შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური უფროსის წესები (თავი 4)


22-03-2016, 13:49
ავტორი nuki-nuka
ნანახია 4 066

ელენე

კვირა დღეს გვიან გაღვიძა, შუადღისკენ მშობლებთან წავიდა და შემდეგ სახლში მისულმა სვანეთისთვის ტანსაცმლის გამზადება დაიწყო. სვანეთის კლიმატიდან გამომდინარე თბილი ტანსაცმელი ჩაალაგა და რადგან დილით შვიდ საათზე გადიოდნენ, ადრე დაიძინა.
6 საათი იყო მაღვიძარამ რომ გააღვიძა, ნელ-ნელა წამოიმართა ფეხზე, აბაზანაში შევიდა და იქიდან გამოსულმა წინა დღით გამზადებული ნაცრისფერი ელასტიკი, შავი ბრეტელებიანი მაიკა, ზემოდან თბილი, ნაქსოვი ჟაკეტი მოიცვა და ფეხზე ნაცრისფერი ბოტასები ჩაიცვა. გამზადებული ყავა ჭიქა-თერმოსში ჩაასხა, სპორტული ჩანთა რომელშიც ტანსაცმელები ელაგა მხარზე გადაიკიდა და კიბეებს ნელ-ნელა დაუყვა. გუშინ ნინოს ელაპარაკა და ნინომ უთხრა , რომ თანამშრომლები ერთმანეთის მანქანებში ნაწილდებოდნენ, ამიტომ შენ სად მოგიწევს დაჯდომა არ ვიციო. ცოტაკი გული დაწყდა ეგონა მათთან ერთად იმგაზრებდა მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ თანამშრომლებთან დაახლოებისთვის ეს კარგიც იყო. დაბლა ჩასულს შავი G კლასის მერსედესი, რომ დახვდა თვალები შუბლზე აუვიდა, კარგად ახსოვს რომ ამ მანქანით თავისი უფროსი დადის. ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა გაშტერებული მანქანის კარები თორნიკეს, რომ არ გამოეხსნა და არ გადმოსულიყო, გამოფხიზლებულმა ელენემ თვალი უფორსის ჩაცმულობას ააყოლა და სპორტულ ფორმაზე რომელიც თავის უფროსს ზედ აკვდებოდა უფრო გაშტერდა.

- კიდევ დიდხან უნდა მიყურებდე და აფასებდე რამდენად სიმპატიური ვარ? - ირონიული ხმით ჩაილაპარაკა თორნიკემ და ელენეც წამში გონს მოვიდა. არა რა, მაინც რანაირი კაცია, კი არ დააცდის საწყალ გოგოს არაფერს.

- უკაცრავად, უბრალოდ მე...მე - თავი ჩაღუნა ელენემ და ბუტბუტი დაიწყო.

- კარგი, კარგი მომეცი შენი ჩანთა - ჩანთა გამოართვა, მანქანის საბარგულში ჩადო და ელენეს მანქანის კარები გაუღო. გოგონა ნელა დაიძრა მანქანისკენ და როგორც კი ჩაჯდა, თორნიკემ კარები ხმაურით მიხურა. შემდეგ თავდა მანქანას მოუარა და საჭესტან ადგილი დაიკავა.

- ალბათ გითხრა ნინომ თანამშრომლები რომ ერთმანეთთან გადანაწილდნენ. კი ძალიან უნდოდათ რომ შენ მათ მანქანაში მოხვედრილიყავი, მაგრამ ადგილი აღარ იყო, ნინოს დაქალიც მოდის თავის ქმართან ერთად და ამიტომ მოგვიწია მე და შენ ერთად მგზავრობა. - უცებ აუხსნა არსებული სიტუაცია და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა.

- არაუშავს მესმის, რა პრობლემაა - ღიმილით უთხრა, თუმცა ისე იყო ჯერ კიდევ გაბრუებული მანქანაში არსებული სუნამოს სუნით, რომ ძლივს ლაპარაკობდა. ნამდვილად ეცნო ეს სუნამო, ერთი წამით ისისც კი იფიქრა ჩემი უფროსი და ჩაფხუტიანი როგორც თვითონ ეძახდა ხოლმე ერთი და იგივე ხომ არ არიანო, მაგრამ მიხვდა რაღაც სისულელეს რომ ფიქრობდა და თავი ფიქრების გასაფანტად გააქნია. - ბატონო თორნიკე იცი... - გაგრზელებას აპირებდა თორნიკემ რომ შეაჩერა.

- ელენე ჩვენ ახლა სამსახურში არ ვართ და არანაირი ბატონო და თ-ებით ლაპარაკი გასაგებია ? - ღიმილით კითხა და ელენეს გაკვირვებულ სახეზე უფრო გაეღიმა.

- კარგით, უფროსწორად კარგი - როგორც კი თორნიკეს გაბრაზებულ სახეს შეხედა მაშინვე გადაასწორა სიტყვა. - მაინტერესებდა სად ვიქნებით ეს რამოდენიმე დღე სვანეთში?

- რადგანაც საკმაოდ ბევრები ვართ, ეს საკითხი ნინომ მოაგვარა, ყველა სხვადასხვა სახლებში გადაანაწილა და როგორც ვიცი შენ შვენთან ერთად უნდა იყო. ორ სართულიანი სახლებია, თითო სახლში 4-5 ოთახია ამიტომ როგორც ნინომ თქვა ყველა თავისუფლად მოვახერხებთ გადანაწილებას.

- კარგია , გიდი გვეყოლება? - ინტერესით შეხედა თორნიკეს. ( ჩვენში დარჩეს და ამ გოგოს მემგონი მიზეზი სჭირდება, რომ ამ კაცს შეხედოს )

- ნახავ - ღიმილით უპასუხა თორნიკემ, ამის შემდეგ ხმა არც ერთს არ ამოუღია ცოტა ხანი, თუმცა სვანეთში ჩასვლამდე ერთმანეთთან ლაპარაკი კიდევ მოასწრეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლაპარაკის ინიციატორი თავად თორნიკე იყო. ელენემაც დასკვნა გააკეთა რომ ეს კაცი მხოლოდ სამსახურში იყო ასეთი უჟმური, გარეთ კი განსხვავებული თორნიკე ხდებოდა, თუმცა თავის სერიოზულობას მაინც არ კარგავდა.
რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ სვანეთში, მანქანა რომ გაჩერდა ღრმად ჩაისუნთქა სვანეთის სუფთა ჰაერი და თავის თანამშრომებისკენ დაიძრა, რომლებიც გარს შემოხვეოდნენ ნინოს. ნინომ ყველა მათგანს უჩვენა ტავისი სახლი და ბოლოს როდესაც მხოლოდ შვიდნიღა დარჩნენ თავიაანთი სახლისაკენაც დაიძრა, თან გზაში ელენეს თავისი დაქალი (მაკო) და მისი მეუღლე (გიგა ) გააცნო.

- მოკლედ ეს არის ჩვენი სახლი, სადაც ამ რამოდენიმე დღეს გავატარებთ. მე და სანდრო რათქმაუნდა ერთად ვიქნებით, მაკოც და გიგაც ერთად და დანარჩენები ცალ-ცალკე. - უცებ ჩამოარაკრაკა ნინიმ და აწ უკვე თავისი ოთახისკენ წავიდა. - ეხლა ცოტახანი დავისვენოთ და ოთხ საათზე ყველა ერთად ვიკრიბებით საჭმელად - ხელი
აუწია ყველას და ოთახში შევიდა, უკან სანდრო მიყვა. ყველა თავიაანთ ოთახებში გადანაწილდნენ, ელენეს და თორნიკეს ოთახი ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესიყო.

ელენემ ტანსაცმელი ამოალაგა და ცოტა დაივენა. საათს რომ გახედა ოთხს ეკლდა ოცი წუთი, უცებ წამოდგა, კარებში როგორც კი გავიდა თორნიკეს კარიც გაიღო და მოულოდნელად ორივე ერთმანეთს შეასკდა. თორნიკეს ხელები რომ არა პირდაპირ ძირს მოადენდა ზღართანს,შეშინებული სახით ახედა თორნიკეს რომელიც საყვარლად უღიმოდა.

- შემდეგში ნელა გამოდი ოთახიდან , არაფერი იტკინო - მზრუნველად უთხრა და ცხვირზე თითი დაკრა, ხელი ნელა შეუშვა და პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეებს დაუყვა. ელენე კი გაოცებული დატოვა, მანამდე ვერ მოვიდა გონს სანამ ნინო, რომელიც იქ როდის გაჩნდა ვერც გაიგო ხელზე არ უჩქმიტა.

- რა ? რა... რამე მოხდა? - დამანჭული სახით შეხედა ნინოს და მის გვერდით მდგომ მაკას. .

- რავიცი აბა, ეს მე უნდა გკითხო, რა გაშტერებული დგახარ - მხრები აიჩეჩა ნინომ და ჩუმად ჩაიხითქითა.

- არა... არა, არაფერი. რა უნდა მომხდარიყო - ვითომ უინტერესო ხმით ჩაილაპარაკა და დაბლა ნელ-ნელა ჩავიდა.

- რავიცი აბა, ჩვენ ვიფიქრეთ თორნიკესთან რამე ხომ არ მოხდათქო და ... - ვითომ ჩაფიქრებულმა ხმით თქვა მაკამ და ბოლოს ნინოსთრან ერთად გადაიხარხარა.

- დაინახეთ? - შეშინებული სახით იკითხა ელენემ და ფერები გადაუვიდა.

- კაი შე ქალო რა მოხდა მერე, დიდი ამბავი ეხლა ტორნიკე თუ მოგწონს - მხარზე თანაგრძნობის ნიშნად მოუთათუნა ხელი ნინომ. - ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, ეხლა კი ადექი , წავიდეთ და ვჭამოთ თორემ აღარაფერს დაგვიტოვებენ. - მხიარულად შესძახა ბოლო წინადადება ნინომ და გოგოებს უკან მიყვა.


2 წლის წინ

იმის შემდეგ რაც იმ თავხდმა ბიჭმა პირველი კოცნა მოპარა, ელენე მასზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებს. ისიც თითქოს სპეციალურად ერთ კვირაზე მეტია აღარ გამოჩენილა.
კვირა დღე იყო, ელენეს ლანამ დაურეკა და კლუბში წასვა შესთავაზა. თავიდან კი უარზე იყო მაგრამ ბოლოს მეგობარს ვეღარ უღალატა და დათანხმდა. ლანამ როგორც უთხრა 10 საათზე გამოუვლიდა და ერთად წავიდოდნენ . ზომიერად მოკლე, მუხლს აცდენილი შინდისფერი კაბა ჩაიცვა , ფეხზე შავი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, თმა ბოლოებში დაიხვია და გაიშალა, მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი წაისვა და დაელოდა ლანას ზარს. ზარმაც არ დააყოვნა და სულ მალე დაბლა ჩავიდა, უცებ ჩახტა მანქანაში და ლანა გადაკოცნა.

- აბა რას ვშვებით ? ხო ვსვავთ? - ღიმილით გადახედა ლანამ დაქალს და მის დამანჭულ სახეზე ხმამაღლა გაეცინა.

- ხო იცი რომ არ მიყვარს ეს დალევა რა - უკაყოფილო სახით იძახდა ელენე.

- კარგი რა ელენიჩკა რა, სულ ცოტა სასმელი არაფერს გიზავს. - ხელით აჩვენა სულ ცოტა რამდენიც იყო და გაუცინა.

- იცოდე რამე თუ ავიკიდე შენი ბრალი იქნება - ბოლოს მაინც დათანხმდა.


10 წუთში კლუბში მივიდნენ, სიგარეტიც და ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა მალევე დაახვია თავბრუ გოგოებს, თუმცა უკან წასვლაზე არც ერთი ფიქრობდა. ბართან დასხდნენ და მარტინი შეუკვეთეს. რამოდენიმე ჭიქის შემდეგ ორივე მოცეკვავეებს შორის იყვნენ და ნელა და სექსუალურად არხევდნე ტანს. ისე იყო ელენე გაბრუებული, ვერც მიხვდა ვიღაცამ როგორ მოკიდა ხელი და როგორ გამოიყვანა გარეთ, მხოლოდ სუფტა ჰაერმა გამოაფხიზლა და გაკვირვებულმა გახედა მის წინ ზურშექცევით მდგარ ბიჭს. ეცნო მისი აღნაგობა და გული აუფრთხიალდა. ბიჭს უკან თმა შედარებიტ მოკლე ჰქონდა ვიდრე წინ და მის აღნაგობს, იმისდა მიუხედავად რომ მხოლოდ ზურგიდან ხედავდა ალბათ ზედ აკვდებოდა. ბიჭმა ჩაფხუტი გაიკეტა და ისე შემოტრიალდა, ელენეს მკლავში ხელი მოკიდა და თავისკენ მისწია.

- რამ გადაგრია ჰა? გეკითხები - უფრო უჭერდამკლავში ხელს და თან ცოტათი ანჯღრევდა.

- რამ გადაგრია რომ ამ შუა ღამეს აქ ხარ და რაღაც უაზროს ირხევი , ვინმე გინდა აიკიდო - გამწარებული ელაპარაკებოდა თავდახრილ ელენეს,

- შენ არავინ გეკითხება - თავი ასწია ელენემ და ჩუმად თქვა.

- რას ნიშნავს მე არავისნ მეკითხება? იმის მერე რაც პირველად გნახე ჩემი დაგარქვი მოგწონს ეს შენ თუ არა. ამიტომ არ გაქვცს უფლება ის გააკეთო რაც მოგინდება, მითუმეტეს თუ ამით შენს თავს საფრთხეში აგდებ . - ხმას ვეღარ იმირჩილებდა ბიჭი და ბოლო ხმაზე გაყვიროდა . შემდეგ თითქოს უცებ დაწყნარდა და უთხრა - მე ჩემი წესები მაქვს პატარა, რომელიც მოგწონს თუ არა, უნდა დაემორჩილო - ჩუმად ჩაილაპარაკა, ელენეს ხელით სახეზე მოეფერა, შემდეგ ხელი გაუშვა და მოტოციკლით ადგილს მოსწყდა. ელენე კი დატოვა გაშეშებული. ბოლოს როგორც იქნა კლუბიან ლანა გამოვიდა, ჩხუბი უნდა დაეწყო მაგრამ ელენეს სახეს რომ წააწყდა,ხმა არ ამოუღია. ტაქსი გააჩერა და მასთან ერთად წავიდა სახლში. სახლში მისულს ელენემ ყველაფერი უამბო მას და ბოლოს ემოციაბისაგან დაღლილს ლანასთან ერთად ჩაეძინა.


-------------------

შევეცადე დიდი თავი გამომსვლოდა.
მადლობა ყველას და შემდეგი თავი შევეცდები მალე დავდო.



№1 სტუმარი

Dzaab kaia ai dzaan momewona sg raa

 


№2  offline წევრი Nini123456

საყვარლები ერთი სული მაქ შემდეგი თავი წავიკითხო შენ კი ყოჩაღ და ასე გააგრძელე❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი Ba

Kargia dzalian:D<3veli shemdeeegs

 


№4 სტუმარი sofi zangaladze

vaime chemo tkbilo barambo alpengoldo rafaelo dzaan magaria ufro didi tavebi minda da male dade ra gtxov tore vegar vitmen shen dzaaan magari xar am istoriisavit <3 ukve shemayvare tavi

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძაან მაგარი იყო არაჩვეულებრივი დღეს დადე რა გთხოოვ :'( <3 sad love

 


№6  offline მოდერი Marry Amm

ახლა ვხვდები მე რომ ვაგვიანებ და პატარა თავებს ვდებ რა კოშმარია :)) ძალიან მომწონს <3

 


№7  offline წევრი mimimimo

რაღაცეები - არა, რაღაცები ან რაღაც-რაღაცები.
ეხლა - არა, ახლა.

ოთხივე თავი ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა...
იმედია არ დააგვიანებ ხოლმე და მალე დადებ..
დამაინტერესა..

მე მეგონა ერთ ოთახში მოხვდებოდნენ თოკო და ელე...

გელოდები, წარმატებები! feel

პ.ს. სურათმა მიმიზიდა.. ლამაზი და საყვარელია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent