იბრძოლე ბედნიერებისთვის....
სარკეში საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა და სევდიანად გაუღიმა.დღეს მისთვის დამოუკიდებელი ცხოვრება იწყებოდა.ეხლა სრულიად მარტო დარჩა.მარტო,საკუთარ ოცნებებთან და ტკივილთან.ზუსტად ერთი წლის წინ ის ბედნიერი და უდარდელი იყო.ჰყავდა მშობლები,რომლებსაც უყვარდათ და ზრუნავდნენ მასზე,ეხლა კი...ამის გაფიქრებაზე ისევ ცრემლები მოადგა,როგორ არ უნდოდა ეფიქრა,მაგრამ,თითქოს გონება ეკეტებოდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა.ეხლაც ნათლად ახსოვს მეზობლის ჩუმად ნათქვამი სიტყვები :-"ლიზი,ეხლა უნდა გამაგრდე შვილო,ეს ცხოვრება ზოგჯერ ისეთ დარტყმებს გვაყენებს ატანა ძნელია,მაგრამ ვიცი შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს შეძლებ."ლიზი უსმენდა და ვერ ხვდებოდა ნათელა დეიდა რას ეუბნებოდა...მისი გონება სულ სხვა საფიქრალით იყო გართული.სად იყვნენ მისი მშობლები და რა უნდოდა აქ ამდენ ხალხს.უცებ საშინელმა კივილმა მოიცვა იქაურობა,ლიზი ს გააჟრჟოლა და ხმის მიმართულებით გაიხედა.-"ჩემი საცოდავი შვილები,-მოსთქვამდა ნუნუ ბებია,-ჩემი ობლად დარჩენილი ლიზი...რომელი ერთი გიტიროთ...მე უნდა მტიროდეთ ეხლა,მეე...რატო გამიუბედურეთ სიბერე...ცოცხალ მკვდარი რატო დამტოვეთ...მეც წამიყვანეთ თქვენთან..."-ქალი ჯერ კანკალმა აიტანა და მერე გულწასული დაეცა.ყველანი მას მისცვივდნენ.ლიზიმ დრო იხელთა ოთახში შევიდა.სადაც ორი მიცვალებული ესვენა.მათ დანახვაზე გოგონა ადგილზე გაშეშდა და ხმას ვერ იღებდა.მერე კი,მუხლებზე დაეცა და ბოლო ხმაზე აბღავლდა,ბავშვივით გულამოსკვნით ტიროდა.თითქოს ცდილობდა მისი ცრემლებით მოებრუნებინა მშობლები ამ ქვეყნად.მხარზე ხელის შეხება იგრძნო,ისევ დეიდა ნათელა იყო.-დამშვიდდი შვილო,ეხლა უნდა გამაგრდე,მოდი ადექი,-მკლავზე ხელი მოკიდა და წამოაყენა.ლიზი ინსიქტურად დაჰყვა მის ნებას.-აი,ასე ყოჩაღ,-შეაქო მეზობელმადა მერე იქვე მდგარ გოგონას ანიშნა.ოთახიდან გაეყვანა.მთელი შვიდი დღე დაკრძალვამდე,ლიზი ისე იქცეოდა თითქოს ემოციისგან გამოფიტულიყო.მექანიკურად სცემდა პასუხს გამომძიებლებს და ახლობლებსაც კი არ ეკონტაკტებოდა თითქმის.იჯდა მისი მშობლების კუბოსთან და სივრცეს მიშტერებოდა.დაგრძალვის შემდეგ,ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,ოღონდ არა მისთვის.აღმოჩდა რომ,მამამის საჭე ვერ დაუმორჩილებია და ავარია მისი მიზეზით მომხდარა,საქმე დაიხურა.ლიზისთან ბებო დარჩა ერთი წელი შვილის საფლავს როგორ მივატოვებო...გუშინ კი ისიც გააცილა ლიზიმ რუსეთში ბიძასთან და დამოუკიდებელი ცხოვრებს დაიწყო.კიდევ ერთხელ დააკვირდა სარკეში თავის გამოსახულებად და სევდიანად გაუღიმა."წარმატებები ლიზი ყენია".თვალი ჩაუკრა ორეულს.ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა.მართალია ბიძა ფინანსურად ძალიან ეხმარება მაგრამ არ უნდა მუდამ სხვის ხარჯზე ცხოვრებს,თან უკვრ დიდია და შეძლებს საკუთარი თავის რჩენას.გუშინ თეამ დაურეკა და უთხრა რომ თავის სამსახურში იყო რაღაც ვაკანსია.ლიზის ძალიან გაუხარდა.სწორედ იქ მიდიოდა ეხლა.ფრთხილად დაქოქა მანქანა და ემოციებით აგსავსე გაუყვა გზას.უცებ ფიქრებში ისე გაერთო,წინ მიმავალი მანქანა ვერ შენიშნა და დაეჯახა.კიდევ კარგი არავინ დაზიანებულა.მანქანიდან გადავიდა,თან წინ მდგომი მანქანისკენ წავიდა,მის მძღოლი რატომღაც გადმოდვლას არ ჩქარობდა.გოგონა დაიბნა და ისევ თავის მანქანაში ჩაჯფომას აპირებდა,როცა დაზარალებულმს გადმოსვლა ისურვა.ლიზი დაიბნა.-იცით,ძალიან ვწუხვარ...მე...აუცილებლად გავაკეთებ თქვენ მანქანას გპირდებით,-გოგონა ისე დაიბნა,სიტყვასაც ვერ უყრიდა თავს. -გააკეთებთ?!-აშკარა ირონიით უთხრა მამაკაცმა და გოგონა დამცინავად აათვალიერა,-იცი მაინც რა ღირს ეს მანქანა?! -იცით მე...ვმუშაობ...და ყველაფერს შევძლებ.აი ჩემი სამსახურის მისამართი.-გოგონამ ფურცლი სადაც მისამართი ეწერა ლამის ძალით ჩაუდო მამაკაცს ხელში.მერე თავის მანქანაში ჩაჯდა და სანამ რამის გაფიქრებად მოასწრებდა წავიდა.ლუკამ ჯერ მანქანას გააყოლა,დაბნეული ოდნავ ღიმილიანი თვალი.შემდეგ კი ფურცელს დახედა."ლიზი ყენია.სამშენებლო კომპანია "ვაშენოთ საქართველოსთვის". პირველად დავდე ჩემი ნაწერი იმედია მოგეეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.