შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა IX


27-03-2016, 23:29
ავტორი LonelyBones
ნანახია 1 701

- ეჰ, ახალგაზრდობას მახსენებს ეს ადგილი. - გამეცინა და თავიდან ბოლომდე ავათვალიერე.
ცენტრალური ბულვარი იმ ადგილიდან ორიოდე ნაბიჯზე იყო, სასეირნო ბილიკის გვერდით, ბულვარის გაფუჭებული ინვენტარების შესანახად გამოყოფილი დიდი მონაკვეთი, რომელსაც გარშემო ერტყა გაფორმებული და ფორმაშეცვლილი მოზრდილი ბუჩქები. ერთ ნაწილში სკამები ელაგა, მეორე ნაწილში კი ზღვის შეზლონგები. მუსიკის ხმა ჩვენამდეც აღწევდა, მაგრამ შედარებით გაჭირვებით. ჩვენგან მარჯვნივ იყო სანაპირო ზოლი, სადაც ასევე დასეირნობდა ხალხი. ერთი ბუჩქი რომ ჩაედგათ, ამოფარავდა იმ ადგილას საიდანაც ვჩანდით. გამვლელებს თვალს ვაყოლებდი, არემარეს ვათვალიერებდი და ცას შევცქეროდი.
- აქ არასოდეს ვყოფილვარ. - ვუთხარი და ძველ სკამზე ჩამოვჯექი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით მყარად იდგა.
- არ მიკვირს. არასოდეს არავინ შემოდის, ალბათ ასე წელიწადში ერთხელ თუ შემოყრიან რაც გაფუჭებულია.
- მომიყევი შენზე რამე.. - ვუთხარი და ინტერესით სავსე თვალები მივაპყარი, სიგარეტის კოლოფს ათამაშებდა ხელში. ჩაიცინა, როგორც ჩვევია.
- რა მოგიყვე.. რა იქნება საინტერესო.
- რაც გინდა ის, შენზე არაფერი ვიცი. არც შენ ოჯახზე.. - მგონი მისთვის ზედმეტად სერიოზულ თემას შევეხე. ისე შემომხედა, ვიფიქრე არც დააპირებს მოყოლას მეთქი.
- ხო, ოჯახი.. ეგ თემა არ მიყვარს..
- დღეს შეიყვარე.. - გავუმეორე მისი ფრაზა. გაეცინა, ასე მეგონა მის ყოველ გაღიმებაზე ცხოვრების ერთი წელი მემატებოდა, მე ის მაბედნიერებდა.
- მოკლედ ბაბუაჩემმა გამზარდა. პროფესორია უნივერსიტეტში.
- საინტერესოა.. მერე?! - ვუთხარი მხიარულად და ერთი ღერი ამოვაძვრე.
- მშობლები სადღაც 6-7 წლის ვიქნებოდი.. - ჩაფიქრდა, - ხო, როდესაც გაიყვარნენ. უფრო სწორად, დედა წავიდა სტამბულში სამუშაოდ და - აღარც დაბრუნებულა. მამაჩემი ისეთი ახალგაზრდა იყო, ნორმალური სამსახური ვერ ეშოვნა და მე რას გამზრდიდა. სასაცილოა არა?!
მოყოლა შეწყვიტა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. არაფერი ვუპასუხე, შემომხედა მაგრამ ჩემმა თვალებმა სიტყვების მაგივრად უპასუხეს.“გააგრძელე.!“
- მას შემდეგ, დედაჩემი არ მინახავს და მამაჩემთანაც ძალიან ცივი ურთიერთობა მაქვს. ბაბუაჩემი კაჟივითაა 150 საათი აქვს უნივერსიტეტში. - გაეცინა და შემომხედა, თითქოს თვალებით მანიშნა „გეხვეწები,არ ჩამეძიო..“ – ისტორიკოსია, მიყვარს მასთან საუბარი.
– ძალიან მიყვარს ისტორია... კარგი იქნებოდა მასთან შეხვედრა...
– ძლივს ვნახულობ, ბაბუ ძაან დაკავებულია. – მითხრა და ჩაიცინა.
- მოიცა, საკუთარ თავზე საუბარი დაასრულე?! - გაკვირვებული თვალებით შევხედე.
- გეუბნები არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. განა ძალიან მნიშვნელოვანია რას ვაკეთებდი ადრე? მთავარია რას ვაკეთებ ახლა, როგორი ვარ შენს თვალში...
- ნიკო საქმე იმაშია, რომ მე ისიც არ ვიცი თუ რას აკეთებ ახლა. - ჩემივე ნათქვამზე გამეცინა, რომელიც სამწუხაროდ რეალობა იყო.
- მამაჩემის დაუმთავრებელ საქმეებს ვაგრძელებ. რაღაც უაზროდ წამოწყებული ბიზნესი ჰქონდა, სანამ კიევში წავიდოდა. არა ცოტა მომგებიანი არის, ეკონომიურის დამთავრება გამომადგა.
- მგონი თბილისში სწავლობდი, თუ რაღაც მეშლება?
- თბილისში გავაგრძელე. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი დედაქალაქში, აქაურობას ოღონდ მოვშორდე და სად არ წავალ.
- ათასი ჭორი დადიოდა შენზე...
- ოღონდ ეგ პერიოდი არ გამახსენო რა.. ყველაზე ცუდად მახსენდება.
- ხალხს მოწონდი, რა არის იმაში ცუდი, რომ ყველა გცნობს.
- ალბათ ხუმრობ... - წამოდგა და გაკვირვებულმა შემომხედა. - რა არის ცუდი?! ის რომ ისეთი გცნობს ვისი არსებობის შესახებაც არ იცი, გიგორებს ათას ჭორებს და ყველანაირად ცდილობს გაგანადგუროს. პერიოდი, როდესაც აბსურდია რეალურ გრძნობებზე და ურთიერთობებზე საუბარი. ყოველი მეორე ადამიანი გიყენებს, გღალატობს...
- ახლა რას იტყვი, ისევ ისეთია შენი ცხოვრება?
- არა, არა.. ჭკუა ვისწავლე და ყველა ჩამოვიშორე, ვისაც ვატყობდი რომ აი... რაღაცის გამო ვჭირდებოდი. მხოლოდ ერთი-ორი ძმაკაცი შემრჩა, დღეები ისე გამყავდა რომ მეგობრებს საერთოდ არ ვიხსენებდი. ამაში არაფერია ცუდი, ხალხის ყურადღება დღემდე არ მაკლია, ის ბავშვობა იყო და ყველაფერი სწორედ ცხოვრების იმ პატარა ეპიზოდში ჩარჩა, ახლა სულ სხვა დროა და სულ სხვა ცხოვრების სტილი.
- ნინას გამოჩენამ.. ბევრი რამ შეცვალა ალბათ. - თვალებში ვუყურებდი, როდესაც ამას ვეუბნებოდი. თვითონაც არ მაშორებდა მზერას, ნინაზე რომ ვკითხე, პასუხი შეაყოვნა. შემდეგ თითქოს გამოცოცხლდაო, მიპასუხა.
- აზრზე არ ვარ, იმ დღეს კლუბში რამ წამიყვანა. უბრალოდ ბექამ ძალიან მთხოვა, მის შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო და „განტვირთვა“ სჭირდებოდა. რომ არ წავსულიყავი, გამიბრაზდებოდა... სიმართლეს გეტყვი ანნა, – მითხრა და ისევ გვერდით მომიჯდა, – ბევრი მსმენია დედაშენზე, მსმენია შენზეც, თვალითაც არაერთხელ მყავხარ ნანახი, მაგრამ რატომღაც სხვებივით არასოდეს დავინტერესებულვარ თქვენი ცხოვრებით, არასოდეს მიცდია გამეგო, თუ რატომ საუბრობს ამდენს ხალხი თქვენზე... რადგან ვხვდებოდი, რომ ამ ნალაპარაკევის 99 % ტყუილი იქნებოდა.. ნინაში, მე მიმიზიდა იმან, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა მას ცხოვრებისადმი, ოპტიმისტი და რაღაც დადებითის მატარებელი ქალია. შეუძლებელია შთაბეჭდილება არ მოახდინოს, როგორც საინტერესო ადამიანმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე, ჩუმად ჩამეცინა, ნიკოს შევხედე და წამებში გავაცნობიერე, წამებში მივხვდი, რომ მას დედაჩემი არ უყვარდა. ალბათ მის ცხოვრებას აკლდა რაღაც, რასაც სწორედ ნინაში პოულობდა, მაგრამ ეს არ გასტანდა დიდხანს. ნიკოს შევატყვე, ცვალებადი ხასიათის ადამიანი იყო. ამ დღეს მივხვდი, რომ შეუძლია გულახდილი იყოს, თუ შენგან იგივეს იგრძნობს. მაგრამ ბოლომდე მაინც არავისთან გადაშლის გულს, საუბრობს - მაგრამ მაინც ჩაკეტილია, ჯერ გაჩვენებს, რომ ცივია, შემდეგ კი ისე იქცევა, გაგრძნობინებს რომ მისთვის რაღაცას მაინც წარმოადგენ. გაწონასწორებულს ვუწოდებდი, მაგრამ სუსტი ნერვები ჰქონდა, საკმარისია მისსას შეეხებოდი, და იქ ქრებოდა მომთმენი ნიკო.
იმის შემდეგ სერიოზულზე არაფერზე გვილაპარაკია. ბევრი მაცინა, ისეთ ისტორიებს მიყვებოდა. სწორედ ეს იყო, რაც მივიღე იმ დღისგან.
ამ დღეს მე ნიკო უკეთ შევიცანი.
საოცარი აპლოდისმენტების ქუხილი მოგვესმა, მივხვდით რომ კონცერტი დაიწყო, მაგრამ ადგილიდან არ გავქანებულვართ. საუბარი გავაგრძელეთ. კონცერტზე მომღერლების ხმა ჩვენამდეც კარგად აღწევდა.
- ნინო ქათამაძეს უნდა დაველოდო. - ვუთხარი და ცაზე მოკიაფე ვარსკვლავებს ავხედე.
- ეგ კარგა ხანს არ გამოვა, ან საერთოდ არ გამოვა, ჯობს წავიდეთ.
- როგორ არა! ხომ მითხარი, უნდა იმღეროსო?
- ხო, მართალი ხარ, გითხარი. მაგრამ წამოდი, მეც კარგად ვმღერივარ მის სიმღერებს.
დამიყოლია და წამოვედით. სიგარეტს მოვუკიდე, ბულვარის ცენტრალურ ნაწილში გავიარეთ, ისევ ხალხმრავლობა და ისევ სიგიჟე,არასოდეს მიყვარდა ამდენ ხალხში ყოფნა. სწორედ კოლონადებთან უნდა ჩაგვევლო როდესაც ნიკოს ერთხმად დაუძახეს. მასთან ერთად მეც შევბრუნდი. ტროტუარზე ჩამწკრივებული ბავშვების შეკრება იყო.
ნიკო მათ ესალმებოდა, როდესაც მათ ერთი ბიჭი გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე,რადგან სახეზე არ შემიმჩნევია. შემდეგ დავაკვირდი, ზუკა იყო. სიხარულისგან თვალები შუბლზე ამივიდა და ხმამაღლა დავიყვირე მისი სახელი, ნიკომ გამომხედა.
– მეჩვენება თუ ჩემს წინ ანნა ბაღათურია დგას!
– არ გეჩვენება.. – ვუთხარი და გადავეხვიე.
– მოიცა და აქ რას აკეთებ? შენ არ გიყვარს ხალხმრავალი ადგილები, შენ ბულვარს ვერ იტან! - გაოცებას ვერ მალავდა.
– დღევანდელი დღე გამონაკლისია.
- ნეტავ რატომ? - მკითხა და ნიკოსკენ გაიხედა, რომელიც თან მის გვერდით მდგომს უსმენდა და თან ჩვენკენ იყურებოდა.- არ გინდა რამე მომიყვე?
- ამდენ ლაყბობას იფიქრე როგორ გაიმართლო თავი. ადრე ყოველთვის მირეკავდი, მკითხულობდი.. ახლა კი?! ვინმე სხვამ ხომ არ ჩამანაცვლა? - ვუთხარი და უკან მჯდომი გოგოები მტრულად შევათვალიერე, რომლებიც ნიკოს უყურებდნენ პირდაღებულნი. გაკვირვებული მისმენდა, არ მოელოდა ჩემგან ასეთ სიტყვებს. როდესაც დავამთავრე - ჩაიცინა, ოდნავ მოშვებულ წვერზე ხელი მოისვა და სიცილით მიპასუხა.
- ყოველთვის ასეთი ეჭვიანი თუ იქნები, ბევრს წააგებ, არაფერში გაწყობს.
- ეჭვიანობა რა შუაშია ზუკა, როდესაც არ გახსენდებოდი?
- ნუ ხო, ოდნავ დაკავებული ვიყავი..
- ამათთან ბირჟაობით? - ლაპარაკის და თავის გამართლებას არ ვაცლიდი.
- მოდი ანნა ახლა დამშვიდდი, უაზროდ მაბრალი რაღაც-რაღაცეებს. შენ იცი, რომ ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი დაქალი ხარ შენ, და ვერავინ, ვერასოდეს ვერ ჩაგანაცვლებს. ეს ყოველთვის გახსოვდეს.
- ასე ძალიან რომ არ გიფრთხილდებოდე, კიდევ ბევრ რამეს გეტყოდი. - ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა.
- იცოდე ასეთი რაღაც აღარ გაიმეორო! არ გაპატიებ!
- რა თქმა უნდა ანნა, რა თქმა უნდა..
ჩამეხუტა, როდესაც ნიკო მოგვიახლოვდა.
- მიბრუნდი გელოდებიან,და იმ მეორე პუშკინას მიხედე, თმის შეჭრაზე თუ დაითანხმებ ჯიგარი კაცი იქნები.- უთხრა და მხარზე ხელი მხიარულად დაადო.
- ამქვეყნად თუ რამე შეუძლებელი არსებობს ეგ არის, მამამისს არ უსმენს და მე მომისმენს?– ზუკას ნათქვამზე ორივემ ერთდროულად გაიცინა. მათი ლაპარაკიდან ვერაფერი მივხვდი. მეგობრულად დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წამოვედით.


*****
უცნაურად ჟღერს, მაგრამ დედაჩემის ქმარმა სახლამდე მიმაცილა. შორიდან შევნიშნე, შუქები ენთო, ნინამ მისვლა მიგვასწრო, რაც არ იყო გასაკვირი, უკვე ძალიან გვიანი იყო. იმისათვის, რომ ნინას არაფერი ეეჭვა (ამაზე, ვგონებ, მხოლოდ მე ვწუხდი), ნიკო სახლში შემომყვა.
მხიარულად შესულებს,დასევდიანებული ნინა აგვეტუზა თვალწინ.
- შენი აზრით რა ჭირს?- ვკითხე ჩუმად ნიკოს.
- ახლავე გავარკვევთ.- მითხრა და ნინასკენ გაემართა.
- ადრე მოსულხარ, სიმართლე გითხრა არ გელოდი.- ლოყაზე აკოცა და ნინას რეაქციას დაელოდა.სახის გამომეტყველება არ შეცვლია, მე მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. შიშთან ერთად დავინტრიგდი, მაგრამ პირველი რაც გავიფიქრე ბუნებრივი იყო,“ ხომ არ დაგვინახა?“
- ნიკო შეგიძლია მარტო დაგვტოვო? - ვუთხარი და ნინა შევათვალიერე.
ნიკომ გაკვირვებით გამომხედა ჯერ მე, მერე ნინას.
- შენი სახლი, შენი წესები.- თქვა და აივნისკენ გაემართა.
მარტო დავრჩით თუ არა, ნინას მივუახლოვდი.
- როდემდე აპირებ ასეთი უაზრო გამომეტყველებით ჩუმად დგომას?
- იქამდე, სანამ სინდისი არ შეგაწუხებს.
- იცი, რომ შენთან მიმართებაში მაგ დღეს ვერ ეღირსები.- წინადადება დამთავრებული არ მქონდა ლოყა ამეწვა,ერთიანად გამიხურდა სახე,იმის გასაცნობიერებლად რომ სახეში გამარტყა, რამდენიმე წამი დამჭირდა.
- ახლა რა გააკეთე, სახეში გამარტყი? - ვკითხე სასოწარკვეთილი,ჩახლეჩილი ხმით.
- არა ჩემი კარგო, უბრალოდ მოგეალერსე. - მისი ირონია აუტანელი იყო ჩემთვის, ბრაზი მახრჩობდა, მინდოდა მივვარდნოდი და ასჯერ უარესით მეპასუხა, მაგრამ თავი შევიკავე, არ ვიცი როგორ, რანაირად, რატომ. უბრალოდ არაფრისმთქმელი თვალებით შევხედე,შევატყვე რომ ცოტათი გაოცებით მიყურებდა, ალბათ გაუკვირდა როგორ არაფერს მეუბნებაო.
- ალბათ მიხვდი, რომ თანამშრომლებთან ერთად ლოთობას იმ ადამიანთან ყოფნა ჯობია, ვინც შენი ჭკუით გიყვარს. ნინა ეს აღარ გაიმეორო.- ვუთხარი და იმწამსვე გეზი ჩემი ოთახისკენ ავიღე.
ნინას საქციელზე საერთოდ არ მიფიქრია, ვიცი გადაუვლიდა, სიმთვრალეში ყოველთვის უფრო ილტვოდა ნიკოსკენ. სამაგიეროდ, ჩემი და ნიკოს იმდღევანდელი თითოეული დიალოგი გავიხსენე, სახეზე უაზრო ღიმილი მეფინებოდა და მიხაროდა, მიხაროდა უზომოდ.. მინდოდა გავსულიყავი და მისთვის რამე მეთქვა, რამე უბრალო.. მაგრამ ამის არანაირი შანსი არ მქონდა, ნინას გაფიცხებულზე კიდევ დამატება რატომღაც არ მინდოდა. თავი შევიკავე. ოთახში შესულმა ნიკოს მანქანის ხმა გავიგონე. წავიდა.
საკუთარ დღიურში ჩანაწერების წერით მომეძინა. ნინას გამოხტომის მიუხედავად მაინც მშვიდი ღამე იყო, ველოდებოდი მომდევნო დღეს და ჩემი და ნიკოს ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.

*******

მორიგი მოსაწყენი დილა. მე და ნინა მსუბუქად ვვახშმობდით.
- ლიმონი მომაწოდე. - ვუთხარი ნინას და ხელი გავუწოდე.
რამდენიმე წამი მალოდინა, ჟურნალს კითხულობდა.
- რას აპირებ ამ საღამოს? სახლში ჯდომას?- მკითხა დედაჩემმა.
- ნინა, მაშინებ ამ ბოლოს.- ვუპასუხე და გავიცინე.
- რატომ?
- როდის მერე ინტერესდები ჩემი გეგმებით? მეუცნაურება ეს ყველაფერი..
- არ შეიძლება ვიცოდე ჩემი შვილი რას აკეთებს? - მითხრა და საოცრად მზრუნველი თვალები მომაპყრო.
- ღმერთო ჩემო! ასეთ ნინას არ ვარ შეჩვეული, ამიტომ ძალიან გთხოვ შეკითხვებს ნუღარ მისვამ.
– მე და ნიკო დღეს რესტორნის გახსნაზე მივდივართ, შეგიძლია მამაშენთან შეირბინო და უფროსებს არ შეგვიშალო ხელი, როგორც ამას ბოლო რამდენიმე დღეა აკეთებ.
- ნუ მკარნახობ სად წავიდე და სად არა, და ნუღარც იმას მეკითხები, რის კეთებას ვაპირებ! მე ვიცი რა აზრებიც გიტრიალებს თავში, მაგრამ ძალიან გთხოვ, არ გამაბრაზო, სადაც გენებოთ – იქ წათრეულხართ.. შენც და შენი შეყვარებულიც... - ვუთხარი ხმადაბლა, მაგრამ გაღიზიანებული ტონით, ტელეფონი და სიგარეტი ავიღე და სახლიდან გამოვვარდი.
თითქმის მთელი ჩემი უბანი ფეხით მოვიარე.
ზუკას სახლს გავცდი და სპორსკოლასთან ჩავიარე. შესასვლელთან შორიდან დავლანდე, რამდენიმე ბიჭი იდგა, როგორც ჩანს იმ მომენტში იშლებოდნენ.
ახლოს მივედი თუ არა, გარკვევით დავინახე ერთ–ერთი მათგანი და ვიცანი კიდევაც. თავიდან გადავწყვიტე, უკან გავბრუნებულიყავი. მაგრამ ცოტა გვიანი აღმოჩნდა.
თვითონაც მიცნო. ბიჭები დაიშალნენ, ის კი ერთ ადგილას იდგა და სიგარეტს უკიდებდა. ახლოს მივედი თუ არა, გავჩერდი, ბოლოჯერ დავარტყი დიდი ნაფაზი, სიგარეტი გადავაგდე და ნამუსზე ამგდები თვალები მივაპყარი.
– შენ რა, მეღადავები?! – მითხრა დამცინავი ხმით და სინათლეზე გამოვიდა.- გგონია ასეთი სახის გამომეტყველებით რამეს მიაღწევ?
- შენნაირ უნამუსოსთან პრინციპში, შანსები არ მაქვს..
- უნამუსო მე ვარ?
- უკაცრავად?! - კინაღამ გამაგიჟა მისმა სიტყვებმა.
- ამხელა გოგო იმდენს უნდა აცნობიერებდე, რომ კაიფში მყოფ ადამიანს ახლოს არ გაეკარო, თუ შეგნებული ხარ მითუმეტეს. გგონია მინდოდა, რომ იმდენი ჩაგეყლაპა ანდა ის ყველაფერი რეალურად მომხდარიყო ? უბრალოდ ვერ ვაზროვნებდი, შეიძლება ითქვას გათიშული ვიყავი, შენ კი .. შენ კი ორჯერ ზედიზედ „აცემინე“ ჩემი თავი..
- ორჯერ ზედიზედ? რეებს ბოდავ? სიტყვა „კაიფზე“–ც კი გული მერევა, კილომეტრიდანაც რომ დაგინახო, გული ამერევა... საზიზღარი ადამიანი ხარ... შენ გგონია, აქ სპეციალურად ჩამოვიარე რომ შენ მენახე? ძალიან ცდები.. ის რაც მოხდა ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის, სხვა ყველაფერი კი დამსახურებულად მიიღე.- ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
- თან მირბიხარ.. - მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე..
- ისევ შევხვდებით.. - მომაძახა მეორედ.

****
ახალი წლის მოლოცვების პლაკატებმა, სხვადასხვა აქციებმა და უაზრო საახალწლო სიმღერებმა ქუჩებში რომ გაისმოდა, თავი მალევე მომაბეზრეს. ზღვისპირას გადავედი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბნელოდა.
რომ არა ის ახალგაზრდა წყვილი ჩემთან ახლოს , რომ ისხდნენ,სანაპიროზე უფრო დიდ ხანს დავრჩებოდი. ბოლოს შემცივდა კიდევაც ამიტომ იმის მოფიქრებას, თუ სად წავიდოდი, სახლში წასვლა ვამჯობინე.
გარედან დავინახე ნინას ოთახში შუქი ენთო, არ მეგონა ასე ადრე თუ მოვიდოდნენ. ფრთხილად შევაღე კარი და წინასწარ ვიცოდი, ამ საღამოს რაღაც ჩემთვის არასასიამოვნო მოხდებოდა.
სახლში რომ შევედი, მისაღებ ოთახში არავინ იჯდა, მხოლოდ ნინას ხმადაბალი ქვითინი მესმოდა მისი ოთახიდან. ფრთხილად გავემართე ოთახისაკენ, კარებთან ჩუმად დავდექი და ნინას შევუხედე.
ხელებჩამოშვებული იჯდა სკამზე, მუდამ დახვეული თმა სულ ჩამოშლოდა, თვალში გახეული კოლგოტი იმწამსვე მომხვდა. თვალები სულ გათხაპნული ჰქონდა ტირილის გამო, მოკლე კაბა კიდევ უფრო ზემოთ აწეოდა. ჩუმად შევიპარე ოთახში და მისგან ოდნავ მოშორებით დავდექი.
– ანნ, შენ ხარ.. კარგია, რომ მოხვედი.. გელოდებოდი..– ენას ძლივს იდგამდა, ოდნავ მთვრალი იყო.
– არ მეპარება ეჭვი.
– ნუ მელაპარაკები ეგრე, შენ მაინც ნუ მეუხეშები ძალიან გთხოვ!– მითხრა და ტირილს უმატა. წესით უნდა მივსულიყავი და მოვხვეოდი, ან საერთოდ მეკითხა თუ რა ჭირდა. მაგრამ მხოლოდ გაშტერებული ვიდექი მისგან მოშორებით და ველოდები სანამ თვითონ მომიყვებოდა ყველაფერს.
– მე და ნიკომ ვიჩხუბეთ..– თქვა სკამის საზურგეს მიეყრდნო. –გულის სიღრმეში მივხვდი, რომ მისი ნათქვამი მესიამოვნა. არაფერი მითქვამს, თვითონ კი განაგრძო:
– ჩემს მეგობრებს წარვუდგინე, როგორც ჩემი მეუღლე, მან კი... – მითხრა და თავიდან ატირდა. – იმდენი ხალხის წინაშე, ასე ხმამაღლა.. როგორ შეიძლება.. ჩემი ვაჟა ასეთი არ იყო, არ იყო ასეთი, გესმის?! ასე საჯაროდ, ხალხს წინაშე, არასოდეს მამცირებდა.. ანნ, მემგონი სამუდამო მარტოობისთვის ვარ განწირული.. – მითხრა და ხელით მანიშნა ჩემთან მოდიო, მეც მომღიმარი სახით მივუახლოვდი. არც ამდგარა ისე შემომხვია ხელები და თან დაამატა
– როგორ ფიქრობ..
– ნუ ნერვიულობ, არ ღირს. მოვა და ბოდიშს მოგიხდის რახან ასე იმოქმედა შენზე მისმა სიტყვებმა. ახლა კი დამშვიდდი. ისე, კონკრეტულად რა გითხრა? – მართლა ძალიან მაინტერესებდა.
– ღმერთო ჩემო, ანნა, შენ ჩემი ცხოვრება არასოდეს გაინტერესებდა, არასოდეს! დღეს კი, დეტალებში მეკითხები თუ რა მოხდა... რატომ გაინტერესებს? იქნებ შენ მიპასუხო?!
– არაფერის გაგონება აღარ მინდა... – ვუპასუხე, ფრთხილად ავაყენე და მის საწოლზე დავაწვინე. უეცრად კი შემოსასვლელი კარის გაღების ხმა გაისმა, მივხვდი რომ ის იყო, სხვა ვინ უნდა მოსულიყო ისე გვიან.
– მოვიდა, წადი შენ, ჩემითაც მოვახერხებ ამას! კარები ჩამიკეტე, მისი დანახვაც არ მინდა! – მითხრა ჩურჩულით და ხელი მკრა. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც მითხრა. კარი ფრთხილად დავხურე და მისაღებ ოთახში გავედი.
– რა მოხდა თქვენს შორის ნიკო? ნინა ტირის...
– მოდი, მაგ თემაზე დღეს არ ვილაპარაკოთ.. უბრალოდ იმისთვის მოვედი, რომ შენი სილამაზის დღევანდელი დღის ბოლო დოზა მიმეღო...
– საერთოდ არაფრის თქმას არ აპირებ? – ვეკითხებოდი გულუბრყვილოდ.
– შეეცადე ნინა დაამშვიდო... ხვალ აუცილებლად ვნახავ... – თვალს მარიდებდა, მე კი დაჟინებით შევყურებდი მის სახეს... გამხარა მისმა სიტყვებმა, ვიფიქრე, ალბათ სერიოზულად უნდა დაელაპარაკოს განშორებაზე მეთქი. შემდეგ კი მოულოდნელად დაამატა
– დღეს ზუკა ვნახე.
– რა ილაპარაკეთ?
- და რა იცი, რომ საერთოდ ვილაპარაკეთ, დავინახე თქო. - გამიცინა, ნინას კარებს გახედა, რაც არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
- ნუ ართულებ ყველაფერს.. უმჯობესია კითხვაზე მიპასუხო.
- გავაფრთხილე, რომ ისეთი უაზრო წვეულებები აღარ მოაწყოს. გავაფრთხილე კი არა - ვურჩიე. იქამდე იმ დღესთან დაკავშირებით მარტო ერთხელ ველაპარაკე.
- ყველაზე სულელური საქციელი, რაც ოდესმე ჩაგიდენია.. - ვუთხარი ირონიით. - რაზე ფიქრობდი, ზუკას რომ ჩემთან ურთიერთობას უკრძალავდი? მისი ბრალია, რომ ვიღაც ჩაკაიფებულ ნარკომანს ჩემთან ახლო ურთიერთობა მოუნდა?
- შენ მაგას ახლო ურთიერთობას ეძახი? - ბრაზი დაეტყო.
- მთავარია სათქმელს მიმიხვდი.
- რაც საჭირო იყო, ის გავაკეთე.. გაიზრდები და მიხვდები. - იცოდა, რომ განსაკუთრებულად მწყინდა, როდესაც ბავშვს მიწოდებდა, ამიტომ ჩაიცინა, მე კი, ხუმრობით, რამდენიმე დარტყმა გავიმეტე მისთვის.
მგონი, იმ მომენტში ნინას არსებობა სულ გადაგვავიწყდა, პასუხად უთბილესი ჩახუტება მივიღე. თითქოსდა, ყველაფერი კარგად იყო, თითოქსდა ბედნიერებისთვის არაფერი მაკლდა... მაგრამ იყო რაღაც, რის გამოც არ შემეძლო ბოლომდე ბედნიერად მეგრძნო მის მკლავებში თავი... იმ დროს მეგონა, რომ ამ ყოველივეს არასოდეს მოეღებოდა ბოლო...



№1  offline წევრი natia-natia

ძსლიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent