დაცემული სულის გამოძახილი ( თავი მე-3)
ტაქსიმ ჩემს სახლთან გააჩერა და მხოლოდ მაშინ გამახსენდა , რომ ამ ფეხით სახლის კარამდე ვერ მივაღწევდი -უკაცრავად, ფეხი ვიღრძე და შეგიძლიათ სახლამდე მისვლაში დამეხმაროთ? -კი შვილო , რა თქმა უნდა. დამელოდე, ახლავე მოვალ და გადმოსვლაში დაგეხმარები.- ასეც მოიქცა და მასზე დაყრდნობილი როგორც იქნა მივაღწიე სახლამდე -დიდი მადლობა -არაფრის შვილო მძღოლი თავისი მანქანისკენ წავიდა, მე კი კარებს მივუბრუნდი, გასაღების ამოტანა არ დამჭირვებია , კარი ღია დამხვდა. და მაშინვე გამიელვა უსიამოვნო ფიქრმა. -ოხ, ელ იკადრე მოსვლა , სად ხარ ამდენ ხანს, მთელი დღეა გელოდები-დეიდაჩემის უსიამოვნო ხმა მისწვდა ყურს- მოიცა რა გჭირს, ეგრე რატომ დადიხარ? -ფეხი გადამიბრუნდა. -ამხელა გოგომ სიარულიც არ იცი.... ან ელ რას ჰგავს სახლი? რამდენჯერაც არ უნდა დავალაგო , როცა მოვდივარ ისევ თავდაყირა მხვდება. არ გრცხვენი, გოგო ხარ ბოლოს და ბოლოს. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, დეიდაჩემს ვაღიზიანებ. დედაჩემს ვერ აპატია , რომ სხვისი შვილი საკუთარივით გაზარდა და სხვისი სისხლი და ხორცი უზომოდ შეიყვარა. ამიტომ ვერ მიმიღო დეიდაჩემმა. თავიდან ეს გულს მტკენდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე, ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა , თუმცა განცდილი ყოველთვის ილექება გულში ღრმად და შიგადაშიგ სულიერ მწვავე ტკივილს გრძნობ, რთულია ამისგან განთავისუფლება, რადგან ამ გრძნობების მალვით შენს შიგნით ყველაფერს აბნელებ, ერთგვარ ჭაობს ქმნი , რომელიც ოდესღაც აუცილებლად ჩაგითრევს. სწორედ ეს ჭაობი ქმნიდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემში სიცარიელის ან ზედმეტად სისავსის განცდას, თითქოს მწყობრი, ზღვარი, ჩარჩო არ ჰქონდა ჩემს აზრებს, განცდებს, შეგრძნებებს. მაგრამ მისი გამოჩენით ყველაფერი შეიცვალა, მან ბინძური რეალობა დამანახე , შემდეგ მიმაღებინა და მისგან განმათავისუფლა. -ლელამ დამირეკა , ამ თვეშ ფულს ვერ ვუგზავნი და შენ მიეციო. ამ თვის ფულს მე მოგცემ და როგორღაც გამოიზოგე - არ მინდა დეიდა. ფული ისედაც მაქვს. ხომ იცი, დედა ყოველთვის საკმარისზე მეტს მიგზავნის და რომც მოვინდომო ერთ თვეში ვერაფრით დავხარჯავ. -ხო ვიცი, ჩემი და ყოველთვის განებივრებდა- მკაცრად მითხრა, თითქოს ამით მიმანიშნა, რომ ამხელა მზრუნველობის ღირსი არ ვიყავი. -ამით რისი თქმა გინდა- შევეკითხე მე. -კარგად იცი რისიც. ისე აღგზარდეს 18 წლის გოგომ სახლის დალაგებაც არ იცი. საჭმლის კეთებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ძალიან მაინტერესებს , როცა გათხოვდები მაშინ რას იზამ? -გათხოვება მოსამსახურეს დგომას არ ნიშნავს. -არ ნიშნავს არა? როცა ქმარი მოგთხოვს ტანსაცმლის დაუთოებასა და საჭმლის მომზადებას, მასაც ამას ეტყვი? -სადაც სიყვარულია , იქ მსგავსი საუბრები არც მექნება დეიდა. როცა შემიყვარდება მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დალაგება აქ რა მოსატანია. -ამ გადმოსახედიდან მარტივია შენთვის. შენ არც კი იცი ოჯახი როგორი მძიმე ტვირთია. -ეს იმათთვისაა ტვირთი ვინც სიყვარულით არ ქმნის ოჯახს. -მართლა? და დედაშენზე რას იტყვი. ჩემ დამ ხომ სიყვარულით შექმნა ოჯახი. როცა გელაპარაკები ზურგს ნუ მაქცევ. -ამაზე საუბარი არ მსურს -მე მსურს, და სანამ არ დავამთავრებ , ოთახიდან ვერ გახვალ.- ისევ სკამზე დავჯექი- დედაშენიც შენსავით ამბობდა გათხოვებამდე და მერე? მერე რა მოხდა? მისი სიყვარული დაიფშვნა, როდესაც მამაშენმა პირველად მასზე ძალა იხმარა. და რატომ იხმარა ძალა ეს თუ იცი?.. იმიტომ რომ სახლში შენ მოგიყვანა. არც მამაშენს უნდოდა სხვისი შვილის აღზრდა. ეს ჩემი და იყო უტვინო და ჯიუტი. თვალის ჩინივით გიფრთხილდებოდა და ქმრისგან ყველანაირ დამცირებას იტანდა. ახლა სადაა ჩემი და?- დეიდაჩემი მიყვიროდა მე კი ტირილითა და სლუკუნით ვუსმენდი გულისგანმგმირავ სიტყვებს- ჩემი და შენს სარჩენად უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა და იქ მუშაობს, რათა ისევ და ისევ შენზე იზრუნოს. ახლა ხვდები როგორი ტვირთია ოჯახი?- ჩანთა სწრაფად აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. კარებთან მობრუნდა და სიძულვილით აღსავსე მზერა მომაპყრო, ორ წამში კი კარები მთელი სიმძლავრით გაიჯახუნა, რაზეც მე შევხტი და შიშისგან რამდენიმე წუთით გაშტერებული შევსცქეროდი სალათისფერ კედელს. „მთავარია გაიღიმო“- უეცრად გამახსენდა მისი სიტყვები და უფრო მეტად მომინდა ტირილი. ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიჯექი ხელებში თავჩარგული, მაგრამ მახსოვს როგორ წამოვიზლაზნე, ჩემს საძინებელში შევედი და ჩვეულად საწოლზე მოვიკუნტე, თან მაკანკალებდა.ჩემი ეს პოზა ზუსტად გამოხატავდა ჩემს შინაგან მდგომარებას. ყოველთვის ვიცოდი , რომ ვიღაცის დაცვა მჭირდებოდა, მაგრამ არავინ იყო ვინც თანამიგრძნობდა, უბრალოდ ჩამეხუტებოდა და თავისი ძლიერი მკლავებით მაგრძნობინებდა უსაფრთხოებას. არავინ იყო ასეთი მის გამოჩენამდე. იქნებ მართლა ჰყავს ყველა ადამიანს ის მეორე ნახევარი , რომელიც ბედმა არგუნა და ვერაფრით გაექცევა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.