შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 12


21-03-2016, 14:02
ავტორი gijka13
ნანახია 2 041

ყველაფრის და ყველას დავიწყება შემიძლია, მაგრამ შენი არა... მაპატიე, რთული ცხოვრება მაქვს და ხშირად ვერ გკითხულობ, მაგრამ არც არასდროს გივიწყებ.
უეცრად ახმაურდა ჩემი Facebook ჩათი.
- არაუშავს... მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ ?
- მეც არამიშავს.
- შეძლებისდაგვარად. როგორ მიდის შენი საქმეები ლამაზთვალება?
- კარგად... ეს დღეები არისტოტელეს მეტაფიზიკას დავუთმე , ჯერ არ დამიმთავრებია.
- მერე რას ფიქრობ?
- არისტოტელე იდეალისტია რომელიც მეორე იდეალისტ, მის მასწავლებელს პლატონს აკრიტიკებს, ამ კრიტიკით კი მოგებულია, ანუ "როცა ერთი იდეალისტი მეორე იდეალისტს აკრიტიკებს საზოგადოებაში მეტი წონა აქვს". მას კი ეს მშვენივრად გამოსდის, თანაც არგუმენტირებულად. ასეა თუ ისეა პლატონიც და არისტოტელეც გენიალური ფილოსოფოსები იყვნენ ბევრი შეცდომებით...
- არისტოტელე უმადური იყო.
- ერთი შეხედვით კი, ის თან აკრიტიკებდა პლატონს, ამავდროულად კი ბევრს სესხულობდა მისგან. თუმცა ის ყოველთვის მადლიერი იყო პლატონის და ამას არც მალავდა.
- რით დაუფასა 21 წლიანი თავგანწირვა და გარჯა?
- მადლიერება არ ნიშნავს იმას რომ შეცდომებზე თვალი უნდა დახუჭო...
- რაღაც მხრივ მართალი ხარ...
- ხო.
- მაგრამ მე ვფიქრობ საზოგადოებაში არ უნდა გაეკრიტიკებინა.
- ვერ დაგეთანხმები... მაგალითად პლატონი უსასრულობის არსებობას ეთანხმებოდა, არისტოტელე კი არა და საკმაოდ არგუმენტირებულად გამოავლინა სიმართლე მან, რომ უსასრულობა არ არსებობს... რატომ უნდა ვიყოთ სიბნელეში როცა არსებობს ნათელი აზრი...
- დამაბნიე... იცი ლინდა შენ მარგალიტი ხარ, ჭკვიანი და გონიერი გოგონა... ძალიან დაიხვეწე და დაჭკვიანდი.
- მიხარია თუ ასე ფიქრობ.
- ქორწილში ხომ დამპატიჟებ? ჯიგრულად ვიქეიფოთ და კარგადაც დაგასაჩუქრებ.
- ჟარგონებში ელენა გეხმარება?
- ასე ძალიან მეტყობა?
ცოტა გავბრაზდი ქორწილში დაპატიჟება რომ მთხოვა, მაგრამ მეორესმხრივ ჩვეულებრივად მივიჩნიე, რას უნდა ელოდე სხვას ადამიანისგან რომელსაც ყველაფერი აქვს, არც გოგოები აკლია , არც ფული და არც გართობა.
- მე რომ ცოლს მოვიყვან აუცილებლად დაგპატიჟებ, მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს, კაბას მე გამოგიგზავნი, მძღოლსაც.
- მე თვითონ მოვგვარდები თუ ქორწილში წამოსვლა გადავწყვიტე. რაც შეხება კაბას.... ვერ ჩავიცმევ კლასიკურად, მაპატიე.
- ჯინსები უფრო გიხდება, არაუშავს
- მიმიღებ ჯინსებით? სტუმრები იფიქრებენ ეს ვინ დაუპატიჟებიაო.
- ეგ არაფერი, დარწმუნებული ვარ ელენა უარესს გააკეთებს.
- დარწმუნებული ვარ.
- რატომ ხდება ეს...?
- რას გულისხმობ?
- მე მდიდარი მამიკოს ბიჭი, რომელსაც არაფერი აკლია, უძლიერესი მაგია უმაღლესი განათლებით, ვწერ უბრალო გოგოს რომელიც თავისი უბრალოებით მამშვიდებს.
ცოტა გავბრაზდი მისი ამპარტავნობით, მაგრამ მის ადგილზე რომ დავაყენე თავი მეც დამებადა ეს კიხთხვა. პასუხიც მალევე გავეცი.
- ადამიანს რომელსაც ყველაფერი აქვს არ აქვს თავისუფლება და სიმშვიდე, სწორედ უბრალოებაში დევს სიმშვიდის არსი...
- ყოჩაღ. მაგრამ მე არისტოტელე ვიგულისხმე.
აქ კი გულიანად გადავიხარხარე...
- რა მნიშვნელობა აქვს ვინ იგულისხმე უბრალო " გოგოში" , არისტოტელე თუ ის თავის მოკვლით რომ გემუქრება.
მისტერ უცნაურობას თაყვანისმცემლების არმიას ერთი განსაკუთრებული ინდივიდი აგვირგვინებდა, შავგრემანი ლიზა, რომელიც თავის მოკვლით ემუქრებოდა გაბრიელს თუ ცოლად არ მოიყვანდა.
- ეგ რომ არ გამახსენო არ შეიძლება, მაგრამ მაინც კარგ დროს... მირჩიე რამე, ელენამ მირჩია სანამ ის მოიკლავს თავს მანამდე შენ დაასწარიო, მაგრამ ეს არ მაწყობს, ჩემი მეგობარი მხოლოდ ლამაზი თვალების გამო არ გამხდარხარ.
- ლიზაზე?
- ხო აბა ვიზე.
- ერთს გეტყვი, როცა ადამიანი იმუქრება ის მხდალია და ს ვერ გაბედავს, თანაც თუ იმის გამბედაობა არ აქვს ბედნიერს გიყუროს თუნდაც მისგან შორს.... არამგონია შეძლოს.
- მართალია ვერ გაბედავს მშიშარაა.
- ადამიანები უმადურები არიან... არ ღირს მათთვის თავგანწირვა, არ დაგიფასდება, თუ დაგიფასდა მაინც თავგანწირული ხარ და რა აზრი აქვს... ერთხელ ვცხოვრობთ და საკმაოდ ხანმოკლედ, ეს დრო კი საზრიანად და ბედნიერად უნდა გაატარო. თან შენი ბრალი ხომ არ არის რომ შეუყვარდი, მის სინდისზე იყოს... თუ გიყვარს მოიყვანე რას კარგავ
- გონიერი ნათქვამია, მაგრამ ბოლოს არ მომეწონა... რომ მიყვარდეს მოვიყვანდი, ან როგორ უნდა მიყვარდეს ისეთი გოგო რომელიც საკუთარ თავს მატენის.
- ხო ალბათ.
- ისე მის გარდა ვინ გამომყვება, უშნო, გაუნათლებელი და ღარიბი ვარ.
მივუხვდი ჩანაფიქრს.
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაუნთლებელი არ ხარ.
- ანუ დანარჩენი ყველაფერი ვარ... მომწონს შენი იუმორი.
გზავნილის ბოლოს პატარა ღიმილის სიცილაკი მოაყოლა.
- რა საჭიროა იმის სვისგან გაგება რაც უკვე იცი , მთავარია საკუთარ თავს არ აფასებდე, უბრალოდ გიყვარდეს ის როგორიც ხარ.
- გეთანხმები.
- აჰამ...
- შენი თბილისიანად გიყიდი და დაგაბანდებ.
- არ ვიყიდები.
- იცი უმბერტო ეკომ თქვა რომ ქვეყნად ყველა ქალი იყიდება... ეს რომ ელისაბეტ მეორემ გაიგო, თავისთან იხმო ის და ჰკითხა: " შენ თქვი რომ ქვეყნად ყველა ქალი იყიდება? "
" დიახ მე ვთქვი " უპასუხა ეკომ.
" მათშორის მეც? " ამაყად იკითხა ელისაბეტმა.
" თქვენც",
" და მაინც რამდენი ვღირვარ?"
" ასი გირვანქა სტერლინგი" , " და რატომ ასე ცოტა?"
" ხომ ხედავთ... უკვე მევაჭრებით".
- ელისაბეტი საკუთარ თავს აფასებდა, მე კი მიყვარს.
- სწორედ ამიტომ ხარ გამორჩეული.
- მადლობთ.
- არაფრის. როგორ მიყვარს შენი თვალები... მუდამ გამარჯვებული, ამაყი, მაგრამ თბილი...
- თბილი არასდროს ვყოფილვარ.
- ხო და იყავი ფიფქიას დედინაცვალი... ყველაფერში მეწინააღდეგები ოღონდ მიზეზი იპოვნო და ნერვები მომიშალო .
- შენ თვითონ იშლი ნერვებს.
- ესეიგი ყველაფერში დამნაშავე მე ვარ.
- მემგონი უბრალოდ შარზე ხარ.
- თავხედი ხარ და მეტი არაფერი.
- მადლობთ.
- ჩახვეული გაქვს მადლობა?
- უფრო მეტი მრისხანება დამანახე და დამაჯერე...
- დამცინი?
- დაახლოებით.
- გამითამამდი.
- შეიძლება.
- შენობით მხოლოდ ოჯახის წევრები მომმართავენ, შენ კი თავი არ მოგწონს.
- მე კი შენობით ჩემზე 10 წლით უფროსებს მივმართავ ან ქუჩაში უცნობებს... გინდა უცნობი იყო?
- არ გამოგივიდა კარგად...
- კითხვა დავსვი უბრალოდ.
- წავედი.
პასუხი აღარ დამიბრუნებია.
ტელეფონი გამოვრთე და დაძინება გადავწყვიტე, ღამის პირველი საათი იყო და საკმაოდ გვიანი. დილით კი ვვარჯიშობ და კარგადნუნდა გამომეძინებინა.

* * *
ენერგიულად წამოვფრინდი საწოლიდან, პირდაპირი მინიშვნელობით. მოვემზადე და კიბეები ჩავირბინე, კარის გაღებისთანავე შევამჩნიე ჩემი სახლის წინ მდგარი უცნაური, შავებში ჩაცმული ახლაგაზრდა მამაკაცი, სიგარეტს ეწეოდა. ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ის მიყურებდა. ფეხები დავჭიმე, კარი გამოვიხურე და ტროტუარს სირბილით გავუყევი და ჰოოპ...
- ლინდა...
მომესმა ზურგს უკან ბოხი ბარიტონი.
ფრთხილად მოვბრუნდი.
მაშინვე ვიცანი, სმიაგოლი ( სახელი ნიშნავს სიკეთესა და ბოროტებას შორის მერყევს. ჯადოქრულია ) ნატალიას თანაშემწე, მაგრამ ვერ შევიმჩნევდი რომ ვიცნობდი.
-გისმენთ.
აღვიბეჭდე სახეზე დაბნეულობა, თითქოს ვერ ვიცანი.
- გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ ნატალიას წერდით... შავ მაგს.
- აჰ... კი როგორ არა, შენ მისი თანაშემწე ხარ ხომ ასეა?
ახლა პოკერის წესებით უნდა მეთამაშა...
- საიდან იცი?
- მე ყველაფერი ვიცი სმიაგოლ...
- მაგიასთან კავშირი გაქვს... საინტერესოა, არა და ნატალიამ თქვა რომ სულელი გოგო ხარ.
- ნატალიამ ბევრი რამ არ იცის ჩემო კარგო.
ტუჩის კუთხე ოდნავ ჩავტეხე.
- არ ვიცოდი საქართველოში თუ კიდევ იყო ლოტოსის წევრი.
- მე ლოტოსის დაჯგუფებასთან არ ვთანამშრომლობ, თავისუფალი ვარ...
- ნატალიას შენი ნახვა უნდა.
- მე მასთან არანაირი საქმე არ მაქვს, ვაპირებდი შეხვედრას მაგრამ გადავიფიქრე...
არ ვიცოდი ეს სითამამე რა დამიჯდებოდა და მოგებულის როლის თამაში, მაგრამ ვიცოდი ასე სჯობდა, გაბრიელი აქ არ იყო და ვერ დამიცავდა, როგორმე საკუთარი ტყავი თავად უნდა გადამერჩინა, თუ ვაჩვენებდი რომ სუსტი ვიყავი უყოყმანოდ წამათრევდა სადმე მსხვერპლშსაწირად.
- იცი ნატალიას რა შეუძლია?
გამაფრთხილებლად წარმოთქვა სიტყვები, მომიახლოვდა და სიგარეტის კვამლი სახეში მომაბოლა. სითამამე მოვიკრიბე, ისე რომ სახეზე არაფერი დამტყობია, უფრო მივუახლოვდი და პირდაპირ თვალებში ჩავაშტერდი და უჩვეულო დაბალი ტონით დავუსვი შემდეგი კითხვა:
- შენ იცი მე რა შემიძლია?
იმდენად გამჭოლი მზერით ვუცქერდი ვეღარ გაუძლო და თვალი ამარიდა.
- მე...
სიტყვა გავაწყვეტინე.
- არ მაინტერესებს აქ ვინ და რატომ გამოგგზავნა, არ ვაპირებ მის ნახვას, მეორედ გაბედავ, ჩემს სივრცეს დაარღვევ და პასუხსაც აგებ.. თანაც მძიმედ.
- იცი...
- არ ვაპირებ შენს მოსმენას.
კიდევ გავაწყვეტინე.
- იქნებ...
- გიმეორებ, კიდევ ერთხელ დაარღვევ ჩემს სივრცეს და მატლივით
გაგსრეს... გასაგებია?
ბლეფი კარგად გამომდიოდა... სიტყვა აღარ დაუძრავს, მეც უკან დავიხიე და სირბილი გავაგრძე, მუხლები მეკვეთებოდა მაგრამ არ ვიმჩნევდი, ვნერვიულბდი, რომ მოენდომებინა თავისუფლად შეძლებდა ჩემს წაყვანას, მე კი კივილსაც ვერ შევძლებდი. როგორც ჩანს პოკერის თამაში გამომივა, გავიფიქრე და ჩამეცინა. როცა იმ ადგილს მივუახლოვდი სადაც სირბილს ვწყვეტ, გიჟივით სიცილი დავიწყე, ვერ ვჩერდებოდი, ირგვლივ კი ხალხი გაოგნებული მიყურებდა. მე კი არ მაინტერესებდა, უფრო და უფრო ხმამაღლა ვიცინოდი და ერთ რამესაც მივხვდი, საკმარისია ხალხის აზრი სულ ერთი გახადო რომ მაშინვე ბედნიერდები.


* * *
სახლში პოზიტიური განწყობით დავბრუნდი. დედა და მამა სამზარეულოში სადილობდნენ, მივესალმე და ჩემი ოთახისკენ კიბესბს ავუყევი რომ დედამ ამომძახა:
- ლინდა არაფერს შეჭამ?
- არ მშია დე ახლა ვივარჯიშე.
- კარგი.
ჩემს ოთახში შევედი და იქაურიბა მოვათვალიერე. რამდენი რამ გამახსენა ამ ოთახში არსებულმა თითოეულმა დეტალმა... დავფიქრდი და წამით მივხვდი რომ ეს ყველაფერი სულაც არ იყო უცნაური უბრალოდ მე ვაზვიადებდი... შემდეგ ვიგრძენი რომ ნელ-ნელა უფერულდებოდა და გამჭვირვალე ლაქად გადაიქცა, ყველაფერის დავიწყება მინდოდა, გაბრიელის ჩემი ცხოვრებიდან და ტვინიდან ამოშლა, ელენა ნატალია და სმიაგოლიც ზედ უნდა მიმეყოლებინა, მხოლოდ ეკატერინეს ვერ დავივიწყებდი, მის ნაჩუქარ ყელსაბამს დავხედე და საოცრად დიდი სითბო ვიგრძენი. მხოლოდ ეკატერინე დარჩება ჩემს ცხოვრებაში, მან მასწავლა ყველაფერი ასე ჩავთვლი.
კომპუტერს მივუჯექი და Facebook-ი ჩავრთე, გვერდი მთლიანად გავანთავისუფლე ფოტოებისგან და პოსტებისგან. ყველანაირი იფორმაციაც წავშალე, პაროლი რაღაც არარეალირით ჩავანაცვლე და გამოვედი. მობილურს გადავწვდი, სიმბარათი ამოვიღე და გადავტეხე. კიდევ რაღაც რჩებოდა... ტანსაცმელი, ის ტანსაცმელი მოვძებნე, რომელიც გაბრიელთან შეხვედრის დროს მეცვა, მაკრატლით დავანაწევრე და სანაგვე პარკში გავხვიე, გარეთ გავიტანე და გადავყარე. თითქოს ყველა მოგონება წაიღო. მხოლოდ შხაპი მჭირდებოდა, მაშინვე ავირბინე ოთახში. დუშის ქვეშ საათობით ვიდექი და ვგრძნობდი როგორ მიჰყვებოდა წყალს, რომელიც ჩემი სხეულის გავლით იღვრებოდა მილში, ყველა განცდა, ყველა ტკივილი, ყველა გრძნობა... საოცრად მსიამოვნებდა, შვებას ვგრძნობდი. ახალი იდეაც დამებადა... მაშინვე გამიბრწყინდა თვალები, წყლის ნაკადი შევწყვიტე , ხალათი მოვიცვი იმის შიშით რომ ოთახში ვინმე დამხვდებოდა. ოთახს თვალი მოვავლე, არავინ იყო... არ ვიცი მეწყინა თუ გამიხარდა. ხალათთვე ჩავირბინე კიბეები.
- დეე... მააა...
დავიძახე ბოლო ხმაზე.
დედა სამზარეულოდან გამოვარდა შეშინებული.
- ხო ლინდა მოხდა რამე?
- მამა სადაა?
- სასტუმრო ოთახში ახალ ცნობებს კითხულობს.
- საქმე მაქვს თქვენთან.
დედას სასტუმრო ოთახისკენ გავუძეხი. მამა სავარძელში მოკალათებული ათვალიერებდა სურათებიან, შავთეთრ ფურცლებს.
- მაა...
- გისმენ.
მიპასუხა ისე რომ ჟურნალისთვის თვალიც არ მოუშორებია.
- მამა რაღაც მინდა გითხრათ.
- დაიწყე გოგო ნუ დაგვტანჯე.
მისაყვედურა დედამ.
- მარტო ცხოვრება მინდა.
ამის გაგონებისთანავე გადადო მამაჩემმა ნიუსები გვერდზე და დამაკვირდა.
- მარტო ცხოვრება? როგო იცხოვრებ მარტო? არა არა ამას მე ვერ შევეგუები...
"აქოთქოთდა" დედაჩემი.
- გაჩუმდი ქალო.
გააჩუმა მამამ, ქალოთინ არასდროს მიუმართავს, აქ კი მივხვდი რომ გაბრაზდა და ჩემი საქმე არც ისე კარგად იყო.
- რას ქვია გავჩუმდე, როგორ იცხოვრებს მარტო?
მამამ სრულიად მშვიდი ხმით მკითხა.
- უკვე გადაწყვიტე?
- კი...
ძლივს ამოვიკნავლე.
- შეძლებ მარტო ცხოვრებას?
- შევძლებ.
- იმედია იცი რომ უნდა იმუშავო თან.
- ვიცი მა...
- მე ყველაფერში დაგეხმარები, მაგრამ სულ ვერ ვიცოცხლებ, რომ აღარ გეყოლები შენითაც უნდა მოახერხო თავის გატანა.
თავი დავუქნიე.
ტელეფონს გადასწვდა და ნომერი აკრიბა.
- ალო ნოდარ
- ......
- შენ რომ ვაკეში ბინას ყიდიდი გაყიდე უკვე?
- ......
- ლინდასთვის მინდა.
- ......
- კარგი ბინაა?
- ......
- ავეჯი, სანტექნიკა, ბუნებრივი აირი, რემონტი, უზრუნველყოფილია?
- .......
- კარგი დღეს საღამოს გნახავ და ფასზე მოვილაპარაკოთ.
- ......
- კარგი ნოდარ საღამომდე.
მე და დედა ყურებს არ ვუჯერებდით, პირდაღებული ვუყურებდით სავარძელში მშვიდად მჯდომ მამაკაცს.
- ესეც ასე.
თქვა კმაყოფილად.
- გაგჟდი კაცო შენ?
გაუბრაზდა დედა.
- ჩემი შვილი დამოუკიდებელი ქალია უკვე.
მკაცრად თქვა მამამ.
- ქალი კი არა ღლაპია, კვერცხი ვერ შეუწვავს ნორმალურად.
აქ კი მეწყინა.
- დედა მე კვერცხის შეწვაც ვიცი, ხაჭაპურის გამოცხობაც და ხაშლამასაც გაგიკეთებ თუ გინდა... ოღონდ არ მაცდი.
გულმოსულმა ჩავიბურტყუნე.
- ორივე მამაშვილი გიჟები ხართ თქვენ. წაბრძანდი ბატონო, მაინც აქ მოხვალ ბოლოს.
- მაგასაც ვნახავთ.
- კი ბატონო.ვნახავთ.
- დღეს საღამოს წამომყევი, ბინა დავათვალიეროთ.
მითხრა მამამ.
- მა ფული საიდან?
- ბანკში დანაზოგი მაქვს, ცოტას ვისესხებ. არ გამიჭირდება დაფარვა.
- ჩემი ყველაზე კარგი მამიკო ხარ შენ.
ვუთხარი და გახარებული კალთაში ჩავუხტი.
- ოღონდ ჭკვიანად იყავი.
- ხომ იცი ჭკვიანი შვილი გყავს.
- ამიტომაც გიშვებ და გენდობი.


ბინა ისეთი პატარა იყო თაგვი გვერდს ვერ შეიბრუნებდა, უკუ სვლით თუ ივლიდა. მამამ მაშინვე შემომთავაზა სხვა მოგვეძებნა, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე, ეს მყუდრო ბინა მერჩივნა, ხო და მამაც დამთანხმდა. მეორე დღესვე გადავიდოდი, მხოლოდ ჩემი ნივთების გადმოტანა იყო საჭირო, სხვა ყველანაირად კეთილმოწყობილი გახლდათ. მხოლოდ სამსახურის საქმე იყო მოსაგვარებელი, ამ ბრძოლაში არავითარ შემთხვევაში არ დავმარცხდებოდი, მითუმეტეს ჯილდო დამოუკიდებლობა იყო. სწავლა ერთ კვირაში მეწყებოდა და შესაბამისი უნდა მეპოვნა რამე რომ ხელი არ შეეშალა.
სახლში დაბრუნებულმა მაშინვე დავიწყე მზადება, იმდენი ყუთი დაგროვდა ალბათ თვით ამ ყუთების ფაბრიკას არ უნახავს ამდენი ერთად.
ძლივს დავამთავრე, ყუთების გვერდით ჩამოვჯექი და ლეპტოპი მუხლებზე დავიდე, ვაკანსიების გვერდზე შევიჭყიტე და მაშინვე ვიპოვე სასურველი სამსახური. ბიბლიოთეკარი, 400 ლარი, თუ მამას დაფინანსებასაც დავამატებთ მშვენიერი თანხაა, გამეღიმა და მითითებულ ნომერზე სწრაფად დავრეკე, სულაც არ გამხსენებია რომ ღამის 11 საათი იყო. მაინც მიპასუხეს, მოველაპარაკე, მოეწონათ ჩემი კანდიდატურა და უკვე სამსახურიანი ზრდასრული გოგონა ვიყავი. უნივერსიტეტთანაც ხელს არ შემიშლიდა. მერე სალის დავურეკე და ვთხოვე დამხმარებოდა სახლის დალაგებაში და მოწყობაში. რა თქმა უნდა დავითანხმე, მოკლედ რომ ვთქვათ სტარტი მქონდა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ და საკმაოდ ენერგიულად ავიღე.


* * *
- სწრაფად გადამზიდიდან მოვიდნენ ყუთები გავიტანოთ.
- ახლავე მა...
სახლში გაწამაწია იყო, მხოლოდ დედა იჯდა შუბლ გაკრული კატაბალახას ნაყენით ხელში.
- დედა გეყოს ომში ხომ არ მიშვებ.
- გახდები დედა და მერე რაღას იტყვი ვნახავთ.
- ხშირად მოვალ.
- ეჭვიც არ მეპარება, შენ თუ შეიკეთე შენს კედლებში მერე ვსიო...
- მართლა... აი ნახე.
დავამშვიდე და ვაკოცე.
მამამ დამიძახა.
- შენი ნივთები წაიღეს უკვე, წავედით.
- კარგი მა მოვდივარ.

- ხშირად მესტუმრე და მეც ხშირად მოვალ ხო?
ვუთხარი დედას
- კარგი.
როგორც იქნა ადგა და გამაცილა.


მეზობლები ინტერესით მათვალიერებდნენ, თუმცა ნაკლებად მაღელვებდა ჭორიკანა მეზობლების არსებობა... ნივთები თანამშრომლებმა დაცალეს და ბინაში აიტანეს, ახლა მხოლოდ დალაგებაღა დარჩა.
- აბა რაში მოგეხმარო?
ენერგიულად მკითხა მამამ.
- არაფერში მა არაფერია საძნელო, სალის დავურეკე და მომეხმარება.
- კარგი მაშინ მე წავალ, თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.
- კარგი.
მამა უნდა გასულიყო რომ კარებთან სალი შეეჩეხა.
- მთიელიც მოვიდა .
მამა სალის მთიელს ეძახდა, წარმოშვებით თუშეთიდან იყო.
- გამარჯობათ.
მორცხვად თქვა სალიმ.
- გაგიმარჯოს შვილო.
თბილად გაუღიმა მამამ.
- როგორ ბრძანდებით.
- არამიშავს შენ როგორ ხარ?
- მადლობთ კარგად.
- დამირეკეთ თუ რამე...
გამიმეორა მამამ და გავიდა.

- სათნოებას აფრქვევ რა...
ვუთხარი სალის და გამეცინა.
- ესაა შენი სამყოფელი?
- ხო.
სახლის თვალიერებას მოჰყვა და ყოველ კუთხეში იცინოდა.
- მოიცა ვანგა მე რომ კატა უნდა გაჩუქო დაბადების დღეზე აქ უნდა მოიყვანო?
- - ხო...
გაკვირვებულმა ვუპასუხე.
- მერე საწყალს კუდის გასაქიცინებელი ადგილი არ უნდა?
- კატები კუდს არ აქიცინებენ.
- მაგით დაიმშვიდე თავი შენ.
- ნუ ტლიკინებ და დამეხმარე.
-ხო ხო კარგი.



* * *
- ყველაფერი დავალგეთ?
განადგურებული ხმით მკითხა სალიმ.
- სამი ყუთი დარჩა
ანალოგიური ხმით ვუპასუხე მეც.
- მერე?
- ხვალ დავალაგოთ.
- მე მაინც არ მაქვს თავი არც წასვლის და მითუმეტეს არც დალაგების.
საწოლზე მივესვენეთ ორივე.
- დარჩი.
- ფანჯრისკენ მე ვწვები.
- დაწექი მერე.
- გადმოდი.
- ადექი და გადმოვალ
- სად შემიძლია ადგომა
- აბა როგორ გადმოვიდე?
- ჯანდაბას შენი თავი ეგდე.
- ტკბილი ძილი.
- შენც ვანგა.



ტარაააამ ენერგიულად დავბრუნდი.მომდევნო თავი დასასრული იქნება, მერე დანაპირებსაც შევასრულებ და ბაიკერი ლინდას ახალ თავებს შემოგთავაზებთ უფრო დახვეწილად ( ვიცინი). გამაკრიტიკეთ ან რავი... შემიფასეთ, რაღაც მითხარით რომ სტიმული მომეცეს. მიყვარხართ გკოცნით.



№1  offline წევრი გაიღიმე

მაგარიაა <3 love

 


№2 სტუმარი lanu

Ee yochag magari iyooo.veli shemdeg tavs

 


№3  offline წევრი θεοδώρα

Dzaliaaan momwons es motkhroba..magram erti minusia suk gvian deb

 


№4  offline წევრი gijka13

ტომა
წინასგან განსხვავებით ეს თავი ბევრად მომეწონა <3
ველოდები შემდეგს, ასე აღარ დააგვიანო ხოლმე რაა
ვცდილობ და აუცილებლად გავითვალისწინებ.

 


№5 სტუმარი A

ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული სად დაიკარგე? უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ ოდესმე კიდევ დადებდი. ეს თავი მომეწონა კარგი იყო ნამდვილად. ასე აგარ დააგვიანო და უახლოეს დგეებსჰი ველი სჰემდეგს თორემ დამიჯერე არც შენი საყვედურებით აკლება გამიჭირდება. წარმატებები.......

 


№6  offline წევრი gijka13

A
ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული სად დაიკარგე? უკვე იმედი მქონდა გადაწურული რომ ოდესმე კიდევ დადებდი. ეს თავი მომეწონა კარგი იყო ნამდვილად. ასე აგარ დააგვიანო და უახლოეს დგეებსჰი ველი სჰემდეგს თორემ დამიჯერე არც შენი საყვედურებით აკლება გამიჭირდება. წარმატებები.......
არის სერ ... wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent