შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ჭიქა ვისკი (13)


26-03-2016, 15:16
ავტორი new yorker
ნანახია 5 661

***
ჩვენ ქალები, ზუსტად ასეთები ვართ, გაურკვევლები.
ჩვენ შეგვიძლია ძალიან უაზროდ, დაუღლელად ველოდოთ იმას, რაზეც თავად ვთქვით უარი.
ჩვენ გვინდა მაშინაც კი როცა დამნაშავეები ვართ, ვიყოთ მართლები და ეს ყველამ აღიაროს.
ჩვენ გვინდა ჩვენი ესმოდეთ მაშინაც როცა საკუთარი თავების თავადაც არ გვესმის.
ჩვენ გვინდა გაბრაზებულებსაც ტკბილ სიტყვებს გვეუბნებოდნენ,
გვეფერებოდნენ, მაშინ როცა ხელს ავუქნევთ და არ გავიკარებთ.
არ მიდიოდნენ, მაშინ როცა თავად გავრბივართ და ვიმალებით.
გვინდა რომ სამყარო ჩვენ ირგვლივ ტრიალებდეს და ყველაფერი ჩვენ გვიკავშირდებოდეს,
გვინდა რომ ყველა ის გრძნობა რომლის ტარებაც ორ ადამიანს შეუძლია, ერთ ადამიანში, ჩვენში ერთიანდებოდეს და სწორედ მაშინ, როცა ეს ფუნქცია ყველაზე მეტად საჭიროა, სწორედ მაშინ, ვიხსნით, ვარღვევთ მოაჯირებს, ვანგრევთ კედლებს, გავრბივართ და უსასრულობაში ვიკარგებით...
მაგრამ ჩვენ, გაურკვევლებს, მაინც გვინდა რომ გვიპოვონ.

***
გულის სიღრმეში,
აღიარების გარეშე,

მე გთხოვ, რომ მიპოვო...

***
ჟაკ... ჟაკ...
ვგიჟდები შენს გემოვნებაზე.
კარადიდან ახალი ბოთლი გადმოვიღე და წვიმიან საღამოს ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი.
ყიფიანი მთელი დღე არ ჩანდა.
ფეხებიც რაფაზე შემოვალაგე და პლედი შემოვიხვიე.
საოცარი რამეა როცა მთელ ორგანიზმში სასიამოვნოდ გთბება.
სახე უჩვეულოდ რომ გებადრება და კმაყოფილი ხარ.
სად ბრძანდება ნეტა ქალბატონი ნია, ორი დღეა რომ არ გამოჩენილა?!
პრინციპში ასეთ წვიმაში რანაირად გამოჩნდება.
ტელეფონმა დარეკა.
ნია იყოს რა, ჩავიფიქრე გულში და რაფიდან ჩამოვედი.
გამეღიმა მისი ნომრის დანახვაზე.
-ჰო ნია.
-პირველო, შენთან მოვდივარ და თან ვრჩები.
-რა მაგარია, მოდი, გელოდები.
- დიახ მოვდივარ.
ღმერთო მადლობა ეს რომ არსებობს.
გამოვბრუნდი და მხიარულად გავაგრძელე ვისკის დალევა.
რა საშინელი ამინდია მაინც რა.
მინებს ბუნდოვანი ეფექტივთ დაყვება წვიმა.
მერე როგორი ხმაურიანია.
არა რა, უნდა ავდგე და ისეთ ქალაქში წავიდე სადაც სულ წვიმს.
წლები ვიცხოვრებდი მოუბეზრებლად.
რა მაგარია.
სულ რომ წვიმს და ქალაქი სულ რომ ცარიელია და ზუსტად რომ იცი მთელი ქალაქი ჩაფიქრებულია.
რა მაგარი იქნება ჩაფიქრებულთა ქალაქი რომ არსებობდეს,
ან ფიქრების ქალაქი,
ან უბრალოდ წვიმის ქალაქი.
მორჩა, ახალი ოცნება მაქვს.
ჩემი ოთახიდან დაკეცილი მოლბერტი ძლივს გამოვათრიე, ყველა ფარდა გადავწიე, ფანჯრების მოპირდაპირედ დავდგი ეს ხის მოლბერტი და გადავწყვიტე ჩემი ოცნება დამეხატა.

***
ხანდახან ისეთი კარგია საკუთარი განწყობის გამოხატვა სხვა გზით რომ შეგიძლია.
როგორც მოისურვებ ყველაფერი ისე რომ იქნება,
თუ გინდა ცა იასამნისფერი,
წვიმა უბრალოდ ნაცრისფერი,
ადამიანები არაპროპორციული, მაგალითად გული რომ უჩანთ ისეთი.
ყველაფერია შესაძლებელი,
მთავარია შენ რას გრძნობ...
დანარჩენი თავისით ხდება.

***
-არა დედა, უნდა წავიდე, უნდა ვნახო.
-ნუ დამაბმევინებ შენ თავს, იწვი, ისეთი სიცხე გაქვს, თან რა ამინდია, მოძრაობა შეჩერებულია.
-ფეხით წავალ, უნდა წავიდე, დამიბრუნე გასაღები.
-გადავყლაპე.
-მაია ნუ მაცინებ, სამაშველო არ გამომაძახებინო და ნუ მექცევი მეორეკლასელივით, სიცხე მაქვს კი არ ვკვდები.
- ეხლა რომ შენ ასეთ ამინდში გარეთ გახვალ, უარესი მოგივა.
-მაია, ხომ იცი, როცა სიცხე აქვს ადამიანს, ყველაფერს გამძაფრებულად აღიქვამს, ამიტომ თუ მე ახლა ანას არ ვნახავ უარესი მაშინ დამემართება.
-არა-მეთქი.
-მაშინ დაურეკე მოვიდეს.
დაიბნა მაია.
-რა?
-ჰო, დაურეკე, გეუბნები უნდა ვნახო. თუ გასაღებს არ მაძლევ, თვითონ მოვიდეს.
-ასეთ ამინდში როგორ მოვა?! გადაირიე?
-მაია გადაწყვიტე, ან გასაღები მომეცი, ან დაურეკე.
-თან მე დავურეკო?
-კი,შენ. თან უთხარი რო არ მიშვებ.
-გაგიჟდება ის გოგო.
წინდაუკან მოუსვენრად დადიოდა მაია.
-არაფერიც.
-ნუ აფრენ, ასეთ წვიმაში აქ როგორ მოვიყვანო ბავშვი, ისიც გაცივდება.
-ჰოდა მომეცი გასაღები-მეთქი.
-არა მეთქი.

***
-ქალბატონო მაია?
-გეხვეწები შვილო ეგრე ნუ მომმართავ, მაია დამიძახე.
-კარგი -დაბნეულად დავეთანხმე მე.
-სანდროს ისეთი სიცხე აქვს, არ მინდა რომ გარეთ გავიდეს, -,,უთხარი რომ დამსაჯე", ისმოდა ალექსანდრეს ყვირილი ტელეფონში და მაიასაც არ დარჩა უყურადღებოდ -რავიცი შვილო, მითხრა არ გაგიჟდებაო, მაგრამ ამის ხელში მეეჭვება არ გაგიჟდე. -სიცილს ვეღარ ვიკავებდი ალექსანდრეს რეპლიკებზე და მაიას გულწრფელ ტონზე.
-რა სისულელეა -მოკლედ ვიუარე მე.
-ჰოდა იმასაც ვეუბნები ამ წვიმაში შენი მოსვლაც რომ სიგიჟეა, მაგრამ არ ეჯერება. -,,დიახაც", დაემოწმა ალექსანდრეც. -უთხარი რომ ხვალ იყოს ან მერე, ამ წვიმაში... -,,მაია გეგმიდან გადახვევებს არ ვართ", წინადადება შეაწყვეტინა ალექსანდრემ -ჰო კარგი, -დამყოლად განაგრძო მაიამ. -ჰოდა ანა, თუ შეძლებ მოდი, თორემ გაგიჟდა ეს.
-დამალაპარაკეთ აბა. -ღიმილი მაკვდებოდა სახეზე, ამ დროს ნიაც შემოვიდა სახლში.
-ანა
-რატო აფრენ? გამოიდაროს და მერე გნახავ, რატო გააგიჟე ქალი -ვერ ვიკავებდი სიცილს ისევ მე.
-კი ანა, ეგ კორპუსია, კი სწორად გახსოვს, ჰო და ლიფტიდან მარჯვნივ.
-რეებს აფრენ? -სულს ძლივს ვითქვამდი მე.
-კაი მაიასი? მეღადავები? თვითონ დაგპატიჟა რატო გცხვენია? -შედარებით ხმადაბლა მეუბნებოდა ამას, ზუსტად ვიცი რა სპექტაკლსაც იქ დგამდა. -მაია ნახე რა, შენ გამო არ მოდის ეხლა, კაი რა.
-ალექსანდრე მორჩი! -ვერ ვჩერდებოდი მე.
-ალუბლის ნამცხვარი უყვარს. -,,სანდრო ნუ აგიჟებ ბავშვს". ისმოდა მაიას ყვირილი. -ნია წამოიყვანე და მოდი.

ზუსტად ვიცი რომ ვხედავდე, ამ დროს თვალს ჩამიკრავდა და გამიღიმებდა.

-ალექსანდრე კარგი რა.
-ძალიან მეწყინება, ძალიან. ავად ვარ და არ შეიძლება ჩემთვის წყენა. -მშვიდი ტონით მითხრა და ჩემ პასუხს დაელოდა.
-მართლა მცხვენია.
-იმდენი გამაკეთებინე მაიას ცხვენია უკვე -გადავიდა მხიარულ ტონში ისევ.
-გცემ რა.
-მოდი მოდი, ნია არსად დატოვო იცოდე. შენთან მოდიოდა ვიცი.
-შენ რა იცი?
-ყველაფერი გოგო, ყველაფერიიიი

***
მთელი თბილისი მოვიარეთ ალუბლის ნამცხვრის ძებნაში.
სულ მთლად გაწუწულები ავედით ყიფიანთან.
მიუხედავად უშუალობისა მაინც გახეთქვაზე მქონდა გული.
პირველი დაძაბულობა მაიას კეთილი სახის დანახვაზე მომეხსნა.
მერე ალექსანდრეს ჩახუტებაზე.
ღმერთო რა ცხელია.
ჩვენ დანახვაზე დამამშვიდებლის დალევა მოუნდა მაიას.
-ეს რა გამაკეთებინე სანდრო, ბავშვებს უყურე, ვაიმე სულ გაწუწულებიხართ.
წამოდით თმები გაიშრეთ ჯერ.
დასჯილებივით გავყევით უკან.
-მარიამის ტანსაცმელები მიეცი მაი
-არ გვინდა, ეგეთი სველიც არ ვართ.
-რა არ ხართ, აბაზანას გამივსებთ რომ გაგწუროთ.
-რომ გითხარი საშინელი ამინდია-მეთქი, არ დამიჯერე -არ ცხრებოდა მაია.
-ისე ტაქსიშიც წვიმდა თუ რა არი, რატო დასველდით ესე.
-რავიცი რა. -უპასუხა ნიამ და ალუბლის ნამცხვარი გაგვახსენდა ორივეს და ჩუმად გაგვეცინა.

***
-დარჩი რა ბარემ -ყურში მითხრა ალექსანდრემ.
-გაგიჟდი?
-მიდი რა, კი, იყავი ჩემი ცოლი. -სასაცილოდ ლაპარაკობდა ყიფიანი.
-დღეს ისე აფრენ აღარ შემიძლია.
-არ ვაფრენ, მართლა გეუბნები.
-კარგი მორჩი ეხლა.
-ნახე რა მაგარი იქნება, ჩემთან დაიძინებ და საერთოდაც, უკვე ჩემი ცოლი იქნები. მერე ხვალ ყველაფერი წამოვიღოთ რაც გჭირდება.
-გაჩუმდი. - უფრო დავუწიე ტონს.
-ანა დარჩი რა.
-ვერა სანდრო, ნუ გააფრინე!
-მე მინდა რომ დარჩე. ამ წვიმაში თან როგორ წახვალ.
-როგორც მოვედი.
-ეხლა უფრო წვიმს.
-და თან ნია? -გადავაბრალე ყველაფერი ნიას.
-ნიაც, მეჯვარესაც შეუძლია დარჩენა, არ იცოდი?
-გიჟი ხარ.
-ხოდა დარჩი.
-არა, არ მინდა ასე გიჟივით მოქცევა.
-აბა როგორ გინდა? უთხარი დედაშენს ჩამოფრინდეს.
-ალექსანდრე, გაჩუმდი გთხოვ.
-დარჩი და ხმას არ ამოვიღებ.
-ვე-რა.
-ანა გავგიჟდები რომ არ დარჩე.
-ისედაც აფრენ, ახალი მითხარი რამე.
-სერიოზულად გელაპარაკები.
-სიცხე რომ დაგიწევს მერე ვილაპარაკოთ.
-სიცხე რა შუაშია?!
-კარგი რა.
-დიახაც, კარგი რა.
-მერე ვილაპარაკოთ მაგაზე, მერე.
-როდის ჩამოდის ნანა?
-ზაფხულში.
-ჰუჰ, გამორიცხულია, დაურეკე და უთხარი მალე ჩამოვიდეს.
-კაი დავურეკავ. -დასამშვიდებლად დავპირდი და ვეცადე თემის გადატანას.

***
როცა ფიქრობ რომ რამდენიმე წამიც და შეიძლება გული გაგისკდეს მასთან რომ არ იყო.
სული გტკივა.
გიყვარს.


_____
მიყვარს ყველა თქვენი კეთილი სიტყვა რომელსაც მწერთ, კომენტარებში მიწერთ და მეუბნებით!



№1  offline წევრი N7

არ მეგულება ელენიკოზე მაგარი გოგო!
არსად.
love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი Nate

უცნაურია,კითხულობ და თითქოს სასწაულის მოლოდინში ხარ'ო.
არ ვაზვიადებ
მართლა.
უბრალოდ ნაწყენივარ sad
მინდა რო მალე და მალე დებდე!
ისეთია რო არმყოფნის
წარმატებები ელენიკო

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ავად ვარ და არ შეიძლება ჩემთვის წყენა!
ღმერთო, სასწაული ხარ ელენე და სანდრო უფრო დიდი სასწაულია, შენ რომ შექმენი მისი პერსონაჟი იმიტომ!
ანა საერთოდ, სანდროზე უფრო გიჟია, სანდროს სიგიჟე კუბში რა...
მომწონხარ და ასე ჯერ არავინ მომწონებია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4 სტუმარი ემი

გავგიჟდი... გადავირიე... მეც სანდროსთან და ანასთან ერთად...

შენ გადამრიე მე და ბოლოსაც შენ მომიღებ, ვატყობ...

მალე დადე... ბევრი დადე... გთხოოვ love

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

საქართველო ბედნიერია შენ რომ გაჩნდი "ქართველად" <3 <3

 


№6  offline წევრი zoi

ღმერთოოოოოოოოოო რა მაგარია და როგორ გამიხარდა რო მდავინახეეეე

 


№7  offline წევრი Pepper

უფ რაარი ეს რა პატარა თავებს დებ:(
საოცარი ისტორიააა
შენ ხო საერთოდ შოკი ხარრ
ველოდები შემდეგ თავს <3

 


№8  offline წევრი sofi_rio

ცოცხალივარ????? საოცრებავ! ვგიჟდებიუკვე

 


№9 სტუმარი მერიენი

არსებობს ქვეყანა, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც ელენიკოც ცხოვრობს(თურმე) და ის წერს იმაზე საოცრად, ვიდრე ოდესმე ვინმე, ვინც ჩვენს ენაზე წერდა და მე ამას მხოლოდ ახლა ვიგებ. ისე მინდა ახლა წვიმისგან ცა ჩამოიქცეს და მე მოვიქცე ისე, როგორც ანა.

 


№10 სტუმარი ☺☺

საიტზე ერთადერთი ნორმალური მწერალი ხარ... დანარჩენები არ ვარგან არაფრად

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

რამდენი წლისაცაა შენი ნიკი ამ საიტზე, ალბათ იმდენი ხანია ვგეგმავ ყველა შენი ნაწერის წაკითხვას. ძალიან ადრე წავიკითხე ერთი ისტორია სათაური არ მახსოვს სამწუხაროდ, მაგრამ მახსოვს გვირილები და სიზმარი.

დასრულებას ველოდი, მაგრამ...
ძალიან ემოციურია. ზედმეტადაც კი ჩემთვის. ნორმა იცი და ეს მსიამოვნებს. მომწონს როგორ ანაწილებს სიუჟეტებს.
გთხოვ ( ვიცი, რომ ამას არ იზამ, მაგრამ მაინც ) არ გაწელო.

 


№12  offline წევრი Nate

მოკლედ
დავტოვე კომენტარი უკვე.
მაგრამ ამწამს წავიკითხე 21564-ჯერ ნია სანდრო და ამერიკანო. თბილისელები
უბრალოდ
მართლა
არვიცი
ვერ გამოვხარავ ხოლმე ემოციებს
უემოციო ადამიანი ვარ
მაგრამ..
ისე ძალიან მომინდა რომ აქ დამეწრა რამე თბილი
ხოდა ვწერ
უფროსწორად გწერ
რომ შენ ხარ საოცარი გოგო!
მე ამათზე მაგარი არაფერი წამიკითხავს
მართლა
"-2 წლის წინ -იწყებს მშვიდად -ყველაზე მაგარმა ბიჭმა მთელ მსოფლიოში მკითხა დიდი რომ გაიზრდები ვინ გამოხვალო?! მე ვუთხარი დიზაინერი მეთქი. -სანდროს ეღიმება -იმან კიდე მითხრა არა, ჩემი ცოლიო და მე შენი ქმარიო. -ყანყალებს. ყველას ეღიმება -ხოდა მე დღეს, არც დიზაინერი ვარ და არც მისი ცოლი, ლოგიკურად არც ისაა ჩემი ქმარი… და მე შემიძლია ახლა ვიტირო, მაგრამ არ ვიტირებ! -ტირის -ხო ვტირი, იმიტომ რომ ყველაზე დებილი გოგო ვარ მთელ დედამიწაზე! ცოლობაზე უარი ვუთხარი მხოლოდ იმიტომ რომ დამემტკიცებინა ფრთები რომ ქვის მქონდა…
მაგრამ ქვის ფრთებით ვერავინ დაფრინავს…
ხოდა ფრთები აღარ მაქვს და ვიცი ახლა ყველას მაგრად არ გაინტერესებთ ვინ ჯანდაბა ვარ ან რა მინდა.
…და მაინც
უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი, მადლობას გადავიხდი და რაღაცას ვიტყვი.
სანდრო, ცოლად მომიყვან?

თავს ვეღარ იკავებს და ნელა ვარდება.
იღიმის…მერიკ"
ამაზეე ხოო?! ვგიჯდები და მეკეტება.
მილიონჯერ წავიკითხავ და არ მომბეზრდება!
რადგან ნიაა და სანდრო ცვეტში მაგრები არიან და
ლიზი და ანდრო ხო ნუუუ!
კი'დო არის ბევრი განსაკუთრებული
მაგრამ ახლა ამათზე შემომაწვა ნოსტალგია
ვიცი რომ წაიკითხავ კომს და გაგიხარდება
ხოდა მასე მიხარია შენი ისტორიები მეც
...
გადავხედე კომენტარს და
დე'დაა რა ბანა'ლ'ურია
რასაც ვერ ვიტან -.-
მარა მიხარიხარ და რავქნა

 


№13  offline წევრი lokokina

დღეს არ დადებ?

 


№14  offline წევრი flightless bird

იცი როგორ განწყობაზე მაყენებს ეს ისტორია ? ვერ აღვწერ , ალბათ წვიმის... სურვილი მიჩნდება რომ კომპიუტერის ეკრანზე კი არ ვკითხულობდე ლედ ზეპელინის თანხლებით , არამედ მშვიდად ვიჯდე რბილ სავარძელში , ფეხები ფანჯრის რაფაზე მქონდეს შემოწყობილი და მშვიდად ვფურცლავდე წიგნს შენი ავტოგრაფით , მინდა ამ დროს წვიმის ხმა მაყრუებდეს და მაიძულებდეს ბოლომდე გადავეშვა ამ ისტორიაში... მოკლედ წარმატებები <3
პ.ს. იმედია წაიკითხავ ამ კომენტარს :დ
--------------------
თ.ნ.

 


№15 სტუმარი ემი

გელოდებით...... winked

 


№16 სტუმარი ☺☺

მალე დადეე ძაან გთხოვ

 


№17 სტუმარი ემი

ისევ შეწყვიტეეე? recourse

 


№18 სტუმარი nini

au male dade raaa :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent