შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიყვარული


26-03-2016, 21:43
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 551

1.
ბნელა და ცივა, საბანში უფრო თბილად ვკალათდები და ვიწყებ ფიქრს ჩემ დამღლელ და გრძელ წარსულზე. თვალები ცრემლებით მევსება, მაგრამ არ ვაძლევ უფლებას გარეთ გამოაღწიონ. რამე პოზიტიურზე უნდა ვიფიქრო.... მაგრამ არ გამომდის, მაინც ჩემი ყველა ფიქრი მას უბრუნდება. თურმე როგორ მომნატრებია, მე კიდე ვერც გამიცნობიერებია. თურმე როგორ მყვარებია მე კიდე ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი როცა უკვე აზრი აღარ ქონდა... რატომ, რატომ ხდება მასე?! რატომ ახლა?! რა შეიცვალა?!
„არაფერი“ მეუბნება ჩემი შინაგანი „მე“. ნუთუ ყოველთვის მიყვარდა, ნუთუ ამის გაცნობიერებას მართლა ამდენი ხანი ჭირდებოდა?! რატომ ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა, როცა არაფერს აზრი აღარ აქვს? ის შეიძლება აღარც დაბრუნდეს, შეიძლება ვეღარც კი ვნახო და ეს ჩემი ბრალია და ჩემი იდიოტური ეჭვიანობის...
ამ ფიქრებში მეძინება...
დილით მზის ნაზი და სუსტი სხივები მაღვიძებენ და მკაცრ რეალობაში მაბრუნებენ. ცრემლები გზას პოულობენ გარეთ და პირში მლაშე გემოს ვგრძნობ. ძირს ვიკეცები და თავი ხელებში მაქვს ჩარგული, მეტირება, მე ის მენატრება, მე ის მიყვარს... აუცილებელი იყო ეს დამართნოდა რომ ამას მიხვედრილიყო...?!
უცებ ტელეფონის ხმა მესმის, არავისთან ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ ტელეფონი რეკვას არ წყვეტს.
-ელე... -მესმის მარის ხმა და ისევ ქვითინი მივარდება... -კაი დაწყნარდი, გოგო რა იყო, ყველაფერი კარგად იქნება... -მაიმედებს მარი ტელეფონიდან. -გინდა მოვიდე?
-არა, არ მინდა. -იმწამსვე უარს ვეუბნები. მარტო ყოფნა მჭირდება. -მარი, კარგად არაფერი არ იქნება... რაც მოხდა, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო...
-არა, ელენე, მასე არ ყოფილა. -მარის ხმა ებზარება. ყველამ იცის რომ ეს ჩემი ბრალი იყო, მაგრამ არავინ არ იმჩნევს. რათქმაუნდა ეს ჩემი ბრალი იყო... -ელენე! -მარის ხმა ეცვლება და მკაცრად მეუბნება. -შენი ბრალი არ ყოფილა, გაიგე? უბრალოდ ბედი იყო და მორჩა. ის რომ არა შეიძლება მის ადგილას შენ ყოფილიყავი, თან მისი ბრალია რომ გაჩერდი. -ხვდები რომ მარი ტირის, მაგრამ ცდილობს ხმაზე არ შევატყო. -მისი ბრალია შუა გზაზე რომ გაჩერდი, თორემ მოასწრებდი გადასვლას და არაფერი არ მოხდებოდა.
მარის ნათქვამზე ვფიქრობ, ნეტავ რომ არ დაეძახა მაშინ რა მოხდებოდა? რომ არ ეთქვა ფრთხილადო, მაშინ რა მოხდებოდა?
იქ რომ არ ყოფილიყო ვიქნბოდი მე მის ადგილას? ძალიან ბევრ კითხვა მაქვს პასუხ გაუცემელი, მე კიდევ პასუხები მჭირდება.
-ელენე. -მარი ტელეპონში ჩემი სახელის ძახილს განაგრძობს. -რამე სისულელე არ გააკეთო. -თითქმის მუდარით მეუბნება. -ეს შენი ბრალი არ ყოფილა, ავარია შენი ბრალი არ ყოფილა!
ავარია... ისევ თვალწინ მიდგება ის ღამე, სიბნელე, სიცივე და ყვითელი ფარნები. ეს მძღოლის ბრალი არ ყოფილა... ეს ცემი ბრალი იყო... ჩემი და მისი...



№1 სტუმარი N. M

Magaria gaagrdzele wera. P. S Male dade shemdegi

კიდევ დადე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent