შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (12) დასასრული


26-01-2016, 00:42
ავტორი neka
ნანახია 4 772

*******
უტიმ ყველაფერი გათვალა, ყველაფერი მზად იყო, ყველანი შეიკრიბნენ. ერთადერთი ვინც აკლდა ეს მართა იყო, აკლდა და მერე როგორ.. მის არ ყოფნას ყველა ამჩნევდა.. ყველა თვალით ეძებდა. კახიც ამჩნევდა მათ გაკვირვებულ თვალებს., ალბათ ფიქრობდნენ, რომ მართა მორიგი გასართობი გამოდგა, რომელიც უკვე აღარც არსებობდა კახის ცხოვრებაში.. უკვე ყველანი გრადუსში იყვნენ, კახის ჩათვლით..
_ნატა, მართას არ დაურეკავს?
_არა კახი, შენზეც არ დაურეკავს?
_არა არა, ასეთი რა ხდება ტოო
უკვე კარგადაც დაღამდა, კახის თვალები ჩამქრალი ჰქონდა, მისთვის არაფერს არ ჰქონდა აზრი, ის ადამიანი არ იყო მის გვერდით, რომელიც თავის სიცოცხლეზე მეტად შეუყვარდა.უტიმ კახის საყვარელი სიმღერა ჩართო "Can We Be Lovers". კახის გაუკვირდა, იცოდა კარგად რატომაც უყვარდა და ვისაც ახსენებდა ეს სიმღერა. გაკვირვებულმა შეხედა.
_კახუშ ძმაო, მინდა მიკროფონში გითხრა რო ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ მთელს დედამიწაზე, ყველაზე მეტად იცი რას ნიშნავს სიყვარული ძმაო -კახი ვერ ხვდეოდა რას აკეთებდა უტი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი..
_შენთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა ძმაო, ყველაზე დიდი საჩუქარი ვიცი, ამ წუთას რაც იქნება შენთვის.მე ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებ, მაგრამ...
მართა უკვე კიბეებზე ამოდიოდა, დარბაზის კარიც შემოაღო.. როგორც ყოველთვის უნაკლო იყო... ღამე ხო საერთოდ საოცრად უხდებოდა. განსაკუთრებულად ეცვა, ბრწყინავდა. მისი სახის ელვარება აგიჟებდა ყველას.. კახი ზურგით იდგა, უტის უყურებდა, ელოდებოდა სიტყვის დამთავრებას.. მოულოდნელად ისეთი ტაში ატყდა მართას შემოსვლაზე, რომ ვის არ შემოახედებდა.
უტი აგრძელებდა
_მაგრამ.. მაგრამ არის ადამიანი , რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ და შენთვის ყველაფერს გააკეთებს..
მუსიკა არ შეწყვეტილა, კახიმ უკან მოიხედა და ნახა თვით მშვენიერება, მართა მოუთმენლად ელოდა კახის შემობრუნებას. კახი კიდე ვერ იჯერებდა... თვალებს ვერ უჯერებდა..
კახისკენ წავედი, ვხედავდი მის ანთებულ თვალებს, არ მეგონა ჩემი ნახვა ასე თუ გადარევდა.. ჩავეხუტე.. ხელები ძლიერად მომხვია, თითქოს ჩემით დაიწყო შუნთქვა..
_არ არსებობს ტო, საიდან ტო, გინდა გამაგიჟო?
_შენ რა გეგონა კახუშ, ასეთ დღეს შენთან ერთად არ ვიქნებოდი?
_ხო მაგრამ დედაშინი? ტეხავს ტო..
_რაღაც უნდა გითხრა -კახის გულში რაღაცამ გაჰკრა, რას ეტყოდა ისეთს, იმაზე მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა რაც ახლა გააკეთა.. დედა დატოვა და წამოვიდა. და იმ დროს მიხვდა, რომ უთქმელად შეიძლებოდა მართას სიყვარულში დარწმუნებულიყო.
_დიდი ხანია მინდა ამის თქმა, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი. უნდა იცოდე, რომ მართას ძალიან ძალიან.. სიგიჟემდე უყვარხარკახი
მეტი კი აღარაფერი იყო საჭირო, კახი უზომოდ ბედნიერი იყო იმ წუთას..
_შენ არ იცი ეს სიტყვები რამდენს ნიშნავს, იცი რამდენ ხანს ველოდი მართუს? ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცი.
ხელში აიტაცა, ზურგზე მოიკიდა და ისე ჩაიყვანა ქვევით..
_კახი რას შვრები, ვაიმე სირცხვილია, რას იფიქრებენ -ვყვიროდი თან ვიცინოდი...
_რა უნდა იფიქრონ, უკვე ყველამ ყველაფერი იცის -უტიმ უეცრად ჯიბეში კახის რაღაც ჩაუცურა, კახი ყველაფერს მიხვდა.
ეზოში ჩავედით, ვიცოდი ეს ჟესტი რამდენს ნიშნავდა.. საქვეყნოდ ჩვენი სიყვარულის აფიშირება არ ვიცი რას მომიტანდა. დაბლა დამსვა
და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ შუბლზე მაკოცა, თვალებზე, ცხვირზე როგორც ჩვეოდა ხოლმე.. მივხვდი რასაც აპირებდა და შევაჩერე, გაუკვირდა..
_რაღაც უნდა გითხრა, იცოდე თუ დამცინებ მოგკლავ
_გისმენ -ისე მითხრა თითქოს განაჩენს ელოდებოდა
_ხო იცი ჩემთვის...
გაეღიმა ამაყად, იმიტომ რომ იცოდა შემთვის პირველი იყო..
_არაუშავს.. მე გასწავლი
პირველად მაკოცა. მივხვდი, რომ ახლა თავიდან ბოლომდე მისი ვიყავი, უეცრად ჯიბიდან რაღაც ამოიტანა.
გახსნა..
გავშრი
ბეჭედი
-ახლავე -შემომხედა ისე, რომ ჩემგან სულითა და გულით მოითხოვდა თანხმობას..
_ახლავე -ვუპასუხე მე და სიხარულისგან გაგიჟებულმა ისევ ხელში ამიყვანა, მთელი გზა ზურგით მატარა...
_უტი, დროზე წამოდით შენ და ნატაშკა
_სად ტოო?
_ეკლესიაში..

_________
დანარჩენს თქვენს ფანტაზიებს მივანდობ ჩემო კარგებო, რეალობა კი ისაა, რომ ორმა განსაკუთრებულმა საბოლოოდ, ერთმანეთს დაუკავშირა ცხოვრება. არ მინდოდა ბანალური ყოფილიყო და ვფიქრობ რომ ასეთი დასასრული ზუსტად შეესაბამება მათ განსაკუთრებულ ამბავს ♥ ეს ისტორია პირველი მცდელობა იყო და მიხარია , რომ მცდელობა უშედეგო არ გამოდგა♥იცით? ძალიან შემიყვარდით და შეგეჩვიეთ, ეს დღეები უსაზღვრო პოზიტივს ვგრძნობდი თქვენგან. მომენატრებით და ვიქონიოთ იმედი იმისა, რომ ერთ დღესაც დავბრუნდები ისევ ისე, ისევ მოულოდნელად და ისევ "განსაკუთრებულებით". აბა, ველოდები თქვენს კომენტარებს სადაც იმედია ყველაფერს ერთად შეაფასებთ, მათ შორის მეც. მოკლედ ეს იყო და ეს ♥



№1  offline წევრი Firefly

უფრო მეტს ველოდი მე...
მაგრამ მაინც კარგი იყო!მალე დაგვიბრუნდი ახალი მოთხრობით
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი natia-natia

აიი მაგარი იყოო ყოჩაღ მართალია უფრო ბევრს ველოდი მარა ესეცც დზალიან კარგი გამოვიდა

 


№3 სტუმარი MariaM

Chemi tkbili tbili gogo xar ^^^ rogordzalian miyvarxar ^^ saocrad tbili dasasruli iyo ^^ yochag. ^^^ gelodeb axali istoriit

 


№4  offline მოდერი chica sol

ნეკა ჩემო კარგო, როგორც ვხედავ ეს შენი პირველი ისტირიაა და ძალიან საყვარელი და თბილი გამოვიდა. ახლა ტინ მახსენდება ჩემი პირველი ისტორია, ერთი დიდი დომხალი იყო და მეტი არაფერი. რასაც ამ ისტორიაზე ვერ ვიტყვი.
იმედია ისტორიების წერას გააგრძელებ და წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.❤❤❤❤

 


№5  offline წევრი marqetele

Auuu rakargii iyo. Dzannn sayvarlebiii cudia male rom daamtavree

 


№6  offline წევრი Nikalaevnaa:D

ძაან კარგიიყოოოო

 


№7  offline წევრი სალი-სალი

რა ტკბილი ხარ თუიცი? <3 აი არაჩვეულებრივი ბრწინვალე ისტორია იყო. ჩემი იმედები გაამართლე ძალიან გამიხარდა კახი და მართა რომ ერთად დატოვე, განაშეიძლებოდა მათი დაშორება? <3 ისე შეგეჩვიე რომ არ მინდა დიდხნიანი პაუზა გააკეთო. მიყვარხარ ძალიან <3 მალე დაგვიბრუნდი <3

 


№8  offline წევრი neka

სალი-სალი
რა ტკბილი ხარ თუიცი? <3 აი არაჩვეულებრივი ბრწინვალე ისტორია იყო. ჩემი იმედები გაამართლე ძალიან გამიხარდა კახი და მართა რომ ერთად დატოვე, განაშეიძლებოდა მათი დაშორება? <3 ისე შეგეჩვიე რომ არ მინდა დიდხნიანი პაუზა გააკეთო. მიყვარხარ ძალიან <3 მალე დაგვიბრუნდი <3


შენ ჩემი ტკბილი გოგო ხარ..დაგიბრუნდები ახალი ისტორიით და შენ კიდე გამახრებ შენი ტკბილი სიტყვებით

Nikalaevnaa:D
ძაან კარგიიყოოოო


მადლობა საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent