წვიმაში ცეკვავს პატარა ქალი ...
წვიმაში ცეკვავს უცნაური პატარა ქალი, ოცნების ფრთებით რომ ეხება გაცვეთილ ღრუბელს, მას ვეღარ სწვდება მოციმციმე სურვილის ალი და ვერ იყნოსავს სიამაყის საამურ სურნელს! პატარა ქალი და ასეთი დიადი გრძნობა იღვრება ტანის მარტივ, მაგრამ ლამაზ რხევაში... პატარა ქალი და უცვლელი, უმიზნო ტრფობა - ასე თამამი და უკვდავი თავად ქცევაში! და სითამამის თითოეულ მოზომილ რხევას მოსდევს უჩუმრად, უცნაურად რღვეული ზღვარი და თითოეულ უსასრულოდ უგულო ქცევას - უგულო ტაში... სამუდამოდ გამქრალი კვალი! წვიმაში ცეკვავს უცნაური პატარა ქალი, სურვილი იწვის მის მოთეთრო, ვიწრო კაბაში... ფარული ვნება, მოგიზგიზე, ეული წამი - ეს სასურველი და საოცრად ლაღი თამაში! პატარა ქალი - ედემივით მშვიდი და ნაზი, სურვილის წამში გაჩენილი ტკივილის კვანძი და ცისარტყელას ათასფერი, მღელვარე ხაზი, როგორც ედემის საუკუნოდ ელვარე განძი! ლამაზი ქალის ბოჰემური, ეული ცეკვა: მოუზომელი, ვნების ალში სულ ბოლო წვეთი და სითავხედის უეცარი ზარების რეკვა წარმოუდგენლად უსულგულო, ვით ჯოჯოხეთი! სასურველია ქალის ცეკვა გიჟურ წვიმაში, ტანს რომ უმშვენებს სველი კაბა ათასფერადი; საკვირველია სითამამე მის ამ ქცევაში - ველური ვარდი, რადგან მხოლოდ ამას ხედავდი! წვიმის წვეთების ბზინვარება ამგვარ ფერებში, ასე ლამაზად უცნაური როდის გინახავს?! შეგიმჩნევია წვიმის ხშირ და უწყვეტ ნაკადში პატარა ქალს რომ მღელვარებას ცრემლი უკარგავს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.