შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აჩქარებული გულისცემა (თავი მეორე)


29-01-2016, 01:07
ავტორი Pepper
ნანახია 2 807

დილით ჩემმა მაღვიძარამ გამაღვიძა, უკვე შვიდი საათი იყო, მიუხედვად იმისა რომ გვიან დავიძინე მაინც წამოვდექი ფეხზე. სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე ელასტიკი ამოვიცვი მოკლე სვაარჯიშო ტოპი ფეხზეც ამოვიცვი ბოტასები და ფრთხილად ჩავირბინე კიბეები. გარეთ გასულმა თმა კოსად ავიწიე და სირბილი დავიწყე. ასეთი ჩვევა მქონდა სადაც არ უნდა წავსულიყავი თუნდაც დასასვენებლად დილით ვარჯიშს არასდროს ჩავაგდებდი. არასდროს ვყოფილვარ მსუქანი , პირიქით საკმაოდ გამხდარი ვარ სულ რაღაც 50 კილო სიმაღლეს რაც შეეხება 17წლის გოგონასთვის საკმაოდ მაღალი ვარ, ჩემი სიმაღლე 1.76-ია. ვვარჯიშობ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების დასაკუთარი სიამოვნებისათვის. დილით საკმაოდ გრილოდა ამიტომ სულ რაღაც 20წუთი ვირბინე და სახლშიც სირბილით წავედი, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და ცივი წყალი ჩამოვისხი ჭიქაში. ნაბიჯების ხმა მომესმა უკან მიტრიალებულს თმა აბურძგნული და წელს ზემოთ შიშველი ალექსანდრე დამხვდა.მიდა ავღნიშნო რომ ეს ბიჭი ზედმეტად სიმპატიურია. არა სიმპატიური ბიჭები აქამდეც ბევრი მინახავს მაგრამ მისი მკაცრი სახე და გაიერი მხარბეჭი თავის პრესთან ერთად არაჩვეულებრივი დასანახი იყო. " რეებს ფიქრობ ანასტასია" შემოვძახე საკუთარ თავს. მისი სხეულიდან ჩემი თვალები მისი სახისკენ გადავიტანე და პირდაპირ მის მუქ შავ თვალებს შევხედე რომელიც ურცხვად ათვალიერებდა ჩემს სხეულს თავიდან ბოლომდე და ეშმაკურად იღიმოდა. უხერხული სიტვაციიდან თავის ასარიდებლად ძალით გავიღიმე -
- დილამშვიდობისა ალექსანდრე - გიმილითვე ვუთხარი და წყალი ერთი მოსმით დავლიე თუმცა თვითონ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები დასაპასუხოდ მხოლოდ დილამშვიდობისაო მითხრა. სამზარეულოდან გავდიოდი როცა მომაძახა-
- ვარჯიშის მითუმეტეს სირბილის შემდეგ ასე უცბად წყლის დალევა არ არის სასურველი - მხოლოდ ეს გავიგე და კიბეები სწრაფად ავირბიე. მარიამს ისევ ეძინა ამიტომ სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე. იქედან გამოსულმა ტანზე კარგად მომდგარი მოკლე კაბა ჩავიცვი რომლიდანაც კარგად იმზირებოდა ჩემი აამაყო ორი ზომა მკერდი. არასდროს მქონია კომპლექსი ნახევრად ჩაცმულს მევლო_ ასე ეძახდა მამა ჩემს ჩაცმულობას. ფეხი შელოპანცებში გავუყარე ტელეფონი ავიგე და პირველსართულზე ჩავედი. მისაღებში ალექსანდრე იჯდა და ტელევიზორს მიშტერებოდა. სამზარეულოსკენ მივდიოდი თუმცა უკან მოვბრუნდი და მივაძახე -
- შეჩამ რამეს? - პასუხად თავი მატრიალა თავიდან ფეხებამდე ეშამკური მზერით ამათვალიერა და თავი დამიქნია - იმედიაარ მომწამლავ - მაინც დამგესლა ბოლოს. თვალები გადავატრიალე დასამზარეულოში შევედი. მაცივრიდან 6 კვერცხი გამოვიგე და სწრაფად შევწვი. სამზარეულოს მაგიდაზე ორი თეფში , ჩანგალი, პური და ფორთოხლის წვენი დავდე ჭიქებით. ჩემთვის ვიყავი ფიქრებში მხოლოდ საქმიანობის დასრულების შემდეგ შევამჩნიე ალექსანდრე. საჭმელი უხმოდ მივირთვით და ასევე უხმოდ ავლაგე მაგიდა, ჭურჭელ ვრეცხავდი როცა მისი ხმა მომესმა -
- მე მომაწოდე ჭურჭელი გავამშრალებ - კვლავ მკაცრად მომიგო და მეც სწრაფად მივაწოდე თეფში, მისი ხელი წამიერად შეეხო ჩემს ხელს და რაღაც უცნაური ვიგრძენი. ასე მივალაგეთ სამზარეულო და კვლავ ჩუმად გავედით მისაღებში ჯერ 9ის ნახევარი იყო და არავინ აპირებდა როგორც ჩანს გაღვიძებას -
- სულ ვარჯიშობ დილაობით ? - ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომიყვანა -
-ეს ლაპარაკობს კიდეც ?- მეგონა ჩემთვის გავიფიქრე, თუმცა როცა მის სახეს შევხედე და გავააალიზე რა ვთქვი ხმამაღლა, უხერხულ სიტვაციაში ჩავვარდი-
-შენ წარმოიდგინე და კი ვლაპარაკობ პატარა უტვინო ქალბატონო - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ირონიულად მომაჩერდა. უტვინოს გაგებისას თავში სისხლმა ამასხა. წარბაწეულმა გავხედე და თვალები ავუბრიალე.
- არ მაშინებს შენი თვალების ბრიალი - კვლავ ირონია გაურია ტონში -
- უტვინო ნამდვილად არ ვარდა შენგან განსხვავებით არც "ვაჟი და უჟმური როჟა" მიჭირავს - მაინც ვერ გავაჩერე ენა და დავგესლე რასაც მისი სწრაფი რეაქცია მოყვა, უცბად მომკიდა ორივე მკლავში ხელები და მასთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდი რაზეც გულის ცემა უცნაურად ამიჩქარდა-
- მომისმინე პატარა ქალბატონო. ჩემთან მაგ მწარე ენის გამოყენება არ ღირს, თორემ ვიცი როგორ უნდა გაგაჩუმო თანაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მეთოდით - ისე მითხრა ხელი არ გაუშვია, პირიქით ჩემთან უფრო ახლოს მოწია სახე და მისი ცხელი ამოასუნთქი სახეში შემომაფრქვია. როცა გავიაზრე რა იგულისხმა სასიამოვნო მეთოდში ლოყები გამიხურდა, გაბრაზებული ავფართხალდი მის ძლიერ მკლავებში თუმცა ძვრაც ვერ ვუყავი,მისი ტუჩები ყურთა მომიახლოვა და ჩამჩურჩულა -
- ვიცი როგორ უნდა გავაჩუმო პატარა ენამწარე ქალბატონები არ დაგავიწყდეს- კიდევ ერთხელ გავიბრძოლე მის მკლავებში და როცა თავი თავისუფლად დავიგულე სწრაფად გავცილდი, კიბეები ავირბინე თან გულზე ხელს ვიჭერდი იმის შესამოწმებლად სადმე ხომ არ ამომიხტა გულითქო. ლოგინზე წამოვწექი და თავი ბალიში ჩავრგე. ვიცი ეს ბიჭი ამ ორ კვირას გამიმწარებს თავისი უჟმური სახით თუცმა აქ მისთვის არ ვარ ჩამოსული ტანაც მისგან განსხვავებით მისი ძმაკაცები საკმაოდ მხიარულები არიან, რაც მთავარია მარიამთან ვარ. რასაკვირველია მარიამს ვერაფერს ვეტყვი მისი ბიძაშვილის უცნაურ საქციელზე ვინაიდან მეთვითონაც არ ვიცი ეს რა იყო. ამ ფიქრებში ჩამეძინა თუმცა ძალიან მალე ვიგრძენი როგორ ჩამყვირა მარიამმა.
- ივარჯიშე დილაადრიანად არა - ღიმილით დამყურებდა დაქალი, უცებ მომიწვა გვერდით და მგრად შემომხვია ხელები, მეც ანალოგიურად მოვიქეცი. მახსოვს პირველი დღე როცა მარიამი გავიცანი. მეოთხე კლასში ვიყავი ჩემს სკოლაში რომ გადმოვიდა და მას შემდეგ დავახლოვდით,ოჯახებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს ასე რომ ერთმანეთთან წავსლა-წამოსვლაზე არასდროს ჰქონიათ პრობლემა მშობლებს.
- ჩემი მარიამი - ღიმილით დავუკოცნე ლოყები,მარიამმაც შეიფერა -
-აბაახლა მომიყევი მათეზე- შემახსენა ბიჭი რომელმაც წლევანდელი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ სიყვარული ამიხსნა-
- არაფერი მარიამ,ხომ იცი არასდროს მაინტერესებდა ბიჭები, ყველაზე მთავარი ჩვენ და ჩვენი გეგმები ხომ არ დაგავიწყდა? - თმები ავუჩეჩე-
- დაბერდი და შეყვარებული არ გყავს გოგო - სიცილით მითხრა და უფრო მომეკრო-
- ვის რას ეუბნები. ბოლოს ბიჭმა რომ სიყვარული აგიხსნა ისეთები ჩაუტარე სახალხოდ მის მერე აღაც მოგეკარებიან ახლოს- წავკბინე დაქლას და საპასუხოდ მწარედ "მიჯიკა" -
- ეგ მწარე ენა რომ არ გქონდეს - გაიცინა და გააგრძელა- არც შენი ისტერიკები დამვიწყია, დათომ რომ თავი მოგაბეზრა მისი სიყვარულით და სახალხოდ რომ გალაძღე და სულ ვირი დაშეუგნებელი ეძახე - ორივე ავხარხარდით, ამსცენის გახსენებისას. კარებზე კაკუნიც მოისმა და სიცილი შევწყვიტეთ. მარიამმა დაიყვირა შემოდითო, კარებში ალეკომ შემოყო თავი-
- ორი ჭინკა რადღეშია , რაგაცინებთ მშია კაცს - სიცილით ჩამოგვიჯდა საწოლზე-
- აბა კაცი ? - გაიკვირვა მარიამმა და საპასუხოდ ბალიშც მოხვდა -
- გავალ მე ქალბატონებო დაშედ რომ ჩამოხვალ მერე მოგივლი - სიცილით გაიხურა კარები ალეკომ ჩვენც ავდექით. სანამ მარიამი თავსიწესრიგებდა სააბაზანოში მე ლოგინები გავასწორე და დაბლა ჩავედი, მისაღებში მჯდარ გიოსაც მივესალმე და პირდაპირ სამზარეულოში შევედი, მაცივრიდა საჭირო ინგრედიენტები გადმოვიღე დამაგიდაც გავშალე. დასაძახებლად რომ გავედი მარიამიც ჩამოსული დამხვდა. მიირთვეს თუ არა მედამარიამმა ავალაგეთ მაგიდა და ტურისთვის მოვემზადეთ, გიდობას მარიამი და ალექსანდრე აპირებდნენ. ორივე სვანი იყო და ორივე კარგად იცობდა ყველა ადგილს. რათქმაუნდა სვანია აბა ასეთი სერიოზული და "მკვახე" ხასიათის რატო იქნებოდა გავიფიქრე გონებაში. მთელი დღე ვათვალიერებდით უშგულს რომელიც აქამდეც ვიცოდი ულამაზესი იყო ფოტოებიდან თუმცა რეალურად მოლოდინს გადააჭარბა და გაბრწყინებული თვალებით ვათვალიერებდი ამ მშვენიერ ბუებას. სამახსოვრო უამრავი ფოტოც გადავიღეთ. ალეკო და გიორგი არ გვაწყენდნენ და ბევრს ვხალისობდით.
- აასტასია გველი შენს ფეხებთან - უცებ წამოიყვირა ალეკომ და შიშისგან მოულოდნელად გვერდზე მდგომ ალექსანდრეს შევახტი. როცა გავიაზრე რომ ალეკო გამეხუმრა და საერთოდ აღმოვაჩინე რომ ალექსადრეს სხეულზე ვიყავი ახუტებული, სირცხვილისგან მიწა გამისკდესთქო ვინატრე. ბიჭიც გაოცებული მიყურებდა თუმცა ბოლოს კვლავ ეშმაკურად ჩაიღიმარაც ძალიან უხდება უნდა ვაღიარო. სწრაფად ჩამოვხტი მისი სხეულიდან და გაცეცხლებული უკვე გაქცეულ ალეკოს გავეკიდე ძლივს დავეწია დაზურგზე შევახტი-
- აი დაისაჯე ახლა, დადექი და მატარე- დაბღვერილმა ვუთხარი და კარგად მოვთავსდი მასზე, მასაც გაეცინა -
- მაინც ორი კილო ხარ გოგო - სიცილით მითხრადა სახლამდე მართლა ასე მატარა, სახლში მისულები კიდევ ერთხელ დავნაყრდით და ყველა ოთახებში წავიდა მოსასვეებლად,საღამოს გავიდეთ ახალგაზრდებშიო. მე კიდე ავიჩემე ნამცვარი უნდა გამოვაცხოთქო და ასეცმოვიქეცი, საქმეში გართული ვღიღინებდი. გამზადებული ნამცვრის მასა ღუმელში შევდგი და უკან მობრუნებული ალექსადრეს სხეულს შევეჯახე. რომელიც მაღლიდან დამყურებდა ღიმილიანი სახით. ხელები წელზე მომხვია-
- რაო პატარავ არ მელოდი ? - თვალებში ჭინკებათამაშებულმა მკითხა და კიდევ უფრო ახლოს მიმიკრა სხეულზე,დაბნეულს უაზრო ბგერები აღმომხდა პირიდან, სახეზე აშკარად კმაყოფილება გამოეხატა ჩემი დაბნეულობის გამო.
- გიხდება სამზარეულოში ტრიალი პატარა ქალბატონო - ღიმილით მითხრა და სახე ძალიან ახლოს მოწია ისე რომ ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხახუებოდნენ. მოულოდნელობისგან გულმა უფრო სწრაფად დაიწყო ძგერა და მუცელშიც ვიგრძენი რაღაც სასიამოვნო შეგრძნებები რის გამოც საკუთარი თავი გამოვლანძღე გონებააში. კიდევ უფრო მომიახლოვასახე და მისი ტუჩები ჩემსას შეახო. ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული ცალიტ კი სახეზე მეფერებოდა.მგონი ენა გადავყლაპე და დაბნეულობისგან ვერაფერს ვაკეთებდი. მისი ახლოს ყოფა სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა ჩემს სხეულში. მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა თუმცა არ მკოცნიდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და ჩემს ტუჩებს ველურივით დაეწაფა. მის მკლავებში ავფართხალდი, ამ თავხედმა პირველი კოცნა მომპარა. მკოცნიდა მთელი მონდომებით მე კი დაბნეული ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მისმა კოცნამ ყველანაირი ასიამოვნო გრძნობა გამოწვია ჩემს სხულში , ფაქტიურად ხელებში ჩავადნი. თვალები დახუჭული მქონდა რომ გავახილე ის უკვე აღარ იდგა ჩემთან. რამდენჯერმე დავახამხამე თვალები და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვეცადე. გაოგნებული დავეყრდენი სამზარეულოს მაგიდას -
- ეს რა ჯადაბა იყო - ორი თითი მოვსვი კოცნისგან კვლავ ახურებულ საკუთარ ტუჩებზე და ცივი წყალი ერთი მოსმით დავლიე.



Daalian kargia
--------------------
romantikosi mwerali

 


№2  offline მოდერი bibo

Momwons gagrdzele tkbilo aba shen ici warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent