"წვიმად მოსული" (სრულად)
წამიერად შეჩერებული გულისცემა.სწრაფად გახელილი თვალები,ღრმა ამოსუნთქვა და შემდეგ უკვე მასზე ძლიერი ჩასუნთქვა. ისე ძლიერად ჩაისუნთქვა თითქოს და ცდილობს საკუთარ ფილტვებში მოიქციოს მთელი სამყაროს ცუდი.საცაა ფლიტვებიც დაუსკდება და მიაღწევს სანატრელ შედეგს. ბოლო წამები.სახეზე დაკარგული ფერი. უკვე ისმის კოლიდორში მომავალი სიკვდილის ფეხის ხმა.არა და თითქოს არც ისე ძველი იყო მისი სახლის კოლიდორში ხის იატაკი,მაგრამ ახლა რა საოცრად ტკივილიანი ჭრიალი გაუდით მათ. ალბათ აფრთხილებენ რომ მოდის... მოდის მოუსვლელიდან ვერ მომსვლელი. მაგრამ მაინც მოდის. მოდის და... უკვე თვალის დარაბებიც დაიხურა და ნათლად დაინახა გაფანტულ ნისლში ის... დაინახა ის ატმისფერი სარაფანი, სათუთ სხეულზე სიფრთხილით რომ მორგებოდა. თვალი ზემოთ ააყოლა და მხრებთან მზერა მიეყინა. მის ყელთან თავმომწონედ ამომსხდარან ლავიწები,ეს ატმისფერი თხელი ბრეტელებიც როგორ სილამაზეს სძენენ.მოხდენილ ყელს ააყოლა თვალი და სახის არისტოკრატიული ნაკვთების დანახვისას მთელ სხეულში გააკანკალა. ლამაზი ფორმის სისხლისფერი ტუჩები მსუბუქად შეხებოდნენ ერთმანეთს. პატარა ცხვირი და დახურული დარაბები,რომელთა ზღურბზეც ხორბლისფერი ბარაქიანი ყანა ბიბინებდა.გრძელი მზისფერი თმა სიარულისას ნაზად ეფერებოდა გოგონას ზურგს წელს ქვემოთამდე.მოდიოდა და მოაფრქვევდა ალბათ სამოთხის სურნელს. ზუსტად მის წინ შეჩერდა გოგონა. მისი სუნთქვა სახეზე ელამუშებოდა.უეცრად შუაზე გაიპო ხორბლისფერი ყანა,გაიხსნა დარაზული დარაბები და... და მათ შიგნით მოქცეული ბობოქარი ზღვა გამოჩნდა. წამით შეხედა ამ სილამაზეს.ისევ შეჩერებული სუნთქვა. სწრაფად გახელილი თვალები და ღრმა ამოსუნთქვა. შავი იდუმალი თვალები ისევ იმ სიყვითლე შეპარულ ჭერს მიაპყრო.ფრთხილად წამოჯდა საწოლზე.შიშველი ფეხებით ცივ იატაკს ოდნავ შეეხო და კვალავ გააჟრჟოლა ახლა უკვე ცხადში.ორივე ხელით საწოლს დაეყრდნო და სუნთქვის დარეგულირება სცადა. რამდენი ხანია უკვე ამ ერთი და იგივე სიზმარს ხედავს და ოფლში მცურავს ეღვიძება. ფიქრობთ იტანჯება?! არა... ამას ბედნიერებადაც კი თვლის, ის ხომ მას ხედავს... თვალი მოავლო ოთახს,თუმცა ეს ხომ მისთვის ოთახზე მეტს ნიშნავდა. ეს იყო მისი სამყოფელი,მისი ბუდე და სიმშვიდე. აშკარად შეიმჩნეოდა მასში ხის ნივთების სიჭარბე,მაგრამ განა უბრალოდ ხე იყო? ეს მისთვის ბუნებრივობის,სისუფთავის და სიმშვიდის ნიშანი იყო. თითქოს მის ოთახში მრავლად თავ მოყრილი ხე ისრუტავდა არა მარტო დაბინძურებულ ჰაერს,არამედ ყველა ბოროტებას და ცუდს... ფეხზე წამოდგა და ნელი მოძრაობით მიახლოვდა ფანჯარას. ყავისფერ მატერიას მიაპყრო მზერა. ორივე ხელი ფრთხილად შეახო და წამში დააშორა ერთმანეთს. წელს ზემოთ შიშველს მოვლილ სხეულზე უცებ დაეცა სინათლე და სითბო,მაგრამ მაინც ვერ გაათბო.ერთ დროს თეთრი საღებავით შეფერილი ხის ფანჯარა ჭაღარა შერეულ თმას მოგაგონებდათ. ზოგგან რომ ჯერ ისევ შემორჩენოდა ყავისფერი და ზოგგან კი თეთრად იყო შეფერილი. ბიჭმა საკეტი გადაატრიალა და ფანჯარა ზემოთ ახსნა. მთელი ძალით შემოიჭრა ოთახში ჯერ არ დაბინძურებული ჰაერი და მანაც ღრმად ჩაისუნთქა. მზერა გზის გადაღმა ძველ შენობას მიაპყრო. დიდი ხის კარი და მრავალი ფანჯარა რომ ამშვენებდა. რამოდენიმე წამიც და... აი მიადგა მზის სინათლეც ამ ვეებერთელა კარს, უცებ მძლივს-მძლივობით გაიხსნა კარის ცალი ფრთა და უკვე ნაცნობ სხეულს წააწყდა. მზის სხივებმა უფრო აუბრდღვიალეს გოგონას თმა და აუკაშკაშეს მათი შემყურე ზღვისფერი თვალები. მზის სხივებით გაცისკროვნებულმა თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და უდნავ გაიღიმა. ბიჭს მის ღიმილზე სუნთქვა კვლავ შეეკრა. გოგონამ თვალები გაახილა და უცებ ჩაუყვა ქუჩას. რამოდენიმე ხანს გახევებული იდგა ბიჭი,შემდეგ თითქოს გონს მოეგო და სწრაფად ჩამოშორდა ფანჯარას. მზერა ახლა კედელზე ჩამოკიდულ გაცრეცილ კალენდარს მიაპყრო,რომელსაც ივლისის შუა რიცხვებში უცანაურად შემოლეოდა ფურცლები. მხოლოდ ერთი ფრიალა ქაღალდიღა იყო. მეტი არაფერი...არც აგვისტო,არც სექტემბერი,არც ოქტომბერი,ნოემბერი და მითუმეტეს არც დეკემბერი. თითქოს შემოდგომა-ზამთარი სადღაც გამქრალიყო. იყო მხოლოდ ზაფხული და ბოლო ივლისის 13. მთელი დღე არ მოშორებია საწერ მაგიდას. სუნთქადა მძიმედ და საოცრად ტკივილიანად. მრავლად იყო იატაკზე მიმოფანტული დაკუნჭული ქაღალდები,რომლებიც ბიჭის ნერვიულობაზე და სათქმელის ვერ თქმას მეტყველებდნენ. უეცრად შეხედა საათს,რომელიც საღამოს 9-ს უჩვენებდნენ. ფეხზე წამოდგა და წელში გაიმართა. იქვე დადებული სიგარეტის კოლიფიდან ერთი ღერი ამოიღო და ბაგეებს შუა მოიქცია. ასანთი ორიე ხელით მიიტანა პირთან და ქვას რამოდენიმეჯერ გადაუსვა ბერა თითი. საოცრად ნატიფი იყო მისი თითები. ძალიან თეთრი და თხელი. გრძელი, სწორი თითები. ხუმრობით ბევრი ალბათ ტრადიციულად ექიმის თითებსაც კი შეადრაებდა,მაგრამ ისინი იოანეს თითები იყო. მხოლოდ მისი. უბრალოდ იოანესი. უკვე წითლად მოელვარე სიგარეტით და მახრჩობელა კვამლით მიუახლოდ ფანჯარას. კვლავ ახსნა და ისევ იმ შენობას დაუწყო ყურება. მალევე გამოჩნდა მისი სუნთქვის სეკვრის მიზეზი. სიგარეტი პირიდან გამოიღო და თითებს შორის ელეგანტურად მოიქცია,მაგრამ ეს ელეგანტურობაც ხომ მისი ბუნებრივობა იყო. ტანის ნელი რხევით მოდიოდა გოგონა. თხელი ფრიალა კაბა ეცვა.მხრებზე კი ყვავილნარი გაეშენებინა,რომელსაც ზედ მისი მზის სხივები დაჰფენოდა. სისხლისფერი ბაგენი კვლავ განშორებოდნენ ერთმანეთს და გოგონას სახეზე საოცარ ღიმილს ფენდნენ. ის ნამდილი საღამოს მზე იყო! მზე,რომელსაც მთვარეც კი ვერ ცვლის! მაგრამ როგორ საოცრად ჩაბნელდა ქუჩა როგორც კი ის სადარბაზოს კარს მიღმა გაუჩინარდა. ქუჩა ჩაჩუმდა. თითქოს მის წასვლას გლოვობსო. წუხდა ფანჯარაში მდგარი იოანეს გულიც... მალევე აინთო ქუჩის მეორე მხარს ზუსტად იოანეს მოპირდაპირე ფანჯარაში სინათლე და უკვე ნაცნობი ჩრდილიც დაცა თხელ მატერიას. იქამდე უყურა ბიჭმა სანამ არ ჩაქვრა,შემდეგ კი ისე წერას მიუბრუნდა. გოგონასგან განსხვავებით მისი ფანჯრიდან გამომავალი შუქი მთელი ღამე არ ჩამქრალა. უკვე მზე იწყებდა ამოსვლას... ფურცელი ხელის კანკალით გადაკეცა რამოდენიმეჯერ და ერთმანეთზე დადებულ 3 წიგნაკს დაადო. ხელი ფრთხილად გადაუსვა ზემოდან და საწოლისკენ წავიდა. ზედ გადაწვა და ემბრიონის ფორმაში მყოფმა თვალი უსასრულობას გაუსწორა. ფიქრები დაფრინავდნენ ძალიან,ძალიან,ძალიან შორს. მისი დარაბები კი ნელ-ნელა დაიხურა. მთელი დღე ეძინა... უკვე ცხრა ხდებოდა ისე იმ სიზმრით რომ გამოფხიზლა... ფეხზე წამოდგა და კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა. ისევ გახსნა და ახლა უკვე მთელი ტანით გადაიხედა. შორიდანვე დაინახა ნელი სვლით მომავალი გოგონა. ყავისფერი ფარდები საღმოს ნიავით ოთახში თამამდ დაფრიალებდნენ. აღარც იოანე იყო სახლში და აღარც ის დღიურები წერილითურთ... უკვე სადარბაზოს კართან იყო მიახლოვებული გოგონა,როდესაც კარი გაიღო და იქიდან ბიჭი გამოვიდა საოცრად მეტყველი მწვანე თვალებით. ბიჭს რომ არ შეემაგრებინა თავი აუცილებლად შეეჯახებოდა მას. მზერა პირდაპირ მის თვალებს გადააწყდა და შეიყინა კიდეც.შეიყინა საოცარი სიმხურვალით !... ერთმანეთის პირისპირ იდგნენ მდუმარდე და უმოძრაოდ. საობრობდნენ მხოლოდ თვალები. მაგრამ ეს საუბარიც ხომ მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენს ნიშნავდა იოანესთვის. ღრმად ჩაისუნთქა და მზერა მოწყვიტა გოგონას ზღვებს. რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და საოცრად ტკიილიანად ჩამოშორდა მის სხეულს. ცახცახებდა მთელი მისი სხეული. სული მიბრუნებას ითხოვდა. იოანემ ოდნავ მიაბრუნა თაი და ძალაიან,ძალიან,ძალიან ჩუმად ამოიჩურჩულა სიტყვა,რომელიც მხოლოდ ღმერთმა გაიგო! სახლის კართან დაწყობილი დღიურები დახვდა გოგონას. საოცრად მეოცნებეს კვლა ტკბილი სიურპრიზები ეგონა და კისკისით შევიდა სახლში დღურებით ხელდამშვენებული. საწოლზე ფეხმორთხმით დაჯდა და სამივე დღიური გადაშალა,რომელბსაც პირველ გვერდზე თანამიმდევრობა ჰქონდა გამოსახული. პირველს ღიმილით დასტაცა ხელი და გადაინაცვლა წლის წინანდელ 13 ივლისში. გრძნობდა ნელ-ნელა როგორ მძიმდებოდა და როგორ ინამებოდა მისი სახე. ბოლო დღიური ბოლო ფურცელი და უკვე მისი გულამოსკნილი ტირილი... მძიმე სუნთქა და მთრთოლარე ხელები... უკვე დაწითლებული თვალები. 2016 წლის 12 ივლისის ჩანაწერიც ბოლომდე ჩაიკითხა და დღიურის ბოლო გვერდზე ფურცელი იპოვა. დიდხანს უყურა ფურცელს. თითქოს ეშინოდა იქ დაწერილის წაკითხა. ალბათ ეგონა კიდეც რომ ვერ გაუძლებდა. ბოლოს შეიმშარალა ცრემლები და ფურხელი გაშალა. ღრმად ამოისუნთქა და კითხვა დაიწყო: „ალბათ გაგახსენე ის 13 ივლისი... ვიცი ჩემი თითოეული სიტყვით გული გატკინე და გთხოვ რომ ეგ თითოეული სიტყვა მაპატიო.თითოეული ცრემლი და თითოეული ტკივილიანი ამოსუნთქვა. ვიცი რომ უმარავი კითხვა გექნება ჩემთან,მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია... იცი ყოველთვის მქონდა ერთი კითხვა უფალთან თუ რატომ დამსაჯა ასე.მე ვერასდროს ვიღებდი პასუხს. ბოლოს კი პასუხს თავადვე მივაგენი.ეს შენ იყავი. შენი გამოჩენის შემდეგ მივხვდი რომ თურმე რაც დამაკლო უფალმა სამართლიანად დამაკლო,რადგან შენ ჩემს დანაკლისზე ძალიან,ძალიან,ძალიან მეტი ხარ. ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის... შენ გამაგონე სამყაროს ყველა ხმა ერთდროულად. შენ ხარ სამყაროს ყველა ხმა ჩემთვის! მე ხომ შენი თმის შრიალიც კი გაგებული მაქვს, მე ხომ ასე შორიდან შენი გულის ფეთქვაც დათვლილი მაქვს. მე მოგიძღვენი ყველა სიტყვა. უამრავჯელ გიჩურჩულე ყურში თუ რა ძიერ მიყვარდი... რამდენჯერ გამომიხსნია ფანჯარა და სულის ჩაწყეტამდე მიყვირია მთელი ხმით მიყვარხარ ! რამდენჯერ მინატრია მომესმინა შენი კისკისი და რამდენ მინატრია თუნდაც ერთი სიტყვა ამ წყეული ბაგედან წარმომეთქვა. შენ იყაი ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაშ და ეს მარად ასე იქნება! მანამ სანამ ღამის ციდან ყველა ვარსკვალი ოცნებებად ძირს არ ჩამოცვივდებიან. მანამ სანამ მზე და მთვარე ერთად არ ისერინებენ. მანამ სანამ იქროლებს ნაზი სიო და მიეალერსება ათას უცნობ სხეულს. მანამ სანამ წვიმად არ მოვალ და არ გაშლი ხელებს და არ შემეგებები ღიმილით. ნინე,ჩემო ნინე... მე ყოველთვის ვიყავი შენგან 33 ნაბიჯში,მაგრამ იმდენად სუსტი ვიყავი რომ მუდამ 32 ნაბიჯზე ვჩერდებოდი. მე ყოველთვის ვიყავი შენ სიახლოვეს მაგრამ ვერ გეხებოდი. შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი წმინდის განსახიერება ხარ. სუფთა,უმიკვლო... პატარა,თეთრი კრავი. და მე? მე უბრალოდ ბიჭი.ყრუ-მუნჯი ბიჭი. მარად მდუმარე და არვის მსმენელი. მაგრამ ყველაზე მდიდარი რადგან მყავდი თვალის ჩინად შენ ! ვინ მანახებდი სამყაროს ყველაზე ფერადა, მასმენინემდი ყველაზე სასიამოვნო ხმებს და დაუღალავად მასაუბრებდი სიყვარულზე. ღმერთო ჩემო,რომ იცოდე როგორ მშურდა ნიავის,რომელიც მუდამ უტიფრად გეხებოდა... მე ხომ ყოველთის ვდარაჯობდი მოპირდაპირე ფანჯრიდან შენს ჩრდილსაც კი. ყოელივე ამის მიუხედავად მაინც ძალიან სუსტი ვარ... ვერ ვიქნები ეგოისტი და ვერ გაგიმეტებ საჩემოდ. ვიცი რომ შენ ამ სიმხდალეზე ძალიან გაბრაზდებოდი.იტყოდი რომ ყოველთვის ყველაფერშია გამოსაალი,მაგრამ აქ არა ნინე. აქ უბრალოდ სამყაროს სისასტიკეა. მე მქონდა გარკვეული დრო შენით ტკბობისა. შორიდან ტკბობისა,მაგრამ არასდროს მქონია უფლება შენი სიახლოვისა. წასვლა სჯობს ჩემო ნინე,წასვლა. მარად აბობოქრე შენი ღრვები ჩემო ნინე,მარად იკისკისე და ააყავე შენს მხრებზე ლამაზ-ლამაზი ყვავილები. არ მოაკლო მათ შენი მზისფერები. მარად იღიმე ჩემო ნინე და ანათე ქუჩები. შეეჯიბრე ცად მნათობ ვარსკვლაესბ ღამით და ცაზე გაბატონებულ მზეს დღისით და გახსოვდეს რომ მარად შენ ხარ ყველაზე მნათობი,თბილი და სუფთა! მარად მეყვარები ჩემო ნინე. რად ჩემო... მე ვერასდროს დავსვავდი კითხვას თუ საით მიდოდა ჩემი გზა და ვერც ვერასდროს მოვისმენდი ამაზე პასუხს. მაგრამ მე თავად მივაგენი ამ პასუხსაც. გზა მდინარისკენ მიდი ნინე. მშვიდობით...“ მთელი ძალით გარბოდა ქუჩაში გოგონა. მისი სახე მთლად მოეცვათ ცრემლებს და ბობოქარ ზღვებსაც უჩვეულოდ შერევიათ სიწითლე. ხიდის პირად მდგარს მთლად აუთრთოლდა სხეული. უჩვეულოდ იწყო ცამ ცრემლების ღვრა. ალბათ იგრძნო რომ ვიღაც სიყვარულს გლოვობდა. ალბათ მდინარის პირას გამორიყული სხეულიც იგრძნო... ალბათ ალბათ და კიდევ მრავალი ალბათ. წვიმის სამგლოიარო მელოდიას ისევ და ისევ უჩვეულოდ შეერია უცნობი მთრთოლვარ ხმა. -თურმე მე ბრმა ვყოფილვარ,რომელიც ვერასდროს ვერ ხედავდა დასანახ. და მიუყვებოდა ნაზი სხეული წვიამინ ქუჩებს. ვინ იცის ვინ იყო წვიმად მოსული. (გთავაზობთ ჩემი ერთ-ერთი ისტორიის გადასხვაფერებულ ვერსიას. გუშინ გადავხედე,სკოლაში ერთ საღამოზე მთხოვეს წამეკითხრა რაიმე და. მოკლედ იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.