შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(2)


24-03-2016, 00:17
ავტორი tsn
ნანახია 4 258

....
პირდაპირ სახლისკენ წავედი.. სახლში მისულს მამა დივანზე ჩამომჯდარი და ჩაფიქრებული დამცვდა.. სევდიანი მომეჩვენა, ფრთხილად მივუახლოვდი და ხელი ჩავჭიდე..
- მაა, რა ხდება? - ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
- სესი, წასვლა მიწევს ლონდონში..
- მამაა, ეს ხომ პიღველად არ ხდება - გავუღიმე მას
- ამ ჯერად რამდენიმე დღით კი არა, ორი თვით მივდივარ - გული დამწყდა, მართალია, მამას ხშირად უწევს წასვლა, მაგრამ ამდენი ხნით არასოდეს წასულა..- მინფოდა წამეყვანე, მაგრამ უნივერსიტეტს ვერ მიატოვებ, თანაც ორი თვე, ეს არც ისე ბევრია არა?- განაგრძობდა
- მართალი ხარ მა, არც ისე ბევრია - გავუღიმე და ჩავეხუტე.. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, უამრავი რჩევა-დარიგება მივიღე მამასგან.. აღმოჩნდა, რომ საათ-ნახევარში მიდიოდა და უკვე ყველაფერი მოეწესრიგრბინა.. მთელ დღესაც ამიტომ მირეკავდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ ასე დავიგვიანე.. ყველაფერი იმ ურჩხულის ბრალია, მან შემაყოვნა საკმაო ხანს.. მე მას ვაჩვენებ სეირს, ჯერ ხვალინდელი დღე გათენდეს..
მამა გავაცილე და თავი მაშინვე მარტოსულად ვიგრძენი.. ჯიბიდან რამდენიმე მძივი ამოვიღე და თვალზე ცრემლი მომადგა.. აქამდე, როდესაც ეს სამაჯე ხრლზე მქონდა, თავს ასე არ ვგრძნობდი.. თითქოს დედა ისევ ჩემთან იყო, ახლა კი მარტოობას ვგრძნობ.. გადავწყვიტე ლაზარესთან გავსულიყავი, ცოტას გავერთობოდი.. ნახევარ საათში მის ბინასთან ვიდექი და ზარს ვრეკდი.. მალრვე გააღო კარი და გამიღიმა
- ოჰ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ - ცხვირზე თითი დამკრა, თუმცა უხასიათობა უცებვე შემატყო - რა გჭირს სესილი - მეკითხებოდა და ოთახისკენ მივდიოდით..
- მამა წავიდა ისევ, ამჯერად ორი თვით - შევჩივლე მას..
- მალე გავა ორი ტვე, მაგაზე არ იდარდო - გამამხნევა მან - აბა ახლა გაიცინე ახლა - ამან იმოქმედა და გამეღიმა
- შენი სტუმარი სადაა? - ვკითხე და ოთახს თვალი მოვავლე
- სააბაზანოში გავიდა ახლა - მითხრა ღიმილით და ჭიქა ფორთოხლის წვენი გამომიწოდა, მეც გამოვართვი, მან უცებ ჩემს ხელს დახედა და შამაჯე ვერ შენიშნა
- შენი სამაჯე სად წავიშჭდა სესილი? - მკითხა მან.. ახლა არ მინდოდა ლაზარესთვის ყველაფრის მოყოლა, რადგან ამის თქვი არ მქონდა..
- გაწყდა - ავიჩეჩე მხრები
- როგორ, ის ხომ დედაშენის სახს..
- დედა სულ მემახსოვრება, რა აზრი აქვს მეკეთება თუ არა ხელზე სამაჯე, თანაც შევაგროვე ისევ და მალე მივუტან იუველირს და შევაკეთებინებ - ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავეშურე.. საოცრად თავისუფლად ვგრძნობ თავს ლაზარეს ბინაში.. რანდენიმე წუთში ორი ადამიანის ფეხის ხმა მომესმა.. ლაზარე და მისი სტუმარი შემოვიდა სამზარეულოში.. მზერა ნელ-ნელა გავაპარე სტუმრისკენ და ელდა მეცა, ის იდიოტი იყო, ვინც სამაჯე გამიწყვიტა.. ინსტიქტურად ხელი მაჯაზე დავისვი, თითქოს შემეშინდა კიდეც მისი, მაგრამ ყველანაირი ემოცია დავაიგნორე და უღიმღამოდ გავუღიმე.
- გაიცანი, ეს ჩემი ძველი მეგობარია, დემეტრე - გამაცნი ლაზარემ, შემდეგ მას შეუბრუნდა - ეს ჩემი მოუშორებელი ჭირია, ჩემი სესილი, მასზე გიყვებოდი..
- ოჰ - მხოლოდ ეს თქვა მან და წყლის ჭიქას დასწვდა.. ყურადღება არ მივაქციე, ისე ჩავუარე გვერდით და ჩავილაპარაკე
- თანამედროვე ურჩხული.. - გულში კი განვაგრძე: უკუდო ამპარტავანი, კრეტინი, თავგასული იდიოტი.. ტელევიზორის წინ მოვკალათდი და სასურველ პროგრამაზე გადავრთე.. მალე ოღივე გამოვიდა.. ცოტა ხანს ასე ვიყავით, ლაზარე ხვდებოდა, რომ მე და მონსტრს ერთმანეთი არ მოგვწონდა და ჩვენს მიერ შექმნილ უხერხულ მომენტებს ის ფანტავდა..
- ხვალიდან მუშაობას ვიწყებ - გავუღიმე ლაზარეს..
- შენ? მუშაობას? ვისთან? - გულწრფელი გაკვირვება გამოეხატა
- ამასთან - ვანიშნე ჩემს წინ მჯდარ დემეტრეზე, ამის თქმა იყო და ლაზარეს წვენი გადასცდა და ხველა აუვარდა.. ხელით გვავიშნა კარგად იყო. მალე ამოითქვა სული და გულწრფელად გაოცებული სახით შემომხედა
- შეიშალე? - მერე მას შეხედა - ან შენ რაზე ფიქრობ, უნივერსიტეტში რა უბდა ქნას..
- არანაირი პრობლემა არ შეექმნება - თქვა ურჩხულმა ჩვეული ტონით... -უნდა წავიდე - მოხდენილად წამოდგა - შენც წადი და გამოძინე, ხვალ ცხრა საათზე ოფისში იქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებ, რომ გამოწვევა მე მოვიგე - ერთხელ შემომხედა და წავიდა.. ლაზარე გამიგიჟდა, რა გამოწვევა, რა სამსახურიო და მომიწია ყველაფრის მოყოლა..
- ე.ი სამაჯე მან გაგიწყვიტა..
- კიი
- რატომ არ მითხარი?
- რავიცი.. ხომ იცი, რომ მოგიყვებოდი.. დღეს უბრალოდ ცუდ ხაშიათზე ვარ.. მამაც წავიდა და მოვიწყინე.. მერე კი შენთან წამოვედი..
- მოდი ჩემთან - მიმიხმი და დივანის თავისუფალ ნაწილზე ხელი დაატყაპუნა, მეც მივედი და ჩავეხუტე..
- ცოტა შერეკილი კი ხარ, მაგრამ ძალიან საყვარელი ხარ - მითხრა მან და თმაზე მოფერება დამიწყო.. მალე კი მიმეძინა.. მე და ლაზარე ძალიან ახლის ვართ ერთმანეთთან.. და-ძმასავით ვართ.. მას მერე კი, რაც მისი და- მარიამი ლეიკემიით გარდაიცვალა უფრო დავახლოვდით.. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის დუმილისაც კი გვესმის..
დილით რბილ საწოლში გამეღვიძა, საათს შევხედე და რვა იყო შესრულებული.. საეოლიდან წამოვვარდი და სწრაფად მომზადება დავიწყე.. ლაზარეს ბინაში ჩემი ოთახი მაქვს და აქ ტანსაცმელიც მაქვს დატოვებული.. ჯინსის შორტი ჩავიცვი, თეთრი მაიკა, რომელიც არც ძალიან გამომწვევი იყო და არც მოკრძალებული.. ჩემი ეს სტილი არ შეეფერებოდა იმას, რასაც ოფისში ითხოვენ.. ეს კი გააბრაზებდა დემეტრეს.. ოფისში მივედი, დემეტრეს კაბინეტი ვიკითხე და მის მდივანს ისიც ვუთხარი, რომ თავად მივიდოდი..
- ხომ გითხარი, რომ არ მოვიდოდა - მოვკარი ყური ორი ადამიანის საუბარს..
- რომ მოვიდეს? - ეს უცნობი ხმა იყო
- არ მოვა და მე გავიმარჯვებ - არ ცხრებოდა დემეტრე..
- არა და მოვედი - ვითომ დანანებით ჩავილაპარეკე და ხელები გადავაჯვარედინე...- რა დახვედრაა - ვცადე გაკვირვებული გამომეტყველება მიმეტო - აბა სერ რა მევალება - ვკითხე ისე, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს..
- ლუკა დაგვტოვე - მკაცრად თქვა მან.. ეს ლუკაც უსიტყვოდ დაემორჩილა და მარტო.დავრჩით.. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი შიშიც მქონდა.. მე გახსნილი და უშუალო ადამიანი ვარ და ქვეყნად ყველა ჩემნაირი მეგონა, მაგრამ ის ასეთი არაა.. მის თვალებში არის რაღაც, რაც შიშს იწვევს ჩემში..
- ასე რატომ გაცვია - მკითხა ქედმაღლურად..
- ისე მაცვია, როგორც ყოველთვის.. - ენა შევუბრუნე მეც
- ჩემს ოფისში მასე არავინ იცვამს და ვერც შენ ჩაიცვამ.. - მითხრა მკაცრად..
- რომ ჩავიცვა რა, რას იზათ, სამსახურიდან გამაგდებთ (შეთანხმების საფუძველზე, მას ჩემი გაგდება არ შეუძლია, თავად უნდა წავიდე თუ რამეა)..ვიგრძენი, როგორ გაბრაზდა და ისედაც შავი თვალები უფრო ჩაუშავდა, ახლოს მოვიდა
- წესი ნომერი ერთი: ჩემი ყველა ბრძანება სრულდება უსიტყვოდ.. მეორე წესი: შენი თავნებობა აქ არ გაჭრის და რაც მთავარია, მოვალეობას, რაც დაგეკისრება შეასრულებ პირნათლად..
- საკმარისია საკამრისია, -გავაწყვეტინე მას.. - მეც მაქვს ჩემი წესები.. პირველი: მხოლოდ იმ ბრძანებას შევასრულებ, რაც სამსახურთან იქნება მიმართებაში და არანაირ სხვას.. მეორე: მე ვიყავი, ვარ და სულ ვიქნები თავნება, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, ალბათ გაგიგიათ და ამას ვერ შეცვლით და რაც შეეხება მოვალეობებს, თუ კი რაიმეს ვაკეთებ, ვაკეთებ მთელი მონდომებით და არა აზიზად.. ახლა კი უბრალოდ მითხარით, რა მევალება.. კაცს ძარღვები დაებერა და ხელი მომუშტა, ცოტა არ იყოს ავღელდი, მაგრამ არ შევიმჩნიე..
- ჩემი თანაშემწე იქნები და იმას შეასრულრბ, რასაც მე დაგავალებ.. პირველ რიგში კი მასე ჩაცმული აღარ მოხვიდე
- როგორც მეტყვით ბოს - გავუღიმე ირონიულად და თავხედურად შევეჭერი კაბინეტში, იქვე მდგარ მის სავარძელში ჩავეშვი, ფეხი ფეხზე გადავიდე და რაღაც საბუთს დავწვდი, თან თვალს მისკენ ვაპარებდი, ძალიან მინდოდა გაწითლრბამდე გაბრაზებულიყო.. მართლაც გაბრაზდა, ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა.. მერე წარმობიდგინე თანამეშრობე ურჩხული, რომელსაც ყურებიდან ბოლი გასდის, რამაც ღიმილი მომგვარა და ჩემთვის ჩავიფხუკუნე.. ის თავზე წამომადგა და ისრვ ჩვეული, უხეში ტონით მითხრა
- ადექი, ეს ჩემი მაგიდაა, შენს კაბინეტს ახლავე მიგასწავლიან - ტელეფონზე ღილაკს თითი დააჭირა და ვიღაც მერის უბრძანა შემოსვლა..
- სესილი თავის კაბინეტში შეიყვანე და აუხშენი, როგორ უნდა მოიქცეს და რა მოვალეობები ეკისრება.- უთხრა მას და გოგონაც უცებვე დაემორჩილა.. კი ვიფიქრე გავამწარევ კიდევ-მეთქი, მაგრამ იდეები მომავლისთვის შევინახე და ჩრმი კაბინეტის გზას გავუყევი..
- პირველ რიგში, ბატონ დემეტრეს არ უყვარს, როდესაც, როგორ გითხრა, აი მასე ღომ აცვიათ სამსახურში, როგორც შენ - არც უნდოდა რომ მწყენოდა და ძლივს აბამდა სათქმელს
- ოჰ, ეგ უკვე მითხრა.. - გავუღიმე..
- შენი ძირითადი მოვალეობა საბუთების მოწესრიგება და ზარებზე პასუხი იქნება, მაგრამ ბატონა დეტრემ თქვა, რომ პირადად მის ბრძანებებს უნდა დაემორჩილო.. არ უყვარს ბევრი საუბარი
- ეგ შევატყე - გავუღიმე ისე.. - ისე როგორ უძლებთ აქ?
- ბატონი დემეტრე მართლაც რომ მკაცრია, მაგრამ ცუდი ადამიანი არაა - გამიღიმა მანაც
- ბატონი, ბატონი.. აუცილებელია ასე მიმართო? ბატონი დემეტრე ასე, ბატონი დემეტრე ისე..
- სხვანაირად როგორ.. შენ როგორ მიმართავ - მკითხა გულწრფელად
- თანამედროვე ურჩხულს ვეძახი - წამოვიძახე ხმამაღლა და მერის გაეცინა
- არ გაიგოს, იცოდე, პატივმოყვარე ადამიანია, აქ მისი ყველას ეშინია და არავინ ეკამათება.. აი ბატონი ლუკა კი ძალიან კარგია, მხიარული და თბილი უფრო
- ლუკა ვინაა?
- ბატ.. თანამედროვე ურჩხულის დეიდაშვილი - უცებ გაშინაურდა მერი.. შემდეგ კი მაგიდასთან ჩამოჯდა- მე ვიცი რატომაც ხარ აქ და ისიც ვიცი, რომ ერთი თვით რომ ხარ.. იცოდე მთელს ოფისს შენი იმედი გვაქვს
- მთელ ოფისს? - გამიკვირდა..
- რატომ გიკვირს.. დემეტრე მკაცრია ძალიან, მცირე შეცდომასაც არ პატიობს.. ერთი თანამშრომელი იმიტომ გაათავისუფლა, რომ შემთხვევით სხვა დოკუმენტი შეუტანა..
- ურჩხული - ჩავილაპარაკე ჩემთვის - ე.ი დიქტატორივით იქცევა არა,.. ვაჩვენრბ სეირს..
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს ყველაფერი ღირს? იცი, მართლა არ არის დემეტრე ცუდი ადამიანი, უბრალოდ ძალიან მკაცრია და თავისებური.. შეჩვეულია, რომ თავისი გაიტანოს..
- სიმართლე გითხრა, კარგად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე გარკვეული შეხედულება უკვე მაქვს.. მე მას თანამედროვე ურჩხულს ვეძახი, ამით კი ყველაფერი ნათქვამია.. აქ იმიტომ კი არ მოვედი, რომ მან მაჯობოს, პირიქით.. მის დასამარცხებლად.ვარ.. მან უნდა ისწავლოს, რომ ყველას ზემოდან ვერ გაოხედავს, რომ სოციალური სტატუსი არ აძლევს იმის უფლებას, რომ სხვებზე იბატონოს..
- ასეთი ცუდიც არაა სესილი, მართლა.. უბრალოდ მაქსიმუმს მოითხოვს ყველასგან, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ყველას ზემოდან არ უყურებ, მართლა..
- ანუ, არც კარგია და არც ცუდი, მაგრამ უფრო ცუდია - გამოვიტანე დასკვნე..
- იმედია ვიმეგობრებთ..
- აუცილებლად - გავუღიმე მას.. მერი გავიდა და მეც თავში იდეა მომივიდა.. პატარა ბლოკნოტი ავიღე და პირველივე გვედზე დავწერე '' როგორ გავამწაროთ თანამედროვე ურჩხული''.. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე გავუშრობ სისხლს.. ორ დღეში სამსახურიდან გამიშვებს და მე მოვიგებ.. მაგრამ რაში მჭირდება მისი ასრულებული სურვილები, მრ მხოლოდ ის მინდა რომ ქედი მოვახრევინო.. როგორ მითხრა? ''უზრდელთან ერთად შამკაულებზე დახარბებულიც ყოფილხარ''- ო.. სანამ ამ სიტყვების გამო არ მომიბოდიშებს, არც ამ კომპანიიდან წავალ და არც ფარ-ხმალს დავყრი.. უცებ კარი გაიღო და ისევ მერი შემოვიდა დოკუმენტების დასტა ეკავა ხელში
- ბატონმა დემეტრემ გამომატანა შენთან, ორ საათში შეხვედრა აქვს და ეს დოკუმენტები დასჭირდება, მოაწესღიგოს და როდესაც ვეტყვი საკონფერენციო დარბაზში მომიტანოსო..
- გასაგებია.. - ვუთხარი და გამოვართვი.. სწრაფად უნდა გამეკეთებინა, ამ დოკუმენტებში კი ბევრი შეცდომა იყო, რაღაც უნდა მომეფიქრებინა.. კომპიუტერი გამახსენდა.. აქ ხომ ყველა კომპიუტერი ერთ სერვერს უკავშირდება, ეა ნიშნავს, რომ ადვილად შევძლებ ჩემი კომპიუტერიდან ურჩხულის კომპიუტერში შევძვრე და მისი ფაილები დავათვალიერო.. თუმცა საჭირო პროგრამა არ მაქვს.. ჩემი ლეპტოპი მჭირდება სასწრაფოდ.. ჩუმად ავდექი და ჩემს მანქანასთან ჩავიპარე, ლეპტოპი ავიღე და კაბინეტისკენ წავედი.. შესული არ ვიყავი ვიღაცას რომ შევასკდი, შევხედე და ის ბიჭი იყო, რომელიც დილით დემეტრრსთან ერთად კაბინეტში იყო..
- ფრთხილად, ფრთხილად - გამიღიმა მან
- შენც არ გაწყენს ფრთხილად სიარული.. - გავუღიმე და ლეპტოპი მაგიდაზე დავდე და დავჯექი
- ლუკა, მე ლუკა ვარ - თავი.შემახსენა ბიჭმა
- მე სესილი..
- სასიამოვნოა, რას აკეთებ? - დაინტერესდა ის.
- ურჩხ.. ბატონი დემეტრეს მიერ დავალებულ მისიას ვასრულებ - გავუღიმე
- კარგი, ხელს აღარ შეგიშლი, მაგრამ თუ რამეში დახმარება დაგჭირდეს მე აქ ვარ..
- კარგი - ავიჩეჩე მხრები.. და მუშაობას შევუდექი.. რამდენიმე წუთში დემეტრეს ფაილებში დავძვრებოდი.. ვიპობე საჭირო დოკუმენტი და ჩემს ლეპტოპში ჩამოვტვირთე.. როგორც ვეჭვობდი მერის მოტანილ დოკუმენტში ხელოვნურად დაშვებული შეცდომები იყო, იმისთვის, რომ მეწვალა, მაგრამ მე მრ ვარ.. ეს სხვამ იწვალოს თუ უნდა.. მერის დავუკავშირდი
- მეკუნა, რიმელ ფერს ვერ იტანს ჩვრნი ტარტაროსი უფროსი?
- ყველას, შავის და თეთრის გარდა
- რატომ არ მიკვირს
- რაშია საქმე?
- აარაფერიი...
ცოტა ხანში ახალი დოკუმენტრბი მზად მქინდა, მწვანე საქაღალდეში ჩავდე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც მერი შემოვიდა
- ბატონ დემეტრეს დოკუმენტები უნდა, მთხოვა მე შევუტანო, რადგან ინვესტორებს არ მოეწონება შენი ჩაცმულობა, თავად ასრ თქვა..
- რაა?.. აი ახლა გავბრაზდი.. გაიხადე შენი კოსტუმი და მათხოვე - მერიც შესაბამისად მოიქცა.. ორ წუთში საკონფერენციო დარბაზში შევედი და ყველას მზერა ჩემკენ მოემართებოდა..
- აქ შემოსვლა.შენთვის არ მითხოვია..
- უპს, რომ არ ვიცოდი..
- სულ ერთია, დოკუმენტები მოგვაწოდე.. საქაღალდე გავხსენი და ყველას მყვირალა მწვანე ქაღალდზე დაბეჭდილი, მაგრამ სასურველი და საჭირო საბუთები.. მესიამოვნა. როდესაც დემეტრეს თვალები შუბლზე აუვიდა..
- ეს რა არის - მითხრა ჩუმად, მაგრამ მკაცრად
- დოკუმემტები - ავიჩეჩე მხრები..
- კი მაგრამ მწვანე
- მართალი ხართ, ვარდისფერ ქაღალზე უნდა დამებეჭდა, მაგრამ რაღაცნაირად ხომ საყვარელი ფერია.. - ჩავჩურჩულე მას - ვიცი, უცნაური ფერია, მაგრამ დადებითი, თანაც ამ ქაღალდებს სასიამოვნო სურნელი აქვს -ახლა დანარჩენებს შევუბრუნდი...
- გადი და ჩემს გარეშე ფეხი არ გადაადგა - გაბრაზებულმა მითხრა..
- როგორც იტყვი..

......
-ეს რას ნიშნავს სესილი - იყვირა დემეტრემ, როცა შეხვედრიდან გამოვიდა
- რა რას ნიშნავს - განვაგრძობდი ნერვებზე თამაშს
- მშვენივრად იცი..
- ვერ გავიგე რა გინდა.. მითხარი არ გაცვია ოფისის შესაბამისადო და მეც ეა კოსტუმი ჩავიცვი.. შეასწორე დოკუმენტიო და შევასწორე.. კიდევ რა?
- ყველაფერი შენებურად გესმის..
- ისევე, როგორც შენ შენებურად.. მე ამის უფლება არ მქონდა და შენ გქონდა უფლება ხელოვნურად დაგემახინჯებინა დოკუმენტი, დავიჯერო ეს სამართლიანია?
- ეს საიდან... სულ ერთია - ხელი ჩაიქნია - საკმარისია, ხვალიდან შორტებში ჩაცმული აქ არ მოხვალ - მითხრა და გავიდა...
ცოტა ხანში სამუშაო საათები დამიმთავრდა და უნივერსიტეტში წავედი.. (ურჩხულმა გაითვალისწინა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ)..



****

პირველ რიგში, შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეფონით ვწერ.. იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და კომენტარებს არ დაიშურებთ.. მიყვარხართ და გელით ♥♥♥



№1  offline წევრი tatushki1995

Dzalian kargi iyo veli shemdeg tavs

 


№2  offline მოდერი tsn

tatushki1995
Dzalian kargi iyo veli shemdeg tavs

გმადლობ ♥♥

 


№3 სტუმარი A

Kargad vicine orive tavze magari male dade gtxov shemdegi..... Veli.....

 


№4  offline მოდერი tsn

A
Kargad vicine orive tavze magari male dade gtxov shemdegi..... Veli.....

მიხარია, რომ მოგეწონა.. გმადლობ ♥♥

 


№5  offline წევრი natia-natia

Aui dz magaria

 


№6  offline მოდერი tsn

natia-natia
Aui dz magaria

გმადლობ ♥♥

 


№7  offline წევრი S.likuna

dzalian dzalian kargi ikoo male dade :D

 


№8  offline მოდერი tsn

S.likuna
dzalian dzalian kargi ikoo male dade :D

აუცილებლად... გმადლობ ♥♥♥

 


№9 სტუმარი )))

ორივე ეავიკითხედა ორივე პატარა იყო გაზარდე რა თავებიდა მალე დადე❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აი ორივე მაგარი იყო ძალიან მომეწონა დიდი თავები დადე და ბევრი არ გვალოდინო რა ძალიან მომეწონა და ძალიან კარგია love love request

 


№11  offline მოდერი tsn

)))
ორივე ეავიკითხედა ორივე პატარა იყო გაზარდე რა თავებიდა მალე დადე❤

აუცილრვლაად ♥♥

ანი ანი
აი ორივე მაგარი იყო ძალიან მომეწონა დიდი თავები დადე და ბევრი არ გვალოდინო რა ძალიან მომეწონა და ძალიან კარგია love love request

მიხარია, რომ მოგწონს.. თავებს გავზრდი აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent