შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა... (7,8,9,10)


22-03-2016, 23:09
ავტორი ირინა
ნანახია 7 510

არ ვიცი , რამდენ ხანს ვყავდი თავის ძლიერ მკლავებში მოქცეული, მაგრამ წინააღმდეგი სულაც არ ვყოფილვარ. ძლიერად ვეკვროდი სხეულზე და არ მინდოდა, რომ ეს წამი დასრულებულიყო... მალე ინება და თავისი ტკბილი, სსისხლისფერი ტუჩები ჩემსას მოსწყვიტა...
-სულ გაყინული ხარ.. მითხრა ისე, რომ ხმა ჯერ იდევ არ ქონდა დარეგულირებული.
-შენზე მაგას ვერ ვიტყვი.. ვუპასუხე სვენებ-სვენებით და მისი ხმამაღალი სიცილიც გავიგე..
-საზიზღარი ხარ მართა., აუტანელი პირდაპირ... სიცილს განაგრძობდა უტა და მეც ამიყოლია.
-ისე, მე ეგეთი არ მეგონე... ვუთხარი მაცდურად.
-ეგეთი-როგორი? მკითხა გაოცებულმა.
-აიი... ეგეთი რაა... სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-აუ მართა მოგხვდება ახლა, როგორი ვარ?? მკითხა დასერიოზულებულმა,
-გეეიი.... როდის აქეთაა ბიჭებს კოცნი... მივაძახე და თავპირისმტვრევით გავიქეცი, სანამ უტა გონს მოვიდოდა.
-მოდიიი აქქქ!!!!!!! დიდი ხანიი არ დასჭირვებია ჩემი სიტყვების გადასახარშად, სიცილით გამომეკიდა მიქელაძეც. მე საკმაოდ მიჭირდა ღამით ქვიან სანაპიროზე სირბილი, თან ხანრახით და შედეგმაც არდააყოვნა, ნატკენი ფეხი გადამიბრუნდა და ქვებზე გავიშხლართე.
-მართაა.. მართა კარგად ხარ? მომვარდა დაფეთებული უტა, რომელსაც „გაბრაზება“ საერთოდ აღარ ახსოვდა გაბრაზება.
-ვაიმეე.... ჩემი გეი ძმაკაციი.. სიცილს არ ვწყვეტდი მე და უნებურად ისიც ავიყოლიე.
-როცა გამოკეთდები მაგაზე მერე მოგთხოვ პასუხს სკვინჩა. მითხრა და ხელში ამიტაცა. მეც უპრობლემოდ შემოვხვიე მკლავები კისერზე და კომფორტულად მოვეწყვე..
-დაიღლები ასე, სახლამდე საკმაო მანძილია. ვუთხარი , როცა შევატყვე , რომ ჩემს დასმას არ აპირებდა.
-არ დავიღლები.. რამდენი კილო ხარ, 5?10??
-45. ვუპასუხე დუდღუნით...
-ჰოო... აი მე 90 ვარ და ყოველდღე 50-60 კილოიან „გირებზე: ვვარჯიშობ, კუნთების გასამაგრებლად... ასე რომ, ნუ ღელავ და დადე თავი სადაც გედო. მითხრა მან და თავი მის გულზე მიმადებინა.
-ოჰ.. დიდი ბოდიში , აქამდე არასდროს არ მქონია „გოძილებთან“ შეხვედრა და არც მათ ძალაზე ვიცოდი რამე..
-ოხ სკვინჩაა... შენ მგონი ჰობი გაქვს ჩემი ნერვების მოშლა.. ჩაილაპარაკა ღიმილით...
-მხოლოდ ახლა მიხვდი? ვუპასუხე მეც და მის არტერიას ავაყოლე თითები... ვიგრძენი კიდეც მის კანზე ხორკლები...
-ასე აღარ ქნა, თორემ მართლა დამივარდები..მითხრა ხმისკანკალით , ისე, რომ ჩემთვის არ დაუხედავს.
-უტა, რატომ გაგვიფუჭდა ასე ურთიერთობა? ვკითხე ის, რაც მთელი წლის განმავლობაში არ მაძლევდა მოსვენებას და გავიგე,რ ოგორ აჩქარდა მისი გულის ცემა...
-იმიტომ, რომ გრძნობებში ავირიეთ... მიპასუხა მაშინვე, ალბათ, ისიც ფიქრობდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
-და ახლა რა ვქნათ?
-დრო გვიჩვენებს სკვინჩა. არ მინდა, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგათ... არ მინდა, რამე ვინანოთ, არ მინდა, რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდეთ და მერე გაგვიცრუვდეს იმედი, მაგიტომ მეწყინა ასე, ხმისამოუღებლად რომ წახვედი ინგისში, როგორც კი მივხვდი, რომ შენთან „ძმაკაცობა“ არ მინდოდა და როგორც კი სხვა თვალით დავიწყე შენი ყურება, მაშინ გაიქეცი ზუსტად და წყალში ჩამიყარე გამბედაობა.. ახლა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ვიძმაკაცოთ კიდეც, რადგან მართლა მაკლდი ამ კუთხით, მაგრამ იმას არ გპირდები, რომ მხოლოდ როგორც მეგობარს, ისე შემოგხედავ და დარწმუნებული ვარ შენც ანალოგიურად იქნები... თხრობა დაასრულა და ისევ დამხედა..
-მე კიდევ მეგონა, რომ........ ჩემნაირ გოგოს არასდროს შეხედავდი, და ახლა მხოლოდ იმიტომ მომაქციე ყურადღება, სხვანაირი რომ დავბრუნდი.. ჩავიბურტყუნე მე და ტუჩები დავბრიცე...
-ჰოო...მანამდეუბრალოდ ვაცნობიერებდი, რომ რაღაც აღმატებული გრძნობა მქონდა შენს მიმართ.. შენი თვალები მაჯადოვებდა და მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი , ნერვები მეშლებოდა, როცა ვიღაცას საერთოდ ესაუბრებოდი და მაგიტომ ვატარებდი დიდ დროს შენთან.. თუმცა ეს ჩემდაუნებურად ხდებოდა, მაშინ კიდევ ვერ ვხვდებოდი რატომ ვიქცეოდი ასე და მხოლოდ შენთან მეგობრობას ვაბრალებდი ამას... და ახლა კიიი.....
-ახლა რა?? ჩავეკითხე მე და ვიგრძენი როგორ დამსვა მიწაზე.
-აი ახლა კი.... ჭკუიდან მშლი... ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო, ცალი ხელი სვიტრის ქვეშ შემიცურა და ჩემს ზურგს ააყოლა.. მეორე კი თმაში შემისრიალა... უბრალოდ კანკალი არ ერქვა იმას, რაც იმ წამს მჭირდა, მთლიანად ვცახცახებდი და ისე სწრაფად ვსუნთქავდი, თავბრუ მეხვეოდა... -ახლა კი თავს ვერ ვიკავებ, როცა ჩემს გვერდით ხარ, მაგიჟებ, მიზიდავ... ჩურჩულებდა და ჩემს სხეულზე აგრძელებდა ცხელი ტუჩებით თამაშს.. -მაგრამ, პირობა მოგეცი, რომ სანამ არ დარწმუნდები შენს გრძნობებში, იქამდე ძმაკაცობა უნდა გავაგრძელოთთქო , ჰოდა მოთმინებით დაველოდები მაგ წამს... მანამდე კი ჩემს უკანასკნელ ძალებს მოვიკრებ, რომ პირობა შევასრულო და შენთან მხოლოდ ისეთი ურთიერთობა განვაგრძო, როგორიც ნამდვილ „ძმაკაცებს“ შეეფერაბათ.. მითხრა მან, ისევ ხელში ამიყვანა და ისე მაცდურად გამიღიმა, წამისწინ აჩქარებული გული, საერთოდ გაჩერდა...
-ჯანდაბა... მგონი მეეც.... ვხაოდი საცოდავად.
-რა შენც? ჩაეღიმა უტას...
-მეც....
-რა შენც?? ღიმილი დაძაბულობამ შეცვალა.
-მგონი მეც გეი ვხდებიიი.... ამოვიკნავლე და თვალებში მივაშტერდი. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა, შემდეგ კი ისეთი ხარხარი ატეხა, შემეშინდა ხელიდან არ გავუვარდეთქო.
-რა გეშველება.. ვაიმე სკვინჩაა....... სიცილს განაგრძობდა უტა.. მეც ჩამეღიმა და თავი მის მკერდზე მოვათავსე. მალე სასტუმროსაც მივადექით. მიქელაძემ ჩემს ოთახამდე მიმიყვანა და დამელოდა სანამ შიგნით არ შევიდოდი, მაგრამ სწრაფადვე გამოვბრუნდი გარეთ, გაკვირვებულ უტას მაჯაში ხელი წავავლე და ნომერში შევათრიე.
-რას აკეთებ? მკითხა ღიმილით, მაგრამ დაძაბულობა მაინც შევატყვე.
-გაჩუმდი და წამომყევი. საძინებლამდე ძლივს შევიყვანე და ჩახუტებულ კატოზე და გაბრიელზე მივუთითე, რომლებსაც წყნარად ეძინათ. კატოს გაბრიელის მკერდზე ედო თავი, ბიჭს კი მკლავები ჰქონდა მისთვის წელზე შემოხვეული, თითქოს სადმე გაექცეოდა.. უტასკენ გავაპარე თვალი და დავინახე, როგორ ჩაეღიმა.. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ კისერში ჩამავლო ხელი და ისევე გამათრია გარეთ, როგორც მე წეღან შემოვათრიე.
-რა უნდათ შენს ოთახში? მკითხა ღიმილით, მას შემდეგ , რაც ნომრიდან გამოვედით.
-წეღან ჩემთან იყვნენ გოგოები და ალბათ კატო დარჩა და გაბრიელმაც აქ მოაკითხა. გავუზიარე ჩემი ვარაუდი.
-გასაგებია... წამოდი მაშინ შენ ბარბარესთან დაიძინე. მითხრა უტამ რაღაცნაირი ეშმაკური ღიმილით და დაუკითხავად შეაღო გოგოების ოთახის კარი. თუმცა ამჯერად ჩახუტებული მათე და ბარბარე შეგვრჩა. დაძაბულმა გადავხედე უტას.. მას კი უფრო მეტად ჩაეღიმა, მივხვდი , რომ ამ ოთახიდანაც ხმისამოუღებლად უნდა გამოვსულიყავით და პირველი მე წავედი გასასვლელისკენ.
-რაოო?? რას იზამ აბა ახლა? სად დაიძინებ?მკითხა მაშინვე, როგორც გარეთ გამოვიდა და ყველა გზა მომიჭრა , რომ მათეზე და ბარბარეზე მეკითხა რამე.
-მმ.. ბიჭების ოთახში.. ჩავილაპარაკე დაუდევრად და მათი ოთახისკენ ავიღე გეზი. თუმცა უტამ ისევ კისერში წამავლო დიდი ხელი და გამაჩერა.
-მართლა?? ბიჭები დილით სავადაუდოდ შხაპის მისაღებად და გამოსაცვლელად დაბრუნდებიან ოთახში და დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ასეთ მდგომარეობაში უყურო რომელიმეს?? ჩაიცინა მან და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, მე ჭარხლისფერი დამედო და სახე მოვაცილე, რომ არ დაენახა, თუმცა მაინც შეამჩნია და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-აბა სად წავიდე? ვკითხე ხმისკანკალით...
-ჩემს ოთახში.. მიპასუხა საკუთარ თავში დაჯერებულმა და წელში გაიჯგიმა.
-ჰოოო... აა მივხვდი. და შენ ბიჭების ოთახში დაიძინებ ხო??? ვკითხე იმ იმედით, რომ დადებით პასუხს მივიღებდი.
-არაა. ბიჭებთან ერთად რომ მდომებოდა ძილი, მათთან ერთად ავიღებდი ნომერს, მაგრამ ნერვები მეშლება ხოლმე დილით რომ ფხაკუნობენ, ამიტომ ჩემს ნომერში მირჩევნია.. ისევ ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში.
-და მეე?? ამოვიხავლე და ისევ მზერა მოვაცილე.
-რა შენ? ახლოს მოვიდა ჩემთან...
-მე რა ვქნა?
-რა იყო, პირველად იძინებ ჩემ გვერდით??? უფრო ახლოს მოიწია , მისი სუნთქვა უკვე სახეს მწვავდა. -რატომ დაიძაბე?
-ჰოო... მაგრამ... ადრე... სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი, თავი ძირს მქონდა დახრილი, ხელები უკან წავიღე, ფეხს კი პატარა ბავშვივით ვაწვალებდი.
-რა ადრე? თითქმის ჩურჩულით მკითხა...
-ადრე არ......... მაინც ვერ ვამთავრებდი სიტყვას..
-ადრე არ გიზიდავდი და არ ფიქრობდი ჩემზე ხო??? ისევ ამოიჩურჩულა და საჩვენებელი და შუა თითი ლოყაზე ჩამომისვაა.. წამით გავშეშდი და თვალები მიმენაბა, მაგრამ უცებ გონს მოვედი და ფეთიანივით მოვშორდი.
-მიზიდავ არა კვახი... წამოდი, დროზე, სულ შიშველმაც რომ დაიძინო, რეაქცია არ მექნება, რა პირველად ხომ არ გძინავს ჩემ გვერდით... დიდი მნნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, გვერდით შენ მეწვები თუ ფუმფულა დათუნია.. მივაყარე სწრაფად, წამიარად მის ირონიულ გამომეტყველებას მოვკარი თვალი და დენდარტმულივით გავვარდი მისი ნომრისკენ, რომ ჩემი აწითლებული სახე აღარ დაენახა.. სწრაფად შევაღე კარი და სანამ ოთახში შემოვიდოდა, სააბაზანოში შევვარდი.. ერთი საათი მაინც ვიდექი ცხელი წყლის ქვეშ... ვერ ველეოდი თბილი წყლის წვეთებს, რომლებმაც ასე მომთენთეს და გამათბეს, ცივი წვიმის შემდეგ.. როგორც იქნა, ვიკადრე საშხაპიდან გამოსვლა და უტას ჩუსტები მოვირგე... მხოლოდ მერეღა გამახსენდა, რომ ტანსაცმელი გარეთ გავიხადე და ტუმბოზე დავაწყვე, უტას მაისურის გვერდზე, რომლის შემოტანაც სულ გადამავიწყდა სააბაზანოში...
-აი სად გავიშარე... აღმომხდა შეშინებულს და ტუჩზე ვიკბინე... პირსაცოხი მაგრად შემოვიკარი .ტანზე , და სააბაზანოს კარი ოდნავ გავაღე, რომ გარეთ გამეჭყიტა. გრძელი თმიდან წვეთ-ჭვეთად მდიოდა წყლის წვეთები.
-უტაა... ამოვიხავლე საცოდავად, მაგრამ პასუხი არ მიმიღია... -უტაა... გავიმეორე მისი სახელი, ამჯერად უფრო ხმამაღლა, თუმცა არც ამჯერად გამცა ხმა. ჩუსტები სააბაზანოშივე დავტოვე და ფეხაკრებით გავიპარე საძინებლისკენ.. წელსზემოთ შიშველი უტა კი არხეინად გაშხლართულიყო საწოლზე და გემრიელად ფშვინავდა.. -კიდევ კარგი..ჩავილაპარაკე ჩემთვის და თითისწვერებით წავედი ტუმბოსკენ, სადაც ჩემი ტანსაცმელი და ის მაისური იდო, რომლის ჩაცმაც მქონდა განზრახული.. ტუმბო კი ზუსტად მიქელაძის გვერდით იდგა... როგორ იქნა მივაღწიე იქამდე და შეშინებულმა გადავხედე მიქელაძეს... ის კი ისევ მშვიდად განაგრძობდა ძილს , სუნთქვაც კი შევიკავე, ფრთხილად დავწვდი მაისურს და ის იყო, უკან უნდა შემოვბრუნებულიყავი, რომ მაჯაში ხელი წამავლო, მთელი ძალით მიმიზიდა თავისკენ და საწოლზე დამაგდო. თვითონ კი ზევიდან მომექცა..
-რაო სკვინჩა, რატომ მეძახდი? მკითხა ხმაჩამწყდარმა და თვალებში ჩამაშტერდა... გული ისე მიცემდა მეგონა, მარტო უტას კი არა, მთელ სასტუმროს ესმოდა.. ყურები მიწუოდა... ტუჩები კი სულ გამიშრა ხშირი სუნთქვისგან. ენისწვერი სწრაფად გადავიტარე გამშრალ ბაგეზე და შევამჩნიე, როგორ გადაიტანა მიქელაძემ მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე... რამდენიმე წამი გაშეშებული მიყურებდა, შემდეგ კი ისე ახლოს დაიხარა, რომ მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა, თუმცა არ მკოცნიდა.. -აღარასდროს, აღარასდროს აღარ გააკეთო ეგ... მისი ხმა იმდენად იყო შეცვლილი, რომ წამით ეჭვიც კი შემეპარა, ნამდვილად უტა იყო თუ არა.
-რა ? რა აღარ გავაკეთო? ვკითხე მეც ხმისკანკალით და წამოდგომა დავაპირე.. თუმცა მან იმარჯვა. მარცხენა ხელით ორივე მკლავი ზევით მომაქვევინა და ისე გამიკავა, მარჯვენათი კი სახეზე მიმეფერა...
-აღარ დამენახო მსგავს მდგომარეობაში... მიუხედავად იმისა, რომ გითხარი ვიძმაკაცოთთქო, შენც კარგად იცი, რომ მართლა ეგრე არ გიყურებ, უბრალოდ დროს გაძლევ, შენს გრძნობებში გასარკვევად, მაგრამ ძალა არ მყოფნის, როცა ასეთს გხედავ... ჩურჩულებდა უტა და ტუჩებს ჩემს სახეზე დააცოცებდა, თუმცა არა ტუჩებზე. -ნუ მიწვევ მართა... ნუ იკვნეტ ტუჩს, ნუ გიფრთხიალებს გული ჩემი მოახლოებისას, ნუ გგაყრის ტანზე ბუსუსები, ჩემი შეხებისას, ნუ მყვები კოცნაში... ნუ მაგიჟებ.. თორემ არ მყოფნის ნებისყოფა მართა არა... ჩურჩულებდა უტა და ამჯერად ყელზე დაატარებდა ცხელ ტუჩებს.. მე კი ხმისამოღებას ვერ ვახერხებდი.. ის კი არა, სუნთქვაც სულ გადამავიწყდა... -ჭკუიდან გადაგყავარ მართა... მითხრა და ამ დროის მანძილზე პირველად გამისწორა მზერა... თვალები სულ ამღვრეული ჰქონა... ტუჩები კი ჩემზე მეტად მას უთრთოდა... მარჯვენა ხელი პირსახოცისკენ წაიღო და იმ ადგილას დადო, სადაც დამაგრებული მქონდა, შევცბი, მეგონა, რომ მოხსნას აპირებდა და თვალები ამიწყლიანდა... მას კი ჩაეღიმა.. ფართხალისგან მოღეღილი პირსახოცი, კარგად დამიმაგრა და შუბლზე მაკოცა...-ჩემი სულელი გოგო... ნუ ნერვიულობ მართა, შენი ნების საწინააღმდეგოდ, შემოხედვასაც ვერ გავბედავ, როგორც არ უნდა მიჭირდეს, მაინც შევიკავებ თავს, თუ შენ არ გენდომება... ვერ გეტყვი, რომ დაგივიწყებ, მაგრამ ჩემს გრძნობებს თავზე არ მოგახვევ, თუ შენ ჩემთან არ გენდომება.. ერთადერთი რაც მინდა, ისაა რომ ძველი მოკისკისე მართა დავინახო, მინდა ძველებურად თავისუფალი იყო ჩემთან და არ მინდა, ჩემი გრძნობის გამო, უხერხულად იყო... არ ინერვიულო, შენს თავს ვფიცავარ, მართლა თითს არ დაგაკარებ შენი ნების საწინააღმდეგოდ.. მითხრა მან რაღაცნაირი სევდიანი ღიმილით და ხელები გამითავისუფლა. -სააბაზანოში შევალ მე.. მითხრა ისევ ოდნავი ღიმილით და ასადგომად წამოიწია, მხოლოდ ამ სიტყვებისშემდეგღა მოვედი გონს, ამჯერად მე წავავლე მაჯაში ხელი და ჩემსკენ დავქაჩე, ინსტიქტურად ზედ დამეცა, მე კი შიშველ წელზე ხელები მთელი ძალით შემოვხვიე.. მე თვითონაც არ ვიცი, როდის დავიწყე ტირილი... მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყა... ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა, როგორ ძალიან მიყვარდა და როგორ ვუყვარდი... მაგრამ თავს ჯობნიდა, სანამ მე არ გგავერკვეოდი ჩემს გრძნობებში.. ხელებს მთელი ძალით ვუჭერდი ძლიერ წელზე და უფრო მეტად ვქვითინებდი, თითქოს ამ ერთი წლის მონატრებამ, სიყვარულმა, სევდამ , ამდენმა შეკავებულმა ცრემლმა ჯებირები გადმოხეთქეს... ხმამაღლა ვღრიალებდი და დაფარულ ტკივილს გზას ვუხსნიდი, რომ ბოლომდე გამოსულიყო გარეთ. უტა თავიდან გაოგნებული მიყურებდა, შემდეგ კი ოდნავ წამოიწია, ხელები წელზე შემომხვია და თვალისდახამხამებაში ჩამისვა კალთაში. მკლავები ამჯერად კისერზე შემოვხვიე. ის ცალი ხელით გულზე მიხუტებდა, მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა... მე კი პატარა ბავშვივით ვღრიალებდი და ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი... -იტირე, იტირე ჩემო სკვინჩა, ვიცი, რომ ეს გჭირდება ყველაზე მეტად... მაპატიე რომ ასეთი ვირი ვარ და ასე გატკინე გული, რომ ჩემს გამო გადაწყვიტე წასვლა, რომ ვერ მივხვდი თავიდანვე ჩემს გრძნობებს და როცა მივხვდვდი მაშინვე არ გითხარი , მაპატიე, რომ თავს ამდენი ხანი ვეწინააღმდეგებოდი და რომ ინგლისში არ ჩამოგაკითხე... ყველაფერი მაპატიე მართა... გევედრები.. გემუდარები მაპატიე.. არასდროს აღარ მოგეკარბი, ოღონდ ჩემს გამო აღარ იტირო რა... თუ გინდა აღარც გეძმაკაცები, სხვა ქვეყანაში წავალ თუ მოინდომებ, რასაც გინდა იმას ვიზამ... მართა... ყურში ათასგვარ სისულელეს მეჩურჩულებოდა უტა და პატარა ბავშვივით მინანავებდა. ტირილი კი მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, როცა ცრემლი საერთოდ გამიშრა..
-მაგას არ გაპატიებ იცოდე.. ვუთხარი ტუჩებ გაბუსხულმა , ჯერ ისევ სლუკუნით.
-რას არ მაპატიებ ? დაიბნა უტა და თვალებში ჩამაცქერდა.
-რომ სადმე წახვიდე, რომ აღარ იძმაკაცო ჩემთან და რომ აღარ მომეკარო... ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩავიბურტყუნე და დარცხვენილმა თავი დაბლა დავხარე.
-ესეიგი... გინდა ხომ ჩემთან ახლოს ყოფნა, გინდა, რომ გეფერებოდე, მაგ ლამაზ ტუჩებს გიკოცნიდე.. ხმა დაუთბა მიქელაძეს, ნიკაპი ფრთხილად ამაწევინა და ისევ ეშმაკური თვალებით შემომხედა.. მე ხმა არ გავეცი, თითქმის შეუმჩნევლად დავუქნიე თავი და უტამაც არ დააყოვნა. ტუჩებზე დამაცხრა... ნაზი კოცნა თანდათან გააღრმავა. ისევ საწოლზე გაადამაწვინა და თვითონ ზემოდან მომექცა.. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა და წეღანდელი ნაზი შეხებისგან განსხვავებით სველი კოცნები დამიტოვა.. ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მეორეს კი უმისამართოდ დააცოცებდა ხან სახეზე, ხან მუცელზე, ბოლოს ფეხზე გადავიდა... მეც ავყევვი, თმაში ხელი შევუცურე, მეორე კი შიშველ წელზე ავაყოლე და შევამჩნიე როგორ გააკანკალა, ამან უფრო გააშმაგა, ველურივით დამწვდა ტუჩებზე და ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევდა. მთელი ძალით მიჭერდა წელზე და ფეხზე ხელს და მეც სიამოვნებისგან გამოწვეუულ მსუბუქ კვნესას ვეღარ ვიკავებდი.. ტუჩები ისევ ყელზე გადააცოცა და ქვევით დაუყვა.. არ ვაჩერებდი.. ძალა არ მქონდა... მოულოდნელად კი სწრაფად მომაშორა ტუჩები და დენდარტყმულივით წამოხტა საწოლიდან. გაოგნებული ვუყურებდი და ჯერ ისევ გაშტერებული, ხმისამოღებას ვერ ვახერხებდი.
-სააბაზანოში შევდივარ, სანამ მოვალ , ჩაიცვი რა... მითხრა ხმააკანკალებულმა თხოვნის კილოთი და სწრაფი, მაგრამ არეული ნაბიჯით შევარდა სააბაზანოში. გაოგნებულმა დავიხედე ტანზე და სირცხვილით კინაღამ მოვკვვდი, როცა პირსახოცი საერთოდ მომღეღილი დავინახე, მკერდი თითქმის სრულად მიჩანდა და გაჭირვებითღა ფარავდა მუცლიდან ბარძაყებამდე მანძილს.... თითქოს ცეცხლი წამეკიდა, წამოდგომას ვერ ვბედავდი... სირცხვილით ვიწვოდი.... თავს ძალა დავატანე, ძლივს წამოვდექი და მაისური გადავიცვი, გასაკვირი არ იყო, რომ თითმის მუხლამდე მწვდებოდა... პირსახოცი იქვე , სკამის საზურგეზე მივაგდე და საწოლში შევწექი... წეღანდელი სიცხე თითქოს სადღაც გაქრა, კაკალმა ამიტანა და საზაფხულო პლედი თავზე გადავიფარე... -ღმერთო რა სირცხვილია... ვფიქრობდი ჩემთვის და უფრო მეტად ვიკუნტებოდი... მოულოდნელად კი გამეღიმა... მე ვერ შევძელი თავის შეკავება და უტამ ასეთ სიტუაციაშიც კი აიყვანა თავი ხელში... ისევ გამეღიმა და დაწყნარბულმა გულმა ისევ გამალებით დამიწყო ფეთქვა.
-შემოვიდე?? მომესმა უტას ხმა სააბაზანოდან და უარესად დავიძაბე.
-კიი... ვუპასუხე თითქმის ჩურჩულით.. მაგრამ მან მაინც გაიგო.. სწრაფად მომიახლოვდა, პლედი გადამხადა და ასე საცოდავად მოკუნტული რომ დამინახა, სიცილი დაიწყო.
-რატომ ხარ ასეე?? მკითხა ძლივსდამშვიდებულმა და გვერდით მომიწვა.. მე კი ინსტიქტურად უკან გავჩოჩდი.
-მე ... მეე........ ვლუღლუღებდი საცოდავად.
-რა შენ? შენ? მკითხა ისევ სიცილით და ისევ თავისკენ მიმწია, ცალი ხელი თავქქვეშ ამომიდო, მეორე წელზე დამადდო და გულზე მიმიხუტა.. ხმას ვეღარ ვიღებდი.. მის რიტმულ პულსაციას ვუსმენდი და მის სუნს ხარბად ვსუნთქავდი. -მაპატიე, წეღან ზედმეტი მომივიდა.. მითხრა ცოტახნისდუმილის შემდეგ ჩურჩულით.
-არა... ჩემი ბრალი იყო... ვუპასუხე და უარესად დარცხვენილი მთელი ძალით მივეკარი, რომ ვერ შეძლებოდა ჩემი სახის დანახვა. გავიგე, როგორ ჩაიცინა, შემდეგ კი ცხელი ტუჩები თავზე მომაკრო და მშვიდად დაწვა.
-უტაა... გძინავს... თავი წამოვყავი მისი მკლავებიდან და სახეზე შევხედე , თვალებდახუჭულ უტას, რომელიც მშვიდად და რიტმულად სუნთქავდა.
-არა.. მითხრა ხმადაბლა და შუბლზე მაკოცა, თუმცა თვალი არ გაუხელია.
-უტა, რას აკეთებდი , ამ ერთი წლის მანძილზე, სანამ მე ინგლისში ვიყავი? ბავშვებმა მითხრეს, რომ მთლიანად შენი კომპანიის საქმეებში იყავი ჩაფლული და ცოტა გამიკვირდა, არ მეგონა, თუ ასე გაგიტაცებდა... ვკითხე და ნიკაპი მის მკერდზე დავდე, რომ უკეთ შემძლებოდა მისი სახის ყურება.
-კი , მართალია, თუმცა კომპანიაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ის დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობს, უბრალოდ დიდი თანხა მჭირდებოდა , ამიტომ მაქსიმალურზე მეტს ვაკეთებდი, რომ კომპანიას დიდი მოგება მოეტანა.. მიპასუხა მან , თუმცა თვალები ისევ არ გაუხელია.
- და რაში გჭირდებოდა მაგხელა თანხა? დავინტერესდი მე.
-რაღაც შენობის საყიდლად.. მიპასუხა მშვიდად.
-და რისთვისაა ის შენობა განკუთვნილი? მოსვენება სულ დავკარგე ცნობისმოყვარეობით.
- შენი ოცნება გამახსენდა, როცა ინგლისში წახვედი და ძალიან ბევრს ვფიქრობდი მაგაზე, სანამ ჩემს ოცნებადაც არ ვაქციე და არ დავიწყე მუშაობა, ოცნების ასასრულებლად. მიპასუხა ღიმილით.
-რომელ ოცნებაზე ამბობ კაცო? ჯულიარდი უნდა გახსნა თბილისში? ვკითხე დაბნეულმა.
-ჩემი სულელი გოგო... მოდი ამაზე აღარ ვილაპარაკოთ რა.. თბილისში რომ დავბრუნდებით პირდაპირ იქ მიგიყვან, რომ შენი თვალით ნახო კარგი? მკითხა უტამ და პირველად გაახილა თვალი.
-აუუ რომ მაინტერესებს?? აუ რა ვქნა ახლა რომ მაინტერესებს... თბილისში მინდა.. ამოვიბუზღუნე მე და ტუჩები გავბუსხე... უტამ მზერა ისევ ჩემს ბაგეს გაუშტერა და ოდნავ მოიკვნიტა ქვედა ტუჩი... ჩემსკენ გადმოიხარა.. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და თვალებს მახუჭინებდა. რამდენიმე წამი მიყურა ტუჩებზე, შემდეგ კი თითქოს რაღაც გაიფიქრა, სწრაფად დაუბრუნდა ისევ თავის ადგილს და ხელები თავქვეშ ამოიდო... კი გამიღიმა, მაგრამ რაღაცნაირად გულდამწყდარი სახე ჰქონდა... ამჯერად მე ჩამეღიმა, მის მკერდს დავეყრდენი ხელებით, ზევით ავიწიე და მოწყვეტით ვაკოცე ტუჩებზე... დავინახე, როგორ ჩაეჩვრიტა ლოყა ღიმილით და როგორ გაუბრწყინდა შავ თვალებში ცეცხლისფერი ნაპერწკლები. ხელები თავიდან გამოიცალა და მე შემომხვია მთელი ძალით...
-ეე... დამახრჩობ ნადიროო.. გავიგუდე.. გამეცინა მე და გავფართხალდი, თუმცა ის ხელის გაშვებას აშკარად არ აპირებდა.
-სკვინჩა, გინდა ხვალვე წავიდეთ თბილისში? რომ განახო რა ოცნებაზეც გელაპარაკებოდი? და თუ მოინდომებ ხვალვე დავბრუნდეთ უკან? მკითხა უტამ და ხელები ოდნავ მოადუნა, რომ თავის აწევა შემძლებოდა.
-აუუ კიი რააა.. თან თბილისი მომენატრაა... აუ წავიდეთ რაა... ავცქმუუტდი მე სიხარულისგან...
-კარგი ჰო წავიდეთ.. ოღონდ მოისვენე ახლა. გაეცინა უტას. -პატარა ლეკვს გავხარ, საჭმელს რომ დაანახებენ ხოლმე და სიხარულისგან კუნტრუშს რომ იწყებს.. სიცილს არ წყვეტდა უტა.
-აი სულ ვოცნებობდი რა, რომ ვინმეს ოდესმე ძაღლისთვის შევედარებინე. ავბუზღუნდი მე და უტას სიცილი მომენტალურად გადაიზარდა ხარხარში.
-აააა რა საყვარელი ხაარრ.... არ შემიძლია თავის შეკავება.. შემომეჭმევი... სიცილს არ წყვეტდა მიქელაძე და მოულოდნელად მეც ამიყოლია.... მთელი ღამე ვხითხითებდით.. მხოლოდ გამთენიისას ჩაგვეძინა... დილით კი აუტანელმა სიცხემ გამაღვიძა.. რის ვაი-ვაგლახით გავახილე თვალი და მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე , რომ უტაზე ვიყავი აკრული. ორივე ხელი ჩემზე ჰქონდა შემოხვეული და ძილშიც კი მთელი ძალით მიკრავდა გულში. მოულოდნელად კი დაჟინებული მზერა ვიგრძენი და გვერდით გავიხედე.
-რაო გვრიტო გაიღვიძე?? მკითხა გაბრიელმა და ეშმაკურად გამიღიმა. ბოლო ხმაზე დავიწყე შეშინებულმა კივილი და ფეთიანივით გადავხტი საწოლიდან. მაგრამ ნამდვილი დაფეთება მაშინ ვნახე, როცა ჩემს კივილზე უტამ თვალები დაჭყიტა და ოთახში სირბილი დაიწყო.
-რა რაა რა ხდება.. სად ვარ? მართა? რა ხდება? ვაი... ბუტბუტებდა თმაგაბურძგნული უტა და სირბილს განაგრძობდა ოთახში. „შესანიშნავი ოთხეული“ კი სიცილით ერთმანეთს ეყუდებოდა. როგორც იქნა დავმშვიდდით ორივე და გაბრაზებულებმა შევხედეთ ოთხივეს.
-რა ჯანდაბას აკეთებთ აქ , ვერ მეტყვით? საუბარი დაიწყო უტამ და გაბრაზებულმა გადახედა ოთხივეს.
-ჩვენ... ისა... გაბრიელი შემოვიდა , რომ გაეღვიძებინე პლიაჟზე გასასვლელად და ასე რომ დაგინახათ, ჩვენც დაგვიძახა.. ჰოდა ჩვენც იმით ბედნიერები, რომ რაღაც გეშველათ, ოთახში შემოვედით და ვტკბებოდით თქვენი ძილით... ჩაილაპარაკა ბარბარემ და მათეს მიეყუდა.
-ჰოო... რამდენიმე სურათიც გადაგიღეთ სამახსოვროდ, თქვენი ამბავი რო ვიცი ისევ დაჭამთ ერთმანეთს და ამას განახებთ ხოლმე, იქნებ გული მოგილბეთ და აღარ იჩხუბოთ ხოლმე. გაიკრიჭა გაბრიელი და ტელეფონი ხელში შეათამაშა.
-მომეცი აქ... ჩავილაპარაკე დარცხვენილმა, ვგრძნობდი , როგორ მიწითლდებოდა და მიწყლიანდებოდა თვალები. უტამ რომ დამინახა ასეთ მდგომარეობაში, სულ გაგიჟდა, გაბრიელს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და ოთხივე გარეთ გაყარა ყვირილით.
-ეე სკვინჩა, კაი რაა.. არ იტირო რაა... მომიახლოვდა უტა და ჩემი სახე თავის დიდ და ლამაზ ხელებში მოიქცია.
-მე... უბრალოდ... შემრცხვა.. ჩავილაპარაკე ჩურჩულით და თვალები დაბლა დავხარე...
-ჩემი სულელი გოგოო... ძალით ამაწევინა თავი უტამ და თვალებში ჩამაშტერდა.. დავინახე როგორ იღიმოდა და წამიერად დავწყნარდი.
-აი მაგიტომაც არ გაჩქარებ.. ვიცი, რომ თავს უხერხულად გრძნობ, მსგავსი სიტუაციები გაფორიაქებს, მაგიტომაც დაგელოდები მოთმინებით... როცა იგრძნობ, რომ აღარ გერიდება, როცა თავისუფლად იგრძნობ თავს, მხოლოდ მაშინ გადავალთ ახალ ეტაპზე, მანამდე კი გპირდები, რომ ვერც ერთი ვეღარ გაბედავს მსგავს რაღაცას და ზოგადად ამ თემაზე სიტყვის ამოღებას. მითხრა უტამ და ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო, შემდეგ კი ჩამიხუტა. მართალი იყო, ძალიან ვიძაბებოდი, როცა ან ხუმრობდნენ, ან ჩემი და უტას გრძნობებზე საუბრობდნენ, ვერ ვგუობდი, რომ შეიძლებოდა სხვა კონტექსტში მოესენიებიანთ ჩემთან მიქელაძე და არა ისე, როგორც მეგობარი. მთელი გულით მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ მაინც მერიდებოდა, აშკარად მჭირდებოდა ცოტა დრო, რომ ამ სიტუაციას მივჩვეოდი და მაქსიმალურად გავრკვეულიყავი საკუთარ გრძნობებში. არა, საკუთარ სიყვარულში კი არ მეპარებოდა ეჭვი, არა... უბრალოდ უტას გრძნობებში ვერ გავრკვეულიყავი გუშინდელ დღემდე... და მაგიტომ ვეწინააღმდეგებოდი თავს.. გუშინდელმა მისმა საქციელმა კი სულ თავდაყირა დააყენა ჩემი გეგმები შურისძიებასთან დაკავშირებით... -რაზე უნდა მეძია შური? მე ხომ არ მომისმენია, არაფერი მიკიტხავს, დასკვნები ჩემით გამოვიტანე და ისე გავვარდი ინგლისში, რომ სიტყვის თქმის უფლება არ მივეცი. თვითონ უნდა იყოს გაბრაზებული და კიდევ მე „ვსწერვობ“??
მე ხომ უტას ვუყვარვარ?! -ვუყვარვარ... ვუყვარვარ... რამდენჯერმე გავიმეორე გულში და გამეღიმა. მართალია, არ უთქვამს ეს სიტყვებით. მაგრამ რა საჭირო იყო? მე ხომ უსიტყვოდ მესმოდა მისი... გულში რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და ისე მაგრად მოვხვიე ხელები, როგორც შემეძლო.
-სკვინჩაა.. არ გინდა სურათები ვნახოთ? მკითხა უტამ ეშმაკურად და ხელები მოადუნა.
-აუ კიი.. მიდი აბა გახსენი. ჩავიღიმე მეც და ტელეფონს მივაშტერდი. ორი კი არა, 20-მდე სურათი მაინც იქნებოდა, გამეღიმა. ისე მეხუტებოდა უტა ძილში , თითქოს, ვინმე წაგლეჯდა ჩემს თავს...
-წავშალოთ? მკითხა ჩამწყდარი ხმით.
-მაგასთან კი.. ვუპასუხე და გამომწვევად გავუცინე.
-ოხ სკვინჩა... შენ რა ხარ რაა.. გაეცინა უტასაც. სურათები თავის ტელეფონში გადმოიტანა და გაბრიელთან წაშალა.
-ბიჭო, თბილისში როდის წავიდეთ?? ვკითხე უტას, რომელიც სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა და მეც ჩემი ტანსაცმლის მორგება დავიწყე.
-აუ საღამოს კავიდეთ კაი? ცოტახანს ბავშვებთან ვიყოთ, თან ღამე მგზავნობა მირჩევნია რა.. გამომძახა უტამ.
-ჰოდა ძალიან კარგი. მეც მაგისი თქმა მინდოდა ზუსტად. წავალ მეც მოვწესრიგდები და სანაპიროზე გავალ პირდაპირ, შენც იქ გამოდი. მივაძახე მე და ისე გავვარდი ოთახიდან, პასუხს არ დავლოდებივარ.
სწრაფად მოვწესრიგდი, თეთრი ულამაზესი საცურაო კოსტუმი მოვირგე, ჯინსის, ძალიან მოკლე შორტი ამოვიცვი, მაისურისგან კი თავი შევიკავე, თმა გავიშალე, მაგრამ რეზინი მაინც ხელზე გავიკეთე, პირსახოცი ავიღე და გარეთ გავვარდი და კინაღამ გული გამისკდა, როცა კართან აყუდებული, ხელებ გადაჯვარედუნებული უტა დავინახე... თვალს არ მაშორებდა, ვნებიანად მათვალიერებდა და ტუჩებიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
-არ შეიძლება, რომ მალე აღარ ვიძმაკაცოთ? მკითხა მოწყენილმა და ქვედატუჩი სასაცილოდ გადმოაგდო.
-რაო უტა, ხომ არ მოგეწონე? ვკითხე გამომწვევად და წინ ავესვეტე.
-არა, ეგ დიდი ხანია მოხდა უკვე... მაშინ როცა შენი დიდი თვალებში პირველად ჩავიკარგე და როცა სახეზე პირველად დავინახე გაზაფხულები... გამიღიმა თბილად.
-რა გაზაფხულები? გავოცდი მე.
-აი ესენი... მითხრა და ცხვირზე მაკოცა. -შენი ჭორფლები, ჩემი გაზაფხულებია... ჩამჩურჩულა ყურში და ვიგრძენი, როგორ დამიარა თბილმა ტალღამ მუცელში. ჩემგან დამოუკიდებლად შემოვხვიე წელზე ხელები და გავიტრუნე...
-ანუ ჩემმა ცვლილებამ არანაირი გავლენა არ მოახდინა შენზე? ჩავილეპარაკე მე ისე, რომ მისი მკლავებიდან თავი არ ამიწევია.
-კი მოახდინა... ახლა უკვე ჭკუიდან მშლი და თავს ვეღარ ვიკავებ ასეთს რომ გიყურებ... ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და კიდევ ერთხელ ამათვალიერა ვნებამორეული თვალებით. -წავედით დროზე ბავშვებთან, თორემ ორი დღეა უკვე თავი მაქსიმალური ძალით ამყავს ხელში და მეშინია, რომ მალე ვეღარ შევძლებ.. მიაყარა უტამ და გიჟივით გავარდა გარეთ... ოდნავ ჩამეღიმა და მეც უკან გავყევი... 5 წუთში უკვე სანაპიროზე ვიყავით. გოგოები შეზლონგზე იწვნენ და ირუჯებოდნენ, ბიჭები კი ცურვით ირთობდნენ თავს. უტა არც კი დალაპარაკებია, ტელეფონი იქვე მიაგდო და თავპირისმტვრევით შევარდა ზღვაში და არანორმალური სისწრაფით გაცურა ჰორიზონტისკენ.
-ამას რა ეტაკა? გაოცებულმა შემომხედა ბარბარემ და უტაზე ხელით მანიშნა.
-გადახურებისგან იცავს თავს და გრილდება. გამეცინა მე და შორტი გავიხადე.
-გოგოოო.... რა მოხდა გუშინ? მოხდა რამე??? გამომცდელად ჩამეკითხა კატო.
-ჰო რავი... ვილაპარაკეთ. ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთი მოგვწონს, მაგრამ არ ვჩქარობთ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები ჩემს გრძნობებში, იქამდე არ მოგეკარები, უბრალოდ ვიძმაკაცოთო, მარამ არ დავივიწყოთ რომ მოგვწონს ერთმანეთიო... მოკლედ მოვუყევი გოგონებს ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი ურთიერთობა და მხრები ავიჩეჩე.
-აი მესმისსს............ ჩემს ძმას მალადეც.. გაიჯგიმა ბარბარე. -უი გოგოებო, დილით მათემ მითხრა, რომ ჩემთან საქმე აქვს საღამოსთვის და ამიტომ არაფერი არ უნდა დავგეგმო. ნეტა რა უნდა??
-ალბათ უნდა გაგასეირნოს სადმე? ვარაუდი გამოთქვა კატომ.
-ჰოო ... ალბათ... გამეღიმა მე, გულში კი სულ სხვა რამ გავიფიქრე...-მე და უტა დღეს მაინც თბილისში ვბრუნდებით, რაღაც საქმეები აქვს იმას და მეც და ვნახოთ, როგორ მოვაგვარებთ და შეიძლება დავბრუნდეთ კიდეც უკან...
-ოჰ... რა საქმეები ვითომ? დაინტერესდა კატო.
-ნუ ხარ გოგო შენ მეტიჩარა. აცადე რა, თვითონ დალაგდნენ, თორემ ვეღარ გაერკვნენ ამდენი ხანი რა უნდათ. დაუბღვირა ბარბარემ, მერე კი მე შემომხედა.- ძალიან კარგი მართა, წადით და ეცადეთ, უკან დაბრუნდეთ.. გამიღიმა.. მეც ღიმილითვე ვუპასუხე და ზღვისკენ ავიღე გეზი. ყურადღება აღარ მიმიქეცევია კატოს ბურდღუნისთვის. წყალში ჩავედი, თმა ავიკოსე და სწრაფად ჩავყვინთე, რომ სიცივე დამემარცხებინა... შემდეგ კი ძლიერად მოვუსვი ხელები და უტასკენ გავცურე... გზაში გაბრიელი და მათე შემხვდნენ, რომლებიც გაცხარებული რაღაცაზე კამათობდნენ.
-ბიჭებო, რა მოხდა? მივცურე მათთან შეშფოთებულმა.
-აი მართაც... ეეე სკვინჩა შენ ხო გოგო ხარ არა? მკითხა გაბრიელმა და ისე შემომხედა, მართლა ელოდებოდა ჩემგან პასუხს.
-დიდი მადლობა , რომ შეამჩნიე გაბრიელ. ვუპასუხე და ჩემსავე ნათქვამზე გამეცინა.
-ჰო ჰოო... მოიცა, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, მარა ეხლა მითხარი, აი ხო ყველა ქალს გევასებვათ ეს სვეცკური ლურჯი ვეშაპის ხელა ბრილიანტიანი ბეჭდები და მაიმუნობები? რო მერე ქალებში იბლატაოთ, რა მაგარი შეყვარებულები გყავთ? ჩამეკითხა გაბრიელი და იმის მოლოდინში, რომ დავთანხმდებოდი, ნიშნისმოგებით გადახედა მათეს.
-არა, სულაც არა.. მე მაგალითად, არ მიყვარს დიდი ბეჭდები და არ ვთვლი, რომ დიდი ბრილიანტი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა, რომც მქონდეს ალბათ არ გავიკეთებ, მაქსიმალურად სადა და ნაზი ბეჭდები მირჩევნია, მაგრამ გულით ნაჩუქარი. გავუღიმე მე ბიჭებს...
-აი ხომ გეუბნებოდი... ჯიგარი ხარ რა მართა.. გაიცინა მათემ და ამჯერად მან აიკრო გამარჯვებულის სახე.
-ისე , ბარბარეს ოქრო არ უყვარს და თეთრი ფერის, ძალიან ძალიან პატარა თვლიანი ბეჭედი ერჩივნება.... გავიცინე მე და ისევ გავცურე.
-ეეე.. არაა.. საიდან მოიტანე რომ ბარბარეზე გეკითხები.. არა არა.... დაიბნა მათე. მაგრამ მე ყურადღება აღარ მიმიქცევია... სიცილით გავაგრძელე ცურვა უტასკენ, რომელიც ზურგზე იწვა და წყალზე ტივტივებდა. მივუახლოვდი და დავაკვირდი.. თვალები დახუჭული ჰქონდა, წარბები კი ოდნავ შეჭმუხნული მზის სხივებისგან. ხელი ფრთხილად ავწიე და თვალებთან მოვუჩრდილე. მანაც მაშინვე გახსნა შუბლი და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე...
-დაგაგვიანდა... მითხრა თვალებგაუხელდლად.
-ჰოო...... უტა, იცი დღეს მათე აპირებს.........
-ვიცი... თვალები გაახილა უტამ და მე გამისწორდა. -ვიცი სკვინჩა და ძალიან ბედნიერი ვარ... მაგრამ..... ჯანდაბა.. შევატყვე, როგორ ჰქონდა თვალები ამღვრეული . ოდნავ გამეღიმა. მასთან მივცურე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ყველაფერი კარგად იქნება უტა... შენი და და საუკეთესო ძმაკაცი ბედნიერდებიან, ეს კი იმას სულაც არ ნიშნავს. რომ რომელიმე მათგანს ჩამოშორდები, პირიქით, თქვენი ურთიერთობა ახლა სხვა სტადიაზე გადადის და უფრო მეტადაც დაახლოვდებით... ვამაყობ , რომ ასეთი აზროვნება გაქვს, რომ სტერეოტიბეთ არ ფიქრობ... ვამაყობ რომ უბრალო, კეთილი და თან ჯიუტი უტა ხარ.. ვამაყობ, რომ გიცნობ.... ვიგრძენი, როგორ მოუდუნდა აქამდე დაჭიმული სხეული უტას და თვითონაც შემომხვია ძლიერი ხელი წელზე, მეორეს კი წყალზე მსუბუქად უსვამდა. რბილად დაასრიალებდა გრძელ, ლამაზ თითებს ჩემს ზურგზე, მაგრამ უცებ გაჩერდა... ზურგზე დამხედა და ისე ამიკრო თავის სხეულზე, მეგონა გავიგუდებოდი... ავფართხალდი.
-ნუ ცქმუტავ, ორი წუთი მოისვენე.. მითხრა ჩურჩულით და ვიგრძენი, როგორ „გაბანტა“ ლიფის თასმა.... ძალიან შემრცხვა და ამჯერად მე მივეკარი უტას დაკუნთულ პრესზე. -ვსო ... მორჩა.. მითხრა მან და თავზე მაკოცა. -წამო აბა ნაპირამდე შევეჯიბროთ, რომელი გაასწრებს. მომაძახა მან სანამ მადლობას ვეტყოდი და სანაპიროსკენ გაცურა... მეც გამეღიმა და უკან გავყევი. იმდენად გრძელი და ნავარჯიშები მკლავები ჰქონდა , რომ 2 წუთში უკვე ნაპირზე გაშხლართულიყო და ისე მელოდებოდა.
-შეგეძლო , ცოტა დაგეთმო. ამოვიხავლე მე და დაქანცული ავბობღდი ქვიან სანაპიროზე.
-მე მხოლოდ გოგოებს ვუთმობ ხოლმე , მითხრა და გაიკრიჭა. ამის გაგონებაზე გაბრიელი და კატო გადაბჟირდნენ, მათემ და ბარბარემ კი ოდნავ ჩაიღიმეს...
-ვირო, ნადირო... ხოდა რო გაგიტეხავ თავს, მერე მითხარი, რო გოგო არ ვარ. წამოვხტი ფეხზე, რომ უტასთნ მივსულიყავი, მაგრამ ამისთვის უკვე მზად იყო, წამისმეასედში წამოხტა და გაიქცა..მეც უკან გავეკიდე. -ეე დამელოდე, აუ დამიცადეე, უნდა გცემო, დამელოდე რაა... ვჭყიპინებდი მე და გაკრეჭილ უტას მივდევდი, რომელიც უფრო მიდიოდა , ვიდრე მირბოდა...
-ძალიან რომ არ გადაიტვირთო, თავს ჩემით გავილახავ თუ გინდა. იგუდებოდა სიცილით და ისედაც ულამაზესი პრესი, უფრო მეტად ეჭიმებოდა.
-აუ სადაც დაგიჭერ იქ მოგკლავ უტაა.. ვიღრიალე მე, პატარა კენჭი ავიღე ხელში და ფეხი ამოვარტყი. არ ვიცი, გულით რომ მომენდომებინა იგივეს მაინც ვერ გავაკეთებდი, მაგრამ დამწყებებს ხომ უმართლებთ?! ჰოდა, ჩემი აგდებულმა კენჭმაც, რომელსაც ფეხი ამოვარტყი, იფრინა , იფრინა, ცხრა მთა გადაიფრნა და პირდაპირ უტას დაეცა თავში. წამით ორივე გავჩერდით, მან სიმწრისგან თავი მოიქექა, მე კი იქვე ჩავიკეცე და გულისწასვლამდე ვიცინე...
-მოგკლავ მართაა........ მოდი აქ. იღრიალა მიქელაძემ და ამჯერად ის გამოექანა ჩემკენ. -მოგკლავ ამირეჯიბოო... მომდევდა ღრიალით ... მე კი სიცილით ვეღარ ვსუნთქავდი... აღარც სირბილი შემეძლო. უტა წინ ამესვეტა და თავში წკლიპურტი მითავაზა. -რანაირად გამარტყი ის ქვა თავში ჰა? გულით რომ მოგენდომებინა, მაშინაც ვერ მოახერხებდი მაგას.
-აუ მეც მაგას ვფიქრობ, მაგრამ შენ იმხელა თავი გაქვს, გულითაც რომ მდომოდა, ვერ აგაცილებდი. ჩავიხითხითე და სიცილის ახალ ეტაპზე გადავედი, მაგრამ უტა გაბრაზებული რომ მომიახლოვდა, მაშინვე დავდნი. -აუ ვაიმე ფეხები მტკივაა... ისევ ფეხშიშველებმა ვირბინეთ, მე კიდევ ძველი ჭრილობაც არ შემხორცებია ჯერ... ამოკვნესე საცოდავად და მიქელაძის გაღიმებაც შევძელი.
-ნამდვილი ჯადო ხარ რაა... მოდი ჩემთან.. მითხრა სიცილით და ზურგზე შემისვა.
-წიიინ სუპერმენ.... დავიყვირე მე. ფეხები და მარცხენა ხელი ზედ შემოვხვიე, მარჯვენა კი ჰაერში აღვმართე სუპერმენივით.
-არ ვარ მე მართა სუპერმენი. ხმაში გაღიზიანება შევატყვე უტას ...
-აბა ვინ ხარ?
-სპაიდერმენი .... გაიცინა მან და ხელები სპაიდერმენივით მოიმარჯვა ქსელების გასაშვებად.
-აააა.... ვაიმეეე...... აღარ შემიძლია მეტი.. მუცელი მეტკინააა.... ვხაოდი საცოდავად და ძალაგამოცლილი ვეგდე მიქელაძის დიდ ზურგზე.
-გოგოო... ხელები მომხვიე, თორე დამივარდები და მერე იცინე კარგად. მითხრა სიცილით და ბავშვებისკენ გავეშურეთ.



ბარბარე
სიხარულით საკუთარ თავს აღარ ვგავდი.. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ხნის შემდეგ მე და მეთე ერთად ვიქნებოდით, რომ მის მკლავებში მოქცეულს გამეღვიძებოდა, რომ მაშინ ვაკოცებდი და გამოვუტყდებოდი სიყვარულში, როცა მომინდებოდა... ღიმილით გავყურებდი მათეს და გაბრიელს ზღვაში და ნახევრად არ მესმოდა კატოს ტიტინი. ჩემზე ნაკლებად ბედნიერი არც კატო იყო, თვალები ერთიანად უბრწყინავდა, როცა გაბრიელს უყურებდა... კიდევ კარგი წამოვედით ყველა ერთად, თბილისში შეიძლება ისევ ისეთი ურთიერთობა გაგვეგრძელებინა... მართას ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა.. როგორც წასვლამ შეცვალა, ისე ჩამოსვლამ.. უტას თვალებში ისევ კრთის ბედნიერების ნაპერწკალი... მინდა , რომ ეს ნაპერწკალი ცეცხლად გადააქციოს მართამ და დარწმუნებული, ვარ რომ ამას მალე მოახერხებს კიდეც. თუმცა ჯერ-ჯერობით ამაში ეჭვი მეპარება. პატარა ბავშვებივით არიან.. გამეცინა მე და სიცილისგანჩაბჟირებულ წყვილს გავხედე. ხან ერთი გაეკიდებოდა, ხან მეორე გამოეკიდებოდა უკან სიცილით. ისეთი საყვარლები იყვნენ. საბოლოოდ კი ჩემმა ძმამ ზურგზე შეისვა და ისე გამოერმართნენ ჩვენსკენ.
-ეეე... ფრთხილად შვილოოო... ფიქრებიდან კატოს წიკვინმა გამომიყვანა. ხელში ვიღაცის ბუმერანგი ეჭირა და გაწიწმატებული ეჩხუბებოდა 15-16 წლის ბიჭებს.
-ბოდიში დეიდა, ძალით არ გვიქნია. ვთამაშობდით და შემთხვევით მოგხვდათ. ჩაილაპარა ერთ-ერთმა ირონიული სახით და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ. -აი სად გაიშარე შე საწყალო თავიი... გამეცინა მე და წყლიდან ქოშინით ამოვარდნილ გაბრიელს და მათეს გავხედე.
-რააა???? დეიდა??? ვინაა ბიჭო შენი დეიდა? რამდენი წლის ხარ მითხარი აბა?? პომიდვრის ფერი დაედო კატოს. ამასობაში კი გაოგნებული მართა და უტაც მოვიდნენ და სიტუაციაში სცადეს გარკვევა.
-16ის ვარ დეიდა, თქვენ რამდენის ბრძნადებით? განაგრძო წინ მდგომმა დაცინვა და გაბრიელმაც ვერ შეიკავა ფხუკუნი. მაგრამ როგორც კი კატოს გამწარებული მზერა დაინახა, წამსვე დასერიოზულდა.
-რაოო?? ვინაა ბიჭო დეიდა? დეიდაა ამხელა ქალი? სულ დაკარგეთ ზრდილობა. ჩაერთო საუბარში გაბრიელიც და ამით დაგულიანებული კატოც წელში ამაყად გაიჯგიმა და ცინიკურად გადახედა საცოდავ ბიჭებს. -რაღა დროის ამისი დეიდობაა? თქვენხელა შვილიშვილებიყავს. მაგრამ იმდენს ბუზღუნებდა , რომ ნაოჭები მალე გაუჩნდა და პლასტიკურ ქირურგიას მიმართა. მე მისი შვილი ვარ.. ჩვენს მოსავლელადაა აქ და თქვენ კიდევ გვიბრაზებთ? არ გრცხვენიათ ბიჭებო? გადახედა გაბრიელმა დანანებით დაბნეულ ბიჭებს და მათაც დაუდევრად მოგვაძახეს „ბოდიშიო“ და თვპირისმტვრევით გაცვივდნენ. რამდენიმე წამი ყველა ადგილზე ვიყავით მიყინულები და პირღია კატოს შევყურებდით და ველოდით, როდის ამოხეთქავდა ვულკანი.
-ბებია არა? გამოსრა კბილებში და ჩვენი თავშეკავება სადღაც გაქრა. ერთმანეთს ვეყუდედით , ისე ვიცინოდით, მართამ როგორ ყოველთვის წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და სიცილისგან იქვე ჩაიკეცა, უტა მთელი ძალით იჭერდა მუცელზე ხელს და ბოლო ხმაზე ხარხარებდა. მათეს კი ქვედა ტუჩი ჰქონდა გათეთრებული უკვე, ისე აჭერდა კბილებს, რომ არ გასცინებოდა, მაგრამ ცრემლები მაინც ღაპა-ღუპით გასდიოდა. ფაქტია, მეც ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ არ გამომივიდა, შეზლონგზე დავვარდი და ისე ვიცინოდი. გაბრიელი კი შუქნიშანივით ჯერ გაწითლდა, შემდეგ გაყვითლდა, ბოლოს კი გამწვანდა.-ესეიგი თქვენ მოსავლელად ვარ ხო??? ამოიგმინა კატომ და ჯერ ისევ ხელში შერჩენილი ბუმერანგი ჰორიზონტალურად გაუქანა გაბრიელს და პირდაპირ საზარდულში გაარტყა. ჩვენი გაბი მომენტალურად გაშავდა, აი ჩვენ კი უკვე ძირს ვხოხავდით... გონს მართამ მოგვიყვანა, რომელიც სიცილისგან მართლა ჩაბჟირდა, მთლიანად გალურჯდა და ცრემლებიღა სცვიოდა... დაფეთებულები მივცვივდით, ვიღას ახსოვდა სიცილი... მაგრამ უტამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და მთელი ძალით უჩქმიტა მართას მკლავზე, რომ ტკივილს გადაეფარა მისი ემოცია... რის ვაი ვაგლახით ჩაისუნთქა ჰაერი და მისავათებული პირდაპირ ჩემს ძმას ჩაუვარდა მკლავებში.
-ვაიმეე... თქვენ მე ჭკუიდან შემშლით რააა... წამოდით სასტუმროში, ცოტა დავისვენოთ და სასადილოდ გავიდეთ,თორე მგელივით მშია რა.... ძლივს გაიმართა წელში მათე, ხელი გადამხვია და სასტუმროსკენ წამიყვანა. სხვებიც სიცილ-სიცილით გამომყვნენ უკან..
-ბებოოო... მშიაა ბეეე... მიუბრუნდა გაბრიელი ჯერ ისევ გაბუსხულ კატოს და სიცილის ახალი ტალღაც წამოვიდა. კატოს თვალები აუწყლიანდა, უკან სანაპიროზე გაბრუნდა , ისე რომ ზედ არ შეუხედავს გაბრიელისთვის.
-ახლა ნახე... გაბრაზებული კატო დაიწყებს ქვების სროლას.. გაბრიელი რამდენიმე წამი იდგება ესე ვირივით, მერე გააცნობიერებს, რომ დამნაშავეა და უკან გაეკიდება... ჩამჩურჩულა მათემ ყურში და იქვე მაკოცა.
-მართლა?? ცოდოა კატო.. მართლა გაყვება უკან? ჩავილაპარაკე მე და მათეს შევხედე მუდარის თვალებით.
-არა.. გაყვა უკვე. გაეღიმა მას და გაბრიელისკენ გამახედა, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა სანაპიროზე მჯდომ კატოს, გვერდით მიუჯდა და თვითონაც ქვების სროლა დაიწყო... მე გამეცინა. მათემ ისევ მხარზე გადამხვია ხელი, მეც წელზე შემოვხვიე და სასტუმროსკენ განვაგრძეთ გზა... იგივე გაიმეორეს ჩემმა ძმამ და მართამ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ შორის დაახლოებით 2-3 მეტრი მაინც იქნებოდა დისტანცია...


გაბრიელი
მაინც ვერ მომითმინა გულმა და მაინც მოვუშალე კატოს ნერვები... მაგრამ , როცა მისი ამღვრეული თვალები და გაბუშტული ტუჩები დავინახე , გული მომიკვდა... ხმისამოუღებლად გავარდა სანაპიროზე , ძირს დაჯდა და ქვების სროლა დაიწყო წყალში. რამდენიმე წუთი ვიდექი და ვუყურებდი, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით წავედი მისკენ და ხმისამოუღებლად მივუჯექი ქვედრით და მეც ქვების სროლა დავიწყე... კარგა ხანს ხმას არც ერთი არ ვიღებდით . ოდნავ გავაპარე მისკენ მზერა. წარბები შეჭმუხნული ჰქონდა, ტუჩები კი საყვარლად გაბუშტული. დარწმუნებული ვარ, რომ ცრემლებს ჩემი იქ ყოფნის გამო იკავებდა, თორემ ბავშვივით აღრიალდებოდა. კარგად მოზრდილი ქვა აიღო ხელში და რაც ძალა ჰქონდა, მოისროლა, მაგრამ ხელი ცუდად მოიქნია, და ქვის გადაგდება და მისი ყვირილი ერთი იყო.
-ვაიმეე ხელიი....... ტიროდა კატო და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.
-კაატ, ცუდად მოიქნიე ალბათ ხელი. ახლა ცოტას გაგიწევ, რომ თავის ადგილას ჩაჯდეს კარგი? ცოტა გეტკინება, მაგრამ მოითმინე ხო?? კაატ... ვჩურჩულებდი და სახეზე ვეფერებოდი.
-კაიი.... ამოიკნავლა და მარხენა ხელით ცრემლები მოიწმინდა. წარბები საცოდავად შეკრა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო. ისე გავდა იმ წამს ორი წლის ბავშვს, რომ წაიქევა ხოლმე და ნელ-ნელა რომ იწყებს ტირილს და თუ ვიღაცამ შეიცოდა მერე უკვე გულიანად რომ ტირიან ხოლმე.
-კარგი.. არ ინერვიულო, წამიერად გეტკინება და ვსო... ვუთხარი მე და მანაც ოდნავ დამიქნია თავი. მერჯვენა ხელი მაჯაში მოვკიდე, მარცხენათი კი მხარი დავუჭირე და მთელი ძალით გამოვწიე ჩემკენ. რასაც კატოს ხმამაღალი ტირილი და ხელის გატკაცუნება მოყვა.
-მორჩა კაატ... აი ვსო, ჩაჯდა თავის ადგილას, მიდი აბა გაამოძრავე ცოტა. მივეფერე კატოს და ხელი ძალით გავამოძრავებინე.
-ეე აღარ მტკივა... ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა და ტირილი იმ წამსვე დაავიწყდა. გამეცინა მის ქცევაზე.
-კატოო მაპატიე რაა... ჩემი ბრალია, ცუდად ვიხუმრე... მოვუბოდიშე და ხელით სახეზე მივეფერე.
-ჰოო დეგენერატო, სულ შენი ბრალია. მომაძახა და ენა სასაცილოდ გამომიყო.
-აჰ ეგრე არაა??? გამეღიმა მისი ქცევით დამშვიდებულს და უფრო ახლოს მივედი მასთან. ტანი წელზე შემოვხვიე, დავინახე როგორ გააკანკალა და კიდევ ერთხელ გამეღიმა... ნელა დავიხარე და ტუჩებზე წავეტანე... თავიდან გაოგნებული იდგა, შემდეგ კი თვითონაც ამყვა... წვრილი თითები შიშველ წელზე შემომხვია და ვიგრძენი , როგორ აფრინდა ერთდროულად მილიონი პეპელა ჩემს მუცელში....



მათე
-ბიჭო რა ვქნა ტო?? ფიქრით თავი გამისკდა, ის გამოშტერებული ამბობს რო გოგოებს დიდი ბრილიანტები ევასებათ და პატარა ბეჭედი რო აჩუქო, გაუტყდებაო, მართამ მითხრა, რომ არ უყვარს შენს დას დიდი სამკაულები და არც ოქრო და თეთრი ბეჭედი აჩუქე, ძალიან სადა და პატარა თვლითო... რა ვქნაა??? შევეკითხე უტას. რომელიც საწოლზე იყო გაშხლართული და ფეხბურთის ბურთს ათამაშებდა ხელში.
-შენი აზრით, რომლის რჩევა უფრო სწორია? რას გკარნახობს გული? მკითხა ისე, რომ ბურთისთვის თვალი არ მოუშორებია.
-მე მგონია, რომ მართაა მართალი. ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-ჰოდა რაღა გინდა, შენ და მართა მგონი უკეთ იცნობთ ჩემს დას და თან ეგ შენი ნიშნობის ბეჭედია და არა ჩვენი, ამიტომ შენ უნდა აარჩიო ძმაოო... ბოლოსდაბოლოს თავი მე უნდა მომაწონო ხო არ გავიწყდება და შენ რჩევას მე მეკითხები? გაიკრიჭა უტა და იდაყვებზე წამოიწია.
-ოო დავაი რა... გამეცინა მეც და აქამდე ხელში შერჩენილი პირსახოცი ვესროლე.. -ჰოდა დავურეკავ ახლა ირაკლის, აქაც გახსნა თავისი საიუველირო მაღაზიის ფილიალი და შევურჩევ ყველაზე ნაზ და ლამაზ ბეჭედს, რომ მომენტალურად დამთანხმდეს.. გავიჯგიმე მე და მანქანის გასაღები შევათამაშე ხელში.
-შენ სულ მავთულისგან რომ დაუგრიხო ბეჭედი, მაინც გამოგყვება.. ჩაილაპარაკა უტამ ღიმილით და თვალი ჩამიკრა.. ტანში თბილმა ტალღამ დამიარა...
-მთლად მავთულიც არ გვინდა ახლა... გამეცინა მე , საღამოს წახვალთ ხო??
-ხო, როგორც კი შენ და ბარბარე გახვალთ, ჩვენც მაგ დროს გამოვალთ რა..
-კაი მაშინ, წავედი მე და სადილზე რომ ჩახვალ მოაგვარე, უთხარი, რომ საქმეზე გავედი, ან რავი რაც გინდა რა... მივაძახე და გასასვლელისკენ წავედი, მაგრამ როგორც კი კართან მივედი, გავჩერდი და ისევ უტასკენ შევბრუნდი. -ისე, მართამ თქვა, რომ არც მას უყვარს დიდი ბეჭდები და მისი ნიშნობის ბეჭედიც ძალიან ძალიან სადა და უბრალო უნდა იყოს. უტას წამიერად თვალები აენთო სიხარულით, ოდნავ ჩაეღიმა, მაგრამ რა თქმა უნდა არ შეიმჩნია.
-ვიცი ვიცი... და დავაი ახლა აქედან გამასწარი. გაეცინა მიქელაძეს და საწოლზე გაიშხლართა.. მეც ჩამეღიმა და გარეთ გავვარდი. ბეჭდის ასარჩევად დიდი დრო არ დამიხარჯავს... ირაკლიმ განსაკუთრებული სამკაულები დამათვალიერებინა, რომლებიც თითო ეგზემპლარი ჰქონდათ მხოლოდ დამზადებული და მსგავსი სხვა არ იყო... მაშინვე თვალში მომხვდა პაწაწინა თეთრი ოქროს ბეჭედი... ისეთი სადა იყო, ისეთი უბრალო, მაგრამ ისეთი მშვენიერი, წამით დავმუნჯდი, მაგრამ მშვენიერება ხომ ზუსტად უბრალოებაშია. ყველანაირი ზედმეტი გაფორმებების გარეშე იყო... საშუალო ზომის თეთრი ბრილიანტი კი ამაყად წამოჭიმულიყო ბეჭდის ცენტრში და თავს იწონებდა... სხვა აღარაფრისთვის შემიხედავს... შავი ხავერდის ყუთში ჩავადებინე და უკვე არჩეული კაფისკენ გავწიე....დაახლოებით ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი.... ცივილიზაციისგან შორს ერთადერთ ღია კაფეს მივადექი. თეთრი ფარდებით იყო ყველაფერი მორთული და პატარა ნათურებით... გარშემო ძალიან დაბალი მაგიდები იდგა და პუფები ეყარა... იმდენად მოშორებით იყო ადგილი ცივილიზაციისან, რომ შემთხვევითი გამვლელებიც კი არ ჭაჭანებდნენ არსად. კაფე პირდაპირ ზღვის სანაპიროზე იყო , ტალღები მუსიკის ხმად ისმოდა, მათი ბრიზი კი ფარატინა , თეთრ ფარდებს მსუბუქად არხევდა და სასწაულ იერს სძენდა ყველაფერს... უამრავი სანთელი ვიყიდე და მომსახურე პერსონალის დახმარებით მოვაწყვე იქაურობა, შემდეგ კი მაგიდის ორ კაცზე გაწყობა დავავალე და ვუთხარი , რომ დაახლოებით 10 საათისთვის ვიქნებოდი... ამ გადარბენაზე ყოფნაში, ისე მოვიდა 8 საათი, ვერც შევამჩნიე... სასტუმროში მივედი, გოგოებს შევუვარდი ოთახში, ბარბარეს მივაძახე, რომ 10სკენ მზად ყოფილიყო და პასუხს არ დავლოდებივარ, ისე გამოვვარდი უკან. ცოტახანს ბიჭებს ვესაუბრე, რომ როგორმე ნერვიულობა დამეფარა, მაგრამ მაინც შემატყვეს და კარგადაც დამცინეს... სააბაზანოს შევაფარე თავი. ძლივს გამოვედი.. ტილოს ხორცისფერი, თავისუფალი შარვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი, რომელიც იდაყვებამდე გადავიკეცე და გულზეც რამდენიმე ღილი შევიხსენი, რომ თავისუფლად მესუნთა. ბიჭებს გადავხევიე, მათაც წარმატებები მისურვეს და ნერვიულად გავეშურე მანქანისკენ. როგორც კი ქვევით ჩავედი, ბარბარეს მივწერე, რომ ჩამოსულიყო და მის მოლოდინში, მაქანის კარს მივეყრდენი... დაახლოებით 5 წუთში დავინახე, როგორ მოფარფატებდა ანგელოზი ჩემკენ.. ატმისფერი შიფონის სარაფანი ეცვა დაბალძირიან სანდლებთან... რუჯი მოჰკიდებოდა და ისე უხდებოდა, ლაპარაკის უნარი წამერვა, თმა უბრალოდ ჩამოეშალა და არანარი მაკიაჟი და სამკაული არ ეკეთა, გარდა აბრჭყვიალებული თვალებისა და მომაჯადოვებელი ღიმილისა...
-ღმერთო ჩემო... აღმომხდა გაშტერებულს და ვერც კი მოვიფიქრე, რომ მანქანის კარი გამეღო. ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი.
-რა სულელი ხარ... გაეცინა ბაბის და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე, რამაც ჩემი გულისფეთქვა უფრო გააძლიერა, რის ვაი-ვაგლახით გამოვუღე მაქანის კარი, რომ დამჯდარიყო. ისიც ღიმილით მოკალათდა თავის ადგილზე და ღვედი შეიკრა. ისე მივედით ადგილამდე, ხმა არ ამოგვიღია... არასდროს დამავიწყდება ბარბარეს გაფართოებული და ბედნიერი თვალები, როცა კაფეში შევიდა იქაურობა მოათვალიერა, მართლაც ულამაზესი გამოვიდა , თან მთვარის შუქზე... მოციმციმე სანთლები, პატარა ნათურები, რომლებიც გარშემო შემოეხვიათ, თეთრი ფარდები, ბარბარეს კაბასთან ერთად ბრიზზე მოცეკვავე და შუაში ორ კაცზე გაწყობილი მაგიდა.
-ეს... ეს....... არ ვიცი რა ვთქვა.. თვალები აემღვრა ბარბარეს და ჩემკენ შემობრუნდა.
-არაფერი, არაფერი არ თქვა ბაბი....გავუღიმე მე, წელზე ხელი შემოვხვიე და მაგიდასთან მივიყვანე.. სკამი გამოვუწიე, ისიც გაოგნებული მოკალათდა და მზერას არ მაშორებდა. ცოტა შამპანური დავლიეთ, საუბარი კი გვიჭირდა.. სანამ Max Leonidas – Mexique არ ჩაირთო... ისე მესიამოვნა და ისე მოუხდა ეს მუსიკა იმ გარემოს... გამეღიმა და ბარბარე საცეკვაოდ გავიწვიე, ისიც ღიმილით დამთანხმდა. კისერზე ხელები შემომხვია, მე კი წელზე მოვხვიე და მთელი ძალით მივიზიდე ჩემკენ... თავი გულზე დამადო, მე კი მის თმაში ჩავმალე სახე... ნელა ავყევით მუსიკის ნაზ მელოდიას და ბარბაარეს კაბისფერ ოცნებებში გადავეშვით.
-ბაბიი.. გესმის ჩემი გულისცემა?? ვკითხე ხმისკანკალით.
-კი..დაიჩურჩულა მანაც ხმაჩამწყდარმა...
-შენს გამო მიცემს ასე და მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასე ხდებოდეს... მინდა, რომ ყოველთვისშეძლო ჩემიგულის ცემის მოსმენა, მინდა, რომ ყოველდილით შენთან ჩახუტებულს გამეღვიძოს, ისე , როგორც დღეს დილას, მინდა რომ სულ ისე მეძებდე თვალებით, როგორც დღეს მეძებდი ზღვაზე... მინდა, რომ მაშინ ჩაგეხუტო და გაკოცო, როცა მომინდება... მინდა.... შენ მინდიხარ.... მიყვარხარ... მჭირდები... სულ მაკლიხარ....
-მეც მინდა, რომ სულ ჩემთან იყო, ყოველდილით გიყურო, მეც მიყვარხარ... დაიჩურჩულა ბარბარემ და ამღვრეული თვალებით მომაშტერდა.
-ჰოდა მაშინ გამომყევი ცოლად ბარბარე, გამომყევი, რომ ავინაზღაუროთ ამდენი დაკარგული წამი, წუთი, დღე... გამომყევი, რომ ჩვენს სიყვარულს ფრთები შევასხა ... ჯიბიდან შავი ხავერდის ყუთი ამოვიღე, მუხლზე დავუჩოქე და ისე გავხსენი, თვალი არ მომიშორებია მისი მზერისთვის... გაოცება სიხარულმა შეცვალა, სიხარული ცრემლებმა... ოდნავ გამეღიმა მისი სახის დანახვისას.. ვიცოდი, ვიცოდი რომ დამთანხმდებოდა, მაგრამ პასუხის მოლოდინში მაინც ისე დავიძაბე, სუნთქვაც კი დამავიწყდა.
-თანახმა ვარ მათე... ამოიტირა ბარბარემ და ხელიგულებით მოიწმინდა ცრემლები.... ამჯერად სიხარულით გამიჩერდა გული. ფეხზე წამოვვარდი, ბარბარე ჰაერში დავატრიალე და გიჟივით დავეძგერე ტუჩებზე.... მისმა კისკისმა მეც გამაცინა.... ბეჭედი თითზე მოვარგე და კიდევ ერთხელ ვაკოცე... ნაზად... ისევე ჰაეროვნად, როგორიც იმ წამს თვითონ ბარბარე იყო... ღია ატმისფერი....................





უტა
-აუუ ნეტა რას შვებიან მათე და ბაბი?? უტა? ჩემი აზრით ხელი უნდა სთხოვოს, შენ რას ფიქრობ ჰა?? აუ მითხარი რა... მანქანაში ჩაჯდა მართა და ღვედი გაიკეთა.
-როგორი მიხვედრილი გოგო ხარ, გაოცებული ვარ პირდაპირ რა ... გამეცინა მე და მანქანა ადგილიდან დავძარი. -მართალი ხარ, ხელი უნდა სთხოვოს..
-შენ როგორ ხარ მერე? მომაშტერდა მართა და თავისი დიდი, მწვანე თვალები მომანათა.
-მე? მე რატომ მეკითხები? აშკარა დაბნეულობა ვერ დავმალე.
-ერთადერთი დაა ბარბარე შენი და მათე საუკეთესო ძმაკაცი, ბუნებრივია, რომ უნდა ღელავდე და რაღაც გაწუხებდეს. ჩაილაპარაკა მან და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან. ყოველთვის მაკვირვებდა მართას მგრძნობიარე ხასიათი, ამჯერადაც მოახერხა ჩემი გაოცება, გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, გული ამიჩქარდა და რომ არა მართას დაყვირება, ალბათ ხესაც შევეჯახებოდით. არავის აზრადაც არ მოსვლია მანამდე, რომ ჩემი სიცილის მიუხედავად შეიძლებოდა, მეც ვყოფილიყავი დაძაბული და აფორიაქებული, მხოლოდ მართამ შენიშნა.... მხოლოდ ის მიცნობდა ყველაზე კარგად... ჯერ ისევ მოტიტინეს მარჯვენა ხელი ჩავკიდე და მის თითებში ავხლართე... გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს...
-მიხარია მართა მათი ამბავი.. ძალიან მიხარია... ჩავილაპარე ხმაჩახლეჩილმა და მის პატარა ხელს ვაკოცე... მალევე ჩაეძინა, მე კი ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან... -მხოლოდ გარეგნულად შეიცვალე ოდნავ , ისევ ის სკვინჩა ხარ... გამეცინა და კიდევ ერთხელ ვაკოცე ხელზე... ფიქრებში წასული, ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა... და მართაც გააღვიძა.
-ალო.. ვუპასუხე მას შემდეგ, რაც მისი ხელი კვლავ მის მუხლზე დავაბრუნე და ტელეფონი ავიღე.
-ბატონო უტა.... ხმა წაერთვა ნინოს..
-ჰო ნინო, რა მოხდა? ვგრძნობდი, როგორ მიპყრობდა უსიამოვნო შეგრძნება ნელ-ნელა.
-იცით... დღეს თოკოს გული წაუვიდა , საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ანალიზები გავუკეთეთ. მხოლოდ ახლა მოვიდა პასუხი და აღმოჩნდა, რომ ლევკემია აქვს... გონებაში თითქოს ზარების რეკვა დაიწყეს, ისე ამტკივდა მომენტალურად თავი, მეგონა გამისკდებოდა, მანქანა გზიდან გადავიყვანე და შევეცადე თავი ხელში ამეყვანა.
-ნინო, დაწყნარდი და მითხარი, კიდევ რა თქვა ექიმმა?
-თქვა, რომ კარგ დროს მივიყვანეთ, ავადმყოფობას ჯერ კიდევ არ გაუდგამს ფეესვები ბიჭის ორგანიზმში და ოპერაციით და მკურნალობით შეიძლება გადარჩესო... ბოლო სიტყვებმა სააერთოდ გამანადგურეს.. -შეიძლება გადარჩეს.... მიმეორებდა თავში და ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი აზროვნების უნარს.
-ნინო, ახლავე მოვდივარ, რომელ საავადმყოფოში ხართ მესიჯად მომწერეთ და რამდენიმე საათში მანდ ვარ. მივაყარე მე და პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავუთიშე. გულის რევის არანომალური შეგრძნება მქონდა, მანქანის კარი გამოვაღე და გიჟივით გადავვაარდი გარეთ... საღამოს ნიავმა ცოტა აზრზე მომიყვანა...
-წყალი გინდა??? ჩემს გვერდით ჩაიმუხლა მართაც, რომელიც შეშინებული თვალებით მიყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა.
-კი, მადლობა მართა... წყლის ბოთლი გამოვართვი და ბოლომდე ჩავცალე.
-შეიძლება გკითხო რა მოხდა? ასეთს რომ ვხედავდი გული მიკვდებოდა, ზოგადად ლაპარაკობდა როცა უნდოდა და რასაც უნდოდა, მაგრამ ალბათ ჩემმა მსგავს მდგომარეობასი ყოფნამ დააბნია.
-გახსოვს რომ გითხარი შენი ოცნება ავახდინე, მერე კი მივისაკუთრეთქო? ადრე გკითხე, რაზე ოცნებობდი , შენ კი მიპასუხე, რომ ძალიან დიდი სახლი გინდოდა, რომ ყველა მსურველი ბავშვი შეგეფარებინა, ვისაც შიოდა, წყუროდა, სციოდა და უბრალოდ ჩახუტება უნდოდა... მაგრამ არ გინდოდა, რომ „მიტოვებულ ბავშვთა სახლი“ ან რამე მსგავსი სახელი ჰქონოდა შენობას, უბრალოდ დიდი სახლი გინდოდა, სადაც იცხოვრებდნენ და არ იარსებებდნენ, სადაც გარშემომყოფებს ოჯახისწევრებად აღიქვამდნენ და არა დესპოტ მომვლელებად, სადაც დაბრუნება გაუხარდებოდათ და სრული თავისუფლება ექნებოდათ... დიდი სახლი გინდოდა, ბევრი ბავშვისთვის... ჰოდა მეც ვიყიდე უზარმაზარი სახლი და ზუსტად ის დანიშნულება მივეცი, რაც შენ გინდოდა... თითოეული ბავშვი, რომელიც იქ ცხოვრობს დიდი ოჯახის პატარა წევრია... თითოეული შვილივით მიყვარს... ხომ მითხარი იპოვნი ახალ გატაცებასო, ჰოდა მეც ვიპოვნე, ფეხბურთს ვასწავლი ბიჭებს, ზღაპრებს ვუკითხავ, მეცადინეობაში ვეხმარები და მათი დახმარებით ახალ ბავშვებს ვპოულობ, რომლებსაც ვჭირდები... მათ მე ვასწავლი რაღაცებს, ისინი კი ცხოვრებას მასწავლიან და მაბედნიერებენ... მინდოდა სიურპრიზად დამეტოვებინა და შენი თვალით გენახა ის საოცარი გარემო... მაგრამ.......... თორნიკე 5 თვეა უკვე ჩვენთან ცხოვრობს. 8 წლისაა, მშობლები დაეღუპნენ, ახლობლემა კი არ ისურვეს მისი მოვლა, ამიტომ თავისი ფეხით მოვიდა ჩვენთან და მას შემდეგ გვერდიდან არ გვშორდება. იცი რა საყვარელია, ნიჭიერი, კეთილი, თბილი... შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს , ისე შეგაყვაროს თავი. ახლა კი მირეკავენ და მეუბნებიან , რომ ლევკემია აქვს და შეიძლება ვერ გადარჩეს.......... ხმა ამიკანლალდა, იქვე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.. მართამ ხელები შემომხვია და ისე ჩამიხუტა, როგორც დედა იხუტებს ხოლმე სატირლად გამზადებულ პატარა ბავშვს... თმაზე მეფეროდა და მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... ნახევარი საათი მაინც ვისხდებოდით ასე, შემდეგ კი სკვინჩა ფეხზე წამოხტა.
-რას ჩამოგტირის ბიჭო სახე??? რაღაც გეგმა მაქვს... თვალებში ეშმაკები აუბრწყინდნენ და მეც ჩემდაუნებურად იმედისნაპერწკალი გამიჩნდა.
-მართა , რა ხდება? ჩავეკითხე ცნობისმოყვარედ, მააგრამ მას პასუხისთვის არ ეცალა, მანქანაში შერგო თავი და იქიდან ტელეფონით ხელში გადმოვიდა. -მართა, რა ხდება აღარ მეტყვი?? მოთმინება დავკარგე მე, მაგრამ მან ხელი ამიქნია გაჩუმების ნიშნად და სწრაფად დარეკა სადღაც...
-hey mat….how are you?
-........
-....I'm fine, thank you.
-..........
-I know and I'm sorry, but I have no time... Listento me, I want to ask you something.
-............ მართა ხანდახან გამამხნევებლად მიღიმოდა ხოლმე, მე კი ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ ვპოულობდი, მივხვდი, რომ ინგლისში გადარეკა და მისი პასუხის მოლოდინში გავირინდე.
-My relative has leukemia and can you help me?
-.....
-He is 8 years old.
-....
-No, he is a boy. Tornike.
-....
-We do not know anything yet,Tomorrow I will send the test results and see for yourself.
-.....
-ოკ. Thank .you very much...
-..........
-yes, I can! In short, I'll call you tomorrow, bye.... მართამ ტელეფონი გათიშა და როცა ჩემი შეშინებული თვალები დაინახა გაეცინა. -ნუ ნერვიულობ, მეთი ჩემი ჯგუფელის ძმაა, მაღალი სიცხე მქონდა რამდენიმე დღე და ელენმა თავის ძმასთან გამაქცია ექიმია გიშველისო, და აღმოჩნდა, რომ ონკოლოგია, მე კი მიშველა, მაგრამ ახლაც დაგვცინის, უბრალო სურდოზე ონკოლოგს აწუხებთო. ლონდონში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და არასდროს აქვს თავისუფალი დრო, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მოიცლის. ასე რომ არაფერზე ინაღვლო, ინგლისში გავუშვებთ და ძალიან მალე დაგვიბრუნდება შინ ჯანმრთელი და ბედნიერი. გამიღიმა მართამ და გამამხნევებლად თვალი ჩამიკრა, მეც მაშინვე ხასიათზე მოვედი და მისი განმწარება დავიწყე.
-და რატომ გამონახავს შენთვის ბატონი მეთი ყოველთვის დროს? ხომ არ მოსწონხარ ჰა??
-კიიი.... თან ძალიან... ოღოონდ თავისი 7 წლის ბიჭისთვის, მეუბნება დაელოდე , რომ გაიზრდება და ცოლად გაყევიო. გაეცინა მართას და „ვაი რა გეშველებაას“ გამომეტყველებით გადააქნია თავი.
-უიი... მე პატარა მეგონა.. ჩავილაპარაკე წაგებულმა .
-ნუ 47 წლისაა და რავი... ევროპაში მაგ ასაკში იწყებენ სიცოცხლეს... ისევ გაეცინა მართას. -გასაღები სადაა?? საჭესთან მე დავჯდები, შენ განერვიულებული ხარ და ჯობს, დაისვენო. მიაყარა სულმოუთქმელად და სანამ პასუხს გავცემდი საჭესთან დასკუპდა. მეც ხმა აღარ ამომიღია, მის გვერდით დავიკავე ადგილი და თვალები მივლულე. კარგა ღრმადაც მოვასწარი გამოძინება. თბილისში შევდიოდით, რომ გამეღვიძა. სკვინჩას ფანჯრები ჰქონდა ჩაწეული და ხაარბად სუნთქავდა მონატრებული დედაქალაქის ჰაერს... დილის 6 საათზე უკვე საავადმყოფოში ვიყავით. თოკოს კი ეძინა. მაშინვე ექიმთან შევედით და მისი ანალიზები ვთხოვეთ, რომელიც მეთს გადავუგზავნეთ. რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ კი დაგვირეკა და გვახარა, რომ არ იყო საგანგაშო არაფერი, ავადმყოფბა ადრინდელ სტადიაშივე ყოფილა აღმოჩენილი და ადვილად შეიძლებოდა მისი განკურნება, მითუმეტეს, რომ დონორი უკვე ჰყავდათ... ამიტომ ბავშვის გაგზავნა აღარ უნდა გადაგვედო და საღამოსვე უნდა გაგვეგზავნა ინგლისში. სადაც მეთი და ელენი მიხედავდნენ, ჩვენ კი მოვაგვარებდით რაღაც საქმეებს და რამდენიმე დღეში წავიდოდით ინნგლისში. ვიგრძენი, როგორ მომეშვა გულზე... როცა მართამ ტელეფონი გათიშა, ახლოს მივედი და ისე ჩავეხუტე, ვეღარ სუნთქავდა.
-ეეე გავიგუდე ცხოველო.. ამოიხავლა საცოდავად და მეც მაშინვე გავუშვი ხელი... მადლიერმა გავუღიმე. მან კი მხოლოდ მოწყვეტით მაკოცა ლოყაზე და სანამ რამეს ვეტყოდი თოკოს პალატის კარი გააღო.
-დილამშვიდობის თორნიკე... მიუახლოვდა ღიმილით.
-გამარჯობა.. თქვენ? რაღაცის კითხვა დააპირა მისუსტებულმა თოკომ, მაგრამ როგორც კი დამინახა ფეხზე წამოხტა და ზედ ამეკრა. -უტააა........ ჩამოხვედი??? არ მჯერა რომ აქ ხარ... უტაა ბოდიში რა, განერვიულე ხო??? ვეღარ წყნარდებოდა ბავშვი.და უფრო მაგრად მეკროდა ტანზე.
-ჭინკა, აი ხომ გეუბნებოდი კარგად უნდა ჭამოთქო, მაგიტომ გახდი ცუდად.. ამის მერე აღარ დაგინახო საჭმელიდ ატოვო გასაგებია?! გაბრაზებული სახე მივიღე.
-გასაგებია ბოს.. გაიჯგიმა წელში და პირობა დადო. -შენ მართა ხარ? მიუბრუნდა ამირეჯიბს, რომელიც აქამდე ღიმილით ადევნებდა ჩვენს საუბარს თვალს.
-კი, შენ საიდან იცი?? გაუკვირდა მართას.
-უტაა.... მართლა ისეთი ლამაზია, როგორსაც ამბობდი.. გადმომლაპარაკა მე და დავინახე როგორ გადაურბინა მართას სახეზე ბედნიერმა ღიმილმა და როგორ გაუბრწყინდა თვალები. შემდეგ კი მართასთან მიირბინა, სკამზე აბობღდა, რომ სიმაღლეში გათანაბრებოდა და ისე დდააკვირდა თვალებში... რამდენიმე წუთი გაშტერებული და დაფიქრებული მისჩერებოდა, მაგრამ მართას გაეცინა. -უტაა... აბა მის თვალებში ვიკარგებიო? აბა როგორ იკარგები? ვერ ვიგებ, ვუყურებ და ისევ აქ ვარ და როგორ უნდა დავიკარგო??? უფრო შეჭმუხნა წარბები თოკომ. მართას სიცილი აუტყდა მე კი პირზე ავაფფარე ხელი და ძირს ჩამოვსვი.
-შე ყალთაბანდო, ყველაფერი კი არ უნდა თქვა რასაც გეუბნებოდი.
-კიდევ რას გეუბნებოდა თოკო ეს ვაჟბატონი ჩემზე?? მასთან დაიხარა მართა და გამომწვევად შემომხედა..
-რომ უყვარხარ.... ამოიხავლა თოკომ საცოდავად, ჩემი თითებისგან რომ გაითავისფლა სახე. მართას ღიმილი გაოცებამ შეცვალა. წელშიც ვეღარ გაიშალა, იდგა მოხრილი , უსასრულობისთვის გაეშტერებინა თვალი და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.
-რა დაემართა უტა? შარვალზე ჩამომქაჩა თორნიკემ და შეშინებული თვალებით გამომხედა.
-შოკშია. გამეცინა მე და მართა წამოვაყენე. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში სიტყვა აღარ დაუძრავს, საღამოს კი თოკო გავაცილეთ ინგლისში და ისევ ბათუმში გადავწყვიტეთ წასვლა, რადგანაც ზედმეტად ჩქარობდნენ ჩემი და და ძმაკაცი ოჯახის შექმნას, ამიტომ ორ დღეში გადაწყვიტეს დაქორწინება, იმ კაფეში, სადაც მათემ ბარბარეს ხელი სთხოვა. მხოლოდ ჩვენ ექვსნი ვიქნებოდით... ზედმეტი ხალხის და გაფორმებების გარეშე. დედაჩემი და მათეს მშობლებიც კი არ ჩამოდიოდნენ, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმეთ,რომ თბილისში დარჩენილიყვნენ და ერთად წასულიყვნენ სადმე , უნეფე-პატარძლო ქორწილი მოეწყოთ, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდებს გვინდოდა გართობა. ისინიც დიდი ბუზღუნის შემდეგ დაგვთანხმდნენ და ჩვენც დამშვიდებული სინდისით წავედით ისევ ბათუმისკენ.
-რა უცებ ვბრუნდებით ბათუმში... წესიერად ვერაფერი ვერ მოვასწარით რაა.. მაგრამ კარგია, შენი დის და მათეს ქორწილს დავესწრებით და მერე მშვიდად წავალთ ინგლისში. არ ჩუმდებოდა მართა.
-სკვინჩაა... გადავხედე მას და მანქანა გზიდან გადავიყვანე.
-ჰოო.... ფიქრებიდან აშკარად მე დავაბრუნე.
-წეღან რაც თორნიკემ თქვა....
-ჰოო ვიცი , ვიცი, უბრალოდ ბავშვია და არ იცოდა რას ლაპარაკობდა. არ დამაცადა სიტყვის დამთავრება მართამ.
-დამაცადო იქნებ ორი წუთი და თან ბავშვები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ.
-ანუ რა გინდა თქვა, რომ... ენა დაება მართას.
-ჰო მართა ჰოო... მინდა ვთქვა , რომ მიყვარხარ... ხომ ისედაც გრძნობდი?! ხომ იცოდი??? სიგიჟემდე, არანორმალურად მიყვარხარ... გამეცინა მე და მისი პატარა სახე ხელებში მოვიქციე...
-ანუ.. შენ მე....
-ვაიმეე.... რაღამდენჯერ გითხრა გოგო??? რამ გაგაოგნა ეგრე? მიყვარხარ მართა... სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ვუთხარი და ჯერ ისევ გაოცებულს გიჟივით დავწვდი ტუჩებზე... ვკოცნიდი მთელი გრძნობით და ემოციით. მართა თავიდან ადგილზე იყო გაშეშებული, მაგრამ შემდეგ მოდუნდა, კისერზე შემომხვია ხელები და თვითონა ამყვა...




მართა
ბათუმში გამთენიისას ჩავედით. ჯერ ისევ არ მქონდა გაანალიზებული უტას სიტყვები, არ ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ ვგრძნობდი მის სიყვარულს.... თუმცა სიტყვებით წარმოთქმას სულ სხვა ეფექტი ჰქონია... გზაშიბევრი არ გვილაპარაკია, წინა ღამის უძილოს მალევე ჩამეძინა და უტამ ბათუმში გამაღვიძა.
-არა ,რამ დაგაგიჟათ ჰა? რა ქორწილი აგიტყდათ ერთ დღეში?ოთახში შევვარდი გოგოებთან და საწოლზე გავიშხლართე ბარბარეს გვერდით.. რომელმაც ძლივს გაახილა თვალები.
-აუ რავი მართა... გადადება რაღა საჭირო იყო რა.. ჰოდა...
-ჰოო... ახლა დაკარგული დრო უნდა აინაზღაურონ გვრიტებმა. საწოლიდან თავი წამოყო კატომაც და უკვე გამოფხიზლებული ბაბის ბალიშიც მოხვდა თავში. მე კი გემრიელად გამეცინა.
-დაა თქვენ როგორ ჩამოხვედით ასე სწრაფად? არგითხარით, რომ საღამოს ვაპირებდით? დაგესვენათ ცოტა და მერე წამოსულიყავით. რა მოგარბენინებდათ შუაღამით. ჩვენ შეგნებულად არ მოვუყევით თოკოს ამბავი არავის,რომ დღევანდელი დღე არ ჩაშხამებოდათ... რამდენიმე დღით დამალვა ვარჩიეთ და სხვა მიზეზი მოვიფიქრე წამში.
-შენ კი გადაირიე თავი ქორწილი არ იქნებაო, მაგრამ არაც იოცნებო, რომ საქორწინო კაბის გარეშე მიგათხოვებ მათეს. ასე რომ ჩამოვედი შენს დასახმარებლად, საღამომდე გავივლით და მაინც მივაგნებთ საჭირო კაბას, კი დავაპირე თბილისიდანწამოღება, მაგრამ მინდოდა შენ თვითონ აგერჩია და აქ გავიაროთ, საკმაოდ ბევრი კარგი მაღაზიაა და ავარჩევთ რამეს.. ჩემი გეგმა გავაცანი გოგოებს და დიდი ბუზღუნის შემდეგ დავითანხმეთ კიდეც ბარბარე, მაგრამ იმ პირობით , რომ ყველაზე სადა და უბრალო კაბას შევარჩევდით. -ჯვრის დაწერას არ აპირებთ? ვკითხე მას შემდეგ, რაც ძლივს მოწესრიგებულები გარეთ გავედით კაბისასარჩევად.
-კი, მაგრამ თბილისში. სადაც მე და მათე ერთად დავდიოდით ხოლმე. აქ მხოლოდ ხელს მოვაწერთ რა... გამიღიმა ბაბიმ.
-აჰააა... გასაგებია... ჩავილაპარაკე მე და პირველივე მაღაზიაში შევაბოტე.... მიუხედავად იმისა, რომ უბრალო , სადა კაბას ვეძებდით, საკმაოდ გაგვიჭირდა. დაახლოებით საღამოს 6 საათამდე ვიხეტიალეთ და უკვე ფარხმალი დავყარეთ, როცა ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით და ულამაზესი, სპილოსძვლისფერი კაბა არ დავინახეთ. მაშინვე შევაგდეთ ბაბი მოსასინჯად და რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, როცა უკვე კაბაში გამოწყობილი დავინახეთ. კაბას ზურგი საერთოდ არ ჰქონდა, ორი უწვრილესი ბრეტელი იმაგრებდა მოშიშვლებულ გულს... მთლიანად დავარდნილ კაბას, შიფონი მეტ ჰაეროვნებას აძლევდა... ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ფარატინა, თან ისეთი სექსუალური... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მშვენიერება უბრალოებაში იყო... საუკეთესო სამკაული კი მისი გაბრწყინებული თვალები, რომელიც მანამდე არასდროს არ მენახა მსგავსად მოელვარე... ისე გადავიხადეთ კაბის ფული ბარბარეს პასუხსაც არ დავლოდებივართ. სულ კისრისტეხვით გავვარდით სასტუმრომდე, რადგან ბოლო მაღაზიაში საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ. დავგეგმეთ, რომ ბიჭები პირდაპირ დათქმულ ადგილას დაგვხვდებოდნენ, გოგონები კი ერთად უნდა წავსულიყავით მათეს მანქანით. ამიტომ მათი მომაბეზრებელი ზარებისგან „სად ხართ აქამდე“ თავისუფლები ვიყავით... თუმცა ჯობდა, დაერეკათ და დავეჩქარებინეთ, რომ მსგავსად არ გვეჩქარა. ჯერ ბარბარე შევაგდეთ სააბაზანოში. მე და კატომ კი ჩემი ნომრის აბაზანით ვისარგებლეთ. ბოლოს რათქმაუნდა მე შემოვრჩი. ხალათიანები შევუცვივდით პატარძალს და მისი მორთვა დავიწყეთ . მინიმალური მაკიაჟი დავადეთ. სამკაულად მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. თმა გვერდზე ჩავუწანით და შიგ თეთრი ორქიდეებიც ჩავაყოლეთ. კაბა მოვარგეთ და თეთრი ორქიდეებისვე თაიგული დავაჭერინეთ ხელში. დაახლოებით 10 წუთი სარგადაყლაპულებივით ვიდექით მე და კატო და პირღიები შევცქეროდით მომაჯადოვებელ ბარბარეს. შემდეგ კი ჩვენც დავიწყეთ ჩაცმა. კატომ სექსუალური სტილი აირჩია. წითელი, წელში გამოყვანილი მოკლე კაბა და შავი, ღია ფეხსაცმელი აირჩია მაღალქუსლზე. მკვეთრ მაკიაჟთან და მაღლა აწეულ თმასთან ერთად. აი მე კი ბუნებრივი სტილი ვარჩიე, მაქსიმალურად გრძელი ძალიან ღია ცისფერი ფარატინა სარაფანი ავარჩიე, რომელსაც ბაბის კაბის მსგავსად ზურგი ჰქონდა ამოღებული, ფეხზე კი დავბალძირიანი სანდლები ჩავიცვი, თმა უბრალოდ გავიშალე და გვერდზე გადავიყარე... არანაირი მაკიაჟი და არანაირი სამკაული... სარკეში ჩემი თავი ღიმილით შევათვალიერე და ისევ გოგოებთან გავვარდი... დაახლოებით 11ის 20 წუთი იქნებოდა კაფესთან რომ მივაღწიეთ.... ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, გული შემეკუმშა. გარეგანათება მთლიანად გაეთიშათ. მხოლოდ კაფის პაწაწინა ნათურები, სანთლები და სავსე მთვარის შუქი ანათებდა იქაურობას... ბიჭები ერთმანეთის გვერდითიდგნენ და მოუთმენლად ელოდნენ პატარაძლის გამოჩენას... წინ კატო წავიდა... ნელა გაუყვა ვარდისფურცლებით და სანთლებით გაკეთებულ ბილიკს.... გაბრიელმა კი თბილი ღიმილით მიაცილა დანიშნულების ადგილამდე. ჩემი ჯერი დადგა. ისე ვღელავდი, თითქოს მე ვიყავი პატარძალი. მომღიმარ უტას გავუშტერე თვალი. ჩემი ფერის პერანგი ეცვა, იდაყვებამდე აკეცილი, რამდენიმე ღილი ტრადიციულად შეხსნილი ჰქონდა გულზე, ისე უხდებოდა რუჯზე, კინაღამ გავგიჟდი. -ჩემი შოკოლადის ბიჭი.... ავიფიქრე და ძალიან შევიკავე თავი, რომ კისერზე არ ჩამოვკიდებულიყავი იქვე. ისედაც მთელი დღე თავს ვარიდებდი გოგოების კითხვებს.. ძლივს მოვწყვიტე მის მომაჯადოვებელ ღიმილს მზერა დაჩემი ადგილი დავიკავე.. პატარძლის ჯერიც დადგა.. ნელა მოუყვებოდა ლოყებშეფაკლული, ბილიკს.. მათეს კი ისეთი გაბრწყინებული თვალები ჰქონდა, რომ არემარეს ანათებდა.. სიხარულის ცრემლებით ჩაიარა ქორწინების წერემონიამ... შემდეგ კი იყო ბევრი ცეკვა, ჩემი დაკვრა, კატოს სიმღერა... ბავშვების შეძახილები და ბოლოს წვიმა... ზაფხულის შხაპუნა, თბილი წვიმა, რომელმაც ყველა სანთელი ჩააქრო და იძულებული გაგვხადა , რომ დავშლილიყავით. მათემ სულ სიცილ-სიცილით მიაფრიალა ბარბარე მანქანამდე და კვარიათში წაიყვანა კერძო სახლში, რომელიც ერთი კვირით იქირავა. კატო და გაბრიელი სსასტუმროში წავიდნენ, ისეთი ბედნიერები იყვნენ, ეჭვი მაქვს, მალე ერთი ქორწლის მომსწწრე კიდევ გავხდებოდი... მე კი უტას მანქანაში ჩავჯექი მთლიანად გალუმპული და დაველოდე, როდის მომიკდებოდა გვერდით, მაგრამ ის ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე... მალე დაასრულა და მანქანაც დაძრა, თუმცა სასტუმროს საპირისპირო მხარეს.
-სად მივდივართ? ვკითხე უტას და უკან მივიხედე.
-ნუ ფართხალებ. ლამაზ ადგილას წაგიყვან და თუ არ მოგეწონა, უკან დაგაბრუნებ. მიპასუხა უტამ ღიმილით და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.. -ძალიან ლამაზი იყავი მართა დღეს.. მითხრა რაღაცნაირად ხმაშეცვლილმა და ვიგრძენი როგორ მომცელა.
-გმადლობთ... იმდენად ხმადაბლა ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვარ, გაიგო თუ არა... -უტაა.... დავიწყე ხმააკანკალებულმა საუბარი.
-ბატონო?
-უტა, ასე ვეღარ გავაგრძელებთ რაა... აღარ შემიძლია ასეთი ურთიერთოობა.. ჩავილაპარაკე ისევ ხმადაბლა. მიქელაძემ კი ისე სწრაფად დაამუხრუჭა, მიკვირს, საქარე მინა რომ არ გავიტანე თავით.
-რას გულისმობ? შემომიბრუნდა გამწარებული თვალებით.
-იმას, რომ მე ვერ ვიტან, მეზიზღება, როცა ჩემზე ამხელა გავლენა გაქვს, მეზიზღება, რომ ყოველ შენს შეხებაზე მბურძგლავს, მეზიზღება, რომ ყოველ შენს კოცნაზე თვალები მელულება, მეზიზღება, რომ შენთან ასე სუსტად ვგრძნობ თავს... უფრო სწორად, რომ ასე დაცულად ვგრძნობ თავს, ზოგადად ძლიერი ადამიანი ვარ და იცი ეგ შენ, მაგრამ შენთან... ემოციებს გასაქანს ვაძლევ და იქამდე ვტირი ხოლმე, სანამ ძალა არ გამომეცლება შენს მკლავებში.. მეზიზღება, რომ ძმაკაცები ვართ...
-გაასაგებია. დაიჩურჩულა ხმაში ბზარგარეულმა და მივხვდი, რომ ჩემი სიტყვები ისე ვერ გაიგო, როგორც მინდოდა , რომ გაეგო.
- მეზიზღება, რომ ძმაკცები ვართ, იმიტომ რომ არ შემიძლია თავისუფლად მოგეხვიო და გაკოცო, მეზიზღება ჩემი თავი, რომ ასეთი ჯიუტი ვარ და ამდენი ხანი ვერ გამოგიტყდი გრძნობებში, მეზიზღები შენ, რომ ამდენი ხანი არ გამომიტყდი გრძნობებში... მეზიზღები რომ ასე მაწვალებ ხოლმე, მეზიზღები, რომ ერთადერთი ხარ ვის გამოც შეიძლება ვიტირო... მეზიზღები, რომ თავს მაკარგვინებ... მაგრამ......... ჯანდაბა, მაინც , მაინც, მაინც არაადამიანურად მიყვარხარ უტა ... სიგიჟემდე.... და ვეღარ ავიტან შენთან უბრალოდ ძმაკაცობას... მივაყარე მე და უტას თვალებში მივაშტერდი. რადენიმე წუთი ხმისამოუღებლად მომშტერებოდა, გაფართოებული და გაოცებული თვალებით, შემდეგ კი გიჟივით მეცა ტუჩებზე, მკოცნიდა მომთხოვნად და ვნებიანად, ცალ ხელს ჩემს წელზე დაასრიალებდა, მეორეს კი თმაში, გული ამჯერად მართლა გასკდომას მქონდა... გონება მართლა წამერთვა.. ერთიანად ვცახცახებდი მის თითოეულ შეხებაზე... უტას გრძელმა თითებმა ჩემი მოშიშვლებული ზურგიდან ჩემს მკერდთან გადაინაცვნა დავიგრძენი, როგორ დავიძაბე ერთიანად, უტა მაშინვე მიხვდა და ხელი გამიშვა... რამდენიმე წამი ისევ მიყურა თვალებში.. შემდეგ ჩემსკენ დაიხარა, წინ პატარა უჯრა (ე.წ ბარდაჩოკი) გამოაღო და ლამაზად შეფუთული ყუთი ამოიღო... ყუთი მაშინვე ვიცანი... მაგრამ წარწერა მეუცხოვა ... ჩემს სკვინჩას.. ამოვიკითხე მისი ლამაზი ასოები და გაკვირვებული მზერა მივაპყარი... მანაც სწრაფად გახსნა ყუთი და ოქროს კულონი ყელზე მომარგო, კულონი, რომელიც ერთი წლის წინ „ნატალისთვის“ შემარჩევინა...
-ეს ხომ??..... დავიხედე კულონზე მე.
-სულელო, როგორ იფიქრე, რომ ეს ნატალისთვის იყო? მე უბრალოდ გავიხუმრე, შენ კი დაიჯერე და სანამ გაჩუქებდი მანამდე გამექეცი საქართველოდან.... იცოდე, მეორეჯერ აღარსად აღარ გაგიშვებ... გაოცებული ვუყურებდი ხან უტას, ხან გულსაკიდს, ბოლოს კი მისკენ მივიწიე და ამჯერად მე მივეწებე ტუჩებზე.... გიჟივით დაძრა მანქანა... წარმოდგენაც არ მაქვს , როგორ არ დავიმტვერით, მას ხომ მთელი გზა ჩემკენ ჰქონდა თავი შემობრუნებული და მკოცნიდა... მალე , ხის პატარა, მაგრამ ულამაზეს სახლს მივადექით პირდაპირ სანაპიროზე.. მაგრამ გარშემო სულ ხეები იყო... ისეთი დაბურული იყო იქაურობა, რომ მთვარის შუქიც ვერ აღწევდა. სწრაფად გადავედით მანქანიდან და სახლში შევედით.
-ვისი სახლია? რა ლამაზია?? აღმომხდა გაოცებულს, როცა ულამაზეს სახლში შევედით.
-ჩემი მეგობრისაა, მამისმა აუშენა დედამისს სანამ ცოცხალი იყო. ჰოდა მას შემდეგ, რაც დაიღუპა, ჩვენ დავეხმარეთ გარემონტებაში და ჩვენი გემოვნებით მოვაწყვეთ რა.. შარშან მთელი ზაფხული აქ ვიყავი. ულამაზესი ადგილია. ხვალ დაგათვალიერებინებ, მანამდე კი წადი შხაპი მიიღე და გამოიცვალე, თორემ გაცივდები, ჩემი ტანსაცმელიცაა აქ და აარჩიე რომელიც გინდა.. კარადისკენ მიმითითა უტამ. -მე კი წავალ ოთახს მოგიმზადებ.. მითხრა მან და გასვლამდე ანთებული თვალებით ამათვალიერა, შემდეგ კი თვალი სწრაფად მომაშორა და ოთახიდან გავარდა. ზედმეტად გამომწვევად გამოვიყურებოდი, წვიმისგან გაულმპული ისედაც ფარატინა კაბა ტანზემეკვროდა და ფაქტიურად ტიტველი ვიდექი... მოულოდნელად დაიქუხა და ფანჯრისკენ შევბრუნდი ჩაფიქრებული, თუმცა ფიქრებიდან დაძარაღვული ხელის შეხებამ გამომიყვანა... უტას ორივე ხელი ჩემს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული, თავი ჩემს სველ თმაში ჰქონდა ჩარგული და ხარბად სუნთქავდა ჩემს სურნელს.
-უტაა... ხომ არ ჯობს , რომ წავიდეთ? ვუთხარი ხმისკანკალით... -გამიშვი რაა...
-წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: - წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს! -მეჩურჩულებოდა ყურში უტა ლექსს და უარესად მირევდა გონებას, მიჩქარებდა გულს და მიფრთხიალებდა ისედაც აფორიაქებულ პეპლებს გულში. ნელა შემაბრუნა თავისკენ და თვალებში ჩამაჩერდა... -მიყვარხარ....... ამოიჩურჩულა მან და ტუჩებზე მომაწება თავისი ბაგეები... ნაზად მკოცნიდა... მეც გადავეშვი ვნების მორევში და მის შავ თმაში თითები ავბლანდე.. აღარაც მახსოვს როდის დავრჩი კაბის გარეშე, ან როდის აღვმოჩნდი საწოლში მისი ძლიერი მკლავების ქვეშ.... -მართა... გახდები სამუდამოდ ჩემი??? სამუდამოდ? რომ ყოველდილით გიყურო და გითხრა როგორ მიყვარხარ? რომ ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვე, როგორ გეძმაკაცებოდი და როგორ გამწარებდი ხოლმე??? გახდები სამუდამოდ ჩემი.... მეჩურჩულებოდა უტა და ჩემს მოფერაბას არ წყდეტდა
-კი უტაა.... კი... სამუდამოდ შენი... სამუდამოდ შენი, ჩემო შოკოლადის ბიჭო... სამუდამოდ მიყვარხარ... ჩავჩურჩულე მეც და გაგიჟებული უტას ბაგეებს შევეგებე... მთელი ღამე არ მოვშორებივართ ერთმანეთს.... მხოლოდ წვიმის წვეთების, ზღვის ტალღების, დაბალ ხმაზე ჩართული SEV - Lil Bit/OLEI (prod. SEV) -ის მუსიკის და ჩვენი სიყვარულის ხმა ისმოდა გარშემო........ სიყვარულის, რომელიც ზუსტად ასეთ წვიმაში და სიბნელეში დაიწყო.... ჩვენი სიყვარულის........................



№1  offline წევრი Pepper

უფ კარგი დიდი თავი იყო <3
ძალიან კარგი იყო <4

 


№2  offline წევრი natia-natia

Vaimee dzaan magari iyoo

 


№3 სტუმარი darina

Uh ra kargi iyo, tan ertbashad amxela tavi rom wavikitxe siamovnebisgan lamis suli ganvuteve, magari gogo xar shen, amxela emociebi, rom agmidzari, dzlivs egirsat amat sherigeba, imedia agar aureven urtiertobas.

 


№4  offline წევრი ირინა

darina
Uh ra kargi iyo, tan ertbashad amxela tavi rom wavikitxe siamovnebisgan lamis suli ganvuteve, magari gogo xar shen, amxela emociebi, rom agmidzari, dzlivs egirsat amat sherigeba, imedia agar aureven urtiertobas.



საყვარელოო <3 <3 დიდი მადლობა love

natia-natia
Vaimee dzaan magari iyoo

love love

Pepper
უფ კარგი დიდი თავი იყო <3
ძალიან კარგი იყო <4

ჰოო 4 თავი იყო გაერთიანებული wink

 


№5  offline წევრი ირინა

LiLu)))
Udzaanmagresi Xar iri.... Ert-erti sayvareli istoria chemtvis,male gaagrdzele... Miyvarxar me shen

auu didi didi madloba shen

 


№6  offline წევრი შამხათი

როგორ გელოდიიიი.... გავგიჟდი, გადავირიე, ემოციებმა მომცელა... უმაგრესი იყო, საუკეთესო ხარ love

 


№7  offline წევრი ირინა

შამხათი
როგორ გელოდიიიი.... გავგიჟდი, გადავირიე, ემოციებმა მომცელა... უმაგრესი იყო, საუკეთესო ხარ love


auuu❤️❤️❤️ dzalian didi madloba

 


№8 სტუმარი Shoki

Dzaaaan kai iyo ai tan amdenitavi ertad rodade yochag<3<3exka morchatu kide darcha tavebi katunia da gaboc xounda gamotexoo^^

 


№9 სტუმარი ani

აუ ადმინ ძალიან მაგარი იყო რაა :O გასაოცარი <3 გრძელდება ხო? love lol love

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

უჰ რა ტკბილი და გემრიელი იყო.

 


№11 სტუმარი Black

Magari xar iroo!<3magari iyo dzalian xo da eg simgerac miyvars<3:Dchemnairi gemovneba gaq an me maq shennairi:D;) <3magram me upro metad emily wellsim gamaxara ro daemtxva radgan magis simgerebs bevri ver itans me ki 'tura qals' vedzaxi<3

 


№12  offline წევრი ირინა

didi madliba yvelas❤️ male dagibrundebit axali istoriit❤️❤️❤️

 


№13  offline წევრი nini31323

ძაან კარგი იყო.დამთავრდა?

 


№14 სტუმარი stumari

ეს ისტორია დასრულდა, თუ აქვს კიდე გაგრძელება?????

 


№15  offline წევრი Laliashvili009

Dzalian kargiiyoo ❤

 


№16  offline წევრი duchi_duchi

უფ სასწაული ისტორია იყო????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent