შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (თავი 1)


25-03-2016, 23:23
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 7 484

ქერა,სულ ოქროსფერი თმა უელავს,ეღიმება და სახეზე შეუცნობელი ბედნიერება დაუქრის.თმას ოდნავ იწევს უკან და სახეს მაღლა სწევს,მუქსა და დიდ ტუჩებს ერთმანეთს აშორებს და თეთრ კბილებს აჩენს.გვერდით მეგობარს ადებს ხხარზე ხელს და გვერდით იწევა.ლამისაა მის სკამზე გადავარდეს.როგორც ჩანს,რაღაც უხარია.
-არ დალევ?-ჭიქაზე ანიშნებს გვერდით მჯდომი.
-არა,არ დავლევ-აქნევს თავს და მღელვარედ იწევა გვერდით,ცოტა ხანში ფეხზე დგება და თვალებს აცეცებს.
-ვის ეძებ,გოგონი?
-არ ვიცი,თავი ისევ სამსახურში მგონია.
-დღეს კარგად გიმუშავია,როგორც ვატყობ-ეღიმება სალის და ნატას სკამზე უთითებს,დაჯექიო.
-კარგი რა,სალი..რომ გენახა დღეს რა მაგრად ვიმუშავე.
-საუკეთესო ხარ-უღიმის დაქალს და საფულეს ხსნის,ქაღალდის ფულს აწყობს და ფეხზე დგება.
-ძლივს..წავედით,ძილი მინდა!-ამბობს ნატა და თან კაბას ისწორებს,რომელიც ჯომისას მაღლა აქაჩვია.

უკვე ორი წელია,რაც საკუთარი სახლი იყიდა და მარტო ცხოვრობს.უფრო სწორედ,თავის დაქალთან,სალისთან,ერთად,რომლის შეყვარებული სახლში მოსვენებას არ აძლევს.როცა უნდა მიდის და მოდის,რაც აგიჟებს ნატას.
ახლაც დაღლლია,დაწოლა უნდა,მაგრამ ვინ ასვენებს.სალის გოგა სახლში დახვდათ და მუსიკებს მაღალ ხმაზე უსმენს,თან ტანს აყოლებს.
-ეს რა მყავს-ირონიით ამბობს ნატა და ჩანთას დივანზე აგდებს.
-დაიღალე,ნატუშკ?-ეკითხება გოგა და თან თვალებით შეყვარებულს ეძებს.
-კი და ახლა უნდა წახვიდე ან წახვიდეთ,ჩემთვის სულერთია-გამომცდელად იყურება დერეფნისკენ,სადაც მისი დაქალი ქურთუკს იხდის.
-კარგი რა,ჩუმად ვიქნებით-მუდარით უყურებს ნატას.
-ჩუმად?! ვიცი,რა არის თქვენი ჩუმად ყოფნა-სიცილს ვერ იკავებს და გემრიელად ხითხითებს.
-კარგი,წავალ.და დაგიმახსორებ,იცოდე..ამ კვირას მაგარი წვეულება მაქვს.
-რად მინდა-მხრებს იჩეჩს და კარებისკენ იხედება.
-კარგი რა.იქ მაგარი ტიპები გაიჩითებიან.
-მაგარი ტიპები? ვიცი,რას ნიშნავს შენი მაგარი ტიპი-ბალიშს ესვრის გოგას და ქერა თმას მაღლა იწევს-ფანჯარა მაინც გამოაღე,ბიჭო!
-რა გოგო ხარ.შენ დამტოვებ კიდეც.
-სალი,გაათრიე ეს ბიჭი,თორემ შენს გაგაგდებ-გაბრაზებული ეძახის დაქალს.როცა დაღლილია,ნერვები ძალიან მტყუვნობს.
-კარგი,კარგი,ჩემო სიხარული-თავისით მიდის გოგა,შეყვარებულს ყურში რაღაცას ჩურჩულებს და კარევბს აღებს.
-დავიძინე,რამე ნელი და რიტმული მუსიკა ჩამირთე რა.
-მაგის თავიც არ გაქვს?-ეცინება სალის და სურვილს უსრულებს.

დილას ადრე დგება,როგორც ყოველთვის.სამსახური ადრე ეწყება.პროფესიით იურისტია და თავის საქმეში საუკეთესო.ზოგჯერ,როცა ყველაზე გაბრაზებულია ამბობს,რომ სამსახური ყველაფერსა და ყველას ურჩევნია.
-წავედით ახლა,ჯერ რამე ვჭამოთ-საკუთარ თავს ესაუბრება და სამზარეულოსკენ მიდის.
-აუ,გამეღვიძა მეც.
-მე არ დამაბრალო,გოგონი-სალის გაჰყურებს და მის აჩეჩილ თმებზე ეცინება.
-ნეტავ მოგიტაცებდეს ვინმე,სახლი მე დამრჩებოდა-წინ უსკუპდება სალი.
-შენი მოტაცების საქმე სანახევროდ მზადაა!-ნიშნის მოგებით პასუხობს და საათს უყურებს.
-რა გვაქვს საუზმეზე?
-ვნახავ-იხედება მაცივარში.
-დღეს სავახშმოდ არ მოხვალ? მე და ...
-არ მიხსენო ეგ გიჟ გოგა..არა,არ მოვალ..ასპირაში მივდივარ,მერე აუზზეც შევივლი..
-კარგი,მაშინ ავიკლებთ აქაურობას.
-დალაგებულს დამახვედრებ-მაცივარში ვერაფერს ნახულობს და ჩაის კითხულობს.
-არა,რა ჩაი? არ მიყიდია.
-აუ,თქვენს ხელში რა...-წუწუნებს და სამზარეულოდან გადის.
-ვიყიდი დღეს,არ იდარდო!-გასძახის ნატას,რომელიც უკვე მიდის.

სამსახურში შესანიშნავი გარემო აქვს,საკუთარი კაბინეტი,სადაც კომფორტულად გრძნობს თავს და ადამიანები,რომლებთანაც შესანიშნავად მიირთმევს ლანჩს და დასვენების დროს ბევრს საუბრობს.
-ჰეი,ქერავ-თაკო შორიდან ესალმება.
-პრივეტ-უღიმის და ხელს უწევს.
შემეგი გაჩერევა კაბინეტია,სადაც ცოტა ხანს ისვენებს და შემდეგ საბუთებს უყურებს.დღეს ახალი საქმე ჩააბარეს,უყვარს საკუთარი პროფესია,თუმცა ამ ბოლო დროს ისე გადაიღალა,რომ დუნედ აკეთებს ყველაფერს.
თვალები დაეხუჭა ახლაც,თანამშრომლის კაკუნმა გააღვიძა მხოლოდ,საათს რომ შეხედა,აღმოჩნდა,რომ მთელი ერთი საათი სძინებია.უკმაყოფილოდ წამოდგა,რა მაძინებს ამდენსო და მიესალმა შემოსულს.
-კარგი საქმე შეგხვედრია,როგორც ჩანს.
-ასეა,თუმცა ჯერ წესიერად არ გადამიხედავს.
-ვის არ უნდოდა ეგ საქმე,ნატა,იცოდე,ნეტა..-გაუღიმა და მარტო დატოვა.
გაუკვირდა,რა არის ასეთი,ყველას რიმ უნდაო და ისევ გადაშალა.სწრაფად დაიწყო კითხვა და მთელი ინტერესით დააყრდნო თავი ხელებს.
ბოლოს გამოერკვა ბურუსიდან,მთელი სასამართლო პროცესი ხომ ერთი დიდი ლაბირინთია.როგორც აღმოჩნდა,მას უნდა დაეცვა ერთი ბიზნესმენი,რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და ცოტა ხნით საქართველოში იყო ჩამოსული.
გაუკვირდა მაინც და მაინც მე რატომ მომცესო,თუმცა კმაყოფილებაც იგრძნო.ანუ უკვ ძლიერ ენდობიან.
დროც მალე გავიდა,კაბინეტი დაკეტა და მხიარულად წავიდა გასასვლელისკენ,გზაში სალის წერდა თავისი წარმატების შესახებ და წინ არ იხედებოდა,კინაღამ წაიქცა კიდეც რაღაცას მიასკდა და,თუმცა თავი შეიკავა და გასასვლელამდე მიაღწია.
-ხვალ უნდა შეხვედრა,სასწრაფო საქმეაო.
-ხვალ? ხვალ რომ შაბათია?-ჰკითხა უფროსს.
-შაბათსაც ვმუშაობთ.
-მეგონა,ამ შაბათს ნაკლებად დატვირთული კვირა გვექნებოდა-თავი გააქნია უკმაყოფილოდ და ჩანთა შეისწორა.
-მნიშვნელოვანი კაცია.
-კარგი,როგორც საჭიროა..ახლა ერთი სული მაქვს,როდის გავაღწევ აქედან.
-ნატა..-თაკოს ხმა მოესმა გვერდიდან.
-ჰო....
-ხვალიდან აღარ იქნები გაქცევაზე,შოკი კაციაა-აღტაცებული ხმით უპასუხა თაკომ.
-უიმე,კარგი რა-გაეღიმა და გულში იფიქრა,ყველა ასე ამბობსო.მანქანისკენ წავიდა და ყურსასმენები გაიკეთა,ახლა განტვირთვა ნამდვილად სჭირდებოდა.

-დე,დაღლილობის სინდრომის შესახებ რამე,იცი?-დედას დაურეკა,როგორც ყოელთვის,ტრადიციულად ყოველ საღამოს საუბრობდნენ ხოლმე დედა-შვილი,საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ.
-არა.რა ხდება?
-ეტყობა,მეტი ძილი მჭირდება..არ ვიცი,დე..
-ჩემი ნატა..გოგო,რა ხდება ახალი?
-ახალ საქმეზე ვმუშაობ..სასამართლო სამ თვეშია,ერთი ბიზნესმენია რა.
-შენ საუკეთესო ხარ,.გამოგივა,ვიცი.
-ნეტავ,ასე თავად ვიყო საკუთარ თავში დარწმუნებული-გაეცინა ნატას და ბალიში გულში ჩაიკრა.

შაბათ დღეს უფრო გვიან ადგა,დილაუთენია მაინც არ იყო სამსახურში მისასვლელი.მზიანი დღე ჩანდა.მარტი კი იყო,მაგრამ ძალიან ცხელი დღე უნდა ყოფილიყო,როგორც ფანჯრები ამბობდნენ.
გვერდითა ოთახიდან გოგას ხმა მოესმა და გუნება გაუფუჭდა.ის ძალიან ენერგიული იყო და მთელ სახლს ყირაზე აყენებდა,ნატა კი ამ ბოლო დროს ძალიან დაღლილი იყო.
-აქ რა ხდება?-ხალათის მოუცმელად გავარდა,ფეხშიშველა კინაღამ წაიქცა კიდეც.
-ვერთობით-სამზარეულოში რაღაცას წვავდნენ ნატა და გოგა.
-აუ,ჩუმად რა...
-შენ პენსიაზე ხარ გასასვლელი,უნდა ვუთხრა შენს უფროსს..-გადაიხარხარა გოგამ.
-კარგი,კარგი..მეც შემოგიერთდებით..-სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონს დახედა,უფროსი წერდა,უკვე მოვიდა ბატონი დავითიო.
-მოვიდა!-წამოიყვირა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.ძალიან შიოდა და იფიქრა,სამსახურის მაგივრად,სადმე კაფეში შევხვდები კლიენტსო,უფროსს მისწერა ეს ყველაფერი,როგორც საპატიო თანამშრომელმა და პასუხის მოლოდინში თავის მოწესრიგებას შეუდგა.
მაკიაჟს რჩებოდა,როცა პასუხი მიიღო,კარებისკენ წავიდა და გზაში იმ კაფეს სახეს იმეორებდა,რომელიც ბატონმა გურამმა უთხრა.“ჯიპიესით“ ძლივს მიაგნო დანიშნულ ადგოლს,ამ უბანში იშვიათად თუ ხვდებოდა.ცოტა არ იყოს შერცხვა,კლიენტი რომ ალოდინა,მაგრამ ამაზე დიდ ხანს არც უფიქრია.
კაფეში შევიდა და თვალიერება დაიწყო,ეძებდა იმ ბატონ დავითს.ადრე იმაზე არ უფიქრია,რომ მისი ფოტოც კი არ ჰქონდა ნანახი.ახლა კი ოროსანი ბავშვივით იდგა და არ იცოდა,სად წასულიყო.
მოკლე იუბკით,პერანგითა და მაღლებით გამოირჩეოდა იქ მყოფთაგან,ნატა ხომ მუდამ მოწესრიგებული გოგო იყო.ალბათ ამით იცნო ბატონმა დავითმა და უკნიდან მიესალმა.ნატას გაუკვირდა და თან გაუხარდა,ამოცანა ამოხსნილიაო.
-დაგაგვიანდათ!
-ბოდიშით-უკან მიბრუნდა ნატა,დაიჭირა თუ არა დავითის მამაკაცური გამოხედვა,მისი მუქი ფერის თვალები და მაღალი ნავარჯიშევი სხეული,მიხვდა,რასაც გულისხკმობდა თაკო.აი,რატომ უნდოდათ მასთან მუშაობაო.
____
ჩემო ტკბილებო,ახალი ისტორია დავიწყე.ამ ბოლო ხანებში ძალიან გაპასიურდით კომენტარების წერაში.მოტივაციისთვის საჩუქარს გავუგზავნი თითოეული კომენტარის ავტორი(ნუ,რა თქმა უნდა,სტუმარი თუ არ იქნება).
მიყვარხართ,ჩემო კნუწებო.
ტკბილს სიზმრებს გისურვებთ.





№1 სტუმარი A

Saintereso chans. Male dade ra shemdegi dzalian momewona da gagrdzelebas veli.....

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

A
Saintereso chans. Male dade ra shemdegi dzalian momewona da gagrdzelebas veli.....

აუცილებლად

 


№3  offline წევრი ruska gabrijidze

Ravi kargi chans gaagrdzele magariA

 


№4  offline წევრი Pepper

საინტერესო დასაწყისია ძალიან <3
კარგაააად წერრრ <3
მომწონს შენი ისტორიები <3
ველი შემდეგ თავს<3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ruska gabrijidze
Ravi kargi chans gaagrdzele magariA

Pepper
საინტერესო დასაწყისია ძალიან <3
კარგაააად წერრრ <3
მომწონს შენი ისტორიები <3
ველი შემდეგ თავს<3

ხვალ დავდებ აუცილებლად
გმადლობთ

 


№6 სტუმარი lela

ძალიან საინტერესოა, მალე დადე შემდეგი <3

 


№7  offline წევრი mani156

magariiaa ^_^ male gaagrdzele saintereso chans ^^

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi iyo rogor mainteresebs shemdegi

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

ბადლობა,ბავშვებო..დღეს დავდებ.

 


№10  offline წევრი Peoplefallformysmile

ეცადე მალე დადო ხოლმე , დამაინტერესა ^^

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

Peoplefallformysmile
ეცადე მალე დადო ხოლმე , დამაინტერესა ^^

აუცილებლად

 


№12 სტუმარი Bubika

Gamarjobaat.pirvelad viwyeb seqsualuri advokatis kitxvas da yvela tavj aq aris tu dayofilia?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent