შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობის მოთხოვნა (თავი 13 )


20-03-2016, 23:50
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 1 937

21 მარტი... ფრიად მნიშვნელოვანი დღეს დედამიწის ისტორიაში... არა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. სწორედ ამ დღეს არ მოევლინა ქვეყანას სამეგობროს წარბის ტკივილი ნინო და სიმაღლის ქურდი ნინი.
-ხეფი ბერსდეიიი თუ იუ ხეფიი ბერსდეი თუ იუ ხ...
-მადლობა ეთო აღარაა საჭირო შენი საუცხოო სმენისა და ინგლისურის ცოდნის მიქსის გაგრძელება.
-ოხ როგორ იცი ხოლმე გადაშენდი შე უბედურო
ნინოწარბებ მაღალს ჩავეხუტე და საჩუქარი გავუწოდე.
-რატო შეწუხდი მაგისთვის ფული რატო დახარჯე... - რამდენიმე წუთიანი პაუზის დემდეგ წარბები აჯგიბა და გადმომხედა - ხო ის მიყიდე მაშინ რომ დაგინამიოკე?
ორივეს გაგვეცინა და ნინოს სახლში შემომხტარი დიტოსკენ გავაოარეთ მზერა.
ჯერ მე, მერე დიტო, სესილი, ელენე და ბოლოს მეორე იუბილარი .
-ანუ დღეს ვქეიფობთ?-დივანზე წამოიპლაკა დიტო და იქვე მაგიდაზე დადებულ შოკოლადს დაწვდა.
-დადევი ბიჭო ჩემია ეგ-სესილიმ აღშფოთება ვეღარ დამალა და შოკოლადის ფილა ხელიდან გამოგლიჯა.
-ანუ სათაფლიაზე ხო?-ამოვიხვნეშე და ნინოს თვალი გავუსწორე.
-ხო გოგო გავერთობით და მაგ პონტში ხო მიხვდი?-კითხვითვე მიპასუხა.
პირი გავაღე,ვიფიქრე პასუხს დავუბრუნებთქო, მაგრამ ნინიმ მუსიკა ჩართო.
-წავიდა ტანცი მანციი უუუუ-ამოიღრიალა დიტომ და დივნიდან წამოხტა.
-მე წავალ და მოვალ უცებ-გავაფრთხილე მოქეიფე საზოგადოება და სადარბაზოში გამოვედი.
-,,ეხლა,რომ გაბრიელი დავპატიჟო,რაპონტი იქნება?ააა მოიცა ნინი ხომ მის ძმაკაცს იცნობს. ევრიკაა"-ასე ვბურდღუნებდი და თან გაბრიელის ნომერს ვკრეფდი.
-ხო ეთო-ძალიან გამიკვირდა ჩემი ნომერი ,რომ ეწერა და სიხარულოთ აღვივსე.
-დღეს ჩემი მეგობრების ნინის და ნინოს დაბადების დღეა და ნინიმ მთხოვა ის ბიჭი დამიპატიჟე საავადმყოფოში,რომ იყოო,სახელი თვითონაც არ იცის-მივაყარე სწრაფად და მარშუტში ავცუნცულდი.
-აა ანთიმოსზე ამბობ?
-ანთიმოსი რა არის?-უცებ ვერ მივხვდი რა მითხრა.
-იმ ბიჭის სახელია ეთუნი -სიცილი წასკდა და განაგრძო-კარგი ვეტყვი.
-თუგინდა შენც წამოდი სესი იქნება,რავი მეც და ლაშქრობაში მივდივართ
-კარგი მოვალ-დამემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.
საღამოსკენ ასე ხუთისთვის უნდა შევკრებილიყავით.მე, დიტო,სესი და ნინი კორპუსთან ვიდექით.
-ანი გავედით ხო?-სესილიმ საღეჭი რეზინი ჩაიდო პირში.
-მოიცადეთ ორი წამი,სად გეჩქარებათ გვრიტებო?-მოისმა ხმა უკნიდან.
-ამას აქ რა უნდა?-სესილიმ გადმომიჩურჩულა და სახე დამანჭა.
-მე დავპატიჟე-ამაყი ვიყავი,ძალიან ამაყი.
-უი შენ?-ხელი გაიშვირა ანთიმოსმა ნინისკენ.
-ვაა შენ?დაიცა რა გქვია? -იკითხა ნინიმ.
-ანთიმოსი და შენ?
-ნუ მე ნინი,მაგრამ ჯანდაბას თავი უხერხულად რომ არ იგრძნო ფოთოლა დამიძახე.
-იუმორი კი გქონია.იცი? შოკოლადი მოგიტანე.
-უჰუუუ უკვე შემიყვარდიი -ნინის თვალები გაუბრწყინდა და ანთიმოსისკენ გაიწია.
ანთიმოსმა შოკოლადი ხელში აათამაშა და ნინის წვალება დაიწყო.
-მომე რაა,ნუ მაწვალებ ანთიმუსო-დაიწიკვინა ნინიმ.
-ჯერ ერთი ანთიმოსი და მეორეც აბა მიწვდი ფოთოლა.
ნინი,ხომ ყველაზე მაღალი იყო და ანთიმოსი კიდე ნინის აღემატებოდა.გულში ვფიქრობდი აჰა ძლივს ორმა ჟირაფმა ერთმანეთი იპოვათქო.
-ანუ თქვენ ტყუპები ხართ თუ რა ამბებია აბა გამარკვიეთ?-იკითხა გაბრიელმა.
-ანუ ნათესავები არ ვართ ,უბრალოდ მე,რომ დავიბადე ნინიმ მომბაძა გაბო-სადარბაზოდან გამოსულმა ნინომ ხმამაღლა დასჭექა.-ისა და შენ ვისი ხარ ბიჭი? რაღაც არ მეცნობი.
-ნინო ესენი მე დავპატიჟე-გულზე ხელი დავირტყი და გაბრიელს გავუღიმე.
უეცრად შექმნილი დაძაბული სიტუაცია მალდ განოტვირთა და სათაფლიისაკენ მიმავალ ძველ ჩაჩქანა ავტობუსში ავლაგდით. ნინის და ნინოს პირდაპირ ანთიმოსი და გაბრიელი დასხდნენ და საუბარი გააბეს.მე და დიტო ფეხზე ვიდექით ფა ჰოლივუდური სიახლეების გაცვლით ვიყავით დაკავებული. სესილი მარტო იჯდა სულ წინ მძღოლის გვერდით და ალბათ თავის ჯაჯღანა მუსიკებს უსმენდა.იმედი მქონდა ეს დღე არაჩვეულებრივად ჩაივლიდა.ცოტაოდენი სასმელი,სასუსნავები და გიტარა ვფიქრობდი კარგ აურას შეგვიქმნიდა.გაბრიელმა შემამჩნოა ფეხზე, რომ ვიდექი, ადგა და ჩემთან მოვიდა, თან დიტოს გახედა.
-უი გოგოებო ფეხზე რატომ დგახართ?-თან იღიმოდა და თან ხელით მანიშნებდა ჩემს ადგილას დაჯექიო.
-გაბრიელ ხალხში, რომ არ ვიყოთ კარგ რაღაცას გეტყოდი-სიმწრის სიცილით უთხრა დიტომ და მუჯლუგუნი უთავაზა.
მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა, ვღლაბუცობდით, ვხუმრობდით და ავტობუსს თავზე ვიმხობდით.
ლამაზი იყო სათაფლიის ბუნება, ძალიან ლამაზი, თუმცა საერთო სურაყს სუსხიანი მარტის დღე ოდნავ გაფუჭდა. ბედნიერი ვიყავი, გული მეგობრების სიყვარულით მქომდა სავსე, ეს კი სრულიად საკმარისი იყო კარგ ხასიათზე ვყიფილიყავი.
-ხალხო ეთენშენ თუ შეიძლება-დიტო შემაღლებულ გორაკზე აცოცდა და გადმოგვძახა-პრობლემა გვაქვს
-რამოხდა? ფისი გინდა?-ნინომ ირონიული სახე მიიღო და მხარზე დამეყრდნო.
-ოოო, ოფიციალურად ძალადობის ქვეშ ვარ-ამოიღნავლა დიტომ და განგრძო-ალენე დაგვავიწყდა..
ეს როგორ მოგვივიდა? ძალიან მარტივად, ელო სახლში წავიდა გამოსაცვლელად და დაგვავიწყდა...არ შევატყობიეთ ლაშქრობის ამბავი.
-არა გოგო...ვაიმეე...ფუუ ჩემი...უბრალოდ ჩაჯექი ავტობუსში და ჩამოდი ვსო...რათ უნდა ამდენი ჭყიპინი მაგას?
დიტომ ყურმილი დაკიდა გაგვიღიმა,რაც იმის ნიშანი იყო ყველაფერი მოვაგვარეო. ყველაზეარაორდინალური დამთვალიერებლების ტიტულის ღირსეული მატარებლები ვიყავით. რატომღაც ყველას ყურადღებას ვიქცევდი და ინტერესს ვაღვივებდით მათში ერთია მხრივ მსიამოვნებდა კიდეც, რომ ერთიანი ბრბოს ნაწილი არ ვიყავით.
მღვიმეში არსებულმა სიცივემ ტვინის ყველა უჯრედი გამიყინა. ეს იყო ჩემი გამოშტერების პიკი. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ჩემს მეგობრებს.
-აბა ეთო 5x5-ხმამაღლა მკითხა ნინომ
-ათი- დაუფიქრებლად წამოვიყვირე და როცა გავიაზრე რაზე როხროხობდა არამარტო ჩემი მხლებლები, არამედ იქვა მყოფი ხალხი თავი უხერხულად ვიგრძენი.
-არა მათემატიკას არ ვბრდღვნი და არც პითაგორა ვარ, მაგრამ 5×5=25 რომაა ეგ ვიცი უბრალოდ დავიბენი
ასე უაზროდ ვიმართლებდი თავს მე კი აღარავინ მისმენდა.
-სტალაქტიდები და სტალაგმიტები...-ვიღაცის სიტყვები მოხვდა ჩვენ ყურთასმენას.
-ვითომ ამ დაზეპირებული ტექსტებით რის მიღწევას ცდილობს?-ცხვირი აიბზუა ნინომ და ვიღაც ბიჭს ჩაუარა, რომელიც სათაფლიაზე მეგობრებს ინფორმაციას აცნობდა.
- ცოტა კორექტულად ჩემო გოგონავ-გამოეხმაურა ნინოს ნათქვამს ადრესატი.
-გოგონა? და თანაც შენი? უი, რამე ხომ არ გეშლებათ?-ნინომ პირზე მორცხვი გოგოსავით აიფარა ხელი და გზა გააგრძელა.
-ნინო, ნინოო, ნინოოო-მანამ გავაგრძელე მისი სახელის ყვირილი სანამ უკან არ შემობრუნდა.
-ხო, ჩემო მათემატიკოსო. ალბათ, რახან გამაჩერე მნიშვნელოვანი რამეა.
-აუ ძაან მნიშვნელოვანი...-ცოტაოდენი პაიზოს შემდეგ-"კევი" მომე რა.
-ოხ დაგჭირდი და გაგახსენდი?
-ნუ დახოცავთ ერთმანეთს ჩემი აიღე-ანთიმოსმა "ორბიტი" გამომიწოდა.
-კიდე დარგი, რომ დაგპატიჟე-გავიღიმე და ორი საღეჭი რეზინის ბალიში პირში ვიტაკე.
იქვე მდელოზე მოვთავსდით, სადაც გაბუზულო ელენე დაგვხვდა
-უნამისოებო? რანაირად დაგავიწყდით?-თითი დაგვიქნია და მდელოზე დაჯდა.
-აპაპაპაპა გეშლება ელენე კი არ დაგვავიწყდი, სპეციალურად არ გითხარით. რატომ? გამოგცადეთ აბა რამდენ ხანში ამოხვიდოდი სათაფლიაზე.
-ძაან უცნაური გამოცდები იცით ხოლმე,მასეც არ გინდა სესილი.
ყოველთვის დგება ისეთი მომენტი, როცა თავს ზედმწტად გრძნობ. არ დავიწყებ ახლა აღწერას რას გრძნობს ადამიანი, როგორ ეკუმშება გული, როგორ ეყინება სისხლი და ბლა ბლა ბლა.
მოკლედ რატომღაც ყველა თავისთვის მიიყუჟა ცოტა დალევისა და შეზარხოშების შემდეგ. ვერავისთან ვიპოვე სასაუბრო თემა და...
-აუფ კალათბურთი ჯობია-არც შემამჩნია ნინიმ ისე გაავრძელა საუბარი ანთიმოსთან.
-რავი მე ტენისი მომწონს-ჩავაკვეხე ორი სიტყვა.
-ოოო ტენისი არა ის-ცხვირი აიბზუა.
-მე ბოდიში წავალ ხელს გიშლით მგონ.- არ შემოუთავაზებია დარჩიო, ანუ დასკვნა ანთიმოსი მოწონდა, იმიტომ რომ მის გარდა თითქოს არავინ იყო სათაფლიაზე.
ახლა დიტოსკენ წავედი, რომელიც ხის ძელსკამზე ჩამომჯდარიყო და ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებოდა.
-რას შვები დიტუნი?-ღიმილი გადამეფინა სახეზე, თუმცა მალევე შემახმა რადგან დიტომ ისე დამიბღვირა ნაგაზი მიმიქარავდა.
-შემეშვი ერთი წამი...-პაუზა-ჯანდაბა რაგინდა ეთო, ეხლა თავიდან უნდა დავხურო.....წავაგე.
დიტოსაც გავეცალე და ჩემი საუკეთესო მეგობარის და მომავალი სიძისკენ დავიძარი, რომლებიც ლუდის წრუპვით და საუბრით იყვნენ დაკავებულნი.
-შენ უსმენ ეთო მეტალს?-ჩემს დანახვაზე გაბრიელმა ლუდი დადო და კოთხვა მაჯახა.
-ნუ,როგორ გითხრა, არ ვუსმენ თუმცა რამდენიმე სიმღერა კარგია. ანუ მეტალჰედობიდან შაორს ვარ მაგრამ მომწონს.
ორივემ ერთმანეთს შეხედეს და გადაიხარხარეს:
-ან მეტალჰედი ხარ ან არა-დაიწყო გაბრიელმა სესის გადახედა და ერთდროულად მომაძახეს. აქაც დამამცირეს ღმერთო ოდესმე, სადმე იქნება ჩემი ადგილი? ანდა საერთოდ რატომ ვიყავით ესე დაქსაქსული? სიბრაზემ ამიტანა და უკანასკნელ ცალკე მდგომ "ბანდასთან" გაშმაგებული მივიჭერი. ნინო და ელენე იმ ბიჭს რაღაცას უხსნიდნენ ნინომ " შეურაცყოფა"რომ მიაყენა.
-რაზე კამათობთ?-ჩავერიე საუბარში.
-მე დემეტრე-მემოსალმა- სასიამოვნოა დაწყობილ სახიანი ვინმეს დანახვა.
პირი გავაღე და პასუხის გაცემა დავაპირე თუმცა ვინ გაცადა? ნინომ ისეთი სახე მიიღო საცაა აფეთქდებათქო.
-უკაცრავად?! რას უწუნებთ ჩემს სახეს? ნუ შეიძლება ელენეს დამფრთხალმა ქათმის სახემ გაგაოგნოთ, რასგან ეგ უცხოებთან სულ ეგრეა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამჯერად უშნოდ გამოგივიდათ.
-ნინო არ გინდა ახლა პეყიციების წაკითხვა, იხუმრა ადამიანმა-შევეცადე სიტუაცია განმეტვირთა.
-ნუ ტლიკინებ გოგო შენ-დამიბღვირა ნინო წარბებმაღალმა და დემეტრეს ჯიქურ დაუდგა წინ.
-რა დღეში ხარ ეს იუბილარი ქალი არ გრცხვენია?
-ოჰ? გამოცოცხლდი ელენე?
-ნინო,ნინიკო, ნინუცა, ნინჩო, ნანა,ნო..-ჩამოთვლა შეაწყვეტინა ნინომ და უცებ ლოყაზე აკოცა დემეტრეს.
რასაც ქვია პირი იმხელაზე დავაღე ბუზი კი არა მთელი ტრაქტორი შემეტეოდა.
-ნინო ხომ კარგადაა?-ვუჩურჩულე ელენეს და უკან დავიხიე.
-რავიცი კი ებრდღვნა ამ ანგელოზივით სვანს და .
-ეს რისთვის?-იკითხა განცვიფრებულმა, აფორიაქებულმა და აწითლებულმა დემეტრემ.
-იმისთვის,რომ მე გამიძელი.
ასე ჭუკჭუკით გაუყვნენ გზას დინოზავრის ნაკვალების სანახავად. მე და ელენე მარტო დავრჩით.
-მოვიწყინე...რაღაც ჩემთვის უაზრო დღეა-შემომჩოვლა ელომ და ძირს დაფენილ პლედზე დაჯდა,შწმდეგ კი დაწვა.
-ნეტა,იცოდე როგორ გეთანხმები. რაღაც სხვანაირად წარმომედგინა...ვიფიქრე გავერთობითთქო მაგრამ ჰე....უველა თავის სტიქიაშია.
ასე დიდხანს ვწუწუნებდით, გართობის სააუალებას ვეძებდით და ვცდილობსით მოწყენილობისაგან იქვე მინდორზე არ მიგვძინებოდა.
-ეთუნიი-ვიღაც მომეპარა უკნიდან და თვალზე ხელი ამაფარა.
-გაბრიელ მომშორდი სანამ ეგ მეტალჰედი თუ რკინაჰედი თავი არ გამიჩეჩქვია შენთვის.
-რამ გაგამწარა გოგო ასე?
-თქვენმა...ყველას უაზეო ქცევამ...და საერთოდ გიცნობ? არმგონია აქ ერთდ მოვსულიყავით.
-რაღაც პონტში მართალი ხარ-ჩემს გვერდით დაჯდა და ელენეს თვალი ჩაუკრა.
-რაღაც პონტში? ახლა შენ ჩემს ნერვებზე თუ აპირებ თამაშს გირჩევნია შენი ჯაჯღანა მუსიკა ჩართო
-ვერ მივხვდი რატომ უნდა გავაკეთო ეგ-გაკვირვებული მომაჩერდა
-მირჩევნია მაგან მატკინოს ტვინი ვიდრე შენ და შენდაგვარებმა.
ბოლოს კო შევრიგდით, აბა სულ გაბრაზებულები ხომ არ ვიქნებოდით მე და ელო გაბრიელთან. უკვე ჩამოღამდა...ცოტა დავლიეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ერთმანეთი გავლანძღეთ და შევაქეთ.
-წამო,წამო მოგიყვები-ელენემ და სესილიმ ჩვენი მოლაზღანდარე ბრბო დატოვეს და ცოტა მოშორებით ხის უკან დასხდნენ.ასე ათი-ოცი წუთის მერე საკმაოდ მთვრალი გაბრიელი ფეხზე წამოდგა.
-აუ მე გავალ უცებ და მოვალ-ყველას მოგვავლო თვალი და გავიღიმა.
-რა იყო ბიჭუნი? ფიზიოლოგიურმა მოთხოვნილებებმა იჩინეს თავი?-გაეხუმრა ანთიმოსი.
-ნუმაცდენ თორე...ფიზიოლოგიური იქნება მერე.
გაბოს არ დაუნახავს სესის და ელოს წასვლა თუმცა მექანიკურად, სწორედ იმ ხისკენ აიღო გეზი.
-გოგო ხოო..ეთომ მე გამოვუშვი საძებრადო,მერე კარები ძალით კიარ ჩაუკეტია შემთხვევით მოხდა.
-და გაბრიელმა იცის?
როცა ბიჭს თავისი სახელო მოესმა გაირინდა და გოგოების ლაპარაკს დაუგდო ყური.
-რა?მაგის გამო რომ წავედი "სოდომზე"? არა გაგიჟდი?
-რომ მოგწონს არც ეგ იცის?
-არა და ვერც ვერასდროს გაიგებს...
სახტად დარჩა გაბრიელი, სულ გადაავიწყდა ყოველგვარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება და პირდაპირ მე მომვარდა.
-დღეს სპეციალურად დამპატიჟე ხო?-გაცეცხლებული იყო.
-რას ნიშნავს სპეციალირად და არასპეციალურად?
-არ მაქ ახლა შენი თავი...ვიცი ყველაფერი და ნუღარ მოჩორთავ ნურაფელს.
აი სად დაგვერხა სესილი, ეთო და ტრიფონია...
-და თუნდაც რა არის მაგაში ცუდი რომ ვინმეს მოწონხარ?-მეც მომეშალა ნერვები-ასეთი საშინელია რომ ვიღაცას შენი დანახვა ახარებს? ანდა შენი ღიმილისთვის სიცოცხლესაც კი დათმობს?
აღარ უპასუხია გაიბუსა და თვალებში ჩამაჩერდა.
-მოკლედ ტაქსს გამოვიძახებ და ვისაც გინდათ წამოდით....-გაბრიელის ინიციატივას მხარი პირველმა მე დავუჭირე.
მოკლედ გაბრიელს გზაში ხმა არ ამოუღია, სესი გაკვირვებული იყურებოდა,ვერ გაეგო რატომ გაებუსა გაბრიელი როცა მთელი ლაშქრობა კარგად ერთობოდნენ.
მე,გაბრიელი, სესილი, დიტო ერთ ტაქსში აღმოვჩნდით. გაბო წინ მოკალათდა ჩვენ კი უკან ჩავიჭუჭყნეთ. ფიქრებში გართულმა შევამჩნიე,როგორ გაანათა ჩემმა მობილურმა ჯიბეში. ტელეფონი ამოვიღე sms-ი გაბრიელისგან იყო.
-ხვალ ქალაქის ცენტრში "ბიბლუსთან" მოდი საქმე მაქ. მივხვდი რატომაც მიბარებდა.



№1  offline წევრი Firefly

მოკლედ რაა! იმედია გაბრიელს ეთო არ მოსწონს! სესი და გაბრიელი მომწონს მე
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი I.am.dreamer

Firefly
მოკლედ რაა! იმედია გაბრიელს ეთო არ მოსწონს! სესი და გაბრიელი მომწონს მე

დამიჯერე მეც სესი და გაბო მომწონს ♡ :D ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent