ნოემბრის წვიმა III
ვთვლემდი, თვალებს ვერ ვახელდი, მაგრამ არც დახუჭვა გამომდიოდა. დიდი წვალებით გადმოვბრუნდი და ფანჯარას გავხედე, გათენებულიყო. იქვე ტუმბოზე სიგარეტი დავინახე. ხელი დავავლე და ერთი ღერი ამოვიღე. სახლში სრული სიჩუმე სუფევდა. წამოვდექი და მამაჩემის დატოვებული პერანგი გადავიცვი. დღიური გადავშალე და მხოლოდ ორიოდე სიტყვის ჩაწერა მოვახერხე. “უკვე მომბეზრდა ასეთი ცხოვრება,ყოველი დღე წინას გავს.. ჩემი ცხოვრება სავსეა ერთფეროვნებით, ნეტავ როდის შეიცვლება რამე? .. გუშინ ნიკო იყო ჩემს სახლში. დღეს, უბანში თუ გავივლი, აშკარად რაღაცას მომაძახებენ, მითუმეტეს მის “ბირჟასთან”. უეჭველი ილაპარაკებდა ჩემზე და ნინაზე მის ძმაკაცებთან. არ მიყვარს ასეთი ბიჭები, მძულს ნიკოც და დედაჩემის ყველა ყოფილი “ბოიფრენდიც”!.. დღეს მამაჩემთან წავალ. მომენატრა..” ნინას შევუხედე. მარტო იყო რაც არ გამკვირვებია, მისი „ერთჯერადი ურთიერთობები“ მე კი არა - აღარავის უკვირდა. მისაღებ ოთახში დავბრუნდი და წელს ზემოთ შიშველი ამეტუზა წინ. ისე დაიბნა, მე გავწითლდი მის მაგივრად. ხელში ლუდი ეჭირა, ისიც მსწრაფლ მაგიდაზე დადო და თავზე ხელი გადაისვა. – მე, მე აქ.. ვეძებდი.. – რამ დაგაბნია ? – ვკითხე გაკვირვებულმა,.– შენნაირები წესით არ იბნევიან, მითუმეტეს ჩემნაირ გოგოებთან.– ვუპასუხე თამამად. – როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ასე არ შეიძლება. უცნობ ადამიანთან თავის დამცირება, ზოგადად ცხოვრებაში არამგონი გამოგადგეს. – საინტერესოა, მადლობთ, ძალიან მაინტერესებდა შენი აზრი! – იქნებ შეეშვა ამ მოჩვენებით ნაგლობას? დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ ხარ ეგეთი ადამიანი. ყველას ეგრე ელაპარაკები? – შენი საქმე არ არის. – უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ყოველი წინადადება 6 წლის ბავშვის ნათქვამს უფრო გავდა, ვიდრე 18 წლის გოგოს, რომელიც დარტყმაზე ყოველთვის დარტყმით პასუხობს. ვუყურებდი და რატომღაც, თვალს ვერ ვაშორებდი, ზედმეტად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ჩემს საუბარზე, ფიქრებზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც იმ მომენტში შეიძლება გამომეხატა. მისი ფარული ღიმილი მაღიზიანებდა, ამ საუბარმა კიდევ უფრო შემაზიზღა ნებისმიერი დეტალი, რაც მას უკავშირდებოდა. ის იმაზე მეტად თავმომწონე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. – ნუ მელაპარაკები ბაღის ბავშვის ტერმინების დონეზე. დაივიწყე ეგ უკარება ფრაზები, იქნებ ვინმესთან საერთო გამონახო. – სინდისი საერთოდ არ გაქვს? პირველი, რომ მოეთრიე ჩემს სახლში, ერთი დღეც კი არ არის რაც გიცნობ, შენ კი როგორ მელაპარაკები. ახლა კი ნამდვილად გასაგებია რასაც წარმოადგენ. ერთი ჩვეულებრივი თავში ავარდნილი იდიოტი ბიჭი ხარ! გაეთრიე აქედან. – ანნა, სარკეში ჩაიხედე, რა მდგომარეობაში ხარ შესული. –ნამდვილად, როდესაც ვბრაზდები, წამის მეასედში მიწითლდება ღაწვები, კისერზე კი, ვენა მებურცება, რომელსაც ასე ძალიან ვერ ვიტან. – მოეშვი და ცოტა რბილად შეხედე რაღაც–რაღაცეებს, – განაგრძო მან ,ჩემგან განსხვავებით, უკიდურესად მშვიდი იყო, – ისევ შენ თავს ავნებ მაგით, მე კი წავალ, მაგრამ შენ სარკეში ჩახედვა არ დაგავიწყდეს. ადიოს. სიგარეტს მოუკიდა, კარები გაიხურა და წავიდა. ბრაზისგან, გული ამერია. მთელი ძალით, იოგტების ამოწყვეტამდე ვიღრიალე. ნინა გამოვარდა. – რა გაღრიალებს?! ნორმალური ხარ?! – თვალებს იფშვნეტდა, ნაბახუსევზე იყო. მხოლოდ ერთხელ ავხედე, გონებაში კი მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა: რატომ მეუბნება ყველა, მათ შორის ერთი დღის გაცნობილი ადამიანიც, რომ ავადმყოფი და გიჟი ვარ? ხმამაღლა დავიწყე სუნთქვა, იქვე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. მარტო იმას გავიძახოდი, თუ როგორ მძულდა ჩემი ცხოვრება და ყოველი ახალი დღე.. უსიტყვოდ მოვიდა, და მომეხვია.მთელი 20 წუთი გულში მიხუტებდა., მეც პაუზების გარეშე ვტიროდი.. საშინლად ვგრძნობდი თავს. მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე და ნელი ნაბიჯებით ჩემი ოთახისაკენ წავედი, კარები სწრაფად გადავკეტე რომ ნინას არ ეცადა შემოსვლა. სარკის წინ დავჯექი. ჩემ თავს ვუყურებდი, და რატომღაც იმედგაცრუებას ვგრძნობდი. – ჩემს ბედზე აქ ხარ.. – ჩავილაპარაკე და ჩემს ბასრ "მეგობარს" ხელი დავავლე. მთელი სხეული მიკანკალებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.