკეთესო მეგობარს ეჭორავებაო. ელენეს ხელი უშვა და გოგონამ ჰაერის მასა ხარბად ჩაისუნთქა, ფილტვები აუწვა ჰაერმა. უცნობი კი ანისკენ შებრუნდა. გოგონამაც უფრო მაგრად მოიჭირა ხელი მუცელზე და მზერა მკაცრი გაუხდა.
-არ გაბედო, ელენემ ამოიხავლა და ფეხზე წამოდგა, უცებ ნიტამ ხელი მიაშველა, თორემ ისევ ჩაიკეცებოდა. ელენეს გაუკვირდა ნიტა მის წინ რომ მოექცა. უცებ სულ ოდნავ ახტა და უცნობს ნიღაბზე ხელი შეახო. ვერ მოაძრო. მაგრამ ანისგან ყურადღება გადაიტანა. ანი მოეშვა, მაგრამ ახლა ნიტა დაიძაბა.
-უკვე თენდება, კარგი, მოგნი ზედმეტად შეგაშინეთ, ახლა წავალ ერეკლეს ამაზე ბოდიში ჩემგან, კაცმა ლიზიკოზე მიათითა, რომელიც უგონოდ იწვა, -არ მინდოდა, თვითონ მაიძულა. აბა კარგად, ნიღბიანმა ხელი დაუქნია ოთხივეს და კიბეებზე დაეშვა. როგორც კი კარის დაკეტვის ხმა გაისმა ნიტა ადგილზე ჩაიკეცა, თავი მუხლებზე დაიდო და გაიტრუნა.
-ლიზიკო, გამოფხიზლდი რა გთხოვ, ლიზიკო, ელენე უკვე ტიროდა. ანის დამამშვიდებელი დაალევინეს და მისაღებში დივანზე დააწვინეს.
-ეს რა იყო? ნიტამ როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ყურმილს მაინც არ იღებენ, რას აკეთებენ ასეთს, ლიზიკომ მობილური კედელს შეალეწა. მთელი სხეული უკანკალებდა და მარჯვენა ლოყაზე სიწითლე თანდათან ლურჯდებოდა.
-ახლა უნდა დავმშვიდდეთ, ვინმეს ხმა გეცნოთ?
-არა, ელე, საიდან? შენ როგორ ნახე?
-ჩემს ოთახში იყო, გასაღებიც ჰქონდა ჩემი ოთახის, ეს როგორ შეიძლება, ნიტა.
-ანი, ხომ არ გტკივა? ნიტამ ხელი მუცელზე დაუსვა და გაიღიმა, ანის თანდათან ფერი მოუვიდა. ლიზიკოს კალთაში თავი ჩაუდო.
-არა, უკეთ ვარ, დღეს ისევ ჩემთან დარჩება, თვითონაც მოეფერა მუცელს და სივრცეს გაუღიმა. თანდათან დამშვიდებულს ჩაეძინა.
უკვე თენდებოდა. ელენემ იმ ღამეს პირველად დაურეკა ანდრეას და მანაც არ უპასუხა. გოგონამ ერთი ძალიან საშიში ფაქტი გაანალიზა, ნიღბიანი ყველა მათგანს იცნობდა, იმდენად, რომ ელენეს დაბადებისდღეც კი იცოდა. მთელი დღე მათთან ერთად გაატარა ერთ სახლში, ვინ იცის, ალბათ ელენეს ოთხში იყო. მაგრამ ყველაზე უფრო იმის ეშინოდა ახლა ანდრეაც სადაც იყო, რამდენიმე წუთის წინ ისინი იმ კრიმინალს ელაპარაკებოდნენ, რომელ დანაშაულსაც მათი ქმრები იძიებდნენ. გოგონამ კანკალი ვერაფრით შეიჩარა. ბოლოს ოთახს თვალი მოავლო და დაინახა როგორი მძიმე სახეებით ეძინათ გოგონებს. ოთახი უკვე ნათდებოდა მზის სხივებით. კიდევ ერთხელ დაურეკა ანდრეას, ისევ არავინ უპასუხა. უკვე გაბრაზებაც აღარ შეეძლო. ასე სუსტად თავი არასდროს არ უგრძვნია, მაშინაც კი როცა არც ქმარი და არც ძმები არ ჰყავდა. თვალები მაგრად დახუჭა და მოსაცმლის სახელოთი ცრემლები შეიმშრალა. სავარძელში თვითონაც მოკლათდა და რამდნიმე წუთში ღრმად ჩაეძინა.
***
-ნიტა ისეთი გაბრაზებული იქნება რომ ვერ წარმოიდგენთ, ცოტნემ დაღლილი თვალები ძმას მიაპყრო და მანქანიდან ისინიც გადავიდნენ.
-ანდრეა, ხომ არ დაგვიცდიდი? მათეს აშკარად აღარ ჰქონდა მხიარული ხმა. ანდრეას არც მოუხედავს უკან. საერთოდ გაშეშდა კარის სახელური რომ ჩამოსწია და გაიღო.
-ღია იყო? ერეკლე წამში მასთან გაჩნდა, სხეულს ისე მძიმედ მიათრევდა, თითქოს სამი კაცი ზურგით მიყავსო.
-არადა როგორ გავაფრთხილე, არაფერი არ ესმით, მათემ ჩაუარა ანდრეას და ოთახში შევიდა. თავიდან ცოტათი გაუკვირდა ყველა მისაღეში რომ დახვდა.
-მგონი ძალიან ვანერვიულეთ, ცოტნე ნიტას თავთან ჩაიცუცქა. ანდრეას უკვე შესამჩნევად უკანკალებდა ყბა. ზუსტად იცოდა, საერთოდ სუნთქვა შეწყვიტა მისი მძინარე ცოლის სახეს რომ შეხედა. ელენეს მთელი ღამის სიმძიმე სახეზე აღბეჭდვოდა.
-ანდრეა, ელენეს შანდალი რატომ აქვს ჩახუტებული? ნიკას კითხვაზე ცხოვრებაში პირველად არ ჰქონდა არც ერთს პასუხი. ცოტნემ ნიტას ცხვირზე აკოცა გასაღვიძებლად. როცა გოგონა უცებ წამოხტა და ხელი უმიზნოდ, გაუაზრებლად მოიქნია, თან ისე დაიყვირა, რომ ყველა გააღვიძა. ელენეს შანდალი ხელიდან გაუვარდა და გამაყრუებელი ხმით დაეცა იატაკზე. ანდრეამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
-ნიტა, ნიტა, შემომხედე რა მოგივიდა? ცოტნემ ცოლს ხელი მოხვია და თვალებში ჩახედა.
-ცოტნე, შენ... როგორც იქნა, ნიტამ ქმარს კისერზე ისე შემოხვია ხელები რომ ცოტნეს ხველება აუტყდა. დაბნეული თვალებით გადახედა ყველას ოთახში და ნიტას დამშვიდებას მოყვა.
-ანი, რა მოხდა? მათე ცოლს როგორც შეეძლო ლაღად გაუღიმა.
-სტუმარი გვყავდა, ლიზიკო ფეხზე წამოდგა და მათეს ადგილი დაუთმო.
-სახეზე რა მოგივიდა, ლიზიკო, რა სტუმარი რას ამბობ საერთოდ? ელენე ერეკლეს ყვირილზე შეხტა, ანდრეაც გამოფხიზლდა და ცოლის კისერს თვალი მოაშორა. ელენე საერთოდ ვერ გრძნობდა რამე ძალას სხეულში. ძირს დავარდნილ შანდალს მიშტერებოდა და ასაღებად ვერ დგებოდა.
-ხომ გითხარი, ერეკლე, სტუმარი გვყავდა, დაუპატიჟებელი და არასასურველი, ნიღბიანი და საშიში. ერეკლემ ზუსტად იცოდა ცოლის ასეთი ტონი რასაც ნიშნავდა, ახლა კედელთან დალეწილი მობილურიც შეამჩნია და ლიზიკოს სწრაფად მიუახლოვდა. ნიტა როგორც იქნა დამშვიდდა.
ანდრეამ ელენეს თმები გადაუწია და თითების ნაკვალევი შეამჩნია კისერზე. გოგონა კინაღამ გადაირია ანდრეას თვალები რომ აუბრჭყვიალდა. ხელი მაგრად მოუჭირა და თმები ჩამოიშალა.
-მთელი ღამე გირეკავდით, ყველას, რა უბედურებაა, ერეკლე, უბრალოდ გეპასუხათ ან ესემესი ან რამე, ზარი მაინც გამოგეშვათ, რომ ცოცხლები ხართ, ლიზიკო ქმარს ხელს მაგრად უჭერდა და თან ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
-ყინულს მოგიტან, ამ წუთას დავბუნდები.
თანდათან დამშვიდნენ. ნიტა ისევ ცოტნეს კალთაში მოკალათდა და გაიტრუნა. ერეკლე ლიზიკოს მარჯვენა ლოყას ვერაფრით ინელებდა თან ყინულს ადებდა. მათეს ოდნავადაც კი არ უციმციმებდა თვალები. ანდრეა საერთოდ აღარ ეკუთვნოდა ამ ქვეყანას, ელენეს თმაში ხელს ქაოსურად ატრიალებდა.
-იქნებ ვინმემ დამდოს პატივი და ახსნას აქ რაც მოხდა, ნიკამ უცებ ყველა გამოაფხიზლა.
-მე ელენეს ყვირილმა გამაღვიძა, ანის ხმა გაუტყდა ანდრეას სახე რომ დაინახა.
-არაფერი არ მომხდარა, ჩემს ოთახში ვიყავი, რამდენიმე საათი, ვერ დავიძინე და ოთახიდან გამოსვლა რომ მომინდა დაკეტილი იყო და ვერ გავაღე. მერე უცებ ჩემს უკან ხმა გავიგონე, ის, ვიღაც, მშვიდი ხმით მიხსნიდა, რომ გასაღები დამჭირდებოდა. მერე თვითონ ამოიღო და გააღო. ხო და მეც ვიყვირე, უბრალოდ შემეშინდა.
-შენს ოთახში იყო? ანდრეას თვალები ამ ქვეყანას დაუბრუნდა.
-კი.
-კარი რატომ არ ჩაკეტეთ?
-მათე გვეკაიფები? გეუბნები ჩემი ოთახის გასაღები ქონდათქო და კარს ვერ გააღებდა? ელენეს ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა.
-სახეზე დაინახეთ? ერთადერთი მნიშველოვანი კითხვა ნიკამ დასვა.
-არა, ნიღაბი ეკეთა.
-რამე გითხრათ? ერეკლემ ცოლს გადახედა.
-ძირითადად ელენეს ელაპარაკა, ლიზიკომ თავი ჩახარა და ერეკლემ იგრძნო ცოლის სხეულის კანკალი.
-ელენე, ცოტნე პასუხს მოუთმენელი ელოდა, -ჯანდაბა, აგვიხსენით რა მოხდა ბოლოს და ბოლოს. ელენემ ძმას უცნაურად გაუღიმა და შიგ თვალებში ჩახედა, თითქმის დამარცვლით უთხრა
-დაბადების დღე მომილოცა, ცოტნე.
-ხუმრობის ხასიათზე ვარ შენი აზრით ახლა? ვერ ხედავ რა დღეშია? ცოტნემ ნიტაზე ანიშნა გოგონას და ელენეს თვალები ცრემლებით აევსო, თავი უცნაურად იგრძნო და ისევ შეეშინდა.
-ნუ ყვირი, ანდრეას ხმა მშვიდი იყო, მაგრამ საოცრად მტკიცე.
-"დაბადების დღე მინდოდა მომელოცა, ჩემს საჩუქართან ახლა შენი ქმარია და დიდი იმედი არ მაქვს, რომ განახებს, მაგრამ აუცილებლად გაიგებ და დააფასებ ჩემს წვალებას", ციტირება გავაკეთე ცოტნე, და არა, არც მე არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. უთხრა ელენემ და ცრემლები ვერაფრით შეიკავა. სახეზე ხელები აიფარა და ცადა დამშვიდებულიყო, მაგრამ ვერაფერით მოახერხა. ანდრეა ხედავდა ცოლის სუსტ, მოცახცახე მხრებს უნდოდა მოხვეოდა და კანკალი შეეჩერებინა, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა მოძრაობის უნარი. ნიკა ხმაურიანად დაებერტყა დივანზე და თავი უკან გადააგდო. ცოტნემ თავი ჩახარა.
-რა იყო საჩუქარი, ნიტამ პირველად ამოიღო ხმა ამდენი ხნის განმავლობაში და ფეხზე ადგა. პასუხს დააგვიანდა. არც ერთი არ აპირებდა რამის თქმას. ანდრეაც ადგა და ჟურნალის მაგიდან ფეხი კრა, ყვავილებიანი ლარნაკი იატაკზე დაიმსხვრა. ელენეს თავი არ აუწევია. მათე ცდილობდა ანდრეა დაემშვიდებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ანდრეა ცოლის წინ ჩაიმუხლა და სახეზე ხელი ჩამოისვა.
-ელენე, შემომხედე. ელენე, უბრალოდ გამომხედე, ანდრეას ზომაზე ხმამაღლა მოუვიდა და გოგონამაც ხელები მოიშორა სახიდან. ანდრეას ცოლის ჩაწითლებულ თვალებზე შეაკანკალა.
-ზუსტად მაინტერესებს, გესმის, ზუსტად, შენს ოთახში რომ მარტო იყავით რა გააკეთა? ელენეს თვალებში ემოცია სწრაფად ცვლიდა ერთმანეთს, ყველაზე ჭარბად ბრაზი იგრძნობოდა და ქმარს გაოგნებული უყურებდა. მერე დაბნეული თვალები ყველას მოავლო და მსგავსი გაოცება მხოლოდ ანის შეამჩნია, მისი ძმებიც კი ელოდნენ პასუხს. ელენე ვერ წარმოიდგენდა თუ ასეთ მდგომარეობაში გაბრაზება შეეძლო, ვერაფრით ახსნა რატომ იკითხა ანდრეამ ახლა და აქ.
-ელენე, მიპასუხე. ანდრეამ ისევ დაიყვირა და ელენეს თვალებში მრისხანება აენთო. სწრაფად წამოხტა ფეხზე და ოთახი გაირბინა, სახეზე სულ წითელი იყო.
-ელენე, ანდრეა არც ამდგარა ისე დაუძახა და კარების მოჯახუნების ხმაც გაიგო.
-ამის დედაც, საკუთარი სახე დაკარგული ჰქონდა და ელენეს ფეხდაფეხ მიჰყვა. უცებ ვერ გაანალიზა რამ შეაჩერა და ერეკლეს მუშტი კინაღამ მოუქნია მოულოდნელობისგან.
-საკმარისია, საოცარი სიმშვიდით მიუგო ერეკლემ.
-ის ჩემი ცოლია ერეკლე...
-და ჩემი და, პასუხი უკვე მიიღე, საკუთარ თავს არ გავხარ, დამშვიდდე უნდა.
-ასე როგორ უნდა დავმშვიდდე, ხვდები მაინც აქ ვინ იყო? აქ... მარტო ჩვენს ცოლებთან ერეკლე, რამე რომ...
-გეყოთ ახლავე. წყალი დალიე, შეისხი და გამოფხილზდი, შენი პანიკების დრო ნამდვილად არ გვაქვს ახლა. ცოტნე სახლიდან გავიდა და ელენე მოძებნა. ანი ისევ გაოგნებული მიშტერებოდა ხან მათეს და ხან ანდრეას.
-ელენე, აქ რა გინდა? არ იტირო, რა გთხოვ, გოგონას გული ამოუჯდა, ცოტნეს მიკარების საშუალება არ მისცა ისე იყო გაბრაზებული მასზეც და ანდრეაზეც, საერთოდ ყველაზე.
-ელენე, ლოგიკური იყო მისი... გოგონას თვალებმა გაგრძელების საშუალება არ მისცა. კიდევ ერთხელ სცადა მოხვეოდა და ისევ მოიშორა ელენემ. მისკენ მომავალი არაბული დალანდა და საპირისპირო მხარეს წავიდა.
-დაიცადე, ელენე, ნუ ხარ თავნება. ცოტნემ კიდევ ერთხელ დაიყვირა. ძმას გამოხედა და რაღაც "ნუ მიყვირის" მსგავსი ჩაიბურტყუნა და ცოტნე კინაღამ ჩაიკეცა ელენეს ისეთი ტკივილიანი თვალები ჰქონდა.
-ელე, გთხოვ დამელოდე. ანდრეას ხმა დათბა და ელენეც ადგილზე გაჩერდა. ისევ მთელი სხეული უცახცახებდა, ანდრეამ ნაბიჯს საგრძნობლად აუჩქარა, როცა ელენემ ადგილზე წაიბორძიკა და მუხლებში მოიხარა.
-კარგად ვარ, დაიძახა უცებ. მაგრამ ანდრეამ მაინც აიტაცა ხელში და სახლისკენ წაიყვანა. ელენე პატარა ბავშვივით ჯიუტობდა და ანდრეას არაფრით ეხვეოდა. ალბათ სხვა დროს დასცინებდა ცოლის ასეთ ბავშვურ საქციელს, მაგრამ ახლა ელენეს გულწრფელობა მხოლოდ ტკენდა. თითქოს ანდრეამ ნათლად დაინახა როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება უცებ. მოსალოდნლი "ჩაჭრის" მოახლოვება იგრძნო და შეეშინდა. ოთახში აიყვანა და ელენეს ბუზღუნისთვის სულაც არ მიუქცევია ყურადღება ისე ჩაიხუტა და თავზე ისტერიულად დაუწყო კოცნა.
-ანდრეა, რა იყო საჩუქარი, ელენეს ხმაზე ეტყობოდა პასუხის როგორ ეშინოდა.
-არა, ელენე, მაგის ცოდნა არ გინდა, დამიჯერე, გოგონა საწოლზე წამოჯდა და ანდრეას თვალებში ჩახედა. სიმკაცრე გაუქრა ქმრის თვალების დანახვისას. ანდრეა ნაწამებივით იყო.
-უბრალოდ მიპასუხე, ფრთხილად უთხრა.
-არ მინდა ინერვიულო, გული კინაღამ წაგივიდა.
-მხოლოდ მუხლები მომეკვეთა, ანდრეა, გთხოვ.
-დაიძინე, რომ გაიღვიძებ ყველაფერს გეტყვი, გპირდები. ანდრეამ საწოლში დააბრუნა ცოლი და ისევ ჩაეხუტა.

***
-ვერაფერი იპოვეს? მათე ნერვიულად დადიოდა შუა დერეფანში.
-ხომ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, ერეკლე ისევ მშვიდი იყო.
-როგორ ხარ მასე პროსტა, ცოტნემ გაოცება ვერ დამალა.
-რა ვქნა? ჩემს დას ვუყვირო თუ ცოლს? ჯერ ძმას შეხედა მერე ანდრეას.
-ახლა შენც არ გინდა, ისედაც ჩემი მჭირს. ცოტნემ ხელი აუქნია ძმას.
-ისევ ძინავთ?
-ნიტას სულ ძალით დავალევინა წამალი, ოთახში მარტო დარჩენის ეშინოდა და ელენესთან დაწვა. აუ, მართლა როგორ ვუყვირე, ტო.
-ანდრეა, ელენემ არაფერი იცის? ერეკლე მეგობარს გვერდით ამოუდგა და მოაჯირს დაეყრდნო.
-არა.
-ცოდოა, ერეკლემ თავი გადააქნია, -ხომ იცი, მაინც გაიგებს.
-ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამაში გამერია, რომ იცოდე, ერეკლე, როგორ მეშინოდა. არ ვიცი რა შემეშალა, რომ ასეთი შეემთხვა. წარმოგიდგენია, რამდენიმე საათი მარტო ოთახში ის ჩემს ცოლთან. რაღაც არასწორი გავაკეთე, რა არ ვიცი.
-ცოლად მომიყვანე, ელენეს ხმა ისეთი ცივი იყო ორივე სინქრონულად შემობრუნდა. -ცოტნე, ნიტას გაეღვიძა და მიდი. ანდრეასთვის თვალები არ მოუშორებია ისე უთხრა. ეს არ იყო საყვედური და ანდრეას საშინლად ეტკინა ელენეს ასე ძალიან რომ უყვარდა ამ წუთას. საერთოდ არაფერს ითხოვდა გოგონა მისგან და არაბულს ეს უფრო ტკენდა, ელენეს უანგარო ცხოვრება. ასე უფრო რთული იქნებოდა, ანდრეა დაიტანჯებოდა იმიტომ, რომ ელენე სულ გაუგებდა, არ მიატოვებდა, არ უარყოფდა და თითქოს ყველაფერს აპატიებდა, მაგრამ სანამდე? ანდრეამ ზუსტად იცოდა როგორი იქნებოდა მათი მომავალი ცხოვრება და ელენე შეეცოდა, კიდევ უფრო იმიტომ რომ ძალა ვერ იპოვა ამ ცხოვრების შესაცვლელად ებრძოლა. ელენე ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით დაეშვა კიბეებზე და სამზარეულოში შევიდა. ანდრეა გაუაზრებლად გაყვა უკან.
საწყლად იყო ელენე მოკუნტული სამზარეულოს მაგიდასთან. წყლის ჭიქა ხელში ეჭირა და ანდრეამ დაინახა როგორ ჩაეწვეთა შიგ მისი რამდენიმე ცრემლი.
-ელე, ძალიან გთხოვ... ელენემ ჯერ კიდევ მაშინ, ქორწილის დღეს, როცა უნდოდა ქმრის თვალებში დაენახა გაოცება მისი სილამაზის გამო შიში დაინახა, პირველად მაშინ აუფორიაქა სული ამ გამოხედვამ, რამდენიმე წუთის წინ კი ანდრეას სიტყვები რომ გაიგონა, მასში სინანული დაიჭირა, თითქოს ნანობდა ელენე რომ მის ცხოვრებაში შემოუშვა. ელენეს იმაზე მეტად ეტკინა ქმრის სამყარო, ვიდრე ეგონა. მართლა სჯეროდა ანდრეასი, უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავის, მაგრამ იმასაც მიხვდა საკმარისი რომ არ იქნებოდა. მიხვდა რომ მარტო სიტყვებით კი არა, ყველაფრის დამტკიცება საქმით მოუწევდათ, თითქოს ის მოახლოვებული სირთულე იგრძნო, ანი რომ ეუბნებოდა ხოლმე.
-მე შემიძლია ამას გავუძლო, ანდრეა. მართლა არ ვარ სუსტი, ყელაფერს მოელოდა, ალბათ ამ წუთას ელენესგან ხელის დარტმასაც აიტანდა, მაგრამ ცოლმა კიდევ ერთხელ გააოცა, ესეც ეტკინა.
-ჩვენს სახლში მინდა, ელენემ ისევ პატარა ბავშვივით ჩაიბურტყუნა და ანდრეას მოეხვია.
-რაც არ უნდა მოხდეს, ელენე, უბრალოდ დამპირდი, რომ არასდროს დაივიწყებ. შენ ყველაფერი ხარ. რასაც გავაკეთებ მხოლოდ შენი ბედნიერებისთვის და კარგად ყოფნისთვის. გოგონამ თავი დაუქნია ისე, რომ შემოხვეული ხელები არ გაუთავისუფლებია.
-ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ შენც ყველაფერი ხარ. ანდრეამ კიდევ უფრო მოუჭირა ცოლს ხელები, თითქოს თავისთან აკავებდა და ყველაზე კარგად ამ წამს იგრძნო რას ნიშნავს გტკიოდეს სული, თითქოს გულისკენ მიმავალი ყველა ძაფი დააწყვიტეს ნელა და მტკივნეულად და სასუნთქი გზებიც გადაუკეტეს. ანდრეას წამით შეეშინდა არ გაგუდულიყო იმდენად რეალური გახდა ეს ჩახუთულობა. მერე ელენე ტუჩებით მის კისერს შეეხო და ანდრეას ორგანიზმში უზღვავი რაოდენობის ადრენალინი გამოიყო წამში. იგრძნო, რომ ძალა იპოვა. თან ელენემ ხომ თქვა გავუძლებო, ხო და გაუძლებდა, მისი ცოლის ძლიერების იწამა და გაიღიმა. ანდრეა შეძლებდა და ელენეს დაიცავდა ყველა უბედურებისგან, ყველაფერი ცუდისგან რადაც არ უნდა დაჯდენოდა. ცოლს თვალებში ჩახედა და ღიმილნარევმა უთხრა:
-ყველაფერი მხოლოდ შენ ხარ, ელე, მხოლოდ შენ. გოგონას სუნთქვა შეეკრა და ახლა პირველად შეეშინდა, თითქოს პირველად იგრძნო რომ ანდრეას მართლაც ყველაფრის გაკეთება შეეძლო ელენეს გამო. იმ ყველაფერში მოაზრებული ცუდის შეეშინდა და ქმარს ისევ მაგრად მოხვია მკლავები.
***
ელენე მიხვდა რას ნიშნავდა რთულად მოპოვებული ბედნიერება. როცა ბედნიერი წამების დაჭერას ცდილობ. მეორე დღიდანვე ანდრეა საგამომძიებლო მანქანად იქცა. ოფისიდან თითქმის არ გამოდიოდა, სულ რაღაცას ეძებდა, აკვირდებოდა, იძიებდა. ელენე ვეღარ უძლებდა მის დაღლილ თვალებს და სხეულს, რომელიც რამდენიმე კვირაში განახევრდა. არაბული არსებობდა მხოლოდ იმ დანაშაულის აღსაკვეთათ და მხოლოდ კრიმინალები არსებოდნენ არაბულისთვის. მაგრამ მაინც... ელენემ ვერც ერთხელ ვერ დაიჭირა უსიყვარულობა მის მზერაში, ქმარს უფრო იშვიათად ნახულობდა, მაგრამ მის ყურადღებას კიდევ უფრო გრძნობდა. ელენეს ყველა ნაბიჯის შესახებ იცოდა, ცოლს თუ არა მის ორ მცველს მაინც ელაპარაკებოდა და ყველაფერს აკონტროლებდა. ელენე რამდენიმე სიტყვიანი წინააღმდეგობის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ორი შავებში ჩაცმული, დაკუნთული ახალგაზრდა მისი ქმრის დამშვიდებული ნერვების გარანტი იქნებოდა, ამიტომ დასთანხმდა, თორემ ჭირივით სძულდა ყველგან რომ თან დაჰყვებოდნენ, თითქოს კისერზე ხელს უჭერდნენ და ელენე ვერ მოძრაობდა თავისუფლად.
ტიტანური მოთმინებით იტანდა რომ არავინ არაფერს არ უხსნიდა. თითქოს მის ირგვლივ ყველამ უფრო მეტი იცოდა მის ქმარზე, ვიდრე თვითონ. ანდრეამ პირველად არ შეასრულა პირობა და ელენეს არც მის "საჩუქარზე" უთხრა რამე. გოგონა თითქოს რეალობას ფიქრებს მიღმა ატარებდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა, როგორც ადრე ელოდებოდა თავის ქმარს სამსახურიდან როდის დაბრუნდებოდა, მაგრამ უფრო ხშირად დივანს ეხუტებოდა ანდრეას მაგიერ. თავიდან ესეც ნორმალური იყო, მერე თითქოს ჩვევად იქცა.
ცოტნე და ერეკლე ჯიუტად დუმდნენ და არაფერს ეუბნებოდნენ, ნიტა და ლიზიკოც კი დამუნჯდნენ ამ თემაზე. ანიმ რომ უთხრა მათეს დავპირდი და ვერაფერს გეტყვიო კინაღამ ჭკუაზე შეიშალა ისე მოეშალა ნერვები, მაგრამ იმ ღამეს მაინც ჩვეულებრივი ღიმილით დახვდა ქმარს და სულ ძალით აჭამა.
ანის პრობლემები ჰქონდა, ნაყოფი პატარა იყო და დაბადებას არ ჩქარობდა. საავადმყოფოში დააწვინეს და ელენესაც საზრუნავი გამოუჩნდა. მთელი თავისი დრო ანის და მის პატარას დაუთმო და საავადმყოფოდან თითქმის არ გამოდიოდა.
ერთადერთი რაც გაიზარდა უცხო სტუმრის შემდეგ ეს შიში იყო ანდრეას თვალებში. ელენე ამაზე გიჟდებოდა, ვერაფრით გამოიცნო კონკრეტულად რისი ეშინოდა არაბულს, ცდილობდა მათი ურთიერთობისთვის ცვლილება არ დაეტყო. თავს აიმედებდა, რომ ჯერ მხოლოდ ორი კვირა იყო გასული და ანდრეა მდგომარეობიდან გამოვიდოდა. მან იცოდა როგორი ღრმად მგრძნობიარე იყო მისი ქმარი, რომელიც ყოველ დილით ამოწმებდა ელენეს სილურჯეებს კისერზე და ერთადერთი იყო, ვინც მათი გაქრობა შეამჩნია.
-გისმენთ, ელენემ უცხო ნომერს უპასუხა და საათს გახედა, ორი სრულდებოდა.
-ელენეს ვესაუბრები?
-დიახ, გოგონა დამშვიდდა ქალის ხმა რომ მოესმა.
-საავადმყოფოდან გაწუხებთ, თქვენს მეგობარს მშობიარობა დაეწყო.
-ახლავე გამოვალ, ელენემ გაზქურა ჩააქრო და სახლიდან გავარდა. დაცვის ბიჭები მოიძია, მაგრამ გაახსენდა 12-ის მერე უშვებდა ხოლმე. ტრასაზე გავიდა და პირველივე ტაქსს ხელი დაუქნია.
თვითონაც არ იცოდა ასე რატომ ნერვიულობდა, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა. საავადმყოფოში რომ შევარდა გაუკვირდა ექიმი რომ გარეთ დახვდა.
-იმშობიარა?
-ოპერაციას უკეთებენ, ელენე, აუცილებელი იყო, წნევა დაუვარდა და...
-თქვენ რატომ არ უკეთებთ?
-მე მორიგე არ ვიყავი, სასწრაფო იყო და ვერ დამელოდნენ.
-საშიშია ექიმო? ელენეს ცრემლები წამოუვიდა, ვერ აიტანა მისი წინათრგრძნობდა რომ გამართლდა.
-უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.
-საფრთხე არსებობს?
-მის ქმარს დაურეკე, ელენე, ექიმმა მხარზე ხელი დაადო და რომელიღაც პალატაში შევიდა.
გოგონა რამდენიმე წუთი გაშტერებული იდგა და არ იცოდა რა ექნა, მერე უცებ ჩანთა გახსნა და მობილურს დახედა. მათე ყურმილს არ იღებდა, არც ანდრეა... ელენეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, მეტჯერ დარეკვა არც უცდიდა, ორივეს შეტყობინებები გაუგზავდა, რომ მისთვის დაერეკათ და მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდა, გაუაზრებლად დაიწყო ლოცვა. საოცარი მომენტია, როცა ფიქრობ იმისთვის რომ არ იფიქრო. ელენემ ყველა წაკითხული წიგნი გაიხსენა, გულში გერმანულად გადათარგმნა საქართველოს ჰიმნი, მხოლოდ იმიტომ, რომ გულის წინათრგრძნობისთვის არ მოესმინა. რეალურად შეეშინდა მომავლის. შეეზიზღა აქ მარტო რომ იჯდა. პირველად ვეღარ იამაყა ანდრეას და მათეს სამსახურით, და ცრემლებიც ვერ შეიკავა. გული გამალებით უცემდა, უკვე ადგილსაც ვეღარ პოულობდა, წინ და უკან დადიოდა დერეფანში და მამაო ჩვენოს ისტერიულად იმეორებდა. ნერვებმა უმტყუნეს მაინც, ირგვლივ რომ მიმოიხედა და ნაცნობი ვერავინ დაინახა, გული ამოუჯდა ტირილისგან. შესძულდა ყველაფერი, რაც ქმარს აშორებდა და ამ მომენტში თითქოს ნათლად დაინახა როგორი დადგმული სპექტაკლივით იყო მისი და ანდრეას ბოლო ორი კვირის ცხოვრება. ელენე თავს აჩვენებდა თითქოს არაფერი ხდებოდა, ანდრეაც ამით სულდგმულობდა.
მესამე საათი გავიდა. ელენემ ანის მკურნალი ექიმი მოძებნა.
-უნდა გაიგოთ, რამე გთხოვთ, გოგონას გული ამოუჯდა.
-ელენე, ოპერაცია ჯერ არ დამთავრებულა. სადაა მათე?
-ვერ დავუკავშირდი, ხმა გაუმკაცრდა გოგონას და მოსაცდელში დაბრუნდა. ისევ დაჯდა სკამზე და მას მერე დროის გასვლა აღარ უგრძვნია, ექიმმა რომ დაუძახა ეგონა იმ წამის ჩამომჯდარი იყო, მაგრამ მზის სხივები მაშინვე დაინახა ფანჯარაში.
-ბიჭია, დაიძახა ექიმმა, ელენე, ყველაფერი კარგადაა. ახლა ძინავს ანის, მაგრამ მალე გაიღვიძებს.
-საშიში აღარაფერია? ელენეს ხმაში ტირილი გაერია.
-არა, ნუ ნერვიულობ. ბავშვიც არაჩვეულებრივადაა. გოგონამ ექიმს თავი დაუქნია. კიდევ ერთხელ ეტკინა მარტოობა, ვერავის გაუზიარა სიხარული. მობილურს დახედა და ვერაფრით ჩართო. დერეფანს გაუაზრებლად დაუყვა.
-უკაცრავად, შეიძლება დავრეკო? მისაღების ტელეფონზე ანიშნა თეთრხალათიანს და დადებითი პასუხის შემდეგ ნომერი აკრიფა.
-გისმენთ, ქმრის ხმა ეუცნაურა.
-ანდრეა, მე ვარ...
-ელენე, ელე, ღმერთო, როგორც იქნა, სად ხარ? როგორ ხარ? რამე დაგიშავდა?
-ვერაფერი გავიგე, ანიმ იმშობიარა, მოდით. ყურმილი უემოციოდ დადო, მადლობაო ჩაილუღლუღა და მის სკამზე დაბრუნდა. არც მერე შეუმჩნევია დროის გასვლა.
-რძალო, მათეს ყვირილმა გამოაფხიზლა და ყურადღება დერეფნის ბოლოს მოძრავ სხეულებზე გადაიტანა, -მითხარი, ყველაფერი...
-ბიჭია, გილოცავ მათე. კარგად არიან. რამდენიმე სიტყვაში ჩაატია ელენემ მთელი ღამე და მათეს ძლივს გაუღიმა
-ექიმი უნდა ვნახო, მათე გაფრინდა.
-საყვარელო, კარგად ხარ? ანდრეას სურნელი იგრძნო ელენემ და მიხვდა ქმარი იხუტებდა. თვითონაც უნდოდა ხელები შემოუხვია, მაგრამ თითქოს მკლავები დაუმძიმდა ელენეს. -როგორ შემაშინა,მობილური გათიშული გაქვს, კინაღამ შევიშალე სახლში რომ არ დამხვდი. ანდრეას გულის ცემას მკერდზე გრძნობდა ელენე და მიხვდა მართლა როგორი შეშინებული ხმა ჰქონდა მის ქმარს.
-კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ.
-არ ხარ კარგად, ელე, გამომხედე. ელენემ ანდრეას ახედა და ოდნავ გაუღიმა..
-მხოლოდ დავიღალე. მათე ძლივს მოლასლასდა და სკამზე დაეხეთქა. ანდრეას გული კინაღამ გაუსკდა მეგობარს ისეთი სახე ჰქონდა.
-რა მოხდა?
-აზრზე არ ვიყავი, ოპერაცია ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელებულა, ჯანდაბა, ანდრეა, მე აქ უნდა ვყოფილიყავი. ელენე, როგორ გაუძელი?
-მთავარია, რომ ყველაფერი კარგადაა, მათე. ელენეს ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა, ვერაფერს ხვდებოდა ირგვლივ. ანდრეა მის წინ ჩაიცუცქა და ხელები დაუკოცნა.
-ესეც მაპატიე, ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და ხელი უფრო მოუჭირა ცოლს. ელენეს ახლა არ შეეძლო ქმრის ნაღვლიანი მზერის ატანა, ოდნავ გაიღიმა და ფეხზე წამოდგა. თვითონაც არ იცოდა სად, მაგრამ წავიდა.
ანდრეას ეტკინა საყვედური ახლაც რომ ვერ დაინახა, ცოლის ჩაწითლებული თვალები თითქოს სხეულს კაწრავდა. სახეზე სულ თეთრი იყო ელენე, უსიცოცხლო გამოხედვა ჰქონდა. სადღაც მიმავალ ცოლს მზერა გააყოლა და საკუთარ თავს დაპირდა მარტო არასდროს რომ არ დატოვებდა. მერე უცებ ელენე ჩაიკეცა და მათე შეხტა ანდრეას ღრიალზე.
***
იცოდა და ყველაფერს ხვდებოდა. სევდა რომ გაერია ელენეს ღიმილში ესეც მაშინვე შეამჩნია, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო. ანდრეა ვალდებული იყო და აქ ყველაფერი მთავრდებოდა. თავიდან მართლა არ უნდოდა ელენე "გაესვარა" და ყველაფერი ისე კარგად იყო... მაგრამ არაბულმა იცოდა, სხვა არავინ, მხოლოდ ის ელოდა რომ დაბრუნდებოდა, დარწმუნებული იყო რომ მოუწევდა ბრძოლა და იმასაც გრძნობდა როგორ სჭირდებოდა ელენე ამ ბრძოლაში. მაინც... ყველაფერი იყო ელენე და თუ რამეს აკეთებდა, მხოლოდ მისთვის.
სხეულის მოძრაობა შეამჩნია და საწოლს ახედა. ელენე წამომჯდარი იყო და პალატის კედლებს ათვალიერებდა.
-არ ადგე, ელე.
-კარგად ვარ, გაუღიმა ანდრეას და მასთან მივიდა. -არ გეძინა ხო? არაბულს სული შეეხუთა. ცოლი მუხლებზე დაისვა და ჩაეხუტა.
-მაპატიე ყველაფერი რომ გართულდება, ანდრეამ მძიმე ხმით ჩაილაპრაკა და ელენეს პასუხის გაცემა არ დააცადე, ისე გააჩუმა კოცნით. თითქოს უფრო მეტად ენატრებოდა შეხების დროს, მაშინ ყველაზე მატად უნდოდა სულ თან ყოლოდა. ელენე ყოველთვის გრძნობდა რაღაც სიფრთხილეს, როცა ანდრეა ეხებოდა და ესეც დაჭერილი ბედნიერი წამი იყო.
-საავადმყოფოში ვართ, დარცხვენილად ჩაილაპარაკა და თავი მხარზე ჩამოადო ქმარს.
-მეცოტავები, ელე, და ვიცი რომ ჩემი ბრალია, ანდრეამ არაფრით შეამსუბუქა ხმა, ელენეც დაიძაბა. ხელი უფრო მოუჭირა ქმარს.
-შენ არ იცი რამხელა ბედნიერება ხარ, ელენემ შიგ თვალებში ჩახედა და დააკვირდა. ანდრეას არ გაუხარდა სიტყვები, თვალებიც კი აუბრჭყვიალდა.
-რისი გეშინია? ანდრეა, გეხვერწები დამელაპრაკე, ასეთს ვერ გიყურებ... ელენე ფეხზე წამოხტა და არაბულის წინ დადგა.
-საავადმყოფოში ვართ, ელენე....
-სახლში ვერ გნახულობ, სწარფად მოუჭრა გოგონამ და მზერა გააყოლა, როცა ანდრეამ ოთახში გაიარა.
-ვიცი, რისიც მეშინია ეს მხოლოდ ჩემი ბრალია..
-მითხარი,
-არ მინდა, ელენე, რატომ არ გესმის, არ მინდა რომ გაერიო ამ ყველაფერში, არ მინდა რომ იცოდე რაც მოხდა, ვინაა ის ნიღბიანი, როგორც შენ ეძახი და რა უნდა ჩვენგან, გესმის, არ მინდა რომ ამით დაისვარო. ელენე გაოგნდა, ბრაზმა მთელს ორგანიზმში დაურა და მიხვდა მისი პოზიცია როგორი არასწორი იყო. უნდა მოეთხოვა ანდრეასთვის, უნდა ეგრძნობინებინა, რომ არსებობდა და მასთან იყო. ელენეს სირაქლემას პოზიცია აღარ მოეწონა და მიხვდა თავად უნდა ჩარეულიყო ქმრის ცხოვრებაში.
ანდრეა ელოდა რომ რამეს ეტყოდა, ისეთი უტეხი იყო ელენს მზერა წამით ინანა რაც უთხრა, მაგრამ გოგონამ უთქმელად აიღო ტანსაცმელი, ჩაიცვა, საავადმყოფოს ხალათი გვერდით დადო და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. ანდრეა ელოდა რომ მობრუნდებოდა და იმას მაინც ეტყოდა, უფლება მაქვს ვიცოდეო, იმიტო რომ ჰქონდა ეს უფლება, მაგრამ ელენე არ მობრუნებულა, ანდრეასაც არაფერი უთქვამს. მხოლოდ ოდნავ დააეჭვა ახალმა ნაპერწკალმა ცოლის თვალებში.
***
პატარა ლუკამ ყველაფერი გააფერადა ირგვლივ. ისეთი პატარა, საწყალი,ბუთხუზა იყო რომ ელენე წამით ვერ შორდებოდა. ანის ბედნიერებაც აბედნიერებდა. და სულ უკვირდა, როცა ანდრეას მასზე ელეპარაკებოდა ბიჭი უცნაურად იღიმოდა. მეტჯერ "გასამებაზე" არაფერი უთქვამს, მაგრამ ელენემ იცოდა ანდრეას ძალიან უნდოდა მამობა.
ადრე არა, მაგრამ ახლა მართლა გაორებული იყო. ცალკე იყო ელენე, რომელიც სწავლობდა, მუშაობდა, მეგობრებს ხვდებოდა, ანდრეას ელოდა და მეორე - მთელი არსებით ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა ანდრეას თავს. ინტერნეტში ვერაფერი ნახა, ისიც კი არ იცოდა სად უნდა ეძებნა. გული ეკრუნჩხებოდა, როცა ანდრეა რამდენიმე დღის უძნარი დაბრუნდებოდა სახლში და გაუღიმებდა. ერთხელ ისიც კი იფიქრა ნეტა საერთოდ არ მიღიმოდესო იმდენ ტკივილს იტევდა.
***
-ელენე, შენ აქ რა გინდა? ცოტნე გაოგნებული უყურებდა მის კაბინეტში შემოსულ ელენეს.
-მოგეჩვენებია მაინც თავი, ვითომ გაგიხარდა, გაუცინა გოგონამ და მის წინ დაჯდა.
-ნუ გაქ ერეკლეს ენა, მითხარი როგორ ხარ?
-შეწუხებული შენი ყურადღებით, ელენემ გადაიკისკისა.
-გოგო, რა გითხარი ახლა...
-ხო, კაი, კაი, ვიხუმრე. საქმე მაქვს შენთან.
-ოჰ, არაბულის ქალბატონს უბრალო რაზმაძის დახმარება სჭირდება?
-ხო, შენთან, როგორც ძმასთან ისე მოვედი, ელენემ ფრთხილად ახედა.
-ხო ყველაფერი რიგზეა, ელე? ცოტნე ცოტათი დაიძაბა.
-ცოტნე, უნდა მითხრა, ანდრეას რა ემართება?
-მერჩივნა ერეკლესნაირად გელაპარაკა. ელენ, ხო იცი... აუ, მაგას მე ვერაფრით გეტყვი.
-ცოტნე, გეხვერწები, რა. ვინმემ მითხარით. მათესთან და ერეკლესთან ხო გამორიცხულია, ნიკა კიდე ახლა გახდა მკაცრი და ჯიუტი, სხვა დროს სულ ბუნჩულაა. თქვენმა ცოლებმა პირი შეკრეს და რა გავაკეთო.
-მესმის შენი, მაგრამ...
-მითხარი მაშინ.
-ანდრეას უყვარხარ და ესაა მთავარი.
-მეც ვიცი რაა მთავარი, მაგრამ ამ სიყვარულს არანაირი ბედნიერება არ მოაქვს მისთვის და მინდა ვიცოდე რატომ, ელენეს ხმა გაუტყდა.
-შენ რა ეჭვიანობ?
-ცოტნე, უბრალოდ დახმარება მჭირდება. შენ არ იცი ანდრეა რა ცუდადაა ხოლმე. ზოგჯერ მგონია რომ არც სუნთქავს. და რა თქმა უნდა არ ვეჭვიანობ, მის დაზე როგორ უნდა ვიეჭვიანო.
-ანუ იცი, რომ ტასოს ეხება?
-ნუ დამცინი ერთი, მაგას რა მიხვედრა უნდოდა?
-ბოდიში, ელენე...
-მაინც გავარკვევ...
-შეეშვი რა, დაელოდე ანდრეას და...
-ჰაჰ, გვარით თუ არა, სისხლით ხო ვარ რაზმაძე, ხო და მე ორივე თქვენგანზე უფრო ჯიუტი ვარ.
-ელენე, კარგი რა..
-სულ იმ ნიღბიანთან შეხვდრა რომ დამჭირდეს, მაინც ცოტნე...
-შენ ხო არ გააფრინე, მთლად გადარიო გინდა ის ბიჭი. წარმოდგენაც არ გაქვს ვინაა
-შემიქმენი წარმოდგენა...
-ნუ მეთამაშები, ელენე.
-ჯანდაბა, ელენემ მსუბუქად დაარტყა ხელი მაგიდას და ცოტნეს კაბინეტი დატოვა.
"სულელური არაფერი გააკეთო, ანდრეაზე იფიქრე" თან დაეწია ცოტნეს შეტყობინება. "დეგენერატი, ანდრეაზე რომ ვფიქრობ მიტო ვიყავი შენთან" გაიფიქრა და მობილური ჩანთაში ჩატენა.
ბევრს ეცადა, ერეკლეს მოგკლავო დაემუქრა კიდეც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ვერც ნიტას და ლიზიკოს მოულბო გული.
-როგორ შეგიძლიათ ასე მომექცეთ? მართლა აღარ ვიცი რა ვქნა.
-უბრალოდ გააგრძელე, ელენე, ყველაფერი თავისით მოგვარდება, დამიჯერე. ლიზიკომ ხელი მოხვია და მიიხუტა.
-საერთოდ არაფერი არ გესმით, ლიზიკო მადლობა, ახლა უნდა წავიდე.
ეგონა თავი გაუსკდებოდა იმაზე ფიქრით თუ როგორ გაეგრძელებინა ყველაფერი. წამით არ უფიქრია ფარხმლის დაყრა, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა. თითქოს ანდრეას გარდა ყველა კარი ჩაკეტილი იყო და ელენესაც მეტი გამოსავალი არ ჰქონდა, მას უნდა დალაპარაკებოდა.
-ხო ნინიკო, როგორ ხარ? მობილურს რაც შეეძლო მხიარულმა უპასუხა.
-ელე, მალე მოდი გთხოვ
-ნინი, რა გჭირს, რატომ ჩურჩულებ?
-გადარეულია ჩემს სახლშია და არ ვიცოდი სხვა ვისთვის დამერეკა, პოლიცია გამოიძახე მე...
-ვინაა, ნინი, მოვიდვარ
-აი, ის ბიჭი რომ გიყვებოდით..
-შენი შეყვარებული?
-აღარაა ჩემი შეყვარებული, მალე რა, ელე.
ელენემ დაცვის ბიჭებს ყვირილით უკარნახა ნინის სახლის მისამართი და კანკალი აუტყდა. არასდროს ენახა, მაგრამ ნინისგან იცოდა, რომ კარგი ბიჭი იყო. გააჟრიალა მისი მეგობრის მიამიტური ხასიათი რომ გაახსენდა.
-თქვენც წამოდით, ისევ დაიყვირა ელენემ და მანქანიდან გადახტა.
-ნინი, ღია კარში შევიდა და უცებ გაანალიზა, რომ შესამჩნევად უკანკალებდა ხელები.
-აქ დარჩით, სახლს შევამოწმებ, დაცვიდან რომელიღაცამ ჩაილაპარა, ელენეს თითქოს არ გაუგინიაო ისე გაიქცა ოთახისკენ, საიდანაც ნინის ყვირილი გაიგონა.
-მოშორდი, გოგონამ ვერც გაანალიზა ისე ჩახტა მოძალადეს და ნინის შორის. ოდნავ აეწვა მარჯვენა ლოყა მოქნეული ხელი რომ მოხვდა, მაგრამ დამშვიდდა, როცა დაინახა როგორ გადაუგრიხეს ხელები და იატაკზე დააწვინეს დაცვის ბიჭებმა. რაც მთავარია ნინის მოაშორეს.
-დამშვიდდი, ჩემო ლამაზო, დამთავრდა, ვეღარაფერს დაგიშავებს, ელაპარაკებოდა და თან პერანგის ღილებს უკრავდა ნინის.
-როგორ შემეშინდა, რომ იცოდა, მთვრალი იყო და... გული ამოუჯდა ნინის და საცოდავად სლუკუნებდა.
-დამშვიდდი გთხოვ, ჩემო საყვარელო
-ანდრეას დავურეკე, ელენე, მალე მოვა.
-მადლობა, ლაშა, ყველაფრითვის, დაცვას გაუღიმა ელენემ და ნინი უფრო მიიხუტა.
ახლა პირველად იყო ანდრეას მადლობელი და იმანაც კი გააბედნიერა რომ ეს ბიჭები სულ უკან დაჰყვებოდნენ. ნინის ჩაეხუტა და კარებს მიაშტერდა, რომ არ გამოპარვოდა როდის მოვიდოდა ანდრეა.
საკუთარი ქმრის ცნობა გაუჭირდა ისეთი უცხო სახით შემოვიდა ოთახში. ელენეს შეაკანკალა და წამში ინანა, რომ ლაშას მასთან დარეკვა არ აუკრძალა.
-უბრალოდ თქვი რომ კარგად ხარ, ელენემ ხმა ვერ ამოიღო საერთოდ ანდრეას ისეთი დანაწევრებული თვალები ჰქონდა.
-კი, მე არაფერი დამშავებია, უთხრა და ნინის თავი მოაშორა.
-რა არ დაგშავებია, აბა ეს რა არის, ელენე შეხტა ანდრეას ყვირილზე, სახე ეტკინა ყბებზე ისე მოუჭირა ხელი ანდრეამ და სახე ახლოს მიიტანა, -ელე, ტუჩი რატომ გაქვს გახეთქილი, სისხლი მოგდის..
-არაფერი, ანდრეა, მართლა კარგად ვარ ფრთხილად მოაშორებინა ხელი და სახეზე მოეფერა.
-აქ რისთვის ხართ, გამაგებინეთ, რა მოხდა საერთოდ? არაბული ახლა ლაშას მიუბრუნდა.
-ანდრეა, ნუ ყვირი, ისინი რომ არა არც ვიცი რა მოგვივიდოდა. ელენემ ქმარს თვალებით დამშვიდება უბრძანა და ანდრეაც მის ნებას დაჰყვა.
-რა მოხდა ?
-ჩემი ბრალია, ანდრეა, მე დავურეკე ელენეს...
-ნინი, შენ რაღა გჭირს სახეზე, ანდრეა სულ დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა.
-მისი შეყვრებული, ყოფილი, სახლში მოუვარდა და მთვრალი იყო და.. ანდრეამ ახლაღა შეამჩნია ნინის ნახევრად გახეული ზედა და ჩაწითლებული თვალები. თითქოს სისხლმა ჯერ ტვინში აასხა და მერე საერთოდ შეწყვიტა მოძრაობა. არაბულს ყველა ძაფი დაუწყდა, სხეულზე ეკლები იგრძნო და ისე ცხადად წარმოიდგინა, რომ ვიღაც კაწრავდა ხელიც კი აიქნია.
-სადაა, თითქმის ჩურჩულით თქვა მაგრამ მთელს ოთახში ექოსავით გაისმა მისი ხმა.
-მეორე ოთახში, გოგონას ეშინოდა და... ლაშას დამთავრება არ აცადა, ისე სწრაფად გავიდა ელენემ ჰაერის ხმაც გაიგონა. უკან გაეკიდა და კედელს აეკრა. ანდრეა სხვა იყო.
-შე ნაგავო, ხელი ვის დააკარე, შენ არ იცი რას უშვებიან ციხეში შენნაირ ნაბიჭვრებს, შენი... რამე რომ მოსვლოდა...
ელენე ახლაც ფრანგმეტულად აღიქვამდა ყველაფერს. ანდრეას ყველა მოქნეული მუშტი ტკიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მართლა იმსახურებდა ასეთ მოპყრობას. ელენემ დანახა როგორ ტკიოდა არაბულს ყველაფერი თვითონ. ვერც მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა, საკუთარი ქმარი ეუცხოვა და ცრემლები თავისით წამოუვიდა. პირზე ხელი მიიფარა, რომ ხმამაღლა არ დაეყვირა. დაცვამ ძლივს ააგლიჯა გაგიჟებული ანდრეა. სისხლის მეტი ვერაფერი დაინახა მოძალადის სახეზე და ანდრეას სახეზე რომ შეხედა ეგონა გული წაუვიდოდა. ელენეს გაათებული მიშტერებოდა, გოგონა ვერ მიხვდა რა დაინახა ასეთი ახალი მასში მისმა ქმარმა.
-დამშვიდდი, მაპატიე რომ შეგაშინე.
-ანდრე, შენ, როგორ... არ შემაშინე.. მე, ელენეს გული ამოუჯდა.
-ჩუ, საყვარელო, გთხოვ, არაფერი თქვა ახლა, არ იყო სრულყოფილი გთხოვ, ახლა შეიძლება მომკლას მაგან, ელენე ლამის გაგიჟდა ეს რომ უთხრა უფრო მიეკრო ქმარს, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა.
-მიდი, ნინი მოაწესრიგე და ჩვენთან წავიყვანოთ. ცოდოა მარტო აქ, ელენე კიდევ ერთხელ გააოცა ქმარმა, ლოყაზე აკოცა და მისი ნათქვამის შესრულებას შეუდგა.
***
იცოდა, რომ ახლა არ შეიძლებოდა. დარწმუნებული იყო ანდრეას დამშვიდების მეტი არაფერი სჭირდებოდა ამ წუთას, მაგრამ იმასაც ხვდებდა რომ სხვანაირად ვერაფერს გაარკვევდა.
-დღეს ძალიან შემაშინე, უთხრა მაშინვე როგორც კი სააბაზანოდან გამოვიდა.
-ვიცი, მაპატიე, ასეთი არ უნდა გენახე, ელენეს გააჟრიალა ანდრეამ ისე არასწორად გაიგო.
-ნუ მელაპარაკები ისე, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყო, ანდრეა, იმის შემეშინდა რომ შენ ძალიან ცუდად ხარ და მე არაფერს მეუბნები.
-დღეს შენ უბრალოდ ჩემში ცხოველი დაინახე, ელენეს მართლა მთელი გულით უნდოდა რომ ანდრეასთვის გაერტყა და თვითონაც ვერ მიხვდა როგორ შეიკავა თავი.
-შენ მე ოდნავადაც არ გიყვარვარ, დაასკვნა უცებ და ლოგინზე ფეხები აკეცა. არაბულმა სევდანარევი ღიმილი შეანათა ცოლს და გვერდით მიუჯდა.
-საიდან ასეთი დასკვნები, ჩემო ლამაზო.
-ნუ მელაპარაკები, არ მინდა მე მასეთი სიყვარული, საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე.
-ელენე, მე სულ შენზე ვფიქრობ, ანდრეას ხმა გაუმკაცრდა.
-არა და მორჩა.
-მაპატიე, რომ ბედნიერი არ ხარ, ანდრეა ფეხზე მოეფერა, ელენეს თითქოს დენმა დაარტყა.
-ზუსტად მაგიტომ არ გიყვარვარ, რომ ვერ ამჩნევ როგორ მაბედნიერებ. არაბულს საკუთარი თავი შეაზიზღა ცოლის თვალებში აბრჭყვიალებულმა ცრემლმა. -მე მინდა რომ ყველაფერი საერთო გვქონდეს, სიხარულიც, სიყვარულიც, ბედნიერებაც და ტკივილიც, ისე, როგორც ნამდვილ ოჯახს. შენ კიდე მე ისე მიფრთხილდები, თითქოს...ელენე უცებ გაჩუმდა და ყბა აუკანკალდა, თითქოს რაღაცას მიხვდა.
-ანდრეა, მითხარი, იმის გეშინია რომ რამე მომივა, ამის გამო ხარ ასე ცუდად ?
-ჩემი ტვინი მაგაზე ფიქრს არ უშვებს, ელე, ეგ აპოკალიფსი იქნება.
-აბა, მითხარი, გთხოვ, აღარ შემიძლია. ჯერ რამდენიმე თვე გავიდა და აღარ გამოჩენილა ის ვიღაც ხომ უყურებ. აღარაფერი აღარ მომხდარა. ანდრეა, გემუდარები, მკლავს შენი ნაღვლიანი თვალები. ვეღარც ვსვწავლობ, ვეღარც ვმუშაობ, საერთოდ ვერაფეს ვაკეთებ..
-შენი მეშინია, ელენემ ლამის გადაიკისკისა
-ეშვების რა შემამჩნიე გაფიცებ
-ელე, შენი სრულყოფილების მეშინია.
-ანდრეა, სერიოზულად...
-ხო გინდოდა, ხო და მისმინე ახლა, შენ უბრალოდ არ იცი და ვერ ხვდები როგორი ხარ, ისე როგორც შენ გაიზარდე, თითქმის მარტო, უსიყვარულოდ და უმშობლოდ დედასთან ერთად, არ გესმის ეს რამხელა სტრესია, და მაინც ყველაზე კარგი ხარ.ზუსტად ამის მეშინია, იმიტო რო არ იქნება ადვილი. მეტჯერ საერთოდ რომ არ გამოჩნდეს, მე ხომ ვიცი რომ შენ შეიძლება მოგიახლოვდეს, ხო ვხვდები რომ საფრთხეში ხარ თუნდაც ერთი პროცენტით. ასე იქნება ჩვენი ცხოვრება მანამ, სანამ არ დავიჭერ. ელენე და შენ მე ყველაფერს მაპატიებ, ყველა უყურადღებობას, თუნდაც სიცივეს, ყველა შენთვის მნიშვნელოვან უჩემო დღეს გადაიტან, დამელოდები სანამ დავბრუნდები და ისე თბილად გამიღიმებ თითქოს მსოფლიოში ნომერ პირველი ქმარი ვიყო. მაგრამ მე ხო ვიცი რომ არ ვარ, შენ გაცილებით მეტს იმსახურებ, ვიდრე მე შემიძლია მოგცე. ერთ დღეს რო მოგწყინდეს ჩემი მაპტიება მერე ? აი ამის მეშინია, უშენობის და იმის რომ არ შემიძლია ამას ხელი შევუშალო.
ელენე დამუნჯდა. ყრუ ტკივილი იგრძნო ღრმად გულში და თითქოს სამყაროს საერთოდ მოწყდა. სიტყვების შეგროვება დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა. ანდრეას თვალებში ჩახედა, მაგრამ ცრემლების გამო ვერაფერი დაინახა.
-ნუთუ ისიც ვერ შევძელი დამენახებინა რომ ნათელი წერტლი კი არ ხარ ჩემს ცხოვრებაში, შენ მთელი ჩემი ცხოვრება ხარ. არ გადაგეჩვევი არასდროს, ანდრეა. ან ეჭვი როგორ შეგეპარა ჩემში..
-ხომ ხედავ, ისეთი ხარ ამაშიც საკუთარ თავს იდანაშაულებ, არადა მხოლოდ ჩემი ბრალია...
-გეყოფა, თუ ღმერთი გწამს გეყოფა, რას ქვია ჩემი დაკარგვის გეშინია, არ გაბედო მეორედ იმაზე გაფიქრებაც, რომ შეიძლება შენ გარეშე... ღმერთო, ანდრეა, როგორ ხარ ასეთი. შენ ისე ღრმად ხარ ჩემს სულში, ძაანაც რომ მინდოდეს და ამოგშალო შიგ აღარაფერი დარჩება. შენ რა გგონია, რომ მე საკმარისად არ მიყვარხარ ყველაფერს გავუძლო? თუნდაც ჯოჯოხეთს გავივლი ოღონდაც...ელენე თან ოთახში დადიოდა წინ და უკან და თან ლაპარაკობდა. ცრემლებს ხელის გულით ბავშვურად იწმენდდა და თითს სასაცილოდ იქნევდა ხოლმე.
-აღარ იფიქრო, იცოდე შიშს კიდევ თუ დავინახავ შენს თვალებში გადავირევი, გავგიჟდები და მერე მართლა აღარ ვიქნები ბედნიერი. ასე არ გინდა რა, გეხვერწები, მე ხომ ყველაფერს მირჩევნიხარ.
არაბულმა ცოლი ხელში აიტაცა და კალთაში ჩაისვა. სული, გული, სხეული ყველაფერი გაუთბო ელენემ. ცხოვრება გაულამაზა თავისნაირობით. როგორ საყვარლად ტიტინებდა და არაფრით თმობდა სიტყვებს. ანდრეამ ვერაფრით გააჩუმა, უკვე ეცინებოდა ელენეს სასაცილო სიკაპასეზე. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა აკოცა და მისი ტუჩების უფრო სასიამოვნო საქმიანობა იპოვა.
-ჩემი საყვარელი, ცოლი, ლამაზი, ბავშვური, თან ეჩურჩულებოდა და თან ეფერებოდა. სხეულის თითოეული ნაწილი დაუკოცნა და სიხარული იგრძნო ასეთი ელენე რომ იპოვა, საიმედო და ურყევი. ანდრეამ მთელი თავისი არსებით იწამა, რომ შეძლებდა, უფრო სწორად ახლა იწამა რომ ის და ელენე შეძლებდნენ. მარტოობის განცდა თითქოს ჰაერში აორთქლდა და უცებ ელენეს ხატებაც გაჩნდა მის არსებაში. ანდრეამ თავი ერთიანად იგრძნო, გაერთიანდა ელენეს გარშემო. აი, ის ლამაზი, მისთვის შექმნილი, უჩვეულოდ მგრძნობიარე და სწორი არსება ახლა რომ მის მკერდზე მშვიდად ეძინა. თავზე კიდევ ერთხელ აკოცა ცოლს და ბედნიერი ღიმილით მასაც ჩაეძინა.
***
ანდრეას მკერდზე დაფენილი ელენეს თაფლისფერი თმა მოხვდა პირველი თვალში გაღვიძებისას და ფართოდ გაეღიმა. ცოლს ხელის გულზე აკოცა და საათს დახედა. ახლა უნდა ამდგარიყო და ელენეს "სისუფთავეს" უნდა დამშვიდობებოდა. აბა სხვანაირად როგორ, მოვალეობები უხმობდა. ასე არასდროს შეზარებია სამსახურში წასვლა და თავის სისწორეშიც არასდროს დაეჭვებულა, ახლა კი ამ მშვიდადმსუნქველმა არსებამ მთელი მისი არსება მოიცვა, არ უნდოდა ელენეს გაშვება. მისი წინა ღამინდელი სიტყვები გაახსენდა და ისევ გაიღიმა ოღონდ ამჯერად სევდიანად. თავისი თავის არ ესმოდა, ანდრეა მართლა ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ ფაქტი იყო, რომ უყვარდა ელენეს. არა, ეს აბედნიერებდა, მაგრამ ელენე არ ემეტებოდა თავისთვის, თან სხვასთან რომ წარმოიდგენდა სულ გიჟდებოდა. გაუაზრებლად უფრო მაგრად ჩაიხუტა ცოლი და კბილები ერთმანეთს დააჭირა. წინა ღამით ელენეს ყველაფერი დაუჯერა, მაგრამ ადამიანს რომ თავის თავში შეეპარება ეჭვი იქ ყველანაირი რწმენა აზრს კარგავს.
-ეგრე რომ მაშტრედები მეღვიძება ხოლმე, ანდრეას მოულოდნელად გაუწყდა ფიქრი და ცოლს დააშტერდა. ელენეს თვალები დაეხუჭა და ოდნავ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მერე ანდრეას შეხედა და არაბულმა თავისუფლება იგრძნო.
-მე ბოდიში ქალბატნო, ელენე კიდევ უფრო მიიხუტა.
-და ეგრე რომ შვები სუნთქვა მეკვრება. ანდრეა წამში ცოლს ზემოთ მოექცა და ელენეს ტუჩებზე დააშტარდე,
-ახლა მართლა შეგეკვრება სუნთქვა
შეეკრა...
***
-არაბული რა დაჭრილი მამალივით იღიმი? მათე კაბინეტში გაიკრიჭა.
-მათე, გაფიცებ დაჭრილი მამალი რატო უნდა იღიმოდეს?
-ისეთი სახე უნდა ქონდეს როგორიც ახლა შენ.
-აუ შენ მთლად დაგადებილა იმ ბავშვმა, ტო, ანდრეას სიცილი აუტყდა.
-შენ სულ არ გყავს, ასე რომ... ანდრეამ ოდნავ ნაღვლიანად გაიღიმა, მათე მიხვდა მთლად ხუმრობა რომ არ გამოუვიდა და ადგილზე ცქმუტვა დაიწყო.
-მერე ბავშვები ფეხურთზე შევიყვანოთ, ან კალათბურთზე და სულ ერთად იქნებიან, ფრთხილად თქვა მათემ და ანდრეას დააშტერდა.
-ეგ ბოდიშის კილო მოიხსენი თუ კაცი ხარ, გადაიხახარა ანდრეამ და მათეს ენა გამოუყო პატარა ბავშვივით.
-ანდრეა, სანამ მოხვიდოდი ცოტნემ დამირეკა და მითხრა, რომ დღეს "სვაბოდნი მალჩიკები" ვართ, გუშინ ხო დავიჭირეთ ის და ცოტნემ დღეს სათევზაოდ მივდივართო, ერეკლე გამოგვივლის.
მათემ გუშინ მთელი ღამის ნაფიქრალი გეგმა ჩამოყარა ანდრეასთან და გაეკრიჭა. გული აუფანცქალდა იმის შიშით სახეზე არაფერი დატყობოდა. ანდრეა უხერხულად შეიშმუშნა.
-მათე, უნდა წავიდეთ? იქნებ და სახლში დავრჩენილიყავით, პატარა ბავშვი გყავს რა გინდა სათევზაოდ? მათეს გაეცინა.
-მეც მასე ვიყავი, სულ ანისთან მინდოდა, მაგრამ ცოტნე დაგვჭრის იცოდე, თან რამდენი ხანია, ჩვენებურად, ძველებურად..
-ხო, ხო მართალი ხარ, უეჭველი წავიდეთ. მხოლოდ გავაფრთხილოდ ის, ანდრეამ საჩვენებელი თითი ზემოთ ასწია უფროსის ხსენებაზე.
-საქმე დახურა, ჩუმად ჩაილაპარაკა მათემ და თავი დახარა.
ანდრეას წნევამ აუწია, საფეთქლებზე ისე მოაწვა რაღაც რომ თვალები მთელი ძალით დახუჭა. ჯერ ის ძლივს გადაიტანა მათ ცოლებზე თავდასხმას რომ სხვა იძიებდა და მერე მკვლელის დაუსჯელობამ შეაბარძგალა, თან იმ მკვლელის. მათემ ნელ-ნელა ამოხედა და სიტყვები დაებნა.
-როდის გაიგე, მათე?
-გუშინ მითხრა, მაგრამ...
-ასე თუ მიფრთხილდებოდი არ მეგონა
-ნუ გაჭედავ ახლა არაბულო, შენც იცი რომ არანარი სამხილებია არ იყო იქ, ისედაც ორმაგად მუშაობ და თან გადაიყოლე შენი ცოლის ნერვებიც, რაც შეეეძლო მშვიდად ეუბნებოდა მათე.
-თუ ღმერთი გწამს, მათე, არ გინდა. ისედაც ნერვები აღარ მაქვს მაგაზე ფიქრით, მათემ იგრძნო როგორი გადაღლილი იყო ანდრეას ხმა და ძალიან ღრმად რაღაც ეტკინა. იგი სულ მასთან იყო, მაშინაც, ახლაც და ყველაზე უკეთ ესმოდა მისი. ----
-სათევზაოდ წასვლა რაღამ მოგაფიქრა?
-მართლა ცოტნემ მოიფიქრა, განტვირთვა არ გაწყენს.
-მაგ სიტყვის განმარტება შემახსნე, ერთი, მწარედ ჩაეცინა არაბულს.
-ნუ დაეჭედე იმ ამბავს, ტო, რა უბედურებაა ნორმალურად აღარც ლაპარაკობ უკვე, როგორ ნერვიულობს ყველა შენზე ვერ ატყობ? ამას წინათ მამაშენს ველაპარაკე და არ ვიცი საიდან გაიგო, მაგრამ...
-თავდასხმაზე გაიგო?
-ხო, კაცი თავის თავს აღარ გავს, ანდრეა, ელენეზეც უნდა იფიქრო.
-მაგის მეტზე არც არავიზე ვფიქრობ მათე, მაგრამ შენ მაინც ხო იცი, შენ უნდა გესმოდეს სხვანაირად რატო არ შემიძლია, როგორ ვიცხოვრო უდარდელად როცა ვიცი ის თავისუფლად დადის, როცა მოუნდება მაშინ შეუძლია ესტუმროს ჩემს ცოლს, ამაზე რომ ვფიქრობ, შენ თავს გეფიცები, ტვინში სისხლი მექცევა.
-ხო და არ იფიქრო მაგაზე, ვინ გაძალებს გეკითხები?
-მათე რა უაზრობას მეუბნები თუ ხვდები?
-უაზრობა ისაა შენი ცოლი რო სამ დღეში ერთხელ გხედავს, სამ გამოძიებას აწარმოებ ერთად, ვინ გგონია შენი თავი, ძმობას გაფიცებ. ანდრეას გულწრფელად გაეცინა მათეს სიტყვებზე. როგორ ეტყობოდა რომ მომზადებული ჰქონდა ეს მონოლოგი და დაწყობილი. ასე "სწორად" არასდროს მეტყველებდა .
-გასაგებია მათე ბატონო, წავედით სათევზაოდ.
-გასაგები არის, გათვალისწინებული არ იქნება, როგორც ყოველთვის, თავი გააქნია მათემ. -ჩემთანაა შენი ცოლი და ადექი წამოეთრია, გაბრაზებული გახედა ანდრეას და კაბინეტიდან გავიდა. არაბულის ნერვები ჯერ კიდევ დასამშვიდებელი იყო.
***
-ჩემი ბასასუნა ვინ არის? პატარა გოჭი, ანი, რატომ აქვს მამაისის თვალები? შენი უნდა ქონდეს, ვაიმე როგორი პუტკუნა ხარ
-ელენე, მოშორდი ბავშვს, გააღვიძებ და მოგკლავ, იცოდე! ანის ძალაგამოცლილი ხმა ჰქონდა.
-კიდე არ დააძინე ხო დედიკო? ელენეს გაეცინა და საწოლს მოშორდა.
-გუშინ მათე უვლიდა და ამ დილას შემეცოდა ისეთი დაღლილი იყო, ანის სულ თვალები უბრწყინავდა ქმრის ხსენებაზე.
-აი, ასე მონურად მამუშავებს, მათე დასჯილი ბავშვივით შემოვიდა ოთახში.
-მოხვედით? ახლა ელენესაც გაუბრწყინდა თვალები, იქვე ჩაუქრა ქმრის ნაღვლიანი სახე რომ დაინახა. ანდრეა როგორც ყოველთვის ისე იყო და ელენე დაიღალა ასეთი ქმრის ყურებით, ახლა ბრაზიც კი იგრძნო.
-სათევზაოდ მივდივართ და მიდით რა გაგვიმზადეთ რამე, მათე ანის წინ დაუდგა და ზემოდან სასაცილოდ დახედა.
ელენე ანდრეასთან მივიდა, ტუჩები თითებით განზე გაუწია და თითი ჩამოკრა პატარა ბავშვივით, ანდრეას გულში რაღაც ჩაწყდა. ელენეს ხელზე აკოცა და გაუღიმა.
-ისა და იქ ოთახია, თან კარიც იკეტება, მათე გაიღრიჯა.
-ნუ მებრძენები აქ ერთი, მუჭი აჩვენა ანდრეამ.
-წავალ მე მამას ვაჟკაცს ვნახავ, მათე გაეცალა.
-უი, ელე, იცი ვინ ჩამოვიდა, ვასო.
-ჩვენი კლასელი ვასო? ელენე დაიჭყანა.
-ჰო, რა გჭირს გოგო, მეგონა გაგიხარდებოდა, ანიმ გაიცინა.
-ნუ დამცინი ერთი, იმედია უშველეს, სამკურნალოდ ხო იყო ეგ?
-კი, გერმანიაში. ისევ თუ დაიწყო.
-რა უნდა დაიწყოს და ვინ? მათე ლუკათი ხელში გამოვიდა ოთახიდან.
-ჩვენი კლასელი, ელენემ გააგიჟა.
-ელენემ როგორ? ანდრეამ წარბები შეკრა და ანი დარწმუნებული აღარ იყო, რომ ამ ამბავზე სიცილი ღირდა.
-იმას უყვარდა თუ მოწონდა, მოკლედ საჩუქრები და ერთი ამბები აუტყდა და მერე ერთხელ...
- რა სიცოცხლე ხარ, "ენას ამოგაძრობ" მზერა ჰქონდა ელენეს.
-გააგრძელე, ანი, ანდრეა აშკარად დაინტერესებული იყო.
-ერთ დღეს ელენეს მოტაცება სცადა.
-რაა? ანდრეა ისედაც დაძაბული იყო და ახლა ფერები გადაუვიდა.
-ხო ბანკეტზე, ანი რაც შეეძლო მსუბუქი ტონით აგრძელებდა "ხუმრობის" მოყოლას. -შენი ცოლი რო მიხვდა ხელი ისე კრა ამხელა კაცი ფანტანში ჩააგდო და გამოიქცა უკან. მერე მთელი კლასი დავცინოდით.
-ბიჭო, მონატაცები ცოლი გყავს, მათემ გაიცინა.
-თითქმის მონატაცები, დააზუსტა ელენემ, თან ანდრეასთვის თვალები არ მოუშორებია.
-ეს უნდა მცოდნოდა, მძიმე ტონით ჩაილაპარაკა არაბულმა და ცოლს გახედა.
-უი, ანდრეა, სულ არ მახსოვდა.
-ისე, ამან რო ყველას მოყოლა დაიწყოს ვინც სიყვარულს უხსნიდა მოგიწევს შვებულების აღება, ახლა მართლა გაეღიმა არაბულს. -ან უკეთესი, ჩვენი სკოლის არქივები ნახე და მამრობითი სქესის ნახევარი გადაამოწმე, ანი უკვე კისკისებდა.
-ნეტა რატო არ მიკვირს, ელენეს ფართოდ გაეღიმა ანდრეაზე.
-ნუ რა არის, ელენე, ეს. როგორი დაუნდობელი ხარ,გაუტეხე გული ნახევრ სკოლას და არაბულს გაყევი ცოლად? მათემ თავის ქნევით ჩაილაპარაკა.
-ჰაჰ, შენს ცოლს მიხედე, მეორე ნახევარი ანიზე იყო გადარეული
-რომელ სკოლაში სწავლობდით? მათემ უცებ იკითხა და დასერიოზულდა.
-თან რას მერჩი, მე საუკეთესო ავარჩიე, უთხრა ელენემ და ქმარს მიეხუტა. ანდრეას სუნთქვა შეეკრა მისი გულწრფელობისგან და გონებაში რაღაცამ ზედმეტად ხმამაღლა იყვირა.
***
ანდრეა უფრო იმიტომ წავიდა რომ ელენეს დიდხანს არ ეყურებინა მისი უხასიათობისთვის, უკვე ცოლის რცხვენოდა, აშკარად გრძნობდა როგორ უფუჭებდა ელენესაც ხასიათს. გზაში ხმაც არ ამოუღია. მაგრამ ცოტნე და მათემ სიმღერა რომ დაიწყეს სიცილის შეკავება მისთვისაც კი შეუძლებელი გახდა.
-ჩვენ ეს შევძელით, მათე, შევძელით, ცოტნე რევერანსებს აკეთებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, ერეკლემ ერთი გადმოხედა "გაჩუმდით, თორემ თქვენს სისხლს დავლევ" მზერით, მაგრამ არაფერმა გაჭრა.
თევზაობა არც ერთს არ უყვარდა, პირველად ნიკას ხათრით წამოვიდნენ და აღმოაჩინე რომ ბუნებაში ერთად გატარებული დრო მოსწონდათ. მათეს პროფესიონალიზმზე ყველა იცინოდა. ეს საქმიანობა მისთვის ყველაზე შეუფერებელი იყო, ერთ ადგილზე ჯდომა ხო ყველაზე სასტიკი სასჯელი იყო მისნაირი ცქმუტისთვის. ამაზე ცოტნე იმდენს დასცინოდა რომ ბოლოს დაიღალა კიდეც. ნიკას შესწორებებზე ჭკუიდან გადადიოდა მათე, ხელის, ტანის და ფეხის განძრევა რომ აუკრძალა თავით თამაში დაიწყო და ამაზე კინაღამ წყალში გადავარდა ერეკლე იმდენი იცინა.
-ვერაფერი დავიჭირეთ და რა გვინდა ახლა აქ?
-ოჰ, ვერ გაიგო თევზმა რო მოდი და არ მოგაკითხა, ხო? უკვე მერმდენედ გადაიხარხარა. -ერთი საათიც არაა აქ რაც ვართ, მათე, რას მოდიოდი თუ არ გინდოდა. ცოტნემ ისე უთხრა თითქო თვითოთონ თევზაობისთვის იყო გაჩენილი
-ამაღამ ხომ ვრჩებით? ლიზიკომ მომწერა ელენესთან მივდივართ სახლში და იქ ვიქნებითო, ერეკლემ ანდრეას გადახედა.
-კაია, მარტო არ იქნება.
-ა, დაგკრავ ახლა ამ ხელს და გადაგაგდებ იმ ტბაში, ნიკა ისეთი სერიოზული იყო ანდრეამ გაცინება ვერ გაბედა. -რას იდრუნჩები, ადამიანო, გაგვიცინე ცოტა. არაბულმს ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ნიკას თავში ხელი წამოარტყა.
***
-რა თევზაობა აუტყდათ, საერთოდ რა საჭირო იყო სადმე წასვლა არ მესმის, ძლივს თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და...
-ნიტა, შენს თავს გეფიცები თავი მატკინე უკვე. ელენემ ხელი ჩაიქნია, როცა ნიტა არ გაჩერდა.
-თან არა, თქვენ ვერ წამოხვალთო, არა, რას ქვია ვერ წავალ..
-მათაც ხომ უნდათ გართობა, ლიზიკოს გაეცინა
-მერე მე ვუშლიდი? ახლა მას წაეჩხუბა გოგონა.
-მართლა ცოდვები არიან, ნიტა, სულ სახლი სამსახური, ანიმაც დაიცვა ქმრები
-ნუ გამაგიჟეთ თქვენ მე... ნიტა მეორე ოთახში გავიდა, ვერაფრით დამშვიდდა.
-მოვედიიით, სალომემ შემოსასვლელ კარში იყვირა და სიცილით შემოვიდა ნინისთან ერთად.
-ოჰ, ყველა აქ ხართ? დღეს ვერთობით ანუ ხო?
-დიახ, ზუსტად, აი ადამიანი, ისინი თუ ერთობიან ჩვენ რა ვერ ვიზამთ, მოიფიქრე ჩქარა სადმე წავიდეთ, ნიტა არაფრით არ ცხრებოდა.
-ბავშვები სად გყავთ? ნინის ეცინებოდა.
-მე დედაჩემთან, ანი თავისი პატარა გაახსენდა და გაეღიმა, -მეც, ლიზიკომ დაამოწმა.
-ნიაკო, შენ ხარ? ხო მე, მოდი ჩემთან საქმე მაქვს რა, ელენე, როგორც თვითონ უძახდა, "მხიარულების ტალკვესს" დაურეკა.
-ახლა მოვა და გვეტყვის როგორ გავერთოთ.
ნია იმაზე სწრაფად მოვიდა, ვიდრე რომელიმეს წარმოედგინა. ცოტა ხანი უსმინა რას ითხოვდნენ მისგან და მერე გაჩუმება ანიშნა ყველას ხელის სასაცილო აწევით.
-ანუ თქვენ გინდათ იქ, სადაც იქნება მუსიკა, ცეკვა, სასმელი და გართობა?
-ზუსტად, აი ეგ გვინდა, დაემოწმა ნიტა.
-ეგეთი კლუბია ჩემო ლამაზებო, ნიამ ჩაიცინა.
-ხო და წავედით, თქვა ისევ ნიტამ, ანიმ თვალები გადაატრიალა და ლიზიკო დაიჭყანა.
-მეკაიფები გოგო? შენი ქმრის ცოლი მაგას ამბობ? არავითარ შემთხვევაში, ნიამ თავი გააქნია.
-რას ქვია...
-თუ ასე ძალიან უნდა წავიდეთ, ელენე ნიტას გამოესარჩლა.
-შენი, შენი, შენი და შენი ქმრის გადამკიდე მე კლუბში არ წამოვალ. ყველაზე ცალ-ცალკე მიათითა გოგონამ და გაიცინა. -ერეკლე მშვიდად გამაძრობს ტყავს, ცოტნე შუაზე გამგლეჯს, მათე მარტივად რომ ვთქვათ სიკვდილს მომანატრებს და ანდრეა, არა ანდრეას წარმოდგენაც არ მინდა, იქ რომ რამე პატარა უსიამოვნება მოხდეს, თუნდაც ერთი მთვრალი იდიოტი... არა, ძალიან გთხოვთ ცოტა ხნით კიდევ მინდა სიცოცხლე.
-დესპოტი ქმრები კი არ გვყავს, ელენე გაოცდა.
-გვყავს, ამ საკითხში დამიჯერე, ლიზიკომ თავი დააქნია.
-არა, კლუბი არ გამოგვადგება, მაგრამ უკეთესი იდეა მაქვს, ნიამ თვალები დააწვრილა და ელენეს გახედა, -შენი ქმრის კოლექციაზე რამე გსმენია?
-რომელ კოლექციაზე? ელენე მართლა ვერ მიხვდა.
-ანუ არ იცი, წამოდით. ნიამ გოგონები ანდრეას კაბინეტში შეიყავანა და ერთ-ერთი კარადა გამოაღო. -აირჩიეთ რომელიც გინდათ, თითო თითოს სვამს.
-უნდა დავლიოთ? ნინის თვალები გაუფართოვდა.
-როგორც ვხედავ, პირველი ბოთლი სალომემ აიღო.
-მოიცა, კოლექცია თუა როგორ უნდა დავლიოთ, ეწყინება ანდრეას, ელენე მოიღუშა.
-აუ, ეს იმენა ცოლია, რა, ნინიმ გაიცინა და მეორე ბოთლი თვითონ გამოიღო. ელენე მაინც ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს იფიქრა თუ რამე იყიდისო და თვითონაც შეუერთდა კომპანიას.
-პირველი ჭიქით, რა თქმა უნდა, ქალებს გაუმარჯოთ, ნიამ თავის თავზე აიღო თამადობა და სულ პატარაზე დაიჭყანა. ყველამ მას მიბაძა.
ლოყები აუწითლდათ, სახე აუხურდათ, თვალები გაუბრწყინდათ და ნერვები დაუმშვიდდათ. მუსიკის ხმამ ყველა გამოაცოცხლა და ელენემ ისიც კი გაიფიქრა, რომ ხმაური მეზობლებს შეაწუხებდა. მაგრამ უცებ დაავიწყდა ეს აზრიც და მუსიკის ტალღამ ისევ აიყოლია მისი ტანი, ბოლო ხმაზე მღეროდნენ, ისევ ცეკვავდნენ და ისევ სვამდნენ. მერე სხეული მოდუნდა, ნერვები დამშვიდდა, ეიფორიამ გაიარა. ნიტა ახლა უფრო აწუწუნდა ქმარი მოენატრა. ნია არ აკლებდათ გასაოცარ სადღეგრძელოებს და ელენე თავს საოცრად მშვიდად გრძნობდა.
-მე გავაღებ, ისე იყვირა ნინიმ ვითომ ეწინააღმდეგებოდა ვინმე, ანი იმაზე მეტად დათვრა ვიდრე მოელოდა და თავი ძლივს აწია.
-ურააა, ქმრები მოვიდნენ, ნინი გაკრეჭილი იდგა კარებთან და მის წინ მდგარ ცოტნეს უაზროდ უცინოდა.
-მოიწყენენო, მარტო არიანო, კიდე რას ამბობდი ცოტნე? ერეკლემ ძმას დასცინა და ოთახში შევიდა. ანდრეას მზერა ნინის ბოთლზე გაუშტერდა და ნესტოები დაებერა.
-ნიააა, უცებ დაიყვირა და ოთახში შევარდა. ფეხქვეშ მიწა ვეღარ იგრძო მისი ნაკოლექციონრები რომ დაინახა დაცარიელებული მაგიდაზე.
-ჩვენ უბრალოდ გართობა გვინდოდა, ნიამ მხრები აიჩეჩა.
-ოჰ, რაო ღამე რატომ არ დავრჩითო? ნიტა ცოტნეს აეტუზა წინ.
-ვერ გავძელითო, ცოლს გაუცინა.
-და ვერაფერი დავიჭირეთო, ანი წამით წამოიწია და ისევ ჩამოჯდა დივანზე. ანდრეამ გადაიხარხარა ელენე რომ დაინახა, ისე სასაცილოდ იყო ატუზული კედელთან და ქმარს უცინოდა. თვალს ძლივს ახელდა გოგონა. მერე ფეხების ნებას დაჰყვა და კედლზე ჩასრიალდა, იატაკზე დაჯდა და სიცილი აუტყდა.
-ეე, არ შეიძლება ხსოვნაზე გაჩერება, წამოიძახა უცებ სალომემ და ერეკლე ჩაიკეცა სიცილისგან.
-გაფიცებთ რის ხსოვნას სვამდით, სული ძლივს მოითქვა ცოტნემ
-მათეს ბომბორასას, სრული სერიოზულობით გამოუცხადა ლიზიკომ, ახლა უკვე ანდრეაც ვეღარ იკავებდა სიცილს.
ხსოვნაზე არ გაჩერებულან, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაძლეს. ყველაზე ქმრები უსიტყვოდ იტანდნენ ცოლების სასაცილო სახეებს და სიტყვებს.
-ერეკლე ჭიქა დამიბრუნე, გეუბნები დამიბრუნე, თორემ გაგლახავ იცოდე, ლიზიკო სრული სერიოზულობით ამბობდა.
-ვინმემ სახალხო დამცველი გამოიძახეთ ოჯახური ძალადობის მომსწრეები ვართ, მათემ გადაიხარხარა. ანი უკვე თვალებს ვეღარ ახელდა, ქმრის ბეჭზე მისვენებულს ეძინა.
ერეკლემ ჭიქა არ დააბრუნა და ლიზიკოც დაშოშმინდა. ნინი და სალომე რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს და სიცილით კვდებოდნენ.
-ჩვენ კიდე დავბრუნდით ამათ გამო, ცოტნემ ვერ მოინელა დღეს არ ოხუნჯობა.
-აბა ვის გამო უნდა დაბრუნებულიყავი? ნიტა სასაცილოდ ატრიალებდა თვალებს.
-აუ რა შარიანები არიან სიმთვრალეში შეხედე, ნიკა შეწყვიტე ფოტოების გადაღება. ნიკა სულს ვეღარ ითქვამდა და ანდრეასაც გადაუღო რამდენიმე ფოტო.
-ჩვენს ქმრებს ჩვენს გარეშე არ შეუძლიათ, გამოაცხადა უცებ ელენემ და ნიტას თვალი ჩაუკრა, -დიახ, ძალიანაც კარგად გავერთეთ თქვენს გარეშე ანდრეას დაეჭყანა.
-მადლობა მე, თორემ კლუბში წავიდოდნენ, ანდრეამ ელენე რომ უამრავი მთვრალი იდიოტის გარემოცვაში წარმოიდგინა კბილები გააღრჭიალა და დაიძაბა.
-აუ, ჩაგვიშვა, ლიზიკომ თავი დახარა.
-ესენი ნერვიულობით მომკლავენ, ერეკლემ ამოიოხრა.
-ვისი იდეა იყო? მათე დაიძაბა, ყველამ ერთხმად ნიტასკენ მიათითა.
-იტყუებიან, ანგელოზის მზერით ახედა ცოტნეს და თავი ისევ მხარზე დაადო.
-იცი რაზე ვფიქრობ, ანდრეამ მხარი გაკრა მათეს, -ხვალ ჩვენ გავიცინებთ.
მერე დიდი ხვეწნა-მუდარით როგორც იქნა მთვრალი ცოლები დასაძინებლად წაიყვანეს, ნინი და სალომე შედარებით ფხიზელ ნიას ჩააბარეს და აღმოაჩინეს რომ ანდრეას და ელენეს სახლში თორმეტი ადამიანი მშვენივრად ეტეოდა.
-ელე, უნდა დაიძინო, ანდრეა ცდილობდა ელენესთვის კაბა გაეხადა.
-არ მეძინება მე, უთხრა და ფეხის წვერებზე აიწია, რომ ქმრის ტუჩებს მიწვდენოდა.
-საყვარელო, ახლა შენ მხოლოდ ძილი შეგიძლია, კიდევ ერთხელ გაიცინა ანდრეამ და საღამური გადააცვა ელენეს. მერე მაგრად ჩაიხუტა ცოლი და ყოველგვარი აბეზარი ფიქრებისა და შესავლების გარეშე დაეძინა.
***
ისეთი უცნაური გრძნობაა, როცა გგონია ვიღაც თავში უროს შიგნიდან გირტყამს, დაახლოებით ასე გაეღვიძა ელენეს, შეაბარძგალა ცარიელმა საწოლმა, მაგრამ რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ადგომა შეძლებოდა. რაღაც ფერადი წერტილები ელანდებოდა, ფეხებს ნორმალურად ვერ ადგამდა და ასეთი მდგომარეობის გამო ნერვებიც ეშლებოდა. არც ცივმა და არც ცხელმა წყალმა არ უშველა. სწრაფად გადაიცვა და სამზარეულოში გავიდა, ერთადერთი მიზანი ჰქონდა - რამე უნდა დაელია.
სასტუმრო ოთახში იმდენი ადამიანი დახვდა უცებ შეეშინდა და ვერც იცნო მისი მეგობრები.
-ელენე, ხომ კარგად ხარ ? ანდრეა მიუახლოვდა და სახეზე ხელი ჩამოუსვა, გოგონამ პირი რომ გააღო მიხვდა ხმას ვერ ამოიღებდა და უბრალოდ თავი გააქნია.
-რას ვეძახით მაგას ხო იცი, ანდრეა უკვე იცინოდა, ელენემ თავი დაუქნია.
-მოდი გაზიან სასმელს მოგცემ, დივნამდე მიფრატუნდა და ცოტნეს გვერდით დაემხო. მათე ისეთ ხმაზე იცინოდა თავი გაუხეთქა ელენეს.
-გაჩუმდით, ძლივს ამოიხრიალა.
-აი, არაბული, ნახე, მოუარა ცოლს , დროზე, მათე ისევ ახარხარდა ახლა ცოტნეც აყვა და შეუძლებელი იყო მათი ერთად ატანა.
-მოკვდით, ელენეს სათქმელი თქვა ნიტამ და ისევ დახუჭა თვალები.
-ისა მათე, ანდრეამ ელენეს ჭიქა მიაწოდა, -ანი დიდი ხანია რაც სააბაზანოშია და ხო არ მიაკითხავ, მათეს სახე დაუსერიოზულდა და დერეფანს ბოლოსკენ გაუყვა. ელენეს ეგონა ამ სასმელზე უფრო სასიამოვნო ადამიანის ხელით არაფერი შექმნილა, წამში გამოცალა ჭიქა და ქმარს გაუღიმა.
-უკეთ ხარ? ანდრეა მის წინ ჩაიცუცქა და ხელზე აკოცა.
-მგონი კი, ნიას მოვკლავ, სადაა?
-ქვემოთ მაღაზიაში წავიდა ნინისა და სალომესთან ერთად და მალე ამოვალთო
-უთხარი რა ამას ნუ გაკივის ბოლო ხმაზე, ელენემ კინაღამ ტირილი დაიწყო, ანდრეამ გაიცინა და შუბლზე აკოცა.
მერე აზრზე მოვიდნენ "მთვრალი ცოლები". ცოტნეს და მათეს დაცინვებსაც კი შეეჩვივნენ. და ელენემ თითქოს თავიდან დაიწყო ცხოვრება ანდრეა ისეთი ღიმილიანი იყო, ისიც იფიქრა ყოველდღე დავლევ ასე თუ გაუხარდებაო და თავის "ბოდიალა" ფიქრზე გაეცინა.
-ყველაზე მაგარი გუშინდელი მომენტი, მათე ბლიც კითხვებზე გადავიდა.
-ლიზიკო გალახვით ემუქრებოდა ჩემს ძმას, ცოტნემ ყველას დაასწრო და ყველაზე ხმამაღლაც გაეცინა.
-მე ამ აქტივობას სიცილს არ ვუძახი, ეს არის ტონა-ნახევარი პლანმოწეული ზებრას ღრიალი, ჩამოაყალიბა ნიამ და ცოტნეს გაუღიმა, შედეგად უფრო ხმამაღალი ღრიალი მიიღო ამჯერად მათეს თანხლებით.
ელენე ძალიან ბედნიერი იყო, ზედმეტად ბედნიერი ამ წამებში. ანდრეას პირველად არ უწევდა გასაღიმებლად თამაში. თან ესიამოვნა ამხელა ძალა რომ იგრძნო ცოლის ხასითზე და თვალების სიხალასეზე, დანარჩენ პასუხისმგებლობაზე ფიქრს გაერიდა და თავს წამით უდარდელობის უფლება მისცა.
***
-დასვენება მინდოდა და მგონი სულ დაგღალე, ანდრეამ საწყალი თვალებით გახედა ნიჟარასთან მოფუსფუსე ცოლს.
-საყვარელო, არ დავღლილვარ, დღეს ძალიან კარგი იყო. ელენემ ღიმილი მიანათა არაბულს.
-ელე, ის ვასო რომ გამოჩნდეს ხომ მეტყვი? ელენე წამით დაფიქრდა და ვერც მიხვდა რას ეუბნებოდა იმდენად მოულოდნელი იყო. მერე ბოლო თეფში ხმაურით დადო თავის ადგილზე და სწრაფად შემობრუნდა.
-მაგას რატომ მეკითხები? ბრაზმორეული იყო სისუფთავის ხმა.
-მხოლოდ მაინტერესებს, სხვათაშორის ჩალაპარაკება ამ წუთას ანდრეას მთელი ნერვული სისტემის სიკვდილად დაუჯდა.
-მხოლოდ... აჰ, ხო, რა თქმა უნდა, ელენე არეულად ლაპარაკობდა
-ელე, რა მოხდა? არაბული მართლა დააბნია ცოლის საქციელმა.
-რა მოხდა ? ჩემი ქმარი ისე ზრდილობიანად მეკითხება ვეტყვი თუ არა მას ვიღაც იდიოტი სიყვარულს ამიხსნის თუ არა, ნუ ძალიან მოხარული ვარ, რომ მხოლოდ გაინტერესებს, ელენე თითქმის ყვიროდა.
-ელენე, ვერ ვხვდები რა იყო ამაში ასეთი გადასარევი, არ მაქვს უფლება?
-რა უფლება ადმიანო, რა უფლება, მაგას კითხვა რად უნდა? ისე არ იცი რომ ყველაფერი რაც მე მეხება შენიცაა? ამას რად უნდა შემოწმება, სხვა ვის უნდა ვუთხრა აბა? ანდრეა გაოგნებული უსმენდა გაბრაზებულ ცოლს და გონებაში ითვლიდა უკვე მერამდენედ გაუკეთა ელენემ თავისებურობის სიურპრიზი.
-შენ ხო არ იცი რა სიცოცხლე ხარ, ელენე მიჩვეული იყო ქმრისგან თბილ მოპყრობას, მაგრამ ეს ღიმილნარევად ნათქვამი რამდენიმე თითქმის უმნიშვნელო სიტყვა ისეთი გულწრფელი და რეალური იყო, რომ ელენეს აკრებილი გაღიზიანება ერთბაშად დაინთხა. ანდრეამ ისე ჩაიხუტა ცოლი თითქოს მისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინგრედიენტებს იღებდა, რეალურად ასეც იყო.
***
-ნიტა, იცოდე ეს ერთი და მორჩა, ელენე უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, თვითონაც ვერ მიხვდა ასე საშინლად რამ დაღალა, მაგრამ სხეულს მართლა ვეღარ გრძნობდა.
-აი უცებ მივალ, ელენე, მეტ მაღაზიაში მართლა არ წაგიყვან, იქ ავარჩევ, ნიტამ მთელი ენთუზიაზმით გაიღიმა და მანქანა უფრო სწრაფად წაიყვანა.
-იმედია, ცოცხლები მივალთ, ელენე უკვე ჯუჯღურებდა.
-ვაიმე, ელენე, შეხედე, ანიმ მოულოდნელად დაამუხრუჭა.
-ჰო, რა ?
-აი, ის ბიჭი, შეხედე ასეთი მოსაცმელი ეცვა ზუსტად და აღნაგობაც, ელენე, იმას.
-რას ამბობ, ნიტა, მარტო იმ ჩვენს ნიღბიანს კი არ ექნება ესეთი შავი სპორტული.
-ხო მაგრამ აღნაგობა, უკან მივყვებით, ისევ მოულოდნელად დაქოქა მანქანა და მკვეთრად მოატრიალა.
-ნიტა, გეყოფა, გააჩერე, უკვე მერამდენედ უყვიროდა ელენე, მართლა შეეშინდა. გოგონა ისეთ აზარტში შევიდა რომ ვერც მიხვდა როგორ გადავიდა წითელზე, ელენემ ხელზე მოქაჩა და აიძულა მისკენ გამოეხედა.
-გააჩერე, დროზე, დაუყვირა და შეჯახების ხმამ, ინერციის ძალამ და თავის საშინელმა დარტყმამ ერთად შეძრა ელენეს არსება, შეშინება ვერ მოასწრო ისე სწრაფად აღიქვა გონებამ მომხდარი, წამში ფიქრი დაიწყო. ჯერ მხედველობა დაიწმინდა რომ ნიტა მოეძებნა, მხოლოდ მინის ნამსხვრევები დაინახა მის სავარძელზე და ნიტას ნახევარი სხეული, თვალი შეშინებულმა გაააყოლა და ყველაფერს მიხვდა. სისხლიც დაინახა და ჩამტვრეული მინაც. "თავი დაარტყა" გაიფიქრა და წამში კარებს დაეჯაჯგურა, ძლივს გააღო და მიწაზე ფეხი როგორც დადგა მაშინვე ყურში ხმამაღალი წუილი ჩაესმა, ნაბიჯი აერია, სახეზე არც დაუნახავს ვინ დაიჭირა რომ არ წაქცეულიყო. ნიტას მალე მიუახლოვდა. მარჯვენა ხელის ორ თითზე ცხადად იგრძნო გულის ფეთქვა და ამოისუნთქა ისე რომ ნახევარი სიცოცხლე თან ამოაყოლა.
***
-კარგადაა, თავის მსუბუქი ტრამვა აქვს, ხმა მოესმა და თვალები რაც შეეძლო სწრაფად გაახილა. პირველად გრძელი ვერცხლისფერი ჯოხი დაინახა და მიხვდა წვეთოვანის იყო.
-კარგადაა, გონზე მოვიდა, წამში გაიგო ახალგაზრდა გოგოს ხმა და ტუჩები აამოძრავა. ნიტაზე არაფერი იცოდნენ სასწარფოს ექიმებმა, ელენე ვერ დამშვიდდა. ბოლოს საკაცეზე წამოაჯინეს.
-გთხოვთ, იქნებ გაიგოთ?
-ღვედი არ ეკეთა, მძიმედ ჩაილაპარაკა ბოხმა ხმამ.
-რა? არა, გამორიცხულია, ელენე ლამის გაგიჟდა საავადმყოფოში მისვლამდე. მანქანა როგორც კი გაჩერდა ჩამოხტა და შენობაში შევარდა, ჯერ არავინ არაფერი იცოდა. გოგონა ნერვიულად დადიოდა დერეფანში და როგორც იქნა მოისაზრა ვინმესთვის რომ დაერეკა. ფიქრებს არც ახლა არ უგდებდა ყურს და არც წინათრგძნობას უსმენდა.
ღმერთს მილიონჯერ გადაუხადა მადლობა მალე რომ მოვიდნენ ცოტნე და ერეკლე, მარტო ყოფნა მაინც არ მოუწევდა.
-ელენე, რა მოხდა ასეთი?
-მაღაზიაში მივდიოდით, ცოტნე და ნიტამ უცებ დაინახა და მიამგვანა, მერე გიჟივით ატარებდა და ღვედიც არ ეკეთა, ახლა.. ელენეს ტირილი აუვარდა.
-შშ, დამშვდდი, ვსო, შენ ხო ხარ კარგად?
-მხოლოდ თავი დავარტყი, ერეკლე, ხო კარგად იქნება, კარგად უნდა იყოს, გოგონა თავს აჯერებდა და ძმას ხელებს უჭერდა.
-დამშვიდდი, ანდრეა მოვა მალე და ნახავ ყველაფერი როგორ დამშვიდდება.
-გამოვიდა, შეხტა ისე იღრიალა ცოტნემ.
-კარგადაა, გონზეც მოსულია, ვამოწმებდი და თავის ტრამვა მხოლოდ ზედაპირულია, მსუბუქი შერყევა მეტი არაფერი.
-გადარჩა ხო? კარგად იქნება ხო? ცოტნე მხრებში ჩააფრინდა ექიმს.
-თქვენი მეუღლე კი, მაგრამ შეჯახების სიძლიერე ძალიან მაღალი იყო, ნაყოფი კი ძალიან პატარა და ვერაფერი მოვახერხეთ. ელენეს წამით გულის ცემა გაუჩერდა.ცოტნეს ექიმზე ჩაბღაუჭებული ხელები შეახმა.
-რა ნაყოფი?
-ფეხმძიმედ იყო, ნუთუ არ იცოდით?
-არა, ჩამომხმარი ხელები ერთიანად დაეშვა ძირს და ცოტნე მოწყდა. ძლივს მილასლასდა სკამზე რო არ წაქცეულიყო.
-მე არ მითქვამს, ჯერ არაა საკმარისად მოძლიერებული და, დაბნეულად ჩაილაპარა ექიმმა.
-დიდი მადლობა, ჩვენ თვითონ, ერეკლემ ექიმს გახედა. ელენე ვერ მიხვდა ახლა რა უნდა ექნა, საერთოდ ვერ მიხვდა მის ირგვლივ რა ხდებოდა და უკვე მერამდენედ აღიქვა ყველაფერი ფრანგმეტულად.
-თქვენი ანალიზები მზადაა, ხელის უეცარმა შეხებამ გამოაფხიზლა და მომღიმარი ექთანი დაინახა.
-ჩემი? ხო, ექიმი გიძახით.
-ახლავე აუციელბელია? აქ ჩემი ძმის, ელენემ საშინელი სისუსტე იგრძნო.
-რა მოხდა,
-ექიმთან, ჰო, წავედით, თავბრუს ხვევა არ მოეშვა, მაგრამ მაინც გაჰყვა ექთანს.
***
-თავი ხომ არ გტკივათ? თეთრწვერიანი ექიმი თბილად უღიმოდა, მაგრამ ელენე ამასაც ფრანგმეტულდ უყურებდა.
-ფერი არ გადევთ, ხომ კარგად?
-კი, რაღაც ანალიზებიო, იცით მე იქ უნდა ვიყო...
-არა, არ შეიძლება, ასე, კაპლი მომეცი, ნათია, ელენეს არც შეუმჩნევია ოთახში თუ ვინმე იყო კიდევ. მძაფრმა სუნმა, ფრანგმეტები გაუერთიანა.
-უკეთ ხომ ხართ?
-კი, მადლობთ, მაგრამ მართლა უნდა წავიდე ჩემს ძმასთან.
-დაძაბულობა აკრძალული გაქვთ, ელენე, თქვენ ფხმძიმედ ხართ. ფრანმგმენტები დაბრუნდა, ელენემ ლამის ექიმის მაგიდაზე აღებინა.
"ბედის ირონია, ბედის ირონია" რაღაც გაჰკიოდა გონებაში და სააბაზანოში საცოდავად იბუზებოდა. მოულოდნელმა სიხარულმაც შეიძლება ისტერიკაში ჩაგაგდოს.
-დამშვიდდი გენაცვალე, გთხოვ, ბავშვი ცოდვაა, დღეს ისედაც იმდენი გადაიტანა... თავზე ცივ ხელს უსვამდა ვიღაც.
-თქვენ არ გესმით... მე როგორ მინოდა დედობა... ეს სასწაულია... კიდევ კარგი გადარჩა, მუცელს მოეფერა და გაუღიმა. "გადარჩა" გაიმეორა ისევ ვიღაცამ და ელენე თითქოს რაღაცას შეასკდა მთელი ძალით.
-ცოტნეს და ნიტას ბავშვი, ეს როგორ ვუთხრა, ისე ახედა მოხუც ექთანს თითქოს ვალდებული იყო რომ ეპასუხა. მერე რაღაც დაალევინეს, ცივი წყალი სახეზე შეასხეს და გამოუშვეს. ესიკვდილიანებოდა ცოტნეს ნახვა.
-ელენე, სად იყავი, მთელი საავადმყოფო შემოვიარე, ანდრეამ გვერდები ატკინა ისე ჩაიხუტა.
-კარგად ვარ, ცოტნე სადაა?
-ნიტასთან შევიდა, ძმაკაცს ვერ ვცნობ, ანდრეას ხმა გაუტყდა.
-წყალი მომიტანე გეხვერწები, ელენესაც აუცრემლიანდა თვალები და ლიზიკოსკენ წავიდა, გამოსული ცოტნე რომ დაინახა ფეხს აუჩქარა.
-არ დამელაპარაკა, ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და ძინავს, ცოტნე სკამზე დაეხეთქა.
-ძალიან ცუდადაა? ელენე უკვე ტიროდა.
-როგორ იქნება, ბავშვი ისე დავკარგეთ არც ვიცოდით რომ არსებობდა, ცოტნემ მწარედ ჩაიცინა და ელენეს ენითაუწერელი გესლი მიანთხია, გოგონამ ნაბიჯით უჯან დაიხია.
-რატო მიდიოდა სწრაფად? სადმე გეჩქარებოდათ? ისევ საშინელი ბრაზი იგრძნო.
-არა, მოეჩვენა რომ ის ნიღბიანი დაინახა და გაეკიდა.
-ისევ ის ნიღბიანი, ახლა ასე ცუდაა, ელენე, გესმის, არც მელაპარაკება არაფერს არ აკეთებს საერთოდ.
-ცოტნე, მესმის, ვიცი და ვწუხვარ, ვერც წარმოიდგენ..
-ვერ წარმოვიდგენ? რას ქვია ვერ წარმოვიდგენ? შენ ვიღაც გაინტერესებდა ამას ჩემი შვილი შეეწირა.
-რას ამბობ, მე არც მეგონა, არა, ცოტნე, მე... ნუ მეუბნები ისე თითქოს ჩემი ბრალი იყოს, ელენეს ცრემლები წამოუვიდა და ძმას მუდარის თვალები მიაპყრო.
-მხოლოდ ის ვიცი, რომ არდაბადებული შვილი მომიკვდა, ჩემი ცოლი ხმას არ იღებს და შენ აქ მხოლოდ შუბლზე ოდნავი ნაფხაჭნით დგახარ ჩემს წინ.
-ცოტნე, ლიზიკოს განრისხებული ხმა აღმოხდა.
ელენე ეძებდა, ეძებდა და ვერ იპოვა ცოტნეს თვალებში იმედის ძაფი, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ბრაზმა ათქმევინა. ვერ იპოვა სინანული ამ გესლის გამო. მერე ფეხებზე დაიხედა და გაუკვირდა, როგორ იდგა როცა საერთოდ ვერ გრძნობდა მათ. შეამოწმა და ნაბიჯის გადადგმა შეძლო. ცრემლების ახალმა ნაკადმა რომ გადმოხეთქა ანდრეაც დაინახა მისკენ მომავალი. ქმარს ჩაეხუტა და მთელი ხმით ატირდა.
-წავიდეთ, გთხოვ, წამიყვანე, არ მინდა აქ, გეხვერწები, ანდრეა. არაბულმა განრისხებულ-გაკვირვებული თვალები მოავლო დერეფანს და ვერაფერს მიხვდა. ელენე მაგრად ჩაიკრა გულში. მისი ტირილის ხმა ანდრეას გულის ფიცარს ეხეთქებოდა და ისე შთაინთქმებოდა, რომ გარეთ ჩქამი აღარ აღწევდა.
***
-ლიზიკო, რა დაგემართა, სადაა ელენე? ერეკლე გაოგნებული უყურებდა ცოლს, რომელიც შუა დერეფანში იდგა და გაუჩერებლად ტიროდა.
-ანდრეამ წაიყვანა, ქმარს ხელი ისე მოუჭირა რომ სისხლის მოძრაობა შეუწყდა.
-შენ რა მოგივიდა?
-ერეკლე, იცი, ისე არასწორად, ელენე ცუდად იყო და ცოტნემ... ლიზიკო დაიბნა, ფაქტობრივად ელენეს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, მართლა შემთხვევითობა იყო ნიტას ავარია, ბოლოს და ბოლოს საჭესთან თვითონ იჯდა, მაგრამ როცა ცოტნეს ცოცხალ-მკვდარ სახეს შეხედავდა ყველაფერი ავიწყდებოდა, ყველა ლოგიკური მიზეზი ქრებოდა, რატომაც უნდა ყოფილიყო ცოტნე ნერვებს აყოლილი სუსტი პიროვნება, და გულის რომელიღაცა კუნჭული, ის, რომელსაც გამოცდილი აქვს მშობლის სიყვარული და შვილის ყოლის ბედნიერება ამართლებდა ცოტნეს, რომელმაც ჯავრი მართლაც რომ ინთხია ირიბად დამნაშავე ელნეზე. ახლა არ იცოდა როგორ ეთქვა მისი ქმრისთვის ისე, რომ ერეკლს სწორად გაეგო. რომ არც ერთი დაედანაშაულებინა ბოლომდე და არც მეორე. ამიტომ ტირილს ვერ წყვეტდა და ქმარს ებღაუჯებოდა.
-ცოტნე, შენ მაინც მითხარი რა მოხდა, გადავირევი...
-ნიტას მიუმგვანებია ვიღაც იმისთვის, ვისაც ელენე ეძებს ამდენი ხანი, წითელზეა გადასული, ჯანდაბა პირდაპირ მუცლით არის მირტყმეული საქარე მინას, კიდევ კარგი თავზე ხელები აუფარებია, ცოტნემ ამოიოხრა.
-კი მაგრამ ელენე და ანდრეა სადღა არიან, ცოტნემ თავი დახარა. ახლა მართლა გაუჭირდა ხმის ამოღება. არ იცოდა ძმისთვის როგორ აეხსნა ის, რასაც გრძნობდა. სახეზე სულ გადაფითრდა.
-მგონი ელენეს რაღაც არასწორად ვუთხარი, მაგრამ ასე ჩაციკლული რომ არ ყოფილიყო იმ ნიღბიანზე არ მოხდებოდა გესმის, შენ არ იცი ნიტას როგორ უნდოდა დახმარებოდა ელენეს, ხომ ვიცი მე მის გამო დაედევნა უცნობს და ნახე სად მოვიდა.
ერეკლეს ხელები გაუცივდა, იგრძნო რაღაც ბნელი როგორ ჩამოწვა მის ირგვლივ და თითქოს ყველაფერი ფერადი შთანთქა თან. ასეთი განადგურებული ძმა არასდროს ენახა, მაშინაც კი როცა სახლში უფროსი რაზმაძე საშინელებებს აწყობდა. ერეკლე სულ ცოტნეს დამცველი იყო, ისე ჰქონდა ეს "მოვალეობა" შესისხლხორცებული რომ ახლაც მთელი არსებით უნდოდა ერთი ხელის მოსმით მოეშორებინა ეს სასტიკად გულის მჯიჯგნავი სინამდვილე და თუნდაც თვითონ განეცადა ოღონდ არა ცოტნეს.
კბილების ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და გონებაში ამოუტივდივდა"ჩემი პირველი შვილი ყველაზე მეტად მეყვრებაო" რომ უთხრა ერთხელ ცოტნემ, ეს ერეკლეს გავლენა იყო მასზე, უნდოდა მისნაირი უფროსი ძმა ჰყოლოდათ მის შვილებს და იმიტომ. ახლა არა აქვს მნიშვნელობა დაბადებული თუ არა, ცოტნე მთელი არსებოთ გძნობდა პირველი შვილის დაკარგვას და ერეკლეს ეს ტკიოდა, რადგან მის ძმას დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთ უგებდა.
-დამანაშავის ძებნა პრობლემას არ ჭრის, მითუმეტეს ირიბი დამნაშავის. ის მაინც უნდა შევინარჩუნოთ დაუნგრევლად რაც ახლა გვაქვს, მძიმედ ჩაილაპარა და როგორც ყოველთვის, სწორი გზა დაანახა უმცოროსს. წარმოუდგენლად რთული, დიდსულოვანი, მაგრამ მაინც სწორი. ცოტნეს გვერდით მზიმედ ჩამოჯდა და ხელებში თავი ჩარგო. არ წავიდოდა, არ დატოვებდა, სანამ უმცორსის სხივს არ შეამჩნევდა მის თვალებში, იმ სხივს ცოტნეობას რომ აღნიშნავდა ერეკლეში.
***
-აქ რა გვინდა, ანდრეა? ელენე თვალებს ვერ ახელდა ისეთ დაღლილობას გრძნობდა. ანდრეამ უსიტყვოდ გადმოიყვანა მანქანიდან და ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში.
-ანდრეა, შვილო, რა მოხდა? უფროსი არაბული კარებში დახვდა ანდრეას. ელენე შეცბა, მაგრამ თვალები მაინც ვერ გაახილა, თითქოს მთელი ქვეყნიერების სიმძიმე აწვებოდა წამწამებზე.
-კარგადაა, მამა, ავარიაში მოხვდნენ, მაგრამ მსუბუქი დაზიანება აქვს. სახლში მარტო ვერ დავტოვებ და..
-შემოდით, შვილო, შემოდით. ზემოთ აიყვანე თქვენს ოთახს გავამზადებინებ. ელენემ მხოლოდ ის იგრძნო როგორ დააწვინა ანდრეამ რბილ საწოლზე, ფრთხილად შეახო ტუჩები ჭრილობაზე და მერე ელენეს გონება შავმა ძილმა მოიცვა.
***
-ანდრეა, ცოტნეს ცოლი როგორაა ?
-თავის დაზიანება აქვს მსუბუქი, მაგრამ ბავშვი დაკარგა, ანდრეამ მძიმედ ამოიხვნეშა.
-მითხარი, შვილო, როგორ ხართ? ელენე მირეკავს ხოლმე და მიყვება თქვენზე, ანგელოზი გყავს ნამდვილი, ვახომ თბილად გაიღიმა რძლის ხსენებისას.
-კი ანგელოზი ნამდვილადაა, მაგრამ მე ამ წუთას არ შემიძლია მისი ყოვლისმომცველობით დავტკბე.
-ანდრეა, გაუფრთხილდი ცოლს, შენ ყველაზე კარგად იცი რას ნიშნავს, როცა კარგავ...
-ზუსტად მაგიტომ, მამა, რატომ არავის არ გესმით, უბრალოდ არ შემიძლია ელენე არ დავიცვა, ეს თითქოს ჩემს არსებაში დევს უკვე, ვახოს გაეღიმა და შვილს მხარზე ხელი დაკრა.
-ელენე ძლიერია, ყველაფერი კარგად გექნებათ, თვალი ჩაუკრა შვილს და გააცილა.
საავადმყოფოში შესვლისას ანდრეამ თითქოს აისხა დაძაბულობის ჯავშანი და ისე წავიდა ნაცნობი პალატისკენ. როგორ ეზიზღებოდა აქაურობა, გულის რევის შეგრძნებაც კი ებადებოდა, მაგრამ აქ უნდა ყოფილიყო, ცოტნეს მარტო ვერაფრით დატოვებდა.
-ელენე როგორაა ? ერეკლემ წამში ამოხედა ახალ მისულს.
-მგონი ძალიან ინერვიულა, არ ვიცი, ძლივს დავამშვიდე. ახლა მამაჩემთანაა და ძინავს.
-მასთან წადი, ანდრეა. ცოდოა მარტო, ცოტნემ ამოხედა და ანდრეამ უცნაური სხივები დაიჭირა მის თვალებში.
-მარტო არაა ცოტნე, ნიტა?
-არ ვიცი როგორ გადაიტანს, თავის თავს ადანაშაულებს, ცოტნემ მძინარე ცოლს გახედა და ხმა გაუტყდა.
-ყველა ვართ დამნაშავე, უფრო მეტად მე. ანდრეამ გაბზარული ხმით თქვა, ცოტნე ადგილზე შეირყა.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა? ერეკლე საშინლად გაღიზიანებული იყო.
-სიმართლე უნდა მეთქვა ელენესთვის, უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და არაფერი მოხდებოდა.
-გეყო, ცოტნეს სული შეეხუთა და კისერში ბურთი გაეჩხირა, -თუ ძმა ხარ, დღეს ელენეს ისედაც არასწორად მოვექეცი და ახლა შენც არ გინდა რა...
-ელენეს როგორ მოექეცი? ანდრეა დაიძაბა, თითქოს ელენეს რეაქცია ახლა გაიგო ზუსტად. ცოტნემ ყურებს ვერ დაუჯერა, როგორ წარმოიდგენდა თუ ელენე არაფერს იტყოდა, ყელში გაჩხერილი ბურთი თითქოს ზომაში გაიზარდა.
-გეყოთ, გესმით, გეყოთ, დაძაბულები ხართ ყველა და სტრესში ვცხოვრობთ უკვე რამდენი ხანია, დაანებეთ თავი ამ დედა ნატირები დამნაშავის ძებნას და ცოლებს მიხედეთ, ვა. ერეკლე თან ხმადაბლა ლაპარაკობდა, რომ ნიტა არ გაეღვიძებინა და თან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, სიტუაცია კონტროლიდან გამოდიოდა. ანდრეა ვერასდროს აიტანდა ელენესადმი უხეშ, მითუმეტეს არასწორ მოქცევას. ერეკლემ ნათლად დაინახა, რომ ყველაფერი რასაც ამდენ ხანს აშენებდნენ და უფრთხილდებოდნენ საფრთხის ქვეშ დადგა, ყველაფერი შეირყა და თითქოს პირველი აგურები ჩამოცვივდა დაუნგრეველ ციხესიმაგრეს.
-მეტყვით ახლა რა უთხარით ელენეს თუ ჩემით გავარკვიო? ანდრეა არ ცხრებოდა.
-დავადანაშაულე იმაში რაც ამ დილით მოხდა, ცოტნემ მეგობარს თვალებში ჩახედა და სუნთქვა შეეკრა. არაბულის სახეზე რისხვა აინთო, კისრის ძარღვები დაეჭიმა და მუშტები შეკრა. ისე შეეცოდა ელენე, მოუნდა რომ ახლა მის გვერდით ყოფილიყო და მოეშორებინა ის საშინელი დანაშაულის გრძნობა, რომელიც გაღვიძებისას პირველი დაეტაკებოდა ელენეს. ღრმად ამოისუნთქა და მიხვდა რომ მის ფილტვებს საერთოდ აღარ მიეწოდებოდა ჟანგბადი.
-ელენეს თავი დაანებე, დამნაშავე მე ვარ და რომ შემეძლოს ყველაფერს დავთმობდი ეს რომ არ მომხდარიყო და ყველაზე ძვირფასი შენც არ დაგეკარგა, იცი ეს, ანდრეამ დამსხვრეული ხმით ჩაილაპარაკა და პალატიდან გავიდა. ცოტნე და ერეკლე რამდენიმე წუთი ჩუმად იდგნენ, ვერც ერთმამოიფიქრა რამე რომ გამაყრუებელი სიჩუმე დაერღვიათ.
***
მათე ანდრეას უყურებდა და სული ეხუთებოდა, დერეფანში, მოსაცდელ სკამზე ისე დაბნეული იჯდა არაბული რომ მათეს მის არსებობაში წამით ეჭვიც კი შეეპარა. რაღაც უნდა ეთქვა, უნდა დახმარებოდა და უნდა გამოესწორებინა, მაგრამ როგორ არ ესმოდა და საერთოდ ქონდა კი მათეს ამის ძალა, საერთოდ დედამიწაზე შეეძლო ვინმეს ანდრეა უკეთესად გაეხედა ამ წუთას. ალბათ, არა, მართლა არ შეეძლო. ნიტას და ცოტნეს მომავალ სირთულეებზე ფიქრს ჭკუიდან გადაყავდა არაბული, ვერ ხვდებოდა როგორ გამოვიდა ყველაფერი კონტროლიდან, როდის დაუშვეს ყველაზე ქმრებმა რომ აღარ დაეცვათ თავიანთი ცოლები, როდის გაცდა ფარგლებს მათი ყოფა. ისე გამოუსწორებელი მოეჩვენა მისი ცხოვრება ისიც კი იფიქრა ვაზვიადებო, რომ რეალურად ასე ცუდად არაა არაფერი. რომ ელენეც ცოტნეს სიტყვებს უბრალოდ აფექტის მდგომარეობას მიაწერს, ნიტა მომავალ სხვა შვილებზე ფიქრით უკეთ იქნება და ცოტნე აღარ დაუშვებს რამე ცუდი მოხდეს. არაბული თავს აჯერებდა რომ შეიძლებოდა მომხადარიყო ასე ადვილად, მაგრამ არ გამოუვიდა. ანდრეა ვერაფერს ატარებდა გულს მიღმა, ყველაფერს გრძნობების შავ საკანში კეტავდა და თვითონ უმკლავდებოდა, მარტო გრძნობდა, მარტო ტკიოდა ყველაფერი ამ ქვეყნად.
მათემ ვერაფერი უთხრა, ერეკლეც გაეცალა. ანდრეა ჯიუტად არ ტოვებდა ცოტნეს მარტო. ახლა მხოლოდ ეს შეეძლო გაეკეთებინა, მართლა აღარ უნდოდა მეტი შეცდომის დაშვება. ყველაფერი თავისი უკან მიჩქმალა არსებობდა მხოლოდ როგორც მეგობარი.
-ანდრეა, ნიტას შენი ნახვა უნდა, სხეულზე ეკლები დაეყარა ცოტნეს სიტყვები რომ გაიგონა. სხეული ძლივს აათრია რომ შესულიყო და ნიტასთვის შეეხედა, ახლა მის უსიცოცხლო მზერას მართლა ვერ გაუძლებდა.
-ხო...ნიტა, ჩაახველა რომ ხმა ოდნავ მაინც ქონოდა და გოგონას თვალი გაუსწორა.
-ანდრეა, ცოტნემ თქვა რომ კარგადაა, მაგრამ სიმართლე მითხარი, ელენეს ხო არაფერი დაუშავდა? რამდენჯერმე გაიმეორე გოგონას სიტყვები გონებაში, წამით შვება იგრძნო, მაგრამ მერე ეს შვებაც დააწვა ჯალათ გულს.
-კი, ნიტა, ახლა მამაჩემთანაა და ძინავს, ხვალ მოვა, მართლა კარგადაა...
-რამე რომ მოსვლოდა, გეფიცები, მოვკვდებოდი, მისთვისაც რომ რამე დამეშავებინა, ვერ ვიცოცხლებდი. არადა მეუბნებოდა გავჩერებულიყავი, უნდა მომესმინა, ანდრეა, ელენესთვის უნდა დამეჯერებინა... არაბული ნიტას მიუახლოვდა და ხელი ჩაკიდა.
-მხოლოდ ძლიერი უნდა იყო გესმის, შენთვის, ცოტნესთვის, ჩვენთვის და შენი ყველა მომავალი შვილისთვის, ხო გესმის, ნიტა, მხოლოდ ძლიერი, გოგონას ცრემლები წამოცვივდა და ანდრეას ოდნავ გაუღიმა.
ცოტნემ საერთოდ ვერ შეხედა სახეზე არაბულს, სულ გაფითრებული იყო და არც სუნთქავდა ანდრეამ რომ გახედა. მხარზე მაგრად დაკრა ხელი და მიხედეო ანიშნა ნიტაზე. პალატაში მხოლოდ ცოტნე დარჩა. წამით არ გამოსულა იქედან.
***
მამისთან რომ დაბრუნდა ემოციურად მკვდარი იყო. გაუხარდა ელენეს რომ ისევ ეძინა. ახლა ანდრეაც გამოიძინებდა და დილით ენერგია მაინც ექნებოდა რომ ცოლს მხარში დადგომოდა. იცოდა როგორი რთული იქნებოდა მაგრამ არ დაეძებდა, ოღონდ ელენე კარგად უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ის არ უნდა დატანჯულიყო არაფრის გამო.
ვერც იფიქრებდი თუ რამე აწუხებდა ამ ქვეყნად იმდენად მშვიდად სუნთქავდა გოგონა, ტუჩები ოდნავ ამობურცული ჰქონდა და ლოყები შეწითლებოდა. ანდრეა დადებითი ემოციებით აივსო, გაიწმინდა და ცოლს ჩაეხუტა. ელენე მართლა აძლევდა ძალას ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის.
***
ცოტნესთვის არც შეუხედავს ისე შევიდა პალატაში. გოგონები დიდხანს იყვნენ ნიტასთან. მის დანახვაზე ბავშვი ახსენდებოდა და მუცელზე ხელს გაუაზრებლად იჭერდა. აინტერესებდა ყველაფერი. უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, როცა ნათლად გრძნობდა რომ მის სხეულში ცოცხალი, ჯერ კიდევ უფორმო ორგანიზმი იზრდებოდა ყოველ წამს და ემზადებოდა შეხვედროდა დედამიწას, ემზადებოდა ეცოცხლა, ყოფილიყო ადამიანი. თითქმის შეუმჩნევლად გაძვრა, თან ანდრეას რომ უყურებდა სურვილით კვდებოდა ისე უნდოდა, რომ ეთქვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ახლა მართლა არ შეეძლო ცოტნესთვის და ნიტასთვის ეთქვა, რომ ბავშვს ელოდებოდა, რომ ის გადარჩა ავარიის დროს. ასე ნიტა უფრო დაადანაშაულებდა თავს და უფრო დაიტანჯებოდა.
-შეიძლება? ელენემ კაბინეტში თავი შეყო.
-კი, გამარჯობა, ელენე, შემოდი.
-გამარჯობათ, ბატონო თამაზ, ელენემ ექიმს გაუღიმა და მის წინ დაჯდა.
-გუშინ იმდენი რამე მოხდა, ვერ მოვახერხე დაგლაპარაკებოდით, როგორაა ჩემი შვილი? ელენემ მთელს დედამიწას გაუღიმა.
-ჯერ პატარაა, სამი კვირისაა. გუშინ რაც ანალიზები ავიღეთ იმის მიხედვით არაუშავს, მაგრამ ჰემოგლობინს უნდა მივხედოთ დაბალი გაქვს. თან გუშინდელი ნერვიულობა და ავარია. კიდევ კარგი რომ ღვედი გეკეთა, ელენე. გოგონამ ხელები ისევ შემოიხვია მუცელზე, არა, არ უნდოდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა დაეკარგა.
-რა უნდა გავაკეთო უკეთესად რომ იყოს?
-წამლებს დაგიწერ და დალიე, გული ხომ არ გერევა ან თავბრუს ხვევა?
-თავბრუს ხვევა ხანდახან, გულის რევის შეგრძნება არ მაქვს.
-ჭკვიანი პატარა გყავს, ექიმმა ელენეს გაუღიმა და წამლების ჩამონათვალი მიაწოდა.
***
მართლა ძალიან უნდოდა რომ ეთქვა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ანდრეა ლანდს დაემგვანა. ერთი კვირა თითქმის ნანახი არ ჰყავდა ელენეს, არ უშვებდა იდეის დონეზეც კი, რომ შეიძლებოდა ეს მობილურით ეთქვა. ნიტა საავადმყოფოდან გამოვიდა და ელენე ცდილობდა მასთანაც ყოფილიყო, მაგრამ ცოტნეს თვალში არ "ეჩხირებოდა" როგორც თვითონ ფიქრობდა. ელენე არც თავისთვის და არც სხვისთვის აპირებდა ზედმეტი პრობლემების შექმნას. უცდიდა ცოტნეს სანამ უკეთ იქნებოდა და ელენემდე მივიდოდა, ცოტნე არ მიდიოდა, ელენე ვერ ხვდებოდა, რომ ხანდახან ლოდინიც დანაშაულია.
-ანდრეა, მოდი რა დღეს სახლში ადრე საქმე მაქვს კატეგორიული იყო ელენეს ხმა. არაბულისთვის უცხო იყო ასეთი ელენე და დაპირდა რომ მივიდოდა საღამოს და არა შუაღამეს.
ელენე საოცარ მოლოდინს გრძნობდა, აი ისეთს სისხლი რომ გიდუღს. თან ბავშვს ელაპარაკებოდა თან ქმრისთვის სადილის ზმადება დაიწყო. საღამოს რვისთვის ყველაფერი მზად ჰქონდა. "ზოგჯერ მეც მაქვს უფლება ვიყო შტერიო" იფიქრა და სანთლებიც დაანთო ვახშამზე. სასიამოვნო სურნელმა ოთახი გააბრუა და ელენე რომანტიკულ ხასიათზე დააყენა. ახლა არაფერი უნდოდა ანდრეას გარდა. მართლა მხოლოდ ის და სხვა ყველაფერი სულ ერთი იყო ამ წუთას.
ცხრის ნახევრიდან ფანჯარას თვალს არ აშორებდა. ყოველი გავლილი წუთი ხასიათს უშხამავდა. ორი საათის მერე დანებდა და ტელევიზორი ჩართო. სანთლები ჩაიწვა... გული ვერაფერს დაუდო. ანდრეას მილიარდჯერ მანც დაურეკა, მაგრამ არაბული ჯიუტად დუმდა. ბოლოს ისე მოეშალა ნერვები ყველაფრის დალეწვა მოუნდა. ისევ პატარასთვის ნერვები სულ ძალით დაიმშვიდა და მაგიდას მიუჯდა. დღეს თუ არა ხვალ ხომ დაბრუნდებაო გაიფიქრა და ხელზე ნიკაპით დაეყრდნო. რომანტიკული ხასითი აღარავის გახსენებია...
***
მზემ პირველი საჩუქარი უკვე გამოუშვა დედამიწისკენ. მეორე დღე დაიწყო. სრულიად ახალი და განსხვავებული. ანდრეა მანქანიდან მძიმედ გადმოვიდა და კარებში გასაღები ფრთხილად გადაატრიალა. გული ეთანაღრებოდა ელენეს პირველი თხოვნა რომ ვერ შეუსრულა, მაგრამ ახლა თავს დამნაშავედ ვერ ჩათვლიდა ამის გამო.
მიჩვეული იყო ელენე დივანზე მწოლიარე ენახა და მისაღებშიც ამ იმედით შევიდა ოდნავ გაღიმებული, ღიმილს სევდა შეერია ცოლი რომ იქ არ დახვდა. იყო ეგოისტი და თუნდაც არასწორი, მაგრამ საშინლად სიამოვნებდა სახლში დაბრუნებულს ელენე რომ ხვდებოდა სულ. ახლა არც სევდანარევი ღიმილი შერჩა საძინებელშიც რომ ვერავინ ნახა. საწოლი საერთოდ ხელუხლებელი იყო. ტვინში გავლებული ფიქრი, რომ შეიძლებოდა ელენე სახლში არ ყოფილიყო წამში მოიშორა.
ერჩივნა, ბევრად ერჩივნა ასე ყოფილიყო სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ცოლი რომ დაინახა. ცალ ხელზე თავი ედო და მშვიდად ეძინა. ანდრეამ წამში შეათვალიერა და ორზე გაწყობილმა მაგიდამ, ჩამწვარმა სანთლებმა და ყოფილმა რომანტიკულმა გარემომ სხეულზე ეკალივით დააყარა. ელენე ხელში აიყვანა და ცხვირზე აკოცა. გოგონას შეეღვიძა.
-მოხვედი?
-კი, ელე, დაიძინე. მეც დავწვები ახლა.
-აწი უნდა ავდგე, ანდრეა. ელენემ თავი გაინთავისუფლა ანდრეას ხელებიდან, თვალი აარიდა ქმარს და სააბაზანოში შევიდა.
-ელე, საქმე მაქვს შენთან, მოდი აქ. ანდრეა ცოლს მიუალოვდა და სველ თმაზე ხელი გადაუსვა.
-ხო, მითხარი, ელენემ ოდნავ გაუღიმა.
-ისევ გამოჩნდა, მძიმედ დაიწყო არაბულმა და სახე შეეცვალა როცა ელენეს სახეზე შიში ამოიკითხა, -შენ ნუ გეშინია რა ჩემო ლამაზო, გთხოვ არაფერს დაგიშავებს გეფიცები..
-მისი არ მეშინია, ანდრეა, კიდევ რამე დააშავე? მითხარი რა გააკეთა?
-მკვლელობის მუხლით ვეძებთ, ანდრეას ხმა გაებზარა, -გოგონებს კლავს.
-ჩემი საჩუქარიც მასეთი იყო, ანდრეა მიპასუხე, საოცრად მომთხოვნი იყო ელენეს ხმა არაბულმა მხოლოდ თავის დაქნევაღა მოახერხა. ელენეს თვალები აუბრჭყვიალდა.
-აი, რატომ არ გეუბნებოდი, არ იენრვიულო გეხვერწები რა.
-რა საშინელებაა, რა უნდა, მითხარით ვინმემ აღარ შემიძლია უკვე.
-ელენე, თურქეთში მივდივარ, გოგონამ ცრემლიანი თვალები შეანათა ქმარს და დაბნეულმა აღარ იცოდა რა ეთქვა. -ბოლო მონაცემებით, მოკლედ ეჭვი გვაქვს, რომ იქ გადავიდა და უნდა მოვძებნოთ, მაქსიმუმ ერთი კვირით, ელენეს შეაბარძგალა, გეხვერწები დავაბრუნებ მარტო ლაშას და იყოს შენთან ერთად რა, არ შეგაწუხებს საერთოდ გპირდები, უბრალოდ დაცული მინდა იყო. ელენემ თავი დააქნია და ქმარს ჩაეხუტა.
ელენე დაპირდა და უნდა შეესრულებინა, ანდრეა უნდა გაეხადა ბედნიერი, უნდა გაემთლიანებინა და ამას აუცილებლად გააკეთებდა. მთელი არსებით იგრძნო რა მნიშვნელოვანი იყო ქმრისთვის იმ მკვლელის დაჭერა, იცოდა რომ ახლა ბავშვზე ეთქვა ანდრეა ყველა შესაძლო ვარიანტში დარჩებოდა, მაგრამ ელენეს არ უნდოდა ანდრეასთვის ხელი შეეშალა რამეში. არ უნდოდა თავადვე ყოფილიყო მისი ვერ გამთლიანების მიზეზი და ამიტომ სიტყვაც არ უთქვამს. ბარგიც თვითონ ჩაულაგა და შუა დღისთვის ქმარი გააცილა.
ანდრეამ არაფრით წაიყვანა აეროპორტში, ესეც დათმო ქმრის სიმშვიდის გამო. ელენემ იცოდა რომ იქნებოდა რთული, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა არის ადვილი ამ დაწყვევლილ დედამიწაზე. ერთი კვირა დიდი არაფერია. ისევ გააძლიერა უფორმო ორგანიზმმა მის სხეულში და მანქანში მჯდომ ქმარს უკნიდან პირჯვარი გადასახა.
***
ზუსტად იხსენებდა იმ მომეტს, როცა ექიმს უარი უთხრა წამლის გამოწერაზე და წყევლიდა მონეტს. თავბრუს ხვევა დიდად არ აწუხებდა, მაგრამ ეს გულის რევის შეგრძნება კლავდა. ნერვებს საერთოდ ვეღარ თოკავდა, სულ რაღაცის გაფუჭების ხასითზე იყო. არაფერი აღარ მოწონდა. ვერ იტანდა იმას რომ ეს ყველაფერი მარტოს უნდა ეზიდა. ტოქსიკოზის გაძლება რა პრობლემა იყო, მაგრამ როცა უსაზღვრო სიხარულს ვერავის უზიარებ ეს შინაგანად განადგურებას. ამბობენ, მწუხარება უფრო ადვილი მისაჩქმალია, ვიდრე ბედნიერებაო. ელენე აავითარ შემთხვევაში არ აპირებდა ანდრეაზე უფრო ადრე ვინმე სხვისთვის ეთქვა ბავშვზე. არ უნდოდა ვინმე სხვას გაეზიარებინა მასთან ერთად სიხარული, ეს უფრო ატკენდა. უკვე ანდრეას მხოლოდ ხმაც საშინლად აღიზიანებდა. როგორ ვერ იტანდა იმ საშინელ ტელეფონს, მხოლოდ იმიტომ რომ სხვანაირად ქმარს ვერ უკავშირდებოდა, ისიც იშვიათად, ანდრეა სულ რაღაცას აკეთებდა. ხან სად იყო და ხან სად. გული ეთანაღრებოდა ცოლის მოწყენილი ხმის გაგონებისას, მაინც რომ არაფრის დიდებით არ იგრძნოოდა ოდნავი უხეშობა, გულგრილობა ან უბრალოდ საყვედური. ეამაყებოდა თავისი ელენე და გულის სიღრმეში უხაროდა მართლა ასეთი "სწორი" რომ იყო, მაგრამ თავის სისწორეში დაეჭვებული არაბული უშედეგოდა ცდილობდა ყველა მეს შეგროვებას და სწორედ აქ იკარგებოდა. ზოგჯერ მართლა გვინდა შევცვალოთ ირგვლივ ყველაფერი, გავიღიმოთ უბრალოდ, უმიზეზოდ და ამ ღიმილში არ იყოს არაფერი დაფრული, უიმედო სევდანარევი ნაპერწკალი, რომ ღიმილი მალე დასრულდება, ტუჩის კუთხეები შეიკუმშება და ჩვენც დავნაღვლიანდებით. ყველაზე მეტად არ უნდოდა ასეთი გრძნობა ელენეს სულს მიახლოვებოდა, ის თვალებიდან გადმოღვრილი სიხალასე მოენატრა. მასაც არ ყოფნიდა ცოლის მხოლოდ ნაზი და საყვარლად სულ ოდნავ გაბუსხული ხმა, ისე ხმადალა ნათქვამი "მომენატრე" მხოლოდ ანდრეა რომ ამოიცნობდა და ასეთივე გულწრფელი პასუხი. არაბულს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი დროებითია, რომ აი ახლა აალაგებს დასვრილ ჭურჭელს დაასუფთავებს ირგვლივ ყოველივეს, აბოჭავს ყვლა გაბნეულ მისეულ ნაწილაკს და გაიღიმებს უდარდელად, მაგრამ ერთიანად. იცოდა რომ უნდა შეგროვებულიყო, მაგრამ არასწორ ადგილას ეძებდა საკუთარ თავს.
***
-ელენე, უკვე სამი დღეა არ ყოფილხარ უნივერსიტეტში, ანი თითქმის ეჩხუბებოდა ჯერ შემოსული არ იყო კარში და უკვე დაიწყო.
-ანი, ხომ გითხარი რომ ავად ვარ.
-იყავი ექიმთან? ისევ ჩხუბს აგრძელებდა გოგონა.
-კი და რაღაც წამლები გამომიწერა, რამდენიმე დღეში უკეთ ვიქნები.
-ელე, იქნებ ავარიის გამოა რამე? ისევ ხომ არ წავიდეთ? როგორც იქნა დამსვიდდა ანი.
-არა, მართლა ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ფარული ფილტვების ანთებაო თუ რაღაც, ნუ ერთი სიტყვით, კარგ ექიმთან ვიყავი და მალე კარგად ვიქნები, სახე აუხურდა ტყუილისგან. -ლუკა როგორ გყავს?
-იზრდება, ელე, ყოველ დღე, მათე აქეთ რომ არაა მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ მეხმარებოდა თურმე, ელენეს ცხვირი აეწვა შეკავებული ცრემლებისგან. -უბრალოდ ჩამოვიდნენ, ჩაილაპრაკა ანიმ და თავ საწყლად დახარა.
-არადა დარწმუნებული ვიყავი კვირაში შვიდი დღე იყო, ელენემ სცადა ეხუმრა, მაგრამ ძალით გაკეთებული არაფერი არ ვარგა.
-მათემ ზუსტად არ ვიციო, დღეს ზუსტად მეთორმეტე დღეა.
ანი მალე წავიდა. ელენე მთელი დღეა ცდილობდა რაღაც ეჭამა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა , ოდნავ რომ სუნი ეცემოდა წამსი სააბაზანოსკენ გარბოდა. პატარა უკვე ხუთი კვირის იყო. სარკეში თავს თითქმის ყოველ დღე ამოწმებდა და სულ ოდნავ ეტყობოდა რაღაც, ჯერ რომ ვერ გაარჩევდი თუ ძალიან არ გინდა დაინახო ისე. უსაქმურობისგან აღარ იცოდა რა ეკეთებინა, გულს საერთოდ ვერაფერს ვერ უდებდა, ისე აღრენილი იყო ყველაფერზე. ამ დროს ძილი საუკეთესო გამოსავალი იყო, ეს ერთადერთი დარჩა რაზეც ის უფორმო არ ეწინააღმდეგებოდა.
***
მთელი შიგნეულობა უხურდა, ხელის აწევა უნდოდა, მაგრამ ძილს თავი ვერაფრით დაღწია, მხოლოდ თავის გარხევა შეეძლო, თითქოს ასე უნდოდა გამოფხიზლებულიყო. უკვე ნერწყვის გადაყლაპვაც გაუჭირდა, მერე თითქოს თოკებით დააბეს ისე იყო შებოჭილი. მხურვალება, რომ მწვავე ტკივილში გადაიზარდა ანერვიულდა, სუნთქვაც გაუხშირდა და გულის ცემაც აუქარდა. თვალები ძალით დაჭყიტა, მაგრამ არა, არ იყო მხოლოდ სიზმარი. ხედვა ცრემლებმა დაუბინდა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო. წამოიყვირა ისე გააღიზიანა საკუთარმა უსუსურობამ. უკვე დაღამებული იყო, ამიტომ ხელით სანათურს აგდაწვდა და აანთო. შეეცადა თავი დაემშვიდებინა, მართლა უნდოდა ნორმალურად აზროვნება შეძლებოდა, მაგრამ რაღაც ძალას ართმევდა. საწოლზე წამოჯდა და ხელი სახეზე მოისვა. სულ გახურებული იყო. გაღვიძებისას პირველ რიგში გულის რევის სეგრძნება უჩნდებოდა ახლა ისიც არ იყო, მხოლოდ ღრმაა და ყრუ ტკივილი მუცლის არეში. ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ სვება ვერაფრით იგრძნო. მთვრალი რომ ხარ და უცებ წამსი გამოფხიზლდები, ზუსტად ასე დაეწმნდა გონება და ყველა მოსალოდნელი საფრთხე გაანალიზა, როცა საწოლზე წითელი ლაქა დაინახა. არ გახსენებია რომ რამდენიმე წამის წინ სხეულს ვერ გრძნობდა, მობილურს გადაწვდა და საათს დახედა, ლაშა უკვე წასული იქნებოდა. სასწრაფოს ნომერი აკრიფა და სიკვდილ მისჯილივით დაელოდა პასუხს. ხმა ძლივს დაიმორჩილა მისამართი რომ ეკარნახა.
-იქნებ რამე გავაკეთო სისხლდენა რომ შევაჩერო? გულის ფანცქალით თქვა სიტყვები.
-არ იმოძრაოთ და დაგველოდეთ, მალე მოვალთ, გაისმა ხმა და ელენემ უკვე იცოდა განძრევა რომ მოუწევდა. ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო, კარი ხომ უნდა გაეღო ვინმეს, სახლში მარტო იყო, სრულიად მარტო.
რამდენიმე წუთი საუკუნოდ გაიწელა, უკვე ყველა იმედი დაკარგული ჰქონდა, პანიკაც ეწყებოდა როცა თეთრხალათიანი დაინახა ღია კარში. ისე ამოისუნთქა თითქოს გულიც და სულიც ერთიანად ამოაყოლა. დაძაბულობა რომ გაქრა ისევ მოითენთა, ისევ დაეხუჭა თვალები და ისევ დაეძინა.
***
"ახლა არ უნდა თქვან რომ აღარ არის, არ შეიძლება ასე, ამასაც ვერ წამართმევენ, ღმერთო ხომ არ შეიძლება,ასე " ელენეს ექიმის გამოძახების ეშინოდა, პალატაში თეთრ ჭერს მიშტერებოდა და ნერვიულად კუჭავდა ხელში გადასაფარებელს. ცრემლებს ვეღარ აკონტროლებდა, თითქოს სამყაროს დასასრული ახლოვდებოდა.
-ელენე, გაიღვიძე? ექიმი გაშეშდა ისე დაძაბული მზერა ესროლა გოგონამ.-რა დაგემართა? ხომ არ გტკივა? გოგონამ თავი ოდნავ გაარხია და თვალი არაფრის დიდებით არ მოასორა ექიმს.
-აბა, არ გაგიგია არ შეიძლება ნერვიულობა ფეხმძიმესთვისო? გულის მუშაობა რიტმში ჩაუდგა ელენეს, ოდნავ გაუღიმა ექიმს და ცრემლები ამოიწმინდა.
-ანუ კარგადაა?
-ახლა კი, ელენე, მაგრამ...
-საფრთე არის? სუნთქვა ეკვრებოდა არ ახდენილი სასინელი რეალობის წარმოდგენისას.
-ბოლოს საჭმელი როდის ჭამე? უცებ მკაცრი გაუხდა ტონი ექიმს.
-იცით, მე ტოქსიკოზი მქონდა და ვერაფრით ვჭამდი, ჩაილაპარაკა ელენემ და ექიმს დარცხვენილმა გახედა.
-თუ რამეა საჭირო ყველაფრის ნალებობა გაქვს, თავი გადააქნია ექიმმა და ისევ ფურცლებს ჩააშტერდა.
-ანუ?
-ანუ თავს უნდა მიხედო ძვირფასო. ყველაზე მეტად ანემიის საფრთხე მაშინებს, არაა შენი ორგანიზმი ძლიერი და არ იქნება ადვილი ამის მოგვარება.
-მე თქვენ რომ დამინიშნეთ ყველა წამალს ვსვამდი, სიმკაცრე შემოაძარცვა ელენეს გულუბრყვილი გულისტკივილმა ექიმის სახეს. გოგონას ოდნავ გაუღიმა.
-მოვაგვარებთ, ახალგაზრდა ხარ და მაინც ჯანმრთელი სხეული გაქვს, მხოლოდ საჭმელი უნდა ჭამო და ცოტა მეტი წამალი დალიო, კიდევ უნდა ისეირნო მზეზე, ცოტა ფეხიტაც უნდა იარო. არავითარ შემთხვევაში არ დაიღალო და თუ ოდნავ მაინც აგტკივდება მუცელი იმ წამსვე უნდა დამირეკო.
-ყველაფერს ვიზამ მართლა, ოღონდ კარგად უნდა იყოს, ელენე იმედმოცემული იყო და ახლა სრულიად თავისუფლად სუნთქავდა.
-მამიკო სად ყავს? არავინ რატომ არაა გარეთ? ექიმი საერთოდ ვერ მიხვდა რატომ მოეღუშა ელენეს სახე.
-მამიკო აქ არ არის, სევდიანად გაუღიმა უფორმო სხეულს.
-არ იცის?
-არა, ჯერ არა.
-ანდრეას ხომ უნდა ბავშვები, ელენე? ექიმმა თვალები დაწვრილა და ბრაზი გუკრთა გამოხედვაში.
-კი კი როგორ არა, თაზო ექიმო, თქვენც ხომ იცნობთ, მაგრამ ახლა ვერ ვეტყვი არ არის აქ.
-აქ სად? დაურეკე
-თურქეთშია, რაღაც საქმეს იძიებს, სუნთქვას ამოაყოლა გოგონამ.
-აი, თურმე რაზე ვნერვიულობთ, გამორიცხულია ასე გაგრძელდეს, სიმშვიდე მთავარია შენთვის.
-მართლა მივხედავ ჩემს თავს, თან მალე ჩამოვა ანდრეაც.
-ელენე, იცოდე ორ დღეს აქ იქნები და ამის შემდეგ უკეთესობა თუ ვერ შევამჩნიე მე თვითონ დავურეკავ შენს ქმარს. უცებ აკრიბა დაფანტული სიმკაცრე ექიმმა.
-არა, არ შეიძლება, თქვენ არ გესმით, ის მაშინვე ჩამოვა და ვეღარ დაამთავრებს, ელენე გააღიზიანა მის გეგმაში ჩარეულმა ამ შემთხვევაში უცხომ და მზერა მასაც გაუმკაცრდა.
-ელენე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვი და შენ ხართ
-ვიცი, მესმის და კარგად ვიქნებით, თავდაჯერებულმა ჩაილაპრაკა.

***
ანის ლუკას გამო გამოულეველი საქმე ჰქონდა, ნიტა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული მდგომარეობიდან, ცოტნე თავს არ იწუხებდა ელენესით ახლა დანაშაულის გრძნობაც არ აძლევდა ამის საშუალებას, ერეკლეს და ლიზიკოს სამსახურები და ოჯახი მთელ დროს ართმევდა და ამ მარტოობის მადლობელიც იყო ელენე მხლოდ ამ რამდენიმე დღით, ტყუილის თქმა მაინც აღარ მოუწევდა. ისიც საკმარისი იყო "ყველაფერი კარგადაათი" რომ ასულელებდა ქმარს. მართლა საკუთარი ხასიათის მართვაში ვარჯიშობდა, წიგნის მიატანინა ექთანს რომ წაეკითხა და არაფერზე ენერვიულა.
-დღეს შეგიძლია წახვიდე, კარებიდან გამოაცხადა თაზო ექიმმა და პაცინტის ფართო ღიმილს თავისი შეაგება. -ოღონდ ხომ იცი..
-კი, მზეზე ვისეირნებ, შევჭამ, წამლებს დავლევ, ძილს არ მოვაკლებ, არ გადავიღლები...
-და არ ინერვიულებ, რაც მთავარია.
-რა თქმა უნდა, არა, თავი გააქნია გოგონამ და საწოლიდან ადგა. -დიდი მადლობა, თაზო ექიმო, ეს 4 დღე მართლა დამეხმარეთ.
-ხო, ორ დღეს გადავაჭარბეთ, მაგრამ ახლა უფრო მშვიდად გიშვებ.
-მადლობა, კიდევ ერთხელ.
-ელენე, შენნაირი უცნაური ჯერ არავინ მყოლია, ეხო უნდა გადაიღო და როგორც კი ანდრეა ჩამოვა, აეროპორტიდანვე იცოდე აქ მოხვალთ, რადგან ასე ძლაიან გინდა ერთად ნახოთ თქვენი პირველი შვილი, ექიმმა სცადა ელენესთვის გაეცინა და ხმა მიაწვრილა. გოგონამ ხალისიანად გადაიხარხარა.
-მაშინვე, გპირდებით.
როგორც იქნა საავადმყოფო დატოვა, ახლა თითქოს მუცელის მოეზარდა და ოდნავ გამობურცული ეტყობოდა. ლაშას იმდენი ეხვერწა ანდრეას საავადმყოფოზე არაფერი უთხრაო რომ ბიჭი უხერხულში ჩავარდა და დაეთანხმა ბოლოს მაინც. დღეებს მაინც ითვლიდა, მაგრამ ნერვიულობას თავს უკრძალავდა, სისუსტეს გრძნობდა ხანდახან მხოლოდ. გულის რევის შეგრძნება მალე გაუქრა, ასე სამი კვირაც გავიდა რაც ანდრეა წასული იყო. ელენეს ტოქსიკოზი ქრონიკულმა მონატრებამ შეცვალა.
***
-ანისი მრცხვენია რომ არ ვუთხარით, მათემ ანდრეას გაუღიმა და ჩანთა მანქანაში ჩადო. -როგორ გგონია გაბრაზებულები იქნებიან? სამჯერ უფრო დიდხანს ვიყავით იქ, ვიდრე ველოდით. მათემ არაბულს გადახედა და მიხვდა რომ არ უსმენდა. გზას უცანური ღიმილით უყურებდა, მერე რა რომ ლამპიონების მეტს ვერაფერს ხედავდა ღამეში.
-აუ, გამოშტერდა, ჩაილაპარაკა მათემ და გაჩუმდა. ანდრეას მართლა არ ესმოდა, ისედაც იცოდა ელენე წამით რომ არ აგრძნობინებდა საყვედურს. მომავალი ნახვის მოლოდინმა ვერ გახსნილი საქმეც დაავიწყა და ყველაფერი ცუდიც, რასაც გაწმენდის გარეშე უყურა ამ კვირების განმავლობაში. თინეიჯერივით უხტოდა გული სახლში რომ შევიდა და ქურდივით შეაბიჯა ბნელ ოთახში. გაოცება სახეზე გამოეხატა, როცა მათ საძინებელში შუქი დაინახა. მეორე სართულზე აირბინა და სწრაფად შევიდა ოთახში. ჯერ გაიწმინდა, მერე გაუხარდა, სუნთქვა გაუხშირდა და გულის ცემაც აუჩქარდა. ელენეს ისე საყვარლად ეძინა ანდრეას მხარეს რომ ცოლის დანახვისას გათბა არაბული. ტუჩები ისევ სასაცილოდ ჰქონდა გამობურცული და წარბები ოდნავ შეჭმუხნული. ლოყაზე მოეფერა, გასაღვიძებლად დაენანა და სააბაზანოს შეაფარა თავი. ისე ჰყავდა მონატერებული წყალიც ზერელედ გადაივლო და სწრაფად გამოვიდა გარეთ. თვითონ ელენეს მხარეს დაწვა და მძინარე ცოლი მთელი სხეულით მიიკრო. ცოტა კი გაუკვირდა ასე როგორ ძინავსო, მაგრამ ელენეს სურნელმა, სითბომ და ახლობლობის განცდამ თავბრუ დაახვია. სახეზე ეფერებოდა დაძინებამდე და რაღაც სისულელეებს ეუბნებოდა. გოგონა სულ ოდნავ შეირხა, მაგრამ ანდრეას შეხებაც და ჩახუტებაც ისეთი ნაზი იყო საერთოდ არ უფიქრია გაღვიძება.
***
თავიდან ოდნავ შებოჭილად იგრძნო თავი, მერე სხეული იგრძნო და სურნელი... თვალები სწრაფად დაჭყიტა და მთელს დედამიწას გაუღიმა ელენემ.
-ნუ როგორც იქნა... ხმა გაუწყდა ანდრეას ისე შემოაჭდო ცოლმა ხელები ყელზე და მაგრად ჩაეხუტა.
-რა მაგარია, ანდრეა, როგორც იქნა, ელენეში ორი არსება ზეიმობდა.
-აი რომ არ შემიძია თქმა ისე მომენატრე, არაბულმა გაუღიმა და ელენე კოცნით გააჩუმა.
-მეც არ შემიძლია, სიცილით უთხრა გოგონამ და მკერდზე თავი დაადო.
-ბოდიში რომ ამდენ ხანს არ ვიყავი.
-ეს იყო ჩვენი პირველი ცალ-ცალკე ყოფნა, ელენეს თვითონ გაეღიმა ეს პირველიც რომ დაიმახსოვრა.
-როგორ მიხარიხარ რომ იცოდე შენ, ელენეს გაჟრიალა და კისერში აკოცა, თავის ადგილას. -ისე, სულ არ მოპუტკუნებულხარ, ანდრეამ თვალები აატრიალა და მუცელზე ხელი მოხვია ცოლს.
-რა ჩემი ბრალია, შენი შვილი იზრდება, ელენემ თვალები მაგრად დახუჭა და ქმრის მკერდზე გაიტრუნა. გულში დათვლა დაიწყო, სამს ვერ გადაცდა და ანდრეას მაინც ამოხედა. არაბული გაშტერებული ბედნიერებით უყურებდა ცოლს, ელენემ გადაიკისკისა და ლოყაზე აკოცა.
-გამოცოცხლდი, ანდრეა? ცხვირზე ხელი მოუჭურა და ისევ გაიცინა.
-მოიცა, ანდრეა გასწორდა და ელენე დააწვინა, პიჟამოს ზედა აუწია და მუცელზე დააშტერდა. -ელე, მართლა გაზრდილია, გოგონას ჟრუანტელმა დაუარა ანდრეამ რომ ხელი გადაუსვა და მათ პირველ შვილს პირველად მოეფერა.
-ჰო, თითქმის ორი თვისაა.
-ამხელა? როდის გაიგე? მუცელს ისე დაშტერბოდა თითქოს ბავშვსაც უყურებდა. ელენეს შეამცივნა, "ოჰ, ახლა ამ მომენტის გაფუჭება იქნებოდა" გაფიქრა და ჭერს ახედა. არაბულს მზერა დაუსერიოზულდა და მუცელს თვალი მოაშორა.
-ელენე...
-ავარიის დღეს, მაგრამ ვერ მოვახერხე რომ მეთქვა, მერე უნდა წასულიყავი და აღარ წახვიდოდი რომ გაგეგო, ამიტო გავჩუმდი. სწრაფად მიაყარა ერთმანეთს და ქმარს ფრთხილად გახედა.
-შენ რა თითქმის ერთი თვე მიმალავდი? ანდრეა გაოცებული იყო.
-არ გაბრაზდე, რა გთხოვ, მართლა, ახლა ხომ იცი რაც მთავარია. ანდრეა ფეხზე ადგა და ელენეს დააშტერდა.
-არ მჯერა, რომ მართლა დამიმალე, როგორ არ მითხარი, ელენე, საერთოდ არ წავიდოდი, თითქმის ერთი თვე, ან მარტო როგორ იყავი აქ...
-კარგი რა, ანდრეა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა
-რას ქვია მნიშვნელობა არ აქვს, როგორ არ აქვს ნუ გამაგიჟე ერთი. შვილია ჩემი, ელენე.
-ნუ მეჩხუბები რა, ჩუმად ჩაიბურტყუნა და თავი დახარა, არაბულს შიგნეულობა აეწვა. საერთოდ არ იყო გაბრაზებული ელენეზე, ოდნავადაც კი, მხოლოდ თავის თავზე. კიდევ ერთხელ გააოცა ელენემ და კიდევ ერთხელ იამაყა მისით, მაგრამ ისევ დაეჭვდა ყველაფერში, რასაც მისთვის აკეთებდა და ისევ იგრძნო თავი დაუმსახურებლად.
-ელე, თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ, საერთოდ ყველაფერზე და ყველაზე, პატარა ბავშვივით გაახარა ქმრის სიტყვებმა დ კიდევ უფრო მიეხუტა.
-მაშინ თუ არ გვიბრაზდები წამოდი საჭმელი ვჭამოთ, ჩვენ გვშვია, მკლავები მოხვია მუცელს და ქმრის წინ სასაცილოდ გაიჯგიმა. ანდრეამ მომავალო მამობის სიხარული იგრძნო და ელენეს კიდევ ერთხელ მოხვია ხელი.
-უკვე მიყვარხართ... ახლა ცოლის ტუჩებმა არ მისცა დასრულების საშუალება.
***
-აი, მაგას გეფიცები შიგნით რომ გყავს თუ მესმოდეს შენი, ანდრეას უკვე ეღიმებოდა.
-როგორ შეგიძლია ვერ გაიგო, ანდრეა, უბრალოდ ჯერ არ ვთქვათ და მორჩა, რა პრობლემაა.
-ელენე, შვილი როგორ დავმალო, თან მუცელი გეტყობა უკვე.
-შენც თქვი რომ გავსუქდი, გოგონამ უდარდელად ჩაილაპარაკა და ჩაი მოსვა.
-ქალბატონო, ამიხსნი ახლა ყველაფერს თუ რა ვქნათ? არადა ხვდებოდა, ანდრეამ ზუსტად იცოდა რაც სჭირდა ელენეს, რატომ არავის ეუბნებოდა ორსულობაზე, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი რომ სხვა მიზეზიც არსებობდა, უფრო მსუბუქი და სასაცილო, ბავშვური და ლაღი, დაიჯერებდა ანდრეა მართლა დაიჯერებდა ამ წუთას ისე არ უნდოდა მძიმე ფიქრებზე გადასვლა.
-ცოტნე გადაირევა და ნიტა ცოდვაა, ჩუმად ჩაიბურტყუნა გოგონამ და ჩაის ჩააშტერდა. ამ მიზეზს არც სილაღე ჰქონდა და არც სიმსუბუქე, არაბული დაიძაბა.
-ცოტნე გაბრაზდება არგუმენტი არ მომწონს, ელენე, შენს ძმას არ იცნობ. როგორ შეიძლება ეწყინოს შენ ხომ შვილი გეყოლება. ბოლომდე ეცადა თუნდაც ელენესთვის შეემსუბუქებინა, მან ხომ იცოდა როგორ განიცდიდა მისი ცოლი. ის კი არ უნდა დამძიმებულიყო, არაფერს უნდა ჰქონოდა გავლენა მის ბედნიერებაზე ამ ქვეყნად.
-მე რომ მომშლოდა მუცელი იქ მაშინ რას იტყოდი?
-ნუ ამბობ, ანდრეა ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარა.
-ჯერ აცადე რა გონზე მოვიდეს, ხო ?
-შენდ ძმას გაუხარდება შენი კარგად ყოფნა, ელე, გეხვერწები არ ინერვიულო მაგაზე
-ანდრეა, ნუ ბავშვობ ახლა, ცოტნეს რომ თავი დავანებოთ ნიტა ცოდვა არაა, მერე სულ იფიქრებს ჩემი შვილიც შემეძლო გადამერჩინაო.
-ხო, ჯანდაბას, მაგრამ 2 კვირის ინტერვალი რას მოგცემს ასეთს?
-არვიცი, ისევ ჩაიბურტყუნა. ანდრეა მის წინ ჩაიმუხლა.
-როგორც შენ გინდა, ელე, ოღონდ არ ინერვიულო იცოდე, მუცელზე აკოცა და გაუღიმა. - იცი რას ვფიქრობ, მემგონი ისენი დაგეწყო, აი სასაცილო სახელი რომ აქვს, ანდრეა ახარხარდა.
-მიზეზობა, ანდრეა, ელენესაც გაეღიმა
-ჰო ეგ, ჩემი შვილი იზრდება, გოგოა თუ ბიჭი როდის უნდა გავიგო?
-დღეს ექიმს დავურეკავ და გავგებ ზუსტად, ჯერ საერთოდ არ მინახავს.
-მე მიცდიდი? ანდრეას თვალები გაუბრწყინდა.
-არა, რა სისულელეა, ისე მომინდა და არ წავედი, ელენემ კითხვის აბსურდულობა ვერ დაიჯერა. არაბულს გაუხარდა, ეგოისტურად და ძალიან.
***
მანამდე ეგონა, რომ ყურადღებიანი ქმარი ჰყავდა. ახლა მიხვდა რას ნიშნავს გყავდეს გიჟურად გახარებულ-შეყვარებული ქმარი. ელენე ყველა ზარში პოულობდა ბედნიერებას. ახარებდა, რომ ქმარს შეტყობინებების წერაც კი დააწყებინა. ლექციებზე, ქუჩაში, სახლში, ყველგან ურეკავდა. ლაშა ისე ექცეოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო და ეშინოდა არ დამემსხვრესო.
საშინლად ვერ იტანდა რომ ანის ვერაფერს ეუბნებოდა. ამისთვისაც თავისებური გამართლება ჰქონდა. თუ ეტყოდა, მაშინ ყველას ან არავის, არ უნდოდა მარტო ცოტნესთვის და ნიტასთვის რამე დაემალა. ხანდახან გაიფიქრედა ხოლმე რა აბსურდულად იქცეოდა, მაგრამ ასე უფრო ადვილი იყო. ელენეს მართლა აღარ უნდოდა რამე გაერთულებინა. იცოდა როგორ ეტკინებოდა უსიხარულობა რომ შეემჩნია ვინმეს თვალებში მის გამო, მითუმეტეს ცოტნეს თვალებში. მოენტრა კიდეც. მაგრამ მუცელი იზრდებოდა და ელენეს ზედების ზომაც. ცდილობდა დაემალა, მაგრამ ეტყობოდა.
თან ნიტა უნდა მოენახულებინათ, სულ დადიოდნენ მასთან. ლიზიკო უკვე იქ ელოდებოდათ და ანიმ კარზე რომ დააზარუნა ელენე მხოლოდ მაშინ ანერვიულდა, ხომ შეიძლებოდა ნიტას შეეტყო.
ოთახში რომ შევიდა მხოლოდ ამაზე ნერვიულობდა. საერთოდ ვერ წარმოედგინა რამე უარესი თუ შეიძლებოდა მომხდარიყო. ღიმილიანი შევიდა ოთახში.
-ელენე, პირველად ნიტას დაძაბულმა ხმამ მიიქცია მისი ყურადღება, მერე მისმა თვალებმა განგაშის ზარებს რომ სცემდა.
-ნიტა, როგორ ხარ? ელენე ვერაფერს მიხვდა რატომ იყვნენ ლიზიკო და ნიტა ასე დაძაბულები, ხმის ამოღებას ვერც ერთი ახერხებდა.
-ნიტა, შვილო, ვერ ვიპოვე ყავა, ოთახში კიდევ ერთი ქალი შემოვიდა. არც ისე ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი. ელენეს გაუაზრებლად გაახსენდა ცოტნეს სახის ნაკვთები და ლამის ჩაიკეცა. ნახვას ვერასდროს გაბედავდა, მაგრამ იცოდა ვინც იყო. უკვე თვეებია არ გახსენებია მამამისი. ახლა იძულებული იყო. ანდრეამ ისე მოიცვა მთელი მისი სამყარო ძველი გადაავიწყა. ფიქრებს თავი ვერ მოუყარა, როცა მზერა იგრძნო სხეულზე, საშინლად მწველი და არასწორი.
-გამარჯობათ, ანიმ ვითომ უხერხულობა განმუხტა.
-გაგიმარჯოთ, ახლა ახედა პირველად ელენემ და ყველაფერი ეტკინა ქალი ისეთი სევდიანი მზერით უყურებდა.
-ეს ანია, მათეს ცოლი, ახლა ლიზიკომ სცადა განმუხტვა, ეს ელენე...
-ვიცი, ანდრეას ცოლი, ცივი იყო სოფოს ხმა.
-გამარჯობათ, ელენეს რამე უნდა ეთქვა პირი უნდა გაეღო, თორემ დაიხრჩობოდა.
-დედაშენს გავხარ, ახლა მართლა გაახსენდა მთელი ბავშვობა. ის დღეც, პირველად რომ გააბრაზა მამისი და დედამისს ეჩხუბა, მაშინ უთხრა "უნდა გამეკეთებინა შენზე აბორტი და დათოსთვის არ დამეჯერებინაო" ელენეს ისე უნდოდა ეს მართლა ექნა დედამისს ახლა, ისე უნდოდა რომ ლამის აღარაფერში ამტყუნებდა. თავი ასწია და გვერდით გაიხედა. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, მაგრამ ცრემლებს საშუალება არ მისცა წამოსვლოდა.
რა ეგონა ასე რომ უახლოვდებოდა ერეკლეს და ცოტნეს ოჯახებს, ნუთუ წამით მაინც დაუშვა რომ ეს შეხვედრა არ მოხდებოდა, რომ არც ამ მზერას იგრძნობდა არასდროს და არც თავს დამნაშავედ, ისევ...
დაუფიქრებლად გადადგა უკან ნაბიჯი, მართლა უნდოდა გაქცეულიყო სადმე.
-ლამაზი ხარ, მაგრამ არ მეგონა ანდრეა ასე თუ შეცდებოდა, ყოველთვის ჭკვიანურ არჩევანს აკეთებდა, ელენე უცებ მიხვდა რომ სოფოსთვის ერთადერთი ობიექტი იყო, რომელზეც შეეძლო ბრაზი გადმოენთხია. ალბათ ხვდებოდა დათო მთელი ცხოვრება რომ ღალატობდა, შეუძლებელია ეს ქალმა არ იგრძნოს. თავში ყველაფერი აერია, ელენეს ცხოვრებას გავლენა არ უნდა მოეხდინა ანდრეაზე, ეს დაუშვებელი იყო.
-ანდრეა არაფერ შუაშია, გაბედა და ახედა, ოთახს თვალი მოავლო, გოგონები გაოგნებული სახეებით იდგნენ და ხან სოფოს უყურებდნენ, ხან ელენეს.
-როგორ შეგიძლიათ მასთან რაიმე სახის ურთიერთობა გქონდეთ? ლიზიკოს და ნიტას შეხედა სოფომ. ელენე ბრაზით აივსო, თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ დათოსა და ნატოს ცოდვებისთვის ის ვერ აგებდა პასუხს. ეს არასწორი იყო.
-შენ უფრო ჭკვიანი ხარ, როგორც ჩანს. გათხოვდი, თან კარგად. ანდრეასნაირი ბიჭის გასულელება არაა ადვილი, ელენე, ისეთი ღვარძლიანი იყო სოფოს ხმა ელენეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა.
-არ ვიმსახურებ ამ სიტყვებს, არც ანდრეა.
-არ იმსახურებს ქალბატონი, ჩემი ქმრის ხარჯზე რომ ცხოვრობდი მაშინ ხომ კარგი იყო? კი, ნამდვილად ელენეზე აპირებდა ჯავრის ყრას. -ლაღი, უზრუნველყოფილი ბავშვობა მამიკოს ფულებით, სოფომ გესლიანი ღიმილი შეანათა ელენეს.
-მე მის გვარს არ ვატარებ, არც მისი ფულებით მიცხოვრია და არც მასზე ვყოფილვარ დამოკიდებული არასდროს, მტიცედ ჩაილაპრაკა. მუცლის არეში რაღაც დაეჭიმა და გაიაზრებლად მოიხვია ხელი.
-იმედია ანდრეასია, ისევ გესლიანად გაიცინა ქალმა და ელენეს მოუნდა ყოფილიყო უზრდელი, თავხედი, უგრძნობი რომ მისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინა, ისეთი ზიზღით უყურებდა მუცელზე სოფო, რომ ორივე ხელი მაგრად შემოხვია, თითქოს ბავშვის დაცვას ცდილობდა.
-შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ, მე არაფერი დამიშავებია თქვენთვის, არც არასდროს მინოდა რამე ან თქვენგან ან დათოსგან. არც ანდრეა და არც ჩემი შვილი არ არიან დამნაშვეები თქვენს ოჯახურ უბედურებაში. ელენემ მტკიცედ ჩაილაპრაკა და მზერა გაუსწორა სოფოს. სახეზე სულ წამოწითლდა, მუცლის არეში ტკივილი ძლიერდებოდა, მაგრამ უფრო მწვავემ მიიპყრო მისი ყურადღება, არ შეუმჩნევია სოფო როგორ მოუახლოვდა, არც მოქნეული ხელი დაუნახავს, მაგრამ ცხადად იგრძნო ხუთივე თითი მარჯვენა ლოყაზე.
-რას აკეთებთ, ვერ გაიგეთ ორსულადაა, ანის აღშფოთებული ხმა აღმოხდა და ელენე გამოწია. ახლა გაანალიზა გოგონამ და ნიტას გახედა. თვალდაუხამხამებლად უყურებდა ელენეს მუცელს.
სოფომ უკან დაიხია, რაღაც ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა. ელენე საერთოდ ვეღარ ფიქრობდა, მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა.
-ელენე, ფერი არ გადევს, დაჯექი, ლიზიკომ ძალით დააჯინა.
-სულელო, რატომ არ გვითხარი, გილოცავ, პატარა გყავს, ანი გახარებული უსვამდა ხელს მუცელზე. ნიტას თვალებს ვერ აშორებდა ელენე. ელოდა როდის ამოხედავდა, იცოდა რა მძიმე იყო მისთვის ეს წუთები.
-ელე, გილოცავ, ბაია გეყოლება, ლიზიკოც მოუახლოვდა და გაუღიმა. რამდენის ხარ?
-სამის, ჩაილაპარაკა ელენემ და როგორც იქნა ამოხედ ნიტამ. ეძება, მაგრამ ვერ დაინახა მის თვალებში სიხარულის ნაკლებობა, ელენემაც გაიღიმა.
-ელე, როგორ არ გვითხარი, შენ რა გეგონა, რომ, ნიტამ თავი გადააქნია და გოგონას გაუღიმა, ლიზიკო ზუსტად მიხვდა რატომაც არ თქვა არაფერი.
-უნივერსიტეტში ამიტო არ დადიოდი ხო?
-ტოქსიკოზი მქონდა, ელენემ ისევ გაიღიმა, ვერ მოითმინა და ნიტას ჩაეხუტა.
-კი, მგრძნობიარეები ხდებიან ამ დროს, ლიზიკომ გაიცინა.
-ამას კიდე მომატება უნდა მგრძნობელობის? ანიმ გადაიკისკისა. ელენე ჯერ შოკიდან ვერ გამოსულიყო, ისევ ეწვოდა მარჯვენა ლოყა და ყოველ ჯერზე აეწვებოდა, რამდენჯერაც გაახსენდებოდა მისი წარმომავლობა.
ოთახში წინ და უკან დადიოდა. მაშინ ნერვიულობის ფონზე ყველაფერი გაცილებით იოლი ჩანდა, ახლა დამშვიდებულ გონებაზე ყველა წამი ნიტას სახლში სოფოსთან ერთად სხეულს ფხაჭნიდა. როგორ არ ეცადა, მაგრამ ვერაფრით დაივიწყა, წამითაც კი არ მოშორებია მისი ცივი, ღვარძლიანი ხმა. ელენეს არასდროს უნახავს სიძულვილი ადამიანის თვალებში, მხოლოდ უსიყვარულობას ამჩნევდა ხოლმე, მაგრამ ისეთი მკვეთრი ზიზღი იყო ქალის მზერაში რომ არ შემჩნევა შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ ელენე არა, ყველაფერი მასთან დაკავშირებული სძულდა სოფოს იმ წამს და ყველაზე მეტად ეს ტკენდა გოგონას. თითქოს ყველაფერს სვრიდა რასაც შეეხებოდა.
ბევრჯერ აიღო მობილური, ბევრჯერ აკრიბა და ბევრჯერ დააჭირა წითელ ღილაკს. ვერ ხვდებოდა რატომ არ რეკავდა ანდრეასთან. მთელი არსებით უნდოდა ახლა მსი ნახვა, მაგრამ რაღაც არ აძლევდა საშუალებას მოქცეულიყო ისე, როგორც უნდოდა. ვერაფრით გამოიცნო რა და შეძულდა, ანდრეას სამსახური შეძულდა მისგან შორს ყოფნას რომ აიძლებდა, შეძულდა რომ დროის უმეტეს ნაწლს მის გარეშე ატარებდა და შეეშინდა რომ მის შვილსაც დღეგამოშვებით ეყოლებოდა მამა.
ლოყებზე სისველე რომ იგრძნო საშინლად შერცხვა. მისი სისუტის მოერიდა და მომდევნო ნაკადს საშუალება არ მისცა თვალის ზღუდეს გამოსცილებოდა. დაუყოვნებლივ მოიშორე ფიქრები და წამიერ სისუსტეს მიაწერა, მას ხომ მართლა ყველაფერი ანდრეასთან დაკავშირებული ისე უყვარდა და ისე გრძნობდა, როგორც თვითონ ანდრეა. ელენესთვის მისი ქმარი, დანაშაულთან მებრძოლი, გმირი იყო და რეალურად ამაყობდა მისით ყველაზე მეტად. მაგრამ რთულია, ძალიან რთულია მარტომ ებრძლო რაღაც აბსტრაქტულს და გამარჯვების გწამდეს.
***
გაუაზრებლად გადმოეღვარა თვალებიდან ღიმილი კარის ზღურბლთან რომ ცოტნე დაინახა. მართლა მოენატრა, ცოტნე "ცოტნესნაირი" იყო ელენესთვის. ახლა ორი ძმა ჰყავდა და ორივე განსხვავებული სიყვარულით უყვარდა. წამში მიხვდა უკვე რამდენი ხნის ნაპატიები ჰქონდა ის სიტყვები და დაეტყო გულუბრყვილო სიხარული.
-მე და შენ მართლა ერთნაირი თვალები გვაქვს, მაგრამ მასე ნუ მიყურებ ჩემი თავი ღმერთი მგონია, ცოტნემ შუბლზე აკოცა და სახლში შემოვიდა.
-თავმდაბლობ, როგორც ყოველთვის.
-ჩემი თვალები და ერეკლეს ენა, საინტერესო კომბინაციაა, სავარძელში მოკალათდა და დას გაუღიმა. -ძალიან ცუდი გოგო ხარ, თავი გადააქნია ცოტნემ.
-თვალების გარდა კიდევ გვაქვს რაღა საერთო, ეს კარგია, ელენემაც გაუღიმა.
-იმედია ანდრეას დაესგავსება თორემ სამს რა აგიტანთ, ელენე გაიტრუნა და თვალი აარიდა, ძალიან არ უნდოდა დაენახა რამე შეუფერებელი. -ელე, ვიცი ჩემი ბრალია, ენას პირში ვერ ვიტევ და ემოციას სხეულში, ამას ვერაფერს ვშველი, თან ჩვენ არც ისე დიდი დრო გვქონდა ერთმანეთის გასაცნობად, მაგრამ მინდა, რომ გჯეროდეს, არა, უნდა გჯეროდეს მე არასდროს არ მომინდება, თუნდაც წამით და თუნდაც მაშინ როცა რაღაც საშინელი ძვალს გიღრღნის შენ ცუდად იყო. ამიტომ კი არ გთხოვ, მოვითხოვ შენგან ვიყო შენი ცხოვრების ნაწილი.
არა, ახლა არ იტირებდა, რა სისულელეა, მაგრამ ღიმილს მაინც გადმოყვა ცრემლი თვალიდან.
-იცი როგორ მიყვარხარ, ცოტნე. ძმას მაგრად ჩაეხუტა და მთელს დედამიწას გაუღიმა.
-დიდი ბოდიში დედაჩემის გამო, ყურშ ძალიან ჩუმად ჩასჩურჩულა. ელენემ ლოყაზე აკოცა და ისევ გაუღიმა. თუნდაც ყოველდღე ეყურებინა სოფოს ზიზღიანი მზერისთის მისი ძმებით შექმნილი ოჯახი ამად ღირდა. ~
***
-ელე, აიღე ყურმილი, იქნებ ანდრეაა, ცოტნემ ყავა მოსვა და მობილური გაუწოდა.
-გისმენთ
-გამარჯობა, ელენე, ანდრეა არ იყო. მთელი სხეულიდან წამოსული სისხლი თითქოს მარკვენა ხელის თითებს მოაწვა, მობილურს ხელი მოუჭირა.
-რომელი ხარ? როგორ არ უნდოდა ხმა არ გამტყდარიყო, მაგრამ ვერ მოახერხა შენარჩუნება.
-რა თქმა უნდა, მიცანი, ძვირფასო, მომავალ ბედნიერებას გილოცავ, მაგრამ უკვე ჯერ არ დაბადებულიც ხომ ბედნიერებაა. საჩუქარი დაგიტოვე კართან, ბედნიერ დედობას გისურვებ. ახლა ღიმილის გარეშე წამოუვიდა ცრემლები, ცოტნემ მობილური გამოართვა, მაგრამ უკვე გაბმული ზარი ისმოდა.
-ელენე, ვინ იყო, ელენე, გოგონა ფეხზე წამოხტა, საუკუნეზე მეტი გავიდა სანამ კარს გააღებდა. აუცილებლად უნდა ენახა, რაც არ უნდა ყოფილიყო. დიდი კალათით ათასნაირი ტკბილეულობა დახვდა ლამაზად გაბანტული, შვებით ამოისუნთქა ღმერთმა იცის რამდენი საშინელება წარმოიდგინა საჩუქარში. ისტერიული ტირილი აუვარდა და იგრძნო როგორ ჩაიკრა ძლიერმა სხეულმა გულში. ცოტნემ არ იცოდა რა უნდა ექნა, საერთოდ ვერაფერს ვერ მიხვდა.
-არ შეეხო, ელენემ დაუყვირა როცა ბანტის გახსნა სცადა ცოტნემ.
-ვინ იყო?
-დარწმუნებული ვარ რომ ის ნიღბიანი, ცოტნე, ამ წუთას მობილურით ველაპარაკე.
***
ფიზიკურად ტკენდა შეშინებული ცოლი. ემოციები ვეღარსად მიჰქონდა და თავს ვერაფერს შველიდა. ზუსტად იცოდა დაცულად მხოლოდ მასთან რომ იგრძობდა თავს და ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ბეჭებზე დააწვა. არ უნდა მიეღწია ელენემდე და მათ შვილამდე, არ უნდა ჰქონოდა ამხელა გავლენე წარსულის ნარჩნებს და ანდრეა ახლა ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ასე სჭირდებოდა მის ოჯახს და მათ მომავალს, ასე სჭირდებოდა ელენეს. ანდრეამ თითქოს სწორი მიმართულებით შეუხვია.
***
ამბობენ ადამიანს სიძლიერეს და ბრძოლის უნარიანობას ოჯახი აძლევსო, რეალურად კი ყველაფერი შიშიდან იწყება. ანდრეას შეეშინდა ელენეს ცრემლიანი თვალების და მაგრად შემოჭერილი მკლავების მუცელზე, სამყაროსგან თითქმის გათიშული რომ იყო. შეეშინდა რომ დაუკარგავდა ცოლს თავის მეობას, რომ ვერასდროს დაინახავდა გადმოღვრილ ღიმილს თვალებიდან და ამ შიშმა აიძულა თვითონ ყოფილიყო უფრო ხალისიანი. რომ ახლა თვითონ ეზრუნა ცოლის (და შვილის) ხასიათზე და არ მიეცა მისთვის ნება ეფიქრა რომ იყო მეორეხარისხოვანი, რადგან მართლა ელენე ყველაფერი იყო და ყველაფერი იყო ელენესთვის.
სასაცილო კომბინაციააა, წარმოუდგენელიც, იყო ბედნიერი და თან შეშინებული. ისიც მხოლოდ უკვე ფორმიანი სხეულის გამო, რომელიც იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ანდრეას ელენეს ორსულობაც არ ჰყოფნიდა. ეშინოდა რომ რამე დაუშავდებოდა თუნდაც ნერვიულობით და ეს საკმარისი იყო ყოფილიყო თვითონ უფრო ძლიერი რომ ცხოვრებისთვის წამები მოეპარა, ბედნიერება სულ მცირე დეტალშიც დაეჭირა, ოღონდ დაენახა , სულ დაენახა ის პატარა სხივი ცოლის თვალებში რომელიც სიცოცხლის საშუალებას აძლევდა, დაენახა, რომ იყო მნიშვნელოვანი, იყო ოჯახი მათთვის.
გგონიათ ცუდის მოლოდინში არ შეიძლება ბედნიერი იყო?! შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, როცა გვერდით დასაყრდენი გყავს. ვინც შენთვის ყველაფერს გააკეთებს, დაგიცავს, ეყვარები და გაგრძნობინებს რომ არ ხარ მარტო. ანდრეა უფრო აბედნიერებდა ელენეს, ვიდრე ოდესმე. ეგოისტურად ახარებდა ის თუ როგორ ენერვიულებოდა მასზე ანდრეას. როგორ ეფერებოდა ხოლმე მის მუცელს ღამე და ელაპარაკებოდა ჯერ არ დაბადებულ შვილს. აბედნიერებდა რომ ანდრეამაც დაიწყო ბედნიერების რეალურად, ძირფესვიანად აღქმა. ელენემ თითქოს ნათლად დაინახა როგორ სამუდამოდ ეწებებოდა ერთმანეთს პატარა ნაწილაკები ანდრეაში.
***
-ელენე, გამარჯობა, კარის ზღურბლთან მდგარი ახალგაზრდა თვალებით რამდენჯერმა გაზომა, ბოლოს მაინც გვერდით გადგა და სახლში შემოუშვა.
-როგორ ხარ, ვასო? იცოდა რომ ანდრეა გარაზდებოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით გააგდებდა.
-გილოცავ ყველაფერს, ეს შენ, ვარდების თაიგული გაუწოდა და გაუღიმა, ელენესაც გაეღიმა.
-არ იყო საჭირო, მადლობა.
-გოგოა თუ ბიჭი?
-ჯერ არ ვიცი, საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს, ეთქვა ბოლოს და ბოლოს რაც უნდოდა.
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი, იმედია შენი ქმარი არ გამიბრაზდება.
-ანდრეა გაიგებს, ვასო, ელენემ თავის თავს უთხრა და სტუმარს დაჯდომა შესთავაზა.
-მე მინდა, რომ მეგობრები ვიყოთ. ვიცი რა სისულელე იყო ჩემი საქციელი მაშინ, მაგრამ თავში მიქრიდა, შენც ხომ იცი რომ...
-მესმის, მართლა, მიხარია გონზე რომ მოდი, ელენეს ლაღად გაეღიმა. ვასომაც ამოისუნთქა და სახეზე სულ ოდნავ გაწითლდა.
-ანუ შენ და ანიმ... კაი რა, ელენე, პოლიციელი ქმრები?
-დეტექტივი, ელენემ წარბები აწკიპა და ისევ გაიღიმა, ახლა უკვე მანაც ამოისუნთქა. კიდევ დიდ ხანს იყო ვასო მასთან. ყველაფერი მოუყვა გერმანიაზე, მის პროფესიაზე, ახალ სამასახურზე და საცოლეზეც კი. ვასოს მეგობარი სჭირდებოდა, ელენეს კი განტვირთვა, თანაც მან ხომ იცოდა რომ ეს ბიჭი იმსახურებდა პატიებას, რაღაც პატარა ბავშვური სიყვარულისგან გახელებული მცდელობის გამო.
***
გაშტერებული უყურებდა ვარდებს და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. საშინლად არ უნდოდა ქმართან სულ პატარა კამათი მაინც, მაგრამ რომ გადაეყარა ტყუილის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო. ანდრეა კი გაიგებდა, აუცილებლად.
-მოვედი, ელე, კარიდან დაიძახა ანდრეამ და ღიმილიანი შევიდა ოთახში. ელენემ კისერზე ხელები მოხვია და აკოცა. ანდრეას მზერას წამში მოხვდა თეთრი ვარდების ლამაზი თაიგული ლარნაკში.
-სტუმარი გყავდა? ცალი წარბი აწია ზემოთ.
-ხო, ელენეს ოდნავ გაეღიმა.
-ვინ იყო? ლამის დააჭკნო ყვავილები ისე გახედა.
-ჩემი კლასელი, ვასო, ელენემ პაუზის გარეშე ჩაილაპრაკა.
-ვასო, ის ვასო? ახლა უკვე ორივე წარბი აწია ზემოთ, ელენემ ვერაფრით შეძლო სიცილის შეკავება ანდრეას შესამჩნევ ეჭვიანობაზე.
-ხო ის ვასო, გათხოვება მომილოცა და...
-და რა, ელენე? არა, ახლა ეს მკაცრი ტონიც ვერ გაუფუჭებდა ხასიათს.
-და ბოდიში მომიხადა, ბავშური, სულელური, საქციელის გამო.
-ეგ ბავშვური და სულელური საქციელი კანონით ისჯება, იცი შენ? აღარ ნახო მეტჯერ, თუ რამე მე დაველაპრაკები, ელენე სულ ცოტათი დაიძაბა.
-არ შემიძლია, ანდრეას ყურებს ვერ დაუჯერა.
-რას ქვია არ შეგიძლია.
-ვერ ვეტყვი ჩემი ქმრის ეჭვიანობის გამო გამარჯობას აღარ გეტყვითქო.
-ამას ვერავის ვერ ეტყვი, თუ კონკრეტულად ვასოს?
-ანდრეა, ცოტათი ზედმეტი მოგდის, თანაც ცოლი მოყავს, გეუბნები უბრალოდ როგორც კლასელმა ისე მომილოცა და მითხრა ბავშვური სისულელეები დავივიწყოთო.
-ხო და შენც უთხარი რომ ვერ დაივიწყებ.
-უკვე ვუთხარი რომ დავივიწყე, ანდრეას თვალებში განგაშის სიგნალები აენთო.
-ოოოო, შენთან ხო არ შეიძლება რაიმეს გართულებების გარეშე მოგვარება რააა... დავალებული ვასოსთან და არ შემიძლია ცუდად მოვექცე. მან ისეთი რაღაც...
-ელენე, რა ხდება? ანდრეა დათბა და ცოლს გვერდით მიუჯდა.
-მამაჩემზე და დედაჩემზე რომ გავიგე ვიყავი მეთერთმეტე კლასში. არც ისე სასიამოვნო იყო იმის ცოდნა რომ სხვა ოჯახი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენ, არც იმის დედაჩემი უპრობლემოდ რომ თანხმდებოდა მის საყვარლობას. მაშინ გული საშინლად ამიცრუვდა ყველაფერზე. მეამბოხე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა რაღაც შემეცვალა, მინდოდა ჩემს გარშემო ყველაფერი სწორად ყოფილიყო და ღალატში არ მეცხოვრა. იმ წელს ექვსკურსიაზე წავედით ზღვაზე. მხოლოდ დედას ვუთხარი დათოსთვის არაფერი მითქვამს. ძალიან გაბრაზდა, მამობის პრეტენზია სულ ქონდა და რომ დამირეკა სახლში დაბრუნება მომთხოვა. მითხრა მანქანას გამოგიგზავნიო. მე წინააღმდეგი ვიყავი საერთოდ ყოფილიყო რაზმაძე ჩემს ცხოვრებაში.
შეიძლება ვერ გაიგო, მაგრამ იმ პატარა კლდის წვერზე, რომ დავდექი უცნაური თავისულება ვიგრძენი, თითქოს ბეჭებზე არაფერი მაწვებოდა. ანდრეა, შენს თავს გეფიცები, არ მინდოდა, ამაზე არც მიფიქრია მაშინ, უბრალოდ მინდოდა ეს თავისუფლება არ გამქრალიყო და როგორც კი ჩემს გარშემო ამ ატმოსფერომ გაფანტვა დაიწყო გადავხტი. წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო დაშვების მომენტი, მაშინ ბედნიერი ვიყავი, სანამ სხეულზე სისველე არ ვიგრძენი და გამახსენდა რომ ფრენა არ ვიცოდი, სხვათაშორის არც ცურვა. არ ვნერვიულობდი საერთოდ უბრალოდ თანდათან წყალში ვიძირებოდი. ფილტვების წვასაც ვგრძნობდი, მაგრამ მიჩქმალული იყო. ვასომ გადამარჩინა. არა მხოლოდ დახრჩობას, მან მე მასწავლა რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობთ. დამანახვა, რომ მე პასუხისმგბლობა მაკისრია ყველა ჩემი ნაცნობის, მეგობრის წინაშე. უპრობლემოდ და გაუცნობიერებლად ვიყავი მზად მოვმკვდარიყავი. ვასომ იცოდა რომ არ გადავვარდნილვარ, მაგრამ არ გაამხილა. მხოლოდ ის მითხრა რომ უპასუხისმგებლო ვიყავი და ეგოისტი. მართალი მითხრა, მას ყველზე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რომ მე ახლა ასეთი ვარ, ის დამემხმარა სულიერად გავზრდილიყავი. ამიტომ ვერ ვეტყვი შენთან ურთიერთობა არ მინდათქო, ისევ ეგოისტურად ვერ მოვიქცევი, ანდრეა.
ელენე თვალებში ვერ უყურებდა ქმარს, იცოდა ეს ანდრეაზე როგორც მოქმედებდა. დამშვიდდა როცა ქმარმა ჩაიხუტა და მისი ტუჩები იგრძნო კისერზე. ნაზად მოეფერა ცოლს და ამით ყველაფერი უთხრა. რომ არასდროს შეუშლიდა ხელს სამართლიანად მოქცევაში, რომ არ დააყენებდა არჩევნის წინაშე და არ აიძულებდა უარესი გამხდარიყო, რომ ისიც შეუწყობდა ხელს ელენეს სულიერად გაზრდას. აგრძნობინა, რომ მისი სიძლიერე ეამაყებოდა და ის ღირდა გაეძლო ყველაფრისთვის ამ ქვეყნად. მხოლოდ ის დამალა გულის სიღრმაში როგორ მოუნდა ერთი ხელის მოსმით განადგურებინა ყველაფერი, რაც მის ცოლს აიძულებდა თავი ცუდად ეგრძნო, თუნდაც მამამისი, თუნდაც მთელი ქვეყანა, რომ ელენეს გარშემო არასდროს არ გამქრალიყო თავისუფლების გრძნობა.
-იმედია გამაცნობ მაინც, მხიარული ნოტები გაისმა ანდრეას ხმაში და ცოლს კიდევ ერთხელ აკოცა. ელენეს ანდრეასი სჯეროდა და აბედნიერებდა ასეთი რომ ჰყავდა. ყოველთვის რომ ესმოდა და უყვარდა ისეთი როგორიც იყო.

***
-აუ გთხოვ რა გაიგე სქესი, ელენე, გეხვერწები რაა... ცოტნე ლამის მუხლებზე დადგა.
-არა, ცოტნე, მე და ანდრეამ გადავწყვიტეთ, ხომ გითხარი, ცოტაც და ახარხარდებოდა.
-რა უგულოები ხართ, 6 თვის ხარ და როგორ არ გაინტერესებს მითხარი?
-დამანებე თავი, ცოტნე, ანდრეა, უთხარი რამე !
-დაანებე ჩემს ცოლს თავი, ანდრეა უკნიდან ჩაეხუტა და მუცელზე მოეფერა.
-იცოდე მე ვეტყვი ექიმს ძალით გითხრათ, ცოტნე სასაცილოდ იმუქრებოდა.
-კაი არ გადამრიო, ელენეს გაეცინა.
-მალე დავბრუნდებით, გპირდები! თვალი ჩაუკრა ცოლს და ბოლოჯერ აკოცა.
ელენე სიმძიმეს და დაძაბულობას ეძებდა ანდრეას გარშემო, მაგრამ ვერ მიაგნო. კმაყოფილმა გაუღიმა სივრცეს და თვითონაც მოეფერა მუცელს. გრძნობდა ცვლილებას მის ქმარში და ეს იმაზე მეტად ახარებდა, ვიდრე ამის წარმოიდგენა ოდესმა შეეძლო.
-ვიცოდი, რომ რაღაც დაგრჩებოდათ, კარს იქით გასძახა, სანამ გააღებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, იქ არც ანდრეა იყო და არც ცოტნე. ვიღაც სხვა, ბოროტი თვალებით და ირონიული ღიმილით.
-ფეხმძიმობა მოგხდენია, ხმა... ელენემ დარტყმა იგრძნო მუცელში, მაშინ პირველად იფიქრა რომ მისი შვილი ბიჭი იყო. თავი ყველანაირად შეიკავა რომ ცრემლები არ წამოსვლოდა, სისუსტე არ დაენახვებინა. ისიც კი დაიჯერა რომ არაფერს დაუშავებდა.
-წასულები არიან და დააგვიანდებათ, ელენე, სუნთქვა შეუკრა მისმა ხმამ. თითქოს ბგერები სხეულზე შემოეხვია და ფხაჭნა დაუწყო.
-რა გინდა?
-კიდევ ერთი საჩუქარი მაქვს შენთვის, შიგ თვალებში ჩახედა და უცნობმა კმაყოფილად გაიღიმა, ელენე მიხვდა, რომ შიში დაეტყო.
-დიდი მადლობა ასე რომ წუხდები, მაგრამ მართლა არ არის საჭირო, აქ მეორეჯერ იგრძნო დარტყმა და ამან გააძლიერა. მუხლებიც მოეკვეთა და უცებ ვერ მოიფიქრა აკანკალებული ხელები სად შეეჩურთა.
-გაბედული ხარ, გოგონა, ისე ანდრეას ასე რატომ უმართლებს ა? სულ არ იმსახურებს მე თუ მკითხავ.
-არ გეკითხები არაფერს, ელენე აგრესიული გახდა. მობილურს დაუწყო ძებნა თვალებით. დაინახა... ისე დაიძრა მისკენ რომ უცნობისთვის მზერა არ მოუშორებია.
-მეგონა საჩუქრით გაგახარებდი, რომ იცოდე რამდენი ვიწვალე.
-წარმომიდგენია, ძალიან ვწუხვარ ფუჭი რომ იყო. დაინახა მის ხელში უცხო სხეული, ისეთი სისწაფით წავიდა ელენესკენ რომ გოგონამ უკან დახევაც ვერ მოახერხა. თვალები ცრემლებით აევსო ხელზე ისე მოუჭირა. გამაყრუებელი იყო მობილურის შელეწვის ხმა კედელზე, იმედიც დაიმსხვრა და ელენე საკუთარი თავის ანაბარა დარჩა. ისევ მარტო.
-მე შენი არ მეშინია, თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა ასე, მაგრამ მართლა არ ეშინოდა ახლა.
-ჩემი ყველას ეშინია, შენს ანდრესაც კი, და არ დაგიმალავ ეს საოცრად სასიამოვნოა.
-მე არ მეშინია, ელენემ თვალები უტიფრდ გაუსწორა. ახლა მხოლოდ ერთი რამ ჭირდებოდა - დრო.
-გამაცინე პატარა ქალბატონო.
-მითხარი, რატომ კლავ? არასულფასოვნების კომპლექსი? ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყავი? თუ უბრალოდ სადისტი ხარ? ელენეს საკუთარი თავის შეეშინდა, რადგან იგრძნო ბავშვის დასაცავად ყველაფერზე იყო წამსვლელი, აბსლოლუტურად ყველაფერზე.
-ბევრს ლაპარაკობ, მოარტყა, მიხვდა, დროს მოიგებდა.
-ცუდი მშობლები გყავდა? მამიკო დედიკოს სცემდა და არც შენ გინდობდა? ელენეს ხმა საშინლად უდარდელი იყო?
-არ გეხება.
-მე არ ვარ შენი დედიკოსნაირი სუსტი, არ დავუშვებ ჩემს შვილს რამე დაუშავო.
შეკრთა როცა უცნობმა ხარხარი დაიწყო, არ ელოდა, ეგონა სიტუაციას აკონტროლებდა.
-რა სასაცილო ხარ... გგონია შენ ან შენი ეს რამეში მჭირდებით? ელენე სულ მთლად დაიბნა.
-მე არ დამიპატიჟებიხარ თუ არ გჭირდები
-შენი ქმარი ბევრად უკეთესი მოწინააღმდეგეა, ლამაზო, უცნობმა თვალი ჩაუკრა და ისევ მისკენ დაიძრა. ხელზე ისევ მოუჭირა და მაგიდისკენ წაათრია, პირდაპირ ლეპტოპის წინ დააჯინა. ელენე გაოგნებული უყურებდა, პანიკაში ვარდებოდა, მუცლის არეში უკვე ტკივილს გრძნობდა.
-ამას უყურებ, ძვირფასო, შეგიძლია მერე ანდრეასაც მოუყვე...
-არ მინდა ხელი გამიშვი, ადგომა სცადა, მაგრამ სკამზე ისევ დაახეთქა, ტკივილი გამწვავდა, ელენეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
***
თავიდან ჩვეულებრივი ფილმივით დაიწყო, არაფერი განსაკუთრებული, ტიტრები ამოვიდა და ეკრანზე სახეები გაჩნდა. მერე მოქმედებები... ელენე ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. რაღაც ხმა ესმოდა, მაგრამ ვისი იყო ვერ არკვევდა, მხოლოდ ცოტა ხნის მერე მიხვდა რომ თვითონ ყვიროდა. ძალიან უნდოდა, სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, მაგრამ თვალს ვერ აშორებდა. იმედიანად უყურებდა რომ ეს უკანასკნელი მაინც არ მოკვდებოდა, რომ ის გადარჩებოდა და ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. მერე ნაცნობი სახე დაინახა, მხოლოდ ფოტოდან იცნობდა ,მაგრამ მაინც მიხვდა. ხმის და ცრემლების შეკავება შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველაფერი გაიაზრა, ქრონოლოგიურად დააწყო მოვლენები და გული შეეკუმშვა, სუნთქვა შეუწყდა თითქოს არსებობა შეწყვიტა, მაგრამ ეს ბოლო არ მომკვდარა, ფილმი დაუსრულებელი იყო. ეკრანი გაშავდა და ელენემ ვერ გაიაზრა რომ დამთავრდა. წარმოუდგენლად რთული იყო ამის დაჯერება, მაგრამ კიდე უფრო დაუჯერებლობა. სისუსტეს გრძნობდა მხოლოდ. ირგვლივ რომ მიმოიხედა ოთახში მარტო იყო. ცოტა ხნის მერე გაახსენდა რომ უნდა ესუნთქა, თვალწინ ნანახი სურათები იყო, სადაც გაიხედავდა მოკლული გოგონების სახეეებს ხედავდა, სიშავეშიც და სითეთრეშიც ერთნაირ საშინელებას ხედავდა. მაგიდას ხელი დაარტყა და გულის გამაწვრილებლად იყვირა, ვინმეს გაეგონა, ვინმე უნდა მოსულიყო. ასე მარტო ვერ შეძლებდა, ვერ მოერეოდა, ვერ გადაიტანდა... სულ მთლად კანკალებდა, ახლა გვერდზე გახედვისაც ეშინოდა, კიდევ რომ დაენახა ის უცნობი იცოდა რომ შეიშლებოდა შიშისგან. სახლში ვერ ჩერდებოდა და გასვლა აუცილებელი იყო. თავიდან ვერ მიხვდა რატომ ამოიღო დისკი ლეპტოპიდან, მერე ხელი მოუჭირა და გადატეხა, კიდევ გაიმეორე და კიდევ, ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, სანამ ხელი არ დაუსერა და სისხლი არ იგრძნო. ფიზიკური ტკივილი ესიამოვნა, შინაგანმა გაუსაძლისობამ ოდნავ უკან დახია. რაც ძალი და ღონე ჰქონდა ხელი მოუჭირა დამსხვრეულ დისკს, იგრძნო როგორ შევიდა კანში მისი ბასრი წვეროები და კიდევ უფრო მოუჭირა. სახლიდან როდის გამოვიდა არ გაუაზრებია, მხოლოდ იგრძნო რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა და ბაღში შევიდა, ხის ძირში დაჯდა, ფიქრი არ უნდოდა, ნანახი ჯერ კიდევ ტკენდა, აშიშვლებდა მის ყველა შინაგან შიშს და გაუსაძლისად ტანჯავდა. თავის მორევაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ზღვარი, რასაც მხოლოდ მაშინ შეიძლება გადასცდე თუ ყველა შინაგანი ემოცია არის ზღვარგადასულად გაუსაძლისი. ელენე ზღვარზე იყო და სულ რამდენიმე ნაბიჯი აკლდა, იცოდა შეიშლებოდა, ნორმალურად აზროვნებას ვეღარასდროს შეძლებდა, იცოდა და ვერაფერს შველიდა საკუთარ თავს. შინაგანი ტკივილი გარეთ გამოჰქონდა, ხელს რაც შეიძლებოდა მაგრად უჭერდა დისკის ნამსხვრევებს და წინ და უკან მონოტონურად ირხეოდა.
***
ტვინში სისხლი ჩაექცა და კატასტროფის მოახლოვება იგრძნო საკუთარ თავზე. რამდენიმე წამი დასჭირდა სანამ წაკითხულ შეტყობინებას თვალი აღიქვამდა და ტვინი გაანალიზებას შეძლებდა.
-სახლში წადი ჩემთან, მათე, ხმა იყო განადგურებული და დანაწევრებული. მათემ განძრევაც ვერ მოახერხა.
-დროზე, დაძარი ამის დედა ვატირე, ელენე მარტოა იქ. ცოტნე სასწარაფოს დაურეკე და ჩემთან მივიდეს, ჩქარა, ანდრეა უკვე ღრიალებდა. ერეკლემ ხელიდან გამოგლიჯა მობილური და სახეზე სილურჯემ გადაკრა. მათეს საჭეზე მოჭერილი ხელები უკანკალებდა და ძლივს იმორჩილებდა თავს. რამდნემე წუთში ადგილზე იყვნენ. შორიდანვე დაინახა ღია კარები. ოთხივე გაიქცა სახლისკენ.
-ელენე, ანდრეამ უკვე მერამდენედ დაიღრიალა და ისევ ვერ გაიგო საპასუხო ძახილი.
-გარეთ მოვძებნი მათე ბაღში შევიდა, ამასობაში სასწრაფოც მოვიდა. გრძნობა რომ მისი მეგობრის სიცოცხლე დამოკიდებული იყო იმაზე ახლა ელენეს მიაგნებდნენ თუ არა, მუხლები ეკვეთებოდა მათეს და მაინც ცდილობდა სიძლიერე შეენარჩუნებინა. ლამის თვითონაც წაიქცა ხის ძირში მჯდარი ელენე რომ დაინახა. გონზე იყო, მაგრამ არ იყო, მარჯვენა ხელი სულ წითლად ჰქონდა შეღებილი.
-ანდრეა, ხმა ჩაუწყდა პირველად, ამიტომ მეორედ დაიძახა,მერე მესამედაც და მეოთხედაც.
ცოტნემ და ერეკელმ ნაბიჯის გადმოდგმა ვეღარ შეძლეს და შორიახლოს გაჩერდნენ. ანდრეა ადგილზე შეირყა, რა უნდა ეთქვა, ელენე სადღაც იყურებოდა და მის გარშემო ვერავის გრძნობდა.
-ელე, ანდრეამ ხმადაბლა დაუძახა და რეაქცია საერთოდ ვერ შეამჩნია ცოლს, მერე უფრო ხმამაღლა ხელიც შეახო. გოგონამ ხელი აიქნია და ანდრეას სახეში მოხვდა. ელენეს არეულმა თვალებმა სულ მთლად არიეს არაბული. გაქცევა სცადა გოგონამ, მაგრამ დეტექტივმა დაიჭირა.
-გამიშვი, გამიშვი, თავი დამანებე, არა უფლებას არ მოგცემთ, დამანებე ... ელენე ბოლო ხმაზე ყვიროდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და გათავისუფლებას ცდილობდა. ანდრეა მიხვდა რომ ვერ იცნო.
-ელე, მე ვარ, გთხოვ, ელენე, მკლავებში ხელი მოჰკიდა და შეანჯღრია, მხედველობა ნელ-ნელა დაეწმინდა, აურზაურის ნაცვლად ცრემლიანი შიში ჩაუდგა თვალებში და ხმამაღლა ატირდა.
-ანდრეა, როგორც იქნა, ანდრეა, შენ... რომ იცოდე... მე.. გეხვერწები წავიდეთ აქედან. ელენე ხელს მარწუხებივით უჭერდა ქმარს კისერზე, ცდილობდა თავისთან ეგრძნო და უსაფრთხოება უნდოდა. ახლა ანდრეა უყურებდა გაუზრებელ სივრცეს.
-ექიმი მოიყვანე, მათე. ცოტნემ როგორც იქნა ხმა ამოიღო. ელენეს მარჯვენა ხელი გააშლევინა და მზერა დაებინდა, გოგონამ სცადა თავი შეეკავებინა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა, დაღლილი იყო.
-წავედით, ჩქარა. ერეკლემ ანდრეას უბიძგა, არაბულმა ცოლი ხელში აიყვანა და სასწარაფოშიც მასთან ერთად ჩაჯდა. ხელიც თვითონ გადაუხვია და წამით არ მოაშორა მზერა. ყოველ წამს ამოწმებდა ემოციებს ელენეს სახეზე.
***
-რა გინდათ ამ გოგოსგან ერთი გამაგებინეთ, გამაგიჟებთ მე თქვენ. ეს როგორ შეიძლება, არ მჯერა, როგორ მოხდა... ცოფებს ყრიდა ანდრეას მამა. ანდრეამ საავადმყოფოს თეთრ კედელზე შავი წერტილი აღმოაჩინა და თვალი ვერ მოაშორა მას. გრძნობებს ეძებდა საკუთარ თავში.
-კარგადაა, ექიმმა კარებიდან იყვირა, ანდრეამ გრძნობებიც იპოვა და საკუთარი თავიც. -ფიზიკური ძალადობის კვალი საერთოდ არ არის. ხელი აქვს მხოლოდ დაზიანებული, უმნიშვნელოდ.
-ბავშვი? ანდრეამ სუნთქვას ამოაყოლა.
-სისხლდენა ჰქონდა, მაგრამ მცირე, ამიტომ ისიც კარგადაა. რამდენიმე დღე მოუწევს წოლა, მაგრამ ორივე კარგად იქნებიან, ანდრეა. რა მოხდა არ იცით?
-ჯერ არაფერი, ცოტნემ ჩაილაპარაკა და მეგობარს გახედა. ანდრეა პალატისკენ წავიდა. მგონი ვიღაცამ თქვა შესვლა არ შეიძლებაო, მაგრამ არც გაუგონია, ანდა რა მნიშვნელობა ჰქონდა.
ელენეს ეძინა. სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა დაღლილობა. მარჯვენა ხელის გულზე ნაზად აკოცა ანდრეამ და თავი მკერდზე დაადო. თავიდან ვერ მიხვდა რას აკეთებდა, მაგრამ მერე გააცნობიერა რაც სჭირდებოდა. არაბული ცოლის გულის ცემას უსმენდა. ამ ხმაზე იყო დამოკიდებული ანდრეას გარშემო ყველაფრის და თვითონ ანდრეას არსებობაც. ის იყო მისი ცხოვრების მიზანიც, რომ ეს ხმა არ შემწყდარიყო. არაბულმა თავისი თავი ამ ხმის გარშემო გააერთიანა და თუ არ იქნებოდა ის, არ იქნებოდა არც არაბული.
^^^
სულ ტყუილად ჰქონდა იმედი, რომ გამოფხიზლებულ ელენეში სიცოცხლის კვალს დაინახავდა. ანდრეა იმედებს ეპოტინებოდა. ვერ იტანდა ერთიანობის შეგრძებას, უკვე ცხადად რომ გრძნობდა სხეულში. ვერ იტანდა ვერც დანაშაულის გრძნობას, ცოლის ჯერ კიდევ შეშინებული მზერა რომ აგრძნობინებდა როგორ ვერ გაუფრთხილდა ვერაფერს ამ ქვეყნად. წარსულის მარწუხები ისე უჭერდა, როგორც არასდროს. თითქოს ყოველ ჯერზე, როცა ელენეს თვალებში ჩახედავდა დეჟა ვუ ჰქონდა. წარსულის ლამაზ, პატარა, შავთმიანი გოგონასთან ბრუნდებოდა. ამიტომ ვერ უძლებდა ელენეს შეშინებულ თვალებს. ბევრად ერჩივნა ეტირა, ეყვირა, ისტერიკები დამართნოდა, მაგრამ ასე არ ყოფილიყო. ასეთ ელენეს ვერ გაუძლებდა არაბული. და.. მაინც პარადოქსულად ცხადად გრძნობდა ერთიანობას.
რამდენჯერმე გაიღიმა როგორც შეეძლო, მაგრამ დაღლილი იყო. ძალიან, ძალიან დაღლილი. აღარ უნდოდა ეფიქრა, საერთოდ არ უნდოდა მასზე ყოფილიყო დამოკიდებული რამე, მართლა ეშინოდა. მაგრამ არა ნიღბიანის, არც იმის რომ რამე შეიძლებოდა დაშავებოდა. ანდრეასი შეეშინდა. არადა უნდა მოეყოლა, რაც ნახა იმას ვერ დამალავდა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა და უნდა დასჯილიყო დამნაშავე. მხოლოდ ახლა მიხვდა რეალურად რატომ გადატეხა დისკი. ის რომ არაბულს ენახა, ანდრეას რომ თუნდაც მისი არსებობის შესახებ სცოდნოდა ვერასდროს მოახერხებდა ბედნიერებას, ვერ მოახერხებდა და ეს ელენესაც დაშლიდა.
***
-ელე, გარეთ გამომძიებელი მელოდება, ახლავე დავბრუნდები, ხო? მთელი სხეული ჩამოფხაჭნა ანდრეას ხმამ, ელენეს, შეიძლება მოეჩვენა, მაგრამ მაინც იგრძნო მასში დანაშაულის მძაფრი შეგრძნება. არ არსებობდა სიტყვები, რომელიც ახლა მას დაეხმარებოდა, ან არსებობდა და ელენემ ვერ მოძებნა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი იყო. ქმრის კოცნაც მტკივნეული იყო, ელენეს ანდრეა ტკიოდა და ყველაფერს, რაც მისგან მოდიოდა ტანჯვის სურნელი დაჰყვებოდა თან.
ფიქრები მაინც ვერაფრით მოიშორე, ვერც ნანახი სახეები. არც ცრემლები მოდიოდა ოდნავ რომ შეემსუბუქებინა მდგომარეობა.
-ელენე, არ მისმენ? ცოტნემ ხმას აუწია.
-არა, ცოტნე, ვერა. ისე ჩაილაპარაკა არც ერთისთვის მიუქცევია ყურადღება. ცოტნემ დაბნეულმა გადახედა ძმას.
-ელენე, უნდა დაილაპარაკო, მასე გაგიჟდები. ერეკლემ თავი ხელზე დაადო და ოდნავ დაქაჩა.
-ძალიან გაბრაზებული ვარ, ერეკლე, ვერ წარმოიდგენ როგორ, ახლა შემიძლია ავდგე და დავლეწო ირგვლივ ყველაფერი. ამიტომ დამაცადეთ, ელენეს ხმაში სასოწარკვეთა შეეპარა, რაზმაძეები დაიძაბნენ.
-შეგიძლია ადგე და დალეწო, თუ შვებას მოგანიჭებს, ცოტნემ ელენეს შიგ თვალებში ჩახედა, მაგრამ დიდ ხანს ვერ გაუძლო. ეჭვი შეეპარა ყველაფერში.
-მე ხომ თქვენი და ვარ, სულ უცნობიც რომ ვიყო, ერეკლე, ეგ როგორ არ მითხარით. ანასტასიას რაც მოუვიდა სინამდვილეში მე ხომ უნდა მცოდნოდა. რა ქენით, ცოტნე, ძმაკაცს სიტყვა შეუნახეთ? მალადეც მაგრები ხართ. მერე რა გააკეთეთ ამით? მე ხომ დავპირდი, ერეკლე, გესმის ანდრეას დავპირდი, რომ გავაერთიანებდი, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებოდით და ახლა... ამის წარმოდგენა არ შემეძლო. აქამდე ვერასდროს მივიდოდი. არ იცით თქვენ რას უშვებოდა, ანდრეა გაგიჟდება. მე რომ ცოტათი მზად ვყოფილიყავი, გაკვრით მაინც რომ მცოდნოდა, შევძლებდი გესმით, შევძლებდი, რომ ახლა ანდრეას ჩემზე მაინც არ ენერვიულა, რომ ჩემთან მაინც არ ეგრძნო თავი დამნაშავედ. რომ როდესმე იქნებ როგორმე გამეერთიანებინა. ახლა რა ვქნა?
ერეკლემ თავი ვერ აწია, ვერც ცოტნემ. ელენე თითქოს მართალი იყო. მაგრამ მას არ გამოუვლია ანდრეასთან ერთად ის წლები, მან არ იცოდა რა ემართებოდა არაბულს მისი დის ხსნებისას. არ იცოდა რად დაუჯდათ თითოეულ მათგანს რომ ანდრეას ისევ ეცხოვრა. უბრალოდ წარსულის დაბრუნების შეეშინდათ, ჰო, ყველას შეეშინდა, ანდრეასაც, ამიტომ დუმდა. იმაზე ლაპარაკს ვერ შეძლებდა, რაზეც ფიქრსაც გაურბოდა. შეცდომა იყო თუ არა ვერ მიხვდა ერეკლე, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ელენეს თავისით რომ არ გაეგო, მაინც არავინ ეტყოდა, ამაზე ლაპარაკს უბრალოდ არავინ დაიწყებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ წარსული ზედმეტად სასტიკი იყო ვინმეს მისი დაბრუნების მცდელობით, რომ გაერისკა.
***
-მათე, მეორედ ვამბობ და ბოლოა, ელენე, ახლა ჩვენებას არ მისცემს, არაბული მტკიცე ნაბიჯით გაემართა პალატისკენ. მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული, რომ არავის მისცემდა უფლებას მისი ცოლი კიდევ უფრო გაენერვიულებინათ.
თავი საშინლად იგრძნო ელენეს ცრემლიანი თვალები რომ გაუხარდა. მხოლოდ იმიტომ რომ ეგონა ემოციების გამოხატვას ვერასდროს შეძლებდა. ელენემ კიდევ ერთხელ გაუღიმა. რაზმეძეების სახეებმა დაზაფრა, ცოტნე სულ გაფითრებული იყო. ერეკლეს კი თითქოს ხორხში რაღაც გაეჩხირა და ვერ ყლაპავსო ისე იხედებოდა.
-ანდრეა, მე არ უნდა დამკითხონ? ელენე წამოიწია და ქმარს მიეხუტა.
-კი, ელე, ოღონდ მოგვიანებით, ახლა სუსტად ხარ. ერეკლე რა გჭირს?
-არ ვარ სუსტად, მართლა. შემოვიდნენ უთხარი.
-ძალიან გთხოვ, საყვარელო, მოგვიანებით, არ მინდა კიდევ უფრო ინერვიულო.
-ასე უფრო ვნერვიულობ, დაუძახე. უბრალოდ მოვყვები. ანდრეა ფეხს ითრევდა, დაძახება არ უნდოდა, ცოტა გვიან გაანალიზა, რომ მოსმენისაც ეშინოდა.
-როგორ ხარ, ელე? მათემ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-უკეთ, შენ უნდა დამკითხო?
-არა, შემოვლენ ახლა. ანი და გოგონები გარეთ არიან. მათ ხსენებაზე კიდევ ერთხელ დაუარა ელენეს ბრაზმა სხეულში, მაგრამ გასაქანი აღარ მისცა პალატაში შემოსული ორი უცნობი რომ დაინახა.
-მიხარია, რომ არაფერი დაგიშავდათ.
-მადლობთ, ელენე ოდნავ გაწითლდა სახეზე.
-პირველ რიგში, მინდა გაიხსენოთ იმ დღეს, საღამომდე რაიმე უჩვეულო ხომ არ შეგინიშნავთ?
-არა, არაფერი.
-შეგიძლიათ გაიხსენოთ, რაიმე დამახასიათებელი ნიშანი, ან თუნდაც სიარულის მანერა.
-სახეზე მახსოვს, ხმაც და სიარულის მანერაც, კიდევ...
-ნიღაბი არ ეკეთა? ცოტნემ გაოგნებული იყო.
-არა.
-რამე გითხრათ? ელენეს აოცებდა დეტექტივების ცივი თვალები.
-კი,მითხრა რომ არაფერს დამიშავებდა, რომ გაბედული ვიყავი და რომ მე და ჩემი შვილი არ ვაინტერესებდით.
-რისი თქმა გინდათ?
-მგონია, რომ ანდრეას რაღაცისთვის სამაგიეროს უხდის, ან ეთამაშება. თვითონ თქვა შენი ქმარი უფრო საინტერესო მოწინააღმდეგეაო. ელენე თვალებით შეევედრა ანდრეას, რომ არ ეგრძნო დანაშაული. ანდრეამ თხოვნა ვერ აუსრულა.
-კიდევ რა მოხდა? გოგონა დაიძაბა, არა და ეგონა მზად იყო ამისთვის, ეგონა ადვილი იქნებოდა ხმის ამოღება, ყველაფრის მოყოლა ოთახში, სადაც ანდრეა იყო.
-ფილმს მაყურებინა, თავი ჩახარა რომ ქმრის თვალები არ დაენახა.
-უფრო კონკრეტულად?
-თავის გადაღებულ ფილმს მაყურებინა.
-რა იყო ფილმში? ელენე გაბრაზდა, უცნობების სიცივეზე, მიუხვედრელობაზე და იმაზეც, რომ ანდრეა აქ უნდა ყოფილიყო და უნდა ესმინა.
-სერიული მკვლელია? იქეთ შეუბრუნა კითხვა, დეტქეტივბმა სინქრონშო გახედეს ანდრეას გაოცებული თვალებით, ელენე მიხვდა ესეც რომ უნდა სცოდნოდა.
-კი, ფილმს დავუბრუნდეთ, რა იყო მასში?
-იმ გოგონებს წამების დროს იღებდა. ყველაფერი იყო, რაც გაუკეთებია როდესმე, დაფიქსირებული აქვს ყველაფერი, მათი თითოეული გამოხედვა, ცრემლი, ტირილი, სახის ყველა მიმიკა. იქ ყველაფერი იყო... ელენე ჯიუტად არ სწევდა ზევით თავს.
-დაახლოებით რამდენი გოგონა იყო?
-არ ვიცი, მაგრამ სახეზე ყველა ამხსოვს.
-ვინმე იცანით? ელენე დეტექტივს მიაჩერდა, იქნებ მიმხვდარიყო და ხმამაღლა თქმა არ მოუწევდა, მაგრამ არა...
-კი, მხოლოდ ერთი, ხმა აუკანკალდა და ჩაახველა.
-იცნობდით?
-არა, მაგრამ ვიცი ვინცაა, ისე ჩუმად თქვა ძლივს გაიგეს. ცოტნე და ერეკლე მიხვდნენ და ელენემ დაინახა როგორ შეირყა ორივე ადგილას. ისე მოუნდა გაქცევა, რომ ლამის საწოლიდან ადგა. აქ კიდევ ერთხელ იგრძნო დარტყმა მუცელში და მეორედ იფიქრა, რომ ბიჭი იყო.
-ვინ იყო? რა სისულელეა, ეს რა კითხვაა, ნუთუ ვერ მიხვდნენ ვიზეც თქვა, სხვა აბა ვინ უნდა ეცნო. როგორ არ ეცადა, მაგრამ პირი ვერაფრით გააღო სათქმელად. ანდრეას შეხედა როგორც იქნა, მაგრამ მისი მზერა ვერ დაიჭირა. არაბული ჯიუტად მიშტერებოდა იატაკს. მერე თითქოს იგრძნოო და ამოხედა. რაღა საჭირო იყო თქმა, ანდრეა ყველაფერს მიხვდა. ელენემაც ნათლად დაინახა ის, რისიც ასე ეშინოდათ მის ძმებს.
-ელენე, ვინ იყო? დეტექტივი ისევ ცივი იყო.
-ანასტასია არაბული. სწრაფად მოაშორა ანდრეას თვალები, არ უნოდა ემოციის წაკითხვა.
-შემდეგ რა ქნა?
-წავიდა, მე.. არ მახსოვს.. იცით, მგონი შოკი მქონდა, ის არ იყო...საყურებლად... ელენე ვეღარაფერს ფიქრობდა.
-გასაგებია, დისკი რომელიც ხელში გეკავათ, როდის დაამსხვრია?
-წასული იყო, ხომ გითხარით, დისკი მე გავტეხე, მთელი სხეულით შეხტა კარის გაჯახუნების ხმა რომ გაიგონა. სულ მთლად აირია, მთელი სხეული აეწვა და სისხლი კისერში მოაწვა. ანდრეა ოთახში აღარ იყო.
-საკმარისია, მკაცრად თქვა ცოტნემ და ელენეს ამოეფერა.
-კარგით, მხატვარს გამოვაგზავნი ფოტო-რობოტისთვის, მადლობთ.
-დღეს არა, ფეხმძიმედაა და არ შეიძლება ნერვიულობა. დაგიკავშირდებით ჩვენ, ერეკლეს ხმაზე პროტესტის გამოთქმა შეუძლებელი იყო, პალატიდან გავიდნენ ცივი დეტექტივები.
ელენემ სხეულის სითბო იგრძნო. ცოტნე მთელი ძალით უჭერდა ხელს და იხუტებდა. თან რაღაცას ჩურჩულებდა. მაგრამ ელენესთვის არაფერი იყო მნიშვნელოვანი. მხოლოდ მათეს იმედი ჰქონდა, ანდრეას უკან რომ გაჰყვა. უბრალოდ ანდრეას ლაღი თვალების ნახვა უნდოდა.
***
არ არსებობდა სამყაროში არანაირი ძალა, რაც ახლა ელენეს აიძულებდა დაეძინა. არ არსებობდა არაფერი, რაც ახლა ყურადღებას მოადუნებინებდა და არ იყო არც ერთი მიზეზი, რომ მშვიდად ყოფილიყო.
-ანი, კიდევ ერთხელ ამოიღებ ხმას იმაზე თუ რა შეიძლება და რა არა ჩემთვის და იცოდე ვიჩხუბებთ ! მკაცრი იყო ელენე, მაინც ვერაფერი მოუხერხა ბრაზს და ძალიან არ უნდოდა ვინმეზე ენთხია.
-ელე, რა გავაკეთოთ აბა, აი ცოტნემაც თქვა რომ ანდრეა მათთან ერთადაა ოფისში, მალე მოვა.
-ახლა ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ, ნიტა, იყო ამის საშუალება და ყველამ ვიცით რაც, გასკდებოდა ისევ რომ დაემარხა ყველაფერი.
-ჩვენ არ შეგვეძლო, ლიზიკოს ხმა მტკიცე იყო.
-ხო და არც მე შემიძლია დამშვიდება, როცა ჩემი შვილის მამა მხოლოდ ღმერთმა თუ იცის ახლა როგორაა.
-ელენე, ნუ ხარ გაბრაზებული, ნურც შენს ძმებზე, მათემ მითხრა, რომ არავის არ უნდოდა გახსენება მაშინდელი დროის, ანდრეა ძალიან ცუდად იყოო და იქნებ ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ წარსულს.
-ანი, ახლა არ გამაგიჟო, ეგ წარსული განსაზღვრავს ჩემი და ჩემი შვილის აწმყოსა და მომავალს და შენი აზრით, არც ისე მნიშვნელოვანია?! არ უნდოდა გახსენება რა უბედურებაა კიდე? თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, შენ ხარ ჩემი მეგობარი პირველ რიგში და... ელენეს ხმა გაუწყდა, ღრმად ჩაისუნთქა და გვერდით გაიხედა.
-არ შეიძლება, ელენე, შენ ვერავის მოთხოვ იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე შეუძლია. ალბათ მართალი ხარ, მაგრამ მაინც. ლიზიკომ მტკიცედ ჩაილაპარაკა. ელენეს გული დაწყდა, რომ სიმართლე თქვა. გული ძალიან ღრმად დაწყდა, რომ იმედი გაუცრუვდა. თავი ბალიშში ჩარგო და გადაწყვიტა საერთოდ ხმა აღარ ამოეღო.
***
-ანდრეა, არ მოგვცემენ ამ საქმეს შენ, ხო იცი ელენე ყველა ჩვენგანის ახლობელია და გამორიცხულია, მათე უკვე მეათედ ეუბნებოდა.
-გავიგე, მათე. უბრალოდ შეგვიძლია დავეხმაროთ, არაოფიციალურად. რამდენი წელია რაც ამ საქმეზე ვმუშაობთ.
-კაი, გავაანალიზოთ მაშინ და მე დავწერ მოხსენებას, ერეკლე დაღლილი თვალები გაუსწორა ძმას და თავი დააქნია.
-ფილმი ახალი იყო, ცოტნემ მძიმედ ჩაილაპარაკა.
-ანუ ინახავს სამახსოვროდ ყველაფერს, უეჭველად სექსუალური სადისტია, ვიდეო დაგვეხმარებოდა მის უკეთ გაცნობაში, მაგრამ ჩემი ცოლი სიურპრიზებითაა სავსე, ერთადერთი რაც მსხვერპლის მიხედვით გავარკვიე, ისაა, რომ დაბრუნების მერე უფრო ზერელედ კლავს. ადრე გოგონების წამება 3 დღე მაინც გრძელდებოდა ახლა ერთ ღამეში, ანუ სიამოვნებას ვეღარ იღებს და ახალ გასართობს ეძებს...
-და შენ გიპოვა ხო, ანდრეა შენ ხარ სამიზნე.
-ხო, ეს ძალიან მომეწონა და ამის გამოყენება შემიძლია.
-სხვათაშორის სახეს აღარ მალავს ანუ რაღაც დასასრულისკენ მიყავს, ვითომ დაიღალა? ერთადერთი, რაც ვერ გავიგე ეს იყო, ცოტნე ფეხზე წამოდგა, ნიღაბი აღარ უკეთია. ვერ დავასკვენი რას უნდა ნიშნავდეს.
-ხო, თან წყნეთში ეკეთა.
-მოიცა, მას რა გოგონები აღარ აინტერესებს? მათემ ანდრეას დასცინა.
-მოგახრჩობ, მათე. ახლა მას აინტერესებს იმის ყურება მე როგორ დავიტანჯები. ამიტო მიდის სულ ელენესთან, გახსოვს ის პრესკომფერენცია?
-პირველი სამი მკველობის შემდეგ რომ მოაწყვე?
-ხო, ეგ სატყუარა იყო, ხო და დაინტერესდა ახლა. რთული იქნება, მაგრამ უნდა ანკესი უნდა გადავაგდოთ, ანდრეა ეშხში შევიდა.
-ელენეს გამოყენებას აპირებ? ცოტნე დაიძაბა და დაბადებაც ინანა ანდრეას თვალებს რომ შეხედა.
-მე ვარ მიზანი, ელენე არაფერ შუაშია. ფოტოებს მოვიტან და მხატვარს მოვძებნი ფოტორობოტისთვის. ანდრეა სწრაფად გავიდა ოთახიდან.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა... მათემ სკამი გადაატრიალა.
-გამოშტერებულები ვართ, რა გვეგონა, რომ... ცოტნემ თავი მაგიდას დაადო და დამშვიდება სცადა.
-ახლა ანდრეა შემხვდა და ისეთი იყო... ოთახში ნიკა შემოვარდა.
-ვიცით, ერეკლემ სწრაფად უპასუხა და თავზე ხელი გადაისვა. გულგრილობა ანდრეას იარაღი იყო, ნიღაბიც და ეს ყველაზე მეტად აშინებდათ, თითქოს ჰაერში წარსულის სურნელი დატრიალდა.
-ელენესთან ვიყავი, უნდა მივიდეს, ნიკამ მტკიცედ ჩაილაპარაკა.
-ვითომ იქ უფრო კარგად იქნება? მათემ დაეჭვებით გახედა ნიკას.
-ხომ არ გგონია, რო ახლა ელენეც მნიშვნელოვანია? ნიკა ლამის გასკდა ბრაზისგან.
-მოვედი, ანდრეა შემოვარდა და ოთხივეს ყურადღება მიიპყრო, -ხომ გითხარით, ბოლო მკვლელობები მხოლოდ ყურადღების მისაქცევადაა, ფოტოები გაშალა და წინ დაუდო ბიჭებს.
-ანდრეა, ერეკლემ მძიმედ დაიწყო.
-აღარ გააგრძელო... არაბულიც აყვა, ნიკა სულ გაწითლდა ბრაზისგან. მის წინ ფანქარი აიღო და ანდრეას ესროლა. უფრო მეტი იყო, ვიდრე მოულოდნელი შეამჩნიო რადიკალიზმი ნიკაში.
-ახლა თუ შენს ცოლთან არ წახვალ, დედას გეფიცები მე თვითონ გავამზადებ თქვენი განქორწინების საბუთებს, ყველაზე მტკიცე იყო. ანდრეა უსიტყვოდ ადგა მაგიდიდან. ზუსტად ვერ მიხვდნენ სად, მაგრამ წავიდა.
-მიყურე ახლა ბოჩოლას თვალებით, დაწერე მოხსენება, ახლა ცოტნეს შეუბღვირა ნიკამ და თვითონაც წავიდა.
***
და არის მომენტი, როცა სუნთქავ და ჰაერი მაინც არ არის, როცა გტკივა ძალიან და რა ვერ ხვდები კონკრეტულად, ან უბრალოდ არ შეგიძლია ერთი კონკრეტული გამოყო, როცა მართლა ხარ ცოცხალ-მკვდარი და როცა მაინც გაქვს ძალა იბრძოლო, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ერთიანი.
ანდრეას არასდროს ტკენია ელენე ასე ძალიან, ის ხომ ყველაფერს ამჩევდა, მასთან გულგრილი და ზედაპირული ვერ იქნებოდა და მოუწევდა ყველაფრის გამოაშკარავება, მთელი შიგნეულის გადახსნა. მაგრამ რაღა საჭირო იყო, როცა ელენე ისედაც ყველაფერს ხვდებოდა უკვე.
-როგორაა? ანისთან მივიდა.
-გუშინ ღამე არ უძინია საერთოდ, ჭამა, მაგრამ მალევე აღებინა და გაღიზიანებულია.
-ახლა მარტოა შიგნით?
-კი, ანდრეა.
კარი მძიმედ შეაღო და ძალიან უნდოდა მისი სახე შეესწავლა, სანამ დაელაპარაკებოდა, მაგრამ ელენე ზურგით იწვა და არც გამოუხედავს მისკენ.
-არ მშია, არ მეძინება, არ ვნერვიულობ და დამამშვიდებელს არ გავიკეთებ, მადლობთ. დაღლილი, მონოტონური ხმით ჩაილაპარაკა და გადასაფარებელში უფრო ჩაიმალა. ანდრეას არაფერი არ უთქვამს, როგორ არ გაახსენდა აქამდე რომ მხოლოდ ელენეს შეეძლო მისი გაწმენდა. უჩვეულოდ დაამშვიდა ცოლის ხმამ, ახლა უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე. ელენეს გაუკვირდა, რომ არავინ შეეპასუხა და მხოლოდ ახლა გამოიხედა.
არ იყო არანაირი საყვედური, არც სიმძიმე, დაძაბულობა ან ოდნავი უხეშობა, სულ პატარა სიმკაცრეც კი მის თვალეში. მხოლოდ ძალიან დიდი სიყვარულით უყურებდა და ანდრეას უცებ გაეღიმა, შემდეგ გაეცინა, ელენემ მისი ღიმილის გამო ლამის ტაში რომ შემოჰკრა.
-წარმოუდგენლად საყვარელი ხარ, გვერდით მიუწვა და ცოლს ჩაეხუტა. სიმშვიდის სურნელი ასდიოდა ელენეს. -რომ არ არსებობდე ალბათ გავგიჟდებოდი.
-ღმერთმა შენზე მოწყალება გაიღო და დავიბადე, ელენე გამხიარულდა კიდეც.
-მეზიზღება ყოველი წამი თავი მარტოდ რომ იგრძენი იქ, ანდრეას ხმა დასევდიანდა.
-მე ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, სულ გელოდები.
-როგორ მოახერხე, ელე, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყავი იქ და მაინც მე მიცავდი, გოგონამ დაბნეული თვალებით ამოხედა.
-კაი ახლა, ყველამ ვიცით რატომაც გადატეხე დისკი, ელენეს გაეღიმა და ქმარს ლოყაზე აკოცა.
-შენ მე ქვეცნობიერამდე მიყვარხარ, ასე რომ როგორაც არ უნდა მინდოდეს მაინც მეფიქრება სულ შენზე, შინაგანად მაინც.
-დამნაშავე ვარ, რომ არაფერი გითხარი.
-არ გეკამათები, ნამდვილად ხარ.
-მკაცრი ხარ, ანდრეას გაეღიმა.- ჩვიდმეტი წლის იყო, ერთი რიგითი გოგონა, რომელიც მოიტაცა. ანასტასია მეხუთე იყო და ერთადერთი რომელიც გაექცა. თვითონაც არ ახსოვდა როგორ. იქ რაც დაემართა ჩემზე უკეთ იცი, ელენეს გააჟრიალა რომ გაახსენდა, ანდრეამ შეამჩნია. -მაგრამ არც მას შემდეგ იყო კარგად. ვერ გაუძლო ზეწოლას, ფსიქოლოგიურად არ იყო კარგად. დეპრესია ჰქონდა საშინელი. ცოტა ხნით კლინიკაშიც გვეწვინა, მაგრამ არაფერი შველოდა. მერე ბრძოლა შეწყვიტა, დაიღალა, ელენე. სამჯერ სცადა და მეოთხედ ვეღარ გადავარჩინეთ. ცოტა ადრე რომ მივსულიყავი...
-შეწყვიტე, არ გამაგონო, ანდრეა. დამიჯერე, რაც მე ვნახე მას მერე, შენ საერთოდ არ ხარ დამნაშავე ანასტასიას სიკვდილში.
-დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, იცი და ტასო იყო ჩემთვის ის, ვინც მუდამ უნდა გყავდეს გვერდით. პატარა, საყვარელი, ცოტათი ნერვების მომშლელი იყო. თან მერე პრანჭვა დაიწყო და ამაზე მაგიჟებდა. ყველას მოწონდა, ქუჩაში ყველა მიშტერებოდა ხოლმე, თან ეს როგორ სიამოვნებდა იცი. სულ ბავშვი იყო, აი სულ.
-უსამართლობაა, რომ შენ და მამაშენმა ამდენი ტკივილი ნახეთ, თქვენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებთ და.. ელენეს თვალები ცრემლებით აევსო.
-საუკეთესოს ხო? აი, თურმე რატო გამომყვა ცოლად.
-ბიჭია, დარწმუნებული ვარ.
-ქალური ინტუიცია?
-დედობრივი ინსტიქტი, ელენემ სიამაყით ჩაილაპარაკა და არაბულს მაგრად ჩაეხუტა. ანდრეამ პირველად იგრძნო მისი შვილის დარტყმა. ხელი აღარ მოაშორა ელენეს მუცელს.
***
-ვითომ იჩხუბებენ? ნიტა წინ და უკან დადიოდა.
-რა სისულელეა, ნახავ აგერ, ანიც ნერვიულობდა და თითებს გაუჩერებლად ათამაშებდა.
-ანდრეა არასდროს ჩხუბობს, ცოტნემ ცოლს გახედა და ოდნავ გაუღიმა. ყველამ ერთდროულად გახედა პალატიდან გამოსულ ანდრეას.
-დავიჭერთ, ახლა უეჭველი დავიჭერთ, უცებ თქვა. -ჩემს ცოლთან მიახლოვებას ვეღარასდროს გაბედავს. ერეკლეს სახე გაეხსნა.
-სად მიდიხარ? ცოტნე დაედევნა.
-ჩემს ცოლს მარწყვის ნაყინი უნდა და მოვუტან, ცოტნე, ანდრეა ახლოს მივიდა და თითქმის დაიჩურჩულა, -ელენე სატყუარას გეგმაზე რამეს თუ გაიგებს ქალაქში მეორე სერიული მკველი გამოჩნდება იცოდე ჩემი სახით, გააფრთხილე ისინი, არაფერი თქვათ, არავისთან ! არაბული მაინც არაბული იყო...
-ჩემი თვითშეფასება დაეცა ნულამდე, ელენემ ის მოახერხა, რასაც ჩვენ უკვე 8 წელია ვცდილობთ, მათემ ჩაილაპრაკა და იმედიანად გახედა ერეკლეს.
-რაც მთავარია გამოაჩინა ბრაზი და კარგად იქნება, ძლიერია, საოცრად. ერეკლემ ბედნიერებაც კი იგრძნო.
მხოლოდ ცოტნემ ვერ მოახერხა ხმის ამოღება, ვერც სიხარულის გამოხატვა. რადგან იყო ანდრეას ხმაში რაღაც, რაც განგაშიც სიგნალებს კრავდა, საფრთხის შემცველი, საშიში და რაც ყველაზე ცუდი იყო, გარდაუვალი. ანდრეამ თქვა და გააკეთებდა, ფასს უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. არაბული დაიცავდა თავის ოჯახს.
***
-ელენე, გაიღვიძე, ელენე... ანდრეას სუნთქვა ეკვროდა ასეთ მომენტებზე, მაგრამ არა ისე, ჟანგბადს რომ არ იღებ, მაგრამ იმდენად კარგი წამია, მზად ხარ უჰაერობამ მოგკლას ოღონდ დრო არ გავიდეს. არა... ეს სუნთქვის შეკვრა ყოველწამიერი სიკვდილი იყო რომელიც უკვე ჩვევად ექცა ელენეს კოშმარებთან ერთად. ცხადად ამჩნევდა როგორ ვერ მოაშორა ცოლს შიშის სურნელი, ვერ დააბრუნა ელენეს ის მშვენიერი, თვალებიდან გადმოღვრილი ღიმილი და უდარდელი სხივი გამოხედვაში. თითქოს თავიდან მარტივი იყო, მაგრამ მერე ყველაფერი აირია. ორსულობა გართულდა. ელენეს კოშმარი ესიზმრებოდა ღამით, ანდრეა კი კოშმარში ცხოვრობდა.
ასეთ დროს თვალს რომ გაახელდა ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ისევ დაენახა ქმრის შეწუხებული, დასევდიანებული თვალები პატიებას რომ გთხოვს ყველაფრისთვის. ელენეს უკვე აღარ შეეძლო ამდენი დანაშაულის გრძნობის ატანა, ანდრეას თითქმის აღარ ეძინა. ელენე ნერვიულობდა, თავს ძალას ატანდა უკეთ ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. რაც უფრო მეტს ცდილობდა, მით უფრო უჭირდა. ისე ბრაზდებოდა ხოლმე საკუთარ თავზე, გულში იმეორებდა რომ გვერდით ჰყავდა ყველაზე ქმარი, რომ ის მზად იყო ელენესთვის შეუძლებელი გაეკეთებინა, რომ მალე დედა გახდებოდა და ამდენი სტრესი მისი შვილისთვის ცუდი იქნებოდა. თეორიულად ყველაფერი ესმოდა ელენეს, უბრალოდ ვერ ახორციელებდა ვერაფრით.
-კარგად ვარ, ანდრეა, მართლა, საათს გახედა და ოთხი სრულდებოდა, გული შეეკუმშა, იცოდა რომ ანდრეა ვეღარ დაიძინებდა, თვითონ პატარა ყველა ძალას ართმევდა და იძულებული იყო დაეძინა.
-გინდა წყალი მოგიტანო, ან წვენი, რაც გინდა, ანდრეა ნაზად ეფერებოდა.
-ახლა შენ მკლავ შენი მზრუნველობით, არაბული სულ გრძნობდა ამას. და ეს სიტყვები არ იყო ხუმრობით ნათქვამი. რა უნდა ექნა რომ ელენეს მეტი აღარ ენერვიულა არ იცოდა.
-ძალიან გთხოვ, ელენე, ჩემზე ნუ ნერვიულობ. მითხარი, აბა, შენზე და ბავშვზე თუ არა ვიზე ინდა ვიზრუნი?
-შეეცადე რომ დაიძინო, გთხოვ, ხვალ...
-დავიძინებ, ელე, ლოყაზე აკოცა და თვალები დახუჭა. სიჩუმე თითქოს დაძაბულიც კი იყო, ღამე იყო დაძაბული. ანდრეას არ ეძინა და ცოლის წყვეტილი სუნთქვა გაიგონა.
-ელე, გაიღვიძე.. ნაზად შეარხია და მიხვდა რომ არც ელენეს ეძინა.
-რა მოხდა, ელენე?
-არ ვიცი, ანდრეა, ბავშვს გეფიცები აღარ ვიცი როგორ უნდა... მე ვცდილობ, მართლა, ყველანაირად მაგრამ არ გამომდის, გეფიცები...
-გეყოფა, გთხოვ, ნუ გრძნობ თავს დამნაშავედ...
-არა, მაცადე, უნდა ვთქვა. უკვე ორი თვეა ასე ვართ, ვეღარც ვითვლი იმდენი დღეა ნომალურად არ გიძინია და მე არ ვიცი ასე რატომ ხდება. შენ თავს გეფიცები, ანდრეა, არ მეშინია მისი. კი იმოქმედა იმ კადრებმა, მაგრამ ხომ იცი, რომ ძლიერი ვარ. შენც ცუდად ხარ და ბავშვიც ვერ ისვენებს, მე ხომ ვგრძნობ. ჩემს გამო ორივე და არ ვიცი რატომ... არაბულმა ცრემლები შეუმშრალა ცოლს და დაელოდა როდის დაუმშვიდდებოდა გულის ცემა, თან ნაზად ეფერებოდა.
-შენ მე გამაერთიანე, ელენე, ვერც მივხვდი როგორ, მაგრამ გამაერთიანე და ამითაც გამაბედნიერე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვიქნები კარგი ქმარი და კარგი მამა, ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ისეთი, როგორიც ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა. ამიტომ კიდევ ორჯერ ამდენი რომ არ დავიძინო, საერთოდ არასდროს რომ არ დავიძინო, მე მაინც ყველაზე ბედნიერი ქმარი ვიქნები მსოფლიოში და სულ დაველოდები როდის მოვა საღამო, სახლში რომ დავრუნდე და შენით გავიწმინდო. ელენეს ისევ აუჩქარდა გულის ცემა, მაგრამ ახლა სასიამოვო იყო ცხოვრება. ცხოვრებაში ცუდი რაღაცებიც უნდა მოხდეს, ალბათ, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიხარული გვაბედნიერებდეს. ელენემ ბედნიერებისგან ვერ დაიძინა, ანდრეას ბედნიერს ჩაეძინა.
***
-ისევ არაფერიო, უკვე საკმაოდ დრო გავიდა, მათემ აღარ იცოდა რა უფრო კარგი იყო ახლა მათთვის.
-რაღაც უნდა გავაკეთოთ, მათე, არ შეიძლება ველოდო როდის მოუნდება და გამოჩნდება.
-ვიცი, მაგრამ რამე რომ მოხდეს? ფრთხილად უნდა ვიყოთ.
-თქვი ახლა დროზე რაც მოიფიქრე, ანდრეას ჩაეღიმა.
-მთავარი სამზნე თუ შენ ხარ, ის დისკი შენთვის იქნებოდა განკუთვნილი, თანაც ხომ გაგაგებინა ელენე რომ მოინახულა, უნდოდა რომ მიგესწრო, მას უნდა რომ ის ფილმი თუ რაცაა ნანახი გქონდეს.
-ჩემს რეაქციას ელოდება, მათე, გენიოსი ხარ.
-ანდრეა, ფრთხილად ხომ იქნები, დამპირდი რომ რაც არ უნდა მოგივიდეს მაგ თავში პირველი ელენეზე და ბავშვზე იფიქრებ.
-კაი ახლა ცრემლები არ დამანახვო, თუ ძმა ხარ, არაბული გამხიარულდა, დასასრულის სურნელი იგრძნო.- კიდევ ერთი პრესკონფერენცია უნდა მოვაწყოთ. ტექსტს მე დავწერ. იფიქროს, რომ ვნახე ის ფილმი. იყოს მისი წესები, მათე. ანდრეა ოფისიდან გავიდა. ალბათ ამ საქმის გამომძიებლებთან შესათანხმელად. იდეა მართლაც კარგი იყო, მათემ მხოლოდ ერთი პატარა დეტალი ვერ გაითვალისწინა. არაბული არ იქნებოდა ფრთხილად, ზუსტად იმიტომ, რომ ელენეზე და ბავშვზე იფიქრებდა პირველად.
***
-ელე, რა სასაცილო ხარ. მაინც რა გინდა მითხარი.
-აუ, ანი კითხე მათეს, უბრალოდ დაელაპრაკე ამ თემაზე. მე ანდრეა არაფერს მეუბნება.
-ცოტნეც ჩუმადაა, საოცარია, ცოტნე ჩუმად არასდროსაა, ნიტასაც გაეცინა.
-ლიზიკო, არც შენ გეუბნება რამეს ?
-არა საერთოდ არ ახსენებს.
-ანა, ხო კითხავ? ელენე თვალებით ევედრებოდა უკვე.
-ამ საღამოსვე ვკითხავ, ელე.
-მაინც რა გაწუხებს აბა?
-ზედმეტად მშვიდადაა, მითხარი, ნიტა, ცოლს და შვილს რომ საფრთხე ემუქრებოდეს ანდრეასნაირი კაცი როდის იქნება მშვიდად.
-თუ იცის როგორ უნდა დაიცვას, ნიტაც ანერვიულდა.
-და რა შემთხვევაში არ ამბობს როგორ უნდა დაიცვას ?
-ელენე, გაჩერდი თორემ მეც შემაშინებ ახლა, ლიზიკომ პირზე ხელი ააფრა სასაცილოდ.
-რაღაც გეგმა აქვს და დარწმუნებული ვარ ჭკუიდან შევირყევი რომ გავიგო რა.
-ბიჭებმა უეჭველი იციან, მეც ვკითხავ ცოტნეს.
-გაჩერდით ახლა, ელენე, რას არქმევ სახელს?
-რომ დაიბადება მერე მოვიფიქრებ, ჯერ არ ვიცი. ისე უეჭველი ბიჭია, ელენემ დედამიწას გაუღიმა და მუცელს მოეფერა.
***
საღამოს ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. ყველაზე ქმრები ჯიუტად დუმდნენ.
***
ნიკამ გადაწყვიტა ყოფილიყო ყველაზე მაგარი, გაეხალისებინა მეგობრები და ყველანი პიკნიკზე წაიყვანა. ერთი წლით უკან დაბრუნდნენ. მაშინ ახალ წელს, როცა ბევრად უფრო უდარდელები და ხალისიანები იყვნენ. ხალისი არც ახლა აკლდა, ან რა მოუკლებდა როცა ნიკა გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მათესაც სახუმარო თემა არ ელეოდა ამიტომ. მაგრამ მაინც მოლოდინის მძიმე ელფერი ანაცრისფრებდა ირგვლივ ყველაფერს. ეშინოდათ სიცილის, რომ მერე არ მონატრებოდათ, ასე ერთად გატარებული ხალისიანი დღეები. ელენე ყველას თვალებში ხედავდა ამ შიშს,გარდა ანდრეასა და ამიტომ თვითონ უფრო იყო შეშინებული, მთელი ძალით უჭერდა ქმარს ხელს. იგი ერთადერთი იყო ვის გარეშეც ვერ ისუნთქებდა.
-გამორიცხულია, ელენე, იქ არ ახვალ.
-ანდრეა, სულ ოდნავი აღმართია.
-მერვე თვეში ხარ, ქალბატონო.
-ოჰ, კარგი, კარგი, აქ მარტო რა ვაკეთო.
-მარტო რატომ უნდა იყო? ანდრეამ ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუჯდა.
-მომდევნო ახალ წელს იქნება ოთხი თვის და ყველაზე მაგარი ახალი წელი გვექნება.
-რა უცნაური ხარ, ენდრეა. ელენეს გაეცინა.
-შენი ბრალია ყველაფერი, მე ძალიანაც ჩვეულებრივი ვიყავი და შენ ამაფეთქე.
-არ იყავი ჩვეულებრივი, არ იცინოდი, არ ლაპარაკობდი და ეს ჩვეულებრივია? ელენე საცილოდ დაეჭყანა ქმარს.
-ნიკასთან წავიდეთ ისევ, ანდრეამ ჰაერი ჩაისუნთქა, ძალიან ღრმად.
-იმ დღეს რომ მეჩხუბე, ირიბად, ჩამომიყალიბა ცხოვრების კრედოები ვაჟბატონმა, უკვე მიყვარდი და ძალიან მეწყინა, ელენემ გაუღიმა ქმარს.
-შენ თვითონ გამომეკიდე თავისუფლებაზე, თან ვიცი. შენს აივანზე გადმოვიპარე და გნახე, მეც მიყვარდი და საერთოდ, ელენე, რომ დაგინახე მას მერე მიყვარხარ.
-ძალიან საყვარლად მიყურებდი იმ კაფეში, გაჩუმდნენ და სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძირნენ.
***
-გისმენ, ნინი, როგო ხარ?
-კარგად, ელე, ტელევიზორი, რა თქმა უნდა, ჩართული არ გაქვს ხო?
-არა, რა იყო.
-ანდრეაა, იმედზე ჩართე, ელენეს თითქოს გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა.
-ნიტა, ტელევიზორი ჩართე.
ანდრეა იმ მეორე, ახალ პრესკონფერენციას ატარებდა, ელენე უსმნდა. არა და იმედი ჰქონდა, რომ ვერ ნახავდა. სპეციალურად დაამთხვია დღეს, როცა გოგონებთან ერთად საყიდლებზე უნდა გასულიყო. ელენე კი უყურებდა. და ნელ-ნელა ყველაფერს ხვდებოდა. ისევ თვითონ ამოხსნა რატომ იყო არაბული ასე მშვიდი და გაწონასწორებული, რატომ ნერვიულობდა ყველაზე ნაკლებს და, რაც მთავარია, მიხვდა რა იყო მისი გეგმა.
-ელე, ჭკუიდან არ შეიშალო რა... სხვა დროს, სხვა ვითარებაში აუცილებლად გაეცინებოდა ანიზე.
-ცოტნე , პირდაპირ ჩვენთან წამოდით აქაა ელენეც და...არა არ წავედით, მალე მოდით.
-რა გითხრა?
-დღეს სამქე არაფერი გვაქვსო და წამოვალთო.
-ელე, არ ინერვიულო და ერთად მოვკლათ, როგორ დაგვიმალეს. სიკვდილის ხსენებაზე შეხტა ელენე და მოლოდ ახლა მიხვდა რეალურად თავისი კოშმარების მიზეზს.
***
მზერით ყველაფერი უთხრა, ისიც მარტო რომ დარჩებოდნენ და ამაზე აუცილებლად ილაპრაკაბედნენ, და მეტჯერ აღარ შეუხედავს ქმრისთვის. ანდრეასთვის მთავარი იყო რომ იცოდა რასაც აკეთებდა სწორი იყო. არც მანქანაში ამოუღია ხმა.
-ელე, ნუ ხარ გაბრაზებული, გთხოვ.
-არ ვარ.
-ელენე...
-მეშინია, ელენეს ბაგეებმა ეს სიტყვა პირველად უთხრეს ანდრეას.
-ვერაფეს დაგიშავებს, გპირდები.
-მისი არა, შენი მეშინია.
-რას ამბობ?
-თუ გინდა რომ კარგად ვიყოთ, მე და ბავშვი, მაშინ..
-ხომ იცი რომ მაგაზე მეტად არაფერი არ მინდა...
-კარგად ყოფნა რა არის იცი? შენ რომ იცოდე ყოველ წამს საფრთხეში ვარ, კარგად იქნებოდი?
-ელენე, მე რა უნდა დამიშავოს?
-ნუ მასულელებ თუ შეიძლებ, ძალიან კარგადაც ხვდები რას ვამბობ. ელენემ ხმას აუწია.
-დამშვიდდი, არ შეიძლება, ტიტანურად მშვიდად იყო ანდრეა.
-ზუსტადაც რომ არ შეიძლება, არ შეიძლება თავი ასეთ საფრთხეში ჩაიგდო, არ შეიძლება სამსხვერპლოზე წახვიდე, ადრეა, არ შეიძლება ეს ახლა ხდებოდეს, როცა ბავშვი უნდა დაიბადოს და შენ შეიძლება არც დაბრუნდე ერთ საღამოს... ელენეს ხმა გაუწყდა, ღია თაფლისფერი თვალები უფრო გაუღიავა ცრემლებმა. ანდრეას რაღაცამ სხეულის ჩამოფხაჭნა და გულში ღრმად შეასო ეკლები. ჩაიხუტა და ცოლის ცრემლებმა ისევ დაუსველა საყელო. ელენე ღრმა გრძნობებით იყო სავსე, მართალიც იყო, მაგრამ ანდრეა მაინც დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, მე კარგად ვიქნები.
-არა აქვს მნიშვნელობა ახლა რას ვიტყვი ხომ, შენ მაინც იმას გააკეთებ, რაც სწორად მიგაჩნია. თვალებში ჩახედა და ისევ წამოუვიდა ცრემლები მათში დადებითი პასუხი რომ ამოიკითხა. ხელი გაუშვა ყველაზე ქმარს და ოთახში შევიდა.
***
ელენეს უკვე ეძინა არაბული რომ სააბაზანოდან გამოვიდა. სახეზე მოეფერა და გაეღიმა, გაბრაზებაც ისეთი ნაზი იცოდა ელენემ, ისეთი გულწრფელი და სწორი რომ ანდრეა ვერაფერში პოულობდა არასწორს. წამის უკან კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რაღაც მაინც არ მოსწონდა, თუნდაც იმიტომ რომ მოუწია ელენესთვის დაემალა, ან იმიტომ, რომ ასე განიცდიდა მისი ცოლი, მაგრამ ახლა, როცა ნაზად ეფერებოდა თაფლისფერ თმაზე, ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, ნებისმიერ ფასად რომ მის ოჯახს მშვიდად ესუნთქა, თუნდაც უიმისოდს.
-მომდევნო ახალი წელი ყველაზე მაგარი უნდა იყოს ჩვენთვის, არ დაგავიწყდეს, ფიქრი გააწყვეტინა ელენეს ხმამ. გაეღიმა და ცოლს აკოცა.
-მიყვარხარ. ძალიან ჩუმად უთხრა და ჩაეხუტა. ელენეს იმ ღამით კოშმარი აღარ დასიზმრებია.
***
-რაც ხდება არ უნდა ხდებოდეს, ერეკლემ თავი ჩაღუნა და ჩამოჯდა.
-ჰო, მკვლელები არ უნდა არსებობდნენ, ანდრეას გაეღიმა. ერეკლემ ჩაიცინა და კიდევ დაფიქრდა სანამ იტყოდა.
-ელენე...ვიცი, რომ დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ, მაგრამ შენც ხო იცი რა ადვილია მისი შეყვარება.. ანდრეა, ჩემი დაა და მე ვხედავ, ყველა ხედავს, როგორ განიცდის ყველაფერს, კიდევ თქვენი შვილი და ... მოკლედ მე არ მომწონს შენი გეგმა.
-არ მოისვენებს, არ დაანებებს შენს დას თავს და ვერასდროს ვიქნებით მშვიდად, ანდრეას ყელზე ძარღვები დაეჭიმა, ვერ იტანდა რაღაცის ახსნა რომ უწევდა.
-შენ კი პირველად გაქვს შანსი შური იძიო. თავიდან მეგონა, რომ ეს ბრაზი, ახლა რომ ამჟღავნებ უფრო უკეთესი იყო, ვიდრე მაშინ რომ დამარხე ყველაფერი შენში ის, მაგრამ ტასოსთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, ელენესთვის შენ ყველაფერს ნიშნავ.
-არ მინდა ვიჩხუბოთ და ნუ მიმეორებ იმას, რაც ისედაც ვიცი.
-არ წახვიდე, ანდრეა, ხვალ იქ შურის საძიებად არ წახვიდე.
-მე პირველად დამიკავშირდა, ამის მეტი შანსი არ იქნება...
-გინდოდა გეთქვა არ გექნება ხო ?
-არადა ზუსტად იცი, რომ ნერვებს მიშლი საშინლად ახლა.
-მაინც წახვალ ხო?
-უნდა დავიჭირო.
-ყველაფერი გესმის, აბსოლუტურად ყველა შედეგი გათვლილი გაქვს და მე კიდე მეგონა მართლა გიყვრდა ელენე.
-ნუ ამბობ...
-თქვენს ცხოვრებას ვიღაც მანიაკი კი არა შენ განსზღვრავ ვერ დავიწყებული, ვერ გადატანილი წარსულით. შენი ცოლი და ჯერ არ დაბადებული შვილი გასვარე ამ ყველაფერში, ელენეს ჰაერი გახდი და ახლა ვერაფერზე ფიქრობ გარდა ტასოსა ხო?
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-არ იმსახურებ ჩემს დას, ელენე ყველაფერს გააკეთებდა რომ კარგად ყოფილიყავი.
-შენ არ გინახავს ტასოს უაზროდ, უმიზეზოდ და უსიცოცხლოდ გახელილი თვალები მაშინ იქ ბეტონზე რომ იწვა. არ გინახავს მამაჩემის სახე, არ გიცხოვრია მასთან ერთად ეს დრო... არ იცი რას ნიშნავდა ელენესთვის ის ღამე, და ყველა მისით გამოწვეული კოშმარი არ გაგითავისებია მასთან ერთად. ზუსტად იმიტომ, რომ ელენეც არ იყოს ტასო ხვალ იქ უნდა წავიდე. არ ვიყო მისი ღირსი, მაგრამ ვერ ვიცავ, ერეკლე, ხომ ხედავ ისე მიდის ჩემს ცოლთან ვერ ვაკონტროლებ. და შანსი არ გამოვიყენო? რას იზამდი ლიზიკოს რომ ხელები დაეჩეხა დისკით, რომელზეც შენი დის წამების კადრები იქნებოდა ჩაწერილი. მეორედ ვერ მივცემ უფლებას ცხოვრება დამინგრიოს, მე უნდა ვიყო ძლიერი, ერეკლე, და არ ხარ მართალი, ელენე ყველა არსებულზე და არ არსებულზე უფრო მეტად მიყვარს.
ერეკლე მიხვდა, რომ ადვილია იყო მსაჯული სხვის საქმეში. ფიქრი და სწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, მაგრამ იმდენად სუბიექტურია ყველაფერი... ანდრეას თითოეული უჯრედი გრძნობდა წვას, თითქოს მისთვის ადვილი იყო ყველაფრის დათმობა... მართლაც რა ადვილია, როცა მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს ადამიანს, ნებისმიერ წამს შეგიძლია უარი თქვა და წამოხვიდე. ანდრეას წამით არ შერყევია რწმენა, რომ ყველაფერი იყო ელენე და ყველაფერი იყო ელენესთვის. იგი ისარიც იყო, რომელიც ანდრეას ცხოვრებას მიმართულებას უჩვენებდა და მანამ სანამ სწამდა ელენესი, ეჭვი არ შეეპარებოდა არც მისი ისრის მიმართულებაში. ამიტომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა არაფერს, გაიღებდა ნებისმიერს რაც უშუალოდ მისი იყო, მათ შორის სიცოცხლესაც და ეს არ იყო ბანალური ფიცი. ეს იყო გააზრებულად გადადგმული ნაბიჯი, როცა იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე კარგია, მაგრამ არა საუკეთესო და მაინც...თითქოს მისთვის ადვილი იყო ყველაფერი დაეთმო და არ დალოდებოდა ყველაზე მაგარ ახალ წელს.
***
სისუფთავის მძიმე სურნელი ჰქონდა მათ სახლს, ელენეს ფართოდ გახელილი, მომლოდინე თვალები ანდრეას ყოველწამიერად კლავდა. მასთან ყოფნა არასდროს ყოფილა რთული, ანდრეა ცდილობდა მაგრამ ვერ წარმოიდგინა მისი ცოლი მარტო. მანამდე არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ხვალინდელი დღე დასრულებულიყო უიმისოდ. აიძულეს ამაზეც ეფიქრა...
-არ მელაპარაკები?
-მომიყვები გეგმას?
-ისევ არ დაიწყო...
-არა, არ გელაპარაკები
-გთხოვ ბავშვივით ნუ იქცევი...
-თუ გეტყვი, რომ ვერ გავუძლებ?
-რას ?
-ისევ დაძაბულობას, შიშში ყოფნას, ან... უშენობას?
-ელენე, მე ყოველ დღე ვატარებ ოპერაციებს და ცოცხალი ვარ, როგორც მამჩნევ, ცოლად რომ გამომყევი მაშინაც პოლიციელი ვიყავი.
-როდის შეგეხმიანება იმასაც არ მეტყვი ?
-გეტყვი.
-და ფრთხილად იქნები, არ იქნება საღამო, როცა არ დაბრუნდები, ქმარს ხელები მაგრად მოუჭირა კისერზე და კიდევ ერთხელ იგრძნო რას ნიშნავს იყო მისი.
-ერთი სული მაქვს როდის ვნახავ, მართლა ღამით მესიზმრება ხოლმე, ანდრეამ მუცელზე აკოცა და წამში ინანა სიტყვები, ელენე აუცილებლად დაინახავდა მათში იმედს და არაბულმა აღარ იცოდა რა უკეთესი იყო მისი ცოლისთვის.
მძიმედ სუნთავდა მძინარე ელენეც, მძიმე იყო ჰაერი და უჰაერობა, ანდრეა თავს არიდებდა ფიქრს, მაგრამ აზრები ჯალათებივით იდგნენ საწოლთან და არ უწევდნენ ანგარიშს არაფერს, არც არაბულის დაღლილ გონებას და გრძნობებს, არც შესაძლო ბოლო ღამეს. ფიქრებიც ისრის მიმართულებით მოძრაობდნენ.
***
დღე იყო ნისლიანი, ნაცრისფერი, უმზეო და უფერული, უცნაური ზაფხულისთვის. ელენემ ვერსად იპოვა ადგილი. ასეთ მდგომარეობას უკვე მიჩვეულიც იყო, მაგრამ რაღაც აწვებოდა მკერდზე და ვერ ხვდებოდა რა. უცნაური იყო ისიც, სეირნობისას ეკლესიას რომ მიადგა, ისიც ანდრეას დაცვა რომ თხოვა უფალს და ისიც საშინლად რომ შეეშინდა ნაცრისფერი დღის. ელენეს ცხოვრება უხალისო მოეჩვენა და შეეშინდა ამ გრძნობის.
***
-კარგად ხარ?
-არა, დღეს რაღაც მთელი დღე... არ ვიცი, თვალები დახუჭა და სავარძელში გადაწვა.
-ნიტა, ელენეს დაურეკე... ცოტნეს შავმა ფერმა გადაურბინა სახეზე თავისი და რომ დაინახა. -აქ ხარ ?
-რა ხდება? ნაცრისფერმა გრძნობამ ისევ იპოვა ადგილი ელენეში.
-არ ინერვიულო ხო? ისეთი არაფერი, შეიძლება ცრუ განგაშია...
-ცოტნე, სწრაფად !
-კავშირი გაწყდა აღარ ვიცით რა ხდება.
-რა კავშირი, ვერაფერი გავიგე, სადაა ანდრეა? რაზმაძეები დადუმდნენ, თავიც ვერ აწიეს. ელენეს ელექტრო დენმა დაუარა მთელ სხეულში, არა რაღაც უფრო ძლიერმა ალბათ იმ ნაცრისფერმა გრძნობამ...
-დღესაა ხო? მიპასუხეთ რომელიმემ, ჯანდაბა, დღესაა ?
-დამშვიდდი გთხოვ, ბავშვი...
-შეწყვიტე, ერეკლე, მითხარი რა იცით?
-ბოლო ნახევარი საათის არაფერი
-და მანამდე?
-ლაპარაკობდნენ რაღაცებს, მნიშვნელობა არ აქვს. ანდრეა ძლიერია და შეძლებს. -ელენე არ აიღებს მობილურს იქ, რას ურეკავ.
-ჩემგან აიღებს, ანდრეა, გთხოვ უნდა აიღო.
-აცადე, ყურადღება გადააქვს, დაურეკოს, ლიზიკომ ძალიან ჩუმად უთხრა ერეკლეს.
გამაყრუებლად მძიმე იყო გაბმული ზარის მოსმენა ტელეფონში. ის ხაზი ყველაფერი იყო, რაც აკავშირებდა ელენეს ქმართან, ყველაფერი იყო რაც განსაზღვრავდა მის ცხოვრებას და თვითონ ელენესაც. იმ ხაზის ბოლოში იყო ყველაფერი...
-აიღო, ანდრეა, ბიჭია გესმის და შენ უნდა წამოხვიდე, ჩვენთან უნდა წამოხვიდე, მე შენ უბრალოდ მჭირდები და ...
-შშშშშშშ....... მგონი წამოსვლას ვეღარ შეძლებს...
თურმე არსებობს წამები, როცა ცოცხალი ადამიანი ასრულებს ცხოვრებას... როცა გაიგონა და ტვინამდე ინფორმაცია მივიდა, როცა ხმა ვერ დაამთხვია ქმრისას, როცა იცნო ვინც იყო და წამის მეასედში გაანალიზა რაც მოხდა, ელენეს გულმა მაგრად დაარტყა ერთი და შემდეგ მონოტონურად, ნაცრისფრად, რიტმულად გააგრძელა უაზრო სვლა.
ცოტნეს თვალებში გაორდა დის უსიცოცხლო გამოხედვა, ერეკლემ გაიგონა იატაკზე დავარდნილი მობილურის ხმა და ვერ მოასწრო დის დაჭერა. ნიტაც წაიწია, მაგრამ ელენე უკვე იატაკზე იდგა მუხლებით უყურებდა ყველაფერს, აღიქვამდა ვერაფერს. ლოყაზე შეხება იგრძნო, და ლიზიკოს ტუჩის მოძრაობებს არჩევდა, მაგრამ არაფერი ესმოდა, მას შემდეგ ვერ შეძლებსო ხმამ რომ უთხრა.
-ისუნთქე, ელენე, დროზე. ცოტნემ პირი გააღებინა, ელენესაც ფილტვები აეწვა ჰაერისგან. ჩაისუნთქა და ყველაფერი ერთად იგრძნო. ყველაზე აუტანელი შვილის ტკივილი იყო.
-უნდა გადარჩეს... მტკივა... ერეკლემ ხელში აიყვანა და ვერც გაიაზრა ისე დაქოქა მანქანა. საავადმყოფოს თეთრი შუქები იმედს ანთებდა თითქოს, მაგრამ რეალურად არ არსებობდა იმედი.
-აღარ მოძრაობს, ერეკლე, არ მოძრაობს, ერეკლე უნდა გადარჩეს... დედამიწა შეძრა ელენეს ხმამ,თითქოს საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. და მაინც იყო ელენესეული ისარი სწორი მიმართულების?! ან ჩვენ, ადამიანებს, ქვეცნობიერამდე გვირჩევნია ვიყოთ მსხვერპლი, ვიდრე დავრჩეთ მსხვერპლის მერე, გვეშინია მარტოობის და გვიადვილდება დავტოვოთ მარტო სხვა, როგორც არ უნდა გვიყვარდეს მაინც, ადამიანები ეგოისტები ვართ და გვირჩევნია სიკვდილი მოსალოდნელ ტანჯვას, გვირჩევნია ვიფიქროთ რომ მსხვერპლთშეწირვა რამეს შეცვლის... მაგრამ ასეთი ანდრეა ვერ დაიმსახურებდა ელენეს, ის კი იმსახურებდა...
***
მშიშარა ადამიანები... გამოუცდელი, ნატანჯი გრძნობებით იდგნენ თეთრად შეღებილი საავადმყოფოს დერეფანში და ნაცრისფერი ჰაერით სუნთქავდნენ. ერეკლესთვის რომ გეკითხათ რაიმე, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო გიპასუხებდათ "არ მოძრაობსო", ეს ერთადერთი იყო, რასაც ახლა მისი გონება აღიქვამდა. ცოტნე ვერაფერს გიპასუხებდათ, ან უბრალოდ კითხვას ვერ გაიგონებდა. ნიტას და ლიზიკოს ცრემლები საშუალებას არ მისცემდათ ხმა ამოეღოთ, ამიტომ თუ მათ ვინმე შეხედავდა უსიტყვოდ, უხმოდ გაიაზიარებდა მათ ვერ აღქმულ უბედურებას და საჩქაროდ გაეცლებოდა. ეს მშიშარა ადამიენები... აღვიძებდნენ განგაშის სიგნალს სხვა უფრო უშიშრებში იმ მოლოდინს, რომელიც თავისდაუნებურად გეუბნება, რომ შეიძლება ძალიან ცუდი მოხდეს, გადაუტანელი და გამოუცდელი. მშიშარა ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ერთ-ერთი საავადმყოფოს ერთ-ერთი თეთრი კარის მიღმა არსებული სიტუაცია აშინებდათ, ყველაში აახმაურებდა უბედურების გამაყრუებელ სიგნალებს და სხვა უშიშარი მხოლოდ ამას იტყოდა "ეს არ უნდა ხდებოდეს". და რა უნდა ხდებოდეს ?! ამაზე სრულყოფილი პასუხი არ გაგვაჩნია არავის, საუბედუროდ თუ საბენიეროდ ისიც კი არ ვიცით... არ ვიცით რატომ დავიბადეთ იქ სადაც ვცხოვრობთ ახლა, ბევრმა ისიც კი არ ვიცით რატომ, მაგრამ ვცხოვრობთ. იმიტომ რომ ადამიანები ვართ, იმიტომ რომ მოკვდავები ვართ და ან იმიტომ რომ ევამ საბოლოოდ შეაცდინა ადამი და მანაც შეჭამა ის ვაშლი ჩვენს ცოდვილ ბუნებას ვერაფერს ვუხერხებთ, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ერთი შეხედვით უაზრო, წარმავალი, გამოუსადეგარი და შეუმჩნეველი ცხოვრება მნიშვნელოვანი, და რაც მთავარია, გამიზნული გავხადოთ.
შიში უფრო მოტივატორია, ვიდრე შემაფერხებელი, უფრო აბსტარქტული, ვიდრე რეალური, არადა ყველაზე ახლოა ადამიანის ბუნებასთან და ამიტომ არის ყველაზე ცუდი მოტივატორი. და მაინც ადამიანი გრძნობებით გახდა ყველაზე ძლიერი ბუნების ქმნილება, შიში ერთ-ერთი მათგანია და შიშსაც შეუძლია გვასწავლოს. მშიშარა ადამიანები სულაც არ იყვნენ სუსტები, ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ სხვისი უბედურების ეშინოდათ. ესეც გარკვეული მიზანია, ცხოვრების რაღაც მომენტის მნიშვნელოვანი მიზანი, იზრუნო სხვის ბედნიერებაზე, სხვა რა დაგვრჩენია ცოდვილ ბუნებიანთ თუ ერთმანეთს ვეღარ გავუფრთხილდით?!
ერეკლემ ზუსტად არ იცოდა უნდოდა თუ არა კარი გაღებულიყო, მაგრამ თეთრხალათიანი მაინც გამოვიდა იქედან. ექიმმა ოთხ წყვილ მომლოდინე თვალს ვერ გაუძლო და თავი ჩახარა... ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე რუპორით გამოცხადებული პასუხი...
-თქვენ ახლა რაღაც უნდა თქვათ, ცოტნეს ხმა ფიზიკურ ტკივილს აყენებდა ექიმს.
-ელენემ რომ თქვა აღარ ინძრევაო მართალი იყო, ბავშვი სუსტადაა, თან ძალიან. დედის სხეულიდან შოკი გადაეცა და პატარა ორგანიზმმა უჰაერობას ვერ გაუძლო, ნერვული სტრესი და დაღლილობა, მოკლედ... დასუსტებული იყო. ცოცხალია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს უნდა გაუმკლავდეს.
-ელენე? ერეკლემ თითქოს ნერწყვთან ერთად დამსხვრეული მინაც გადაყლაპა ისეთი შეგრძნება დაეუფლა.
-სუსტადაა, მაგრამ საფრთხე არ ემუქრება. სისხლი ბევრი დაკარგა, გადავუსხით და სტაბილური მდგომარეობაა, რამდენიმე საათში გაიღვიძებს. ექიმმა ოდნავ დააქნია თავი და უკან დაიხია, მათი უემოციოდ გამოხატული უზღვავი რაოდენობის უბედური მუხტი მასაც მოედო მარწუხებივით.
-ექიმო, ბიჭია ? ისევ ოდნავ დააქნია თავი და ახლა მართლა გაეცალა, ნიტა უძლურად დაეხეთქა სკამზე და პირზე ხელი მაგრად აიფარა ხმამაღალი ტირილით რომ აღარ შეეწუხებინა ირგვლივ მყოფები.
რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს რამდენიმე საათმა, ალბათ არავინ დაფიქრებულა რამე ციფრი მოეაზრებინა ამ სიტყვის უკან. ალბათ იმიტომაც არსებობს ასეთი სიტყვები, რომ რაღაცის არ ან ვერ ცოდნა გამოვხატოთ. ამ წუთას ცოტნემ ზუსტად იცოდა, რომ რამდენიმე საათი ელენეს გაღვიძებამდე მთელ სიცოცხლეს უდრიდა, ერეკლესთვის პირიქით წამიც არ გასულა...
მძიმედ გადადგმული ხუთიოდე ნაბიჯიც მთელი დედამიწის შემოვლა იყო ცოტნესთვის და კართანაც ისე გაჩერდა, თითქოს ბევრი სიარულისგან დაიღალაო, ერეკლემ ვერც იგრძნო, რომ გაინძრა...
დედამიწაზე არ არსებობს არაფერი ზუსტად სიმეტრიული, მათ შორის ადამიანის სახეზეც არ არის ორი ერთნაირი, თვალები, წარბები ტუჩები განსხვავებულია, ცხვირის ნესტოებიც კი შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც სხვადასხვა ზომისაა. ეს იმიტომ რომ არასრულყოფილი ადამიანი ვერ ეგუება ვერაფერ სრულყოფილს, სიმეტრიულად განლაგებული ნაკვთები სახეზე არარეალურობის შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან არ გამოხატავს ემოციას. ელენეს სახე სიმეტრიული იყო მათემატიკური სიზუსტით. რაზმაძეებს სხეული გაეყინათ... ერეკლეს მთელი სხეული ბრაზით აევსო და ახლა ზუსტად იგრძნო ნაბიჯების სიმძიმე კარიდან ელენეს საწოლამდე. როგორც იქნა ემოცია გაჩნდა სახეზე, როცა ბეჭების ტკივილი იგრძნო ელენემ. უფროსი ძმა მთელი ძალით უჭერდა.
-შენ ყველაფერი იყავი, გესმის, ელენე, თქვენ იყავით ყველაფერი და ანდრეა ყოველთვის ყველაზე სწორად აზროვნებდა, არ გაქვს უფლება სუსტი იყო, არ გაქვს უბედურების უფლება შენი ბიჭი, თქვენი ბიჭი მოითხოვს და იმსახურებს იმას, რომ იბრძოლო მისთვის, არ და ვერ დაუშვა ერეკლემ რომ ანდრეაზე წარსულში ელაპარაკა, რაღაც აპროტესტებდა შინაგანად. კარის მიახუნების ხმაზე ისევ გამოისახა ემოცია ელენეზე, გახელილი თვალებიდან უხმოდ წამოუიდა ცრემლები, როცა ცოტნეს ოდნავ აცახცახებული და ძლივს შეკავებული, ძლიერებისთვის მოწოდებული სხეული იგრძნო მასთან ახლოს. უფროსმა ძმამ მაგრად მოხვია ხელები და უსიტყვოდ დააჯერა მარტოობის არ არსებობაში.
დასუსტებულმა, ნაოპერაციებმა სხეულმა აიძულა დაეძინა.
***
მეორე დღეს ვეღარ უწოდებდით ნაცრისფერს, უფრო რუხი იყო, სიშავეში გადასული, თითქოს მზის სხივებმა ოქროსფერი დაკარგესო...
ლიზიკო გაშტერებული უყურებდა ერეკლეს რამდენიმე წუთი და ძლივს მიხვდა რა უბინდებდა სახეს მის ქმარს. წამის მეასედში თითქოს ვიღაცამ ყურში თხრაო მიხვდა, რომ მან საუკეთესო მეგობარი დაკარგა. გული მოეწურა და სხვა ვერაფერი ქნა, გარდა იმისა, რომ ქმარს ახლს მიუჯდა და მარჯვენა მკლავზე ორივე ხელი მაგრად შემოხვია, თავი ბეჭზე დაადო და თავი აიძულა ძლიერი ყოფილიყო. მშიშარა ადამიანებს ისევ სხვა მშიშარა ადამიანები აძლიერებენ, არიან ყოველმოცულნი მშიშარა ცხოვრებით მშიშარა დედამიწაზე მშიშარა გრძნობებით დაშინებულნი. და მაინც ეს მშიშარა ადამიანები სულაც არ არიან სუსტები...
***
უხმოდ ისხდნენ ელენეს პალატაში. ხმის ამოღება არც ერთს შეეძლო, ელენე თვალეით თხოვდა ძმებს ბავშვის შესახებ გაეგოთ, პასუხი კი უცვლელი იყო : "კრიტიკული მდგომარეობა დაძლეული არ არის, დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით."
***
-გისმენ, მათე, ცოტნემ თითქოს ახლა გაიხსენა დანარჩენი სამყაროს არსებობა და ისიც.. სულის ახლად გაჩენილი დანაკლისი.
-სად ხართ ბიჭო, ერეკლეს მობილური ავაფეთქე რასაც ქვია, შე ჩემა ვერ ხართ ხო?
-საავადმყოფოში, მათე, ახლა ვერ მოვალთ.
-ახლა რაღაში მჭირდებით დავიჭირეთ უკვე, აზრზე ხარ.... რა? სად? რა გინდათ მანდ? ვინაა ცუდად?
-ელენემ იმშობიარა, ბავშვი არაა კარგად, არც ელენე...
-რატო არ დარეკეთ, მთლად გამოშტერდით? მოვდივართ. ცოტნემ მობილურიც გათიშა და მთელი დედამიწაც.
-გვიბარებენ? ერეკლემ ჩაახველა, რომ ხმა გაეწმინდა.
-არა, მათე იყო, დავიჭირეთო და მოვდივართო...
-რა ვქენითო? ერეკლეს ლამის თვალები გადმოცვივდა...
-და..დავიჭირეთო, აუ ჩემი რას გამოვშტერდი, ვერაფერი ვერ ვკითხე... ცოტნე წინ და უკან სიარულს არ წყვეტდა. ყველა შესაძლო ვარიანტი გამოთვალა რომელი გზით შეეძლო მათეს მოსულიყო და ყველაზე გრძელი გზა ნახევარ საათიანი იყო, ვერაფრით მიხვდა რატომ უდრიდა ის ამ წუთას მთელ სუკუნეს...
საუკუნე რომ გავიდა დერეფნის ბოლოდან მისკენ წამოსული მოძრავი სხეული დაინახა და რაც უფრო უახლოვდებოდა ცოტნეს სახეზე ღიმილის კუნთები მუშავდებოდა. ახარხარებულ ძმას ისეთი თვალებით ამოხედა ერეკლემ გიჟებს რომ უყურებენ დიდი მწუხარებით და სინანულით მერე მანაც დაინახა უკვე მოახლოვებული ანდრეა.
-რა მოხდა? ჯერ ადრე იყო მშობიარობა. როგორ არიან? გაოგნებულ ოთხ წყვილ თვალს პასუხის მოლოდინში მიჩერებოდა ვერაფერი გაეგო გაცოცხლებულს. ნიტამ თავს უფლება მისცა და ხმამაღლა ატირდა, ქმარს თავი ზურგზე მიაყრდნო და მთელი სხეული უცახცახებდა.
-მითხარით რა... ანდრეას ხმა მართლაც იყო მკვდარი ამ წუთას.
-ბიჭია, ჯერ სუსტადაა და ექიმებმა დანამვილებით არაფერი იციან და ელენე კარგადაა, ახლა უკვე მართლა კარგად იქნება, ლიზიკომ გაუღიმა და თვალი ვერ მოაშორა.
-არ იციან იცოცხლებს თუ არა ? ანდრეა სკამზე ჩამოჯდა და დაღლილი თვალები მოავლო ოთხეულს.
-ჯერ კრიტიკული პერიოდი დაძლეული არ არისო ასე ამბობენ, ისევ მძიმედ წამოდგა არაბული და უახლოეს კართან მივიდა.
-არ შეხვიდე, ცოტნე ზედმეტად ხმამაღლა იყვირა.
-შენ ხო არაფერი მოგიწევია ბიჭო ? რა გაცინება ან ახლა რა გაყვირებს? ცოლთან არ უშვებ ტო ? მათე თვალებში ჩააშტერდა ცოტნეს.
-ცოდვაა ელენე, ასე უცენ ნუ დაენახვები...
-ჯანდაბა არაბული, ჩემი ძმაკაცი რომ არ იყო ისე გაგინებდი ისე, რო... სად გაქ მობილური, რას გადარიე ჩემი და ცოცხალი თუ ეგდე? ვერ ხარ ხო ? რას მიათრევდი იმ ოპერაციაზე ჩართულს? ერეკლეს ხმა მთელ საავადმყოფოს ესმოდა.
-ახლა განახებ რას ნიშნავს გადარევა თუ არ ამიხსნი ამ სიდებილეებს,რაც მითხარი, ანდრეამ კარს ხელი უშვა და ერეკლეს წინ გაჩერდა.
-ელენემ დაგირეკა და ასე უთხრეს ვერ წამოვაო, ერეკლე შედარებით მშვიდი ტონით აგრძელებდა, შენს მობილურზე ის ფსიქოპატი ელაპარაკა თან კონტაქტი გაწყვეტილი იყო და რა უნდა გვეფიქრა. ცუდად გახდა, თავიდან არც სუნთქავდა, მერე მუცელი ეტკინა და დანარჩენი კი იცი. ახლა შეიძლება გული გაუჩერდეს რომ დაგინახავს, გიფსო-კარდონის კედელი ანდრეას მუშტმა მარტივად გაანგრია, შეუმჩნეველი იყო სისხლის კვალიც ხელებზე მხოლოდ ემოციები იყო ჩართული. უსიტყვოდ შეაღო კარი და ოთახში შევიდა. ანდრეამ იგრძნო როგორ დაიშალა თავიდან და როგორ დაუმსახურებლადაც არ უნდა ეგრძნო თავი, მაინც აეწყო, ყველა ნაწილაკი, უმნიშვნელოც კი თავის ადგილზე დადგა და ანდრეამ ნათლად იგრძნო რა იყო მისი დანიშნულება დედამიწაზე. შეხედა საწოლზე მწოლიარე, სახემიტრიალებულ ცოლს და ზუსტად იცოდა, რომ მათი შვილი იცოცხლებდა. დაინახა როგორ ჩამოიშალა მის ირგვლივ რუხი ფერის კედელი, თავიდან ოდნავ მტვერი დატოვა, მერე კი ნაცრიფერი ჰაერიც გაფანტა ოთახში. ანდრეამ ფერადი ჰაერი შეიტანა ელენესთან. ფრთხილად შემოუარა საწოლს და ცოლს დაენახვა. ელენემ თვალი შეავლო, ოდნავ დაეჭიმა ყბის კუნთები და თვალები მაგრად დახუჭა. სუსტ განათებაზე აბრჭყვიალდა ჩამოგორებული ცრემლი. ანდრეა მიხვდა, ელენეს ეგონა რომ ეჩვენებოდა. გული მოეწურა თავი მის ადგილას რომ წარმოიდგინა, უნდა მოეშორებინა ეს საბურველი ცოლის სახიდან. სწრფად მიუახლოვდა და ჩაეხუტა. ელენემ ერთი ამოიკვნესა, ფართოდ გაახილა თვალები და მერე ისევ მაგრად დახუჭა. წამით არ უფიქრია ემოციის შეკავებაზე, მაინც შეუძლებელი იქნებოდა. მარწუხებივით მოუჭირა ანდრეას ხელები და არც ხმის დამორჩილება უცდია არც ცრემლების, ანდრეას ნაღვლიანად ეღიმებოდა და მიუხედავად იმის რომ არ იყო დარწმუნებული ელენეს ესმოდა, გაუჩერებლად უმეორებდა თუ როგორ უყვარდა, ელენეს ესმოდა და დაუჯერებელი ბედნიერებისგან პირველად ტიროდა ხმამაღლა.
-საყვარელო, უნდა დამშვიდდე რა, ასე არ შეიძლება, ცუდად გახდები, ანდრეა ცდილობდა სახეზე შეეხედა ელენესთვის ცოლი კი არაფრით უშვებდა ხელებს.
-უბრალოდ შემომხედე, ელენე, მინდა დაგინახო, ღიმილი ისმოდა მის ხმაში. არაბულის გული ახტა, დახტა, შემოურბინა დედამიწას რამდენჯერმე და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა ცოლის თვალებში რომ ბედნიერება დაინახა. -ჩემო ლამაზო, მაპატე, მაპატიე ეს საშინელი დღე, შენ არაფერი უნდა გაგეგო, ელენე, ამოიღე ხმა, ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ არაფერი მიჭირს, ელენემ თითი გადაუსვა გახეთქილ წარბს თვალებით გაუღიმა ქმარს.
-ეს მხოლოდ ნაკაწრებია, ელენე, როგორ მიყვარხარ შენ და ვერ ვიტან ჩემ თავს ასეთ დღეში რომ ჩაგაგდე, გთხოვ აღარსდროს აღარ ინერვიულო რა...
-ისიც იცოცხლებს, ანდრეა, ჩვენი ბიჭიც იცოცხლებს, სახეგანათებულმა უთხრა ქმარს. ელენემ ანდრეას მოტანილი ფერადი ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ მოეხვია არაბულს.
***
-იცი, რას ვფიქრობ, ცოტნე...
-ჰო? უფროს ძმას დაღლილი თვალებით ამოხედა
-ჩვენს დედამიწაზე არაფერი არ ხდება ისეთი, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს.
-დაიწყო ისევ ფილოსოფოსობა, შევედი მე ამათთან, მათემ ხელი აიქნია და პალატის კარი შეაღო.
***
ანდრეა ელენეს თმას ეთამაშებოდა და თვალებდახუჭულ ბედნიერ სახეზე თვალს არ აშორებდა.
-არადა მეგონა მოკლავდი, მათეს გაეცინა.
-სიკვდილს ნუ მიხსენებ, მათე, თვალი არ გაუხელია ისე უპასუხა. ანდრეამ თვალები გადაუბრიალა მეგობარს, მანაც ხელები აწია და ოთახიდან ჩუმად გაიპარა.
***
არებობს წამები, რომელთათვისაც დროებით სიკვდილიც ღირს. თუნდაც ის "იცოცხლებსო" რომ უთხრეს, ან მათი პირველი შეხვედრა პირველ შვილთან. პატარა, უსუსური და ყველაზე ახლობელი სხეულის ჩაუტება, კიდევ ერთი მიზეზი არსებობის და სურვილი იყო ყველაზე კარგი მისთვის. ვახოს ბედნიერბისგან დაქაჩული თვალები და ცრემლმორეული სიცილი პატარას ნახვისას. როცა გრძნობ რომ უკვე მნიშვნელოვანია შენი არსებობა, რადგან არა უაზრო, არამედ გამიზნულია. ასეთ მომენტებში არაფერია ნაკლები, არც ზედმეტი, ყელაფერი ზომიერი და ამავე დროს ზღვარგადასულად კარგი. როცა ფრანგმეტულად აღიქვამ ირგვლივ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ გინდა ყველა მიმიკა უმნიშვნელო დეტალიც კი დაიმახსოვრო. და მაშინ, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება და პატარა გამხნევება დაგჭირდება ამ მომენტებს შეაფარო თავი.
***
-მომიყვანე, საყვარელო, მე ვაჭმევ, დაიღალე შენ.
-ანდრეა, ნუ გამაგიჟე რა დამღლიდა, ელენემ მთელ დედამიწას გაუღიმა.
-ექიმმა ხომ თქვა ნუ დაიტვირთებიო, ნაოპერაციებზე საშიშია.
-ვინ არის ყველაზე ფეთიანი ქმარი მსოფლიოში? ელენემ ქმარს დასცინა თან შვილს შუბლზე ნაზად აკოცა.
-მიყვარხართ... ანდრეა გვერდით მიუჯა ცოლს და შვილის თვალებში ჩაიკარგა. -მე ვაძინებ, რასაც ქვია ჰაერში მოხსნა ბავშვი და ოთახში გაიყვანა.
-ჩემი პატარა ვაჟკაცი, დამჯერე ბიჭი, ანდრეა სასაცილოდ ეფერებოდა ბავშს და თან ბედნიერებას ასხივებდა. საწოლში ფრთხილად ჩააწვინა, მილიონჯერ შეუსწორა გადასაფარებელი და თვალი ძლივს მოწყვიტა უკან გამობრუნებულიყო. დერეფნიდან შემომავალი შუქი ელენეს სილუეტს კვეთდა ოთახის კართან. არაბული ცოლს მიუხლოვდა და სახეზე დააკვირდა. ნათლად დაინახა როგორ აენთო ელენეს ღიმილი თვალებში, თითქოს თხევადად იქცა თანდათან გადმოეღვარა თვალებიდან, ლოყებზე ლამაზი ფოსოები გაუჩინა და ტუჩის კუთხეები გაუწია. ანდრეა, თითქოს ღიმილს სვამსო ისე დაეწაფა ცოლის ტუჩებს.
-შენ ჩემს არსებობას მიმართულება მიეცი, სწორი მიმართულება და შენდა უნებურად გამიზნული გამხადე, ყველა შესაძლებელზე უფრო მეტად მიყვარხარ, ელე. ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა ცოლს და ისევ მოძებნა ღიმილიანი ტუჩები. ელენემ, როგორც იქნა, იგრძნო ბედნიერება უბედურების გარეშე. ყოველნაირი ცუდი მოლოდინისგან თავისუფალი, სინანულ შემოძარცვული და, რაც მთავარია, მისი ქმარი იგრძნო სრულიად, გამიზნულად ბედნიერი.



№1 სტუმარი lizazu

როგორ მიყვარს შენი ისტორიები, რამდენი ხანია ველოდები შენს ახალ ისტორიას და რატო აღარ დებ?

 


№2 სტუმარი darina

Rogor mindoda am sitoriiis srulad wakitxva bevri vedzebe, magram ver vnaxe, madloba shen imistvis, rom kidev ertxel ganmacdevine is zgva emociebi pirvelad rom.dameufla am istoriis wakitxvisas.

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra magari iyoooo vuaimeee tortoba da marwyvoba iyoooo

 


№4  offline წევრი p♥♥h ^^

Arvici ra sheidzleba giwodooo, minda yvela aq vitom babulika istoriiss avtorebmaa saertod sul yvelam waikitxossss
Ai emociaa, ai grdznobebis karnavaliii, ai gtdznobebis kaskadiii diax me is var am istoriis gamoo rom game gaatiaa. Gamis tertmwtidann dilis shvidamde rom tavauwevlad kitxulobda.
Shevivsee gavntliandiiiii
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№5  offline ადმინი ano23

უნიჭიერესო და უსაყვარლესო. დიდი მადლობა ,რომ ასეთი ისტორიებით გვანებივრებ, ძალიან გამახარებ, თუკი რაიმე ახალს შემოგვთავაზებ winked ძალიან მიყვარს ეს ისტორია და გამიხარდა ისევ რომ დადე love

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მგონი, კარგა ხანია საიტს ასეთი ღირსეულ-დამსახურებული "ტოპ სიახლე" არ ჰქონია wink wink . ყველაზე, ყველაზე რაღაცნაირი ისტორიაა ეს!

 


№7  offline წევრი თვალჟუჟუნა

მადლობაა :* <3

 


№8  offline წევრი TeddyBear

ღმერთო აი არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა, როგორ ვთქვა და რანაირად ვთქვა!!! სიტყვებით ვერც კი ავხწერ რამდენად დიდი ემოციის დატოვება შეძლო ჩემში ამ ნამუშევარმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იდეალური იყო! გეფიცები საათების განმავლობაში თვალი ვერ მოვწყვიტე ისე გამალებით ვკითხულობდი, არ ვიცი მართლა როგორ გითხრა დებილივით ვბლუყუნებ ალბათ. უბრალოდ მინდა იცოდე რო ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს არ წამიკითხავს ასეთი "იდეალური" ნამუშევარი, რათქმაუნდა ჩემს საყვარელ წიგნების კოლექციას თუ არ ჩავთვლით wink და მინდა გითხრა რომ არცერთ პროფესიონალ მწერალს არ ჩამოუვარდები, მთელი ჩემი გონება გადაატრიალე და მოიცვი... გაოგნებული ვარ! love არასდროს დამავიწყდება ეს მოთხრობა და ის ემოციები რომელსაც კითხვის დროს განვიცდიდი love გავგიჟდი ისე მომეწონა ელენეს პერსონაჟი, ანდრიას გრძნობების ახწერა ხომ საერთოდ ნუ აი არ ვიცი... მართლა ვეღარ ვსაუბრობ love უნიჭიერესი ხარ. წარმატებები ყველაფერში ჩემო საყვარელო, ველოდები შენს ახალ ისტორიას love

 


№9  offline წევრი მოიისფრო

ემოციების ზღვა!
სხვა რა შეიძლბა ამ ისტორია უწოდო?
არც არაფერი!
ძალიან მომეწონა, მაგრამ ყველაზე მტად იმან აღმაფრთოვანა, რომ თითოეულ პერსსონაჟს რასაც ჰქვია "სულში შეუძვერი" და მათი გრძნობები არა თუ გამოააშკარავე, არამედ ბოლომდე გააშიშვლე!
ძალიან ნიჭიერი ხარ ავტორო!
ყოჩაღ!

 


№10  offline წევრი Nate

ვაიიიმეეეე!@
ეს რა მაგარი იყოოო!
ამდენი ხანია ვკითხულობ და დრო როგორ გამეპარა ვერ გავიგე!
ძალიან ნიჭიერი და მაგგარი გოგოხარ შენ!
ისეეეთი იყო ყველაფრით მაგარი,ვერც ერთ პერსონაჟს რომ ვერაფერს დაუწუნებ!
ვაიმეეეე მართლა არვიცი რავთქვა! ემოციებიიი იყო საშინელი! ხან ვტიროდი ხან ვიცინოდი!
მოკლედ შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო ! თუ ბიჭი ;დდ ნურამნიშვნელობააქ ფაქტია ძალიანმაგარიხარ!
მე ველოდები შენს ახალ შოკოლად მოთხრობებს! ხომდა წარმატებეებეეე

 


№11  offline წევრი eni

რაგა ვთქვააა აი გავნეიტრალდიი სულ სხვა სამყაროში
გადამიყვანაა შენმაა ფრთა შესხმულმა ისტორიამ
აი მე რაც ამ
ისტორიის წაკითხვისას ვიგრძენი
არვიცი რადავარქვაა შეუდარებელია უსაზგვროო იმდენად კარგად გავხდი იმდენად ავივსე ერთ დროულად
იმდენი ემოცია დავიტიე შეიძლება გავსკდე ვერ გავუძლო ეს ეს არვიცი რაგაც სხვა იყო სამყარო რომელიც უნდა არსებობდეს სულში ჩამწვდა ამავსოო საოცრებაა მადლობა შენ <3

 


№12 სტუმარი mari

Dzaan magari istoria iyo. Yochagggg☺☺

 


უკვე მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას თითქმის დავიზეპირე ყველაზე მაგარი ისტორიაა რაც კი ამ საიტზე წამიკითხავს
არ ვიცი რა გითხრა ძალიან მაგარი ხარ <3<3<3<3

 


№14  offline წევრი mako-makako

აი,უბრალოდ,ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა.
ეს იყო ყველაფერი ერთდ,სიხარული,სიყვარული,ბედნიერება,ტკივილი და ,,გამიზნული არსებობა''იმდენად მომეწონა სიტყვები არ მყოფნის სათქმელად.ბევრიც ვიტირე და ბევრი ემოციაც გამოიცვიე ჩემში.ეს იყო რაღაც არაჩვეულებრივი და მადლობა შენ რომ ასეთი ისტორია გაგვიზიარე.მოგვეცი საშუალება თითოეული სიტყვა და წამი ბოლომდე შეგვეგრძნო.უკვე რამდენი საათია ვკითხულობ და ვერ მოვწყდი.დამასევდიანე,მართალია ბედნიერი დასასრული იყო მაგრამ საოცრად სევდიანი ვარ...წარმატებებიდა მიხარია ასეთი ნიჭიერი რომ ხარ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№15  offline წევრი salomee

მაგარი გოგო ხარ !

 


№16  offline წევრი gvancacuna

ახალი ისტირიის დაწრრას არ აპირებბ? ძაან მომენატრა შენი ისტორიები

 


№17  offline წევრი gvancacuna

Ar dagvibrundebi axali istoriiit?

 


№18 სტუმარი სტუმარი B.g

არაჩვეულებრივი რომ ხარ,იცი?????

 


№19  offline მოდერი naattii

უჰ კარგი იყო ❤

 


№20  offline წევრი Tushma19

Rato matireee:((<3<3

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე ეს იყო რაღაც საოცრებაააააა <3 სულ უნდა წერო შენ ისეთი მაგარიი იყოო <3 წარმატებებიი <3 <3

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

მთ3დღეა ვკითხულობთ და რამდენჯერ განიჩერდა გული არც კი ვიცი

 


№23  offline წევრი ანანასკა

მდააჰ,მოკლედ ისტორია ცუდი ნამდვილად არ არის. მე შენი მეორე ისტორია უფრო მომწონს, მარა ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. უბრალოდ მთელი ისტორიის განმავლობაში 1 კითხვა მქონდა, კარგად წერ, საკმაოდ გამართულად და აი ეს "გეხვე'რ'წები" რა უბედურებაა??? რატტოო? რისთვის?
პირველი არ ხარ ვისთანაც შემხვდაა და აი ისე ვერ ვიტან ამ ფორმას,ისე მეზიზღება სადმე რომ მხვდება, ლამის თვალი მითამაშებს. მთელი შთაბეჭდილება შემიცვალაა და ცოტა ნეგატირუი კომენტარი გამომდის,მარა იმედია არ მიწყენ. რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

 


№24 სტუმარი maco maco

ხომ არ იცით კიდევ სად შეიძლება ამ ავტორის ისტორიები ვნახო?? აქ რაც არის იმის გარდა მეორე ნიკითაც რომ არის ისინი ვიცი :)

 


№25  offline წევრი tamuna.s

maco maco
ხომ არ იცით კიდევ სად შეიძლება ამ ავტორის ისტორიები ვნახო?? აქ რაც არის იმის გარდა მეორე ნიკითაც რომ არის ისინი ვიცი :)



მეორე ნიკს ვერ მეტყვით?

 


№26 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი ისტორიაა იმდენჯერ წავიკითხე საინტერესო და საოცარი პერსონაჟებით ძალიან მაგარი იყო ამ წყვილების მეგობრობა და სიყვარული,იმდენი ტკივილი გადაიტანეს ყველამ ერთად ღირსები იყვნენ ბედნიერების და მიხარია რომ კარგი დასასრული აქვს.მადლობა წარმატებები ????????????

 


№27  offline წევრი Mari2015

კარგია, კარგად წერ. ვფიქრობ, ყველა თქვენი ისტორია საინტერესო იქნება.ჩავუჯდები❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი ლილა

tamuna.s
maco maco
ხომ არ იცით კიდევ სად შეიძლება ამ ავტორის ისტორიები ვნახო?? აქ რაც არის იმის გარდა მეორე ნიკითაც რომ არის ისინი ვიცი :)



მეორე ნიკს ვერ მეტყვით?


აუ იქნებ მეორე ნიკი მეც მითხრათ საოცრად წერს მადლობა წინასწარ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent