შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანდასახული8


26-03-2016, 00:39
ავტორი ეკატერინე
ნანახია 2 535

*სამი კვირით ადრე*
კლუბში პატარა კეკლუცი გოგონა შევიდა. მოკლე წითელი კაბით და მახალქუსლიანი ფეხსაცმლით. მივიდა ბართან და სკამზე ჩამოჯდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ისე თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდეს. თმებს ხან ერთ მხარეს გადაიქნევდა, ხანაც მეორე მხარეს. კონიაკი შეუკვეთა და ჭიქაზე ტუჩსაცხის კვალი დატოვა. ის ძალიან გამომწვევად გამოიყურებოდა. მასთან ხან ერთი ბიჭი მიდიოდა, ხანაც მეორე მაგრამ ვერცერთმა დაიმსახურა მისი ყურადღება. უეცრად შეამჩნია შუა დარბაზში მოცეკვავე, ათლეტური აღნაგობის, ცისფერთვალება ბიჭი. ალბათ ამ კლუბიდან მხოლოდ ამ ბიჭს არ მიუქცევია მისთვის ყურადღება. გოგონა ფეხზე წამოდგა და ცეკვა-ცეკვით გაიწია დარბაზის გულამდე, იქ სადაც სიმპატიური ბიჭი ყველა გოგოს ყურადღებას იქცევდა. ბიჭის ტანის რხევას აუყოლა რიტმი და მასთან ერთად აცეკვდა. არც ბიჭს და არც გოგოს დარჩენოდან სიფხიზლის კვალი. ორივეს სხეული გაბუჟებულიყო ალკოჰოისგან. გოგო ზედმეტად თამამი იყო. ბიჭის სურვილმა შეიპყრო, ნელა მიუახლოვდა და ქვედა ტუჩზე ვნებიანად აკოცა, მერე თვალებში შეხედა და დაელოდა ბიჭის მოქმედებას, მანაც ჩახედა გოგოს თვალებში, კისერზე ხელი მოჰკიდა, მისკენ მიიზიდა და ჯერ ზედა ტუჩზე ნაზად დაუწყო კოცნა, მერე ქვედა ტუჩზე გადავიდა, ნელ-ნელა უსველებდა ბაგეებს, მეორე ხელი წელიდან ქვედა ტანზე გადაიტანა და ძლიერად მოუჭირა გოგოს ხორცზე, ვნებამორეულმა ქალმაც სიამოვნებისგან იკვნესა... ძლიერი მუსიკა მათ ყურებს ახშობდა, ქალ-ვაჟი ვნებათა ზღვაში გადაეშვნენ.
- დილამშვიდობის..
- ჰმ.. დილა მშვიდობის
- სახელიც არ მიკითხავს... რა გქვია?
- დათო. შენ?
- ტასია.. გინდა ხვალაც შევხვდეთ ერთმანეთს
- კარგი... შევხვდეთ - ვაჟ[right][/right]ი ლოგინიდან წამოდგა და ჩაცმას შეუდგა. მათი ურთიერთობა ერთ კვირას გაგრძელდა...

***
- ტასია მინდა რომ დათოს ნომერი მომცე - ამის თქმისას ტასიამ ნომერი მაშინვე ხელში გადასცა მამაჩემს. მამაჩემმაც მშვიდად გაუშვა ზარი და საღამოსთვის დაიბარა დათო. გული ძლიერად მიძგერდა. მეგონა ცოტაც და გასკდებოდა. ჩემი ნახევარდა ჩემი საუკეთესო მეგობრისგან ორსულად იყო. არ მჯეროდა ამის და იმედი მქონდა რომ ასე არ იქნებოდა. „ თათიამ ეს რო გაიგოს ჭკუიდან გადავა... ვაიმე რა გავაკეთო... ან ისე უნდა შევაპარო ყველაფერი რომ ძალიან არ ინერვიულოს“ - ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ კარზე ზარი გაისმა.. სასწრაფოდ გავაღე კარები
- ნიკა შემოდი მალე მალე..
- ანა რა გჭირს? ყველაფერი კარგად არის
- წამო დავჯდეთ და მოგიყვები ყველაფერს.. -ნიკას თავიდან ბოლომდე ჩავურაკრაკე მომხდარი, თვალები შუბლზე აუვიდა გაკვირვებისა და მოულოდნელობისგან.
- მამაშენი სად არის
- თავის ოთახშია - მამაჩემი და ნიკა ჩემი სუიციდის მცდელობის მერე კარგად მეგობრობდნენ ასაკის მიუხედავად. ნიკამ უფლებაც კი აიღო ჩემთან ყოფნაზე. მეორე ოთახში გავიდა და მათ ლაპარაკი დაიწყეს, ისე რომ მე დასწრების კი არა მოსმენის უფლება არ მქონდა. ნათია ვერფერს მიბედავდა სანამ მამაჩემი სახლში იყო. დრო იხელთა, ჩემთან მოაჭრა და სახეში ძლიერად გამარტყა - შე დამპალო.. ტასია რო ორსულად არის ეგ შენი ბრალია შე გველის წიწილა - ნათიას ლამის გავეგლიჯე ისეთი გაბრაზებული იყო ჩემზე. ტასიას ორსულობა მისთვისაც სურპრიზი აღმოჩნდა..
- მოიცა მე რა შუაში ვარ გამაგებინე. რაც თვითონ უნდოდა იმას აკეთებდა ?
- მამაშენი იმდენად არის შენზე გადაყოლილი რომ ტასიას ყურადღება მოაკლდა და სხვაგან დაიწყო სიყვარულის ძებნა
- სიყვარულის კი არა მე ვიცი რისი ძებნაც დაიწყო - ამაზე ნათია სუ გაგიჟდა, ხელი მაღლა აღმართა, უნდოდა გაერტყა მაგრამ თავი შეიკავა
- ნათია მგონი ტასიას ყველაფერი აქვს რასაც მოინდომებს და მით უმეტეს გიორგისგან ასე რომ არ თქვა რამე აკლიაო
- შენ რა უფლება გქონდა გიორგისთან რო თქვი მის ორსულობაზე. მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა მხოლოდ ჩემთვის
- შენთვის რო მეთქვა რას გააკეთებდი? მუცელს მოაშორებდი და მშვიდად ჩაივლიდა ყველაფერი ხო?! იმ უცოდველმა ბავშვმა რა დააშავა ერთი მითხარი? თან მამა ყველაფერს მის სასიკეთოდ გააკეთებს. შენც კარგად იცი გინეკოლოგმა თქვა რომ თუ აბორტს გაიკეთებს მეორედ ვეღარ გააჩენს ბავშვს თან მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა - ნათიამ აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ამიტომ არჩია გამცლოდა. საღამომაც მოაღწია. კარზე ზარი გაისმა. კარი ტასიან გააღო და დათო სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა. ოთახში ნიკა, მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი ისხდნენ. მეც მალე შევუერთდი მათ. დათომ ნიკა და მამაჩემი რომ დაინახა ელდა ეცა
- გამარჯობა ბატონო გიორგი
- გაგიმარჯოს, ჩამოჯექი... -მძიმე ტონით უპასუხა მამაჩემმა
- მომიტევეთ... ტასია თქვენი შვილია...?
- რადგანაც არ იოცდი მხოლოდ მაგიტო არ გეუბნები არაფერს... მაგრამ... მაგრამ ასე არ გამოვა იცოდე
- რა არ გამოვა? - დათომ მიმოიხედა გარშემო. არ იცოდა მის თავს რა ხდებოდა
- ტასია შენგან ორსულად არის დათო - ნიკამ გაფანტა გაურკვევლობა
- რაა? - მოულოდნელობისგან ფეხზე წამოხტა დათო - იქნებ სხვისგან არის? მე მისთვის პირველი კაცი არ ვყოფილვარ - ხმამაღლა იყვირა დათომ. ამის გაგონებისას მამაჩემს ცეცხლი აენთო თვალებში. მე ფეხზე წამოვხტი და დათოს ვუთხარი დამშვიდებულიყო
- მისი ორსულობის ვადები თქვენს ურთიერთობას ემთხვევა დათო - წყენით ვთქვი მე
- შენი ვალია ცოლად მოიყვანო - დათო ამ ნათქვამს მედიდურად შეხვდა
- ვიცი.. ვიცი სხვა გზა არ არის... მაგრამ ერთი პორობით მოვიყვან.. თუ მართლა ჩემს ბავშვს ატარებს მუცლით, ჩვენი ქორწინება მზოლოდ ფიქტიური იქნება. ბავშვზე ყველანაირად ვიზრუნებ.. მაგრამ მე თათია მიყვარს... - ეს თქვა და გაჩუმდა. აშკარა იყო რაღაცის გაკეთებას გეგმავდა მაგრამ ჩვენთვის ეგ უცნობი იყო
- არ მაინტერესებს შენ ვინ გიყვარს - მამაჩემს ძარღვები დაეჭიმა. ქორწილი ერთ კვირაში დაინიშნა. დათომ დიდი ძალისხმევის გამოყენებით დაითანხმა თავისი მშობლები. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო.. არ იცოდა თათიასთვის როგორ აეხსნა ეს ყველაფერი.


ბავშვებო მობილურით ვწერ და ამაზე მეტად დიდი თავის დადება არ შემიძლია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent