სექსუალური ადვოკატი (თავი 2)
-მეტჯერ აღარ გაიმეოროთ.ერთხელ საპატიებელია-მამაკაცს სიტყვებზე თავი დაუქნია და გვერდით გაჰყვა,ადგილები დაიკავეს,ნატამ მხოლოდ ყავა შეუკვეთა,რადგან მადა დაჰკარგვოდა და საქმეზე გადავიდა,თუმცა,როგორც ჩანდა,დავითი არ ჩქარობდა. -ანუ რუსეთში მოღვაწეობთ? -დიახ. -თქვენს იქაურ კომპანიას ეხება? -როგორც,ჩანს საქმეს გაცნობილხართ. -ასეა,იმედი,გამოგვივა. -სამი თვე გვაქვს-იმედიანად ჩაილაპარაკა დავითმა და გოგონას ღიმილით გახედა.ნატას ფიქრები კი ცოტა შორს მიდიოდა,ბეჭედი არ უკეთიო,გაიფიქრა,გაუხარდა,ანუ არაა ცოლიანიო,თუმცა მერე ისიც გაახსენდა,რომ მამაკაცთ აუმეტესობა ბეჭედს არ ატარებს.მაინც და მაინც გახსნილი არ იყო დავითი,თუმცა ყველაფერი გაარკვია ნატამ.როგორც ჩანდა,ეს საქმე მნიშვნელოვანი იყო.ამ უკანასკნელს უნდა გადაეწყვიტა დავითის კომპანიის ბედი. -ორშაბათამდე-ოდნავ გახსნა შუბლი დავითმა,ის ხომ მუდამ ფიქრებში იყო წასული.ეს არ უკვირდა ნატას.დაემშვიდობა თუ არა,მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ წავიდა,დიდი ხანს გაუგრძელდა საუბარი,თუმცა დაღლილობას ნაკლებად გრძნობდა.საკუთარ თავს უნდ აგამოტყდომოდა,რომ დავითისნაირი კლიენტი ჯერ არ ჰყოლია,ანუ სულ ტყუილად წარმოედგინა იგი მოხუცი და შეუხედავი. -ეს კაბა თუ ეს?-სალის თავისებური წვეულება მოეწყო,კაბების კარნავალი,როგორც ბავშვობაში ეძახდნენ ის და ნატა. -მგონი,ლურჯი-ღიმილით გახედა და მეორე გამოართვა,მოვიზომავო. -დღეს კარგ ხასიათზე ხარ?-გამომცდელად გახედა სალიმ. -ჰო,მთელი დღე კაფეში ვნებივრობდი.მთელი საათები და თან შოკურ მამაკაცს ვუსმენდი. -რამე ფილმი იყო?-ირონიით ჰკითხა. -არა,კლიეტია..სამსახურია,ვხუმრობ,გოგო. -ისე იქნებ დაგეკერა. -ანუ ხვალაა წვეულება? არ მპატიჟებს შენი რაინდი? -კი,აბა რას შვრება-გადაიკისკისა სალიმ. იშვიათას სვამდა,თითქმის არასდროს,თუმცა სმის შეჯიბრში მაინც მიიღო მონაწილეობა და კარგადაც გამოთვრა,ვინ სად იჯდა და როგორ იჯდა მაგასაც ვერ ხედავდა,ისე იყო გადაკარგული რაღაც ბურუსში. -მოქმედება თუ სიმართლე?-გაისმა ფრაზა და მისთვის ნაცნობმა ხმამ უპასუხა. -სიმართლე. -რაზე ოცნებობ? -მინდა,რომ ჩემი გიჟი ნატა მოიტაცონ-ახარხარდა სალი. -აუ,მოგკლავ-გაიწია დაქალისკენ,თმაზე უნდ ამოექაჩამაგრამ შემდეგ შეჩერდა,რადგნა თვალი მოჰკრა ნაცნობ სილუეტს და მისკენ წაიწია. -აქ რა უნდა?-შეხედა მოთამაშეებს გაკვირვებული გამომეტყველებით. -აქ ათასი ვინმე მოვიდა,მეგობრების მეგობრებიც მოჰყავთ,გოგა კეთილია-განუმარტა სალიმ. -არა,არ არსებობს. -მთვრალია-ანიშნა შეყვარებულს და თამაში განაგრძნო. ნატამ დატოვა მოთამაშეები და ნაცნობ სილუეტს გაჰყვა,მართლაც,უკვირდა დავითის აქ ნახვა,ნეტავ რას აკეთებსო.კუთხეში დადგა ისე,რომ ვერ დაენახვათ და მიმტანს სასმელი გამოართვა,სად ახსოვდა,რომ მომდევნო დღეს სამსახური ჰქონდა. -ჩემი კნუწა-ის მკაცრი მზერა,რომელიც დავითს ჰქონდა,ნაღვენთებად ქცეულიყო.ღიმილი და თბილი გამოხედვა დაინახა კლიენტის და უფრო დაინტერესდა.ჯერ იფიქრა,მისი ცოლიაო,თუმცა შემდეგ შეეცვალა აზრი,მიხვდა,რომ ის გოგონა მისი შეყვარებული უნდა ყოფილიყო. დიდ ხანს აღარ უფიქრია,ისე გამოეცალა იქაურობას და სალისკენ წავიდა,გვერდით მიუჯდა და შემდეგ მაგიდაზე დადო თავი,თვალები დახუჭა და ძალიან გაუხარდა,რომ ნებივრობაში ხელი არავის შეუშლია. დროის შეგრძნება სულ დაკარგვოდა,ამიტომ მთელი დრო ასე გაატარა მანამ,სანამ ნაცნობი ხმა არ გაიგო და ამჯერად შეხებაც. -კარგად ხართ,ნატა?-ღმერთო,ჩემი სახელიც დაუმახსოვრებია-ასე წამოდგა და თვალები მოიფსვნიტა,სიზმარში ხომ არ ვარო. -დასვენება გჭირდებათ,ხვალ რა დღეა,გახსოვთ,იმედია-ბატონ დავითს გაეღიმა და წონასწორობა დააბრუნებინა ნატას. -ბოდიშით,ასეთ მდგომარეობაში არ უნდა მხედავდეთ,ზედმეტი მომივიდა-მორიდებით საუბრობდა. -ზედმეტი? ძალიან,ძალიან ზედმეტი-ხარხარებდა დავითი,უნდა დაემახსოვრებინა ეს მომენტები,შემდეგი სამი თვის მანძილზე,ვინ იცის,ნახავდა,თუ არა ასეთ მხიარულ დავითს. სახლამდე თავისით ვერ მივიდა,სალიმ მიიყვანა და საწოლზე ძლივს დააწვინა,რადგან ნატა არ ემორჩილებოდა. -ადექი,ქალბატონო-დილას სალის ხმამ გააღვიძა. -სამსახური?-თავი ძლივს წამოსწია და ტანზე დაიხედა,კიდევ კარგი გამომიცვალა სალიმო.. -ჰო,სამსახური,მეც ადრე მივდივარ დღეს. -ტელეფონი მომაწოდე რა-თვითონ გადასწვდა ტელეფონს და ეკრანს მთვარეულივით დახედა,როგორც ჩანდა,დავითი ურეკავდა. -ჯანდაბა,ზარმაც არ გამაღვიძა-ფეხზე წამოხტა და გადაურეკა,არ უნდოდა,რამე ცუდად გაეკეთებინა. -დიახ,ბოდიშით,მეძინა. -არაუშავს,დღეს საღამომდე სამსახურში არ მიდიხართ. -მეხურებით?-ლამის იყო ხტუნვა დაეწყო. -მოვაგვრე უკვე. -ღმერთო,დიდი მადლობა-ემოციებს ვერ მალავდა ნატა. -არაფერი,მე უბრალოდ ჩემს გადამრჩენელზე ვფიქრობ..მითხრეს,რომ საუკეთესო ხართ და უნდა გაამრთლოთ ჩემი იმედები,თორემ დავიღუპები!-ამ სიტყვებიდან ყველაფერი ნათელი იყო,დავითის საქმე მართლაც გადამწყვეტი იყო ნატას კარიერისა და ასევე დავითის კარიერისთვის. -რაო? მოენატრე.. -კარგი რა.. -იმ დღეს შენი თავი მან გვაპოვნინა. -გოგო,გეყო,ხუმრობა..მისთვის ეს საქმე გადამწყვეტია და ჩემთვისაც,თუ ეს გამომივიდა,კარიერული დიდი წინსვლა მექნება. -ჩვენში დარჩეს და შოკი ტიპია -შეყვარებული ჰყავს და ჩუ! -რა იცი? -ვნახე-ნიშნის მოგებით უპასუხა და ისევ საწოლზე დაემხო,ახლა კი ჰქონდა ძილის ნება.სიზმარშიც კი დავითის საქმეზე მუშაობდა.რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო,სიზმარში წაამო ნანატრი საქმე და მთელი არსებით ტიროდა. -ვჩხაობდი? ასე მალე გამეღვიძა-ამოისუნთქა,რომ რეალობაში გამოერკვა,მართლაც,სიზმარი ყოფილაო.შვენა იგრძნო და სისველეც იგრძნო.როგორც ჩანდა,სულ გაოფლიანებულიყო,ღამის პერანგი გაიხადა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.შხაპმა გამოაფხიზლა და გააცნობიერებინა,რომ საათისთვის უნდა დაეხედა,იქნებ წასვლის დრო უკვე იყო. სამზარეულოში შეიჭყიტა.ნახა,რომ პიცის ნაჭერი დარჩენოდათ სალისა და გოგას.როგორც ჩანს,დრო უხელთიათო-გაიფიქრა და იმაზეც დაფიქრდა,თუ როგორ მოიქცეოდნენ ის და მისი შეყვარებული. არაფერი აულაგებია,ისევ ეტანა ყავას,იქნებ უფრო გამოვფხიზლდეო და საუკეთესო მატონიზირებადი საშუალების მოდუღებას დაელოდა. ორი საათი ჰქონდა,ამ დროის განმავლობაში შეეძლო რამე ფილმი ენახა.ყავითა და პიცის ერთი ნაჭრით ჩაუჯდა „დანიელ გოგონას“.უკვე მერამდენეჯერ უყურებდა,ვინ იცის,უბრალოდ მოსწონდა და უყურებდა. დროც მალე გავიდა,ბოლომდე ვერ დაასრულა ფილმი და ლეპტოპი ჩახურა.ცოტა არ იყოს აღელვებდა მოსალოდნელი შეხვედრა დავითთან,იმ წვეულებაზე ძალიან სულელურ მდგომარეობაში ნახეს და ამის რცხენოდა,ის ხომ ყოველთვის მიჯნავდა ცხოვრებას სამსახურისგან,რა საჭირო იყო კლიენტს მთვრალი ენახა. ყველაზე ენერგიული მუსიკით დაქოქა მანქანა და ნაცნობ გზას გახედა,ისეთი ბუნება იყო,თითქოს წვიმას აპირებსო.წვიმა არ უყვარდა ნატას,საერთოდ ვიცივეს ვერ იტანდა.მისი საყვარელი წელიწადის დრო ზაფხული იყო,ზაფხული ფარატინა კაბებითა და მოკლე იუბკებით. -მოკლედ,რაღაც-რაღაცებია რა..-ოფიციალურად საუბრობდა დავითი. -ჰო,მოვაგვარებთ..მოკლედ,უფრო დაწვრილებით გავერკვეთ..-უხაროდა,რომ იმ წვეულებაზე არ საუბრობდა დავითი. ისევ ოფიციალურად დაშორდნენ და ისევ თავის სახლს მიაშურა ნატამ.იმ დღეს რაღაცამ დაარტყა თავში,გოგას აუზში უნდა ვიცურავოო,ცის ქვეშ უფრო მოსწონდა ცურვა,ეს დიდი ხნის მონატრებული ჰქონდა და დაქალის შეყვარებულმაც არ დააიგნორა,კარგიო. -თუ გაცივდი,მე არ დამაბრალო-გაეცინა და სურვილიც აუსურვა. რამდენიმე საათი დანავარდობდა ნელთბილ წყალში და სულ არ ციოდა,იმისდა მიუხედავად,რომ მაღალი ტემპერატურა სულ არ იყო.სხვა დროს უნდა ჩავსულიყავიო,იფიქრა,როცა ამოსვლისას შესცივდა,თუმცა გოგას ბებიას გაკეთებულმა თბილმა წვნიანმა სიცივეც დაავიწყა. დავითთან რაღაცებს ავსებდა,როცა თავი შეუძლოს იგრძნო.მთელი დღის განმავლობაში გრძნობდა,რომ ხურდა,ეს კი პიკი იყო.შეჩერდა და წინ გაიხედა,რა მემართებაო.ამხელა გოგო ვერ ხვდებოდა,რომ სიცზე ჰქონდა ალბათ. -რამე გჭირთ?-დავითს არ გამოპარვია ნატას ცუდად ყოფნა. -არ ვიცი,მცხელა და თავი მტკივა. -სიცხე გექნებათ,თერმომეტრს ამოვიტან და გაისინჯეთ. -არ შეწუხდეთ,გამივლის-იუარა ნატამ. -ასეთ მდგომარეობაში ვერ იმუშავებთ. -ნეტავ,მისნაირად ფიქრობდეს ყველა,ჩემი უფროსიც-გაიფიქრა გოგინამ და თავი მაგიდაზე დადო.ალბათ ჩათვლემდა კიდეც,დავითი მალე რომ არ მოსულიყო. -ნატა,გამომართვით. -არ იყო საჭირო-მადლობის ნიშნად გაუღიმა და სამი წუთის დანიშვნა დაიწყო. -დედაჩემი სულ ხუთ წუთს აჩერებინებდა. -დედაჩემიც-მიხვდა გოგონა,რომ მამაკაცი მის ხასიათზე მოყვანას ცდილობდა. -აი,გავიდა სამი წუთიც..-აღმოჩნდა,რომ ნატას 39 და ხუთუ ჰქონდა.გაუკვირდა,მაღალი სიცხე ათი წელია,რაც არ მქონიაო,დავითმა კი შეიცხადა,წამალი უნდა დალიოთო. -არ შეწუხდეთ-ფეხზე წამოდგა ნატა. -არა,ვიყიდე უკვე-ხელის ნელი მოძრაობით დააბრუნა ქალი სკამზე,არ ადგეთო და წყლის მოსატანად წავიდა.ცოტა ხანში ორივენი სიცხის დაწევას ელოდნენ და ჩუმად აშტერდბოდნენ კედლებს,თუმცა ნატა უკვე სხვა სამყაროში იყო გადავარდნილი და სულ სხვა კედლებს უყურებდა. -მოდით,სახლში წაგიყვანთ.ცუდად ხართ,სხვა დროს განვაგრძოთ. -ჩემი უფროსი მოისყიდეთ?-ამის საკითხავად ძლივს ეყო ნატას ძალა. -წამოდექით. ___ ესეც მეორე თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.