რა იქნებოდა თუ...(3) თავი
-კარგი ხო გაჩერდი,შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ,მაინტერესებდა როგორ იყავი და მაგიტომ შემოვედი. წყნარდ მითხრა და ერთ ადგილას გაჩერდა.უცებ მომინდა მისთვის რაღაც ჩამერტყა,გვერდით მაგიდაზე მდგარ ლარნაკს ხელი დავავლე და პირდაპირ სახისკენ გავუქანე.სამწუხაროთ თუ საბედნიეროთ მძიმე ნივთი აიცილა და ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ -ფანჯრიდან ჩამოდი,არაფერს დაგიშავებ და შეწყვიტე ნივთების სროლა-გაბრაზებულმა მითხრა,ხმაზე ეტყობოდა თავს ძლივს იკავებდა,რომ არ ეყვირა. -მე შენ გაჩვენებ ყვირილს-ფანჯრიდან ჩამოვხტი,მაგიდიდან ახლა სურათის ჩარჩოს დავავლე ხელი და მისკენ წავედი-იცოდე ახლავე გამიშვებ აქედან,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.ველური კატასავით ვიქცეოდი მართალია,მაგრამ დრო იყო ჩემს თავზეც მეფიქრა.მისკენ ჩარჩოთი შეიარაღებული მივიწევდი, ჩასარტყმელად მოქნეული ხელი უცებ დამიჭირა,“ცივი იარაღი“ ხელიდან გამაგდებინა და მკლავებში მომიმწყვდია -იცოდე ამდენს აღარ მოგითმენ,თავი ვინ გგონია,რომ ამდენს მიბედავ?თუ დაგავიწყდა აქ რისთვის ან რა სტატუსით ხარ? ახლავე შეწყვიტე ეს ცირკი და წყნარად იჯექი შენს ოთახში-მოთმინება გამოლეულმა დაიღრიალა ლექსომ და ლოგინზე დამაგდო. -ჩემს ოთახში არა?! ჩემს ოთახში! ხომ ვერ მეტყვი როდიდან გახდა ეს ჩემი ოთახი? ან იქნებ აქ გავიზარდე და ახლა ამნეზია მაქვს,როგორც მახსოვს ჩემი სახლი დოლიძეზეა 20 ნომერში მე-5-ე სართულზე მე-3-ე ბინაში.როგორ მეუბნები,რომ გავჩერდე? განა თქვენ არ გამიტაცეთ? არც კი გითქვამთ მიზეზი,ისიც არ ვიცი რა ვიფიქრო-ცოტა დავმშვიდდი და საწოლზე ავიკეცე ფეხები,ალბათ მალე ბღავილით გავსკდებოდი-უკვე ორი დღეა აქ ვარ გამოკეტილი, არც კი ვიცი ჩემი ძმა როგორაა,წარმომიდგენია,როგორ ნერვიულობს ჩემზე,შენ კიდე მეუბნები,რომ „ჩემს“ ოთახში წყნარად ვიჯდე? ბოლოს თავი ვეღარ შევიკავე და ჩემმა ცრემლებმა დაბმული ნადირივით იწყეს დენა,რომელიც განტავისუფლებას ცდილობს. მართლა გაურკვევლობაში ვიყავი,არაფერი არ ვიცოდი და ამას ემატებოდა ის,რომ ჩემს ძმაზე მიუხედავად ყველაფრისა ძალიან ვდარდობდი.არ ვიცი დგღეს გუშინდელისგან განსხვავებით ამდენი გამბედაობა საიდან მომემატა,მაგრამ არ მივცემდი ამ ხალხს ჩემით მანიპულირების ან გამოყენების უფლებას. ლექსომ ერთხანს მიყურა და მერე უფრო დამშვიდებულმა დაიწყო საუბარი -იმას ვერ გეტყვი აქ რატომ ხარ,ან შენმა ძმამ მე რა დამიშავა,მაგრამ შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა,რომ შენს მოკვლას არ ვაპირებ,მე საქმე სენს ძმასტან მაქვს და უდანასაულო ადამიანებს არ ვკლავ. მისმა მონოლოგმა ყურები გამიფართოვა,რა გამოდის ანუ ხალხს ხოცავ? გავიფიქრე ჩემთვის და ხმამაღლა ვკითხე -აქედან წასვლას მალე შევძლებ?იქნებ ახლავე წავსულიყავი,რათ გინდათ ჩემი აქ ყოფნა?იცოდე გამიშვი თორე გავიქცევი. თავი ისევ ჩახრილი მქონდა,როცა სიცილის ხმა გავიგე,ამაზე უფრო გავბრაზდი და ტირილს მოვუმატე,ამაზე კიდე ლექსოც გავაბრაზე და საპასუხოდ ყვირილით მომიგდო ორი სიტყვა -კარგი ხო გაჩუმდი ნუ წაიღე ტვინი,დღე და ღამე ტირილი ვის გაუგია? აქედან ვერ გაგიშვებ,მაგრამ შეგიძლია სახლში ისეირნო და თu ჭკვიანად მოიქცევი იქნებ ბაღში გასვლის ნებაც დაგრთო,არ ვიცი ეს შენზეა დამოკიდებული. სათქმელი დაასრულა და ოთახიდან გავიდა. დავრჩი ისევ მარტო,ჩემთვის,რა უნდა გამეკეთებინა ახლა?დავფიქრდი იქნებ გაქცევა კარგი გამოსავალი იყოს,მაგრამ ისიც კი არ ვიცი სად ვარ,ღმერთო არ შეიძლებოდა ეს ჩემს მაგივრად ვინმე სხვას დამართნოდა? აი,მაგალითად სწერვა უფროს ნათიას,მეც ბედნიერი ვიქნებოდი და სხვა თანამშრომლებიც. ნეტავ რას ფიქრობენ უნივერსიტეტში კურსელები? ან წარმომიდგენია მარი რა დღეში იქნება,როცა ჩემს ამბავს გაიგებს,ტელეფონიც კი წამართვეს ამ ნადირებმა,ჯანდაბა,სწავლასაც ჩამოვრჩები და სამსახურსაც დავკარგავ,მერე კი გამარჯობა სიღარიბისკენ გადადგმულო ნაბიჯებო. ცოტა ხანი ლოგინში ვიწრიალე,შემდეგ ოთახში არსებულ საბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის უქონლობით შეწუხებულმა გადავწყვიტე პირველ სართულზე ჩავსულიყავი. ოთახის კარი ძალიან ფრთხილად გავაღე და დერეფანში გავედი,ნელი ნაბიჯით გავუყევი კოლიდორს და კიბეზე ჩავედი. არა ვაღიარებ კიდევ ერთხელ,რომ ამ სახლის დიზაინი ძალიან მომწონს,ჭია ფერის ოთახები,თანამედროვე ავეჯი,თავისუფალ სტილში განლაგებული ნივთები და დიდი მისაღები ოთახი,ასევე სამზარეულო და კიდევ ერთი ოთახი,რომელიც დაკეტილია. ნელა გავედი მისაღებისკე და იქ არავინ დამხვდა,ტელევიზორი ჩართული იყო და თან მე მარტოს ვინ დამტოვებდა,ამიტომ ვიცოდი,რომ სახლშ ვიღაც იყო,უცებ ხმაც გავიგე და ერთ ადგილას შევხტი შიშისგან -ნუ გეშინია ლალო,მე ლევანი ვარ, ლექსოს მეგობარი,არაფერს დაგიშავებ-მითხრა და ხელი გამომიწოდა.მეც ნელა შევაგებე ჩემი მარჯვენა და მეგობრობის ნიშნად ჩამოვართი.-ლექსო მითხრა,რომ ქვემოთ ჩამოსვლის ნება დაგრთო,ძალიან გამიხარდა. -იმიტომ ჩამოვედი,რომ მაინტერესებს,მთელი აქ ყოფნის პერიოდში ეს ტანსაცმელი უნდა მეცვას თუ ნებას დამრთავს ბატონი ალექსანდრე და რაიმე გამოსაცვლელსაც მიბოძებს? ცოტა აგდებულად და ცინიკურად ვუპასუხე ლევანს,მერე მივხვდი,რომ ის არაფერს შუაში არ იყო,ნუ ნაწილობრივ მაინც -ბოდიში,მგონი ძალიან უხეშად გამომივიდა,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ,ასე მგონია გალიაში გამომკეტეს იმ დანაშაულის გამო,რაც არ ჩამიდენია,ბოდიში რა,ასეთი არ ვარ ცოტა შემრცხვა კიდეც,თავი დავხარე მისი პასუხის მოლოდინში -არა საბოდიშო არაფერი გაქვს,ლექსო ზუსტად მაგ საქმეზეა ეხლა წასული და ყველა ნივთს მოგიტანს რაც კი შეიძლება ქალს...გოგოს დაჭირდეს რა. აბდაუბდათ მიპასუხა და მისაღები ოთახის დივანზე ჩამოჯდა. -მოდი თუ გინდა შეგვიძლია ფილმს ვუყუროთ,რას იტყვი? მისი იდეა ძალიან მომეწონა,მთელი დღეები უაზროდ ჯდომას ფილმს მაინც ვუყურებდი. -კარგი იდეაა,მაგრამ ის არ გაბრაზდება?? მორიდებით ვკითხე და თან დივანზე ჩამოვჯექი -ვინ? ლექსო? არა.არ გაბრაზდება,თუ რამეა მე ვეტყვი,რომ ამის უფლება მოგეცი,შენ მაგაზე არ იდარდო.გამიღმა და პულტს მოკიდა ხელი -კარგი,აბა რა ჟანრის ფილმები მოწონს? იმედია დრამაზე ტირილი არ მომიწევს-საწყლად დაიჭყანა და ფილმის არჩევა დაიწყო -არა,დრამები არ მიყარს,მოდი რამე მძაფრ-სიუჟეტიანი,ან საშინელებათა ჩართე ისე,ვითომც არაფერი ვუთხარი და მისი გაკვირვებული მზერაც დავიმსხურე -კაი რა,არ მჯერა,რომ ასეთი ფილმები მოგწონს. მითხრა და თან გაიცინა -ხოო მომწონსა და თან ძალია.მეც არ მოვეშვი და სავარძლის სზურგეს მივეყრდენი -ალბათ მოგშივდებოდა,რამდენი ხანია არ გიჭამია,მოდი შენ აარჩიე და მე რამეს მოვიტან.ვჭამოთ -კარგი,მართალი ხარ ძალიან მშია,თან არ შეიძლება ჩემთვის დიდხანს უჭმელად ყოფნა,ჩემი ძმა,რომ მხედავდეს მომკლავდა-ეს ისე ჩემთვის ჩავილაპარაკე,მეგონა უკვე სამზარეულოში იყო,მაგრამ უცებ გავიგე ლევანის ხმა -როგორც ვიცი,ასთმა გაქვს,მაგრამ ეგ არ ვიცოდი ასთმიანებისთვის უჭმელობაც თუ არ შეიძლებოდა-გაკვირვებულმა შემომხედა და მერე სამზარეულოში გავიდა. ფილმი ავარჩიე, X-man-ები. და დაველოდე სანამ არ შემოვიდოდა -აი მეც მოვედი,და გემრიელობებიც მოვიტანე-სხვადასხვა საჭმლით და ტკბილეულით სავსე ლანგრები შემოიტანა და მაგიდაზე დადო-ვა მაგარი ფილმია ძაან მიყვარს X-man-ები.დივანზე ჩამოჯდა და მე შემომიბრუნდა -ლალო,ასთმის გარდა კიდევს რამე გჭირს?ცუდათ არ გამიგო,მაგრამ მაშინ ისე შემეშინდა მინდა თავი დავიზღვიო კიდევ ასეთი რამისგან-მითხრა და საცოდავი სახით შემომხედა,აი ჭორიკანა დედაკაცები ახალი ამბის გაგებისას,რომ ცქვეტენ ხოლმე ყურებს მეც სხვა რა გზა მქონდა,თანაც მართალი იყო ცუდათ რომ გავმხდარიყავი,ხომ უნდა მიეხედა ჩემთვის ვინმეს -სიმართლე გითხრა,ასთმა ხშირად არ მახსენებს ხოლმე თავს,მარტო მაშინ თუ რამეზე ვინერვიულე ან უჰაერო ადგილას მოვხდი,ერთი წლის წინ ცუდათ გავხდი სკოლაში და -მოიცა საად? უცებ შემაწყვეტინა და გაკვირვებულმა შემომხედა -სკოლაში-მეც ჩვეულებრივ ვუპასუხე -ღმერთო,არ მითხრა,რომ სკოლაში დადიხარ თორე გავგიჟდები მის ასეთ რეაქციაზე გამეცინა და სიცილითვე ვუპასუხე -არა,სკოლაში აღარ ვსწავლობ წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე -და რამდენი წლის ხარ? -18 -ის,1 თვეში 19-ის ვდები,ასე რა გიკვირს? თვაი ვეღარ შევიკავე და ვკითხე -არა,არაფერი არ მეგონა ასეთი პატარა თუ იყავი ლალო-მითხრა და გამიღიმა-მიდი მიდი გააგრძელე. -კარგი,მოკლედ სკოლაში ცუდათ გავხდი და სასწრაფოთი საავადმყოფოში წამიყვანეს,იქ სისხლის ანალიზები ამიღეს და ანემია აღმომაჩნდა,მერე 6 თვე ვმკურნალობდი,ჰემოგლობინი ძალიან დაბალი მაქვს ხოლმე,და ამიტომ გიო სულ ცდილობს ჩემს კვებაზე იზრინოს -ეხლა,როგორ ხარ? -არ ვიცი,რაც მკურნალობის კურსი შევწყვიტე იმის მერე ანალიზები აღარ გამიკეთებია,გამოცდების გადამკიდე ვეღარ მოვიცალე დაა,თუმცა თავს კარგათ ვგრძნობ -ლალო,ესე არ შეიძლება თავს უნდა მიხედო,ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია -ხო,მაგრამ ჩემი მკურნალობა ძლიან ძვირი ჯდებოდა,მე კიდე არ მინდოდა გიოს ასე ეწვალა-დანაღვლიანებულმა ვუთხარი და ტელევიზორს გავხედე-კარგი მოდი ეხლა ვუყუროთ ფილმს-გაღიმებულმა ვუთხარი -კარგი ვუყუროთ,4 საათია ლექსო 7-მდე არ მოვა,ასე,რომ შეგიძლია მოეშვა. მე და ლევანმა 7 საათამდე დრო სასიამოვნოთ გავატარეთ,ფილმის ყურების მერე მე შოლლადის ბრაუნი გამოცახე და შემდეგ ბანანის ბლინები,რომ გასინჯა გადაირია ამის მერე სამზარეულოს შეფათ გნიშნავო.მერე ტელეფონზე დაურეკეს და ცოტა ხანი სხვა ოთახში გავიდა,მე კი ვერც კი გავიგე,როგორ ჩამეძინა დივანზე. * * * * * ლალოსთან,ჩხუბის შემდეგ თან გაბრაზებული და თან გახალისებული კომპანიაში წავედი,ჩემს კაბინეტში შევიკეტე და საბუთებს გადარჩევა დავიწყე,არა და ამ სასაცილო გოგოზე ფიქრი თავიდან არ ამომდიოდა.ისეთი საყვარელი ჰქცევები ქონდა მისი ჩახუტება მინდებოდა,მაგრამ მალევე მოვეგე გონს და მივხვდი ის ვინ იყო,მე კი ვინ ვიყავი. 6 საათისთვის სახლში წავედი ისევ,ლევანსაც საქმე ქონდა და ამდენს ხანს ვერ გავაჩერებდი იქ,თანაც ლალოსთვის ნივთები ვიყიდე,რაც დაჭირდებოდა.მანქანა ავტოფარეხში დავაყენე და კარებზე ზარი დავრეკე.ვიცოდი ლევანს კარი ჩაკეტილი ქენებოდა,დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კარი არავინ,რომ არ გააღო გამიკვირდა და ჩემი გასაღები ამოვიღე მაგრამ საკეტს,რომ მოვარგე ღია იყო და სანამ სახლში არ შევედი ათასი რამ ვიფიქრე. სახლში შესვლა და ლევანის კაბინეტიდან ტელეფონით ხელში გამოსვლა ერთი იყო -ლევან! ამიხსენი სახლის კარი რატომ არ არის ჩაკეტილი?არ იცი სახლში ვინ გვყავს? გაბრაზებულმა ვუსაყვედურე და პარკები იატაკზე დავყარე. -კარგი რა,მე ხომ სახლში ვარ, თან მთელი დღე ქვემოთ იყო ლალო და ფილმს ვუყურებდით,ისეთი გემრიელი რაღაცები გამოაცხო შენც კი შეგაყვრებს ტკბილეულს ლექსო-მხიარულად ჩამოარაკრაკა და მისაღებისკე დაიძრა -ანუ ქვემოთ იყო ჩამოსული? ვკითხე გაკვირვებულმა,დილის ამბების მერე არ მეგონა ამას თუ იზამდა -ხო,და ახლაც აქაა,მაგრამ როგორც ჩანს ჩასძინებია-დივანისკენ მანიშნა სადაც მშვიდად და უდარდელად ეძინა ლალოს. იმ წუთას მისთვის,რომ შეგეხედათ იტყოდით ანგელოზს გავსო,გამრამ ამზე ფიქრის უფლება არ მივეცი საკუთარ თავს და ლევანს მივუბრუნდი -მთელი ღამე აქ ხომ არ ეძინება,ზევით აიყვანე რა-მუდარით სავსე ხმით ვთხოვე ლევანს -არა,არა, მემეჩქარება ლიკა მელოდება სახლში,ისედაც აფრენს სად დადიხარო,ასე,რომ შენ მოგიწევს-პიჯაკი მოიცვა და კარისკენ წავიდა-წარმატებებს გისურვებ ალექსნდრე. მომაზახა და კარიც დაიკეტა. მეშინოდა იმაზე ფიქრი,რომ შეიძლებოდა ლალოს მიმართ რაიმე გრძნბა გამჩენდოა,ეს ხომ დაუშვებელი იყო,მე ის მოვიტაცე,თანაც მისი ძმა ჩემი მტერია და არც კი ვიცი ეს საქმე როგორ დასრულდება. დივანს მოვუარე და მის ასაყვანათ დავიხარე,როცა კარების გაღების და ყვირილის ხმა გავიგონე -ლექსო! სად ხარ ბიჭო,ვერც კი წარმოიდგენ,როგორ გამახარა იმ ამბავმა,რომ იმ ნაბ****ის და წამოათრიე აქ-ხმაურით სემოვარდა ზაზა,ჩემი პარტნიორი,რომლეთანაც არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება მაქვს.ლალოს დავხედე,ისევ ეძინა,ამიტომ მე შემოსასვლელი ოთახისკენ წავედი -ზაზა,რა გაღრიალებს,მშვიდად მოქცევა არ შეგიძლია? ვუსაყვედურე მე -არა ლექსუშ,როცა ასეთ ამბავს ვიგებ არ შემიძლია,წამო შენთნ ახალი ამბები მაქვს.მითხრა და კაბინეტისკენ დაიძრა. * * * * * * ხმაური შემომესმა მისაღებიდან და თვალები უმალვე ვჭყიტე,ლექსო ელაპარაკებოდა ვიღაც უცხო ტიპს,თითქოს მისი ხმა საიდანღაც მეცნო კიდეც,მაგრამ ევრ ვიხსენებდი,შემდეგ გავიგე,რომ უთხრა კაბინეტში დავილაპარაკოთო და როგორც კი ნაბიჯების ხმა გავიგე ეგრევე წამოვჯექი,არემარე მოვათვალიერე და ირგვლივა არავინ,რომ არ დამხვდა შემოსასვლელისკენ წავედი,იქაც არავინ დამხვდა კარი კი ღია იყო.ვიფიქრე,რომ ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა გაქცევა იყო,აბბა ესენი თავისით მამშვებებს არ გავდნენ,ლევანს თუ არ ჩავთვლით.კარამდე ნელა მივედი და გარეთ როგორც კი გავედი თვალში მომხვდა ორიმაქნქანა ჭიშკართან დაყენებული,დიდი ღობე და კარი,რომელიც სავარაუოდ დაკეტილი დამხვდებოდა,კარისკენ მაინც წავედი და მართალი აღმოვჩნდი,დაკეტილი იყო.ახლა ზედ გადაძრომაზე უნდა მეფიქრა როცა უკნიდან საშინლად ცივი ხმა გავიგონე -რა გეგონა შე ბ**ო,ჭკუით მაჯობებდი?შეიძლება ლექსო დააგოიმო,მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებ. ახლა,როცა მკაფიოთ დავინახე მისი სახე ვიცანი,სწორედ ის შავგვრემანი კაცი იყო მარკეტიდან. სულ რამდენიმე წამი მიყურა მერე კი სახეში ისე ძლიერათ გამარტყა,პირში ჟანსგის გემო,ცხვირიდან კი წამოსული თბილი სისხლი ვიგრძენი.მეორეთაც რომ აწია ხელი,ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა დავიკივლე,თუმცა მას რეაქციაც არ ჰქონია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.