სიყვარულის გამოძახილი (სრულიად)
არვიცი გიყურებ და მგონია მეჩვენები, სამი წელი გავიდა და სიყვარული უფრო გაძლიერდა. ახლაც ჩემს წინ დგახარ, მინდა ამაყი და ძლიერი ვიყო, მაგრამ არ გამომდის. შენც ხომ იცი არა? -თუ კი ცხოვრებაში ყველაფერში სიძლიერე გამომიჩენია, შენთან ვერ შევძელი. შენი სიყვარული ვერ გავაქრე. ახლაც დგახარ და მიყურებ სიყვარუით აღსავსე, თან ირონიული მზერით. ამით არ შემაყვარე პირველად თავი? თითოეული ჩვენი ერთად გატარებული დრო მიყვარს. როცა ვიხსენებ ჩვენს ისტორიებს მგონია, რომ ისევ იქ ვარ. მაგრამ.. ოხ, ეს მწარე რეალობა. მოდი, გადავინაცვლოთ რამდენიმე წლის უკან... *** -დედიი, ბილეთები დავჯავშნე, ხვალ მანდ ვიქნებით მე და ნინაჩკა, მამაც ჩამიკოცნე. -კარგი საყვარელო, გელოდებით მთელი ამერიკა, მიყურებს თბილი სახით და ვერ ვიჯერებ, რომ სულ რამდენიმე საათში საყვარელ მშობლებს ჩავეხუტები. -დეე -ხო ნუცა. -მიყვარხარ. -მეც ძალიან. და ვხვდები როგორ გაახარა ამ ერთმა სიტყვამ, ზოგისთვის უმნიშვნელოა, მაგრამ ლელასთვის ყველაფერს ნინშნავს, მითუმეტეს როცა იცის, რომ ამ სიტყვას ძალიან იშვიათად ვამბობ. ან რა საჭიროა სიტყვები, როცა შეგიძლია საქციელებითაც დაანახო ადამიანს შენი სიყვარული. -ნინაჩკა ხომ მზად ხარ? ვეღარ ვასწრებ გამოსვლას, ისედაც მეშინია არ დამაგვიანდეს, აეროპორტში მოდი პირდაპირ იქ დაგვხდები ან დამხვდები, გავიკრიჭე სულელივით. -ეჰ, ნეტა შენ ტვინი მოგცა და მეტი მე არაფერი არ მინდა, კარგი, ეცადე რამდენიმე დღით არ მოგიხდეს რეისის გადადება,თორემ გაგიჟდებიან შენები..ისე მომენატრნენ მეც, განსაკუთრებით ლელაკო,ერთი სული მაქვს ჩავკოცნო. -კარგი გოგო, გეყოს, ტელოფონზე ლაპარაკის დრო მაქვს ახლა მე? ხმის ამოღება აღარ ვაცადე ისე გავთიშე მობილური ტელეფონი. ტაქსის მძღოლი ხომ საერთოდ გავაგიჟე, ჩემოდნები მანქანაში ჩადებულიც არ ჰქონდა, რომ დავუძახე ჩქარა ჩაჯექი და აეროპორტში წამიყვანე თქო. მერე თქვენც მოგეხსენებათ რა სიჩქარით ატარებენ მანქანას და კარგი დედაბერივით ჩავკივლე ყურში სიჩქარეს თუ მოუმატებ კარგს იზავ თქო. ისეთი სახე ჰქონდა მეგონა ცოტაც და მაგინებდა, მაგრამ გადავრჩი. : ) მგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ვარ, რა სისწრაფით მივდივარ ნინასკენ მეც არ ვიცი, მაგრამ ამ სიჩქარემ დამღუპა. გზაში ფეხი ამისრიალდა და ის ჩემოდნებიც თავზე დამეცემოდა, რომ არა ვიღაც უცნობის სწრაფი რეაქცია, ნინას სახე რომ დავინახე სიცილისაგან აწითლებული, მივხვდი რომ კარგ დღეში არ ვიყავი, თან ეს ახალგაზრდა ბიჭიც ცდილობს ამაყენოს, მაგრამ ვერ ვდგები. უცნობიც იროიული სახით მიყურებს, თან ეღიმება და ხელში მიყვანს,ნინო ჩაბჟირებამდე იცინის და უცნობისკენ მოემართება. -გამარჯობათ, მადლობა დასინიაკებას, რომ გადაარჩინეთ ჩემი დაქალი, ჩამოსვით გაივლის, არაფერი არ დაემართება, ცოტა ჰა კუდუსუნი სტკიოდეს. უცნობიც სიცილისაგან გაიგუდა, მერე ჩემს გამწარებულ სახეს, რომ შეხედა ფორმალობისთვის მკითხა როგორ ხარო. -გადასარევად, ძალიან მომეწონა მეტლახზე წოლა, ხშირად წამოვწვები ხოლმე. -კარგია, ერთხელ მეც ვცდი, მიყურებს ყურებამდე გაღიმებული.-ერეკლე არაბული. -ნუცა შენგელია, ეს კი ნინა კანდელაკი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონებო, მაგრამ რეისზე მეც მაგვიანდება და თქვენც, თან ამერიკა მეძახის ძმაკაცთან ერთად. თვალები ბედნიერებისაგან გამიბრწყინდა, რომ შეიძლებოდა კიდევ შევხვედროდი ამ სიმპატიურ მამაკაცს, დავემშვიდობე და ჩემს დაქალს უცებ დავავლე ხელი და გამოვიყვანე,სანამ რამეს წამოროშავდა. უკვე თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა ნინამ, რომ მითხრა: -რას გამომათრიე ერთი, თან ნახე ისიც ამერიკაში მიდიოდა, მეთქვა მაინც. -ხოდა ზუსტად მაგიტო გამოგათრიე, მოულოდნელობის ეფექტები უფრო კარგია ხოლმე. -არ იცვლები ნუცა, მგონია ის პატარა გოგო მიდგას წინ ხოლმე, ბაღში რომ იყავი..აუუ გახსოვს? მკითხა და ისტერიულად გაიცინია. ბაღში ბიჭი რომ მოგწონდა? რომ უნდა გეცეკვათ და მერე სხვა პარა, რომ დაუყენეს. მეც ისტერიულად გამეცინა, ისე გავმწარდი, შემეძლო მასწავლებელიც მომეკლა, ის გოგოც და ჩემი ‘’პრინციც’’, მაგრამ მე რის ნუცა ვიყავი, მივედი მასწავლებელთან და კატეგორიულად მოვთხოვე მეცეკვა, ერთი-ორი გამომლანღა მარა მაინც მაცეკვა, ისეთი გაბრწყინებული სახით ვცეკვავდი, რომ არ ვიცი, თავი გადასაღებ მოედანზე მეგონა. რამდენიმე საათიანი მგზავრობის მერე თვითმფრინავი ამერიკის აეროპორტში დაჯდა და ფილტვებიც უკვე სიყვარულით და მონატრებით მევსებოდა. ორი წელი იყო რაც მშობლები არ მენახა და ახლა ვაპირებდი ყველაფრის ანაზღაურებას. ვისაც გამოცდილი გაქვთ მშობლის მონატრება მიხვდებით ალბათ მეც რას ვგრძნობდი. ლალის და გიორგის სახეს ვხედავდი და სიხარულით მინდოდა მეკივლა, ბავშვობაში როგორც ვიცოდი ისე გავიქეცი მათკენ და ორივეს ერთდროულად ვეხუტებოდი. ყველაზე მძაფრი მაშინაა მონატრება, როცა იცი, რომ უკვე შენს გვერდზე არიან და ფიქრობ თუ აქამდე როგორ გაძელი მათ გარეშე. -მამას პრინცესა რამხელა გაზრდილაა, მოდი ნინაჩკა შენც ჩამეხუტე, დავიჯერო ახლა არ მოგენატე? -გიორგი ბიძიაა, ლია დეიდა, მომენატრეთ კი არა არ ვიცი რა ქვია ამ გრძნობას. და ახალა ასე შუა გულში ვიდექით და ერთმანეთს ვერცერთი ვერ ვწყდებოდით. *** და მაინც, რა უაზრობაა ყველაფერი, გგონია შენი ცხოვრება შედგა, ყველაფერი შეიცვალა ახალი დაიწყო, გგონია შენი მეორე ნახევარი იპოვე,არადა ყველა იმედი ისე მალე ნადგურდება,ყველა ოცნება ისე მალე იმსხვრევა, ყველა ის ლამაზი წამი და დღე ჯოჯოხეთად იქცევა და სიყვარულიც,ასე ჩვენს საწინააღმდეგოდ სადღაც გაჭედილი რჩება და არც წარსულშია, არც აწმყოში და არც მომავალში. ოთარ ჭილაძის სიტყვებს მოვიშველიებ. „ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა,საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე.’’ რას ვიზავთ, ადამიანი ვერ განაგებს თავის ცხოვრებას, ყველაფერი მაღლა ცაშია დაწერილი. მოგოწონს თუ არა, ყველაფერი შეიძლება შენი ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს. *** ახლაც მე და ნინა ნიუ-იურკის ქუჩებში მომღიმარი სახით დავდივართ და ჩვენს მეგობარს, გიორგის ველოდებით. რამდენიმე წელია რაც აქ არის, ისე მოგვენატრა, რომ არ ვიცი. წამოვიდა და დაივიწყა საქართველო, დაივიწყა რა, უბრალოდ ვერ ახერხებს თავისი კარიეის გადამკიდე თავის ქვეყანაში დაბრუნებას. -აუ ნუცა გავიყინე რა, სად არის ამდენი ხანი ეს ბიჭი? თქვა თუ არა ნინამ გიორგიც გამოჩნდა ვიღაც ბიჭთან ერთად, შორიდან სილუეტი მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენები საიდან. მაგრამ ვის აინტერესებდა ის სილუეტი? მთავარი იყო გიორგის ვხედავდი. -ჩემი კრასავიცები, ძლივს არ დაგადგათ საშველი თქვენც? როგორ ხართ აბა? -კარგად გიოო, ესე უნდა დაკარგვა? ეუბნება ნინა ნაწყენი სახით და მასაც ეცინება. -ვიცი ნინაჩკა, ცუდი ბიჭი ვარ მაგრამ რა ვქნა, ხომ იცი ჩემი ამბავი. -წამო სადმე დავსხდეთ და მოგვიყევი აბა რახდება და საღამოთი ძველი დრო გავიხსენოთ საყვარელო. ვეუბნები მე და ისიც ხვდება რას ვგულისხმობ ძველ დროში და ხარხარი უტყდება. ის ნაცნობი სილუეტი კი ჩვენს უკან ვიღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია,ხოლო როცა ერეკლეო გიორგიმ დაუძახა და შემოტრილადა, სახეზე მიტკლისფერი დამედო, ვიცოდი, რომ აქეთ მოდიოდა მაგრამ ეს და გიორგი? -მოდი აქეთ ჩემი ბავშვობის მეგობრები უნდა გაგაცნო. ბიჭიც კი იდგა და გაშტერებული გვიყურებდა, უცებ ყველას სიცილი აგვიტყდა, გიორგი კი გაოცებული სახით იყურებოდა. -რახდება აქ? მეც გამაცინეთ აბა. -ძმა ესენი აეროპორტში გავიცანი შემთხვევით, ნუცა წაიფეხვა და ისევ მე გადავარჩინე. გოგოები აეროპორტიდან, თქვა უცებ და თავის ნათქვამზე გაეცინა. -უცნობ-ნაცნობიც აეროპორტიდან, გამოვაჯავრე მეც. -შეხედე შენ, არ კარგავთ არა გოგოებო დროს? გაეცინა გიოსაც. ისე ნუცა შენი წაქცევა რა გასაკვირია, ადგილი არ გაქვს დატოვებული, რომ არ წაქცეულიყავი. ადრეც შარდენის კიბეებზე, რომ ჩავდიოდით მთვრალები და ვიღაც კაცს, რომ შეუვარდი ფეხებში, გახსოვს? თან ისე ადექი ვითომ არაფერი მომხდარაო. -ჰაჰაჰაჰა, რა დამავიწყებს ბიჭო მაგას, მთელი წელი თქვენი საღადაო თემა იყო. -კარგი წამოდი დავსხდეთ და საღამოსთვისაც მოვიფიქროთ რა რამე, თან ყავა ახლა, რომ არ დავლიო სულს განვუტევებ, ამბობს ნინა და ყველას გვეღიმება. -ეს ყავას ვერ გადაეჩვია ხო? -ყავაზე უკეთესი გეგულებათ რამე? ამბობს ერეკლე და ნინას უკან მიჰყვება. უამრამ კაფეში შევსულვარ, მაგრამ ასეთი არასოდეს არაფერი მინახავს. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ოთახებად იყო დაყოფილი და კედლები ჭრელად იყო შეღებილი და სხვადასხვა ენაზე ეწერა „მე შენ მიყვარხარ“. მყუდრო ადგილი იყო, ადამიანს ფიქრის შესაძლებლობას მისცემდა. მომსახურება უმაღლეს დონეზე იყო. მომღიმარი სახეებით დადიოდნენ ასე 18-19 წლის გოგონები და პოზიტივით გავსებდნენ. ოთხი ლატე ავიღეთ და რაღაც ამბების გახსენება დავიწყეთ. -მოდი, დღეს კლუბში წავიდეთ რა. ამბობს ერეკლე. მე და გიორგის მის სიტყვებზე გაგვეღიმა. ჩვენი სიგიჟეებიც ზუსტად,რომ კლუბს უკავშირდება, თან აქაური ადამიანებიც ხო უნდა დავტესტოთ არა? ნუ ეგ მე, თორემ გიორგის ათასგზის დატესტილი ეყოლება. -რა გაცინებთ? -არაფერი ნინა, უბრალოდ ჩვენც კლუბი გვაქვს გეგმაში, ხო იცი ჩემი და ნუცას ამბავი, არ არსებობს აქაურ ხალხზე, რომ არ გამოვცადოთ ჩვენი ხერხები. ნინა მაშინვე მიხვდა რასაც ვამბობდით და გადაწყვიტა ჩვენ აგვყოლოდა თამაშში. ერეკლე კი გაოცებული იყო და ვერაფერს ვერ ხვდებოდა. -გიორგი, რა ხერხები, მეკაიფები? არის ისეთი რაც მე არ ვიცი? -კი, მაგრამ თუ გაგანდობ შენც ითამაშებ. ორაზროვნად ჩაიღიმა გიორგიმ, იცოდა ერეკლეს ხასიათი, რომ ვერ იტანდა მასეთ რაღაცებს, მაგრამ მაინც, ოხ რა იცოდა ბატონმა ერეკლემ რა ელოდა. -მოსულა, ამიხსენიი წესები, თქვა მხიარულად. -მოკლედ, მე და ნუცა ყოველთვის როცა კლუბში მივდივართ მე გოგოებს ვკერავ და ნუცა ბიჭებს, ოღონ შეჯიბრი იმაშია, ვინ უფრო მალე დაკერავს და ბოლოს მოტყდომა ორიგინალურად. ჯერჯერობით ბარი-ბარში ვართ. სახეზე ალმური დაედო ერეკლეს, ცოტაც და ძმაკაცს მოკლავდა. -სულ გამოგერეცხა შენ ტვინი, ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან მასეთ რაღაცებს. -არაუშავს, შეეჩვევი, აგერ მეც პირველად ვაპირებ ასეთ რამეს, ცოტას გავიკაიფებთ და მორჩა რა, იცინოდა ნინა. -კარგი, რა გაბუტული ბავშვივით ხარ ბიჭო, გეკითხა თავიდანვე თამაშის წესები, ახლა დავლიოთ ყავა და გავიდეთ, მოვემზადოთ საღამოსთვის, გოგოები სახლში დავტოვოთ და მერე გავუაროთ საღმოს. -კარგი რა გაეწყობა, ბოლოს გაიცინა, მაგრამ არა როგორც ყოველთბის იცინოდა. დამაბნევლად. მერე კი ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა, დღეს მე გავიმარჯვებ ნუცა. ირონიულად გადავხედე და ხმა არ გამიცია, გეგონოს, ვფიქრობდი ჩემთვის. საღამოს მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, შავი შარვალი და მაღლები ჩავიცვი, მერე კი ნინას ველოდებოდი, როგორც კი დავინახე ყბა გაოცებისაგან ჩამომვარდა. ასეთი ლამაზი არასოდეს მენახა, განა იმას ვამბობ, რომ რაიმე ცუდი აქვს გარეგნობაში არა პირიქით,მაგრამ საოცრად უხდებოდა ტანზე გამოყვანილი, მუხლამდე წითელი კაბა და შავი მაღალქუსლიანები. -საოცრება ხარ ნინა. -შენც ნუციკო. წამოდი გველოდებიან. ბიჭების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. -გეფიცები ერეკლე, ამათმა მე იქ გოგო კი არ უნდა დამაკერინონ ბიჭები უნდა მაცემინონ. -გაგვიჩალიჩეს ძმა. თქვა და გადაიხარხარა. ორივემ ერთად დაიწყეს საუბარი. -რა ლამაზები ხართ გოგოებო. -მადლობთ. კლუბში, რომ შევედი მივხვდი, რომ საქართველოს კლუბი ამასთან შედარებით არაფერი იყო, ჯერ სივრცე იყო საოცრად დიდი, შემდეგ ინტერიერი. აღფრთოვანებული დავდიოდი და ცეკვის სურვილით ვიწვოდი. კლუბი და ცეკვა. ორი სუსტი წერტილი. ნინას გავხედე და უკვე ვიღაც ბიჭს ეჩალიჩებოდა, გიორგის გადავხედე და თვალი ჩავუკარი, იმასაც გაეღიმა. შემდეგ ერეკლე მოვიდა. -შენ არ აპირებ ბიჭების შებმას ქალბატონო? -ასპარეზს ნინას და გიორგის ვუთმობ. მომბეზრდა ყოველთვის ერთი და იგივეს კეთება, რამე ახალი და კარგი მინდა. -ხოდა მოდი ერთად გავაკეთოთ რაიმე ახალი და კარგი. -და შენი ნათქვამი მე გავიმარჯვებო ის სად გაქრა? -ჯანდაბაში წასულა გამარჯვება. სიცილისაგან ცუდად გავხდით. მერე ხო საერთოდ გადავბჟირდით ნინა, რომ დავინახეთ როგორ ცდილობდა ბიჭს დასტყდომოდა. -ახლავე მოვალ, ნიკოლას, სასმელს შევუკვეთავ. -მე მოვიტან ნინა, შენ რატომ უნდა წახვიდე. -არა, აქ დამელოდე. ისეთი სახით მოვიდა ჩვენთან, რომ არ ვიცი. -აბა ჩქარა დამახვევინეთ აქედან, სუფთა იდიოტია, სხვა კლუბში წავიდეთ ან სადმე ოღონდ ის დებილი აღარ მანახოთ. ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა არ შემეძლო, რომ არ გამეცინა. -კარგი რა ნუცა, რას დამცინი, ჩემი გაჭირვება მაქვს, ტიპს ორი წუთის გაცნობილი ვყავდი მშობლებს მაცნობდა უკვე და მერე რას იზავდა. გიორგი მოიყვანა ერეკლემ და მის სახეზე ისტერიული სიცილი ამიტყდა, მთელი სახე პომადიანი ჰქონდა. -არ კარგავს ბიჭი დროს. ვამბობ სიცილით და ყველას ეცინება. -დროს კი არა გოგო, ის ვინ იყო, თითის განძრევა არ დამჭირდა ისე მომახტა, ფუუ კოცნა კი არა ლოშვნა იცის, აღარ ვითამაშოთ ხოლმე ნუცა ეს სისულელე. -მე არც მითამაშია, ასპარეზი დაგითმეთ, ერთხელ გეზეიმათ გამარჯვებით. -სახლის კარამდე მომყვებოდა ერეკლე, შენს ძმობას ვფიცავარ ვეღარ ვიშორებდი, დავახვიეთ აქედან. -აი, ესმის ბიჭს ჩემი გასაჭირი,წავიდეთ რა. ერეკლემ გადმომხედა და მითხრა ჩვენ დავრჩეთო. -თქვენ რომ წახვიდეთ და ჩვენ დავრჩეთ? უთხრა ერეკლემ გიორგის და სახით რაღაც ანიშნა, მანაც წამში ჩაკიდა ნინას ხელი და გასასვლელისაკენ წაიყვანა. მერე მე მომიბრუნდა, რაღაცნაირად სხვა ღიმილით, არა ისეთით წეღან, რომ იღიმოდა, სულ სხვა იყო. თითქოს სულ სხვა შგრძნება დამებადაო. არასოდეს არ ვყოფილვარ ასე. ხელი გადამხვია და ეს იყო პიკი, პეპლები, დინოზავრები და ყველაფერი რაც შეიძლება, რომ მუცელში იგრძნო მეც ვიგრძენი, ცხოვრებაში პირველად და არ მინდოდა ეს სასიამოვნო გრძნობა როდისმე დამთავრებულიყო. *** ვიჯექი და მთელი ღამე ვტიროდი. ასე ცხოვრებაში არ მიტირია. ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ როგორც ადამიანის გამოჩენამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ასევე შეიძლება ადამიანის წასვლამ დააყენოს ცხოვრება თავდაყირა. დღემდე ვერ ვეგუები, რომ მის ღიმილს ვერ ვხედავ. სამი წელია რაც ქუჩაში გამოვდივარ იმის იმედით, რომ მის მსგვს ვინმეს ვნახავ, მაგრამ საერთოდ არავინ, არავინ არ არის მისი მსგავსიც კი. არც მისნაირი თბილი გამოხედვა მინახავს იმის მერე სადმე. სიგიჟემდე ვარ მისული შენი მონატრებით. მომენატრე... ეს სიტყვა იმხელაა, რომ შენც, მეც და ჩვენს შორის არსებულ მანძილსაც თავისუფლად იტევს, რადგან არ შემიძლია შენს გარეშე, არავინ არ გგავს შენ. *** ხელი გადამხვია ერეკლემ და კლუბიდან გამიყვანა,დავსეირნობდით ქალაქში და ვუყვებოდით ერთმანეთს ყველაფერს. ზედმეტად ახლოს მივუშვი ერეკლე და ასე ახლოს მიმიშვა მეც. ზოგი იტყვის ასე მარტივად როგორ შეიძლება ადამიანი ახლოს მიუშვაო. მაგრამ რას იზავ,როცა შენგან უნებლიედ ხდება ყველაფერი. როცა ადამიანთან ისე გრძნობ თავს, როგორც შენს ოჯახთან. -აუ ერეკლე წამოდიი, ნაყინი ვჭამოთ რა. -პატარა ბავშვი ხარ, რა ნაყინი აგიტყდა 4 საათზე ნუცა? -ოოუუ მინდა. -ჰაჰა, კარგი წამოდი, აქ ერთი კარგი სანაყინე ვიცი იქ წავიდეთ, ოღონდ ის ჩვენი ადგილი იყოს მარტო, არ უთხრა არავის. მეც ბავშვივით გამიბრწინდა თვალები და სიხარულით დავეთანხმე. ცოტახანში დედაჩემმა დამირეკ. -სად ხარ დე? -ახლა მე და ერეკლე სანაყინესი მივდივართ. -ნინა ან გიორგი სად არიან? -არვიცი დე სეირნობენ სადღაც. -კარგი და სახლის გზას თუ მოაგნებ არ იქნება ცუდი, მამაშენსაც მოენატრე. -კარგი დე ვეცდები. რამდენიმ წუთი გაშეშებული ვიდექი და სახეზე დებილური ღიმილი მქონდა აკრული. -ჰეიი ნუცა, აქ ხარ? -უი კი, სად არიან ჩვენები ერეკლე? -არვიცი დავურეკოთ. -გიორგი სად ხართ? -ჩემთან, ჩემი მეგობრები არიან და მგონი ნინას ბედი გაეხსნა. ნიკოლოზს მოეწონა და უჟუჟუნებენ თვალებს. -შენ ბევრს ნუ ტლიკინებ, აცადე დატკბნენ. -მოდით თქვენც დღეს ჩემთან დარჩით, ან რომ გამომაგდე იქიდან რაიყო ეგ? -შენც კარგად იცი რაც იყო. ბევრს ნუ ტლიკინებ . -შე ცუღლუტო.მოხვალთ? -ცოტახანში. მერე მე მომიბრუნდა და უცებ მოულოდნელად ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა და მითხრა: -წამოდი ნაყინები ვიყიდოთ და გიორგისთან ავიდეთ, შენს დაქალსაც გაეხსნა ბედი და შენც, ხოდა დავტკბეთ მისი ბედნიერი თვალებით. -მე არა მარა ნინას თუ გაეხნა ბედი მაგას რა ჯობია, დარჩებოდა შინაბერა. გულიანად გადავიხარხარე, ნინას ეს სიტყვები რო გაეგო, ცოცხლად დამმარხავდა. -შენც გაგეხსნა შენც, მითხრა ორაზროვნად. და მეც ვერ მივხვდი მის მიკიბ-მოკიბულ საუბარს. ორი პარკი ნაყინები ვიყიდეთ და გიორგისთან ავედით, მაშინვე ნინასკენ გავიხედე და სულ სხვანაირად აციმციმებული ნინას თვალები, რომ დავინახე გული სიხარულისაგან კინაღამ გამისკდა. არასოდეს მენახა ასეთი ნინა. სხვებთან სულ ჯუჯღუნებდა ხოლმე, ერთადერთი ჩვენს სამეგობროში იყო ნამდვლი. ახლაც მასეთს ვხედავ. საკმაოდ კარგი პიროვნება აღმოჩნდა ნიკოლოზიც. ამიტომ, აბა მე ტუ არ შევუწყვე მაგა თაახლოებას ხელი, როგორ გამოვა ეს ამბავი? *** გადიოდა დღეები, კვირები. თან ძალიან სასიამოვნოდ. მეორე თვე იყოს ნინას და ნიკოლოზ ხომერიკის ერთდ ყოფნის. საოცრება იყო ორივე ერთად. შემიძლია დავიფიცო, რომ ასეთი წყვილი მეორე არ შემხვედრია. რომ შეხადავდა ადამიანი თვითონაც მოუნდებოდათ სიყვარული. მერე იყო ჩემი და ერეკლეს დამთბარი ურთიერთობა და პარიზში წასვლა. ასე ყველასაგან შორს წავედით. რატომ? არც მე ვიცი და არც ერეკლემ. მშობლებს ვუთხარი ერეკლესთან ერთად მივდივარ თქო და სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იფრინეს ლამის. ერთი შეხედვით თითქოს მეგობრები ვიყავითო, მაგრამ ხომ ვიცოდით არა? მეც და ერეკლემაც. არ იყო ეს მეგობრობა. არც არანაირი სახელი არ ერქმეოდა. უბრალოდ იყო რაღაც მოგებრობაზე მეტი. თან ძალიან ძლიერი. საოცრება იყო პარიზი. დავდიოდით მთელი ღამე,პარიზში და ემოციებისაგან დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში. დამეფიცება ამაზე უკეთესი დრო არსად არ მაქვს გატარებული. ერთ საღამოსაც უბრალოდ მითხრა, საღამოსთვის კარგად გამოეწყვე სადღაც უნდა წაგიყვანოვო. მეც ზედმეტი კითხვების გარეშე დავიწყე მზადება. თმები დავიხვიე, მუქი შვინდისფერი გრძელი კაბა და ამავე ფერის მაღლები ჩავიცვი. შვიდი საათი იყო როდესაც კარებზე ზარი გავიგე. გამოვაღე და ხმას ვერც მე ვიღებდი და ვერც ერეკლე. ვუყურებდით ერთმანეთს და ერთმანეთის თვალებში ვიკარგებოდით. -ჩემი საოცრება ხარ ნუცა. ცხოვრებასი პირველად ავწითლდი და ისიც ერეკლეს ნათქვამ სიტყვებზე. შემდეგ ჩამჭიდა ხელი და ეიფელის რესტორანში ამიყვანა. საოცარი ადგილი იყო, მთელს პარიზს გადაჰყურებდი. ბედნიერების პიკზე ვიყავი, ასეთ ადგილას და ისიც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. დიახ! არ მოგესმათ, საყვარელი ადამიანთან ერთად. მაგიდა ორ ადამიანზე იყო გაწყობილი, იატაკი კი სულ ვარდებით მოფენილი. ცოტახანსი კი ერეკლე მოვიდა ჩამეხუტა და ყურში ნაზად ჩამჩურჩულა. -არ დავიწყებ უაზრო საუბრებს და ახსნებს, ერთს გეტყვი ნუცა ეს ყველაფერი სიყვარულის გამოძახებას გავს. სიხარულის ცრემლები მომდიოდა. შემდეგ კი მე ჩავჩურჩულე. -ყველაფერი ნათქვამია უკვე ერეკლე.რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები, მთავარია ვგრძნობთ და მორჩა. -სასწაული ხარ ნუცა, ჩემი ახდენილი სასწაული. და ეს იყო ყველაზე საოცარი კოცნა, რომელიც პირვლად მაჩუქა ერეკლემ და მინდოდა ეს წუთები გაგრძელებულიყო სამუდამოდ. *** ჩემს მიყვარხარს სხვა ვერავინ გეტყვის, ვერც მე ვეტყვი შენთვის სათქმელ მიყვარხარს სხვას. ახლაც წვიმიანი ამინდია და ვისკი მიჭირავს ხელში. შენი საყვარელი სასმელი და ვცდილობ დავიოკე ის მწარე მონატრება. ზუსტად 3 წელი გავიდა და ვერ გივიწყებ. პირველი და ბოლო სიყვარული ხარ ნუცა ჩემი. რა გავაკეთო, არ შემეძლო, რომ არ დამეტოვებინე. შენც გატკენდი, ვერ გაზინებდი ჩემს გასაჭირს შენ. იმდენად ძლიერია ეს გრძნობა, ვიცი ვერც შენ მივიწყებ. ახლა ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ვერ ვბრუბდები. შენს სიყვარულს გეფიცები არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ვიცი ვერ მაპატიებ, შეიძლება მაპატიო კიდევაც, მაგრამ შენს ტკივილით სავსე თვალევის დანახვას ვერ გავუძლებ. გაინტერესებთ ხო რატომ გავაწერე ხელი ნუცასთან ხელი, ქორწინებიდან 9 თვეში. სიმსივნე. მეორე სტადია. ეს ნუცასთვის, რომ მეთქვა გადაირეოდა, გაგიჟდებოდა. მე კი ამას ვერ გავუძლებდი. ახლა კი ყველაფერი კარგადაა. და მე ვარ მხდალი, რომ ვერ ვბედავ მივიდე ნუცასთან და პატიება ვთხოვო. რა მართალი ვიქნები? დავტოვე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ყველაფრის ახსნის გარეშე. იმედია მაპატიენ ნუცა. *** ზუსტად სამი წელი. მგონია, რომ მეჩვენები. ისევ ისეთი ხარ, როგორიც ადრე. გამოჩნდი ახლა ჩემს დაბადების დღეზე, რომელსაც ძალით ავღნიშნავ, მეგობრების იძულებით. და ვგრძნობ სადაც არის გული გასკდება ამდენი ემოციისაგან. ტკივილისაგან, სიყვარულისგან, მონატრებისგან. შენ ხომ არ იცი, რომ მარტო მე არ მიგიტოვებივარ. ჩვენი 2 წლის ვაკო და ნიტაც მიატოვე. ხომ, შენ რა იცოდი, რომ ერთს კი არა სამ ადამიანს ტოვებდი. ახლაც ვხედავ შენს გაოცებულ, ტკივილით აღსავსე თვალებს. დგახარ შემოსასვლელ კარებში და უყურებ ტყუპებს, რომლებიც ასე ძალიან გგვანან და რომლებსაც ზუსტად შენი მწვანე თვალები აქვს. ხასიათებიც ხომ ზუსტად შენი აქვთ. უცებ ჩემსკენ მოდიხარ სწრაფი ნაბიჯებით და ჩვენს შორის მანძილს მთლიანად ფარავ. ხელში მიტაცებ და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევ. -ნუცა ახლა, რომ არ აგიხსნა და არ დგიბრუნო მოვკვდები, დედას გეფიცები მოვკვდები ნუცა. ეს სამი წელიც როგორ ვცოცხლობ შენს, შენს კი არა თქვენს გარეშე არ ვიცი. -თავი დამანებე ერეკლე და ჩემს გარეშე, ისინი არ არიან შენი შვილები. არ ვიცი ეს როგორ ვუთხარი, მაგრამ არ ვიცი მგონია ვერ ვაპატიებ. -ნუცა, სულ ერთი წუთით მომისმინე და მერე უკვე შენ განმსაჯე. სიმსივნე დამიდგინეს, მეორე სტადია, ან გადავრჩებოდი ან არა. 50/50 იყო. ვერ გატკენდი, ვერ გაზიდინებდი ჩემს ტკივილს შენ. გთხოვ დამიბრუნდი, მაპატიე. ვიცი ჩემი წასვლით უფრო გატკინე, მაგრამ ჯობდა არ გცოდნოდა. საოცარი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში. ჩემმა ერთადერთმა სიყვარულმა რა გადაიტანა ჩემს გარეშ. -შენ იცი რა არის ოჯახი? როცა ერთად უნდა ატარონ ყველა ტვირთი, ერთად უნდა გადაჭრა ყველა პრობლემა და არა წასვლით. როგორ არ მითხარი ერეკლე? იცი რა დღეში ვიყავი? როცა ვაკო მეკითხებოდა დე სად არის მამაო, იცი რა მემართებოდა? სიკვდილი მინდებოდა, მეც ყოველთვის ვეუბნებოდი მალე მოვა თქო. მერე ნიტამ დამიწყო მამა მინდა ბაღში მატაროსო. პირველად შევნიშნე ცრემლები გაბრიელის თვალებზე. -მაპატიე გთხოვ მაპატიე, ვეღარ გავძლებ უშენოდ. სხეულის ყველა ნაწილმა ლაპარაკი დაიწყო, პირველად იყო როცა გულიც და გონებაც ერთი და იგივეს მეუბნებოდა. აპატიე, აპატიე, ის იმსახურებს შენს თავს, შენს სიყვარულს, მამობას. სახეზე ღიმილმა გადამირბინა, უცებ ჩავეხუტე და ვუთხარი: -არ ვიცი, აქამდე როგორ ვიყავი შენს გარეშე, მაგრამ ახლა, ის დაკარგული წლები რომ არ ავინაზღაურო მოვკვდები. -მიყვარხარ. და აი ესეც პირველი მიყვარხარ, პირველი პატიება და ისევ სიხარულის ცრემლები. *** უამრავ ადამიანს ხვდები ცხოვრებაში, მერე კი ხვდები იმ ერთს და შენი ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. მკითხველო ადამიანი არ გალანძღოთ ცხელ გულზე. მოუსმინეთ. მოსმენა ისწავლეთ, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, უყურეთ თვალებში და სიმართლის თქმის შემთხვევაში ყველაფერს მიხვდებით, როგორ უჭირდა შენს გარეშე. გიყვარდეთ. ამაზე კარგი გრძნობა არ არსებობს ცხოვრებაში. გიყვარდეთ ისე, როგორ მე მიყვარს ის ერთადერთი. დასასრული. მიყვარხართ. ველოდები თქვენს შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.