შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –1–


26-03-2016, 12:05
ავტორი sopiko
ნანახია 3 343

[თავი 1]
მიწაზე ყვავილები დადო, საფლავის ქვას ხელებით დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. მოდიოდა ნელი ნაბიჯებით... ტკეპნიდა იმ ზედაპირს, რომლის ქვეშაც დედამისი განისვენებდა... სიბნელეში თითქოს მზე ანათებდა... იმედს აძლევდა ადამიანებს, მაგრამ ტკივილს კი უფრო ამწვავებდა და აბნელებდა...
რკინის კარები დაკეტა და სასაფლაოებს შორის გააგრძელა გზა. უკვე მერამდენედ ჰქონდა ისეთი შეგრძნება, რომ გულის ნაწილს აქ ტოვებდა. რამდენი წელია დედა მის გვერდით აღარ არის და მაინც... ვერავინ დაიკავა ის დაცარიელებული ადგილი და დღესაც მის დაბადების დღეზე დღისით მოსვლა რომ ვერ მოახერხა, წყვდიადში ესტუმრა დედის სამარადისო სამყოფელს.
ნაბიჯებს დგამდა და თავის სიცოცხლეზე ფიქრობდა. ერთ დღეს ისიც მოკვდებოდა... სამუდამო ხომ არც არაფერი იყო ამ ქვეყანაზე... იქნებ ვერც გამოეცადა ყველაფერი?! იქნებ ვერ შეეგრძნო სიყვარულისგან დატრიალებული ქარბორბალა მის მუცელში, ვერც მამობის ბედნიერებას წეოდა... და რა რთული იყო რეალობისთვის თვალის გასწორება... მით უმეტეს მაშინ, როცა ღამე იყო... ღამე კი ყველა გრძნობა, ყველა სხეული, ნივთი შიშვლდება... ცა მიწას ეყოფა... ყველაფერი წმინდა და ხელშეუხებელი ხდება და იმის გააზრებაზე, რომ შენ ამ ყოველივეს დღის სინათლეზე ბღალავ, ყველა კუნთი, ყველა ნერვი გტკივდება...
უცებ მოეჩვენა, რომ ნაპირას მდებარე საფლავის ქვას უცნაური ფორმა ჰქონდა. უსახელო ძალამ იმ ადგილისკენ დაქაჩა. ოდნავ მიუახლოვდა თუ არა შემოუღობავ საფლავს, თვალთ დაუბნელდა. ცივ ლოდზე ქალი იწვა... ქალი კი არა, გოგონა.. ოთხად მოკაკვულიყო და თავი ქვაზე დაედო.
გაბრიელმა ხელი ფრთხილად შეახო ზურგზე, მაგრამ ქალიშვილს რეაქცია არ ჰქონია. ახლა მაჯაზე მოუჭირა თითები, თუმცა არც ამან გამოიღო შედეგი. ბოლოს თავისკენ გადმოატრიალა და სახეზე გადაკრულმა ნაცრისფერმა ფერმა უკან დაახევინა. რა უნდა ექნა? იქნებ სასწრაფოსთვის დაერეკა? მაგრამ სანამ ისინი აქ მოვიდოდნენ, ჯობდა თვითონ მიეყვანა საავადმყოფოში. გულწასულის მკვდრისფერ ქუთუთოებს დააკვირდა და უჩვეულო გრძნობამ მის გულში მოაფათურა ხელი.
გოგონას ბეჭზე მკლავები შეუცურა და გულზე მიიკრა. მისი ხელში აყვანა არ გაჭირვებია. ის იყო იქაურობას უნდა გაცლოდა, რომ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ქვაზე გამოსახულ სურათს დახედა. ლამპიონების შუქზე ძლივს დაინახა ახალგაზრდა ბიჭის მოცინარი სახე. მეტი ვეღარ მოითმინა და სასწრაფოდ გზისკენ აიღო გეზი.
გაყინულმა სხეულმა თითქოს შვება მოგვარა. მკერდი ისეთი გახურებული ჰქონდა ღელვისგან, რომ სიგრილე მისთვის წამალივით იყო. კიდევ ერთხელ მიუტანა თავი ახლოს მიმკვდარებულ არსებას და მის მოკუმულ, გაფერმკრთალებულ ტუჩებს მოჰკრა თვალი.
ბორბლების ღრჭიალმა ყურადღება მომავალ მანქანაზე გადაატანინა. ხელით უცნაური წრე შემოხაზა, რათა მძღოლს მხედველობიდან გზაზე მდგომი მამაკაცი არ გამორჩენოდა. საბედნიეროდ მანქანა გაჩერდა.
გაბრიელმა კარები ცალი ხელით გამოაღო და თავი შიგნით შეყო.
–სადაც გეტყვი, იქ წამიყვანე და იმდენს გადაგიხდი, რამდენსაც მოისურვებ.–უთხრა გაკვირვებულ ჭაბუკს და უკანა სავარძელზე ქალთან ერთად მოკალათდა.
არა, რა მოხდებოდა, რომ ეთქვა, საავადმყოფოში წადითო და ამით მორჩენილიყო ყველაფერი, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა გზაზე გადმოდგა, ორჭოფობა დაიწყო.
ერთ ადგილას მანქანა შებორძიკდა და გაბრიელმა თავი წინა სავარძლის რკინას მიარტყა. კვლავ უწინდელ მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდა, ქვემოდან წვრილი, მილეული ხმა რომ შემოესმა.
–ვინ ხართ? სად მივდივართ?–ფანჯარას აეკრო გონს მოსული ქალიშვილი და ანაზდად მძღოლის სავარძელსაც გადახედა.
–ნუ გეშინიათ! მე გაბრიელი ვარ, თუმცა ჩემი სახელი არაფერს მოგცემთ. გულწასული გიპოვეთ... ჰმ...–არ უნდოდა ეთქვა, თუ სად იპოვა ის, რათა მისთვის ტკივილი არ განეახლებინა.–გიპოვეთ და საავადმყოფოში მიმყავხართ.
–არა, არ მინდა!–შეუძლოდ მყოფმა მაინც მოიკრიბა ძალა და გაბრიელის წინადადება გააპროტესტა.
–ნუ ბავშვობთ! მთლად გაყინული ხართ... შეიძლება ფილტვების ანთებაც კი დაგემართოთ. შუბლიც ცხელი გაქვთ.–მისი გადარწმუნება სცადა მამაკაცმა.
მძღოლი ალბათ ხვდებოდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და დუმდა.
–ჩემი სრული დათვალიერება მოგიხდენიათ! არ მინდა_მეთქი! ახლავე გამიჩერეთ მანქანა...–მტკიცედ წამოიყვირა და მანქანის ჩაკეტილ კარებს დაეჯაჯგურა.–ხალხი არა ხართ?! ცუდად ვარ... ძალიან ცუდად ვარ... უკან დამაბრუნეთ... ბაჩოსთან მინდა.... მის მეტი არავინ! წადით! არავინ არ მინდიხართ...
ხელებს უმისამართოდ იქნევდა და ყვიროდა... მისი ყვირილი იმ ადამიანის ყვირილს ჰგავდა, რომელსაც მალე სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ... ის კი ელოდა, ელოდა და უკვე ისეთ დონეზე იყო, რომ ერჩივნა თავისით მოეკლა თავი. ცრემლები ნიაღვარივით მოედინებოდა მის ლოყებზე... გაბრიელმა უნებურად დაუსვა სახეზე თითები და ცრემლები მოსწმინდა.

^^^
მდააჰ... რთული სიტუაციაა! დავბრუნდი_მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან წავედი რომ?
ეს ხუმრობით! ისე ხომ იცით, როგორ მიხარია თქვენს წინაშე ახალი ისტორიით წარდგენა!
ჯერ პირველ რიგში დიდი მადლობა წინა ისტორიის მკითხველებს, თუმცა ის ამისგან განსხვავებით იყო კომედიური... აი, ეს კი... ეს სევდითა და ტკივილითაა სავსე...
ველი თქვენს შეფასებებს, თბილებო და უკვე მონატრებულებო {აქ მეცინება}
უყვარხართ სოფიკოს! {აქ თვალებში გულები მენთება და მერე ისევ მეცინება}
ხო, მგონი მეც რთული მოლეკულა ვარ მოლეკულებს შორის!



№1 სტუმარი Black

Ra iyo axla es?sopo shengan aset istorias ar movelodi..mogatyuee:Dmagaria dzalian<3

 


№2  offline წევრი teddy))

Tavidan komediuri megona :D magram sheni komediuric miyvars da sevdianic! <3 sainteresoo iyo da dzalain kargi! Vin aris bacho? Gavigebt yvelafers! Motmineba da motmineba :D

 


№3 სტუმარი Teo...

Vxvdebi ukve rac melodeba am istoriis wakitxvisas.dzalian kargia,patara iyoo cota gazarde ra gtxov.ar meyo,hemo ,,shokolado,,

 


№4  offline მოდერი sopiko

Black
Ra iyo axla es?sopo shengan aset istorias ar movelodi..mogatyuee:Dmagaria dzalian<3

სამაგიეროს მიხდი, ბლექ? lol გმადლობთ!
teddy))
Tavidan komediuri megona :D magram sheni komediuric miyvars da sevdianic! <3 sainteresoo iyo da dzalain kargi! Vin aris bacho? Gavigebt yvelafers! Motmineba da motmineba :D

მოთმინება, მოთმინება და კიდევ მოთმინება, ბატონებო! დიახ, აუცილებლად გაიგებთ... მანამდე კი ინტრიგის მარცვალი თქვენ lol არა, კომედიური არ არის ნამდვილად. შენ კი... მადლობა request
Teo...
Vxvdebi ukve rac melodeba am istoriis wakitxvisas.dzalian kargia,patara iyoo cota gazarde ra gtxov.ar meyo,hemo ,,shokolado,,

კი, კი, ტკბილო, შემდეგი ბევრად დიდი ზომის იქნება love მადლობაო...

 


№5  offline ადმინი შამანი

კაი?! უკვე ისე დაიწყო გძაბვს კითხვის დროს. თვითონ თემაც რთულია რა.. რაღაც რუღაცეების იმედი მაქვს,მაგრამ ვნახოთ რა მოხდება შემდეგ თავებში..
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent