უფროსის ვაჟი! [დასასრული]
უფროსის ვაჟი! VIII თავი. სიჩუმე. სიბნელე. არანაირი შეგრძნება. უამრავი აზრი. პასუხგაუცემელი კითხვები. დიდი ტკივილი. დაღვრილი ცრემლები. სულით ხორცამდე მონატრება. და სიყვარული! ............ მთელი ღამე ფიქრობდა. გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა, თუ როგორ გაემწარებინა მიშო და ქრისტი, მაგრამ ყველა მის 'ბოროტულ' გეგმაზე თავს აქნევდა, იცოდა რომ ვერ შეძლებდა და არც აპირებდა ბოროტების გაკეთებას. –უყვარს? უყვარდეს– ამბობდა ჩურჩულით და ეს აღიარება უფრო ძლიერად ტკენდა, ცდილობდა არ ეტირა, მაგრამ მისი მეამიტი ხასიათი ამის უფლებას არ აძლევდა. არადა როგორ ეგონა რომ ყველაფერი კარგად წავიდოდა, თავს ისე შეაყვარებდა როგორც მას უყვარდა, მაგრამ შეცდა, ადამიანს თავს ვერ შეაყვარებ, თვითონ თუ არ მოინდომა ეს. ამის გაფიქრებაზე კი საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, ის თუ ვერ შეიყავრებდა, რატომ უყვარდა ასე ძლიერ, რომ ყველაფერს პატიობდა. მაინც პატიობდა და მაინც უყვარდა, ისევ ისე, ან უფრო ძლიერად. თვალედახუჭულს გაახსენდა ყველა ის კოცნა და ჩახუტება, რომელიც გულს უჩქარებდა, სუნთქვა რომ ეკვროდა და მიშოს გარდა ვერავის რომ ვერ ხედავდა. მისი ღიმილი და მისი გაბრაზებული სახე, როდესაც შეჯიბრში წააგებდა და მილა იგებდა. ყველა დამშვიდობება გაახსენდა, ყველა ტკბილი სიტყვა. როგორ უნდა გონებიდან ამოიგდოს, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს ეს. დამნაშავედ მიიჩნევს თავს, ამას იმიტომ ფიქრობს რომ მიშოსთვის არ უნდა ყველაფრის გადაბრალება, მაინც ამართლებს, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც პატიობს. დამნაშევა არაა, მაგრამ პატიობს! ხო სწორედ ასეა, მიშოს პატიობს მაგრამ საკუთარ თავს ვერა. სამსახურის გაცდენაზე არც უფიქრია, არც გათავისუფლებაზე, დილიდან დაიწყო მზადება. უყურებდა მის ახალ ტანსაცმელს და მასში გამოწყობილი თავი თოჯინა ეგონა, ეს არ იყო მილა, არ იყო ნამდვილი მილა. კაბა რომელიც საწოლზე გამზადებული ედო უკან კარადაში დააბრუნა, იქიდან მოტკეცილი ტყავის ელასტიკი გადმოუღო, შავი ფერის პერანგი, ფეხზე კი კედები ჩაიცვა, სარკეში ჩახედვისას კი მიხვდა რომ იყო რაღაც ახალი, მიქსი. ძველი და ახალი მილას მიქსი. შენობასთან მიახლოებულს ფეხები უკან რჩებოდა, იცოდა რომ მიშოს ნახავდა, მზად კი ამისთვის ნამდვილად არ იყო, თავს შემოუძახა და მხრებში გაშლილი შენობაში შეაბიჯა, როგორც ყოველთვის კიბეებისკენ აიღო გეზი, მეხუთე სართულზე ადიოდა, როდესაც გაიგონა მძიმე ნაბიჯების ხმა, მაღლა აიხედა და დანახა მიშო, თავჩახრილი მიაბიჯებდა. გული აუჩქარდა, ტირილი მოუნდა, მაგრამ ცრმელების შეკავება ბოლომდე ცადა. თავს უბრძანა, რომ ბოლო ძალები მოეკირბა და წინააღმდეგობა გაეწია ყველა გრძნობისთვის. როდესაც მიშომ შეამჩნია და მზერა გაუსწორა, უბრალოდ გაუღიმა და გვერდის ავლა ცადა, მაგრამ მიშომ მისი მკლავი დაიჭირა და შეაჩერა. –რამე გნებავს?– კითხა ღიმილით, ძნელი წარმოსადგენია, მისი გაღიმება ახლა, მაგრამ იღიმოდა, ამით მის სიძლერეს აჩვენებდა. –მილა უნდა ვილაპარაკოთ, არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ასე დასრულდეს. –და რამე იყო ეს ურთიერთობა მიშო? მაშინ როდესაც შენი 'ექს' შეყავრებული გამოჩნდა თვალისდახამხამების გარეშე დაგავიწყდი, ჩემზე სულაც არ გიფიქრია და ახლა ამბობ რომ არ გინდა ასე დასრულდეს რამე? მაშინ როდესაც არაფერი ყოფილა?– ირონიას აქსოვს, მცდელობა ტირილის სწორედ ამ დროს ჩაფლავდა, ატირდა. მის წინ ატირდა და ცრემლების შეკავება არც უცდია. –მილა მე...–ცდილობს რაღაც თქვას, ან თავი გამართლოს, მაგრამ ვერაფერს იფიქრებს. უბრალოდ უყურებს, როგორ ტირის. –სალაპარაკო არაფერი ყოფილა– ხელს ითავისუფლებს და კიბეებზე გზას ფეხის კანკალით აგრძელებს. მოაჯირს კი ხელს ძლიერად უჭერს რომ იქვე არ ჩაიკეცოს. რამოდნიმე წამით ასწრებს მზერსი შევლებას, ერთს რასაც ამჩნევს აწითლებული ლოყაა, შემდეგ მის თვალებს ეჩეხება, სასოწარკვეთილებით სავსე თვალებს და თავს ისევ დამნაშავედ გრძნობს. იცის რომ ამას მიშოც განიცდის, მაგრამ არ უნდა ამის აღიარება, შეიძლება პატიობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ისევ ისეთი ურთიერთობა ექნებათ როგორც აქამდე. მაგიდასთან მისული ტელეფონში იყურება, თავს ათვალიერებს, რასაკვივრელია კარგად ეტყობა დაწითლებული თვალები და აწითლებული ლოყები. ტელეფონს ისევ მაგიდაზე დებს და ყურადღებას აღარ აქცევს. ყავას ამზადებს ბატონი ლევანისთვის და კაბინეტში შეაქვს. იქ შესულს გაოცებული ბგერებით ეპობა ტუჩები, შემდეგ კი იღიმის. –მია? –უკაცრავად?– მკაცრი სახით დგება მია სავარძლიდან და მაგიდას ხელებით ეყრდნობა– მია არა. შეგიძლია ბოსი დამიძახო. –ქალის კვალობაზე ზედმეტად სექსუალურია– თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს, მოკლე კაბაში და ამოღებულ პერანგში– სექსუალური ბოსი! –აჰაჰა– სიცილის იწყებს მია და მილას ძლიერად ეხვევა, ზურგზე ხელს უსმევს და ეფერება. –ბაოტნი ლევანი სად არის?– უცებ ერკვევა სიტუაციაში და მიას აქ ყოფნით ინტერესდება. –ბატონი ლევანი მის ძმასთან წავიდა ამერიკაში, დასასვენებლად. მე კი როგორც ერთერთ წარმატებულ ჟურნალისტს საქმე ჩამაბარეს.– ამაყად გაიჯგიმა მია და ისევ მის სავარძელს დაუბრუნდა– ძალიან მომწონს ეს სავარძელი. –ძალიან კარგი, ყავა შენც უშაქრო გინდა თუ ახალი გაგიმზადო ? –არა უშაქრო მიყვარს მეც– ყავის ჭიქას ხელს ავლებს და უცებ სინჯავს– მმ, გემირელია. ისე შენ როგორ ხარ? –ალბათ კარგად– მხრებს იჩეჩს, თავს დაბლა ხრის რომ აცრემლიანებული თვალები დამალოს. –მიშო ძალიან ნანობს მის საქციელს– თავის ქნევით ამბობს მია– გუშინ შენთან მოსვლა უნდოდა, მაგრამ კახიმ არ გამოუშვა, იჩხუბეს კიდევაც, კახიმ ისე ძლიერად დაარტყა, რომ რომც არ ნდომოდა ეს დარტყმა გამოაფხიზლებდა. –რა ქნა?– გაოცებულმა ამოიბლუყუნა და გაახსენდა ზედა კიბიდან დანახული აწითლებული ლოყა, ახლაც როგორ ეტყობოდა. –ხო დაარტყა, მაგრამ მიშოს იმდენი შეგნება ქონდა რომ ხელი უკან არ შეუბრუნდა და აღიარა რომ დამნაშავე იყო, შემდეგ ოთახში გამოიკეტა, დილით კი სამსახურში მე მომიყვანა, იმედი ქონდა რომ გნახავდა, მაგრამ როცა შენი მაგიდა ცარიელი დაინახა თვალებიც კი აემღვრა. –ჩემი ბრალია– თავისთვის ჩაილაპარაკა მილამ, თავი გააქნია და იქვე კუთხეში არსებულ დივანზე ჩამოჯდა. –არ გამაგიჟო ახლა– ბრაზდება მია– რა არის შენი ბრალი? –ალბათ ყველაფერი, არ უნდა 'დამებრმავებინა' ჩემი ახალი იმიჯით და არც დაახლოება უნდა მეცადა, ვიცოდი რომ ქრისტი უყვარდა, მაგრამ... –არაფერი აღარ თქვა– გაბრაზებული ლამის ყვირილით აჩერებს მია და გაცოფებული სახით უყურებს– შენი ბრალი არ არის, რომ ის ფულზე დახამებულმა გოგომ მიშოს თავი მოახვია, უბრალოდ დაბრმავებული იყო და მიზეზის გარკვევა უნდოდა რატომ წავიდა მისგან ასე უცებ და რატომ გამოჩნდა ასევე უცებ. –არ მინდა ამაზე საუბარი– ტირილის პირას მისულმა ჩურჩულით წარმოთქვა, არ წყინს მისი სიტყვები, ღირსადაც კი თვლის თავს რომ ასე უყუვირის, დაიმსახურა. –ბოდიში, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდე მილა, არ შეიძლება ყველაფრის შენთავზე აღება და თავის დადანაშაულ...– სიტყვები უწყდება, როდესაც ოთახში მიშო შემორბის. –ვიცი როგორც უნდა შევირიგო მილა– ამბობს ისე რომ ოთახს არც ათვალიერებს, მიას წინ ჯდება სავარძელში და დივანზე კომფორტულად მოთავსებულ მილას სულ ვერ ამჩნევს. მილა ფეხზე დგება და მიშოს ზურგს აშტერდება, ხედავს როგორ უბრიალებს თვალებს მია, ისიც ოთახიდან გადის ჩუმჩუმად, მაგრამ მიანც ესმის მიშოს გეგმის დასაწყისი, თვალებს ატრიალებს მის სიტყვებზე და მისი მაგიდისკენ მიდის. –კიკი, გეგონოს რომ გამოგყვები– თვალების ტრიალით და თავის ქნევით ამბობს, მაგრამ მაინც ეღიმება, ხვდება რომ მიშოსთვის სულერთი არაა. რაღაც ძალას გრძნობს ენერგიით ივსება, თითქოს წამშივე ბრუნდება ძველი მილა, ძველი შემართებით, აი ისეთი მანამდე რომ იყო, სანამ მიშოსთან რაიმეს ცდიდა. ჩუმად იწყებს ღიღინს და ახლად გამოსულ ყოველკვირეულ ჟურნალს უყურებს. კმაყოფილებით ივსება. –ესეიგი ჩემი შერიგება უნდა– სავარძლის ზურგს ეყრდნობა და სახე ებადგება, იღიმის მთლიანად. –კი უნდა თან როგორ– ამბობს მის უკან ხმა, თვალების გახელის გარეშე ხვდება ვინცაა, არც ინძრევა ისევ იღიმის, არა უფრო მეტადაც. –ესეიგი ნანობს– ალბობს ისევ თავისთვის. –ძალიან, ძალიან ნანობს– სინანულით სავსე ხმა ესმის, კიდევ უფრო ეღიმება. –მაგრამ... –მაგრამ...– ესმის დაძაბული ხმა, ბოროტულად იცინის. –მაგრამ მე უკნე აღარ მაინტერესებს– იცინის და მიშოსკენ ტრიალდება– აღარ მაინტერესებს რას იზამს, შენობის ბოლო სართულიდანაც რომ გადახტეს, მე არ მაინტერესებს, არა, არა, არაა– თავის აქეთიქით ქნევა დაიწყო, უნდადა გაებრაზებინა, რაც ნამდვილად გამოუვიდა, სიტყვის უთქმელად დატოვა მიშომ მილა. –უხ როგორ გაგაბრაზე– იცინის მილა და მიშოს საჯდომს უყურებს, შემდეგ ზუგს და მუშტშეკრულ ხელს.– ჩემი ბრაზიანი– იცინის ისევ, კარგ ხასიათზეა, იცის რომ ყველაფერი მალე დასულდება და ისეთი ღამეები აღარ დადგება მის ცხოვრებაში როგორიც გუშინ იყო. ახლა ბედნიერი იქნება, მიშოსთან ერთად. საბუთებს ჩაშტერებულმა ვერც შეამჩნია როგორ ჩაკიდა მიშომ ხელი და როგორ ააფხიკა სავარძელს, ისე სწრაფად მიყავდა რომ ვერც ის შენისნა როგორ შეაგდო ლიფტში, მხოლოდ კარების დახურვისას იგრძნო შიში, პანიკაში ვარდებოდა, ყვირილამდე ცოტაღა აკლდა, მაგრამ იგრძნო ძლიერი მკლავები როგორ მოეხვია. არ უნდოდა ასე მალე დანებებულიყო, მაგრამ ახლა ის რომ მოეშორებინა შეიძლება აქვე მომკვდარიყო, თვალებისდახუჭვა უნდოდა, მაგრამ ამინც ნაცრისფერ კედლებს უყურებდა, რომელიც ეგონა რომ ნელნელა პატარავდებოდა. ისე ძლიერად მოუჭირა ხელი მკლავზე მიშოს, რომ ბიჭმა წამით ინანა კიდევაც ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები, რომ თავი დაცულად ეგრძნო. ლიფტის გაღება და მილას გარეთ გაქცევა ერთი იყო, ეგონა რომ ჰოლში იქნებოდა, მაგრამ ამის მაგივრად სახურავზე იდგა, შიშის ახალმა ტალღამ დაუარა, სიმაღლის შიში. უკანუკან იხევდა როდესაც ზლიერ მკერდს შეეჯახა, შეტრიალებისას ისევ უკან დაიხია, ცდიობდა არაფერი შეემჩნია, არც არაპრეს ამბობდა არც ყვიროდა, თითქოს ყელი გამომშრალი ქონდა, კანკალმა მოიცვა, როდესაც დაინახა როგორ მიუახლოვდა მიშო ნაპირს. –რას აკეთებ?– ხმამაღლა დაუძახა, ნაბიჯიც გადადგა მისკენ მაგრამ ისევ უკან დაიხია. როგორ უნდოდა იმ ადგილიდან გამოეთრია, მაგრამ შიში თავისას შვებოდა, დისტანცია მათშორის ნელნელა უფრო იზრდებოდა. –შენ ხომ მაინც არ გაინტერესებს აქედანაც რომ გადავხტე არა? –მიშო გადმოდი მაქედან– ტირილის პირას მისულმა ლამის ჩურჩულით წარმოთქვა და რამოდნიმე ნაბიჯიტ მიუახლლოვდა. –შენ ხომ მაინც არ გაინტერესევს გადავხტები თუ არა აქედან? ხომ არ გაინტერესებს რას ვიზამ და რა მომივა, მოვკვდები თუ არა? –ნუ ამბობ ასე, მიშო გადმოდი მაქედან გთხოვ– კიდევ უახლოვდება რამოდნიმე ნაბიჯით– მე... მე არ მინდა რომ გადახტე, იმიტომ რომ... რომ მე...– არ იცოდა როგორ ეთქვა, ან ეთქვა თუ არა. –იმიტომ რომ შენ რა?– მოჩვენებითი სიბრაზით ამბობს და ოდნავ წინ იწევა. –იმიტომ რომ მიყვარხარ– ყვირის მილა და მიშოს ორ დიდ ნაბიჯიტ უახლოვდება, ხელს მხარზე ადებს და უყურებს როგორ კმაყოფილი სახე აქვს მიშოს. –ესეიგი გიყვარვარ ხო?– სიცილით ამბობს მიშო და მოაჯირს შორდება, მილას მკლავებში იქცევს და ისევ იცინის, შეშინებული მილას კი უჭირს გააზრება ყველაფრის. მაგრამ ახლა იცის რომ უსაფრთხოდაა. იცის რომ მასთანაა და არსად წასვლას არ აპირებს. –შენ მითხარი რომ მეტყოდი თუ ვინმე შენს სიყვარულს დაიმსახურებდა. მე ვიმსახურებ? –არ ვიცი იმსახურებ თუ არა, მაგრამ ისე ძლიერ მიყვარხარ რომ შენგარდა არავინ და არაფერი მინდა. ძალიან შემეშინდა– მხოლოდ ახლა იწყებს მილა ტირილს, როცა ყველაფერს იაზრებს, შიშის გრძნობა ისევ უვლის სხეულში და აჟრიალებს,მიშოს მის საქციელზე ეცინება. –ახლა აღარსად გაგიშვებ, სულ ჩემთან იქნები, სულ ჩემი პატარა იქნები, აღარასოდეს იტირებ და აღარასოდეს მოიწყენ ჩემგამო, ჩემი სიყვარულით აგავსებ და დაგანახებ რომ შენგარდა არავინ მინდა. ფრთხილად იხრება მიშო და მილას ტუჩებს მის წუჩებს აწებებს. ეს იყო ბედნიერება. ეს იყო ნანატრი მიშო. ნანატრი ვაჟი. უფროსის ვაჟი! დ ა ს ა ს რ უ ლ ი ........... მადლობა ყველას და ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის! იმედი მაქვს მოგეწონებათ! პ.ს. მალე დავდებ ახალ მოთხრობას, ჩემზე და ჩემს მეგობრებზე, იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.