არ შეგიყვარდეს. წესი 2.
პირველი გაკვეთილი დამთავრდა. ჭერს ავხედე. დღესაც 2 მასწავლებელი მყავს. მათემატიკა, ბიოლოგია. ოთხშაბათი ყოველთვის მღლის, რატომ არ ვიცი. -ანუკა, დღეს სკოლის მერე რას შვები?-ნუცა წინ დამიჯდა. -1 საათი ვისვენებ და მერე მასწავლებლები. -აუ, მე კიდე მაინცდამაინც სკოლის მერე მყავს. მეგონა გამომყვებოდი მაღაზიებში.-სევდიანი თვალებით შემომხედა. -კვირას გავიდეთ თუ გცალია, ან შაბათს 2-ის მერე. -მაშინ კვირას, 12-ზე. კაბის ყიდვა მინდა, ხო ამარჩევინებ?-გამიცინა. -რა თქმა უნდა, რა პრობლემაა.-ხალისით წამოვიძახე.-მეც ვიყიდი მაშინ რამეს. -მშვენიერია. უი შენი ნომერი არ მიწერია ჯერ. მოკლედ, ნომერი ჩავაწერინე და ზარიც დაირეკა. ფიზიკა. ჩემთვის კარგად ნაცნობ მასალას ხსნიდა, ამიტომ ყურსასმენები ამოვიღე და მუსიკის მოსმენა დავიწყე. გამიმართლა უკანა მერხი რომ დავიკავე. როგორც ჩანს ზარი დაირეკა. ბავშვები აიშალნენ. თავი წამოვყავი და გარშემო მიმოვიხედე, მერე ისევ წინ გავიხედე. უცებ არსაიდან იოანე გამოხტა თავისი "თვალისმომჭრელი" ღიმილით. რაღაც მითხრა, მაგრამ მუსიკა ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და ვერ გავიგე. უცებ ცალი ყურსასმენი გამომაცალა და თვითონ გაიკეთა. -ვაფასებ, ვაფასებ. მშვენიერი გემოვნება გქონია.-ღიმილს არ იშორებდა. -რა გინდა?-შევუღრინე. -აუცილებელია რამე მინდოდეს? -მაშინ რატომ მელაპარაკები?-მაშინვე მობეზრება გამოვხატე მთელი ჩემი ფიზიონომიით. -ბოდიში, არ მინდოდა შემეწუხებინე.-იმედგაცრუებული წამოდგა და უკვე თავისი მერხისკენ მიდიოდა, რომ უცებ შემომიბრუნდა და ჩუმად მკითხა.-რამე დაგიშავე, ასე რომ ვერ მიტან?-გავშრი. -არაფერი, უბრალოდ. -გასაგებია.-ცალყბად გამიღიმა, თვალებით კი ისევ და ისევ იმედგაცრუებას გამოხატავდა. გული დამიმძიმდა რატომღაც. თითქოს რაღაც დავაშავე. -ოო, რაზე ფიქრობ, ავალიანო. თავის დადანაშაულება არ შეგფერის.-ჩავილაპარაკე ჩემთვის. დღემ ჩაიარა. იოანე ჩემთან აღარ მოსულა. შიგადაშიგ თვალს ვაპარებდი მისკენ. როცა ჩემი თავი ამ ფაქტზე დავიჭირე, მაშინვე შესაბამისი შენიშვნები ვიკადრე. სკოლიდან წამოვედი. 1 საათი თავისუფალი მქონდა. სახლში ავედი, უცებ ვისადილე და მასწავლებეთან წავედი. სახლში ისევ საღამოს 7-ის ნახევრისთვის მივედი. -ცოცხალი ხარ?-მკითხა თოკომ და თმები ამიჩეჩა. -კი.-ვუთხარი დაღლილი სახით და ოთახში შევედი. ლოგინზე დავეგდე. ბალიშში ჩავრგე თავი და ვიყვირე. რა მაყვირებდა არ ვიცი, უბრალოდ ყველაფერი მაწვებოდა. გრძნობები არ მასვენებდნენ. რატომ ვიყავი ასე? ცხოვრებაში არაფერი მიშლიდა ნერვებს, როგორც ამ იდიოტთან ურთიერთობა. -იოანე ჩიქოვანი...-ვთქვი მისი სახელი.-ამომიგდეთ ვინმემ ეს ბიჭი თავიდან. სრული მობილიზება მჭირდება. რამდენი სამეცადინო მაქვს, არ შეიძლება ასე, საერთოდ ამოვვარდები გრაფიკიდან. სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან და მეცადინეობას შევუდექი. კარებზე კაკუნი. -დაიკო, რას შვები? ყავა მოგიტანე. -რა გინდა ამჯერად?-ვკითხე გაღიზიანებულმა. -არაფერი, უბრალოდ შემოვედი. -როგორ მოხდა? -საოცრებების გჯეროდეს.-გაეცინა და ჩემს ლოგინზე წამოწვა. -მადლობა ყავისთვის. -არაფრის.-გამიღიმა. რაც არ უნდა ვთქვა, ძალიან საყვარელი ძმაა. -როგორ უნდა გაიგო მოწონხარ თუ არა გოგოს?-თვალები დავაჭყიტე. -ვინმე მოგწონს? -მე არა, ბექას.-გაეცინა. -ვერ გეტყვი ზუსტად, მაგრამ დააკვირდეს რამდენად ხშირად უყურებს, როგორ ელაპარაკება, როგორ რეაგირებს მის შეხებაზე და ა.შ. -ეგრე თუ ვიმსჯელებთ ანუ ნახევარი კლასი მოვწონვართ. -აჰა, ანუ კლასელია.-გამეცინა. -გამოჭერაზე ხარ?-თვითონაც ამყვა. -ოო, რამდენი წელია ბექას ვიცნობ, მაინტერესებს. -ცნობისმოყვარე. ავდექი და ზედ დავახტი. -მძიმე ხარ, ძროხა. -მითხარი ვინაა. -გამანებე თავი, ბექას საიდუმლოს ვერ გავცემ. -ოო, არ ეწყინება.-უფრო მაგრად დავაწექი. -ჩემი მეგობარი, ელენე.-მითხრა ძლივს. -ჩიქოვანი?-გამიკვირდა და უცებ გვარმა ტვინში დამარტყა. -ჰო, ეგ.-ჩაილაპარაკა.-მინდა დავაწყვილო. გაოგნებული მოვშორდი თოკოს. -უმცროსი ძმა ყავს?-ჩემი შეკითხვა გაუკვირდა. -კი, მგონი. რა იყო? -იოანე? -არ ვიცი. ხო, მგონი ეგაა. იცნობ? -ჩემი კლასელია. -რა პატარაა თბილისი.-გაეცინა. -არც თქვა.-ვთქვი დაბნეულმა და ისევ მაგიდასთან დავჯექი სამეცადინოდ. თოკო წამოდგა, თმაზე გადამისვა ხელი. -მერე დამეხმარე ამ გეგმაში. -შევეცდები ყველანაირად.-გავუღიმე. ოთახიდან გავიდა. -ჩიქოვანები დაგვღუპავენ.-ვთქვი სიცილით და მეცადინეობა განვაგრძე. 11 საათამდე ოთახიდან არ გავსულვარ, მერე მომშივდა. -კუმ ფეხი გამოყო.-სიცილით მითხრა დედაჩემმა. -კუს შია.-მეც გავიცინე. ცოტა შევჭამე, მერე ოთახში შევბრუნდი. დავწექი, მაგრამ არ მეძინებოდა. უაზროდ ვწრიალებდი. ბოლოს წინა დღეს დაწყებული წიგნი ავიღე და კითხვა განვაგრძე. უშედეგოდ. გულს ვერ ვატანდი. იოანეზე ვიყავი გადართული. იმდენად ჩამითრია მასზე ფიქრმა, რომ ერთი ფრაზა 50-ჯერ წავიკითხე, თან სრულად დარწმუნებულმა რომ სხვადახხვა წინადადება იყო. იოანე, იოანე, იოანე...გაქრი. მისი სექსუალური იერი ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში და არ ქრება. საბოლოო ჯამში ვერ დავიძინე. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და გათენებას ვუყურებდი. როგორც იქნა, სკოლაში წასვლის დროც მოვიდა. რატომღაც გამიხარდა. იოანეს ვნახავდი...არა, ამოიგდე თავიდან. არანაირი იოანე. ნუ ფიქრობ, არ შეიძლება. კლასში შევედი. იოანე უკვე იქ იყო და როგორც ყოველთვის, ძმაკაცებთან ერთად იცინოდა. როგორც კი ჩემს მერხთან დავჯექი, მაშინვე გავხედე, მანაც გამომხედა და გამიღიმა. ისევ მობეზრებული სახით შევხედე და წინ უაზროდ მივაშტერდი კედელს. ცოტა ხანში მხარზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. -თუ მოსალმება გინდა, პირდაპირ მოდი, ნუ გერიდება.-იოანემ გამიღიმა. -არა, მადლობ. არ ვბრწყინავ სურვილით შენთან საუბრით დავიმშვენო დილა. -ისევ ჩართე იაზვა ანუკა? -არც გამომირთავს ჩემი ეს თვისება. -უკვე ვიცოდი ამას რომ მიპასუხებდი. -ყოჩაღ, ანუ ისიც იცი რომ ახლა მოგკლავ, თუ არ გამეცლები. აღარაფერი მიპასუხა. უბრალოდ გაბრუნდა. პირველი გაკვეთილი, მეორე, მესამე. ძლივს დიდი შესვენება. ნუ, 15 წუთი თუ დიდია. ბავშვები კლასიდან გავიდნენ. მე დავრჩი და მუსიკებს ვუსმენდი. თავი მერხზე მედო და ჩამოკიდებულ ქურთუკებს ვუყურებდი. უცებ რაღაც მომესმა. სასწრაფოდ მოვიხსენი ყურსასმენები და გვერდზე გავიხედე. იოანე და ჩემი ერთი კლასელი ლაშა ჩხუბობდნენ. -შენ სულ გააფრინე? თავი დაანებე-მეთქი, რამდენჯერ გითხრა.-იოანეს სიმწრისგან კისერზე ძარღვები დაეჭიმა. ცდილობდა არ ეყვირა, მაგრამ ეტყობოდა თავს ვეღარ აკონტროლებდა. მივხვდი, სადაცაა დაარტყამდა. -იო, რაო იო, აგეწვა ერთი ადგილი?-დამცინავად უთხრა ლაშამ. -მოგკლავ, გეფიცები მოგკლავ, ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს ჩემს დას რამე ზედმეტი რომ გაუბედო.-მუშტები მაგრად შეეკრა. -ოო...შენს დას რას გავუბედავ და რას არა, ეგ უკვე მე ვიცი. -მოგკლავ!-უღრიალა და სადაცაა უნდა დაერტყა, რომ წამოვხტი, მაჯაში მაგრად მოვუჭირე ხელი და კლასიდან გავიყვანე. -გამიშვი!-მეც მიყვიროდა. -დაწყნარდი!-არ დავაკელი.-ვერ ხვდები რომ უბრალოდ პროვოცირებას გიკეთებს? -არ მაინტერესებს! რაც გინდა ის დაარქვი! სულს ამოვხდი ცემაში.-ძლივს ვაკავებდი. -იოანე! -გამიშვი-მეთქი! საწყობისკენ წავიყვანე. ყველანაირად ცდილობდა მოვეშორებინე. არ დავნებდი და ჩახუტებით გავაჩერე. ისე მაგრად მომიჭირა ხელები, მეგონა ძვლებს ჩამიმტვრევდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოეშვა და ღრმად ამოისუნთქა. -დავწყნარდი უკვე. შეგიძლია გამიშვა.-მითხრა ჩუმი და ჩახლეჩილი ხმით. გავუშვი. ცარიელი თვალებით მიყურებდა. იმდენად მომინდა ეს გამოხედვა ძველებური ვნებით ამევსო, მაგრამ არ ვიცოდი როგორ. -მადლობა რომ გამაჩერე, თორემ შეიძლება იქვე ჩამეძაღლებინა. -არ უნდა აყვე. -ვიცი, მაგრამ ჩემს დას როცა შეეხო, ტვინში ამასხა. -მესმის, მაგრამ ტყუილა ნუ აყვები, ვერაფერს უზამს შენს დას. -რა გარანტიას მაძლევ? -რეალურად რომ ვიმსჯელოთ ვერანაირს, მაგრამ მაინც, ვიცი რომ ცუდი არაფერი მოხდება. -წინასწარმეტყველი ხარ?-გაეცინა. გული ამიჩქარდა. ღვთაებრივი სიცილი აქვს. გაფანტული აზრები დავალაგე და თვალებში ჩავხედე. ძველებური ვნება და სიცოცხლე დაბრუნებოდა. შვებით ამოვისუნთქე. -თუ საჭიროა გავხდები.-თბილად გავუღიმე. -თურმე როგორ გიხდება ღიმილი.-მითხრა ჩუმად, თმის ბოლოებს ოდნავ წაეთამაშა და საკლასო ოთახისკენ წავიდა. არ შეიძლება. ნუ უსმენ მის ტკბილ სიტყვებს...ავალიანო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.