შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა (1)


22-03-2016, 00:12
ავტორი tsn
ნანახია 4 148

....
კარზე ზარი დავრეკე, ჩემი არც თუ ძალიან მოკლე კაბა ქვემოთ ჩამოვქაჩე და დაველოდე, როდის გამიღრბდა კარს ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძმადნაფიცი ლაზარე.. ორ წუთში კარის ხმა გავიგე და თმაგაბურძგნული ლაზარეც გამოჩნდა..
- ჩაიცვი პირველ რიგში და მერე სამზარეულოში პირდაპირ - ლოყაზე ვაკოცე და სამზარეულოსკენ გავქანდი..
- ჯერ მომესალმე მაინც - ჩაილაპარაკა თავისთვის, რაზეც გამეღიმა.. ცოტა ხანში სამზარეულოში გამოჩნდა, მაიკას იცვამდა და ისე მოდიოდა
- მოკლედ, ალბათ გაინტერესებს რატომ მოვედი, შეიძლება არც გაინტერესებს, მაგრამ ვინ გეკითხება, ლალი დეიდამ დამირეკა და მითხრა ''აი აბდალს სტუმრები ეყოლება და გოუკეთე საჭმელი თვარა, მომესხიპება თავი''-ო - მივბაძე ლალი დეიდას
- ამოისუნთქე შე ქალო და მათქმევინე რამე, ეგება ვკვდები, ან ეგ თუ არ გაინტერესებს ჰაერი მაინც ჩაისუნთქე -დამცინა და გამიღიმა საყვარლად.. ისე დედამ მართლა დაგირეკა? გამაგიჟებს ტო, ერთხელ თუ არ ვუპაშუხებ ეგრევე მეზობლებში რეკავს.. შენამდე სამი მეობელი იყო უკვე, თავი ამასკდა..
- შემოგევლე ჩემო ბონძღუნია - ვუთხარი და ყავა გავუწოდე..
- ძმა ხარ.. კი არა და ძმა რა შუაშია, და ხარ - თმა აიჩეჩა მან - ისე, სესი უნივერსიტეტში რატომ არ ხარ? - მკითხა მან
- ხომ გითხარი, დედაშენმა დამირეკა.. თანაც ვიყავი უკვე წეღან და ლექტორს ვეკამათე..
- გაგიჭირდებოდა..
- მართლა გამაბრაზა.. წინა ლექციაზე აგვიხსნა ახალი თემა, უამრავი გრძელი და დაგრეხილი სიტყვებით.. თავი.გავიგიჟე და ვისწავლე ისეთი სიტყვები, როგორიცაა ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდფოსფატი..
- ეგ რას ნიშნავს? - შემომხედა გაოცებულმა
- არ ვიცი, იმდენი.ხანი დავუთმე ამათ დამახსოვრებას შინაარსის სწავლა ვერ მოვასწარი, ლექტორმა კი მაინც და მაინც ის მკითხა რას ნიშნავსო..- ვუყვებოდი თან ვამზადებდი და ვჭამდი
- რას ერჩი, მართალი ყოფილხარ - ამომხედა ღიმილით- ნუ ჭამ გოგო.მაგათ, დატოვე რამე, გეტყობოდეს მაინც ამდენი ჭამა, კალიას რომ გავხარ - მითხრა და ხელიდან ცოტა ხნის წინ მომზადებული კატლეტი ამაცალა..
- ხან კალიას გავხარო, ხან ქათმის წონის ხარო, ხანაც ინდაურისო, ჩამოყალიბდი თუ ძმა ხარ და ისე დამარქვი მეტსახელი - ვუთხარი და ონკანისკენ წავედი, ლაზარემ ხელი დამიჭირა და მითხრა

- დედას გეფიცები, და რომ მყავდეს შენზე ნაკლებად არ მეყვარებოდა - მითხრა ღიმილით.
- ვიცი ლაზო, არაქვს მნიშვნელობა ბიოლოგიურად და-ძმა ვართ თუ არა, მაინც ჩემი ძმა ხარ.. - ლოყაზე ვაკოცე და ახლა მაცივარი გამოვაღე
- გინდა - ავიღე მისი შოკოლადის ფილა და გავუღიმე
- არა სესი, ეგ შენთვის ვიყიდე..
- ეე, მაგარიაა, მელოდებოდი - შევიფერე მეც
- ეჰ სესი, შენ ქარივით ხარ.. როდის რა მხრიდან მოვარდები კაცმა არ იცის.. შენც კი არ იცი..
ცოტა ხანს ასე ვისაუბრეთ და თან რაღაც-რაღაცებს ვამზადებდი. ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი სახლში წასვლა დავაპირე, რადგან მამამ უკვე მეასედ მაინც დამირეკა.. ჩემს ჰიუნდაიში ( მამა მანებივრებს) ჩავჯექი და სახლისკენ დავიძარი.. ცოტა მანძილი მქონდა გავლილი, როდესაც საიუველირო მაღაზიაში შესვლა მომინდა და გავჩერდი.. გადავედი და უცებვე შევეჯახე ვიღაცას..
- წინ იყურე - მითხრა მკაცრად, არც შემიხედავს ისე შევეპასუხე
- შენც არ გაწყენს თვალრებში გახედვა.. - გზა ისე განვაგრძე, რომ არ შემიხედავს.. რამდრნიმე დღეში მეგობრის დაბადების დღეა და მინდა რაიმე კარგი ავურჩიო.. მინების ქვეშ სამკაულებს ვუყურებდი და თან მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს წრფეზე ვაყოლებდი.. უცებ მარცხნივ გავიხედე და უნდა გავსულიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი სამაჯეთი რაღაცას წამოვედე.. მაგრად გამოვქაჩრ, მაგრამ იმან მაჯობა და წამებში ვიღაცის მკლავებში აღმოვჩნდი..
- ჰეი, გამიშვით - ავწუწუნდი მე
- აჰა - უცებ შემიშვა ხელი.. ორივემ დავხედეთ ჩჩენს მაჯებს.. მის საათს ჩემი სამაჯე უცნაურად გადაეხლართა და ამან გაუგებრობა გამოიწვია.. უცებ ტელეფონმა დამირეკა, გათავისუფლებას შევეცადე, მანაც იმავეს ცდას მიჰყო ხელი, მაგრამ ვერ.მოახერხა, ნერვები მოეშალა და მთელი ხალით გაგლიჯა სამკაული.. ჩემი სამაჟე მარცვალ-მარცვალ დაიბნა იატაკზე.. ცრემლები მომადგა და ყელში ბოღმა მომაწვა.. ეს დედას სახსოვარი იყო, ერთად ერთი, რაც მისგან დამრჩა, ამ მხეცმა კი წამებში გამიფუჭა
- ეს რა ქენით, რა გჭირთ, ნორმალური ხართ? - ვკითხე გაცოფებულმა და მძივების აკრეფა დავიწყე
- სრულიად.. წეღან შემეჯახე და არც კი მომიბოდიშე.. უზრდელთან ერთად სამკაულებზე დახარბებულიც ყოფილხარ.. ალბათ იაფფასიანი იყო და ადვილად გაფუჭდა - მითხრა მან ირონიულად და ისე წავიდა, რომ ვეღარაფერი ვუთხარი.. როდესაც ბოლო მძივიც ავიღე თავზე დამადგა.. ავხედე და სიტყვა უნდა მეთქვა, როდესაც მსგავსი სამაჯე მომაწოდა და დამცინავად მითხრა
- ეს მართლაც ძვირფასია, შეგიძლია აიღო - გავცოფდი, სამაჯე გამოვართვი, მას ეგონა, რომ გავჩუმდებოდი, მაგრამ ორივე ხელით გავგლიჯე და მივაყარე.. ძირს დაეცნენ და შემდეგ ჰაერში აფრინდნენ ძვირფასი მძივები..
- მართალი ხართ, ჩემი სამაჯე არ იყო რომრლიმე ძვირფაში მასალის, მაგრამ მას ჩემთვის იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ამ თქვენს ნაყიდ ძვირფას მძივებს.. სიტყვის თქმა აღარ ვაცალე ისე დავტოვე, მის სახეზე კი სიბრაზე ამოვიკითხე მხოლოდ და ძალიანაც მესიამოვნა.. ჩემს მანქანას მივუახლოვდი და კარს ვაღებდი, როდესაც ვიღაც ხელში მწვდა და მიმაბრუნა..
- შენ მე შეურაცყოფა მომაყენე..
- ისევე, როგორც თქვენ მე.. ასე რომ, ანგარიში გათანაბრდა.. თქვენ თქვენს გზაზე წადით, მე ჩემსაზე...
- თავი ვინ გგონია? - მკითხა მკაცრად
- ეი, თქვენ თუ მარცხენა ფეხზე ადექით და შარს ეძებთ, მისამართი შეგეშალათ.. - ახლაღა ვიცანი ერთ-ერთი ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესმენი დემეტრე შერვაშიძე..
- თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.. შენ რომ ჩემთან მუშაობდე, ვერც კი წარმოიდგენ რა დღეში მეყოლებოდი..
- მე კი თქვენნაირ ადამიანთან რომ ვმუშაობდე, აუცილებლად შაქარს დავმართებდი...
- ე.ი შაქარს?- ხელები გადააჯვარედინა.. - გიწვევ.. ერთი თვე იმუშავე ჩემს ოფისში, ვნახოთ ვინ ვის დამართებს შაქარს - ისევ ირონიულად გაიღიმა და ხელი გამომიწოდა - ვინც წააგაებს ჯარიმად ათას ხუთას დოლარს გადარიცხავს ბავშვთა სახლში და მოგებულის სამ სურვილს აასრულებს
- შევთანხმდით - შევაგებე ხელი და მანქანაის კარი უემოციოდ შევაღე.. ჩავჯექი და დავტოვე ადგილი.. არაფერი მიკითხავს, რადგან მისი ოფისის მისამართი ისედაც ვიცოდი..
- იდიოტი, თავი ვინ ჰგონია.. სამაჯე გამიფუჭა, დამამცირა და აქეთ გამიბრაზდა კიდევ.. კრეტინი, ტარტაროსი, თავხედი, თანამედროვე ურჩხული.. ზუსტადაც თანამედროვე ურჩხულია - ვბუტბუტებდი ჩემთვის და თან მანქანას ვმართავდი...


****
ჩემო ტკბილებო ახალი ისტორია დავიწყე.. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.. ღირს რომ გავაგრძელო? მოგეონთ?... ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ თუ მოგრეონრბათ შემდეგში უფღო დიდ თავებს ავტვირთავ.. ♥♥♥ შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეთი ვწერ :-)



№1  offline წევრი tatushki1995

Dzalian kargia chemo kargo gaagrdzele velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი Firefly

კარგი იყო
ძალიაან!
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Pepper

პატარა იყო თუმცა ძალიან მომეწონა <3
კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ გაგრძელებაც უკეთესი ექნება <3
მომწონს შენი მხიარული ისტორიები
ველი შემდეგ თავს უფრო დიდს :P <3

 


№4  offline მოდერი tsn

tatushki1995
Dzalian kargia chemo kargo gaagrdzele velodebi shemdeg tavs

გმადლობ ♥♥♥

Firefly
კარგი იყო
ძალიაან!

გმადლობ ♥♥

Pepper
პატარა იყო თუმცა ძალიან მომეწონა <3
კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ გაგრძელებაც უკეთესი ექნება <3
მომწონს შენი მხიარული ისტორიები
ველი შემდეგ თავს უფრო დიდს :P <3

დიდი მადლობაა ♥♥

 


№5  offline წევრი ელლ

Kargi iyo dzalian, dzalian. Aucileblad gaagrdzele

 


№6  offline მოდერი tsn

.... ...
Kargi iyo dzalian, dzalian. Aucileblad gaagrdzele

გმადლობ love გავაგრძელებ winked

 


№7 სტუმარი Black

Am saitze 'tartarosi'sityva pirvelad shemxvda da chemi sicilic gamoiwvia sagol kaia dzaan;)

 


№8  offline მოდერი tsn

Black
Am saitze 'tartarosi'sityva pirvelad shemxvda da chemi sicilic gamoiwvia sagol kaia dzaan;)

გმადლობ, მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥♥

 


№9  offline წევრი heart emoticon

Auuu dzalian magaria Yochag male gaagrdele RA da Tavi gazarde gtxov

 


№10  offline მოდერი tsn

heart emoticon
Auuu dzalian magaria Yochag male gaagrdele RA da Tavi gazarde gtxov

აუცილებლად ♥♥ გმადლობ და მიხარია, რომ მოგეწონა...

 


№11  offline მოდერი chica sol

ცირა, ჩემო ძვირფასო, მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. შეიძლება არ ვაკომენტარებ, რადგან როცა ასრულებ შენ, მე მაშინ ვიწყევ კითხვას. არ მიწყინო საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია რომ დასრულებული ისტორიების "ფანი" ვარ. აბა, გელოდები, მალე დაასრულე და გამიხარე გული.
სიყვარულით შენი მარი <3 love

 


№12  offline მოდერი tsn

მარიამ ზაქარაშვილი
ცირა, ჩემო ძვირფასო, მინდა გითხრა რომ შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს. შეიძლება არ ვაკომენტარებ, რადგან როცა ასრულებ შენ, მე მაშინ ვიწყევ კითხვას. არ მიწყინო საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია რომ დასრულებული ისტორიების "ფანი" ვარ. აბა, გელოდები, მალე დაასრულე და გამიხარე გული.
სიყვარულით შენი მარი <3 love

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ♥♥ უმედი მაქვს, რომ მოგეწონება ♥♥

 


№13  offline წევრი kapasa

არა რაა სულ რომ არ შევხედო ვინ დაწერა, იმდენად კარგი ხარ თავისით ვხვდები შენს ტერიტორიაზე შემოჭრას :) მომწონს შენი ოსტორიები და იცი რატომ?! მათი წაკითხვისას "საქალბაონე" პერსონაჯები სიამაყით მავსებენ. :) ვგულისხმობ იმას რომ შენთან ვერ შეხვდები გადარჯულებულ ნაციას. სადაც კაცი ქალობს და ქალი კაცობს. აქ თითქოს მეტამორფოზმს მხოლოდ ადამიანის ბუნება ან ხასიატი განიცდის და არავითარ შემთხვევაში სქესი. იმდენად ამაყი ქალბატონები გყავს შეუძლებელია არ აღფრთოვანდე. არასოდეს მხიბლავდნენ კაცზე "აკიდებული" მდედრნი და მათ საქციელს ვერც სიყვარულით ვამართლები. მც მყვარებია და თან სულის შეხუთვამდე, ახლაც მიყვარს "მესამყაროებამდე", მაგრამ... ნუ მიმიხვდით ალბათ სათქმლს და აღარ გავაგრძელებ :) აქაც იმედი მაქვს რომ ჩვენი ქალბატონი, მანამ მოდრიკავს თავის "მბრდზანებელს" სანამ თვითონ მოიდრიკება. :) ველი როგორც ყოველთვის გაგრძელებას.

 


№14  offline მოდერი tsn

kapasa
არა რაა სულ რომ არ შევხედო ვინ დაწერა, იმდენად კარგი ხარ თავისით ვხვდები შენს ტერიტორიაზე შემოჭრას :) მომწონს შენი ოსტორიები და იცი რატომ?! მათი წაკითხვისას "საქალბაონე" პერსონაჯები სიამაყით მავსებენ. :) ვგულისხმობ იმას რომ შენთან ვერ შეხვდები გადარჯულებულ ნაციას. სადაც კაცი ქალობს და ქალი კაცობს. აქ თითქოს მეტამორფოზმს მხოლოდ ადამიანის ბუნება ან ხასიატი განიცდის და არავითარ შემთხვევაში სქესი. იმდენად ამაყი ქალბატონები გყავს შეუძლებელია არ აღფრთოვანდე. არასოდეს მხიბლავდნენ კაცზე "აკიდებული" მდედრნი და მათ საქციელს ვერც სიყვარულით ვამართლები. მც მყვარებია და თან სულის შეხუთვამდე, ახლაც მიყვარს "მესამყაროებამდე", მაგრამ... ნუ მიმიხვდით ალბათ სათქმლს და აღარ გავაგრძელებ :) აქაც იმედი მაქვს რომ ჩვენი ქალბატონი, მანამ მოდრიკავს თავის "მბრდზანებელს" სანამ თვითონ მოიდრიკება. :) ველი როგორც ყოველთვის გაგრძელებას.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის.. მიხარია, რომ მოგწონს.. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა love love

 


№15  offline წევრი S.likuna

magaria gaaagdzrele

 


№16  offline მოდერი tsn

S.likuna
magaria gaaagdzrele

ვაგრძელებ ♥♥

 


№17  offline წევრი elo123

აუუუუ რა მაგარიიია მართლა მაგარი ხარ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent