შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მეათე თავი)


21-03-2016, 22:45
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 300

კიბეებს მთელი სისწრაფით მიუყვებოდა.გული ამვარდნის პირას ჰქონდა, თან ნერვიულობდა თან კი სირბილისგან ძალ-ღონე ჰქონდა გამოცლილი. ლიფტს არ დალოდებია ფეხით უფრო მალე ავალო. ეს ის დღე იყო როდესაც ჯუბოს ლევანის სისხლში ხელები უნდა გაესვარა თუნდაც სისცოცხლის ფასად. ერჩივნა ეს გაეკეთებინა ციხეშიი აღმოჩენილიყო და სახელი გაეთქვა ვიდრე დანებებულიყო ცხოვრება ჩვეულად განეგრძო ოღონდ ყველას თვალში დამცირებულად და შელახულად. კარი ღია დახვდა, ოთახები დაირბინა და მისაღებში კარებთან ჩამჯდარი სალი რომ დაინახა მასთან მივიდა.
-ლევანი სად არის?!.ბოლო ხმაზე დაუყვირა და სახე ააწევინა.
-წაიყვანეს, შევეწინააღმდეგეთ მაგრამ მაინც. ხვნეშით საუბრობდა ბერიძე და ტკივილისგან სახეს მანჭავდა.-დემურიც წაიყვანეს,ყველა წაიყვანეს.გაფითრებული გონზე ძლივს იყო.
-სად წაიყვანეს.სახეზე შემოარტყა აზრზე რომ მოსულიყო.-სალომე შემომხედე მითხარი სად წაიყვანეს.
-კოჯორში.ცალი ხელი ლოყაზე გადაისვა და წამოდგა.
-წავედით.ალექსანდრაც ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-სად?.უკან აედევნა დაქალი.
-კოჯორში.მტკიცედ განაცხადა და სალომე გარეთ გაიყვანა.მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ავტომობილს კოჯორისკენ. საგზაო მოძრაობის უკვე მერამდენე წესი დაარღვია კაცმა არ იცის. ჯარიმების მთელი დასტა მიუვა მის მისამართზე მაგრამ ეს ანაღვლებს? არა რათქმაუნდა! მისი ძმა ანაღვლებს, ახლა ან მკვდარია ან ცოცხალი მაგრამ ცდილობს ამაზე არ იფიქროს. ძალებს იღდგენს რომ ამ ყველაფერს კარგად შეხვდეს... ნაცნობი ავტომობილები მოლანდა კოჯრის ტყეში, ტორმუზს ფეხი დააჭირა და მანქანიდან გადახტა. დაინახა მიწაზე დაჩოქილები იყვნენ ლევანი დემური და ანდრიკო ხელები კი შეკრული ჰქონდათ. სამივეს თავიდან სისხლი მოსდიოდათ, ალბათ ასე გათიშეს რომ აქ მოეყვანათო გულში გაიელვა. სამივეს იარაღი ჰქნდათ შუბლზე მიდებული.-გაჩერდით არ ისროლოთ!. ყვირილით მივარდა მათთან და ხელები წინ გასწია.
-სტუმარი გვყოლია.ირონიულად ჩაილაპარაკა ჯუბომ და იარაღი გადატენა.-გელოდებოდით საყვარელო.
-არ ესროლოთ იარაღი დაუშვით.ცდილობდა არ ეტირა თუმცა ისეთი განწირული ხმით ყვიროდა ყველა მიხვდებოდა ამას.
-ალექს წადი აქედან გაიქეცი.მბრძანებლური ტონით დაიყვია ლევანმა.
-ალექსანდრას თავი გაანებე საქმე ჩვენთან გაქვს ის არაფერს შუაშია.ახლა დემური ახმაურდა
-იარაღი დაუშვით! რასაც მეტყი ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ გთხოვ მათ არ ავნო.ხვეწნა მუდარით დაუწყო ლაპარაკი.
-რასაც გეტყვი ყველაფერს გააკეთებ? ეს უკვე მომწონს.კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და სახეალეწინ ბიჭებს გადახედა.
-ხო ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ მათ თავი დაანებე.ცრემლები მოიწმინდა და განადგურებულ ბიჭებს გადახედა.
-ალექს ასე არ შეიძლება წადი აქედან.ანდრიკოს ხმა გაებზარა თუმცა ცრემლები არ წამოსვლია.
-ალექსანდრა გაიქეცი ჩვენ არაფერი მოგვივა.ხმა გაამკაცრა დემურიმ.
-ახლავე ჩაჯექი მანქანაში და დატყდი აქედან.მათ ლევანიც აყვა.
-არაფერი მოგივათ? როგორ არა, ტყვიას დაგაჭედებთ შუბლში მეტი კი არაფერი მოგივათ თქვე ახვრებო.გაცოფებულმა ჯუბომ იარაღი სახეზე გადაუსვა ლევანის.-ჩემი იყავი ალექსანდრა და მაგ შემთხვევაში გადარჩებიან ესენი, ყველას ვეტყვით რომ ერთად ვართ მთელი საქართველო გაიგებს რომ ჩემი პრიზი მივიღე, „ჯუბოს გოგო“ ამ სახელით ივლი და მათ თვალითაც კი ვეღარ ნახავ.
-არ დათანხმდე ალექსანდრა ეს არ გააკეთო.არაადამიანური ხმით დაიყვირა ლევანიმ.
-თანახმა ვარ! გაუშვი ისინი და მე შენი ვიქნები.ამრეზიით გადახედა ჯუბოს და ცრემლების ნაკადი გადმოშვა.
-ეს უკვე მომწონს.იარაღი ძირს დაუშვა და უმცროს ხურციძეს მიუახლოვდა.-ჭკვიანი გოგო ხარ! ხედავ სად გაჭრა დედმამიშვილობამ?.
-ალექსანდრა უარი თქვი ახლავე გესმის გიბრძანებ რომ შენი სიტყვები შეცვალ გესმის?.ისევ ბოლო ხმაზე უყვიროდა ლევანი თავი დას.
-არა ლევან! მეე ასე გადავწყვიტე და მორჩა.მანაც ხმამაღლა დაუყვირა საკუთარ ძმას.
-ხედავ რას შვება სიყვარული და დედმამიშვილობა?.ირონიით გადახედა ჯუბომ ძმაკაცებს.-წავედით.ალექსანდრას მხარზე ხელი დაავლო და მანქანისკენ წაიყვანა.
-სად მიგყავს! ხელი გაუშვი შე არაკაცო!.უკან აედევნა საომე.
-ხმას ნუ იღებ შე თორემ უარესი დაგემართება.სახეში სილა გააწნა და ძირს დაანარცხა.
-მოგკლავ ჯუბო! გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ არ გაცოცხლებ შე ახვრის გაგდებულო!.თოკების გახსნას ცდილობდა ლევანი მაგრამ უშედეგოდ.
-არ შეგრჩება! ალექსანდრას გეფიცები არ შეგრჩება! დანებდები მე ვიცი რის გამოც დანებდები.ორაზროვნად დაუყვირა დემურიმ.
-ამასაც ვნახავთ.მანქანის კარი მიიხურა და იქაურობას მოწყდა.სალიმ გამოფხიზლება რომ შეხლო ჯერ ანდრიკოს გაუხსნა ხელები შემდეგ დემურის ანდრიკომ კი ლევანის, ფეხზე ძლივს წამოდგა და ლევანის ჩაეხუტა.საოცრად შესტკიოდა გული, მათ ხო მისი არაბიოლოგიური და წაიყვანეს, მათ ხომ ცოხვრება ჯოჯოხეთდ უქციეს.გული ამოვარდნას ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა მაინც დამშვიდებულიყო რადგან ლევანისთვის ყურადღება მიექცია.უფროსი ხურციძე ხელებს მთელი ძალით ხვევდა დაუძლურებულ ბერიძეს. არავინ არ იცოდა წინ რა ელოდათ, ან საიდან უნდა ცოდნოდათ ახლა ხომ ისეთი რამ მოხვდა რაც არ უნდა მომხვდარიყო.
*****************************
საზურგეს იყო მიყრდნობილი და საქარე მინას გასცქეროდა, ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მოსდიოდა და გზას იკვალავდა ღაწვებზე.ცდილობდა სახე დაემალა თუმცა არც ამის თავი არ ქონდა, უბრალოდ უკანა „სიდენიაზე“ იჯდა და ბედნიერ წუთებს ემშვიდობებოდა.მისთვის ყველაფერი დამთავრებული იყო, იცოდა რომ მის ოჯახის წევრებს ვეღარ ნახავდა, მშობლებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი არ იცოდნენ და ვერც ვერასოდეს გაიგებდნენ.იმისდამიუხედავად რომ ლევანიზე კვლავინდებურად ნაწყენი და გაბრაზებული იყო რას არ მისცემდა ისევ მოეხვია ხელები და მის კისერში ეტირა.გულში გაიფიქრა იქნებ სალიზე დავიყოლიო რომ ის მაინც ვნახხო ხოლმეო, ყველანაირად შეეცდება რომ ის მაინც არ დაკარგოს და ბოლოს დემური, მისი ყველაზე დიდი ტკივილი, თითქოს გული შეეკუმშა ძლიერ დაუპატარავდა და უკონტროლო გახდა. სუნთქვა გაუხშირდა თუმცა არ შეიმჩნია კუშტად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა მაგრამ მაინც არ გამოსდიოდა. იმის გააზრებით რომ დემურის ვერასოდეს მიუახლოვდებოდა სიცოცხლე ეზარებოდა.ჯერ 19 წლის იყო კიდევ რამდენი წელი დარჩა და ეს წლები მის გარეშე უნდა გაეტარებინა.ერთიწამით ისიც გაიფიქრა ლევანი მიშველის და დემურისთან ერთად ვიქნებიო თუმცა ასეც არ არის, მასთან ვერანაირად ვერ იქნება გინდა თავისუფალი იყოს, მათი ძმაკაცობა იმდენად მჭიდრო და ნმიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. მათთან ესევთქვათ არ იყო მოსული ძმაკაცის დის შეყვარებულობა, ეს სახელის გატეხვად ითვლებოდა, დამნაშავე პირი ამ შემთქვევაში დემური სახელდაკარგული და უფლებებშეჩერებული პიროვნება იქნება მთელი საქართველოს მაშტაბით ეს კი მეტად სარისკო საქმე იყო.
-მოვედით საყვარელო.ყოვლადსაძულველი ხმა გაისმა და ფიქრებიდან გამოიყვანა.ამრეზიით გაახედა ჯუბოს და მანქანიდან გადავიდა.ნელი ნაბიჯებით მიჰყვა და დიდ ორსართულიან სახლს მიუახლოვდა. ჭიშკართან დაცვა იდგა, ყურში ჩამონტაჟებული მოწყობილობით ერთმანეთს რაღაც გადასცეს და დიდი რკინის კარი შეაღეს.მხარზე მსუბუქი ხელისკვრით უბიძგა რომ შესულიყო. ფეხები უკანკალებდა მუხლები ეკვეთებოდა თითქოს სამსჯავროზე მიდიოდა. უემოციოდ შეაბიჯა უზარმაზარ სახლში და ნერწყვი მძიმედ გადააგორა როცა უცხო სურნელი იგრძნო.-აბა რას იტყვი კარგი სახლია?.გვერდით ამოუდგა მხარი მხარზე გაუხახუნა და თვალი ჩაუკრა.
-დაღლილი ვარ თავი ძალიან მტკივა!.უხეშად დააიგნორა მისი კითხვა.
-კარგი, ახლა ემოციების ქვეშ იქნები მეორე სართულზე ხელმარჯვნივ მეოთხე ოთახი, იქ ადი და დაისვენე.თავზე ხელი გადაუსვა და მისაღებისკენ დაიძრა.-შენს ნივთებს მალე მოგიტანენ.წამოერად შეყოვნდა ერთხელ გახედა და მძიმე ნაბიჯებით შეაბიჯა ოთახში.უღონოდ აუყვა უსასრულო კიბეებს და მის ახალლ ოთახში შეაბიჯა. კარგად იყო მოწყობილი თუმცა რადროს ეს იყო იმწამსვე საწილს მიაშურა და ბალიშს მთელი ძალით დაემხო.კარგახანს იყო ასე ბოლოს კი ისევ იმ ხმამ გამოაღვიძა ასე რომ ეზიზღებოდა.-ვახშამი 10 წუთში იქნება გელოდები.კარი ოდნავ შეაღო და ისე დაუძახა.
-არ მშია.ხმაგატეხილმა უპასუხა.
-მე გკითხე გშია თუ არა? 10 წუთში სავახშმოდ გელოდები.მკაცრი ტონით განუცხადა და კარი ძლიერად მიხურა. საათს დაჰყურებდა და ზუსტად 10 წუთი რომ გავიდა ნელი ნაბიჯებით გავიდა გარეთ კარგახანს შეყოვნდა კიბეებთან გაიფიქრა ცოტას დავაგვიანებო და 15 წუთში უკვე სამზარეულოში ჩავიდა.მისი განკუთვნილი ადგილი დაიკავა და ხელსახოცი მუხლებზე მოითავსა.-5 წუთი მაღლა რას აკეთებდი?.სალათს აგემოვნებდა ჯუბო თან კი წითელ ღვინოს აყოლებდა.
-არაფერს.ჯერ ჩაახველა და მერე უთხრა რადგან ხმა ოდნავ ძლიერად გამოსულიყო.
-ჭამმე!.ალექსანდრას პირი არაფერზე დაუკარებია ამიტომ მკაცრი ინტონაციით უთხრა.
-არმშიათქო მგონი გითხარი უკვე.ტონს აუწია უმცროსმა ხურციძემ.
-ძალით გაჭმევ.
-ამას ვერ იზავ.
-მცდი?.
-უბრალოდ არმშია მადა არ მაქვს.
-ეგ არ მადარდებს არ მიდა ჩემთან თანაცხოვრებისას ფიცარს დაემსგავსო.
-ფიცარს? აბა ძროხა გინდა გავხდე?.
-ეს რა კითხვებია! ჭამე და მორჩა ჩემს მოთბინებას ნუ ცდი.
-მაშინ სულ სხვა იყავი არ მეგონა ასე კულტურულად თუ ცხოვრობდი, მეგონა სადმე სოროში წამიყვანდი.ნერვიულობდა ამიტომ უაზრობების საუბარი დაიწყო, ასე ჩვევია და რაქნას.
-მაშინ როდესაც პირველად შეგხვდი ჩემს თავს არ ვგავდი, გარეთ ქუჩის ბიჭი ვარ თუმცა სახლში და მნიშვნელოვან საქმეებზე ჩემს კულტურულობას ვამჟღავნებ.თავისთვის ჩაიცინა და თეთრი კბილები სააშკარაოზე გამოიტანა.
-და გარიგების დადება კაი ბიჭობასთან დაკავშირებით ეგეც კულტურულია? ადამიანის ასე გაწვალება და მომავლის დანგრევა ესეც კულტურულია?.გაბრაზდა, ცდილობდა ბოლომდე არ ეყვირა რადგან იცოდა რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა.
-დემურისთან მაინც ვერ იქნები საყვარელო, საძმაკაცოში ეს რომ მოხვდეს იცი შენც რა იქნება შემდეგისთვის.
-თქვენ რა ადამიანები ხართ?! რა საძმო რა გარიგებები ამდენ ადამიანს დაუნგრიეთ ცხოვრება! თქვენი უაზრო წესებით რამდენ ადამიანს ატკინეთ გული ეს რა უბედურებაა! ხვდებით მანც შენც და თითოეული „კაი ბიჭებიც“ რა დღეში აყენებთ უდანაშაულო ადამიანებს? სახელი გინდათ გქონდეთ მაგრამ რისთვის! ამ სახელს რამდენი ადამიანი შესწირეთ!.ალექსანდრა ფეხზე წამოხტა მას მიაუხალოვდა და მაგიდაზე ხელის რტყმევით უყვიროდა.
-რა უფლება გაქვს! ჰა? ფეხზე წამომიხტე და მიყვირო.გააფთრებული წამოემართა ჯუბო და გოგონას სახეში გაარტყა. ალექსანდრა ინერციით ძირს დაენარცხა და ტუჩიდან სისხლი წასკდა.
-არაკაცი ხარ! გოგოზე ხელს წევ და ეს ვაჟკაცობა გგონია? კაი ბიჭობა ქალის ცემაა? გამაგებინე? იქნებ ამიხსნა რას ნიშნავს იყო „ძველი და კაი ბიჭი“ მაგრამ ამის განმარტება შენთვითონვე არ იცი! ისიც არ იცი რატომ გიინდა ამ სტატუსის ტარება.იატაკზე გაწოლილი არ წყვეტდა მასთან კამათს.
-ადი შენს ოთახში სანამ მოთბინების უნარი არ დამიკარგავს!.კიბისკენ თითი გაიშვირა და დაუყვირა.-ადი მეთქი!.ბოლო ხმაზე უღრიალა და ამაზე ალექსანდრა წამოხტა სირბილით ავარდა მის ოთახში და კარი გასაღებით ჩაკეტა.
მესამე დღეა რაც ისევ მის ოთახში არბის გულგახეთქილი და საწოლს ემხობა. მესამე დღეა რაც მისი მეგობრები და ძმა არ უნახავს, მესამე დღეა რაც მისი სიცოცხლე დამახინჯდა და მესამე დღაე რაც დემური გზადაგზა ელანდება. საღამო იყო, 2 დღეა რაც არაფერი ეჭამა ამიტომ სამზარეულოში ჩაიპაარა. იქ არავინ ეგულებოდა მაგრამ ერთ-ერთი მოსამსახურე მაინც დახვდა.
-გამარჯობა.თავდახრით მისალმა მოახლეს და მაცივარს გახედა.
-გამარჯობა, მოგშივდებოდა შვილო მოდი გაჭმევ რამეს.თბილად გაუღიმა ფართუკ მოცმულ ქალმა.
-ჩამს აზრებს კითხულობთ.მანაც ამ 4 დღის განმავლობაში პირველად გაიღიმა ისიც ფერმკრთალად.
-არა შვილო 2 დღეა არაფერი გიჭამია ცოდო ხარ.თავზე ხელი გადაუსვა ქალმა და საჭმლით სავსე თეფში წინ დაუდო.
-აქ რამდენიხანია მუშაობთ?.სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალს საუბარი გაუბა რადგან მეტი საქმეც არ ქონდა და რა ექნა.
-20 წელია ამ ოჯახს ვემსახურები, რაც ამათმა კაარგი რამ გამიკეთეს, საწყალი ნანა და სოსო იდეალური მშობლები იყვნენ, 7 წლის იყო ჯუბო აქ რომ მოვედი იმის მერე 5 წელიწადში მშობლები დაუხოცეს საწყალს მერე კი მე ვზრდი ჩემს ბიჭს.გვერდით მიუსკუპდა მრგვალ ფორმაში მყოფი ქალბატონი.
-ჯუბოს მშობლები დაღუპული ყავს?. ლუკმა ძლივს გადააგორა საყლაპავში.
-ხო შვილო 12 წლის იყო რომ მოუკლეს, იმის მერე შეიცვალა ჩემი ბიჭი, სულ წავიდა ხელიდა, თორე ისეთი კარგი ბავშვი იყო, ნენაა რა დრო იყო ათებით რომ მოდიოდა სკოლიდან ახლა კი ამდენიხანია მაგის სახეზე თბილი ღიმილი არ დამინახავს მაგას მოვუკვდი მე რა ბიჭი იყო აფსუს.თავზე ირტყავდა ქალი ხელებს და მგლოვიარე ქალივით ქანაობდა სკამზე.
- რა საშინელებაა.გული დაწყდა როცა ეს ამბავი გაიგო, მიხვდა რომ ერთ დროს ისიც ადამიანი იყო ახლანდელთან განსხვავებით. ვახშამი რომ მოამთავრა ისევ თავის ოთახისკენ აიღო გეზი თუმცა შეყოვნდა. ჯუბოს კაბინეტის კარი ღია დახხვდა რაღაც ხმა გამოდიოდა ამიტომ ახლოს მივიდა და ყური კარს მიადო.
-დაიჭირეს? როგორ? არ ვუთხარი მაგ შეჩემისას ბრთხილად იყავითქო?.ჯუბოს ხმა იყო გამწარებული დაღაცაზე ჩხუბობდა.
-საზღვარზე გადმოდიოდა რა და უპოვეს.
-ჩემს სახელს თუ ახსენებს დედაექნება მო**ნული.
-არა ტო რა შენი სახელი იცის რო მერე უფრო დიდ შარში გაყოფს თავს.
-თავისუფალი ხარ.
-იმ გოგოზე რას აპირებ?.
-არ ვიცი! რამეს მოვუფიქრებ ვნახოთ როგორ მოიქცევა.დიდიხანი უნდოდა ჯუბოსთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეთქვა ამიტომ გაბედა და კარზე დააკაკუნა.-მაკა არ მცალია!.ხმამაღლა დაუყვირა.
-ალექსანდრა ვარ მაგრამ თუ არ გცალია კარგი.უკან შეტრიალება ცადა თუმცა ხმამ შეაყოვნა.
-შემოდი.კაი გაუღო მეორე ბიჭმა რომელიც წეღან ესაუბრებოდა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მის სავარძელს.
-რაგინდა?.უხეშად უთხრა და სავარძელით ტრიალი დაიწყო.
-რაღაც მინდა გთხოვო.თავი დაბლა დახარა.
-თქვი არ მაქვს ბევრი დრო.
-ოთხი დღეა უნივერსიტეტში არ მივლია და. სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.
-და გინდა სწავლა ისევ გააგრძელო?.
-ხო.
-კარგი მაგრამ დაცვასთან ერთად ივლი და არ დაგავიწყდეს ლევანი დემური და ეგენი გეკრძალება.
-გავიგე და კიდევ ერთი, სალი არაფერს შუაშია თუ შეიძლება რომ ხანდახან მაინც ვნახო.
-სალი? ლევანის ინფორმატორი? არა!.
-გთხოვ, ძალიან გთხოვ, გპირდები უბრალოდ ჩავეხუტები და მეტს არაფერს ვეტყვი ასე უკვე აღარ შემიძლია ძალიან მომენატრა.თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო.
-არამეთქი და მორჩეს ამაზე საუბარი!.მაგიდას ხელი დაცხო და თვალებით უბრძანა გარეთ გასულიყო.ისიც ნელი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ და გონება დაკარგა.... თვალი რომ გაახილა თავის ოთახში აღმოჩნდა თავზე მაკა (მათი მოსამსახურე) დასტრიალებდა გვერდით კი ჯუბო იდგა.ჯერ მხრები გაამოძრავა შემდეგ თავი ბოლოს კი წამოჯდა.
-დედა შვილო რამოგივიდა? გამიხეთქე გული რამე ხო არ გჭირს?.კითხვები მიაყარა მაკამ.
-არაფერია ასე ვიცი ხოლმე.თვალი მოისრისა და ჯუბოს ამრეზიით გადახედა.
-ნერვიულობამ იცის შვილო მეტმა კიარაფერმა დაწყნარდი დამშვიდდი, ჯუბო რომ მოიყვანე ეს გოგო მიხედვა არ უნდა?.ამხელა ბიჭი დატუქსა.
-კაი მაკა თავი გაანებე და ოთახში მარტო დაგვტოვე.ერთი ჩაიღიმა და ისევ შეიღრინა, მაკაც სულ ქოთქოთით გავარდა გარეთ და კარი გაიხურა.
-ასე ძალიან თუ გენატრებოდა სალი არ ვიცოდი.ახლოს მივიდა ალექსანდრასთან და საწოლზე ჩამოუჯდა.-მოგცემ უფლებას ნახო შენი დაქალი მაგრამ სულ 2 წუთი მეტი არა.კოჭებზე ხელი წაავლო და თითები ძლიერად მოუჭირა.
-კარგი მადლობა.თავი დახარა და მის ხელებს მიაშტერდა.
-კაი ნუ იგრუზები გაიღიმე.
-მე რა შუაში ვარ? ადამიანი ვარ ნივთი კი არა.თავი მუხლებში ჩარგო და ატირდა.
-ეგ შენი ცრემლები არ გიშველის! ნუ ხარ ისტერიჩკა! ხმას აწი ზედმეტად აღარ აუწიო ხოლმე თორემ ენას აოგაძრობ!.სახე დაუკავა მაღლა ააწევინა და აცრემლიანებულ თვალებში ჩააჩერდა.ბოლოს ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.



ესეც ახალი თავი იმედია მოგეწონებათ ჩემო ტკბილებო.. შეცდომები მომიტევეთ და კომენტარები არ დაიშუროთ მიყვარხართ ძალიან..



№1 სტუმარი lanu

Kaia gaagrdzele chemo kargo me sul vkitxulob da veli axal tavebs

 


№2 სტუმარი )))

auuu ra ari ra amdeni xani agar daagvianoo raaa kargi ikoo gaagrdzleee

 


№3 სტუმარი ჩეპე

ძაან კაია გააგრძელე

 


№4  offline წევრი natia-natia

ძაან მომეწონა ველოდები შემდეგს

 


№5 სტუმარი lizazu

me minda rom jubo sheuyvardes, ar chans cudi. ubralod mdzime cxovreba qonda da imedia aleqsa dra shecvlis da ertmaneti sheuyvardebat. levans ver vamaetleb. sakutar daze ron garigebas dadeb arakaci xar da veraperi gaamartlebs.

 


№6  offline მოდერი bibo

აუ მეც ჯუბო მომწონს და რა ვქნა რაგაცნაირად მევასაა ეს ბიჭი....ჩემი შოკოლადი კამფეტი ტორტი მარწყი ალუბალი გოგოოო ხარო შენო ჩემო ჩოკოლადოოოო love love

 


№7  offline წევრი სალი-სალი

lanu
Kaia gaagrdzele chemo kargo me sul vkitxulob da veli axal tavebs

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3
)))
auuu ra ari ra amdeni xani agar daagvianoo raaa kargi ikoo gaagrdzleee

მადლობა შევეცდები ყველანაირად რომ დროულად დავდო <3
ჩეპე
ძაან კაია გააგრძელე

მადლობა <3 <3
natia-natia
ძაან მომეწონა ველოდები შემდეგს

დიდი მადლობა <3
lizazu
me minda rom jubo sheuyvardes, ar chans cudi. ubralod mdzime cxovreba qonda da imedia aleqsa dra shecvlis da ertmaneti sheuyvardebat. levans ver vamaetleb. sakutar daze ron garigebas dadeb arakaci xar da veraperi gaamartlebs.

ჯუბოც კარგი ვარიანტია თუმცა უნდა ავღნიშნო რომ დემური ამ ისტორიის მთავარი გმირია <3 მადლობა რომ კითხულობ და შენს აზრს გამოხატავ <3
bibo
აუ მეც ჯუბო მომწონს და რა ვქნა რაგაცნაირად მევასაა ეს ბიჭი....ჩემი შოკოლადი კამფეტი ტორტი მარწყი ალუბალი გოგოოო ხარო შენო ჩემო ჩოკოლადოოოო love love

ბოლო ლუკმა გემრიელიაო გამიგია <3 ჩემო ტკბილო მადლობა დიდი მადლობა <3 ჯუბოს მოვუხერხებ რამეს ჩემო საყვარელო მაგაზე არ იჯავრო :დ <3

 


№8 სტუმარი მია

ჯუბო და ალექსანდრა ერთად?? love მომწონს,მომწონს ძალიან <3,ველოდები შემდეგ თავს

 


№9 სტუმარი fiaho

ისე ეს ჯუბოც არ არის ცუდი ტიპი ღმერთო ჩემოო ალექსანდრამ რომ კარგი ურთიერთობა დაიჭიროს ჯუბოსთან წარმომიდგენია დემური როგორ იქნება ლოოოოლ : დდ მაგარი იყოო სალოო ძალიან მომეწონაა ეს კვაზიმოდოები ნახე რააა როგორ დასერიოზულდნენ :დდ სალიუუსს უნიკალური მყავხარ <3 ჩემო სიცოცხლე და სიხარულო ყოველდღე მაოცებ

 


№10  offline წევრი სალი-სალი

მია
ჯუბო და ალექსანდრა ერთად?? love მომწონს,მომწონს ძალიან <3,ველოდები შემდეგ თავს

ძალიან მიხარია რომ მოგწონს და მადლობა რომ კითხულობ :*
fiaho
ისე ეს ჯუბოც არ არის ცუდი ტიპი ღმერთო ჩემოო ალექსანდრამ რომ კარგი ურთიერთობა დაიჭიროს ჯუბოსთან წარმომიდგენია დემური როგორ იქნება ლოოოოლ : დდ მაგარი იყოო სალოო ძალიან მომეწონაა ეს კვაზიმოდოები ნახე რააა როგორ დასერიოზულდნენ :დდ სალიუუსს უნიკალური მყავხარ <3 ჩემო სიცოცხლე და სიხარულო ყოველდღე მაოცებ

ჩემი ჩემი მარტო ჩემი გოგო ხარ მიყვარხარ უძალიანმაგრესად დიდო ქენგავ თუ რამეა მერე გეტყვი რასაც დავაპირებ მაინც გვერდით მყავხარ :* უყვარხარ სანგას მთელი არსებით <3

 


№11 სტუმარი თათი

ვაიმე ძალიან გთხოვ ჯუბა შეუყვარდეს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent