ცისფერთვალება
"რეისი ლონდონი-თბილისი" ჩასხდომა იწყება..გაისმა ოპერატორის ხმა და თვითმფრინავისკენ ავიღე გეზი..ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე და ნაუშნიკები მოვირგე...საკმაოდ დიდი ხანი მომიწევდა "ჰაეში" ყოფნა ამიტომ დაძინება გადავწყვიტე...გაღვიძებულს უკვე ვეშვებოდით.. ჩამოსვლისას გული საგრძნობლად ამიჩქარდა და სევდა მომაწვა..მე ხომ არავინ მელოდა..არ მყავდა ადამიანი რომელიც გახარებული ჩამეხუტებოდა..მშობლები..მშობლები არ მყავდნენ..ობოლი ცრემლი ჩამომიგორდა და პირველი მათი საფლავზე წავედი..ისინი რამდენიმე წლის ავტოკატასტროფამ შეიწირა.. ხოლო რაც შეეხება მეგობრებს,მათ სიურპრიზს ვუკეთებ..ასე ,რომ ჯერ სახლში შევივლი და მერე გადავრევ ისედაც გადარეულ დაქალს.. მოდი გაგეცნობით..მე კატერინა ახვლედიანი ვარ..საშუალო სიმაღლის,მუქი ქერა თმითა დაცისფერი თვალებით..ამ ყველაფერს დიდი წითელი ტუჩები და პატარა ცხვირი ამშვენებს..23წლის ვარ..ვსწავლობდი ბიზნეს ადმინისტრირებას და ლონდონში პროფესიით საკმაოდ წარმატებულ ქალად ვიქეცი..ახლა კი ჩამოსვლა ვარჩიე..მშობლებიდან დანატოვარ ქონებას ცემიც მივამატე და ახლა უზრუნველად ვცხოვრობ..ყველაფრის მიუხედავად მუშაობა მაინც მინდოდა...ლაპარაკ ლაპარაკში თემას გადავუხვიე,მოდით დავუბრუნდეთ საწყისს.. სასაფლაოდან "დამძიმებული" დავბრუნდი..ჰმ რაღა დღეს გაწვიმდა..სახლში მთლიანად სველი მივედი..შხაპი მივიღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე..შავი მაღალწელიანი შარვალი და თეთრი თხელი მაისური გადავიცვი,თეთრი კონვერსები შევუხამე..თმა ცხენის კუდად შევიკარი და ტასიას დედას დავურეკე.. -გამარჯობა ანა დეიდა,კატერინა ვარ.. -გამაჯობა შვილო ხომ მშვიდობაა?ტასია დაგალაპარაკო? -კი მშვიდობაა.არა მასთან არმინდა ლაპარაკი..რაღაც უნდა გთხოვოთ..დღეს ჩამოვედი თბილისში და მინდა სიურპრიზი მოვუწყო ბავშვებს..ტასიას უთხარით რომ ბავშვები თავისთან დაიბაროს და ცემზე არაფერი უთხრათ.. -კაი შვილო გადავცემ..აქ რომ მოხვალ მითხარი და შემოგაპარებ.. სიცილით დაკიდა ყურმილი..მეც გახარებულმა ტელეფონი მანქანაში დავტოვე და მაღაზიისკენ დავიძარი..უამრავი სასუსნავი ვიყიდე და პარკები მანქანაში ჩავაწყე... ანასტასიასთან.. -ტასია რამდენი ხანია აღარ სეკრებილხართ ბავშვები..მიდი დაიბარე ყველა მე პიცას,ხაჭაპურებს და რაღაცებს გავაკეთებ...უკვე დავიწყე კიდეც მზადება..სიცილით მიახალა ანამ -რა ხდება დედა მშვიდობაა?გაუკვირდა დედის ეშმაკურად მოციმციმე თვალები -კი მშვიდობაა..მიდი ეხლა გარაეკე..მე სამზარეულოში მაქ საქმე..როდემდე უნდა იჯდე ასე დებილივით ოთახში და ბუზებს ითვლიდე..ერთი კატერინა გხედავდეს რაა. -ჰმმ კატერინაა..ნეტა აქ იყოს როგორ მენატრება..ამოიოხრა ტასიამ და დაქალის ფოტოს დანანებით შეხედა.. -ნახავ ნახავ ..თავისთვის ჩაიბუტბუტა ანამ და ბედნიერი სამზარეულოსკენ გაეშურა..როგორც კი დრო იხელთა მაშინვე გადარეკა კატერინასთან და ამბები გაუმხილა..ასევე უთხრა,რომ შეეძლო მოსულიყო და უკანა შესასვლელიდან სამზარეულოში მოეცადა მასთან ერთად..რადგანაც ტასია ბავშვების მოსვლამდე ფეხის გამომდგმელი არიყო ოთახიდან.. კატერინა გახარებული დაადგა მონატრებული დაქალის სახლის გზას...ჩუმად სამზარეულოში შეიპარა და ანას ძლიერად მოეხვია..დედის მაგივრობას ხომ ანა უწევდა.. -როგორ მომენატრე ჩემო გოგონავ..ცრემლები წამოუვიდა კატერინას დანახვისას ანას და გულში კიდევ ერთხელ ჩაიკრა.. -მეც მომენატრე ანა დეიდაა...აბა რაში დაგეხმარო? -არაფერში..თითქმის ყველაფერი გავაკეთე..შენ მიდი დაჯექი და მეჭორავე.. 1საათი ლაპარაკში გაატარეს ანამ და კატერინამ ..,მალე კარზე ზარი გაისმაა..ტასია მობეზრებული დაეშვა კიბეებზე და კარისკენ დაიძრა.. -მე გავაღებ დეეე..ანას დაუბარა და კარი გააღო..ოთახში მისი და კატერინას ბავშვობის მეგობრები შემოლაგდნენ..ლილე ბურდული,ალექსანდრე დადიანი,იოანე არაბული და საბა გელოვანი.. ერთმანეთს გადაეხვივნენ და მისაღებში დივანზე გადანაწილდნენ.. -აუუუ ნეტა კატერინაც აქ იყოს..ამოიხვნეშა ტასიამ და ბავშვებს გადახედა.. -ეე ხოო რა..არ დაურეკავს? იკითხა ალექსანდრემ.. -არა ბოლო ორი დღეა არ დაურეკავს..უკვე თვალები აუცრემლიანდა ტასიას როცა დედამისი ხელდამშვენებული გამოვიდა სამზარეულოდან.. -ვააა ანა დიდა როგორ მიყვარს თქვენი გემრიელობები..აღტაცებულმა წამოძახა იოანემ.. -შენ სულ როგორ გშია საქონელო..არ დააკლო ლილემ -მიირთვით ბავშვებო და სასუსნავებსაც გამოგიტანთ..ესღა დაუბარა ანამ და გაუჩინარდა.. ყველა გემრიელად შეექცეოდა ანას ნახელავს..ბავშვობას იხსენებდნენ და გულიანად იცინოდნენ..კატერინას შესვლაც კი ვერ შენიშნეს..რომელსაც უამრავი სასისნავი ეჭირა და მათ ქცევაზე ეღიმებოდა..ნუუ ცდილობდა თავი შეეკავებინა სიხაულისგან რომ არ ეკივლაა.. -აი თქვენი სასუსნავებიც..მაგიდაზე დაუწყო და გატრიალდა.. არც ერთს არ აუწევია თავი..ხმა ეუცნაურათ..თან ვერც იჯერებდნენ ნუთუ ის იყო.. ალექსანდრემ თავი ნელა ასწია და ზურგით მდგარი გოგონა დაინახა.. -კა..კატერიინააა? გაოცებულმა დაიყვირა და გოგონას მოეხვია.. სახელის გაგონებაზე ტასია დენდარტყმულივით წამოხტა და გოგონას მივარდა..დაქალის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა და მაგრადმოეხვია.. მთელი საღამო ლაპარაკობდნენ..კატერინა ლონდონის ამბებს უყვებოდა.ესენი თბილისისას..ფილმის ყურებას აპირებდნენ როცა საბას სათქმელი გაახსენდა და გოგონებს მიუბრუნდა.. -უი სულ დამავიწყდა..იცით ნახევარ საათში ჩვენი ძმაკაცი მოვა..ამერიკაში იყო ისიც და დღეს ჩამოვიდა..რახან აქ მოვდიოდით წამოსვლა შევთავაზეთ.. -უი კარგია..რაც მეტინი ვიქნებით მით უკეთესი..ეშმაკური ღიმილით განაცხადა ახვლედიანმა და წარბები აათამაშა..ვისკის ბოთლს მისწვდა და ჭიქებში გაანაწილა.. -ჩვენ გაგვიმარჯოს..ომახიანად შესძახა იომ და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა ჭიქა..ყველამ მას მიბაძა.. ჰმმ..მოვიდნენ მეგავაღებ გოგოებო თქვენ ნუ შეწუხდებეეეთ..წაისვეცკა ალექსანდრემ და კარისკენ დაიძრა.. -ამ დებილს ასაკის მატებამ მაინც არუშველა?25წლისააა და ჭკუა არაქ..კისკისებდა კატერია და გოგოებს ეხუტებოდა.. -გაიცანით ჩვენი ძმაკაცი დამიანე ბარნოვი..25წლისა.ბიზნესმენი დაა სასურველი სასიძო..თან ხარხარებდა და თან ზმაკაცს ახასიათებდა -აუ რამაგრად გაკლია ტოო..მოდია გ გნახო...გადაიხარხარა დამიანმ და ძმაკაცს მოეხვია... -მანდ რო ხვევნა-კოცნა გამართეტ მე არმინდა? გაბუტულმა წარმოთქვა საბამ და დამიანესკენ წავიდა იომაც მს მიბაძა..ჩვენკი მათი შემხედვარე სიცილისგან მუცელი გვტკიოდა...სხვას რომ შემოეხედა გეი პარადი ეგონებოდათ.. ლაზღანდარაობას,რომ მორჩნენ ჩვენკენ გადმოინაცვლეს..ალექსანდრემ ჩვენი თავი გააცნო..დამიანემ კი მზერა ჩემზე შეაჩერა.ისეთი მწველი თვალებით მიყურებდა..უბრალოდ გავუღიმე და გავეცალე..ანერვიულებული პუფზე მოვკალადი და ფილმის ყურება დავიწყეთ... მთელი საღამო ვიმხიარულეთ..დამიანე უფრო კარგად გავიცანით..არ ცანდა ცუდი ბიჭი..სიმპატიური,მხიარული და რაც მთავარია სასწაული ღიმილით..ეეე რეებს ამბობ.შევუტიე ჩემს თავს.. -უი კაწ..სამსახურიო ხომ ამბობდი წეღან და მე ვიცი ერთი კომპანია..საკმაოდ წრმატებულია და მის მფლობელს მდივანი ესაჭიროება..თუ გინდა კოორდინატებს მოგცემ და მიდი..ერთ ამოსუნთქვაში ჩამოარაკრაკა ალექსანდრემ -ჰაააა? მართლაა..როგორ არმინდა მომეცი და ხვალვე წავალ.. ამის გაგონებაზე დამიანემ ტუჩის კუთხე ჩატეხა..მისი ეს ქცევა გავატარე და ალექსანდრეს მისამართი გამოვართვი.. -მმმ მადლობაა ალექს..ჩახუტებით დავაჯოლდოვე ალექსი.. სახლში გვიან დავბრუნდი..შხაპი მივიღე და მორფეოსის სამყაროში გადავაბიჯე...დილით დაფეთებული წამოვხტი..ცხრა ხდებოდა..უცბათ შევედი ვიბანავე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე..არჩევანი შავ მულებამდე მოტკეცილ ქვედაბოლოზე შევაჩერე,რომელიც საჯდომს უფრო გამოკვეთდა..თეთრი გამჭირვალე საროჩკა და შავი მაღლები მოვირგე..მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თავი კმაყოფილმა შევათვარიელე სარკეში.. ათზე უკვე კომპანიაში ვიყავი და უფროსის კაბინეტი ვიკითხე..მიმასწავლეს თუ არა ძებნა დავიწყე.. აი ისიც..ჩემთვის ჩავილაპარაკე და კარზე დავაკაკუნე.. -შემოდით..გაისმა ბოხი ხმა და მეც ანერვიულებულმა შევაბიჯე ოთახში.. -რაა?მეღადავებით?შენ? გაოცებული ადგილზე გავშეშდი.. არ მელოდი? ირონიულად ჩაილაპარაკა და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა..ამიერიდან არავითარი "შენ" მე სენი ბოსი ვარ..ახლა კი გადი მარჯვნივ რომ კაბინეტია იქ სედი ნინი გაგაცნობს თუ რაუნდა გააკეთო და მერე ჩემთან შემოხვალ საბუუთებს აიღებ და საქმეს შეუდგები.. გაოგნებულმა მხოლოდ თავი დავუქნიე და გასვლას ვაპირებდი როცა მისი სიტყვები დამეწია.. -ულამაზესი ხარ ცისფერთვალებავ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.