შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობის მოთხოვნა(14 თავი)


22-03-2016, 14:31
ავტორი I.am.dreamer
ნანახია 1 839

ცოტა ანერვიულებულმა ბიბლუსის პოსტერის კითხვა დავიწყე . ველოდი გაბრიელს თუმცა მისი რეაქციის განსაზღვრა ვერ მოვახერხე.
-ანუ ყველაფერი დაგეგმეთ ხო? -შემომესმა ხმა ზურგს უკან. ცოტა შევცბუნდი.
-არა ყველაფერი არა. -მორცხვად ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი.
-მმმმ საინტერესოა.
-"რა ჭირს ამ ბიჭს რანაირად მელაპარაკება. დღეს უცნაურია"
-კაი საავადმყოფო, "სოდომი" , პიკნიკი რომ...
-მხოლოდ "სოდომი"-არ ვაცადე კითხვის დასმა- და პიკნიკი ცოტათი.
გაეცინა და მეც ღიმილი გადამეფინა სახეხე.
-ცოტათი რას ნიშნავს?
-ანუ ეგ მე დავგეგმე სესიკომ არ იცოდა.
ხელკავი გამომდო და მანიშმა წავიდეთო. მეც უსიტყვოდ დავემორჩილე
●●●
აღდგომა... ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ვნახულობ დიდი ხნით გადაკარგულ ნათესავებს და რაც ყველაზე მეტად "მევასება" სასაფლაოზე ბოდიალია. და ხო მიცვალებულების არ მეშინია.
არც ამ წლის აღდგომა ყოფილა გამონაკლისი. ბებიას მონატრებამ პიკს მიაღწია მაგრამ მაინც შევძელი კარგი განწყობის შენარჩუნება. მე სესილი და დიტო ერთ სასაფლაოზე აღვმოჩნდით. ნათესავების ბრბოს გამოვეყავით და სიარული დავიწყეთ საფლავებს შორის.
-შენი ჰობი ისევ აქტუალურია? -დიტომ მობილური მომაჩეჩა და გამიცინა.
-მმმ კი კი. - ყოველთვის ვადგენდი ადამინის გარდაცვალების ასაკს... ვინაიდან მათემატიკაში სუსტი ვიყავი და ვარ კალკულატორი კარგ დახმარებას მიწევდა. ხანდახან ისე შემომიტევდა სევრდა როცა ახალგაზრდას განსასვენებელს ჩავუვლიდით... ხო შეიძლებოდა მის ადგილას მე ვყოფილიყავი?
დანარჩენმმა თვეებმა ჩვეულებრივად გაიარა. არაფერი განსაკუთრებული. სკოლა სახლი, სახლი სკოლა და ა.შ. არც სესი და გაბრიელი შეხმიანებიან ერთმანეთს. თუმცა ნინის და ანთიმოსის ურთიერთობა მშვენივრად აეწყო. მიხაროდა მის გამო კლასში ვხუმრობდი ჟირაფმა მეორე ჟირაფი იპოვაო
●●●
-60 ლარი ყელამდე გვეყოფა მას.
-კიბატონო ხვალ 6 საათზე სკოლასთან. არ დააგვიანოთ.
საექსკურსიოთ დარაზმულები მარშრუტისკენ გავიქეცით. მე დიტოს და სესის უკან გვინდოდა მოკალათება მაგრამ ასე იოლი არ იყო... ამჯერადაც დაგვასწრეს.
-აუ უკან დამსვიიი რაა - აწუწუნდა სესილი და გოგას შეეხვერწა.
-არა გადი გოგო იქეთ.
-ამაზე მეტი ჯელტმენობა არც კი შეიძლება.
სესილის დაბურძგლა. წამით გონება გაეყინა და საღად აზროვნება შეწყვიტა. მასთან გატარებულმა ყოველმა მომენტმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა სესილის და თვალებდახუჭული შებრუნდა გაბრიელისკენ.
გაბრიელმა ხელი ნაზად შეახო მკლავზე შემდეგ მაგრად მოუჭირა. ცალით გოგა ააგდო სკამიდან და სესის ანიშნა დაჯექიო.
სესილისა და გაბრიელს შორის მე მომიწია დაჯდომა. ბიჭს გადავხედე უცნაურად აცეცებდა თვალებს და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. ჩაფიქრებული ჩანდა, უაზროდ შემომხედავდა ხოლმე და ისევ ძირს დახრიდა თვალებს. არა აშკარად რაღაცას განიცდიდა და ვეჭვობდი კიდეც რასაც...
გზა ისეთი მხიარული არ აღმოჩნდა როგორსაც ველოდი. ყველა თავისთვის მოკუნტულიყო სკამებზე. ზოგი მუსიკას უსმენდა ზოგი კი მეწყვილეს ელაპარაკებოდა. დაახლოებით ნახევარი გზის გავლის შემდეგ გაბრიელმა ყურში ჩამჩურჩულა.
-ჩემო ლამაზო გოგო... - რასაკვურველია არ დავასრულებიე და მეც ტუჩები ახლოს მივუტანე ყურთან.
-კაი რა გინდა?
რათქმაუნდა როცა ვიღაცა ასეთი დამტკბარი ხმით მოგმართავს და მითუმეტეს ლამაზს გიწოდებს ნუ ჩემს შემთხვევაში აუცილებლად თხოვნასთან გვაქ საქმე.
-ადგილი გამიცვალე რა.
გამიხარდა და თან როგორ.
-რა პორობლემაა ოღონდ საღეჭი რეზინი მითრიე რა.
-ორი წამი დამიცადე.
სულ ბოლო რიგის სკამიდან ადგა და წინ ბიჭებთან მივიდა მალევე ჩემი საჩუქრით დაბრუნდა და მანიშნა მის ადგილას გადავმჯდარიყავი.
ეს ორი ერთმანეთთან ისე ახლოს აღმოჩდნენ... სესილიმ ამ ფაქტს სრული იგნორირება გაუკეთა და ფანჯრიდან თვალი არ მოუშორებია "მოძრავ" ხეებზე .
შემდეგ კი რა მოხდა აღარ მახსოვს. ჩამეძინა.
საექსკურსიო იბიექტების დათვალიერებას მალევე მოვრჩით. თვალს არ ვაშორებდი გაბრიელს რომელიც დრო და დრო სესილის უცნაური და არაფრისმთქმელი მზერით გახედავდა ისიც დაიმორცხვებდა და მე მომეკრობოდა.
-არ მინდა აქ რომ იყოს
-სესი... გთხოვ...
მისი ხმით მივხვდი გოგო ლამის ცრემლებს დაეხრჩო.
-ეთო წამომყევი რა აქ სადმე ტუალეტი უნდა იყოს - შემეხვეწა ნინი და სესილის ჩამომაცილა.
-ვაიმე თქვენ კარგ საქმეზე არ წამიყვანოთ.- გავუცინე და სესილის ხელი დავუქნიე.
-შენც ნუ წუწუნებ სულ მაშინ და დამეხმარე .
-ნეტა იცოდეთ ყველა როგორ მძულხარრრრრთ. - ლოყა გავუწელე და ხელკავი გამოვდე.
-არც მე მეხატები დიდად გულზე ჩემო ძვირფასო ეთერ.
-ახლა კი გავბრაზდი ნუ მიძახი ეთერს.
ნამდვილად ლამაზია შაორი მისი კამკამა წყლითა და საოცარი ბუნებით. ირგვლივ ისეთი სიწყნარე სუფევს ამ ადგილის დატოვება არასდროს მოგინდება. ყველასგან მოშორებით ტბასთან ახლოს მოვკალათდი . ყურთასმენას ხვდებოდა ნაწყვეტი სიტყვები მალე შეიწვება ... მეტი ნახშირი... მმმ მეც მიყვარს მწვადი...
სათითაოდ ვისროდი ჩემს ირგვლივ არსებულ პატარა კენჭებს და ჩაფიქრებული ოცნებების ბურუსში გავეხვიე. მარტო ყოფნაც მომბეზრდა და სესილი მოვნახე.
-ეთო კარგია შენ გეძებდი წამო რა ტყეში გავისეირნოთ .
-აუ არ მინდა ეს ტყე-ღრე-ბუჩქნარ-წიწვნარი.
-მიდი ეხლააა რას მახვერწნიებ- ღიღაბი ლამის თითებით ჩამოიგლიჯა ისე მთხოვდა.
-ჰო ჰო კაი.
-ეს ბიჭი გულს მტკენს თავისი აქ ყოფნით.
მეტი არაფერი უთქვია. მეც დუმილი არ დავარღვიე და სიტყვები კბილებთან შევაჩერე. პრინციპში სათქმელიც არაფერი იყო. მისი სახე მეტყველებდა ყველაფერზე.
ტყეში არც ისე ღრმად შევსულვართ. სესილია ყურსასმენები ამოიღო და მეც შემომთავაზა რაზეც ცივი უარი ვუთხარი. მისი მუსიკალური გემოვნების გამო. ჩემს მხარზე ჩამოკიდებული ახამხამებდა თვალებს და ათვალიერებდა ერთნაირ ხეებს. უცებ გაბრიელს მოვკარი თვალი მგონი ხეზე რაღაცას ტვიფრავდა. მან ვერ შემამჩნია არც სესილიას გაუხედია მისკენ. მეც ამ შემთხვევით ვისარგებლე და ეშმაკური გეგმა წამებში დავსახე. რათქმაუნდა დახვეწას საჭიროებდა მაგრამ დროში ვიწვებოდი. ჩემი გეგმის მიზანს მათი შეხვედრება წარმოადგენდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent