შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

can't let him go.


17-03-2016, 22:18
ავტორი ლენკა
ნანახია 1 509

დილით მზე ამოდის და ცივი ქარი ღრუბლებისკენ ექაჩება .
დილით ჩვენი თავები ხელში აგვყავს და იმ ტანსაცმელამდე მივათრევთ , რომელშიც კომფორტს ვეღარ ვპოულობთ .
დილით ჩვენი ხასიათი ცივ კედლებს ეჯახება.
დილით ჩვენ ვსვავთ ყავას და აღ’არ გვაინტერესებს თუ რამდენჯერ ამოვყოფთ თავს დირექტორის კაბინეტში სკოლაში დაგვიანების გამო .
დილით ჩვენ ვრთავთ სიმღერას და საკუთარი სამყაროთი მივილეწებით კიბეებზე .
დილით ჩვენს თავებს ვაცოცხლებთ .
აქ ის სევდა ტრიალებს, რომელსაც ვერავინ ხედავს ; რომელსაც ვერავინ შევცლით ; რომელსაც მეორე ადამიანები გვესვრიან და ნასროლ ნაშალ მასალას ვერ ვიცილებთ .
სკოლა გვირეცხავს ტვინს და ამასაც ვერავინ შევცვლით . უძლურები ვართ სამყაროს , ერთმანეთის , საკუთარი თავების წინაშეც კი .
სახლში მოსულს მხვდება ან ქაოსი , ან არაფერი . და ეს კარებიც უკვე აღარ ასოცირდება რაიმე კარგში შეღწევასთან .
ზიხარ , სკოლის წიგნები გაქვს გადაშლილი და კარგზე არაფერზე გეფიქრება .
გაყინულ ოთახში ზიხარ თხელი პლედით და „მისი“ სუნი გიცოცხლებს გულის კედლებს .
დევხარ , კითხულობ სხვადასხვა საგანს და ხვდები , რომ ვერ დაიზეპირებ ვერაფერს .
აღარ მღერი . არც არასდროს მღეროდი . ახლა ყვირი . საკუთარ სულს აფეთქებ სხვისი ბინძური ხელებისგან დასაცავად და თავს იკავებ , რომ შენთითონაც არ აფეთქდე ,როცა დედა უსაქმურობას უწოდებს იმას , რასაც მოცემულ მომენტში აკეთებ . წერა არასდროს იქნება დროის ფლანგვა .
მეტროს ვაგონები , სადგურები , გაჩერებები . ზუსტად 8 გაჩერებაა შენამდე . რამდენად ახლოს უნდა გყავდეს ადამიანი , რომ აღარ გენატრებოდეს ?
საღამოთი გვინდა კედელიდან იატაკზე ჩავსრიალდეთ და ბოლომდე დაშვებისას ტირილით ჩავიკლათ ტკივილის გრძნობა .
საღამოთი გვინდა ძალაგამოცლილები ლოგინში ჩავიძიროთ .
საღამოთი გვინდა გაქრეს ყველა ადამიანი ჩვენს გარშემო .
საღამოთი გვინდა ლიმონიანი ჩაი კი არა , „ის“ გვითბობდეს გაყინული ხელის გაყინულ თითებს .
საღამოთი გვინდა არ გვჭირდებოდეს გამათბობელთან დგომა იმისთვის , რომ სითბო ვიგრძნოთ .
საღამოთი გვინდა სარკეში ვიხედებოდეთ და მოგვწონდეს ის , რასაც ვხედავთ .
საღამოთი გვინდა აღარ ვარჩევდეთ ჩვენს გრძნობებ და შეგრძნებებს .
საღამოთი გვინდა საკუთარი თავის მონატრება შინაგანად არ გვანგრევდეს .
მერე ისევ მუსიკას ვრთავთ . ყურებში უამრავი ნოტი ერთდროულად ტრიალებს . ადამიანების გარეშე სიცოცხლეს არავინ გვასწავლის საკლასო ოთახში . არც მათ სიყვარულს , არც ცხოვრებასთან გამკლავების გაკვეთილებს გვიტარებენ . სკოლაში არასდროს გვასწავლიან იმას , რაც მართლა დაგვჭირდება . თუმცა , დაპროგრამირებული ადამიანებისგან ცხოვრებას ვერ ვისწავლიდით . არ მწყდება გული მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის სითბოს წარმოქმნის თეორიები რომ არ ჩაუწერინებიათ . აღ’არ .
ღამით მხოლოდ ჯდომა და ფიქრი გვინდა , მაგრამ ღამით ვიძინებთ , რადგან „ცუდი“ რაღაცები აღარ ვიგრძნოთ . ძილი ერთადერთი საშუალებაა , რომლის დროსაც გვაქვს რამოდენიმე საათი ადამიანური ტკივილის გარეშე .
ღამით ჩვენს თავს ვეღარ ვუძლებთ .
ღამით ყველაზე სევდიანი არსებები ვხდებით .
ღამით ვიაზრებთ თუ როგორ გვჭირდება „ვიღაც“ ჩვენს გვერდით .
ღამით ძალიან სუსტები ვართ იმისთვის , რომ ადამიანს ვუთხრათ თუ როგორ გვეტკინება მისი წასვლა .
can't let him go.



№1  offline მოდერი Amalthea

და ის მაინც წავა. what
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი ლენკა

ლოლიტა
და ის მაინც წავა. what

არ წავა .

 


№3  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent