შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაკუთრებული (სრულად)


26-03-2016, 23:20
ავტორი once upon
ნანახია 13 853

მთელი ცხოვრების მანძილზე მეგონა რომ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდებოდა არაფერი ისეთი, რაც შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას ყველაფერზე. ყველა ადამიანზე, ყველა მოვლენაზე და სულ სხვანაირად დამანახვებდა ყველა ფერს. ჩემი ცხოვრება იმდენად მონოტონური, სხვებისგან არაფრით გამორჩეული მდორე მდინარესავით იყო, რომელიც არასდროს ადდიდებოდა და არც რომელიმე ქალაქს დატბორავდა. ჩემი ცხოვრება არავის არაფერს დაუშავებდა მაგრამ არც სიკეთეს უზამდა. მაშინ როცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი მოხდებოდა ისეთი, რაც მაიძულებდა შემეცვალა ყველაფერი, სრულიად ყველაფერი, შევხვდი მას.
მან მისი განსაკუთრებულობით, ორიგინალურობით, იდეალურობით თუ იმით რომ ის მხოლოდ ის იყო და მე ვიცოდი რომ არავინ სხვა, ყველაფერი ის ქნა, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ველოდი რომ ვინმე იზამდა.
მისი გაცნობის შემდეგ მე ვიცოდი რომ აღარაფერი ვიქნებოდა გარდა იმისა რასაც ის დატოვებდა ჩემში როცა წავიდოდა და ზუსტად, ზუსტად ვიცოდი რომ ის აუცილებლად წავიდოდა.
გული არ მტკიოდა, მისი არსებობა იმდენად მიხაროდა აღაფერი მსურდა.
მის გარდა არაფერი მინდოდა მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მაინც წავიდოდა და მაინც,
ის იმ განსაკუთრებულობის ბირთვი იყო რომელზეც ძილისწინ ვოცნებობდი, რომელიც ჩემი სიზმრების მთავარი თემა და ფიქრების მთავარი ობიექტი იყო.
ის განსაკუთრებული იყო.
არა ნახევრად ან მთლიანად,
ის უბრალოდ იყო,
შემდეგ კი უბრალოდ გაქრა...
***
შემოდგომის საღამო იყო, ძალიან არ მინდოდა კურსელის დაბადების დღეზე წასვლა მაგრამ ვიცოდი თავს ვერაფრით დავიძვრენდი და მხოლოდ იმასღა ვფიქრობდი როგორ გამეწელა გზა მის სახლამდე.
ძალიან ვცდილობდი ყველა ძირს დაგდებული, გაყვითლებულ-განარინჯრისფერებული ფოთოლი ფეხით გამესრისა და არ მიმეღო სიამოვნება იმ ხმის გაგონებისას, რომელიც ამ დროს ისმოდა რაც კი ძალიან არ მომწონდა მაგრამ არ გამომდიოდა.
საბოლოოდ ვერც ვერაფერი გავაწყე და რესტორნის წინ აღმოვჩნდი, რომლიდანაც შესანშნავად ისმოდა ზედმეტად ხმამაღალი სიმღერის ხმა და გამოდიოდა ოფლნარევი შანელის სუნიც.
"ყველაზე საცოდავი არსება ვარ სამყაროში." - გავიფიქრე და გადავდგი ნაბიჯი ლამაზი შემოდგომის საღამოდან თბილისურ ელიტაში სადაც წელიწადის დროები უკვე კარგა ხანი იყო რაც ეკიდათ.
გადავკოცნე იუბილარი და ვცადე არ შემემჩნია მისი შერბილებული "ლ" როცა მადლობა მითხრა და საჩუქარი მიიღო, შემდეგ კი მაგიდის ბოლოში შევიყუჟე და ტელეფონზე იმ ნახევარი საათის ათვლა დავიწყე, რომელიც პირდაპირ ასახავდა ჩემი მოთმინების დროს და ძალიან ვინატრე ნეტავ გაქცევა შემეძლოს-თქო.
-ჰო და გოგო, ამ ჯავახიშვილელმა... - დაიწყო რომელიღაცამ და წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ისე ახარხარდა ყველა. ძალით გამეღიმა და ისევ ტელეფონს ჩავხედე. 25 წუთი და 4 წამი ბანალურობის ბრბოში და წავიდოდი...
გაუმარჯოს იუბილარს, იუბილარის ოჯახს, იუბილარის მეგობრებს, იუბილარის შინაურ კატას, იუბილარის გრძელ მაგრამ დაგრეხილ ფეხებს და პატარა მაგრამ დაპრუწულ ტუჩებს და ასე უსასრულოდ..
10 წუთიღა იყო დარჩენილი მოთმინების გასვლამდე როდესაც დავინახე მეორე მაგიდიდან როგორ დამიქნია ვიღაცამ ხელი.
ვერ ვიცანი და წარბები შევკარი, საპასუხოდ ხელი არ ამიწევია. შემდეგ ტუჩების მოძრაობით მითხრა, გამომყევიო და მეც, როგორც ყველაზე არანორმალურმა ადამიანმა დედამიწაზე, გადავყვიტე გავყოლოდი.
მხრებზე მოვიგდე ქურთუკი, ავიღე ტელეფონი და არავის დავმშვიდობებივარ ისე გავიძურწე დარბაზიდან.
უცნობი ჩემს წინ მიდიოდა და უკან არ იხედებოდა, ვიფიქრე ნეტავ სადმე კუთხეში ხომ არ უნდა შემითრიოს, ყელი გამომჭრას, ნაწილებად დამჭრას და მტკვარში მისროლოს-თქო მაგრამ რატომღაც მოძრაობაზე ეტყობოდა რომ მკვლელი არ იყო და მეც, დებილივით მივყვებოდი.
ერთ-ერთ სკვერთან შეჩერდა, გზაზე. სკვერი მტკვარს გადაჰყურებდა, მტკვარს კი ლამპიონებისა და მანქანების შქები ეცემოდა და ძალიან, ძალიან ლამაზ ხედს ქმნიდა.
მოაჯირს დაეყრდნო, გვერდით მაგრამ ოდნავ მოშორებით დავუდექი და მტკვარს გავხედე.
ნელა და მდორედ მიედინებოდა, არც კი ეტყობოდა რომ მოძრაობდა.
მტკვარიც იმ ხალხს გავდა, რომელიც რამდენი წუთის წინ დავტოვე. სასტიკად ბანალური იყო იმიტომ რომ არასდროს ფეთქდებოდა. ნელა, მდორედ, არავის არაფერს უშავებდა, თავისთვის იყო და ასე სულ, სამუდამოდ... ნერვები მომეშალა და მდინარიდან მზერა ცაზე გადავიტანე.
ცა ბანალური უბრალოდ ვერ იყო.
უცნობმა ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც მოთმინება დავკარგე და მოაჯირზე თითების კაკუნი დავიწყე.
-ბანალურია. - წარბები შევკარი მაგრამ ცისთვის თვალები არ მომიშორებია ისე ვიკიტხე:
-რა?
-ცა. - გამეცინა.
-ცა ამ ქალაქში ერთადერთია რაც ბანალური არ არის.
-არ გეთანხმები, აი მტკვარი ბანალური არ არის.
-არც მე გეთანხმები! - წარბი ავწიე და შევხედე. ნახევრად იღიმოდა, მუქი მწვანე თვალები კი ცის ფონზე უცისფრდებოდა.
-რატომ? აი მტკვარი ბანალური არასდროსაა. ხან რომელი ფოთოლი დაეცემა, ხან რომელი. ლამპიონები სულ სხვადასხვანაირად ეცემიან და სულ სხვა და სხვა ბორანი დადის მასზე.
-სამაგიეროდ სულ მდორე და ზედმეტად შვიდია. ნერვების მომშლელად მშვიდი.
-მართალია. ცა კი პირიქით, ზედმეტად სწრაფად იცვლის ხასიათს.
-შეიძლება. - გამეღიმა.
-იცი რა არის ყველაზე ბანალური? - მკითხა.
-რა?
-ჩვენი საუბარი. - ჩაიღიმა. მე გამეცინა.
-ყველაზე არაბანალური საუბარია რაც ოდესმე მქონია. - გავეცი ყველაზე გულწრფელი პასუხი და ისევ მტკვარს გავხედე.
წამით მომეჩვენა რომ ოდნავ ადიდდა.
-უკვე მეთანხმები, ხომ? - იკითხა სიცილით. ოდნავ მეც გამეცინა და უცებ ძალიან მომინდა გაქცევა. ზედმეტად უცნაურად სასიამოვნოდ ვიყავი და ამას ზედმეტად მიუჩვეველი ვიყავი.
-საინტერესო ტუჩები გაქვს. -თქვა კარგახნიანი დუმილის შემდეგ. თვალები გამიფართოვდა.
-რა? - აღმომხდა გაკვირვებულს.
-საინტერესო ტუჩები გაქვს-თქო.
-რატომ? - წარბი ავწიე.
-ზედა ტუჩი, აი აქ. - თქვა და თითით ტუჩის კუთხეზე მანიშნა. - ოდნავ ზემოთ გაქვს. მაშინაც კი როცა არ გინდა გაიღიმო, ისე გამოჩნდება რომ იღიმები. - წარბები შევკარი მაგრამ მაინც გამეცინა.
არაფერი მიპასუხია, მგონი იმ ღიმილით ისიც ვუთხარი რაც არ უნდა მეთქვა.
და საერთოდ, რამე უნდა მეთქვა?
ცაზე ლურმა შემუქება რომ დაიწყო, თითქოს მაღვიძარამ დარეკაო, მივხვდი რომ უნდა წავსულიყავი და წავედი.
გზის მოპირდაპირე მხარეს გადავედი, ტაქსი გავაჩერე და გავუჩინარდი.
ან სულაც ის გაუჩინარდა.
ზემდეტად ვიყავი ემოციებით დატვირთული რომ რამე დამემახსოვრებინა. ყველაზე მშვიდი, უცნაურად მშვიდი ძილით დამეძინა იმ ღამეს.
განსაკუთრებული თითქოს სულ გადამავიწყდა...
***
რამდენიმე კვირა მასთან შეხვედრის შემდეგ ისე გავლიე, მუდმივად მეგონა ვინმე მიყურებდა, ვიღაცის თვალთვალის ქვეშ ვიყავი და მიკვირდა ის რომ ეს საერთოდ არ მაწუხებდა. რომ დავდიოდი მეგონა დავფრინავდი და ძალიან რომ მდომოდა, ფრენასაც შევძლებდი. ზედმეტად დიდი სიმშვიდე შემოიტანა ჩემში განსაკუთრებულმა და მიუხედავად იმისა რომ კარგა ხანი არ ჩანდა, ეს გრძნობა მაინც არ ქრებოდა.
სულელურად გადიოდა დრო. ძალიან ბევრი მქონდა სასწავლი მაგრამ იმდენად მქონდა დაჟინებული, ადვოკატი უნდა გავხდე-თქო, რომ ვიტანდი საშინლად ნერვების მომშლელ ლექტორებსა და აუარებელ დავალებას. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია კურსელებისთვის, არ მელაპარაკა დედაჩემთან, რომელიც დარწმუნებული ვიყავი რომ გარეკავდა როცა გაიგებდა რომ მოწევა დავიწყე და რაც შეიძლება ბევრი მეფიქრა განსაკუთრებულზე.
მიუხედავად იმისა რომ მაშინ მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, მაინც ვიცოდი რომ ის იყო. არ ვიცი როგორ, რატომ ან რანაირად შეიძლება გრძნობდე რამეს რასაც უბრალოდ ვერ ხსნი მაგრამ ამას ვერაფრით ვცვლიდი და უაზროდ მეღმებოდა.
***
იმ დღეს ძალიან მომიშალეს ნერვები ლექტორებმა. ჩემი თემა ადამიანის უფლებების შესახებ, რომლისთვისაც მთელი ღამე გავათენე, ლექტორმა დაიწუნა და არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა, რაზეც თავი ვერ შევიკავე და შევეწინააღმდეგე. საბოლოოს აუდიტორიიდან გასვლა მე მომიხდა და არა მას რაც სულაც არ მაწუხებდა მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საშინლად წვიმდა.
კაპიუშონი წამოვიხურე და სიმღერას ავუწიე, ვცადე კანკალი შემეკავებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ზედმეტად ვიყავი გაბრაზებული იმისთვის რომ დავწყნარებულიყავი.
10 წუთში სრულიად გალუმპული მივუყვებოდი გზას, მეტრო რომ დავინახე ბედნიერებისგან რამის შევყვირე და უცებ გადავდი ნაბიჯი სიცივიდან სითბოში. გადაჭედილი ვაგონი არ გამკვირვებია, მივეყუდე კარს მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად წავიკითხე ფრაზა "ნუ მიეყრდნობით" და თვალები გადავატრიალე იმის გაფიქრებისას რომ მას არავინ ითვალისწინებდა.
-ნუ მიეყრდნობითო! - გავიგონე ბიჭის ხმა და შევხტი. გული ამიჩქარდა, თავი ტელეფონიდან ამოვწიე და ჩემს მოპირდაპირე მხარეს, მეორე კარს მიყუდებული უცნობი დავინახე, რომელიც რატომღაც ძალიან მეცნობოდა. ნახევრად ეღიმებოდა, მუქი მწვანე თვალები სინათლით ჰქონდა სავსე და ეწეოდა.
-მეტროში მოწევა აკრძალულია! - ვუთხარი ნიშნისმოგებით. ოდნავ გაეცინა და გააბოლა.
აღარაფერი უთქვამს. ჩემს გაჩერებაზე ჩასვლა რომ დავაპირე თვალი ჩამიკრა, გამიღიმა და გაქრა.
ან მე გავქრი.
ხო, ალბათ მე.
მეტროდან ისე ამოვედი ვერც კი მივხვდი, სახლამდე გზაც ისე უცებ გავიარე თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. მეგონა გავგიჟდი ან მეხსიერება დავკარგე. ალბათ ორივე.
არანაირად არ ვიყავი კარგად. ან პირიქით-ზედმეტად კარგად ვიყავი. ზედმეტად მიხაროდა ყველაფერი ან სულაც ზედმეტად მწყინდა და რა დებილობაა ამდენი 'ან'-ის გამოყენება მაგრამ ფაქტია, ვერაფერს ვერ ვარკვევდი იმის გარდა რომ მიხაროდა, ან-არა.
იცით რომელია ყველაზე მაგარი გრძნობა? დაღვრემილი რომ ხარ და გგონია სამყარო თავზე დაგექცევა, ზედმეტად ცუდად ხარ და გგონია ყველაფერი დამთავრდა, კარგად აღარაფერი იქნება, მზე აღარასდროს გამოანათებს და ცხოვრება აქაც კი გეღადავება და შენ ცხოვრების ღადაობა ამაზე კარგად არასდროს მოგეწონება რადგან ის გიმტკიცებს რომ შენ საერთოდ, საერთოდ არაფერი იცი და უბრალოდ ბედნიერს გხდის.
ყველაზე მაგარი გრძნობა იმედის ის ნაპერკალია რომელიც ძალიან, ძალიან იშვიათად ჩნდება და ძალიან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ნაპერწკალი რომელიც შენც უიმედო, დეპრესიულ სხეულში უზარმაზარ კოცონს აჩაღებს და შემდეგ მისით თავადაც გწვავს.
და მაინც, იმედზე მაგარი გრძნობა არ არსებობს.
ან სულაც არსებობს და სიყვარულია მაგრამ მე და სიყვარული იმდენად შორს ვიყავით ერთმანეთთან, აზრადაც არ მომსვლია ამ ნომინაციაში პრიზი მისთვის მიმენიჭებინა.
რამდენიმე სიგარეტი ზედიზედ ჩავწვი და სწავლაში ისევ გავათენე.
თავში არაფერი შემდიოდა,
და თითქმის ზუსტად ვიცოდი რომ
მე განსაკუთრებული ვიპოვე.
***
ხანდახან ვფიქრობ და რა დებილურია დედამიწა. მიუხედავად იმისა რომ მასზე არის შვიდი მილიარდი ადამიანი, ყველა იმდენად ჰგავს ერთმანეთს, ვერც კი გაარჩევ. განსხვავებულობის სურვილის მანიით შებყრობილები კიდევ უარესები არიან მაგრამ ისინი იმას მაინც ხვდებიან რომ რაღაც აქვთ შესაცვლელი.
რაღაც ალბათ ყველას გვავს შესაცვლელი და არც უნდა შევცვალოთ რადგან ახლა დედამიწაზე შვიდმა მილიარდმა ადამიანმა შეცვლა რომ დაიწყოს, არ ვიცი როგორი მოვლენები დაგვატყდება თავს, კარგი თუ ცუდი.
მგონი ამ სულელური მონოლოგის მორალი ისაა რომ ის უნდა იყო, ვინც ხარ მაგრამ დღევანდელობაში ეს ზედმეტად, ძალიან, ძალიან ზედმეტად ძნელია და შენც, იძულებული ხარ ახალ-ახალი ნიღბები გაიკეთო, ახალ-ახალი ემოციები გქონდეს და ახალ-ახალი გრძნობებით დაიტანჯო ისედაც სრულიად დატანჯული თავი.
ცხოვრება ზედმეტად ბოროტია.
ან ჩვენ ვართ ზედმეტად ბოროტები რადგან მას ასეთს ვხდით.
ალბათ უფრო მეორე.
ალბათ...
ლექციაზე დავაგვიანე და უნივერსიტეტის ეზოში ვყურყუტებდი. ეს ეზო ცარიელი ბევრად უფრო მომწონდა ვიდრე ხალხით.
იმდენად დიდ სიულელეებზე ვფიქრობდი, რამის საკუთარ თავზე დავტეხე სიცილი. ყურსასმენებში მოზუზუნე სიმღერას ავუწიე, სკამს მივეყუდე და თვალები დავხუჭე, იქნებ ცოტა ხნით მაინც გავითიშო-თქო.
როგორ აკლიათ ადამიანებს ფანტაზია თორემ უნივერსიტეტის ეს უბრალო ეზო გადაიქცეოდა გრანდიოზულ ბაღად, რომლის შუაშიც იქნებოდა რომელიმე ცხოველის ფორმის შადრევანი, არწივის ან ლომის და ფიგურის ბოლოში იქნებოდა რაიმე ფრთიანი გამონათქვამი სწავლაზე. "სწავლა, სწავლა და სწავლა" რომელსაც ვინმე დაბოლოების მაგივრად მიაწერდა "ტაქსისტობამდე." ბაღი სულ სავსე იქნებოდა მოსწავლეებით რომლებიც ერთმანეთს გაუღიმებდნენ, ან შუბღვერდნენ, რადგან დღევანდელი რეალობა დამპალია და...
-რა ლამაზია. - გავიგონე ვიღაცის ხმა. აზრიც გამიწყდა, თვალებიც ვჭყიტე და შევხტი კიდეც. ტელეფონი გადამივარდა.
უცნობმა მომაწოდა და რომ შევხედე, მივხვდი რომ ნაცნობი იყო. გული აღარ ამჩქარებია, პირიქით, მგონი ყველაზე ნორმალურ ტემპში გაუდიოდა "დუგ-დუგს."
-რა არის ლამაზი? - ვიკითხე როცა დავმშვიდდი.
-აი, - თითი ჩემი სახისკენ გამოწია, უნებურად დავიხიე უკან. ჩაეცინა. თითი ლოყაზე დამადო, თვალის ოდნავ ქვემოთ. დამაჟრიალა. - ესაა ლამაზი.
-რ-რ... - ენა დამება.
-ჭორფლები. - გაეცინა. - ლამაზადაა გაფანტული, დიდხანს რომ უყურო მოგეჩვენება რომ ცეკვავენ. - გამეღიმა.
ზედმეტად რაღაცნაირი იყო.
რაღაცნაირი არის ისეთი ძალიან რომ მოგწონს, გაგიჟებამდე რომ მოგწონს მაგრამ ვერ ხსნი როგორია. ვერავის რომ ვერ ამსგავსებ და თან საერთოდ არ გინდა დაამსგავსო რადგან ჩვეულებვრივ სიტყვებს ის არაჩვეულებრვივს ხდის ან შენ გესმის ისინი არაჩვეულებრვრივად და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს როგორია რაღაცნაირი, როცა ფაქტია რომ ცუდი არაა.
მადლობაც კი ვერ ვუთხარი. გვერდით მომიჯდა და ღიმილით გახედა უნივერსიტეტს.
-იურიდიულისთვის ზედმეტად ნაზი არ ხარ? - თვალები გამიფართოვდა. წარბი ავწიე.
-საიდ... - დამთავრება არ მაცადა ისე ჩამეჭრა:
-არა იმას არ ვამბობ რომ კარგი ადვოკატი არ იქნები, უბრალოდ ისეთი ხარ, სულ უნდა იჯდე და მზეს უყურო. - წარბშეკრულს გამეცინა. გაკვირვებაც ვერ ვერ მოვასწარი იმაზე, საიდან იცის რა ფაკულტეტზე ვსწავლობ-თქო.
პირველი ლექცია რომ მორჩა და მეორისთვის შენობაში უნდა შევსულიყავი, არც "ნახვამდის" ან "ზუსტად ვიცი ისევ გნახავ და დროებით" მითქვამს და არც არაფერი. მგონი არც ღირდა. ალბათ ამიტომაც იყო რაღაცნაირი, ყველანირი მისალმებითა და დამშვიდობებით დამოუკიდებელი და ზედმეტად ბუნებრივი იყო მისი ყველა სიტყვა.
-საით? - მკითხა.
-კარგი ადვოკატი უნდა გავხდე. - ვუთხარი წარბაწევით და სიცილით შევედი აუდიტორიაში.
ვერასდროს ვხვდებოდი მისი რეალურობის არსს.
იმდენად რეალური იყო, იმდენად, ზუსტად ვიცოდი რამდენჯერად არ უნდა შევხებოდი მის სახეს, ჩამეხედა მისთვის თვალებში და ძალიან, ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი არასდროს გატყდებოდა რადგან ის არაფრით ჰგავდა სხვებს და ის იყო რეალურობის პიკამდე ასული ადამიანი ან სულაც ანგელოზი რომელთან შეხვედრაც ისე მინდოდა ალბათ გამოვიგონე ან უბრალოდ სულელ გოგოსთან ახლოს, სწორ დროს აღმოჩნდა.
მან დამარწმუნა რომ სულელი არ ვიყავი. მან დამარწმუნა რომ ყველაფერი შემეძლო. მან დამანახა რამდენად უსასრულო იყო სამყარო და რამდენად დიდი შესაძლებლობა ჰქონდა ქუჩის ბოლოში მდგარ მათხოვარს რომელიც გულში იხუტებდა მოტირალ შვილს.
მან დამანახა სამყარო ისეთი როგორიც იყო.
ალბათ ამაზე კარგი არავისთვის არაფერი გაუკეთებია.
ან გაუკეთა-დედამისს, რადგან დაიბადა და შემდეგ მე შემხვდა.
შემდეგ კი უბრალოდ გაქრა.
აი ასე, ადგა და...
ფუჰ! აღარ იყო..
***
ჩემი სახლი თბილისის ერთ-ერთი ზედმეტად მაღალი კორპუსის ყველაზე ბოლო სართულზე მდებარეობდა. ყოველთვის მიყვარდა ჩემი ოთახიდან ცისთვის ყურება. მზეს რომ ვუყურებდი სულ ის მახსენდებოდა და მეღიმებოდა. იმ კონკრეტულ დღეს კი დედაჩემმა მთელი რამდენიმე კვირის ნაგროვები ბრაზი ერთად ამოანთხია ჩემზე. ძალიან ბევრი ვიყვირეთ, რამდენიმე ჭიქა და დედას სანაქებო ლარნაკიც გატყდა. ვერ გავძელი, გაბრაზებულმა შემოვხსენი სახლის კარი და სულ ფეხით ჩავიარე 13 სართული. სირბილით გავვარდი სადარბაზოდან და ნაბიჯს მხოლოდ მაშინ შევუნელე, როცა სკვერთან დავდეგი, რომელიც მტკვარს გადაჰყურებდა.
სკამზე დავენარცხე და უნებურად წამომივიდა ცრემლები. მიხაროდა რომ შუაღამეს კარგა ხნის გადაცდენილი იყო და ვერავინ დამინახავდა.
ზედმეტად მეშლებოდა ნერვები ყველაფერზე. ჩემზე, დედაზე, ამდენ პრობლემაზე. მოჩვენებაზე რომ ყველაფერი იდეალურადაა და მეორე წამს ყველაფერი გემსხვრევა. როცა ძალიან, ძალიან ცდილობ და მაინც არაფერი გამოგდის. ზედმეტად ბევრი ტყუილი რომ გიგროვდება და იცი რომ გროვას კიდევ რამდენიმეს შემატებ მაგრამ სიმართლის თქმის ნებისყოფა არ გაქვს.
საკუთარ თავზე გამეცინა. ადვოკატობას ვაპირებდი და ტყუილების მეტს ბოლო დროს არაფერს ვამბობდი.
ალბათ სიმართლე იმდენად მიუწვდომელ ცნებად იქცა ადამიანებისთვის, ის არსებობიდან საერთოდ გააქრეს და გამოგონილ ტყუილს ზუსტად ისევე ხედავენ როგორც საკუთარ სიმართლეს. ფაქტი კი ფაქტია, სიმართლესა და ტყუილს შორის ბარიერის გადაკვეთა ზედმეტად რთულია.
ცრემლებს ცრემლებს ვაყოლებდი და თან მათ ნელ-ნელა ვიწმინდდი. ლამპიონები ისევ ცეკვავდნენ მტკვარზე და ცა ისევ იყო მორთული ვარსკვლავებით მაგრამ ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავდნენ.
ცხოვრების მორალი იცით რა არის?
მარტო იბადები მიუხედავად იმისა რომ გარშემო უამრავი ადამიანი გახვევია.
მარტო ხარ მთელი ცხოვრების მანძილზე მიუხედავად იმისა რომ გარშემო ხალხია და ყველაზე, ყველაზე მარტო ხარ როცა კვდები და იცი რომ აღარაფერს არასდროს ექნება აზრი რადგან უბრალოდ ქრები. ერთ წამს ხარ და აი, ეს წამიც უკვე გადის და სულ უფრო და უფრო გიმოკლდება იმ იდიოტური, არაფრისმომცემი, სულელური ცხორების დრო რომელიც უნდა გალიო. საბოლოოდ ფიცრებისგან შემდგარ ყუთში ჩაგაგდებენ, ერთ-ორ ცრემლს გადმოისვრიან და მერე ნახვამდის საყვარელო, აღარავინ გაგიხსენებს.
მარტოობა ყველაზე მტკვნეულია და მაინც, ვერასდროს ვერავინ შეძლებს მის თავიდან აცილებას.
ქუთუთოები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ვიღაცის შეხება რომ ვიგრძენი თმაზე, თვალები უცებ ვჭყიტე. თმის-სამაგრი ჩამომძვრა და მოაჯირზე მიყრდნობილი ფიგურის ხელში ათამაშდა.
-უთხარი დაახვიოს.
-ვის? - დავიბენი.
-ვინც გატირებს.
-ბიჭის გამო არ ვტირივარ. - ცრემლები უცებ მოვიწმინდე.
-ვიცი. მაინც უთხარი დაახვიოს.
-ეგეთი მარტივი რომ იყოს...
-ყველაფრის მორალიც ესაა, მარტივი არაფერია! - თქვა ღიმილით რომელსაც მიუხედავად იმისა რომ ლამპიონი არ ანათებდა, მაინც ვამჩნევდი.
-როგორ არა. მარტივად შეგიძლია ახლა ეგ თმის სამაგრი მომცე.
-მერე რით ვითამაშო? - წარბები შეკრა. უნებურად გამეცინა.
-როგორი უხეში ხარ! ხომ არ იტყოდი გაშლილი გიხდებაო?!
-ეგ ისედაც იცი. - თქვა სიცილით.
გვერდით მომიჯდა. თმის სამაგრი ხელზე გაიკეთა და ცას ახედა.
-ბანალურია.
-ლამაზია.
-მაგრამ ბანალურია!
-მაინც ლამაზია. - გამეცინა.
მთელი გალაქტიკის ვარსკვლავები იმ წამს იმ ცაზე იყვნენ, სიცოცხლისფერი სინათლით ანათებდნენ და ვერცხლისფრად კაშკაშებდნენ მუქი ლურჯის ფონზე. მდონე, უემოციო მდინარე მათ სინათლეს ირეკლავდა და იღიმოდა, იდღაბნებოდა, შემდეგ ისევ მოიწყდენდა ალბათ ისევ გაიღიმებდა.
განსაკუთრებული გვერდით მეჯდა, ძალიან ოდნავ მოშორებით, მხარზეც მეხახუნებოდა მისი მკლავი ოდნავ. წინ იყო წაწეული, ულამაზესი თვალები ცისკენ ჰქონდა აბრყობილი და ვერავინ და ვერაფერი ვერ დამარწმუნებდა იმაში რომ ის, იმ წამს განსაკუთრებული არ იყო.
ის განსაკუთრებული იყო.
განსაკუთრებულის მთელი კომპლექტი, ყველა თვისებით.
რეალიზმის ზეიმი და ზედმეტად, ზედმეტად სასიამოვნო ადამიანი.
მოვეშვი, გამეღიმა, ისევ ცას ავხედე.
ვიღაც, საიდანღაც კი თითქოს თვალს მიკრავდა,
ცხოვრებამ ისევ მოგიგო, ახლა მარტო არ ხარო.
***
ამის შემდეგ 1 თვე დაიკარგა.
სულ მეგონა რომ მიყურებდა. სულ მეგონა რომ სადღაც იყო, სადღაც უნდა ყოფილიყო, ისევ უნდა ყოფილიყო რადგან მანამდე იყო! ვიცოდი, ვიცოდი რომ არ მქონდა უფლება მომნატრებოდა. არც იმის უფლება მქონდა რამე მწყენოდა. ის უბრალოდ აჩრდილი იყო. მოჩვენება, რომელიც მაშინ ჩნდებოდა როცა ძალიან მჭირდებოდა, მერე ისევ ქრებოდა და მაინც, ზუსტად ვიცოდი რომ გამოჩნდებოდა. ისევ გამოჩნდებოდა...
ოქტომბერი იყო. ის პერიოდი, ამინდი უკვე რომ ურევს და ნელ-ნელა ხვდები რომ აშკარად გცივა. დედაჩემთან ცოტა ხნის შერიგებული ვიყავი და ბოლო დროს მამა მირეკავდა, მოდი ჩემთან, მომენატრეო.
მშობლებთან ახლო და თბილი ურთიერთობა არასდროს მქონია მაგრამ ორივეს ვცემდი პატივს და როდესაც გადაწყვიტეს რომ მათი ურთიერთობა უნდა დამთავრებულიყო, გული ოდნავადაც არ მტკენია. მთავარი იყო რომ თავი კარგად ეგრძნოთ თორემ დაძაბულ სიტუაციაში ვერც ისინი და ვერც მე ვერ გავძლებდით დიდხანს.
შაბათს მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეზარებოდა, უსაქმურობისგან მამასთან წასვლა გადავწყვიტე, ნიკას მაინც ვნახავდი, ცოტას გამართობდა.
დედინაცვლის ღიმილმა თვალი მომჭრა. ისე ჩამეხუტა თითქოს მთელი ცხოვრება იყო არ ვენახე. კარგი ქალი იყო, მართლა კარგი ქალი მაგრამ იმდენად ცდილობდა ბოროტი დედინაცვალი არ ყოფილიყო, ოდნავ ზედმეტი სითბო მოსდიოდა და მბეზრდებოდა კიდეც.
-კიდევ კარგი გაგახსენდით, როგორ ხარ? - მკითხა და სახლში შემიშვა.
-რა-ვი, არამიშავს, თქვენ? ნიკა სახლშია? -ვთქვი და ლამაზად მოწყობილ ოთახს თვალი შევავლე. მამაჩემი ყოველთვის გამოირჩეოდა გემოვნებით.
-კი, სძინავს. მამაშენი გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდება, ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი! - გაიღიმა.
-კარგი, ნიკას გავაღვიძებ. - უხერხულად გამეღიმა და მამაჩემის გერის ოთახისკენ წავედი. ფაქტი რომ ნიკა ჩემი ბიოლოგიური ძმა არ იყო, საერთოდ არაფერს ნიშნავდა. ზედმეტად, ზედმეტად მარტივად გავუგეთ ერთმანეთს, მოვნახეთ საერთო ინტერესები და დავიწყეთ ცინიზმითა და ირონიით გაჯერებული წინადადებების სროლა ერთმანეთის წინააღმდეგ. დაუკაკუნებლად შევაღე მისი ოთახის კარები, მაშინვე წამოვარდა და ლეპტოპი დახურა. ხარხარი ამიტყდა.
-დაკაკუნებაზე რა იცით, ქალბატონო? - წარბი აწია. - 20 წლის ბიჭი ვარ, რა იცი რას ვაკეთებ ოთახში! - თვალები დააკვესა. უარესად ამიტყდა სიცილი, გვერდით მივუწექი და იდაყვი გავკარი.
-როგორ ხარ?
-ანუ არ მეჩვენები? - თვალები გაადიდა. თავში კიდევ ერთხელ დავარტყი რომ სიზმრისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა შესძლებოდა. გაეცინა და ჩამეხუტა.
-მომენატრე.
-როდის გახდი ასეთი თბილი! - თვალები დავაკვესე. სიცილი აუტყდა.
-რაც გაქრობა დაიწყე! აბა რას შვები დაიკო, ვინმე რეალური გიყვარს თუ ისევ ოცნების გმირები? - ნიკას ჩემს ოცნების გმირზე ყური ჰქონდა მოკრული და როცა შანსი ეძლეოდა, სულ დამცინოდა.
-რეალობაში გადმომხტარი ოცნების გმირი. - დავსერიოზულდი. წარბები შეკრა და ზემოდან დამხედა.
-გიყვარს?
-მიყვარს? - სიცილი ამიტყდა. - არა რა მიყვარს.
-აბა რას მიზიხარ დაგრუზული?! - დამცინა და წარბი აწია. გამეცინა.
-მიდი რა. - გამოვაჯავრე. - ახლა რომელი გიყვარს? ნინიკო, ანანო თუ თათკა?
-სიმართლე გაინტერესებს? - დასერიოზულდა.
-რა თქმა უნდა! - წარბი ავწიე.
-ნათელა ქვია. - ჯერ პირი დავაღე, მერე რომ მივხვდი რომ ღადაობდა ძალით გავიცინე მაგრამ მას რომ არ გასცინებია ისეთი ხარხარი ამიტყდა, რამის კრუნჩხვები დამეწყო.
-შე საცოდავო! - გავცინე და გადავბრუნდი თორემ საწოლიდან გადავვარდებოდი.
-სამაგიეროდ სიზმარში ნანახი არაა! - წარბი აწია.
-რეალურია ის-მეთქი! - დავიყვირე. ხარხარი აუტყდა.
-აბა არ მიყვარსო? - წემოდან დავხედე და მუშტი მოვუქნიე. სიცილით აიქნია და კარები ზუსტად იმ მომენტში გაიღო, როცა მუშტი ისევ გავიქნიე და ნიკა დაიჭყანა.
-გამარჯობა საყვარელო! - თქვა მამაჩემმა. მე მამას შევხედე, მან ნიკას, ნიკამ მე და საბოლოოდ სამივე ისე ავხარხარდით ერთმანეთს დავეცით.
თამუნამ რომ შემოიხედა ისეთი სახე მიიღო უარესად ავხარხარდით და საბოლოოდ სანამ ცივი წყლის დასხმით არ დაგვემუქრა, ვერ დავწყნარდით.
რომ ვისადილეთ, ჩვეულებვრივი მამა-შვილური კითხვები გაუშვეს, რას შვები, ხომ სწავლობ, ვინმე ხომ არ გაწუხებს და ასე შემდეგ. საბოლოოდ ისევ მე და ნიკა აღმოვჩნდით მის ოთახში.
-რა ქვია?
-ვის?
-იმას. - გამეცინა.
-რა გაცინებს? - წარბი აწია.
-არ ვიცი.
-რა არ იცი?
-რა ჰქვია არ ვიცი. - თვალები გაუფართოვდა.
- გვარი? სად სწავლობს? რა უყვარს? საერთოდ რამე იცი? არა ხო? მასე ნუ მიყურებ თორე გავგიჟდი! - სიცილი ამივარდა.
-არ ვიცი არაფერი.
-რამე იცი? - იკითხა მკაცრად.
-კი. რატომღაც ცნობილაძე ხო იცი, იმის დაბადების დღეზე იყო, ალბათ მეგობარია, მარა ვერ აიტანა ის სიტუაცია, ამაში ჩემნაირია. ჰო და თვლის რომ ცა ზედმეტად ჩვეულებვრივია მაგრამ მაინც მოსწონს და უყვარს თმის სამაგრები.
-უკაცრავად? - თვალები დააწვრილა. - კარგი. გავიარეთ, ბოლოს როდის ნახე?
-1 თვის წინ. - ხარხარი ამიტყდა. მეგონა მცემდა ისე შემომხედა.
-მომისმინე, შეიძლება შენი ბიოლოგიური ძმა არ ვარ, მაგრამ დად გთვლი და გაფრთხილებ, ვიცი ეგეთი ბიჭები, რომ ჩნდებიან და ქრებიან და მერე ისევ ჩნდებიან. გულის ტკენის მეტს არაფერს მოგიტანს, არ შეგიყვარდეს რა. არაფრით არაა გამორჩეული სხვებისგან. - დავფიქრდი და მერე წამოვიძახე.
-არის.
-რა არის?
-გამორჩეული სხვებისგან.
-ეს როგორ გაიგე? უბრალოდ შეხედე? - წარბები შეკრა.
-შენ ვერ მიხვდები. - გამეღიმა.
ვერაფრით ვერ მიხვდებოდა მის განსაკუთრებულობას ვერავინ.
მე კი ვიყავი დარწმუნებული რომ სხვებისნაირი არ იყო, გულს მატკენდა, ვიცოდი გულს მატკენდა მაგრამ მისი ყოფნით ჩემს ცხოვრებას იმდენ რამეს მატებდა, ვიცოდი, ყველაფერს არ წაიღებდა რომ წავიდოდა.
მის რაღაც ნაწილს დამიტოვებდა ის კი ჩემთან ერთად იცოცხლებდა.
შორს, ძალიან შორს ვიქნებოდით მაგრამ მისი ნაწილი ჩემთან ერთად სამუდამოდ იცოცხლებდა, ცხოვრების ბანალურ კანონებს, სულელურ წესებს დაარღვევდა და იმდენად, იმდენად რეალური იქნებოდა, რომ ყოველ ჯერზე როცა ხელს ძალიან მაგრად ჩავჭიდებდი, დარწმუნებული ვიქნებოდი, არ გატყდებოდა...
სახლიდან რომ გამოვედი უკვე ბინდდებოდა.
ლამპიონები ნელ-ნელა ინთებოდა და მე წარმოვიდგენდი როგორ ითამაშებდნენ ისინი მტკვარზე და როგორ გაამუქებდნენ ცის ლურჯ ფერს, რომელსაც ცისფრის ნაწილი ჯერ კიდევ შემორჩენოდა.
ხალხი სადღაც მიიჩქაროდა.
სადღაც წასასვლელი ყველას ჰქონდა.
ჩემთვის იმდენად უაზრო იყო სახლში მისვლა მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო ადგილი სადაც ვცხოვრებდი, წასვლა არც მინდოდა.
შემეძლო მთელი ღამე მეხეტიალა ქუჩებში ოღონდ სახლში არ წავსულიყავი.
სახლი ის ადგილია რომელიც გენატრება როცა ტოვებო და მაშინ ჩემი სახლი იყო ნიკას ოთახი რადგან ის იყო ერთადერთი ოთხი კედლის მქონე ადგილი, რომელიც მუდმივად მენატრებოდა.
იმიტომ არა რომ მისი ოთახი ძალიან ლამაზი იყო, არც იმიტომ რომ ჩემს საყვარელ ფერებში იყო მოწყობილი და არც იმიტომ რომ კარგი ვიდეო თამაშები ჰქონდა. იქ უბრალოდ ნიკა იყო. ნიკასი იყო ყველაფერი და ეს ეტყობოდა მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელსაც და უაზრო ფაილებით გატენილ "დესკტოპსაც".
უნებურად წავედი "იმ" სკვერისკენ. მივეყრდენი მოაჯირს, გადავხედე მტკვარს და სიგარეტს მოვუკიდე. ქარმა დაუბერა და წამით ვიგრძენი თავისუფლება რომელზეც გამეცინა.
ალბათ ფრენა რომ შემძლებოდა ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვიქნებოდი რადგან წამი, როდესაც ქარი უბერავს და მაისურს გირხევს, ზუსტად ისეთივეა შენთვის როგორიც ჩიტისთვის, რომელსაც ბუმბული აეწეწება და შემდეგ გაფრინდება. მე ვერ გავფრინდი...
-არ გიხდება მოწევა. - გავიგონე ხმა და ყველაფერ დებილურს გეფიცებით, რაც დედამიწაზე ამ წამს ხდება, მეგონა დედამიწა გადატრიალდა და ყველა გაქრა რადგან იმდენად ჩვეულებვრვივად მეჩვენებოდა ფაქტი რომ 1 თვიანი დაკარგვის შემდეგ ის გამოჩნდა და უბრალოდ თქვა რომ მოწევა არ მიხდებოდა, მაგიჟებდა და ჭკუიდან მშლიდა გარედან კი უბრალოდ ისე ჩანდა თითქოს მეღიმებოდა.
-კიდევ დარჩა რამე რაც უნდა გავაკეთო, რომ მოგეწონოს? - გამეცინა.
-კი. ხომ გითხარი-მზეს უნდა უყურო-თქო. - მითხრა სრული სერიოზულობით. მტკვარს გავხედე, თუმცა ახლოს მოიწია და მომიწია შემეხედა.
ზედმეტად მწვანე თვალები ჰქონდა, გულს მიხეთქავდა.
-მზე არ ჩანს. - მივუგე ნიშისმოგებით.
-გამოჩნდება.
-ადამიანი არასდროს არაა ასი პროცენტით დარწმუნებული არაფერში. შეიძლება არც გამოჩნდეს.
-დამპირდი რომ უყურებ და გპირდები რომ გამოჩნდება. - ქარმა დაუბერა. თმა გადამიწია, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შემეხო და იმ წამს ორივენი ერთად ვიყავით თავისუფლები.
თავისუფლები ყველასგან, ყველაფრისგან. ყველა სისულელისგან, ყველა უაზრობისგან და იმისგანაც კი რასაც აზრი ჰქონდა.
ბოლო რაც მახსოვს ისაა რომ იღიმოდა.
მერე ტელეფონზე დამირეკეს.
მერე მითხეს ნიკა ავარიაში მოყვაო.
მერე ის გავიგე მძიმედაა მალე მოდიო.
და შემდეგ ძალიან კარგად მახსოვს რომ ჩავიკეცე და რაღაც რომ მიჭერდა და ძალიან ცდილობდა არ გავეშვი.
ალბათ მაშინ მოვკვდი,
ნახევრად.
მერე კიდევ მოვკვდი მთლიანად და ზუსტად, ასი პროცენტით ვიცოდი რომ მესამედ, საბოლოო სიკვდილს ისე უაზროდ და უფუნქციოდ გავივლიდი, არაფერი მეტკინებოდა რადგან როდესაც ცხოვრებაში, რამდენჯერმე მოვკვდი, ყველა ტკივილის ყველა საშუალება, ყველა ფორმატსა და ყველა ფაქტორში მთლიანად ამოვწურე...
***
იცით რა იქნება სამყაროს სიკვდილის მთავარი მიზეზი?
ეგოიზმი.
ეგოიზმი რომელიც ყველა ადამიანში საჭიროზე მეტი დოზითაა და რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ყველას, ყვეალას მოსწონს.
ვაღიარებ, უდიდესი ეგოისტი ვარ.
ეგოისტი ვარ რადგან როცა გავიგე რომ ნიკა საავადმყოფოში იყო, ის კი არ მწყენია რომ შეიძლებოდა დედამიწას კიდევ ერთი შესანშნავი ადამიანი დაეკარგა, მეტკინა სიცარიელე რომელსაც ის ჩემში მისი წასვლისას დატოვებდა. მე არ მეცოდებოდა ნიკა, რომელიც კვდებოდა, მე მეცოდებოდა საკუთარი თავი, რომელსაც მოუწევდა მის გარეშე ამ დებილურ სამყაროში ცხოვრება.
განსაკუთრებულმა მკითხა, რა მოხდაო. პანიკაში ვიყავი, უაზროდ ვღრიალებდი, შემდეგ ძლივს ამოვთქვი, ჩემი ძმა ცუდადაა-თქო და გავჩუმდი.
იმის შემდეგ კარგა ხანს არ ამომიღია ხმა.
მეგონა ვერც ვერასდროს ამოვიღებდი.
საავადმყოფოში დამტოვა და გაქრა.
ან არ გამქრალა, არფერი არ მახსოვს.
კოლიდორში ისმოდა თამუნას ღრიალის ხმა და მე ვხვდებოდი რომ ცხოვრებაში ძველებურად აღარაფერი მექნებოდა რადგან ნიკა ერთ წამს იყო და მეორე წამს აღარ.
დრო არ ბრუნდება და ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ყველა არსებული ჯანდაბა რაც კი დედამიწაზე არსებობს. მახსოვს რომ საშინლად ცივ კედელთან ჩავიკეცე.
მგონი არ მიტირია.
აზრი არ ჰქონდა.
არც ახლა აქვს მაგრამ მგონი უნდა მეტირა, ერთი ცრემლი მაინც უნდა გადმომეგდო.
უარესად გავხდი. საკუთარ თავში ჩავიკეტე.
დეპრესია კვადრატში და კუბში ავიყვანე და სიგარეტის ბოლთან ერთად მთლიანად შევიგრძენი.
პრიმიტიული იდიოტიზმის პატარა ნაწილი იყო.
ან-დიდი.
არც ამას აქვს მნიშვნელობა.
აზრი არაფერს არასდროს ექნება რადგან არ შეიძლება გადადგა ნაბიჯი და არ იფიქრო წამით მაინც რომ შეიძლება ფეხქვეშ მიწა გამოგეცალოს.
არ შეიძლება გაგიხარდეს იმის გაფიქრების გარეშე რომ შეიძლება ეს ვიღაცამ ჩაგაშხამოს.
ბედნიერებაც კახპაა, ეგოიზმიც, ცხოვრებაც და რა ვიცი, მგონი ყველა ჩვენგანიც.
იმდენად იდიოტური მოლოგი მაქვს, საკუთარ თავზე მეცინება.
ნიკას წასვლამ დამაცარიელა,
მერე ყველა გრძნობით ახლიდან ავივსე და ახლა
ისევ, სრულიად, უაზროდ და უმიზეზოდ ცარიელი ვარ იმ რაღაცებიისგანაც კი, რეებიც დარწმუნებული ვიყავი, არასდროს დამტოვებდნენ.
დილას ის გავაკეთე რასაც 3 კვირის მანძილზე ყოველდღე ვაკეთებდი.
ავდექი, ჩავიცვი კუბოკრული პერანგი, ჯინსი, კეტები, მხარზე მოვიგდე ჩანთა რომელშიც რამდენიმე რვეული იყო, ავიღე ტელეფონი, სიგარეტი და "უნივერსიტეტში" წავედი.
წინა დღეებში შესვლას მაინც ვცდილობდი, ახლა ეგეც აღარ მიცდია, ზურგი ავუქციე უნივერსიტეტს და სკვერში, სკამზე დავჯექი.
ჩანთას, რომელიც ხელში მეჭირა ზიზღით დავხედე და თვალები გადავატრიალე.
ნიკას მანქანამ მაშინ დაარტყა როცა ჩემთან მოდიოდა ჩანთის დასაბრუნებლად.
ის დაწყევლილი, სულელური, შეუხედავი ჩანთა გახდა იმის მიზეზი რომ ის მოკვდა.
არა, რა აზრი აქვს სისულელეებს, ამის მიზეზი მე ვარ. არც ნახევრად და არც მთლიანად, უბრალოდ მე.
რამდენიმე სიგარეტი ზედიზედ ჩავწვი, გავიფიქრე დავიხრჩობი თქო და თან გავიაზრე რამდენად არ მაინტერესებდა ეს და კიდევ ერთს მოვუკიდე, როცა ხელიდან ამართვეს.
ახედვაც არ იყო საჭირო, ვინ იქნებოდა თუ არა ყველაზე განსაკუთრებული პიროვნება სამყაროში! ჩემს ქრონიკულად მოშლილ ნერვებს ზედმეტად უხეშად ედებოდა, ნერვებს მიშლიდა.
სიგარეტი ისე ისროლა მტკვარში არც შებრუნებულა, ირონიული სახით შემომხედა და ოდნავ გაიღიმა. თვალები გადავატრიალე.
-კიდევ მაქვს. - ვუთხარი ნიშნისმოგებით. კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოვიღე და სახეში შევაბოლე.
-სიგარეტის ბოლში გახვეული მზე ასეთი ლამაზია, რომ ვერ ეშვები? - იკითხა და მოაჯირს მიეყრდნო.
-მზე არაა ლამაზი.
-ადრე სხვანაირად ფიქრობდი.
-გადავიფიქრე. - თვალები გადავატრიალე.
-ადრე შენც ლამაზი იყავი.
-მიდი რა, გაქრი, როგორც სულ აკეთებ. - ვთქვი მობეზრებულმა.
მგონი ეწყინა,
მართლა წავიდა.
ზედმეტად არ მაინტერესებდა, სინდისსაც არ შევუწუხებივარ.
ორი დღის შემდეგ ის იქ ვნახე.
-ლექციაზე აგვიანებ. - მითხრა ირონიულად.
-არა, ლექციაზე ვარ. - ვთქვი და წელში გავიმართე. წარბი აწია. - რას იტყვით, ლექტორო, როგორია დღეს ცა? ჩვეულებვრივი თუ არაჩვეულებვრივი? მტკვარზე რას იტყვით?
-რატომ თეონა?!
სახელზე ოდნავ გამეცინა.
-იმიტომ, განსაკუთრებულო, ყველა იმ იდიოტობის გამო, რაც ცაზე ან მტკვარში ხდება. - ვუპასუხე ყველაზე სულელურად და მოვშორდი.
***
იმ დღეს ყველაზე ცუდად ვიყავი.
ნიკას ორმოცი იყო, საფლავზე ვერ ავდიოდი, სამაგიეროდ ცრემლები მახრჩობდა, გამოცდას ვაცდენდი, ვეწეოდი და ისევ სკვერში ვიჯექი.
ჩანთა ისე მქონდა ჩახუტებული, ძალიანაც რომ სდომოდა ვინმეს, მაინც ვერ გამომაძრობდა ხელიდან.
-უნდა იტირო, თეონა. - გავიგონე მისი ხმა. ცრემლიანი თვალები ავაბყარი. იღიმოდა.
-არ შემიძლია. - გამოვცარი კბილებში.
-უნდა გაუშვა.
-არ შემიძლია.
-შეგიძლია, უბრალოდ არ გინდა. - გვერდით დამიჯდა.
თავი გავაქნიე.
-უბრალოდ ერთხელ ჩაისუნთქავ, გეტკინება და მერე გაუშვებ. - სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ფრთხილი, ნაზი... სიტყვებს თითქოს ძლივს არჩევდა.
-ვერ გავუშვებ. - ვთქვი კუშტად.
-გაუშვებ. - ისევ გაიღიმა.
ნერვები მეშლებოდა ყველაფერზე.
იმაზე რომ იქ იჯდა,
იმაზე რომ მარწმუნებდა,
იმაზე რომ იღიმოდა,
იმაზე რომ ზედმეტად კარგი იყო.
-რა გინდა?! - ვკითხე და ვხვდებოდი რომ მალე გავტყდებოდი.
საჩვენებელი თითი ცისკენ აიშვირა და მითხრა:
-იმას გეფიცები შენ რომ გაიღიმო, იმაზე მეტად თუ რამე მინდოდეს.
ალბათ სხვა სიტუაციაში ძლივს შევიკავებდი ღიმილს, მაგრამ ტირილზე მეტად არაფერი მინდოდა.
-ვერ ვიტირებ.
-გეშინია რომ ვერ გაჩერდები, ხო? - თავი დავუქნიე.
-დაგეხმარები. - გამიღიმა.
თავს ძალა დავატანე რომ გამეღიმა და შემდეგ გამახსენდა როგორ დამარხეს ნიკა.
როგორ დააყარეს მიწა.
როგორ წიოდა თამუნა და როგორ ვერ ვმოძრაობდი მე და უბრალოდ არ შემეძლო..
ქვასავით არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი, გრძნობა მაშინ დამიბრუნდა როცა ხელიდან ჩანთა გამომგლიჯა და მტკვრისკენ წავიდა.
გამწარებული დავედევნე და სუნთქვა შევწყვიტე როცა ხელი გადასაგდებად გაიწვდინა.
ჩავიკეცე და ღრიალი ამიტყდა.
ვერცერთი მეცნიერი ვერ დამიმტკიცებს რომ იმ წამს ყველა უჯრედი არ მტკიოდა.
ძირს დავარდნისას მუხლები გადამეხეხა მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ხმამაღლა ვღრიალებდი.
-არა, გეხვეწები... არა, გთხოვ, გთხოვ... - ვევედრებოდი, წარბშეკრული მიყურებდა, მაგრამ ხელს უკან არ წევდა.
-უბრალოდ უნდა შემოუშვა, თეონა, შემოუშვი! - სუნთქვა შევწყვიტე, ვცდილბდი, მაგრამ ვერ ვსუნთქავდი, ხელი გაუშვა.
ჩანთამ დაფარა მანძილი მოაჯირსა და მკვარს შორის, დავარდნამდე გადმოცვივდნენ მასში ჩაყრილი ფურცლები და მტკვარზე ფარივით გაიშალნენ.
ხელებს მანიაკივით ვიჭერდი კისერზე, მინდოდა სუნთქვა შემძლებოდა მაგრამ არაფრით გამომდიოდა.
მეგონა მოვკვდი მაგრამ ცრემლები მაინც მომდიოდა, ყელიდან ხროტინისმაგვარი ხმა ამომდიოდა.
განსაკუთრებული ჩემკენ დაიხარა, ხელები გამოიწვდინა და გულში ჩამიკრა.
ვიგრენი როგორ მომხვია ხელები ძალიან, ძალიან მჭირდროდ და გავიაზრე, რომ ვიღაც არსებობდა, ვიღაცას ადარდებდა.
ვიღაცას ვადარდებდი.
მთელს დედამიწაზე, ყველა ადამიანის ტკივილი ზედმეტად დიდია იმისთვის რომ ვიღაც, მეორემ ის იპოვოს და ტკივილი გააჩეროს.
ძნელია იპოვო ადამიანი რომელსაც აინტერესებს როგორი ხარ როცა მზეს უყურებ, როგორია შენი თმა როცა ქარი ქრის და როგორია შენი ტუჩები ღიმილისას, რადგან ისინი ჩვეულებვრივაც ისეთები ჩანან, თითქოს იღიმიან.
დეპრესია გამოსავალი არაა.
გამოსავალი ადამიანია.
ადამიანის პოვნა ძნელია.
თითქმის შეუძლებელიც,
მაგრამ მე ვიპოვე განსაკუთრებული,
ან განსაკუთრებულმა მიპოვა მე, ჩამეხუტა და ამომათრია იმ სიგარეტის სუნით აყროლებული ორმოდან, რომელსაც დეპრესია ერქვა, გამეღიმა და უნებურად გავიაზრე რომ,
მე ისევ ვსუნთქვდი...
***
რატომღაც მასთან ყოფნისას ყოველთვის ისე ვგრძნობდი თავს თითქოს სახლში ვიყავი. მაშინაც კი როცა ნევრებს მიშლიდა, იმდენად სასიამოვნო სიტუაციაში ვიყავი მასთან ყოველთვის, უპრობლემოდ შემეძლო წამოჯდომა, გაღიმება, მზისთვის ყურება და უბრალოდ ქრონიკულად სიცილი.
ჩემი სამოთხე იყო, რაღაც ადგილის მსგავსი, რომელიც ყოველთვის ჩნდება როცა ტირი, ყოველთვის ჩნდება როცა ცუდად ხარ...
ადამიანზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მასზე მთლიანად ვიყავი დამოკიდებული. ვეყრდნობოდი და ვიცოდი რომ შეიძლებოდა მას ნაბიჯი წინ გადაედგა და მე დავვარდნილიყავი, მაგრამ მასთან ყოფნისას ამაზე დარდი სისულელედ მეჩვენებოდა რადგან იმ წამს ის იქ იყო, ის და არავინ სხვა.
ის და არავინ, საერთოდ არავინ სხვა...
***
ახალი წლის განწყობა საერთოდ არ მქონდა, როგორც ყველა ადამიანს ფეისბუქზე და ნერვები მეშლებოდა ნაძვისხეებისა და სანტა-კლაუსის დანახვისას ყველგან.
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, ბინდდებოდა და სიმღერის ფონზე თავი პირდაპირ მუსიკალურ კლიპში მეგონა.
ყურსასმენი გამომაძრო, გაიკეთა და შემდეგ მითხრა, კარგი გემოვნება გაქვსო.
გამეცინა, უნდა მეკითხა სულ ასე როგორ ჩნდები თქო, მაგრამ ვიცოდი ამ კიხვით იმ სუტუაციას გავაფუჭებდი, რომელშიც ვიყავი და გაჩუმება ვამჯობინე.
-რაღაც გინდა რომ მკითხო. - მითხრა და ვიგრძენი იღიმოდა.
-არა, არაფერია. - გამეღიმა და თავი გავაქნიე.
-გაინტერესებს ხო რატო ვჩნდები ასე.
-არ მიპასუხო. - ვუთხარი.
-რატომ?
-არ მინდა რომ შენმა პასუხმა რამე შეცვალოს. - მხრები ავიჩეჩე.
-დარწმუნებული ხარ? - მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. უნიკალური თვალები ჰქონდა...
-კი და თუ გადავიფიქრებ, ვიცი გამოჩნდები. - გამეცინა.
გაეღიმა, ხელით გადამიწია მხრებს ოდნავ გადაცდენილი თმა და გადმოვარდნილი ყურსასმენი წესიერად გამიკეთა. ყურის ქვეშ კანს ძალიან ნაზად, ფრთხილად შეეხო, ისე რომ ძლივს ვიგრძენი, მაგრამ ჟრუანტელმა დამიარა. მიხვდა რომ შევკრთი და ხელი სწრაფად გაწია.
-შეგაშინე? - მკითხა ფრთხილად.
-არა უბრალოდ... არაფერია. - გავუღიმე. - მართლა.
პირველად იყო რომ დავდიოდით მაგრამ არაფერს ვამბობდით, მაგრამ რამის თქმა საჭირო არც იყო, ყურსასმენებში ზუზუნებდა სიმღერა, ლამპიონები ნელ-ნელა ინთებოდა, ნაძვის ხის ნათურები კი ყველა კუთხე-კუნჭულიდან ანათებდნენ.
სკვერთან რომ მივედით მხოლოდ მაშინ ამოვიღე ხმა.
-სახლში უნდა ავიდე.
-კარგად. - გაიღრიჭა.
-მაგ სკვერში არ ცხოვრობ ხო? - ისეთი სიცილი ატეხა არც კი მითხრა და არც-არა.
სახლში ავედი, ლოგინზე გადავწექი და უცებ ძალიან მომინდა დამეწერა ჩემი გრძნობების შესახებ, როგორც დაწერდა რომელიმე მწერალი და შემდეგ წამეკითხა, წამეკითხა და წამეკითხა რადგან უამრავი ემოცია მქონდა მის მიერ დატოვებული და არ ვიცოდი მათთვის რა მექნა.
-თეო, მამაშენმა დარეკა, მოენატრე და მოვიდესო. წადი, არ აწყენინო. - შემომძახა დედამ მეორე ოთახიდან და უნებურად წამოვჯექი.
არაფრით არ წარმომედგინა რომ მე შეუძლებოდა მენახა თამუნა მას შემდეგ რაც მე გავხდი მისი შვილის სიკვდილის მიზეზი და არაფრით არ შემეძლო მის თვალებში ჩახედვა და იმის გააზრება რომ შვილი მოვუკალი.
ნიკას წასვლით დატოვებული და განაკუთრებულის მიერ თითქოს შევსებული სიცარიელე, წამში გაქრა და თავი საშინლად, საშინლად მარტოდ ვიგრძენი.
ხელები ერთმანეთს გადავაჭდე და უნებურად ამივარდა ტირილი. დედა შემოვიდა გაფართოებული თვალებით, რა მოხდაო. ვერაფერი ვუპასუხე, ლაპარაკი არ შემეძლო.
გვერდით დამიჯდა და მიმიხუტა, ზუსტად ისე როგორც ამას მაშინ აკეთებდა, პატარა რომ ვიყავი და ბაღში ვინმე მაწყენინებდა. მარტოობას იმდენად ვიყავი შეჩვეული, ბავშობისასაც კი ოთახში ჩაკეტილი ვტიროდი, არ მინდოდა ვინმეს ჩემი ცრემლები დაენახა, მაგრამ მაშინ უბრალოდ არ შემეძლო თავი უფრო ძლიერად გამომეჩინა, სხვებზე ერთი ნაბიჯით წინ ვყოფილიყავი, მომავალზე მეფიქრა რადგან ძალიან მჭირდებოდა დედა, რომელიც გულში ჩამიკრავდა და ჩემთან ერთად დაიძინებდა, თან სულ გამიმეორებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაშინაც კი თუ მე მეცოდინებოდა რომ კარგად ცხოვრებაში აღარაფერი იქნებოდა.
"შენი ბრალი არაა, რომ წავიდა, შენი ბრალი არაა, თეო, არაა..."
ამის შემდეგაც ბევრჯერ გავიგონე ეს სიტყვები.
სულ სხვადასხვა ადამიანზე,
სულ სხვადასხვა ადამიანის მიერ ნათვქამი
და სულ სხვადასხვა მნიშნველობის მატარებელი და სამწუხაროდ,
ყველა შემთხვევაში ტყუილი იყო...
***
ახალი წლის ღამეს დედაჩემი გაათასმაგებულად ბედნიერი იყო და ვერ ვხვდებოდი რატომ, ძალით მომაჩეჩა ხელში დანა და მაიძულა რაღაც გამეკეთებინა, ისე ძალიან არ მინდოდა, ხელი გავიჭერი და ოთახის კუთხეში ჯდომისა და ირონიული მზერით სიმღერების მოსმენის უფლებაც მივიღე.
-აუ კარგი რა, მარტო მე და შენ ვართ. თუ ჩემს განწყობას გავითვალისწინებთ, მარტო შენ ხარ, რად გინდა ამდენი რაღაც, დაძველდება და გაფუჭდება.
-მარტო მე და შენ არ ვიქნებით! - მითხრა ღიმილით და იმის შემდეგ, სანამ 11 საათი არ დადგა, იმაზე წუწუნებდა როგორ გამოვიყურები, ეს კაბა მიხდება თუ სხვა ჩავიცვაო.
ვიცოდი რომ ვიღაც უნდა მოეყვანა და ფაქტი რომ ვიღაცას ხვდებოდა ზედმეტად არ მაინტერესებდა, მაგრამ არ ვაპირებდი იმ მამაკაცთან ერთად ჯდომას და მისთვის სახეში შეციცინებას.
რომ შემოვიდა, თავიდანვე ავითვალწუნე. მაღალი იყო, გამხდარი, 40-42 წელზე მეტის არ იქნებოდა, საშინლად ღია ციფერი თვალები ჰქონდა, თითქმის თეთრი, ზედმეტად არ მომეწონა, ძალიან ცივი იყო.
გამიღიმა და ხელი ჩამომართვა, მე გიორგი ვარო, სულ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ-თქო გავიფიქრე და ჩემი სახელი ვუთხარი.
სუფრას რომ შემოვუსხედით და შევნიშნე რომ უხერხულად ხვევდა ხელს. შემდეგ რაღაცისთვის გავედი და რომ შევბრუნდი, აშკარგად ეტყობოდა ხელი შევუშალე.
მანამდე ვითმენდი, სანამ პირდაპირ დაიწყეს იმაზე მითითება, რომ ჩემი ძილის დრო იყო. ყელში ამომივიდა, მშვიდად წამოვდექი, ქურთუკს ხელი დავავლე და ვუთხარი:
-ჯობდა პირდაპირ გეთქვა, თეონა, შვილო, მიდი, წადი მამაშენთან, დედაშენს და უცხო, სიმპათიურ მამაკაცს უფროსების საქმეები აქვთ მოსაგვარებელი! - მაინც ვერ მოვითმინე და ბოლო სიტყვაზე ხმას ავუწიე.
-მე არ... - დაიწყო.
-გეყოფა! - ხმას ავუწიე. - პატარა ბავშვი არ ვარ, გავიგებდი.
-სად მიდიხარ ? - იკითხა როცა კარისკენ წავედი.
-იქ სადაც შენგან განსხვავებით თბილად მიმიღებენ და სადაც ზედმეტი არასდროს ვიქნები. - ცინიკურად გავუღიმე და კარები ხმაურით მოვიჯახუნე.
რომ გამოვედი და რამდენიმე ქუჩა გავიარე, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მამაჩემთან ვერ წავიდოდი, სკვერს უკვე ვხედავდი და თან ცრემლებიც მომდიოდა.
ზედმეტად მარტო ვიყავი.
მარტოობა ყოველთვის მიყვარდა.
მიყვარდა მაშინ როცა ვიყავი 5 წლის და ვტიროდი,
მიყვარდა მაშნ როცა სკოლაში დავდიოდი და ვინმე მაწყენინებდა.
მიყვარდა მარტოობა მაშინაც როცა შემი მშობლები დაშორდნენ და მაშინაც როცა ჩემხელები ერთობოდნენ მაშინ კი მარტოობაზე მეტად არაფერი მძულდა.
საშინელია ადამიანი. მაშინ არ მოსწონს ყველაფერი, როცა აქვს და როცა რაც აქვს ის ქრება, ენატრება.
მოაჯირს დავეყრდენი და უნებურად დავიწყე საუბარი:
-ყოველთვის ჩნდები როცა მჭირდები და გამოჩნდი რა, ძალიან გთხოვ. - შევევედრე და თვალები დავხუჭე.
ვიგრძენი როგორ დამიდგა ვიღაც გვერდით.
-რა გინდა აქ, თეონა... - მკითხა ღიმილით.
-დავიკარგე.
-რა?
-ანდა მართლა არ მაქვს წასასვლელი. - გამეცინა.
-მომიყევი. - მითხრა ისეთი ხმით, რომ აშკარად მართლა აინტერესებდა.
-აზრი აქვს? - თვალები მოვჭუტე
-კი ან სულაც არა. მომიყევი და გავიგებთ.
უნებურად გამეხსნა ბაგეები და დაუკითხავად წამოვიდნენ ბგერები.
-დედაჩემმა საკმაოდ კარგად მაგრძნობინა რომ ზედმეტი ვიყავი და წამოვედი, მგონი მამასთან მივდიოდი მაგრამ გავაცნობიერე რომ ვერ წავალ რადგან თამუნას თვალებში ვერ შევხედავ მას შემდეგ, რაც ნიკა ჩემ გამო მოკვდა, ჰო და აღმოვაჩინე, რომ არ მყავს მეგობრები, არც ახლო ნათესავები და არავინ, არავინ! - გამეღიმა, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. - ყველაზე მარტო ვარ მთელს დედამიწაზე. - სიცილი ამიტყდა მაგრამ ცრემლებიც წამომივიდა უნებურად.
ცოტა ხანს დუმდა, მერე ხელი მომკიდა და ძალიან, ძალიან მაგრად მომიჭირა.
რამდენიმე ცრემლი კიდევ გადმომიგორდა და გამეღიმა.
-ათი... ცხრა... რვა... შვიდი... - დაიწყო თვლა და ხელი ცისკენ გაიშვირა რომელიც ექვს წამში ათასფრად განათდებოდა.
-ოთხი... სამი... ორი და... - გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-ჩაიფიქრე... - მითხრა და მეც თვალები დავხუჭე. ჯერ კიდევ ჰქონდა ტუჩები მოდებული ჩემს ლოყაზე და ყველა მიზეზგარეშე ვიყავი ყველაზე რეალური ადამიანი დამიწაზე რადგან ის მეხებოდა, ხელს მიჭერდა და ყველა არსებული საშუალებით, ყველა უთქმელი სიტყვით ამბობდა რომ მე მარტო არასდროს არ ვიქნებოდი, რადგან ის სულ იქნებოდა.
ყველაზე მეტად ვინატრე ის.
ის ყველა ასპექტში, ყველა სიტუაციაში, ყველა მიზეზით და ყველა მიზნისთვის. უბრალოდ ის.
-ჩავიფიქრე. - გავუღიმე და ცას გავხედე.
ფეიერვერკებისგან იმდენად იყო განათებული, თითქმის მზის სინათლეს ჰგავდა.
ულამაზესი იყო, წითელი, თეთრი, ლურჯი, მწვანე და ეს ყველაფერი თავიდან, შემდეგ თავიდან და იგივე რიგით, ან არეულად...
-შენ კი ამბობ, ცა ჩვეულებვრივიაო. - გამეღიმა.
-არა, განსაკუთრებულია.
-ცა არაჩვეულებვრივია, განსაკუთრებული კი ვიღაც სხვაა. - გავიცინე და ძალიან, ძალიან მინდოდა მეთქვა შენ ხარ-თქო მაგრამ ვერ გაბედე.
-არ მეტყვი ვინ, ჰო? - წარბები აათამაშა.
სიცილი ამიტყდა.
-არავითარ შემთხვევაში.
მხრით მივეყრდენი, თვალები დავხუჭე.
-ახალ წელს გილოცავ, თეონა.
გამეღიმა, დავივიწყე ყველაფერი და მეც ვუთხარი:
-ახალ წელს გილოცავ, განსაკუთრებულო.
ისე გაეღიმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ არაფერი იყო დედამიწაზე იმის გარდა რასაც მე ვეძახდი და რაც ჩემთვის იყო,
ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, არასდროს ვინანებდი რომ ჩემი ოცნებების გმირის სახელი მისად მივიჩნიე,
დარწმუნებული ვიყავი რომ სწორედ ის იყო განსაკუთრებული.
რეალიზმის მწვერვალი და უცნაური მშვენიერების კვადრატი ან კუბი...
**
ვფიქრობ ჩვენი 'ურთიერთობის" მთავარი პრობლემა, თუ შეიძლება ამას პრობლემა ეწოდოს, ის იყო რომ ვერასდროს ვიაზრებდი, შეიძლებოდა მას ჩემზე ბევრად დიდი პრობლემები ჰქონოდა, მას ჩემზე ბევრად მეტად გასჭირვებოდა, ის ყოველთვის გვერდით მყავდა როცა სისულელეზე ტირილი მინდოდა, მე კი არასდროს ვიყავი იქ, როცა მას ვჭირდებოდი.
გათენებამდე ჩემთან ერთად იჯდა სკამზე, იყინებოდა და იღიმოდა.
შემდეგ წავედით. ჯერ მე ავდექი შემდეგ ის, მე მარჯვნივ წავედი, ის-მარცხნივ და აი, ასე დავშორდით ერთმანეთს.
თუმცა დიდი ხნით არა.
ორში ვითომ, მამაჩემთან მინდოდა წასვლა და სკვერში რომ დავინახე გავჩერდი. მის გვერდით მოაჯირს მივეყრდენი და გავუღიმე.
სახეზე ფერი არ ედო მაგრამ მაინც ძველებურად გამიღიმა.
იმ წამს მივხვდი რომ შეიძლებოდა ისიც არ ყოფილიყო კარგად.
მასაც სტკიებოდა რამე.
და არც ის იყო რკინის, ისიც გრძნობდა.
-კარგად ხარ? - ვიკითხე ანერვიულებულმა.
-კი, მაგრამ სადღაც მეჩქარება, თეონა. წავალ, კარგი?
მაშინ პირველად მკითხა ნებართვა და ვიცი, რომ მეთქვა არ წავხიდე-თქო, დარჩებოდა.
იმ დღიდან ყველაფერი აირია.
არ ვიცი ყველაფერს რას ვეძახი, მაგრამ ის აირია, რაც იყო, მაშინაც კი, თუ საერთოდ არაფერი ყოფილა.
მე მამაჩემთან წავედი, ის-სადღაც და იმ სადღაციდან კარგა ხანს არც დაბრუნებულა, ისევე როგორც მე მამაჩემის სახლიდან.
თამუნას რომ ჩავხედე პირველად თვალებში და აღმოვაჩინე რომ საერთოდ არ ფიქრობდა, ნიკას გარდაცვალებაში რამე წვლილი შევიტანე, უნებურად წამომივიდა რამდენიმე ცრემლი და ჩავეხუტე.
მიუხედავად იმისა რომ განადგურებულები იყვნენ მამაც და თამუნაც, მაინც ცდილობდნენ თავი ჩემთან მყარად დაეჭირათ და დამაჯერებლად გაეღიმათ.
ვგრძნობდი მათთან ყოფნით რაღაცას ვუმარტივებდი და მეორე დღეს ოფიციალურად გადმოვიტანე რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და წიგნები მამას სახლში და ნიკას ოთახში დავსახლდი.
საოცარი ოთახი ჰქონდა, ზედმეტად ზღაპრული. მიუხედავად იმისა რომ ყოველ წამს მიჭირდა, როცა იქ ვიყავი, თავი მალე კარგად ვიგრძენი.
დღეები დღეებს მიყვა და საბოლოოდ ისე მალე გავიდა საახალწლო არდადეგები და ისე მალე დავდექი უნივერსიტეტის წინ, თვალის დახამხამებაც ძლივს მოვასწარი.
ნერვებს მიშლიდა ამინდი, არც მზე იყო, არც ქარი ქროდა, არც თოვდა, არც წვიმდა. ღრუბლების გროვა კი ცის თავზე იყო მოყრილი და თითქოს ნებართვას ელოდებოდა საშინელი წვიმის დასაწყებად (ლინას პირველი წინადადება :'() რომელსაც ვერ იღებდა მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
ძალიან ბევრი მქონდა სასწავლი, ამიტომ იმაზე ფიქრისთვის დრო არ მრჩებოდა, სადაა ან როგორაა-თქო. ღამით, ძილის წინ, როცა წამით ვიხსნიდი ყველა ნიღაბს, რომელსაც დღეებით ვატარებდი საშინლად მენატრებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი იმისგან რომ ხმამაღლა არ მეღრიალა.
არ ვიცოდი რა მჭირდა, ვერ ვხვდებოდი იმის აზრს, როგორ უნდა მყვარებოდა და მგონი არც მიყვარდა, მითვისებული მყავდა, ზედმეტად ჩემად ვთვლიდი, ის კი ქრებოდა... ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაწილებით და ვიცოდი, საბოლოოდ მისგან აღარაფერი დარჩებოდა, ჩემს ცხოვრებაში მაინც...
ზამთარი ისე გავიდა არ მინახავს.
ყველაფერი ზედმეტად სწრაფად ხდებოდა, მგონი მონატრებემაც გადამიარა ან უბრალოდ შევეჩვიე, მაგრამ ხანდახან მაინც მტკიოდა გული, სკვერთან რომ ჩავივლიდი და მოაჯირზე მიყრდნობილ მაღალ ფიგურას რომ ვერ ვხედავდი...
***
პირველი მარტი იყო.
გაზაფხულის მოსვლა ამინდს სულ არ ეტყობოდა, ძალიან ციოდა და ქარიც ქროდა. ჩემს ხასიათს ზუსტად ესადაგებოდა ამინდი. ძალიან არ მინდოდა კურსელის დაბადების დღეზე წასვლა და როგორც ყოველთვის, ახლაც იძულებული ვიყავი, ჰო და ბედს ვნებდებოდი, ვდგამდი ნაბიჯს და ვნატრობდი მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე, ვეჭვობდი ჩემი ცხოვრება მიწისქვეშეთში უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე-მიწაზე.
ერთ-ერთი ზედემტად "ფეშენ" რესტორნის, ერთ-ერთ ზედმეტად "ძერსკ" საზოგადოებაში მოვხვდი, როგორც ყოველთვის და ახლაც დავიწყე მოთმინების წუთების დათვლა. ნახევარი საათიც და იმ ადგილიდან ისე მოვხევდი, როგორც ჯერ არავის "მოეხია" არსაიდან.
-შენ რას შვები, თეონა? -მკითხა ვიღაცამ. ძლივს გავიგონე.
-რა-ვი, ვსწავლობ. - მხრები ავიჩეჩე.
-ყველა სწავლობს. - კისკისით თქვა ქერა გოგომ. - შენ რას შვებიო.
მოთმინებადაკარგულმა არ მახსოვს რა ვუპასუხე, იმის შემდეგ მთელი დარჩენილი დრო ჩუმად ვიჯექი.
შემდეგ დავინახე როგორ დადგა ვიღაცის მაღალი ფიგურა შემოსასვლელში, როგორ გაიღიმა, როგორ დამიქნია ხელი და მანიშნა მოდიო.
ვიგრძენი რომ გავშეშდი, ორგანოებმა ნელ-ნელა უარი თქვეს მუშაობაზე და განძრევა ვერაფრით შევძელი მანამ, სანამ ნაბიჯი არ გადადგა, სანამ ნახევრად არ გაქრა.
მთელს სხეულში შემოვკარი ზარი იმის ნიშნად რომ ვერ დავკარგავდი, ისევ ვერ მივცემდი გაქრობის საშუალებას, დაღლილი ვიყავი ცარიელი სკვერის ყურებით, დაღლილი ვიყავი სიცარიელის შეგრძნებით.
დაღლილი ვიყავი მის გარეშე ცხოვრებით. ძალიან, ძალიან დაღლილი.
არ მახსოვს როგორ წამოვდექი და როგორ დავავლე ხელი ქურთუკს. მხოლოდ ის მახსოვს რომ გავრბოდი და ვგრძნობდი რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც უნდა გამეკეთებინა-დავწეოდი.
გარემო მოვათვალიერე. არსად ჩანდა მაგრამ ვიცოდი სადაც იქნებოდა.
წამით არ მიფიქრია ისე გავიარე რამდენიმე ქუჩა ფეხით და 15 წუთში უკვე სკვერს ვხედავდი.
ზუსტად ისე იყო მიყუდებული მოაჯირს როგორც ადრე, ეწეოდა და მტკვარს უყურებდა.
ცოტა ხანს გაშეშებული ვუყურებდი, შემდეგ კი სირბილით წავედი მისკენ და სანამ შევეჯახებოდი, შევჩერდი.
-როგორ... როგორ! - დავიწყე ყვირილი. - სამი თვით გაქრობა როგორ შეგიძლია? ახლა კი დაბრუნდი და ყველაფერი კარგად იქნება?! ჰო, არა?! ახლა მაინტერესებს კითხვაზე პასუხი, რატომ ჩნდები ასე, როცა მოგინდება, რატომ?! - ყველა გრძნობა ერთად ამოვანთხიე, ხელებს მკერდში ვურტყამდი და ვერაფრით ვჩერდებოდი.
შემდეგ გაეღიმა, ამოისუნთქა. ხელები თავის ხელებით დამიფარა და მათით სახე დამიჭირა, თავი წამომაწევინა და ცრემლები მომწმინდა.
წარმოდგენა არ მქონდა რომ ვტიროდი.
მზე ჩადიოდა მაგრამ მისი დარჩენილი სინათლე სახეზე ეცემოდა. მისი თვალები თავიანთ ყველაზე ღია ტონს იძენდნენ და ღია მწვანე ნარევი ცისფრითა და ყვითლის რაღაც ნაწილით ნათდებოდნენ.
მისმა თეთრმა გუგამ მალე ფერი შეიცვალა და ცრემლების ფონზე ოდნავ შეწითლდა. მისი გულისცემის ხმა მესმოდა და უნებურად მომდიოდა ცრემლები.
გადმოიწია, შუბლი-შუბლზე მომაჭირა და ცხვირზე მაკოცა.
-მართლა ძალიან მომენატრე, თეონა.
მითხრა და სუნთქვა შევწყვიტე.
ან პირიქით, მანამდე მქონდა შეწყვეტილი და ახლა გულიდან ლოდი მომეხსნა, თავისუფლად ამოვისუნთქე და გავიღიმე.
საოცრად ამბობდა ჩემს სახელს.
არასდროს მომწონდა "თეონა" არც მისი მოფერებითი მორბები "თეო"; "თე" და ასე შემდეგ მაგრამ მისი პირით ნათქვამ თე-ო-ნა -ზე კარგად არაფერი ჟღერდა დედამიწაზე.
ვიცოდი რაღაც ხდებოდა, რაღაც სჭირდა.
ვიცოდი, ყველაფერს ჰქონდა ახსნა, ყველაფერს ჰქონდა თავის მიზეზი.
ყველაფერი რაღაცის გამო, რაღაცისთვის ხდებოდა და მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი გულს ნაწილებად მიხლეჩდა, მაინც მთელი არსებით ვგრძნობდი რომ ამის შემდეგ კი არ გავბრაზდებოდი როცა სამი თვით დაიკარგებოდა, დაველოდებოდი რადგან ვიცოდი რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და ეს ვიცოდი რადგან მთელი არსებით, მთელი სულითა და სხეულით, გულით თუ ტვინით, ყველაფრით, ყველაზე რეალური გრძნობით და ყველაზე არანორმალურად...
მე განსაკუთრებული მიყვარდა.
***
ახლა რომ ვიხსენებ ყველაფერს, თავს ტირილისგან ძლივს ვიკავებ. ასე მგონია ყველაფერი რაც მოხდა დამესიზმრა და ახლა გავიღვიძე, სიზმარი გაქრა და რეალობის პირისპირ მიწევს შეჯახება, ის კი ძალიან, ძალიან მწარეა.
განსაკუთრებულთან გატარებული თითოეული წამისას სიცოცხლის თითო წამი მემატებოდა რადგან შეუძლებელი იყო მისთვის გეყურებინა და უცნაური სიმშვიდე არ გეგრძნო. სიმშვიდე, რომელსაც ვერასდროს ვერავინ მოგგვრის მის გარდა, რადგან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მისნაირი მხოლოდ ერთია...
***
"გარეთ გაიხედე, თეონა." - ტელეფონზე მისი პირველი მესიჯი რომ მომივიდა 5 მარტი იყო, შაბათი დღე. საწოლში თბილად ვიწექი, ფანჯარაზე მუქი ფარდები მქონდა ჩამოფარებული და ფილმს ვუყურებდი.
ძალიან მეზარებოდა მაგრამ წამოვდექი და ფარდა გადავწიე. გაოცებულს სიცილი ამიტყდა, თოვდა, თან როგორი ფიფქებით?! იმხელა თეთრ ანგელოზებს ისროდა ცა დედამიწაზე, უნდა მჯარიყავი და მთელი დღე გეყურებინა.
"შენ კი ამბობ, ცა ჩვეულებვრივიაო." - მივწერე ნიშნისმოგებით და საწოლზე დავბრუნდი, მაგრამ ფარდები გადაწეული დავტოვე და ფილმის ნაცვლად ფიფქების ყურება დავიწყე.
"მართალი ხარ, არ არის, მაგრამ არც მტკვარი იქნება ახლა ჩვეულებვრივი. *-*" - გამეღიმა. მივხვდი, სკვერში იყო.
"მგონი მაგ სკვერში ცხოვრობ. :დ" - დავცინე.
"არა, შენ გელოდები ხოლმე ^-^" - ისე გავიბადრე, ღიმილი კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხე, აზრზე მაშინ მოვედი მესიჯი რომ მომწერა.
"მე კიდევ განსაკუთრებული მეგონე, თავს იფასებ? :'( "
გამეცინა.
"განსაკუთრებული მე არ ვარ. ვიღაც სხვაა-თქო და თავს არ ვიფასებ, დაკავებული ვიყავი."
"რით მზეს უყურებდი?" - ისეთი სიცილი ამიტყდა, თამუნამ შემოიხედა.
-კარგად ვარ თამო. - ვუთხარი და მესიჯის კრეფა დავიწყე:
"შენ ხომ თქვი თუ უყურებ გპირდები რომ გამოჩნდებაო. პირობას რატომ არღვევ?"
"ბევრი რამ დავარღვიე, მაგრამ შენ უყურე და ერთხელაც გამოჩნდება. ამას მაინც გპირდები."
გამეღიმა მაგრამ თან ნერვები მომეშალა, უცნაურად ლაპარაკობდა.
"უცნაური ხარ."
"მე კი მეგონა განსაკუთრებულს მეძახდი."
"ხარ კიდეც. მაგრამ ახლა უცნაური ხარ."
"რომ გავქრე გაბრაზდები?"
წარბები შევკარი.
"რა გჭირს?"
"მიპასუხე."
"რომ გითხრა გავბრაზდები-თქო, მაინც გაქრები. რა მნიშვნელობა აქვს."
უკვე ნერვები მეშლებოდა.
"ჩემთვის აქვს, თეონა, მიპასუხე რა."
"არ გავბრაზდები."
მივწერე და ფანჯარას მოვშორდი. თოვლიც კი მიშლიდა ნერვებს.
"გაბრაზდები, აი, ნახავ."
მართალი იყო, გავბრაზდი, ოღონდ იმაზე არა, რომ გაქრებოდა. იმაზე, რომ ნერვებს მიშლიდა თავის უცნაური საუბრით. დავაპირე მიმეწერა, "ნიკა, ლუკა, საბა, გიგა, გაგა, სანდრო რა ჯანდაბა გჭირს?" და მივხვდი რომ მისი სახელი არ ვიცოდი, თითქოს ოდნავ მეწყინა მაგრამ ეს ტექსტი მაინც მივწერე, სახელის ნაცვლად განსხვავებული ჩავსვი.
10 წუთი არაფერს მწერდა, ბოლოს მოზრდილი მესიჯი მომწერა, გავხსენი და თავი ძლივს შევიკავე იმისგან რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.
ისევ გაქრა.
ცოტა ხნით, ან დიდით მაგრამ გაქრა და ერთადერთი რაც დატოვა მესიჯი იყო:
- "თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!"
სრულიად დავცარიელდი.
მთლიანად.
ვერაფერს ვგრძნობდი. მგონი არც მინდოდა რამე მეგრძნო.
მართალი იყო, გავბრაზდი მაგრამ ვიცოდი, დაბრუნდებოდა.
მაინც დაბრუნდებოდა...
***
გაზაფხული ისე მიილია მხოლოდ ერთხელ მომწერა როგორ ხარო. კარგად-მეთქი მივწერე. უნივერსიტეტში ერთი ამბები იყო, გამოცდებს გამოცდებზე ვაბარებდი და ღამეებს ღამეებზე ვათენებდი, პირველ კურსს ვხურავდი და ოდნავ ვნერვიულობდი, კარგი ქულები მჭირდებოდა.
1 ივნისს სულაც არ ვთვლიდი განსაკუთრებულ დღედ. პირიქით, უდიდესი სისულელე იყო და რომ ვთქვი არ მინდა დაბადების დღე-მეთქი, მიხვდნენ რომ არ იყო საჭირო უაზრო წვეულებების მოწყობა, თუ კი მე არ გამიხარდებოდა.
სკვერში ვიჯექი დაღამებამდე. ნერვები მეშლებოდა ეგოისტურ გრძნობაზე, რომელიც მაიძულებდა იქ ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი რომ მოვიდოდა, რადგან შეუძლებელი იყო ჩემი დაბადების დღე ამდენად სულელურად გასულიყო. უნდა მოეწერა მაინც, ვიცოდი რომ იცოდა, როგორ მინდოდა არ შევმცდარიყავი.
11 საათზე, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არავინ გამოჩნდებოდა, არ ჩამეხუტებოდა და დაბადების დღეს არ მომილოცავდა და წასვლა დავაპირე, ვიგრძენი როგორ მომეკრო უკნიდან ვიღაც და სიცილი ამიტყდა, მთელს სხეულში დამაჟრიალა.
-წესით მოულოდნელი უნდა ყოფილიყო. - თქვა სიცილით და კულულები თითებით გამისწორა.
-სულ ჩნდები ხოლმე როცა მჭირდები. - გამეღიმა.
-გილოცავ დაბადების დღეს, თეონა.
ისევ არაამქვეყნიურად თქვა ჩემი სახელი და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი გვერდით დამიდგა და ღიმილით გამომხედა.
ღმერთო როგორ მიყვარდა იმ წამს.
-შებრუნდი. - მითხრა მკაცრად. წარბშეკრულმა ვაქციე ზურგი.
-არ ვიცი დაბადების დღეზე რას ჩუქნიან ხოლმე, მაგრამ... - ყელზე ვერცხლის ძეწკვი გამიკეთა, პატარა ირმის კულონით. თვალების ნაცვლად ცისფერი ქვები ესვა.
-მადლობა. - გავუღიმე და ჩავეხუტე.
არ მინდოდა რომ ხელები გამეშვა, რადგან ვიცოდი ისევ გაქრებოდა. შემდეგ ისევ დაბრუნებოდა და სულ ორ წამს გაჩერდებოდა. დაღლილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით, ყველაფერზე უარის თქმით, საშინელი სიცარიელით....
-ერთ დღეს ხომ მეტყვი, რატომ მიდიან ღრუბლები ციდან?
-უნდათ, იტირონ. - მითხრა ღიმილით და თმაში ისევ აბლანდა ხელები.
საკუთარ თავს ძალიან დიდ დებილად ვთვლიდი იმიტომ რომ ვიღაცაზე ვიყავი დამოკიდებული ვინც ან იქნებოდა, ან-არა.
ერთხელაც გაქრებოდა და მორჩა. აღარ დაბრუნდებოდა.
აღარც სამი თვის შემდეგ, აღარც ერთი წლის, არც ხუთის.
წავიდოდა და უბრალოდ აღარ დაბრუნდებოდა...
***
პირველი კურსი წარმატებით დავხურე, ზაფხული იყო და ძალიან მცხელოდა, ამიტომ დღის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებდი. ხანდახან კი როცა ზედმეტად მიტევდა მონატრება მთელი თავის ძალით, სკვერში გავდიოდი და იქ საათობით ვიჯექი.
საკუთარ თავს ვუმეორებდი რომ მე ვიყავი მანდილოსანი, ვიყავი სუსტი სქესის წარმომადგენელი და ვიყავი ქალი, მაგრამ არანაირად, არანაირად არ მჭირდებოდა არავინ, ვინც მყარად დგომაში დამეხმარებოდა. პარალელურად იმ მოაჯირს ვუყურებდი, სადაც სულ იდგა ხოლმე, წელში მოხრილი და რითმულად იცინოდა და ყველა ფიქრი, ყველა აზრი კარგავდა შინაარსს.
ვეჭვობდი რამე ხომ არ სჭირს-მეთქი, ხომ კარგადაა, ამის გამო ხომ არ ქრება-თქო. კითხვები კითხვებს ემატებოდა თუმცა მათი პასუხის გამცემი არსად ჩანდა.
რამდენჯერმე დავაპირე ტელეფონზე მიმეწერა, მაგრამ რამდენჯერაც ავკრიფე სიტყვები "როგორ ხარ?" იმდენჯერვე შემომიტია რაღაც ამოუხსნელმა და ისინი უცებ წავშალე.
ცხოვრება უბრალოდ გრძელდებოდა მანამ, სანამ...
***
პარკის ერთადერთ სკამზე ვიჯექი, როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე მარტო და ეული იყო ეს პარკი, რომელსაც პარკიც კი არ ექრვა. ქუჩის ერთ ბოლოში მოსროლილი, გზატკეცილის გასწვრივ, რამდენიმე ხით, მოაჯირით და ხედით მტკვარზე.
ივლისი იწურებოდა, საშინლად ცხელოდა. სახლში ვერ გავჩერდი, დაღლილი ვიყავი ოთხი კედლის ყურებით და ახლა ყურსასმენებჩრილი, ძალიან თხელ სარაფანში გამოწყობილი ვიჯექი სკამზე.
მხარზე რომ ვიგრძენი ვიღაცის თითი, რომელიც ერთი ბოლოდან მეორეში გასრიალდა, მკლავზე გადმოვიდა და ყველაფერი კოცნით დააგვირგვინა, თავი ამოვყავი ნირვანაში, რომლიდან გამოსვლაც არაფრის დიდებით არ მინდოდა.
თვალები დავხუჭე, არ მინდოდა გამეხილა. არ მინდოდა მის ნაცვლად სხვა დამენახა, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცოდი, ის იყო.
ხმას არ იღებდა, თითებით მთელს სახეზე მეფერებოდა. შუბლზე ჩამოსრიალდა, თვალების გავლით იმ ჭორფლებამდე მივიდა, რომელებიც ეგონა, რომ ცეკვავდნენ, ყბის ძვალს რომ გასცდა, გაჩერდა. ალბათ ვერ მიხვდა, მართლა ვიღიმოდი თუ უბრალოდ ტუჩის ბრალი იყო.
ცოტახანში გაეცინა. შუბლით მკერდზე მიმიკრა და ამოისუნთქა.
წარმოდგენა არ მაქვს რას ვგრძნობდი. მგონი ვერაფერს, რამე არც უნდა მეგრძნო.
თვალები რომ გავახილე პირველი რაც შევამჩნიე მისი თვალები იყო. მზის სინათლით განათლებული, გაღიავებული, საოცარი ფერით. თმა ჰქონდა გადახოტრილი, ასე უფრო უხდებოდა, გამეღიმა.
-რა გქვია?
ვიკითხე და ჩემს კითხვაზე გამეცინა.
რამდენი რამ შემეძლო მეკითხა და მაინც ეს ვკითხე.
-განსაკუთრებული. - თვალი ჩამიკრა. - არ აქვს მნიშვნელობა.
-აქვს. - შევევედრე.
-ჰო და იცოდე, რომ განსაკუთრებული მქვია. ასე დამიძახე ხოლმე. - გაეცინა.
-რაღაც გჭირს. - ვუთხარი და უცებ დავნაღვლიანდი.
-რაღაც მე კი არა შენ გჭირს. ისევ აქ ზიხარ. - ნათქვამი ხუმრობაში გამიტარა და სიცილი ატეხა.
-ისევე როგორც შენ. - წარბი ავწიე. - მაგრამ შენ წახვალ. მე კი დავრჩები.
-ასე ნუ ლაპარაკობ რა.
-მხოლოდ მას შემდეგ რაც შენ შეწყვეტ ასე მოქცევას! - ხმას უნებურად ავუწიე.
-რამე მოხდა თეონა?
-კი. მოხდა. მომენატრე! - ვერც კი გავაცნობიერე ისე ვუყვირე. - წახვალ, მერე მოხვალ. მერე ისევ წახვალ. აღარ შემიძლია, კარგი? არ ვარ ასეთი ერთგული.
-მე არ მითხოვია რომ ერთგული ყოფილიყავი.
-კარგი, შეიძლება ესეც ჩემი ბრალია. მაგრამ უბრალოდ აღარ შემიძლია, კარგი?! - უნებურად მომდიოდა ცრემლები. - ერთხელ მე გავქრე, შეიძლება?
შევბრუნდი და წასვლა დავაპირე.
-იმედია არ გიყვარვარ. - გავიგონე მისი ხმა.
-ეს რა შუაშია? - შემოვბრუნდი.
-უფრო რთული იქნება. - გამიღიმა და მეგონა მიწა გასკდებოდა და ჩამიტანდა.
ვიცოდი ამის შემდეგ რომ წავიდოდა, აღარ დაბრუნდებოდა და ვიცოდი, ამისთვის ახსნა განმარტებას არ ჩამაბარებდა.
მართალია ვთქვი არ გავბრაზდები-თქო მაგრამ ბრაზის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობდი, ბრაზმა მთლიანად დამაბრმავა, გამამწარა, ყველაფერი დამავიწყა.
არადა ჯობდა არ დაევიწყებინა.
შუაღამისას მესიჯი მომივიდა:
"ბოდიში. არ იყავი მართალი, განსაკუთრებულს რომ მეძახდი."
"მართალი ვიყავი."
მივწერე მიუხედავად მისა რომ ვიცოდი, ამ სიტყვებით დამემშვიდობა და შემდეგ უნებურად ამიტყდა ღრიალი.
არასდროს მეგონა რომ ადამიანს ვიპოვიდი რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლიდა. ყველა ფერს სხვანაირად დამანახვებდა, მაიძულებდა სხვანაირად მეფიქრა, ყველაფერზე ახალი აზრი გამჩენოდა. მაიძულებდა, ჩემში, ჩემი ხელით მომეხდინა აფეთქება, რომელიც მთლიანად ჩამწვავდა. არასდროს მეგონა რომ ჩემი ოცნება ახდებოდა, არასდროს მეგონა რომ ვინმე იყო დედამიწაზე, ვინც იმსახურებდა, განსაკუთრებული რქმოდა და ჯანდაბა, რომ ვიპოვე და ჯანდაბა, რომ წავიდა.
ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, ზედმეტი იყო ვინმესთვის, ჩემთვის, თავისთვის, სხვებისთვის.
არ უნდა გაჩერებულიყო, სულ უნდა გამქრალიყო და მიუხედავად იმისა რომ შემეძლო მომეთმინა, დავნებდი.
ის წავიდა, მე კი გავუშვი.
***
დრო ჩვეულებვრივად, უაზროდ გადიოდა. ზედმეტად ვიყავი დაღლილი ყველაფრით, აგვისტოს აუტანელი სიცხისა და შეგრძნებისგან, რომ ყოველთვის და ყველგან, ვიღაც მიყურებდა და მიუხედავად იმისა რომ მე ვიცოდი ვინც იყო, ან ვარაუდი მაინც მქონდა, მაინც ვერ ვბედავდი შემეხედა რადგან ვიცოდი, თუ შევხედავდი, მთელი ის მინაგადაკრული მოჩვენებითი სამოთხე დაინგრეოდა, რომელსაც ბოლო თვეები მთელი ძალით ვაშენებდი. ვიცოდი, რომ ძლიერი არ იყო, სულ პატარა ბზარიც და თავზე დამემხობოდა მაგრამ იმდენად ვიყავი დაღლილი რაღაცის ლოდინით რაც ან-იქნებოდა, ან-არა, ვერანაირად ვერ ვაიძულებდი საკუთარ თავს უჩინარი სივრცე გადამეკვეთა და საკუთარი თავისთვის ნება მიმეცა რამე, სულ პატარა, მაგრამ მაინც მეგრძნო.
უნივერსიტეტის შემდეგ სახლში ვრუნდებოდი, დაღლილი ვიყავიმ მაგრამ მომწონდა გვიანი შემოდგომის გამყინავი ქარი, სახეში რომ მომელამუნებოდა და ტანსაცმელს შემირხევდა. ალბათ, თავისუფლებასაც ვიგრძნობდი, ან-არა. რ მახსოვს, არადა ვიცი, ადრე ქარზე სულ თავისუფლება მახსენდებოდა, განსაკუთრებულთან დაკავშირებული. მგონი, ვერასდროს შევეგუები იმას, რომ გაქრა, არადა სულ ისეთი შეგრძნება მექნება, თითქოს არც უარსებია. დავიღალე, არ ვიცი მერამდენედ ვამბობ, მაგრამ დავიღალე.
დავიღალე ყველაფრით, იმისგანაც, რითაც ადრე არ დავიღლებოდი. ალბათ წუწუნი ადრე ყველაზე მეტად მიჭირდა, ახლა კი ამის გარდა არაფერს ვაკეთებ მაგრამ არავინ არაა, ვისაც მოვუყვები და ვინც გამიგებს. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ორი ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის გვერდით მყავდა, როცა მჭირდებოდა. როცა მოვინდებოდი ერთი ახალი წლის ღამეს გაიყინებოდა ჩემთან ერთად, მეორე კი მთელ ღამეს გაათევდა ჩემთან ერთად ქუჩაში სიარულით, რადგან იცოდა რომ ეს მჭირდებოდა. მათ ორივემ იცოდნენ რომ მჭირდებოდნენ, არასდროს გამომიხატავს ემოციები ზედმეტად, მაგრამ ვიცი, ორივემ იცოდა როგორ მიყვარდა და ორივე ხვდებოდა, როგორ მჭირდებოდა, მაგრამ ორივემ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ვიღაცას შეიძლება ისინი ყვარებოდა, ვიღაცას შეიძლება ისინი მონატრებოდა, თავი დაადეს და გადახტნენ ხიდიდან, რომელზეც ალბათ მთელი ცხოვრება იდგნენ.
მძულს საკუთარი ცხოვრება, მთლიანად, ან ნახევრად. რა მნიშვნელობა აქვს სიძულვილის ფართობებს, მგონი ცოტა რომ მოაკლო, მაინც სიძულვილი დარჩება და მართლაც, ცოტათი, ცოტათი მომწონდა ცხოვრება, მხოლოდ მაშინ, როცა დავინახავდი სკვერს და გამახსენდებოდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.
იცით ახლა სად ვარ? რა თქმა უნდა იცით, სკვერში ვარ. მაგრამ არ იცით ზუსტად სად ვარ, რადგან თავადაც ძლივს ვიაზრებ რომ მოაჯირზე ვდგავარ რომელიც ყოფს სამყაროს ამა და იმ ნაწილად, მე კი ზუსტად ზღვარში გაჩხერილს, ერთადერთი ნაბიჯი მაშორებს სამყაროების გადასაკვეთად და სიბნელეში მთლიანად ჩასანთქმელად.
ვგრძნობდი როგორ უბერავდა ქარი და ვხედავდი მზეს, რომელიც ჩადიოდა. ვცდილობდი სახე შემეშვირა და ზუსტად გამეხსენებინა მისი ფრაზა. "დამპირდი რომ უყურებ და გპირდები რომ ამოვა." ქარის კიდევ ერთი გამოქროლება, ჩემი პალტოს კიდევ ერთი შერხევა და წამით მთლიანად მოვიშორე გულიდან ყველაფერი, რაც მასზე იყო დაწოლილი და შევიგრძენი ყველაფერი, მთლიანად, არცერთი გრამი არ დამიტოვებია უგრძნობი და ტირილი კი არა, ყვირილი მინდოდა.
აქ ვიყავი, ამდენი ხნის შემდეგ ისევ აქ ვიყავი, ის კი არ იყო, ალბათ არასდროს ყოფილა. ყოველთვის იმდენად მინდოდა მეპოვა განსაკუთრებული, რომ ალბათ გამოვიგონე, რაღაც ზედმეტად რომ გინდა, აფანატებ, ხომ ასეა? შეიძლება აფრენ კიდეც. იქნებ გავაფრინე, რადგან მთელი არსებით ვგრძნობდი ადამიანს რომელზეც არაფერი არ ვიცოდი გარდა იმისა რომ საოცარი თვალები და არაამქვეყნიური სიცილი ჰქონდა. გარდა ამისა თვლისა რომ მტკვარი იყო არაჩვეულებვრივი, ცა კი ყველაზე ჩვეულებვრივი რამ იყო, რაც დედამიწას ოდესმე უნახავს. ჯანდაბა, ჯანდაბა, კიდევ, კიდევ ბევრი ჯანდაბა. მომენატრა. რამდენი ხანი გავიდა, რაც წავიდა, რაც გაქრა, რაც საბოლოო მესიჯი მომწერა და მხოლოდ ახლა მივხვდი რომ მომენატრა. არა, მონატრებაც არ ქვია, იმდენად ჩემეულად მიმაჩნდა, მეგონა ყოველთვის, როცა დამჭირდებოდა, გამოჩნდებოდა და მაშინ მჭირდებოდა და ყველა არსებული ძალით, სხეულის ყველა ცოცხალი უჯრედით ვწიოდი, გთხოვ, გამოჩნდი, იმიტომ რომ მჭირდები-თქო. გამაჩერე, იმიტომ რომ ნაბიჯს რომ გადავდგამ ან შენთან მოვალ, ან კიდევ სამუდამოდ დაგშორდები-თქო. მახსოვს ამბობდა, თვითმკვლელობა სისუსტეაო და არანაირად არ ვდებ ეჭვს იმაში, რომ იმ წამს ყველაზე უსუსური არსება ვიყავი დედამიწაზე, რადგან მჭირდებოდა ვიღაც, ვისაც დავეყრდნობოდი, ვიღაც, ვინც ხელს მომკიდებდა და მოაჯირიდან ჩამომათრევდა. ვიღაც, ვინც დაინახავდა, რომ ჩემი ჭორფლები ცეკვავდნენ და ჩემი ტუჩები იღიმოდნენ მაშინაც, როცა მოწყენილნი იბრიცებოდნენ.
დედამიწაზე ყოველდღიურად იმდენი საშინელება ხდებოდა, ერთი ცხრამეტი წლის გოგონას თვითმკვლელობას არავინ ჩათვლიდა ტრაგედიად. დედაჩემს კარგად ვიცოდი რომ "ვეკიდე", ამიტომ ვიცოდი, გული არ დაწყდებოდა ქალიშვილის უგუნურ გადაწყვეტილებაზე, მამაჩემი და გვანცა ისედაც ცოცხალ მკვდრებს გავდნენ, ალბათ მათ ოდნავ დავაკლდებოდი.
19 წელი ვიცოცხლე ამ იდიოტიზმით გატენილ სამყაროში და არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, ვიღაცას რომ დავამახსოვრდე, არაფერი ისეთი, ვიღაცამ რომ თქვას, რა კარგი ვიღაც იყოო. არაფერი ისეთი, ვიღაცას რომ მოვენატრო, ვიღაცამ რომ იტიროს, ვიღაცამ რომ თქვას, ნეტავ აქ იყოსო.
ჩემი ცხოვრება ბევრად საინტერესო იყო ჩემს თავში, ბევრად მიადვილდებოდა ადამიანების შეცდომების პოვნა, ვიდრე მათი გამოსწორების გზების ძიება. არანაირად არ ვიყავი კარგი, ან ცუდი ადამიანი. ერთი ზარმაცი უმაქნისი, ჩემი წასვლით არაფერი შეიცვლებოდა.
ის-ის იყო ნაბიჯი უნდა გადამედგა, რომ გონებაში ვიღაცის ხმა გავიგონე.
"-მეგონა განსაკუთრებული ვიყავი."
შევტორტმანდი, რამის გადავყირავდი, მთელი ძალით ჩავეჭიდე მოაჯირს და უნებურად წამომივიდა ცრემლები.
არსებობდა ადამიანი, რომელთანაც არ ვიყავი არც კეთილი, არც ბოროტი, არც ჭკვიანი, არც სულელი.
იყო ადამიანი, რომელთანაც მე ვიყავი, მხოლოდ საკუთარი თავი და არავინ სხვა.
სულ ვამბობდი, ყველაზე რეალური პიროვნებაა თქო, ალბათ მეც მისგან გამომყოვა რეალიზმის შეგრძნება, რომელიც ჩემთან ყოველ წამს იყო, მაშინაც კი, როცა მისგან შორს ვიყავი.
ამასაც გავუძლებ თქო, ამოვიბურტყუნე და მოაჯირიდან ჩამოვედი.
სახლში დაბრუნებულს, არაფერი მიქნია ბალიშის ჩახუტებიდა და ტირილის მცდელობისგან. მთელი ღამე ვცდილობდი, მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმომივარდა.
გათენებისას ჩამეძინა, ან უბრალოდ გავითიშე, ძალიან დავიღალე...
***
დღეები დღეებს მიყვებოდა. აი ისე, კალენდარზე დღეს ყოველდღე რომ ხაზავ და შემდეგ უცებ რომ შეხედავ, აღმოჩნდება დრო კი არ გავიდა, გაფრინდა.
ადამიანებიც დაფრინავენ ალბათ. აი, დედაჩემი, დეკემბერში, თოვლში და ქარში, დაქორწინდა ვიღაც მილიონერზე და თან ძალიან მთხოვა, სირცხვილია, ქორწილში წამოდიო. არა, როგორ არ წავიდოდი, მაგრამ მთელი დღე იქ ისე რომ ვმჯდარიყავი, არაფერი გამეკეთებინა შანსი არ იყო და ამიტომ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან ახალი "მამიკოსთვის" ირონიული კომპლიმენტი არ მეთქვა.
სემეტრი უნივერსიტეტში უმაღლესი ქულებით დავხურე, რამდენიმე თვეღა მაშორებდა იურისტის იმ დიდ და ასე მიუწვდომელ წოდებამდე, რომლისთვისაც კარგა ხანი იყო ვიბრძოდი.
ჰო და, რას ვამბობდი, დღეები-დღეებს მიყვებოდა-თქო, ერთ დღესაც შემთხვევით ჩავიხედე სარკეში და შევამჩნიე რომ კი არ ვიყავი მოკლეთმიანი, ქერა, დაბალი გოგო, ბევრი ჭორფლით. გავდი ოდნავ მაღალი, ოდნავ გრძელი თმით, ისევ ბევრი ჭორფლით მაგრამ სულ სხვა ადამიანი.
სასაცილოა როგორ იცვლებიან ადამიანები, ერთ წამს შეხედავ სხვაა, მეორე წამს კი სულ სხვა.
უკვე ისიც მეზარებოდა, ცხოვრებაზე მეწუწუნა, ყოველდღე ჩვევად მქონდა ჩემი და განსაკუთრებულის მოკლე, ძალიან ემოციური და ძალიან ძველი მესიჯების გადაკითხვა და ისე დაძინება. მეგონა ასე უკეთ დავიძინებდი, საბოლოოდ ისეთ ჩვეულებად ჩამომიყალიბდა, ტელეფონი რომ არ დამეჭირა ღამე დ მესიჯები არ წამეკითხა, ვერაფრით დავიძინებდი.
***
პირველი იანვარი ახალი გათენებული იყო, ახალ წელს მარტო შევხვდი, ბალიშიდან თავის წამოწევა არ მინდოდა, გვიანობამდე ვიყავი დაკავებული ჩემს თავთან საუბრით. ალბათ მთელი დღე არ ავდგებოდი, ტელეფონზე მესიჯი რომ არ მომსვლოდა და ვიბრაციას ძალიან არ შევეწუხებინე.
ეკრანი ჩავრთე და მესიჯი გავხსენი.
"თუ ისევ მზეს არ უყურებ, მელიქიშვილის N31, პირველი განყოფილება, 22 ოთახი. მომენატრე, თეონა."
გავშეშდი, უცებ ვიქეცი ქანდაკებად, ვერაფრით გავმოძრავდი, ტელეფონი ხელიდან გამივარდა, პირი დავაღე.
შეუძლებელი იყო. შანსი რომ ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელიც გაქრა შენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდება, ნულს კარგა ხნის ჩამომცდარია. სადღაც, მინუსებში დაბორიალობს და მაინც, ზუსტად, უაზროდ, ან უმიზეზოდ, როგორც გინდათ, მგონი, მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არაფერს აქვს, თვალები რომ დავხუჭე, ხელი გულზე მივიდე და გავიგონე უსწრაფესი დუგ-დუგი, მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ.
არასდროს არ შევცმდარვარ.
უსწრაფესად წამოვდექი, კარადას ვეცი და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი ტელეფონს დავავლე ხელი და ქუთუკი რომ შევიკარი, უკვე გაჩერებისკენ მივრბოდი...
იმდენად მინდოდა მისამართზე მისვლა, ტაქსი რომ გაჩერდა და საავადმყოფოს წინ აღმოვჩდი, ეს იმდენად არარეალურად მომეჩვენა, რამის მძღოლს მივუბრუნდი, ხომ არ შეგეშალათ-თქო. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არაფერი შეშლია.
და ისევ, არასდროს შემვცდარვარ როცა მეგონა, რომ მასაც ჰქონდა პრობლემები, მასაც სტიოდა. ვიცოდი, უმიზეზოდ არ ქრებოდა, ვიცოდი, რაღაც სჭირდა.
მიმღემაბდე ისე მივედი, ვერც კი გავიაზრე.
-22 პალატა სადაა? - ვიკითხე და მოთმენით მივაჩერდი ქერა ექთანს.
-მეორე სართულზეა, ლიფტიდან მარჯვნივ, თორნიკესთან მოხვედით?
-თორნიკე...?! - დავიბენი მაგრამ რომ მივხვდი, რაც იგულისხმა, სიცილი ამიტყდა.
თვალებში ცრემლებჩამდგარი შევედი ლიფტში და ისინი სახეზე გადმომეღვენთნენ მაშინ, როცა გონებაში ოცდა სამჯერ გავიმეორე სახელი "თორნიკე" და მივხვდი, რომ მას ამ სახელზე მეტად, არაფერი მოუხდებოდა.
პალატის წინ რომ გავჩერდი, მეგონა მუხლები მომეკვეთებოდა. ზედმეტად არარეალური იყო ის, რასაც ვხედავდი, ის რასაც ვგრძნობდი, ის რაც ხდებოდა.
ამდენი ხნის შემდეგ. ამდენი დღის შემდეგ, ამდენი სკვერის ყურებით უაზროდ გალეული საათის შემდეგ მე მისი პალატის წინ ვიდექი და ვიცოდი, როცა კარებს შევაღებდი, რეალობა მთელი ძალით დამეჯახებოდა და წამაქცევდა.
ურდულზე ხელი ფრთხილად დავდე და მას მაგრად მოვუჭირე, ქუთუთოები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, ჩავისუნთქე და...
უბრალო პალატა იყო, მუქი ცისფერი, თითქმის ლურჯი კედლებით. რამდენიმე მონიტორი იდგა, დივანი, სავარძლები, უი, ჰო, საწოლიც და საწოლზე...
იღიმოდა. პირველად ეს შევამჩნიე, ძალიან მაგრად ჰქონდა გაბადრული ტუჩები, თვალებში სინათლით სავსე მწვანე ედგა და მოუსვენრად ათამაშებდა თითებს პლედზე.
მეგონა ენა დამებმებოდა, მაგრამ გამიკვირდა, როცა გამართულად წამოვიძახე.
-თორნიკე!
-მედდამ ჩამიშვა, ხო? რით ვერ შეიგნეს, რომ ეგ სახელი არ მქვია. - მისი მელოდიური, ოდნავ ბოხი მაგრამ სასიამოვნოდ ჩახლეჩილი ხმა რომ გავიგონე, უნებურად გადამეკრა სახეზე ქრონიკული ღიმილი. ერთ ადგილზე დალურსმებულივით გავშეშდი.
-აბა რა გქვია? - ვიკითხე დაეჭვებით.
-ერთი მე ვიცი ეგ, მეორე შენ, მესამე-ცამ და მეოთხე-მტკვარმა და იცი რა? ყველაფერი ჩვეულებვრივია, თეონა, სანამ შენ არ აქცევ მათ არაჩვეულებვრივად. - ნაბიჯი თამამად გადავდგი.
-ჰო, რატომღაც ერთი არანორმალური განსაკუთრებული დაიბადა. - ხმაში სიცილი შემეპარა. მანაც ჩაიცინა.
-როდემდე უნდა ისაუბრო ამ იდიოტზე მესამე პირში. აღიარე, ვინაა განსაკუთურებული და ყველა დავისვენებთ.
-ჰო, რა ვიცი, რთული კითხვაა. ერთი ორჯერ ისევ გაქრი და იქნებ მივხვდე კიდეც. - მის გვერდით, სავარძელში ჩავესვენე.
-უზარმაზარი ტერატომა ნებას არ მაძლევდა ერთ ადგილზე დიდხანს გავჩერებულიყავი. - ხელი თავზე გადაისვა. - როგორც იქნა, მომშორდა. - გაეცინა.
-დამალობანის თამაშს მორჩი? - ვიკითხე სერიოზულად.
-კი. - მითხრა ღიმილით.
-დარწმუნებული ხარ?
-კი და რომც არ ვიყო, მაინც ვერ წახვალ აქედან.
-რატომ? - წარბები შევკარი.
-იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც შენთვის დაიბადა განსაკუთრებული და ორივემ ვიცით, რომ ეს ადამიანი მე ვარ. - თქვა სიცილით. თავიდაბ გავბრაზდი მაგრამ მის სიცილზე მეც ამიტყდა ხარხარი.
ხელი გამომიწოდა, ჩავჭიდე და აღაფერი მაინტერესებდა, არც სისულელე თბილისის თავზე, არც მარაზმი სამყაროში, არ ბოროტება დედამიწაზე და საერთოდ, საერთოდ არაფერი.
მთელი ცხოვრების მანძილზე მეგონა რომ ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდებოდა არაფერი ისეთი, რაც შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას ყველაფერზე. ყველა ადამიანზე, ყველა მოვლენაზე და სულ სხვანაირად დამანახვებდა ყველა ფერს. ჩემი ცხოვრება იმდენად მონოტონური, სხვებისგან არაფრით გამორჩეული მდორე მდინარესავით იყო, რომელიც არასდროს ადდიდებოდა და არც რომელიმე ქალაქს დატბორავდა. ჩემი ცხოვრება არავის არაფერს დაუშავებდა მაგრამ არც სიკეთეს უზამდა. მაშინ როცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს ცხოვრებაში აღარაფერი მოხდებოდა ისეთი, რაც მაიძულებდა შემეცვალა ყველაფერი, სრულიად ყველაფერი, შევხვდი მას...

დასასრული


მადლობა რომ წაიკითხეთ და იმედი მაქვს თქვენს შთაბეჭდილებებს კომენტარებით გამოხატავთ.



№1  offline წევრი mako-makako

მართლაც რომ განსაკუთრებული იყო და ძალიან მომეწონა.სასიამოვნო წასაკითხი იყო.წარმატებებს გისურვებ... <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ლოყაზე გამშრალი ცრემლის დისკომფორტით ვწერ ახლა ამას.
მატირე...
განსაკუთრებული იყო...
ზოგგან ისეთი რამეები შემხვდა ერთი ძალიან კარგი გოგოს ნაწერი გამახსენდა,მაგრამ არა..
ესეც რომ არ იყოს,თორნიკეო,იცი მე დღესაც მტკივა,თუმცა მე გავქრი და მიუხედავად იმისა,რომ გამოჩენა შემიძლია,ახლა აღარ შეიძლება.
შენ კი ძალიან განსხვავებული ხარ...
კიდევ მინდა ასეთი განსაკუთრებულობები

 


№3  offline ახალბედა მწერალი once upon

ლორელაი
ლოყაზე გამშრალი ცრემლის დისკომფორტით ვწერ ახლა ამას.
მატირე...
განსაკუთრებული იყო...
ზოგგან ისეთი რამეები შემხვდა ერთი ძალიან კარგი გოგოს ნაწერი გამახსენდა,მაგრამ არა..
ესეც რომ არ იყოს,თორნიკეო,იცი მე დღესაც მტკივა,თუმცა მე გავქრი და მიუხედავად იმისა,რომ გამოჩენა შემიძლია,ახლა აღარ შეიძლება.
შენ კი ძალიან განსხვავებული ხარ...
კიდევ მინდა ასეთი განსაკუთრებულობები

dzaaalian didi madloba *-*

 


№4 სტუმარი ...................

sxva da sxva

 


№5  offline წევრი Pepper

ზედმეტად ამიჩუყდა გული
თითქოს რეალობას შევეჯახე და მივხვდი
რომ ცხოვრება ზედმეტად ბანალურია
საოცარად გაუმართლა თეონას მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდა განსაკუთრებული და პირიქით თორნიკეს.
საოცარი იყო. ავივსე ემოციებით
ისტორიაც ისეთივე განსაკუთრებული იყო როგორც თორნიკე.
ძალიან მომეწონა.
კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით შენს დაწერილ "განსაკუთებულ" ახალ ისტორიას <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი once upon

Pepper
ზედმეტად ამიჩუყდა გული
თითქოს რეალობას შევეჯახე და მივხვდი
რომ ცხოვრება ზედმეტად ბანალურია
საოცარად გაუმართლა თეონას მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდა განსაკუთრებული და პირიქით თორნიკეს.
საოცარი იყო. ავივსე ემოციებით
ისტორიაც ისეთივე განსაკუთრებული იყო როგორც თორნიკე.
ძალიან მომეწონა.
კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით შენს დაწერილ "განსაკუთებულ" ახალ ისტორიას <3


love love love love

 


№7  offline წევრი Nate

მართლაც რომ განსაკუთრებული იყო love
მერედა თორნიკეც როგორ უხდებოდა!
ველი შენს შემდეგ ისტორიას
საოცრად წერ
გიხდება
love

 


№8  offline წევრი tikkit

აი ძალიაან მომეწონაა... წარმატებებიიი

 


№9  offline წევრი an ni

ძალიან მაგარი იყო...ყოჩაღ,მაგრად წერ :*

 


№10 სტუმარი LaNa

Gansxvavebuli iyo. Gansxvavebuli realoba. Martlac gansakutrebulia. Tornike gansakutrebulia.
Am istoriam: cremlic momgvara, ghimilic, bednierebac. Damafiqra im faqtze, tu rogoria dghevandeli chveni cxovreba. Tavidan dzalian banaluri da araordinaluri megoma, magram, ratomghac gavagrdzele kitxva da sasurveli shedegic mivighe. Madloba.

 


№11 სტუმარი Natia

Martlac rom gansakutrebuli iyo.yochag

 


№12  offline წევრი Devil Queen

გასაოცარი იყო ძაან მომეწონა მართლა რომ განსაკუთრებული love ძალიან გაუმართლა თეოს და ასევე თორნიკესაც ძაან მომეწონა და დამაფიქრა ცხოვრებაზე love მართლა ძალიან კარგი იყო და ველოდები შენ ახალ მოთხრობებს love

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Sityvebi ar myofnis martlac gansakurtebuli iyo dzalian magari :*

 


№14  offline წევრი lilearchvadze:)

არც ვიცი მერამდენედ ვკითხულობ შენს მოთხრობებს.... განსაკუთრებულად საუკეთესო ხარ!

 


№15  offline ახალბედა მწერალი once upon

megikeshelava))
არც ვიცი მერამდენედ ვკითხულობ შენს მოთხრობებს.... განსაკუთრებულად საუკეთესო ხარ!

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია რომ მოგწონს. :'( <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი once upon

კუზუნა
საოცრებაააა გავგიჟდი

მადლობა დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent