შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “15“


1-01-2016, 22:35
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 364

* * *
-მძიმედაა?-ისმის ბოხი ხმა
-საკმაოდ,სასწრაფოდ საკაცე,-უყვირის მეორე ხმა და ცდილობს მამაკაცი მანქანიდან გადმოიყვანოს,სასწრაფოს ეკიპაჟი უკვე ადგილზეა საკაცით,ყველა ცდილობს უკვე მამაკაცის საკაცეზე დაწვენას,შემდეგ სწრაფად მიაქანებენ თოვლიან გზაზე,სასწრაფო მარშუტისკენ და კარს ფეხებთან უხურავენ.
-რა მოხდა?-შუა გზაში გონს მოდის მამაკაცი და ცდილობს რეალობაში დაბრუნდეს,მაგრამ საშინელ თავის ტკივილს გრძნობს და წამოწეულ თავს უკან,მოწყვეტით დებს.
-დამშვიდდით,-ამხნევებს მორიგე ექიმი და ხელს მაჯაში კიდებს.
-ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებს,ელენეს დაუძახეთ,-მუდარა ისმის მამაკაცის ხმაში,ყველა დაბნეული და აფორიაქებული უცქერს.ყველანაირი პირველადი დახმარების საშუალება გაუკეთეს და ტკივილს რომ არ შეეწუხებინა დააძინეს.
ელენე ვინაა?-ეკითხება ერთი ექიმი მეორეს და ქირქილებს,მეორე მხრებს იჩეჩს და მამაკაცს აშტერდება
-ცოლი ალბათ,-ისიც პასუხობს და მინაში იხედება,-რას ერჩიან საკუთარ თავებს,რატომ დადიან ასე სწრაფად
-რომ გაიღვიძებს კითხე,-ეუბნება მეორე და აპარატს ასწორებს,რომელიც მამაკაცს უკეთია,-წნევაც ეცემა,გულის ცემა არ მომწონს,-ამბობს ცოტახნის შემდეგ და საჭესთან მჯდომს მიმართავს,-მალე მივალთ?-შიში ერევა ხმაში
-თითქმის მოვედით,-ეუბნება და მანქანა საავადმყოფოს წინ ჩერდება და უკვე საკაცით მიაქანებენ მამაკაცს.

-ხერხემლის დაზიანებაა,-ეუბნება ერთი მეორეს,-მცირე ოდენი ტვინის შერყევა,მახსოვრობა არააქვს დაკარგული,გული წესრიგშია
-საოპერაციოა,მაგრამ შეიძლება გადაადგილება დროებით შეწყდეს
-სხვა გზა არ გვაქვს?
-არა,-ოხრავს და საოპერაციოთ ემზადება.
* * *
-ალო,დამიანე სად ხარ?-ეკითხება შეშინებული ელენე
-დამიანე არ ვარ ქალბატონო,-პასუხობს უცხო ხმა,-მისი ვინ ბრძანდებით?
-ცოლი ვარ,-რიდით პასუხობს ელენე,-თქვენ ვინ ხართ?
-პოლიციელი ვარ ქალბატონო,არ აღელვდეთ,ბატონი დამიანე სასწრაფოს მიერ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში,მისი საბუთები ჩვენ გავქვს,-ყურმილში საშინელი ხმა ესმის ელენეს და ცრემლები თვალებს ასკდება,მთელი კანი ეწვის სიმწრისგან და მუხლები ეკვეთება
-სად,რომელ საავადმყოფოში,-ძლივს კანკალით ამბობს და ცრემლებს უმატებს,პოლიციელი მისამართს აწერინებს და ელენე სწრაფად ემზადება რომ წავიდეს და გზაში ნინელი ურეკავს.
-რა გატირებს?-ეკითხება შეშინებული
-დამიანე,-სლუკუნით ეუბნება ელენე,-ავარია
-გარკვევით ილაპარაკე
-საავადმყოფოში მივდივარ,დამიანე ავარიაში მოყვა,-ნინელი შეძრწუნდა ახალი ამბით და გიორგისაც გააგებინა,ორივე სწრაფად გავარდა სახლიდან დემნასთან ერთად.

* * *
-დამშვიდდი,დე,კარგად იქნება,-თმაზე უსვამს ხელს ნინელი ელენეს,ის კი ტირილს უფრო უმატებს და კუთხეში იკეცება.
-არ შემიძლია,-ამბობს და სახეზე ხელებს იფარებს,-ძალიან მტკივა და მეშინია
-ნუ,ნუ,-ეხუტება,-ძლიერი ბიჭია,ყველაფერი კარგად ჩაივლის

-ელენე თქვენ ბრძანდებით?,-მორიგე ექთანი ელენეს მიმართავს
-დიახ,-ცრემლებს იმშრალებს და ფეხზე დგება,-ოპერაცია დასრულდა?
-დიახ,კარგადაა,ნუ ნერვიულობთ,უნდა წამომყვეთ
-შესვლა რომ არ შეიძლება?
-ხო,მაგრამ თქვენი ნახვა ძალიან უნდა
-გონზეა უკვე?
-დიახ,-ამბობს თავადაც გაოცებული ექთანი,-პირველი შემთხვევაა,როცა ნარკოზიდან მალევე გამოვიდა.
-წამიყვანეთ,-მიუგო ელენემ და გაჰყვა დამიანეს სანახავად.

* * *
უახლოვდება,უახლოვდება და ტკივილს უფრო მეტად გრძნობს,როცა მის გალურჯებულ სახეს უყურებს.მის პირდაპირ ჯდება და გაშტერებული უყურებს,თვალებს არ ახამხამებს,მხოლოდ ღრმად და შიშით აღსავსე სუნთქავს და გულში მამაო ჩვენოს ამბობს.დამიანე ხელს მაღლა სწევს და ანიშნებს თავისთან მიახლოვებას.
ელენეც უხმოდ დგება და მის გვერდით ჯდება,ხელს კიდებს მტევანზე ძლიერად და ტუჩებთან მიაქვს.
-რომ მომკვდარიყავი,ჩემზე არ ფიქრობდი?-სუსტი,მაგრამ მაინც უკმაყოფილო ხმით ამბობს და ხელის გულზე კოცნის,დამიანე მხოლოდ მტკივნეულად იღიმის,ხმას ვერ იღებს.-გესმის?-ეკითხება ელენე და მის ხელს დაბლა უშვებს,დამიანე უკმაყოფილო სახეს იღებს და თავად წევს ხელს მის სახესთან მიაქვს და ცდილობს მიეალერსოს.
-მე,-მტკივნეულად წარმოთქვამს და ჩუმდება,-არ მინდოდა,-ძლივს ამბობს და ხელს დაბლა სწევს.
-ნუ ლაპარაკობ,არ შეიძლება,-აჩერებს ელენე
-რა გაცვია?-არ წყვეტს საუბარს დამიანე და ცდილობს დაბლა დაიხდოს და იწევა,მის კითხვაზე ახლაღა ფხიზლდება ელენე და დაბლა იყურება,ისევ ქუსლ მოტეხილი აცვია და სიმწრის სიცილი უვარდება.
-შენი ბრალია,-ამბობს და სიცილს არ წყვეტს,დამიანეც გაბადრული სახით უცქერს,გონებას კარგავს და მარჯვენა თვალზე ცრემლის წვეთი უბრწყინდება.



პ.ს ყველას გილოცავთ ახალ 2016 წელს. წარმატებული წელი გქონდეთ.ძლივს,როგორც კი მოვიცალე დავჯექი და დავწერე იმედია შეაფასებთ.მიყვარხართ.



№1  offline წევრი kora

იმედია ამის მერე დალაგდება მათ შორის ურთიერთობა, მე მჯერა სასწაულების:) და მჯერა შენიც, რომ არ გაიმეტებ მეტი ტკივილისთვის შენს პერსონაჟებს...
მიხარია ამ ისტორიის კითხვა, რომ დავიწყე. წინა თავშიც დაგიწერე ერთიანად წავიკითხე და მომწონს ძალიან. განსხვავებული და საინტერესოა...
ახალ წელს გილოცავ, საუკეთესო სურვილებით! <3
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი Nini

Au ra magarii iyooo vaime rogor miyvarxarr

 


№3 სტუმარი P.T

Auuu radros gawyvitee maledade ra

 


№4 სტუმარი P.T

Auu radros gawyvite,damianes araferi mouvides Ra,vergadavitan.male Dade gelodebi moutmenlad

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ეს რაღაც ახალია,მომწონს მე ასეთი ელენე.თეო შენ კი ძალიან საყვარელი გოგო ხარ.

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესო ისტორიაა მაგრამ პატარა თავებია გაზარდე რა ცოტა.

 


№7 სტუმარი manana

ძალიან მომწონს და დიდი ინტერესით ვკითხულობ მიყვარს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა წარმატებები გილოცავ ახალ 2016 წელს ფეხბედნი ყოფილიყოს შენთვის ეს წელი

 


№8  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

დიდი მადლობა ყველას <3 <3 ყველაზე საუკეთესო წელს გისურვებთ. <3 ძალიან მაბედნიერებთ. <3 <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№9  offline წევრი Imagination

ძალიან მომეწონა თეო ყოჩაღ.მადლობა შენ ასეთი კარგი ისტორიისთვის.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაი... გამაჟრჟოლა. საოცრად ემოციური იყო და ელენე ახლებურად დავინახე უკვე. არა, ვინ არ იდარდებდა, რომ გაეგო ავარიაზე. ბოლოსდაბოლოს უცხოს ავარიაზე, რომ გაიგებ იმას განიცდი და რაღაც უსიამოვნო გრძნობა გეუფლება, მაგრამ ელენე ახლა სხვა იყო. ისეთი არა, როგორიც უნდა ყოფილიყო.
მისი გრძნობები გამოაშკარავდა თითქოს. საოცარი თავი იყო. თეო ბრავო :3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11 სტუმარი mtvaro svani.

vai mas rom rame mouvides chemi xelit mogklav eleneeeeee.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომეწონა სხვანაირი იყო. რაღაც სხვა... ემოციების ზღვა... გადავიფიქრე აღარ მოვდივარ სენთან... აი ყოჩაღ შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent