შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (9)


21-03-2016, 00:28
ავტორი natia_888
ნანახია 2 089

***
საღამოს ცხრა საათამდე აუზის დარბაზში ვიყავით. ჯაკუზში ვინებივრეთ და ხელბურთიც ვითამაშეთ. სანდრომ სცადა ჩემთვის ცურვა ესწავლებინა და მეტნაკლებად გამოუვიდა კიდეც. ცხრა საათზე ოთახებში დავბრუნდით.
ცხელი შხაპი სწრაფად მივიღე. თმაც შეძლებისდაგვარად სწრაფად გავიშრე. ჩემოდნები დავცალე და ტანსაცმელი კარადებში მოვათავსე. შავი, მდგრადი ჯინსის, კოჭებამდე შარვალი ჩავიცვი, შევი მიკიმაუსიანი უმკლაო მაისური და მასზე, იმის გათვალისწინებით, რომ ღამით ყაზბეგში საკმაოდ ცივა, სქელი, ნაქსოვი, წითელი ჟაკეტი შემოვიცვი. ფეხზე შავი კედები მოვირგე, თმა თავისუფლად გავიშალე, ტუჩზე უფერო საცხი წავისვი და ხელზე ჩემი საყვარელი საათიც გავიკეთე. ათის ნახევარზე უკვე მზად ვიყავი სავახშმოდ წასასვლელად, როცა კარზე კაკუნი გაისმა. უმალ გავაღე. გოგონები იყვნენ.
- შემოდით. - კარი ფართოდ გავაღე. გოგონებიც მაშინვე შემოვიდნენ ოთახში და ლოგინზე კომფორტულად მოთავსდნენ.
- ქალბატონო კატო. - ნიამ მაცდური მზერა მესროლა. - რაო შეყვარებული ვართო?
- რას ბოდიალობ? -მთელი გულით გამეცინა.
- უყურე ახლა ამას, ვითომ ყურადღების გადატანას რომ ცდილობს.... სიცილით თავს ვერ დაიძვრენ ფისუნა. - ნიას სალომ აუბა მხარი.
- თვალები გიბრწყინავს ნიკას დანახვაზე და არ მიყვარსო, გვაბოლებს გოგო. - არც თამო ჩამორჩა ჩემს წინააღმდეგ შექმნილ ალიანსს.
- ქალბატონებო, სამართლიანობა მოითხოვს თავის გამართლების საშუალება მომცეთ. - ხელების ზემოთ აღმართვით გავაჩუმე მოლაქლაქენი. სამივე ყურადღებით მიგდებდა ყურს. - უპირველეს ყოვლისა, ის თავხედი ახლაგაზრდა ვერასდროს შეძლებს ჩემი არამც თუ სიყვარულის, არამედ სულ მცირე კეთილგანწყობის დამსახურებას. არა მაინც როგორ იფიქრეთ რომ სანდრო ასათიანი შეიძლებოდა მყვარებოდა?? სულელებო... - გოგონებს ზურგი ვაქციე, რათა ჩემს თვალებში მოციმციმე „მგონი ვცრუობ“ ნაპერწკალი არ დაენახათ. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გაიმა და მეც შვებით ამოვისუნთქე. კარს მიღმა სამი მუშკეტერი იცდიდა.
- ხალხნო თქვენი არ ვიცი, აი მე კი სასტიკად მშია. - ოთახში ნიკამ შემოყო თავი და ლოგინზე წამოკოტრიალებული გოგონები შეათვარიელა.
- მეც მშია. - ნიკას ავუბი მხარი.
- და ეს რომ ჩემზე ამბობდა მსუნაგიაო. - ნიკასთან ერთან ოთახში ასათიანმა შემოანათა.
- შენ ჩუ. - გამწყრალი ტონით ვუთხარი. - ხმას ნუ მცემ. - სიმართლე გითხრათ ამჯერად თავადაც არ ვიცოდი რის გამო ვუწყრებოდი სანდროს.
- ეეე ბიჯო, გამოადგით ფეხი, თორე მუცელი დედას მაგინის. - დათოს ბოხმა ხმამ გულიანად გაგვაცინა და სუყველა სასადილოსაკენ დავირაზმეთ.
ადგილობრივ სამზარეულოს შერწყმული ევროპული და ქართული ტრადიციული კერძები გამომწვევად გვიმზერდნენ. ყველამ ჩვენ ჩვენი თეფში ავიღეთ და სასურველი კერძი გადავიღეთ, მხოლოდ დათოს მუცელმა „გაქაჩა“ ყველა არსებულის დაგემოვნება, რაც მთელი ვახსმის მანძილზე ჩვენი „საღადაო“ თემა გახდა.
როდესაც კარგად დავნაყრდით, გარეთ გამოვედით და სუფთა ჰაერზე სეირნობა დავიწყეთ. სანდრო დათო და სალო ერთად სეირნობდნენ, ნია და თამო იქვე მობილურზე საუბრობდნენ, მე კი კამპანიას ნიკა მიწევდა.
- კატ მისმინე. - ნიკამ სერიოზული ტონით დაიწყო. - სანდრო მართლა ძალიან მიყვარს, ძაან ჯიგარია და ჩემი ძმაა, მაგრამ შენ ხომ იცი ვინც ხარ ჩემთვის... ბავშვობიდან იმენა ღვიძლ დად გთვლი, რეზოს და ნანისაც შვილივით უყვარხარ და ასათიანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, შენ უნებართვოდ თმის ღერზეც ვერ შეგეხება. ყველას ვინც გაწყენინებს დედას ვუტირებ. ეს იცოდე კაი? - ნიკა მეც ყოველთვის ღვიძლ ძმად მიმაჩნდა და მართლა უზომოდ მიყვარდა.
- ვიცი ნიკუშ, აბა არ ვიცი?
- ძალიან მიყვარხარ ჩემო კატიუშა. - ცალი ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
- მეც ძალიან მიყვარხარ ნიკუშ, ძალიან.
კიდევ დიდხანს ვისეირნეთ, ვისაუბრეთ... გაგიკვირდებათ და ვითამაშეთ კიდეც. საოცარი საღამო გამოვიდა. ბოლოს პირველი ხდებოდა როცა შენობაში შევედით და ღონემიხდილები დასაძინებლად გავეშურეთ. დღე მართლაც დამქანცველი იყო, მაგრამ მე ძილი არ მეკარებოდა.
ჯერ ოთახში ავედი. მოწყენილობის განსამუხტად კარადა ხელახლა დავალაგე და ხვალ კარავში ღამის გასათევად ყველაფერი მოვამზადე. ისიც ავარჩიე რას ჩავიცვამდი, მაგრამ ძილი მაინც არაფრით მომერია. ბოლოს ოთახიდან გასვლა და გასეირნება გადავწყვიტე. კარი გავაღე და რას ვხედავ, ფოიეს ნოხით მორთულ იატაკზე გაშოტილი ასათიანი უაზროდ შესცქერის ჭერს. კარი მივხურე და ადგილზე გაშეშებუოი მივაშტერდი. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, სივრცის რომელიღაც წერტილს მზირალმა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ვიცოდი რომ არცშენ გეძინა. - ხმა არ გამიცია, ისე მივუახლოვდი და მის გვერდზე მოვთავსდი.
- კარგი საღამო იყო, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა.
- რა? - ჩურჩულით ვკითხე.
- შენი ყურადღება... - წუთით დადუმდა, შემდეგ კი თავდახრილმა განაგრძო. - ვახშმის შემდეგ ჩემთვის ზედაც არ შემოგიხედავს.
- არ მეგონა მნიშვნელობას თუ მიანიჭებდი.
- სადაც შენ ხარ, იქ ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია... - პასუხი აღარ გამიცია.
ცოტახანს ასე ვისხედით და სიცარიელეს მივშტერებოდით. მე ჩემში დაუოკებელ სურვილს ვებრძოდი, რომ მის ძლიერ მკლავებს არ ჩავკონვოდი, სანდრო კი წამით გადმომხედავდა და ისევ სიცარიელეს მიაშტერდებოდა ხომე. შემდეგ წამოდგა და ოთახის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაჩერდა. უკუსვლით მომიახლოვდა. დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
- ოთახში შედი და დაისვენე..... ჩემო ანგელოზო... - ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა. ყელში ნაზად მაკოცა და ასე გახევებული დამტოვა. სანდრო ოთახში შევიდა მე კი კიდევ დიდხანს ვგრძნობდი მიდი ტუჩების სიმხურვალეს ჩემს ყელზე. ბოლოს გონს მოვედი, ოთახში შევედი და დილამდე თკბილ ძილს მივეცი თავი.


---------------------------------

პატარაა, მაგრამ შემდეგსაც მალე დავამატებ.

გამიზიარეთ შთაბეჭდილებები <3

მიყვარხართ <3



№1 სტუმარი darina

Es bichi me shemiwiravs, matyvevebs, es gogo raze ifxoreba mec ver gavige.

 


№2  offline წევრი natia_888

ჯერ სად ხარ :დ :დ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent