,,ამოჩემებულობის" სინდრომი
///////////////////////////////////////////////// ,,ამოჩემებულობის სინდრომი“ მახასიათებს მე დ რა თქმა უნდა დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, თუმცა ჩემს შემთხვევაში ,,ამოჩემებულობის სინდრომი“ გამწვავებულ წყვეტილ ფორმებში ვლინდება ვლინდება, რომელსაც ვუწოდებ წუთიერ აკვიატებასაც კი. შეიძლება ითქვას, რომ წუთიერს არაუშავს, მაგრამ ჩემი აკვიატება, როცა თვეობით გრძელდება შემდეგ სულაც არ მეცინება, შემდეგ ვეძებ ახალ ობიექტს ყურადღება რომ გადავიტანო, თუმცა ერთი უფსკრულიდან მეორეში აღმოვჩნდები და ახლა, ახალი აკვიატება არ მომცემს მოსვენების საშუალებას. სწორედ, იმ დასამახსოვრებელ დღეს მოვდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში თორემ აღარ შემეძლო ამ ერთფეროვანი გახუნებული ფერების ყურება, მაგრამ იმისიც მეშინოდა, რომ ღმერთი გამიბრაზდებდა უმადუროვისთვის და ეს სიმშვიდეც და ერთფეროვნებაც მოსანატრებელი გამიხდებოდა. „ჰოდა“ ამ ფიქრების გასაფანტად სწრაფად დავტრიალდი, თვალები დავხუჭე და უცებ გავახილე, მაგრამ ჩემი ცნობიერი და არაცნობიერი მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ ჩემთვის ეთქვათ ,,აზრზე არ ვარ, სად ვარო:“ ,,ჰოდა“ მეც ლამის ,,თავზარდაცემულმა თავი ხელში ავიყვანე“ პირველ რიგში დავწყნარდი. უნდა ვაღიარო, რომ გათიშულმა და ფიქრებსი გადაკარგულმა ბუნების მშვენიერება აღმოვაჩინე, რაღაცნაირად არ ჰგავდა ეს ბალახები, ხეები და ყვავილები ნამდვილს, ზედმეტად მშვენიერი იყო... ისიც ვიფიქრე ხომ არ მოვკვდი და სამოთხეში ხომ არ ვარ- თქო ~, მაგრამ ასეთი ამბიციურიც არ ვარ და არც სიკვდილის ნაირგვარობის შესახებ ახსოვდა რამე, ამოტომ ეს მოსაზრებაც გამოვრიცხე. იმდენად მამშვიდებდა ეს მშვიდი გარემო, რომ ჩემი თავი გავაკრიტიკე აქამდე სიმშვიდის ცნობა არ გცოდნია- თქო. სწორედ ამ დროს ისეთი შრიალი მომესმა ერთი მხრიდან, რომ ცოტა მოვფხიზლდი, თუმცა ისეთი სილამაზე იყო ჩემს წინ, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. პაწაწუნა კოლიბრების გუნდი გასაოცრად დატრიალებდა თავს ჩემთვის ამოუცნობ ყვავილებს , ისე გავერთე ამ სანახაობით ვერც კი შევამჩნიე როგორ დამიდგა ვიღაც გვერდით... -ვერ აცნობიერებ არა? ეს ისეთი არაადამიანური ხმით წარმოთქვა დავბარბაცდი, ეს არაადამიანური ხმა კი სულაც არ იყო შემზარავი, პირიქით რაღაც მომაჯადოვებელი და ჩამთრევი იყო -უნდა ვაცნობიერებდე კი? -შენს ადგილას მოვინდომებდი ამას, მაგრამ არ გირჩევ.. იცი რა არის ჩვენი ნაკლი? - არ ვჯერდებით იმას რაც გვაქვს და რასაც ვხედავთ, ვიკვლევთ, ვწრიალებთ და ვიბრძვით, კაცმა არ იცის რისთვის და არავინ იცის საბოლოოდ რისი მიღება გვინდა, თუმცა შენ არ ხარ ასე, შენ არ უკვირდები სიღრმეებს, მაგრამ არც ეს არის კარგი დაგაკნინებს... -შენ რას მთავაზობ? გავბედე და პირველად შევხედე ღია თვალებში, სწორედ რომ ღია და მეტყველი თვალები ჰქონდა, ფერდაუდგენელი და ყველანაირი ემოციით სავსე... -არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არ შემიძლია შენ რამე შემოგთავაზო, არც ის შემიძლია რომელიმე შენი ნაბიჯი განვსაზღვრო და მის სისწორეში დაგარწმუნო... არ უნდა შემოგეხედა ჩემთვის... -კი მაგრამ რატომ? აკრძალულია? -არა, აკრძალული ხომ უფრო მიმზიდველი და დასაპყრობია? თუმცა ეს არ ყოფილა აკრძალული, უბრალოდ ვერ შეძლებ... -რას ვერ შევძლებ? იცი ცოტა უცნაურად მელაპარაკები -მხოლოდ ჩემი ლაპარაკი გეუცნაურა? დავფიქრდი, ჩემთვის ყველაფერი უცნაურია ყოველთვის, თუმცა ახლა თითქოს მაბნევდა ეს ყველაფერი და უაზრობადაც შევრაცხავდი ყველაფერს დედამიწის ზურგზე მაგრამ..... -ალბათ ძნელია, მაგრამ შენს გარდა უცნაურად ვერაფერს აღვიქვამ, იმიტომ რომ... მეც არ ვიცი რატომ, იქნებ მითხრა სად ვართ? ან როგორ დავბრუნდე შინ? -იცი, შენ არსად არ ხარ, არც არავინ ხარ, არც შინ არსებობს, ყველაფერი ტყუილია გესმის? არაფერი არ არის ისე როგორც შენ გგონი, ეძებდი რაღაც ახალს, ამოუცნობს არა? - გაჩუმდა ცოტა ხნით, მე კი ისევ ჩავხედე თვალებში, თუმცა ახლა აღარ იყო ის მეყველი, ვერაფერს ვხედავდი, ვერც სითბოს, ვერც ინტერსს და ვერც ჩემს თავს, თითქოს მის თვალებს კი არა უდაბნოს შევყურებდი, არანაირი ემოცია არ ეხატა სახეზე... რაღაც უცხო ვიგრძენი, ამას არც შიში ერქვა და არც მრისხანება, რაღაც ამოუცნობი იყო ჩემთვის -და მაინც არ უნდა ჩაგეხედა ჩემს თვალებში, ძებნას დამიწყებ, ვერ მოისვენებ, რაღაც იდეალს და კრიტერიუმებს შექმნი, ეს არ იქნება შენთვის ადვილი... -ნამდვილად ვერ ვხვდები რას მეუბნები, არ გესმის რას ვამბობ? გამომხედე რა... ის მაინც მითხარი სად ვარ?.... თვალების გახელა და თეთრი ჭერის დანახვა ერთი იყო... არ ვიცი სიზმარი იყო , ხილვა თუ სხვა რამ, მაგრამ ცხადივით მახსოვდა ყველაფერი... მართალი იყო, არ უნდა ჩამეხედა თვალებში, რადგან მსგავსი არც არავინ იყო, ის იდეალად გავხადე და ამით მოსვენება დავკარგე, ,,ყველასში“ მას ვეძებდი.... ამაოდ....... არ შევირგე ის ერთფეროვნება, ვიწრიალე, ვიწუწუნე და სულიც ავიბორგე, მაგრამ ერთს მივხვდ სწორედ ის იყო რეალური სამყარო და არა ეს სადაც ახლა ვარ. გაუთავებელი წამლების ყლაპვა ჯანდაბაში მოისროლებდა ჩემს დაბინდულ გონებას და უკუნეთ სიბნელეს ძლივს ვუსწორებდი თვალს, ჩემამდე მხოლოდ შორიდან მომავალი წივილი ისმოდა, ,,მე გიჟი არ ვარ..........“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.