შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 13 თავი (დასასრული)


27-03-2016, 21:54
ავტორი ლორელაი
ნანახია 12 807

ნელ-ნელა შევეჩვიე ამ ყველაფერს, ირაკლის მზრუნველობასაც და ახალ გარემოსაც. მას უნივერსიტეტში ყველა იცნობდა, მის გამო მეც ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ვხედავდი როგორ ეამაყებოდა ჩემ გვერდით ყოფნა და ეს მაბედნიერებდა. ცხოვრება სასიამოვნო სიზმრად მექცა, ბედნიერი ვიძინებდი და ვიღვიძებდი. დღის განმავლობაში ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, მე უნივერსიტეტში დავდიოდი, ირაკლი კლინიკაში პრაქტიკებზე, მისი წინსვლა სიხარულით მავსებდა, საღამოს აუცილებლად მაკითხავდა და მთელი დღის ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს. ძალიან შეიცვალა, გახსნილი და მომღიმარი გახდა, მახსოვს როგორი ბედნიერი იყო, როდესაც პირველ ოპერაციას დაესწრო ასისტენტის რანგში. აღფრთოვანებული მიყვებოდა და ბედნიერი ვიყავი, რომ მე ვიყავი მისი წინსვლის სტიმული.

- შენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა, დადუ. - მეტყოდა ხოლმე დროდადრო და თმაზე მეფერებოდა. - შენ მე ცხოვრებასთან ბრძოლა მასწავლე.

როგორც ყოველთვის, მის აივანზე ვისხედით, მუსიკას ვუსმენდით და სივრცეს გავყურებდით. შემოდგომა ძალაში შედიოდა, ქარიანი დღე იყო, თავი სკამის საზურგეზე მედო და მიფარებულ პლედში ვითბობდი ხელებს. წითელ-ყვითელი ფოთლებით ავსებდა ქარი ჩვენს აივანს, ჰო ჩვენს აივანს, ირაკლი ასე ეძახდა. თვალები დამეხუჭა და ვცდილობდი მუსიკა ჩემში შემომეშვა. ირაკლის სიცილმა გამომაფხიზლა.
- რა გაცინებს? - მეც გამეცინა მის სიცილზე. ირაკლი ჩემკენ გადმოიხრა და თმებიდან ფოთლები მომაცილა.
- შემოდგომის დედოფალს გავხარ.
- მე შენი დედოფლობა მინდა.
- მერედა არ ხარ? - გამიღიმა და ჩემი ხელები გამოაძვრინა პლედიდან. თვალებში მიყურებდა და იღიმოდა.
- არ მიმატოვო რა. - მეც არ ვიცი რატომ ვთქვი, ირაკლის ღიმილი შეეყინა სახეზე.
- არასოდეს მიგატოვებ, თუ შენ არ მოგინდა წასვლა.
- მე არასდროს მომინდება. - გავუღიმე და ხელი თმაზე გადავუსვი. - როგორ მიყვარს შენი თმები, იცი?
- ჩემი თმაა? მხოლოდ თმაა? - წარბებს ქვეშიდან ამომხედა, გული გამიჩერდა.
- არა, აი ეგ გამოხედვა, ეგ თვალები, ღიმილი, შეკრული წარბები…
- ასე? - წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა, გამეცინა.
- წამო რა, სადმე გავიდეთ. - ფეხზე წამოვდექი და ირაკლიც ავაყენე.
- სად?
- რა ვიცი სადმე, ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ… წავიდეთ… არსაით…
- არსაით?.. წავიდეთ. - ყურის ბიბილოზე მაკოცა და თავის თითებში ახლართა ჩემი თითები.

მანქანასთან მისულს მკლავში წამავლო ხელი, უეცრად მაკოცა, მერე კარი გამიღო და დაჯდომის შემდეგ ღვედიც შემიკრა. გაოგნებისგან ხმა ვერ ამოვიღე, გულში ბედნიერების ზღვა ბობოქრობდა, ტალღები მკერდს ეხეთქებოდნენ.
- ესე იგი, არსაით მივდივართ?
- ჰო, არსაით.
- სიჩქარის ხომ არ გეშინია? - გადმომხედა და გამიღიმა.
- არა. - გავუღიმე. ქალაქიდან გავედით თუ არა, ჩემი ხელი, ხელში მოიქცია.
- მზად ხარ? - მე მხოლოდ თავი დავუქნიე და თვალები დავხუჭე. მოულოდნელად ხელი დამავლო და ისე გადამიყვანა თავისთან გააზრება ვერ მოვასწარი, თვალი რომ გავახილე, ორივე ხელი საჭეზე მედო.
- რას აკეთებ? - ირაკლი ნელ-ნელა გამეცალა და გვერდითა სავარძელზე გადაჯდა. - გაგიჟდი? არ ვიცი ტარება.
- ნუ ღელავ. - ერთი ხელი საჭეზე ედო და იცინოდა.
- დავიმტვრევით, ირაკლი. - ვიკივლე შეშინებულმა, რადგან ირაკლიმ საჭე მარტოს შემატოვა.
- მოეშვი, ნუ გეშინია, პედალს ოდნავ მიაჭირე ფეხი, მიდი, ახლა ავიღებ და შენ დააჭირე. - ინსტიქტურად გავაკეთე რაც ირაკლიმ მითხრა. დაძაბული ვიჯექი, მთელი ძალით ვიყავი საჭეზე ჩაბღაუჭებული და ირაკლის მითითებებს ვასრულებდი.
- ირაკლი, გთხოვ მეშინია…
- დადუნა, მენდე რაა, უბრალოდ გზას უყურე და ის გააკეთე რაც გითხარი.
- დავიმტვრევით. - შეშინებულმა გადავხედე ირაკლის, რომელიც არხეინად იჯდა და მიყურებდა.
- არ დავიმტვრევით, მე გენდობი, ნახე ჩემს სიცოცხლეს განდობ, ხოდა შენც მენდე.
ნელ-ნელა მოვეშვი… გავსწორდი… ირაკლიმ მუსიკას ხმა აუწია, ფანჯრის მინა ჩამოსწია და ჩემკენ შემობრუნდა.
- ქარს, შენი თმის სურნელი მოაქვს. - ხმამაღლა მითხრა, რომ მუსიკის ხმა გადაეფარა, გამეღიმა.
- ახლა ოდნავ აუშვი პედალს ფეხი. - ფეხი ოდნავ ავუშვი და სიჩქარეც შეანელა მანქანამ. კმაყოფილებისგან უაზროდ მეღიმებოდა. მთელი საღამო დამყავდა მანქანა, ირაკლის მითითებებს ვასრულებდი და მიხაროდა, რომ ამ სიგიჟეში ორივე ბედნიერად ვგრძნობდით თავს. ირაკლი ჩემკენ იყო შემობრუნებული, ლექსებს მიკითხავდა და მიღიმოდა, მე კი თვალები ცრემლით მევსებოდა… დიდხანს ვიარეთ არსაით… დიდხანს იღიმოდა ირაკლი…
- დავიღალე. - შეწუხებული ხმით ვუთხარი, როცა კარგად ჩამოღამდა. ირაკლი უსიტყვოდ გადმოჯდა მძღოლის ადგილას, მე კი გვერდითა სავარძელზე მოვთავსდი, თავი მინას მივადე, თვალები დავხუჭე და მედალიონს მოვკიდე ხელი.
- მიყვარხარ. - თითქმის უხმოდ ამოვიჩურჩულე. ირაკლის ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გადმომხედა, მაგრამ მაინც ვიგრძენი რომ გაეღიმა. მერე მანქანა გააჩერა, თვალი გავახილე, ირგვლივ ბნელოდა.
- გადმოდი. - ირაკლი მანქანიდან გადავიდა და მეც თან გავყევი. მანქანას იყო მიყრდნობილი, ხელები გულზე დაეკრიბა და ცას უყურებდა, მის მზერას გავაყოლე თვალი. მოწმენდილ ცაზე აქა-იქ მკრთალად ანათებდა ვარსკვლავები. სამაგიეროდ მთვარე იყო მთლიანად სავსე.
- ხედავ მთვარეს?
- ვხედავ…
- ლურჯია. - გამეღიმა - ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ…
- ეს სიტყვები ადრეც გითქვამს. - მის მხარს მივეკარი და გავყუჩდი.
- ეს მეცამეტე მთვარეა. - ცალყბად გაეცინა და თვალები დახუჭა. - ჩვენი მთვარე…
- ჩვენი მთვარე… - გავიმეორე მეც.
- ჩვენი, ცაშიც და შენს მკერდზეც. - ჩემი მედალიონისკენ გადმოიხარა და ორი თითით შეეხო, მისი თითების შეხებამ კანი დამიხორკლა, ისევ ისე ავენთე როგორც პირველად. მედალიონიდან თითები ყელისკენ ააცოცა და ყელის ქვეშ ჩაღრმავებაზე გაჩერდა. თვალებში მიყურებდა . - შენს თვალებში მე ვჩანვარ, ჩემთან?
- შენთან კი მე. - ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- ახლა გაკოცებ…
- რატომ აფუჭებ სიტყვით მომენტებს? მაკოცე. - ორივეს გაგვეცინა.
მაკოცა…
ჩამეხუტა…
და ჩვენ ვიდექით ლურჯი მთვარის ქვეშ…
მე და ის…
მე ჩემი თავი ვიპოვნე…
მან თავისი დაკარგული ნაწილი…


უნივერსიტეტში ვიყავი, ლექციაზე და ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა. ირაკლის ნახვა მეჩქრებოდა, მენატრებოდა, მინდოდა, მისი სუნთქვის შეგრძნება მსურდა. კლინიკაში მივაკითხე, არ დამხვდა. გამიკვირდა. ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. შეუცნობლად შიშის გრძნობა დამეუფლა. ასე არასდროს მოქცეულა. მთელი დღით არ გადაკარგულა. აკანკალებული ფეხებით მივედი მის სახლამდე, ლიფტს არ დავლოდებივარ, ნერვიულობისგან დამძიმებული სხეული ძლივს ავიტანე მეექვსე სართულზე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მერე ამოვისუნთქე და კარი შევაღე. ფარდები ჩამოშვებული იყო, ბნელოდა. ხელის ცეცებით გავიარე კოლიდორი და მისაღებში გავედი. ფარდის ღრიჭოდან შემოსულ სინათლეზე კარგად გავარჩიე ადამიანის სილუეტი. დივანზე იჯდა, ჩემგან ზურგშექცევით, რაღაცნაირად დაძაბულად. გულმა ფეთქვა ყელში გამიწყო, ფრთხილად შემოვუარე დივანს…
სისხლმა მოულოდნელად პირიქით დაიწყო მოძრაობა, თითებიდან, თმის ღერებიდან, ნერვების გავლით, აუყვა მაჯებს, მერე მკლავებს, მხრებს, ბეჭებს, გულისკენ…გული უკან ითხოვდა გაცემულს, იტუმბავდა, ისრუტავდა…
გულ-მუცელი ამემღვრა. შიგნეულობა ამეწვა, მეგონა ვიღაც სათითაოდ მაგლეჯდა ხორცებს…
მოვკვდი…
დავიშალე…
სამყარო თავზე ჩამომექცა, ყველაფერი გაუფერულდა, გაიცრიცა, გაფერმკრთალდა. ჩემი ოცნებები, ფიქრები, ერთიანად დაიწვა, განადგურდა… თითქოს ყელში ხელი წამიჭირეს, სპაზმებმა დამახრჩო…
ირაკლი, ჩემი ირაკლი, დივანზე იჯდა, მაისურის სახელო ბოლომდე აეწია, მკლავზე სალტე მოეჭირა, რომლის ერთი ბოლო კბილებით ეჭირა და თავისი ხელით, ჩემთვის ასე საყვარელი თითებით ვენაში იკეთებდა წამალს… გულის რევის შეგრძნებამ კანკალიც კი გადაფარა. ვხედავდი როგორ შედიოდა მის ორგანიზმში წამალი, ვხედავდი როგორი სიამოვნებით მიელულა თვალები ირაკლის და ვგრძნობდი, როგორ მძულდა საკუთარი თავი, რომ ასეთი ბრმა ვიყავი, მძულდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რომელიც მას მივუძღვენი, მძულდა და გულს მირევდა ჩემი სხეული, რომელმაც პირველად მისი ხელების სიმხურვალე იგრძნო…
მძულდა ის ადგილები სადაც ირაკლის თითები მეხებოდა…
ვიდექი და ვუყურებდი, როგორ დაეშვა მისი აკანკალებული ხელი დივანზე, როგორ გაუვარდა შპრიცი ხელიდან, როგორ მოეშვა მკლავზე მოჭერილი სალტე და გაუჩინარდა მანამდე ლურჯად ამომჯდარი ვენა. მისი სხეულიდან მზერა ჩემს ხელებზე გადავიტანე, მინდოდა მეც იგივე გამეკეთებინა რაც მან, მინდოდა ის ტკივილი რასაც მე ვგრძნობდი, მასაც ეგრძნო. შურისძიების წყურვილით დავბრმავდი, მძაგდა ასეთი ჩემი თავი, მაგრამ ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი. იმის მაგივრად რომ მეყვირა, მეჩხუბა, ისტერიკა მომეწყო და ტკივილი ცრემლებისთვის გამეტანებინა, გახევებული ვიდექი, ძირს დავარდნილ შპრიცს ვუყურებდი და ათასი აზრი მიელავდა თავში.
იმ დროს ყველაფერი მძულდა, მთელი სამყარო..
მთელი ქალაქი…
საკუთარი თავიც…
მაგრამ ირაკლი არა, ვერა…
ყველაზე მეტად მინდოდა მძულებოდა, მაგრამ არ გამომდიოდა, თითქოს ამ ამბავში ყველაზე ნაკლები დამნაშავე ის იყო…
ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ, მუხლებზე დავდექი, ირაკლი მოშვებული იწვა, სანახევროდ ძირს გადმოკიდებული სხეულით, თვალები დაეხუჭა და სახეზე უმართავი, ღიმილი დასთამაშებდა. მწარედ გამეღიმა, უფრო ზუსტად სახე დამემანჭა. ალბათ რა საოცარ და ამაღელვებელ რამეს ხედავდა, წარმოვიდგინე როგორი გრძნობა ექნებოდა მას ყალბი მირაჟიდან და მთელი ხმით მომინდა მეკივლა, მე კი მის წინ მუხლებზე ვიდექი, მისი უსიცოცხლოდ ჩამოკიდებული ხელისკენ ხელებგაშვერილი, პირს უაზროდ ვაღებდი, დაგროვილი ტკივილისგან გათავისუფლებას ვცდილობდი, მაგრამ ხრიალის მეტი არაფერი ამომდიოდა. ორივე ხელი სიმწრით მომემუშტა და მინდოდა მაჯებზე ამობურცული ვენები ფრჩხილებით სიმებივით დამეწყვიტა.
ემოციებისგან დაცარიელებული სხეული სიცივისგან მეყინებოდა, კივილის სურვილისგან ყელი გამებერა, სიმწრისგან ორივე ხელი ყელზე წავიჭირე, როგორ მინდოდა სიკვდილი… როგორ მინდოდა მეტკინა მისთვის…
უგრძნობი, გაყინული თითები შპრიცისკენ გავაცოცე, ხელში ავიღე და მაღლა ავწიე, მხოლოდ ორი გრამი აკლდა… ცრემლებმა თვალები დამიბინდა, მაგრამ ვერ შევძელი მეტირა, როგორ მსურდა მაშინ ცრემლებში ჩავმხრჩალიყავი, როგორ მინდოდა მათი სიმლაშე შემეგრძნო მაგრამ არა... ვერა… მერე უბრალოდ მოვმუშტე მარცხენა ხელი და ყველაზე ლურჯ, ყველაზე ამობურცულ ვენას შევახე ნემსი. თვალები დავხუჭე, არ შემეძლო ამის ყურება, საერთოდ მეკიდა იმ წამს მედიცინა და ის ფაქტი, რომ ამით დაავადების აკიდება შემეძლო, მეტი რა დაავადება შეიძლებოდა დამმართოდა. ჩხვლეტისგან მიღებულმა ტკივილმა, გონებაზე მომიყვანა…
შეშინებულმა დავიკივლე, შპრიცი მოვისროლე, ვენაზე ხელმიჭერილი იატაკზე მოვიკუნტე...
ირაკლიმ თვალები გაახილა, უაზროდ აატრიალა და გამიღიმა, რამდენიმე წამს ასე საწყლად მიღიმოდა, მერე წამოჯდომა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, იატაკზე ჩამოსრიალდა, ჩემს ფეხებთან გულაღმა გაწვა და თავი გვერდზე გააბრუნა… არ დამენახვა როგორ ტიროდა... ტიროდა, ვიგრძენი, მე ხომ ვიცოდი, რომ ტიროდა.
როგორ მტკიოდა… როგორ მინდოდა…
მაინც ვერ ვიტირე…
ვიწექი გამოფხეკილი, ყოველგვარი შეგრძნებისგან, ფიქრისგან დაცლილი… ერთი ხელი მეც მასავით მუცელზე მედო და ვგრძნობდი სხეულში ადუღებული სისხლის მიმოქცევას…
მერე? მერე უბრალოდ წამოვდექი, ძლივს-ძლიობით წამოვკრიბე ჩემი გაფანტული გრძნობები მისი იატაკიდან, ერთხელ კიდევ შევავლე თვალი ჩემს უკვე დაკარგულ სიყვარულს, მერე მწარე გაღიმებით დავემშვიდობე სახლს, რომელთანაც სასიამოვნო და ტკივილიანი მოგონებები მაკავშირებდა და გამოვედი.
- მაპატიე… - კართან მდგარს მომწვდა მისი ჩურჩულით ნათქვამი და შემეშინდა, რომ მართლაც ვაპატიებდი, შემეშინდა, რომ კვლავ დავბრუნდებოდი და გიჟივით გამოვვარდი გარეთ.
კიდევ დიდხანს მივრბოდი… არსაით…

ვიწექი საწოლზე გულაღმა და ჭერს მივშტერებოდი, გვერდით ტელეფონი მედო… რა უთავმოყვარეო ვიყავი, მაინც მინდოდა, რომ დაერეკა, თუმცა ვიცოდი რომ არ დარეკავდა…
არც მე ვუპასუხებდი…
არც დაურეკავს…

სამი დღე ოთახიდან არ გავსულვარ, საოცარია, მაგრამ დედაჩემს არ დაუძალებია არაფერი, ჩუმად შემოდიოდა ლანგრით საჭმელს მიტოვებდა საწოლთან და მანამდე შემოტანილი, პირდაუკარებელი უკან მიჰქონდა… მადლობელი ვიყავი მისი, რომ არ მაწუხებდა ზედმეტი კითხვებით, მაგრამ რა ვიცოდი რატომ…

იმ დღეს თავს ძალა დავატანე, მასზე ფიქრები, მისი სახე გულის კუთხეში მივყუჟე და დასუსტებული სხეული ძლივს გავიტანე მისაღებში. დედაჩემი სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა, მე დივანზე ჩამოვჯექი, ფეხები მოვიკეცე და თავი მუხლებს ჩამოვადე. ჩართულ ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი და აზრი ვერ გამომქონდა. მერე თითქოს რაღაც აფეთქდა, ყურები ამიგუგუნა, ოთახი ამოტრიალდა, ირგვლივ ყველაფერი გაშავდა…
საინფორმაციოს წამყვანი იუწყებოდა, რომ “ახალგაზრდა პოეტს, ირაკლი ჯაფარიძეს, რომელმაც ოთხი დღის წინ გალაკტიონის ხიდზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს, ორ საათზე კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ”…
ტკივილმა გულზე მომიჭირა, თვალები გამიშტერდა, თავში ყველაფერი ამერია... შემეშინდა… თავს უაზროდ ვიქნევდი, ვკანკალებდი, ხელებს პირში ვიტენიდი, კბილებს ვუჭერდი, მინდოდა ტკივილს გამოვეფხიზლებინე, მეგონა სიზმარში ვიყავი…
არა, ეს არ შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო, ირაკლი ამას არ იზავდა, არა, გამორიცხულია…
მაგრამ ეს სიმართლე იყო, ამას მატყობინებდა იმ წამს გახსნილი ფეისბუქის გვერდი… ყველგან მისი ფოტო, ვიდეო და ლექსი იდო… გაოგნებისგან არეული, უაზროდ ვხსნიდი და ვნახულობდი დადებულ ინფორმაციას… სუნთქვა მეკვროდა, ერთიანად ვცახცახებდი, მაგრამ ჯიუტად არ მჯეროდა, არა, არ მჯეროდა…
ვიღაცა ბოროტად ხუმრობდა, ყველა იტყუებოდა… ჩემი ირაკლი არ შეიძლებოდა მომკვდარიყო… ის თავს არ მოიკლავდა…
ვტიროდი? არა, არ ვტიროდი… ვიცინოდი, თანაც უბრალოდ კი არა, მთელი ხმით ვხარხარებდი…
ირაკლი ასე ვერ მომექცეოდა, ის არ დამტოვებდა, ამას არ იზამდა, აკი ამბობდა არასოდეს მიგატოვებო, შენ თუ არ წახვალო, მე კი წავედი და აი, მანაც მიმატოვა, აი ასე უბრალოდ…
ირონიული არა? წასვლაც მისებური გამოუვიდა…
სხვანაირად ვერც წავიდოდა…
ხარხარისგან ძალაგამოცლილი, იატაკზე მოვიკუნტე…
მაინც ვერ ვიტირე…
ირაკლის არ უყვარდა ჩემი ტირილი, ცრემლი ჯებირს ვერაფრით გადმოსცდა…
მე ის მივატოვე, მეგონა ამით მასზე შურს ვიძიებდი, მეგონა ვატკენდი, არ მინდოდა ბოლომდე დამეკარგა თავმოყვარეობა, სიამაყემ მძლია, ვერ გავუძელი… ხომ მეუბნებოდა, ერთხელაც დაიღლები და თავად წახვალო, ხოდა მართლაც დავიღალე და წამოვედი… დავტოვე, მაგრამ გავიმარჯვე კი? რაში მარგია სიამაყე და სიყვარულზე გაცვლილი თავმოყვარეობა?
დავსაჯეე? არა! თავი დავისაჯე!
მის საფლავზე არ მივსულვარ… არ მინდა… ირაკლის არ მოეწონებოდა იქ, რომ მენახა… - ხელის ზურგით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა, მერე თვალები დახუჭა და გაახილა. - “ჩემი არაფერი დაგრჩა
ჩემი უჩემობის გარდა”-ო… ნეტავ იცოდეს… ნეტავ… - ჩუმად ჩაილაპარაკა ათრთოლებული ხმით და ბედნიერმა გადმოგვხედა…


პ.ს. დამთავრდა... ისე როგორც ვგეგმავდი, ისე როგორც დავინახე... ვიცი, სხვანაირად გინდოდათ დამემთავრებინა, მაგრამ მე ასე ვხედავ... მადლობა ყველას, რომ კითხულობდით, მადლობა, რომ მოგწონთ. ვიცი, გული დაგწყდათ, მაგრამ პირობას ვდებ ეს იქნება ბოლო ნაწარმოები, რომელიც ასე დამთავრდა.
პ.პ.ს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მარიამ ნატროშვილს ლამაზი ლექსებისთვის, დახმარებისთვის, რჩევებისთვის.
მე ცოტა ხნით გემშვიდობებით, მალე ახალი და საინტერესო ისტორიით დაგიბრუნდებით.



№1  offline წევრი teddy))

Vifiqre bednieri dasasruli ikneba tko bolo tavs rom vkitxulobdi, magram ase ar agmochnda
tavidanac vgrdznobdi ase da ara marto me <3 guli damwkda masze magram shen damtavre yvelaze realurad! Amagelvebeli iko yoveli tavi <3 sxvanairi iyo, esec unda damtavrebuliyoo! Dzalian, dzalian kargi iyo! Lurji mtvare gaxda chemi ert-erti favoriti motxroba :* gansxvavebuli iyo dzalian! Fzalian kargad daamtavre! Yvelaferi kargad gadmoeci! Dzalian kargi iyo ravtkva ar vici dzalian, dzalian kargi iyo! Vgijdebi ukve am istoriaze! Warmatebebi! <3

 


№2  offline წევრი mako-makako

ბრავო თათა ეს იყო რაღაც საოცრება.გრძნობების და ემოციების ფეიერვერკი.ყველაფრის ერთად აფეთქება.არ ვიცი რა გითხრა უემოციოდ და უცრემლოდ ვერცერთ თავს ვერ ვკითხულობდი.რაღაც ძალიან სულიერი და ჩემებური მეჩვენა ეს ისტორია.მუდამ ემოციებით დატვირთული ვკითხულობდი.თავიდანვე ვიცოდი რომ ამდაგვარი დასასრული ექნებოდა და ძალიან მომეწონა,რადგან სხვანაირი დასასრული უბრალოდ წარმოუდგენელი იყ.წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3  offline წევრი მოიისფრო

"ჩემი არაფერი დაგრჩა,
ჩემი უჩემობის გარდა..."
აღმაფრთოვანა ამ სიტყვებმა, გრძნობებმა, ემოციებმა...
ასეც უნდა დაგემთავრებინა და კარგი გოგო ხარ შენ!
რატომღაც ასეთი ადამიანების (ასე ღრმად რომ არიან ამ წუმპეში ჩათრეულნი), არ მჯერა რომ შეუძლიათ იქიდან ამოვიდნენ და ეს ტალახი ჩამოირეცხონ. ალბათ უბედურება სწორედ იმაშია რომ ასეთ პატარა შეყვარებულ გოგონებს, ეს გრძნობა ამონებთ, ამბრმავებთ და ამის აღიარება, ლოგიკურია რომ არ სურთ.
ვიცოდი რომ ბოლო ასეთი იქნებოდა მაგრამ ცოტათი "მეშინოდა", რომ მშრალად დაამთავრებდი, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი ეს "შიშები" არ გამართლდა და ამისთვის მადლობა შენ!

 


№4 სტუმარი Teo..

Vaxiareb martla sxvanair dasasruls velodi.magram am cxovreba realoba esaa. Xandaxan siyvarulic udzluria.madloba hemo kargo.

 


№5  offline წევრი Smiling girl

საოცრებაა <3

 


№6  offline წევრი qetiqetiA3

ემოცია მოიტანე
სიამოვნებაც დიდი მივიღე შენი ნაწერის წაკითხვით
კიდევ ერთხელ:ემოცია იყო აღუწერელი .. მეც მეტკინა როგორც დადუს და ირაკლის
არაჩვეულებრივი მოთხრობა და ძალიან კარგი და მაგარი ავტორი დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს ახალ ისტორიას
ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციისთვის...

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

აი, ხომ ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ იცი უკვე, როგორც ვკითხულობდი. გეგმავდი, რაღაცეებში წაგეხმარე ჰო, მაგრამ იმაზე მაგარი გამოვიდა, ვიდრე ჩაფიქრებული იყო.

მინდა ლურჯი მთვარე, ძალიან მინდა.
მადლობა სიუჟეტისთვის. მშვიდად იყავი, ჩემი აზრით საერთოდ არ გამოვიდა ბანალური, საერთოდ! პირიქით. ეს იდეა შენს ხელში ცუდად არც გადმოვიდოდა ფურცელზე ( ვორდში :დდ )
მეამაყება, რომ პატარა წვლილი მაქვს ამ სასწაულში შეტანილი. მადლობა ნდობისთვის <3

პ.ს. არაფრის,, მუდამ შენს სამსახურში მიგულე <3

 


№8  offline წევრი მოლურჯო

მე არ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა
ბევრი ვერსია მქონდა..
ჩემი ლურჯი მთვარე
მტკივნეული და უიმედო
ეს იყო და ეს
ჩანდა წინა თავებში სიყვარული
ჩანდა ვნება მაგრამ ეს თავი სულ სხვა რამ იყო

მე მინდოდა ასე
მოულოდნელი დასასრული
მტკივნეული მაგრამ საინტერესო
--------------------
მარიამი

 


№9  offline მოდერი Eleniko13

სხვანაირად ვერც დასრულდებოდა, თათ.
სხვანაირად არ შეიძლებოდა.
ეს იყო ისტორია, ბოლომდე რომ ვგრძნობდი ყველა სიტყვას, ყველა ემოციას, ყველაფერს, რასაც წერდი...
ისტორია, რომლის წაკითხვასაც მეორედ და მესამედ და მე-ბევრჯერ ვაპირებ და შენ ხარ სასწაული,
ეს რომ დაწერე.
მიყვარხარ თათ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10  offline წევრი milangirl

ვაიმე ეს რა იყო ემოციების ქვეშ ვარ ახლაც. დიდი ხანია ასეთი მძიმე და ამაღელვებელი ისტორია არ წამიკითხია. საერთოდ ვერ ვიტან ტრაგიკულ დასასრულს, მაგრამ შენ ისე გადმოეცი თითოეული გრძნობა რომ შეუძლებელიც კი იყო არ მომწონებოდა. ვფიქრობ ამ ისტორიამ ასეთი დასასრული უფრო მოიხდინა. საოცრება ხარ

 


№11  offline მოდერი Kira

აი ვერ გადმოვცემ იმ გრძნობებს რომლებიც ახლა მაწუხებს.. ადრეც ხომ მაქვს შები ისტორია წანაკითხი მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. არაჩვეულებრივი.. აი როგორი იცი უბრალოდ კიარ ვკითხულობდი, მეგონა რო მეც ვმონაწულეობდი, თითოეულ გრძნობას განვიცდიდი აი ყველაფერს რასაც გმირები. მეგონა რო შიგნით ვიყავი . ღამის 3 ის ნახევარია მე კიდე შენ ისტორიას ვკითხულობ და ბოლო ხმაზე ვბღავი.. სამწუხაროდ გამექცა თვალი კომენტარებისაკენ და ტქოს მოვემზადე ცუდი დასასრულისთვის მაგრამ მაინც ვერ... საოცრება ხარ.. წარმატებები ❤️❤️❤️
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№12  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა ქენი გუდუნა ეს?!მესროლე უგულოდ ტყვია და დაასრულე ასე ყველაფერი.ისე ჩამწყდა შიგნით,თითქოს რეალობაში ყოფილიყვნენ დადუნა და ირაკლი.
საოცრება ხარ.კი მატკინე ასე რომ დაასრულე,მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ასე რომ მასიამოვნე 13თავი. ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია და ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩება ფრაზა
"ლურჯი რატომ ქვია მთვარეს" <3 შენ ჩემო ნიჭიერო.ამ რომანის სუნი მინდა ჩემს თაროზე ვიგრძნო.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№13 სტუმარი nino kd..

miuxedavad imisa rom ar miyvars cudi dasasrulebi mainc momewona... bravo magari iyo.. ratomgac mindoda orsulad yofiliyo. ar vici rato mara ragac kargi xom unda darchenoda. bolos ver mivxvdi ras nishnavda “ჩემი არაფერი დაგრჩა
ჩემი უჩემობის გარდა”-ო…ნეტავ იცოდეს…
ნეტავ…-ჩუმად ჩაილაპარაკა ათრთოლებული
ხმით და ბედნიერმა გადმოგვხედა… shegidzlia ganmimartoo?

 


№14  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი იყო დავმუნჯდი საღოლ .

 


№15  offline წევრი lokokina

ნეტავ იცოდეს ნეტავ ალბათ ჯმას ნიშნავს რომ ორსულადაა და ირაკლიმ არ იცოდა
nino kd..
miuxedavad imisa rom ar miyvars cudi dasasrulebi mainc momewona... bravo magari iyo.. ratomgac mindoda orsulad yofiliyo. ar vici rato mara ragac kargi xom unda darchenoda. bolos ver mivxvdi ras nishnavda “ჩემი არაფერი დაგრჩა
ჩემი უჩემობის გარდა”-ო…ნეტავ იცოდეს…
ნეტავ…-ჩუმად ჩაილაპარაკა ათრთოლებული
ხმით და ბედნიერმა გადმოგვხედა… shegidzlia ganmimartoo?

 


მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენცცც საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ!!!

 


№17  offline წევრი kaxelii

lokokina
ნეტავ იცოდეს ნეტავ ალბათ ჯმას ნიშნავს რომ ორსულადაა და ირაკლიმ არ იცოდა
nino kd..
miuxedavad imisa rom ar miyvars cudi dasasrulebi mainc momewona... bravo magari iyo.. ratomgac mindoda orsulad yofiliyo. ar vici rato mara ragac kargi xom unda darchenoda. bolos ver mivxvdi ras nishnavda “ჩემი არაფერი დაგრჩა
ჩემი უჩემობის გარდა”-ო…ნეტავ იცოდეს…
ნეტავ…-ჩუმად ჩაილაპარაკა ათრთოლებული
ხმით და ბედნიერმა გადმოგვხედა… shegidzlia ganmimartoo?

მეც ეგ ვიფიქრე და თან ეჭვი მეპარება

 


№18  offline წევრი khati

თათა,შეუდარებელი იყო...ვიგრძენი და მეტკინა...,,ჩემი უჩემობა"❤️

 


№19 სტუმარი teo

au rato amatire adamiano... exla wavikitxe da au ra cudi dasaseulia...xo sheidzleba es upro originaluria vidre bednieri dasaruli magram ...ragac chamwyda ...mokled dzalian vbodialob magram emociebis qvesh var da mepatieba ....auuuuu

 


№20  offline წევრი nini31323

ლორე იცი რითი გამოორჩევი?! სწორედ ასეთი განსხვავებულობით.უბრალოდ "ჰეფი ანდით" რომ დაგესრულებინა ერთ უბრალო ისტორიას დაემსგავსებოდა.სხვანაირად ამ იალსტორიის დასასრული ორიგინალური ვერიქნებოდა მაგრამ ვაღიარებ სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი მანამდე მაინც მქონდა იმედი რომ სიზმარი იქნებოდა ან რამე მაგრამ არა..... ყოჩაღ შეეენ

 


№21  offline წევრი KGB

Vinaidan da radganac mec vcer mesmisaseri dasaseukis. Mec ase davasrulwbdi, muza rasacdaganaxebs is unda gadmoce da aramkitxvels rac surs. Sascauli iko es motxroba, arc ki vici ra gitxra. Iraklizeshekvafebuli vartavis minus-pliusebianad, radgana chemtvis misi sidzliere misabadzia, ukvarda da ar agiarebda da zustad esaa dzalian magari. Daduna xosaertod… saocari personajia
Mokledavtors evaleba zustad gadmosces tavisi grdznobebi zedmetebis gareshe da mkitxvels daanaxos is rasac tvuton xedavs da shen es gamogfis tan dzalian magrad imitoro unichiefesi xar
Madlobaam dzalian dzalian magari motxrobistvis

 


№22  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

okay
ცამეტივე თავი ერთად წავიკითხე...
შეუსვენებლივ...
დარწმუნებული იყავი, ირაკლი ჯაფარიძე და დადუნა, კარგა ხანს იარსებებენ ჩემს გონებაში. ეს ისტორია კი, უპირობოდ მოხვდება ჩემს ფავორიტებში.
უბრალოდ, მართლა არ ვიცი რა გითხრა.
დასასრულიც მომეწონა.
გმირები.
სიუჟეტიც.
სტილიც.
შენც.
ყველაფერი'ც.
უბრალოდ ძალიან, ძალიან ვარ გაოცებული, ამ ისტორიით.
მომეწონა კი არა, შემიყვარდა.
და შენ შემიყვარდი.
არ ვიცი რა გითხრა.
ან საერთოდ როგორ უნდა ვთქვა რამე, ისეთი მაგარია.
დამაფიქრა ამ ისტორიამ და არა მარტო სასიამოვნო, არამედ ღირებულიც იყო.
შოკი კი არა, სიგიჟე და გადარევა ხარ!
გმადლობ თათა, გმადლობ!
დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის.

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა.ვიცი ირაკლი და საერთოდ მთვარე ადვილი დასავიწყებელი არ არის :დ

 


№23  offline წევრი Salo me

ვაიმე... სიტყვები არ მყოფნის. ალბათ თავებად, რომ წამეკითხა ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. ყველა თავი ერთად წავიკითხე და უბრალოდ შოკირებული ვარ. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. თითქის მეც მათ გვერდით ვიყავი და მეც მათ ტკივილს თუ სიხარულს საკუთარივით ვგრძნობდი. არ ვიცი ასე როგორ შეგიძლია წერა, ყველაფერს ისე გადმოსცემ, ფილმზე კარგად შევიგრძნობდი თითოელ სცენას. საოცარი იყო. ირაკლიმ მეც მომაჯადოვა. ძალიან შემეცოდა სამწუხაროა რომ ასე დასრულდა. თუმცა ეს დასასრული, რომ არა შეიძლება ასე ძალიან არ ემოქმედა ჩემზე. მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის. არ შემიძლია არ ავღნიშნო საოცარი ლექსები, რომლებმაც სრულყოფილება მისცეს ნამუშევარს.
--------------------
Sally

 


№24  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Salo me
ვაიმე... სიტყვები არ მყოფნის. ალბათ თავებად, რომ წამეკითხა ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. ყველა თავი ერთად წავიკითხე და უბრალოდ შოკირებული ვარ. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. თითქის მეც მათ გვერდით ვიყავი და მეც მათ ტკივილს თუ სიხარულს საკუთარივით ვგრძნობდი. არ ვიცი ასე როგორ შეგიძლია წერა, ყველაფერს ისე გადმოსცემ, ფილმზე კარგად შევიგრძნობდი თითოელ სცენას. საოცარი იყო. ირაკლიმ მეც მომაჯადოვა. ძალიან შემეცოდა სამწუხაროა რომ ასე დასრულდა. თუმცა ეს დასასრული, რომ არა შეიძლება ასე ძალიან არ ემოქმედა ჩემზე. მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის. არ შემიძლია არ ავღნიშნო საოცარი ლექსები, რომლებმაც სრულყოფილება მისცეს ნამუშევარს.

სალომე, გმადლობ. მიხარია, რომ მოგეწონა.

 


№25  offline წევრი Sweet-sofie

ბრავო! არ ვიცი სხვა რა შეიძლება გითხრა! არ მინდა ზედმეტი სიტყვებით გავაუფერულო ეს ემოცია ! მადლობა შენ და კიდევ ერთხელ ბ რ ა ვ ო !

 


№26 სტუმარი LaNa

ცუდად ვარ.მომეწონა დასასრული. ბევრი ვიტირე, თანაც ძაან, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი დასასრული ჰქონდა.უძალიანმაგრესი. ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი. Mაგარი იყო.

 


№27  offline წევრი Shokoladi :D

ზოგადად ისეთი იოლია ჩემი ატირება რომ 1 სიტყვაც კი საკმარისია.... ეხლა კი მთელი სხეული მიცახცახებს და არ ვიცი რა გრძნობა მიბყრობს ... ჩემთვის ხომ რაღაც ამოუხსნელი და საოცრება ხარ და რამდენჯერაც შენს ისტორიას ვკითხულობ იმდენჯერ ხელთავიდან მიყვარდები... არ ვიცი რას მმართებ ვგიჟდები შენზე <3

 


№28  offline წევრი Indigo

დ ა მ ა ნ გ რ ი ე ! ! !
დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო, ვიცოდი სხვანაირად უბრალოდ ვერ დამთავრდებოდა!
ირაკლი, დადუნა და ლურჯი მთვარე...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№29  offline წევრი Chasing liberty

ყოველთვის ერთნაირი საოცარი ემოცია მაქვს კითხვისას...

 


№30  offline წევრი An-El

პორველად წავიკითხე ეს ისტორია და აღფრთოვანებულ -გულდათუთქული ვარ. . .ბოლომდე ვიმედოვნებდი ამ წყვილის ბედნიერებას ,მაგრამ ვარდისფერი დასასრული ხო გააუბრალოებდა ასეთ უმაგრეს დრამას. . .ძალიან შემეცოდა ჯერ ირაკლი და მერე უიმისოდ დარჩენილი დადუნა. . .იმედია ამ ამბავს მათ შვილს უყვება და არა ვინმე სხვას . .მაინც ლამაზი სიყვარული ჰქონდაათ . . უმაგრესი ხარ ლორეეეე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent