შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 5


21-03-2016, 20:50
ავტორი s.g
ნანახია 1 707

-ვაჟა, როდის ვუთხრათ ბავშვებს?
-დღეს საღამოს გოგი
-კარგი მაშინ სანდრასთან ერთად მოდი...შენი ქეთო ალბათ რენესთან ერთად იქნება...
ოჰ რაღაც გამოვტოვე?! ნეტავ რა ხდება? დეველოდოთ საღამოს, იმედია კარგი ამბავია ...
-ბავშვებო უნდა დაგელაპარაკოთ...
-რა ხდება მამა?!
-ორივე არაჩვეულებრივი მოსწავლეები ხართ და ვამაყობთ თქვენი, ამიტომ გვინდა მე და ვანოს რომ არეალი გაგიხსნათ, ორივემ კარგად იცით ინგლისური და იტალიურიც ძალიან მოგწონთ და ადვილად ისწავლით...ამიტომ გვინდა, რომ სასწავლებლად იტალიაში გაგიშვათ, ნატოსთან და გილიერმოსთან...მართალია, უკვე თითქმის სამოცნის არიან, მაგრამ ორივე სიცოცხლით აღსავსე და ენერგიული ცოლ-ქმარია...შვილები უკვე დააყენეს გზაზე, თან სულ გვეხვეწებოდა პალერმოში ჩამოდითო, ახლა კი ასეთი პირობა წამომიყენეს...გაუგიათ, რომ პროგრამა იწყება სკოლის მოსწავლეებისთვის და ჩვეულებრივ სკოლაში იღებენ უცხოელებს, თან ყველანაირად ეხმარებიან ენის კარგად ათვისებაში...ძალიან კარგი სკოლაა ...ატესტატსაც იქ აიღებთ,ეს არანაირი პრობლემა არაა...განათლების სამინისტროში უკვე გავარკვიეთ ყველაფერი, ამიტომ ამაზე არ ინერვიულოთ, ასევე გვინდა იქ ჩააბაროთ უნივერსიტეტში, 6 წლით გვიწევს თქვენი გაშვება, მაგრამ ასეა საჭირო, იმედია არ გაგვიბრაზდებით...იმიტომ რომ თქვენთვის ასე აჯობებს...
ვაიმე როგორ მიხარია...ამათ რას ჩამოსტირით სახეები .... არა ვიცი ძალიან უჭირთ, მაგრამ რომ ჩამოვლენ ისედაც აქ გაატარებენ მთელ ცხოვრებას, ამიტომ არაფერი სანერვიულო არაა...
-კი მაგრამ სულ იქ უნდა ვიყოთ?!
-არა შვილო არდადეგებზე აუცილებლად ჩამოხვალთ აბა რა გგონიათ სულ იქ დაგტოვებთ?! თანახმანი ხართ?
-რას იტყვი ქეთო
-რავი ძალიან მომწონს ეს იდეა მაგრამ ამდენი ხნით?...
-ყოველ არდადეგებზე ჩამოგიყვანთ...
-თანხა?
-რეებზე წუწუნებთ არ გადაგვრიოთ?! ისე კი უნდა გყავდეს ნათესავი უცხოეთში...აი, ხომ ხედავ, შენი ბებიის და ყველაზე პატარა იყო და ყველაზე დიდი მისწრაფებები ჰქონდა, აი მისი ოცნების ქვეყანა იპოვა და მისი ოცნების კაციც და ახლა უბედნიერი ქალია, ასევე ყველაზე ზრუნავს...ჩემი ბიძაშვილები შვილო, ახლა წარმატებულნი და ბედნიერნი არიან, ამიტომ ჩვენც გვინდა, რომ თქვენც გაგაბედნიეროთ და როცა ეს საშუალება გამოჩნდა გადავწყვიტეთ, რომ ხელიდან არ გაგვეშვა და სწორადაც მოვიქეცით...აი ახლა მარტო დედათქვენის ცრემლებს ვერ ვიტანთ, მეტი ყველაფერი წესრიგშია ....ვიცი დარდობენ უცხო ქალაქში, ხალხში თქვენს ყოფნას, მაგრამ დამერწმუნეთ ყველაფერი მწყობრში იქნება არაფერი მოგაკლდებათ...
-როდის უნდა წავიდეთ მა?
-მეორე სემესტრამდე, ახალი წლის მერე გოგოებო...
-ცოტა დრო დაგვრჩენია და დამერწმუნეთ მე და ქეთო ამას ძალიან კარგად გამოვიყენებთ...
-თქვენი იმედია გვაქვს ...შენს ძმებზე ჯერ არ გვითქვამს რენე, ამიტომ ხვალ დავიბარე სუფრას გავაწყობთ და ყველანი ვივახშმებთ....
-კარგი მა გაკოცე, წასასვლელი გვაქვს მე და ქეთოს
ძალიან კარგი მომეშვა გულზე, ყველანი მოისვენებენ ერთმანეთისგან და დროც მოაგვარებს ბევრ რამეს...
-ქეთო რა სახე ჩამოგტირის ...ჩემ ძმას მისტირი? დამერწმუნე მაგადაც არ ღირს...
-არა რენ, უბრალოდ ვერ გავაანალიზე ჯერ კიდევ...
-არაუშავს, მე უკვე გახარებული ვარ, შენც მალე ასე იქნები...
-ძალიან გამიჭირდება...
-რა იყო ნიკას ვერ ტოვებ?
-ვინაა ნიკა...
-ნუგზარის ძე...
-ვაიმე რენე ნუ იცინი ასე, იცოდე ხმას არ გაგცემ...
-აუ ამ ამბავს რომ გაიგებს, რა სახე ექნება ცუდად ვარრრრრ...
-მართლა ცუდად გახდები ახლა თუ გამოგეკიდე...
-მიდი მერე ვინ გიშლის
-ვაიმე რა გიჟი ხარ ... არ შემიძლიააა ...
-თან შენზე სწრაფი ...
-იმ ირაკლის მაინც ვერ გაურბიხარ
-ნუ მკბენ...
-არ ვარ მართალი?!-
-კარგი ხო ... ბოლოს სულ შენ მიგებ...
-მოდი ჩაგეხუტო ...
-რა ჩახუტება მოგინდა მაინც 6 წელი შენ უნდა გაგიძლო
-აჰ გასაგებია ... კარგი
-ჩემი ბუტია
-ბუტია რა დებილური სიტყვაა, ვერ ვიტან სხვა ვერ მოიფიქრე?!
-მოკლედ სიუხეშის და სარკაზმის დედა ხარ უჟმურო...
-შენც არ გაკლია იცოდე...
-კარგი ხო მოდი, თორემ ვერ ვძლებ რაღაცეებზე რომ ვკამათობთ...
..........
-გოგი გაუღე კარები...დასვრილი მაქვს ხელები...
-...ოხ ესენი ვინები მოსულანო ...ბაბუას სიხარულო მოდი ჩემთან
-როგორ ხარ მამა?
-ჩემი ტკბილი გოგო, გენაცვალე, შემო შემო
-რა ხდება მა ასეთი საზეიმო და თან ასეთი ჩუმი შეხვედრა რას მივაწერო?
-რა იყო გვაკლდა შეკრება შვილო?!
-არა მამა, მაგრამ რაღაც ვგრძნობ, რომ როგორიც ყოველთვის იყო ისეთი არაა
-მართალი ხარ...მალე გაიგებ ... ჯერ მათამაშე ჩემ კაცთან
-ბა ბა ბუუუ
-შემოგევლოს ბაბუა შენ, ჩემი ცხოვრება ბიჭი,,,
-....მოდის დასხედით სუფრასთან...
-დაიცადე ლუკაც გამოვა...
-...აბა მოდით ვივახშმოდ და დასასრულს ყველაფერს გეტყვით...
..........როგორც მეგონა ისე მოხდა ქეთ...დემეტრემ და ანიმ ძალიან კარგად მიიღეს...ამ საზიზღარ ლუკას გაჭედვები დაეწყო მომიშალა ნერვები, მაგრამ მამა მოაკეტინა...
-გააჩუმა...წესიერად ისაუბრე....
-მოკლედ ვერ დაგელაპარაკება კაცი, კარგი ვაგრძელებ არ გამაჩერო .... დაიწყო დებილობები, რას მიხედავენო, ისეო ესაო, მე ვუთხარი: შენ რას ამბობ მეთქი, ყველაფერში მეხმარები მეთქი...არ გამწეწდა არ მეგონა...რა ვიცინე გაცოდინა ... ნუ მოკლედ კარგად დასრულდა შეხვედრა და ველოდები, როდის დადგება წასვლის დროო ...
-ჩემთანაც ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ გული მწყდება მაინც
-ბუზღუნა დაწყნარდი აი ნახავ რა მალე გავა დრო, მთავარია იმ უსიამოვნებებს ვიცდენთ, რომელიც სავარაუდოდ აქ გველოდებოდა...
-მართალი ხარ წამო ახლა წავიდეთ ბატონ ნუგზარისთან
-ვაიმე ნიკას სახე წარმომიდგენია, აუ ღმერთო არ გამაცინო გთხოვვვვვ...
-შენი ფხუკუნიღა მაკლდა, მოგკლავ იცოდე თავს თუ ვერ შეიკავებ, ის კი არა უნდა გამოგიტყდე, ცოტათი მეც კი მეცინება
-ვაიმე როგორც იქნა ვეღირსე შენგან ...
-წამო ავტობუს მივუსწროთ, ხომ იცი სამარშრუტო ტაქსის ვერ ვიტან...
-რა ვერაფერს ვერ იტან, კარგი ხო, დამაცადე, თასმას შეიკრავ...
-....მოდით გოგოებო შევუდგეთ მეცადინეობას...
-აჰ გამარჯობათ გოგოებო როგორ ხარ ქეთა?
-კარგად გმადლობთ
-შენ რენე?
-გადასარევად...
-...მგონი რაღაც ხდება ხო?
-მართალი ხართ ბატონო ნუგზარ....რაღაც უნდა გითხრათ.
-აბა გისმენთ...
-კიდევ ორი მეცადინეობა დაგვრჩა თქვენთან და მერე უკვე აღარ ვივლით...
-რა მოხდა ბავშვებო? არ მოგწონთ მეცადინეობა?
-რას ამბობთ ბატონო ნუგზარ ახლავე აგიხსნით...
-მშობლები სასწავლებლად უცხოეთში გვიშვებენ ახალი წლის მერე ამიტომ თქვენთან ბოლო მეცადინეობებს ვითვლით...
-ვაიმე რენე ბოლო ჩვენი მტრისთვის იყოს შვილო...ძალიან მიხარია, მაგრამ ძალიან მწყდება გული, ასეთ გოგონებს რომ ვკარგავ...
-რამდენი ხნით მიდიხართ?
-6...
-6 წლით ნიკოლოზ
-ამდენი ხნით?!...
-აჰამ, უნივერსიტეტშიც ჩაბარებას იქ ვგეგმავთ და მაგისტრატურას აქ გავაგრძელებთ...
-გასაგებია...უკაცრავად უნდა დაგტოვოთ....კიდევ გნახავთ იმედია წასვლამდე, ახლა მაპატიეთ...
-კარგი ჩვენც შევუდგეთ მეცადინეობს იქ უნდა თქვან რა კარგად იციანო საგნებიო და ამისთვის, სანამ დრო დაგვრჩა, კარგად ვიმეცდინოთ...
-....ვაიმე რენე გეყო ყური მეტკინა....
-ახლა რომ არ ვიცინო ალბათ მოვკვდები დამაცადე ...ვაიმე... შენ არ იცი რა სახე ჰქონდა ცუდად გავხდი...
- სარკაზმით ესაუბრებოდი...
-კრისულად ქეთო კრისულად ..."შენ რენე" მოვალეობის მოხდის მიზნით, მამამის რომ არ შეემჩნია მხოლოდ შენ რომ არსებობ მისთვის, თორემ კარგად იცის გადაალეწავს ყველაფერს...
-ხო რავი...
-ხო რავი კი არა ეგრეა ვიცი ნუგზარას შეხედულებები, ნეტავ შვილიც მას გავდეს...კარგი ქეთუს გაკოცე გავიქეცი ახლა დავიძინებ, ხვალ დილით გამაღვიძე იცოდე...თორემ მარტო მოგიწევს სკოლაში წასვლა...
-მოკლედ შენი მაღვიძარა ვარ რა ...
-ნუ ჭიჭყინებ ...მიყვარხარ მიდი ადი უცებ, და მეც ავირბენ ...
-მეც რენ...
.........მოკლედ ეს გოგოები ჭკუიდან მშლიან, როგორ მიყვარს ორივე ხომ არ იციან, ვაიმე ახლა იტალიასა ვნახავ, ღმერთო ვერონას, ფლორენციას და ვენეციასაც....მოკლედ, იქაც არ მოვაკლებ ყურადღებას ჩემ გოგოებს... ვაიმე როგორ მეძინება...რა თქვენ გეგონათ მარტო ადამიანებს სძინავთ? არა ცდებით ...წავედი ჩემო კარგებო, მალე გაგაგებინებთ ახალ ამბებსაც ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent