შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა თუ... 1(თავი)


20-03-2016, 23:19
ავტორი nasia
ნანახია 3 010

პატარა,რომ ვიყავი გერეთ თამაში ძალიან მიყვარდა.განსაკუთრებით მაშინ სახლში თუ არავინ იყო.შევიკრიბებოდით ხოლმე უბნის გოგო-ბიჭები და ხან დახუჭობანათი, ხანაც კი დაჭერობანათი ვიხალისებდით გულს.კარგი დრო იყო,თუმცა როგორც ყველა ჩვენც გავიზარდეთ და სულ გადაგვავიწყდა ბავშვური თამაშები.ახლა ყველა მოზრდილთა თამაშებით ერთობოდა.ზოგი წესებით,ზოგი კი წესების გარეშე...
15 წლისას დედა გარდამეცვალა,ძალიან განვიცადეთ მე და ჩემმა ძმამ ეს ამბავი,გიო ცდილობდა გავემხნევებინე და არ მედარდა,ყველანაირად გვერდში მედგა და მამის მაგივრობასაც ის მიწევდა.მამა 2 წლის მერე რუსეთში წავიდა და აღარც დაბრუნებულა.ისედაც დაობლებული ბავშვები ახლა ორივე მშობლისგან მიტოვებულები აღმოვჩნდით.გიო ბევრს მუშაობდა,რომ ჩემთვის არაფერი მოეკლო და ასეც ვიყავი,ყოველთვის მქონდა ის რაც მინდოდა,ანადა რასაც ვინატრებდი.
სკოლა ,რომ დავამთვარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე 100%-იანი გრანტით,რამაც ყველა გაგვახარა.ახლა უკვე სტიდენტი ვიყავი და მეც უნდა მეფიქრა ოჯახის დხმარებაზე,სამსახურის ძებნა დავიწყე.სულ მალე ჩემი მეგობარი გახარეული მოვარდა სიახლის შესატყობინებლად,რომ სამსახური მიშოვნა.მართალია დიდი ანაზღაურება არ იყო თუმცა სულ არაფერს, ხომ ჯობდა.კონსულტანტის თანამდებობაზე უნდა მემუსშავა 12 დან 12-მდე,ლექციების მერე დასვენება შაბათ-კვირას მქონდა.მარისი მადლობელი ვიყავი,რადგან ყოველთვის ზრნავდა ჩემზე.ბავშვობიდან მეგობრები ვართ,თითქმის ერთად გავიზადრეთ.10 წლის იყო ჩვენს უბანში,რომ გადმოვიდა მისი ოჯახი სახოვრებლად.
გიო დილიდან საღამომდე თითქმის სულ გასულია,ხშირად ღამეც არ მოდის ხოლმე.ეს ფაქტი მაშფოთებს,რადგან ადრე ყოველთვის ბრუნდებოდა შინ.ვცდილობ გავარკვიო,მაგრა როცა ამის შესახებ კითხვებს ვუსვამ თავს არიდებს ან მპასუხობს -სამსახურში სამე მოგვიმატეს,სულ ეს არისო.
პარასკევი დღე მიყვარს,რადგან მას შაბათი და კვირა მოსდევს,დასვენების დღეები.
დღესაც გახარებული წამოვფრინდი საწოლიდან და გამზადება დავიწყე,რადგან სექტემბრის ბოლო რიცხვები იყო და ჯერ კიდევ თბილოდა მოკლე შორტი და უბრალო მაისური გადავიცვი,ფეხზე კი ბენსიმონის ვარდისფერი კედები.ჩემი სპილენძისფერი თმა გავიშალე და სამზარეულოში გავედი სადაც გიო დამხვდა
-ლალო,დღეს დამაგვიანდება,სამსახურიდან როგორც კი მოხვალ დამირეკე,რომ არ ვინერვიულო კარგი?
-კარგ გიო მე კი დაგირეკავ,მაგრამ შეგიძლია ღამე აღარ დარჩე ხოლმე? მოწყენილმა გავხედე ჩემს ძმას.
-შენც,ხომ იცი,რომ ამას მხოლოდ ჩვენი კეთილღეობის გამო ვაკეთებ ლალო?! მე, რომ არ ვიმუშავო ვინ გვარჩენს? ცოტა გაბრაზებულმა დადყა ყავის ფინჯანი და მაგიდიდან წამოდგა.
-კარგი ხო,მაგრამ იცოდე,რომ შენზე ვდარდობ და ძალიან მიყვარხარ.საწყალი სახით ვუთხარი და მოვეხვიე,მანაც იგივე გაიმეორა ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა-მეც ძალიან მიყვარხარ კუდრაჭა.
თავისი საყვარელი ღიმილი მაჩუქა და კარებში გავიდა.
მე ცოტა ვისაუზმე ,შემდეგ უნივერსიტეტისკენ ავიღე გეზი და ავტობუსის გაჩერებაზე დიდხანს დგომას თუ არ ჩავთვლით მალე მივაღწიე მაღლივამდე.
ლექციებმა სახალისოდ ჩაიარა,როგორც ყოველთვის.ზარის დარეკვის თანავე ავდექი და სამსაურისკენ გავეშურე,რადგან დაგვიანება არ მიყვარს.
ჩემი უფროსი ძალიან თავხედი ქალია,უაზრო შენიშვნებს აძლევს ყველას და საკუთარ თავზე ძალიან დიდი წაროგდენა აქვს,არა და სინამდვილეშ უბრალოდ მენეჯერია და არა სუპრმარკეტის მფლობელი.
მისვლისთანავე გამოვიცვალე და დახლებს დავუყევი რათა პროდუქცია დამელაგებინა თაროებზე,თან ჩავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე,რა იქნებოდა დედა,რომ ცოცხალი ყოფილიყო და კიბოს არ წაერთმია მისი თავი? ახლა ხომ ბედნიერად ვიცხოვრებდით სულ ყველა,ან მამას არ მივეტოვებინეთ.ხშირად ვფიქრობ ამაზე.ხომ შეიძლებოდა მეც ჩემი მეგობრებივით მოსიყვარულე მამის გვერთ გავზრდილიყავი და მასაც ეამაყა ჩემით,მაგრამ ცხოვრება ხანდახან დაუნდობელია.ამ ფიქრებში ვიყავი გართლი როცა ვიღაც მაღალი,შავებში ჩაცმული მამაკაცი მომიახლოვდა.ავხედე, ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო,შავგვრემანი ლამაზი სახით და ძვირასი ტანსაცმლით,ხელში ზეთისხილის ქილა ეჭირა და მე მყურებდა,უცებ გამოვერკვიე და შევეკითხე
-რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
მან ამათვალიერა და შემდეგ მიპასუხა
-დიახ, შეგიძლია დაჭრილი ზეთიხილი მაჩვენო სად დევს?აქ იმდენია ვერ გავიგე რომელი რომელია?? კითვისნიშნიანი ზერა მომაპყრო და ჩემს ქმედებას დაელოდა
-დიახ შემილია,წამობრძანდით.ხელით დახლისკენ ვანიშნე და წინ მე წავდი,დაჭრილი ზეთისხილის ქილა ავიღე და გავუწოდე.
-აი აიღეთ,ეს არის .კაცმა ისევ უცნაურად ამათვალიერა,ქილა გამომართვა და სალაროსკენ წავიდა.
დაახლოებიტ 25 წლის იქნებოდა ის ყმაწვილი,სიმპატიური კი იყო, მაგრამ ისე უცნაურად მიყურებდა ცოტა შევშინდი კიდეც,თუმცა მალევე გადამავიწყდა და ჩემი საქმის კეთება განვაგრძე.დრო იმაზე ალე გავიდა ვიდრე მეგონა,ფორმა კვლავ გამოვიცვალე,ჩემი ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.ოდნავ ციოდა,მაგრამ საამური ნიავი უბერავდა,ისეთი,რომ არ წუხდებოდი და პირიქით გსიამოვნებდა მისი კანზე შეხება.მარკეტს ცოტა,რომ გამოვცდი და ჩიხში უნდა შემეხვია,რომელსაც ვერასდროს ვერ ვიტანდი,თუმცა სხვა გზა არ მქონდა რაღაც ხმაური მომესმა,მალევე ჩემს წინ თეთრი მანქანა გაჩერდა და იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა
-ლევან მალე მოკიდეთ ხელი მაგ გოგოს და ჩასვით მანქანაშ,მთელი ღამე აქ ვერ ვიდგები ლექსო გველოდება.გავიგე მანქანიდან ხმა და შიშმა შემიპყრო,გაქცევა მინდოდა და როგორც კი დავიძარი ხმამ გამაჩერა
-შენს ადგილას მაგას არ ვიზამდი-მომმართა ბიჭმა და სახეზე რაღაც ნაჭერი ამაფარა.
გონება ამერია,თითქოს ბურუსში ვიყავი და მზედველობა დამებინდა,მაგრამ ხმები მაინც მესმოდა.
-მალე ჩასვით მანქანაში და წავედით,ყველა იღებს იმას რასაც იმსახურებს,რა ეგონა გიოს შერჩებოდა ის რაც გააკეთა?გაიგგე ერთერთის ხმა
-ლექსო ძალიან გაბრაზებულია მაგაზე და ამ გოგოს მაგივრად მე მეშინია-ახლა სრულიად სხვა ხმამ თქავა და თან ჩაიცინა
-გაჩუმდი და მაქნქანა დაქოქე,რეზო შენ კიდე ლექსოსთან გადარეკე,უთხარი,რომ ჩიტი მახეშია...



№1 სტუმარი darina

Miyvars aseti istoriebi, ukve momwons leqso, ai ase uceb momeqona gamouchenlad.

 


№2  offline წევრი nasia

დიდი მადლობა ყველას <3 არ დავიკარგები. დღეს საღამოს დავდებ ახალ და უფრო დიდ თავს.ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ვცდილობ ნორმალური გამოვიდეს,თქვენი კომენტარები კი სტიმულს მაძლევს :) :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent