ჩვენი სიყვარული ისტორიას დარჩება 3
ნაწილი:3 ლუსიმ გადაწყვიტა 1 კვირის განმავლობაში მარტო ყოფილიყო, უფრო სწორად თავისი დღიურის და კალამის ერთად. უნდოდა ისევ ეთქვა ყველაფერი თავისი ერთგული მეგობრისათვის. დღეებიც სწორედ ისე გადიოდა როგორც ლუსის სურდა. ის არ პასუხობდა არავის ზარებს, არც ესემესებს, არც სოციალურ ქსელში არ შესულა ამ 1 კვირის განმავლობაში, მეგობრები კი ნერვიულობდნენ რადგან სახლში აკითხავდნენ და ლუსი იქ არ ხვდებოდათ. ბოლოს ლუსიმ თვითონ დაურეკა ტასოს. ტასო:ლუსიი, სად ხარ? რატომ აღარ ჩანხარ? რამდენჯერ დაგირეკეთ, სახლშიც არ ხარ, სად წახვედი? გადაწყვიტე სიცოცხლე მოგვაბეზრო? ხომ იცი რომ ვნერვიულობთ ! ლუსი:ტასო, როგორ ხარ?..ჰო ვიცი ცუდად მოვიქეცი უბრალოდ ცოტახნით მარტო დარჩენა მინდოდა. ტასო:ხო მაგრამ ახლა სად ხარ? ლუსი:მთაწმინდაზე. ტასო:კარგი და დაბრუნებას აღარ აპირებ? ლუსი:კი ხვალ შუადღისას უკვე სახლში ვიქნები. ტასო:კაი საყვარელო, ჩვენც მოვალთ. ლუსი:კარგი, როგორც გინდათ. საუბრის დასრულებისას ლუსი სახლში დაბრუნებისთვის მზადებას დაიწყებს, ჩემოდანს ჩაალაგებს და თვითონაც მოწესრიგდება. დილით სახლის გასაღები კორპუსის ზედამხედველს უნდა ჩააბაროს და მთაწმინდა დატოვოს. უკვე დილის 7 საათია, სახლში დასაბრუნებლად ლუსი უკვე მზად არის სულ რაღაც 2 საათში ის სახლში იქნება.ვიდრე მგზავრობდა მამამ დაურეკა. ლუსი:გისმენთ. მობ:როგორ ხარ შვილო? ლუსი:კარგად მამა შენ? მობ:არამიშავს.ამაღამ skype’ში გველაპარაკა. ლუსი:კარგი მამა, ვილაპარაკოთ. მობ:ახლა სად ხარ? ლუსი:ტასოსთან ვიყავი და იქედან მივდივარ სახლში. მობ:კარგი მანქნების და ხალხის ხმა შემომესმა და მაგიტომ ვიკითხე. მაშინ დაგემშვიდობები. ლუსი:კაი მაამ, დროებით. მობ:კარგი. როდესაც ლუსი სახლში დაბრუნდება ლუკას და, ლიკა ესტუმრება. ლუსის გაუხარდება თუმცა არც კი მოელოდა მის სტუმრობას. ლიკა:როგორ ხარ ძვირფასო? ლუსი:არამიშავს შენ? ლიკა:რავიცი, მგონი კარგად. ლუსი:მგონი რატომ? ლიკა:ცოტა დავიღალე. ლუსი:აჰამ. ლიკა:ეს ვარდისფერი კაბა ძალიან გიხდება. ლუსი:გმადლობ საყვარელო. ლიკა:ჩემთან არ გადმოხვალ? ლუსი:რავიცი, მოდი ყავას მოვადუღებ დავლიოთ. ლიკა:კარგი. ლუსი სამზარეულოში გავა ყავის მოსადუღებლად.როდესაც მისაღებ ოთახში დაბრუნდება ლიკა ფანჯარასთან დახვდება. ლუსი:რა საყვარლად წვიმს ხომ? ლიკა:ჰოო...(ორივე საყვარლად ჩაიცინებს.) რამოდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდება რასაც ლიკა დაარღვევს. ლიკა:ლუუსს, ხო მართლა სად იყავი ეს 1 კვირა? ყველა შენს ძებნაში იყო. ლუსი:ჰო ვიცი, მარტო დარჩენა მინდოდა უბრალოდ. ლიკა:ჰოო, მარტო ყოფნა კაია... ლუსი:ჰოო. ლიკა:ძალიან მინდა ვენეციაში ვიმოგზაურო. შენ? ლუსი:აუუუ, მე პარიზში მინდა ძალიან, აიი ძალიან. ლიკა:პარიზი კაია. შენ მუსიკოსი ხარ და ადვილად შეძლებ იქ წასვლას..აი მე ვიკითხო ... ლუსი:სხვათაშორის არც მწერალს არ გაუჭირდება ვენეციაში წასვლა და იქაურობის აღწერა თუ ამას ძალიან მოინდომებს. ლიკა:ეგეც მართალია... ლუსი:იმედია ახლო მომავალში ავიხდენთ სურვილს. ლიკა:იმედია ძვირფასო, კაი ახლა უნდა წავიდე. ხვალ ან ზეგ ჩემთანაც მოდი რამოხდა. ლუსი:კაი შევეცდები. (გოგოები ერთმანეთს გადაეხვევიან) როდესაც ლიკა დაბრუნდება სახლში ლუკა დახვდება და ჰკითხავს თუ რა გაარკვია.ლიკა ეტყვის რომ ლუსის ძალიან უნდა პარიზში წასვლა.ლუკა ჩაფიქრდება, მერე დას მადლობას გადაუხდის და სახლიდან გავა.ლიკა შეეკითხება თუ სად მიდის თუმცა ლუკა ამ კითხვას ვერ გაიგებს, ამიტომაც ლიკა იძულებული იქნება დაურეკოს. ლიკა:კი მაგრამ ასე უცებ სად გაქროლდი? ლუკა:ბახვასთან ვიქნებიი რაა...რაღაც საქმეები მაქვს. ლიკა:ხო მაგრამ გეჭამა, არ გშია? ლუკა:არა არა, საღამოს მოვალ სახლში. ლუკა:კარგი. 5წუთში ლუკა ბახვასთან მივა და იქ ბიჭებიც დახვდებიან. ციკაპო:ჰეე, ძმაო აბა რა ხდება? ლუკა:პარიზიო რაა... ბახვა:მერე? ლუკა: რავიი ტოო...400 000 $ მაქვს რაა.. ბახვა:ვახხ, მაგარია ტოო, კი მაგრამ საიდან? ლუკა:მამამ გაჩითა რაა, მოსკოვში ერთ-ერთი ბიზნესი დათმო და მაგ პონტში. ციკაპო:ვაახ, ლუსის გამო? ლუკა:ჩვენსგამო რაა... ბახვა:მაგარია...მერე? ლუკა:ბილეთებს ავიღებ და წავიყვან რაა.. გრუშა:ლუსიმ იცის? ლუკა:არა, მოვიტაცებ..ჰო ოღონდ მინდა ეს ვაბშე არავინ არ იცოდეს რაა....თქვენც თითქოს არ იცით და ვაბშე დაივიწყეთ რაა... ბახვა:ოღონდ შენ იყავი ბედნიერი ძმაო და სამარე ვარ ხომ იცი. ლუკა:ბაზარი არაა, ჯიგრებიხართ. სანდრიკა:არ ვღნიშნავთ ამ ამბავს? მოდი რა ვისკი დავაძრო ძმაო (ბიჭები ჩაიცინებენ) ლუკა:თქვენ აღნიშნეთ, მე რაღაც საქმეები უნდა მოვაგვარო და შეგეხმიანებით რაა.. ბახვა:კაი ძმაო, აქავართ და აბა შენ იცი. ლუკა სახლის ბილიკს გაუყვება 100კმ’ს გავლის შემდეგ მარჯვნივ გაიხედავს და დაინახავს ლუსის სახლში სინათლე იყო ანთებული, თავად ლუსი ფანჯარასთან იდგა და ჩაის სვამდა. როდესაც ლუსიმ ლუკა შენიშნა ფანჯარა დახურა და ფარდა გამოწია...ლუკამ კი გზა განაგრძო...იმ მომენტისთვის ორივე ერთმანეთზე ფიქრობდნენ..როცა ლუკამ სახლის კარი შეაღო ტელეფონზე ესემესი მოუვიდა: ,,იცი ხანდახან მესმის შენი’’...ლუკას სიხარულისგან გაეღიმა და გადაწყვიტა ამ ნომერზე დაერეკა. ლუსი:გისმენთ. ლუკა:მის ლორენსს, შეიძლება გავიგო შევძლებ თუ არა ხვალ თქვენს ნახვას? ლუსი:რახან ასე გსურთ მისტერ. (ჩაიცინებს) ლუკა:კაი ხვალ სკოლაში მოგაკითხავ. ის დღეც გათენდა, ჩვეულ ვითარებაში...დილით ლუსის ჩაეძინა და ლუკას ზარმა გააღვიძა. ლუკა:რას შვრება ჩემი პრინცესა? ლუსი:ლუსის ეძინა მისტერ.(ნაზად მიუგებს) ლუკა:აბა, მომანიჭებ უდიდეს ბედნიერებას და მნახავ? ლუსი:ჯერ სკოლაში უნდა წავიდე, მომენატრა სასტავი. ლუკა:მე მიგიყვან, ხო და მერე რაღაც საქმე მაქვს შენთან, იქნებ დამითმო დრო და ვისაუბროთ. ლუსი:კარგი. ლუკა:კაი 15 წუთში შენთან ვიქნები. ლუსი:კარგი. ვინაიდან ლუსის 15 წუთი ქონდა მოსამზადებლად ის ძალიან ჩქარობდა და თან ნერვიულობდა იმაზე რომ ეს ძალიან მცირე დრო იყო და ნორმალურად მომზადებას ვერ მოასწრებდა...კარადა გამოაღო და თვალში გრზელი, ლურჯი კაბა მოყვა. ეს კაბა ძალიან უხდებოდა, მამამ ლონდონიდან გამოუგზავნა. მიუხედავად იმისა რომ ეს კაბა ძალიან უხდებოდა ლუსის მხოლოდ ერთხელ ეცვა და ისიც 10 წუთით სარკის წინ..ამიტომაც გადაწყვიტა რომ დღეს მაინც ჩაიცმევდა დიდი დროით. ლუსი თითქმის მზად არის, პორთმელს აიღებს, კარს დაკეტავს და სახლიდან გავა, გზად ლუკა დახვდება. ლუკა:ძალიან ლამაზად გამოიყურები მისს... ლუსი:გმადლობ. ლუკა:სკოლის შემდეგ გამომყვები სადღაც? ლუსი:სად? ლუკა:ოო, ეგ ჩემი საქმეა. ლუსი:არვიცი. ლუკა:ძალიან გთხოვ. ლუსი:კარგი, ცოტახნით გავჩერდები სკოლაში და დაგირეკავ. ლუკა:კარგი ჩემოსიცოცხლე. ლუსი:ახლა ეზოში შევალ. ლუსი სკოლის ეზოში შევა, მას ტასო შენიშნავს და მაშინვე გოგოები მისკენ გამოეშურებიან. ანუშკა:ვაა ლუსიი?!....ძალიან საყვარლად გამოიყურებიი.. ელიზა:უეჭველი ხელი თხოვა(გოგოები ჩაიცინებენ) ლუსი:აუ ნუ სულელობთ რაა...უბრალოდ მთხოვა სადღაც გავყვე... ტასო:მერე? ლუსი:ჰო რავიცი(ნაზად გაიღიმებს) კატო:არიიიიიიიიიიიიიიიიიიიიის! როგორც იქნა.(აღფრთოვანებით) გოგოები სიცილს ატეხენ და ლუსის ჩაეხუტებიან.შემდეგ ისევ ლუსი ამოიღებს ხმას. ლუსი:გოგოებო სადმე წავიდეთ კაფეში ან სადმე რაა... ტასო:წავიდეთ, ბაზარი არაა... გოგოები კაფეში წავლენ, როგორც ყოველთვის ცოტას წაიჭორავებენ....გაერთობიან, ფოტოებს გადაიღებენ და 1 საათში ერთმანეთს დაემშვიდობებიან სულ რაღაც 15 საათით. შემდეგ სკოლაში უნდა შეხვდნენ. ლუსი აღარ დაურეკავს ლუკას რადგან თვითონ ნასვამია, ამიტომაც გადაწყვეტს სახლის გზას მარტომ გაუყვეს...გზად ალექსი შეხვდება. ალექს:ვაა ლუსი, მარტო რატომ ხარ? ლუსი:ასეა საჭირო. ალექს:ასეთი ლამაზი გოგო მარტო არ უნდა დადიოდეს ქუჩებში. ლუსი:ძალიან გთხოვ, გზიდან ჩამომეცალე. ალექს:შენ ისეთი ლამაზი ხარ, ქამელეონის თვალები, შენი ტუჩები ალუბლის ფერია.(თანთადან მიუახლოვდება ლუსის და თმაზე ხელს მოკიდებს) ულამაზესი, გრძელი თმები გაქვს,სასიამოვნო სურნელი, შენით ვთვრები. ლუსი 2 წუთი ხმას ვერ ამოიღებს, ძალიან შეეშინდება.ალექსი დააპირებს ლუსი ხელში აიყვანოს...ამას ლუსი ვეღარ აიტანს და ხელს კრავს. ლუსი:მომშორდი იდიოტო, ამაზრზენი და საძულველი ტიპი ხარ...გაეთრიე ! თავი დამანებე ! (გაღიზიანებულად) ამ დროს ლუკა და ბახვა გამოჩნდებიან. ლუკა:რა ხდება? ხო მშვიდობაა? ლუსი:წამიყვანე აქედან გთხოვ. ლუკა:კი მაგრამ გამაგებინე მშვიდობაა? ლუსი:ეს არამზადა მომაშორე აქედან გთხოვ. ბახვა:მოდი აბა ერთი აქით ჩემი ძმა. ლუკა:კაი დამშვიდდი ლუსი, წამოდი წავიდეთ.(ლუკა ლუსის გულთან მიიხუტებს.) ლუსი:მაპატიე რომ არ დაგირეკე და სახლში მარტო დაბრუნება გადავწყვიტე. ლუკა:არაუშავს, უბრალოდ რომ მე წამეყვანე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდი. ლუსი:ჰო ვიცი, ეხლა ვხვდები. ლუკა:ხოო..... ლუსი:მგონი რაღაცის თქმა გინდოდა ჩემთვის. ლუკა:უფრო სწორად კითხვა... ლუსი:გისმენ. ლუკა:კიდევ გინდა რომ არ მიყვარდე? ლუსი:მეე.....(გაჩუმდება...იმ წამს თითქოს დროც გაჩერდება, ზუსტად 5 წუთის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ ხმის ამოუღებლად...შემდეგ თვალებით საუბარს ლუსის ხმა დაართვევს.)...სიყვარული კარგია. ლუკა:თვალებმა ყველაფერი თქვეს... ლუსი:თვალები ადამიანის დაუწერელი წიგნია რომლებიც მის არსებობაზე, გრძნობებზე და ტკივილზე მოგვითხრობს. ლუკა:მიყვარხარ გოგო ! ლუსი:სახლში მინდა. ლუკა:იქნები ჩემი ცხოვრების თანამგზავრი? ლუსი:დრომ გვიჩვნოს. ამ დროს გაწვიმდება,ლუსის შეცივდება და ლუკას კვლავ ექნება საშუალება ლუსის ჩაეხუტოს და გაათბოს..სწორედ ამ დროს ჩუმად ეტყვის ჩურჩულით: წავიდეთ პარიზში? ლუსი:ვერ გავიგე.. ლუკა:წავიდეთ პარიზში? ლუსი:კი მაგრამმ.... ლუკა:მხოლოდ მე და შენ, თან პარიზი ხომ შენი ოცნების ქალაქია.... ლუსი:არ შემიძლია.... ლუკა:თუ მოინდომებ შეუძლებელი არაფერია ! ლუსი:კაი სახლში უნდა შევიდე... ლუკა:ხვალ სკოლაში არ წახვიდე... ლუსი:და რატომ? ლუკა:გთხოვ არ წახვიდე.... ლუსი:არ შემიძლია.. ლუკა:არ გესმის ჩემი არაა? ლუსი:კაი ძალიან დავიღალე, უნდა წავიდე. ლუკა:კარგი, ტკბილი ძილი, მიყვარხარ. მეორე დღეს ლუსი მაინც წავა სკოლაში...ის დღე კარგად ჩაივლის სკოლაში თუმცა როდესაც სკოლიდან დაბრუნდება გზად სანდრიკა შეხვდება. სანდრიკა:როგორ ხარ ლუსი? ლუსი:ვაა სანდრო, კარგად შენ? სანდრიკა:არამიშავს, ხო აი ქუჩის ბოლოში ლუკა გელოდება რაღაც საქმე აქვს.. ლუსი:მე არ მცალია მისთვის. სანდრიკა:კაი გოგო რა მოგივიდა უბრალოდ რაღაც უნდა რომ გადმოქცეს... ლუსი:მე არ მინდა ! ამ დროს ბახვა და ლუკა მაქანით წინ გადაუდგებიან ლუსის და ძალით ჩასვამენ მანქანაში. ლუსი:თავი დამანებეთ ! ხომარ გაგიჟდით, მეზიზღებით.(განრისხებულად) ბახვა:ლუკა თქვი ეხლა სად მივდივართ... ლუკა:აი მარშუტკები რო ჩერდება იქ დაგვტოვეთ და თქვენ წადით სახლში. ბახვა:კაი ძმაო. ბიჭები წავლენ და წყვილს მარტო დატოვებენ. ლუსი:მეზიზღები, დროზე სახლში დამაბრუნე...წამიყვანე აქედან ! ლუკა:წაგიყვან ჩემო სიცოცხლე, აუცილებლად წაგიყვან ოღონდ პარიზში ! (ამ დროს ლოყაზე აკოცებს ლუსის) ლუსი:რააა? ხომარ გააფრინე?(განრისხებულად) ლუკა:თუნდაც ! მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: ,,მიყვარხარ ! ‘’ ლუსი:მეზიზღები. ლუკა:კაი დაისვენე ხვალ აირეპორტში მივდივართ დილის 6 საათზე. ლუსი:ტელეფონი მჭირდება. ლუკა:არ არის საჭირო ! ლუსი:გთხოვ. (მოწყენილი ხმით) ლუკა:კარგი პარიზში რომ ჩავალთ იქედან დარეკავ. (ახლა შუბლზე აკოცებს ლუსის) ლუსი:ჯანდაბამდე გზა გქონიაა ! (ჯიუტად) ლუკა ოთახის კარს გაიხურავს და მისაღებში გავა..აქ მხოლოდ ის ორნი არიან, ლუსი და ლუკა...ამიტომ ლუკა თვითონ მოუმზადებს საჭმელს ლუსის შემდეგ ოთახში მიართმევს და ტკბილ ძილს უსურვებს...დილით გაფრინდებიან პარიზში ოღონდ ისე რომ ამის შესახებ მხოლოდ მათ ეცოდინებათ....გავა 2-3 თვე, მთელი სამეგობრო, საახლობლო წრე შოკშია, რადგან არც ლუსი ჩანდა და არც ლუკა....მართალია ლუკამ ლუსის დაპირდა რომ პარიზიდან დაარეკინებდა მაგრამ ლუსის დღემდე არ დაურეკავს. მეგობრებმა გადაწყვიტეს პოლიციაში გაეცხადებინათ, ყველგან დაარიგეს ფოტო რობოტები აღწერილობით: ლუკა ავალიანი 19 წლის, შავგრემანი, დაახლოებით 1,80-სიმაღლის, ცისფერი თვალებით. ლუსი ლილუაშვილი 17 წლის, შავგრემანი, გრძელი შავი თმით, ქამელეონის თვალებით, დაახლოებით 1, 70-სიმაღლის. მეგობრები ყველაფერს აკეთებდნენ მათ საპოვნელად, თუმცა დრო თითქოს უქმად იწელებოდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.