შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეცამეტე)


26-03-2016, 09:21
ავტორი Pepper
ნანახია 2 497

ანასტასიასთან :
დილით ადრე გამეღვიძა,თავი მისკდებოდა მარიამს ეძინა ფრთხილად წამოვდექი ფეხზე. სწრაფად გადავივლე წყალი. შავი უბრალო მუხლამდე კაბა ჩავიცვი და ფეხზე ოლსთარები ამოვიცვი. დაბლა ჩასულს მისაღები საშინელ დღეში დამხვდა ,სამზარეულოზე აღარ მაქვს საუბარი. სწრაფად ვიპოვე ერთ-ერთ თაროზე შენახული გამაყუჩებელი და დავლიე. მაცივრიდან ლიკანი გამოვიღე და მოვიყუდე.
- მეც დამალევინე რა სტას - სამზარეულოში შემოვიდა დამი უკან კი ალექსანდრე მოყვა. ჩემი ბოთლი მივაწოდე და მისაღებში გავედი მაგიდის ასალაგებლად.
- მარიამს სძინავს? უნდა დაველაპარაკო - კიბეებთან მდგარმა მკითხა. თავი დავუქნიე და თეფშებით სამზარეულოსკენ გავემართე -
- რა იყო ხმას არ მცემ? -რამდენიმე წუთში ხელით დამიჭირა ალექსანდრემ და მისკენ შემოაბრუნა -
- არა- მკაცრად ვუპასუხე და ჩემი საქმე გავაგრძელე -
- კიდევ აქეთ ბრაზდები ? მე წავედი კლუბში საშინლად სექსუალურ ფორმაში და დავლიე გათიშვამდე ? - წარბაწეულმა მკითხა -
- შენ ვინმემ დაგავალა ჩემი ძიძობა ? - შევუტიე - არაა შენი საქმე სად როდის და როგორ ჩაცმული წავალ - მისაღების ალაგებას მოვრჩი ახლა კი ჭურჭლის გარეცხვა დავიწყე -
- აი მაგაში კი ცდები ქალბატონო - უკნიდან მომეხვია და კისერში მაკოცა - ახლა კი მომეცი ნება დაგეხმარო - მომაჯადოვებლად გამიღიმა და ყველაფერში დამეხმარა. უხმოდ მივალაგეთ სამზარეულო. გასვლას ვაპირებდი როცა ხელით დამიჭირა - ზემოთ არამგონია მარიამს და დამის შენთვის ეცალოთ ასე რომ ჯობს აქ დარჩე ჩემთან - ბოლო სიტყვა მთელი სითბოთი წარმოთქვა მეც მაშინვე მოვლბი. მისი ხელები ჩემს წელს შემოეხვივნენ კისერში შევუცურე ხელები და მეც მოვეხვიე. სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა მისი სხეულის შეხებისას. თუმცა იდილია კიბეებზე ბრახუნმა დაგვირღვია. ერთმანეთის მიყოლებით ჩამობრძანდნენ ალეკო გიორგი საბა და დაჩი. მათ კი უკან ქალბატონი ლილე და სოფი მოყვნენ. ყველა ერთნაირად განადგურებული იყვნენ სასმლის გამო. გამაყუჩებელი დავალევინე და მაცივრიდან ბიჭების მომარაგებული ლიკანიც გამოვუღე. ცოტახანში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. გარეთ გავედი და სახლის კიბეებზე ჩამოვჯექი. დედა და მამა რეკავდნენ მომიკითხეე ჭკუა დამარიგეს და მალე ჩამოდი გეყოფა დასვენება მოგვენატრეო. სახლში შესვლას ვაპირებდი კიდევ რომ დარეკა ტელეფონმა დაუხედავად ვუპასუხე -
- ახლა რაღა დაგავიწყდა დედა - გავიცინე და ბიჭის სიცილის ხმაც მომესმა -
- სტას - ჩამესმა ნაცნობი ხმა -
- აუფ რომელი ხარ ვერ გიცანი - წარბები შევჭმუხნე -
- თორნიკე ვარ - ჩემი კლასელი და ერთადერთი ბიჭი მეგობარი ამ გიჟების გარდა რომელთანაც ძალიან ძალიან ახლოს ვარ -
- თოკოო - გახარებულმა წამოვიძახე -
- ოჰო მიცანით ქალბატონო მისი ჩაცინების ხმა მომესმა - გავიგე ბათუმშიაო და ვიფიქრე გნახავდი - ეშმაკურად მითხრა -
- მოიცა რუსეთში არ უნდა იყო ახლა შენ და რუსის ნაშოჩკებს არ უნდა ჟ****დე ? - გავიცინე -
- შენ გაუზრდელდი თუ როგორაა საქმე ? - გაეცინა - აქ ვარ გუშინწინ ჩამოვედი მომენატრე და მნახე ახლავე -
- კარგი ჩავიცმევ ჩემო ერთადერთი და გნახავ -
- კარგი ცანცარა -
- მეც მიყვარხარ, გკოცნი - გავიცინე და ტელეფონი გავთიშე ფეხზე ავდექი და რომ შევბრუნდი კარებში მდგარი ალექსანდრე დავინახე-
- სად მიდიხარ ? ან ვინ იყო ? - წარბაწეულმა მკითხა -
- შენ არ გეხება - მკაცრად ვუთხარი და გვერდის ავლა ვცადე -
- ისევ თავიდან იწყებ ანასტასია ? -
- არაფერს არ ვიწყებ. რაც არ არის იმას ვერც დაიწყებ და ვერც დაასრულებდი - არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი. ჩემი ხელი მისი ხელებიდან დავიძვრინე და ჩემი და მარიამის ოთახში შევედი. -
***
მარიამთან :
დილით რომ გავიღვიძე გვერდით მწოლიარე დამიანე დავინახე რამაც გამაბრაზა . ბალიში მწარედ ჩავარტყი თავში მანაც ამოიზმუვლა და თვალები ჭყიტა.
- რა გინდა აქ? - დავუყვირე -
- რა მენდომება ჩემს შეყვარებულთან ? - ინტერესით შემომხედა-
- გუშინ არ ვიყავი შეყვარებული იმ რუს ნაშოჩკას რომ ეხვეოდი ხომ ? - გაბრაზებულმა დისტანცია დავიცავი-
- ვინ რუსის ნაშოჩკა გოგო ამახსნევინე რომ გაიქეცი ? ის მაინც იცი რა ასაკის იყო ის რუსის ნაშოჩკა ? 39 წლის მე კიდე ზროსლები არ მიზიდავს ხომ ხედავ პედოფილობას ვაწვები შენს ხელში - გაიცინა - თანაც რომ გაიქეცი დამაცადე ამეხსნა რომ ბიცოლაჩემი იყო და არა ვიღაც ნაშა ? - წარბები შეკრა. - იმაზე აღარაფერს ვლაპარაკობ რომ დაკარი ფეხი ამ ლაწირაკმა ბავშვმა და კლუბში ამოყავი თავი. დათვერი და იმ ზედმეტად სექსუალური კაბით არხევდი შენს კიდევ უფრო სექსუალურ ტანს - ეს თქვა და მომექცა ზემოდან. გული ამიჩქარდა და მისმა სურნელმა გამაბრუა - ახლა კიდე თუ გინდა გაპატიო მაკოცე ბევრი ძალიან ბევრი პატარა ჭინკა - ცვირი ცხვირთან მომიტანა. ერთიანად გახარებულმა სწრაფად მოვხვიე ხელები კისერზე და მის ბაგეებს ჩემი ბაგეები მივაწებე -
- ბოდიში - ამოვილუღლუღე და კვლავ მის ბაგეებს დავეწაფე - ხელებით თეძოებზე ჩამებღაუჭა და კოცნა გააღრმავა რასაც ჩემი ჩუმი ოხვრა მოყვა. უეცრად კარი გაიღო და ანასტასია გამოჩნდა გაღიმებული სახით -
- ჩანთას ავიღებ მე და გავალ. უი ჰო მარ თორნიკეა აქ და მის სანახავად მივდივარ. როგორც ჩანს შენ უფრო მნიშვნელოვანი საქმით ხარ დაკავებული ასე რომ დღეს მარტო ვნახავ - სიცილით გაიხურა კარები -
-გიჟია - გაეცინა დამიანეს და პატარ პატარა კოცნები დამიტოვა ლავიწზე რამაც ჩუმი კვნესა მომგვარა -
- გეყოფა ახლა. ბავშვი ვარ მე - სწრაფად გადავაგდე გვერდზე მისი სხეული და გავიცინე. ეს ემოციები ზედმეტი იყო ჩემთვის.
- ხო როცა გინდა ბავშვი ხარ, როცა გინდა ზე სექსუალური ქალი - გაეცინა ხელები მომხვია და მის სხეულზე მომათავსა. თავზე მაკოცა რამდენჯერმე - ახლა დავიძინოთ კიდე რაა. გუშინ გვიან დავწექით ჩვენ - მთქნარებით ამოილაპარაკა დამიმ ნაზი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
****
ანასტასიასთან :
სწრაფად გავედი მარიამის ოთახიდან და კიბეები ჩავირბინე.
- საით ქალბატონო ? - კარებთან მისული გამაჩერა საბამ -
- მეგობარი უნდა ვნახო საბუჩი - ლოყაზე ვაკოცე და თვალი ჩავუკარი -
- ვინ მეგობარი პაწუკ ? - წარბები ამიწია სასაცილოდ ალეკომ -
- თორნიკე ონიანი - გავიცინე და ალეკოს გვერდით მჯდარ ძარღვებ დაბერილ და ყბადაჭიმულ ალექსანდრეს შევხედე. სწრაფად მოვაშორე მზერა მას და სახლიდან გავედი. მალევე გავიარე გზა თორნიკეს დათქმულ ადგილამდე და ერთერთ კედელთან აყუდებული თორნიკეს მოვკარი თვალი. მისკენ გავიქეცი გახარებული კივილით, მანაც შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. სწრაფად შემოვახტი ზედ და მაგრად მოვხვიე ხელები. ისიც მომეხვია და მთელი სახე დამიკოცნა.
- ჩამოდი ახლა მძიმე ხარ ქაჯო - მაინც მიკბინა დადაბლა ჩამომსვა - ასე თუ გენატრებოდი მოგეკითხე ხშირად, წელიწადში ერთხელ რომ მკითხულობდი - ვითომ გაბუტული სახე მიიღო -
- აუ მართლა როგორ მომენატრე ფისო - კიდე ჩავეხუტე -
- ისე კიდე მარტო ხარ ? თუ გეშველა ? - გაიცინა და ხელი გადამხვია -
- რავიცი აბა - ეშმაკურად გავიცინე -
- ანუ ? - თვალები მოჭუტა -
- არის ერთი ოღონდ ძალიან გაურკვევლობაში ვართ და ახლა გონია რომ ერთ ერთ თაყვანისმცემელთან ერთად ვარ და გაგიჟებულია - გავიცინე-
- ისევ ისეთი ბოროტი ხარ როგორიც იყავი - თავზე მაკოცა - აუ სანაპიროზე არ გავიდეთ ? -
- კი მაგრამ მანამდე ჩვენთან წამო გამოვიცვლი,თან მარიამსაც ვეტყვი და დანარჩენებსაც და გავერთობით ყველა.
- ისე მარიამი რატომ არ წამოგყვა ? - წარბები შეკრა -
- ეშველა ქალბატონს. სიცოცხლესთან ერთად იყო და - გამეცინა -
- მოიცააა რაა ? ასე ცოტახანში როგორ მოახერხა - გაეცინა - ვინაა ?
- დამიანე - გავიცინე -
- შენი დამიანე ? - თვალები გაუფართოვდა -
- დიახ დიახ - გავიცინე -
- არა კი ვატყობდი მარიამს მაგრამ რას ვიფიქრებდი. - გაეცინა ხელი წელზე მომხვია და სახლამდე ასე მივედით. იქ შესულს ყველა მისაღებში დაგვხვდა.
- ვააა თოკოო - გაეცინა დამიანეს და ხელი ჩამოართვა-
- როგორც ვხედავ დროს არ კარგავ -თვალი ჩაუკრა დამის და მარიამზე ანიშნა -
- უფ მოუსწრია ქალბატონს - გაეცინა დამისაც.
- თოკოოოო - სამზარეულოდან იმ წამს გამოსული მარიამი ზედ შეახტა და მოეხვია თოკოს.
- გიჟი კიდე ვერ დაჭკვიანდი ამხელა აწ უკვე შეყვარებულიანი ქალი ? - გაეცინა თოკოს და მარიამი სხეულიდან დაბლა ჩამოსვა -
- მე რა დამაჭკვიანებს - გაეცინა მარიამს-
- უი ხო ხალხნო გაიცანით ეს ვაჟბატონი არის ჩემი კიდევ ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანი. თორნიკე ონიანი, ჩემთვის თოკო - ჩამოვარაკრაკე და ყველას სათითაოდ გავაცაანი თორნიკე. ალექსანდრე დაძაბული სახით უყურებდა თორნიკეს ხელს რომელიც წელზე მომხვეოდა. მეც ჟინაზე ზედ ავეკარი თოკოს.
ვლაპარაკობდით ვხუმრობდით და დრო გაგვყავდა. 4 საათი იქნებოდა რომ გადავწყვიტეთ სანაპიროზე წასვლა. გოგონებმა მოვიგეთ საცურაო კოსტუმები ბიჭებმაც ჩაიცვეს და ყველა ერთად წავედით სანაპიროზე.
ზღვის დანახვისას თვალები ამიციმციმდა, სწრაფად გავიხადე სარაფანი,თორნიკეს ხელი დავსტაცე და ზღვისკენ გავექანე. ცოტახანში დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ. ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ცურვაში და ვაყვინთავებდით. მხოლოდ ალექსანდრე იყო მოშორებით და თავისთვის ცურავდა. ყველა ნაპირზე გავიდნენ. მეც ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე. თორნიკეს ვუთხარი ალექსანდრესთან მივალთქო და ისიც უთქმელად მიხვდა ვინ იყო ჩემი ტრფობის ობიექტი. სწრაფად გავცურე ალექსანდრესკენ და მის პირისპირ მივცურე.
- რაო უჟმურობის განსახიერება რა გჭირს ? -გამეცინა -
- მეკითხები კიდეც ხო ? ახლა რაღა გინდა მთელი დღეა მაგიჟებ. წადი ტას რა. არ მინდა სუ გავგიჟდე - თვალები მომარიდა -
- რა გჭირს ? - მეც დავსერიოზულდი -
- მე არაფერი მაგრამ ვატყობ ვიღაცას ხელებს დავატეხავ რომელიც თავისუფლად ეხება ჩემს საკუთრებას - კბილებში გამოცრა -
- რას გულისხმობ ? - თავი გავიშტერე ვითომ ვერ მივხვდი -
- ნუ გამაგიჟებ ტას რა - უცნაური ხმით მითხრა და ნაპირისკენ გაცურა. მეც უკან გავყევი. დანარჩენები ისე იყვნენ გართული საუბარში და ხუმრობაში არც შევუმჩნევივართ. ალექსანდრე მიდიოდა წინ მე კი მივყვებოდი.
- ალექსანდრე დავიღალე - ვუთხარი როცა სიარულისგან დავიღალე -
- რატომ მომყვები. წადი იმ დედა ****# თორნიკესთან - გაბრაზებულმა მიყვირა და ჩემსკენ მობრუნდა -
- შეიძლება ყველაზე იეჭვიანო ადამიანო ? - მეც ვუყვირე- ან რა უფლებით უბრალოდ ? რა ვართ ერთმანეთისთვის ? რატომ ვარ ვალდებული რომ არავის გავეკარო ? - ხმამაღლა ვიყვირე და დავაიგნორე ახლომახლო მყოფი ხალხის დაჟინებული მზერა-
- იმ უფლებით რომ ჩემი ხარ ! უკვე დიდი ხანია! - ხელები მომხვია წელზე და თვალებში შემომხედა. მისმა ჩემთვის უკვე საყვარელმა შავმა თვალებმა დამაჰიპნოზა მეც მოვხვიე ხელები და თავი გულზე დავადე -
- სულ ვჩხუბობთ არაა ეს ნორმალური. ისიც კი არ მესმის რა ურთიერთობა გვაქვს ალექსანდრე. მკლავს ეს გაურკვევლობა. - მის მკლავებში ამოვისლუკუნე. სწრაფად გამომაწევინა სახე და მის ხელებში მოიქცია -
- ნუ ტირი რა ტას. ვერვიტან შენს ცრემლებს. მაპატიე. პირველად ვარ მსგავს სიტუაციაში და არვიცი როგორ მოვიქცე. შენ ისეთი პატარა ხარ და დაუცველი. არვიცი როგორ შეგინარჩუნო. მაგრამ მჭირდები ტას რა. ძალიან მჭირდები ჩემს ცხოვრებაში. - ამოიჩურჩულა ცრემლები ცერა თითით მომწმინდა კვლავ ჩამიხუტა და თავზე მაკოცა.
- ვერ ვხვდები რა ვართ ერთმანეთისთვის - მის მკლავებში ამოვიჩურჩულე -
- მიყვარხარ ტას - თავზე მაკოცა. გაოცებულმა თავი მისი მკლავებიდან დავიხსენი და შევეცადე გული არ ამომვარდნოდა ამ სიტყვის მოსმენისას. პირდაღებული ვიდექი მის წინ და სიტყვებს თავს ვერ ვაბავდი. არ მოველოდი მისგან ამას. გონებაში ამ ერთმა სიტყვამ მილიონჯერ გამირბინა. ის კი იდგა და მიყურებდა მისი შავი თვალებით რომლებიც მომლოდინედ მიყურებდნენ და ჩემს პასუხს ელოდნენ. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ჯერ კიდევ ვერ გამოვდიოდი ამ შოკიდან
- ტას კარგად ხარ ? - ცალი ხელით სახეზე მომეფერა და თვალებში ჩამაშტერდა. - შეიძლება იფიქრო რომ ვჩქარობ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული ჩემს გრძნობებში. არეული ვარ მაგრამ ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული შენს სიყვარულში - სასიამოვნოდ ჩამესმა მისი სიტყვები ყურში. მთელს სხეულში დამიარა სასიამოვნო ელექტროდენებმა. - შენ რას ფიქრობ ტას ? - მომლოდინედ მომაჩერდა და თმა ყურს უკან გადამიწია. კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. და საუბარი დავიწყე -
- მე არ ვიცი... იცი ? არასდროს მყვარებია.. არ ვიცი რას ვგრძნობ მართლა სანდრო. ვერ მოგატყუებ არაფერს ვგრძნობ თქო. უბრალოდ არ ვიცი რამდენად საკმარისია ჩემი გრძნობა. ვგრძნობ როგორ ღრმად გაიდგი ფესვები ჩემს ცხოვრებაში თუმცა არ ვიცი მიყვარხარ თუ არა მიჭირს ამის აღქმა. უბრალოდ ვიცი რომ არცერთი დღე აღარ მინდა შენს გარეშე. არვიცი ეს უბრალოდ მოწონებაა თუ გიჟური სიყვარული უბრალოდ ვიცი რომ არ მინდა ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე - ძლივს ვთქვი ის რასაც ვფიქრობდი. ალექსანდრეს გაეღიმა ხელები წელზე მომხვია და ჩუმად ამოიჩურჩულა -
- ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა პატარავ. უთქმელად ვიცი ჩემს მიმართ რომ გულგრილი არ ხარ. უბრალოდ მომეცი შანსი თავი სიგიჟემდე შეგაყვარო - ლოყაზე მაკოცა და ხელით მომეფერა -
- კარგი - მის მკლავებში განაბულმა ამოვიჩურჩულე -
- რა სასაცილოა ამხელა კაცი სიყვარულმა ბანალური გამხადა - საკუთარ თავზე გაეცინა -
- სამაგიეროდ რა გოგო დაითრიე - გავიცინე და წარბები ავუწიე -
- საუკეთესო - შუბლზე მაკოცა - წამოდი ახლა დანარჩენებთან დარწმუნებული ვარ გაახარებთ ჩვენი ამბავი -
- კარგი - ხელი გადამხვია და ბავშვებისგან გავემართეთ რომლებმაც როგორც ჩვენი წასვლა ისე მოსვლა ვერ შეამჩნიეს -
- მეჩვენება ? - წამოიძახა მარიამმა -
- რა ? - დამიანემ მოიხედა და როცა მე და ალექსანდრე ერთმანეთზე მიკრული დაგვინახა ფეხზე წამოდგა - რა ხდება ? - წარბები შეკრულია მკითხა -
- მე .. იცი დამი - ვერ დავასრულე სათქმელი როცა მის შეჭმუხნულმა სახეს შევხედე -
- ჩვენ ერთად ვართ - ჩემი სათქმელი ალექსანდრემ დაასრულა. გაოცებულებმა გამოგვხედა ყველამ. დამიანემ ჯერ სერიოზულისახე დაკერა მერე კი ორივეს სათითაოდ ჩაგვეხუტა და მოგვილოცა. მარიამი ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა -
- მერე მოგკლავ იმისთვის რომ ეს დამიმალე - ყურში ჩამჩურჩულა და მომშორდა. ყველამ სათითაოდ მოგვილოცეს, იხუმრეს გვლანძღეს და ასე შემდეგ. საღამოს ისევ სახლში ჩავუჯექით და ქეიფი დავიწყეთ ბიჭებს ხო მეტი არ უნდათ მიზეზი მოეცად დასალევად. საღამო არაჩვეულებრივად მიდიოდა მხოლოდ ახლახანს გამახსენდა თორნიკე.
- აუ მარიამ თორნიკე სად წავიდა ? - შეწუხებულმა ვკითხე -
- რავიცი საქმე მაქვსო და გაიქცა მანამ სანამ თქვენ ამ ამბავს გვახარებდით -
- რამე ცუდი ხო არ მოხდა ? -
- არამგონია, ალბათ ნაშა ააგდო ვინმე - გაეცინა მარიამს და მეც ავყევი. დალევით რომ დავიღალეთ გოგონები მაღლა ავედით ჩვენს ოთახში და ყველაფერზე ვიჭორავეთ. ჩემი და ალექსანდრეს ურთიერთობაზე. მარიამზე და დამიზე და გოგოების პაკლოვნიკებზე.
- გოგოებო მე გავალ ცოტახნით სანაპიროზე გავისეირნებ - ფეხზე წამოდგა მოულოდნელად ნინა-
- მოხდა რამე ნინ ? - ჩაეძია ლილე -
- გინდა გამოგყვე ?/- ჩაეკითხა სოფიც -
- არა გოგოები კარგად ვარ უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავივლი - სუსტად გაიღიმა და ოთახის კარი გაიხურა -
- რა სჭირს ამას ? - გაოცებულმა წარმოვთქვი -
- ნიკოლოზი სჭირს ამას - გაეცინა მარიამს-
- არააა ? - გაოცებულმა ამოვთქვი - სერიოზულად ხდება რამე ? - ჩავეკითხე მარიამს -
- მგონი კიდევ ერთი წყვილი გვეყოლება - გაეცინა მარიამს -
ნინასთან :
სწრაფად ჩავირბინე კიბეები. ბიჭები ისევ მისაღებში იჯდნენ თან სვავდნენ და თან ლაპარაკობდნენ.
- საით ნინაჩკა - გამიღიმა ალეკომ რომელსაც სასმელი კარგად მოკვდებოდა -
- გავისეირნებ ჰაერზე ბუს - ცხვირზე ვაკოცე -
- რამდენჯერ გითხარი მასე ნუ მეძახი გოგო თანაც სხვებთან ერთად - დამტუქსა საყვარელმა ძმამ როცა ყველას გაეცინა ზედმეტ სახელზე -
- მიყვარხარ ბუს - კიდევ ერთხელ ვაკოცე და ახლა მეც ავყევი ბიჭებს სიცილში -
- ცანცარაა - გაეცინა ალეკოს - მალე მოდი ოღონდ რაა - მომაძახა კარებთან მდგომს -
- კარგი ძამიკო - კოცნა გავუგზავნე და გარეთ გავედი. მივდიოდი და ვგრძნობდი რომ ვიღაც მომყვებოდა. უკან არ გამიხედავს. თუმცა მისი სუნამოს სურნელს ვცნობდი და მიბრუნება არც მჭირდებოდა. გაბრუებული ვიყავი მისი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენის გამო. სანაპიროზე გასულმა ფეხზე გავიხადე. დავჯექი და ზღვას გავხედე. თითქოს არაფერზე ვფიქრობდი ფიქრებისგან დავიცალე. მხოლოდ ტალღებს ვუყურებდი და აღვიქვამდი. გვერდით მომიჯდა. ვიცოდი რომ ის იყო. კარგახანს ორივე ჩუმად ვიყავით. ცოტათი შემცივდა და გამაკანკალა. ამას დაემატა მისი სიახლოვეც. სხეული საგრძნობლად მითრთოდა. სახე ოდნავ მივატრიალე და მის პროფილს დავაკვირდი. ისიც ზღვას გაჰყურებდა ერთხანს თუმცა მალევე მოტრიალდა და მისი მწვანე თვალები ჩემს თვალებს შეხვდა. ვუყურებდით ერთმანეთს უხმოდ, თუმცა გული მიძგერდა გამალებით. ჩემსკენ მოიწია, თმები ყურს უკან გადამიწია. ხელები წელზე მომხვია და თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა.
**********
ვიცი რომ ძალიან დავაგვიანეეე და მაპატიეთ უბრალოდ უნის გამო ვერ ვახერხებ მართლა.
მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Raa dross gawyviteee raa ... isee dzalian kargi iyoo
--------------------
G.ke

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magaria magram nu ikargebii raaa :(

 


№3  offline წევრი natia-natia

მაგარი იყო აღარ დააგვიანო რა?

 


№4  offline მოდერი bibo

დიდება შენ გამოჩენას ვაპრენ ამთზე მე მაგრამ რო მეკარგები ხო ხარ მიჩაქუჩების გირსი ქალბატონოოოო am am ტკბილო მარწყვი მალ მალე დადე რა უდიდესი თავები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent