შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრეს ალექსანდრა შეუყვარდა (თავი V)


10-04-2015, 15:36
ავტორი gvadaliva2
ნანახია 2 594

გაღვიძებისთანავე შხაპი მივიღე, მერე ვისაუზმე და რამდენადაც შემეძლო, იმდენად ლამაზად ჩავიცვი, რადგან სანდროს უნდა შევხვედროდი. ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ბავშვობიდან ლამაზი ვიყავი. ყოველთვის ვიღაც იტანჯებოდა ჩემი სიყვარულით, ვიღაცას უყვარდა ალექსანდრა მეტრეველი. თუმცა მე თვითონ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის, რასაც ახლა სანდროს მიმართ ვგრძნობდი. ახლაც ჩავიცვი მოკლე, ძალიან მოკლე შავი კაბა და ასევე ძალიან მოკლე მაისური. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მაისი ახლოვდებოდა და ძალიან ცხელოდა, მაგრამ მაინც შემოვიცვი გრძელი, ნაქსოვი ჟაკეტი. ტელეფონში სანდროს ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
-გისმენ. - მიპასუხა სანდრომ და მივხვდი, რომ ჩემი ნომერი არ ეწერა.
-სანდრა ვარ.
-სანდრა? ზუსტად ახლა ვაპირებდი შენთვის ,,Facebook''-ზე მოწერას, რაღაც უნდა გითხრა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
-მართლა? მეც ვაპირებდი შენთან ლაპარაკს.
-კარგი მაშინ შევხვდეთ.
-კარგი. - ვუპასუხე მე.
-ქუჩის კუთხეში რომ ბარია იქ მოდი ნახევარ საათში.
-გასაგებია.
ინტერესით ვკვდებოდი, ძალიან მაინტერესებდა რის თქმას აპირებდა სანდრო. ნახევარი საათი ვეღარ მოვითმინე და უფრო ადრე წავედი ბარში. ჩემდა გასაკვირად სანდროც იქ დამხვდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მასაც ვერ მოეთმინა და ადრე მისულიყო. მივედი მის მაგიდასთან და გადავკოცნე. ოღონდ ისე კი არა ჩვეულებრივ ნაცნობებს, რომ კოცნიან ხოლმე, არა. უფრო ვნებიანად, უფრო ძლიერად. ლოყაზე კოცნის მცდელობა არ გამომივიდა, რადგან მისმა სურნელმა ყელისაკენ მიმიზადა და ახლა იქ დავამჩნიე ჩემი წითელი პომადის კვალი.
-აბა მითხარი რა უნდა გეთქვა. - დავიწყე მე, რადგან მხოლოდ ასე შემეძლო მის მიმართ ლტოლვა ჩამეცხრო.
-სანდრა, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემთვის ადვილი სულაც არაა.
-რა?
-იმას რასაც ახლა გეტყვი... მოკლედ. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. შენ ჩემი ძმაკაცის და ხარ, ანუ ჩემი არაბიოლოგიური და. მე რომ გავაგრძელო შენთან შეხვედრა და შენი სიყვარული, უბრალოდ ყველას დავკარგავ. მეგობრები გამრიყავენ და ჩემს დათუნასაც დავკარგავ. შენ რომ გიყვარდე, ოდნავ მაინც რომ გიყვარდე დავძლევდი ამ ყველაფერს, მაგრამ არა. - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ მითხრა: - ახლა კი მითხარი რისი თქმა გინდოდა.
არ ვიცი იმ წამს რა დამემართა, უეჭველად ვეტყოდი მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ არა. იმ მომენტში მივხვდი, რომ სანდრო სუსტი ადამიანი იყო. იმდენად სუსტი, რომ ,,ძმაკაცების'' აზრი, თითქოს მეგობრის დის შეყვარება ,,გრეხი'' იყო, ძალიან მნიშვნელოვნად ჩათვალა და არ იბრძოლა თავისი, უფროსწორდა ჩვენი სიყვარულისთვის და.. ისეთი რამ გავაკეთე, რაც ახლაც მიკვირს.
-არაფრის, არაფრის თქმა არ მინდოდა. ყოჩაღ! შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
ავდექი და წამოვედი. აღარ დაველოდე რას მეტყოდა. მაშინვე გოგონებს დავურეკე და შევხვდი.
-გოგოებო, ცუდად ვარ.
-რა მოხდა?
და ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა. ისინი ჩუმად ისხდნენ და გაკვირვებულები მიცქერდნენ. მე კი ვტიროდი, ვტიროდი ცხარე ცრემლით. იმიტომ, რომ ჩემი პირველი სიყვარული გავუშვი ხელიდან სიამაყის გამო. როცა გოგონები მამშვიდებდნენ, ტელეფონზე ზარი გაისმა.
-შუადღემშვიდობისა.
-ირაკლი შენ ხარ?
-რა გჭირს? რანაირი ხმა გაქვს?
-არაფერი.
-შემხვდი დღეს, აუცილებლად.
-კარგი.
-გამოგივლი და სადმე წავიდეთ.
საღამოს ირაკლიმ მომაკითხა მანქანით და რომელიღაც მდიდრულ რესტორანში წამიყვანა. ასე გაგრძელდა თითქმის ერთი თვე. ირაკლის არცერთი დღით არ დაუტოვებივარ მარტო. სულ საჩუქრებს მჩუქნიდა. ერთად დავდიოდით ყველგან. ერთ დღესაც, როცა ჩვეულებისამებრ ერთად ვვახშმობდით, ირაკლი რაღაც აფორიაქებული მეჩვენა. წრიალებდა, ვერ ისვენებდა. ბოლოს როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარა და თქვა:
-მიყვარხარ. - ხელი ჯიბისკენ წაიღო და პატარა, წითელი ყუთი ამოიღო.
მაშინვე მივხვდი რა ყუთი იყო ეს, მაგრამ აზრზე იქამდე ვერ მოვედი, სანამ ყუთი არ გაიხსნა და იქიდან ბრილიანტის ბეჭედმა არ დაიწყო ბრდღვიალი.
-ირაკლი...
-გთხოვ არაფერი მითხრა. დაიქრდი. მხოლოდ ხვალ მიპასუხე.
ირაკლის მანქანაში ჩაჯდომა არ მინდოდა. ტაქსი გამოვიძახე და სხლშ წავედი. ეს ამბავი დედასთვისაც არ მითქვამს. ჯაკუზში ჩავწექი და თავში უცნაური აზრები მომაწვა.
მ ე ი რ ა კ ლ ი ს მ ი ვ ყ ვ ე ბ ი ც ო ლ ა დ.
ავკრიფე ტელეფონზე ტექსტური შეტყობინება, მოვძებნე სანდროს ნომერი და გავგზავნე.
ამოვედი წყლიდან, ტანი მაგრად დავიზილე პირსახოცით და საწოლში ჩავწექი. ალბათ ასე საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. უცებ კარზე კაკუნი გაისმა. ქვედა სართულიდან ვიღაცის ხმა მომესმა. ვერ მივხვდი ვინ იყო. მხოლოდ დედას ხმას ვარჩევდი:
-დათუნა სახლში არაა, შვილო.
-......... - ამბობდა რაღაცას კარს იქით მდგომი, თუმცა არ შემეძლო მისი გაგება.
-აა. სანდრა სახლშია.
ჩემი სახელის გაგონებაზე ოდნავ შევკრთი, მაგრამ თავი არ ამიწევია ბალიშიდან. ხუთ წუთში ჩემი ოთახის კარი გაიღო. ისე, რომ არც კი დაუკაკუნებიათ. კვლავ არ გამიხედია კარისკენ. მაგრამ მივხვდი ვინ იყო ეს. ეს ჩემი ნაცნობი, ჩემი საყვარელი სურნელი იყო, ჩემ საყვარელ ბიჭს რომ ასდიოდა. მომიახლოვდა, კიდევ უფრო მძაფრდ ვგრძნობდი მის სიახლოვეს. ხელი მომკიდა, ამიტაცა ხელში და დამიწყო კოცნა.
-არ გააკეთო ეს. არ დავუშვებ, რომ სხვისი გახდე. - მითხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. ასე ვიყავით კარგა ხანს. მერე ირაკლი წავიდა. მე კი დიდხან ვფიქრობდი. ძალიან დიდხანს და როცა დაძინება დავაპირე, ჩემს ფანჯარაში მზის სხივი შემოიჭრა. გათენდა.



№1  offline წევრი lamazmani

ძააან მაგარია მომწონს მალე დადე ახალი თავი

 


№2  offline წევრი masu

აღარ აგრძელებ? feel

 


№3 სტუმარი mariam

გაააგრძელეეთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent