რა იქნებოდა თუ...(2თავი)
თვალი უცხო გარემოში გავახილე,მდიდრული ოთახი და შესაფერისი ავეჯი ლამაზათ ეხამებოდა ღია ცისფრად შეღებილ კედლებს.ოდნავ თავბრუსხვევას და ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი თავის არეში.მალევე გავიაზრე,რაც ხდებოდა და გავაანალიზე,რომ მომიტაცეს.ღმერთო,რა უცნაური წარმოსათქმელია ეს სიტყვა მომიტაცეს! მხოლოდ ის მახსოვს,რომ გიოზე ლაპარაკობდნენ,ნეტავ ჩემი ძმისგან რა უნდათ? ან იქნებ მართლა რამე დააშავა მან?სასწრაფოდ უნდა გავაღწიო აქედან.ჩემთვის ვფიქრობდი და თან გეგმას ვსახავდი გონებაში. ნელა წამოვდექი,რადგან თავი კვლავ მტკიოდა.კართან მივედი და სახელური ჩამოვწიე,თუმცა დაკეტილი დამხვდა.ან,როგორ ვიფიქრე,რომ ღიას დატოვებდნენ გამტაცებლები?! ჩემ თავზე გავბრაზდი,რომ ასეთი მიამიტი ვიყავი.სხვა გამოსავალი უნდა მომენახა,ოთახი მოვათვალიერე,ირგვლივ საწოლის გარდა ერთი კარადა,პატარა საწერი მაგიდა და სკამი იდგა.მაგიდისკენ წავედი და უჯრები დავათვაიერე,არაფერი არ იყო იმის მსგავსი,რითაც საკეტს გავხსნიდი.შემდეგ გამახსენდა,რომ თმაზე სარჭი მეკეთა,უცებ მოვიხსენი და გაღებას შევეცადე,ბევრი ვეწვალე და ბოლოს გავიგე ის სანატრელი გაჩხაკუნების ხმაც,სახელური ფრთხილად ჩამოვწიე და ოთახიდან გავედი. დიდი დერეფანი იყო,ეტყობოდა,რომ სახლი მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა.დერეფნის ბოლოს კიბე ეშვებოდა ქვედა სართულისკენ მორკალულად,ნელა ჩავიარე,4 თუ 5 საფეხურიღა მექნებოდა დარჩენილი როცა კამათის ხმა მომესმა -ლევან,ხომ გაგაფრთხილე,იმ ს**ი გიოსთვის დაგერეკა და გეთქვა,რომ მისი და ჩვენ გვყავს??? გააფთრებული ყვიროდა ჩემთის უცნობი ადამიანი.მეორე კი ვიცანი,ზუსტად ის იყო ვინც სახეზე ნაჭერი ამაფარა და მანქანაში ჩამსვა. -ლექსო,ვრეკავდი,მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა,ხელახლა გადავუეკავ რა პრობლემაა?? აწყნარებდა ლევანი და თან მობილურს ეძებდა,რომ დაერეკა. -კარგი, მალე გადარეკე და მერე იმასთან ადი,გაიღვიძებდა უკვე,თქვა და კიბისკენ გამოიხედა და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,შემიძლია დავიფიცო,რომ ცხოვრებაში ასეთი შიში არასდროს განმიცდია,მისი თვალები შავი და ამოუცნობი იყო,ისეთი ზიზღნარევი მზერით მიყურებდა ადგილზე გავქვავდი.მისი თვალები კი უფრო და უფრო მუქდებოდა,რამოდენიმე წამში ჩემსკენ წამოვიდა,თვალები დავუჭე მოსალოდნელი შიშისგან თავდასაცავად, ასე მეგონა იქვე მომკლავდა,ცოტა ხანში კი საშინელი ღრიალის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას -შენ პატარა ლაწირაკო,როგორ გაბედე ოთახიდან გამოსვლა?! უეცრად მაჯაზე ხელი ჩამავლო და კიბეზე კი არ ამიყვანა ამათრია,შიშისგან აღარ ვიცოდი რა მექნა,ფეხები გამიშეშდა წავბორძიკდი და დავეცი,მას კი ისევ მკლავით ვეჩირე და ახლა დაცემლი მივყავდი ოთახისკენ -მეორეთ აღარ დავინახო ჩემი ბრძანების გარეშე რამე გააკეთო, თორე იმაზე ადრე მოგკლავ ვიდზრე საჭიროა გასაგებია?? ოთახში ბუმბულივით შემისროლა და პასუხის მოლოდინში ზემოდან დამაჩერდა ენა ჩამივარდა,ისედაც შეშინებულს ახლა ჰაერიც აღარ მყოფნიდა,თავს ვიწყნარებდი,რომ ჩემს დაავადებას ისევ არ შეეხსენებინა თავი,ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მაწყობდა.ის კი ისე დამყურებდა,როგორც მხეცი თავის ნადავლს -რომ გეკითხები უნდა მიპასუხო გოგო! კვლავ დაიყვირა და თან სკამს ფეხი კრა-აქედან გამოსული არ გნახო სანამ უფლებას არ მოგცემენ,იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ. თითის ქნევით მითხრა და ოთახიდან გავიდა,თან კარი ისე გაიჯახუნა ლამის მთლიანი კედელი ჩამოიღო. პირველად ცუდათ,რომ გავხდი 4 წლის ვიყავი,დედამ სახლის წინ მდებარე ბაღში ჩაგვიყვანა მე და ჩემი ძმა და საქანელებზე ვქანაობდით.უეცრად ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი და გონება დავკერგე.ექიმებმა გვითხრეს,რომ საშიში არეფერი იყო უბრალოდ გენეტიკური ასთმა მქონდა და თუ სტრესს მოვერიდებდი შეტევა აღარ განმეორდებოდა,ყოველი შემთხვევისთვის ინჰალატორი სულ თან მქონდა,ახლაც ჩანთაში მედო,თუმცა წარმოდგენა არ მქონდა თავად ჩანთა სად იყო. უჰაეროსბის შეგრძნებისთანავე ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე,მის ქვემოთ ჩავიკეცე და ღრმათ სუნთქვა დავიწყე,ნელ-ნელა თვალებში ვერცხლისფერი ნაპერწკლები გამიჩდა და უწონადობის შეგრძნებათან ერთად სიშავეში გადავინაცვლე. * * * * * გაბრაზებული ჩამოვედი ოთახიდან,მართალია ეს გოგო არაფერ შუაში არ იყო,თუმცა მისმა ძმამ საკმაოდ ბევრი დამიშავა ამიტომ არ შევიცოდებ.ვფიქრობდი ჩემთვის როცა ლევანის ხმამ გამომაფხიზლა -ლექსო,იქნებ არ ღირ ესეთი უხეშობა,ხო დაინახე ისე შეეშინდა ხმაც კი ვერ ამოიღო,ცოდოა. რბილი ტონით მითხრა ლევანმა და თან სკამზე ჩამოჯდა -შენც მართალი ხარ,მაგრამ მაგის ძმას არ ვაპატიებ იმ ქურდობას და ჩემი ძმის გაუბედურებას,ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგოს.ცივად ჩავილაპარაკე როცა გამახსენდა როგორ იწვა უგონოდ საავადმყოფოში ლუკა,ჩემი პატარა ძმა. -ხო,მაგრამ უდანაშაულოა ეს გოგო,არამგონია რამე იცოდეს გიორგის საქმიანოი შესახებ.ჩაფიქრებულმა წარმოთქვა წამოდგა-წავალ საჭმელს მაინც ავუტან,იმედია მის შიმშილით მოკვალ არ გეგმავ? -აუტანე,მე აქ ვიქნები. ლევანმა ლანგარზე ბუტერბროდები,ხილი და ერთი ფინჯანი ყავა დადო, კიბე ნელა აიარა,ოთახიდან ხმა არ ისმოდა,იფიქრა ჩაეძინაო მაგრამ როცა შიგნით შევიდა და ფანჯარასთან უსულოდ დაგდებული სხეული დაინახა გულზე ცუდათ მოხვდა მისი ეს მდგომარეობა,ლანგარი ქივე მაგიდაზე დადო და ლალოს მივარდა, -გაახილე თვალი,გამოფხიზლდი-ამაოდ ყვიროდა და თან ეშინოდა რამე არ მოსვლოდა ამ უდანაშაულო გოგოს, ვერაფერი,რომ ვერ მოიფიქრა ლექსოს დაუძახა ბოლოს და ბოლოს ექიმი იყო -ლექსო!ლექსო ბიჭო ამო მალე რაღაც ჭირს ამ გოგოს.ლექსო სად ხარ?! სკამზე ვიჯექი ლევანის ხმა,რომ მომესმა და როგორც კი მისი სიტყვების აზრს ჩავწვდი სასწრაფოდ ზემოთ ავედი,ლალო ლევანს ეჩირა ხელში და ცდილობდა როგორმე გონებაზე მოეყვანა,როგორც კი დამინახა მაშინვე დააწვინა საწოლზე და მე მომიბრუნდა -ნახე მალე,მგონ აღარ სუნთქავს,ღმერთო ამას რო რამე დაემართოს როგორ ვაპატიო ჩემ თავს.მოთქვამდა და აქეთ-იქით დადიოდა ოთახში. როგორც კი გამოვერკვიე მაშინვე მივედი და პულსი შევუმოწმე,სუსტი იყო,მაგრამ მაინც ისინჯებოდა -ლევან დაწყნარდი ცოცხალია,მგონი სუნთქვა უჭირს არ ვიცი ზუსტად,ასე უბრალოდ ცუდათ არ გახდებოდა რამე ხომ არ ჭირს?დაავადება ან ამგვარი რამე ხომ არ აქვს? -არ ვიცი,აზრზე არ ვარ.შეშინებულმა მაგრამ ცოტა დაწყნარებულმა მიპასუხა და საწოლზე ჩამოჯდა -კარგი მიდი მისი ჩანთა მომიტანე შეიძლება შაქარი აქვს ან რაემე და წამალი ექნება. -ეხლავე.მიპასუხა და უმალ ოთახი დატოვა. ლალოს,რომ ვუყურებდი სულ ანა მახსენდებოდა,დედაჩემი,მასაც ასეთი ,სპილენძისფერი თმა და ღია ფერის კანი აქვს.მისთვის რამის დაშავება აზრადაც არ გამივლია არასდროს გულში,ახლა კი როცა ვხვდები ჩემს გამო შეიძლება სიცოცხლეს გამოემშვიდობოს ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე,შურისძიებამ ისე დამაბრმავა სხვა ვერაფერზე ვიფიქრე.თანაც ისეთი ნაზი ჩანს ასეთ ადამიანს მგონი პირველად შევხვდი ცხოვრებაში,წინაღმდეგობის გაწევის უნარიც კი არ გააჩნია ისეთი დაუცველია. ლევანი მალე მოვიდა ჩანთით ხელში,სულ გადმოვყარე ყველაფერი რაც შიგნით ეწყო და ინჰალატორს როგორც კი მოვკარი თვალი სიტუაცია ცხადი გახდა ,სასწრაფოდ ავიღე და შევასუნთქინე. - ასთმა ჰქონია,წამალი მივეცი,ახლა დაველოდოთ იმედია მალე მოვა გონზე. -გადარჩება? მკითხა ლევანმა -კი გადარჩება,მაგრამ ხვალ ანალიზებს ავაღებინებ, მაიტერესებს ზუსტად რა ფორმის ასთმა აქვს,ასთმიანი ადამიანის ნერვიულობა არ შეიძლება მე კიდე რა გავაკეთე,ჯერ ყველაფერი უნდა გამეგო მასზე და ისე დამეგეგმა გატაცება. თავს საშინლად დამნაშავეთ ვგრძნოდი და პირობა დავდე ამის მერე გავუფრთხილდებოდი მას. საბანი ფრთხილად გადავაფარე და საწოლზე ჩამოვჯექი,ახლა დავაკვირდი რა ლამაზი ყოფილა,პატარა კურნოსა ცხვირი,ნუშისებრი თვალები და ნატიფი თითები,კანიც ისეთი თეთრი ჰქონდა,გვირილას ფურცლებივით ნაზი და სათუთი. უცნაური ფიქრები მომეძალა,თითქოს რაღაც ძალით ამ უსუსურ არსებას ვივეჯაჭვე,მასზე ზრუნვის და დაცვის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა,თუმცა მწარე რეალობამ ღრუბლებიდან მიწაზე მალე დამაბერტყა. ნელა წამოვდექი,სახეზე ჩამოყრილი თმა გადავუწი და ოთახი დავტოვე. * * * * * თვალი,რომ გავახილე გათენებულიყო,უკვე მეორე დღეა რაც აქ ვარ,გავიფიქრე და ოთახი მოვათვალიერე,კარი ოდნავ შეღებული დაეტოვებინათ, მე კი საწოლზე ვიწექი და საბანი მეფარა,ბოლოს ის მახსოვს,რომ უჰაერობისგან გული წამივიდა,გვერდით ტუმბოზე ჩემი ინჰალატორი როგორც კი დავინახე,ყველაფერს მივხვდი.ვინც გადამარჩინა მისი მადლიერი ვიყავი, თუმცა კვლავნდებურად მეშინოდა.ლოგინიდან წამოვჯექი,მუხლებზე ხელები შემოვიხვიე და ავტირდი,საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა,თითქოს გაორებული ვიყავი,არ ვიცოდი რა მინდოდა აქ? ან ჩემი ძმა სად იყო? ბოლოს ტირილი ბღავილში გადამივიდა, მალევე მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი.ზემოთ ავიხედე და ის შავთვალება დავინახე,ლექსო.ეგრევე ფეხზე წამოვვარდი და ფანჯრისკენ გავიქეცი -არ მომეკარო-დავიყვირე ხმამაღლა-არც კი მომიახლოვდე,თორე გეფიცები გადავხტები, უკვე არღარ აქვს მნიშვნელობა ვიცოცხლებ თუ მოვკვდები,მაინც სულ ერთიე ჩემთვის-დავიღრიალე და ფანჯრის რაფაზე ავედი. მის თვალებში კი პირველად დავინახე შიში,არ ვიცი ეს რისგან იყო გამოწვეული მაგრამ ზუსტად ვიცი ,არ შევმცდარვარ ,ეს ნამდვილად შიში იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.