შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული 5


21-03-2016, 00:46
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 320

* ანას გერმანიაში წასვლიდან 2 თვეში*
- როგორ ხარ ნიკუშ? ისევ ელოდები ანას? - ჰკითხა თათიამ და თანაგრძნობის თვალებით გახედა ნიკას
- დაველოდები აბა სად წავალ... მაგრამ ისეთი რა გავაკეთე რომ ანა აღარ მელაპარაკება? ძალიან გაურბის ჩემთან კონტაქტს! - გულდაწყვეტით იკითხა ნიკამ. -თუმცა... ვაიმე რა სულელია ჩემი გოგო - თითქოს რაღაც გაახსენდა ნიკას და სიხარულისგან ხმამაღლა გაეცინა.
- რა იყო რა მოხდაა? -ინტერესის თვალებით შეხედა თათიამ ნიკას
- დღესვე დავურეკავ ანას - ტაში შემოჰკრა ნიკამ. ამ დროს მეორე ოთახიდან დათომ მოისმინა ეს საუბარი. რაში აწყობდა ეს მას? ჩუმად ესმინა თავიანთი მეგობრებისთვის. ყველაფერს მიხვდა დათო ყველაფერს... აქამდე არ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ ეხლა თითქოს გონება გაუნათდა.. მის გულში ღვარძლი და შური დაგროვდა.. ვერ იკავებდა თავს, ვერ იტანდა თავის მეგობარს. ის ხომ მისი კონკირენტი ყოფილა. ოთახში ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა. მოჩვენებითი ბედნიერება გადაიკრა სახეზე და მეგობრებს უთხრა
- მოდით ანას დავურეკოთ? -ნიკას იდეა მოეწონა. დათომ მობილური ამოიღო ჯიბიდან, გერმანიის კოდი აკრიფა და გაისმა ზუმერი.
- ალო ანა როგორ ხარ? -გაიღიმა დათომ და ეშმაკური თვალებით გადახედა ნიკას. -ჩვენ კარგად! *** ჩვენც მოგვენატრე.. ***რა ხდება ახალიი? *** რაა? გათხოვდიი? ვაა ყოჩაღ შენ! - ამ სიტყვების გაგონებაზე ნიკა ფეხზე წამოიჭრა. დათოს არ გამოპარვია ეს რეაქცია და გახარებულს ჩაეცინა. მან ანასთან ლაპარაკი განაგრძო. თათია გაშტერდა. ის ხომ ანას ერთადერთი დაქალი იყო და ამის შესახებ ხომ უნდა სცოდნოდა მაგრამ არ იცოდა. ნიკა სახლიდან გარეთ გავიდა ნერვიულად წაუკიდა სიგარეტს და ერთ ადგილას ვერ ჩერდებიდა... შენობაში სული დაეხუთა. გარეთ გავიდა, თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა.. ის უბრალოდ მიდიოდა. „დავიგვიანე! ჯანდაბა დავიგვიანე... ეს რა დამემართა? რა სულელი ვარ... ან ის რა სულელია ჩემს ნათქვამს როგორ ვერ მიხვდა? სულელო სულელო ეს რა გააკეთე? ანუ რა გამოდის? ჩემი აღარ ხარ?“ -ნიკას სიმწრის ცრემლები ჩამოსცვივდა და როგორც გიჟი ისე ელაპარაკებოდა თავის თავს.
ანას გერმანიაში ყოფნა იმდენად მოეწონა რომ გადაწყვიტა მოქალაქეობა მიეღო, თან კარგად იცოდა თავისი პროფესიით იმდენ ფულს ვერ მოაგროვებდა რომ თბილისში თავისთვის თუნდაც ერთ ოთახიანი სახლი ეყიდა და დედინაცვალს მოშორებოდა. გერმანიაში კი მისთვის დამაკმაყოფილებსლი პირობებ იყო. ის შეძლებდა ემუშავა და თან უზრუნველად ყოფილიყო, ამიტომ გერმანიის ერთ-ერთ მკვიდრს საიდუმლოდ ფული გადაუხადა და ფიქტიურად მოაწერა ხელი. დათომ ეს ყველაფერი ერთი დღით ადრე გაიგო. სიტუაციით ისარგებლა და მეორე დღეს ნიკას გასაგონად ანას დაურეკა. ანა გაკვირვებულიი იყო დათოს ასეთი უცნაური საუბრით. მან ხომ ყველაფერი იცოდა, მიუხედავად ამისა მეორედ ჰკითხა ახალი ამბის შესახებ. განადგურებულ ნიკასთან დათო მივიდა, მხარზე ხელი გადახვია და ძმაკაცურად შესთავაზა მასაც მოეყვანა ცოლი და თავი დაენებებინა ანასთვის. დათომაც ცხელ გულზე არ დააყოვნა, ჩაჯდა მანქანაში და მიაკითხა გოგოს რომელიც 7 წელი დაზდევდა ნიკას. ცოლობა შესთავაზა და გოგოც სიხარულით დაეთანხმა. იანვრის დასაწყისისთვის დანიშნეს ქორწილი. დათო სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. იცოდა რომ ანასთან ყველა გზა ხსნილი ჰქონდა და კონკურენტი აღარ შეუშლიდა ხელს. დადგა იანვარი.. ანა ჩავიდა თბილისში. ძველი მეგობრები ერთად შეიკრიბნენ, მაგრამ მათ სუფრას ერთით მეტი ადამიანი ეჯდა
- გაიცანით ეს ჩემი საცოლეა. ჩვენ ხვალ ქორწილი გვექნება - თქვა ნიკამ, მაგრამ მას ბედნიერება სახეზე სულაც არ აღებეჭდებოდა. იჯდა და ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა ანას. ანასთვის სულაც არ ყოფილა ეს ამბავი მოულოდნელი. მან უბრალოდ ვერ აიტანა ნიკას საცოლესთან ერთად სუფრაზე ჯდომა. ნერვიულად წამოდგა და გარეთ გავიდა. ნიკას ანას ეს რეაქცია არ გამოპარვია და უკან გაჰყვა
- რა მოხდა ანა? კარგად ხარ?
- ჰმ... რა ვიცი კი... პრინციპში შენ რაში გაინტერესებს მე როგორ ვარ... გილოცავ ცოლი მოგყავს
- რა იყო არ გიხარია? შენ რომ გათხოვდი როგორ გრძნობ გათხოვილი ქალის ამპულაში თავს?
- გავთხოვდიი? რა სისულელეა.. მე უბრალოდ ფიქტიურად მოვაწერე გერმანელთან ხელი. ეგ მე უნდა გკითხო შენ როგორ გრძნობ თავს.. ერთი დღე და ქმრის როლს მოირგებ
- რაა? ფიქტიურად მოაწერე ხელი? - ხმამაღლა იკითხა ნიკამ - დათო შე *ლეო... დედას გიტირებ შევსაცოდავო- დაიწყო თავისთვის ბორგვა... უცებ შევარდა რესტორანში, ანაც თან გაჰყვა. დათოსთან მივიდა ნიკა, მაისურში ძლიერად ჩაავლო ორივე ხელი, წამოაყენა ფეხზე და მარცხენა ლოყაში ძლიერად დაარტყა ხელი - ეს როგორ გამიკეთე ბიჭო... ზმაკას ეს ექცევიან? ჰა! მიპასუხე შე *ლეო...
- მოიცა ძმაო მოდი გარეთ გავიდეთ და იქ გავარჩიოთ საქმე
- კი მაგრამ რა ხდება გამაგებინეთ - იკივლა ანამ. ბიჭები გარეთ გავიდნენ. ნიკამ ვეღარ მოითბინა და მეორეც უთავაზა სახეში, არც დათომ დააკლო და და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ანამ ვეღარ მოითბინა ამდენი.. მუხლებზე დაემხო, ხმამაღლა ატირდა და ბიჭებს შეევედრა
- გაჩერდით გთხოვთ... გეყოფათ მეტი აღარ შემიძლია გაჩერდით... - მისი ცრემლები მის ცხელ ლოყებს ასველებდნენ. ბიჭები ანას შემხედვარე გაჩერდნენ. დათომ სასწრაფოოდ მიირბინა ანასთან რომ ფეხზე წამოეყენებინა, მაგრამ ნიკამ არ მისცა ამის საშუალება და სწრაფად მოაცილა დათო ანას. ფეხზე წამოაყენა, ლოყაზე ხელი მოუსვა და უთხრა
- გეყოფა გთხოვ, გეყოფა! ვერ ავიტან შენს ცრემლებს -ანამ ვეღარ მოითბინა და აცრემლებული თვალებით უყვირა ნიკას
- შენ!... შენ რაში გენაღვლება ჩემი ცრემლები? მითხარი... განაგებინე
- რაში მენაღვლება? რაში მენაღვლება ანა და პირველი შეხვედრიდან მიყვარხარ... ხო მიყვარხარ! გახსოვს გითხარი შენში განსაკუთრებულ რაღაცას ვხედავთქო... ეს განსაკუთრებული რაღაც შენი სისუფთავე იყო.. უმანკოება. შენ მე პირველივე დღიდან მეკუთვნოდი.. მე შენ მოგეცი საშუალება დათოსთან ყოფილიყავი, იმიტომ რომ ვიცოდი მას მოკარების საშუალებას არ მისცემდი... გახსოვს ის ღამე ბრასლეტი რომ გაჩუქე.. შენ ის დღემდე გიკეთია.. ეხლაც ხელზე გიკეთია. შენ მე თავი იმ დღეს მომიძღვენი როცა ეს ბრასლეტი გაიკეთე ხელზე... შე სულელო სულელო.. ეოგორ იფიქრე რომ მე სხვა მეყვარებოდა.. როგორ წახვედი გერმანიაში ისე, რომ ერთხელ არ დამელაპარაკე? არ გაგჩენია სურვილი რომ გაგერკვია ვინ მიყვარდა? მაგრამ... მაგრამ ეხლა უკვე გვიანია ყველაფერი.. -ნიკა გაბრუნდა და წავიდა, ანასთვის კი ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. მის თვალს ცრემლი შეშრობოდა, ის იდგა და უაზროდ იყურებოდა, გული კი ლამის ამოვარდნოდა ბუდიდან
- ნიკა მოიცადე -ამის გაგონებაზე ნიკა ანასკენ შემოტრიალდა. ანა მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, კისერზე ხელები ძლიერად შემოხვია, მთელი სხეულით ნიკას აეკრო და მის კისერს ცრემლებით ასველებდა. სახე ნიკას სახესთან ახლოს მიუტანა და ტუჩებზე ნაზად ეამბორა. ეს ანას პირველი კოცნა იყო და ის მის საყვარელ მამაკაცს აჩუქა. ნიკამ მას ბედნიერი სახით შეხედა და ითხრა
- იცი რომ ეს მეორე თანხმობას ნიშნავს შენგან?
- კი ვიცი... ყველაფერი კარგად ვიცი - ეს ანამ ისე უთხრა ნიკას რომ მისი ცხელი სუნთქვა თავის საყვარელ მამაკაცს ეფრქვეოდა სახეში
- გამომყვები ცოლად?
- მერე შენი საცოლე?
-არაუშავს. მოგვარდება ეგ პრობლემა - ეს უთხრა და საყვარელ ქალს მოსკუპულ ცხვირზე აკოცა. მათ დანიშნეს ქორწილი. ყველაფერს დიდი სიხარულით ამზადებდნენ. წყვილს ერთი სული ჰქონდა როდის იქნებოდნენ ერთად.
დადგა ქორწილის დღეც. ნეფე-პატარზალი უზარმაზარ ჯიპში მოთავსდნენ. პატარძლის მამა კი საჭესთან, შარვალ-კოსტუმში, მოკალათებულიყო. ყველა ბედნიერი იყო.. იცინოდნენ, ხუმრობდნენ. ნეფე-პატარძალი ერთმანეთს თვალებში შესცქერდნენ, ხელები ჩაეკიდათ და მოუთბენლად ელოდნენ საკურთხეველთან მისვლას. ანა ისეთი ლამაზი იყო. თეთრ კაბაში ის ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას მოგაგონებდათ, ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა, ახლა ხომ ნიკასი იქნებიდა, მაგრამ ნათქვამია „ბევრმა სიცილმა ბევრი ტირილი იცისო“. ეს ლამაზი დღეც შავად მოიღრუბლა. მანქანა რომელშიც ნიკა და ანა იჯდნენ დიდი ტრამვაის გვერდით მიდიოდა. მძღოლმა უცნაური მანევეი შეასრულა. გიორგიც არ დაბნეულა, სცადა უვედურების აცილებას მაგრამ მეორე მხრიდან მომავალი მანქანა დაეჯახა ნეფე-პატარძლისას. ოთხჯერ გადაბრუნების შემდეგ მტკვრის მოაჯირს შეეჯახნენ და საბოლოოდ მტკვარში ჩავარდნენ.
„საავადმყოფოში"
ანამ თვალები გაახილა. ლოგინზე წამოჯდა. ოდნავ გაბრუებული იყო. ხელიდან კათეტერი მოიშორა და დერეფანში გავიდა. რეანიმაციას მიუახლოვდა რომლის კარები მისდა გასაკვირად ღია იყო, ლაპარაკი მოისმინა
- გულის გადანერგვაა საჭირო. ისე ვერ იცოცხლებს.
- რა ვქნათ?
- შტატებში უნდა გავგზავნოთ გულის გადასანერგად. ოღონდ დონორია საჭირო. -ამის გაგონებაზე ანა სასწრაფოდ რეანიმაციაში შევიდა და აპარატზე შეერთებული, ლოგინზე მწოლიარე ნიკა აღმოაჩინა. იმ წამს გულმა ძლიერად დაიწყო ფექვა, ანამ ხმამაღლა იყვირა და მუხლებზე დაემხო. ექიმებმა სასრაფოდ ხელი მოკიდეს მკლავებში და რეანიმაციიდან მის გაყვანას შეეცადნენ
- არა...არა არა.. გამიშვით ხელი... უნდა მივიდე... ჩემს ქმართან მიმიშვით... მიმიშვიიიით -მთელ ხმაზე ტიროდა და ყვიროდა ანა. მისი სახესა და სხეულს თითქოს ცეცხლი ეკიდებოდა. სტკიოდა ყველაფერი... საშინლად სტკიოდა.. თავი სიზმარში ეგონა. ექიმებმა სწრაფად მოარბენინეს დამაშვიდებელი და მკლავში უჩხვლიტეს. მისი სხეული დამძიმდა. თავი გაუბრუვდა.. ვეღარ უწევდა ექიმებს წინააღმდეგობას.
- გაიღვიძე? როგორ გრძნობ თავს -იკითხა ექიმმა
- ნიკა? როგორ არის? მამაჩემი სად არის? -ანას სახე აეწვა და თვაები აუწყლიანდა
- ანა მოდი დაწყნარდი. რადგან მე ექიმი ვარ ვალდებული ვარ ყველაფერი აგიხსნა. ანა მამაშენის გადარჩენა ვცადეთ მაგრამ უკვე გვიანი იყო... ნიკას კი გულის გადანერგვა ესაჭიროება ისე ვერ გადარჩება. - ამის მოსმენისას ანამ გონება დაკარგა



№1  offline წევრი ეკატერინე

არა ჩემო კარგო ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent